ქართველი მღვდელი ფრანცისკანურ ორდენში!

ს ე ქ ტ ა ნ ტ ე ბ ი  

„დეკანოზი“ ბასილ კობახიძე, სექტანტები: მალხაზ სონღულაშვილი, ბენიამინ ბაკურაძე და სტივენ ჯორჯ პლატენი

  • ეკუმენურ ფრანცისკანულ ორდენში ორი ქართველი გაწევრიანდა!!

 დიდი ბრიტანეთის ქალაქ ვეიკფილდის ყოველთა წმინდათა სახელობის კათედრალში ეპისკოპოსმა სტივენ ჯორჯ პლატენმა ეკუმენურ ფრანცისკანულ ორდენში ორი ახალი წევრის მიღების რიტუალი აღასრულა. ეკუმენურ ფრანცისკანულ მესამე ორდენს შეუერთდნენ დეკანოზი ბასილ კობახიძე და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წევრი ბენიამინ ბაკურაძე. ბაპტისტური „ეკლესიის“ მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი უკვე, რამდენიმე წელია, ამ ორდენის წევრია. ეკუმენური ფრანცისკანური ორდენი ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა ანგლიკანურ „ეკლესიაში “. მასში გაწევრიანებული არიან ანგლიკანები, მეთოდისტები, რეფორმატები, ბაპტისტები და სხვ. ორდენის მიზანია ქრისტიანებს შორის ძმობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, ეკუმენური დიალოგის ხელშეწყობა და საქველმოქმედო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი ბასილ კობახიძე პირველი მართლმადიდებელია, რომელიც ეკუმენურ ფრანცისკანურ ორდენში გაწევრიანდა.

_______________________________________________

 

  • მართლმადიდებელთა კომენტარი:

   ვეკითხებით საქართველოს „საპატრიარქოს“: რა სჯულით და რომელი სჯულის კანონით მოქმედებს იგი? კი, მაგრამ მამა ბასილი (მკალავიშვილი) განკვეთეს ეკუმენიზმის მხილების გამო, ხატმბრძოლ და ღვთისმბრძოლ სექტებს, თურმე, რატომ აკადრა „ძალადობა“.ამის გამო ციხეში ჩასვეს, ხოლო დღისით-მზისით,ღვთის სჯულის ასეთი მაგინებელი — ყოვლად მკრეხელი „დეკანოზი“ ბ. კობახიძე აქამდე არაფრისდიდებით და თანაც, ვერაფრისდიდებით ვერ განკვეთეს? თუ ასეა და მაინც თავის წიაღში ტოვებენ ამ განცხადებულ ღვთისმგმობელს და ერთ-ერთი სექტის ოფიციალურად აღიარებულ წევრს, კი, მაგარამ მაშინ,მართლმადიდებელ ეკლესიად რატომღა იწოდებიან; იქნებ, მოუგონონ საკუთარ თავს უფრო შესაფერისი სახელწოდება?!

ქართველი მართლმადიდებლები

 

36 Responses to “ქართველი მღვდელი ფრანცისკანურ ორდენში!”

  1. AFXAZI Says:

    VAI KOBAXIDZE, VAI CHE SABRALO, TAVIDAN GETYOBODA RAC IYAVI, CHVENGAN NAMXEL GAREWAR “MGVDELS” XELI ROM DAAFARE, “ras ambob magas rogor izavdao”…AMOYAVI TAVI GVELTA SOROSHI, NETA DGES RA DAVALEBA MOGCES, SHE QRISTES DA ERIS GAMYIDVELO…

    • ნიკა Says:

      რედაქტორს ვთხოვ, ეს ვიდეო განათავსოს წერილში “ქართველი მღვდელი ფრანცისკანურ ორდენში!”, ბაბტისტურ სექტაში გაწევრიანებულ ბასილ კობახიძის (პატრიარქ ილია მეორის ყოფილი პრეს-მდივანი), საპატრიარქოს მღვდელ ზაზა თევზაძის (ბაბტისტურ სექტაში მესებს ესწრება) და თავად ამ სექტის ”ეპისკოპოს” მალხაზ სონღულაშვილის და მისი იმიჯმეიკერის ნოდარ ლადარიას სამახსოვროდ.

      • ნიკა Says:

        ქართველებო, ასიათასი მოწამის და სხვათა ურიცხვთა მოწამეთა და დიდმოწამე გიორგის ქვეყანას ასეთი სარწმუნოება გინდათ? არადა იეღოველთა, ბაბტისტთა, კათოლიკეთა, ლუთერანთა, ანგლიკანთა, ეკუმენისტ ”მართლმადიდებელთა” და სხვა ერესების მაღალიერაქებს ასეთი საქართველო სურთ მალე იხილონ, ამისთვის მიმდინარეობს ბოლო ბრძოლა საქართველოში.

      • ნიკა Says:

        ეს ვიდეო აქაც საჭიროა ბასილ კობახიძის და ზაზა თევზაძის ღვთიურ აზრთა წყობისათვის.

      • nana Says:

        stalkerma rom ikitxa ase cekvaven qartveli baptistebio tu arao, me ramdenadac vici jer taviant ritualebze balets cekvaven konservatorulad, magram male gadavlen locvis am modernistul yaidazec. jer qalebis mrvdlad kurtxevis damkvidrebit arian dakavebuli. anu malxaz songulasvili da rusiko magati “mgvdeli” balets cekvaven. vasil kobaxize da zaza tevzaze jer damkvirveblis statusit arian am baletze. sheizleba repeticiebs ukve gadian.

  2. ლადო Says:

    უყურეთ იეღოველთა სექტის კრიმინალურ ქმედებებს
    —————————————————–

    • ნიკა Says:

      ლადო, განსაკუთრებით გმადლობთ თქვენ, რომ აქვეყნებთ, ასეთ მნიშვნელოვან ვიდეო და წერილობით მასალას. უფალმა შეგიწიროთ შრომა. ვიცით, რაოდენ ძნელია საჭირო მასალის მოძიება ინტერნეტში. ზოგჯერ ერთ თემას მთელი დღე სჭირდება და ეს ძალიან მოქმედებს მხედველობაზე. ეს ვიდეო კი იეღოვას მოწმეთა სექტაზე, აჩვენებს რაოდენ საშიშია ეს სექტა, არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქვეყნისთვის, არამედ სხვა აღმსარებლობის ქვეყნებისთვისაც. სწორედ ამიტომ, აკრძალულია მრავალ ქვეყანაში, სწორედ ამ სექტის კრიმინალური საქმიანობის გამო.
      —————————————
      სანამ ითარგმნებოდეს ქართულად, გთხოვთ, რუსულ ვერსიაში, ეს წერილიც იხილოთ, საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთი ანტიმართლმადიდებელი საქმის სამხილებლად.
      http://didgoriru.wordpress.com/2009/11/16/преподобный-иоанн-дамаскин-2/#comment-28

    • daviT Says:

      ნუ პადრე ჯემალი ვასიკო რუსიკოს ბალეტზე რომ ვიოლინოს საბალეტო ვერსიას დაუკრავს ხოლმე, ეტყობა ნაღვლიან ხასიათზე დგება მათი ჩამორჩენილობისა გამო, ოცნებებში ალბათ ამერიკული-ბაპტიზმის მოდერნული სული დაუბერავს ხოლმე მის ჯოჯოხეთურად აგიზგიზებულ გონებას! ერთი სული აქვს ეტყობა მოსპოს ქართული ბაპტიზმის წიაღში ნოდარა სოციოგრამა ძე თუთბერიძისას ბალ-მასკარადული ჩამორჩენილობა და მიაღწიოს ჩაჩა-ჩაჩა, ვიტ-ვიტ-ვიტ_ის მაღალმოტლინკავე მენტალიტესტს! პადრე ჯემალი მარდალეიშვილი იუმორინად გაჩენილი ამქვეყანაზედ სულ ეკუმენისტთა მართლმადიდებლური პრესის ჩამორჩენილობას აკრიტიკებს და თან იქ გამოქვეყნებულ წმინდა მამებზე ხომ მთლად მწარედ ააღრჭიალებს ხოლმე კბილებს მათი ჩამორჩენილობით გულშემუსვრილი, მაგრამ მემრე ამერიკული ბაპტიზმის ჩაჩაჩათი-დავიტვიტებულ სხეულში მალევე აღენთება ხოლმე ჩაწკვარამებული გული! ახლა იეღოვას მოწმეთა სექტის კრიმინალური რწმენით აღტაცებული მალე გააგორებს ალბათ თავის ბედკრულ ცოლ-შვლის!

      • daviT Says:

        ხო ვნახე ილიას და კირილეს მოლურ-მოდერნული ამბები ბაქოში ვოიაჟისას დიდგორის რუსულ ვერსიაში, რაც რასაკვირველია ბადრე ჯემალს მაინც ჩამორჩენილობად მოეჩვენება და არ დაუფასებს მოლური ამბების ამაო თავგანწირვას, მას ხომ მათი გავიტვიტება ჩაჩაჩად გარადქცეული ბუქნაობა სწადია. რა ორდენები მოლას, რა პატივი და ქება-დიდების შესხმა, რას არ გაიგებ ადამიანი! კირილემ ისე ადიდა მოლა რომ წმინდა მამები არ გვიდიდებია ჩვენ აქ! ხოლო წმინდა მამამან იოანემ ჯოჯოხეთად შთახეთქა მათი ცრუ-პატრიარქული მოლა-ნასრედინული ზალატოი რუნოს ღირსების ორდენთა ამბები! ეჰ მართლაც დიდება მოთმინებასა შენსა უფალო ჩემო ტკბილო იესო!

      • ლადო Says:

        დავით, რადგან შენ არ ასვენებ პადრე რუსიკოს, აჰა შენ მასზე მწირი ინფორმაცია:
        ========================

        2008 წლის 28 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში შედგა პროექტის მონაწილეთა შეხვედრა ბაპტისტური ეკლესიიის ეპისკოპოსთან ქალბატონ რუსუდან გოცირიძესთან. მონაწილეები ყურადღებით უსმენდნენ სამღვდელო პირის საინტერესო საუბარს.განიმარტა ამ მოძღვრების თავისებურებანი,ისტორია,ქართული რეალობის სპეციფიკა და სტრუქტურა.ვრცლად იქნა მიმოხილული პროტესტანტურ მიმდინარეობებთან ბაპტიზმის დამოკიდებულება.სხვაობანი ,რაც ახასიათებთ ბაპტიზმის სხვადასხვა შიდადინებას,ტერმინ “ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის” გენეზისი. იყო კითხვები,რომელზედაც ქალბატონმა რუსუდანმა ამომწურავი პასუხი გასცა.

      • ლადო Says:

        Женщина-епископ американской англиканской церкви заявила, что гомосексуализм – это дар Божий

      • ლადო Says:

        Глава англиканской Епископальная церкви США 52-летняя Кэтрин Джеффертс Шори, которая стала первой женщиной, возглавившей эту церковь, заявила, что гомосексуализм не является грехом. По ее словам, Библия писалась в других исторических условиях, и некоторые правила уже устарели и не соблюдаются. По словам Шори, важнее соблюдать духовные заветы.

        “Я не верю, что гомосексуализм это грех. Я считаю, что бог наделяет нас разными дарами. Каждый приходит в этот мир с разным багажом, в котором что-то бросает нам вызов, а что-то приносит радость и позволяет делать мир вокруг нас счастливее”, – заявила Джеффертс Шори в интервью телеканалу CNN.

        На вопрос о том, как на ее взгляд гомосексуализм соотносится с некоторыми отрывками из Библии, прямо осуждающими сексуальные отношения между мужчинами, Шори заявила, что Библия была написана людьми, живущими в совершенно другой исторической обстановке…

      • ნიკა Says:

        “ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისგან. ვისთანაც მან განსასვენებელი ჰპოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი – კერპთაყვანისმცემლობა და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ, მაგრამ არცერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. შესაქ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ თუ რა მოხდება!”(წმიდა რუის-ურბნისის კრების 18 კანონი)

      • davit Says:

        ვაიმეეე ”Женщина-епископ американской англиканской церкви заявила, что гомосексуализм – это дар Божий”!!!!!!!!!!!!_ო!, გეყურებათ ხალხო? ეს გახრწნილი ”მაღალი მენტალიტეტის” დედაკაცი რაებსა ბოდავს? და თანაც ეკლესიაოოო ანგლიკანურიო და მრევლიცა ჰყავს და თანაც ნახე რა უხვად ტაშასა სცემენ მის პრეზენტაციაზე ლადოს გამოქვეყნებულ ვიდეოში? სადა ხარ მადამ თუ ლედი ნელი, სად გაჰქრი? შემო რა დებატებში, ამერიკაზე და ევროპაზე შეტრფიალებულო დედაკაცო! ესეთი ეკლესია გინდა ქალო? არა გრცხვენია ქალო? იქეთ ბაპტისტი პადრე ვიტ-ვიტს გაიძახის შეშლილ სამყაროს ჰგამს მისი მრევლი, აქეთ მეორე პადრე ჩაჩაჩას აცეკვებს და ალილუიათი აბღავლებს ხალხსა, და ეს გაეპისკოპოსებული ქალი ამერიკის სახელმწიფო ეკლესიისა კიდევ პედრრასტობა ღვთის საჩუქარიაო აპიდარასტებს ხალხს, მემრე ახლა იქეთ იეღოვეას მოწმეთა სექტამ გაჟუჟა თავისი ოჯახის წევრები და ასე უნდა განთავისუფლდეთ თქვენცაო გვაძახებს ამერიკა-ევროპა და ჩვენი პატრიარქის ორდენებით სირბილი მოლასთან ისიც აღარ აკმაყოფილებთ!!!

      • ლადო Says:

        ანგლიკანური ეკლესიის სულიერი სახის და ამერიკის ეკლესიის მღვდელქალას ქადაგება

      • ლადო Says:

        ახლა კი გირჩევ დავით არსად არ გაიქცე და ამ ანგლიკანური ეკლესიის სოდომური ქორწინებებიც ნახე, მღვდელქალასთან შედარებით აქ უფრო აწეულია მენტალიტეტი

      • ლადო Says:

        ეს კი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მგონი ბოლო ასამბლეა, სადაც ეს ყველა ჰომოსექსუალისტ-ლესბოსელი და მოცეკვავე ჩაჩა_ჩაჩა ”ეკლესიებია” გაერთიანებული.

      • ნიკა Says:

        მგლების ჭიდილი: ეკუმენისტური საპატრიარქო და კათოლიკურ-ბაბტისტური სექტების ერთობა ებრძვიან ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის.
        http://maestro.ge/?address=uc&id=1832&page=3

      • ნიკა Says:

        ტყუილს მართლის ნაზავი მზაკვრული დოკუმენტი. ეს პუნქტები ამხელს ეკუმესნისტური საპატრიარქოს წინააღმდეგ მნათეუს-ვასილ კობახიძის ბაბტისტურ-კათოლიკურ სექტის მიზნებს. გაეცანით:
        ———————————————————–
        12. რატომ ეწევა საეკლესიო პრესა ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას? რატომ არ აღკვეთეთ ოფიციალურ საეკლესიო პრესაში მიმდინარე ანტიდასავლური და პრორუსული აგიტაცია?
        16. რატომ არასდროს მიგილოცავთ ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი ოსებისა და აფხაზებისათვის ოსურ და აფხაზურ ენებზე, მაშინ როცა მრევლს ამ დღესასწაულს ულოცავთ ქართულ და რუსულ ენებზე?
        8. რატომ არ რეაგირებთ დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილის განცხადებებზე, რომელიც ამბობს, რომ სომხებმა ტაძრები სომხეთში უნდა ააშენონ, შეურაცხყოფს საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს, და ვანდალურად ხელყოფს სომხურ საფლავებს? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ყოველივე ხელს უწყობს სიძულვილის გაღვივებას სომხური ეკლესიისა და ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების მიმართ?

        19. რატომ არ გამოხატავთ ნებას, რომ სახელმწიფომ სომხურ ეკლესიას ისტორიულად მისი კუთვნილი ტაძრები დაუბრუნოს, რომელთაგან ორი უკვე დაინგრა და დანარჩენებსაც იგივე ბედი ელით? რატომ მიითვისა საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკე ეკლესიის ისტორიულად კუთვნილი ტაძრები ბათუმში, გორში, ქუთაისში, ივლიტასა და უდეში?

        20. როგორ ეკიდებით საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაციების – “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “დავით აღმაშენებლის სახელობის მრევლის კავშირის” საქმიანობას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მათი ქმედებები აღვივებს სიძულვილსა და რელიგიურ შუღლს სხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეების მიმართ? თვლით თუ არა, რომ მათი იდეოლოგია არის ექსტრემისტული და ფუნდამენტალისტური? მიგაჩნიათ თუ არა, რომ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ წამოწყებული ანტიკათოლიკური კამპანია – ახალციხისა და ადიგენის რაიონის მოსახლეობას ურიგებდნენ ბუკლეტებს, სადაც კათოლიკე ეკლესიის ღვთისმსახურები ბავშვების სექსუალურ ნიადაგზე გამრყვნელებად არიან მოხსენიებულნი – არის ცილისწამება და საქართველოს მოქალაქე კათოლიკეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ 2008 წელს “ჰელოუინის” მოზეიმე ახალგაზრდების ძალადობრივი დარბევა არის ანტიქრისტიანული ქმედება, და რომ დარბევის ორგანიზატორებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი? რატომ რთავთ ნებას სამღვდელოების წარმომადგენლებს დეკანოზ დავით ისაკაძეს, დეკანოზ დავით ქვლივიძესა და სხვებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ექსტრემისტულ აქციებში? იღებთ თუ არა თქვენს თავზე პასუხისმგებლობას ამ ორგანიზაციების ქმედებებზე?
        25. როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა განსხვავებული რწმენისა და ეროვნების ადამიანები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რითაც ქართველი მართლმადიდებლები?
        26. როგორია თქვენი პოზიცია განსხავავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, რომელთაც მათი შეხედულებების გამო მართლმადიდებლური რელიგიის სახელით ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან? მიიჩნევთ თუ არა, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, და რომ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის შემცველი წერილების ავტორებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე?

        27. როგორც 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავთ: „ დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს”. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეწინააღმდეგებით საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციასა და მის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას? თვლით თუ არა, რომ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლობასთან?
        http://ghn.ge/news-3800.html

      • stalker Says:

        ხოო გავეცანი ამ ორი ლუციფერის მსახურთა შერკინებუის დოკუმენტს. წერა არ მეხერხება და ერთს ვისაც ეხერხება ინტერნეტიდან ამოვიღე ვასილ კობახიძის დახასიათება რაც კარგად გამოსვლია ავტორს, რედაქციას მოვაწვდი პრესსამსახურის ფოსტაში ამ ტექსტს და ვთხოვ გამომიქვეყნოთ. სამწუხაროდ ტექსტს ავტორის მინაწერი არა აქვს, ამიტომ უავტოროდ ვაქვეყნებ მეცაღრეული ტყუილ-მართალი (რაც ყველაზე დიდი ბოროტებაა, რადგან თუკი ადამიანი აშკარა სიცრუის შემთხვევაში მყისიერად გამოავლენს ტყუილს, ტყუილ-მართლის აღრევის დროს ეს თითქმის შეუძლებელია. ეს არის დაცემული ანგელოზის, ექსანგელოზის, ბოროტის, ლუციფერის, ბელიარის და ა.შ. საყვარელი ილეთი ადამიანის დასაღუპავად) შესანიშნავად პოვებს ასახვას გზააბნეულ ადამიანთა სულებზე. თუნდაც ყოფილმა მღვდელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს იესო ქრისტეს ეს სიტყვები: `ვინც… რომელსაც ჩემი სწამს აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ… ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება~ (მათე 18, 6-7).
        ამიტომ, ვინმე რომ არ ცდუნდეს, საჭიროა, დეტალურად განვიხილოთ ბატონი ვასილის ყველა ტყუილ-მართალი თეზა, ღამის კოშმარული სიზმარი თუ ნაბოდვარი და მიზანმიმართულად გაყალბებული. იმ ვარიანტს, რომ ბატონი ვასილი გულუბრყვილობის გამო შეცდა, საფუძველშივე გამოვრიცხავთ მისი მაღალინტელექტუალური განათლების გამო.
        საკმაოდ საინტერესოა ექსდეკანოზის საეკლესიო კარიერა – ახალი ნაკურთხი მღვდელი ერთ წელიწადში გამშვენებული ჯვრით ჯილდოვდება და დეკანოზის ხარისხში აჰყავთ (ჩვეულებრივ, ასეთ ჯილდოს სასულიერო პირს დაახლოებით 10 წელიწადში თუ აძლევენ), სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორობასაც გამოჰკრა ხელი და, რაც მთავარია, საპატრიარქოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად გვევლინებოდა, რომლის რჩევა-დარიგების გარეშე ვერავინ მოქმედებდა და რაც კიდევ უფრო მთავარია, რაზეც იგი თავის ამჟამინდელ წერილში საუბრობს (მხედველობაში გვაქვს ფუნდამენტალიზმი), იგი გვევლინებოდა კათოლიციზმისა და მრავალი სექტის მრისხანე, მძვინვარე, განათლებულ მამხილებლად, რომლის სიტყვები, ვითარცა ცეცხლი, ისე ატყდებოდა თავს კათოლიკებს თუ სექტანტებს. ანუ იყო, თავისივე დეფინიციით, მაღალი რანგის სადუკეველი! შემდგომ მოხდა მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდნა და დახეთქება, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა მისი გონებისთვის, რადგან დღეს ბატონი კობახიძე არის ყველაზე მძლავრი სექტის ოფიციალური წევრი თუ არა, მინიმუმ დაფინანსებული გულშემატკივარი და კედიას ქუჩა #4-ში განლაგებული ამ ორგანიზაციის ლიდერის, მალხაზ სონღულაშვილის კვერთხის მტვირთველი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც). თავად მალხაზ სონღულაშვილი კი საკმაოდ ჭკვიანი და ოდიოზური ფიგურაა, საკმაოდ ორგანიზებულად იკრებს ამგვარ ადამიანებს თავის გარშემო, პატრონობს, აფინანსებს და, რაც მთავარია, სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ აქეზებს, თვითონ კი ჩრდილში რჩება. იქ კი ყველაფერი მართლაც ბიზნეს-გეგმას ჰგავს. დასავლეთიდან უხვად დაფინანსებულ ბაპტისტებს მართლაც არ ენანებათ ფული თავიანთი ბიზნეს-პროექტები ამგვარ ადამიანებზე და მათი ხელით განახორციელონ. ყოფილი დეკანოზი ბაპტისტების ფულით თავით-ფეხებამდე ნაყიდი აღმოჩნდა. ბატონ ვასიკოს არ მოსწონს ანაფორაში გახვეული სასულიერო პირები და ამის დასტურად თვითონ სიხარულით შემოიძარცვა სამოსი; სამაგიეროდ, მისი პატრონი ბაპტისტები იმოსებიან მართლმადიდებლური ინსიგნიებით. მსოფლიოში არსებული ბაპტისტური ორგანიზაციების წევრები და მეთაურები არსად არ ატარებენ და არ ცნობენ სასულიერო კაბას, არ აღიარებენ ჯვარს, ლაპარაკი არ არის ხატებზე და წვერის ტარებაზე, სამაგიეროდ, აქაური ბაპტისტ-ევანგელისტური ეკლესიის წევრები და, რაც მთავარია, მისი მეთაური, შემოსილია კაბით, ჯვარიც ჩამოიკიდა, ახლახან პანაღიაც (მართლმადიდებელი მღვდელმთავრის გულსაკიდი ხატი, რომელზეც იესო ქრისტე ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული) მიუმატა, მუხლებამდე წვერიც გაიზარდა და უზარმაზარი `აარონისეული” კვერთხიც კი დაიჭირა და ზედ მთავარეპისკოპოსობაც კი დაუმატა….:

      • stalker Says:

        ქრისტიანი მღვდელმთავრის სრული კომუფლაჟი ზედა აქვს ასხმული მალხაზ სონღულაშვილს და თეატრალიზებული წარმოდგენების გამართვაც არ ავიწყდება კედიას #4-ში, რომელსაც ღვთისმსახურებას უწოდებს და რომელშიც ბატონი ვასიკო კობახიძე ეკუმენურ მონაწილეობას ღებულობს. ეს, რა თქმა უნდა, არაა სპექტაკლები, ეს, რა თქმა უნდა, ქრისტეს `მსახურებაა” დიდი კვერთხით და ხოშარაულზე ნაყიდი ლავაშის პურით. მხოლოდ აქ შესწევს ბატონ ვასიკოს `ჭეშმარიტი” ლოცვა, მხოლოდ აქ პოვა მაღალინტელექტუალურმა გონმა ყველა ჭეშმარიტების გახსნა, სადაც არც მორჩილებაა, არც ლოცვა, არც მარხვა – სრული თავისუფლებაა და ღმერთიც დემოკრატიულია! ნამდვილი დემოკრატი მამაა – ოღონდ მწარე სინამდვილე კი ის არის, რომ ეგ მამა ღმერთი კი არა _ მამონაა! მალხაზ სონღულაშვილის აქაური ანაფორა კი ემსახურება მხოლოდ ერთს – რაც შეიძლება უფრო მეტად გაიგივდეს აქაურ მართლმადიდებლურ სამღვდელოებასთან (რა თქმა უნდა, გარეგნულად), რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გულებთან, მათთვის ჩვეული სასულიერო პირის იმიჯით მივიდეს, ეს კი სწორედ ისაა, რაც იესო ქრისტემ დიდი ხანია აღგვითქვა _ `ცხვრის ტყავში გადაცმული მგლების” მომრავლება ადამიანთა სულების დასაღუპად. საქართველოს სამწყსოს კი, მართლაც ბევრი მგელი შეესია და ჯიჯგნის!

      • ლომისა Says:

        გამარჯობა stalker! ხომ არაფერი გეწყინა ჩვენგან? სად დაიკარგე? კიდევ კარგი გამოჩნდი, თორემ ამ თ. თუთბერიძეს და თავისუფლების ინსტიტუტის აშკარა გამოწვევას ვერც საპატრიარქო პასუხობს (ან რა უნდა უპასუხონ?) და ვერც ცრუოპოზიციის დემოკრატიას ადევნებული ლიდერები. არადა, მათ თავხედობას საზღვარი არა აქვს და გენერალურ შეტევას ახორციელებენ მართლმადიდებლობაზე. თბილისის ფორუმზე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ქართველი ახალგაზრდობის გახრწნის მცდელობას ხომ საზღვარი არა აქვს. ეს „თბილისის ფორუმი“ მართლა დემოკრატიულ-ლიბერალურია, ვინაიდან იქ ყველაფერი ნებადართულია!

        თავისუფლების ინსტიტურის ლიდერები აშკარად იწვევენ პატრირქისტ ოპოზიციონერებს და მოითხოვონ მათგან ცალსახა პაუხს. ლიბერალიზმის მიმდევრები მთავარი კითხვა ასეთია: „ვის მხარეზე ხართ ბ-ნო ოპოზიციის ლიდერებო?“

        მათ აინტერესებთ აგრეთვე ვის მხარეზეა საპატრირქო – ეროვნულის ძალების (ენა, მამული. სარწმუნოება) თუ დასავლურ-გლობალისტურ-ლიბერალურის!

        ძალიან გთხოვთ დღევანდელ საპატრირქოს ნუ გააიგივებთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეკლესია სულ სხვა დატვირთვის მატარებელია და სულ სხვაა საპატრიარქოს აზრობრივი დატვრთვა. საპატრიარქო როგორც ვხედავთ, საბჭოური რეჟიმის პერიოდში, ისეთ ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც წარმატებებს აღწევს ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში. რომელი ერთი ჩამოვთავალოთ? ტაბაკის იმპორტი თუ სასმელების? რა საქმე აქვს ხალხო საპატრირქოს ვაჭრობასთან? სად წერია, რომელ რჯულის კანონშია ეს ნებადართული?!

        ჩვენ ხომ ვიცით და ქართველი ერიც მრავალგზის დარწმინდა, რომ დღევანდელი ოპოზიციაც ახალი „ხონთქრის“ კარზე დარბის და აბა მათ როგორ დაუპირისპირდება მას ბოლომდე? მთავარია დასავლეთიდან თითი დაუქნიონ, რომ სოზარ სუბარს აჯობონ „იეღოვას მოწმეების“ ჯოხზე გადაჯდომაში.

        არ გამოსდით ბ-ნ ოპოზიციონერებს ორი ბატონის მსახური. აბა მითხარით, როგორ უნდა ემსახურო ერთდროულად ღმერთასაც და მამონსაც? სამწუხაროდ საპატრიარქოც ვერ ახერხებს მათთვის საკადრის პასუხის გაცემას, ვინაიდან თავადაც ორ ბატონის სამსახურს ცდილობას! მოკლედ, ეშმაკის მიმდევრებს რჩებათ ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია და მათი წინააღმდგომი ძალა არ არის საქართველოში.

        წმინდა სახარება გვასწავლის, რომ ან მამონს უნდა ემსახურო ან ღმერთს, ორი ბატონის მსახური ვერ იქნებიო!

        აი, ნახეთ როგორ ცოდვილობს და როგორ „იცავს“ მართლმადიდებლობას ჩვენი ერთ-ერთი პატრიარქისტი! თუნდა გ. გაჩეჩილაძის „ეროვნული საკანი“ უნდა იცავდეს მართლმადიდებლობას? „ქალო აიწიე კაბა, მოდი გავაკეთოთ რამე“-ის ავტორმა და მისმა მეხოტბეებმა როგორ უნდა დაიცვან მართლმადიდებლობა წარმოუდგენელია ჩვენთვის.

        http://www.1tv.ge/Shows/VideArchive.aspx?ShowID=124&LanguageID=1

        იმის შიშით, რომ თავისუფლების ინსტიტუტთან არ გაგვაიგივოს ხალხმაო, მართლაცდა ბევრი იკავებს თავს. არადა მართლმადიდებლობას მართლა ჭირდება საქართველოში დაცვა. ის ხალხი კი ვინც მართლმადიდებლობის მოშურნე და მოსიყვარულეა ან განკვეთილია საპატრიარქოდან, ან გადახვეწილია უსამართლობის გამო ან განდგომილია კანონიერად. ოფიციალურ საპატრირქოს მესვეურნი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მართლმადიდებლობას კი არ იცავენ, არამედ კაცთადიდებლობას და ნახევარსიმართლეობას. ყველას, ადრე თუ გვიან ხონთქარი შეარიგებს – მხოლოდ კანონიერი ხელისუფლება და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები რჩებინ დევნილებად.

        დევნილი ეროვნული ხელისუფლება დიდი ხანია არ ითველება საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად და საპატრირქოსგან მუდმივ იგნორირებას ამჯერადაც როგორმე გადავიტანთ.

        მხოლოდ ეროვნულ ხელისუფლებას ძალუძს სექტანტობის პარპაშის აღკვეთა საქართველოში და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული დაცვა!

        დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

      • davit Says:

        აი შენ კი იხარე და იდღეგრძელე ქვეყანასა ზედა ლომო-ლომგულო-ლომისავ, როგორა სთქვი? კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარო არა! რა საამოდ ხვდება ყურს ”კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი”! ამდენმა უკანონობამ, მემრე ამ უკანობიისაგან შობილმან შევარდნაძე-ბოკერია-თუთბერიძე-სააკაშვილმან, გველებმა და გველის წიწილებმან დაგვტანჯა და მოგვაოხრა საკუთარ ქვეყანაში. დაგვტანჯა და მოგვაოხრა ამ მაოხრებელმა გზირმან – უკანონობის მაკურთხებელმა ღვთის კანონის დამთრგუნველმა საპატრიარქომ, მათ შეეხიდნენ სექტები, დამეგობრდნენ ყველა ეს უკანონობები ერთმანეთთან და ჰკა მაგასაო და დაამხეს ღვთისა და კაცის ზნეობის კანონი! და როდესაც დაამხეს კანონი, მემრე ახლა ისევ დაერივნენ ერთმანეთს და ვეღარ იყოფენ ჩვენს ქვეყანას! ბდღვინიან ერთმანეთს ეს ტურა_შაკალ ყვავ-ყორნები! ღმერთმან დაგრისხოთ სუკის დამკვრელური ძალის ილია მეორის თამადობით ბრეიგდანსო ვასიკოვ და ”ლეზბიანკა-ეპისკოპოსო” რუსიკოვ, ტურა სოციოგრამავ, ლეშიჭამია ძერა ჯვაროსანო, უწმინდურო ღორო მნათეუს და ბოლოს შენ, პითონო და წყეულო ვასილო კობახიძევ! აი დაგწყევლოთ წმინდამან გიორგიმ და აღკვეთოს თქვენი თარეში საქართველოში მთვარანგელოზმა ანგელოზთა ჯარის წინამძღოლმან მიქაელმან!!!

      • გიორგი Says:


        ნახეთ, დიდგორ-ვიდეოს კომენტარებში, საპატრიარქოს გამოზრდილი საზოგადოების კომენტარები. ეს სიბინძურე ყოველდღიურად შემოედინება თავად ჩვენს ვებ-გამოცემა ”დიდგორის” ამ კომენტარებშიც და ვცხრილავთ ხოლმე. ჩვენმა მკითხველმა დავითმა სწორად უწოდა ამ დემონთა ნაშიერთ ”ღორები”!

      • გიორგი Says:

        ლადო, სოდომელთა-პარადზე შენი ვიდეოები კი არ წავშალეთ, არამედ ასატვირთად დიდგორვიდეოზე მზადდება. მალე ისევ გამოვაქვეყნებთ, იმის სანიმუშოდ, თუ რა გამხრწნელი პარადები სურთ დაამკვიდრონ საქართველოში სექტებმა. ეს კარგად გამოსჭვივის საპატრიარქოსადმი თეა თუთბერიძის მიმართვის ამ მუხლშიც:

        ”მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ 2008 წელს “ჰელოუინის” მოზეიმე ახალგაზრდების ძალადობრივი დარბევა არის ანტიქრისტიანული ქმედება, და რომ დარბევის ორგანიზატორებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი? რატომ რთავთ ნებას სამღვდელოების წარმომადგენლებს დეკანოზ დავით ისაკაძეს, დეკანოზ დავით ქვლივიძესა და სხვებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ექსტრემისტულ აქციებში? იღებთ თუ არა თქვენს თავზე პასუხისმგებლობას ამ ორგანიზაციების ქმედებებზე?

      • გიორგი Says:

        აი ამ უფლების დარღვევაზე ეანგლებიან თეა თუთბერიძე და მისი სექტის მიმდევრები ისედაც სექტანტობით სნეულ საპატრიარქოს, მალე კანიბალიზმის უფლებათა დარღვევასაც გააპროტესტებენ საქართველოში, ეს სახარებისეული ”ღორები”.

      • გიორგი Says:

        ბ-ნო ლომისა, მე დავწერე ”საპატრიარქოს” გამოზრდილი საზოგადოების-მეთქი და არ დამიბრალებია კონკრეტულად ვინმესთვის ამ სიბილწის დაწერა. თქვენ რა დაგავიწყდათ ”თბილისის ფორუმის” ანეკდოტები? აბა გადაავლეთ ახლიდან თვალი იმ ანეკდოტებს და ეს ანეკდოტები ვისი მოდერატორობით იყო ნებადართული? რა თქმა უნდა, საპატრიარქოს მრევლის. ერთი ”მნათეუსი” მეორე ”მუსიკანტი დათიკო”. ერთი სტიქაროსანი, მეორე პატრიარქის ქადაგებების ჩამწერი და მომწესრიგებელი მისი მრევლი. გაიხსენეთ, როდესაც მაცხოვრის ციხის ხატი შევიტანეთ ფორუმზე, მათი მოდერატორობით რა ბილწი გინება დაუსვეს ხატს წინ. განა მერე თავად თემურ ხაინრდრავას არ მოვახსნევინეთ ის გინება? ან ახლა პირდაპირ ნატურალური გინებებით არ მიდის დებატები ”მუსიკანტი დათიკოს” მოდერატორობით და ნებართვით ”თბილისის ფორუმზე”? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ ნამხილები გვაქვს ”დიდგორზე”. ასე რომ, ”იუტუბის” კომენტარები ”დიდგორ-ვიდეოში” წვეთი წყალივით ჰგავს საპატრიარქოს მრევლის წარმომადგენელ მოდერატორ ”მუსიკანტ დათიკოს” მრევლის გინებას: მღვდლობისადმი, მოციქულებისა, ჯვრისა, ხატებისა და სხვა სიწმინდეთადმი. პედოფილიის ცოდვით დასნეულებულ კათოლიკეთა გინებებზე აღარაფერს ვამბობ, ისინი ხომ ისედაც ღიად აცხადებენ რომ გახრწნილებას ეწევიან.

      • ლომისა Says:

        ბ-ნო გიორგი, არაა საჭირო ახლიდან თვალის გადავლება. ყველაფერი ისეთი სიზუსტით მახსოვს, როგორც თქვენ აღწერეთ ახლა. ისიც მახსოვს, რომ წერილი გავუგზავნეთ საპატრიარქოს „თბილისის ფორუმზე“ გამოქვეყნებულ სიწმინდეების გმობაზე და ამაზრზენ ბილწსიტყვაობებზე. სამწუხაროდ, მათ არავითარი რეაგირება არ მოახდინეს იმ პირთა მისამართით, რომლებიც საპატრირქოს სახელით მოქმედებდნენ!

        მიუხედავად ამისა, კიდევ აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქოს გარდა, საქართველოში მოქმედებენ უამრავი ანტიქრისტიანული, სექტანტური დაჯგუფებები, რომლებიც „საოცნებო დასავლეთში“ ღებულობენ „სწავლა-განათლებას“, შემდეგ კი გვიბრუნდებიან იმ არასამთავრებო ორგანიზაციების დამფუძნებლებად, რომლებიც აშკარად ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან და ეროვნულ ცნობიერებასთანაა დაკავშირებული. ასეთი სამთვიანი ან რამდენიმეთვიანი „სასწავლო კურსები“ დიდი ხანია ფინანსდება სხვა და სხვა ფონდების მიერ. ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელა „მამულზე“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომლიც „დაჩი“-ის სახელით შემოდის ხოლმე.

        როდესაც შევნიშნეთ, რომ ამ ბილწსიტყვაობის ავტორები მაინც და მაინც პატრირქისტები არ უნდა იყვნენ მეთქი, ვიგულისხმეთ რომ გინების ავტორებს შესაძლებელია, საერთო არც კი ჰქონდეთ საპატრიარქოსთან, მაგრამ აწყობთ რომ ჩვენ გამოგვიყვანონ მოთმინებიდან და დაგვაწყებინონ ისეთივე გინება, როგორსაც ისინი ეწევიან არა მარტო „დიდგორის“ მიმართ, არამედ პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ.

        რა თქმა უნდა, არც საპატრიარქოს მრევლი გვაკლებს ლანძღვა-გინებას.

        „დიდგორი“ რამდენიმე წელია ამხელს (თქვენი დიდი შრომის წყალობით) ეკუმენისტური მრწამსის პატრიარქს და პატრიარქისტებს, წმიდამამათმიერი მხილებით (ე.ი. ჩვენსას არასდროს არ ვამბობთ) იმ ეკუმენისტური მოღვაწეობის გამო, რომლიც ძირს უთხრის ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ქართველ ერში, მაგრამ მისთვის, ერთი უხამსი სიტყვაც კი არ გვიკადრებია! მიუხედავად ამისა, არის ბინძური მცდელობა პატრიარქის მეხოტბეების მხრიდან, გაგვაიგივონ „თავისუფლების ინსტიტუტთან“ რათა ვერავინ ვეღარ გაბედოს უფლის სარწმუნოების მიმართ, მათ მიერ ჩადენილი ღალატის მხილება. მადლობა ღმერთს, რომ ამ კეთილ საქმეში გვერდით გვიდგანან და რჩევა დარიგებებს არ გვაკლებენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდლები: მამა გიორგი სხილაძე, მამა ზურაბ აროშვილი, მამა გელასი და სხვ. ღმერთმა დალოცოს ყველა ჭეშმარიტი ღვთის მსახური! ამინ.

        ამ შემთხვევაში აღარ ვეხებით მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, მათ როლს 1991-1992 წ.წ. მოხდარ სამხედრო გადატრიალებაში და ა.შ.

        p.s.

        შეცდომები რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს, მაგრამ ღვთის წყალობით, ვეცდებით გამოვასწოროთ.

      • ლომისა Says:

        ბ-ნო გიორგი, მიუხედავად პატრიარქისტების ჩვენდამი უსამართლო დამოკიდებულებისა, მაინც ვერ ვიჯერებ რომ ასეთ სიბილწეს ისინი კადრულობენ! სრულიად შესაძლებელია, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ კონტინგენტი წერდეს მსგავს უმსგავსოებას.

        რადგან ამ გაუგონარი უხამსობის დამწერის ზუსტი ვინაობა არ ვიცით, გთხოვთ თავი შეიკავოთ რომ ვინმეს უსამართლოდ რაიმე არ დაბრალდეს.

  3. ლომისა Says:

    კომენტარები გადმოტანილია აქ!

    4 Responses to “მიცვალებულთა კვერექსი”

    guja Says:
    November 27, 2009 დრო 2:34 pm რედაქტირება
    რა ლამაზად გალობენ, ვინ არის სასულიერო პირი და მგალობლები?
    ———————-
    პასუხი
    davit Says:
    November 27, 2009 დრო 6:57 pm რედაქტირება
    პადრე ჯემალ შენა ხარ? სადა ხარ კაცო სად დაიკარგე მთელი რელიგიურ ტრაქტატები მოგიძღვენი სულიერი მამაშენის ვასიკოსადმი მიძღვნილ წერილში…
    https://didgori.wordpress.com/2008/10/14/ქართველი-მღვდელი-ფრანცის/
    მაიცა ჯერ შენთვის არა მცალია ფრანგი პადრე ძაღლებთან რომ ლოცულობს ის ვიდეოები მაქვს სანახავი…
    ———————
    პასუხი
    ნიკა Says:
    November 24, 2009 დრო 6:38 pm რედაქტირება
    პრესსამსახურის ხელმძღვანელის შენიშვნა მივიღე. რედაქტორს ვთხოვ, კომენტარიდან ეს ვიდეო ჩამოხსნას, ბმული შემეშალა, შეცდომით გამოვაქვეყნე. ნელ-ნელა დავალაგებთ_ყველაფერს და შეცდომებს გამოვასწორებთ.
    ———————
    პასუხი
    ლომისა Says:
    დეკემბერი 2, 2009 დრო 12:35 pm რედაქტირება
    ბატონებო გუჯა და დავით, აქ ეს კამათი თემას არ შეესაბამება, ამიტომ გადავიტან იქ რომელ თემასაც შეეხება, აი აქ:

    https://didgori.wordpress.com/2008/10/14/ქართველი-მღვდელი-ფრანცის/

    პასუხი

  4. shota Says:

    es ra ubeduri saiti gaqvt shemtxvevit patriotebi xo ar gqviat tqven :D:D tavi daanebet sisuleleebs da saxareba ikitxet upro xshirad jobia

  5. hoti Says:

    ეს რა გიკვირთ, ჩვენი კაცები რომ დალევენ, უარესად არ ხტუნაობ-როკავ-ბორკავენ????თქვენი გამკვირვებია ხალხო……

    • ლომისა Says:

      სამართლიანი შენიშვნაა! თავდაყირა კი არ დგებიან?! ვისაც მეტი მიეცა მეტიც მოეთხოვება, მაგრამ ერისკაცებსაც მართებთ მხიარულობისას დაოკება!

      • davit Says:

        რას ამბობ კაცო ღვთისმსახურებისას სადა ხტუნაობენ ასე, რაო დაიწყო ასე აპატრიარქომაც თუ რა ხდება, ისე კი არ გამიკვირდება მაგათი აღზრდილი არ არის პადრე კობახიძე ვასიკო…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: