„ბილდერბერგერები“ – მსოფლიო საიდუმლო მთავრობა

„ბილდერბერგერები“  – უხილავი მსოფლიო საიდუმლო მთავრობა

საქართველო დღეს ისეთი განსაცდელის წინაშე დგას, რომ საბოლოოდ წყდება მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, არა მხოლოდ ფიზიკურ პლანში, რაც გამოიხატება რუსეთის აგრესიით და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით, რაზეც ქართველი პოლიტიკოსები ყოველდღიურად გმინავენ და გამოსავალს ტერიტორიების მტაცებელ მტერთა გამო ჯოჯოხეთის ბჭეთა უმთავრეს ძალების მეგობრობაში ხედავენ. დიახ, სულიერ ასპექტში, გაცილებით საშიში და უკანასკნელი დიდი საბედისწერო უბედურება გვიახლოვდება ამერიკა-ევროპული გლობალიზაციის წინამძღვართა „მეგობრული მხარდაჭერის“ სახით, რადგან ქართველ ერს დაუდგა არჩევანი: ან მასონური გლობალური მსოფლიო ძალაუფლების ქვეშ ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც ამზადებს ანტიქრისტეს გამეფებას, ან კიდევ გოლგოთის გზა: ქრისტეს აღმსარებლობის – მართლმადიდებლობის ერთგულება; თუ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი მსოფლიო საიდუმლო მასონური მთავრობის ძალაუფლების სასარგებლოდ, მაშინ ივერია კი არ გაბრწყინდება, არამედ საუკუნოდ დაბნელდება, რადგან სამუდამოდ ჩაესვენება საქართველოში ქრიტიანობის მზე და ქართველი ერი დაემორჩილება ღმერთის მარადი მტრის სატანის ძის-ანტიქრისტეს მომავალ ძალაუფლებას და მაშინ კი ანტიქრისტე იბერიაში ტახტს აუცილებლად დაიდგამს. ისმის კითხვა, რა გვსურს ქართველ ერს: ღმერთი თუ სატანა? რა არჩევანს გავაკეთებთ დღეს?

მსოფლიოს ანტიქრისტეს მისაღებად საუკუნეებია უკვე ამზადებს იუდეური საიდუმლო ორგანიზაციები, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა, რომლიც თავის მხრივ მართავს: მასონურ ლოჟებს, ევროსაბჭოს, გაეროს, ვატიკანს, მსოფლიო ზესახელმწიფოთა საიდუმლო სადაზვერვო სამსახურებს, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ ომებს, რევოლუციებს; პოლიტიკურ-ეკონომიური მართვის მსოფლიო ბერკეტები მათ ხელშია, ანუ საიდუმლო უსჯულოებისა თავისი მოქმედების ზენიტს აღწევს და ანტიქრისტეს პიროვნებაში თავს მოიყრის ბოროტება მთელი თავისი სისრულით და ძალით, რაც კი შეიძლება ზიდოს ადამიანის ბუნებამ.
„ბილდერბერგერები“, ეს საიდუმლო ორგანიზაცია 1954 წელს დაფუძნდა ჰოლანდიაში, ოოსტრბეეკში, ოტელ დე ბილდერბერგში, პრინც ბერნჰარდ ნიდერლანდერის მიერ. მისი ელიტარული წევრები განეკუთვნებიან დასავლეთ ევროპის, აშშ-სა და კანადის უმაღლეს ფინანსურ წრეებს. მათი ძირითადი ამოცანაა, რომელიც თვით პრინც ბერნჰარდის მიერ არის ფორმულირებული, მიაღწიონ მსოფლიო ბატონობას და შექმნან გლობალური არმია გაეროს მეთვალყურეობით. მათ „უხილავ მსოფლიო მთავრობასაც“ უწოდებენ. ამ ორგანიზაციაში იწვევენ განსაკუთრებით გამორჩეულ მოღვაწეებს , რომლებმაც დაამტკიცეს თავდადება როტშილდებისა და როკფერელის ინტრიგებისადმი. მისი ცნობილი წევრები წარსულსა და აწყმოში არიან: ზბიგნევ ბჟეზინსკი, სამხრივი კომისიის თავმჯდომარე და როკფელერის ყველაზე ძლიერი აგენტი, (ცნობილი გამოთქმის ავტორი: „კომუნიზმის შემდეგ, ჩვენი უმთავრესი მტერი მართლმადიდებლობაა“), ჯორჯ ბუში, ცსს-ის ყოფილი დირექტორი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ფელიპე გონსალესი, ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი, ბილ კლინტონი, ამერიკის პრეზიდენტი, ლორდ კარინგტონი ნატოს ყოფილი თავმჯდომარე…

ვაქვეყნებთ, ერთ საინტერესო დოკუმენტურ მასალას, რომელიც ცხადყოფს, ეშმაკის ხელისუფლება დედამიწაზე როგორ ცენტარალიზებული, ერთიანი და მიზანმიმართულად მოქმედია ანტიქრისტეს გასამეფებლად.

ერ-სახელმწიფოთა ძალაუფლებას ჩაენაცვლა ახალი ძალაუფლება – პლანეტარული, გლობალური, რომელიც გვერდს უვლის დემოკრატიის კონტროლს. მოქალაქეები აგრძელებენ ეროვნული ინსტიტუციების არჩევას, მაშინ როცა რეალური ძალაუფლება სხვაგან არის კონცენტრირებული.

დღეს, პლანეტას განაგებს აღმასრულებელი და პოლიტიკური როლის მქონე ორგანიზაციათა “თანავარსკვლავედი”.

აღმასრულებელი ორგანიზაციები იყოფა ძალაუფლების 3 სფეროდ:
– ეკონომიკურ-ფინანსური
– სამხედრო-პოლიციური
– მეცნიერული

პოლიტიკური ძალაუფლება თავმოყრილია ისეთი ტიპის ორგანიზაციებში, როგორიცაა “რეფლექციური კლუბები” (ტრილატერალური კომისია, CFR, IFRI, საუკუნე, რომის კლუბი, ფონდაცია სენ-სიმონი…) და “გლობალურ ლიდერთა” ყრილობები, როგორიცაა ბილდერბერგის ჯგუფი (გავლენიან ქსელთა შორის უძლიერესი) და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

ეს ორგანიზაციები არ წარმოადენენ კონკურენტებს, არამედ პირიქით, ერთ მთლიანობას ქმნიან და ერთმანეთს ავსებენ. ამ მთლიანობის სტაბილურობა განპირობებულია რამდენიმე გარკვეული პიროვნების სხვა და სხვა ორგანიზაციებისადმი ერთდროულად მიეკუთვნებით. ეს საგასაღებო პიროვნებები შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს მმართველებად. ზოგი მათგანი უმაღლესი რანგის პოლიტიკური ლიდერია, როგორც George Bush (მამა) ან Henry Kissinger, მაგრამ მათი უმრავლესობა უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.

ვინც კიბერნეტიკას იცნობს, ამ ორგანიზაციათა დიაგრამის (იხ. ქვემოთ) დათვალიერებისას შეამჩნევს, თუ რა გენიალურად არის გათვლილი სისტემის სტრუქტურა. ქსელად მოფენილი მრავალი ორგანიზაცია იზიარებს ერთსა და იმავე ფუნქციას, ხოლო ცენტრი გაორმაგებული ან გასამმაგებულია, რათა გარანტირებულ იქნას მთლიანობის უსაფრთხოება და სტაბილურობა.
ამგვარად, თუ ერთი რომელიმე ორგანიზაცია არაოპერატიული გახდა, ეს გლობალურ კონტროლს არ ემუქრება. ზუსტად ისეა, როგორც ინტერნეტი: სისტემა ერთადერთი ცენტრის გარეშე, რომლის საინფორმაციო ნაკადს შეუძლია გვერდი აუაროს ერთ-ერთ გათიშულ ლოკალურ ცენტრს.
პლანეტარული ძალაუფლების ორგანიზაციები:

საიდუმლო ორგანიზაციების “თანავარსკვლავედში” მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს World Economic Forum-ს (დიაგრამის მარჯვენა ქვედა სფერო).

 

ბილდერბერგის ჯგუფი არაოფიციალური მსოფლიო მთავრობაა.
იგი შეიქმნა 1954 წელს ჰოლანდიის ქალაქ Osterbeek-ში, სასტუმრო Bilderberg-ში, ჰოლანდიის პრინც Bernhard-ის მიწვევისა და David Rockefeller-ის ინიციატივის საფუძველზე:
ბილდერბერგის ჯგუფი აერთიანებს სხვა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და მედიატიკურ ლიდერებს, სამხედრო და საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელებს და რამდენიმე მეცნიერსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს.

მკაცრად სტრუქტურალური ეს ჯგუფი ორგანიზებულია 3 ნაწილად:
– გარე წრე
– მმართველი კომიტეტი
– კონსულტატური კომიტეტი

გარე წრე საკმაოდ ფართოა და ითვლის შეკრების მონაწილეთა 80%-ს. ამ წრის წევრები მხოლოდ ნაწილობრივ იცნობენ ორგანიზაციის სტრატეგიასა და რეალური მიზნებს.
მმართველი კომიტეტი გაცილებით ვიწროა – სულ 35 წევრი, ექსკლუზიურად აშშ-დან და ევროპიდან. ისინი 90%-ით იცნობენ ორგანიზაციის სტრატეგიასა და მიზნებს.
კონსულტაციური კომიტეტი არის ყველაზე ცენტრალური ორგანო, რომელშიც შედის მხოლოდ 10 წევრი. სწორედ ეს 10 წევრი იცნობს ბოლომდე ორგანიზაციის რეალურ მიზნებსა და სტრატეგიას.

ბილდერბერგის ჯგუფის შეკრებებზე მიიღება მსოფლიო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მაშინ როცა, წესით და რიგით, ამის შესახებ მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ინსტიტუციებში.
ჯგუფის მიერ შემუშავებული ორიენტაციები შეიძლება ეხებოდეს როგორც ომის დაწყებას, ასევე ეკონომიკური კრიზისის ინიციაციას ან პირიქით, ეკონომიკურ აღმავლობას, მონეტარული კურსის ცვლილებებს, “დემოკრატიებში” პოლიტიკურ ჩანაცვლებებს, სოციალურ პოლიტიკას ან კიდევ პლანეტის დემოგრაფიულ საკითხებს.
ბილდერბერგის ჯგუფის ეს ორიენტაციები განაპირობებს ისეთი სუბალტერნული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, როგორიცაა G8 ან სახელმწიფოთა მთავრობები.

ბილდერბერგის ჯგუფის წევრებს ქვიათ ბილდერბერგერები. ისინი არჩეულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ კოოპტაციის საფუძველზე. ჯგუფი იკრიბება წელიწადში ერთხელ 4 დღის განმავლობაში. შეკრებები ხდება გაზაფხულზე, სხვა და სხვა ქალაქებში, მუდამ პარკით გარშემორტყმულ ისტორიულ სასახლეებში ან პალასებში. შეკრებებს იცავს მრავალასეულობით პოლიციელი, სამხედრო და მასპინძელი ქვეყნის სპეცრაზმელები. როცა შეკრება სასტუმროშია, ამ უკანსკნელს კლიენტებისგან ცლიან ბილდერბერგერების მოსვლამდე ერთი კვირით ადრე. ბილდერბერგერები ეშვებიან შავი ვერტმფრენებით და შემდეგ მიემართებიან ტყვიაგაუმტარი ლიმუზინებით, რომლებზეც აღნიშნულია ასო B.

დისკუსიები მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა. იკრძალება პრესისთვის რაიმე ინფორმაციის გადაცემა. არსებობს მხოლოდ ჯგუფის წევრთა მოსვლის დროს გადაღებული ფოტოები ბილდერბერგერების ჯერ-ჯერობით ბოლო 2006 წლის შეკრება გაიმართა კანადაში.

  • ფოტოები 2003 წლის შეკრებდან, 15-18 მაისი, საფრანგეთი – ვერსალის სასახლე:

დაცვა და ტყვიაგაუმტარი მანქანები:

პოლიციის კონტროლი სასახლის შესასვლელთან:

დავიდ როკფელერი მოვიდა:

ესპანეთის დედოფალიც მოვიდა:

Richard Perle – ბუშის ექს-მრჩეველი და ერაყის ომის ერთ-ერთი ინსპირატორი

მარცხნივ – ჰოლანდიის დედოფალი Beatrix:

მარცხნივ – Willy Claes – ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი:

ჟან-კლოდ ტრიშე – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ბანკ დე ფრანსის ყოფილი ხელმძღვანელი:

 

ყოველი წლის იანვრის თვეში, შვეიცარიაში, დავოსის სათხილამურო კომპლექსში, პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ, იკრიბება ფინანსების, ეკონომიკის, პოლიტიკის და მედიის საერთაშორისო ელიტა, რათა იმსჯელონ პლანეტის და კაცობრიობის მომავლის შესახებ და ამავდროულად შეთანხმდნენ სარფიან გარიგებებში მულტინასიონალის პატრონებსა და სახელმწიფოების წარმომადგენელთა შორის.

Klaus Schwab – World Economic Forum-ის დამფუძნებელი.

Bill Gates – Microsoft-ის პატრონი, დავოსის ფორუმის უერთგულესი წევრი. პლანეტის კომპიუტერთა 95%-ის მონოპოლი მას მსოფლიო კონტროლის გასაღებს ანიჭებს.

ბონო – U2-ს მომღერალი. იგი ასევე არის Bohemian Club-ის წევრი (წინა პოსტებში აღწერილ ორგანიზაციათა “თანავარსკვლავედის” ერთ-ერთი ეზოთერული კლუბი, შემოხაზულია ზემოთ დიაგრამაზე).

ბონო და Paul Wolfowitz – მსოფლიო ბანკის (როგორც ზემოთ ვნახეთ (ეს დიაგრამაზეც ჩანს) – “თანავარსკვლავედის” ერთ-ერთი აღმასრულებელი ორგანიზაცია, შემოხაზულია ზემოთ დიაგრამაზე).

Tony Blair – ასევე არის “თანავარსკვლავედის” ცენტრალური ორგანიზაციის – ბილდერბერგის ჯგუფის (შემოხაზულია ზემოთ დიაგრამაზე) წევრი.

Pascal Lamy (კომერციის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, OMC არის “თანავარსკვლავედის” ერთ-ერთი აღმასრულებელი ორგანიზაცია) – ასევე არის ბილდერბერგის ჯგუფის წევრი.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ულტრა-ლიბერალი და პრო-ამერიკელიპრეზიდენტი. მალტის მასონური ორდენის კავალერი.

 

 

E.Neville Isdell – Coca Cola-ს ადმინისტრატორი და გენერალური დირექტორი.

 

 

სააკაშვილიც იმიტომ არის, რომ დავოსის ფორუმის წევრია, პლუს ულტრალიბერალი. რა თქმა უნდა, მაგ ფორუმის წევრობა მსოფლიო ძალაუფლების “თანავარსკვლავედში” დიდ გავლენას არ ნიშნავს, მაგრამ შესანიშნავი ფორპოსტია სხვა ორგანიზაციათა კარზე დასაკაკუნებლად. დავოსის წევრთა სოლიდური ნაწილი ერთდროულად გაფანტულია დიაგრამაზე მოფენილი ქსელის სხვა და სხვა ორგანიზაციებში. ჯერ-ჯერობით, სააკაშვილის ქსელის რომელიმე სხვა ორგანიზაციისადმი მიკუთვნების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება პიტს და ჟოლის, “ვარსკვლავები” იშვიათად, მაგრამ მაინც მონაწილეობენ ფორუმში. მათი თანდასწრება სასიამოვნო შტრიხს ძენს მუქი კოსტუმებით შემოსილ “გლობალ-ლიდერთა” მონოტონურ შეკრებებს, სადაც განიხილება ფულისა და ძალაუფლების საკითხები.
Bohemian Club (პოსტის ბოლოს, დიაგრამაზე ზემოთ მარცხნივ წითლად შემოხაზული) ითვლის დაახლოებით 2000 წევრს, ექსკლუზიურად მამრობითი სქესისას.
ეს არის ეზოთერული ტიპის ორგანიზაცია, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ეკონომიკის, ფინანსებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელები.
კლუბში ირიცხებიან ასევე U2-ს მომღერალი Bono და კინორეჟისორი Francis Ford Coppola.
კლუბის წევრები, ყოველ წელს, ივლისში, პირადი jet-ებით მიფრინავენ Monte Rio-ში (კალიფორნია), სან ფრანცისკოს ჩრდილოეთით 120 კილომეტრში, ველური ბუნებით (ტყეები, ტბები…) მდიდარ 1500 ჰექტარიან ადგილ-მამულში.

ისინი იქ განიხილავენ მსოფლიოს საქმეებს და თანხმდებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიებზე.

ამას გარდა, აწყობენ დრუიდულ-სატანურ ცერემონიებს. კოცონს ანთებენ ბუს უზარმაზარი ქანდაკების წინ:

ბუ გამოხატავს Moloch-ს (ბაბილონური ღვთაება, რომელსაც ბაბილონელები სწირავდნენ ადამიანურ მსხვერპლს) და რაც მთავარია, არის თავად Bohemian Club-ის ლოგო:
ასევე აწყობენ ალეგორიულ და თეატრალურ წარმოდგენებს, პარკის ტბაში კანოეთი სეირნობას, ღრეობას…

ეს მათ ხელს არ უშლის მსოფლიო პოლიტიკის ფუნდამენტალურ ორიენტაციათა განსზღვრაში.
1982 წელს, Bohemian Club-ის შეკრებაზე, Henry Kissinger-მა, თემაში “80-იანი წლების ამოცანები”, წევრებს გააცნო გეგმა, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიო ეკონომიკის რადიკალური რესტრუქტურაცია და ახალი წესრიგის დამყარების პროცესი.
1991 წელს, იგივე კლუბში, Dick Cheney-მ (მაშინ მამა ბუშის თავდაცვის მინისტრი) XXI საუკუნის თავდაცვის პრობლემებზე.
კლუბის წევრთა უმრავლესობა ამერიკელია, ხშირად რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული პირები; თუმცა მიწვეულია რამდენიმე ევროპელიც, როგორიცაა, მაგალითად, Michel Rocard (საფრანგეთის ექს-პრემიერ მინისტრი, ასევე გილდერბერგის ჯგუფის წევრი), Valery Giscard d’Estaing (საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი და ევროკონსტიტუციის კონცეპტორი, გილდერბერგის ჯგუფის წევრი) და John Major (ბრიტანეთის ექს-პრემიერ მინისტრი).

ფოტო Bohemian Club-ის 1967 წლის შეკრებიდან. ვხედავთ რეიგანს და ნიქსონს, რომლებიც შეთანხმდნენ იმავე წლის ნოემბრის არჩევნებზე ნიქსონის კანდიდატურის წარდგენაზე რესპუბლიკელთა პარტიიდან:

Henry Kissinger მოდის 1986 წლის ივლისის შეკრებაზე:

Caspar Weinberger (აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი) და მილიარდერი Malcom Forbes 1989 წლის შეკრებაზე:

Dick Cheney მოდის 1991 წლის შეკრებაზე:

ბუში მოდის 1993 წლის შეკრებაზე:

წევრები პარკში მინიავტობუსით გადაადგილებისას. მანქანაზე ვხედავთ კლუბის ლოგოს ბუს გამოსახულებითა და ინიციალებით BC:

ბილ გეიტსის მისაღები

მისი მანქანა

მსოფლიო ბანკს ახალი პრეზიდენტი ყავს, რომელიც ბუშმა აირჩია, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე Robert Zoellick.
Robert Zoellick ამჟამად იმყოფება თურქეთში, მსოფლიოს არაოფიციალური მთავრობის – ბილდერბერგის ჯგუფის შეკრებაზე, რომელიც დაიწყო გუშინ (31 მაისს) და დასრულდება ზეგ (3 ივნისს).

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მედია ერთ სიტყვას არ დასძრავს ამ შეკრების შესახებ. ასევე, როგორც ყოველთვის, G8-ს შეკრება ბილდერბერგის შეკრებიდან ერთ კვირაში ჩატარდება, სადაც გაატარებენ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ბილდერბერგერები მიიღებენ.

ბილდერბერგერების მიერ წლევანდელი შეკრების ადგილად თურქეთის არჩევა იმის მაუწყებელია, რომ მსოფლიო მმართველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთის ევროგაერთიანებაში შესვლას.

ბილდერბერგის ჯგუფის ამჟამად მიმდინარე შეკრების მონაწილეთა მოკლე სია:

Etienne Davignon – ბილდერბერგის ჯგუფის პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, Kissinger Associates-ის ადმინისტრატორი, ტრილატერალური კომისიის წევრი, ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დაბადებული უნგრეთში 1932 წელს. 1977 წლიდან არის ბიდერბერგის ჯგუფის წევრი, რომლის პრეზიდენტიც გახდა 1999 წელს:

José Manuel Barroso – ევროკომისიის პრეზიდენტ, ბილდერბერგის 1994, 2003 და 2005 წლების შეკრებათა მონაწილე, ტრილატერალური კომისიის წევრი:

Henry Kissinger – Kissinger Associates-ის პრეზიდენტი, Bohemian club-ის წევრი, “ცივი ომის” რეგულატორი, ნიქსონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როკფელერის რეკომენდაციით:

David Rockefeller – მსხვილი ბანკირი, გილდერბერგის და ტრილატერალური კომისიის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

Bernard Kouchner- საფრანგეთის (სარკოზის) საგარეო საქმეთა მინისტრი:

Jean-Claude Trichet – ევროპული ცენტრალური ბანკის მმართველი:

Robert B. Zoellick – მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე:

Bohemian Club-ის სიმბოლო (ბუ) ფიგურირებს აშშ დოლარზე:

 

ავტორი: ფრანგი ემიგრანტი – ფორუმზე ფსევდონიმით „გუთანი“

——————

კომენტარი:
როცა იუდეველებმა უარყვეს ჭეშმარიტი მესია, საუკუნოდ გადაწყდა ისრაელი ერის ბედი, ასევე იქნება ანტიქრისტეს საზეიმო შესვლისას იერუსალიმში: საუკუნოდ და შეუქცევად გადაწყდება მისი თანადროული კაცობრიობის ბედი, უფრო სწორად კი კაცობრიობის უდიდესი ნაწილისა, რომელიც, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ რწმენას მოკლებული ვერ გულისხმაჰყოფს წარწყმედას და ჭეშმარიტ მესიად, თავის მხსნელად მიიღებს ანტიქრისტეს, ხოლო ნეტარ არის ის მცირე სამწყსო ქრისტესი, რომელიც ამ უკანასკნელ დღეს, რომელსაც ღმერთი საბოლოო თვითგამორკვევისათვის მიჰმადლებს ადამიანებს, შესძლებს ანტიქრისტეში დაინახოს თვით სატანა;

http://www.mamuli.net/didgori/default.asp?bpgpid=199&pg=1

29 Responses to “„ბილდერბერგერები“ – მსოფლიო საიდუმლო მთავრობა”

  1. ლომისა Says:

    «Когда спросили одного верховного чародея, кто – самая могущественная ведьма на Земле, тот ответил: Рут Картер Степельтон, сестра бывшего Президента США Джимми Картера. Я не знаю, принадлежит ли Джимми Картер к числу Вольных Каменщиков. Если человек занимается политикой в США, то он наверняка Вольный Каменщик, потому что только таким путем можно попасть в политические сферы. Со времен Уильсона, Президента во время Первой Мировой войны, не было ни единого Президента, не принадлежавшего к числу Иллюминатов, кроме Эйзенхауэра, да и того они контролировали. В мире есть приблизительно 5.000 человек, которые прекрасно осведомлены об Иллюминатах. Именно для них работают миллионы людей. Точно так же обстоит дело и с Вольными Каменщиками. Только те, кто принадлежат к 33-й степени Шотландского Круга, получают Знание. Прочие ничего не подозревают. Все крупные торговые дома в США и 90% крупных универмагов. Все электрические компьютерные кассы в США связаны с огромным компьютером в Далласе (Техас), называемым „the beast” (зверь). Он, в свою очередь, связан еще с двумя компьютерами в Брюсселе и Амстердаме, которых также называют „the beast”. (Финкельштедт: „Поколение, прельстившееся Сатаной”) (Х.34).» Николай Боголюбов
    Совет по Международным Связям (CFR)
    Он был основан в 1921 году группой “невидимым правительством” или “Рокфеллеровским министерством иностранных дел”. Эта полусекретная организация сегодня принадлежит к числу наиболее влиятельных в США; ее членами могут быть исключительно американские граждане. CFR сегодня осуществляет самый тщательный контроль над нациями Западного мира, либо непосредственно, через связи с такими же организациями, либо при посредстве таких институтов как “Всемирный банк”, руководство которым осуществляется CFR. С самого основания CFR его членами были все американские Президенты еще до своего избрания на этот пост — вплоть до Рональда Рейгана. Вдобавок, и вице-президент Рейгана, Джордж Буш, был членом CFR. В 1977 году Буш был даже Директором CFR. Эта организация контролируется через Синдикат Рокфеллера и делает все, что может, для осуществления конечной цели — основания “всемирного правительства” (Х.31).Внутренним кругом CFR является орден “Череп и Кости”.Череп и Кости
    Собственные члены называют его “орденом”; многим он известен на протяжении уже более 150 лет как Местная Группа 322 одного из немецких тайных обществ. Другие называют его “братством смерти”. Тайный орден “Череп и Кости” был основан в 1833 году Уильямом Хантингтоном Расселом и Альфонсо Тафтом в Йэльском университете. Рассел принес его в Йэль из своих студенческих сборищ в Германии. В 1856 году Орден был присоединен к “Тройханд” Рассела.
    Кроме всего остального, он составляет “внутренний круг” (элиту) CFR. Внутренний круг “Черепа и Костей” образуется из членов “Общества Джейсона”.
    “Череп и Кости” управлялись с самого 1833 года следующими семействами-империями:
    Рокфеллер (Стандард Ойл)
    Харриман (железные дороги)
    Вайерхойзер (лесообработка)
    Слоун (розничная торговля)
    Пиллсбери (мукомольное производство)
    Дэйвисон (Дж. П.Морган)
    Пейн (Стандард Ойл)
    Из Массачусетса:
    Джильман (1638, Хингэм)
    Вадсворт (1632, Ньютаун)
    Тафт (1679, Брейнтри)
    Стимсон (1635, Уотертаун)
    Перкинс (1631, Бостон)
    Уитни (1635, Уотертаун)
    Фелбс (1630, Дорчестер)
    Банди (1635, Бостон)
    Лорд (1635, Кэмбридж)
    (Источник: “Череп и Кости” и “Два лица Джорджа Буша” Энтони К. Саттона).”
    А вот что пишет об этой секретной организации В. Купер: “Реальной властью обладают только те люди, которые завербованы тайными обществами Гарварда и Йэля, известными как “Череп и Кости” и “Свиток и Ключ”. Оба общества являются секретными филиалами (также называемыми “Братством Смерти”) тайного общества, исторически известного как иллюминаты. Они связаны с организациями в Англии (Оксфордская группа и особенно Колледж всех Душ) и в Германии (Общество Туле, тоже именуемое “Братство Смерти”). Обо всем этом я узнал, когда служил в Морской Разведке. Я не мог объяснить, почему некоторые члены Исполнительного комитета не были внесены в списки “адресатов” раздела 322 Общества “Череп и Кости”, до тех пор пока не прочитал: “Мудрые люди” Уолтера Исаксона и Эвана Томаса, издательство Саймон и Шолтер, Нью-Йорк. Под иллюстрацией №9 в середине книги дано пояснение: “Ловет с Йель Юнит, вверху справа: Его посвящение в общество “Череп и кости” проходило на воздушной базе около Данкера. Я обнаружил, что члены двух упомянутых обществ были выбраны и приглашены, основываясь на изучении их личных дел по окончании колледжа и их последующее предназначение заключалось не только в продолжении учебы в Гарварде и Йеле.
    Только члены Ордена посвящены в Орден Поиска и Общество Джейсона, из которых набирают исполнительных членов Совета Международных Отношений и, фактически, в Трехстороннюю Комиссию. Члены Совета Международных Отношений — это действительно избранные. Джордж Буш — член Ордена.
    Важно, что вы знаете о том, что члены Ордена дают клятву, которая освобождает их от обязательств по отношению к любой нации, монарху, правительству или Конституции и нейтрализует любую другую клятву, которую член Орден может дать. Святая верность должна сохраняться только Ордену, а цель — Новый Мировой Порядок. Буш не является верным гражданином Соединенных Штатов, но зато верен цели разрушения США и установления Нового Мирового Порядка. Согласно клятве данной Бушем при посвящении в “Череп и Кости”, его клятва как президента Соединенных Штатов Америки — ничего не значит” (Х.23, гл. 2). (
    Николай Боголюбов)

  2. nemorez Says:

    Tush mecvares es baldabirdizmi sul magrad da Rrmad ar kidia?

  3. nana Says:

    თუშ მეცხვარეს რატომ გადააბრალე, ის რაც შენ გკიდია ფეხებზე “პატივცემულო”? რატომ უნდა ეკიდოს ვითომ ფეხებზე სულის ცსონების საქმე თუშ მეცხვარეს? უფალი მწყემსთა ბაგაში მოევლინა ქვეყნიერებას, შემდეგ უბრალო მებადურეები აირჩია მოციქულებად და სწორედაც რომ უბრალო ხალხს უფროა აქვს დღესაც უფლის ჭეშმარიტი რწმენა, ვიდე შენნაირ გაბრექილ ამპარტავანთ; დიახ, ეს შენ გკიდია “მაგრად და ღრმად” ფეხებზე საკუთარი თავის გადარჩენის საკითხი და საბრალო ხარ იმით რომ შენნ და შენნაირთ გადაყლაპავს “ბილდერბერგერები” და არა თუშ მეცხვარეს!

  4. Hay Says:

    ვახ
    რა მაგარი პრეზიდენტი გვყოლია და არ ვიცოდი :))))))))))))))

    • ლადო Says:

      ნანა რა კარგად გიპასაუხია თუშ მეცხვარეზე! ახლა ვნახე! თუშ მეცხვარეში თუღა ნახავ მართალ რწმენას, აბა ბილდერბერგელურ ამერიკულად გასვეტებულ საქართველოში ხატი და ეშმაკის რქების ანიმაციას მომღერალი უცნობი და მისნაირი მომღერალი ქართველები ერთად და ერთდროულად სცემენ თაყვანს!

  5. enigma man Says:

    ukve vegarafers vendobi gmertis imedi maqvs mxolod, imedia ar gagvwiravs, yvelam eklesiashi unda vpovot shveba da iq amovisuntqot wamit mainc… dzalian kargi adamianebi xart guli rom shegtkivat…

    • ლომისა Says:

      enigma man– კეთილი იყოს შენი მობრძანება „დიდგორზე“. ჩვენც მხოლოდ ღმერთის იმედი გვაქვს შენსავით და კეთილ სიტყვას დანატრებულები დიდი მადლობას მოგახსენებთ შენი კეთილი სიტყვებისათვის.

      ღმერთმა დაგლოცოს და ბედნიერად გამყოფოს. ამინ.

  6. tarasa Says:

    gaumarjos martlmadideblobas da martmadidebel ers romelic daadgeba qristes gzas da bolomde mikvebaaa.chven koveltvis gvkavda kartvelebs eseti gmirebi romlebmas sarcmunoebis gamo tavi gaciress da ar uarkves kovlad dzlieri da umaglesi sarcmunoeba martlmadideblobaa..dideba ikos saxelisa shenisa ufalo ieso qriste..dae ikos neba sheni da daifare kvela martlmadidebeli da ertguli adamianebi

    • ლომისა Says:

      ღმერთმა გამარჯვება მოგცეს tarasa. შეგეწიოს უფალ იესო ქრისტეს მადლი.

      კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდგორზე.

  7. AFXAZI Says:

    GMERTMA GVIXSNAS DA GAGVAZLIEROS RWMENASHI, RATA MOVIXADOT ES DIDI WIRI, ROMELIC WIN GVELODEBA…MADLOBA “DIDGORELEBS”, gamarjveba chvenia…

  8. levani Says:

    დასკვნა: სამი რამის გეშინოდეთ ხალხნო, კოკა-კოლის, Windows-ის და U2-ს სიმღერების😀
    შენა და.. ამ სტატიას სად აქვეყნებ?ინტერნეტში? და ვებ-საიტის გასაკეთებლად რას იყენებ? Microsoft Windows???? წარწყმედილხარ და ეგაა, შენ ესე თუ გააგრძელებ კოკაკოლას დალევასაც დაიწყებ მალე :))))

    • ნიკა Says:

      პასუხი_levanis – ს
      ———————
      სრულიად უადგილოა თქვენი ხუმრობა “ლევანი”, თანაც უკბილო. კარგი იყო გონიერი დასკვნები გამოგეტანათ ამ წერილიდან, წაადგებოდა თქვენი სულის ცხონებას.
      “დიდგორი” ის პრესსამსახური

      • levani Says:

        სწორედ სულის ცხონებასთან არა აქვს ამ ყველაფერს არანაირი კავშირი..

        ხუმრობა იქით იყოს და ვთქვათ და ყველაფერი ესეა როგორც აქ წერია.. და ესენი მართავენ ქვეყანას და ამზადებენ ანტიქრისტეს მოსასვლელად.. მე რა?? ან თქვენ რა??

        ჩვენთვის ამითი არაფერი არ იცვლება, ქვეყანას ყოველთვის მართავდა ვიღაც, და იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს ვიღაც არ ყოფილა ღირსეული. ამ სისულელეებს რო მოვეშვათ და მართლა საკუთარ სულებზე ვიზრუნოთ ის ჯობია, თორემ ანტიქრისტე შეიძლება 100 წლის შემდეგ მოვიდეს და შენ კი ხვალ აღმოჩნდე პირისპირ ღვთის წინაშე..

        რაც შეეხება ამ სტატიებს, აქ არაფრის დამამტკიცებელი ფოტოებია მოყვანილი და ეს უაზრობა ტენდენციური მკითხველისთვის არის გათვლილი, რომელთაც უნდათ სჯეროდეთ ”შეთქმულების თეორიების”. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული არსებობდეს საიდუმლო გავლენიანი ორგანიზაციები, ოღონდ თუ ისინი მსოფლიოს მართვას ახერხებენ, როგორმე ინკოგნიტოდ დარჩენასაც შეძლებენ.

        კიდევ ერთი დასკვნა: არ უნდა დაკარგო დრო იმაზე, რასაც ვერ შეცვლი. ცხოვრება მოკლეა და რაც კარგი შეგვიძლია იმის გაკეთება შეგვაძლებინოს ღმერთმა..

      • ლადო Says:

        Глобальное порабощение-Часть 4

  9. 7 Says:

    da ruseti sadaa am dros?

  10. გიორგი Says:

    საინტერესო ჩანახატი იყო. კოთხვის ბოლოს კი მაინც დავფიქრდი რაში დავკარგე 10 წუთი😦

  11. Bella Kvir Says:

    მსოფლიოს მმართველთა შორის ჩვენი პრეზიდენტი გვყოლია და ჭკუა არ გვეყო დაგვეფასებინა. ისე, გამოსწორება შეიძლება და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ოცნებაში ჩაკარგული შეცდომა!

  12. gridi Says:

    ვა, რა მაგარია ამისთანა საიდუმლოებები ასეთი დაწვრილებით აქ რომ ქვეყნდება, მოკლედ სადამდე მიდის ადამიანის გონების ფანტაზია და რა არ შეუძლია დღევანდელ ტექნიკურ მიღწევებს….

  13. tamu Says:

    sxvatashoris ruseti am amerikuli batonobis gegmis xelisshemshlelia – mas tavisi analopgis sheqmna surs da ufro konkurentia am borotebis🙂 2 sapircone da 2 ve boroti.

  14. tamu Says:

    erti kia xalxo – am progresma rom ertmanets dagvashora da skaipit uket vicinit vidre realurad es cxadia!!!😦

  15. TSIURI Says:

    ეს ყველაფერი სისულელეა! ერთადერთი გზა მამულების დაბრუნება და ჩვენი წინაპრების მიწა–წყალზე კვლავ ჩასვლა და დასახლებაა! ჩვენი ადათ–წესების წინ წამოწევა, გახსენება და მისი უ პ ი რ ო ბ ო დ შესრულება. ამ ნაბიჯით გადაირჩენთ თავს, გადაარჩენთ საკუთარ ოჯახებს და შესაბამისად დაიცავთ და გადაარჩენთ ს ა მ შ ო ბ ლ ო ს ! დიახ, ჭეშმარიტება უბრალო ადამიანებშია,– ადამიანური ზნისა და მორალის მქონეებში! აი ეს არის სიმართლე. ვინც ამას დროზე გააცნობიერებს და დაიცავს ის გადარჩება კიდეც, ოჯახსაც გადაარჩენს და თავის წილ სამშობლოსაც! ღმერთს ვებარებოდეთ ყველა ასე მოფიქრალი და მომქმედი!❤

    • zara Says:

      romeli martlmadibluri rcmenis shenarchnebisken moucodebt, rodesac saqartveloshi kovel meore mgvdels jipebi , sasaxleeebi akvs da ubralo kartvels zogjer puris puli ar akvs , ras aketeben xalxi rcmenashi rom gaclierdes ? gmertma adamiani shekmna da adamiamistvis zrunva adamianis upirvelesi movaleobaa da ara cirvis chatareba da ritorika …
      bil geitsi axsena avtorma …bil geitsi bevrad upro scorad cxovrobs , vidre calian bevri chveni sasuliero mogvace…is kovel celicads udides tanxebs debs kvelmokmedebashi da sikvdilis shemdeg misi konebis naxevari ( axla 56 miliardis mplobelia ) kvelmokmedebashi gadairicxeba…
      rac ar unda mixlebi gadavitkavot locvit tu kmedebashi ar gvaxsovs gmerti araperi gveshveleba …
      an gaeros jaris shekmna undao rom cert, gaeros saertod ruseti akontrolebs ….

  16. xatia Says:

    ra aris aq daujerebeli da saertod ar gagigiat masonebis shesaxeb araferi…
    arc antiqristeze? mecineba martlac…patriarqs mainc daujeret mousminet, iqneb raime gaigot)))

  17. natotoreli Says:

    დაწყებული უხსოვარი დროიდან, სპილენძი იყო ეს, რკინა, ვერცხლი, ოქრო თუ ძვირფასი ქვები და ფასიანი ქაღალდები, ბანკნოტები თუ ცალკეული ციფრით გამოსახული ფული, ანუ ყველაფერი რაც ადამიანს ეხმარებოდა ყოფილიყო ძლიერი, თანაც მართლაც ძლიერი, შეიძლება გარკვეული დროით, რამეთუ ადამიანი შეცდომას ოდესღაც უეჭველი დაუშვებს, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ადამიანს მოჩვენებით აღმატებულ მდგომარეობაში აყენებს, ყველაფერი იწოდება ანტიქრისტედ, რამეთუ კონკრეტული ადამიანი, სუბიექტი რომელსაც ანტიქრისტე ერქვას, არ არსებობს და ვერც იარსებებს. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის მიერ არის შექმნილ-დაშვებული და ყველაფერი ღმერთს ემორჩილება და ეს ყველაფერი ჩვენი-ადამიანების გამოსაცდელად არსებობს…ანტიქრისტე ყველა ჩვენშია და ზუსტადაც, რომ ჩვენ ვართ გამოცდის ქვეშ…მატერიალური სიმდიდრე რჩება დედამიწაზე, არსად ქრება, ხოლო საცოდავი ადამიანი კი, უმეტეს შემთხვევაში უკვალოდ ქრება, თან ისე, რომ სახელიც აღარ ახსოვთ მისი…”ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არ-რა წაუღია რაო”, ხომ ამბობს პოეტი?…ასე რომ ბილდერბერგი იქნება ეს თუ ბოჰემა თუ კიდევ რამე საიდუმლო ორგანიზაცია თუ კრებები, ყველა – თითო-ოროლა საცოდავი, უბადრუკი ადამიანის ავადმყოფი გონების მონაჩმახია, დანარჩენი ბრიყვი უმრავლესობის შესაშინებ-გამოსაშტერებლად, რათა მთავარი-ფულის და ოქრო და ძვირფასი ქვების დინება აკონტროლონ…ინკების, აცტეკების, იროკეზების თუ აპაჩების და მრავალთა ინდიელთა ოქრო დაღუპავს მთელს აშშ-ს…ცოდვები, მოუნანიებელი ცოდვები რჩებიან დედამიწაზე და საზღაურს ითხოვენ და ეს მარტო აშშ-ს არ ეხაბა, ეს ყველგან ასეა…

  18. ანნა Says:

    არადა ვეუბნებოდი მაგათ გუთანი გაგშიფრავთთქო, მაგრამ დამიჯერა ვინმემ?😀😀

  19. ანნა Says:

    უფრო სერიოზულად რომ ვთქვა საკუთარ “შეუზღუდავ” ძალაუფლებაზე შექმნილი ლეგენდებით მშვენივრად ახერხებენ მასაზე ზემოქმედებას. ტყუილად ეძებთ წმინდა ფსიქოლოგიური ასპექტებით გაჯერებულ ამ ამბებში მისტიკას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: