საგანგებო განცხადება

ტროპარი ჯვრისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

ქართველი ერი დღეს ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ერთი ნაწილი, რომელიც გუნდრუკს უკმევს  დღევანდელ უღმერთო-უკანონო ხელისუფლებას, მზადაა საქართველოს ფიზიკური სხეულის გადასარჩენად ყოველგვარ მორალურ დათმობებზე წავიდეს, ხოლო სულიერების გადარჩენას არად დაგიდევს.
 
ვაცხადებთ, რომ ვერც ერთი უღმერთო და უკანონო ხელისუფლება ვერ შეძლებს საქართველოს სწორ გზაზე დაყენებას, ვინაიდან უკანონობა სიკეთეს ვერ იქმს. წმიდა მოციქულთა პეტრეს და პავლეს  9-10 განწესება გვაუწყებს: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს“. ქართველმა მოძღვარმა გიორგი სხილაძემ თავის ნაშრომში საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან” „გარდაქმნამდე” კიდევ ერთხელ შეგვახსენა ეს ღვთიური ჭეშმარიტება.
 
საქართველო ტაძარია და თუ ამ ტაძარში მართლმადიდებლობის უარმყოფი ერი იცხოვრებს, მაშინ ეს ტაძარი აღარ იქნება წმიდა, ის აღარ იქნება ის საქართველო, რომელშიც იდიდება უფალი! რად გვინდა მერე ქართველებს ასეთი ტაძარი, სადაც ჭეშმარიტი ქრისტეანები აღარ იცხოვრებენ?! საქართველოს “ნატოში” შესვლით ვთქვათ და დროებით გადაწყდეს რუსეთის მიერ საქართველოსგან მიტაცებული ტერიტორიების შემოერთების საკითხი, მაგრამ ქართველი ერისთვის უცნობია რა არის „ნატოში” გაწევრიანების საფასური. იქნებ მართლმადიდებლობის უარყოფა და ეკუმენიზმის აღიარება? გვიღირს კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს ასეთი ღალატის ჩადენა უფლის წინაშე თუნდაც დაკარგული ტერიტორიების მიერთების სანაცვლოდ? დღეს უფალი ცდის ქართველი ერს და თუ იპოვის მასში საკმარის რწმენას დაკარგულ მიწა-წყალის დაბრუნება მასზე უკეთ ვის ხელეწიფება?

მათეს სახარებაში უფალი ბრძანებს: „და ნუ გეშინიათ იმათი რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.” (სახარება მათესი, თ.10-11), ხოლო წმინდა ფილარეტ მოსკოველი, რომელიც  პირია ღვთისა გვიქადაგებს: „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!” ახლა დადგა დრო ქართველმა ერმა სახარებისეული სიბრძნის თანახმად გადაწყვიტოს რომელი უფრო საშიში მტერია მისთვის, ზოგადად მართლმადიდებელი რუსეთი, რომელიც გვბომბავს, ტერიტორიებს გვართმევს და გვჟლეტავს, თუ იეღოველურ-ბაბტისტური-დემოკრატიული ამერიკა, რომელსაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს ჩვენი. არც ის დაგავიწყდეთ ქართველნო რომ ეროვნული ხელისუფლების განდევნის გეგმა ამერიკაში დაიწერა და სამაჩაბლოცა და აფხაზეთიც ამ გეგმის თანახმად განკარგა საქართველომ. ანტიქრისტეს გამეფებისათვის მებრძოლი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები ჩვენი სულიერების მტრები ჯორჯ ბუში და ძმანი მისნი  რომ გაგვიხდია დღეს მეგობრად და ასე ვებრძვით ხორციელ მტერს პუტინ-მედვედევს რა წყალობას უნდა ველოდოთ ღვთისგან ამ უთანასწორო ომში? ჩვენ არ გვყავს ერთგული შემწე და მეგობარი არავინ გარდა ღვთისა, ასე იყო წარსულშიც და ასეა დღესაც, ამიტომ იყო რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები და წმიდა მეფე-დედოფალნი პირველ რიგში ღმერთს აამებდნენ ერთგულებით, მასზე ამყარებდნენ სასოებას და ამიტომაც იმარჯვებდნენ მტრებზე! ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ვაცხადებთ მას ჩვენი მამულის უბოროტეს მტრად, ასევე ვერ მივიღებთ მეგობრად ჩვენი სულიერების – მართლმადიდებლობის მტრებს, ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებს.

“ნატოში” საქართველოს შეყვანის გეგმამ და თან ამის ფონზე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მცდელობამ გამხეცებული რუსეთი კიდევ უფრო მეტად გაამძვინვარა, რომელიც ამერიკის მუდმივი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულ-უკანონო ხელისუფლებამ გამოიწვია და ეს არაგონივრული მარიონეტული პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რადგან ამას მხოლოდ უაზრო მსხვერპლი, ნგრევა და საქართველოს ახალი ტერიტორიების ანექსია შეიძლება მოყვეს შედეგად.

ეს არ არის საქართველოს ომი, არამედ ჩვენი სისხლის ხარჯზე მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის ომი და ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაშიც კი საქართველოს თავს მოახვევენ სახელმწიფოებრივი მოწყობის კონფედერაციულ ვარიანტს, რომლითაც აფხაზეთს და სამაჩაბლოს მიენიჭება „განუსაზღვრელი უფლებები“. ეს „განუსაზღვრელი უფლებები“, რომელსაც ოს და აფხაზ სეპარატისტებს სთავაზობენ შესაძლებელია შავი ჭირივით გავრცელდეს საქართველოს სხვა რეგიონებში, რაც დასაბამს მისცემს საქართველოს დაშლას „განუსაზღვრელი უფლებებით“ აღჭურვილ რესპუბლიკებად. ღმერთმა დაიფაროს საქართველო მოვლენების ამდაგვარად განვითარებისაგან.

„დიდგორის“ რედაქცია

„დიდგორის“ პრესსამსახური

4 Responses to “საგანგებო განცხადება”

  1. საქართველოს მოქალაქე Says:

    საქართველო ტაძარია და თუ ამ ტაძარში მართლმადიდებლობის უარმყოფი ერი იცხოვრებს, მაშინ ეს ტაძარი აღარ იქნება წმიდა, ის აღარ იქნება ის საქართველო,

    მაშ დავუთმოთ საქართველო ერთმორწმუნე რუსეთს და ყველანი ბედნივრად ვიცხოვრებთ. . .

    • ლომისა Says:

      ჩვენ არავის ვთავაზობთ საქართველო რუსეთს დავუთმოთო. რუსეთი საქართველოს დამპყრობელია და მისი მართლმადიდებლობა ისევეა ზედაპირული, როგორც ქართველი ერის დიდი ნაწილისა. ანუ, საქართველოში მეფობს მოჩვენებითი მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი ეკლესიის ინვენტარის დონეზე.

      თქვენ რას გვთავაზობთ – მართლმადიდებლობის უარყოფას? „ცივილიზებულ“ ამერიკა-ევროპას დავნებდეთ რუსეთის ჯინაზე? დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და სამხედრო მანქანას კი არ ებრძვის, არამედ ქმნის ახალ წინაპირობას ( ეწევა პროვოკაციას) საქართველოს განადგურებისათვის.

      ჩვენ გთავაზობთ იმას, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ჩვენ გთავაზობთ ქართველ ერს გაერთიანდეს სა.ქ.მ.ე.-ში ჩამოყალიბებული პრინციპებისა და მისწრაფებების საფუძველზე. ჩვენ მოგიწოდებთ ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის აღდგენისაკენ. ჩვენ მოგიწოდებთ ჭეშმარიტი ბრძოლისაკენ საქართველოს გადასარჩენად.

      სა.ქ.მ.ე. – საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობა

      ღმერთმა დაგლოცოს.

  2. georgiarussia Says:

    თქვენ ამჟამად სად იმყოფებით? მეჩვენება რომ ძალიან მოწყვეტილები ხართ რეალობას და ერთ ადგილად გაყინულხართ…მართლმადიდებლობის უარყოფას არც არავინ არ აპირებს და ასე ხელაღებით სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე ლაპარაკი რა უბედურებაა?!

    თქვენს სიტყვებსა და წინადადებებში 1990-იანი წლების ქაოსიანი წლების ნოსტალგია იგრძნობა, რას იზამთ დრონი მეფობენო ნათქვამია… დღეს შენი დროა ხვალ სხვისი. ერთმორწმუნე მტერს კი სხვა რჯულის მოკეთე მირჩევნია, ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ გინდა ერის სიძლიერე კი ის იქნება მტერში მტერი ამოვიცნო მოკეთეში მოკეთე, ცივილიზებულ და გაიძვერა ევროპელს საკადრისად, ზრდილობიან, დიპლომატიურად დავხვდე და პრინციპული გადაწყვეტილებები დავახვედრო, ერთმორწმუნე მტერს, რომლის პატრიარქი აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს მილანძღავდა და კოკოითს გამარჯვებას ულოცავდა ცხვირიდან სისხლი ვადინო… სანამ იმ ვაჟკაცების სისხლი არ არებულა ომი არ დამთავრებულა! ასე, რომ … კეთილი ინებეთ და ცამობრძანდთ ქვეყანაში, მაშინ მაინც ჩამოდით ომი როცა დაიწყება და იარაღი აირეთ ხელში! დაანახეთ ხალხს თქვენი სიმართლე და ვაჟაკოცობა, სად იყავით აგვისტოში? რას აკეთებდით, არ მითხრათ რომ ლოცულობდით, ჩვენც ვლოცულობდით მაგრამ ყველა ვბრძოლობდით ვისაც როგორ შეგვეძლო!

    • ელენა Says:

      რას ბრძანებთ ვერ გავიგე…აგვისტოს ომში ჩემი ბიძაშვილი დაიღუპა და ყველას ვიღაც დაგვეღუპა. რა შუაშია აქ აგვისტოს ომი, სამამულო ომშიც ბევრი გაწყდა ქართველობა და მრავალ ომში დაიღუპა ბევრი. შევარდნაძის გვარდიაშიც ბევრი დაიღუპა და სააკაშვილის გვარდიაში ჯერ არ დამთავრებულა ხოცვა-ჟლეტა. და მერე რისი ბრალია ეს უგზო-უკვლო ომებში საზარბაზნე ხორცად გამოყენებული ახალგაზრდობა, ვისი და გამაჰმმადიანებული პატრიარქის და გამაჰმადიანებული ბრეზიდენტის, სულ რომ ტოლერანტობის დემოკარტიობანას მსოფლიო მმართველებზე ფიქრობენ რომ ასიამოვნონ და ღმერთს არაფრად აგდებენ. და ღმერთიც იმიტომ გვიგზავნის სასჯელებს და არაფერი გვშველის. ყოჩაღ დავით! ძალიან კარგად ამხელ ამ ეშმაკის მოციქულებს და სიამოვნებით ვკითხულობ შენს კომენტარებს, მაგათ სიბნელეს რომ მოქნილად და სადად ამხელ: მაგ გველეშაპის მიმდევრებს: მამა ჯემალს, ვასილ კობახიძეს, ნოდარ ლადარიას, კროულისტებს, ჯვაროსანს, მნათეუსს, თეა თუთბერიძეს და ქრისტეს მოღალატე სამღვდელოებას! დავიღალე რა ამდენი გუნდრუკის კმევით ამ სატანისტი დემოკრატების წინაშე და ამდენი ფარისევლობით. ამ დემოკრატ გამხრწნელებს დავითის ”მემრეთი” გლეხური მხილება არ მოსწონთ და ანგლიკანური ეკლესიის კაცთა სვეტური ქორწინებები და პაპის პედოფილია და მოლის განდიდება მოსწონთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: