ჩემებრ ობოლო ქართველებო…

 

წმიდა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველება საქართველოზე: „ანტიქრისტე ივერიაში ტახტს ვერ დაიდგამს! ბოლო ჟამს ივერია გაბრწყინდება და უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა!“

ჩემებრ ობოლო ქართველებო აქამომდის დედ-მამით ობოლი და სამშობლო წართმეული კაცი გწერთ, ახლა კი სამშობლოთიც დამაობლეს!

სანამ სამშობლო მანდ მეგულვოდა დედ-მამით ობლობა რას მიქვიან, მაინც ბედნიერი ვიყავ!

დღეს კი, დღეს სამშობლოც მომიკლეს!

კაცი დედინაცვალს იგუებს, მამინაცვალს აიტანს, მაგრამ ასაკს მიტანებულმა სად ვეძებო სამშობლონაცვალი?

ვიპოვნი კი? ავიტან კი? შევეგუები კი სამშობლონაცვალს?

დედ-მამა ისე დამეღუპა ჩემი ხილვის ნატვრაში განუტევეს სული, სიკვდილის წინ ვერცერთს ვერ დავუხუჭე თვალები და ვერ გავაყოლე ალალი კოცნა და ცრემლი!

სამშობლო კი ისე მომიკლეს ვეღარ ვიხილე მომაკვდავი მამული ჩემი!

ვინ იფიქრებდა სამშობლოს ჩემსასაც თუ სძლევდნენ, თუ მომიკლავდნენ!?

მე ის უკვდავი მეგონა, მარადიული, რამეთუ თვით იყო წილხვდომილი ღვთისმშობლისა!

ჩემი სამშობლოს მკვლელები ხომ უცხო თესლის ნაყარი გველები არიან!

ჩემი მშობლების, ჩემი სამშობლოს მკვლელები დღესაც ცოცხლები არიან და დაუსჯელად პარპაშებენ მანდ ჩემს გადამწვარ- გადაბუგულ მშობელ მიწაზე!

ამ თახსირთ და ეშმას ნაშიერთ არ ეწვით ფეხქვეშ მიწაც კი!

ერთი თვითმარქვია, ქართველთა სისხლით გაბერილი, მიხრწნილი ნაპრეზიდენტალია, მეორე თვითმარქვია კი ახლაც სისხლშეუმშრალი ისევ პრეზიდენტად მიიჩნევს საკუთარ თავს!

რომელი დედის საშოდან იშვით ჩემი სამშობლოს მკვლელებო?

რომელი დედის ძუძუდან მომდინარე შხამმა გაგზარდათ საქართველოს მკვლელებო?

რატომ არ ახმობს განგება იმ მკერდს, იმ საშოს?

ან როგორ დადის თქვენი გამზრდელი დედა ჩემს გადამწვარ დედა-სამშობლოს მიწაზე?

მკვლელს კანონსამართალი სჯისო!

ეს კანონსამართალიც რომ მოაშთვეს ამ გველისნაშირებმა?

აწ ვის შევჩივლო?!

სად ვეძებო ამ ტიალ და უღმერთო დუნიაზე სამართალი!?

სად და ვით ვიგლოვო ჩემი დედა-სამშობლო?

ვინ შეისმენს ამქვეყნად ჩემს ვაებასა და გოდებას?

საკუთარი თავი მძაგს უძლურსა და უნიათოს!

საკადრისი როგორ არ უნდა მივუზღო მამულის მკვლელებს?

მაშ, შევჭამო ამათი ჯავრი?

ამათი ჯავრნაჭამი როგორ მიუვიდე ჩემს წინაპრებს, ჩემს მშობლებს!?

ეს რა განსაცდელი მარგუნე ღმერთო დიდებულო!?

რად დამსაჯე აგრე სახიერო?

სისხლი მიშრება, ცრემლი მეყინება საცრემლურს!

რად შემასწარ სამშობლოს ჭირს, რად მაქციე სამშობლოს ჭირისუფლად, ღვთისმშობელო მარიამ?!

რად დამარჩინე ამ დღემდის?! 

იქ, ზეციერში სასო წარსთმევიათ წმიდა მამათა ჩვენთა, შუქჩამქრალი თვალებით დასცქეერიან გადაბუგულ ბედიას და ილორს, ატოცს და იკორთას!

წმინდა მეტანიას აღასრულებს წმიდა ქართველ მამათა დასი, ქართველთაგან გულმოკლულნი და შუბლგანგმირულნი წმიდა ილია მართალი და საქართველოს უკანასკნელი მოჰიკანი წამებული ზვიადი მამა ღმერთს შეჰღაღადებენ საქართველოს მკვდრეთით აღდგომას!

იქ, ზეციერში მუხლზედ დამხობილან წმიდანი დედანი ჩვენნი, მოციქულთა სწორი ნინოი და ნანაი დედოფალი, ყოველ ქართველთა დიდი დედა თამარი და სამშობლოსთვის, ქრისტეს სჯულისთვის აკეპილი დედა ქეთევანი!

გოდებეენ, მოსთქვამენ, ეს წვიმა მათი ცრემლებია ჩემს ცეცხლის ალმოდებულ მამულს რომ ეპკურება!

იქნებ, წმიდა მამათა ღაღადისმა და დედათა ცრემლმა ფენიქსისებრ აღმიდგინოს მამული ჩემი!

წმინდაო ღმერთო წმინდაო ძლიერო, მაცხოვარო იესო და ღვთისმშობელო მარიამ გეაჯებით, მოჰხედეთ ივერიის მიწას და ერს მისას, მოჰხედეთ აქამომდის თქვენთვის წამებულსა და ვნებულს, აღმიდგინეთ მამული ჩემი ვითარცა იესო ჩვენი მაცხოვარი და მხსნელი ადამის მოდგმისა!

გეაჯები სამშობლო მკვდარი, ეული და უთვისტომო, შეისმინე ჩემებრ ობოლთა წრფელი ლოცვა და ვედრება!

ამინ!

ერთი ობოლი, სამშობლო მკვდარი და გლახაკი

ალექსანდრე სანდუხაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: