ზვიად გამსახურდია:-მახვილი მხილებისა

851_zviadi-maxvili-mxilebisa

საქართველოს პირველი პრეზიდენტი_ზვიად გამსახურდია

– ბატონო პრეზიდენტო! თავისთავად გასაგებია ქართველი მორწმუნე საზოგადოების სურვილი (მით უმეტეს, ყოველივე მომხდარის შემდგომ), გაიგოს თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცისა და პრეზიდენტის კომპეტენტური აზრი იმის თაობაზე, თუ ამჟამად მართლმორწმუნე მამულიშვილმა ღვთისა და ერისადმი სრულყოფილი მსახურებისთვის რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს.

– ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: „საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი“, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.

რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტი-ქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტი-ქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია „ენქერი“, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღვდელო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღსდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.

– ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო. მაგრამ, როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა მხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და გასათვალისწინებელი მიზეზებით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე (თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით) ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირისა და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალში, რათა მათ ამით ერთის სიძულვილით მეორეც შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ… როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველზე უკეთურნი ბოლომდე ვამხილოთ და ამავე დროს საზოგადოება ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ დავაბრკოლოთ? ამისთვის მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ რა უნდა მოიმოქმედოს?

-მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება”, რაც აგრეთვე, ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი, მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავის გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეაგზავნის. “ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”. აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა, რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეას, მით უფრო სრულყოფილია იგი”. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum). ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum omnium hominum pacis abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს. მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისაგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს მთავარი ეკლესია.

„ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება“ – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ, გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.

– რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, იგი კვლავ ღვთის მადლის მატარებლად რომ დარჩეს, ამისათვის საჭიროა „ტაძრის მსახურთა“ კეთილმსახურება, ე.ი. ჩვენ შემთხვევაში – ბოროტმსახურთაგან ტაძრის განწმენდა, რასაც მხოლოდ სრული საეკლესიო კრება ახორციელებს, მთელი მართლმადიდებელი ერის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით.

-მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყვლებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.

– დღევანდელი სულიერი სიდუხჭირის ჟამს შეძლებს თუ არა ერი, რომ მისმა ძირითადმა ბირთვმა ეკლესიური და ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს, სახელმწიფო კი ამგვარი საზოგადოებრივი ყოფის დამცველი გახდეს, თან ისე, რომ არ შეიზღუდოს არამართლმორწმუნეთა ადამიანური უფლებები?

– გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: „სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ“. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელსა და აბო თბილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება“. რწმენას სასწაულები ძალუძს.

ზვიად გამსახურდია


“დიდგორის” რედაქცია იმედოვნებს, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და ზოგადად ქართველი ერი კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდება საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ შეგონებებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მომავლისათვის!

 

www.bpg.sytes.net/didgori

Attached Files:

ზვიად გამსახურდია: – მახვილი მხილებისა

41 Responses to “ზვიად გამსახურდია:-მახვილი მხილებისა”

  1. ლომისა Says:

    „უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება“ (მათეს სახარება)

    ჭეშმარიტად ბ-ნო ზვიად! რწმენას სასწაულები ძალუძს და თქვენც უფლის ერთ-ერთი სასწაულმომქმედი ხართ ქართველ მამულიშვილთა გულებში.

  2. nana Says:

    დიახ, ქრთილისოდენა ქრისტეს რწმენა მაინც რომ ჰქონდეს ჩვენს ერს არა მხოლოდ მთას ბრძანებით გადაადგილებდა და არა მხოლოდ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, არამედ აიძულებდა მთელს მსოფლიოს ზესახელმწიფოსავით მისი შიში და ანგარიშის გაწევა ჰქონოდათ, მაგრამ ვინაიდან ქრისტეს რწმენა კი არა ქრისტეს კანონთა მოწინააღმდეგე ილია მეორის რწმენით და განდიდებით არის დღეს ჩვენი ერი აღვსილი, ამიტომაც კარგავს ტერიტორიებს და სათამაშო თოჯინად ქცეულა მსოფლიო ლიდერთა შორის! ვაგლახ, ამას მცირედნი თუ ხვდებიან!

  3. ბესარიონი Says:

    მოსაზრება გერმანიიდან — Deutsche Welle:

    Может быть, в последние годы мы как-то подзабыли, что церкви призваны критически оценивать деятельность государства. И высшие иерархи религиозных общин должны следовать примеру ветхозаветных пророков, которые именем Господа ставили под сомнение сложившийся порядок вещей, нормальный жизненный уклад, защищали права вдов и сирот, сирых и убогих. И к ним же можно отнести кротких и миротворцев, о которых говорит Иисус в Нагорной проповеди.

    http://www.dw-world.de/dw/article/0,,5126731,00.html

    • davit Says:

      А может быть, критика обусловлена и тем, что Маргот Кесман – первая женщина, возглавившая совет евангелических церквей Германии?
      ///
      რა საყურადღებო ინფორმაციია:
      ეტყობა ჩვენი ბაპტისტი მალხაზი სონღულაშვილი რუსიკო ეპისკოპოსთან და ვასიკო კობახიძესთან ერთად მიემგზავრებიან ხოლმე მარგოტ კესმენთან და ჩაჩაჩას ერთად ცეკვავენ. ევანგელისტურ-ბაბტისტური გერმანულ სექტა ეკლესიას რუსიკო ეპისკოპსისნაირი ქალები ნუ ბრიგადებად ეყოლება. ეჰ წახდა კაცები და მემრე ეკლესიებიც

      • ლადო Says:

        Епископ Кесман в Евангелической церкви Святой Троицы в Варшаве; Евангелическая церковь Германии: После ординации в 1985 году вместе с мужем стала пастором в церкви города Фрилендорф (Швальм-Эдер). С 1994 по 1999 год была генеральным секретарём Deutscher Evangelischer Kirchentag. С 1999 года она была избрана епископом Евангелическо Церкви Ганновера и является первой женщиной на этом посту.
        მსოფლიო ბაპტისტურ-ევანგელისტური “ეკლესიის” “სანიმუშო” ლოცვა”

      • ლადო Says:

      • ლადო Says:

        ქალთა ხელდასხმაზე ბრეიგდანსე-დარვინისტი ვატიკანი ცოტა ხანი კეკლუცობს…ისე კოსპირაციაა

    • ლომისა Says:

      ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ბ-ნო ბესარიონ! უპირველეს ყოვლისა გილოცავთ გამოჯანმრთელებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამინ.

      დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ნიშანდობრივია, რომ ჩანაწერი დაგიტოვებიათ „ზვიად გამსახურდია-მახვილი მხილებისა!“ წერილის ბოლოში, ვინაიდან, აქ, ზვიად გამსახურდია, რელიგიური იერარქიის დილემასაც შეეხო.

      გავეცანით თქვენს მიერ დატოვებულ ბმულზე (DEUTSCHE WELLE – http://www.dw-world.de/dw/article/0,,5126731,00.html ) გამოქვეყნებულ მოსაზრებას და ამ მოსაზრების საპასუხოდ ჩვენს მოსაზრებას მოვახსენებთ „დიდგორის“ მკითხველს.

      დიახ, ბ-ნო ბესარიონ, გაგლობალისტებულმა და ქრისტეს მოძღვრების უარყოფის გზაზე შემდგარმა დასავლური ეკუმენისტური ქრისტიანობის იერარქიამ, არა თუ მიივიწყა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი თავგანწირვის მაგალითები, რომლებიც განუწყვეტლივ ეჭვის ქვეშ აყენებდნენ ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისთვის გაბატონებულ მსოფლიო უსამართლო წესრიგს, არამედ თავიანთი გულგრილობით და ინდეფერენტულობით, უსასტიკესად დაუპირისპირდა იმ სახელმწიფო მოღვაწეებს და უბრალო ერისკაცებს, რომლებიც ესწრაფვოდნენ არსებული უსამართლო მსოფლიო წესრიგის შეცვლას საღმრთო წესების შესაბამისად. ამ უსამართლო დევნის სამწუხარო და თვალსაჩინო მაგალითია საქართველოდან ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების განდევნა 1991-1992 წ.წ. მიჯნაზე. როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამ დევნაში უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ეკუმენისტურმა რელიგიურმა იერარქიამაც, რომელიც დასავლური ეკუმენისტური რელიგიურ-ოფიციალური იერარქიის ასლად ჩამოყალიბდა.

      დასავლეთის რელიგიური ოფიციალური იერარქია, რომელიც აღარ ცნობს წმინდა სამოციქულო ეკლესიის სამართალს, აღარც წმინდა წერილს და გარდამოცემას, ურჩევნიათ თვითკრიტიკიდან დაიწყონ საქმე. ან რა ფასი აქვს მათი მხრიდან რაიმეს კრიტიკას, როდესაც „ევგანელისტურ ეკლესიათა საბჭოს“ თურმე ქალი ჰყოლია ეპისკოპოსად. თუ კარგად გავეცნობით მათ მოდერნისტულ ეკლესიოლოგიას კიდევ უფრო სავალაო ამბებს გავიგებთ მათ შესახებ.

      „А может быть, критика обусловлена и тем, что Маргот Кесман – первая женщина, возглавившая совет евангелических церквей Германии?“

      რა თქმა უნდა დასავლეთის რელიგიური იერარქია და პოლიტიკური სისტემაც დეკლარაციის დონეზე აღიარებს იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რისკენაც უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებოდა სხვა და სხვა ქადაგებებში, მაგრამ საქმით სწორედაც რომ ქრისტეს ქადაგებების წინააღმდეგ მოქმედებენ. ჯერ-ჯერობით დასავლური ეკუმენისტური ქრისტიანობის რიგებში სასიკეთო ცვლილელებებს ვერ ვხედავთ და ისინი უფრო და უფრო ეფლობიან აპოსტასიურ დაცემაში.

      ამ ლინკზე განთავსებულ წერილში ასეთი კითხვაცაა დასმული: „Почему ошарашены политики?“ – ასე იწყებს საუბარს ვინმე იორგ ვინსი და არა გვგონია სამართლიანმა პასუხმა დაამშვიდოს იგი.ბ-ნო იორგე, დასავლეთის ქრისტიანები იმდენად დაცილდნენ ღმერთს, რომ მასთან ვინმეს მიახლოვების ყოველგარ სურვილს აშკარა მტრობითა და სიძულვილით ხვდებიან. ამის ნათელი დადასტურებაა მათი (დასავლეთის და თუ გინდ აღმოსავლეთის) დუმილი იმ უსამართლობის მიმართ რაც ღვთისმშობლის წილხვედრ პატარა საქართველოში დაატრიალეს დასავლური ანტიპართლმადიდებლურ-გლობალისტური წესრიგის პოლიტიკურმა თუ „სულიერმა მამებმა“. უბრალოდ, სურვილიც კი არავის არ გასჩენია დღემდე (მცირე გამონაკლისის გარდა) რათა დაგმობილიყო ის, რაც ქრისტიანობისთვის მიუღებელი იყო!თუმცა, ვინ ასწავლიდა ან საიდან უნდა გაეგოთ რა არის ქრისტიანობისთვის მიუღებელი და რა – არა! არა გვგონია, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მიმართ ასეთ გაუგონარ უსამართლობას ჰქონოდა ადგილი, როგორიც საქართველოს და ქართველი ერის მიმართ ჰქონდა და აქვს. რატომ თავხედობენ პოლიტიკოსები? იმიტომ, რომ ჯერ მათი მოძღვრები გაირყვნენ სულიერად და უფლის მტრობა დათესეს ქრისტიანთა გულებში. რა თქმა უნდა ბ-ნი იორგე ჩვენს გულისტკივილს ვერ გაიგებს და ვერც იმას მიხვდება თუ რატომ ეწვევათ ხოლმე განცვიფრება, როდესაც რომელიმე მეტ-ნაკლებად ადამიანურად პატიოსანი სასულიერო პირი რაღაც უკამაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე პოლიტიკოსთა გეგმების მიმართ.

      თუ ბ-ნი იორგე კითხვას ასე დასვამდა რატომ თავხედობენ პოლიტიკოსებიო, მას ასე ვუპასუხებდით:

      რატომ თავხედობენ დასავლეთის პოლიტიკოსები? იმიტომ რომ ისინი უღმერთონი არიან ან უფლის მტრები აურჩევიათ სულიერ მოძღვრებად. რატომ თავხედობენ პუტინი და მედვედევი? იმიტომ რომ მათი სულიერი მამებიც თავხედნი იყვნენ უფლის სამართლის მიმართ. რატომ თავხედობდა და თავხედობს ედუარდ შევადნაძე? იმიტომ რომ მისი სულიერი მამა თავხედი იყო უფლის კანონმდებლობის მიმართ! რატომ თავხედობს მიშა სააკაშვილი და მისი ბანდა? იმიტომ რომ მათი სულიერი მამებიც (თუ ჰყავთ) თავხედნი არიან არა მარტო ერის, არამედ უფლის კანონმდებლობის მიმართაც!

      დიახ, ეკლესია მხილებით უნდა ერეოდეს სახელმწიფოს და პოლიტიკოსთა საქმეებში როდესაც ეს უკანასკნელნი თავხედობენ და სასტიკად ჩაგრავენ ერს და არა იმისათვის, რომ წაახალისოს მორიგი უღვთოობა და სახელმწიფო დანაშაული. სწორედ უღვთოობის წახალისება ხდება ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს რღვევის მიზეზად და ამაში ლომის წვლილი მდუმარე სამღვდელო იერარქიას მიუძღვის. თუმცა დუმილს ვინღა ჩივის, როდესაც გარეწრების და მკვლელების ქება-დიდების კორიანტელის აყენებენ ხოლმე.

      p.s.

      ჩვენ, ჯერ-ჯერობით ეს შევამჩნიეთ „მოსაზრება გერმანიიდან — Deutsche Welle:“-დან და სხვა მოსაზრებებსაც გავეცნობით, რომელიც დღევანდელ ევროპას აღელვებს.

      http://www.dw-world.de/dw/article/0,,5126731,00.html

      • ბესარიონი Says:

        ლომისა: «დიახ, ეკლესია მხილებით უნდა ერეოდეს სახელმწიფოს და პოლიტიკოსთა საქმეებში როდესაც ეს უკანასკნელნი თავხედობენ და სასტიკად ჩაგრავენ ერს და არა იმისათვის, რომ წაახალისოს მორიგი უღვთოობა და სახელმწიფო დანაშაული. სწორედ უღვთოობის წახალისება ხდება ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს რღვევის მიზეზად და ამაში ლომის წვლილი მდუმარე სამღვდელო იერარქიას მიუძღვის. თუმცა დუმილს ვინღა ჩივის, როდესაც გარეწრების და მკვლელების ქება-დიდების კორიანტელს აყენებენ ხოლმე.»

        საქმეც სწორედ მაგაშია — თუ ერთ-ერთი „უდემოკრატიულესი“ და „უჰუმანურესი“ დასავლური, ევროპული ეკლესია თვლის თავს მოვალედ მხილებით ჩაერიოს პოლიტიკაში და პოლიტიკას ზნეობრიობისა და სულიერებისაკენ მოუწოდოს — ეს, მით უმეტეს, უნდა აკეთოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

  4. ლადო Says:

    ამ ვიდეოში კი პატივცემულო მკითხველნო ის მთავარი ბარიერია რაც ანგლიკანურმა “ეკლესიამ” გადალახა, ანუ დაუშვა პედერეასტი კაცების ქორწინება (ასევე ლეზბიანკების). ეს რომ კათოლიკებმა რომ დაუშვან ეს ეშინაით არ დააკლდეთ კასაში ფული. თორემ ქალების ხელდასხმაზე რა პრობლემაა, ნახეთ ამ ვიდეოში რომის პაპთან ზედა ვიდეოში ტკბილად მოკურკურე ანგლიკანი პირველპასტორის პედერასტული ქორწინებები. ეს მალხაზ სონღულაშვილს და ვასიკო კობახიძეს უნდათ, თქვენც გინდათ ქართველო კაცებო?

    • ლადო Says:

      ეს ვიდეოები აჩვენებს როგორ გაირყვნა მსოფლიო “ეკლესიათა”, დონეზე, ღმერთო მაპატიე რომ ამათ ე. ი. სექტებს, ეკლესიას თუნდაც ბრჭყალებში ვარქმევ. ახლოა უფლის მეორედ მოსვლა, მოდის უფალი, დღევანდელი მსოფლიოს სულიერების გარყვნილობა სახეზეა. ეს არის სოდომ-გომორი, რომელიც დაწვა უფალმა ცეცხლით და გოგირდით. ჰაიტს ნახეთ რა უყო ღმერთმა? ერთ წამში დატოვა მისგან ქალაქის ნაშტი. ეს ღარიბთაგან დაიწყო და მიუახლოვდება ოქროსა და ბისონს

      • ლადო Says:

        ეს კი (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო – ბართლომე) მსოფლიოს ყველა ამ გარყვნილი სექტის “მართლმადიდებელი” პირველპასტორი, ე.ი. მთვარი სოდომ-გომორია:

  5. ლადო Says:

    რაც მე გამოვაქვეყნე ვიდეოები ეს გარყვნილი სულია მსოფლიო ეკლესია სახელად “სოდომ-გომორია”, ხოლო ხორცი მისი კი ეს არის:

    • ლადო Says:

      – Церковь Швеции дала добро на однополые браки

      Собор Шведской лютеранской церкви дал согласие на однополые браки, сообщает Radio Sweden. Принятое 22 октября решение завершило процедуру уравнения браков между мужчиной и женщиной и между партнерами одного пола: ранее закон об однополых браках был утвержден шведским парламентом и вступил в силу 1 мая 2009 года.
      http://abakan.sibnovosti.ru/pictures/924465

      “ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისგან. ვისთანაც მან განსასვენებელი ჰპოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი – კერპთაყვანისმცემლობა და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ, მაგრამ არცერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. შესაქ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ თუ რა მოხდება!”(წმიდა რუის-ურბნისის კრების 18 კანონი)

      • ლადო Says:

        erti sqesis qorwineba amerikasi

      • ლადო Says:

        სახელმწიფოსგან დაშვებული ეს ოფიციალური გარყვნილება “ლამაზად” ფორმდება ტაძრებში.

      • ლომისა Says:

        „Русская православная церковь больше не желает иметь дело с Евангелической церковью Германии из-за того, что та избрала своим главой женщину. Евангелическая церковь Германии пока не стала комментировать эти заявления.“

        http://www.dw-world.de/dw/article/0,,4883603,00.html

        ეს თემა „თბილისის ფორუმზე“ რომ გახსნას ვინმემ, მაშინვე აყაყანდებიან გლობალიზაციის „ევროპული ფასეულობების“ ქომაგნი – არიქა, რუსეთის აგენტურა მოქმედებსო. საეკლესიო კანონების დაცვა, თუ იგი ეკლესიის სიწმინდისთვის კეთდება და არა იმპერიული აპარტავნების ხაზგასასმელად, მისასალმებელია და არავის დაეკარგება უფლის თვალში! ამ შემთხვევაში, რუსეთის ოფიციალურმა ეკუმენისტურ-სერგიანულმა ეკლესიამ დაგმო ეს საეკლესიო კანონდარღვევა და ამით, ალბათ, ცოტათი მაინც გამოისყიდა ის დანაშაული, რომელიც მათ მიუძღვით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის და სამღვდელოების დევნაში. ღმერთმა ქნას სხვა ცოდვებიც მოენანიებინოთ.

      • davit Says:

        ტფუი ამათ სახელმწიფოს და ამათ კონსტიტუციას და ამათ სეკტებს, ეკლესიას რომ ეძახიან და უფლის სახელით შიგ ათას თავზარდამცემ სითახსირეებს სჩადიან. ერთი მინდა შევეკითხო ჩვენს ოპოზიციას ასეთი “პედერასტი” კონტიტუციების ქვეყანა ამერიკაში მოძრომიალეთ, განსაკუთხრებით იმ ვაი-პოლიტიკოს ამერიკული თავისუფლებით აღტაცებულ ქრისტიან-დემოკრატი რომ დაირქვა თთარგამაძე გიორგისა, სააკაშვილი არ ღირს შეკითხვად, კაცო ეს არის თქვენი თავისუფლება და დემოკრატია შე ანტიგიორგი? ეს არის ამერიკულ-ევროპული სანიმუშო სახელმწიფო წყობა სადაც კაცებს გათხოვება დაუკანონეს და ქალებს ცოლის მოყვანა? ვაიმე ჩემო ქვეყანა რა ბრიყვების ხელში ხარ! ვაჰმე ჩემო ქვეყანა რა არაკაცების და გახრწნილი პაოლიტიკოსების ხელში ხარ! ტფუი იმის კაცობას ვინც ამერიკულ-ევროპული დემოკრატიი მონაპოვარ ამ თავისუფალ ჭოაბს სცემს თაყვანს…არა გაგონილი კი მქონდა ჩემო ლადო, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო ხომ იცი და რაც ახლა მე ვნახე ამ ვიდეოებში მივხვდი რომ ჩვენ ისეთ ჯოჯოხეთის მორევში ჩაგვითრიეს მალე ასეთ რამეებს საქართველოში დაგვიკანონებენ, ისე როგორც დაგვიკანონეს იეღოველთა სექტა.

      • davit Says:

        ეხლა ჩახვდით გულის გულს ხალხნო რატომ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება ზვიადის წინამძღოლობითა? იმიტომ რომა საქართველოს ეშმაკის ლუკმად ვერ გადააქცევდნენ, ხოლო მკვლელთა და მათ ნაშიერთა ხელით ახლა რყვნიან და ათახსირებენ. ჯერ სადა ხართ!!! შორენა ბეგაშვილმა თუ ტელევიზორიდან ტიტლიკანამ ავხორცული გაკვეთილები დაიწყო როგორ უნდა განავითარონ ქართველებმა სიძვა-მრუშობა, მალე გიგა ბოკერია და თუთბერიძე ეკა ამერიკის მითითებით დაიწყებენ მოთხოვნას არ დაირღვეს პედერასტი კაცების და ლეზბოსელა ქალების უფლებები და შეტანილ იქნეს კონსტიტუციაში მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება! უეჭველია ასე მოხდება და ქრისტიან-დემოკრატი გოგია თარგამაძე თავის პარტიით ალბათ აღტაცებული დარჩება!

      • ლადო Says:

        ამდენი ხანია ტელე-იმედი ჩვენს ბავშვებს, დედებს, ძმებს, მშობლებს ამ ბოზობას აჩვენებს და ასწავლის დღე თუ ღამე და სად არის საპატრიარქო? იქნებ თქვენ მისწეროთ პატივც. დიოდგორის პრესსამსახურო იმედის ტელეკომპანიას და გაუმართოთ მხილება_ამ ვიდეო-მრუშობაზე

      • ლადო Says:

        p.s. პატ. რედაქცია გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიდეო ძლივს ავარჩიე, შედარებით უფრო “წესიერი”. ტელე-იმედის ეს ბოზური გადაცემა მრავალსერიანია და უფრო “რთულდება” …

      • davit Says:

        კაცოოო ეხლა მივაქციე ყურადღება თვალი რომ გადავავლე კომენტარებს, ეს ჩვენი კანონიერი ხელისუფლების პრემიერ მინისტრია ბესარიონ გუგუშვილი? აი შენ კი დაგელოცოს ქვეყანა და ოჯახი ბატონო ბესარიონ! გილოცავ საქართველოს დიდო მოამაგევ ნათლისღებას! დაესწარი კაცურო კაცო მრავალს! მალე გვენახე დაბრუნებული საქართველოს გემის საჭესთან, რათა შემოაბრუნო ღვთისკენ ქვეყანა! იხარე ბატონო ბესარიონ და იდღეგრძელე!

        შენი მოსიყვარულე ერთი ბედშავი ქართველი დავითი გოგიტიძე

      • ნიკა Says:

        პასუხი_გიას:
        ————————

        არ არის სახუმარო ის, რაც ამ საბრალო გოგოს სჭირს. კი მაგარი უღვთობაა გეთანხმებით. გახრწნა საკუთარი თავი, ეს ცოდვა დიდ უბედურებას უქადის ადამიანს, ხოლო გახრწნა ღვთის ერი, ე. ი. მასები, ეს ათასგზის უფრო საშიშია.

  6. ALEXI Says:

    კარგი რა დიდგორის რედაქციავ, გეყოფათ ამდენი მხილება ვინაიდან ათასჯერ გყავთ ნამხელი ყველა. ისე, თქვენ მხილებას ჯობდა პატრიარქს ემხილა ერთხელ მაინც. მისი ეპისტოლეები ზოგადია და კაცს საღათას ძილით აძინებს.

    LIKA ხო თქვენი აგენტია გამოტყდით ახლა! გამოჭერილები ხართ. რას წვალობთ თქვე საცოდავებო არ დაიღალეთ? ან ეს კანონიერი ხელისუფლება ვის ჭირდება? არავის არ ჭირდება და მოასვენეთ ხალხი. თქვენ თავებს მიხედეთ. ხომ ხედავთ რომ ერთი სასულიერო პირიც არ გიჭერთ მხარს და იქნებ იყუჩოთ!

    http://forum.ge/?f=29&showtopic=34066144

    სულ ერთი და იგივეს ამბობთ! გამგები გაიგებს!

  7. gia Says:

    ise shorena magaria……ha….gamotkdit🙂

    • ნიკა Says:

      პასუხი_გიას:
      ————————

      არ არის სახუმარო ის, რაც ამ საბრალო გოგოს სჭირს. კი მაგარი უღვთობაა გეთანხმებით. გახრწნა საკუთარი თავი, ეს ცოდვა დიდ უბედურებას უქადის ადამიანს, ხოლო გახრწნა ღვთის ერი, ე. ი. მასები, ეს ათასგზის უფრო საშიშია.

      • ნიკა Says:

        პასუხი_ალექსს:

        —————

        ბ-ნო ალექს, ჩვენ რომც გავყუჩდეთ, უფალი ქვებს ააღაღადებს. მოზღვავებულ ბოროტებაში დუმილი ღალატის ტოლფასია, რადგან დუმილით ღმერთი გაიცემაო, ბრძანებს წმინდა მამა. თქვენ გაუგებარია, რამ გაგაღიზიანათ, რომ არ ვჩუმდებით?

      • ნიკა Says:

        პასუხი_ლადოს:

        ლადო, არა მხოლოდ ტელე-კომპანია “იმედი” ეწევა ქართველი ერის გახრწნას, სხვა ტელემაუწყებლობებიც არ ჩამოუვარდებიან მას. თუმცა შორენა ბეგაშვილის “ყვითელი” გადაცემით “იმედი” დაწინაურდა.გმადლობთ, რომ შემოგვთავაზეთ სამხილებელი თემა, და რაც შეიძლება მალე გამოქვეყნდება ამ ტელემაუწყებლის მხილება. ხოლო შორენა ბეგაშვილი კი თუ არ შეწყვეტს ერის გამხრწნელ ამ საქმიანობას – გადაეცემა ანათემას.

      • ლომისა Says:

        …და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი განა სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და წმიდანებსაც მაცხოვარივით? — შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა და თეოდორე სტუდიელის (VIII-IXსს.) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა. „ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: „ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს „მორჩილებას“ „მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: „იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: „მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა — ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: „ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში. მხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ არ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და „სამეუფო გზას“ უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1022წ.) გვაფრთხილებს: „შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება „საღმრთო წერილს, შეითვისებ, ხოლო ყოველივე ცრუსა და უვარგისს — განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების — „აპოსტასიის“ — ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე „საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: „მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5, 29). რაც შეეხება „მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა — საჯაროდ ამხილე და თუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული — „სჯულისკანონი“ — არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს კიდეც ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდვის შესახებ და არ ამხელს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, — რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ მხელა ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადოებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება).

        ამონარიდი მამა გიორგი სხილაძის ნაშრომიდან

        p.s.

        ბ-ნი ALEX, ალბათ იმ სწავლებას გულისხმობდა, რომელიც ტექსტში მსხვილი შრიფტით გამოვყავით.

      • ნიკა Says:

        ბნ-ო ალექს, ჭეშმარიტებას ბრძანებთ, როდესაც ორ-სამ მხილებაზე სახარებისეულად შეგვაგონებთ, მაგრამ საჭიროა განვასხვავოთ რიგითი ადამიანისადმი მიმართული მხილება, ვთქვათ, მეფის (პრეზიდენტი, პარლამენტი…) მხილებისაგან. თქვენ დამითვალეთ მაშინ რამდენჯერ ამხილა წმინდა გიორგიმ მეფე დიოაკლეტიანე? ამხელდა წმინდანი მეფეს მუდმივად. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მეფე წარწყმიდავდა მთელი ერის სულს, ხოლო რიგითმა ადამინმა შეიძლება წარიწყმიდოს საკუთარი თავი და თავისი გარშემომყოფნი. ასევე მუდმივად არის სამხილელი ის ყველა ადამიანი, რომელიც მასებზე ხელმწიფებას იღებს და რყვნის მასებს, სექტა იქნება იგი თუ მსახიობი…

        ვთქვათ, თუნდაც_ ზვიად გამსახურდიას ბოროტების იმპერია მხოლოდ ერთხელ და სამჯერ რომ ემხილებინა და მერე დადუმებულიყო, რა გამოვიდოდა აქედან? ე. ი. გააჩნია, რის ან ვის მხილებასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება, შემოკადრებას სიტყვის, შემომკადრეთ რამდენიც გენებოთ.

      • mariami Says:

        მე ვიცი რომ ბატონ ზვიადს განმარტებული აქვს იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, ეს წინასწარმეტყველება თურმე პატრიარქსაც მოსწონს. აი ვნახე ფორუმზე ერთნი აკრიტიკებენ მეორენი პირიქით. მაინტერესებს ამ საიტის მომხრეთა აზრი.

        ფორუმელი sergi_glaxa: არ მინდოდა მეთქვა…მაგრამ მრევლის რაღა უნდა გიკვირდეს ადამიანს..ილია II გამოდის ტელევიზიით და ამბობს რომ სამსჯავრო ქართულ ენაზე იქნებაო….მეგონა ეს უბრალოდ გაუნათლებელ მრევლს სჯეროდა….ახლა როცა პატრიარქი ამბობს ამ აბსურდს, რიგით ქართველ მართლმადიდებელს რაღა უნდა უთხრა კაცმა…

        მოკლედ უჭირს ქვეყანას ჩვენსას უბადრუკს….ეგ არის ტრაგედია მეგობარო, რომ იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა “გააპრავა”..

        შენ მართლა გჯერა რომ სამსჯავრო ქართულად იქნება?

        ნუთუ ვერ ხვდებოით, რომ მარაზმშია ქვეყანა გადავარდნილი ამ ზღპრებით?
        როგორც საქართველოს მთავრობას გონია რომ გაიმარჯვეს ომში, ისე გონია საქართველოს მართლმადიდებელთა უმრავლესობას, რომ საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანა და გიორგი იცავს და ნიკოლოზი..
        რით ვერ დაიცვეს საინტერესოა…

        ახ გურჯისტან უბადრუკო, მეზღაპრედ იქცა ერი და ბერი!

      • mariami Says:

        ამ ლინკზეა ეს პოსტები ზოსიმეზე:
        http://church.ge/index.php?showtopic=7330&pid=594815&st=20&#entry594815

      • ელენა Says:

        “იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა “გააპრავა”..

        და საიდან დაასკვნა პატივცემულმა გვამმა რომ იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება სიცრუეა? პატრიარქი სჯულის კანონსაც საკუთარ ჭკუაზე “აპრავებს” და ამიტომ სიცრუეა? სამსჯავრო ქართულად იქნებაო ეკუმენიტთა ცრუ განმარტებაა, რასაც არ იტყოდა ისეთი ღვთისნიერი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი როგორიც იოანე ზოსიმეა…მაგაზე კიდევ ვიტყვი!

      • ნიკა Says:

        mariami Says:
        მარტი 13, 2010 დრო 9:22 pm

        მე ვიცი რომ ბატონ ზვიადს განმარტებული აქვს იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი,

        ————————————

        დიახ, გამოქვეყნებული აქვს პრეზიდენტს საინტერესო კვლევა იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”. და ჩვენც გამოვაქვეყნებთ მის ამ კვლევას “დიდგორზე”. იმ წერილში შეგიძლიათ გააგრძელოთ განხილვა.

      • ნიკა Says:

        გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და ეროვნული მოძრაობის მეთაურის – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს!
        გისურვებთ საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და კანონიერების აღდგენას!

        http://gov.georgia.eu.com/

      • ნიკა Says:

        სიძვა და მრუშება

        თუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და შენი ვნების ალი იმწამსვე ჩაცხრება და განქარდება.
        წმ. იოანე ოქროპირი

        თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები.
        აბბა ესაია

        რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ.
        წმ. იოანე ოქროპირი

        ავხორცობა გვაიძულებს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს.
        წმ. იოანე ოქროპირი

        ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.
        აბბა ევაგრიუსი

        ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.
        წმ. ნილოს სინელი

        ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს, იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს.
        წმ. ბარსანუფი დიდი

        როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა.
        წმ. მაქსიმე აღმსარებელი

        როგორც ლერწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმაძღრით ჭამითა.
        წმ. მაქსიმე აღმსარებელი

  8. ALEXI Says:

    ნიკას!

    ნიკა გვარამია ჩემი მისამართით წერს: “ბ-ნო ალექს, ჩვენ რომც გავყუჩდეთ, უფალი ქვებს ააღაღადებს. მოზღვავებულ ბოროტებაში დუმილი ღალატის ტოლფასია, რადგან დუმილით ღმერთი გაიცემაო, ბრძანებს წმინდა მამა. თქვენ გაუგებარია, რამ გაგაღიზიანათ, რომ არ ვჩუმდებით?”

    არაფერმა არ გამაღიზიანა ბ-ნო ნიკა. თქვენივე საიტიდან ამოვიკითხე ერთი სახარებისეული სიბრძნე, რომელიც ასე გვასწავლის: „ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა — საჯაროდ ამხილე და თუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ განეშორე მას, როგორც ურჯულოს.“- აქედან გამომდინარე შეგეკამათეთ, რომელიც თქვენ გაღიზიანებათ აღიქვით.

    დიდი ბოდიში ბ-ნო რომ სიტყვა შემოგკადრეთ. მაშინ თქვენ განგვიმარტეთ უფრო კარგად.

  9. a.sanduchadse Says:

    „კარგი რა დიდგორის რედაქციავ, გეყოფათ ამდენი მხილება ვინაიდან ათასჯერ გყავთ ნამხელი ყველა. ისე, თქვენ მხილებას ჯობდა პატრიარქს ემხილა ერთხელ მაინც. მისი ეპისტოლეები ზოგადია და კაცს საღათას ძილით აძინებს.

    LIKA ხო თქვენი აგენტია გამოტყდით ახლა! გამოჭერილები ხართ. რას წვალობთ თქვე საცოდავებო არ დაიღალეთ? ან ეს კანონიერი ხელისუფლება ვის ჭირდება? არავის არ ჭირდება და მოასვენეთ ხალხი. თქვენ თავებს მიხედეთ. ხომ ხედავთ რომ ერთი სასულიერო პირიც არ გიჭერთ მხარს და იქნებ იყუჩოთ!“

    ————————–

    წერს ALEXI და მინდა მას შევეკითხო, დიახ, კანონიერი ხელისუფლება არ სჭირდება ეროვნული ფესვებიდან ამოვარდნილს, მანქურთად და უთაავმოყვარო არსებებად ქცეულ მასას, მაგრამ ჰაერივით საჭიროა ხალხისათვის, ხალხს დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება ეროვნულ ნიადაგზე, მისი ფესვიდან და გულიდან ამოზრდილი ხელისუფლება, სანამ ის არ ქცეულა იმ ხროვად, რომელსაც ღორის კოლტი ჰქვია სახელად, ხოლო ეროვნული იდეების ქადაგებით ვინც დაიღალა იმაზე მეტი საცოდავი და სატირალი არვინ მეგულება დედამიწის ზურგზედ!
    მაშ ამაოდ დაშვრნენ წმინდა ილია მართალი, რომელსაც შუბლი გაუხვრიტეს დღევანდელი უღმერთობისა და უზნეობის მშობელმა მარქსისტებმა, მაშ ამაოდ ამოსვöლია სული კათედრაზე ივანე ჯავახიშვილს, როს ღაღადებდა ნუ გარუსდებიო, მაშ ამოდ ღაღადებდა ჩვენი წინაპარი როს გვეაჯებოდა არ გათათრდეთო.
    “სად ეშვები ჩემო ერო,
    სად ეშვები სად?!
    თვითმკვლელობას რად სჩადიხარ,
    რად სჩადიხარ, რად?!
    დროა გონი მოიკრიბო გაბრუებულმა,
    თავისუფლება ინდომო დამონებულმა,
    თუ ზნეობა დაიბრუნე მაშინ დარჩები!
    თუ არა და ეს იცოდე ვერ გადარჩები!”
    ამას მოსთქვამდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70 წლებში ქართველობისთვის, მამულის სიყვარულისთვის ყველასაგან დევნილი და შერისიხული ქართველი ქალი და დღეს უარესს შეასწრო ამ ეშმას მოციქულებმა..
    ერთი სასულიერო პირი არ გიჭერთ მხარსო, კითხულობს ალექსი, ეს ბუნებრივიცაა ბატონო ჩემო, როგორ დაუჭერენ მხარს მათ ხომ დათბუნული ანაფორა და მერსედეს ჯიპები ურჩვნით ყოველივე იმას, რასაც დიდგორი ქადაგებს დაუღალავად.
    თქვენ კი დიდგორელებო, არ იყუჩოთ, არ დადუმდეთ, განგაში ზარები აქუხეთ, ამ ცოდვლ საქართველოში ერთი კაცი თუ მაინც არ დაგიგდებთ ყურს, იქ ზევით წმინდანთა საუფლოში თქვენი არსებობით ჰხარობს ნამდვილ ქართველთა სულები და თქვენი ღაღადის არ მოშლას ეაჯებიან უფალს.
    ნუ გაუცრუებთ იმედებს საქართველოს საწმინდანოს, ისინი თქვენით ხარობენ, იქადაგეთ, იღაღადეთ, სანთელ-საკმეველი თავის გზას იპოვნის და იქნებ თქვენი ღაღადის შემწოებით უფალმაც მოგვხედოს და ამდენიხნის გასაჭირი და გოდება სიხარულად შეუცვალოს ქრისტესთვის მუდამჟამს ნაგვემ და ნაწამებ ჩვენს ერს. ღმერთმა დაგლოცოთ! იღორძინეთ!

    • ლომისა Says:

      ბ-ნო ალექსანდრე, დიდი ხანია თქვენი სახით ქრისტესმიერი ძმა შევიძინეთ და უფალს მადლობას შევწირავთ ამისთვის. დიდი მადლობა ჩვენი გამხნევებისათვის და მხარდაჭერისათვის.
      ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: