საბჭოთა ტოტალიტარიზმი და საქართველოს სამღვდელოება

     „ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.“

ილია ჭავჭავაძე

872_putini-da-ila-ll

      საყოველთაოდ ცნობილია ყოფილი საბჭოთა კავშირის საიდუმლო და ავადსახსენებელი ს ს რ კ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გავლენა იმდროინდელი საზოგადოების ყველა სფეროზე. კარგად ვიცით აგრეთვე იმ ბინძური მეთოდების შესახებ, რომლითაც ისინი ახდენდენენ ადამიანების გადაბირებას ანუ  вербовка-ს, როგორც ამას, რუსული სპეცსამსახურების ენაზე ეძახიან, თუმცა მოხალისენიც მრავლად ჰყავდა  საბჭოურ საზოგადოებას. დღემდე უცნობია თუ რა რაოდენობის ადამიანი აიძულეს ათასგვარი მუქარით და ტერორით მათთან თანამშრომლობაზე. ჩვენ ნამდვილად ვუთანაგრძნობთ ასეთ ადამიანებს. ბევრს ეყო ვაჟკაცობა და მონანიების გზას დაადგა. საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ შემწყნარებლურად მოექცეოდა ყველა ყოფილ ს უ კ -ის აგენტს და ყოველგვარი წინა პირობის გარეშე, მათ უფლებას მისცემდა წყნარი და უზრუნველი ცხოვრებისა. ერთადერთ დაუწერელ პირობად კანონიერი ხელისუფლებისა ამ ღვთისნიერი ნაბიჯისა, აღიქმებოდა მათი მონანიება უფლის წინაშე და საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებისადმი ერთგულება, მაგრამ ქართული ხალხური ანდაზა ამბობს:− მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო; მონანიებას ვინღა ჩიოდა, ისეთი სისასტიკით დაუპირისპირდნენ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს და საერთოდ ქართველ ერს.

864_ilia-ii-s-agentobis-barati_gpeg

     შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ 1991-1992 წლებში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას, ჩვენდა სამწუხაროდ „გულმხურვალედ“ მიესალმა სააქართველოს პატრირქი და სამღვდელოების დიდი ნაწილი. დიდხანს, საქართველოს სამღვდელოებიდან, ვერავინ ბედავდა სერიოზული შეფასება მიეცა უღირსი მღვდლების საქციელისათვის, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მართლმადიდებლობიდან სახიფათო გადახრებზე, რასაც ეკლესიურ ენაზე მწვალებლობა ეწოდება. პირიქით დაუსჯელობის სინდრომმა, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, არნახულ მაშსტაბებს მიაღწია. საქართველოში სასტიკად უსწორდებოდნენ არა მარტო კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ იმ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მღვდლებსაც, რომელნიც სიმართლის მხარეზე იდგნენ და სიტყვითა თუ საქმით ქრისტიანობის მცნებებს იცავდნენ. დღეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია გლდანის ეპარქიის დეკანოზის ბასილ მკალავიშვილისა და მისი მორჩილის პეტრე ივანიძის გმირული საქციელი, თუმცა მათი თავდადებული საქმიანობის შესახებ დიდი ხანია იციან ჭეშმარიტმა მართლმადიდებლებმა. აგრეთვე აღტაცებას იწვევს გლდანის ეკლესიის მრევლის−ჭეშმარიტი მამულიშვილების თავდადება უფლის გულისათვის. სწორედ გლდანის ეკლესია და მის გარშემო გაერთიანებული მრევლია დღევანდელი საქართველოს ჭეშმარიტი განთავისუფლების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. მათ ძლიეს შიშს სიკვდილის წინაშე და დაუპირისპირდნენ ეშმაკეულ საქმეებს საქართველოში. ბარაქალა მათ ვაჟკაცობას და ქალობას! მოვა დრო და ქართველი ერი ღირსეულად შეაფასებს გლდანელების გმირობას და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართველი ერის ისტორიაში!

[http://www.slide.com/r/ZPkWUbFxwT_AZUtXFzXsQMh3FzdFXxNH?previous_view=lt_embedded_url]

     დღეს შევადნაძის ტირანია ვითომ ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ კანონიერების და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა საქართველოში. პირიქით უფრო სუსტდება მართლმადიდებლობის გავლენა  და ძლიერდება ათასგვარი სექტანტური მოძრაობები, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ფინანსდება ანტიქართული წყაროებიდან. რა თქმა უნდა, დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება სექტანტური იდეოლოგიის დანერგვის მთავარი მოსურნეა, ხოლო დამფინანსებლები− მართლმადიდებასთან მწყრალად განწყობილი, სხვა და სხვა ქვეყნების  პოლიტიკოსები. როგორც ჩანს შევარდნაძის რეჟიმის 14 წლიანმა მონობის  უღელმა საგრძნობლად დაასუსტა ქართველ ერში უსამართლობასთან შეწინააღმდეგების სურვილი და შესაძლებლობა. მაშ რას უნდა მივაწეროთ ქართველი ერის გულგრილობა გლდანის ეკლესიის ბარბაროსული რბევის ფაქტის გამო, რომელსაც დე-ფაქტო სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ადგილი? გლდანის ეკლესიის დარბევას ტელეეკრანებიდან უყურა მთელმა საქართველომ და ეს უდიდესი შეურაცყოფა „გადაყლაპა“. ეკლესიის დარბევის სატანისტური აქცია რა თქმა უნდა სექტანტების და მათი უცხოელი მფარველების საამებლად მოაწყვეს და ძალის დემონსტრაციაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს მონური ხელისუფლება მზადაა სისხლში ჩაახშოს ქართველი ერის ყველა სამართლიანი გამოსვლა უცხო დამპყრობლების „რწმენის“ და მავნე ტრადიციების წინააღმდეგ და არა თუ ერს−ბერსაც არ მოერიდება!

     დარწმუნებული ვართ, რომ ამ წარილის გამოქვეყნების შემდეგ მრავალი ნიშანის მოგებით იტყვის: ხომ ხედავთ ეკლესიას უპირისპირდებიანო. არა ბატონებო! ეკლესია მხოლოდ ნაგებობები და მისი მსახურნი როდია−ეკლესია ყველა მართლმადიდებელი ადამიანის საკრებულოა და მისი სულიერი მწყემსობა მღვდელმთავრობას აბარია, აქედან გამომდინარე მათ უდიდესი ვალი აკისრიათ ღვთისა და ერის წინაშე.

„დიდგორის“ რედაქცია

მინაწერი

ელექტრონული გამოცემა „დიდგორი“ აქვეყნებს სხვადასხვა წლებში KGB-ს ორგანოების მიერ გადაბირებული სამღვდელოების არასრულ სიას. იქნებ სხვები დაფიქრდნენ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ.

ამ წერილს ერთვის დოკუმენტები ს.უ.კ.-ის არქივიდან ანუ ე.წ. ანკეტები, რომელიც „დიდგორი“-ს რედაქციას გამოუგზავნეს ქართველმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ.

[http://www.slide.com/r/ZPkWUbFxwT_AZUtXFzXsQMh3FzdFXxNH?previous_view=lt_embedded_url

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: