მარხვები

მარხვები :

  • დიდი მარხვა 26 თებერვლიდან (10 მარტიდან) – 14 (27) აპრილამდე მძიმე მარხვა
  • პეტრეპავლობის მარხვა 10 (23) ივნისიდან – 29 ივნისამდე (12 ივლისამდე)
  • მარიამობის მარხვა 1 (14) აგვისტოდან 15 (28) აგვისტომდე
  • შობის მარხვა 15 (28) ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე)

ერთდღიანი მარხვები :

  • ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს (მსგეფსის გარდა)
  • ნათლისღების წინა დღეს 5 (18) იანვარი. მძიმე მარხვა
  • იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი) მძიმე მარხვა
  • ჯვართამაღლების დღეს 14 (27) სექტემბერი. მძიმე მარხვა

ზემოთ

ხსნილი ოთხშაბათს და პარასკევს :

  • შობიდან ნათლისღებამდე 25 დეკემბრიდან (7 იანვრიდან) – 4 (17) იანვრის ჩათვლით
  • 5 (18) თებერვლიდან – 11 (24) თებერვლის ჩათვლით
  • ყველიერის კვირა (რძის ნაწარმით და კვერცხით) 19 თებერვლიდან (3 მარტიდან) – 25 თებერვლის (9 მარტის) ჩათვლით
  • ბრწყინვალე შვიდეული 15 (28) აპრილიდან – 21 აპრილის (4 მაისის) ჩათვლით
  • სულთმოფენობის შემდგომი კვირა 3 (16) ივნისიდან – 9 (22) ივნისის ჩათვლით

ზემოთ

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები :

  • ხორციელის შაბათი 17 თებერვალი (1 მარტი)
  • დიდმარხვის მესამე შაბათი. 16 (29) მარტი
  • დიდმარხვის მეოთხე შაბათი. 23 მარტი (5 აპრილი)
  • კვირაცხოვლობისთომას კვირის სამშაბათი (აღდგომიდან მეორე შვიდეულის სამშაბათი) 4 (17) აპრილი
  • სულთმოფენობის წინა შაბათი 23 აპრილი (6 მაისი)
  • დიმიტრის შაბათი. 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი). აღინიშნება 26 ოქტომბრის (8 ნოემბრის) წინა შაბათი რომელ რიცხვშიც მოუწევს

 

შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემული თვე და რიცხვი ახალი სტილის აღმნიშვნელი თარიღებია.

 


 

თევზი სამარხვოა თუ არა?

 

დღესაც აზრთა სხვადასხვაობაა თევზის სამარხვო-არასამარხვობაზე. მაგრამ გასაკვირია ეს დავა, როცა ამ საკითხზე, ისევე, როგორც ყველაფერზე, ეკლესიას, დიდი ხანია, გააჩნია განწესება, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამაზე კამათი და ხალხის გაუგებრობაში ჩაგდება როგორც მრევლის, ისე სამღვდელოთა მიერ.

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე

 

წმ. ექვთიმე ათონელის (X-XIსს..) მიერ შედგენილი „საეკლესიო კანონთა კრებული“ —
„მცირე სჯულისკანონი“
(სრულიად საქ. საპატრიარქო: „საღვთისმეტყველო კრებული“, 11, თბილისი, 1983):
VI კრების (კონსტანტინოპოლი, 692წ.) კანონები, თავი 17:

 

ასევე, გავიგეთ, რომ ზოგან მარხვის დროს შაბათ-კვირას ჭამენ ყველსა, კვერცხსა და ყოველგვარ წველას (რძის ნაწარმს).

 ეს საქმე უჯერო და უწესოა, რადგან ეშმაკი ზოგს მარჯვნიდან აცდენს და ზოგს მარცხნიდან მოსპობს. ჩვენ კი საღმრთო გზით სიარული გვმართებს და როგორც ზემოთ ვთქვით (იხ. თავი მეთექვსმეტე): წესი არ რის შაბათსა (გარდა დიდშაბათისა ანუ აღდგომისწინა შაბათისა — მღვდ. გ. ს.) და კვირას მარხულობისა, არამედ წესია შაბათ-კვირას პირის ხსნისა სამარხვო საჭმლით.

ქრისტეანებს მარცხენა ცდომისგან ვაფრთხილებთ და ვამცნებთ, რომ ღვთის ეკლესია ყველგან ერთ წესზე უნდა იყოს და წმიდა მარხვას წესიერად უნდა იცავდნენ და ეკრძალებოდნენ როგორც ხორცის ჭამას, ასევე, ყოველგვარი წველისა, ყველისა, რძისა და კვერცხისა, რაც ნაყოფია ცხვართა, ძროხათა და ფრინველთა, და წმიდა მარხვაში წესი არაა მათი გემოს ხილვისა.

ვინც ეს წესი არ დაიცვას, სამღვდელონი აღიხოცნენ სამღვდელოებისაგან, ერისკაცნი — განიკვეთნენ ზიარებისაგან და ეკლესიისგან.

ესეც გავიგეთ, რომ ზოგგან წველას, თევზსა და ღვინოს აიგივებენ. ეს სრული სიცოფე და უგუნურებაა და ეშმაკისგან ძლევა. მართლაც, ყოველი უწესო მოძღვრება ეშმაკის მიერ არის დამკვიდრებული. ჩვენ კი ვიცით, რომ არ შეიძლება გაიგივება ყველისა, თევზისა, ზეთისა და ღვინისა. ხოლო ისინი, ვინც ამათ აიგივებენ, მართლმადიდებელი ეკლესიის წესისაგან განყოფილები არიან. წმიდა მარხვის დროს ყველის ჭამა არც შაბათ-კვირას და არც სხვა დღეებში არ შეიძლება.

თევზი, ზეთი და ღვინო, ვისაც როგორ შეეძლოს; ისე იმარხოს და უძლურების ან სხვა სათანადო მიზეზის გამო შეიძლება ამათი მიღება.

 ხარების დღესასწაული თუ დიდმარხვაში მოხვდეს, რა დღეც აუნდა იყოს, თევზის, ზეთის და ღვინის მიღება შეიძლება.

 

კითხვა-მიგებანი:

თავი 14

 კითხვა: კათოლიკე მარხვაში (დიდმარხვა ანუ სააღდგომო მარხვა — მღვდ. გ. ს.) ზოგნი თევზის ჭამას ცოდვად თვლიან.

 მიგება: კათოლიკე მარხვაში თევზის ჭამა არც უსჯულოებაა და არც ცოდვა. პირიქით, ის უფრო დიდი ბრალია, თევზი და წველა რომ ერთნაირად შერაცხო. და საიდან მოდის ეგ ჩვენს

ქვეყანაში, მიკვირს, რადგან თევზის მარხვა დიდმარხვაში წესიერად უნდა მონაზვნებისა და მოწესეთათვის: თუ სხვა დღეებში არა სჭამენ, ხ ა რ ე ბ ო ბ ა ს უეჭველად ჭამონ და უჭმელობა დიდი

ცოდვაა, თუ, რა თქმა უნდა, აქვთ თევზი.

ღვინის სმა სათრობელად უფრო დიდი ცოდვაა. თევზი კი, თუ წესიერად იმარხონ, კარგია; თუ ვერ იმარხეს — არა აქვს ბრალი. და მისი წველასთან გაიგივება მწვალებელთა წესია და არა კეთილ არს. ეს „სჯულისკანონშიც“ სწერია და ისეა წესი და მისი უმეტესი უწესობაა.

შენიშვნა: ე. ი. თევზთან და თევზის ნაწარმთან ერთად სამარხვო საკვებია ყველაფერი, რაც უშუალოდ მიწიდან აღმოცენდების (მღვდ. გ. ს.).

 

 


 პრეს-სამსახურის დამატებითი განმარტება:

 

მაშასადამე, ვინაიდან მარხვებში ხსნილდება,  კანონის თანახმად, თევზი სამარხოდ ითვლება და  გაიგივება არ შეიძლება, მარხვებში თევზისა და ღვინისა, ხორცთან და წველის ნაწარმთან, მაგრამ დიდმარხვის სხვა დღეებში ღვინო და თევზი ექვემდებარება მარხვას და ხსნილდება ხარებას და ბზობას, რაც ყველა ადგილობრივ ეკლესიათა კალენდარშია მითითებული!
 .
„თევზი, ზეთი და ღვინო, ვისაც როგორ შეეძლოს; ისე იმარხოს და უძლურების ან სხვა სათანადო მიზეზის გამო შეიძლება ამათი მიღება.“*

ვაზუსტებთ, ასევე იმასაც, რომ თევზის და ღვინის საკითხი, მარხვებში, მოძღვართა იკონომიის წესს ექვემდებარება, ე.ი. განსაკუთრებით თევზი და ღვინო, “ვისაც როგორ შეეძლოს” იმას რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თვითნებურად იმოქმედოს ყველამ ჯანმრთელმაც და უძლურმაც, არამედ მოძღვრის ლოცვა-კურთხევის და მეთვალყურეობის ქვეშ, უძლურებისა და სხვა სათანადო მიზეზის გამო, შეიძლება მოძღვარმა ნება დართოს თევზის და ღვინის მიღებაზე უძლური სხეულის გასამაგრებლად, ან რაიმე სხვა სათანადო მიზეზის გამო (ღვინის არა სათრობად, რასაკვირველია); მძიმე ავადმყოფთათვის დიდმარხვებში რძის ნაწარმის კურთხევასაც უშვებს ზოგჯერ ზოგიერთი მოძღვარი და ეს ცოდვად, ბუნებრივია, არ ჩაითვლება. შობის მარხვაში, ამჟამად, გარდა კალენდარში აღნიშნული მითითებისა თევზის და ღვინის გახსნილების შესახებ, მრავალ ადგილობრივ ანტიეკუმენისტურ ეკლესიებში მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა

მხრიდან გაცემულია ლოცვა-კურთხევა ნებართვაზე თევზითა და ღვინით გახსნილების შესახებ შაბათ-კვირასაც.

* წმ. ექვთიმე ათონელის (X-XIსს..) მიერ შედგენილი „საეკლესიო კანონთა კრებული“ —
„მცირე სჯულისკანონი“
(სრულიად საქ. საპატრიარქო: „საღვთისმეტყველო კრებული“, 11, თბილისი, 1983):
VI კრების (კონსტანტინოპოლი, 692წ.) კანონები, თავი 17:

11 Responses to “მარხვები”

      • გიორგი Says:

        ქრისტესმიერ საყვარელნო! დიდგორის მკითხველნო! გილოცავთ, წმინდა მარხვის დაწყებას! ამ მარხვას, მოგეხსენებათ, რომ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა ხსოვნას უძღვნის, და ამიტომ, გთხოვთ, არ დაივიწყოთ და მარადის უერთგულეთ, აწ და მარადის და უკუნისამდე, წმინდა მოციქულთა ამ კანონს:

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

      • გიორგი Says:

        Απολυτίκιον Αγίων Δώδεκα Αποστόλων

      • გიორგი Says:

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
        Απολυτίκιον Αγίων Αποστόλων Πέτρου και Παύλου

      • გიორგი Says:

        ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ წმინდა მოციქულთა ამ მარხვაში და შეგაძლებინოთ მოციქულთა ღვაწლის სულ მცირედი საქმენი მაინც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ქადაგებაში!
        Απολυτίκιον Ζωοδόχου Πηγής

      • გიორგი Says:

        Правила Святых Апостолов 45 : Епископ, или пресвитер, или диакон, с еретиками молившийся только, да будет отлучен. Если же позволит им действовать как-либо, яко служителям Церкви: да будет извержен.
        Ο Ύμνος Της Αγάπης

      • გიორგი Says:

        სვეტიცხოვლობა Svetitskhovloba

      • გიორგი Says:

        Посты и их значение для христиан. Закон Божий, ч. 89

      • გიორგი Says:

        Серафим Саровский. Об отчаянии.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: