ახლანდელი აპოკალიფსისი (გამოცხადება), ნელთბილობა და მცირე ფარა

apokalifsi_nel-tbiloba

მძიმე დრო ქართველი ერის ისტორიაში არაერთხელ დამდგარა. მეტიც – თითქმის ყოველ თაობას უწევდა პოლიტიკურ კატაკლიზმებში გახვეულ საქართველოში ცხოვრება, შრომა, მოღვაწეობა – საკუთარ ოჯახურ კერიაზე ზრუნვა.

მძიმე დროებას ყოველთვის, მუდამ ახლდა უმძიმესი არჩევანი – ყოფილიყო ადამიანი პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს – ან კიდევ ნეიტრალური, უსაფრთხო, თითქოს-და კომფორტული პოზიცია შეერჩია.

საინტერესო და დამაფიქრებელია, ასეთ რთულ და საშიშ პერიოდებში ადამინის არჩევანის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის „აპოკალიპსის“ ანუ „გამოცხადების“ დებულებები.
http://www.krotov.info/library/m/menn/1_8_apokal03.html

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მეორე ნაწილი აღინიშნა ახალდაბადებული ქრისტიანების უდიდესი დევნით, მასობრივი ჯვარცმებით, ცოცხლად დაწვებით და შევიწროებით.

რომის იმპერია – ასახული როგორც წითელი გველეშაპი, იმდროინდელი გლობალიზმის განსახიერება და სიმბოლო საშინელი ძალით მოუბრუნდა ქრისტიანობას:

და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი.
13.3 вот, большой красный дракон с семью головами и десятью рогами, и на головах его семь диадим.

მეწამული-წითელი ფერი რომის ბატონობის სიმბოლოა, შვიდი თავი – ეს იმ შვიდი გორაკის სიმბოლოა, რომლებზეც ქალაქი რომი იყო განლაგებული, ხოლო ათი რქა კი რომის ძლიერება, მისი ათი კეისარია… ეს ის გველეშაპია – რომელიც ბოლოს წმინდა გიორგიმ უნდა დაამარცხოს.

ამ პერიოდში არაერთი ქრისტიანი და მეტიც – ეკლესიათა უმეტესობა ან დათრგუნული იყო ან დათმობებზე წავიდა… თითონ იოანე შეიპყრეს და კუნძულ თუთმოსზე ქვის სამტეხლოებში მონურ სამუშაოებზე გაამწესეს… სწორედ აქ, ერთ სასწაულებრივ კვირა დღეს, იოანე ღვთისმეტყველმა მასზე ზეგარდმო გარდმოსული ნიჭის წყალობით შექმნა „გამოცხადება“ – უიმედო ხანაში დიდი იმედის წიგნი.

ეს ისეთი დრო იყო, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის მომავლის ბედი ადამიანთა სულ მცირე, ღარიბი და მატერიალურად უსუსური წრის („მცირე ფარის“) ანაბარად დარჩა, როდესაც იდეისათვის ღალატმა და განდგომამ, გულგრილობამ მასობრივ მასშტაბები მიიღო, როდესაც სულიერმა დრტვინვამ და ეჭვმა მოიცვა ქრისტიანთა სულები და გულები…

ფილადელფიის (ძმათმოყვარულთა) ეკლესია – ერთ-ერთი იყო იმ მცირეთა შორის, რომელიც თუმცა ძალზე სუსტი, ღარიბი და მცირერიცხვოვანი იყო – მტკიცედ და ურყევად იდგა ჭეშმარიტებაზე.

„გამოცხადებაში“ იოანე ღვთისმეტყველს მოჰყავს მაცხოვარის სიტყვები ფილადეფიის ეკლესიისადმი:

7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.

7 И Ангелу Филадельфийской церкви напиши: так говорит Святый, Истинный, имеющий ключ Давидов, Который отворяет — и никто не затворит, затворяет — и никто не отворит:
8 знаю твои дела; вот, Я отворил перед тобою дверь, и никто не может затворить ее; ты не много имеешь силы, и сохранил слово Мое, и не отрекся имени Моего.
9 Вот, Я сделаю, что из сатанинского сборища, из тех, которые говорят о себе, что они Иудеи*, но не суть таковы, а лгут, — вот, Я сделаю то, что они придут и поклонятся пред ногами твоими, и познают, что Я возлюбил тебя.

* Иудеи
– იმ დროს ქრისტიანებს აღნიშნავდა (ქრისტიანები თვლიდნენ, რომ სწორედ ისინი არიან მართლმადიდებელი იუდეველები)

ანუ – „დიდი ძალები არ გაგაჩნია, მაგრამ – მტკიცედ დგახარო ჭეშმატიტ გზაზეო“… „მაგრამ, შენ გაიმარჯვებო“

Далее дается трогательная характеристика Филадельфийской церкви — «Ты не много имеешь силы». Очевидно, это была маленькая церковь, но она сохранила слово Божье и не отреклась. Эти слова имеют отношение и ко всем нам: мы малое стадо, но если мы будем стоять твердо, то даже внутренние распри нас не поколеблют. Иоанн говорит о «сборище сатанинском», о людях, которые утверждают, что они иудеи, но они не таковы, то есть они лжеучители, раскольники, еретики. И перед их лицом малая община сумела сохранить твердость

შემდგომ იოანე ღვთისმეტყველი გადმოგვცემს მაცხოვარის მიმართვას დიდი, მდიდარი ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ – რომელმაც თანამედროვე ენით რომ ვთქვათ „კომპრომისების“, „დათმობების“ ხარჯზე თითქოს-და შეინარჩუნა ძლიერება:

14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:
15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.

14 И Ангелу Лаодикийской церкви напиши: так говорит Аминь, свидетель верный и истинный, начало создания Божия:
15 знаю твои дела; ты ни холоден, ни горяч; о, если бы ты был холоден, или горяч!
16 Но, как ты тепл, а не горяч и не холоден, то извергну тебя из уст Моих.
17 Ибо ты говоришь: «я богат, разбогател и ни в чем не имею нужды»; а не знаешь, что ты несчастен, и жалок, и нищ, и слеп, и наг.

ვიცი საქმენი შენნი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტავი ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ განგაგდებ ჩემს ბაგეთაგან.
გამოცხადება იოანე ღმრთისმეტყველისა 3-15

ზემორე სიტყვები ძალზე ზუსტად უდგება საქართველოში ახლა, ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და სულთაბრძოლის ჩვენთვის საინტერესო ასპექტს – „არც ართ მხარეზე არ ვარ“. სწორედ ესაა რაც „გამოცხადებაში“ წერია – ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ფილადელფიის ეკლესიისაგან: „არც ცივი ხარ და არც ცხელი, ნეტამც ან ცივი იყო და ან ცხელი. და რახან ნელ-თბილ ანუ გულგრილი ხარ, ანუ არც ცხელი ხარ და არც ცივი – დაგძრახავ-გადმოგაფურთხებ“… აქვე აღნიშნული კიდევ ერთი ძალზე ნიშანდობლივი გარემოება, რასაც ყოველდღიურობაშიც ვხვდებით: ამ „ნელ-თბილობით“ შესაძლებელია გამდიდრებაც და სიდუხჭირიდან თავის დაღწევაც – თუმცა სინამდვილეში სწორედ ეს არის უდიდესი უბედურება, საცოდაობა, სიღატაკე, სიბრმავე და სიშიშვლე…

Он обличает Лаодикийскую церковь, которая решила, что у нее все благополучно. Очевидно, в Лаодикии не было ни гонений, ни особых притеснений, не было ни расколов, ни лжеучителей — все у них было благополучно. Но, почувствовав благополучие, церковь начала деградировать. Ни с кем не воюя, ни от кого не обороняясь, она стала впадать в самодовольство, которое Господь обличает самыми суровыми словами: «Ты… не горяч и не холоден… извергну тебя из уст Моих». Эти и последующие суровые слова обращены не только к церквам, но и к отдельным людям. «Ты говоришь, „я богат… и ни в чем не имею нужды”…», а на самом деле так говорящий «жалок и нищ». Редко в пророческой книге найдутся слова, которые могли бы быть обращением лично к нам, которые всем нам надо читать постоянно.

განვლილმა ორმა ათეულმა წელმა საქართველოს საოცარი აღმაფრენა და შემდგომ დამთრგუნავი დამარცხებები მოუტანა. ასობით ათასი ადამიანის თავდადებული და თავგანწირული მამულიშვილის ბრძოლა ეროვნული იდეისათვის, რომელიც „ენა, მამული, სარწმუნოება“-ში გამოიხატებოდა დროებით დამარცხდა: საქართველო „ბარაბას გზად“ დააყენეს – რაზეც ზვიადი აფრთხილებდა ქართველობას. შემდგომ, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ პირველ პერიოდში მოხდა გარდატეხა დე-ფაქტო ხელისუფლების ნებაში და ეროვნულ მოძრაობას „ამნისტია“ გამოუცხადეს, ნაწილობრივ (ძალზე ნელ-თბილად, ძალზე გრილად) ვითომც დაიგმო 1991-1993 წლების პუტჩი და ლეგიტიმური ხელისუფლების ძალით დამხობა.

ამ ვითარებაში, ბევრმა დათმო ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მთავარი, თავდაპირველი მიზნები… ბევრმა აირჩია კომპრომისების გზა… მრავალმა საკუთარ, პირად კომფორტულ პოლიტიკად ვითომ ნეიტრალურობა აირჩია. ხშირად გაიგონებთ – „მე არც ერთ მხარეს არ ვყოფილვარ“…  ანუ – ბევრი – ასე თუ ისე – დაადგა „ლაოდიკიის ეკლესიის გზას“…

ასეთ ვითარებაში – ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობას რომლის საბოლოო მიზანია ეროვნული ხელისუფლება გამოსახული მცნებაში „ენა, მამული, სარწმუნოება“ – აქვს ერთად ერთი არჩევანი და გადარჩენის გზა – ფილადელფიის ეკლესიის გზა და მაგალითი!

დიდი იოანეს იმედის წიგნში – „გამოცხადებაში“ აღწერილია სწორედ ისეთი დრო (და ეს დრო მუდმივად მეორდება ერის ისტორიაში) – როდესაც დიდი, მართალი საქმე – ჩვენი „ენა, მამული, სარწმუნოება“ – მცირეოდენთა იმედად რჩება – „მცირე ფარის“ იმედად რჩება… მაგრამ ფარის სიმცირე – არასოდეს ყოფილა მისი სისუსტის ნიშანი… პირიქით… უნდა გავიხსენოთ დრო, როდესაც ეროვნული იდეის არსებითად მხოლოდ „უმცირესი ფარა“, ორად-ორი მატარებელი გააჩნდა საქართველოს – ზვიადი და მერაბი!

ახლა აპოკალიპსისის დროა!
მაგრამ, ჩვენ სასწაულებრიობამ არ დაგვტოვა რჩევა-დერიგების, სწორი გზის მითითების, იმედის გარეშე: უნდა მივენდოთ იოანე ღვთისმეტყველის დამოძღვრებას – იოტისოდენადაც არ უნდა დავთმოთ ეროვნული იდეა – „ენა, მამული, სარწმუნოება“, უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ურყევები, უკომპრომისოები – არ უნდა გავგრილდეთ და გავნელთბილდეთ…
25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.
25
только то, что имеете, держите, пока приду.

უნდა მტკიცედ გვეპყრას რაც მოცემული გვაქვს: „ენა, მამული, სარწმუნოება“ – მისი დრო კი სწორედ ამითი მოვა…
სწორედ ახლა – აპოკალიპსისის დროს!

გამოცხადებაჲ იოვანესი >>>


წმინდა ილია მართლის ცნობილ სენტენციაშიც მოძრაობისა და უძრაობის შესახებ ცივი, უძრავი მყინვარი შედარებულია გააფთრებული მოძრაობით გახურებულ თერგს…

„მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, – ერთის სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავკარგი მის მაღალ შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავი კლდის გულიდან გადმომსკდარი მოდის და მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელი ქვეყნის უბედურების ნაცარ-ტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია-როგორც უკვდავება და ჩუმია-როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მამწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი… “
წმინდა ილია მართალი

ალბათ ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს სიტყვებიც, “ნელთბილებისადმი”, იგივე “ნეიტრალებისადმი” იყო მიმართული:

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვისა არა იზრუნვოს.

მერაბ კოსტავასაცა აქვს ასეთი სტროფი – ალბათ ისიც ასეთ “ნელთბილ-ნეიტრალებს” გულისხმობდა…

მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები,
უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი,
რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები
და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის.


იოანე ღვთისმეტყველი ასე აღწერს გლობალურ იმპერიას:

13.
1 И стал я на песке морском, и увидел выходящего из моря зверя с семью головами и десятью рогами: на рогах его было десять диадим, а на головах его имена богохульные.
2 Зверь, которого я видел, был подобен барсу; ноги у него — как у медведя, а пасть у него — как пасть у льва; и дал ему дракон силу свою и престол свой и великую власть.

13, 1–2. Море в иудейской и христианской апокалиптике было символом богоборческих начал. Человек, стоящий на берегу моря, стоит словно на берегу бездны, откуда обрушиваются все темные сатанинские волны, откуда приходят сатанинские силы. Что означает зверь, выходящий из моря? Мы помним, что в Книге пророка Даниила звери символизируют империи, которым противостоит Царство Сына Человеческого (Дан 7,3–6).

Человеческие империи имеют хищный, звериный облик. Не нужно думать, что описание зверя произвольно. Апостол говорит, что этот зверь имеет ноги медведя, сам подобен барсу, пасть у него, как у льва и т.д., то есть рисует монстра, но не для устрашения, а для того, чтобы показать, что в этом новом звере, выходящем из бездны, соединяются черты тех чудовищ, которые олицетворяли халдейскую, мидийскую и эллинистическую империи. У пророка Даниила медведь символизировал персидскую империю, барс — халдейскую и т. д. Это значит, что новый зверь, новая мировая империя включает в себя свойства всех предыдущих, а под ней разумеется Рим, Римская империя с семью головами и десятью рогами. Это прозрачные намеки, хотя совершенно точно мы их определить не можем. Рим стоял на семи холмах, и количество императоров, бывших до времени написания Апокалипсиса, тоже подходит под эти числа: десять или семь, в зависимости от начала отсчета. Так или иначе, перед нами Римская империя, что будет подтверждаться в дальнейших стихах Апокалипсиса: великий город, который называют Вавилоном, и т. д.


3.15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
3.16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.

3.15 знаю твои дела; ты ни холоден, ни горяч; о, если бы ты был холоден, или горяч!
3.16 Но, как ты тепл, а не горяч и не холоден, то извергну тебя из уст Моих.

3.15 I know your works: you are neither cold nor hot. Would that you were cold or hot!
3.16 So, because you are lukewarm, and neither cold nor hot, I will spew you out of my mouth.

холоден – cold – გრილი
горяч – hot – ტფილი
тепл – lukewarm – ნელ-ტფილი

როგორც რუსულიდან და ინგლისურიდან ჩანს უფრო თანამედროვე, ზუსტი და ბასრი სიტყვებია ცივი, ცხელი და თბილი

სიტყვების ბერძნული მნიშვნელობა თურმე ასეთია:

Здесь следует отметить точное значение слов. Холодный – в греческом это псухрос, и оно может иметь значение холодный, вплоть до точки замерзания. Горячий – в греческом зестос и имеет значение горячий до точки кипения. Теплый – в греческом хлиарос.

ამრიგად, თანამედროვე ქართულის სპეციფიკის გათვალისწინებით — ლაპარაკია სწორედ ცხელზე, ცივზე და თბილზე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: