გთხოვთ შეწყვიტოთ შიმშილობა

886_mama-basili-cixeshi

ეშმაკის განაჩენი სისრულეშია მოყვანილი!

იხ. წყარო: http://www.asavali.ge/asdas1_2006/2006-34/1-17.pdf       მე-5-ე გვერდი
 
ბოლო ჟამს ივერია გაბრწყინდება და ანტიქრისტე ივერიაში ტახტს ვერ დაიდგამს (წმ.ლავრენტი ჩერნიგოველი)

+
ქრისტესმიერ საყვარელო  და ჩვენთვის ძალიან ძვირფასო ბატონო იოსებ!
  

     ჩვენ,  საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქოდან განდგომილი მართლმადიდებელი მრევლი, მოგმართავთ უღრმესი მადლიერების გრძნობით, მოწიწებით და თაყვნისცემით, თქვენი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა და მამულიშვილობის წინაშე, და გთხოვთ, რათა გამოგვიქვეყნოთ ეს წერილი და გაიზიაროთ მასში ჩამოყალიბებული ჩვენი შემდეგი თხოვნა:  ვადევნებთ რა თვალყურს თქვენს ვებ-გვერდს, სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მართლაც გადარჩება, ხსნის გზას დაადგება და გაბრწყინდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო, თქვენნაირი  იშვიათი, სასიქადულო და ღვთის სიყვარულით გულანთებული ქართველების არსებობით და მათი  წმიდა ღვაწლით, გთხოვთ, ნუ იუხერხულებთ და გამოგვიქვეყნეთ ჩვენი ეს ქება თქვენდამი, რამეთუ ჩვენ ამით გვსურს, გამოვხატოთ,  ჩვენი უმთავრესი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად ღვთის მსახურებაზე და მისი ჭეშმარიტი რწმენის შენარჩუნებასა და გავრცელების ზრუნვაზე უფრო აღმატებული მსახურება, რისგანაც იღებს დასაბამს,  სამშობლოს, ე.ი.მთელი ერის ჭეშმარიტი სიყვარული სათავეს. ვისაც ღმერთი არ სწამს  და მისი წმიდა სამართალის მორჩილება არ სურს, და უმთავრეს მიზნად არ დაუსახავს  ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, შეუძლებელია მას მიწიერი სამშობლოს სიყვარული გააჩნდეს.  როგორც ბრძანა უფალმა, ხე ნაყოფით შეიცნობა, და ამიტომ ბატონო იოსებ, თქვენც, თქვენი ნაყოფით ე.ი. რწმენის საქმეზე ზრუნვით და  მისადმი თავდადებით შეგიცანით!  ბატონო იოსებ,  ღრმად გვწამს თქვენნაირი ღვთისათნომყოფელი ქრისტიანი გვერწმუნება და გაიზიარებს ჩვენს შემდეგ თხოვნას: თქვენი თანადგომა ციხეში გამომწყვდეული იმ ჭეშმარიტი მღვდლისადმი, რომლის  დაპატიმრებაც ამერიკის  15 სენატორის და ამ ზესახელმწიფოს ,,სახელმწიფო დეპარტამენტის“ პირდაპირი მითითებით მოხდა, და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ცოლის, ჰილარი კლინტონის დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა, ყველა  პოლიტიკურ ძალას, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, პრობლემებს შეუქმნის, ვინც კი მამა ბასილის (მკალავიშვილი)  ინტერესების დაცვას საჯაროდ და მთელი ძალისხმევით შეეცდება! ამიტომაც ამ განსაცდელის ჟამს, თქვენი თავდადება, ყველა ჩვენთაგანისათვის გამორჩეული და სანიმუშოა.მაგრამ გარწმუნებთ,  ბატონო იოსებ,  უკვე დადგა ჟამი  და უმორჩილესად გთხოვთ შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხანგრძლივი სასიკვდილო შიმშილობის აქცია  იკრძალება და თვითმკვლელობის ცოდვის რანგში განიხილება.

     ყველა ჩვენთაგანისათვის, ახლად შეძენილო და ძვირფასო მეგობარო, ბატონო იოსებ, 15/28 აგვისტოს მარხვის დასასრულია და ჩვენი ზეციური დედოფლის,  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი ყველა ქრისტიანის თაყვანისცემის დღესასწაულია, ამიტომ  ამ დღისათვის,  უმორჩილესად გთხოვთ, შეგვისრულოთ  სურვილი და  შეწყვიტოთ შიმშილობა, რათა საღმრთო სიხარულით თქვენთან  ერთად ვადიდოთ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსა შვენის დიდება პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენდამი უღრმესი მადლიერების გრძნობით           
ეკუმენისტური საპატრიარქოდან  განდგომილი მრევლი / 2006

Attached Files:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: