ცრუ შემრიგებლის ცრუ შერიგება

ცრუ შემრიგებლის ცრუ შერიგება, ანუ ვის რა ეპატიება 

მიუხედავად ჩვენი პირადი მოსაზრებებისა თქვენი გაზეთის მიმართ, მაინც ვითვალისწინებთ მას, რომ თქვენი გაზეთი ერთ-ერთი მრავალტირაჟანი გაზეთია საქართველოში და მოგმართავთ თქვენ, რამეთუ თქვენეული თავისუფალი პრესის პრინციპების მრავალგზის განმარტებისა, ვიტოვებ იმედს, რომ ეს უბრალო, უპრეტენზიო წერილი იხილავს დღის სინათლეს და ორიოდე ქართველს მაინც დააფიქრებს ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალზე, იმედი მაქვს, რომ ეს წერილი არ აღმოჩნდება თავისუფალი პრესის პრინციპების მიღმა. 

საქართველოში დატრიალებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელთა მიმართ გულგრილი ვერ იქნება ვერც ერთი ნორმალური ქართველი, საქართველოს მოქალაქე, თუ მის სულსა და გულში ოდნავ მაინც დარჩენილა მამულიშვილობის, სამართლიანობის გრძნობა, კვლავ გამიჩინეს სურვილი კიდევ ერთხელ გამემეორებინა მრავალჯერ თქმული: ამ ქვეყანას პატრონი არა ჰყავს, საქართველო თანდათან ემსგავსება, ქვის ხანიდან ახლად თავდაღწეულ ქვეყანას. ხალხი თავის თავს ვეღარ უვლის, საქართველოში კაცი აღარ იძებნება რომ ამ უბედურ საზოგადოებას შეუძახოს – „ რას სჩადიხარ, შე უბედურო, სვეგამწარებულო ხალხო, რა ფერხულში ჩაბმულხარ, ვის წისქვილზედ მიუშვი ღარი, რომლიდანაც შენივე სისხლი გადმოდის, რას გაცუნდრუკებენ სატანის მოციქულები, ვეღარ უნდა გაიგო, რომ ესენი ყველანი ერთი ოხრობა და დოზანაა, მიაყარე მიწა და გადაუძახე პირწმინდად ისტორიის სანაგვეზე“-თქო.

დღევანდელი მდგომარეობა მეტად რთულია, ამ დილემიდან ქვეყანა ამათეული არჩევნების გზით ვერ და არ დააღწევს თავს, საქმეს ისე ბლანდავენ თითქოს სხვა გზა, სხვა ხსნა არღარ იყოს ქვეყანაზე. არა და როგორ ჩატარდება არჩევნები ეს დიდი ხანია ცნობილია ქართველი საზოგადოებისთვის, მის სამართლიანად ჩატარებას ვერა და არ უზრუნველყოფს ის ასობით ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც საქართველოში სავოიაჟოდ მოემგზავრებიან, მათი ფუნქცია ფიქციაა და სხვა არაფერი! განა შევარდნაძის დროს არ მობრძანდებოდნენ ეს ვაჟბატონები არჩევნების ზედამხედველებად? განა ესენი არ უწერდნენ ხელს შევარდნაძეს ყალბი და ძალადობრივი არჩევნების და შევარდნაძისეული ბოროტების დასაკანონებლად?

ეს ე. წ. ოპოზიცია ხომ გუშინდელი დამნაშავეების ხროვაა, ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი საქსახსაბჭოს – საქართველოს „გკჩპ“-ს წევრი და შევარდნაძის პარლამენტის ნადეპუტატარია, ყოფილი მოქკავშირელია?!

დამნაშავეთა ადგილი კი სადაც არის ყველას ჩინებულად მოეხსენება. ხალხმა ამ პერსონებს დროზე უნდა მიუჩინოს ის ადგილი, რომელიც მათ ეკუთვნით!

აქვთ კი უფლება იმ პირებს ილაპარაკონ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის თავისუფლებაზე, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს „დსთ“ –ში შეთრევას, ნულოვან ვარიანტს, რუსი ოკუპანტებისთვის „სამშვიდობო“ მანდატის მინიჭებას? იქნებ მინმემ მითხრას ინანიებენო, ესეც სიყალბეა! ქვედაბუნი და ავაზაკი არასოდეს ინანიებს ბოლომდის ვერაგობას! წაიკითხეთ ამავე გაზეთის 52-ე ნომერში დაბეჭდილი ერთ-ერთი მათგანის ინტერვიუ და დარწმუნდებით ყოველივეში. „დიდი პოლიტიკოსი, დემოკრატი და ინტერნაციონალისტი“ – ხაინდრავას ვაჟბატონი ბრძანებს:„ჩემი პოლიტიკური პოზიცია ზვიადის მიმართ უცვლელია”-ო. მავანნი კი ჩაგვჩიჩინებენ ინანიებენო, და ამ ავაზაკებს წარმოგვიდგენენ განწმენდილ გმირებად.

სწორედ რომ უცვლელია მათი „პოლიტიკური პოზიცია“ არა მარტო გამსახურდიას მიმართ, არამედ თვით საქართველოს მიმართ და მიტომ არის ქვეყანა ამ დღეში. სწორედ რომ ამ ჭკუათხელი და სინდისცარიელი ვაჟბატონისა და მისი დოსტების “პოლიტიკურმა პოზიციამ” ამოაგდო და დააქცია ქვეყანა! ამათ კიდე ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. თუმც სხვას ვის რა უნდა მოვკითხო, როცა „აპეკუნად“ და თანამეინახედ ამ გარეწრებს ის ჰყავთ, ვინც არ უნდა ჰყავდეთ. საკითხავია რამდენჯერ იყო მთავრობაში და როგორ დაარეგულირა „კონფლიქტები“ ტორეზ კულუმბეგოვის „აპეკუნმა“ და ჭირისუფალმა?

დიდი ჰუმანისტი, თუ არ ვცდები, ჰაინე ამბობდა – “მოღალატეს მიეტევება მაშინ, როცა ჩამოახრჩობენო”, თუ დღეს უკვე საყოველთაოდ ნათელმოსილია ის ფაქტი, რომელიც 1991-92 წლებში მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ სად არის სამსჯავრო? შემომედავებით ქრისტიანულ მიმტევებლობასა და კაცთმოყვარეობაში, კი ბატონო, მაგრამ ამათმა ვის რა აპატიეს? აპატიეს მხატვარ ნოდიას რომ ის “შეცდა” და დახატა პრეზიდენტ გამსახურდიას სურათი?

მარჯვენა მოჰკვეთეს და გული ამოართვეს ჯოჯოხეთის ჯალათებმა! სად იყვნენ ეს ნაძირალები მაშინ, როს საქართველო სისხლის ტბორში იდგა? სად იყვნენ მაშინ როდესაც სამეგრელო საქართველოს ვანდეად აქციეს ამ სატანისტმა რევოლუციონრებმა? 7 ნოემბერს დაგვარბიესო – აიკლეს პლანეტა! ავაზაკებო, საქართველოს დედაქალაქში სასაკლაო რომ გქონდათ გამართული მაშინ სად იყო თქვენი კაცთმოყვარეობა?

patriarqixonta_1

აქ იყვნენ!

1992 წლის ზამთარში დახვრეტილი მიტინგების დროს სად ჯანდაბაში გქონდათ „ჰუმანიზმის“ გრძნობა? განა მაშინ ორჯერ მეტი ადამიანი არ გამოვიდა ქუჩაში კანონიერების დასაცავად? განა თქვენ არ ახშობდით მათ სისხლში? არ მისვრიაო – მჯიღზე მუშტებს იბრაგუნებენ, თუ არ გისვრია, რა გააკეთე იმისათვის რომ არ ესროლათ ან მაშინ რა ჰქენი, როცა უკვე ისროლეს? გაზეთები და ტელევიზია დაგვირბიესო, “იბერია სპექტრს” რომ არბევდნენ მაშინ სად ნებივრობდით? სისოცხლე რომ ჯოჯოხეთად უქციეს სულნათელ ირაკლი გოცირიძეს მაშინ ვის მხარეს იყავით? შვილები რომ დაუხოცეს მხცოვან ჟურნალისტსა და მამულიშვილს ამოიღეთ კი ხმა? და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ, რაც თქვენს სისხლიანი სულის ხარჯზეა! მე არ მასვენებს იმ ნამდვილ ქართველების სული და სისხლი, რომელიც ცას შეჰღაღადებს სამართალისთვის! მე ახლაც მესმის შვილმკვდარი დედების მოთქმა-გოდება, როდესაც ისინი შვილებს კი არ დასტიროდნენ, არამედ მათ უბედურ დედა – სამშობლოს, თორემ სატირალი ისინი არ იყვნენ, სატირალი თქვენ ხართ, ცოცხლად დარჩენილი ავაზაკები!

patriarqixunta_2

აქ ისხდნენ!

ხსნა და საშველი არის, ბატონებო, არის!

საქართველოს მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს საერთო სახალხო თავყრილობა, ყრილობაზე უნდა შეიკრიბოს მართალი და პატიოსანი წარმომადგენლები საქართველოს ყოველი ქალაქიდან და სოფლიდან, უნდა შეიკრიბოს ის ხალხი — ვისაც არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ; ვინც არასოდეს ყოფილა პუტჩის სულისჩამდგმელი და იდეოლოგი; ვინც არასოდეს ყოფილა 1992 წლიდან შევარდნაძის სახელისუფლებო სტრუქტურებში; ნომენკლატურულ თანამდებობებზე; არ ყოფილა გარეული სახელმწიფო გადატრიალებაში; ვისაც არასოდეს დაუჭერია მხარი დანაშაულებრივი ჯანყისთვის! საქართველოს მოსახლეობამ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა აღჭურვოს ნდობის მანდატით და წარგზავნოს ამ საერთო სახალხო თავყრილობაზე. ამ ყრილობამ უნდა იმსჯელოს საქართველოს გადარჩენაზე. ამ ყრილობამ უნდა გადააყენოს დღევანდელი ანტიადამიანური რეჟიმი, ნაშთი შევარდნაძის ბოროტებისა, თავისი ე. წ. ოპოზიციით, უნდა ჩამოაშოროს ეს ბანდები სახელისუფლო სადავეებს, გაანეიტრალოს ის მუდმივ მოქმედი ნაღმი, რომელიც სრავს მიწის პირისაგან ქვეყანას, ანადგურებსა და აჩანაგებს მის მოსახლეობას. ამ ყრილობამ უნდა აირჩიოს ეროვნული დარბაზი, რომელმაც უნდა შეამზადოს საქართველოში კანონიერების აღდგენის პროცედურა, დევნილ, ნამდვილი დემოკრატიული არჩვენებით არჩეულ უზენაეს საბჭოს უნდა მიეცეს თავისი უფლებამოსილების აღდგენის საშუალება გარკვეული ვადით, მან უნდა გადაწყვიტოს სახალხო რეფერენდუმზე დაყრდნობით თუ როგორი ტიპის სახელმწიფოებრივი წყობა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში – საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ კონსტიტუციურ- მონარქიული. საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის გადარჩენა, საკუთარი ღირსების აღდგენა, ერთხელ და სამუდამოდ სტაბილური სახელმწიფოს შექმნა და ჩამოყალიბება. საქართველოს მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას სულისამომხდელ, სულში ჩამფურთხებელ ამათ არჩევნობანას, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით აიძულოს დღევანდელი ანტიადამიანური რეჟიმი და მისი ე.წ. ოპოზიცია ანგარიში გაუწიოს საქართველოს მოსახლეობის ნებას და დასტოვონ პოლიტიკური სარბიელი! ვიცი, ეს ყოველივე ძნელი იქნება, მაგრამ მარადჟამს გაუსაძლისში სულის ამოხდის თავიდან აცილებისთვის ერთი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ყველასა და ყველაფერს!

ეს საქმე უნდა გააკეთოს პატიოსანმა, მაღალკვალიფიციურმა ხალხმა იურისტი იქნება ის ეკონომისტი თუ ვინც არ უნდა იყოს და არა ამ უწიგნურთა ხროვამ. იმედი მაქვს ასეთი ხალხი ჯერ კიდევ ჰყავს საქართველოს, რომლებიც ჩრდილში დგანან და მათ გამოჩენას ელის ქვეყანა. თითქოს ჩვენი დროის საქართველოსთვის ამბობდა არისტოტელე: ტირანია (იგივე დიქტატურა) არის მონარქია, რომელიც ემსახურება მხოლოდ ხელმძღვანელის სარგებლობას. შეუძლებელია კარგი კანონები ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობენ არა კარგი, არამედ ცუდი ადამიანები. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელი უნდა იყოს ზნეობრივი და გონიერი ადამიანი, ყველაზე პატიოსანი და კარგი ადამიანი.

აბა, რომელი მხარე აკმაკოფილებს დიდი მოაზროვნის მიერ გამოთქმულ შეხედულებებს? არც ერთი! ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას არვისგან ესწავლება ცხოვრების წესი, ის გადამთიელთა რეცეპტებს არ საჭიროებს! იცის თავისი თავის ყადრიც და ფასიც, მან არ უნდა დაუშვას ქვეყანაში უცხო, შავბნელი ძალების ხელების ფათური ამ მანქურთი, ერთუჯრედიანი არსებების სახით! ქვეყნის ბედი, მისი მართვა – გამგეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ამჟამინდელ, იდიოტ “ცნობად სახეებზე” და ე.წ. პოლიტიკოსებზე! თორემ, სხვაგვარად არ ეგების, კარს სიკვდილია მომდგარი, ამათ ბინძურ ბაქხანალიებს არ უნდა შეეწიროს მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა და მისი სახელმწიფოებრიობა. თორემ, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყოველივე ეს სახელს უტეხს ისედაც ღირსებაშელახულ სახელმწიფოსა და მის ხალხს მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე. ქვეყანა საბედისწერო ჩიხში მოაქცია საქართველოს ე. წ. პოლიტიკურმა პარტიებმა, სულ ერთია ის მმართველი იქნება თუ მოწინააღმდეგე. დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას უნდა ჩამოერთვას უფლება – იყოს არჩეული არჩევით ორგანოებში და უფლება სახელმწიფო მოხელეობისა. ამას ისინი იმსახურებენ იმ მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც სახეზე გვაქვს! აგერ უკვე თხუთმეტი წელია საქართველოს მოსახლეობა ხედავს როგორი მოხელეებიც და პოლიტიკოსები არიან შევარდნაძის ინკუბატორში დაჩეკილი „პოლიტიკოსები“. ხალხმა უნდა დაისვენოს, უნდა ამოისუნთქოს ამ ყოფილი კომუნისტების, კომსომოლების, კგბჩნიკების თუ მოქკავშირლებისაგან! ჩვენი დღევანდელი ავადმყოფობის მიზეზი ამათი ამგვარი პარპაშია. არვის არაფერი ეკითხება, არც დანაშაული, არც ღალატი, თუმცა რა, ამათი „სულიერი მწყემსიც“ ხომ წარსულის დავიწყებას ჰქადაგებს, იმ წარსულის დავიწყებას, რომლის დავიწყებაც არამც და არამც არ შეიძლება! დავიწყება გუშინდელი უბედურებისა და ბოროტებისა ღალატია სამშობლოსი, ხალხის და თვით უფლისა, ხოლო ამ ღალატში ესენი ხომ ტოლს არვის დაუდებენ!

არ უნდა გავახსენოთ ძველი ცოდვები ერთურთსო – ასე გვმოძღვრავს ის მაშინ, როდესაც მათი ცოდვების და არაადამიანობის გამო ისჯება მილიონობით უბრალო, უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ამ ავაზაკთა ხროვას და მათ მეურვეებს ფეხებზეც აღარ ჰკიდიათ! დანაშაულის დავიწყება, წაყრუება და მასზედ თვალის დახუჭვა საქართველოს მერმისის განადგურებაა, რაც საერთოდ არ ანაღვლებთ ამათს, პირიქით ფრონტის სხვადასხვა ხაზიდან ამ ერთი მიზნისთვის იღწვიან, დღევანდელმა თაობამ არამც და არამც არ უნდა დაუშვას ეს! იქნებ ღირდეს ამაზე დაფიქრება პატიოსანო ადამიანო, რომელიც საქართველოში ცხოვრობ და ის შენს ქვეყნად შენს სამშობლოდ მიგაჩნია? დანარჩენი თვით განსაჯეთ, დრო აღარ ითმენს, დაყოვნება ღალატია!

სამშობლოს ბედზე მოფიქრალი ერთი უბრალო, რიგითი ქართველი.

ალ. სანდუხაძე

ბოლოკუდა: ამ წერილის დაწერიდან გავიდა მხოლოდ რამდენიმე დღე, საქართველოში დიქტატურა და ტერორი უმაღლეს ფაზაში შედის, თავს ესხმიან, არბევენ, მანქანებს უფეთქებენ, იჭერენ, ეს ხდება იმ დროს როცა ქვეყანა სავსეა ე. წ. დამკვირვებლებითა და საერთაშორისო მისიებით, კაციშვილი არაფერს ამბობს, არაფერზე არ რეაგირებენ, მხოლოდ “მონიტორინგებით” შემოიფარგლებიან, სხვას არც რას უნდა მოველოდეთ, ესენი ხომ ამათი მიწვეულნი არიან, მასპინძელს ხომ ვერ აწყენინებენ. ასე რომ ამაოა ის იმედი, რომელიც ამ ქარაქუცა ოპოზიციონრებს შერჩა, არჩევნებს სამართლიანად ჩავატარებინებთო, ვერ ჩაატარებინებთ ბატონებო ვერა, თქვენ ამისათვის გაჩენილები არა ხართ, არ შეგწევთ ძალა და უნარი, განა თქვენ რომ ედიკას ეშელონებში გრიალებდით მაშინ ატარებდით კი სამართლიან არჩევნებს? განა მაშინაც მკვდარი სულებით არ აყალბებდით არჩევნებს?

5 Responses to “ცრუ შემრიგებლის ცრუ შერიგება”

  1. ნელი Says:

    რომელი სექტის წარმომადგენლები ხართ, დიდგორს ამოფარებულები,

    • ლომისა Says:

      სექტა? სექტანტებს ხომ საქართველოს საპატრიარქო მფარველობს ეკუმენისტური ქრისტიანობის ფარგლებში? „დიდგორი“ აქ რა შუაშია?

  2. ნელი Says:

    არ მოგწონთ ცივილიზებული სამყარო, ამ რუსებს გავათრევთ საქართველოდან და მათი ფეხი საუკუნოდ ამოიძირკვება კავკასიიდან და მემრე რაღა ეშველებათ ამ რუსეთუმეებს, ალბათ უკან გაყვებიან მოუსავლეთში ანუ რუსეთში, ესეიგი არ გვინდა ევროპასთან ურთირთობა აბა რუსული კაკებე მოგენატრათ 2 საუკუნე რომ გვანადგურებენ, თუ გავყაროთ ყველა ვინც გვეხმარება და რუსეთის პირისპირ დავრჩეთ ამას ოცნებობთ, კიდევ კარგი ეს ხელისუფლება ასე არ ფიქრობს.

    • ლომისა Says:

      ამ ხელისუფლების იდეოლოგია, რომელის იმედადაც თქვენ ბრძანდებით დაფუძნებულია სწორედ სექტანტობაზე. ამ სექტანტობას კი იდეოლოგიურად მხარს უჭერს და ავრცელებს თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც ეკუმენისტების ერთ-ერთი დიდი ბუდეა. საპატრიარქოც მათ მოკავშირედ გვევლინება მიუხედავად ვიღაც თ. თუთბერიძის უხამსი ვიდეო-რგოლებისა. ასე რომ ჩვენ ტყუილად გვაბრალებთ ქ-ნო ნელი სექტანტობა- ეკუმენისტობას. დღევანდელი ხელისუფლება ხომ თავად არის სექტანური და აქედან გამომდინარე ეკუმენისტურიც!

  3. ნიკა Says:

    პასუხი_ნელის
    ——————
    ნელი_წერს:” ესეიგი არ გვინდა ევროპასთან ურთირთობა აბა რუსული კაკებე მოგენატრათ 2 საუკუნე რომ გვანადგურებენ, თუ გავყაროთ ყველა ვინც გვეხმარება და რუსეთის პირისპირ დავრჩეთ ამას ოცნებობთ, კიდევ კარგი ეს ხელისუფლება ასე არ ფიქრობს.”
    ————————————————–
    არც ევროპის და არც რუსეთის მონობა არა გვსურს. გვსურს, ქრისტეს მონობა. ყველა ქართველმა ეს ასე რომ ისურვოს, მაშინ ყველა ჩვენს მტერს დაამხობდა უფალი ჩვენს წინაშე, მაგრამ სანამ თქვენ და თქვენნაირები მეორე ბატონის (ევროპა-ამერიკას) მონობას ამჯობინებთ ღმერთის მონობას, რუსეთის მტაცებლური ხაფანგიდან თავს ვერასოდეს ვერ დააღწევთ. (”დიდგორი” – ის პრეს-მდივანი)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: