როგორი იყო უფალი იესო ქრისტე გარეგნობით

იერუსალიმის თემის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი

წერილი რომის სენატისადმი

უფალი იესო ქრისტე

ჩვენს დროში გამოჩნდა უდიდესი სათნოების ადამიანი, სახელად ქრისტე იესო. ის ტანმაღალია, მშვენიერი, აქვს კეთილშობილური სახე, ისე რომ, ვინც მას უყურებს ერთდროულად სიყვარული და შიში იპყრობს. აქვს ღვინისფერი, თაფლისფერი დატალღული თმა, დახუჭუჭებულიც კი, რომელიც მხრებზე დაცემისას ბზინავს, ნაზარეველთა ჩვეულებისამებრ შუაზე აქვს გაყოფილი. შუბლი სუფთა და სწორი აქვს, სახეზე კი არცერთი ლაქა და ნაოჭი არ ატყვია, არამედ მის პირისახეს ვარდისფერი დაჰკრავს. ცხვირპირი უნაკლო სილამაზისა აქვს;  წვერი ხშირი და ფართე, შედარებით მოკლე, ისიც შუაზე ორად გაყოფილი. თვალები ცისფერი და ძალიან ნათელი. ის შიშის მომგვრელია, როცა კიცხავს და სიყვარულით აღსავსე, როდესაც შეაგონებს; მხიარულია, მაგრამ ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებს. ის იშვიათად უნახავთ მომცინარე, არამედ უფრო მტირალი. ტანი და ხელ-ფეხი იერით მშვენიერი აქვს. საუბრის დროს სერიოზულია, თავმდაბალი, და ზომიერი. ის უმშვენიერესია კაცთა მოდგმაში.

______________________________________________________________


20 Responses to “როგორი იყო უფალი იესო ქრისტე გარეგნობით”

  1. ერეკლე Says:

    გამარჯობათ.
    ეს მასალა უკვე იმდენჯერ გამოქვეყნდა, რომ დროა, მის (კეთილი განზრახვით) ტირაჟირებას წერტილი დაესვას. წერილი აპრიორი შეთხზულია – და შეთხზულია, თუ არ ვცდები, შუა საუკუნეების ვატიკანში (ან მისი შეკვეთით).
    წარმოიდგინეთ, რომ 1980-იანი წწ. დასასრულის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეს წერილი გაეგზავნა პირდაპირ სსრკ უმაღლესი საბჭოსადმი და ეს წერილი (რატომღაც) მიეძღვნა ბ-ნი ზვიად გამსახურდიას გარეგნობის აღწერისადმი.
    ცხადია, წერილი შეთხზეს სწორედ მაცხოვრის, როგორც “კაცთა შორის უმშვენიერესის” წარმოსაჩენად. მერედა, რაში სჭირდება ეს უფალს, ან სად ამოიკითხეს მთხზველებმა, რომ ადამიანის გარეგნობა საერთოდ რამეს ნიშნავს?
    იმედია, გაგებით მოეკიდებით კომენტარს… წარმატებებს გისურვებთ.

    • ნიკა Says:

    • მართლმადიდებლობა ან სიკვდილი Says:

      რამ დაგბოღმა,შე დალოცვილო.უფალი რომ უნაკლო იქნებოდა ფიზიკურადაც,განა ეს საეჭვოა ვინმესთვის?ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას,მაგრამ თუ ასეთი არაჩვეულებრივი ისტორიული წყარო არსებობს,ეს ხომ დიდებულია.კითხულობ და გული სიყვარულით გევსება.განა ამას რამე ჯობნია?

  2. ლადო Says:

    • ნიკა Says:

      Παναγία Panagia Ελλάδα Greece Greek Orthodox Ορθοδοξία Βυζαντινή Μουσική Bizantini music nektarios

      • ნიკა Says:

        p.s. რედაქტორს ვთხოვ, წმინდა ნექტარის ეს საგალობელი (ბოლო_ვიდეო) აიტანოს წერილის ბოლოში.

      • mariami Says:

        ეს საგალობელი დაგჭირდებათ მირქმისთვის!
        “Ныне отпущаеши” “Nyne otpushchajeshy”

      • ელენა Says:

        ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკ???იშნად და წინამძღვრად?“ მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.

        ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი – ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.

        მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა.

        ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს – რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან – ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.

        ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.

        ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის“. ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა.

        ზაფხულის დამდეგს წმიდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი:

      • ელენა Says:

        აი ეს სიტყვები: „1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
        2. არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28)
        3. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მათე 28,19).
        4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლუკა 12,32).
        5. იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა (მარკ. 16,15).
        6. რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი (მათ. 10,40).
        7. ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა.
        8. ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ (მათ. 10,20).
        9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: წადი, დედაკაცო, და ახარე დათა ჩემთა (იოანე 20,17).
        10. ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.

      • mariami Says:

        St. Nino – წმინდა ნინო

      • mariami Says:

        საგალობელი გული ჩემი აღავსე ღმერთო

      • mariami Says:

        Georgian Orthodox chant – წმიდაო ღმერთო (tsmidao gmerto)

      • mariami Says:

        georgian orthodox church chant (Hail, O thou hallowed)

      • mariami Says:

        Mamao Chveno

      • ნიკა Says:

        რამდენიც არ უნდა წავიკითხო, წმინდა ნინოს ისტორია, სულ მგონია, რომ ახალ განუმეორებელ ამბავს ვკითხულობ! ნინო – პატარა ქალი, დაუდგინა უფალმა ქართველ ერს მოციქულად! პატარა ქალი, იერუსალიმის პატრიარქისგან ნაკურთხი და ღვთიმშობლისგან წარმოგზავნილი იბერიაში! და ამ პატარა ქალისგან როგორი დავალებული ვართ, კავკასიელი ვაჟკაცობით განთქმული ქართველი ერი! ღვთისმშობელის წილხვდომილობა? დაილოცოს ქალობა დედამიწაზე!

      • ნიკა Says:

        Sfântul Serafim de Sarov / Saint Seraphim of Sarov – 2 ianuarie/19 iulie


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: