მღვდელი ზურაბ აროშვილი(ინტ.)

მხილება უსჯულოებისა

„უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)

ინტერვიუ მამა ზურაბთან (აროშვილი) საქართველოში ანტიეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წინამძღოლთან, რომლის დიდი დამსახურებაც არის ის, რომ საქართველოს ეკუმენისტურმა საპატრიარქომ დატოვა “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”

mamao_zurabi_1

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც – მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).

საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში… თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის… საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

ამის გამო, ილია II-ს რამოდენიმე სტიქაროსანმა გავიხადეთ სტიქრები და დავტოვეთ სიონი. ამ პერიოდში ვცხოვრობდით ბეთანიის მონასტერში, სადაც მ. იოანეს და მ. ლაზარესთან ერთად გადაწყდა, სერიოზულად შეგვესწავლა წმ. მამები. განსაკუთრებით მათი სწავლება თუ დამოკიდებულება მწვალებლობასთან მიმართებაში. შემდგომ, 1989 წლიდან კი, დავიწყეთ მართლმადიდებელი ქრისტიანის ბიბლიოთეკის სერიალით წიგნის – „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“- ს გამოცემა. პირველი ტომის გამოსვლისთანავე საპატრიარქოსთვის ცხადი გახდა ჩვენი შეურიგებელი პოზიცია ყოველგვარი რელიგიური სინკრეტიზმის მიმართ, რაც მათ ეკუმენისტურ გეგმებს არ შეეფერებოდა. ამიტომაც დაიწყო ჩვენი შევიწროება, მაგრამ წიგნები სწრაფად ვრცელდებოდა საქართველოში და გარკვეული შედეგიც სახეზე იყო. ახალგაზრდა სამღვდელოების და მათი მრევლის დიდი ნაწილი მსოფლხედველობრივად ეკუმენიზმის წინააღმდეგ განეწყო. განსაკუთრებით 1995 წელს გამოცემულმა მეხუთე ტომმა (სადაც ბულგარელი არქიმანდრიტების სერაფიმე ალექსიევის და სერგი იაზაჯიევის წიგნის „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“ და ასევე სერბი არქ. იუსტინე პოპოვიჩის „მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმის“ თარგმანები გამოქვეყნდა). რომელსაც ეპიგრაფად დავურთეთ წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის ბრწყინვალე სიტყვები – „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი…“ (სიტყვა მეექვსე, მშვიდობის შესახებ). უკიდურისედ მტრულად განეწყო ილია II და საპატრიარქო ჩვენდამი. რა თქმა უნდა, გასაგებიც იყო ილია II-ეს რეაქცია, რადგანაც 1978 წლიდან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ერთ – ერთი თანაპრეზიდენტი იყო 8 წლის განმავლობაში და ამით ამაყობდა კიდეც, აი ნაწყვეტი მისი იმდროინდელი ქადაგებიდან, სადაც კარგად ჩანს ამ კაცის სარწმუნოება: – „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, კარდინალო ბატონო იოანე! ჩვენი გული აღვსილია სიხარულითა და მადლიერებით ღვთისადმი. დღეს ერთად აღვავლენდით ლოცვას ორი უძველესი ეკლესიის წარმომადგენელნი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთი უფალი ჩვენი – იესო ქრისტე, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული…“(სიტყვა, წარმოთქმული სიონის ტაძარში კარდინალ ვილებრანდსის მიმართ „ჯვარი ვაზისა“, 1979, #1. გვ. 10).

წმ. მამები კი სხვა აზრის იყვნენ მწვალებლებთან ერთად ლოცვაზე და მათი სარწმუნოების თავის სარწმუნოებად გამოცხადების შესახებ. გამოცემული ფაქტობრივი მასალით, რომელსაც „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას“ მეხუთე ტომი შეიცავდა, მტკიცებოდა, რომ საერთოდ ეკუმენიზმი და კონკრეტულად ეს ორგანიზაციაც და „ევროპის ეკლესიათა კონფერენციაც“ (ორივეს ორგანული წევრი იყო საქ. ეკლესია) ღრმად ერეტიკული შინაარსის მატარებელი ორგანიზაციები იყო და მისი ორგანული წევრობა მოასწავებდა ამ ორგანიზაციათა კონსტიტუციის, მათ მიერ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციათა და დოკუმენტთა თანაზიარობას. ხოლო ტყუილი იმის შესახებ, რომ თითქოს ე.წ. მართლმადიდებლები ამ ეკუმენისტურ კრებებზე საქადაგებლად დადიოდნენ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებიდან საცნაური ხდებოდა. აი, მაგალითები მათ მიერ ე.წ. „ჭეშმარიტების მოწმობისა“ –

ეკუმენიზმის მოციქულები

papi-da-ek_patriarqi ილია II-ის ევქარისტიული ერთობა – კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი ბენდიქტე თანალოცვისას.

იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მხრიდან მართლმადიდებლობის გაცემის ამსახველი სლაიდ-შოუ

  1. მართლმადიდებელი ეკლესია არ მოითხოვს, რომ სხვა ქრისტიანები მოექცნენ და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას… მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს უფლება ვინმეს მასთან შეერთებისაკენ მოუწოდოს (ემს-ს რწმენისა და მოწყობის კომისიის ანგარიში, ЖМП, #9, 1975).  ЖМП –  ეს არის ოფიციალური, ბეჭვდითი ორგანო მოსკოვის საპატრიარქოსი.
  2. მოსკოვის პატრიარქი ალექსი II: მე ვლოცულობ, რათა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ ერთგული დარჩეს თავისი თავდაპირველი მოწოდებისა, ანუ ყველა ეკლესიის საერთო სურვილის აღმასრულებელი იყოს სარწმუნოებრივი ერთობისა და ევქარისტიული კავშირის მიღწევის საქმეში (ЖМП, #6, 1991, გვ. 60).
  3. რომის კათოლიკური ეკლესია მადლმოსილია ისევე, როგორც მართლმადიდებლური(,,Русская линия, 20.9.99).
  4. მთავარეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): აუცილებელია გათავისუფლება ელინისტური იდეებისაგან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყვნენ გაბატონებულნი ქრისტიანობაში და თანამედროვეობაში დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა. საჭიროა მათი შეცვლა. ჩვენთვის აუცილებელია სრულიად ახალი ქრისტიანობა, ახალი წარმოდგენებითა და განსაზღვრებებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთზე, როგორც უზენაეს არსებაზე, ახალგაზრდობას ჩვენი არ ესმის. სწავლებას ლოგოსზე, იესო ქრისტეს პიროვნებაზე, როგორც განკაცებულ ღვთის სიტყვაზე, განსაკუთრებით კი წმ. სამების დოგმატზე და მის თვისებებზე დღეს არა აქვს გასავალი, რადგან ახალმა მიღწევებმა დაჯაბნეს ძველი იდეები. ჩვენ ვერ ვასწავლით იმ ქრისტიანობას, რომელსაც ოდესღაც თავად გავეცანით (,,New York Times, 25.09.67).
  5. მიტროპოლიტი გიორგი კოდრე (ანტიოქიის საპატრიარქო): როდესაც ბუდისტი ანდა მუსულმანი თავიანთ საღმრთო წიგნებს კითხულობენ, მადლისმიერი შთაგონებით გაბრწყინებულნი, ისინი თვით ქრისტეს ჭვრეტენ. სული წმიდის მადლი არაქრისტიანულ რელიგიებშიც მოქმედებს. სული ცხოვრობს იქ, სადაც სურს. ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ქრისტესკენ, როგორც ჭეშმარიტებისკენ, არ შეუქმნიან რაიმე დაბრკოლებას სხვა ჭეშმარიტებებს, რომლებიც სხვა ტრადიციებშია გაფანტული, რადგანაც ყველა ეს ჭეშმარიტება ერთი ღმრთაებრივი წყაროდან მომდინარეობენ. დიალოგის მიზანი არის შედეგების მიღწევა რელიგიურ გარდამოცემათა გვერდის ავლით, რადგანაც ეს გარდამოცემანი წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. ვიპოვოთ ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, რომელიც შეფარულია სხვადასხვა ნიშნებსა და სიმბოლოებს მიღმა – აი, მთავარი მიზანი. ეს არ არის სინკრეტიზმი, ეს თავად ქრისტეა, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, რომელიც სხვადასხვა რელიგიათა უკიდეგანო სივრცეებზე დააბიჯებს (,,Faith and Order“, Paper #166, WCC Publications,GJeneva, 1994).
  6. შვეიცარიის მიტროპოლიტი დამასკინოსი: „დადგა დრო, ვაღიაროთ არსებობა „ეკლესიისა ეკლესიის გარეშე“ მთელი მისი სავსებით, რომლის ერთიანობა სარწმუნოების არსში მდგომარეობს“ (,,ირენიკონ“, 1975, #2, გვ..255).
  7. სერბეთის პატრიარქი პავლე: „მე ყოველი ლიტურგიის დროს პროსკომიდიაში (კვეთა) ვიხსენიებ რომის პაპ იოანე პავლე II-ს“ (ინტერვიუ სააგენტო E.N.I.- სადმი, Вдъ-Информ, აპრილი, 1999).
  8. ვარშავის მიტროპოლიტი საბა: „სხვადასხვა აღმსარებლობათა „სინთეზის“ უმძიმეს გზაზე მრავალი წყალქვეშა კლდეა. კიდევ ბევრი ძალისხმევის დახარჯვა იქნება საჭირო, რათა სხვადასხვა რელიგიათა განშტოებანი ერთ, ძლიერ ხედ იქცნენ. ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას რომის პაპის მიმართ, რომელიც დაუღალავად იღვწის ამ კეთილშობილურ ასპარეზზე“ (,,Religion Today“, 12.6. 99).
  9. ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „თავისი ცხოვრების დასაწყისში ქრისტე ცოდვილი იყო. მან უცოდველობას თანდათან მიაღწია. მასში მიმდინარეობდა ბრძოლა მის ორ ბუნებასა და ორ ნებას შორის“(1988 წლის საშობაო ეპისტოლე, ,,Voice of Orthodoxy“, dekemberi, 1987).
  10. „ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის თეორია ჩემთვის მისაღებია“ (`Voice of Orthodoxy“, იანვარ-თებერვალი, 1987).
  11. მიტროპოლიტი ნექტარიოს კალუმნოსელი (კონსტ. საპატრ.): „როდესაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასობით კათოლიკე მღვდელმა საკუთარ ეკლესიაში მღვდლობა მიატოვა, მართლმადიდებელი ეკლესია სისტემატიურად არიდებდა თავს მათ მიღებას თავის წიაღში, რათა არ მოწამლულიყო ურთიერთობა უძველეს რომის ეკლესიასთან. და როდესაც ევროპის მრავალ სამრევლოს, მათ შორის, იტალიაში — უნდოდათ კიდევ ერთხელ მართლმადიდებლობაში გადმოსვლა, ჩვენ წინდახედულად დავუხურეთ მათ კარი. მართლმადიდებლობა არ საჭიროებს პროზელიტიზმს. ის ამჯობინებს დატოვოს ათასობით ყოფილი კათოლიკე სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე. მაგრამ საუბედუროდ ისინი სხვა ეკლესიოლოგიურ ცდომილებაში ჩავარდნენ — ისინი აღმოჩნდნენ ძველი კალენდრის მიმდევართა ხელში. ამრიგად ეკუმენური დიალოგის სიმტკიცე ურყევი რჩება. (ათენის გაზეთი „ვემა“, 1 მარტი, 1992).

რაღა თქმა უნდა, ილია II-ემ პირად შეურაცხყოფად აღიქვა მეხუთე ტომის გამოსვლა. მოკლედ, საპატრიარქომ აკრძალა ამ ტომის საქართველოს ეკლესიებში გავრცელება! წიგნი მაინც გავრცელდა. მღვდლებისა და ბერ-მონაზონთა ნაწილმა გაავრცელა თავის სამრევლოებში.

1997 წლის გაზაფხულიდან ბერ-მონაზონთა ერთ ნაწილში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი იყო ამგვარი რელიგიური ორგანაზაციის წევრობა, ანუ საპატრიარქოსი, რომელიც ე. მ. ს.-სის ორგანული წევრი იყო. ჩვენც მონაწილენი ვიყავით ამ  შეხვედრებისა და მსჯელობებისა. ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩა საპატრიარქოს და ამავე წლის მარტში მიტროპოლიტმა დანიელმა, მე და ჩემს ძმას, შეხვედრა გვთხოვა (ყოფილი მღვ. დავით დათუაშვილი). ჩვენც შევხვდით. საუბარს ესწრებოდა ეპისკოპოსი პავლეც (ფაჩუაშვილი) და რამოდენიმე მონაზონი. მიტრ. დანიელმა პირდაპირ გვითხრა, რომ საპატრირქო ფლობდა ინფორმაციას ეკლესიაში შესაძლო დიდი განხეთქილების შესახებ და ისიც იცოდა, რომ ჩვენც ვმონაწილეობდით ამ მოძრაობაში. მან გვთხოვა, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა ეკლესიისთვის და ყველანაირად შეეცდებოდა პატრიარქთან ეშუამდგომლა და მოლაპარაკებები ეწარმოებინა, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო. ჩვენ ძალიან უბრალოდ და მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მოვთხოვეთ ე. მ. ს-ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვება ოფიციალურად, და ასევე, საჯარო დაგმობა ეკუმენისტური მოძრაობისა და მისი იდეოლოგიისა, ასევე, უარყოფა ყველა ერთობლივი დოკუმენტებისა. მიტრ. დანიელმა გვითხრა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა და ამის გაკეთება არც იყო საწირო. ერთი არგუმენტიც კი მოიყვანა – ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ ორგანიზაციებიდანო, მაშინ ევროპა და მსოფლიო ბლოკადას გამოუცხადებენ საქართველოს და ხალხი შიმშილით მოკვდებაო, მაშინ ერი მოგვადგება ჩვენო და გვეტყვიან, მოგვეცით პურიო და ჩვენ რა უთხრათ მათო? (მაშინ რას იფიქრებდა, რომ ორ თვეში თვითონვე მოაწერდა ხელს, და თანაც დაჩქარებული წესით, ე. მ. ს. – ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვებას) ჩემმა ძმამ უთხრა; გაყიდეთ დაგროვილი ქონება და მიეცითო, მიტროპოლიტმა უპასუხა – ჩვენ კი გავყიდით, მაგრამ არ ეყოფათო. მე ვუთხარი მაშინ მიტროპოლიტს და ეპისკოპოსს: ე.ი. თქვენ იძახით, რომ თუ ეკლესია ჭეშმარიტების ერთგულებას შეინარჩუნებს, მაშინ ღმერთი მის ერს შიმშილით მოკლავს-თქო?

კითხვა რიტორიკული აღმოჩნდა, პასუხი ბუნდოვანი. მოკლედ, ამას ვერ ვიზამთ ჩვენო–გვითხრეს ეპისკოპოსებმა და ჩვენც საბოლოოდ დავცილდით მათ. ანდა რა საერთო შეიძლებოდა გვქონოდა ასეთ ეპისკოპოსებთან?!

დიდი მარხვის პერიოდში ცხადი გახდა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა აუცილებლად მოხდებოდა. არქიმადრიტი იოანე, არქიმადრიტი გრიგოლი (კობახიძე) და არქიმანდრიტი გიორგი (ხაბეიშვილი) და ბეთანიის მონასტერი მზად იყვნენ უკვე ამისთვის; არქ. იოანემ დაწერა პატარა წერილი. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო მეორე არქიმადრიტმა გიორგიმაც (ბარიშვილი) (შიო-მღვიმის წინამძღვარი) და შიო-მღვიმის მონასტრის სახელით გაგზავნილ იქნა ეს წერილი საპატრიარქოში. წერილს ერქვა – „ობოლ ვიქმნენით ვითარცა არმქონებელნი მამასა“ (ლოცვა იერემიასი). მოგვიანებით ქვათა-ხევის მონასტერიც შემოურთდა ამ მონასტრებს (წინამძღვარი არქ. ბასილი (მაჩიტაძე))

უფრო ვრცლად 1997 წლის მოვლენების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ გვერდზე: http://www.geocities.com/Athens/Thebes/1865/RussIndex.html

მალევე შეიკრიბა სინოდი და ბევრისთვის (და არა ყველასთვის) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო- დაეტოვებინა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” და კ. ე. ც. ი. ძალიან დამფრთხლები და შეშინებულები იყვნენ მაშინ საპატრიქოს კარზე. მე პირადად მიწევდა ხოლმე მისვლა და რიგრიგობით მიმქონდა სხვადასხვა მონასტრების წერილები ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, ამ წერილებს პატრიარქის პირად მდივანს ხელში ვაბარებდი.

აქვე უნდა აღინიშნოს, მანამდე, ჩვენი კარგი მეგობრის და ბერის, არქ. ლაზარე (აბაშიძის) საქციელი. ის, 1997 წლის ზამთრში, ილია II-ზე განაწყენებული ზოგიერთ საეკლესიო საკითხზე, და ასევე ეკუმენიზმის გამოც, გაემგზავრა ათონზე. საიდანაც მუდმივად ჰქონდა ჩემს ძმასთან სატელეფონო კავშირი. ის იძახოდა, რომ ათონელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა უკიდურესი ზომების მიმართვაო და არ გაწყვიტოთ ევქარისტიული კავშირიო. აქ კი მოვლენები, როგორც ზემოთ ვთქვით, ასე წარიმართა: გაზაფხულზე დაბრუნდა არქ. ლაზარე საქართველოში. იყო ორი საუბარი და შეხვედრა მასთან. ის უარყოფითად იყო განწყობილი მომხდარი ფაქტის გამო  და ჯიუტად იმეორებდა: ათონზე  თქვეს ჯერ ადრეაო! მოკლედ, სინოდის სხდომის წინა ღამეს საკუთარი სურვილით ითხოვა აუდიენცია ილია II-სთან და უთხრა, რომ ათონელები იძახიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება, გინდა გამოდი და გინდა არა ეკუმენიზმიდანო! ასე ამბობენ ათონელი მამები: ცუდიაო ეკუმენიზმი, მაგრამ იმ ბერებს არ ამართლებენ, ვინც შენთან კავშირი გაწყვიტაო! ეს ჩვენ მეორე დილას მისი სატელეფონო საუბრიდან შევიტყეთ, როდესაც მან მ. იონეს დაურეკა და თვითონ მოუთხრო ყველაფერი, რაც წინა ღამეს გააკეთა. პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას – ამას ბინძური ღალატი ერქვა, არა ჩვენი და ამ მოძრაობის, არამედ მართლმადიდებლობისა!

ზემოთ აღვნიშნე, რომ ბევრისთვის, მაგრამ არა ყველასთვის, მოულოდნელი იყო სინოდის ეს გადაწყვეტილება. ზეწოლა ძალიან დიდი იყო სინოდზე. სინოდის სხდომის წინა დღეებში ეკუმენიზმიდან გამოსვლის მოთხოვნას შეურთდა შემოქმედის ეპარქიის თითქმის ყველა სასულიერო პირი. ამან კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია სინოდი. ასე რომ,  გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მასებზე და სასულიერო პირთა დიდ ნაწილზე, რომელთაც კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რას წარმოადგენდა ეკუმენიზმი მსოფლიოს ოფიც. მართლმადიდებელ ეკლესიებში, დამამშვიდებლად იმოქმედებდა. ილია II-ემ ეს კარგად და გონივრულად გათვალა. ხოლო მათ, ვინც ეს იძულებითი ნაბიჯი გადაადგმევინა, სასულიერო პირობა შეუჩერა და წინამძღვრობიდან გადააყენა, ხოლო ერისკაცები უზიარებლობით დასაჯა. ასე, რომ ანტიეკუმენისტი გმირიც გამოჩნდა და თანაც თავისი იდეოლოგიური მტრები, ანუ ისინი, ვინც აიძულა ეს გაეკეთებინა, სასტიკად დასაჯა. ავტორიტეტი ერთი ასად აიწია ეგზალტირებულ და ვითომ ანტიეკუმენისტ სამღვდელოების დიდი ნაწილში და მათ სამრევლოებში. ამიტომ მისი ეს ვითომც „სარწმუნოებრივი“ გადაწყვეტილება, (როგორც ამას უწოდებს დღეს ბევრი მოტყუებული ადამიანი) შევამოწმეთ ჩვენი მეორე წერილით, სათაურით – „ღია წერილი საქართველოს ეკლესიის სინოდს“ და ეპიგრაფით „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის ვიდრე კაცთაი“ (სამოც. 5, 29), სადაც მოვთხოვეთ, გაეწყვიტათ კავშირი ყველა ეკუმენისტურ საპატრიარქოებთან. რაზეც, რა თქმა უნდა, საბოლოო და კატეგორიული უარი მივიღეთ. იცოდა ილია II-ემ, რომ უკვე პირველი გადაწყვეტილების შემდგომ მას რამოდენიმე სასულიერო პირისა და მცირე ერისკაცთა ჯგუფის გარდა წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა. ასეც მოხდა. ჩვენი ძველი მეგობრები და თანამოაზრე სასულიერო პირები განეიტრალდენ და დაკმაყოფილდენ სინოდის გადაწყვეტილებით.

არქ. გრიგოლი კობახიძე – დავით გარეჯის წინამძღვარი გაემგზავრა საბერძნეთში ეპისკოპოსის მოსაძებნად. არქ. გიორგი ბარიშვილი თავს იკავებდა ახალი ეპისკოპოსის მოძებნაზე (და დღემდე თავს იკავებს). დანარჩენი სასულიერო პირები ფიქრობდნენ რუსულ ემიგრანტულ ეკლესიაზე, მაგრამ მათ ხმა არ გაგვცეს და ჩვენი წერილები უპასუხოდ დატოვეს. ამ პერიოდში მსოფლიოს რელიგიური ელექტ. პრესა და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდენ მიმდინარე მოვლენებს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაინტერესდენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მოგვწერეს ძალიან თბილი, მხარდამჭერი წერილი. ასევე უნდა ითქას, რომ ამ პერიოდში, მათ ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად მ. ანდრია (ბოროდა), რომელიც იმ წლებში, ამერიკის ერთ-ერთ იურისდიქციაში მღვდელი იყო. მ. ანდრეას ვრცლად გამოკითხეს საქართველოსა და ჩვენს შესახებ ეპისკოპოსებმა და ჩვენთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია არის ნეტარ ხსენებული მთავარეპისკოპოს ავქსენტის, ანუ საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდის ნაწილი ამერიკაში, ხოლო მთავარეპისკოპოს ავქსენტის გარდაცვალების შემდგომ ამერიკაშიც და საბერძნეთშიც მის მემკვიდრეებად დარჩნენ. ჩვენ შეძლებისდაგვარად დავიწყეთ შესწავლა ამ სინოდის ხელდასხმებისა და საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეღრმავებინა მათთან კონტაქტი. მ. იოანე ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა მათ გასაცნობად, ხოლო შემდეგ ამერიკაში იმყოფებოდა სამი კვირა მათთან.

მ. იოანეს დაბრუნების შემდეგ, როგორც მისი მონათხრობით შევიტყეთ სავსებით გამართული იერარქიული მდგომარეობა ჰქონდათ მათ და სარწმუნოებითაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იყვნენ.  ბერ-მონაზვნებმა და ერისკაცებმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავსულიყავით მათ იურისდიქციაში და ხელდასხმა მიგვეღო მათგან.

აი, ძალიან  მოკლე ისტორიული ექსკურსი იმ მოვლენების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო ეკუმენიზმთან ბოლო 20-25 წლის პერიოდში. რაც შეეხება, კანონიკურობას ჩვენი მოქმედებისა, რაღა თქმა უნდა, სრული უფლება გვქონდა გავმიჯნოდით მწვალებელ ეპისკოპოსს ორგზისი კრების მე-15 კანონის მიხედვით (იხ. დიდი სჯულის კანონი).

სინანული გვმართებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ 80-იან წლებში არ გავწყვიტეთ რელიგიური ერთობა ეკუმენისტებთან.

საქართველოში ეკუმენიზმის ფუძემდებელია ილია II. ამაზე მეტის თქმა, აღარც არის საჭირო. ვისთვისაც ეკუმენიზმი მწვალებლობა და უფრო მეტიც, მწვალებლობათა კრებული არ არის, მისთვის მართლმადიდებლობა, ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ იქნება!

რაც  შეეხება თქვენს კითხვას – რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

მახსენდება 1997 წლის ზაფხული, როდესაც ბეთანიის მონასტერმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი ილია II-სთან, მაშინ იქ ბევრი სასულიერო პირი ჩამოდიოდა ბერთა „გონს მოსაყვანად“ მათ შორის მ. ზურაბი (ანთაძე). ბოლო ჩამოსვლისას უსიამოვნო ლაპარაკი შედგა ბერებსა და მ. ზურაბს შორის, რის გამოც ნაჩქარევად მოუწია მონასტრის დატოვება. გარეთ მანქანა ელოდებოდა. გავაცილე და ვუთხარი: მ. ზურაბ, იცოდე რკინის ქალამნებს ჩავიცმევთ და რკინის ჯოხს მოვიძიებთ და თუ საჭირო იქნება, ანტარქტიდაში ჩავალთ და იქ მოვძებნით მარლმადიდებელ ეპისკოპოსს-მეთქი. თითქმის ასეც მოხდა, სულ ცოტა დაგვაკლდა ანტარქტიდამდე.

რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შევედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

რა საეკლესიო კანონის საფუძველზეც წმ. იოანე გუთელი (მისი ხსენება წელიწადში ორჯერ არის საქართველოში) ჩამოვიდა საქართველოში და ეპისკოპოსად კურთხევა მიიღო, რადგანაც მთელს აღმოსავლეთში საყდრებს ხატმბრძოლები განაგებდენ. მანახეთ საქართველოში ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვიტყვი, რომ შევცდით ასე შორს რომ მოვიძიეთ ეპისკოპოსები.

ბერ-მონაზვნობას და სამრევლოებს თბილისში, ქუთაისში, გურიაში ეკლესია სჭირდებოდათ, ღვთისმსახურება, საღმრთო საიდუმლოებების მიღება და მათში მონაწილეობა, ანუ, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ცხონება. ხოლო ამ ყველაფერს კი ეპისკოპოსი სჭირდება.. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. – „და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი, დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა; ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა, რათა არღარა ვიყუნეთ ყრმა ჩვილ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღვრებისასა, სივერაგითა კაცთათა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა“ (ეფეს.4, 1114)

ვლასტარის ალფაბეტურ სინტაგმაში, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტორიტეტულ კანონიკურ ძეგლადაა მიჩნეული, განსაზღვრულია პატრიარქის (პირველიერარქი ეპისკოპოსის) ფუნქციები. მასში ვკითხულობთ: „პატრიარქი არის ცოცხალი ხატი ქრისტესი საქმითა და სიტყვით, იგი არის ჭეშმარიტების ჭურჭელი. პატრიარქი მოწოდებულია ცხონების გზით ატაროს მისთვის ჩაბარებული სულები, იცხოვროს ქრისტეში და მიბაძოს პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: „სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე – სოფლისა“ (გალ. 6,14). პატრიარქი ყველას ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს, არ უნდა შეეშინდეს და შერცხვეს ჭეშმარიტებისა და დოგმატების დაცვისა, აგრეთვე სიმართლის თქმისა და კეთილმსახურებისაკენ მოწოდებისა თვით მეფეთა წინაშეც კი. ის ერთია დადგენილი შუამდგომლად და მსაჯულად სინანულისა და მოსაქცევად ცოდვათა და მწვალებლობათაგან“.

ამრიგად, სწორედ ეპისკოპოსი არის ღმერთისგან დადგენილი იერარქი და მხოლოდ მის მიერ მიჰმადლებს უფალი სული წმიდის ნიჭებს სამღვდელო დასს, ანუ კლიროსის ქვემდგომ იერარქიას – პრესვიტერებსა და დიაკვნებს. ასე რომ, ყველა საიდუმლოს და მღვდელმოქმედებას ეკლესიაში აღასრულებს მხოლოდ ეპისკოპოსი, ან თვითონ უშუალოდ ანდა სამღვდელოების მეშვეობით, როგორც ამას წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწავლის.

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ, მართალნი (სამღვდელოება და მრევლი) შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან, რათა ყოველივე თანხმობაში იყოს ერთიანობით („ეფესელთა მიმართ”). ამრიგად, წმ. ეგნატეს სწავლებით, ეპისკოპოსი არის ხატი ქრისტესი, რომელიც ერთობაშია თავის სამწყსოსთან ისევე, როგორც ქრისტე მამასთან და ქრისტე ეკლესიასთან, ანუ „ერთ ხორც„ (ეფეს.5,2932). ეს არის საიდუმლო ეპისკოპოსის ერთობისა თავის ეკლესიასთან!

როგორც ქრისტე არის ერთარსი მამისა ბუნებით და მადლით, ასევე, ეპისკოპოსიც, სრულ ერთობაშია ეკლესიასთან სარწმუნოებაში და სარწმუნოების საქმეებში. შეუძლებელია, ეკლესიაში, ეპისკოპოსსა და მრევლს სხვადასხვა სარწმუნოება ჰქონდეთ, ისევე, როგორც შეუძლებელია სხვადასხვა ბუნება ჰქონდეთ ქრისტეს და მამას! წმ. ეგნატესათვის მართლმადიდებლობის კრიტერიუმი ეპისკოპოსის სარწმუნოებაა, ყველა (სამღვდელოება და მრევლი) სრულ თანხმობაში უნდა იყოს ეპისკოპოსთან. ამასვე ევედრება კორინთელებს წმ. პავლე მოციქული: „რათა მასვე იტყოდეთ ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა„ (1კორ. 1,10).

„ეკლესიის წინამძღოლის – ეპისკოპოსის მიხედვით ცხონდება ანდა ხიფათში ვარდება მთელი ეკლესია” (წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, წერილი #34).

ხოლო წმ. ირინეოს ლიონელი უფრო შორს მიდის: – „წმ. ირინეოს ლიონელი მწვალებელთა რანგში აყენებს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც საკუთარ სიამოვნებას ემსახურებიან, ქედმაღლობენ თავიანთი თანამდებობოთ და ფარულად მრავალ ბოროტებას სჩადიან. იგი მოუწოდებს ქრისტიანებს განეშორონ ანუ გაწყვიტონ ერთობა ყველა ასეთთან” («Против Ересей», IV, 26, 3-4). მართლმადიდებლობის კრიტერიუმად წმ. მამა „სამოციქულო ხელდასხმას, შეურყვნელ, უმწიკვლო სწავლებას და ზნეკეთილ, უბიწო ცხოვრებას” (იქვე, 26,5) მიიჩნევს.

შეგვიძლია გავაგრძელოთ მოციქულთა და მამათა ციტირება ამ საკითხზე, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ინტერვიუს ფორმატს გაუჭირდება ამ ზღვა მასალის დატევნა.

ასე, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად გვჭირდებოდა და როცა დრო მოვა, აქ საქართველოში ადგილობრივი ეპისკოპოსიც გვეყოლება!

კითხვა: დაგვიხასიათეთ, თუ შეიძლება, ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც განუდეგით ქართული ოფიციალური ეკლესიის სინოდს თავის დროზე; და რატომ უწოდებენ სქიზმას თქვენს ეკლესიურ ერთობას; და რა კანონის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს თქვენი მღვდელოქმედება და საეკლესიო ერთობა სქიზმად? ე.ი. გთხოვთ, კანონიკურად განმარტოთ რა არის სქიზმა და რა არის დედაეკლესია?

პასუხი: მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ უკვე. რაც შეეხება სქიზმას. სქიზმა მაშინ იქნებოდა, თუ ჩვენ ორგზისი კრების მე-13, მე-14 და მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვიქცეოდით და საეკლესიო ერთობას დავარღვევდით, სხვადასხვა არა სარწმუნოებრივ მიზეზთა გამო!

წმ. ბასილი დიდი ამბობდა: ეკლესიაში სქიზმა შემოაქვს მას, ვისაც ეკლესიაში შემოაქვს სიახლე. თქვენ განსაჯეთ, ვის შემოქონდა 1962 წლიდან ეკუმენისტური სიახლეები ეკლესიაში? (ამ წლიდან მონაწილეობდა ილია II ეკუმენიზმში, 1961 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად)!

რაც შეეხება წმ. მამათა სიტყვას, რომ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო, ზედმიწევნით ესადაგება სხვადასხვა მწვალებლობათა რელიგიურ სინკრეტიზმში ათქვეფილ ე.წ. ოფიც. მართლმადიდებლურ საყდრების მპყრობელებს. ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ დედაეკლესია განისაზღვრება ადგილდებარეობის, ისტორიულობის, ეროვნულობის ან სხვა რაიმე ამასოფლიური ნიშნით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები თქმული ებრაელი ერის მიმართ –

  • „9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
  • 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.” (მათ. 3,9-10)
  • 11. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
  • 12. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. (მათ. 8,11)
  • 39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. (იოან. 8,39)
  • 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. (იოან. 8,58).

მაცხოვრის მიერ ნათქვამი სიტყვები დღემდე ძალაში რჩება. სადაც არ არის ღმერთის ჭეშმარიტი მსახურება, ანუ სადაც არ არის მართლაღმსარებლობა ჭეშმარიტებისა, იქ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ეკლესია!

„აწ უკვე სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი სიტყვითა ღმრთისაითა„ – (რომ.10, 17) კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათ. 16, 18). აწ უკუე მაუწყეთ, თუ რომელსა პირსა, ანუ რომელსა სიტყუასა ზედა იქმნა ერთობაი ეგე, და უკუეთუ კეთილად იქმნა, არცა მე უცხო ვიქმნე მართლისა წესისაგან. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ცხოვრება)

წმ. მაქსიმე აღმსარებლის ეს ბრწყინვალე განმარტება ეკლესიისა დღევანდელ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთათვის დიდი სულიერი ნუგეშინისცემაა! ასე, რომ დედაეკლესია არის იქ, სადაც ჭეშმარიტების ერთგულებაა და არა ეკუმენიზმისა ან სხვა რამ წვალებისა!

კითხვა: გთხოვთ, დაახასიათოთ ასევე, მსოფლიო ოფიციალური ეკლესიების დღევანდელი კანონიკური მდგომარეობა, სინამდვილეში არიან ისინი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, თუ ატყუებენ ერებს და რაში მდგომარეობს მათი ეს ტყუილი?

პასუხი: რომელ საეკლესიო კანონებს არღვევენ დღევანდელი ოფიც. საპატრიარქოები?

მოციქულთა კანონები 10, 11, 30, 45, 46, 65, 71. პეტრე-პავლეს განწესებანი 8,9, 10 11. ლაოდიკია 6, 9, 14, 33, 31 34, 39. ანტიოქიის 1, 2. მე-7 მსოფლ. საეკლ. კრება 1.

აი, მათი კანონიკური მდგომარეობა!

სახელგანთქმული კანონისტი ნიკოდიმოს მთაწმიდელი წერს: „ეს წიგნი (პიდალიონი – „დიდი სჯულის კანონი”) არის ღმრთაებრივი წერილი წმიდა წერილის შემდეგ, აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ. ეს წიგნი არის მარადიული საზღვრები, რომლებიც ჩვენმა მამებმა დაგვიწესეს, კანონები, რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულ წმიდისაგან მიიღეს. ეს წიგნი წეშმარიტად საწეა („პიდალიონი” ნიშნავს საწეს) კათოლიკე ეკლესიისა, რომლის მართვითაც ეკლესია თავის მეზღვაურებსა და მგზავრებს, ვგულისხმობ სამღვდელოებასა და მრევლს, ცათა სასუფევლის მშვიდ ნავთსაყუდელში მიიყვანს”.

მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებსა და განწესებებს ჩვენ ვღებულობთ, როგორც თვით წმიდა სახარებებს თანახმად VI მსოფლიო კრების 2 კანონისა და ნოველათა II ტიტულის 3 მუხლისა ( იგულისხმება წმ. იმპერატორ იუსტინე დიდის „ნოველები”), სადაც ვკითხულობთ: „შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დოგმატები ისევე უნდა იქნას დაცული, როგორც საღმრთო წერილი”. აქედან ჩანს, თუ რატომ ვღებულობთ და ვაღიარებთ წმიდა კრებათა კანონებს ისევე, როგორც წმიდა წერილს, რადგანაც ისინი ღმერთშემოსილ მამათა მიერ არიან დამტკიცებულნი, რომელნიც ღმერთმა ეკლესიაში მასწავლებლებად დაადგინა, ისევე, როგორც მოციქულები და წინასწარმეტყველები (1 კორ. 12; 28). მათ მიერ დადგენილი კანონები ღმრთივშთაგონებულნი არიან, ვითარცა საღმრთო წერილი ისინი არიან „სანთელნი მთებარენი ადგილსა შინა წყვდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს” (2. პეტრე. 1; 19). რამეთუ სული წმიდა, რომელიც მოციქულთა მიერ მეტყველებდა, ასევე მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მიერ” („აღმოსავლეთის პატრიარქთა პასუხები ანგლიკანთა შეკითხვებზე”. 1716-1725 წ.)

ვგონებ, ჩემი კომენტარები ზედმეტი იქნება!

კითხვა: გვესაუბრეთ, თუ შეიძლება, ევქარისტიაზეც, რა არის ევქარისტიული ერთობა, და თუ საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბწოდან” მაგრამ მაინც იმყოფება “ეკლესიათა მსოფლიო საბწოს” წევრ ეკლესიებთან ევქარისტიულ ერთობაში, ნიშნავს თუ არა ეს, მძიმე სახის ერეტიკული სახის ცოდვას?

პასუხი: ქრისტეში ერთობას ევქარისტიული ერთობა ჰქვია. მისი გამოხატულებაა ლიტურგიკული ერთობა, სადაც და რომლის დროსაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ყველა ჭეშმარიტი მაზიარებელი ქრისტეს იღებს თავის თავში, ხოლო ქრისტეში ჩვენც ყველანი ერთმანეთის თანაზიარნი ვხდებით, და მყარდება ჩვენს შორის მისტიური ერთობა მაცხოვრის აღთქმისაებრ. ანუ რწმენა მაცხოვრის ამ სოფლად მოტანილი სწავლებისა და მისი ერთგულება განაპირობებს ზიარების ჭეშმარიტებას. თუ სხვადასხვა სარწმუნოებათა მატარებლები ერთად ეზიარებიან, რაღა თქმა უნდა, ისინი ქრისტეს ვერ ეზიარებიან და ამიტომაც, არც მათი ერთობა, ანუ ეკლესია, იქნება თანაზიარი ქრისტესი. აი, რას გვასწავლიან წმიდა მამები – „სასჯელად გინა დასასჯელად ეზიარება ყველა, ვინც უგუნური დაუდევრობით მწვალებელთან ან განხეთქილების მოქმედთან ეზიარება, ისინი მწვალებლების მსჯავრით განისჯებიან” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილი #62). წმ. ბასილი დიდი იმდროინდელ მდგომარეობას ეკლესიაში „ღამის ბრძოლას” უწოდებდა, როდესაც შეუძლებელია მტერ-მოყვარის გარჩევა. მისი თქმით, მწვალებლები, „ბოროტი განზრახვით ამახინჯებდნენ რა სწავლებას, ჭეშმარიტების საბურველში ხვევდნენ მას და ამით ატყუებდნენ მრავალს. ასე მიაჩვიეს მათ უბრალო ხალხი ერეტიკულ სიცრუეს. ეკლესიის ყოფილ მრევლს უწმიდური პურით აპურებენ. იმათაც რა ქნან? ყველაფერი მწვალებლების ხელშია: ნათლობა, წესის აგება, სნეულთა დახმარება, მწუხარეთა ნუგეშისცემა, გაწირვებულთა შეწევნა, ყველანაირი დახმარება, ზიარება. რაკი ყოველივე ამას ხალხისათვის მწვალებლები ასრულებენ, ეს მწვალებლებთან ერთსულოვნების კვანძად იქცევა” (წმ. ბასილი დიდი, წერილი #235). მაშინაც ძალიან მძიმე დრო ედგა წეშმარიტ ეკლესიას. „ერთობა მართლმადიდებლებთან და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა წეშმარიტების მტრებთან” (ბასილი დიდის წერილი ევსევი სამოსატელისადმი). აი, პრინციპი რის მიხედვითაც მოქმედებდა წმ. ბასილი დიდი და ჩვენც კარგი იქნება თუ დავუჯერებთ მას.

ამიტომაც გვმართებს გაფრთხილება ქრისტეს სარწმუნოებისა და მისი ერთგულება, რომ მისი ნაწილები ვიყოთ და მადლის მიერ განვეღმრთოთ მასთან ზიარებით. და ამიტომაც მართებს ეკლესიას ქრისტეს მიერ წეშმარიტი მორწმუნეობა და დგომა წეშმარიტებაზე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება წეშმარიტი ერთობა ანუ ეკლესია!

მოკლედ, რომ ითქვას, ევქარისტიული ერთობა არის ერთობა იესო ქრისტეში, ყველა მისი ჭეშმარიტი მორწმუნისა, ანუ მათი, ვინც ქრისტეს სწავლების დაუმახინჯებელი აღმსარებელია. ვინ ამახინჯებს ქრისტეს სწავლებას? მწვალებლები და მათთან რელიგიურ-რიტუალურ ერთობაში მყოფი ე. წ. ოფიც. მართლმადიდებლური საყდრები!

ამიტომ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ საქ. ოფიც ეკლესია რადგან განცხადებით, ანუ სიტყვით გამოვიდა ე. მ. ს-დან და კ. ე. ც-იდან, ამიტომ აღარ არის მწვალებლობათა მთელი ნაკრების, ანუ ეკუმენიზმის თანაზიარი. ვისთანაც ვიმყოფებით ევქარისტიულ ერთობაში, მისი სარწმუნოების თანაზიარნიც ვხდებით (თუ რა თქმა უნდა, ეს სარწმუნოება ერეტიკოსთა მხრიდან გაცხადებულია, ანუ საჯაროა, როგორც ეკუმენიზმის შემთხვევაშია).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, თუ რა არის ახალმესტილეობა და რა სახის ცოდვას წარმოადგენს ახალი სტილის კალენდრის მიმდევრობა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ძველი სტილით მოქმედებენ, ახალმესტილეებთან ერთობით რა კანონიკურ დარღვევას და ცოდვას სჩადიან?

პასუხი: პაპის გრიგორი XIII მიერ ახალი სტილის შემოღებისთანავე მსოფლიო პატრიარქმა იერემია II მაშინვე, 1582 წელს, თავის სინოდთან ერთად დაგმო დროის ახალი რომაული აღრიცხვა, როგორც უთანხმოებაში მყოფი მართმადიდებელი ეკლესიის გადმოცემასთან. მომდევნო, 1583 წელს, პატრიარქმა იერემიამ ალექსანდრიის პატრიარქის სილიბისტროსა და იერუსალიმის პატრიარქის სოფრომ VI მონაწილეობით მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო რომის ეკლესიაში გრიგორიანული კალენდრის შემოღება, როგორც მთელი მსოფლიო ეკლესიის საწინააღმდეგოდ წმიდა აღდგომის დღის დადგენის შესახებ I მსოფლიო კრების დადგენილების დამრღვევი მოვლენა. ეს კრება, 1583 წლის 20 ნოემბერს, მოუწოდებს მართმადიდებლებს მტკიცედ და უდრეკად, სისხლის დათხევამდეც კი დაიცვან მართმადიდებლური კალენდარი და იულიანური პასქალია, ხოლო ამ დადგენილების ყველა დამრღვევს უცხადებს ანათემას, მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთას. ასეთივე გადაწყვეტილების შესახებ კონსტანტინეპოლის კრებამ აცნობა აღმოსავლეთის ყველა ეკლესიას, მოსკოვის მიტროპოლიტ დიონისეს, იონიის კუნძულების ეკლესიას, დასავლეთ რუსეთში მართმადიდებლობის სახელგანთქმულ დამცველს, თავად კონსტანტინე ოსტროჟსკის, ვენეციის დოჟს, ნ. დაპონტეს და საეკლესიო შფოთის აღმძვრელს გრიგორი XIII-ს.

ასევე, აბსოლუტურად უარყოფითად უდგებოდნენ ახალი სტილის შემოღებას მსოფლიო პატრიარქები და მათთან ერთად მთელი მსოფლიო ეკლესია მომდევნო საუკუნეებშიც. მაგალითად, კონსტანტინეპოლის პატრიარქი კალენიკე XI და ანტიოქიის პატრიარქი ათანასე (1686-1728) მოწმობდნენ, რომ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა კათოლიკეებთან ერთად არის მარხვების შესახებ მართმადიდებელი ეკლესიის დადგენილების უარყოფა, ხოლო რომაული ეკლესიის წესდების გამოყენება – მართლმადიდებლობის ღალატი და წმიდა მამათა ანდერძებიდან განდგომა, რაც დამღუპველია მართმადიდებელი ეკლესიის შვილებისთვის. ამიტომ თითოეული ქრისტიანი ვალდებულია იდღესასწაულოს აღდგომა და მასთან დაკავშირებული სადღესასწაულო დღეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის პრაქტიკისა და არა მისგან განსხვავებული, რწმენის თვალსაზრისით ჩვენთვის უცხო დასავლური ტრადიციის შესაბამისად. მსოფლიო პატრიარქი კირილე V თავის მრგვლივმავალ ეპისტოლეში 1756 წელს ყველა ქრისტიანს, ვინც ახალი სტილი მიიღო, შეაჩვენებს წარმავალ და ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებაში.

ახალი სტილის მიღებისგან, როგორც უდიდესი ცოდვისგან მართმადიდებელი ქრისტიანების გაფრთხილების მიზნით მსოფლიო პატრიარქი ანთიმოს VI აღმოსავლეთის სხვა პატრიარქებთან: ალექსანდრიის პატრიარქ იეროთეოზთან, ანტიოქიის – მეთოდესთან, იერუსალიმის – კირილესთან და მათ სინოდებთან ერთად 1848 წლის ეპისტოლეში ერთიანი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სახელით ამგვარ აზრს გამოთქვამს აღმსარებლობის შესახებ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან მართმადიდებლობის შემნახველი ჩვენთან თავად ეკლესიის სხეული, ანუ ხალხია, რომელსაც ყოველთვის სურს, შეინარჩუნოს რწმენა უცვლელად, მამების რწმენის შესაბამისად… და გვქონდეს აღმსარებლობა, რომელიც მივიღეთ მათგან, წმიდა მამებისგან, განვუდგეთ ყოველგვარ სიახლეს, როგორც ეშმაკის შთაგონებას, რომელსაც თუ კი ვინმე მიემხრო ან საქმით, ან სიტყვით, ან გულისთქმით, მან უკვე უარყო ქრისტეს რწმენა, უკვე ნებაყოფლობით დაექვემდებარა მარადიულ ანათემას სულიწმიდის გმობისთვის, რომელიც თითქოს არასრულყოფილად მეტყველებს წმიდა წერილისა და მსოფლიო კრებების საშუალებით. ასე რომ, ყველა, ვინც სიახლეს ემხრობა, – ერეტიკოსი იქნება ის თუ განხეთქილების ჩამომგდები, ნებაყოფლობით იმოსება წყევით, როგორც სამოსლით (ფსალ. 108,18), მიუხედავად იმისა, პაპები არიან, პატრიარქები თუ ერისკაცები. ანგელოსიც რომ იყოს ზეციდან – ანათემა მას”.

1902-1904 წლებში ცნობილი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის, იოაკიმე III ინიციატივით კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, საბერძნეთის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთისა და ჩერნოგორიის ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, თავისი წარმომადგენლების სახით, უარყვეს კალენდრის – პაპი გრიგორი მეცამეტესეული რეფორმა.

იგივე აზრი გამოთქვა, სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებამ 1917-18 წლებში, და გამოიტანა დადგენილება, საეკლესიო დროის აღრიცხვის ძველი სტილის მიყოლის თაობაზე. ამ დადგენილების მიღებისას, მოსკოვის კრებამ, სხვა საფუძვლებთან ერთად გაითვალისწინა, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, მამა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ლებედევის აზრი, რომელიც სამეცნიერო-ასტრონომიური და საეკლესიო-კანონიკური მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა გრიგორიანულ სტილთან ყოველგვარი დაახლოების დამღუპველობას და უპირობო უპირატესობას იულიანურ სტილს ანიჭებდა.

სამწუხაროდ, 1923 წელს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მელეტის1) მიერ მოწვეულმა სრულიად მართლმადიდებლურმა კონგრესმა2) დაარღვია წმიდა ტრადიციები, რომლებსაც ასეთი მოშურნეობითა და სიწმინდით იცავდნენ მსოფლიო პატრიარქები საუკუნეების განმავლობაში. ამ კონგრესზე გადაწყვიტეს ახალ სტილზე გადასვლა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი მოსახლეობა საშინელი აღშფოთებით შეხვდა ამ ანტიკანონიკურ სიახლეს. პატრიარქი მელეტი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ამის მიუხედავად კონსტატინოპოლის შემდეგმა პატრიარქმა გრიგორიმ 1924 წელს სცადა შემოეღო ახალი სტილი ყველა უძრავი დღესასწაულისათვის, ხოლო დროებით, მსოფლიო კრების მოწვევამდე, აღდგომისა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები აღენიშნათ ძველი პასქალიის მიხედვით. საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალურ ორგანოში, ჟურნალში „ეკლეზია” და ზოგიერთ რუსულ გაზეთში, თავისი და სინოდის სახელით, მან დაბეჭდა სიგელი კონსტატინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის შესახებ.

კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ათანასეს გავლენით რუმინეთის ეკლესიამაც შემოიღო ახალი სტილი უძრავი დღესასწაულებისთვის. მაგრამ აღმოსავლეთის – ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის – პატრიარქებმა თავისი საპატრიარქოების წმინდა კრებებთან თანხმობით, გადაწყვეტით უარყვეს არსებული საეკლესიო დროის აღრიცხვის3) შეცვლის საკითხი. ასევე უარყოფოთად განეწყო პატრიარქ გრიგორის სიგელის მიმართ ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ამ სიგელის საპასუხოდ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა მსოფლიო პატრიარქს ამცნო, რომ თუმცა მან მიიღო სიგელი 10 მარტიდან ახალი სტილის შემოღების შესახებ, მაგრამ რუსულ ეკლესიაში ახალი სტილის შემოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო. სრულიად უარყოფითად შეხვდნენ საეკლესიო დროის აღრიცხვაში ახალი სტილის შემოტანას საზღვარგარეთ მყოფი რუსი მღვდელმთავრების კრებები, რომლებიც 1923, 1924 და 1925 წლებში შედგა.

ჩვენ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან უნდა ვიყოთ, რომლებიც კანონიკური დადგენილებების საფუძველზე მკაცრად, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე მიყვებიან ძველ სტილს, თავის საეკლესიო ცხოვრებაში. ეს დადგენილებები უნდა იყოს ურყევი, რადგან წარმოადგენენ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ერთ-ერთ საფუძველს.

26 Responses to “მღვდელი ზურაბ აროშვილი(ინტ.)”

  1. ივერიელი Says:

    მღვდელი კი არა სალახანაა, მსგავსი მატლები ყოველთვის არსებობდნენ და ცდილობდნენ წყლის ამღვრევას, მაგრამ ქართული ეკლესია იდგა და იარსებებს უკუნისამდე, ხოლო მატლები და ჭიები მიწადაც კი არ მიიქცევიან.

    სამღვდელოება არაა ეს, ეს არის თვითმარქვია წარწყმედილების სექტა!

  2. daviTi Says:

    ახ, რას ბრძანებთ და რატომ კადრულობთ ასეთ განკითხვას თქვენ არავის განმკითხველნო, თანაც ჩვენს მიერ აღიარებულ მღვდელს არამც თუ განიკითხავთ ეს თქვენ ყოვლად არაგანმკითხველნი, არამედ ლანაძრვით “სალახანასაც” უწოდებთ, ეს რა უსაფუძვლო და არაფრის მთქმელი ბრალდებები გაგაჩნიათ? თუ შეიძლ;ება განგვიმარტეთ რა “სალახანობა” ჩაიდინა მამა ზურაბ აროშვილმა, რაც არ ჩაუდენია თქვენსს უნეტარესს ილა მეორესა? რადგანაცა “გულთა-მხილველმა ის უნდა ამოიკითხოს სხვის გულში, რაც იქ სწერია და არა ის, რაც თვითონ სურს რომ ჩაწერონ.” (აკაკი წერეთელი)

  3. stalker Says:

    “თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს” (ილია მეორე)
    მატლები და სალახანები თავადა ხართ ასეთ ერეტიკულ ბოდვებს რომ წერთ, აიხედე ზევით რა კომპრომატებია თქვენი სამღვდელოების საქართველოში იქნება ეს თუ თუ უცხოეთში და ამის მერე ჩვენ გვეძახით სალახანებს და მატლებს? შენ რა ეს ინტერვიუ არ წაგიკითხია, ერთუჯრედიანი მატლის მეტი ვინ დაწერს ესეთ სიგიჟეს ივერილო “მატლო”:
    ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „თავისი ცხოვრების დასაწყისში ქრისტე ცოდვილი იყო. მან უცოდველობას თანდათან მიაღწია. მასში მიმდინარეობდა ბრძოლა მის ორ ბუნებასა და ორ ნებას შორის“(1988 წლის საშობაო ეპისტოლე, ,,Voice of Orthodoxy“, dekemberi, 1987).

  4. stalker Says:

    „ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის თეორია ჩემთვის მისაღებია“ (`Voice of Orthodoxy“, იანვარ-თებერვალი, 1987). ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „
    ეს კი ივერიელო “მატლო” ჭეშმარიტად “სალახანური” გამონათქვამია თქვენი მსოფლიო ეკლესიის სამღვდელოების ერთთერთი “სალახანა” წევრის, რადგან ესეთ სიგიჟეს ეპისკოპოსი კი არა არამედ იეღოვას და ბპტისტების რიგითი უვიცი წევრიც კი არ იტყვის

  5. Lashab Says:

    „ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის თეორია ჩემთვის მისაღებია“ (`Voice of Orthodoxy“, იანვარ-თებერვალი, 1987). ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „

    amaze ramdeni vicineee😀 nutu es martla tkva am adamianma? male bibliis magivirad darvinis cign “saxeobata carmoshoba”-ze iloceben😀

  6. Lashab Says:

    martla ver carmovidgendi rom es episkoposs sheizleboda etkva… martlac episkoposi ki ara arc erti sekta ar itkvis amas, kvelas scamt gmertis, da imis rom biblia kategoriulad uarkops darvinis teorias🙂

    magi ki ara, iehovas mocmes darvini rom vuxsene, sasacilod ar eko, bibliidan da tanamedrove mecnierebis agmochenebidan damimtkica rom darvinis teoria aris absurdi, da mas seriozulad agarc ganixilaven…

    xolo episkoposs raga daemarta… martla aseti situaciaa msoflio sapatriarkoshi? vgulisxmob konstantinopolis sapatriarkos…😦

  7. GiorgiQoiava Says:

    Antiqristianuli Saiti Aris Es Rom Ageriot Xalxno Azrebi

    • ნიკა Says:

      და ეს თქვენი პატრიარქები და ეკლესიები, ვინც ასეთებთან ლოცულობენ ქრისტიანულია და აზრების ღვთიური წყობა გააჩნიათ?

      ———————————–
      ”სერბეთის პატრიარქი პავლე: „მე ყოველი ლიტურგიის დროს პროსკომიდიაში (კვეთა) ვიხსენიებ რომის პაპ იოანე პავლე II-ს“ (ინტერვიუ სააგენტო E.N.I.- სადმი, Вдъ-Информ, აპრილი, 1999).”

      ————————————
      ამას იხსენიებენ კვეთაში.

      • ნიკა Says:

        საუკუნეთა განმავლობაში ათონის მთა მოგეხსენებათ რომ ბერთა სავანეა. 20 ძირითადი მონასტრიდან წმინდა მთას ერთი მონასტერი – ესთიგმენიაღა შემორჩა. სხვა დიდი მონასტრები კონსტანტინოპოლის ეკუმენისტურ საპატრიარქოს ემორჩილებიან. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (ამჟამად პან-ეკუმენისტი გაკათოლიკებული პატრ. ბართლომე) დრო და დრო იერიში მიაქვს პოლიციის ძალებით, რათა ბერები ესთიგმენიიდან გამოასახლონ. ამ მონასტრის საღმრთო სულიერი გერბია ცნობილი გამოთქმა ”მართლმადიდებლობა ან სიკვდილი”. ვნახოთ, როგორია ესთიგმენია.

      • ნიკა Says:

        მალე გამოვაქვეყნებთ წერილს ათონის მთაზე ლათინთა ინკვიზიციურ მხეცობაზე და ბერთა მასიურ მკვლელობებზე. აი, ეს მცირე ნაწყვეტი.

        ———————————

        От рук папистов особенно пострадали Великая Лавра Св. Афанасия, Иверская и Ватопедская обители, а также монастырь Зограф, где были зверски замучены 27 монахов, 21 инок и 4 мирянина. Братия погибала со словами: «Лучше угодить Христу, чем антихристу!» Множество монахов тогда были зарезаны, умучены, истерзаны, сожжены и повешены. С тех пор и поныне одно из мест на Афоне так и называется — фурковуни, что значит «виселичная гора». Те, кто возвращались на руины и пожарища, «находя свои жилища сожженными и разрушенными, а братьев убитыми, горько плакали». Тогда Афонская Гора, подобно Рахили, рыдала о своих детях. «Да и кто бы, смотря на все это, не заплакал? — отметил летописец. — Вопль и рыдание доходили тогда до небес. В глубокой скорби погребали по всей Святой Горе святых, кого где находили» (4, т. 2, 246). Впрочем, утешались тем, что всякая жертва нечестивых неприятна Богу; православные же, если и страдают в нынешнем веке, надеются восприять от Христа небесные блага. Что действительно будет!

      • ნიკა Says:

        ვთხოვ, რედაქტორს, ეს ბოლო ვიდეო აიტანოს სამხილებლად, მ. ზურაბის ინტერვიუს ცენტრში.

  8. vincxa Says:

    tqven ra xali xopilxar tqven vin mogcat vinmes gankitxvis upleba satanistebs sxvas udzaxit da tqven xart satanistebi tqven xlesht saqartvelos eklesias da saxelmwipos idzaxit ro amerikeliebi arian masonebio da tqven vin xart ?? amit vis wisqvilze asxamt wyals ver xvdebit ??? gmertma gishvelot ….

    • davit Says:

      კაცო რა გინდა შენა რა წისქვილებზე ლაპარაკობ, რაიმე ავი სიზმარი ხომ არ გინახია სერვანტესისა, ვინ მოგვცა მწვალებლების მხილება განკითხვის უფლება ღმერთმა დაგვრთო მაგის ნება, მემრე კიდევა რა არის კაცო რა ბოლოსდაბოლოს წაიკითხეთ ხოლმე სახარება ასე როგორ შეიძლება ზეპირად ხოლმე განკითხვა არ განკითხვებზე მსჯელობა!

      • davit Says:

        ჰეი შენ ვინცხა ხარ! ამდენი გუნდა გუნდა წმინდა მამებია გამოქვეყნებული აქა ამდენი იუდა მოციქულებისა მხილებებია, ამდენი კიდევა ქრისტეს კანონები და მაინც ბედშავო ვერაფერი ვერ გაგიგია და სატანისტები ხართო ეს ჩვენ გვეძახი? დაიკარგე აქედან შე მასონების ფეხის მტვერო, როგორ შესტკივა ხედავ გული რქიან ბუშებსა და კალიფორნიის შტატის ლეზბოსურ-პედრერასტთა დამკანონებელს კონსტიტუციაზედა! რა დაემართათ კაცო ამ ზოგიერთ ქართველებსა ასე მალე როგორ მაოსწრეს გადაგვარება გაოხრება

      • dato(lenon) Says:

        დავით, ყარაულ ძაღლად ხომ არ დაგაბეს დიდგორის ჭიშკართან! ყეფ და ყეფ გაუთავებლად. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის😀

      • dato(lenon) Says:

        p.s——–შენს დიდგორს ბრდღვნიან ფესბუკზე აქ რაღას დარაჯობ, შემო ფეისბუკზე დარეგისტრირდი დადე ფოტო გიხილოთ ერთი რანაირი სიფათის ვაჟკაცი ხარ,😀

      • davit Says:

        ეჰ ბედშავო ლენონ ბედშავო, დიდგორზე ყარაულ ძაღლად ყოფნა მირჩევნია ლენონობას, მამა ჯემალობას, მუსიკანტ დათიკობა ირბახობას!…მომიკითხე ვინცხები.

  9. vincxa Says:

    tqven me nu damcinit :@
    rato gaqvt cudi damokidebuleba patriarqtan amixsenit

    • ნიკა Says:

      ბატონო vincxa, კი მაგრამ მამა ზურაბის ინტერვიუ განა არ წაიკითხეთ, რატომაც გვაქვს “ცუდი დამოკიდებულება” პატრიარქ ილია მეორისადმი? ალბათ სჯულის ცოდნა სათანადო არ გაქვთ, მაშინ მართლაც დავითის თხოვნა შევასრულოთ, და მოვუხმოთ ვიდეო-კომპრომატს, თუ როგორ ადიდებს ქართველი მართლმადიდებელი ერის ამაოხრებელ ედუარდ შევარდნაძეს პატრიარქი ილია.

      —————————————

      მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი #1-2003 წელი

      ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებულიისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
      patriatqi shevardnazis iubileze

  10. vincxa Says:

    davit sheni nalaparakebidan is mivxvdi ro shen erti dzveli zviadisti xar romelic dgemde ver sheurigda zviad gamsaxurdias sikvdils .
    sworad mivxvdi????

    • davit Says:

      სიმართლისტი ვარ მეგობარო ვინცხა, მე კაენსაც ვერ შევურიგდი თავისი ძმა აბელი რომ მოკლა. ძველი ვარ ძალიან ძველი, ძველი აღთქმიდან მოვდივარ. რა ვქნა ასეთი ვარ რასაც ღმერთი ვერ ურიგდება მე როგორ გავბედავ იმ ამბებს შევურიგდე! თუმცა ჩემი ცოდვებიც მეყოფა ზღვის ქვიშასავით ურიცხვი მაქვს და მათაც ვერ შევრიგებივარ!

  11. vincxa Says:

    me raga undagitxra am saitze xar shaketili da aq unda iyo radgan ar sheidzleba sheni azrebis parto sazogadoebistvis wardgena raedgan isini mcdaria……….
    P.S. gmertma shemadzlebinos rom am saitze meorejer ar shemovide da ar wavikitxo mkrexeluri stadiebi
    gmertma gvishvelos!!!….

    • ნიკა Says:

      აი, ბატონებო, შემობრძანდა ეს პიროვნება, ფსევდონიმით “vincxa”, წაიკითხა ეკუმენისტი პატრიარქის და მისი სამღვდელოების მრავალი დანაშაული განხილული საეკლესიო სამართლის ფონზე და ბოლოს მკრეხელური უწოდა ღმერთის სამართალს ანუ “დიდი სჯულის კანონს”, რომელიც კრძალავს მწვალებლებთან ლოცვას, ხოლო პირიქით “მწვალებლებთან ლოცვას” ანუ ღვთის სამართლის უარყოფას – უწოდა ღმერთი! სწორედ ამ პიროვნებაზე და მისნაირებზეა თქვა წმინდა ეფრემ ასურმა: ” ეშმაკის დამოძღვრა უფრო ადვილია ვიდრე მწვალებელთა მოქცევა, მთა უადვილეს ჩამოივაკებს, ვიდრე განდგომილი აღიარებს ჭეშმარიტებას!”. დიახ, ასეთი ხალხი მიიღებენ ღვთის მარადი მტრის სატანის ძეს – ანტიქრისტეს, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს.
      ______

      “დიდგორის” პრეს-მდივანი ნიკა გვარამია

  12. lela Says:

    ამ vincxaa თუ კინცხა ეშმაკების ყავს შესეული ეტყობა! თვალები დაბრმავებული და ყურები დახშული! წყლის ნაყვაა მასთან საუბარი! ქრისტეს გზას ბარაბას გზა ურჩევია და იაროს!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: