წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამხელს

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამხელს

„დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!” (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

ილია II და საქართველოს ეკლესიის სხვა ერესიერარქები მონოფიზიტებთან ლოცვისას(ეჩმიაძინი)

451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტები დამარცხდნენ და მათი სწავლება მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ მწვალებლობად გამოაცხადა. ეშმაკის მსახურნი (მონოფიზიტები) არ ისვენებდნენ და ავრცელებდნენ თავიანთ სიკვდილშემოსილ სწავლებას და მრავალი ერი დაასნეულეს მწვალებლობით. მონოფიზიტური ერესი გავრცელდა ეგვიპტეში, სირიაში და სომხეთში. მართლმადიდებელები ყველგან იბრძოდნენ ამ საშინელი მწვალებლობის შესაკავებლად. ქრისტიანულ ბიზანტიას დაშლის საფრთხე დაემუქრა, რადგან მონოფიზიტები გამოყოფას მოითხოვდნენ. ჯერ იმპერატორი იუსტინე მიიდრიკა ეშმაკისაკენ, და შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სერგიმაც მიიღო მონოფიზიტობა, ერესში ჩავარდნილმა პატრიარქმა მონოფიზიტური დოგმები შეიტანა ეკლესიაში, და თავისი საპატრიარქო ხელისუფლება მრავალი სულის წარსაწყმედლად გამოიყენა; იგი არაფრად აგდებდა საეკლესიო კანონებს, და კაცთა გონებით შეთხზულ მონოფიზიტური ცრუ სწავლების კანონებს ამკვიდრებდა ქრისტიანულ ტაძრებში, ისე, როგორც საქართველოს დღევანდელმა პატრიარქმა ილია ll-ემ ეკუმენისტური ერესით გახრწნა მრევლი ქართულ ტაძრებში.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ღვთის სჯულის მგმობელმა პატრიარქმა სერგიმ ვერ მოახერხა მონოფიზიტურ ერესში გააერთიანებინა მართლმადიდებლური ტაძრები. დიდი მწუხარება და დევნის ჟამი დაუდგათ ჭეშმარიტ მორწმუნეებს, რადგან დადგა დიდი საცდურის ჟამიც, რადგან მწყემსმა (პატრიარქმა) უღალატა ქრისტეს და ასნებოვნებდა მწვალებლობით მრავალ ისეთ ქრისტიანს, რომელთაც პატრიარქი და მართლმადიდებლობა გაიგივებული ჰყავდათ ერთმანეთთან, ისევე, როგორც დღევანდელი საქართველოს ცრუ პატრიარქი გაიგივებულია ქართველი ერის დიდი ნაწილის მიერ მართლმადიდებლობასთან;

პატრიარქ სერგის მწვალებლურმა სწავლებამ, არა მხოლოდ ქრისტიანულ ტაძრებში მლოცველი მრევლის დიდი ნაწილი აცდუნა, არამედ თვით ჰერაკლე კეისარიც მონოფიზიტი გახადა და ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო მთელს ბიზანტიაში. მართლმადიდებელი სჯულის აღმსარებელი ბიზანტიის იმპერია საეკლესიო ხელისუფლებით (ერეტიკოსი პატრიარქი) და სამოქალაქო ხელისუფლებით სატანის განმადიდებელ სამეფოდ გადაიქცა. და აი, ამ დროს გამობრწყინდა წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, დიდგვაროვანი მშობლების შვილი, რომელსაც მიღებული ჰქონდა დიდი განათლება და თავისი ნიჭიერებით გახდა პირველი პირი კეისრის კარზე, იგი იყო ჰერაკლე პირველის მდივანი. მაგრამ ვინაიდან კეისარმა ზურგი აქცია მართლმადიდებლობას და მიიღო მონოფიზიტობა, მაქსიმემ მიატოვა ერეტიკოსი ხელმწიფის კარზე სამსახური და ქრისტესათვის დევნილობა აირჩია. მან თავისი ქონება ღარიბ-ღატაკთ დაურიგა და 613 წელს ქრისოპოლის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მოღალატე რუსეთისა და საქართველოს ერეტიკოსი პატრიარქები სასომხეთის მონოფიზიტ პატრიარქთან ურთიერთძმობის ამსახველ ფოტოზე

აი, აქედან იწყება წმიდა მამის მიერ  მონოფიზიტი მწვალებლების უმკაცრესი მხილება. დღეს, რომ სინოდში ეპისკოპოსები ჰყავს საქართველოს ერეტიკოს პატრიარქს და ყველა მის ღვთისმგმობელობას სიამ-ტკბილური მონობით ემორჩილებიან, და ხშირად მასთან ერთად მონოფიზიტებთან ხან ეჩმიაძინში და ხანაც მოლებთან დასეირნობენ, აქვთ კი მათ უფლება, ისეთი დიდი წმიდა მამის – მაქსიმე აღმსარებლის სახელზე ილოცონ, რომელმაც ამხილა კონსტანტინოპოლის ცრუ პატრიარქი პიროსი, სწორედ მონოფიზიტური მწვალებლობის გამო და სწორედ მონოფიზიტებისაგან ევნო და ეწამა? ხოლო დღევანდელი საქართველოს სამღვდელობა სომეხ მონოფიზიტ პატრიარქებთან ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულებებს დებენ და თან უტიფრად აცხადებენ, რომ როდის ვღალატობთ მართლმადიდებლობასო!

წმ. მარტიანემ 643 წელს ლატერნის საეკლესიო კრება მოიწვია, და მონოთელიტი სერგი, პიროსი და პავლე ანათემას გადაეცნენ, ხოლო ილია მეორე კი სომხეთის მონოთელიტ პატრიარქებთან არა მხოლოდ მეგობრობს, არამედ თანამლოცველობს კიდეც, ხოლო, ეშმაკით მოხიბლული ცრუ ქრისტიანები, მკრეხელობენ და ბედავენ, რომ ფარისევლურად თან წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელზე ილოცონ და თანაც მონოფიზიტების მეგობარი საქართველოს ერეტიკოსი პატრიარქი უწმიდესად და უნეტარესად გამოაცხადონ.

ლატერნის კრებაზე მონოფიზიტების ანათემით განრისხებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ჯარი გაგზავნა ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა დასარბევად. წმიდა მარტიანე და კრების მონაწილე ეპისკოპოსები ხერსონში გადაასახლეს. ხოლო წმიდა მაქსიმეს კი იმპერატორის ბრძანებით მარჯვენა მოჰკვეთეს, რათა მონოფიზიტები ვეღარ ემხილებინა. მონოფიზიტების მხილებისათვის მარჯვენა წარკვეთილი და სასტიკად წამებული წმიდა მამა საქართველოში გადმოასახლეს თავის ერთგულ ორ სულიერ შვილთან ერთად და ცაგერთან ახლოს დესვირის ციხეში ჩასვეს.

მართლმადიდებელი სჯულის მოღალატე, ცრუ პატრიარქთა სამხილებლად დაგვიტოვა წმიდა მაქსიმე აღმსარებელმა ჩვენ და ყველა დროის ქრისტიანებს ეს დიდი შემაგონებელი გაფრთხილება: „დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!” (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მოღალატე რუსეთის ერეტიკოსი პატრიარქი ალექსი II სასომხეთის მონოფიზიტ პატრიარქთან თანალოცვისას (ეჩმიაძინი)

სომხურ და სხვა მონოფიზიტურ საყდართა ანათემატიზმები, რომელის დასაწყისსაც ახლა ვაქვეყნებთ, უკვე ამზადებს პრესსამსახური და სრული სახით მალე გამოქვეყნდება:

  1. და ვითარცა ერთსა ბუნებასა ქრისტესა მქადაგებელნი , შეჩვენებულ იქმნენ;
  2. და ვითარცა ერთსა მოქმედებასა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  3. და ვითარცა ერთსა ნებასა ქრისტესა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  4. და ვითარცა ქრისტეს შობისა უარისმყოფელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  5. და ვითარცა ხარებასა ღვთისმშობლისასა არა მედღესასწაულენი, შეჩვენებულ იქმნენ;

„დიდგორის” პრესსამსახური; მოამზადა ნინო სიდამონიძემ

21 Responses to “წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამხელს”

  1. ივერიელი Says:

    ცილისწამება არის უდიდესი ცოდვა და სწორედ ამას აკეთებთ ამ ღვთისაგან დაწყევლილ საიტზე.

    ბედმა გაუღიმა თქვენნაირ ტვინშეზღუდულებს, 21-ე საუკუნეში ინტერნეტი და “ბლოგები” არსებობს.

    ბეჰეეეე ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

    • იოანე Says:

      ავადმყოფო, სჯულის კანონი წინ გიდევს ცოცხალი ერესების ვიდეოები წინ გიდევს და შენ კიდევ სუკის მაიორ ირაკლი შიოლაშვილ(ივერიელის) იქეთ ვერ იხედები ღმერთმა შეგაგონოს და მიგიტევოს რო ურჩობ და შეურაწყოფ წმინდა მამების სწავლებას

      • ლომისა Says:

        ძმაო იოანე, ავადმყოფებს სულის ექიმები ჭირდებათ. სად იპოვიან ახლა ასეთებს? ყველაზე დიდი „სულის ექიმი“ ავლიპა ზურაბაშვილი ეგონათ, რომელმაც ნაზი შამანაურს ცკ-ის ბრძანებით „უმკურნალა“! ჩვენც მეტ-ნაკლებად ასეთ დღეში ვიყავით და წარმოდგენაც კი არ გვქონდა სულის ჭეშმარიტ ექიმებზე და მკურნალობის საშუალებებზე. სამწუხაროდ ჯერ ბოლშევიკებმა მოწყვიტეს ჭეშმარიტი სულის ექიმი სასულიერონი და გლობალისტურმა ეკუმენიზმმა ხომ სულ მუსრი გაავლო. თითებზე ჩამოსათვლელი დარჩნენ ვისაც სულის მკურნალობა ახლაც შეუძლიათ. ძირითადად კი საქმით განმტკიცებულია წმინდა სამოციქულო ეკლესიის წმინდა და ღირსი მამების ქადაგებების ამარად ვართ დარჩენილნი.

  2. daviTi Says:

    მართლაც, ვაი, შენს პატრონს უბედურს შენნაირი შვილის გაჩენისათვის, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელს უწოდებ ცილისმწამებელს და ტვინშეზღუდულს!! ჰა, ცავატანემ, რა იყო შენც სომეხი ალაჯორი ხომ არა ხარ, რომლებიც ითვისებენ ქართულ მარგალიტებს, როგორც შენ მიითვისე ბეჰეჰთის ბღავილით “ივერიელის” სახელი! ჰა, გამოტყდი!

    • ლომისა Says:

      ბატონო daviTi, ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ და კვლავ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ასეთი მიმართვებისაგან. ამას გარდა, „არვაჯორ“ და არა „ალაჯორი“, როგორც „კანონისტმა“ მიგვითითა.

  3. ani Says:

    ameebis weristvis aq veravin dagsjit…magram upali mogtxovt pasuxs geshinodeet🙂

    • ნიკა Says:

      პასუხი ani – ის:
      ___________

      ანი, მოგიწოდებთ, თქვენც, (ისევე, როგორც, ადრე ჩვენს ბრალმდებლებს მოვუწოდეთ) დაწერეთ, თუ შეიძლება, პუნქტებად, რაში მოგვთხოვს ამ წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უფალი პასუხს? რაიმე არამართლმადიდებლური დავწერეთ? გთხოვთ, კონკრეტულად მიგვითითოთ, წმ. მაქსიმეს ამ წერილში რაიმე არასწორი ჩანართი გავაკეთეთ? სიამოვნებით მივიღებთ, თქვენს კანონიკურ შენიშვნას და გამოვასწორებთ.

      ნიკა გვარამია (”დიდგორი” – ის პრეს-მდივანი)

      • ioane Says:

        ani erti ucodinari kac madidebelia modas ayolili, es imkategorias miekutvneba chven gviyvars patriarqi aman ra shenishvna unda mogcet, cheshmarit martlmadideblebs?

    • ioane Says:

      tvali aaaxile, ufali imas dasjis vinc eretikosebs agiarebs, ufali gaadzlierebs imat vinc amxels, shen uflis kanonebze cin ayeneb kacmadideblobas, ufalma mogaqcios da goneba gaginatos, ani!!!!!!

  4. Archil Says:

    romel suratshia locvis, an gvtismsaxurebis agsruleba? dzalian gtxovt gamarkviet, me ver vxedav verafer msgavss.
    da cota tvali rom gaaxilos adamianma mashinve dainaxavs rom arcert patriarqs ar acvia gvtismsaxurebashi monacileobistvis gankutvnili samoseli.
    aramgonia vinmes is etqvas rom oficialuri shexvedrebi akrdzalulia mcvaleblebtan, tan ra vicit iqneb mat mosaqcevadac iyo gamiznuli romelimime shexvedra, rasac, darcmunebuli var, cdas ar daaklebda chveni ucmindes da unetaresi patriarqi.

    • ნიკა Says:

      პასუხი არჩილს:
      ——————–
      „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II” (საპატრიარქოს ჟურნალი – ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″)

      • davit Says:

        კაცოო რა გაკვირვებასა ვარ! ძალიან მოდაშია თავის მართლება იმითა რომ აი ოლალოოლ მწვალებელთან ვდგავარო გამოჭიმული, ვითომა მოსაქცევად- ვპოზირებო, თანაც ვხედავ ამ დასაბრმავებელი თვალებითა რომ მიღებენ ფოტოსაო, თანაც ვიცი რომა მერე ამ ფოტოს გამოიყენებენ და წარუდგენენ ქეციან სუსტ ცხვრებს საცდუნებლად რაითა შეჯანჯღარდნენ რწმენაშიო! და მაინც მე მაცდური გამოჭიმული ვიღებ ფოტოსა მწვალებლის გვერდზე რიხიანი ურცხვი სახითაო! თქვე დალოცვილებო თუ თქვე შეჩვენებულებო, ეს რომ სწორი ყოფილიყო იოანე ღვთისმეტყველს აჯობებდით ახლა თქვენ, ცრუ მღვდლებო და თუ მათო მიმდევრებო მწვალებლებთან დაბრატიშკებას? აბა ნახეთ რა ჰქმნა მოციქულმან და ღვთისმეტყველმან:

        ///

        ერთხელ უფლის მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი აბანოში მივიდა ეფესოში და როდესაც იქ მწვალებელი კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გაიქცა და თქვა: “გავიქცეთ, ვაითუ აბანო დაიქცეს, რამეთუ იქ ჭეშმარიტების მტერი კერინთოსი იმყოფება” – ოოო!!!

      • davit Says:

        ახლა კიდევ აქა დიდგორმა იმდენი წერა წმინდა მამების წერილები არ დაჯდეთ ტრაპეზზე მწვალებელთანაო… არფერი გქონდეთ საერთო მწვალებლებთანო, ჰა თუ ეფრემ ასური, ჰა თუ იოანე ოქროპირი, ჰა თუ მაქსიმე, ჰა თუ მარკოზი გუნდა გუნდა მამები სულ მაგას ჩაგვჩიჩინებენ ამხილეთ და შეაჩვენეთ მწვალებლებიო… ვერაფერი გამიგია ოლასლოოლ, თან ფოტო ვიღო მეგობრულად თან ვამხილო თან არაფერი მქონდეს საერთო, თან შევიდე მათ ტაძრებში თან არ შევიდე, თან ვწყევლო-ვკრულო თან მასთან ერთად ვიტრაპეზო, ვუცინო ვუკრიჭო, სიყვარულით ვებაასო! კაცო გამაგებინეთ ამ ორივე საქმეს ერთად როგორ ახერხებთ!

      • davit Says:

        ახლა იმდენიც მესმის მწვალებელს როგორ მოვექცე მოსაქცევად, ასე შტერიც კი არა ვარ! ჯერ მწვალებელ მღვდელთან ვთქვათ გიორგი ზვიადაძესთან ფოტოს რა გადამაღებინებს ბრატიშკულად გამოვეჭიმო გვერდით, თუ ჩუმად გადამიღეს როცა რისხვით აღვსილი ვამხელ, ეს სხვა რამეა, ამას ფოტოს მხილველიც მიხვდება! შეიძლება დავუტკბე და ტკბილად მივუდგე წარმართსა უცოდინარსა ღმერთზე არანიარი აზრის მქონესა რომ გავაგებინო, მაგრამ არჩილ ბატონო, გარეგინსა და რომის პაპსა კაცო ავეტუზო და მხარი დავუმშვენო?

      • davit Says:

        ახლა ეს მოლა? აღარ შემიძლია ღმერთმანი, თვალები მაქვს აჭრელებული მაგის ხშირი ხილვითა! მომიტევოს ღმერთმა და ეს ქრისტეს საერთოდ არმაღიარებელი და მართლმადიდებლურ მარხვებში ცხვრის ჩაქაფულების მჭამელი კაცი ისეთ პატივში ჰყავთ თქვენ პატრიარქებსა რომა, ოლალოლ აგერ ლადოს სარკოზიც კი არა ჰყავს ეგეთ დიდებაში მსოფლიოსა!

      • კახა Says:

        ისე წარმოვიდგინე ეროვნული მთავრობის პრეზიდენტი ბესარიონ გუგუშვილი რომ ვნახოთ ფოტოზე კიტოვანთან სიგუასთან ყარყარაშვილ ხაინდრავასთან თამამად მხრებგაშლილი გახარებულ გამოჭიმული, ან სააღდგომო კვერცხებ დამრტყმელი, ან სუფრაზე მოქეიფე ჭიქებ მიმჯახუნებელი მოსაქცევად😀

      • კახა Says:

        კაცი დაუბანელი გაქცეულააააააააააააა! დავით აღარ შემიძლია რა დაგიშავე შენ მომიღებ ბოლოს!!!!!!!!!😀
        ერთხელ უფლის მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი აბანოში მივიდა ეფესოში და როდესაც იქ მწვალებელი კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გაიქცა და თქვა: “გავიქცეთ, ვაითუ აბანო დაიქცეს, რამეთუ იქ ჭეშმარიტების მტერი კერინთოსი იმყოფება” – ოოო!!!😀😀😀

      • კახა Says:

        მოლაა შე ძველოოო! ნუ დააჭკნე დავითი!!!:D

      • კახა Says:

        მარხვებში ცხვრის ჩაქაფულების მჭამელი კაცი———საპატრიარქოში უნდა ვუჩივლო დავითს აღარ შემიძლია ამდენი სიცილი :D!

      • ioane Says:

        martali xar, shiolashvili agiarebs monofizits da mastan ertad loculobs


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: