ანტიქრისტეს ცრუ ეკლესია

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი (წმ. თეოფანე დაყუდებული)

mtavarepiskoposi-amberki_1
ანტიეკუმენისტური ეკლესიების პირველიერარქები: ცენტრში მიტროპოლიტ ვიტალი (რუსეთის ემიგრაციული ეკლესია), მიტროპოლიტი კვიპრიანე (საბერძნეთის ეკლესია) მიტროპოლიტი ვლასი (რუმინეთის ეკლესია)

იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა – არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენს შორის; ეს იმიტომ, რომ როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შესძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისაგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! – არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა, უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

mtavarepiskoposi-amberki_2 საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის პირველიერარქი ილია II რომის პაპთან თანალოცვისას

ჩვენთვის მორწმუნეთათვის, რომელთაც უეჭველად გვწამს მაცხოვრის ყველა აღთქმა, სავსებით ნათელია, რომ ეკუმენისტთა ეს ახალი „ეკლესია” არის ანტიქრისტეს ცრუ ეკლესია, რომელსაც ისინი უპირისპირებენ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას. ეს ჭეშმარიტი ეკლესია არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ახლა მისი განადგურების მიზნით ესოდენი სისასტიკით ესხმიან თავს ანტიქრისტეს მსახურნი, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტი ეკლესია უშლის ხელს ამ ქვეყნად ანტიქრისტეს მოსვლის მომზადებას. ანტიქრისტეს ეს მსახურნი ჩვენს დროში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწევიან ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ არა მარტო გარედან, არამედ ეკლესიის შიგნიდანაც. ისინი აცდუნებენ და თავისკენ იბირებენ მღვდელმსახურთ, განსაკუთრებით კი მაღალ იერარქებს, რომელთა შესახებ წმიდა პავლე მოციქულმა წინასწარ თქვა: „რომელნი იტყოდნენ გულარძნილსა (მრუდესა)” (საქმ. 20, 30). განუდგნენ რა ჭეშმარიტ ქრისტიანობას, უარყოფენ რა მის უმთავრეს არსს, ეს იერარქნი ღვთის შიშის გარეშე დგებიან ქრისტეს მტრების მხარეს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ მართალი სარწმუნოების აღმოფხვრაში და ქრისტეს ეკლესიის წინაღმდეგ ბრძოლაში ღებულობენ მონაწილეობას.

mtavarepiskoposi-amberki_31
კონსტანტინეპოლის ეკუმენისტური ეკლესიის პირველიერარქი ბართლომეოსი რომის პაპთან ლიტურგიისას ვატიკანში

სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ ამგვარი საშინელი ფაქტის წინაშე, რომ სინამდვილეში მართლმადიდებელი ეკლესიები როდი არიან ისინი, ვინც ამგვარად ოფიციალურად იწოდებიან, არამედ მხოლოდ სიყალბესთან და გარეგნულ აფიშირებასთან გვაქვს საქმე. ამ ყალბი სახელით შეჰყავთ მათ შეცდომაში გულუბრყვილო და მიმდობი ადამიანები, რომლებიც ვეღარ გარკვეულან თანამედროვეობის მზაკვრულ მანქანებაში.ჭეშმარიტი ეკლესია კი ძირითადად ყოველთვის დევნილია და საუნჯეა სული წმიდის მადლისა, იმ საღმრთო მადლისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის ცხონება. მაგრამ რა არის მთავარი ნიშანი, რითაც შევძლებთ განვასხვაოთ ჭეშმარიტი ეკლესია ჩვენს დროში არსებული უამრავი ცრუ ეკლესიისგან? სული წმიდა, რომელიც გადმოვიდა მოციქულებზე, უპირველეს ყოვლისა არის „სული ჭეშმარიტებისა” და უფლის მოციქულებს იგი იმიტომ მიენიჭათ, რომ „უძღოდეს მათ ჭეშმარიტებასა ყოველსა” (იოანე 16,13) ამიტომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც მართლმორწმუნეებს სული წმიდის მადლს ანიჭებს არის სწორედ ის, რომელიც ინახავს, აღიარებს და ქადაგებს უცვალებლად ჭეშმარიტებას. იქ, სადაც ჭეშმარიტების ნაცვლად იქადაგება სიცრუე – დოგმატურ, კანონიკურ, ზნეობრივ, თუ სხვა რამ ასპექტში, იქ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ეკლესია, იქ არ არის მაცხოვნებელი მადლი სულისა წმიდისა, არამედ მხოლოდ ილუზორული, მკრეხელური სიცრუეა.  

mtavarepiskoposi-amberki_4 საბერძნეთის ეკუმენისტური ცრუ ეკლესიის ყოფილი პირველიერარქი ქრისტოდულოსი და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” გენერალური მდივანი სამუელ კობია

ამგვარი უმადლო ცრუ ეკლესიების გაჩენის შესახებ იწინასწარმეტყველა წმიდა თეოფანე დაყუდებულმა: “მაშინ, თუმცა ყველგან ბევრს ილაპარაკებენ ქრისტიანობაზე, ყველგან იდგებიან ტაძრები და აღესრულება მათში მსახურება, მაგრამ ყოველივე ეს გარეგნული და მოჩვენებითი იქნება, რადგან სინამდვილეში ღვთისგან შინაგან განდგომილებას ექნება ადგილი”. განა უკვე ჩვენს დროში, ქრისტესაგან სულ უფრო მზარდი განდგომილების ამ საშინელ დღეებში, ნათლად არ ჩანს ნიშნები ამ სავალალო წინასწარმეტყველებისა? თვით ოფიციალურ მართლმადიდებლურ ტაძრებშიც კი, არაფერს ვამბობთ სხვა აღმსარებლობებზე, უაღრესად მძიმე მდგომარეობაა. ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებლობიდან მხოლოდ სახელი – შირმაღა დარჩა. „ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს” ამბობს ანდაზა.დაე, ჩვენს დევნილ ეკლესიებს ბრალი დასდონ სქიზმაში, სექტანტობაში, ჩვენ არ უნდა დაგვაბრკოლოს ამან, რამეთუ ქრისტეს ერთგულება გვსურს ბოლომდე და გვინდა მხოლოდ მის მიერ დაფუძნებულ ჭეშმარიტ ეკლესიას ვეკუთვნოდეთ, რადგან მხოლოდ მასშია შესაძლებელი ცხონება. ქრისტეს მოძღვრების დამმახინჯებელი და შემრყვნელი ყველა ამ ეკლესიათა ეკუმენისტური გაერთანება კი უმადლო კრებულია, რომელთაც ჩვენ ვერ შევუერთდებით, რამეთუ ქრისტიანული სინდისი არ გვაძლევს ამის ნებას. ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომელსაც არასოდეს უღალატია ქრისტესთვის, რომელიც მუდამ აღიარებდა და ქადაგებდა ჭეშმარიტებას, ეშმაკისეულ სიცრუესთან არასოდეს წასულა რაიმე კომპრომისზე. ამიტომაც ვერ „ერეოდიან მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი” და „სძალი უფლისა” მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე მტკიცედ იდგება, თუმცა კი მის წევრთა რიცხვი შესაძლებელია უკიდურესად შემცირდეს, რადგან „მორავიდეს ძე კაცისა, ჰპოვოს სარწმუნოებაჲ ქვეყანასა ზედა?” (ლუკა 18,8)მაგრამ „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქუნმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი” (ლუკა 12,32)
აქედან ჩანს, რომ „უმრავლესობაში” როდია საქმე, არამედ ჭეშმარიტების დამარხვაში, ის კი, ვინც „უმრავლესობას” გამოედევნება, შესაძლებელია, ჭეშმარიტების გარეშე დარჩეს.
 

 

 

mtavarepiskoposi-amberki_5 რუსეთის ეკუმენისტური ეკლესიის ყოფილი პირველიერარქი ალექსი II ფრანგ კათოლიკებთან მესაზ

ნუთუ ზემოთ თქმული ვინმესთვის, ვინც ოდნავ მაინც იცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, შეიძლება გაუგებარი იყოს? ძნელია ამის დაჯერება! ვისაც ყოველივე ეს თითქოს არ ესმის, იგი ვფიქრობთ, შეგნებულად მონაწილეობს ქრისტესგან განდგომილების პროცესში და სხვებსაც შეგნებულად ითრევს მასში. ამიტომაც გეშინოდეთ ამგვარი ადამიანების, მოერიდეთ მათ, არ იქონიოთ მათთან არაფერი საერთო, რამეთუ მათთან ერთობაში მყოფნი „ეზიარებიან საქმეთა მისთა ბოროტთა” (2 იონე 1,11); რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინონ” (ლუკა 8, 8)

patrirqi-bodbeshi

წმ. ნინოს სახ. ბოდბეს დედათა მონასტერში არსებული სურათი:  
ილია  II-ის გარშემო: წმ. გიორგი, წმ. ნინო, წმ. დავით აღმაშენებელი (უკან) და სხვა წმ. მეფე-დედოფალნი, წმ. ილია მართალი; ასევე ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი (?!)…

ერეტიკოსი პატრიარქი, რომელიც პაპებთან და რაბინებთან ლოცულობს ბოდბის მონასტრის დედებს წმინდანთა დასში შეურაცხავთ; რა თქმა უნდა, ამ მკრეხელური ბოროტი სიცრუისთვის, (და არა მხოლოდ ამისთვის) ბოდბის მონასტერის სამონაზნო დასი განსაკვეთია მართლმადიდებელი ეკლესიიდან;

„დიდგორის“ მართლმადიდებელი განყოფილება

9 Responses to “ანტიქრისტეს ცრუ ეკლესია”

  1. daviTi Says:

    ასეთი მატყუარა მონაზვნები თვალსა და ხელსშუა რომ უტიფრად გატყუებენ ეჭვი არ მეპარება ჩუნჩუმად მარხვებში ხორცსა და კვერცხსაც ჭამენ და არც სხვა სიამტკბილობას დაიკლებენ ამა ქვეყნიურს, ნეტა რათ უნდათ სამონაზნო შესამოსელი და ცრუ განმარტოება კელიებში, რომ უსჯულოდ განასრულონ ცხოვრება? მაგას არ ჯობდა ერში ეცხოვრათ და ისე შეეცოდათ, იქნებ მაშინ მაინც ცოტას დაინდობდა უფალი…ხო ბოდბის მონასტრის იღუმენია მაგარი ცრუპენტელა ვინმეა ვუყურებთ ხოლმე მის სასიყვარულო გამობრწყინებებს ტელევიზით ნაირნაირ ეკუმენისტებთან

  2. Kaxa Says:

    ყოჩაღ ქართველნო! თქვენღა აკლდით შინამტრებს! უფალო შეგვიწყალე

    • ლომისა Says:

      შინა მტრებში ვის გულისხმობთ ბ-ნო კახა?

      შინა მტრებში თუ მ. სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს გულისხმობ, იგი ხომ კურთხეული და დალოცვილია თქვენი პატრიარქის მიერ? მაშ რატომღა უნდა გადადგეს ეს „კურთხეული“ ხელისუფლება?!

  3. Kaxa Says:

    პატრიარქს, რომ კაცი ერეტიკოსს უწოდებს, ღვთის გაჩენილს არ უნდა ჰგავდეს!

    • ლომისა Says:

      მშვიდობა და კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
      გთხოვთ, დაუფიქრდეთ რას ამბობთ!

      აქ არის სრული ნუსხა იმ ერეტიკოსობისა, რომელშიც მას ბრალი ედება „დიდი სჯულის კანონით“

      http://bpg.sytes.net/Didgori/print.asp?bpgpid=77&pg=1

      • ნიკა Says:

        მართლმადიდებლობა, ღვთის მცნებათა მიხედვით ცხოვრებაა. უკეთუ მართლმადიდებლურად არა ცხოვრობ, მართლმადიდებელი არა ხარ, ეკლესიის ფორმალური წევრობისდა მიუხედავად. (მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი)
        Blessed Father Seraphim Rose

      • ნიკა Says:

        ჭეშმარიტებას უფალი მფარველობს! მაშ, ვის შეუძლია, მოგვტაცოს იგი?! უფალი თავისი ზებუნებრივი ძალით იცავს მას. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხელდასხმულიც და ხელდააუსხმელიც მოვალეა თანაშეეწიოს და დაიცვას ქრისტიანული მართლმადიდებელი ჭეშმარიტება. (წმ. თეოფანე დაყუდებული)
        St. Herman’s Monastery, Platina, Ca

      • ნიკა Says:

        Благослови душе моя, Господа

  4. თაკო Says:

    ყველაფერს რო თავი დავანებოთ.. ამხელა განკითხვაში ვარდებით და ხატს და სურატს ერტმანეტისგან უნდა არჩევდეთ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: