მარხვაში პირველ იანვარს (ახ.სტ) არ იდღესასწაულოთ ახალი წელი!

მარხვაში პირველ იანვარს (ახ.სტ) არ იდღესასწაულოთ ახალი წელი!

„მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის“ (მღვდ. გ. ს.).

ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძვირფასო თანამემამულენო, ანტიმართლმადიდებელ მსოფლიოში, ახალი სტილით 25 დეკემბერს ( ძველი სტილით 12 დეკემბერი)  აღინიშნება პაპისტური კალენდრით შობის ცრუ დღესასწაული, ხოლო, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ, ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ ღმერთს და მის საეკლესიო კოდექსს და ვიდღესასწაულოთ უფლის ამ ქვეყნად განკაცების დღესასწაული, ისე, როგორც ეს თავად უფლის წმიდა ეკლესიამ დაგვიწესა – მართლმადიდებელი იულიანური კალენდრით. ამრიგად, ახალი სტილით 7 იანვარს (ძველი სტილით 25 დეკემბერი) დგება შობის  ბრწყინვალე დღესასწული და მარხვა ხსნილდება.

shobis_xati

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

საეკლესიო კანონიც რომ არ იცოდეს ვინმემ ძნელი არ არის მიხვედრა იმისა, რომ მარხვაში არ შეიძლება საკლავთა დაკვლით, მკრეხელური ზათქითა და საყოველთაო მხიარულებით მარხვის გმობა ერში. მაგრამ ერი როგორ უნდა დადანაშაულდეს, როდესაც დღევანდელი „პატრიარქი“ და მისი სინოდი ღვთის კანონის საწინააღმდეგოს უკუღმა ასწავლის ხალხს და იმის მაგივრად საერო ხელისუფლებას მკაცრად მოსთხოვოს სამღვდელო იერარქიამ მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრეს დღესასწაულზე პატივის ღირსეულად მიგება და მოითხოვოს მისგან სამოქალაქო კანონმდებლობითაც მართლმადიდებელი კალენდრით დაწესდეს მთელს ერში შობა-ახალი წლის აღნიშვნა. პირიქით, გამოდის „პატრიარქი“ პირველ ინავარს (ახ. სტ.) და აკურთხევს ერს მარხვის გატეხვაზე და ულოცავს მარხვაში ღვთისმბრძოლ დღესასწაულს. ყოველი შობის მარხვაში ილია II ასე გმობს ღმერთს და ასე აგმობინებს მთელ ერსაც მარხვის წმიდა კანონს. იმის მაგივრად, რომ უფალს მისი შობის დღეს სწორად ვულოცავდეთ და ღვთისმშობელ დედას ვახარებდეთ, პირიქით ამ გაუკუღმართებული დღესასწაულით შევურაცვყოფთ და ვამწუხრებთ მთელ ზეციურ მედღესასწაულე ეკლესიას.

ამიტომ, მოვუწოდებთ, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მას, ვინც მარხვას ინახავს და მათაც, ვისაც მარხვით ჯერ ეკლესიური ცხოვრება არ დაუწყია, რომ სწორედ აღნიშნონ შობის ბედნიერი დღესასწაული ოჯახებში და ამით ღირსეული პატივი მიაგონ  უფალს  და ღვთისმშობელ დედას!

მაშ ასე:მივულოცოთ 7 იანვარს (ახ. სტ.) მარხვის დღეების დაუგმობლად და ღირსეული განსრულებით, საყოველთაო მხიარულებით ერთმანეთს ერში ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის უფლის ამქვეყნად  განკაცების  დიდი და საიდუმლო ბრწყინვალე დღესასწაული, რათა ერთობით ვადიდოთ ღმერთი, რომელსა შვენის პატივი და დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.

  • ბმული: იხ. მღვდ. გელასი და ზურაბი (აროშვილები) წერილი გრიგორიანული კალენდრის შემოღების ისტორიის შესახებ http://www.orthodoxchurch.ge/gregorian_calendar.htm

მე მგონი,  ყველაზე უკეთესად ასე შეიძლება ითქვას ახალი წლის ზეიმზე

„დადგა დეკემბერი; მთელი ქალაქი ციებ-ცხელებაშია; ვნებიან ლტოლვას სიამოვნებისაკენ მიცემული აქვს კანონიერი ძალა.: ყველგან ხმაურია და წარმოუდგენელი მზადებაა. თითქოს არის განსხვავება დღესასწაულებსა  და სადაგ დღეებს შორის. არადა განსხვავება – არ არის და მე ვკითხულობ, მართალი იყო ის, ვინც თქვა, რომ ადრე დეკემბერი გრძელდებოდა ერთი თვე, ხოლო ახლა კი – მთელი წელი. შენ რომ აქ იყო მე გულმოდგინედ გაგესაუბრებოდი, იმაზე, თუ, როგორც შენ იტყვი, რისი კეთება გვმართებს ჩვენ: მცირედითაც არ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ანდა, რომ არ გამოვიყურებოდეთ დამრღვევებად საერთო ტრადიციებისა, სიხარულით ვივახშმოთ და სამოსი გამოვიცვალოთ… თუ მე შენ კარგად გიცნობ, შენ მოსამართლის როლში მყოფი ჩათვლიდი რომ ჩვენ ყველაფერში არ უნდა ვბაძავდეთ მასას, რომელიც გადატვირთულია სარქველივით, და არც ყველაფერში მათგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. თუმცა კი მგონი ზუსტად ამ დღეებშია საჭირო განსაკუთრებით მკაცრად ვაიძულოთ ჩვენი სული, რომ მან მხოლოდ ერთმა, თავი შეიკავოს სიამოვნებისაგან, როდესაც მთელი ერი მიილტვის ამ სიამოვნებისაკენ. და თუ ის არ დაემორჩილება მაცდუნებელ სიამოვნებას, მაშინ მივიღებთ ჭეშმარიტ მტკიცებულებას ჩვენი სულის სიმტკიცისას. საჭიროა, უფრო მეტი სიმტკიცე, რომ დავრჩეთ ფხიზლად, როცა მთელი ხალხი გულისრევამდეა გადამთვრალი; მეტი მონდომებაა საჭირო, რომ, არ შევერიოთ ყველას, და თანაც არ გამოვირჩიოთ თავი და არ გავხდეთ გამონაკლისნი, ვაკეთოთ იგივე, რასაც სხვები, მაგრამ სხვანაირად (ვიყოთ მასაში შეუმჩნეველნი_მთარგ_შენიშვნა). რადგანაც, ხომ შეგვიძლია სადღესასწაულო დღე გავატაროთ ისედაც, რომ არ მივეძალოთ გადამეტებულ ფუფუნებას. “

(სენეკა, წერილი ლუცილიუს, 18)


„წერილი ლუცილიუს“ თარგმანი მოამზადა ა. ბოკუჩავამ

„დიდგორის“ მართლმადიდებელი განყოფილების პრეს-სამსახური


იანვრის თვის საეკლესიო კალენდარი

მარხვა

ძვ. 19 დეკემბერი სამშაბათი ახ. 1 იანვარი

ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი – ხახულელთა (XI); მოწამისა ბონიფანტესი (290); მოწამეთა: ილიასი, პროვოსი და არისისა – მეგვიპტელთა; მოწამეთა პოლიევქტისა და ტიმოთე დიაკონისა (IV); წმინდისა გრიგოლისა, ომიორიტელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 552)

მარხვა

ძვ. 20 დეკემბერი ოთხშაბათი ახ. 2 იანვარი

მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); წმინდისა ფილოგენისა, ანტიოქიის ეპისკოპოსისა (323); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (1908)

მარხვა

ძვ. 21 დეკემბერი ხუთშაბათი ახ. 3 იანვარი

წმინდისა მამისა ჩვენისა მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა (XI); მოწამისა იულიანასი და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა, ნიკომიდიას წამებულთა (304); მოწამისა თემისტოკლესი (251)

 

მარხვა

ძვ. 22 დეკემბერი პარასკევი ახ. 4 იანვარი

დიდმოწამისა ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელისა (დაახლ. 304); მოწამეთა: ქრისტოგონისა, თეოდოტიასი, ევოდოსი, ევტიქიანესი და სხვათა (დაახლ. 304)

 

მარხვა

ძვ. 23 დეკემბერი შაბათი ახ. 5 იანვარი

ათთა მოწამეთა კრეტელთა: თეოდულესი, სატორნინესი, ევპოროსი, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპისა, აღათოპუსესი, ვასილიდესი და ევარესტისა (VII); ღირსისა ნიფონტისა, კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა პავლესი, ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა (IV)

 

მარხვა

ძვ. 24 დეკემბერი კვირა ახ. 6 იანვარი

წმინდა მამათა კვირა. [ გარდამავალია. მოიხსენიება შობის წინა კვირას.];
ქრისტესშობის წინადღე. ღირსმოწამისა ევგენიასი და მისთანა პროტისა, იაკინთესი და კლავდიასი (დაახლ. 262); ღირსისა ნიკოლოზ მონოზონისა (IX)

 

დღესასწაულთა დღესასწაული

ხსნილი

ძვ. 25 დეკემბერი ორშაბათი ახ. 7 იანვარი

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

16 Responses to “მარხვაში პირველ იანვარს (ახ.სტ) არ იდღესასწაულოთ ახალი წელი!”

  1. d.a.v.i.t.i. Says:

    დიდება უფალს რომ არის ხალხი რომელიც მართლა ფიქრობს ერის სულიერ გადარჩენაზე, დიდი მნიშვნეოლობა აქვს უფალთან ერთუგულებას ასეთ საკითხებში, სამწუხაროდ ასე გავგაზრდეს რომ წარმოდგენაც არ გყქონდა თუ რაა შობის მარხვა და ვატარებდით ტაშფანდურში, ამ საეკლესიო დღესასწაულს. დღესაც ასეა ხალხი საქართველოში. უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვთ, უფრო მეტიც ისე გაუჯდა ეს ჩვეულება ხალხს გენში რომ ვერც წარმოუდგენიათ სხვანაირად. კარგია რომ ვიღაც მაინც ფიქრობს ერის გამოფხიზლებაზე, უნდა ვისარგებლოთ ახალგაზრდებმა ამ შანსით და მივეჩვიოთ უფლის ერთუგულებას.

  2. dehumanizer Says:

    au saertod ar maqvs axaliclis zimis survili da chveulebrivad gavatareb rogorc nebismier dges davjdebi da led zeppelin movusmen

  3. daviTi Says:

    aq ki getanxmebi tu sxa ramesi ar geTanxmebodi “dehumanizier”! Tu SeiZleba amixseniT teqstualuri Sinaarsi led zepepelingis, radgan axalgazrdobaSi mec vusmendi da msiamovnebda melodia magram Sinaars ver vigebdi ena rom ar vicodi…

  4. daviTi Says:

    leditbi, leditbi, leditbi, leditbiiii…bitlzebi magrad miyvars!

  5. ლომისა Says:

    „რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.“

    ი. ჭავჭავაძე

    მამულის-შვილობა უფლისა და მამულის ერთგულებას ითხოვს და ჭეშმარიტი მამაოც ამისკენ მოგვიწოდებს. ღმერთმა დაგლოცოთ მამაო გიორგი. ამინ.

    http://www.saqme.fr

  6. dehumanizer Says:

    shinaarsi asetia- “all you need is love.” gamikvirda!! me megona rom yvelanair roks satanis msaxurebat miichnevdit—————-all you need is love———— targmani(siyvaruli yvelaperia rac shen gchirdeba)

  7. dehumanizer Says:

    there is no evil””””

  8. daviTi Says:

    უფრო სწორედ მიყვარდა ჩემო დეჰუმანიზერ, მაგრამ მერე როცა შევიტვე რომ ლენონი პირდაპირ სატანის სადიდებლებს მღეროდა თურმე, გადავიყვარე ბითლზები, ახლა უკვე საეკლესიო საგალობლების მეტი აღარაფერი სიამოვნებს ჩემს ყურებს…ნუ მაგრამ კარგი განათლება გამაჩნია როკისაც სხვა მიმდინარეობისაც და კლასიკური მუსიკისაც რადგან ყველაფერს ვუსმენდი ადრე..

  9. paparimski Says:

    da mainc ver gavige, marxva – savaldebuloa tu mizansheconili? da marxvis dros bayayi ichmeva neta? ra ceria bibliashi?

  10. Gio Says:

    არანაირი სიყვარული თქვენ რო არ გაქვთ ხვდებით? ერთი სტატია ვერ ვნახე ეგ გრძნობა რომ იყოს ჩაქსოვილი. ბოღმით და შურით ლაპარაკობთ, თითქოს მაგით ცოცხლობთ. მხოლოდ შეჩვენებაზე და ანათემაზე გიჭირავთ თვალი, ეს პოსტიც წაშალეთ🙂 ის ჩემი გახუმრებული ხო უცბად მიაშალეთ? თქვენგან განსხვავებით მე ეკლესიაში სიყვარულს მასწავლიან, ხოდა გული მწყდება ასეთ გაბოროტებულ ხალხს რომ ვხედავ.

  11. simartle Says:

    ra vici b-no didgorelebo da patiosano qartvelebo magat forumze wminda samebas anekdotebshi moixsenieben da suli wmidaze iumorebs txzaven da me mxolod martlmadidebeli eklesiis wminda mamebis werilebs vavrzeleb rom iqneb kurad igon. tanac, sapatriarqos martlac ara aqvs ufleba marxvashi axaali weili miulocos martlmadideblebs. me ratom damvornes ver gavige mainc. arasdros ar viginebi da shuracxkofas aravis ar vakeneb da didi usamartloba chaidines “simarles” davornit.

    დიდი სჯულის კანონთან ამ წერილს არაფერი საერთო აქვს. ეს სტატია დაწერილი იქნება ისეთი ბოღმიანი ადამიანის, რომელსაც ცხოვრებაში არაფერში უმართლებდა… არც ქალები აძლევდნენ ეტყობა, ახალ წელს არასდროს ჰქონდა “გოჭი”, არც ღვინო, ეგდო სახლში და გულში წყევლიდა ყველა ბედნიერს… დიდი შანსია რომ სულიერ სიმახინჯესთან ერთად ფიზიკური დიდი ნაკლიც ჰქონდა…

    ბატონო სიმართლევ, რახან ასეა მე თქვენ არ მოგილოცავთ ახალ წელს, და არც ამ წერილის ავტორს!

    ყველას, ვინც 1 იანვარს იზეიმა ახალი წელი და მადლობა შესწირა უფალს 2009 წლის დადგომისთვის ყველას ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ!

    QUOTE
    ხოლო პატრიარქი და მისი სინოდი? აი, მათი როლი კი განსაკუთრებით მკრეხელურია 1 იანვარის სადღესასწაულო ვაკხანალიაში, რადგან ამ ანაფორაში გამოწყობილ ღვთისმგმობელთ ღმერთის ოდნავადაც არ ეშინიათ და სცხვენიათ, ისე ულოცავენ 1 იანვარს წმიდა მარხვის გმობას ქართველ ერს „საშობაო” ნაძვის ხესთან „კურთხევით” მოდღესასწაულენი, და როდესაც პატრიარქი და სინოდად წოდებული მრავალრიცხოვანი ეპისკოპოსთა დასი ამას იქმს

    მე როგორც რიგითი იუზერი, სასულიერო პირების და იერარქიის ასეთი შეურაცხყოფისთვის ვთხოვ მოდერატორებს დაგადონ 10 დღიანი ბანი!!!

    მანამდე დიდგორის საიტზე იგულავე!

    ————-
    axla didgorze “vgulaob” meti ra gza damrchenia

  12. გიორგი წულაძე Says:

    „დიდგორის“ განცხადება

    „მართლმადიდებლურ ფორუმზე“ (http://church.ge) გამრთულ დკამათში, რომელიც კალენდარ საკითხს ეძღვნება, მონაწილეობს ფორუმელი Geogeorgia, რომლის პოზიცია წარმოჩინდება kanonistis მიერ როგორც „დიდგორის“ პოზიცია.

    ამასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ პიროვნებას არავითარი საერთო არა აქვს „დიდგორის“ რედაქციასთან. ჩვენ მას სხვა ფორუმზეც გავეცით პასუხი ახალი წლის ზემთან დაკავშირებით.

    http://church.ge/index.php?showtopic=3488&st=380&#entry445458

  13. kote Says:

    chemis azrit chven yvelam unda mousminot chvens patriarqs iliaII es. chemi shinagani rcmenit mxolod is gvichvenebs uflis gzas. ar mimachnia scored vinmes azri davbloko,ratqmaunda kvela tavis tavshi martalia magram mec xom chemi simartle maqvs.mapatiet tu am sitkvebit vinme vackenine. magram me am did adamians pativs vcem da mjera misi

    • davit Says:

      ვაჰმე კაცნო რა ვქნა რა, მიშველეთ რამე, რა ვქნა რომ არ გამოვლნაძღო ეს კოტიკო. არა თავს ვიკავებ, ამჯერად! კაცო კოტე მასხარად გვიგდებ ძმაო? გთხოვ რა ძამიკო გადახედე ჯერ ამ საიტის წერილებს, ნახე რა რას კრძალავს უფალი ქრისტე, მემრე კიდევ ამ აკრძალვის წინააღმდეგ რა საძაგელ ამბებს სჩადის შენი პატრიარქი ილია მეორე. ერთი ეჭვიც გამიჩნდა იცი ჩემო კოტიკო, ისე როგორ შემოგელვდი ამ კომენტარებში რომ ერთ წერილს მაინც არ გაეცანი ხოლო ის ერთი წერილიც კი საფუძვლიანად ამათრახებს ილია მეორეს კანონ-სწავლებებითა. ნეტა ხომ არ გვაპროვოცირებ და ვასიკო კობახიძის კამადიდან ხარ? მომიტევოს უფლმა ეს ეჭვი რომ გამიჩნდა და შემოგკადრე. ვიცი თავს რიგიანად დაიცავ.

  14. Maribo Boxosda Says:

    ra xdeba aq.? ..raaa meti gasarthobi ver naxeth?

    • ლომისა Says:

      უფლის დიდება!

      p.s. შენ წარმოიდგინე რომ ეს არის ჩვენი „გართობა“! შენ როგორ ერთობი „მარიბო ბოხოსდა“?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: