მღვდ. გიორგი სხილაძე-საეკლესიო ახალი წელი

ილია II ხშირად ტელევიზიით ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. მოლოცვა-დალოცვაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მღვდელ გიორგი სხილაძის ქადაგებებში იგი მხილებულია ხუთ ეკლესიოლოგიურ დარღვევაში. აი, ეს ბრალდებები:

„დიდგორის“ რედაქცია

ქრისტეს შობამდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს — ეს იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წარმართული გართობა-თამაშობებითა და ორგიებით. 1594 წელს საფრანგეთის მეფე კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებშიც.797_mama-giorgi11. თქვენ არაეკლესიურ ხალხს ულოცავთ „თავიანთ“ „ახალ წელს“, როცა ჯერ შობის დღესასწაული არ მიგილოცავთ, რითაც „შობაახალი წლის“ თანმიმდევრობა ირღვევა, რადგან ეკლესიურნი ამ დროს ჯერ კიდევ შობის მარხვაში არიან და არც ახალ წელს დღესასწაულობენ, არც „საახალწლო სუფრებს“ შლიან და არც მარხვას ტეხენ; 2. მათ ძალაუნებურად ლოცვა-კურთხევას აძლევთ მარხვისთვის შეუფერებელ საქციელზე; 3. „იანვრის ახალ წელსაც“ ულოცავთ არა ძველეკლესიური კალენდრით, რომლითაც ეს დღე (1/14.01) მაცხოვრის ხორცით წინადაცვეთის დღესასწაულს მაინც დაემთხვეოდა, არამედ ე. წ. ახალი სტილით, რითაც — 4. წმიდამამებისეული, ტრადიციული კალენდრის დაკნინება ხდება მაგივრად იმისა, რომ ერს განემარტოს ეკლესიის მიერ ნაკურთხი ე. წ. ძველი სტილის მნიშვნელობა. და 5. გადავშალოთ საღვთისმსახურო წიგნი, „ჟამნი“, გვ. რჟთ (199), საიდანაც იწყება „ლიტურგიკული ციკლი“: „თთუეთა მეტყუელებანი წმიდათათვის, ძალითა ღმრთისათა, წლითი წლადნი. თთუესა სეკტემბერსა აქუს დღე კ (30); დღეთა აქუს ჟამი ბპ (12) და ღამეთა ჟამი ბპ (12); ფ (1). დაწყება ინდიკტიონისა, ესე იგი არს, ახლისა წელიწდისა (…); ხოლო რიცხუნი ესე წელთანი, ვიდრე დღედმდე იესუ ქრისტესა, საცნაურ-იყო. და წელსა შინა პირველსა დღესა სეკტემბრისა თვისასა, მეუფე ჩუენი ქრისტე შევიდა ტაძარსა ურიათასა და იკითხვიდა წიგნსა ისაია წინასწარმეტყველისასა, სადა იგი წერილარს ესრეთ, ვითარმედ „წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (…). ამისთვის დღესასწაულობს ეკლესია პირველსა მას დღესა ინდიკტიონისასა, რამეთუ ამას დღესა შინა შევიდა ქრისტე ეკლესიასა და გამოუჩნდა მუნ მყოფთა; ამასვე დღესა შინა ეკლესია ქრისტესი მადლობასა შესწირავს ღმერთსა ნაყოფთა მიერ მის წლისა მიღებულთათვის და მომავალთა წელთათვისცა ევედრების, რათა ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თვისი (…) — სამღვდელო წიგნში ამ ლოცვებს ჰქვია „სავედრებელი გალობა ახლისა წელიწდისა“ — ხოლო დღესასწაული არს და ხსნილი ღვინითა და ზეთითა (თუ მარხვის დღეს, ე. ი. ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა — „სა.ქ.მ.ე.“).

ტროპარი ინდიკტიონისა: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა. უფალო, დაიცვენ მეფე და სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა; კონდაკი ინდიკტიონისა: რომელი მკვიდრხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეი და ქალაქი და ერი შენი, მრავალ მოწყალე“.

რატომ იწყებს ეკლესია ახალ წელიწადს პირველი სექტემბრიდან* ანუ შემოდგომის დასაწყისიდან? — როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ლიტურგიკულად დღეღამის დასაწყისიც საღამოდან ანუ მწუხრიდან იწყება, სადღეღამისო ბრუნვის („ციკლი“) მწუხრი კი — წლიური ბრუნვის შემოდგომას შეესაბამება (როგორც შუაღამე — ზამთარს, განთიადი ანუ ცისკარი — გაზაფხულს, შუადღე — ზაფხულს). მაგ. შაბათ საღამოს „კვირაძალიც“ ეწოდება ანუ უკვე კვირადღე ძალაში შედის, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანუ ერთშაბათი ძალაშია მწუხრამდე, საიდანაც ორშაბათი იწყება და ა. შ. (ამიტომ ეკლესიაში შაბათის „მწუხრზე“ საკვირაო ლოცვების კითხვა-გალობა მიმდინარეობს). ამავე თანმიმდევრობას უკავშირდება ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დაწყება-დამთავრების საკითხიც. დღეს დღეღამის მწუხრიდან მწუხრამდე ათვლის ნაცვლად შუაღამედან შუაღამემდე (24 სთ.) იწარმოება ეს და შედეგად, უკვე ხსნილის დროს (ოთხშაბათ-პარასკევის მწუხრის შემდეგ) ვმარხულობთ, ხოლო მარხვის ჟამს (სამშაბათ-ხუთშაბათის ნამწუხრევს) ვიხსნილებთ. ეს შეუსაბამობაც უნდა გამოასწოროს ეკლესიის მთავრობამ.

მაგრამ ყალბი ახალი წლის მოლოცვა მხოლოდ ტელეხედვით კი არ ხდება. ეს თარიღი, პირველი იანვარი, „საქართველოს საეკლესიო კალენდრებშიც“ იყო შეტანილი სარწმუნოებრივ დღესასწაულთა, მარხვებისა და მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეთა გვერდით, როგორც „სამოქალაქო უქმე“ სხვა „ღირსშესანიშნავ დღეებთან“ ერთად: „25.02. — საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე“; „7. 10. — ს.ს.რ.კ. კონსტიტუციის დღე“; „7/8. 11 — დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღე“…


*ამას დაუკავშირეს სასწავლო წლის დაწყებაც და ამ დღეს ეკლესია შესაბამის ლოცვას აღასრულებს:„სავედრებელი გალობა ჟამსა სწავლის დაწყებისა ყრმათასა“.

მღვდელი გიორგი სხილაძე — ნაწყვეტი ნაშრომიდან: „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003 წწ..)“, გვ. 66-67.

იხ. ეს ნაშრომი შემდეგ მისამართზე: http://saqme.fr/saqme%20pdf.pdf 

მინაწერი: მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის (მღვდ. გ. ს.).


31 Responses to “მღვდ. გიორგი სხილაძე-საეკლესიო ახალი წელი”

  1. stalker Says:

    http://church.ge/index.php?showtopic=5638&hl=
    samagierod sapatriarqos es marTlmadidebluri forumi naxeT erTi ra milocvebSia, aba axla eseni marxvaSi arian?

  2. daviTi Says:

    http://forum.ge/?f=84&showtopic=33918310
    ნუ სტქაროსანი მნათეუსიც ნახეთ ერთი რა საახალწლო გნიასშია ცეკვა, სამპანურები და ინდაურის ბაჟეები, მინიმუმ მაგრად გასკდება და გაილეშება ამაღამ და ხვალ პახმელიაზე გააგრძელებს მართლმადიდებელთა დევნას სექტა ფორუმ.გეზე
    მნათეუსი: “აბააა, რააა და ბევრი ბევრი ბევრი ცეკვა”
    “დიდგორის” წერილის შეტანამ ცრუ ახალ წელზე უცებ გამოიყვანა საახალწლო სიხარულიდან და ასე გადაიქცა მრისხანე ურჩხულად ეს ლიბერალისტ-დემოკრატი-შემწყნარებელი:
    “ყოველი იდიოტიზმი, ყოველი ოფტოპიკი და ყოველი შავრაზმელობა, რომელიღაც ორღობის ეკლესიის მეორღობე და რუსეთუმე მღვდლის ჭეშმარიტად გამოცხადება და ოფტოპიკები, აღგვილი იქნება ფორუმის ბაზისგან!” ნუ მინიმუმ დევნა მხოლოდ დიდგორსა აქვს

  3. daviTi Says:

    ერთი ბ-ნო გიორგი (წულაძეს მივმართავ) ფორუმზე ის მეჩონგურე “დათიკო” მოდერატორი ხომ არ იცით ვინ არის? მინიმუმ ბასილ კობახიძს დარი მღვდელის ამპლუაშია, “შეკითხვები მოძღვართან” მაგას მიჰყავს ფორუმზე, და ვინც რასაც ეკითხება შესული ხალხი ნათლობებზე, ერესებზე და ა.შ.ეგ მეჩონგურე სცემს პასუხს, ერთი უნდა ნახოთ რა სისულელებს პასუხობს, მერე სხვა განყოფილებაში ღვთის გინებითი მეტყველებით ბრუნდება და ანგლობს საეკლესიო თემებზე! კაკ მინიმუმ მაგარი ეშმაკის კერძია

  4. daviTi Says:

    პ.ს. ეგ მეჩონგურეც ამაღამ მაგრად გაილეშება და ხვალ ნახეთ რა საეკლესიო მოდერაციებს “პახმელიაზე” გააჩაღებს

  5. daviTi Says:

    ხო გამოვიდა საქართველოს “ეკლესიის წმიდა სინოდის ტავმჯდომარე მწყემსმთავარი მამაი ილია” საშობაო ნაძვისხეც დაუდგიათ საპატრიარქოში და უკვე მიულოცა საქართველოს მარხვის გმობა, ნუ კაკ მინიმუმ კინაღამ ჩამოიქცა ცა ისეთი ზათქია ილიას მისალოცის ფონზე და რა დიდი გმობაა ერში უფლის ჭეშმარიტების! რა იქნება მომავალ წელს? რა პასუხს დააბრუნებს უფალი სასჯელად უკან “წმინდა სინოდის” ამ უსინდისობაზე? ძნელი არ არის მიხვედრა!

  6. Gio Says:

    davit, bodishi magram exla rasac shen aketeb martlmadidebluri sakcielia? magari cud sakciels chadixar, xoda ak ise ak yvela postma jer cenzura unda gaiaros da mere gamokveyndes? an ar grcxvenia 16-17 wlis bavshvze mase rom laparakob?

  7. ლომისა Says:

    დიახ, ცენზურა კეთდება, მაგრამ მხოლოდ იმის გულისათვის რომ ადგილი არ ჰქონდეს უწმაწურ გინებას, უხამსობას და რაც მთავარია სიწმინდეების შეურაცხყოფას. რამდენიც გსურთ იმდენი გვაკტიტიკეთ ჩვენ საღი კრიტიკით.

    პატივისცემით „დიდგორის“ რედაქცია

  8. გიორგი წულაძე Says:

    daviti: “ერთი ბ-ნო გიორგი (წულაძეს მივმართავ) ფორუმზე ის მეჩონგურე “დათიკო” მოდერატორი ხომ არ იცით ვინ არის? მინიმუმ ბასილ კობახიძს დარი მღვდელის ამპლუაშია, “შეკითხვები მოძღვართან” მაგას მიჰყავს ფორუმზე, და ვინც რასაც ეკითხება შესული ხალხი ნათლობებზე, ერესებზე და ა.შ.ეგ მეჩონგურე სცემს პასუხს, ერთი უნდა ნახოთ რა სისულელებს პასუხობს, მერე სხვა განყოფილებაში ღვთის გინებითი მეტყველებით ბრუნდება და ანგლობს საეკლესიო თემებზე! კაკ მინიმუმ მაგარი ეშმაკის კერძია”

    ბ-ნო დავით, მაგასაც დავაზუსტებთ ვინ ბრძანდება “მეჩონგურე დათიკო”, მოგვწერეს, რომ “საპატრიარქოდან” ჯერ არ განკვეთილი ბაბტისტური სექტის მღვდელი ზაზა თევზაძეა, ზოგმა მოგვწერა რომ ამავე სექტის იდეოლოგი ნოდარ ლადარიაა, მაგრამ დაზუსტებულად რადგან არ ვიცით ვინ ბრძანდება ეგ ვაჟბატონი (ეგების ქალბატონიცაა, შეიძლება სულაც “პატრიარქის” მდივანი შორენა თეთრუაშვილი, რას გაუგებ მაგათ ეშმაკეულ_ავატარებს) ვერ “ვიმკითხავებთ”. ფაქტია, რომ “საპატრიარქოს” ფორუმზეც აქტიურად მუშაობს და “პატრიარქისტების” საყვარელი “მეჩონგურეა”; მწარე ღიმილის მომგვრელი ის არის, რომ საპატრიარქოს ფორუმზე “www.churche.ge “დიდი პროტესტი გამოთქვეს ეკუმენისტებმა “პატრიარქს” შეურაცხყოფას აყენებენ “თბილისის ფორუმზეო” როდესაც არ გაუპროტესტებიათ “იუმორისთ რწმენაზე” 45 გვერდიან მართლმადიდებლობის საზარელი გმობაში ანეკდოტები ღმერთზე, მოციქულებზე, მოსე წინასწარმეტყველზე, წმიდა მამებზე და ჩვენ რომ კანონიკური მსჯავრითი მხილება შევიტანეთ “თბილისის ფორუმზე” შობის მარხვაში მარხვის გმობის შეჩვენების კანონით სინოდზე, “მეჩონგურე დათიკომ” სასწრაფოდ “ვორნის” სასჯელით გაგვიმასპინძლდა პატრიარქს და სინოდს მხილება როგორ აკადრეთო; აი, სწორედ ესც ცხადყოფს, რომ “საპატრიარქო” ხელმძღვანელობს მაგ ღვთისმგმობ ფორუმებს. საბრალო “მეჩონგურე დათიკომ” ჯერ კიდევ არ იცის რა ელოდება ღვთის კანონის “დავორნისათვის” ერეტიკოსი პატრიარქის გამო! მალე “დავორნავს” მაგას და თავისი ოჯახით უფალი მკაცრი სასჯელით და შეერგებათ დედის რძესავით.
    პატივისცემით გიორგი წულაძე

  9. daviti Says:

    mnaTeusi: “ორღობის ეკლესიის მეორღობე და რუსეთუმე მღვდლის ჭეშმარიტად გამოცხადება”, გიო ძვირფასო, ჩვენი მამა გიორგი სხილაძის ორღობის ეკლესიის მღვდლად გამოცხადება მნათეუსისგან ეს კარგი საქციელია? რატომ არის ორღობის ეკლესია ბოლშევკბისგან დახვრეტილი და დევნილი რუსეთის ემიგრაციული ეკლესია რომლის იურიდიქციაშიც მამა გიორგი შედის და სერგიანულ-ეკუმენისტური მოსკოვის საპატრიარქო კი წმინდა ეკლესია? თუ შენ ამაზე პასუხს გამცემ, მაშინ ბოდიშს მოგიხდი პირადად შენში თუ რაიმე უნებურად პროტესტი ავღძარი. ასევე მელოტს რომ დაცინვით ეძახის პავლე მოციქულს ბაღანა მნათეუსი თუ ისიც სამართლიანად გეჩვენება მომახსენე!

  10. Gio Says:

    @ლომისა

    დავიჯერო ვერ ხვდებით რომ ზედმეტი მოგდით? დავიჯერო თქვენ ისეთი უცოდველები ხართ რომ სხვისი ცოდვებიღა დაგრჩათ გასაკითხი? დავიჯერო ვერ ხვდებით რომ ასეთი აგრესიულობით ისევ აგრესიას გამოიწვევთ? რა გინდათ საერთოდ? რას ითხოვთ? არ გინდათ პირდაპირ თქვათ ამ ათას სახელს ამოფარების გარეშე?

  11. daviTi Says:

    ჩვენო ძვირფასო გიო, რომელ ათას სახელს ვეფარებით კარგი რა, ორი ადამიანი მე და სტალკერი გიგერიებთ და აი შენი სიწმინდეთა მკრეხელი ძმები კი ძალიან ბევრნი არიან, სექტა ფორუმ. გეზე თვალები აუჭრელდება ხალს ამდენი “მაკულატურა” ავატარებით! Sen Cems SekiTxvaze ratom ar gameci pasuxi?

  12. daviTi Says:

    გიო, შე დალოცვილო რით ვერ გაიგე ამდენი ხანი რა გვინდა? ნუ აგინებთ უფალს, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ღმერთის მოციქულებს, ნუ დასცინით და ამასხარავებთ ეკლესიის წმინდა მამებს და უფლის ღვთებრივ კანონებს, მოხსენით ანეგდოტები სექტა ფორუმ.გედან, სე დალოცვილო ჩვენ მოგვდის ზედმეტი თქვენ რომ განგიკითხავთ და თქვენ არ მოგდით ზედმეტი უფალზე და მის მოციქულებზე რომ დღედაღამ ანგლობთ?

  13. Gio Says:

    @daviTi
    მოდი გეხვეწები მე ნურაფერს დამაბრალებ, რელიგიის განყოფილებაში სულ ხუთიოდე პოსტი მაქვს და ისიც ან ვინმეს რამეს ვულოცავ, ან უწყინრად ვეხუმრები. რომც მინდოდეს არ მაქვს იმხელა გავლენა (საერთოდ არ მაქვს, რიგითი არააქტიური მომხმარებელი ვარ) რომ წავშალო…
    აქაც პირველად შემოვედი, გადაამოწმეთ აიპი და ნახავთ, ვორდპრესს აქვს ამის შესაძლებლობა… არც პირადად ვიცნობ ვინმეს, რაც დავინახე იმაზე ამტკივდა გული.
    ეხლა მთავარ საკითხზე ვისაუბროთ, შეურაცხყოფის და ჩხუბის მომხრე ნამდვილად არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, ჩემი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, გასაგებია ვთქვათ დააშავა რამე, პატიება არ შეგიძლიათ? თქვენ სხვის ცოდვა მადლს რატომ წონით? შეურაცხყოფა გაგიკვირდა, რატომ გაგიკვირდა? თქვენ არ მოიხსენიებთ საქართველოს პატრიარქს და წმინდა სინოდს ცუდად? საიდან დაიწყო ყველაფერი? თუ მნათეუსმა დააშავა თვითონ დაეკისრება სასჯელი, მაგრამ თქვენ რითი ხართ მასზე უცოდველი? არ შეიძლება ახალგაზრდა ხალხის ასე სურათების გამოკვრა და წყევლა. არ გაქვთ ამის უფლება და სხვისი დანაშაული კიდე თქვენ დანაშაულს არ ამართლებს…

  14. Gio Says:

    იმ პრინციპით მოქმედებთ, რომ რახან სხვა აშავებს, თქვენ გაქვთ უფლება ლანძღოთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ და დანაშაულში არ ჩაგეთვლებათ ეს…

  15. daviTi Says:

    ერეტიკოსთა მხილება ჩემო გიო არც დაშავებაა, არც ლანძღვა, არც შეურაცხყოფა; დაუმსახურებლად და უსამართლოთ არავის ვამხელთ, არამედ ვიმეორებ ერესში ვამხელთ; ის რომ მარხვაში მუცელი არ უნდა ამიყოროს ეკლესიის სტიქაროსანმა ხორცეულითა და სხვა არასამარხო საჭმელით, და შამპანიურებით სმა და ცეკვა არ უნდა გააჩაღოს და თან ასეთი მკრეხელობანი ეკლესიის სახელით არ უნდა უქადაგოს სხვებსაც და ეკლესიის კანონი მარხვის გახსნილების შეჩვენებაზე მასხარად არ უნდა აიგდოს, ეს უნდა მიხვდეთ და გაიგოთ რომ ღვთის უბოროტესი მტრობაა, ხოლო მნათეუსის ეს უმსაგავსო ერეტიკული გართობები ვამხილეთ მხოლოდ! რატომ კეთდება აქცენტი მნათეუსზე, იმიტომ რომ მართლმადიდელ სტიქარში გამოწყობილა და ეკლესიის სახელით ღუპავს თავისი თანატოლების სულებს. ასე რომ განკითხვასა და მხილებას შუა უდევს დიდი ზღვარი! ნუ დავამთავრე შენთან დებატები, ვფიქრობ რაღაცა მაინც უნდა გაიგო! თუ არა და სტალკერ შენი ჯერია!

  16. daviTi Says:

    p.s. პაატრიარქი ილია? საჭიროა გიო აქ დიდგორზე კანონიკური წერილები წაიკითხო პატრიარქია ილია მეორე სინამდვილეში არის თუ არა პატრიარქი, თუ პირიქით ცრუ პატრიარქია, ამასაც დიდგორელები უფლის კანონებით ასაბუთებენ, იმ კანონებით რომელსაც ილია მეორე არა სცნობს, ხოდა თუ უფლის კანონებს არა სცნობს უფლის ეკლესიის პატრიარქი რანაირად იქნება, ნუ ლოგიკა სად არის?; და სწორედ მაგ პატრიარქის ბრალია რომ მნათეუსს მასე შლეგურად აჰრევია გონება და ღმერთი ეშმაკისგან ვეღარ გაურჩევია; ილიას და მისი სინოდის სინდისზე იყოს მაგ საბრალო ბავშვის და კიდევ მრავალი თქვენნაირი ბავშვების დაღუპვა, ხოლო დიდგორს მადლობა დიდი მადლობა რომ დროზე ამოიღო მახვილი მაგათ სამხილებლად რომ სხვა ახალგაზრდობას მაინც რამე ეშველოს!

  17. Gio Says:

    იგივეს აგრძელებ, რა შუაშია მნათეუსი, ან მისი მუცლის ამოყორვა? არც კი იცნობ და ასე ცუდად რატომ ლაპარაკობ? სად გინახავს გალეშილი მთვრალი? რაღაც ვარაუდების გამო ასე საშინლად უნდა მოიხსენიო? მეგონა ოდნავ მაინც შეარბილებდით ტონს, თქვენ კი იგივეს აკეთებთ, ბოდიში, აქ ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს… ვერ ვილაპარაკებ მნათეუსზე იმიტომ რომ არც კი ვიცნობ, და ვერ ვისაუბრებ სხვის ცოდვებზე იმიტომ რომ ჩემიც ბევრი მაქვს… მშვიდობით იყავით

  18. daviTi Says:

    რას ბრძანებ ჩემო გიო, მნათეუსს როგორ არ ვიცნობ, შენ არ გაგიგია ‘კოკასა შიგან რაც არის იგივე გადმოდინდებისო”? მთელი 25 გვერდი რომ იანეგდოტ-იმოდერატორა “ეკლესიურად” “ოლარულ სექსსა და სხვა მსგავს სიბინძურეებზე” გავიცანი აბა რა მექნა? იმოდერატორა ასევე ათი მცნების გალაზღანდარევების შესახებ, და თანაც ისე რომ სოლიტერ-იმბეცილი სიცილით კინაღამ დაიხრჩო! თუ ეგ ბაღანა-ბავშვია, ის მუტრუკები ოლივერი, ეგრი, უზული, აჩრდილი, ციკლოპი ხომ მოწიფული ვაჟები არიან? განა მაგისთვის არა სწერდნენ თბილისის ფორუმზე რომ თავი მკითხველისთვის გაეცნოთ?, ხოდა ჩვენც გავიცანით! მასე პირადად მე არც მოციქულები მინახია და არც წმინდა მამები გამიცვნია და თავი გამაცნეს სახარებიდან და ეპისტოლეებიდან! კარგია მე რომ შემაგონებ ჩემო ძვირასო გიო და მადლობა შენ ამისათვის, რადგან შენებურად მესმის რომ კეთილი მიზანი უნდა გამოძრავებს, ამიტომ ასეთივე მიზნით შედი გთხოვ თბილისის ფორუმზე და შეაგონე მნათეუსსაც, რომ არა ხარ სწორე შენცთქო და მერე ღვთის მადლმა ძალიან გთხოვ მისი პასუხი წამაკითხე! აბა გთხოვ შემისრულე ეს თხოვნა რიგით მკითხველს დიდგორისას, თანაც თუ მე შევცოდე ღვთის წინაშე დიდგორი რა შუაშია? აქ შენიც ქვეყნდება და ჩემიც და იმ მეანეგდტეების, ამიტომ შენ მაშინ წაიკითხე აქ გამოქვეყნებული მღვდლლების წერილები რომლებიც დიდად სარგოა სულისათვის. მადლობა შენ რომ შენიშვნები მომეცი.

  19. leandra Says:

    davit magari axvari vinme xar ra, gaige? gaige Tu vera?

  20. daviTi Says:

    ნუ უნდა დავინგლისურ დავუამერიკულო ახლა ლეანდრას, ეს არის ახლა მოდაში, ბოდიში ქართველ მკითხველთან: ” hello, leandra, many thanks. what team did you play against then?

  21. stalker Says:

    ავტორი_simartle (საიტ დიდგორის გულშემატკივარი)))QUOTE
    “ხოლო პატრიარქი და მისი სინოდი? აი, მათი როლი კი განსაკუთრებით მკრეხელურია 1 იანვარის სადღესასწაულო ვაკხანალიაში, რადგან ამ ანაფორაში გამოწყობილ ღვთისმგმობელთ ღმერთის ოდნავადაც არ ეშინიათ და სცხვენიათ”

    “თბილისის ფორუმი” მეჩონგურე დათიკო”: მრავალს დაესწარი
    ეხლა ცოტა დალეული ვარ, მარა არა უშავს
    არ მინდიოდა ამ ახალი წლის დღეებში ვინემდ ამევორნა, მაგრამ შენზე ალალი იყოს! 20% ვორნი შენ პატრიარქის და სინოდის შეურაცხყოფისთვის”
    დავით შენ ამბობ რომ დათიკო მეჩონგურეა საპატრიარქოსი, მაგრამ ავატარზე უწერია “ბუზიკანტი”, კაკ მინიმუმ კორქტურას ვაკეთებ, ხოლო ამაში არაფერი შეგშლია დიდგორი, როგორც თავად მორიდებით აღიარებს დალეულს, ანუ მაგათ ენაზე გალეშილს დაუვორნია, ხოლო აქ ვიღაცამ შენიშვნა მოგვცა თქვენ რა იცით გალეშილები არიანო?

  22. stalker Says:

    დამატებასაც ჩავურთავ: მღვდლების ამპლუაშიო შენ ამბობ დავით, პასუხს სცემენო მკითხველებს ბუზიკანტი დათიკო (მნათეუსიც მოძღვრის ამბიციურ კვარცხლბეკზე დგას კითხვების გაცემაში)ეკლესიურ საკითხებზეო: ვნახე მეც, და აბა გალეშილ მდგომარეობაში სასმელით აღგზნებულებს და კომპთან მიმსხდერებს რომ გამოუვიდეთ”ოლარული სექსის ანეგდოტური ქადაგებები”.

  23. stalker Says:

    აქამდე რატომ ვერ მივხვდით?

  24. ლომისა Says:

    ბ-ნო daviTi, ზოგჯერ თქვენი მხილება მხილებისთვის დაშვებულ საზღვრებს სცილდება და შეურაცხყოფაში გადადის. დიდი მადლობა კმათში მონაწილეობისათვის და მხარდაჭერისათვის, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ ისეთი გამონათქვამებისაგან, რომლებიც სცილდება საღი კამათის ჩარჩობს. გთხოვთ ნუ დაემსაგავსებით იმ ფორუმელებს, რომლებიც კამათის დროს პირად შეურაცხყოფაზე ან დაცინვაზე გადადიან.

    დავათვალიერეთ კომენტარები და ბევრი ისეთი პოსტია, რომელიც უნდა გაუქმდეს. ასეთივე ბედის იმ პოსტებსაც საიდანაც აშკარად გამოსჭვივის როგორც სიწმინდეების, ისე ერთმანეთის შეურაცხყოფა. ყველას ვთხოვთ იყვნენ უფრო კორექტულები და შემწყნარებლები.

    პატივისცემით „დიდგორის“ რედაქცია

  25. Servus Servorum Dei Says:

    უძვირფასესო ”დიდგორელებო”,

    მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს სამოქალაქო ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით:

    მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ამ დღეს ახალი სტილით 1 იანვრის დადგომისას ულოცავს ხოლმე ერს სატელევიზიო მიმართვით, და 14 იანვარს საეკლესიო ქადაგებით (რომელიც ასევე გადაიცემა ხოლმე TV-ს მეშვეობით) – ეს მაინც საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება – და არა საეკლესიოს!

    ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც ”ძველით ახალ წელი” არ წარმოადგენს საეკლესიო დღესასწაულს. მისი აღნიშვნა უბრალოდ ემთხვევა დიდ საეკლესიო დღესასწაულს (მაცხოვრის ხორცით წინადაცვეთას) და ამ დღეს წარმოთქმული ქადაგებაც პირველ რიგში სწორედ ამ საეკლესიო მოვლენას უკავშირდება და არა ”ძველით ახალი წლის” დადგომას!

    ასე იყო ასი წლის წინაც, სანამ საერო ხელისუფლება ქვეყანაში მოქმედ იულიუსის კალენდარს ჩაანაცვლებდა პაპი გრიგოლის კალენდრით. ე.ი. ასი წლის წინაც ახალი წელი საერო მნიშვნელობის მატარებელი იყო და არა რელიგიურისა! ასე რომ თავად ”ძველით ახალი წელიც” არ გახლავთ საეკლესიო ახალი წელი!

    შესაბამისად, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ საერო დღესასწაულს გადაიტანს და აღნიშნავს ისევ:

    1) აგვისტოში – როგორც ეს წმიდა ნინოს დროს ქართლში ხდებოდა;

    2) სექტემბრში – როგორც ეს VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით ჩაენაცვლა აგვისტოში აღნიშვნას;

    3) მარტის თვეში – როგორც ეს IX საუკუნის 20-იან წლებიდან X საუკუნს II ნახევრამდე იყო

    და ასე შემდეგ… თუნდაც მორიგი პრეზიდენტ/მეფე/იმპერატორის ნება სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ თვესა და დღეს, მაშინ ამ საერო დღესასწაულს ეკლესია მიულოცავს ერს (მორწმუნე ერსაც და ურწმუნოსაც) ახლად დამტკიცებული საერო კალენდრის მიხედვით!

    შესაბამისად, თუ ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო – საპატრიარქო – კერძოდ კი მისი გამომცემლობა ჩათვლის საჭიროდ ეს თარიღი, 1 ან 14 იანვარი, „საქართველოს საეკლესიო კალენდრებშიც“ იქნება შეტანილი სარწმუნოებრივ დღესასწაულთა გვერდით, როგორც „სამოქალაქო უქმე“ სხვა ღირსშესანიშნავ საერო დღეებთან ერთად!!! ვფიქრობ იქვე შეიძლება იყოს 26 მაისი, 9 აპრილი, ამჟამინდელი მწყემსთმთავრის დაბადების დღე 4 იანვარი და ასე შემდეგ…

    და ეს მოხდება სამღვდელოების ახალგაზრდა გამოუცდელი ნაწილის, ძველგაზრდა საბჭოთა იგნორანტი და კლიაოზნიკურად განწყობილი თაობისა თუ მდაბიოთა წესისამებრ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადასული ფორუმელების ნების საწინააღმდეგოდ!!!

    რაც შეეხება წმიდა საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის საეკლესიო ახალ წელს (სექტემბერში), ეკლესია მათ თავისი წესითა და კალენდრით აღნიშნავს და არა ისე, როგორც ეს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს, ან გრეგორიანულ კალენდარზე გადასვლის მომხრე მსუნაგ ან ”პროგრესულად მოაზროვნე” საერო პირებს მოეხალისებათ!

    ასე, რომ ვსარგებლობ შემთხვევით და ვუერთდები ქვეყნის სასულიერო და საერო ხელისუფალთა საახალწლო მილოცვებს და გისურვებთ წარმატებულ ახალ 2009 წელს!

    ნუ რაღა თქმა უნდა აქვე განთავსებული ვიდეო კლოპით მოგილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

    P.S. მკითხველთან სათხოვარი მაქვს: მიუხედავად იმისა ამ საკითხთან დაკავშირებული ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს, იქნებ ლოცვებში მოიხსენიოთ უცხოებასა შინა მყოფი მონა ღვთისა გიორგი… წინასწარ გმადლობთ, იხარეთ და იბედნიერეთ!!!

  26. devnili Says:

    იხ. ახალი წლის დღესასწაულის ევროპიული კერპები და სიმბოლოები

    http://www.gettyimages.com/Search/Search.aspx?contractUrl=2&language=en-US&family=creative&assetType=image&src=quick&p=поиск%20на%20английском%20языке#

  27. iako Says:

    ar mesmis aq dawerili komentarebis arc toni da arc mnishvneloba da azri…ar sheidzleba ase…yvelafers dzalian artulebt chemi azrit..mxolod garegnul mxareebs akvirdebit…axali weli tavistavad axlis dasawyisia da misalocia bunebrivia..me ar mesmis ra aris amashi miugebeli?…aranairi warmaartoba ar aris es… amas yvela martlmadidebeli eri agnishnavs…da patriarqi gzas gvilocavs axali wlisken,imeds da mxneobas gvmatebs… nu giyvart yvelafershi intrigis modzebna… ra gasarchevi ki es iyo???… da an ra wesia sxvebze choraoba ertgvari da gankitxva mati?es martlmadidebluri saqcielia?ar aris lamazi ra…es aris simaxinje da amazrzeni …jer sakutar gulebshi chavixedot da mere vimsjelot sxvebze…. me ase vfiqrob…ufaali gfaravdet…

  28. merabikaroli Says:

    ამ საიტზე დავინახე მხოლოდ სიძულვილი, ბოღმის ნთხევა.. არამგონია საღად მოაზროვნე ადამიანმა ეს ვერ შეამჩნიოს, მე ამ საიტზე ვერსად ვნახე ჩვენი პატრიარქის ძალიან ბევრი კარგი საქმის შესახებ დაწერილი.. რატომ ხედავს ამ საიტის ავტორი მხოლოდ ცუდს?

    • ლომისა Says:

      თქვენ მოგვწერეთ თუ შეიძლება რაც კარგი აქვს გაკეთებული და აუცილებლად გამოგიქვეყნებთ.

      ალექსანდრე

      • davit Says:

        მეფეო მერაბ, რატომ გვწამებ ცილსა როგორ არ ვაქვეყნებთ აი სწორედ გუშინ პირადად მე დიდი მხიარულებით გამოვაქვეყნე პატრიარქ ილიას ერთერთი კარგი საქმე აღწერილი ვასასის მიერ! აი კაცო ეს არ არის ეს:

        : ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სიფხიზლე არ დაუკარგავს, პარტიარქი იყო და მიუხედავად იმისა, რომ რომ საკმაოდ მოხუცია , როგორც კი პაპის ვერაგი მოძრაობა შენიშნა, უცებ წამოდგა სავარძლიდან და ძალიან სწრაფად დაიკავა სტრატეგიული პოზიცია საკურთხევლის წინ ღიად დარჩენილ ადგილზე.
        ასე რომ პაპი სიბრაზისაგან გამწვანებული უკან წავიდა.

  29. vano Says:

    1992 wlis 6 ianvars rom kanonieri xelisuplebis momxre mshvidobiani momitingeebi daxvrites da saqartvelo daamxes,barabas gzaze daayenes, ilia shiolashvili jaba ioseliani da danarcheni putchistebi 7 ianvars zeimit agnishnavdnen sapatriarqoshi


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: