მღვდელ ზურაბის (აროშვილი) სამწყსო დარიგება

მღვდელ ზურაბის (აროშვილი) სამწყსო დარიგება

zmebi-aroshvillebi

მამა ზურაბი და მამა გელასი (აროშვილები) ბოსტონის სინოდის
მაღალიერარქთან საღმრთო ლიტურგიისას

მშვიდობა! წავიკითხე მ. გიორგის წერილი ე.წ. ახალ წელთან დაკავშირებით. ნორმალური წერილია და ვფიქრობ ამ წარმართულ რომაულ დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი განვრცობა არ არის საჭირო. იმასაც სწორად აღნიშნავს მ. გიორგი, რომ ამ ჩვეულებრივ სადაგ მარხვის დღეს პატრირქის საჯარო მილოცვა მას დიდ დღესასწაულად აქცევს და თანაც წარმართულ დღესაწაულად ( მთელი ქვეყანა ჭამა-სმაში იძირება ).

ასევე წავიკითხე სხვადასხვა საითებზე და თქვენს საითზეც სიახლეები და კომენტარები. სიმართლე გითხრათ მძიმე განწყობა დამეუფლა. და თუ შეიძლება რამდენიმე ჩემს მოსაზრებას გეტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. –

ოფიც. საპატრიარქოს წევრების რამდენიმე კატეგორია მონაწილეობს ამ ფორუმებზე და წერენ კომენტარებს და ხსნიან თემებს.

1) პირველი კატეგორიაა და ყველაზე აქტიური (რადგანაც ძალიან ახალგაზრდები არიან) “მნათეუსი” და მისი მეგობრები. აქ საქმე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკთან გვაქვს და ამიტომ მათთან პოლემიკას ჭირდება დიდი მოთმინება და გონიერება, რადგანაც ისინი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლები არიან და ამიტომ თვითეულ თქვენს სიტყვას და მიწოდების ფორმას ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება. ამ ასაკში ისინი დააფასებენ თქვენ უკომპრომისობას, აუღელვებლობას, მათ გამოხტომებზე მოთმინებას და კლასიკურ პასუხებს. არ დააფასებენ თქვენგან შეურაცხყოფას, როგორი სწორედაც და სამართლიადაც არ უნდა მიგაჩნდეთ თქვენ ის.

და რა არის ჩვენი მიზანი? განა ვინმეს ჯოჯოხეთში გამწესება? რა თქმა უნდა, არა, არამედ, რომ მათ დაამახსოვრდეთ და სერიოზულად აღიქვან თქვენ მიერ მიწოდებული საღმრთო სწავლება. შედეგი არ ჩანს ან როდის იქნება? თავის დროზე თუ თვითონ საკუთარი ნებით ოდესმე გადაწყვეტენ ქრისტეანობას, აი მაშინ კი გაახსენდებით, ოღონდაც იმ შემთხვევაში გაახსენდებით თუ თქვენ მართლმადიდებლური გაგებით კლასიკიდან არ გადახვალთ თქვენს ნაწერებში! ძალიან დიდი ყურადღება გმართებთ თვითეულ თქვენს სიტყვაზე და საქციელზე, რომ სიმართლის სახელით დაბრკოლების მიზეზნი არ გახდეთ!!!!!

კონკრეტულად , რომ გითხრათ ამ საქმეს არ წაადგება თქვენ მიერ მათი სურათების გამოქვეყნება და ამ სურათებზე თქვენი კომენტარები. იმედია არ მიწყენთ ამ მცირე შენიშვნას. მერწმუნეთ თქვენვე წაგადგებათ ჩემი ამ რჩევის გათვალისწინება. ჩემის აზრით თქვენი ტონი უნდა იყოს გაცილებით რბილი და დაყვავებითი, რადგანც მათ ჯერ თვითონაც არ იციან რა თემებზე და როგორ უგუნურად მასხარაობენ.

2) მეორე კატეგორიაა ჩვენი თაობის ხალხი, რომლებსაც 80-90 წლებში ჩვენთან შეხება და ურთიერთობა ქონდა, ანდა შორიდან გვიცნობდა. ამ ხალხთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს სათქმელი – 1) ჩვენი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო მათ ჩვენდამი გაუჩნდათ სამართლიანი პროტესტის გრძნობა, რადგანაც ხშირად ჩვენი მათდამი დამოკიდებულება, სიტყვა და საქციელი იყო შეუფერებლად კადნიერი, ამპარტავნული და ქედმაღლური, რაც ჩვენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ შეეფერებოდა და ჩვენ მიერ მიწოდებული ეს სარწმუნოება მათ, რა თქმა უნდა, არ მიიღეს, მაგრამ პოლემიკაში და არგუმენტებში ვერ გვძლიეს და დარჩნენ განაწყენებულნი და შეურაცხყოფილნი. ამ ხალხთან დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ჩვენს შემდგომ თაობასაც ამიტომ ვთხოვ ფრთხილად იყვნენ, რომ დაბრკოლების მიზეზნი არ გახდენენ. ამ კატეგორიის ხალხს ნამდვილი ცოცხალი წმინდანი ჭირდება ახლა, რომ გონს მოვიდნენ და თქვან, რომ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არსებობენ მართლმადიდებლებიო! ნაწილი კი უგუნური საპატრიაქოს მორჩილებიდან გამოსვლას არც იფიქრებს, რადგანაც იქ თავისი საფშვინველის განსასვენებელი უკვე ჰპოვა.

3) მესამე კატეგორიაა ჩამოყალიბებული და ზრდასრული ანტიმართლმადიდებლები. აქ საქმე გაცილებით რთულადაა. ეს ხალხიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავის დროს დაბრკოლებულები არიან, მაგრამ შემდგომ საკუთარი შეხედულებები დაუკავშირეს ნამდვილ მოდერნისტულ შეხედულებებს და სარწმუნოებით მათთნაირები გახდნენ, მაგრამ დარწმუნებულები და მტკიცეები მაინც ვერ არიან, რადგანაც მათი ამასოფლიური სარწმუნოება დროებითი და რყევადია და სხვადასხვა პერიოდებში აზრობრივ-გონებრივ მიმოტაცებას განიცდიან. მე კარგად ვიცნობ მათ და სიმართლე გითხრათ არ მძულს ისინი. როდესაც ვხვდები მათ ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ და რაც შემიძლია მეტ სიყვარულს ვიჩენ ვიდრე საკუთარი ერთმორწმუნე ძმების მიმართ. იმიტომ, რომ მათ ეს ძალიან ჭირდებათ, ხალხი უკვე ასაკშია და თან ცუდად არიან. ამ ბოლო დროს ჩვენმა ასეთმა დამოკიდებულებამ მათის მხრიდან კეთილ-მეგობრული ურთიერთობა გააჩინა, რასაც შეიძლება თავის დროზე კეთილი შედეგიც მოჰყვეს, რადგანაც როგორც ზემოთაც ვთქვი არ არიან მყარნი თავის მოდერნისტობაში, არამედ პროტესტს ასე გამოხატავენ უბრალოდ!

4) მეოთხე კატეგორიაა ისინი ვინც ფორუმებზე და საითების კომენტარებში არ ჩანან. ესენი არიან სერიოზული იდეოლოგები ამა თუ იმ მიმდინარეობის რელიგიაში: – ილია II და მისი უახლოესი გარემოცვა, არქ. რაფაელი და მისი სულიერი შვილები, ანუ ძირითადი მამა-მოძღვარნი საქართველოსი.

patriarqi-da-ekmssabcho

Visit to the WCC of His Holiness ILJA II, Catholicos Patriarch of All Georgia. Dr. Konrad Raiser and H.H. Ilja II.
Switzerland May 1996

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ვიზიტი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში”.
ემს გენერალური მდივანი კონრად რაიზერი და ილია II. შვეიცარია1996 წ. მაისი

აი აქ კი საქმე მძიმედ და რთულად არის. აქ ომია საჭირო და თან სერიოზული და ხანგრძლივი. აი აქ კი ვხედავ უკვე ქრისტეს სერიოზულ მტრობას და თან რაც ყველაზე საშიშია ქრისტეს სახელს არიან ამოფარებულნი. მაგრამ ჩვენი ომი უნდა იყოს სამართლიანი საღმრთო განჩინებების მიხედვით და ქრისტიანულ ზნეობას არ უნდა აცდეს. ეს უფრო საჭიროა ამ ომის შემხედვარეთათვის, რომ მათ სწორი და ობიექტური დასკვნა გამოიტანონ. ხოლო რაც შეეხება მათ, მათი იმედი ნაკლებად მაქვს! ძნელად თუ დატოვებენ თავის შეხედულებებს სარწმუნოებაზე. მაგრამ ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ მათ მიმდევრები არ გაიმრავლონ და ჩვენ ყველას პასუხი არ მოგვეკითხოს – თუ სად ვიყავით და რას ვაკეთებდით? რატომ არ დავდეთ ჩვენი ტალანტი სავახშოზე და მოგებითურთ არ დავუბრუნეთ უფალს!

წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განხილვისას რამდენიმე გვერდს უთმობს ხუმრობათა შესახებ სწავლებას და ასე იწყებს განმარტებას: – ” ბილწისატყვაობანი და ხუმრობანი გარყვნიან კაცს. ნუ წარმოთქვამ ნურც ხუმრობას და ნურც ბილწ სიტყვებს.. . . ხუმრობა წარმოშობს უქმ და ამაოდმეტყველებას, რომელიც ხშირად უწესო და ბილწმეტყველებაში გადაიზრდება . . . ხუმრობანი აუძლურებს ჩვენს სულს და აზარმაცებს. ხშირად მიზეზი ხდება დაპირისპირებისა და ომებისაც კი. მშვენიერია, როდესაც სული ფხიზელია, მისი მიმოტაცება შეუძლებელია, ხოლო განბნეულს და დასუსტებულს ვინ არ მიიტაცებს, თვითონვე მოტყუებული იქნება საკუთარი თავის მიერვე და ეშმაკის მანქანებანიც არ დასჭირდება.

“მიაქციე ყურადღება თვით დასახელებას – ხუმარა, განაგრძობს წმ. იოანე ოქროპირი, ხუმარად იწოდება არასერიოზული, არამდგრადი, ცვალებადი ადამიანი, მაგრამ ქრისტიანს არ შეჰფერის იყოს ასეთი”.

ხუმრობა და მასხარაობა ღვთის შიშს განდევნის ადამიანისაგან. იგი კადნიერი და თავხედი ხდება. ეს უგვანი ჩვევა მის სულს თანდათანობით რომ გაუჯდება, მკრეხელობაში ჩააგდებს მას (სიწმიდეთა შეურაცხყოფაში). ამიტომ ერთი შეხედვით ვითომ უწყინარი ხუმრობანი დიდ სიბოროტედ გადაიქცევა და ღვთის მგმობელობამდეც მივა, ოღონდაც კი მათ ხუმრობაზე ვინმემ გაიცინოს და შეუქოს ენასხარტობა.

რა თქმა უნდა, ადამიანის ბუნებაში დევს მხიარულება და ის უნდა მომდინარეობდეს მოყვასისადმი წმიდა წრფელი ქრისტესმიერი სიყვარულიდან. მხიარული და ნათელი სახით უნდა განამტკიცებდეს და შეეწეოდეს მოყვასს, ამხნევებდეს მას. განსაკუთრებით გაჭირვებისა და მწუხარების ჟამს და ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა, მაგრამ სხვა არის უგუნური მასხარაობა და ქილიკი, რასაც ხშირად მოყვასის დამწუხრება და შეურაცხყოფა მოჰყვება, ანდა უფრო უარესიც კი – ღვთისგმობელობა და მკრეხელობა! აი, ამას კი უნდა ვუფრთხოდეთ საკუთარ თავში და განვეშოროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამგვარი სნებით დავადებულან, რადგანაც ეს ბოროტი სენი ფრიად გადამდებია!

მღვდელი ზურაბ აროშვილი

8 Responses to “მღვდელ ზურაბის (აროშვილი) სამწყსო დარიგება”

  1. ლომისა Says:

    „დიდგორის“ პრსესსამსახურის წარმომადგენლებს თუკი ვინმესთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ ან დაცინვის ობიექტად გაუხდიათ რომელიმე ფორუმელი ღმერთმა შეუნდოს. ყველა ხედავს საიდანაც მომდინარეობს დაცინვა, შეურაცხყოფა, გინება, ღვთის გმობა და ა.შ.

    შეუმცდარი არც რედაქტორია და ალბათ მასაც დაუმწუხრებია ზოგიერთი თბილის-ფორუმელი. თუ ასეთ ფაქტებს მოიყვანს ვინმე პირადად მე საჯაროდ მოვინანიებ.

    ჩვენი მიზანი არაა ვინმეს დაცინვა, შეურაცხყოფა ან მოყვასის დამწუხრება (ბავშობიდან მძულს დაცინვა და ადამიანის შეურაცხყოფა) და ვინმეს რწმენაში დაბრკოლებისთვის ღვთის წინაშე პასუხი მოგვეთხოვება, მაგრამ როდესაც აშკარა ღვთის გმობას აქვს ადგილი ყველა მართლმადიდებლის მოვალეობაა მიუთითოს მოყვასს რამდენჯერმე და შემდეგ კი, თუ მაინც გააგრძელებს, ამხილოს სხვათა გასაგონად.

    დიდი მადლობა მამა ზურაბს სამწყსო დარიგებისათვის. მომავალში ვეცდებით, რომ “დიდგორის” მხილება უფრო ლმობიერი და მოყვასისადმი სიყვარულით განმსჭვალული იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ.

  2. nana Says:

    მამა ზურაბს ნება მომეცით მეც გამოვუხატო ჩემი დიდი პატივისცემა!

  3. guja (mama jemali) Says:

    მოგესალმებით მამა ზურაბ! მე თქვენ პირადად გაგიცანით ეხლახანს კავკასიურ სახლში. მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებული აზრებისა, მაინც დიდ პატივს გცემთ და არ მეგონა ასეთი პროგრესული და ლიბერალური მოაზროვნე თუ იყავით. მეც არ ვეთანხმები ბევრ რამეში საპატრიარქოს და პატრიარქს, მაგრამ არ ვლანძღავ ისე, როგორც დიდგორის საიტი ლანძღავს. თქვენც გააკრიტიკეთ დიდგორის საიტი იმის გამო რომ რიგითი ფორუმელების მიმართ აქ ძალიან აგრესიული და ცილისმწამებლური განცხადებებია გაკეთებული…

  4. Zaza Gabelashvili Says:

    მამა ზურაბ! დამლოცე! წავიკითხე თქვენი დარიგება.ძალიან მომეწონა.მე მეგონა კარგად გიცნობდით, თურმე ჯერ სადა ვარ.
    გთხოვთ კურთხევას და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
    ზაზა გაბელშვილი.ქუთაისი.18.02.2009.

  5. Zaza Gabelashvili Says:

    “დიდგორს” და მთელ კრებულს ამ”საითი”-ს დიდი მადლობა მამულიშვილობისთვის!
    ზაზა გაბელაშვილი.ქუთაისი.18.02.2009.

    • ლომისა Says:

      კეთის იყოს თქვენი მობრძანება „დიდგორზე“!

      დიდგორის რედაქციის სახელით,
      ი.ღუდუშაური
      ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრი

  6. usamartloba Says:

    sapatriarqos lanzgva ki ara masiuri gancmenda unda!
    dackebuli patriarqidan damtavrebuli rigit mnatemde rom ertxel da samudamod amovzirkvot sidamplisa da sobinzuris mucuki!

    shorena tetruashvilis tamadobit!

    • ლომისა Says:

      ღმერთმა დაგლოცოთ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დიდგორზე“. ისეთ საგანგაშო ამბებს წერთ, რომ კარგად უნდა იცნობდეთ საპატრიარქოს ამბებს. თქვენ სამღვდელო პირი ხომ არ ბრძანდებით? როგორ მოგმართოთ მომავალში? სად მოღვაწეობთ? გთხოვთ გაეცნოთ „დიდგორის“ მკითხველს თუ ეს თქვენი და თქვენი ოჯახისთვის საშიში არ იქნება.

      ალექსი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: