გამოკითხვა – ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი!

ძვირფასო მეგობრებო!

აირჩიეთ ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი!

gamokitxva-didi-ateuli

ბმული: http://bestgeorgians.ge/index.php?pg=nm&ct=4

ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე გამოკითხვის შესახებ

ხმის მიცემის პროცესი საქართველოში 7 თვის მანძილზე გაგრძელდება. 12 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს, პირველი არხის ეთერში მოეწყობა თოქ შოუ, სადაც საკუთარ კანდიდატებს დაიცავენ ლობისტები (ადვოკატები) – საზოგადოების ცნობილი სახეები და საინიციატივო ჯგუფები. ადვოკატებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ თავისი ნომინანტის პოპულარიზაციისთვის – ორიგინალური აქციების გამართვით დაწყებული და ბიოგრაფიების უცნობი დეტალების გამოქვეყნებით დასრულებული. პროექტის გუნდი – ბიოგრაფების, ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შემადგენლობით მათ განკარგულებაში იქნება. არჩევნების წესებსა და კრიტერიუმებზე პირველ თოქ შოუში მწერლების, მეცნიერების, მსახიობებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთაგან შედგენილი მრჩეველთა საბჭო, ერთგვარი “მინი პარლამენტი” იმსჯელებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ტელემაყურებელი, ანუ ქართველი ხალხი მიიღებს.

პროექტის გუნდი საზოგადოებას მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას “დიდი ქართველობის” კანდიდატთა შესახებ – ბიოგრაფიებს, სხვადასხვა, დღემდე უცნობ ფაქტებს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებიდან. მასალები განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე, დარიგდება ბროშურების სახით, გარცელდება პრესაში, კანდიდატთა შესახებ გადაღებული იქნება მიკროფილმები. აუცილებელია, რომ “დიდი ქართველი” გენეტიკურად იყოს ქართველი? აუცილებელია , “დიდმა ქართველმა” იცოდეს ქართული ენა ან ცხოვრების დიდი წილი გატარებული ჰქონდეს საქართველოში? ან, სულაც, რამდენად საჭიროა “დიდ ქართველს” გმირობა ჰქონდეს ჩადენილი? თუ, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეც საკმარისია? იქნებ, არც ერთია მნიშვნელოვანი და საკმარისია, მისი პიროვნება სიამაყის გრძნობას იწვევდეს ქართველებში? ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, საზოგადოების გადასაწყვეტია.

სოციოლოგიური კომპანია მთელ საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გამოკითხვას ჩაატარებს – 11-დან 18 ნოემბრამდე კორესპონდენტი ნებისმიერი თქვენგანის ოჯახში შეიძლება მოვიდეს კითხვით: ვინ არის შენთვის დიდი ქართველი? საქართველოს რჩეულ მოღვაწეთა დიდი სია 10 ნოემბრიდან გამოქვეყნდება “კვირის პალიტრაში”, დაიბეჭდება ბროშურებად და დარიგდება “საქართველოს ბანკის” ფილიალებში, ასევე სკოლებში.

გამოკითხვების შედეგად დიდი სია მიღებულ ხმათა რაოდენობის მიხედვით ჯერ ასამდე, შემდეგ კი 50-მდე დავა. 12 დეკემბრიდან, საქართველოში ზოგადეროვნული არჩევნები დაიწყება და საქართველოს ისტორიული არჩევანი თავის საამაყო შვილებთან დაკავშირებით, ისევ საქართველომ უნდა გააკეთოს. პირველი არხის ეთერში გამოცხადებული ინტერქტივით ერი თავის რჩეულ ათეულს შეადგენს, რომელთაგან ყველაზე დიდი ქართველი 19 აპრილს გამოცხადდება.

მაშ, ასე, აირჩიე შენი გმირი!

ბმული: http://bestgeorgians.ge/index.php?pg=nm&ct=4

——————————————————————————————————————————————————————————————

„დიდგორის“ რედაქტორის არჩევანი

zviadi-da-merabi

მე-20-ე საუკუნის დიდი ადამიანთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულთა შემდეგ: ზვიადი და მერაბი

დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

ზვიად გამსახურდია

http://bpg.sytes.net/Didgori/

http://mamuli.net/Didgori/

 

6 Responses to “გამოკითხვა – ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი!”

  1. ლომისა Says:

    კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ეჭვი გამოთქვა გამოკითხვის შედეგების გაყალბების შესახებ:

    “რაღაც ძალიან სწრაფად, ერთ ღამეში დაიკლო ზვიად გამსახურდიას ხმებზე ათეულში, ხომ არ ეშმაკობენ?

    მოკლედ მხადაჭერებისთვის შეხსენება: 2233-ზე უნდა გააგზავნოთ ზვიადის კოდური ნომერი: 073”

    ბმული: http://georgia.dix.cz/forum/viewtopic.php?f=25&t=210

  2. ლომისა Says:

    ეს გამოკითხვა, მის მომწყობებს, უნებლიეთ თუ შეგნებულად, ქიშპობაში გადაჰყავთ და აპირისპირებენ სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილ ადამიანებს თუ წმინდანებს, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია; ან წმინდანების ავტორიტეტის გამოკითხვა რა წესია?!

    წმინდანებში არსებობს ჰიერარქია, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია. ყოველი წმინდანის მოხსენიებას კი თავისი წესი, და რიგი აქვს, ხოლო ასეთი შინაარსის გამოკითხვები უფრო პროვოკაციულია ვიდრე რაიმეს მომტანი. ვეჭვობთ, რომ ეს გამოკითხვა რაღაც ძალებს ჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ჯობდა გამოკითხვა ჩატარებულიყო ასეთი კითხვით: – როგორ აფასებთ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას?

    ქართველთა გულებში უფლის წმინდანების და სახელოვანი მამულიშვილების ხსოვნას შესაბამისი ადგილი აქვს უკვე მიჩენილი.

  3. კანონისტი Says:

    “დიდგორი”:
    “მე-20-ე საუკუნის დიდი ადამიანთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულთა შემდეგ: ზვიადი და მერაბი”

    კი მაგრამ მე–20 საუკუნეში მოღვაწეთაგან შერაცხული ყველა წმინდანი მისი უწმიდესობის დროს არიან კანონიზებულნი და თან ცნობთ მის საქმიანობას და თან არა, თუ როგორ არის თქვენი საქმე?

    პ.ს. მე-20 და არა მე-20-ე🙂

  4. ЕКА Says:

    звиадиц арис цминданад шерацхвис гирси.

    • ლომისა Says:

      დიახ, ასე ფიქრობს ქართველი ერის დიდი ნაწილი.

      • გიორგი Says:

        ბატონებო, წმინდანობას ადამიანები არა წყვეტენ. წმინდანობას წყვიტავს ღმერთი. საპატრიარქოს მიერ გაწმინდანებული ბოლო დროინდელი მოღვაწენი, მიუხედავად ზოგიერთის დიდი ეროვნული დამსახურებისა, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიზირებულად. ჯერესერთი რანაირად შეიძლება მწვალებლობაში ჩავარდნილმა იეარარქიამ ვინმე წმინდანად შერაცხოს, მეორეც, არ იყო დაცული კანონიზაციის არანაირი საეკლესიო პრაქტიკა, არც შერაცხულთა საძვალეები გახსნილა, და შესაბამისად არც მირონდენა ან კეთილსურნელება არ შემოწმებულა, რითაც ხდება ხოლმე გამოძიება ღვთის ნების, ანუ ღმერთმა შერაცხა თუ არა წმინდანად ესა თუ ის მოღვაწე. (”დიდგორის” რედაქტორი)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: