პასუხი საპატრიარქოს მოდერნისტულ „მართლმადიდებლურ ფორუმს“ church.ge(ნაწ.I)

საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქის ილია II ერეტიკული ქმედებების მსჯავრმდებელი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები და მათი განმარტებები

დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!” (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

nusxa_kanonikuri_11

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” რლიგიური რიტუალები

nusxa_kanonikuri_2
Visit to the WCC of His Holiness ILJA II, Catholicos Patriarch of All Georgia. Dr. Konrad Raiser and H.H. Ilja II.
Switzerland May 1996

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ვიზიტი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში”. ემს გენერალური მდივანი კონრად რაიზერი და ილია II. შვეიცარია1996 წ. მაისი

nusxa_kanonikuri_31
„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ასამბელეის შამანური „ლოცვა” გრძელი ყალიონით, რომლის პრეზიდენტიც იყო ილია II

„დიდი ძვრები მოხდა საერთაშორისო ეკუმენურ მოძრაობაში, საქართველოდან ამ დიდ საქმეშიც პირველი გზის გამკვალავი თქვენ ბრძანდებით. ეკუმენური მოძრაობის სფეროში თქვენ ერთ-ერთი ღირსეული და გამოჩენილი მოღვაწე ბრძანდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ გერგოთ მსოფლიო საეკლესიო საბჭოს პრეზიდენტობის პატივი. ბევრი რამ გააკეთეთ ეკლესიების დაახლოებისა და ერთა დამეგობრების საკითხში” (საპატრიარქოს ბეჭვდითი გამოცემა „ჯვარი ვაზისა” 1983 #2)

nusxa_kanonikuri_4

„ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“

  • ილია II მიერ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო საჯარო ქადაგება:

ა)„ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია” და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).

nusxa_kanonikuri_5

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საპატიო სტუმარი (ფილიპ პოტერი) ეწვია თბილისის ტაძრებს და მრევლის წინაშე იქადაგა (იქადაგა ეკუმენიზმი-რედ.შენიშ). მან ხაზი გაუსვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” მნიშვნელობას მშვიდობისა და ხალხთა დაახლოების საქმეში…ეკლესიების დაახლოება – განაცხადა ფილიპ პოტერმა – განაპირობებს სახელმწიფოებისა და ხალხის შეკავშირებას…”; იმავე დღეს იგი დაესწრო თბილისის სიონის ტაძარში ჩატარებულ საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღიას, რომლის დროსაც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ფილიპ პოტერმა სიტყვით მიმართეს ერთმანეთს.”

nusxa_kanonikuri_6
„ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”-ს ერთ-ერთი ასამბლეა, რომლის პრეზიდენტიც იყო საქართველოს პატრიარქი

nusxa_kanonikuri_7

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ასამბლეაზე ქალი „მღვდელი” ამბიონზე კითხულობს სახარებას. (არ დაგავიწყდეთ ამ საბჭოს პრეზიდენტი იყო საქართველოს პატრიარქი თავისი სინოდით)

  • ილია II თანალოცვა ერეტიკოსებთან:

„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი – აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას”.

nusxa_kanonikuri_8

ილია II და საქართველოს ეკლესიის სხვა ერესიერარქები მონოფიზიტებთან ლოცვისას (ეჩმიაძინი)

„კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II” (საპატრიარქოს ჟურნალი – ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″)

nusxa_kanonikuri_9

„დღისით უწმიდესმა ვაზგენ I და მისმა თანხმლებმა პირებმა მოილოცეს ქვაშვეთის წ. გიორგის, დიდუბის ღვთისმშობლის და ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრები. იმავე საღამოს უწმიდესი ვაზგენ I დაესწრო ლოცვას სიონის საპატრიარქო ტაძარში…ვაზგენ პირველი ამბობს: ორჯერ მოგვეცა საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის უფლება.” („ჯვარი ვაზისა” 1984 #2)

nusxa_kanonikuri_10

В 1993 году умер Католикос Васген II. На похоронах присутствовали представители Грузинской, Румынской и др. Православных Церквей. Также присутствовали, как это сообщает ЖМП, и католики. Они, видимо, тоже очень любят монофизитов. Источник: Журнал Московской Патриархии №3-4, 1993 г.

„451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებაზე (მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება) მონოფიზიტები დამარცხდნენ და დაიგმო მონოფიზიტური მწვალებლობა; ღვთისგან მოიკვეთნენ ერეტიკოსი მონოფიზიტები ნესტორი, ევტიქი და დიოსკურე, მათი სწავლება მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ მწვალებლობად გამოაცხადა.” (წიგნიდან „დოგმატური ღვთისმეტყველება”)

nusxa_kanonikuri_111

ილია II თანალოცვა ერეტიკოსებთან და მათი ზიარება:

  • ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი ანტიოქიის კრების II კანონი:

,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს – ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი”.

„დიდ ხუთშაბათს – ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები – ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს – ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია – ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად”.

nusxa_kanonikuri_12

რომის პაპთან ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოველში

  • ლაოდეკიის კრების 6 კანონი:

მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღვთის სახლში.

„ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.” (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)

ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).

  • ილია II შესვლა და თანალოცვა ერეტიკოსთა ტაძრებში:

„პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში, აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება” („ჯვარი ვაზისა”, 1981წ. N1).

nusxa_kanonikuri_13

  • ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65-ე კანონი:

,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს”.

“თქვენი მოღვაწეობა ჟენევაში „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” – როგორც ამ საბჭოს პრეზიდენტისა, თქვენი ვიზიტები ბულგარეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ვანკუვერში (კანადა) და სხვა მრავალ ქვეყანასა და რელიგიურ ცენტრში ბევრის მეტყველი და ბევრის მომცველია. დაიხვეწა, აღდგა, ან ახლად დამყარდა კავშირი მრავალ რელიგიურ და კულტურულ დაწესებულებებთან.” (საქართველოს წმ. სინოდის სახელით ამ სიტყვებით მიმართა ილია II მიტრ. კონსტანტინემ. “ჯვარი ვაზისა” 1983 #2.)

——————————————-

პირველი წერილის დასასრული

გაგრძელება იხ. შემდეგ ბმულზე: პასუხი საპატრიარქოს მოდერნისტულ „მართლმადიდებლურ ფორუმს“ church.ge(ნაწ.II)

church.ge-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” დატოვების შემდეგ ილია მეორემ მოინანია ეკუმენიზმი და თავის იერარქიასთან ერთად აღარ ულოცია ერეტიკოსებთან, აბა, ქვემოთ, ამ დოკუმენტში რა არის აღწერილი? “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” საქართველოს საპატრიარქომ დატოვა 1997 წელს 20 მაისს, ხოლო 2005 წელს საქართველოს ეკლესიის იერარქებმა ილოცეს კათოლიკებთან და იუდეველებთან: “Илия II совершил молебен о здравии всего народа Азербайджана в кафедральном соборе Святых Жен Мироносиц,  На молебне присутствовали настоятель бакинского римско-католического прихода Христа Искупителя отец Ян, председатель еврейской общины горских евреев Азербайджана Семен Ихиилов,

dokumentebi_12

dokumentebi_2

წყარო: http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=18

ა) На празднике, отмечающем прибытие евреев в Грузию, Патриарх Илия II в слове, обращенном к главному раввину иудеев Грузии, сказал: «Евреи вносят большой вклад в дело поклонения Единому Богу». (Телепрограмма «Вестник» 8/IX, 1998г.)

ბ) ეკუმენისტური განდგომილება ახალ საფეხურზე ავიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” VI  ასამბლეაზე ვანკუვერში (კანადა). საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას თავად ილია II ხელმძღვანელობდა. 1983 წლის 31 ივლისს ამ ასამბლეის მონაწილეთა მიერ შესრულებულ იქნა “ეკუმენიკური ლიტურგია” (შედგენილი ფრანგი რეფორმატორის მაქს ტურიანის მიერ). ამ ლიტურგიის მთავარი მოქმედი პირი იყო ანგლიკანი ეპისკოპოსი რანსი. მისი “თანამწირველები” იყვნენ ექვსი პროტესტანტი პასტორი, მათგან ორი ქალი: ინდონეზიელი  რეფორმატორი კაროლინა პატიაზინა-ტორჩი და ლუთერანი ელიზაბეტა ლიდელი დანიიდან. მათ გარდა მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს “მართლმადიდებელებმა”, მონოფიზიტებმა, პაპისტებმა ამავე ასამბლეაზე პირველად “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ისტორიაში ოფიციალურად იყვნენ მოწვეულნი: იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის, და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები.” (ვანკუვერი VI ასაბლეის ჟურნალი “Canvas” #17, 1983, p.1; жмп # 9, 1983, ст. 54)

გ) “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VII ასამბლეა…დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), რომელმაც განაცხადა: … საქართველოს ეკლესიას გააჩნია სიმპათიები და მისწრაფება ეკუმენისტური სოლიდარობისადმი”…კანბერის ბიულეტენი გვთავაზობს ტექსტებს, რომლებიც გამოხატავენ სოლიდარობას ეკუმენისტ-ჰომოსექსუალისტებისადმი. ეს მოწოდება დაიბეჭდა ასამბლეის ბიულეტენის მეორე გვერდზე, რომელიც იუწყება, რომ ჰომოსექსუალისტებმა და ლეზბიანებმა გააკეთეს მოწოდება გამოსულიყვნენ მათი უფლებების დასაცავად, ჰომოსექსუალისტებს “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ამ ასამბლეაზე წარმოადგენდა დელეგაცია, რომელსაც სათავეში ედგნენ “მღვდელქალა” ნენსი უილსონი, პასტორები კიტ ჩერი და სტივ პიტერსი, რომლებიც ჰომოსექსუალისტთა და ლეზბიანთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” (!) (Assembly Line”. #3, 1991.)

დ) На VIII Ассамблее Всемирного Совета  Церквей (В.С.Ц.) в Харарэ (Зимбабве) Вселенское Православие было представлено почти полностью. (1998г. 3-14 декабря). В ходе заседаний были африканские песни и танцы, совместные экуменические моления. Абсолютное большинство «православных» делегатов принимало участие в этих молитвах, некоторые же части этого служения совершались под их личным руководством. Самое большое время (12 семинаров) было уделено вопросу «содомитов». На одном из семинаров, англиканский «священник» – содомит Дуглас Тор подверг резкой критике В.С.Ц. за недостаточные публикации в сфере «теологии гомосексуализма». На  Ассамблее явно чувствовалось влияние и активность содомитов. Кроме того на этом «форуме» активное участие принимали «Международная комиссия защиты прав гомосексуалистов и лесбиянок», «Европейский форум «Церквей лесбиянок и гомосексуалистов», «Движение христиан-гомосексуалистов», специализированные «Церкви» содомитов, такие как: «Metropolitan Commiunity Church» и другие. Информационные агентства больше внимания уделили выступлениям содомитов и их участию в совместных молитвах. чем сослужениям  экуменистов из официальных «Православных Церквей» – Всемирного Православия. На одном из семинаров Ассамблей положительно был разрешен вопрос о допустимости полигамии (многоженства) в целях борьбы со СПИД-ом. На вопрос информационного Агентства В.С.Ц. – ENI – все ли Поместные «Православные Церкви» принимали участие в совместных служениях и семинарах Ассамблей, представитель Московской Патриархии ответил: «Насколько мне известно все». (წიგნიდან “ეკუმენიზმი ანტიქრისტეს რელიგია” – შემდგენლები: მღვდელი გელასი აროშვილი და მღვდელი ზურაბ აროშვილი)
—————————————————————————————————————–

კანონიკური ტექსტი მოამზადა: საით „დიდგორის” პრესსამსახურის წარმომადგენლებმა:

_გიორგი წულაძემ და ნიკოლოზ გვარამიამ

24 Responses to “პასუხი საპატრიარქოს მოდერნისტულ „მართლმადიდებლურ ფორუმს“ church.ge(ნაწ.I)”

  1. stalkeri Says:

    ღმერთმანი, ამდენი სისაძაგლე თუ შეიძლება იკადროს ადამიანმა, ამდენი სიცრუე წეროს, ამდენი აგინოს ჭეშმარიტებას რასაც საპატრიარქოს ფორუმი აკეთებს ნამდვილად ვერ შემძლებელი ვიყავი ამის წარმოდგენის, მაგათ სულში მართლა ქრისტეს ჯვარმცმელი სინედრიონის სული ჩასახლებულა და ახლაც წინ რომ დაუყენო უფალი აუცილებლად ბრბოში დაიწყებდნენ სირბილს და ხალხის დარწმუნებას, ბარაბა ავირჩჩიოთ მაგის ჯვარცმა მოვითხოვოთო! ვინც ასე დაუნდობლად ებრძვის ქრისტიანობას, ის უეჭველად ერთადერთი სახელის ღირსია “ღვთისმკვლელნი” და ვთხოვ, დიდგორის რედაქციას, მათ ამიერიდან ეს წოდება მიანიჭოს!!!

  2. stalker Says:

    tbilisis forumze vmaxe es da sruliad vetanxmebi:

    ვორნი არა?

    ამ ფორუმზე ბევრი ფიქრობს მოდერატორ “მნათეუსებზე” და სხვა ღვთისმგმობელ ახალგაზრდებზე, რომ ახალგაზრდობით მიეტევებათ ის გაუგონარი სიწმინდეთა მკრეხელობა, რასაც ისინი ამ ფორუმზე მართლმადიდებელი მოძღვრების წინააღმდეგ ეწევიან, მაგრამ ვაფრთხილებთ ამ ბილწ და ხორცშესხმულ დემონოლოგ ახალგაზრდას “მნათეუსს” და მის ამფსონებს, ნუ სცდიან უფლის მოთმინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სავალალოდ დაასრულებენ სიცოცხლეს; წმინდა წინასწარმეტყველმა ელისემ მცირეწლოვანი ბავშვები არ დაინდო გმობისთვის, და მით უმეტეს ამათ რა დაემართებათ; ასევე ჰგონიათ ამ ახალგაზრდებს, რომ დღეს თუ ხვალ თუ არ ისჯებიან ღვთის რისხვით სამუდამოდ შერჩებათ; უფალი არ ჩქარობს, არამედ მათ მოქცევას და სინანულს ელოდება, და თუ ნაყოფი არ გამოიღო მათთმა დამოძღვრამ მაშინ “ცული უნაყოფო ხის ქვეშ დევს მის მოსაჭრელად”

    „ელისე იერიქონიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო! უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი” (meoTxe mefeTa, 2 : 23-24).

    http://forum.ge/?f=29&showtopic=33924437&st=390

    • ლადო Says:

      მგონი დავითმა თავის მოსახელე ”დოქტორანტს” სთხოვა შეიარე და დაიცავი თბილისის ფორუმზე ცეცხლთაყვანისმცემლების, ანეკდოტთა სექტის, ბუდიზმის და სხვათა ლიდერის მუსიკანტი დათიკოს ”შპანისაგან” მართლმადიდებლობაო. ხოლო, ეს თხოვნა დოქტორანტმა იგივე პრეზიდენტამ, იგივე დავით ჩიკვაიძემ ასე დაიცვა, ე. ი. მასხარად აიგდო მართლმადიდებლობაში ორი უწმინდესი სიტყვა ”კურთხევა” და ”თაყვანისცემა”. მაგარი სამართლის მცოდნე გამოჩხრიკა საპატრიარქოს სამღვდელოების მრავალრიცხოვანმა რიგებმა: აი ესეც, ”დოქტორანტის” ხარხარი ამ სიტყვებზე:
      =========================
      Prezidenta:

      ”Ruglen HolonQUOTE
      “თაყვანი” რა მაგარი სიტყვაა ”

      ხო იცით საიდან მოდის?

      თაყვანის-ცემა <== თავყანის-ცემა <== თავ ყანის ცემა, ანუ თავის რტყმა ყანაზე (მიწაზე)

      ასევე, საინტერესო იქნება ესეც:
      კურთხევა <== კუროთხევა <== კუროის ნთხევა, ანუ კუროს, საკლავის სისხლის სხურება.

      ორივე მწააარე წარმართული ტერმინია.

      ათეშგა შეერთებულ შტატებში:
      http://forum.ge/?f=84&showtopic=33824885&st=15

      • ლადო Says:

        თბილისის ფორუმის ანეკდოტთა სექტა სახელად “შპანა” ქრისტეს მაგივრად ახლა ცეცხლის გაღმერთებაზე გადავიდა, მალე რომის პაპიც მოელანდებათ ცეცხლში, სადღაც მქონდა დავკარგე, რაღაცა ”ხარა-ხურა” საგნების დაწვისას კოცონში როგორ გამოიზარდა იოანე-პავლე მეორე ”სასწაულად”! ვნახავ…

  3. ლადო Says:

    Иоанн Павел II явился народу. Правда только на фотографии и в довольно образной форме. Многие католики считают этот снимок чудесным изображением понтифика. Фотография была сделана во время службы, просвещенной второй годовщине смерти папы. Один из участников церемонии сфотографировал огонь. Уже дома он обнаружил, что пламя костра приобрело в этот момент контуры человека с поднятой правой рукой – именно так понтифик приветствовал свою паству. Тем временем специальная комиссия в Ватикане продолжает собирать досье по причислению Иоанна Павла II к лику блаженных. В нем должны быть собраны убедительные доказательства его праведной жизни и совершенных им чудес – минимум двух…
    =====================
    ზოროასტრიზმი უკურთხა ეტყობა მნათეუსს და დათიკოს პონტიფიკმა!

    • davit Says:

      კაცოო ზოროასტრიზმი? ნუ ლოოლ, ნუ ლოოლ! ეს უკვე მეტსმეტზე მეტისმეტია!!! გასაგებია ადამიანები მუჰამედი, კიდევა ბუდა და კრიშნა, მერე კიდევა ადამიანის მსგავსი მაიმუნი, მაგრამა ”შპანისთვის” ახლა ცეცხლიც ღმერთია? კი მაგრამა ოკეანე? მერე კიდევ ჰაერი? ნუ სხვა სტიქიებმა რა დააშავეს? ხო ძველად ბიბლიურ დროში თბილისის ფორუმის შპანას მსგავნი მოსეს დროსა ხბოსაც აღმერთებდნენ, აქეთ მოგვიანებით ინდუსები მგონი ძროხასაც, უჰ რა ამბავია კაცო ამდენი სასმელ-საჭმელის გაღმერთება ვინ გაიგო. როგორ ეტყობა დოქტორანტის ბრატიშკა დათის ხელმძღვანელობით სახინკლის ფორუმელებს მუცელღმერთები რომ არიან! ჩაპლინის ფილმი გამახსენდა მშიერსა და ოქროს მძებნელსა გოლიათსა მეგობარი ჩაპლინი მამლად თუ ქათმად რომ ელანდება, ისე მაგათაც სულ საჭმელ-სასმელი ტანაც კოცონზე შემწვარ-მოხრაკული ელანდებათ ღმერთებადა! აი შენ კი შეგირცხვეს დოქტორანტ საპატრიარქოს სამართლის დიპლომი აჰა!

  4. ლადო Says:

    თბილისის ფორუმულად ქრისტეს მაგიერი საპატივცემულო ”ღმერთი”, აქ დავით ოკეანიც დგას რიგში. მაშ ასე: ზოროასტრიზმი

    • davit Says:

      კაცო ლადო ემანდ ზოროასტრიზმის ვიდეოში იმ ერთ ცეცხლის მსახურსა რაღაცას კოცონზედ რომ წვავს ექიმივით ბაცილა რომ არ შეეყაროს ხოლმე ავადმყოფთან ურთიერთობისას იმდაგვარად პირბადე რატომ აუკრავს? ეს ალბათ მაგათი საკმეველია მაგრამა ეტყობა საყნოსად სახიფათო და მწარეა…არა რა მეც უნდა დავაარსო სექტა და ჩემი ღმერთი გამოვიგონო, აი მაგალითად შევქმნი ხატსა დავაყენებ დოქტორანტს სტვირითა და მის გვერდით მნათეუსს ლამაზი სახითა და ვარდისფერი ყვრიმალებითა – ინდუიზმის წერილში რომაა კრიშნა და მისი მეგობარი იმდაგვარადა, იქვე კიდევა ხორთუმიან დათიკოს ჩოხითა და კომპითა – მორჩა მზად არის, მემრე კიდევა ტაძარს პატარას ავაშენებ ინდუისტური ტაძრის მსგავსსა და მოვხატავ ეგრის ანეგდოტებითა და რელიგიაც მზადაა. გეუბნებით, მერე ნახეთ რამდენი გავაერთიანო ამ სექტაში ჯერ მარტო ხორთუმიანი დათიკოს ხატზე ლოცვა რამდენს მოუნდება…უი გალობა დამავიწყდა! ბრავო! გამახსენდა, მუსიკანტი დათიკო ერთ დედაკაცთან ფუძის ანგელოზს ჟღრიალა მისტიკითა რომ აკვნესებს…ცოტა ხანი შეიძლება თანსაცმლით მოვაჭრე რასელის იეღოვას მოწმეების მსგავსად მდევნონ, ხომ იცით სიახლე-მოდერნიზმი დიდგორის ნაირ ფუნდამენტალისტურ ქვეყანაში მალე ფეხს ვერ იკიდებს, ჯერ მარტო მამა ბასილი დამიწყებს დევნას, მაგრამა ცოტას დავითმენ, მემრე დავძველდები, თან დევნილის გვირგვინსაც დავადგამ ჩემს რელიგიასა და ნახეთ რა მაგარი რელიგია ვიქნები, ახლა რუსიკო-ვასიკო ბაპტისტებივით მაგრად ვაცეკ-ვამღერებ ჩემს ხალხსა ეგრის ანეგდოტთა ტაძარში და რა კმაყოფილება და რა რელიგიური ექტაზი იქნება ლოოლ მერე ნახეთ რა. რა არა გჯერათ? როგორ ცეცხლსა, ხბოსა და ძროხა ღმერთებსა ჩემი ხორთუმიანი დათიკო და სტვირით დოქტორანტი ლამაზი ვარდისფერყვრიმალებიანი მნათეუსით გვერდდამშვენებული სხვა ღმერთებს აღარ აჯობებს?

      • davit Says:

        p.s. ნუ ცემას უკვე ვერავინ გამიბედავს მე და ჩემს ახლად ჩამოყალიბებულ სექტის მიმდევრებსა, ეს საქმე მსოფლიოში ტოლერანტულ მაღალ დონეზეა უკვე დაყენებული, მამა ბასილს მეორე ციხე არ ასცდება ერთი რამე გამიბედოს მე და ჩემს ხორთუმიან ჩოხოსან ღმერთსა, ახლა გიგა ბოკერია იქნება კიდევ ჩემი ფარი და მუზარადი, მოძღვარი ვიქნები, ფულს შემომწირავენ, პატივი ილია მეორის მეგობარ აზერბაიჯანის მოლაზე უკეთესი მექნება…მოკლედ, ხედავ შენა რა კარგი პროექტი გამომივიდა ახალი რელიგიის შექმნისა! ახლა კიდევა დოქტორანტს, დათიკოს და მნათეუს გაღმერთება რა მაგრად გაუხარდებათ და თბილისის ფორუმს ჩემს მწყემსობას მოანდობენ! ხო მართლა ბიბლია მჭირდება იქიდან უნდა დავიპარო ციტატები და ამბები და ჩემს ახალ ღმერთს წიგნი-მოძღვრებაც უნდა შევუქმნა, ცოტახანი რეცენზეენტად ლაშაბს ავიყვან…ვნახოთ ვნახოთ…

      • ნიკა Says:

        დიახ, ადამიანებს არ სურთ ჭეშმარიტი ღმერთის მორჩილება, რადგან არ სურთ მისი მცნება-განწესებების დაცვა, ეძნელებათ, რადგან ვიწროა გზა ჭეშმარიტებისა, სამაგიეროდ ადვილია ადამიანთა მიერ გამოგონილი ღმერთების მორჩილება, რადგან ადამიანები საკუთარ ნება-სურვილზე, ვნებებსა და შესაძლებლობებზე ირგებენ გამოგონილ რელიგიების ღმერთების ე. წ. მცნებებს…
        ———————————
        ”თავიდან დედამიწაზე ერთი ეკლესია იყო, ერთიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით. მაგრამ შემდეგ დადგა განსაცდელის ჟამი; რომის პაპი, თავისი ხალხით ცრუ სიბრძნემ გაიტაცა და გამოეყო ერთიან ეკლესიასა და სარწმუნოებას. ეს არის ტყუილსა და სიბნელეში ჩავარდნის პირველი საფეხური. შემდეგ, პაპისტებს შორის წარმოიშვნენ პროტესტანტები, რომლებიც პაპის მსგავსად ცრუ რწმენამ გაიტაცა და ახლა ისინი ჩამოშორდნენ პაპის სარწმუნოებასა და ეკლესიას. ეს ტყუილსა და სიბნელეში დაცემის მეორე საფეხურია. შემდეგ პროტესტანტებისგან წარმოიშვა ანგლიკანური ცრუ მოძღვრება. ესეც მესამე საფეხური…ინგლისელებს არ მოეწონათ გერმანული სარწმუნოება და შექმნეს ახალი, არა ღვთის ჭეშმარიტებაზე, არამედ თავიანთ ცრუ-მოძღვრებაზე აგებული აღმსარებლობა…შემდეგში, როგორც ანგლიკანებს, ისე გერმანელებს, გამოეყვნენ და გამრავლდა, სხვადასხვა სარწმუნოება…ნახეთ როგორ იმრავლეს მათ დასავლეთში! ვერც დათვლი, მაგრამ ყველა მათგანი უარყოფილია ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქადაგებები მხოლოდ ქრისტე მაცხოვარს შეეხება. გამოდის არ შეიძლება დავასკვნათ, რადგან მავანი იესო ქრისტეზე ქადაგებს, ე. ი. ჭეშმარიტებას გვამცნობს. უნდა შემოწმდეს, სწორად გვამცნობს კი ის ჭეშმარიტებას იესო ქრისტეზე…

  5. ნიკა Says:

    …სულიერ ხსნა შედგება რამდენიმე პუნქტისაგან: უნდა გწამდეს, უნდა ასრულებდე ღვთის მცნებებს, უნდა შეიძინო მადლი და ა. შ. მაგრამ სახარებაში ეს პუნქტები ერთ განსაზღვრულ ადგილას კი არ წერია, არამედ გაბნეულია: ერთგან ერთზეა საუბარი, მეორეგან კი სხვაზე. ჭეშმარიტად რომ შეიცნოთ ხსნის მთელი არსი, საჭიროა ეს პუნქტები სხვადასხვა ადგილიდან ამოკრიფოთ და ერთად ისე შეაგროვოთ, რომ არცერთი არ გამოგრჩეთ. სწორედ ამ საქმეში წაიფორხილებს ხოლმე ყველა. დაიწყებს მავანი ამოკრეფას ისე, რომ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს; ჩააშტერდება ერთ ან ორ მუხლს, ამოგლეჯს საერთო წერილიდან და გაჰყვირის: ”ვიპოვე, ვიპოვე, აი გზა ხსნისა”! მეორე გაიძახის: ”გწამდეს და გადარჩები”; მესამე ამბობს: ”მოიხვეჭე ღვთის მადლი და სხვა აღარაფერი გჭირდება”; მეოთხე ქადაგებს: ”გიყვარდეს და მიიღებ ნეტარ აღსასრულს”; მეხუთე კიდე სულ სხვა რამეს გაიძახის. ყოველი ასეთი შემთხვევა ჭეშმარიტებას შეესაბამება და მათ შესახებ წმინდა წერილშიც მკაცრად არის მინიშნებული, მაგრამ, არც ერთი მათგანი ცალკე აღებული არ შეიცავს გადარჩენის მთელ არსს. საჭიროა, ყველას ერთად შეკრება, და მაშინ მივიღებთ სრულფასოვან წარმოდგენას ხსნის ნამდვილ ხატზე”. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

  6. ბარბარე Says:

    ერთი შენიშვნა მაქვს
    ვინ დაადგინა რომ მართლმადიდებლური ფორუმი church.ge არის საპატრიარქოს ფორუმი?
    არანაირი შეხება არ აქვს ამ ფორუმს საპატრიარქოსთან!!!
    რატომ მიეწება ამ ფორუმს საპატრიარქოს სახელი გაუგებარია ჩემთვისაც და უამრავი ადამინისთვისაც,ვინც კარგად იცნობს ამ ფორუმს და მის წევრებს!
    საპატრიარქოს სახელი მოაშორეთ ამ ფორუმს!
    არანაირად არ ეხება ეს საპატრიარქოს!

    ბარბარე.

    • ნიკა Says:

      პატრიარქ ილია მეორის ეკუმენიზმის ეპოქა – “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”:

      • ნიკა Says:

        p.s. დამავიწყდა, ეს ვიდეო ემს – ს გენერალურ მდივნებს (The General Secretaries of the World Council of Churches) ეხებოდა, ერთ-ერთს ხომ პატრიარქი ილიაც სტუმეობდა (ამ წერილის სურათი ცხადყოფს) Visit to the WCC of His Holiness ILJA II, Catholicos Patriarch of All Georgia. Dr. Konrad Raiser and H.H. Ilja II. Switzerland May 1996
        ——————————————

      • ნიკა Says:

        ამ ვიდეოში კარგად ჩანს ვატიკანის წარმომადგენლები, რა საპატიოდ დგანან სერბეთის პატრიარქის დამკრძალავ ლოცვაზე:

      • ნიკა Says:

        Сахрањен Патријарх Павле (Sahranjen Patrijarh Pavle) Patriarch of Serbia! ახლა კი ვნახოთ, რა საპატიოდ დგანან ვატიკანის წარმომადგენლები რუმინეთის პატრიარქის საპანაშვიდო ლოცვაზე, წითელი ქუდებით იცნობთ. ასე რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს ამ საქმეში რუმინეთი და სერბეთის საპატრიარქონი ერთგულად უდგანან მხარში და სხვებიც ვიდეო კომპრომატებით ცოტა მოგვიანებით გავიხსენოთ. სად ახსოვთ ამათ მოციქულთა 45 კანონი. ეს არის მსოფლიო დედა ეკლესიათა წიაღი? აბა ამ სამღვდელოების ევქარისტიულო სამწყსოვ, განათლებულ მღვდელ თეოდორე გიგნაძესთან ერთად კარგად გამოახილეთ თვალები და მოციქულთა 45 კანონის ფონზე განიხილეთ ეს ლოცვანი. მარტო პატრიარქებს ვერ დავაბრალებთ, აქ ხომ მთელი სამღვდელო დასებია:

      • ნიკა Says:

        კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიერ ვატიკანის წარმომადგენლებთან ერთად სერბეთის პატრიარქის დატირება ვნახეთ, ახლა ეს ხომ უფრო გრანდიოზული სახეა მსოფლიო დედა ეკლესიის გამყიდველობის. ქრისტეს სისხლით და ხორცით მრევლის ზიარება რომის პაპთან ერთობლივი ლოცვის ფონზე. აბა რას იტყვით პატრიარქისტებო, დაემოწაფეთ განათლებულ თეოდორე გიგნაძეს და მოციქულთა 45 კანონის ფონზე ესეც მიმოიხილეთ. რა უნდა უყოთ ქრისტეს მოციქულებს? უნდა განკვეთოთ მოციქულები უფალთან ერთად, სხვა გზა არა გაქვთ, მაშინ თქვენ უნდა განიკვეთოთ.

      • ნიკა Says:

        p. s. ეს ყოველი შემთხვევისთვის ზემორე ვიდეობის საკომენტაროდ, რადგან ზოგს ზოგჯერ სერიოზული ამნეზია ემართება ხოლმე.

        —————————-
        “შეაჩვენებდით პაპს, რადგან ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს” (წმ. კოზმა ეტოლიელი)

        ————————————–

        „ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.” (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)

        ——-

        ეს ორნი, რა თქმა უნდა, არც ერთი – რუსი მამა არ არის, ასე რომ რუსებს არაფერი დააბრალოთ.

        —————————————————

        არც ესენი არიან რუსები, არამედ ზეციური მეუფის ქრისტეს მოციქულები არიან. დიახ, ისინი, ვინც დაარსა ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. და საპატრიარქოს განათლებულ მღვდელს თეოდორე გიგნაძეს ჰკითხეთ, თუ შეიძლება, ვის ეკლესიას მიაკუთვნებს თავს? ისიც ჰკითხეთ ერთი, ამ მოციქულებს და მათ ამ კანონს არ ცნობს?

        ————————————–

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
        https://didgori.wordpress.com/2009/02/07/საეკლესიო-კანონთა-განმარ/

      • ნიკა Says:

        აი ესენი კი ნამდვილად რუსები არიან:
        Главные еретики РПЦ ч.3.flv

  7. აფხაზი Says:

    ფუი ეშმაკს და მის მიმდევრებს…

  8. გიორგი Says:

    Визиты Иоанна Павла II в государства бывшего СССР

  9. გიორგი Says:

    Главы грузинской и армянской церквей в Ниноцминда


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: