საეკლესიო კანონთა განმარტებანი მწვალებელთა მიმართ

საეკლესიო კანონთა განმარტებანი მწვალებელთა მიმართ

45. Епископ, или пресвитер, или диакон, с еретиками молившийся только, да будет отлучен. Если же позволит им действовать как-либо, яко служителям Церкви: да будет извержен.
მოციქულთა 45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
  • მოციქულთა 45-ე კანონის განმარტება:

Зонара. Об этом сказано в прежденаписанных правилах. Ищи еще также 64-е правило и 70-е.

ზონარა. ამის შესახებ ნათქვამია ადრედაწერილ კანონებში. იხ., ასევე, 64- და 70- კანონი.

Аристен. Молящийся вместе с еретиками отлучается; а кто клириками их признает, извергается. Пресвитер или диакон, только молившийся вместе с еретиками, отлучается; а если позволил им совершить что-либо, как лицам, посвященным и клирикам, извергается.

არისტინი. ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი განიკვეთება; და ვინც მათ კლერიკოსებად ცნობს, დამხობილ იქმნება. ხუცესი ან დიაკონი, ერეტიკოსებთან ერთად თუ მხოლოდ ილოცებს, განიკვეთება; თუ ნებას მისცემს მათ, შეასრულონ რაიმე წესი, როგორც ხელდასხმულებმა და კლერიკოსებმა, დამხობილ იქმნება.

Вальсамон. Может быть, кто нибудь спросит: почему молившиеся вместе с еретиками епископы, пресвитеры и диаконы не извергаются, а только отлучаются, как и молившийся с кем-либо из отлученных, по 10-му апостольскому правилу? Решение. Можешь сказать, что здесь разумеется не то, чтобы епископ и прочие клирики в храме молились вместе с еретиками, ибо таковые, по 46-му правилу, должны подлежать извержению, равно как и дозволивший им совершить что-либо в качестве клириков. Но выражение “молиться вместе” принимай вместо “иметь обыкновенное общение” и “быть снисходительнее расположенному к молитве еретика”, ибо таковых, как достойных отвращения, следует гнушаться, а не общение иметь с ними. Посему и достаточным показалось наказание отлучения.

ბალსამონი. შეიძლება, ვინმემ იკითხოს: რატომ ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი ეპისკოპოსები,მღვდლები და დიაკვნები არ განძევდებიან და მხოლოდ განიკვეთებიან, როგორც მლოცველნი ვინმე განკვეთილთან ერთად, მოციქულთა მე-10-ე კანონის მიხედვით? გადაწყვეტილება. შეგიძლია სთქვა, რომ აქ იგულისხმება არა ის, რომ ეპისკოპოსი და სხვა ღვთისმსახურნი ერეტიკოსებთან ერთად ტაძარში ლოცულობდნენ, რათგან ასეთები, 46-ე კანონის მიხედვით, ექვემდებარებიან ეკლესიიდან გაძევებას; მსგავსად ამისა, _ ისიც, ვინც მათ ნებას რთავს, შეასრულოს რაიმე, როგორც კლერიკოსებმა. მაგრამ გამოთქმა ‘,,ერთად ლოცვა” მიიღე მაგივრად ამისა: ,,ჩვეულებრივი ურთიერთობის ქონა” და ,,ერეტიკოსის ლოცვის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა”, რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით.

Славянская кормчая. Моляйся с еретики, да отлучится. Аще же яко причетники примет я, да извержется.

სლოვენური „სჯულისფიცარი“. ერეტიკოსებთან მლოცველი, განიკვეთილი ყოფილიყოს. მაგრამ ასეთნი თუ თანამონაწილედ მიიღოს, ეკლესიიდან გაძევებულ იქნას.

  • Толкование. Епископ, или пресвитер, или диакон, аще помолится токмо с еретики, или в дому, или в церкви, да отлучится. Аще же повелит им служить в церкви, яко пресвитером, или оно что от священных содевати, яко причетником, таковый да извержется.
  • განმარტება. ეპისკოპოსი ან მღვდელი ან დიაკვანი, თუ მხოლოდ ილოცებს ერეტიკოსებთან ან სახლში, ან ეკლესიაში, _ განიკვეთოს. მაგრამ თუ მათ ნებას დართავს ეკლესიაში მსახურებისა, როგორც მღვდლებს, ან თუ მათ რაიმე სიწმინდეში თანამონაწილეობას მიაღებინებს, _ ეკლესიიდან გაძევებულ იქნას.

მოციქულთა 45-ეკანონისნიკოდიმოსდალმატიელისტრიელისეულიგანმარტება

იმას, თუ რას ეწოდება  ერესი (მწვალებლობა) და რა არის ერესი, გვასწავლის ბასილი დიდის I კანონის განმარტება. მოციქულთა X კანონი, როგორც ვიცით, ეკლესიის ერთობიდან  განკვეთილებთან  ერთად სახლში ლოცვასაც კრძალავს და განუწესებს განკვეთას ყველა იმას, ვისაც გააჩნია ლოცვითი ერთობა განკვეთილებთან. საეკლესიო ერთობიდან ყველა ერეტიკოსი, ბუნებრივია, განკვეთილია, რომლის ძალითაც სრულიად თანამიმდევრულია ყველა მართლმადიდებლისათვის ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვა. მითუმეტეს, მკაცრად უნდა აიკრძალოს ერეტიკოსებთან ლოცვითი ერთობა  მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მხრიდან, რომელნიც ვალდებულნი არიან, რომ  წარმოადგენდნენ მაგალითს დანარჩენ მორწმუნეთათვის რწმენის დაცვის სიწმიდეში, რაც შეუბღალავია ყველანაირი ცრუ სწავლებისაგან. ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას ლოცვით ერთობაში ანუ იმაში, როგორც არის თქმული კანონში – „სინევქსამენოს მონონ” („რომელიც, თუნდაც, მხოლოდ ილოცებს”) – საჭიროა, ვიგულისხმოთ ეპისკოპოსისთვისა და სხვა კლერიკოსისთვის ეკლესიაში ერეტიკოსებთან  თანალოცვის არა მხოლოდ აკრძალვა, რადგან ამისთვის მოციქულთა 45-ე კანონით ისინი უკვე ექვემდებარებიან დამხობას; რომ დაუშვეს ერეტიკოსთაგან, როგორც სასულიერო პირთაგან, რაიმე სამღვდელო მოქმედების აღსრულება; არამედ, ამასთანავე, სიტყვა  „სინევქსამენოს მონონ” უნდა გავიგოთ ამ აზრით: რომელიც, „უბრალოდ, იურთიერთებს”

  • 10. Если кто с отлученным от общения церковного помолится, хотя бы то было в доме: таковой да будет отлучен
  • მოციქულთა მე-10 კანონი: თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან ერთად თუნდაც სახლში ისიც უზიარებელი უნდა გახდეს.

მოციქულთა მე-10 კანონის განმარტება:

Зонара. Отлучаемые, конечно, за грехи отлучаются. Посему никто не должен иметь общения с ними. Ибо общение показывало бы презрение к отлучившему, или лучше обвинение, будто неправильно отлучил. Итак если кто с лишенным общения, т. е. с отлученным, будет вместе молиться, хотя бы не в церкви, а в доме; то и он подвергнется отлучению. Тоже говорит и 9 правило карфагенскаго собора.

ზონარა. განკვეთილნი, რა თქმა უნდა, ცოდვების გამო განიკვეთებიან. ამიტომაც, არავინ არ უნდა იქონიოს მათთან ურთიერთობა. რადგან მათთან ურთიერთობა მიუთითებს განმკვეთელის უგულვებელყოფას, უფრო სწორად, ბრალდებას, თითქოს არასწორად განკვეთეს. მაშასადამე, თუ ვინმე ურთიერთობაგაწყვეტილთან ანუ განკვეთილთან ერთად ილოცებს, თუნდაც, არა ეკლესიაში, არამედ სახლშიც, თვითონაც მოექცევა განკვეთის ქვეშ. იგივეს ამბობს კართაგენის კრების მე-9-ე კანონი.

Аристен. Молящийся с лишенным общения подлежит такому же осуждению. Молящийся вместе с еретиками в церкви, или в доме да будет так же лишен общения, как и они.

არისტინი. ურთიერთობააკრძალულთან ერთად მლოცველი დაექვემდებარება იგივე სასჯელს. ერეტიკოსებთან ერთად ეკლესიაში ან სახლში მლოცველი, ურთიერთობა ჩამორთმეული  იყოს, როგორც ისინი.

Вальсамон. Выражение „лишение общения“ значит – отлучение. Итак, кто молился с отлученным, где бы и когда бы ни было, должен быть отлучен. Это написано для тех, которые говорят, что отлученный извержен из церкви и что, следовательно, если кто либо вместе с ним будет петь в доме, или на поле, то не будет виновен. Ибо в церкви ли молиться вместе с отлученным, или вне ея, все равно. Но разговаривать с отлученным не воспрещается. Читай и 9 правило карфагенскаго собора.

ბალსამონი. გამოთქმა -„ურთიერთობის ჩამორთმევა” ნიშნავს განკვეთას. მაშ, ასე: ის, ვინც ლოცულობდა განკვეთილთან ერთად, სადაც და როდესაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა იყოს განკვეთილი. ეს დაწერილია იმათთვის, რომლებიც ამბობენ, რომ განკვეთილი გაძევებულია ეკლესიიდან და რომ, შესაბამისად, თუ ვინმე მასთან ერთად იგალობებს სახლში ან მინდორში, მაშინ, ის არ იქნებაო დამნაშავე. ვინაიდან, ლოცვა განკვეთილთან ერთად, ეკლესიაში იქნება თუ მის გარეთ, _ სულ ერთია. მაგრამ საუბარი განკვეთილთან არ იკრძალება. წაიკითხე კართაგენის კრების მე-9-ე კანონი.

Славянская кормчая. Моляйся со отлученным, сам такожде да отлучен будет.

სლოვენური ,,სჯულის ფიცარი”. განკვეთილთან ერთად მლოცველი განკვეთილი ყოფილიყოს თვითონაც.

  • Толкование. Аще кто молится с еретики в церкви, или в дому со отлученными от церкве, сам такожде да отлучен будет.
  • განმარტება. თუ ვინმე ლოცულობს ერეტიკოსებთან ერთად ეკლესიაში, ან ეკლესიიდან განკვეთილებთან ერთად _ სახლში, თვითონაც ყოფილიყოს განკვეთილი.
70. Если кто, епископ, или пресвитер, или диакон, или вообще из списка клира, постится с иудеями, или празднует с ними, или приемлет от них дары праздников их, как то, опресноки, или нечто подобное: да будет извержен. Если же мирянин: да будет отлучен.
წმ. მოციქულთა 70- კანონი: თუ ეპისკიპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს ან იდღესასწაულოს, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
Зонара. Если тот, кто молится вместе с лишенным общения, или с изверженным, по прежде писаным правилам, состоит под епитимиею; то празднующий с иудеями, или постящийся с ними, или принимающий от них какие нибудь чисти праздников их (людей, не отлученных и не общения лишенных, но христоубийц и удаленных от общества верующих, или лучше людей проклятых) каким бы образом не был достоин – посвященный извержения, а мирянин отлучения! Ибо таковый, хотя и не единомыслен с ними; но многим подает повод к соблазну и подозрение против себя, будто отдает честь иудейским обрядам. А вместе с тем думается, что он оскверняется сообществом с теми, которым Бог прежде христоубийства через пророка сказал: поста и праздности и праздников ваших ненавидит душа моя (Исаии. 1,14). И 29-е правило Лаодикийского собора определяет, чтобы христианин не праздновал в субботу, а иудействующие, говорит, да будет анафема. И 71-е правило карфагенского собора запрещает праздновать и пиршествовать с еллинами.

ზონარა. თუ ის, ვინც ლოცულობს მოკვეთილთან ან გაძევებულთან ერთად, წინათ დაწერილი კანონების მიხედვით იმყოფება ეპიტიმიის ქვეშ, მაშინ, იუდეველთან ერთად მედღესასწაულენი ან მათთან ერთად მმარხველნი, ან მიმღებელნი რაიმე სადღესასწაულო ძღვენისა მათგან (=არა განკვეთილთა და მოკვეთილთაგან, არამედ ქრისტესმკვლელთა და მორწმუნეთა კრებულიდან განგდებულთაგან; ან უფრო სწორად, შეჩვენებულთაგან), როგორი სახითაც უნდა იყოს ღირსეული _ ხელდასმული დამხონბილ იქნას და ერისკაცი კი _ განკვეთილ! რათგან ასეთი, თუნდაც, არაა მათი თანამოაზრე, მაგრამ მრავალს აძლევს მიზეზს ცდუნებისა და უბადებს ეჭვს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ _ თითქოს, პატივს სცემდეს იუდეველთა წეს-ჩვეულებებს. და ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ ის იბილწება თანაზიარობით მათთან, რომლებსაც ქრისტესმკვლელობამდე ღმერთმა თავისი წინასწარმეტყველის პირით უთხრა: ,,თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა” (ესაია: 1,14). და ლაოდიკიის კრების 29-ე კანონი განსაზღვრავს, რომ ქრისტეანმა არ უნდა იდღესასწაულოს შაბათ დღეს და მათზე, ვინც იუდევლობს _ ნათქვამია _, იყოს ანათემა. კართაგენის კრების 71-ე კანონი კრძალავს დღესასწაულობას და ქეიფს ელინებთან ერთად.

Вальсамон. Святые Апостолы, в других правилах определивши, что должно быть с теми, которые молятся вместе с еретиками, или с отлученными, теперь повелевают постящихся с иудеями, или принимающих опресноки праздников их, или другие дары – клириков извергать, а мирян отлучать. Но не говори, что сии иудействуют, как будто бы были единомысленны с иудеями: ибо таковые непременно подвергнуты будут не одному извержению или отлучению, но всецелому лишению общения, как повелевает и 29-е правило Лаодикийского собора. А скажи, что таковые суть православные, но презирающие церковные предания и беспечно живущие; а посему и наказываются они снисходительнее, как производящие соблазн. Ибо поэтому и мы, которые и веруем и делаем не согласно с иудеями и другими еретиками, без сомнения разрешаем пост, когда они постятся, может быть ради угрозы ниневийской, или по другим их мнимым причинам. А из того, что извергаются и отлучаются приемлющие от иудеев дары праздников их, то есть, опресноки и прочее, многие заключают, что изобличаются сим совершающие таинственную жертву на опресноках: ибо, говорят, если одно вкушение опресноков иудейских праздников подвергает извержению и отлучению; то причащение их, как дела Господня и совершение на них Пасхи, подобно иудеям, – какому не будет подлежать осуждению и наказанию? Итак, заметь это правило и ищи 71-е правило карфагенского собора.

ბალსამონი. წმინდა მოციქულებმა სხვა კანონებში განსაზღვრეს, რა უნდა მოხდეს მათ მიმართ, რომლებიც ლოცულობენ  ერეტიკოსებთან ან განკვეთილებთან ერთად; ამჯერად, ბრძანებენ იუდეველებთან ერთად მმარხველების მიმართ, ან მათი დღესასწაულებიდან ხმიადის ან სხვა ძღვენთა მიმღებლების მიმართ, _ ღვთისმხახურნი გაძევებულ იქნან ეკლესიიდან და ერისკაცნი კი  განიკვეთონო. მაგრამ არ თქვეს, რომ ესენი იუდეველობენ, თითქოსდა, იყვნენ იუდეველთა თანამოაზრენი. რადგან ასეთები დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან არა მხოლოდ ეკლესიიდან განკვეთასა და გაძევებას, არამედ მათთან ურთიერთობის სავსებით გაწყვეტას, როგორც ბრძანებს ლაოდიკიის კრების 29-ე კანონიც. მაგრამ იტყვი, რომ ასეთები, არსებითად, მართმადიდებლები არიან, მაგრამ უგულებელყოფენ საეკლესიო გადმოცემას და დაუდევრად ცხოვრობენ. ამის გამოა, ისინი შემწყნარებლურად რომ ისჯებიან, როგორც ცდუნების წარმომქმნელნი. ამიტომაც, ჩვენ, რომლებსაც გვწამს და რომლებიც ვიქმთ არა იუდევლურად და მწვალებლურად, უყოყმანოდ ვიხსნილებთ მაშინ, როდესაც ისინი მარხულობენ, ვთქვათ, ნინევიური საფრთხისა თუ მათი სხვა საეჭვო მიზეზების გამო. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიიდან განიკვეთებიან და განიდევნებიან იუდეველთა დღესასწაულთაგან ძღვნის ანუ უცომოს მიმღებნი და სხვ., ბევრს გამოაქვს აზრი, რომ ამით იმხილებიან ხმიადზე საიდუმლო მსხვერპლის შემსრულებელნი, _ რადგან ამბობენ: თუ იუდეველების დღესასწაულთა ხმიადების ერთი, მხოლოდ, ხმევა ეკლესიიდან აძევებს და კვეთს, _ მაშინ, მათი ზიარება, როგორც საუფლო საქმე და მათზე პასექის აღსრულება, მსგავსად იუდეველებისა, _ რომელ განსჯასა და სასჯელს არ დაექვემდებარება? მაშასადმე, ჩაინიშნე ეს წესი და მოიძიე კართაგენის კრების 71-ე კანონი.

Славянская кормчая. Аще который епископ, или пресвитер, или диакон, или всяк священнического чина причетник постится с жиды, или празднует с ними, или приемлет от них часть опреснока в день праздника их, или таковое творит, да извержется. Мирский же человек, да отлучится.

სლოვენური ,,სჯულისფიცარი”. რომელიმე ამათთაგანი, ეპისკოპოსი, მღვდელი თუ დიაკონი, ან ნებისმიერი სასულიერო პირი თუ იმარხულებს იუდეველებთან ერთად, ან იდდღესასწაულებს მათთან ერთად, ან თუ მიიღებს მათთაგან მათი უცომოს ნაწილს მათი დღესასწაულის დღეს, ან გააკეთოს ამდაგვარი რაიმე, _ გაძევებული ყოფილიყოს ეკლესიიდან. ერისკაცი კი განიკვეთოს.

  • 71. Если который христианин принесет елей в капище языческое, или в синагогу иудейскую, в их праздник, или возжет свечу: да будет отлу- чен от общения церковного
  • წმ. მოციქულთა 71 კანონი: თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს.

წმ. მოციქულთა 71 კანონის განმარტება

Зонара. ,,Да будет отлучен от общения церковного”, ибо приношение елея и свещевозжение делает потому, что чтит обычаи иудеев, или язычников. А если чтит их богослужение; то должно думать, что и мыслит так же, как они.

ზონარა. ,,განიკვეთოს ეკლესიური კრებულისაგან”, რადგანადაც ზეთის შეწირვასა და სანთლის მიძღვნას იქმს იმიტომ, რომ პატივს მიაგებს იუდეველთა ან წარმართთა წეს-ჩვეულებებს. და თუ თაყვანს სცემს  მათ ღვთისმსახურებებს, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ იგივენაირად აზროვნებს, როგორც ისინი.

Аристен. Правило 70. Мирянина иудействующего, или мыслящего согласно с язычниками отлучай. Правило 71. Клирика извергай. Мыслящий согласно с иудеями и вместе с ними постящийся, или празднующий, если то клирик, извергается, а если мирянин, отлучается.

არისტინი. 70-ე კანონი. ერისკაცი თუ იუდეველობს ან წარმართთაებრ აზროვნებს, განკვეთე. 71-ე კანონი. მღვდელმსახური გააძევე. ვინც იუდეველთა მსგავსად ფიქრობს, მათთან ერთად მარხულობს ან დღესასწაულობს, თუ კლერიკოსია, ელესიიდან გაძევებულ იქნას; თუ ერისკაცია, განიკვეთოს.

Вальсамон. В другом месте сказано, что нет никакого общения верному с неверным (2 Кор. 6, 14. 15). Посему и настоящее правило говорит, что подлежит отлучению тот христианин, который празднует вместе с каким бы то ни было неверным, или возжигает елей, или светильник при их ложном богослужении; потому что таковый почитается единомысленным с неверными. По настоящему правилу таковый наказывается снисходительнее, а по другим подвергается более строгим наказаниям.

ბალსამონი. სხვა ადგილას ნათქვამია: რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან (II კორ.: 6, 14-15). ამიტომაც, ეს კანონი ამბობს, რომ საჭიროა განიკვეთოს ის ქრისტეანი, რომელიც დღესასწაულობს ნებისმიერ წარმართთან ერთად, ან აღანთებს ზეთს ან სანთელს  მათი ცრუ ღვთისმსახურებისას. რადგანაც, ასეთი ითვლება წარმართების თანამოაზრედ. აღნიშნული კანონით  ასეთი ისჯება შედარებით რბილად. ხოლო სხვა კანონებით, მეტად მკაცრ სასჯელებს ექვემდებარება.

Славянская кормчая. Аще который христианин принесет масло в соборище жидовское, или в церковь еретическую, или в поганску в праздник их, или кадило, или свещу вожжет, да отлучится.

სლოვენური ,,სჯულისფიცარი”. რომელი ქრისტეანიც მიიტანს ზეთს იუდეველთა შესაკრებელში ან მწვალებელთა ეკლესიაში მათ დღესასწაულზე, ან იქ საცეცხლურს აღანთებს თუ სანთელს აანთებს, _ განიკვეთოს.

  • Третий Вселенский Собор – Эфесский 3 КАНОН

Если же некоторым из принадлежащих к клиру в каждом граде, или селе, Несторием и его сообщниками, возбранено священство за православное мудрствование: таковым мы дали право восприяти свою степень. Вообще повелеваем, чтобы единомудрствующие с православным и вселенским Собором члены клира, отнюдь никаким образом, не были подчинены отступившим, или отступающим от православия епископам.”

  • ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების 3 კანონი

ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა, არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს.

  • ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების III კანონის განმარტება

Зонара. Несторий, будучи, как сказано, константинопольским патриархом, отлучил некоторых клириков, мысливших несогласно с ним; тоже сделали единомысленные с ним епископы и в других городах. Итак, тех, которым запрещено священничество, за несогласие с зловерием Нестория и его единомысленников, святый собор настоящим правилом восстановил в их степенях, и определил, чтобы православные клирики никаким образом не были подчинены епископам, единомысленным с Несторием, ни как – клирики, ни как – просто посвящаемые и посему подчиненные епископам, или долженствующие давать им и определенную дань.

ზონარა. როგორც ნათქვამია, კოსტანტინოპოლის პატრიარქმა ნესტორმა, განკვეთა ზოგიერთი ღვთისმსახურნი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მის აზრებს; სხვა ქალაქებში იგივენაირად მოიქცნენ მისი თანამოაზე ეპისკოპოსები. მაშასადმე, ისინი, რომლებსაც ნესტორის ბოროტმადიდებლობასთან და მის თანამოაზრეებთან უთანხმოების გამო აკრძალული ჰქონდათ მღვდლობა, წმინდა კრებამ ამ კანონით აღადგინა თავიან ხარისხში და განსაზღვრა, რომ მართმადიდებელი მსახურნი არანაირი სახით არ ყოფილიყვნენ იმ ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში, რომლებიც თანამოაზრენი არიან ნესტორთან; არც, როგორც კლერიკოსები, არც, როგორც მათი ნაკურთხნი და ამიტომ, _ როგორც ეპისკოპოსების ხელქვეითნი ან ვალდებულნი, რომ აძლიონ მათ განსაზღვრული ხარკი.

Аристен. Кому запрещено священство от Нестория, тот непременно должен священнодействовать, а кто принят им, тот несвящен.

არისტინი. ვისაც აკრძალული აქვს ნესტორისაგან მღვდლობა, იმან უსათუოდ უნდა აღასრულოს მღვდელმსახურება. ხოლო ვინც მიღებულია მის მიერ, ის ითვლება არამღვდლად.

Вальсамон. Без сомнения некоторые православные клирики не мыслили так, как мыслил Несторий, или единомысленные с ним епископы, и за это были отлучены. Итак, это правило восстановляет таковых в их степенях, и присовокупляет, что не одни они сохраняют свои саны, но и все клирики таковых епископов никаким образом не подчиняются им, как отступникам.

ბალსამონი. უეჭველია, ზოგიერთი მართმადიდებელი ღვთისმსახური არ აზროვნებდა ისე, როგორც აზროვნებდნენ ნესტორი ან მისი თანამოაზრე ეპისკოპოსები, და ამის გამო იყვნენ განკვეთილნი. მაშასადმე, ეს კანონი აღადგენს ასეთებს თავიანთ ხარისხში და თან, დაურთავს, რომ არა მხოლოდ მარტო ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ სამღვდლო წოდებებს, არამედ ყველა  კლერიკოსი, რომლებიც არანაირათ არ ემორჩილებიან ასეთ ეპისკოპოსებს, როგორც განდგომილებს.

Славянская кормчая. Аще который епископ, или пресвитер, или диакон, от Нестория священничества лишен, той преосвящен есть. А его же он приял, той не освящен.

სლოვენური ,,სჯულისფიცარი”. ეპისკოპოსი ან მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ნესტორის მიერ მღვდლობიდანაა განკვეთილი, არის მღვდელმსახური. ხოლო ვინც კი მისგან მიიღო (სასულიერო წოდება), ის არ არის მღვდელმსახური.

მამა გიორგის (სხილაძე) ლოცვა-კურთხევით

თარგმანი შესრულებულია პავლე ელიაურისა და თამარ ქუთათელაძის მიერ, პარიზი 2009 წ.

25 Responses to “საეკლესიო კანონთა განმარტებანი მწვალებელთა მიმართ”

  1. daviti Says:

    აღარ ვაპირებდი წერილის გამოქვეყნებას არა იმიტომ რომ დიდგორის რედაქტორმა შენიშვნები მომცა, არამედ ვიფიქრე, საკმაოდ გადავაჭარბე ეტყობა და აღარ არის საჭირო მეთქი! მაგრამა ამ საეკლესიო განმარტებების მერე უფრო დავრწმუნდი რა მართალი ვყოფილვარ! მადლობა ღმერთს!

    • ნიკა Says:

      წაიკითხეთ ამ წერილში საეკლესიო კანონები და მათი განმარტებები და შეუდარეთ ეკუმენისტ ”მართლმადიდებელ” იერარქთა ქმედებებს აქ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალაში და დასკვნის გამოტანა ნუთუ გაგიძნელდებათ იმის შესახებ, რომ არიან თუ არა ეს იერარქები მართლმადიდებლები და ან რა ელოდებათ ამ იერარქებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის თავისა და პირველმღვდელმთავრის უფალ იესო ქრისტეს სამსჯავროზე? იხილეთ!

  2. ნიკა Says:

    აქ კი პარიზის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძრის ”იკონოგრაფიას” მიაქციეთ ყურადღება, სადაც რუსეთის პატრიარქმა ჩაატარა ერთობლივი ლოცვა კათოლიკებთან

  3. XAM Says:

    Читал про это в Википедии. Вообще конечно актуальная тема.

    • ნიკა Says:

      რედაქტორს ვთხოვ, ეს ვიდეო ამ წერილის ცენტრში გამოაქვეყნოს.
      Ο Ύμνος Της Αγάπης – სიყვარულის ჰიმნი…

      • ნიკა Says:

        ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს. (მოციქულთა 6 კანონი)
        ——————————
        ამ კანონის, ეკლესიის კანონისტთამიერი განმარტებანი:

        ზონარა: კანონში ჩამოთვლილ პირებს საერო საქმეებზე ზრუნვა ეკრძალებათ; რადგან კანონს სურს, რომ ისინი თავისუფლად ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და საერო საქმეებსა თუ სახალხო მღელვარებებში ჩარევის უფლება არ მისცენ საკუთარ თავს; თუ არა და, კანონის განწესებით, უნდა დაემხონ თავიანთი პატივისგან. იგივეს განაწესებენ კრებათა სხვადასხვა დადგენილებანი. სასულიერო პირებს სამოქალაქო კანონებითაც ეკრძალებათ საერო საქმეებზე ზრუნვა. მათ მხოლოდ ობოლ ბავშვებზე ზრუნვის უფლება ეძლევათ, ისიც თუკი სჯულიერად იქნებიან მოწოდებულნი ამ საქმისთვის.

        არისტინე: საერო საქმეებს შემდგარი მღვდელი, დაემხოს პატივისგან.

        არა აქვს უფლება ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ან დიაკონს შეუდგნენ საერო საზრუნავს სამარცხვინო შემოსავლების მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვინმე კანონის საფუძველზე მოწოდებული იქნება იზრუნოს არასრულწლოვნებზე ან ქვრივებზე, ობლებზე და ავადმყოფებზე. თუ გაფრთხილების შემდეგაც არ დატოვებენ საერო საქმეებს ხსენებული პირები და გააგრძელებენ თავიანთ საქმიანოას, დაემხონ.

        ბალსამონი: მღვდელმსახურთა შესახებ, რომლებიც დასაქმებულნი არიან საერო საზრუნავით, საკმარისად ვილაპარაკეთ მოცემული კრებულის მე-8 ტიტლოსის მე-13 თავში (იგულისხმება ბალსამონის განმარტებები პატრ. ფოტის ნომოკანონზე). მაგრამ, რადგან მოციქულთა ეს კანონი განაწესებს საერო საზრუნავს შემდგარ კლერიკოსთა დამხობას, ასევე მოციქულთა 81-ე და სხვა კანონებიც იგივეს განაწესებენ: ანუ, სასულიერო პირებმა ან უნდა შეწყვიტონ ან დაემხონ თავიანთი პატივისაგან, შეიძლება ვინმემ გვკითხოს: რომელი განწესება დავიცვათ? მე ვფიქრობ, უნდა მივსდევდეთ იმას, რაც უფრო კაცთმოყვრული და შემწყნარებლურია; რადგან, არისტენს, ამ უწმიდეს და დიდ ეკონომოსს, წმიდა სინოდი ოცდაათი დღის განმავლობაში სთხოვდა თავი შეეკავებინა მოსამართლის საერო თანამდებობისგან.

      • ნიკა Says:

        მოციქულთა 65-ე კანონი:

        ,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

        ზონარა: კანონი უდიდეს ცოდვად მიიჩნევს თუ ქრისტეანი სალოცავად შევა იუდეველთა სინაგოგაში ან მწვალებელთა სალოცავში. რადგან, მოციქულის სიტყვისამებრ, “რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?” (2 კორინთ. 6:15). იუდეველთა სინაგოგა მათაც კი ვერ აკმაყოფილებს მსხვერპლთან დაკავშირებით, რადგან იუდეველთ აკრძალული აქვთ მსხვერპლის შეწირვა იერუსალემის გარეთ. მაშ, თუკი ისინი, როდესაც თავიანთ სინაგოგებში შედიან, სჯულს არღვევენ, მითუმეტეს ქრისტეანი, რომელიც ქრისტეს მკვლელ იუდეველებთან ილოცებს, სჯულის დამრღვევად უნდა შეირაცხოს. რაც შეეხება მწვალებელთა შესაკრებელს, რომლებიც მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოს ასწავლიან, არც მათ შესაკრებელს უნდა სცეს პატივი მართლმადიდებელმა, არამედ უნდა უარყოს ისინი. ზოგიერთი ამბობს, რომ იმ შემცოდეთ, რომლებიც სინაგოგებში შედიან სალოცავად, ეს კანონი სჯის ორმაგად, ანუ პატივის აყრითაც და უზიარებლობითაც. სხვები კი ამბობენ, რომ კანონი განაცალკევებს ამ სასჯელს კლერიკოსთა და ერისკაცთ შორის და ვინც ხელდასხმულია პატივს აყრის, ერისკაცებს კი უზიარებელ ჰყოფს. იოანე ოქროპირიც, თავის ჰომილიებში იუდეველთა წინააღმდეგ, მკაცრად აკრიტიკებს ანტიოქიელებს იმისთვის, რომ ისინი დღესასწაულებს იუდეველებთან ერთად ზეიმობენ. ტრულის 11-ე კანონი კი ყველას უკრძალავს იუდეველთა მაცის ჭამას და მათთან მეგობრობას, ან კიდევ ავადმყოფობის დროს მათთან მკურნალობას, მათ წამლობას და მათთან ერთად ტანის დაბანასაც კი. ხელდასხმულთაგან, ვინც ამას არ დაიცავს, კანონი დაამხობს პატივისგან, ხოლო ერისკაცს დასჯის უზიარებლობით.

        არისტინე: იუდეველებთან ერთად მლოცველი უზიარებელ იქმნეს.

        ვინც იუდეველთა სინაგოგებში ან მწვალებელთა სალოცავებში შევა და მათთან ერთად ილოცებს, თუ კლერიკოსია დაემხობა პატივისგან, როგორც მათი თანამოაზრე; ერისკაცი კი განიკვეთება ზიარებისგან. ხოლო თუ მწვალებლებთან ერთად ილოცებს ეპისკოპოსი ან მღვდელი, ან დიაკონი, თანაც მხოლოდ სახლში, უზიარებელ იქმნება 45-ე კანონის მიხედვით.

        ბალსამონი: მოციქულთა 45-ე კანონში ჩვენ განვმარტეთ, როგორ უნდა გაგვეგო სიტყვა: “მწვალებლებთან ერთად ლოცვა”. აქ კი კანონი განსაზღვრავს, რომ ვინც იუდეველთა სინაგოგაში ან მწვალებელთა სალოცავში შევა და იქ ილოცებს, კლერიკოსია თუა დაემხოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქმნეს. ხოლო თუ იტყვი, რომ ამგვარად მოქმედი კლერიკოსი ერთსა და იმავე დროს, უნდა დაემხოს კიდეც და უზიარებელიც იქმნეს, არ შესცოდავ. წაიკითხე ტრულის კრების 11-ე კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა, ვინც კი ქრისტეანის სახელს ატარებს, გინდ კლერიკოსი იყოს და გინდ ერისკაცი, უნდა განშორდებოდნენ იუდეველთ და არ თანაეზიარებოდნენ მათ არაფერში, მკურნალობაშიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში – დაემხობიან თავიანთი პატივისგან, ერისკაცნი კი უზიარებელ უნდა იქმნენ.

      • ნიკა Says:

        Правила

        Святой Православной Церкви

        с толкованиями Епископа Никодима

        (Милоша)
        ————–
        Правило 51.

        Святой вселенский собор сей совершенно возбраняет быти смехотворцам, и их зрелищам, такожде и зрелища звериныя творити и плясания на позорищи. Аще же кто настоящее правило презрит, и предастся которому либо из сих возбраненных увеселений: то клирик да будет извержен из клира, а мирянин да будет отлучен от общения церковнаго.

        (Трул. 24, 65; Лаод. 54; Карф. 15).

        24-м правилом этого собора воспрещено священнослужителям, под угрозой низложения, посещать театры и смотреть театральные представления; а этим правилом воспрещаются вообще христианам представления комические, цирковые и балетные; за прегрешение против этого правила клирику угрожает извержение, а мирянину отлучение. Как на основание для этого, Зонара, в толковании этого правила, указывает возвышенность христианской морали, которая этим оскорбляется. “Строгость евангельской жизни требует, чтобы верные жили не распущенно и рассеянно, но как приличествует святым; а потому это правило воспрещает все то, что по необходимости вносит рассеянность в душу, ослабляет и колеблет ее настроение, возбуждает безрассудный смех и хохот, а все это могут вызвать скоморошеские игры (των μίμων).” “Зрелища звериныя” (τα των κονηγιων θεώρια) заключались в том, что в больших городах кормили разных зверей — львов и медведей; в определенное время выводили их на какую-либо площадь и направляли их на быков, иногда же на людей, пленных или осужденных, и это служило забавой зрителям. Эти представления правило воспрещает, так как обличают жестокость зрителей, наслаждающихся несчастьем ближних. Воспрещает правило “плясания на позорищи,” пляску на сцене (τάς έπι σκηνης ορχήσεις, in scena saltationes), так как это неприлично, и особенно если участвуют женщины, ибо этим возбуждаются у зрителей страсти и похоть.

      • ნიკა Says:

        Шестой Вселенский Собор – Константинопольский
        კანონი 24

        არავის, სამღვდელო წოდების პირთაგან, არც მონაზონს, არა აქვს უფლება ცხენების ჯირითზე იაროს, ან სხვა სანახაობრივ თამაშებს დაესწროს; თუ ვინმე კლერიკოსთაგან ხმობილი იყოს ქორწილში, იგი, როგორც კი მაცდუნებელი თამაშები დაიწყება, ადგეს და მაშინვე განერიდოს იქაურობას, რადგან ასე ბრძანებს ჩვენთვის მამათა მოძღვრება, ხოლო მხილებული მსგავს ქმედებაში, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს.

        (ტრულ. 51,62,65; ლაოდ. 54; კართ. 15,45,63).
        24. Никому из числящихся в священном чине, ни монаху, не позволяется ходить на конские ристалища, или присутствовать на позорищных играх. И Если кто из клира зван будет на брак, то при появлении игр, служащих к обольщению, да встанет и тотчас да удалится: ибо так повелевает нам учение отцев наших. Если же кто обличен будет в сем: или да престанет, или да будет извержен.

        Зонара. Это правило возбраняет клирикам, или монахам присутствовать при конских ристаниях и позорищных играх. Но если бы какой клирик, говорит, и позван был на брак, он должен удалиться оттуда, как скоро появятся игры; ибо так научили наши отцы. А отцами отцы сего собора называют здесь епископов, которые собрались в Лаодикии и там составили собор. Ибо 54-е правило этого собора говорит, что «не подобает освященным, или причетникам зрети позорищные представления на браках или на пиршествах: но прежде вхождения позорищных лиц им и отходити оттуда». Отцы Лаодикийского собора не назначили епитимии для тех, которые не соблюдают сего правила; а отцы сего Шестого собора убеждают делающих что-либо такое престать; а которые не перестают, но держатся еще этого постыдного дела, тех повелевают и извергать.

      • ნიკა Says:

        ფეისბუკიდან გადმოგვაქვს, ვიდეო, თავდაპირველად ერთ-ერთი მომხმარებლის კედლზე გამოქვეყნდა, ვგონებთ, მომღერალი უცნობი უნდა იყოს, რასაც მრავალი ადამიანის აღტაცებული გამოხმაურებები მოჰყვა და როდესაც გიორგი წულაძემ უარყოფითი შეფასება მისცა, ვირთხა და გარეწარი ეძახეს ბერთაგან სმენადატკბობილებმა მორწმუნეებმა. კომენტარს ამ ვიდეოს შესახებ მოგვიანებით გავაკეთებთ.
        ————————-
        mgerian mvdlebi flv

      • ნიკა Says:

        p.s. დამავიწყდა დამეწერა, ეს ბერები ზარზმის მონასტრის დღევანდელი ბერები არიან.

      • davit Says:

        ერთი შეხეედეთ ამ ბერებსა, რა თვალდანაბულ ხან რიხიანად მღერიან პატარა გოგოს დაკარგვასა და ვინმე ფრთებგაშლილი ჯეირანის საფლავზე გადმოფრენასა. კაცო რომ იღებს კამერით ეს ის მსახიობი მასხარა ვასიკო არ არის რუსთავის შოუდან ჯარისკაცის ტანსაცმელში, საიდან მოხვდა მანდა, ეტყობა სახუმარო სკეჩი ჩაუტარა ბერებს, აბა სალოცავად ეგ მანდ არ მივიდოდა! ის რამხელა ტელევიზორი დაუდგიათ…მოკლედ ცივილურად ცხოვრობენ, ჯიპები ალბათ გარეთ ელოდებათ. მოკლედ ახლა ვფიქრობდი, ორ გროშზე დღედაღამ რომ დავეხეტები არ ჯობია ბერად აღვიკვეცო, ჰაერზე ვიცხოვრებ, კარგსა ვჭამ კარგსა ვსვამ, ხან წავილოცებ, მემრე ვიქეიფებ და დავაგუგუნებ ჯეირანის გადმოფრენას, ჯიპს თუ არა ერთ იაპონურ პატარა მანქანას მაინც დავითრევ, ხოდა ემაგათნაირ ბერობაზე ადვილი რა არის…

      • davit Says:

        კაცო ფრთებგაშლილო ჯეირანო გადმოფრინდი ჩემს საფლავზეო ცრემლი ღვარეო, უფალი ქრისტე რა უყვეს, ღვთიმშობელი? ვაიმეე ესეც ასკეტიციზმი და ბერობაა!!!ოლალოოლ პადრე ჯემალ სადა ხარ, წაიღე ეს ნადავლი თბილისის ფორუმზედა და დაჰკა ამ ცრუ-ჯეირანა-ბერებსა!

      • davit Says:

        კაცოო რამდენადაც მე მახსოვს ეს სიმღერა ხომ ბიჭის დაკარგვაზე იყო, ამათ თერთმეტიწლის გოგო ჯეირანად რატომ გადაუკეთებიათ? ..ოლალოლ…ეს აქ რა ჯიგრისდამწველად მაგრად მღერიან და სუფრაზე საცა ღვინოსაც ზედ დააყოლებენ შეზარხოშებულნი ალბათ ცას ჩამოაქცევენ!

      • ლადო Says:

        დავით, პადრე ჯემალს უკვე გაუხსნია ცეკვა-თამაშის თემა ფორუმზე და დაამატებს ალბათ ამ ჯეირან ბერებს! თბილისის ფორუმის როგორც ყოველი თემა ესეც მარაზმატიკულია. ამართლებს ორივე მხარე კათოლიკე ჯემალა პედოფილ და ბრეიგდანსე პაპებს, საპატრრიარქოს ხალხი მეფსალმუნე მეფე დავითს იშველიებენ საკუთარი სულიერი მამების გადაგვარების გასასმართლებლად. გაეცანით: http://forum.ge/?f=84&showtopic=34165820&st=0
        ΠΑΠΑΣ ΧΟΡΕΥΕΙ ΖΕΙΜΠΕΚΙΚΟ

      • კახა Says:

        ლადოო- ზარზმის ბერებმა რომ გოგო დაკარგეს ამ ბერძენ მღვდელს უპოვია და ცეკვავს სიხარულით! სიმღერა და ცეკვა ძმები არიან!😀

      • კახა Says:

        თერთმეტი წლის გოგოს რატომ ეძებენ პედოფილია დაემართათ პაპივით? ;(

      • კახა Says:

        დავით თერთმეტი წლის ბიჭზე რომ ემღერათ უარესი😀

      • კახა Says:

        ავოეე პადრე ჯემალ, საშენო მღვდელი ვნახეე! გადავირიე ეს ჯეირანებს ასწრებს! ეს იცის ხოლმე კომპრომისებმა ჯერ სიმღერა მერე ცეკვა მერე ვიოლინოცცა…დავით რას ერჩოდი გუჯიკოს!!!!!!!!!!😀😀😀 მამებოო ეკუმენისტებოოო!
        ΠΑΠΑ-ΝΙΚΟΛΑΣ ΒΥΤΙΝΑ ΑΡΚΑΔΙΑΣ

      • nana Says:

        რა გაგიკვირდათ დავით? სამღვდელო და ბერული ცხოვრება აღარ აკმაყოფილებთ…უბრუნდებიან იმას რაც ღვთისთვის დასთმეს. რა ამაზრზენი სანახავია ამათი სიმღერა და ცეკვები. ხელოვნება იტაცებთ…გეტყვის ეს მევიოლინე მღვდელი ახლა ბერძნულ ხალხურს ვუკრავ რაა ამაში ცუდიო! ბართლომეც ბერძნულ ხალხურ ცეკვას ვუყურებ რას ვაშავებო, ილიაც საპატრიარქოში მოვიდნენ და ხალხურად აჭარულად ჩამოუარეს რა დავაშავეო… ქართველი ზარზმელი ბერები ეჭვი არ შეგეპაროს რომ იცეკვებენ კიდეც! საერთოდ დაყვეს კარგი წესიერი ხელოვნება და ცუდი გარყვნილი ხელოვნება! ხალხური ხელოვნება და თანამედროვე ხელოვნება, კლასიკური ხელოვნება და თანამედროვე ხელოვნება ან ერთი რატომ უნდა იტაცებდეს ბერს და მღვდელს ან მეორე აკი დასთმეს ეს ყველაფერი! სამარცხვინო და ზიზღისმომგვრელია ეს ყველაფერი! შეგაჩვენოთ ღმერთმა მისი სჯულის ასეთ მასხარად აგდებისთვის! ფუ თქვენს მღვდლობას და თქვენს ადამიანობას!

      • nana Says:

        ეს სასაცილო და სახუმარო არ არის! ეს ამაზრზენი მკრეხელობაა! რაზეც ალბათ ტირის უფალი!

      • ნიკა Says:

        მოციქულთა მე-6 კანონი: ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი სოფლიოთა ზრუნვათა ნუ შეეყოფის. უკუეთუ არა, განიკუეთონ.

        ზონარა: კანონში ჩამოთვლილ პირებს საერო საქმეებზე ზრუნვა ეკრძალებათ; რადგან კანონს სურს, რომ ისინი თავისუფლად ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და საერო საქმეებსა თუ სახალხო მღელვარებებში ჩარევის უფლება არ მისცენ საკუთარ თავს; თუ არა და, კანონის განწესებით, უნდა დაემხონ თავიანთი პატივისგან.

      • ნიკა Says:

        ამ სიმღერა-ცეკვებზე, ანუ სასულიერთ დასის მიერ საერისკაცო საქმეებზე მიბრუნების შესახებ, იხ. შემდეგ განმარტებაც:
        ———————
        Правило 6.
        Епископ, или пресвитер, или диакон, да не приемлет на себя мирских попечений. Α иначе да будет извержен от священнаго чина.
        (Ап. 20, 81, 83; IV Всел. 3, 7; VII Всел. 10; Карф. 16; Двукр. 11).

        ————-
        Правило это выражает в виде законного предписания мысль апостола Павла, высказанную им во втором послании к Тимофею (2:4), а именно, что ни один воин Христов, каковым является духовное лицо, не должен заниматься никакими мирскими делами, не согласующимися с его духовным званием, и вообще с его духовной службой в церкви. Это предписание выражено и в Апостольских постановлениях (II, 6), и возобновляется во многих других правилах, как мы это увидим дальше. Духовное лицо, нарушившее это правило, подвергается извержению из священного сана, как недостойное оного. (Правила Святой Православной Церкви с толкованиями Епископа Никодима (Милоша)

  4. elene_giorgobiani Says:

    თქვენს თხოვნას ანგარიშს ვუწევ…თორემ რა მამხილებელ ამბებს დავდებდი ერთ მღვდელზეეე😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: