საეკლესიო ვერდიქტი

მწვალებლებთან ლოცვის დანაშაულის მიმართ  საეკლესიო ვერდიქტი

 შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს” (წმ. კოზმა ეტოლიელი)

zviadazis-ambori_1

 7:47 – ზვიადაძეს ამბორი

მიტროპოლიტები და საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის სინოდის წევრები: გერასიმე, იობი და დანიელი, ილია მეორეს „ლოცვა_კურთხევით” რომში წარგზავნილები ესწრებიან მწვალებელთა მედროშე პაპის პანაშვიდის ლოცვებს ყველა ერეტიკული რელიგიის და სექტის ურიცხვ წარმომადგენელთან ერთად ვატიკანში, რომელზეც პაპს კონსტანტინოპოლის ცრუპატრიარქი და მისი სამღვდელოება ,,მამასა ჩვენსა და ეპისკოპოსსა რომისასა” უწოდებენ… 

verdiqti_kolaji

ილია მეორის „ლოცვა_კურთხევით” ვატიკანში ლოცვაზე წარგზავნილები

verdiqti_2

რომის პაპის პანაშვიდზე შესრულებული ეკუმენური ლოცვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს   საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრებმა

  • ამ მიტროპოლიტთა მწვალებლებთან ლოცვის დანაშაულის მიმართ  საეკლესიო ვერდიქტი

მოციქულთა 45- კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.  

არისტინი.  ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი განიკვეთება; და ვინც მათ კლერიკოსებად ცნობს, დამხობილ იქმნება. ხუცესი ან დიაკონი, ერეტიკოსებთან ერთად თუ მხოლოდ ილოცებს, განიკვეთება; თუ ნებას მისცემს მათ, შეასრულონ რაიმე წესი, როგორც ხელდასხმულებმა და კლერიკოსებმა, დამხობილ იქმნება.

ბალსამონი. შეიძლება, ვინმემ იკითხოს: რატომ ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი ეპისკოპოსები,მღვდლები და დიაკვნები არ განძევდებიან და მხოლოდ განიკვეთებიან, როგორც მლოცველნი ვინმე განკვეთილთან ერთად, მოციქულთა მე-10-ე კანონის მიხედვით? გადაწყვეტილება. შეგიძლია სთქვა, რომ აქ იგულისხმება არა ის, რომ ეპისკოპოსი და სხვა ღვთისმსახურნი ერეტიკოსებთან ერთად ტაძარში ლოცულობდნენ, რათგან ასეთები, 46-ე კანონის მიხედვით, ექვემდებარებიან ეკლესიიდან გაძევებას; მსგავსად ამისა, _ ისიც, ვინც მათ ნებას რთავს, შეასრულოს რაიმე, როგორც კლერიკოსებმა. მაგრამ გამოთქმა ‘,,ერთად ლოცვა” მიიღე მაგივრად ამისა: ,,ჩვეულებრივი ურთიერთობის ქონა” და ,,ერეტიკოსის ლოცვის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა”, რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით.

  • მოციქულთა 45- კანონის  ნიკოდიმოს დალმატიელისტრიელისეული განმარტება

იმას, თუ რას ეწოდება  ერესი (მწვალებლობა) და რა არის ერესი, გვასწავლის ბასილი დიდის I კანონის განმარტება. მოციქულთა X კანონი, როგორც ვიცით, ეკლესიის ერთობიდან  განკვეთილებთან  ერთად სახლში ლოცვასაც კრძალავს და განუწესებს განკვეთას ყველა იმას, ვისაც გააჩნია ლოცვითი ერთობა განკვეთილებთან. საეკლესიო ერთობიდან ყველა ერეტიკოსი, ბუნებრივია, განკვეთილია, რომლის ძალითაც სრულიად თანამიმდევრულია ყველა მართლმადიდებლისათვის ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვა. მითუმეტეს, მკაცრად უნდა აიკრძალოს ერეტიკოსებთან ლოცვითი ერთობა  მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მხრიდან, რომელნიც ვალდებულნი არიან, რომ  წარმოადგენდნენ მაგალითს დანარჩენ მორწმუნეთათვის რწმენის დაცვის სიწმიდეში, რაც შეუბღალავია ყველანაირი ცრუ სწავლებისაგან. ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას ლოცვით ერთობაში ანუ იმაში, როგორც არის თქმული კანონში – „სინევქსამენოს მონონ” („რომელიც, თუნდაც, მხოლოდ ილოცებს”) – საჭიროა, ვიგულისხმოთ ეპისკოპოსისთვისა და სხვა კლერიკოსისთვის ეკლესიაში ერეტიკოსებთან  თანალოცვის არა მხოლოდ აკრძალვა, რადგან ამისთვის მოციქულთა 45- კანონით ისინი უკვე ექვემდებარებიან დამხობას; რომ დაუშვეს ერეტიკოსთაგან, როგორც სასულიერო პირთაგან, რაიმე სამღვდელო მოქმედების აღსრულება; არამედ, ამასთანავე, სიტყვა  „სინევქსამენოს მონონუნდა გავიგოთ ამ აზრით: რომელიც, უბრალოდ, იურთიერთებს 

  • მოციქულთა მე-10 კანონი: თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან ერთად თუნდაც სახლში ისიც უზიარებელი უნდა გახდეს.

მოციქულთა მე-10 კანონის განმარტება:

ზონარა. განკვეთილნი, რა თქმა უნდა, ცოდვების გამო განიკვეთებიან. ამიტომაც, არავინ არ უნდა იქონიოს მათთან ურთიერთობა. რადგან მათთან ურთიერთობა მიუთითებს განმკვეთელის უგულვებელყოფას, უფრო სწორად, ბრალდებას, თითქოს არასწორად განკვეთეს. მაშასადამე, თუ ვინმე ურთიერთობაგაწყვეტილთან ანუ განკვეთილთან ერთად ილოცებს, თუნდაც, არა ეკლესიაში, არამედ სახლშიც, თვითონაც მოექცევა განკვეთის ქვეშ. იგივეს ამბობს კართაგენის კრების მე-9-ე კანონი. 

ბალსამონი. გამოთქმა -„ურთიერთობის ჩამორთმევა” ნიშნავს განკვეთას. მაშ, ასე: ის, ვინც ლოცულობდა განკვეთილთან ერთად, სადაც და როდესაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა იყოს განკვეთილი. ეს დაწერილია იმათთვის, რომლებიც ამბობენ, რომ განკვეთილი გაძევებულია ეკლესიიდან და რომ, შესაბამისად, თუ ვინმე მასთან ერთად იგალობებს სახლში ან მინდორში, მაშინ, ის არ იქნებაო დამნაშავე. ვინაიდან, ლოცვა განკვეთილთან ერთად, ეკლესიაში იქნება თუ მის გარეთ, _ სულ ერთია.

verdiqti_1

მორიგი ეკუმენისტური შეკრება საპატრიარქოში

ვიდეო:  http://www.synodinresistance.org/Publications_en/Video/Videos%20On%20Ecumenism/R4d1016Ortho2006VideoPart3Tainia-1Mbs.wmv

 

11 Responses to “საეკლესიო ვერდიქტი”

  1. daviti_23 Says:

    magaria,bevrs pretenziebi qondat rom ganmartebebs ar kitxuloben am saitzeo,aba sad xart sapatriarqos damcvelebo,moitanet tqveneuli ganmartebebi,tu shedzvrebit soroebshi,amoiget xma amat mxilebulta dasacavd,ui didgors xom ar aqvs siyvaruli,marto tqvena gaqvt,erti ra siyvaruli gaqvt amistana romis paps mamasa tqvensa rom ucodebt,moyevit aba gisment,chven usiyvaruloni

  2. daviti Says:

    ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და სეხნიავ დავით, მოგესალმები და გამოგეხმაურები და გაგახსნებ რომ დოკტორანტი ჩიკვაიძე ამბობდა მე-8-ე მსოფლიო კრებამდე არ შევაჩვენოთ პაპი და არავის აქვს უფლება კრების ფუნქცია აიღოს თავის თავზეო! ხოლო წმინდა კოზმა ეტოლიელს აუღია თავის თავზე მე-8 კრების ფუნქცია და მოუკვეთია და შეუჩვენებია პაპი; ახლა რა ვქნათ დოკტორანტს დავუჯეროთ თუ ეკლესიის წმინდა მამებს! თანაც რაიო? გახსოვს რას წერდა სექტებს არ ეხებათ მე-8 კრებაო, აბა ერთი აქა ნახეთ ვიდეოში ვინ არა ლოცულობს, ამდენი სექტა ერთად შეკრებილი ჩემს თვალებს ჯერ არსად არ უნახავს! ეს ხომ 7-გზისი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასამბლეაა, სადაც გერასიმე ზუგდიდ ცაიშისა, იობი რუის ურბნისისა და დანიელი მგონი თუ არ ვცდები ჭიათურისა ლოცულობენ ყველა ტურა და ძერა მწვალებელ სექტასთან, თანაც როგორ გვადგებოდნენი ურცხვად პირზე დაოკტორანტ-კანონისტი და კაიროსი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შეწმდეგ ჩვენს უწმინდეს სამღვდელოებას აღარ ულოცია მწვალებლებთანო? ხედავ ეს პირშავი კაიროსი, დოკტორანტი, აფხაზი, კანუდოსელი და სხვები რა ერთგული მხედრობა ყოფილან სატანისა! არ იცით განმარტებებიო? ნახეთ ერთი განმარტებებიც როგორ სპობს ყოველგვარ ეჭვსაც კი რომ მწვალებლებთან არამცთუ მლოცველნი არამედ რელიგიურ ფორუმებსა ზედა მარად ტახტზე გამოჭიმული ეს ეპისკოსები და მიტროპოლიტები განსაკვეთნი ყოფილან! ვენაცვალე ღვთის კანონთა ჭეშმარიტების ძალასა არ გამოჭენდნენ ეს მოღალატენი ყოველმხრივ ჩვენ უბრალო ერისკაცთა სამჯავოსა ზედა! იხარე კაიროს ალაჯას რწმენითა!

  3. კანონისტი Says:

    “ხოლო წმინდა კოზმა ეტოლიელს აუღია თავის თავზე მე-8 კრების ფუნქცია და მოუკვეთია და შეუჩვენებია პაპი; ახლა რა ვქნათ დოკტორანტს დავუჯეროთ თუ ეკლესიის წმინდა მამებს!”

    ანუ ეთანხმებით რომის ეკლესიის სწავლებას უცდომელობის შესახებ?🙂

    ღმერთმა შეგვაწიოს ყველას წმიდა კოზმას ლოცვა, მაგრამ რა ვქნა, როდესაც მისი აზრი არ ემთხვევა მსოფლიო კრების განაჩენს?

    აბა, განმიმარტეთ.

    იქნებ გაიხსენოთ დოგმატური სწავლება, რომ უცდომელი ადამიანი არ არსებობს (ახლა დაწერთ ვიცი, წმინდანებს უსწორებსო. ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი, თქვენ რომ არ მიბიძგებდეთ და მიპირისპირებდეთ წმინდა კოზმას აზრსა და მსოფლიო კრების კანონს).

    თუ ის დავწერე სადმე, თანალოცვა დასაშვებია მწვალებლებთან ერთად–მეთქი? მაგ კანონთა განმარტებები რომ მოგყავთ, კარგია, მაგრამ ისიც ნახეთ, როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს საეკლესიო ბრალდების განსჯა და მით უმეტეს, განაჩენის გამოტანა.

    “ნუ სჯით თვალაღებით, არამედ მართალი სამართალი საჯეთ”.

    უფლისმიერი სიყვარულით,

    დავით ჩიკვაიძე :*

  4. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    მსოფლ. VI წმ. კრების კანონიდან:
    ,,ჩვენ მათ* დადგენილებას, როგორც სულის** მიერ აღმოთქმულს, ვაღიარებთ და მომდევნო თაობებსაც ვასწავლით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის ეკლესიაში გაბრწყინებულ, ქვეყნის მნათობ და ამქვეყნად ხსნის სიტყვის მტვირთველ კაცთა სარწმუნოების მტკიცედ პყრობას და სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილსა და სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ, ხოლო მათ წინააღმდგომს, ყველას უკუვაგდებთ და შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ გათავხედებულებს და სიცრუის ხმამაღლა მეტყველებს. ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ-იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტეანთა კრებულისაგან*** და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას“.
    ამასვე ადასტურებს მომდევნო, VII და უკანასკნელი მსოფლ. წმ. კრებაც:
    ,,საღვთო კანონების დაცვა აუცილებელია; წინასწარმეტყველის ხმა უკუნისამდე გვამცნობს, რომ დავიცვათ ღვთის მცნებანი, ვიცხოვროთ მათ შესაბამისად და ამით ხსნა მოვიპოვოთ, რადგანაც ისინი უცვლელნი და შეურყეველნი არიან. ღვთის მხილველი დიდი მოსეც ასე ამბობს: მათ (ღვთის მცნებებს) არ უნდა მიემატოს რაიმე, არც უნდა დააკლდეს (II სჯულ.: 12, 32). საღვთო მოციქული (პავლე), რომელსაც ეამაყებოდა ეს მცნებები, ამბობს: ანგელოზიც კი, თუ ის გახარებთ თქვენ რაიმეს, გარდა იმისა, რაც უკვე გეხარათ და მიგიღიათ (ღვთის მცნებების სახით), შეჩვენებულ-იყოს (გალ.: 1, 8); მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის** საყვირთა, ყოვლადქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებების განჩინებათა დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის** მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ; ვინც განკვეთეს _ ჩვენც ვანვკვეთთ; ვინც უზიარებელ-ჰყვეს, უზიარებელ-ვჰყოფთ; ვინც განაკანონეს, ჩვენც, აგრეთვე, განვაკანონებთ მათ“ (კანონი I).

    მინაწერი: ეს კანონები VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა, ხოლო პაპიზმი _ XI საუკუნეში.
    _____________________
    *მსოფლიოს პირველ ხუთ წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა;
    **სულიწმიდის;
    ***უკვე, მსოფლიოს პირველ ექვს წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა (მღვდ. გ. ს.).

    • ლომისა Says:

      მამა გიორგის (სხილაძე) ამ პასუხით უპირველეს ყოვლისა „კანონისტს“ გაეცა კანონიკური პასუხი!

      დიდი მადლობა მამაო გიორგი ამ კანონების გამოქვეყნებისთვის.

      იხ. აგრეთვე http://forum.ge/?showtopic=33916560&st=60&#entry12655805

  5. კანონისტი Says:

    უკაცრავად, რა პასუხი გამეცა? მანდ წერია სადმე, რომ განუსჯელათ დასდეთ ვინმეს ბრალიო და მით უმეტეს, განაჩენი გამოუტანეთო?

    პატივცემულო ლომისავ, ჯერ ერთი ჩემ მეტსახელს ბრჭყალებში ნუ სვამთ, და მეორეც, მღვდლის გვარი მაშინ იწერება ფრჩხილებში, როდესაც ის ბერია. ეს ისე, რომ იცოდეთ.

  6. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    კათოლიციზმი, მისი საბოლოოდ ჩამოყალიბებიდან დღემდე (954 წლის მანძილზე), ყველა წმ. მამის მიერაა გამოცხადებულიც და დამტკიცებულიც მწვალებლობად და ადგილობრივი ეკლესიებიც, სანამ ეკუმენიზმის გზას დაადგებოდნენ, ამასვე ამტკიცებდნენ და ასწავლიდნენ. მაგ., 1438-39წწ.. ფერარო-ფლორენციის კრების შემდეგ, როცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმართებოდა მოლაპარაკებები და წმ. მარკოზ ეფესელმა რჯულგამყიდველი პატრიარქი იოსები და მღვდელმთავრები ამხილა, მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, 1054წ-ისა და სხვა დროთა მსგავსად, კიდევ ერთხელ, გამოაცხადა კათოლიციზმი, როგორც საყოველთაო ერესი. ყოველ ახალ ცრუსწავლებაზე რომ მსოფლიო კრება იწვეოდეს, მაშინ, ბოლო მსოფლიო კრება არასოდეს უნდა დაშლილიყო, რადგან ახალ-ახალი მოძღვრება, წმ. პავლე მოციქული ,,დედაბრულ ზღაპრებსა“ და ,,ყურისმომაქავებელს“ რომ უწოდებს, გეომეტრიული პროგრესიით იქმნებოდა და იქმნება… მას შემდეგ (XIXს.), რაც რასელისტთა ნეოარიანული სექტა _ თავს ხან იეღოვას და ხან იაჰვეს მოწმეებს რომ უწოდებენ და სინამდვილეში, ეშმაკის მოწმეები არიან _ წარმოიშვა, მსოფლიო კრება გაიმართა, ეს ცრუსწავლება რომ დაეგმო?! განა, საკმარისი არ არის, მსოფლიო წმ. კრებები _ რომელთა განჩინებანიც ზემოთ მოვიყვანეთ და რომლებზეც რომის მართლმადიდებელი პაპებიც ესწრებოდნენ და საერთო გადაწყვეტილებებს ხელს პირველები აწერდნენ _ ასე რომ განაჩინებენ?: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!“ და სხვ.
    ისტორიულად, კრება ესაჭიროებოდა თვისებრივად ახალი მწვალებლობის გამოძიებასა და დაგმობას და არა წინასწარ გათვლილსა და უკვე განქიქებულს (მაგ., კათოლიციზმსა თუ ეკუმენიზმს), რომელიც თვითნებურად (ავტომატურად) ხვდება ანათემის ქვეშ.

  7. luka Says:

    tu sheidzlebat ert kitxvaze gamecit pasuxi ilia II unda ikos moxsnili patriarkobidan? da ikneb ilia II-s sxva gza ar hkonda rom aseti ram chaidina ikneba es kveynis ketidgeobistvis undoda ukacravad da me iset mdgomareobashi var ro agar vici vis daujero ilia II-ze bevri winaswar metyveleba wamikitxavs da ratom unda momxdariyo aseti ram tu es winaswarmetyveleba martalia.magalitad movikvan mama gabrielis winaswar metyveleba ertert romeligaca wignshi mak wakitxuli da ik natkvamia rom bolo jams ilia II ikneba patriarki da igi miiyvans xalxs upaltano amas imitom vambob rom mainteresebs es kvelaperi tyuili iko?

    • ნიკა Says:

      პასუხი_ლუკას:
      ——————-
      ა) ბნ-ო ლუკა, იცით კი რა ჩაიდინა ილია II – მ? (და არა მარტო პატრირქმა, იგივე ეხება მის სინოდსაც), მათ ჩაიდინეს, ის რაც ჩაიდინა იუდა მოციქულმა ისკარიოტელმა, თორმეტთაგან ერთ-ერთმა მოციქულმა: იუდამ გასცა უფალი მიწიური მიზნით. თქვენ ბრძანებთ, რომ რაიმე მიწიერი მიზნით, თუნდაც ერის საკეთილდღეოდ, შეიძლება რომ გაიცეს ღმერთი? კი ბატონო, მაგრამ ასეთი ”კეთილდღეობისთვის” პატრიარქიც და ერიც ხომ ჯოჯოხეთში ჩადის? პატრიარქობის ტიტულს და სამღვდელოებას ერთადერთი ერის საკეთილდღეო მისია მიანიჭა უფალმა: სულიერი ცხონება ერის, ანუ დახსნა ერსისა ჯოჯოხეთიდან, და არანაირი სხვა მიზანი სამღვდელოებას და ეკლესიას არ გააჩნია.
      დიახ, უნდა განიკვეთოს ასეთი პატრიარქი და სინოდი, რომელიც არღვევს საეკლესიო სამართალს, და ეს უნდა მოხდეს საეკლესიო კრების ძალით და განაჩენით.

      • ნიკა Says:

        რაც შეეხება მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებას, ილია II – ის ”ბოლო პატრიარქობის” შესახებ, იქნებ მართლაც აქვს ასეთი რამე დაწერილი მას, მაგრამ კარგი იქნება, ვიფიქროთ ასე: იქნებ და მამა გაბრიელმა დაწერა რომ ილია მეორე საქართველოს ბოლო ერეტიკოსი პატრიარქია? ღმერთმა ქნას ასე ჰქონდეს დაწერილი და ღმერთმა ინებოს ასეც იყოს. ხოლო თუ სხვანაირად დაწერა, მაშინ მამა გაბრიელს სიცრუე უწინასწარმეტყველებია, რადგან რანაირად შეიძლება ერეტიკოსმა პატრიარქმა, რომელიც საეკლესიო სამართლის გმობისთვის წყეული და მოკვეთილია ღვთისგან ”უფალთან მიიყვანოს” ერი? წმინდა პავლე მოციქულმა ხომ თვით საკუთარი თავი დაიწყევლა (წმინდა მოციქულთა დასთან და ანგელოზთან ერთად), თუ არასწორად გასწავლოთ თქვენ და გახაროთ უფლის სწავლებაო: ”მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებულ იყოს იგი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს”. (წმ. მოციქ. პავლე გალატ. მიმართ 1 – 8, 9)
        ”დიდგორი” ის პრეს-სსამსახური

      • ნიკა Says:

        კიდევ განმარტება ლუკას:
        —————————
        ბრმად არავის ნდობა არ შეიძლება თვით ჭეშმარიტი მოძღვრისაც კი, ამას გვასწავლის სწორედ პავლე მოციქული, როდესაც ბრძანებს ”, რომ თუნდაც ჩვენ უკუღმა გახაროთ უფლის სწავლება შეჩვენებულ ვიყოთო, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ სამწყსო ფარის წევრებიც ყოველთვის, რადგან იქნება და ჭეშმარიტი მოძღვარიც ცდუნდეს და დაეცეს ერესით? ამიტომ ყოველთვის უნდა გამოვიძიოთ ხოლმე მოძღვართა საქმენი, და თუკი ისინი (მოძღვარნი) ურყევნი და მტკიცენი არიან ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლებაში, მაშინ, ვითარცა უფალისადმი, ისეთი მოწიწება და მორჩილება გვმართებს მათდამი, მაგრამ თუკი ისინი დაიწყებენ უფლის სწავლების გაუკუღმართებას და საეკლესიო სამართლის ურჩობას, მაშინ მათი მორჩილება ჩვენც აღარ გვმართებს, ისევე როგორც არ გვმართებს იუდა ისკარიოტელის მორჩილება. ამიტომაც დაგვიბარა და გაგვაფრთხილა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ”უკუღმა მახარებელ მოძღვართა” შესახებ: ”იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ”შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.” (ლუკა 17 – 1,2) ხოლო პატრიარქმა (ილია II) და მისმა სინოდმა კი რამდენი სული აცდუნეს თავისი ერეტიკული მოღვაწეობით და საეკლესიო პრაქტიკით? ურიცხვი! და ახლა მოვთვალოთ რამდენი წისქვილის ქვა უნდა დაიკიდონ კისერზე…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: