მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. III)

კომენტარების კომენტარები (3)

m_g_sxiladze_2

მღვდელი გიორგი სხილაძე (წინდობა)

                                         +  +  +

   აგრძელებთ, შეძლებისდაგვარად, ვუპასუხოთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს (მათი სტილი და პუნქტუაცია აქაც დაცულია).

+

   ,,კანონისტი”*: ,,სქიზმა (ბერძნ. “გახლეჩა”) ეწოდება მოვლენას მართლმადიდებლურ სამყაროში, როდესაც რომელიმე დაჯგუფება უარს ამბობს გარკვეული მოტივებით მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაზე და გადის ცალკე. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოძღვრება ძირითადად ექცევა მართლმადიდებლურ მოძღვრებაში, ამიტომ არ ეწოდებათ “მწვალებლები”, არამედ სქიზმატები, ანუ განხეთქილებაში მყოფები. საეკლესიო კანონებით, მათთან საეკლესიო საიდუმლოებები ისევე მიუღებელია, როგორც მწვალებლების, ხოლო როგორც განდგომილებს, უფლება არ აქვთ ბრალი დასდოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას”.

______________

   *ამ ზედსახელით აქამდე მოქმედი, როგორც მასზე ახლახანს წავიკითხე, ყოფილა შრომისმოყვარე, განათლებული, ენათა მცოდნე, ახალგაზრდა დოქტორანტი დავით ჩიკვაიძე. შვილივით ვლოცავ და ვუსურვებ, აქამდე დაშვებული შეცდომები მალე გამოესწორებინოს, მეტი ცოდნით, გონიერებითა და სულიერებით აღვსილიყოს და წუთითაც არ დავიწყნოდეს წმ. პავლე მოციქულის შეგონება: ცოდნა აამპარტავნებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს. 

   პასუხი: წინააღმდეგობაში ვარდებით, როცა აქ, ამ შემთხვევაში, სწორად წერთ, მწვალებლების საეკლესიო საიდუმლოებები მიუღებელიაო, ხოლო სხვაგან _ არასწორად: ,,მსოფლიო კრების კანონები ერეტიკულ საკრებულოთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ცნობენ”; ჩვენზე, თქვენივე ევქარისტიის ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხსა და განუკვეთელ მართლმადიდებელ მღვდელზე, სიტყვა მღვდელს ,,ბრჭყალებში” სვამთ (რითაც ჩვენს მღვდლად არცნობას გამოხატავთ), ხოლო რომაული კათოლიციზმის მწვალებელ ,,პაპს” _ არა, რითაც მის პაპობას ანუ პატრიარქობას ცნობთ, რასაც, ირიბად, არც სხვაგან მალავთ: ,,რომის ეკლესიის მეთაური და თვითონ ეკლესია…”. რომის მწვალებლურ საკრებულოს მწვალებლურს თუ არ უწოდებთ, სქიზმატიკურს მაინც რატომ არ უწოდებთ, როგორც ამას იოლად აკეთებთ მართლმადიდებლებთან მიმართებაში?

   იგივე (მოგვმართავს ჩვენ): ,,საერო პირს დამოძღვრის უფლება რომ არ მაქვს ვიცი. არც ვაპირებ”.

   პასუხი: იცით, მაგრამ მაინც იქმთ! რადგან დამოძღვრა მარტო ის კი არ არის, ერისკაცმა ანაფორა მოისხას და ისე იქადაგოს, არამედ ის, რასაც თქვენ _ ზოგგან, უხეში შეცდომებით _ წერთ და ავრცელებთ ეკლესიოლოგიურ-სამოძღვრო საკითხებზე; საინტერესოა, ვისი ლოცვა-კურთხევით?

   იგივე: «ფაქტია, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონით არაერთი მწვალებელი (მათ შორის – არიოზის მიმდევრებიც კი!) მიიღებიან ნათლისღების გარეშე, რადგან “მათი ნათლისღება არ განსხვავდება მართლმადიდებელთაგან”».

   პასუხი: ამ ციტატაში, რომელიც დედანში ასეა _ ,,ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან”, ნათქვამია არა ის, რომ მათი ნათლისღება სრულყოფილ ანუ მადლმოსილ ნათლისღებად ითვლება, არამედ ის, რომ მათნაირი ნათლისცემა (იგულისხმება _ ნათლისცემის ფორმა და ფორმულა ანუ წყალში სამგზისი შთაფლვა) გარეგნულად იგივეა, რაც მართლმადიდებლური. ეს რომ ასეა, ადასტურებს იმავე კანონში ამ ციტატის გაგრძელებაც: ,,რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორებიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი ანუ ფრიგიელნი [ანუ პეპუზიანელნი], საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩანიან, და სხვა მწვალებლები… თუ მოისურვებენ მართლმადიდებკლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან, როგორც წარმართნი [ე. ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ]”.

   დავით, წინა კომენტარებში ორგზის შეგაგონეთ წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონებით, მაგრამ მაინც აგრძელებთ მკითხველის შეცდომაში შეყვანას, _ თითქოს, ეკლესიის მიღმა ნათლობის საიდუმლო აღესრულებოდეს. რაღას მივაწეროთ ეს? ჰკითხეთ, ერთი, ჩემზე და თქვენზე სულიერ და განათლებულ ადამიანებს, მაგ., ედიშერ ჭელიძეს (გიორგი ანდრიაძესთვის, წინა კომენტარში გთხოვეთ, გეკითხათ), მღვდ.. არჩილ მინდიაშვილს, თეოდორე გიგნაძეს, ზურაბ ანთაძეს, არქიმ. რაფაელ კარელინს, ეპ.. იოანე გამრეკელს, სპირიდონ აბულაძეს ან სხვას, ან ბოლოსდაბოლოს, თვით პატრიარქს (გთხოვთ, მათი პასუხი გამოაქვეყნოთ ან ჩვენ მაინც მოგვწეროთ; წინასწარ გმადლობთ!). ისე, აქ ჩამოთვლილთაგან სიამოვნებით დავჯდებოდით ერთ-ერთთან ან ყველასთან ერთად, პირისპირ, საპატრიარქოს ან სხვა ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთით, და მიუხედავად იმისა, რომ მათზე უღირსი ვარ ცოდნითაც და ყველაფრითაც, თქვენც და მსმენელთაც, ,,მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა” (წმ. პავლე თებელის ,,კონდაკიდან”), ბევრ რამეზე აგეხილებოდათ თვალი, რადგან ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და სიმართლე ჩვენს მხარესაა; ხოლო სადაც სიმართლეა, იქ უფალია; უფალი კი უძლეველია.

   იგივე: ,,მსოფლიო კრებებმა რამდენიმე სამოციქულო კანონი გააუქმეს, მათ შორის – ეპისკოპოსთა ქორწინებისა. საეკლესიო კანონებით კი, მოქმედებს უფრო ახალი კანონი”.

   პასუხი: აქაც, დაბნეულობაში შეგყავთ სარწმუნოებაში გამოუცდელნი და აფიქრებინებთ, რომ წმ. მოციქულები ერთს ასწავლიდნენ და სხვა წმ. მამები _ მეორესო. სინამდვილეში, მსოფლიო კრებებმა ,,ეპისკოპოსთა ქორწინების” (ასეთი რამùარ არსებობს) კანონი კი არ გააუქმეს, არამედ, VI მსოფლ. კრებამ დაადგინა, იმიერიდან ეპისკოპოსებად მხოლოდ შავი (ბერად შემდგარი) სამღვდელოებიდან აერჩიათ, რადგან იმხანად, უკვე, ბერ-მონაზვნობა საკმაოდ მომრავლებულიყო. თან, კრებამ განმარტა, რომ წმ. პავლე მოციქულის სტყვები, ,,[ეპისკოპოსი] ერთის ცოლის ქმარ” (I ტიმ., 3: 2), ნიშნავს არა იმას, რომ ცოლი უნდა ჰყავდეს, არამედ იმას, რომ მომავალი ეპისკოპოსის ერთნაცოლარობაა დასაშვები და არა ორნაცოლარობა (,,მცირე სჯულისკანონი”, VI, 83).

   იგივე (მოგვმართავს): ,,მესმის, რომ ძნელია, საერო პირისგან და მით უმეტეს – ასაკით ახალგაზრდისგან მხილების მიღება, მაგრამ იქნებ შეძლოთ….”.

   პასუხი: აქ კი ნამდვილად ვეღარ გათვალეთ, რა სიმართლეც წაგცდათ… თქვენივე ლოღიკით, თუ სასულიერო პირის მხილება დასაშვებია საერო პირისგან, ,,მით უმეტეს _ ასაკით ახალგაზრდისგან”, ეს მით უფრო არაა დასაშვები სასულიეროსაგან?!. ან წამაკითხეთ, სად წერია, _ მღვდლის მხილება შეიძლება, ხოლო მღვდელმთავრის _ არა?!. თქვენ ჯერ მათ მიმართეთ, ვისაც ჩვენ ვამხელთ, მხილების მიღება, იქნებ, შეძლოთ-თქო და მერე (ან მანამდეც), სიამოვნებით მოგისმენთ, _ რაში მამხილებთ, რომ ამისი მიღება შევძლო. ოღონდ, გთხოვთ, მიმითითეთ კერძოდ და გარკვეულად და არა ზოგადად და ზერელედ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით! ჩემი მხილება რომ გაგიადვილოთ, იქნებ, გაგახსენოთ, რას გვასწავლის ეკლესია ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”? და რა მოხდება იმ შემთხვევაში, ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს”? თან, გთხოვთ, რომ თქვენ, როგორც კანონისტმა, ამიერიდან ამით მაინც დამოძღვროთ ახალგაზრდობა:   

   ,,ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, _ იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებულ იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი” _ ,,დიდი სჯულისკანონი” (თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 1975წ. (ძველქართულად); ახალქართულად _ ,,საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987წ.), ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს: ბასილი დიდის კანონი 71″.

   იგივე (მოგვმართავს): ,,II მსოფლიო კრების მე-6 კანონი გაიხსენეთ, რას გიკრძალავთ იგი საქართველოს ეკლესიის მიმართ”.

   პასუხი: ჯერ რომ ის გაგვეხსენებინა, რას უკრძალავს ეს და სხვა მრავალი კანონი თქვენს სათაყვანო იერარქებს, ძალზე შორს წავიდოდით… მაგრამ მოდით, მაინც, ერთად გავიხსენოთ ეს წმინდა კანონი და მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა, ვის მხარესაა სიმართლე:

   ,,კონსტანტინოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე; არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი; და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი. საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება, ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ, ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, _ სამღვდელო პირი იქნება იგი თუ საერო. არ მიიღება არც ის ბრალმდებელი, ვინც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი. […] ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. […]”.

   რას და ვის უკრძალავს ეს დიდებული კანონი ,,საქართველოს ეკლესიის მიმართ”, როგორც თქვენ ამბობთ? _ ცილისწამებას ყველას, ხოლო ბრალმდებლობას _ მწვალებელს, განხეთქილების მომწყობს, ეკლესიის ან ვინმესგან ბრალდებულს, განკანონებულს, გაძევებულსა და უზიარებლობით დასჯილს. უღირსი ადამიანი კი ვარ, მაგრამ აქ ჩამოთვლილთაგან რომელში მდებთ ბრალს? ვთქვათ, განხეთქილების მოწყობაში? _ თქვენ მსჯელობა იქით მიგყავთ, რომ ემიგრაციული ეკლესია, სადაც ამჟამად ვართ, განხეთქილებაა და მისი წევრი _ ე. ი. განხეთქილების მომწყობი. მაგრამ აქ ორგზის ცდებით: 1. ეს ეკლესია, ჩვენი და მრავლის გამოძიებითა და ცრწმენით ეკლესიაა; 2. დავუშვათ, ასეც რომ არ იყოს, თეორიულად, განხეთქილებაში მყოფი არ გულისხმობს განხეთქილების მომწყობს. ზემორე, თქვენს მიერვე რეკომენდირებულ კანონში, გარკვევითაა ახსნილი, ვინ არიან ,,განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ” (იგულისხმება ეპისკოპოსი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს, ხოლო ხუცესი ან დიაკონი _ თავის ეპისკოპოსს არასაკმარისი მიზეზით განდგომილი). პირადად, ჩვენ არანაირი ,,ცალკე კრება” არ მოგვიწყვია, არც უკურთხევლად საკურთხეველი აღგვიმართავს და ამას არც მომავალში ვაპირებთ; ღმერთმა დაგვიფაროს! თანაც, ჩვენს მიმართვებში ვახდენთ არა ბრალდებას, არამედ მხილებას (ამ ცნებას, კიდევ ერთხელ, ურევთ აქ, უკვე, ბრალდებაში), რადგან ბრალდება გულისხმობს რაღაც დაფარული ქმედებისა თუ აზრის სააშკარაოზე გამოტანის მცდელობასა და შესაბამის დასჯას (რაც იგულისხმება ზემომოტანილ კანონში, როცა საუბარია საჩივარსა და მის დამტკიცებაზე). ხოლო ჩვენს შემთხვევაში არაფერია დაფარული და გამოსაძიებელი, არც გასასაჩივრებელი და დასამტკიცებელი, _ ყველაფერი ის, რაზეც გულისტკივილით ვსაუბრობთ, თქვენ რომ ლანძღვა-გინება გგონიათ, განა ვერ ხედავთ, დღისით, მზისით რომ ხდება და გამოსწორება არაფერს ეტყობა?: ყველა ,,სიკეთესთან” ერთად, ტაძრებსა და სახლებში გახურებული ვაჭრობა მღვდელმოქმედებისას _ საკურთხეველში ,,მოსარიგებლად” მეჯვარეების შეყვანითა და მღვდლის მიერ სიძის საქორწინო ბეჭდის გირაოდ დატოვების ჩათვლით… უფალმა მრუში დედაკაცის ცოდვა, ხუთი ,,ქმარი” რომ გამოეცვალა, დაფარულში მშვიდად ამხილა, ხოლო ისრაელი ერის საპირველიერარქო საყდარზე საჯაროდ ამბობს: მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი (მათე: 23, 2). და მთავარ ტაძარში აშკარად მოვაჭრე ხალხს მაგიდები აუყირავა, მტრედები დაუფრთხო და მათრახით გამოასხა გარეთ ყველა, ,,და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს; ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა” (ლუკა: 19, 46). თანაც, ამის ხილვა მის მოციქულებს უნებურად გაახსენებს უფლის სიტყვებს, თქმულს დავით წინასწარმეტყველის პირით: ,,[უფალო], შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე” (ფსალმ.: 68, 10), რაც იმას მოასწავებდა, რომ განკაცებულ ღმერთს სწორედ მისი მსახურნი _ მღვდელმთავარნი მოკლავდნენ…

   იგივე (მოგვმართავს): ,,ჭეშმარიტი რწმენით აღვსილი დაუბრუნდით დედაეკლესიას”.  

   პასუხი: თქვენი ქვეცნობიერი გათვლა ასეთია: რახან ქართველი სასულიერო პირი საქ. საპატრიარქოს იურისდიქციაში არ ვიმყოფები, ზერელე მორწმუნეებს აფიქრებინოთ, მაშ, განხეთქილებაში იმყოფება ეკლესიასთანო. აკი, პირდაპირ ასკვნით, კიდეც და მმოძღვრით _ დაუბრუნდით დედაეკლესიასო (ბევრს დედაეკლესიის ცნებაც რომ არასწორად ესმის, ამას მკითხველს ქვემოთ განვუმარტავთ)! მაგრამ თქვენ და თქვენი სულიერი ძმები აქ სიტყვას ,,დედა” შემთხვევით არ ხმარობთ ხოლმე; არამედ, _  რათა ამით გააძლიეროთ მგრძნობელობითი (ემოციური) ფონი, რომ დედის მოღალატესთან გაიგივებულის წარმოდგენით უფრო გაგიადვილდეთ განხეთქილების მომწყობთა რიგში ჩვენი შერაცხვა, რათა ეს კანონი რამენაირად უარყოფითი ასპექტით ,,მოგვარგოთ”… გავიწყდებათ კია, რომ ბევრი ქართველი წმინდანი არ იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ისეთ ეპოქებშიც კი, როცა იბერიის ეკლესია სულიერად ჰყვაოდა და რა საგანგაშოა, ჩემისთანა უღირსსაც რომ იგივე ბედი ეწია პოსტათეისტურ დროებაში, როცა საქ. ტაძრები ქცეულა ქვაბ ხორციელ თუ სულიერ ავაზაკთა და ახალი ,,რუის-ურბნისის” კრებას საჭიროებს?!. თუ იმის თქმა გსურთ, რომ სხვა ევქარისტიაში მყოფს უფლება არა აქვს ჩვენს საქმეებში ჩარევისო, ამაზეც მოგახსენებთ, რომ კანონთა მიხედვით, ეს ეხება შიდაადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებს (ამაში არასდროს ჩავრეულვართ) და არა დოგმატურ-კანონიკურსა და ზნეობრივს. თანაც, უფრო მეტს გეტყვით: სხვა ევქარისტიაში არ ვყოფილვართ, ერთი ბარძიმი გვქონდა თქვენ და მე, როცა გამოვეცით ჩვენი ნარკვევი*, რომელშიც, ყველა ძირითადი მტკივნეული საკითხია დასმული, მაგრამ ვინ შეაშფოთა ამან და თქვენგან ან საქ. საპატრიარქოდან ვინ გამოგვეხმაურა (თუ არ ჩავთვლით, მუქარებსა და შეურაცხყოფებს)?!

______________

   *«საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან” ,,გარდაქმნამდე” (1985-2003წწ..)», პარიზი, 2004წ.; ელექტრონული ნუსხა: http://saqme.fr/saqme%20pdf.pdf

   აი, დედაეკლესიის დაპირებული განმარტებაც: ეკლესიასთან მიმართებაში ,,დედა”, პირველ ყოვლისა, იხმარება იგივე მნიშვნელობით, როგორც ცნებებთან: არსი, მიწა, სამშობლო (აქედან, _ ,,ადგილის დედა”, ,,ქართვლის დედა”), ენა, აზრი, ბოძი, ქალაქი, ძარღვი, ბუდე, ფუტკარი და სხვ., რაც დიდ განმარტებას არავისთვის საჭიროებს, რადგან როგორც დედაა მშობელი ახალი სიცოცხლისა, ისეა ეკლესია სულიერად აღმომშობელი სულისა. ეკლესია არის ,,სძალი უფლისა”, რომელთანაც ღმერთკაცს ისეთივე სიყვარული აქვს, როგორიც სიძეს სასძლოსთან (ეს მხატვრული სახეებით ყველაზე სრულყოფილადაა გადმოცემული წინასწარმეტყველ სოლომონის წიგნში ,,ეკლესიასტე” და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში). სახისმეტყველებითად, ეს მოჰგავს ,,ქალწულსა მდედრსა”, რასაც თავად წმ. ეკლესია უწოდებს წმ. ნინოს მისდამი აღვლენილ ლოცვა-საგალობელში (,,დაუჯდომელი”, ,,იკოსი” XI). ხოლო ეკლესიოლოგიურ-ისტორიული გაგებით რომელიმე საპატრიარქო საყდრისთვის დედაა მისთვის ქიროტონიულ-ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის, ავტოკეფალიის, მიმნიჭებელი ეკლესია; ჩვენს შემთხვევაში _ კონსტანტინოპოლ-ანტიოქიის ისტორიული საყდრები, სლოვენური ეკლესიებისთვის _ ასევე, ბერძნული საყდარი და ა.შ. მთლიანობაში, ეს ეკლესიები _ მიმნიჭებელიც და მინიჭებულიც _ ერთიდაიგივე დოგმატურ-კანონიკურ საზღვრებში (დასაშვებია, მხოლოდ, ეროვნულ-საწესჩვეულებო სახესხვაობანი) არსებობს და მისტიკურად დედაეკლესია წარმოადგენს ერთ, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას. რომელიმე მის წევრ ანუ და-ეკლესიას (აქ დაი დედის ანალოგიითაა) აბსოლუტური დამოუკიდებლობა არა აქვს, რადგან რომელი საყდარიც გადაცდება ამ საზღვრებს, ის მეყვსეულად ხვდება წმ. გენადი კონსტანტინოპოლელისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლისეული კითხვის ნიშნის ქვეშ: განეშორა, ან როდის განეშორება მას მადლი სულისა წმიდისა, რაც არის რელიგიური კრებულის ეკლესიად ყოფნის უცილობელი პირობა? ამიტომ, ნებისმიერ გულწრფელ მორწმუნეს არათუ უფლება, ვალდებულებაცა აქვს, ,,სხვის საქმეში” ჩაერიოს, რადგან, ვთქვათ, რომელიმე ეკუმენისტურმა სინოდმა რომ ამერიკელი და ინგლისელი პროტესტანტებივით ქალი ,,აკურთხოს” სასულიერო პირად, საქ. იერარქია მის საქმეში არ ჩაერევა და სტუმრად გამოგზავნილ მღვდელქალა ,,მზექალას” საკურთხეველში შეუშვებს და მას ხელზე ეამბორება?  

   ასე, რომ ,,დედაეკლესია”, დისციპლინარული გაგებით, არ წარმოადგენს მგრძობელობით-მამულიშვილურ, ეთნოფილეტურ ცნებას. ასეთი გაგებით, შეგეძლოთ, გეხმარათ ,,მშობლიური ეკლესია”, ვინც (და არა _ რაც) ნამდვილად რომ გვენატრება, ამას, ჯერ კიდევ, ჩვენს 5 წლის წინანდელ, ზემოდასახელებულ ნარკვევში გამოქვეყნებული ჩვენივე სონეტის მინამღერიდან იგრძნობდა გულგამთბარი მკითხველი: მომასმენინეთ, გევედრებით, რამე ქართული, რომ ჩემი ერის ტკივილები უფრო მეტკინოს!..

   იგივე: ,,ისე კი, სასხვათაშორისოდ, აღვნიშნავთ, რომ რუსული ემიგრანტული ეკლესია დაუბრუნდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს”.

   პასუხი: სად არის ლოღიკა თქვენს მსჯელობაში? თუ ეს მართლაც ასეა, როგორც აქ წერთ, მაშ, როგორც ემიგრაციული ეკლესიის მღვდელს, რატომღა გვიწოდებთ სქიზმატიკოსს? ხოლო თუ _ არა, რატომ წერთ ასე?

   მკითხველს კი განვუმარტავთ: ემიგრაციული ეკლესია არც არასდროს განვარდნილა მსოფლიო მართლმადიდებლობის წიაღიდან. მისი არსებობის ოთხმოცდაათწლიანი მყოფობის ბოლო ათწლეულში დაიწყო, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, შიდააპოსტასია, რაც მოსალოდნელიც იყო, უკვე, დასავლურ-ამერიკულ გარემოში გაზრდილი ახალი თაობისგან. დაიწყო გადაბირების ოპერაცია, რომელსაც, უშუალოდ, ჩვენი მტერი და მკვლელი ვ. პუტინი ხელმძღვანელობდა თავის აგენტურასთან ერთად. კრემლისა და საპატრიარქოს ერთობლივი მიზანი იყო, რომ ამ იურისდიქციას, მოსკოვთან მიერთებით (თვითლიკვიდაციით), არსებობა შეეწყვიტა, როგორც ემიგრაციულ ეკლესიას, რათა ბოლომდე ჩაეხშოთ თავიანთი სინდისის მამხილებელი ხმა, რომელიც მსოფლიოში ყოველთვის გაისმოდა ემიგრანტებისგან. მაგრამ მადლობა ღმერთს და ამ ეკლესიის პირველიერარქმა _ მიტროპოლიტმა ვიტალიმ, რომელიც 96 წლის ასაკში აღესრულა, გარკვეული სისუსტეების გამოვლენის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო როგორც მისი ღრმა ასაკით, ასევე, მისი იურისდიქციის უდიდესი ნაწილის გადაბირებითა და კრემლის საპატრიარქოსთან ,,მიბმით”, _ საბოლოოდ, სიცოცხლის ბოლო წლებში, შეძლო ძალების მოკრება და ფიზიკური დევნის, დაპატიმრების (ამის ვიდეოკადრები არსებობს), ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ძალით შემოწმებისა და მრავალი სხვა ცილისწამებისა და ბინძური ზემოქმედების მიუხედავად, სინოდიდან ერთ-ერთ ეპისკოპოსთან (სხვათაშორის, ბაბუით ქართველთან) ერთად აკურთხა ახალი ეპისკოპოსები და ასე განაახლა და ააღორძინა ემიგრაციული ეკლესია*, რომელშიაც დღეს ჩვენც ვიმყოფებით ქართულ-რუსულ-ფრანგულენოვან მრევლთან ერთად.

______________

   *მიტრ. ვიტალის გარდაცვალების შემდეგ, 2006წ., პირველიერარქის მოვალეობას ასრულებს სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი ვლადიმერი, რომელიც კატაკომბურ ეკლესიაშია გაზრდილი; ჩვენი, პარიზისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მმართველია ეპისკოპოსი ბიქტორი, ეროვნებით გერმანელი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც მღვდელმთავრად კურთხევამდე ციმბირის უღრან სტეპებში მღვდელმონაზვნად მოსაგრეობდა.  

   ჩვენ აქ არ შევუდგებით ემიგრაციული ეკლესიის ისტორიის მოყოლას; შევნიშნავთ, მხოლოდ: ჰკითხეთ, ერთი, ქართველ სამღვდელოთა განათლებულ ნაწილსა და ღვთისმეტყველთ, რომლებიც, პირადი საუბრებიდან ვიცით, დიდ პატივს მიაგებენ ამ ეკლესიის მამებს: ამერიკელი მღვდელმონ. სერაფიმე როუზი (როუზენი) და წმ. იოანე მაქსიმოვიჩი _ შანხაიის, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მთავარეპ., სასწაულთმოქმედი, წმ. მიტრ. ფილარეტ აღმსარებელი და მთავარეპ. ამბერკი და სხვ., რომელთა წიგნებსაც ისინი ავრცელებენ, _ სქიზმატიკოსები იყვნენ-თქო?! ან, იქნებ, სქიზმატიკოსი იყო ამ ეკლესიაში კათოლიკობიდან გადმოსული, ესპანური წარმოშობის კანადელი იოსებ მუნიოსიც, რომლის ხელებშიც, მის წამებით მოკვლამდე, 15 წლის მანძილზე მოსდიოდა მირონი ყოვლადწმ. ღვთისმშობლის იბერიის (ქართული) ხატის ასლს (რომლის სახელობისაცაა ჩვენი პარიზული სამრევლო)?!

   ჩვენს მიდგომებში ის განსხვავებაა, რომ ჩვენ კერძო, თუმცა, საგანგაშო, ხასიათის დარღვევებს ვგმობთ, ხოლო თქვენ _ ეკლესიას (ღმერთმა შეგინდოთ!).  

   იგივე (მოგვმართავს): ,,რაც შეეხება თქვენ მიერ ჩამოთვლილ “უბედურებებს”, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეებს ეწვიათ, მინდა გითხრათ, რომ მე ეს არაფრის საფუძველს მაძლევს, რადგან არაერთი წმინდანი ვიცით, უეცარი სიკვდილით აღსრულებული და მგონი ეს მათ ემიგრანტული ეკლესიის მხილებით არ მოსვლიათ”.

   პასუხი: წინა ,,კომენტარებში” რომ მაგალითები მოგიტანეთ, იქ საუბარი იყო ემიგრაციული ეკლესიის არა მხილებაზე, არამედ გმობაზე (მოკლედ, მხილებას, ამ სათნოებას, აქამდე განკითხვასა და ლანძღვა-გინებაში ურევდით, ახლა კი _ გმობაში). დიახ, წმინდანიც შესაძლებელია, ჩვენთვის დაფარულ მიზეზთა გამო უცნაურად გარდაიცვალოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წმ. ეკლესია, შესაძლებელია, ვგმოთ და უცნაური სიკვდილით არ დავისჯებით. ზემოხსენებული მაგალითები შეგვიძლია, შემთხვევითობას მივაწეროთ თანაბრად იმავე ხარისხის ალბათობით, რა ხარისხის ალბათობითაც შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჭეშმარიტების ანუ სიმართლის და წმ. ეკლესიის მგმობელი არიოზი შემთხვევით ჩავარდა თავით საპირფარეშოს ორმოში და გაიგუდა…

   იგივე (მოგვმართავს): ,,საიტი*, რომელიც ასე ანგაჟირებულია პოლიტიკური ამბიციებით, თქვენნაირი მოზომილი მოსაზრება მას არ ესაჭიროება არანაირად…..”.

______________

   *იგულისხმება ,,დიდგორი”.

   პასუხი: აქ დაშვებულ ღრამატიკულ ლაფსუსსა და იმას რომ არ შევეხოთ, _ აქ, ალბათ, სიტყვის ,,ესაჭიროება” ნაცვლად სიტყვის ,,ესადაგება” ჩასმა რომ გსურდათ, _ სიბრძნისმეტყველებით განსჯას მაინც გიწუნებთ, რადგან საღი აზრი გვკარნახობს: მოზომილი მოსაზრება სწორედ ანგაჟირებულს ესაჭიროება, თუ ესაჭიროება! რაც შეეხება საერო ელ-გვერდ ,,დიდგორს”, რომლითაც ქადაგების შეწყვეტას გვიკიჟინებთ, თუ გნებავთ, ჰკითხეთ მის რედაქტორსა და პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს და ჩემზე უფრო გულწრფელად ისინი განგიმარტავენ, რა უფრო მოგვწონს და რა არა _ რას ვუსწორებთ ერთმანეთს და რას არა… რედაქტორს პირადად ვიცნობთ და რახან გაინტერესებთ, შეგვიძლია გითხრათ, რომ არის პატიოსანი ახალგაზრდა კაცი, ეროვნული ხელისუფლების კანონიერი წარმომადგენელი _ რომელსაც მუხლი არ მოუდრიკავს ,,ბაალის” წინაშე _, ღვთისმეტყველების სიღრმეებით დაინტერესებული მორწმუნე, მართლმადიდებლობის დაცვის მოშურნე, ეკლესიისათვის თავგადადებული მრევლი… რომ აღარ გავაგრძელო, ამ ადამიანს უფლისა და სამშობლოსათვის (მათ შორის, ჩემთვისაც და თქვენთვისაც) სიკვდილი სწყურია. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ კი, რომელიც რელიგიურ გვერდს განაგებს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობთ, სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა მაინც გვაქვს უფლისადმი და მოყვასისადმი მისი უანგარო სიყვარულის, რჯულის დაცვისთვის თავგანწირულობისა და დაუღალავი შრომისმოყვარეობის გამო. ღმერთმა გამოგვასწორებინოს ჩვენი შეცდომები ოთხივეს და დაგლოცოთ სამივენი!

   იგივე (გვირჩევს): ,,საიტს, რომელსაც (უფალმა შეუნდოს!) პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვები მოჰყავს ლამის წმინდა მამასავით, რომელსაც ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა შტაინერიზმთან, თქვენ ნამდვილად უნდა განერიდოთ. ეს ჩემი პირადი აზრია”.

   პასუხი: ჯერ, თუ შეიძლება, თქვენ მიპასუხეთ ორ შეკითხვაზე: 1. ჰქონდა (აქვს) ილია მეორეს ეკუმენიზმთან ,,ძალიან საეჭვო კავშირები”? 2. რომელი უფრო დიდი ცდომილებაა, შტაინერიზმი თუ ეკუმენიზმი (ღმერთმა ორივე შეაჩვენოს!)? და მერე, ჩვენი კომენტარების შემდეგ ნაწილში, თუ უფალი გვაცოცხლებს, სიამოვნებით აგიხსნით ამ საკითხს… თუ ზ. გამსახურდიას, ხსენებულ ელ-გვერდზე გამოტანილი, ციტატების გამო _ სადაც არამართლმადიდებლური და არამამულიშვილური არაფერია _, ტექნიკურ საშუალებებს (რითაც ღვთის სიტყვას ვავრცელებთ) უნდა განვერიდოთ, _ განა, თქვენივე მსჯელობით, უფრო არ უნდა განვერიდოთ რჯულგანრიდებულთ?!

   იგივე (მოგვმართავს): ,,უბრალოდ, “დიდგორის” საიტი იმდენად აღვსილია ბოღმითა და საეკლესიო კანონიკის ნულვანი ცოდნით, რომ მართალი გითხრათ, თქვენ არ გეკადრებათ, მაგ საიტზე რამე განათავსოთ”.

   პასუხი: გმადლობთ შექებისათვის, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებ, რადგან ისიც კი არ ვიცი, რომ არაფერი ვიცი. მაგრამ თქვენი ეს შენიშვნა, უბრალოდ, მარტივ კრიტიკასაც ვერ უძლებს: განა ,,რუსთავი-2″ ან რომელიმე სხვა ტელევიზია თუ გაზეთი, ვისაც ქართველი სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები ინტერვიუებს აძლევენ, ყოველთვის სათნოებებით ან ,,კანონიკის ცოდნით” გამოირჩევიან? ან, იქნებ, თქვენი ,,ფორუმი” ყველაფერში უნაკლოა, რომელზეც, მიუხედავად ამისა, რამდენიმე კომენტარი, უკვე, გამოვაქვეყნეთ და ამ ნაწილის განთავსებასაც ვაპირებთ (თუ ტექნიკურად ხელს არ შეგვიშლით)?! ჩვენს სამრევლო ელ-გვერდზე _ http://saqme.fr _ თუ რაიმე საქმიანი შენიშვნა გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ.

   იგივე: ,,ვინ დაგირიგათ “მადლმზომი”? ვინ გეკითხებათ ვის აქვს მადლი და ვის არა??* …თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?**; …გაფრთხილდით ცოტა. და სერიოზულად მოეკიდეთ უფლის მადლზე საუბარს……; …და თუნდაც ისე იყოს, როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს არ გაძლევთ უფლებას სქიზმატებს, უმადლოდ გამოაცხადოთ 21-საუკუნოვანი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ადგილობრივი ავტოკეფალია – მცხეთის საპატრიარქო”.

______________

   *თუმცა, ამას თვითონვე, სხვა კომენტარებში, დაჟინებით გვეკითხება;

   **თუმცა, ამავე დროს, თვითონვე, სხვა კომენტარებში, დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, ეს სწორედ რომ ერთპიროვნულად განვსაზღვროთ (?).

   პასუხი: რაც შეეხება მართლმადიდებელ საპატრიარქოთა მადლმოსილების საკითხს, ჩვენი ნაწერებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჯერ გარკვეული გზა გვაქვს გასავლელი, რომ ამ ურთულესი თემის სიღრმეებს ბოლომდე ჩავწვდეთ. წინასწარ კი დაგამშვიდებთ, რომ ამ (და არცერთ) საკითხს, ღვთის მადლის წყალობით, ჩვენ არც ფუნდამენტალისტური ფანატიზმით და არც ლიბერალური სკეპტიციზმით განვიხილავთ. რაც შეეხება ამ თემის ფილოსოფიურ განზოგადებასა და საბოლოოდ, არა გულგრილად თავის დამშვიდებას, არამედ სამეუფეო და ზილოტური მიდგომის ჩამოყალიბებას, ანალიტიკური მსჯელობისათვის დაგაკვალიანებთ ყველაზე დიდი მადლის _ უფლის ხორცისა და სისხლის _ მისაღები, იმედია, თქვენგან ხშირად მოსმენილი, ლოცვიდან: ,,არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა, ამინ!” (შდრ.: I კორინთ.: 11,27-30). _ ამინ!! 

   იგივე (ჩვენდამი): ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი გულით ნათქვამი შენდობის თხოვნა ჩვენდამო და ჩვენც იმავეს გთხოვთ თქვენ”.  

   პასუხი: გმადლობთ, შვილო; და უფალმა თქვენც შეგინდოთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი”!

   დავით, თქვენ ერთ-ერთ მოპაექრეს შენიშვნა მიეცით, ჯერ მართლწერა ისწავლე და მერე წერე საეკლესიო დოგმატებზეო… საწყენად არ გეუბნებით და _ არც ჩვენ გვაწყენდა, გამართულად წერის ხელოვნებას დავვუფლებოდით და ერთმანეთის ნაწერებიდან გვესწავლა მართლწერაც და გულმართალი აზროვნებაც.

 +

   ახლა, ,,ფორუმის” ყველა მკითველს, მათ შორის, ,,კანონისტს” (დ. ჩიკვაიძეს), ,,კაიროსსა” და ,,აფხაზს”, მივმართავთ: ეთანხმებით აქ ,,მაძიებლის” ზედწოდებით შემოსულის აღიარებასა და ახსნას?: ,,უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია ვამჩნევ პატრიარქს ამ „ნაკლს” ჯვრის გადასახვისას და ვმადლობ უფალს, რომ მისი სახით ვხედავ ნიმუშს ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომელიც შორსაა სანახაობითობისგან”.

   _ ჩვენი საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე გვეგონა! მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯვრის გამოწერა და სხვაზე გადასახვა სანახაობითობა კი არა, ძალმოსილი ქმედებაა, რომლის სწორად შესრულებისას დემონები განილტვიან, ხოლო არასწორად შესრულებისას, როგორც მამები გვმოძღვრიან, _ ხარობენ. ჯვრის ძალა ,,სანახაობითობაა” ე. წ. იეღოველების, უფრო სწორად, არიოზელების ანუ რასელისტების და სხვა სექტებისათვის…

+

   ,,კანონისტი”: ,,რომის ეკლესიის მიერ დოგმატური სწავლების დარღვევა სახეზეა…” (ჩამოთვლით მის 8 დოგმატურ დარღვევას), ,,…მაგრამ რომის ეკლესიის მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”.

   პასუხი: რასაც აქ ამბობთ, ეს არის, უბრალოდ რომ ვთქვათ, საღვთისმეტყველო სირცხვილი. ჯერ ერთი, პაპიზმი, მისი საბოლოოდ ჩამოყალიბებიდან დღემდე (954 წლის მანძილზე), ყველა წმ. მამის მიერაა გამოცხადებულიც და დამტკიცებულიც მწვალებლობად და ადგილობრივი ეკლესიებიც, სანამ ეკუმენიზმის გზას დაადგებოდნენ, ამასვე ამტკიცებდნენ და ასწავლიდნენ; მეორეც: არაფერს ამბობთ 1438-39წწ.. ფერარო-ფლორენციის კრების ისტორიაზე, როცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმართებოდა მოლაპარაკებები და წმ. მარკოზ ეფესელის მიერ რჯულგამყიდველ პატრიარქ იოსებისა და მღვდელმთავრების მხილების შედეგად, მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, 1054წ-ისა და სხვა დროთა მსგავსად, კიდევ ერთხელ, გამოაცხადა კათოლიციზმი, როგორც საყოველთაო ერესი. იქნებ, წმ. მარკოზს, მსოფლიო ეკლესიის ამ ერთ-ერთ მნათობს, არა სცნობთ და მის ხატს არ ეთაყვანებით?! ის ხომ წმინდანად, ძირითადად, სწორედ აქ მოყვანილი ღვაწლისთვის შეირაცხა და არა სხვა რაიმე დამსახურებისთვის. სხვა მრავალთან ერთად, წაკითხული გაქვთ, ვთქვათ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება ,,გრდემლი”, სადაც რომაული პაპიზმის ათეულობით ცდომილებაა განხილული? ყოველ ცრუსწავლებაზე რომ მსოფლიო კრება იწვეოდეს, მაშინ, ბოლო მსოფლიო კრება არასოდეს უნდა დაშლილიყო, რადგან ახალ-ახალი მოძღვრება, წმ. პავლე მოციქული ,,დედაბრულ ზღაპრებსა” და ,,ყურისმომაქავებელს” რომ უწოდებს, გეომეტრიული პროგრესიით იქმნებოდა და იქმნება… მას შემდეგ (XIXს.), რაც რასელისტთა ნეოარიანული სექტა _ თავს ხან იეღოვას და ხან იაჰვეს მოწმეებს რომ უწოდებენ და სინამდვილეში, ეშმაკის მოწმეები არიან _ წარმოიშვა, მსოფლიო კრება გაიმართა, ეს ცრუსწავლება რომ დაეგმო?! თქვენთვის მათი ,,მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”? განა, საკმარისი არ არის, მსოფლიო წმ. კრებები, რომლებზეც რომის მართლმადიდებელი პაპებიც ესწრებოდნენ და საერთო გადაწყვეტილებებს ხელს პირველები აწერდნენ, ასე რომ განაჩინებენ?: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!” და სხვ. (იხ. ქვემოთ მოტანილი კანონები). ისტორიულად, კრება ესაჭიროებოდა თვისებრივად ახალი მწვალებლობის გამოძიებასა და დაგმობას და არა წინასწარ გათვლილსა და უკვე განქიქებულს (მაგ., პაპიზმსა თუ ეკუმენიზმს), რომელიც თვითნებურად (ავტომატურად) ხვდება ანათემის ქვეშ (იხ. ქვემოთ). _ თუ ჯერ სწავლობთ, და კარგია, რომ სწავლობთ, დაირქვით ,,მოსწავლე” ან როგორც ერთსა აქვს _ ,,მაძიებელი” (და მართლაც, რომ ეძიებს…) და არა ,,კანონისტი”, რომ ისედაც დაბნეულ ჩვენს საყვარელ ხალხს თავგზა კიდევ უფრო არ აურიოთ!.. ფრთხილად იყავით, _ ყოფილმა მღვდელმა (დეკანოზმა) ბასილი კობახიძემაც, რომელიც გულწრფელად მებრალება, ასეთი აზრებით დაიწყო… 12 წელია კათოლიკურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და აქ ძნელი არ არის, უფრო ახლოს გაიგო, რაა პაპიზმი; საჭიროებს ის მსოფლიო კრებას თუ არა. ამ საკითხის თქვენეული განმარტება ჰგავს თქმას იმისას, რომ მართალია, ვაშლი დამპალია, მაგრამ საჭმელად უვარგისად ის ჯერ არავის გამოუცხადებიაო… ახლა, არა თქვათ, ეკლესიას ვაშლს უდარებსო! _ დიახ, ვუდარებ და არა _ ვუტოლებ (თუ ჯერ არ გიხილავთ, იხ. ამის განმარტება ჩვენს ზემოდასახელებულ ნარკვევში, რომლის თავიდან ბოლომდე გულწრფელ და გულდასმით წაკითხვას გთხოვდით და მერე, თქვენი შენიშვნების გამოქვეყნებას!).

   მსოფლიოს VI წმინდა კრების კანონიდან: ,,ჩვენ მათ* დადგენილებას, როგორც სულის** მიერ აღმოთქმულს, ვაღიარებთ და მომდევნო თაობებსაც ვასწავლით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის ეკლესიაში გაბრწყინებულ, ქვეყნის მნათობ და ამქვეყნად ხსნის სიტყვის მტვირთველ კაცთა სარწმუნოების მტკიცედ პყრობას და სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილსა და სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ, ხოლო მათ წინააღმდგომს, ყველას უკუვაგდებთ და შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ გათავხედებულებს და სიცრუის ხმამაღლა მეტყველებს. ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ-იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტეანთა კრებულისაგან*** და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას”.

   ამასვე ადასტურებს მომდევნო, VII და უკანასკნელი მსოფლ. წმ. კრებაც:

   ,,საღვთო კანონების დაცვა აუცილებელია; წინასწარმეტყველის ხმა უკუნისამდე გვამცნობს, რომ დავიცვათ ღვთის მცნებანი, ვიცხოვროთ მათ შესაბამისად და ამით ხსნა მოვიპოვოთ****, რადგანაც ისინი უცვლელნი და შეურყეველნი არიან. ღვთის მხილველი დიდი მოსეც ასე ამბობს: მათ (ღვთის მცნებებს) არ უნდა მიემატოს რაიმე, არც უნდა დააკლდეს (II სჯულ.: 12, 32). საღვთო მოციქული (პავლე), რომელსაც ეამაყებოდა ეს მცნებები, ამბობს: ანგელოზიც კი, თუ ის გახარებთ თქვენ რაიმეს, გარდა იმისა, რაც უკვე გეხარათ და მიგიღიათ (ღვთის მცნებების სახით), შეჩვენებულ-იყოს (გალ.: 1, 8); მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის** საყვირთა, ყოვლადქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებების განჩინებათა დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის** მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ; ვინც განკვეთეს _ ჩვენც ვანვკვეთთ; ვინც უზიარებელ-ჰყვეს, უზიარებელ-ვჰყოფთ; ვინც განაკანონეს, ჩვენც, აგრეთვე, განვაკანონებთ მათ” (კანონი I).

_____________________  

   *მსოფლიოს პირველ ხუთ წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა;

   **სულიწმიდის;

   ***უკვე, მსოფლიოს პირველ ექვს წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა;  

   ****ხაზგასმა და შენიშვნები ჩვენია (მღვდ. გ. ს.).


   მინაწერი (P.S.): ეს კანონები VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა, ხოლო ,,რომის ეკლესიის მწვალებლობა”  _ XI საუკუნეში. 


                                                        უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე

                                                            ლევილი, 2009წ. თებერვალი

44 Responses to “მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. III)”

  1. daviTi Says:

    ამონარიდი მამა გიორგის კომენტარიდან: “რომ ჭეშმარიტების ანუ სიმართლის და წმ. ეკლესიის მგმობელი არიოზი შემთხვევით ჩავარდა თავით საპირფარეშოს ორმოში და გაიგუდა…”

    ახლა ეს რომ ვუთხრათ “მამა ჯემალს”, რომ შეიძლება შენ, კანონისტი და კაიროსი არიოზის ამ აღსასრულით შესაძლოა დაისაჯოთო, რატომ გვაყენებთ შეურაცხყოფასო გვეტყვიან, არა და რადგან არიოზობენ აღსასრულიც ალბათ შესაბამისი მიეწევათ! მადლობთ, მამაო გიორგი ასეთი ამომწურავი განმარტებებისთვის რაც “არიოზელის” მიმდევრებს დაუწერეთ! აჰა, კალსიკური და სიყვარულით აღსავსე განმარტება და შეგონება! მაგრამ დაუჯერებთ “არიოზელებო”? ღმერთმა გიშველოთ!

  2. guja (mama jemali) Says:

    daviTi
    დავით, ბუნებით ტოლერანტი ვარ, და არამართლმადიდებლების მიმართ არ მაქვს იმის განცდა რომ რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო! არც განსხვავებული აზრის მქონე მართლმადიდებლების მიმართ მიჩნდება აგრესია თუ წყობიდან არ გამომიყვანეს, და ვატყობ მაღიზიანებს შენი კომენტარები! უფრო სწორედ ჩემს მიმართ ამდენი შEურაცხყოფა შენგან და არა მარტო შენგან.

    შენ ხარ მონიტორს ამოფარებული მშიშარა ადამიანი, ამავე დროს გაბოროტებული და ბოღმიანი! შენ ალბათ ვერსად ხედავ მშვენიერებას და სიკეთეს. შენი გონება და გული მხოლოდ ერთი რამისკენაა მიმართული- ლანძღო და აგინო ყველა ეკუმენურად და ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანი, და უბედურება ისაა რომ ეს ყველაფერი ქრისტიანულ მოვალეობად და სათნოებად მიგაჩნია!
    შესანიშნავ მაგალითს გაძლევთ მამა გიორგი, როცა ის არგუმენტირებულად და კორექტულად ესაუბრება მის ოპონენტებს- კანონისტს და კაიროსს, სადმე სწერს მსგავსს, რასაც თქვენ სწერთ? არ შეგიძლიათ მისგან მშვიდი და ცივილიზებული დიალოგი ისწავლოთ?
    როდემდე უნდა იყოთ ასეთი ქრისტიანი ველურები?
    სამწუხაროა

    • ლომისა Says:

      ბუნებით ტოლერანტებს!

      „სარწმუნოების საკითხებში შეუძლებელია იყოს რაიმე კომპრომისი“ (წმ. მარკოზ ეფესელი). ამინ.

      guja(mam jemali) რასაც საყვედურობს ბ-ნ daviTi-ის და მასში აგრესიას იწვევს, ზუსტად იმავეს საყვედურობენ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წმინდა მამებს. უნდა ვამხილოთ forum.ge-ს მკითხველების სულიერად გამხრწნელი guja(mam jemali)-ის მზაკვრობა, როდესაც აშკარად ცდილობს ეკუმენიზმის მამხილებელი სამღვდელოების ჩვენდამი დაპირისპირებას. ვითომ, მათ მხილება მისაღებია და daviTi-ის კი გამაღიზიანებელი. წმინდა მამებს უფრო მკაცრი გამონათქვამებიც აქვთ ლიბერალ-ეკუმენისტურ აზროვნებაზე ვიდრე daviTi-ის. უბრალოდ, ერისკაცია და ერისკაცულად ამხელს! დედის გინება და ამაზრზენი გინება თბილისის ფორუმზეა განთავსებული და ართ-ერთი მათი დამქაში guja(mam jemali) არის. ბნ-ებო, იქ დაამყარეთ ჯერ წესრიგი და მერე განიკითხეთ სხვები. რადგან არ ისვენებენ კიდევ უფრო მძლავრად უნდა იმხილონ ეკუმენიზმის საქართველოში გამავრცელებლები, სანამ სინანული არ გაიღვიძებს მათში.

      church.ge-ზე ოსტატურად ინიღბებიან მათი მოტოლერანტო, მოეკუმენისტო სულიერი ძმები, მაგრამ forum.ge-ზე აშკარად „რქები“ და „კუდი“ ეზრდებათ ზოგიერთებს. მათი საქმიანობა ჩვენთვის ცნობილია და ეკლესიის კანონების მიხედვით ფასდება როგორც ანტიმართლმადიდებლური. რა თქმა უნდა, ისეთი „მხილება“ უფრო მისაღები იქნებოდა მათთვის, რომელიც სვინდისს დაუმშვიდებდა და ამქვეყნიერ იდილიას არ დაურღვევდა.

      ეკუმენიზმის მქადაგებლებისა თუ მათი მიმდევრებისთვის, ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომლის უკომპრომისო დაცვაც ყველას გვმართებს, ლიბერალიზმით და ეკუმენისტური აზროვნებით დიდი ხანია ძალადობით (სამხედრო ძალის გამოყენებით) იდევნება. სხვებს რომ სიტყვიერ მხილებას უწუნებენ, მათი ლიბერალ-დემოკრატიული აზროვნების „სულიერი მამების“ მიერ ნასროლ ტყვიებსა და ბომბებს ემალება იქნება „მონიტორს ამოფარებული მშიშარა ადამიანი“, როგორადაც guja(mam jemali)-ის წამოუდგენია daviTi.

      წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი, რომელიც ეკუმენიზმს ამხელდა გვიქადაგებდა: „დაიხსომეთ საყვარელნო, რომ თუკი უფალმა გვაუწყა რომ ქრისტიანები, მისი მოწაფეები ერთმანეთის მიმართ ანთებული სიყვარულით შეიცნობიან, იმავდროულად ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს განურჩევლად განურჩევლად ყველასა და ყველაფრის სიყვარულს…მსოფლიო კრებაზე, როცა საქმე მწვალებლებს ეხებოდათ, ნუთუ ეკლესიის მამები ხელს უსვამდნენ მათ და ეუბნებოდნენ – სიყვარულში ერთნი ვართო? ისინი ამხილებდნენ და ეკლესიიდან განკვეთდნენ მათ, ანათემას გადასცემდნენ!“

      ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის გარიყულები იყვნენ და ძლიერნი ამა ქვეყნისა იშვიათად სწყალობდნენ მათ. როგორ ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება დევნეს ლიბერალ-ეკუმენისტ-დემოკრატებმა, ისე ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს დევნიან. საქართველოში დღეს მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან დევნილ- გარიყულნი ბომბებით, ტყვიებით და ხოცვა-ჟლეტით. მალე მხილების უფლებასაც ჩამოგართმევენ daviTi თუ მაგათ ხელში ჩაგიგდეს და ისე გაწამებენ ჯურღმულებში, რომ შავზე თეთრს გათქმევინებენ. აი, ისე როგორც მამა ბასილს დამართეს. ყველა ვერ უძლებს სამწუხაროდ ტანჯვა-წამებას, რომელიც დემოკრატიის, ეკუმენიზმის და ლიბერალიზმის სახელით კეთდება. მერე მოდგებიან ტოლერანტიზმის მიმდევრები და ქრისტიანებს ველურებს უწოდებენ. ჯალათები მსხვერპლს ჰუმანურობას უწუნებენ – ამაზე დიდი უსამართლობა გაგონილა?!

      რეალობა ასეთია, რომ ამქვეყნიური ხელისუფლება სატანას ემსახურება და მფარველობს ყოველგვარ ანტიქრისტეანულ მიმდინარეობებს. არსებობს გამონაკლისები და მათ ისე ექცევიან, როგორც ზვიად გამსახურდიას მოექცნენ.

      შეგეწიოს მაღალი ღმერთი daviTi. გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. ყველა მორწმუნეს გილოცავთ.

  3. daviTi Says:

    ხოო? ქრისტიანი ველურები ვართ არა? აჰ, ახლა შენი მოკლე ჭკუით ფიქრობ რომ მამა გიორგის სიამეს მოჰგვრი შენი დარიშხანარევი ბრიყული ქებით? არა უბედურო არა, მამა გიორგის კარგად ესმის ჩვენი ნაკლოვანი ხორციელი მცოდველობა, რადგან ადამიანები ყველა ცოდვილნი ვართ!; მაგრამ, აი, შენ და სოლიტერს თავდაყირა საპირფარეშოში გაგუდვა შეიძლება გელოდეთ, რადგან უფლისადმი თაყვანისცემა რომ “ორალური სექსის პოზად” გამოაცხადეთ ფორუმ. გე-ზე. ცივილიზებულად და კორექტურულად ახლა აქ რომ შეგვაგონებ, მაგას ჯობია მამა გიორგის ეშვილო და სული გადაირჩინო, თუ ჯერ კიდევ გვიან არ არის იმ ურიცხვი საძაგელი ღადაობის შემდეგ, რაც შენ აქამდე ფორუმებზე ჩაიდინე!

  4. daviTi Says:

    შენი შეურაცხყოფა რა ძლიერ გწყენია და უფალზე ანეგდოტები კი შენ და სოლიტერს სიცილით გახრჩობდათ? ნუ არიოზელო ნამდვილად მშვენიერია ღვთის გაჩენილი ამქვეყნიური ცხოვრება შენ და სოლიტერის მსგავსი ხალხი რომ არ ამახინჯებდეთ! ხო მართლა გუჯა ის ნახე რა გეხვეწები აი სურათი დიდგორზე რომაა გამოქვეყნებული ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ამბიონზე ბიკინებიანი ტიტლიკანა სვირინგიანი კაცი და გვერდით ქალი მღვდელი, მათ ლოცვა-როკვას ნეტარად უსმენენ შენი, დოლტორანტის და კაიროსის სულიერი მამები ვასილ კობახიძე თავისი უწმინდესი სინოდისის ლოცვითა და ბართლომე, ალექსის და სხვათა დელეგაციები! მაგ ბიკინებიან კაც ზანგური ჯაზ ანსამბლები აძლევენ ბანსა! სთხოვე შენი დედა ეკლესიის მამაებსა წარგაგზავნონ იქ მესკრიპეთა! უფრო გაიმშვენიერებ ცხოვრებას!

  5. stalker Says:

    აფრიკელ შამანებთან შიშველი როკვა რომ ამ საკუთარი თავის “სულიერ მამად” გამომცხადებელ ახალგაზრდას ზნეობა ჰგონია, ხოლო ჩვენი მხილება ველურობა, ნამდვილად საკუთარი ფსიქიური მდგომარეობა აქვს გამოსაკვლევი! ტოლერანტი ვარო ახლა რომ იძახის, მამა ბასილი ციხეში რა კარგია რომ არისო დიდად რომ ხარობდა და რა კარგია ტაძარი რომ მიუნგრ მოუნგრიეს, ვენაცვალე ბარამიძესო ამისთვისო ძველ დიდგორზე ეგ არ გაიძახოდა? ხო ტოლერანტი მარტო გეების და ;ეზბიანკების დელეგაციებტან ბასილ კობახიძის და ილია მეორის ლოცვებისადმი არის, დოკტორანტისთვის ხომ სტრიფტიზული ორგიები სამეუფეო გზა ყოფილა “არაცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ”, განსაკუთრებით სამეუფეო გზაზე ბართლომე მდგარა ვატიკანში და ფანარაში ლიტურგიებზე “პაპის პრიმატის” დოკტრინის პაპთან!

  6. guja (mama jemali) Says:

    ვახ კაცო, ჯერ ერთი არსად დამიწერია პან- ეკუმენიზმის მოტრფიალე ვართქო! სიმართლე გითხრათ დიდად არც მივესალმები პან-ეკუმენიზმს, ისევე როგორც მსოფლიო საპატრიარქო! მსოფლიო საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია იქ არის როგორც რიგითი რელიგია, და თავისი წვლილი შეაქვს ტერორიზმის, და მსიფლიო კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლაში. მართლმადიდებელი ეკლესია იქ არის წარდგენილი და მოღვაწეობს როგორც ერთი ჭეშმარიტი რელიგია! მიუხედავად იმისა აკრძალულია პროზელიტიზმი, მაინც საჭიროა იქ მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფნა. შიშველი ზანგები არიან წარმართები, რომლებიც წარმართულ “ლოცვებს” აღავლენენ. სად ნახეთ მათთან ერთად მლოცველი მართლმადიდებელი? რიგ- რიგობით ლოცულობენ, და არა ერთობლივად.
    სად ნახეთ ფორუმ.გე-ზე ანეგდოტები მომეყოლა სარწმუნოებაზე? ჩემს გარდა ყველა ანეგდოტებს ყვება, მე არც ვიცი რელიგიური ანეგდოტები და არც არსად დამიწერია!
    რაც შეეხება ბასილ მკალავიშვილს- მე მისი არაქრისტიანული ქმედებები არ მომწონდა, ვგულისხმობ იმას, ჯვრებით რომ სცემდა იაღოველებს! და რელიგიურ ექსტრემიზმს ეწეოდა. იცით რა? მეც არ მომწონს რასელისტების რელიგია და ვგმობ, მაგრამ არანაირად არ ვცემ და არც ჯვარს ჩავარტყამ მათ თავში, იცით რატომ? ჩემი ცემით მათ ჭკუაზე კი არ მოვიყვან, პირიქით- გავაძლიერებ იაღოვას აღმსარებლობაში, რაც გააკეთა სწორედ ბასილმა, სამწუხაროდ! ყველა ნაცემი იაღოველი 100 მაგად გააგრესიულდა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაშ რა აზრი ჰქონდა ბასილის ამგვარ ღვაწლს? ვინმე მოაქცია??? არც არავინ!
    რაც შეეხება “ორალური სექსის პოზად” მღვდლის და მრევლის დროს აღსარებას… გელათის მონასტრის წინამძღვარი სცემეს იმის გამო, რომ ვიღაც გაუნათლებლებმა სოფლელებმა სწორედ შენდობის ლოცვა “ორალურ პოზად” მიიჩნიეს… იქნებ თქვენი საიტი თუ ბლოგი, ამგვარი გაუნათლებლობის წინააღმდეგ გადაგექციათ? ნუთუ არ გაღელვებთ საქართველოს ეკლესიაში არსებული დაბალინტელექტუალური დონე? მხოლოდ ეკუმენიზმში რომ ხედავთ პრობლემას, დადეთ აქ წმ. წერილი, ლოცვები, ვის რაში აინტერესებს რომის პაპმა როდის ილოცა მეუფე ბენდუქთან თუ შამანმა – ჩან ზუ-მ როდის გამოუშვა პირიდან ცეცხლი????????
    ისე, ის თუ იცით, ზვიად გამსახურდიას ბავშვობაში გელათში შევხვედრივარ (ქუთაისელი ვარ)
    სკოლიდან წაგვიყვანეს გელათის მოსალოცად, ჰოდა ეკლესიაში დავიწყე მარტომ გალობა- “შენ ხარ ვენახის” ჰო და შემოვიდა ზვიად გამსახურდია და კაკო ასათიანი… დავამთავრე გალობა და ზვიადმა თავზე ხელი გადამისვა და დამლოცა, დღემდე მახსოვს ეს მომენტი, რა თბილად მომეფერა….

  7. stalker Says:

    სწორედ შენ ხარ ილია მეორის ეკლესიაში ყველაზე დაბალინტელექტუალური ურწმუნო ცრუქრისტიანთა დიდი საზოგადოების”სანიმუშო წარმომადგენელი”, რადგან ასეთი უვიცობა იშვიათად მომისმენია რასაც შენ წერ ამ და სხვა საიტებზე! ზვიადს რომ სცოდნოდა რა ღვთის პირისაგან წამხდარი იზრდებოდი, თავზე ხელს კი არ გადაგისვამდა, ისე შეგაჩვენებდა,როგორც ელისე წინასწარმეტყველმა შეაჩვენა ბავშვები და 40 ბავშვი დათვებს დააგლეჯინა! რაო, ეს უფრო უარესი არ არის ვიდრე მამა ბასილი ვითომ რომ ჯვრებს ურტყავდა თავში იეღოველებს? თანაც შთაბეჭდილება მრჩება, არც ერთი ვიდეო და არც ერთი წერილი შენ დიდგორზე არც გინახია და არც წაგიკითხავს, რადგან სიცრუეს ამბობ, რომ “უწმინდესი” დედა მსოფლიო ეკლესიის დელეგაციებს ერთად არ ულოციათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში! არამც თუ ულოციათ ერთად შამანებთან, გეებთან და ლეზბიანკებთან, არამედ თავად მიჰყავდათ და ხელმძღვანელობენ ამ ლოცვებს! ნახე კარგად ვიდეოები და წაიკითხე ამ საიტზე დოკუმენტური მასალები! ახლა რაც შეეხება, სიყვარულს, შენ დგეხარ უფსკრულის პირას და საცაა სრულიად გადაიჩეხები, ხოლო ჩვენ გიყვირივართ, გაფრთხილებთ, შეგაგონებთ, მკაცრად გამხელთ რომ რამენაირად გამოხვიდე და არ გადაიჩეხო, ხოლო სხვები ტკბილად, სიყვარულით ღიმილით, ქლესა-ქლესით გაქეზებენ და გეუბნებიან წახვიდე უფკრულის კიდისკენ და გადაიჩეხო! ახლა განსაჯე შენ თვითონ, ვის უფრო უყვარხარ ჩვენ, დიდგორელებს, თუ სხვებს!

  8. daviti_23 Says:

    mama jemalis
    როგორ ჩანს თქვენ არ იცით რა არის ეკუმენიზმი,ან ეს ისე აღგიგწერეს თქვენ რომ მოხიბლული ხართ მისი ტკბილი მაგრამ შხამიანი ნექტრით,მისი ყოვლის ეგრეთ წოდებული “სიყვარულით” რაც იქ ერთობლივ ლოცვებში სუფევს,კარგი იქნებოდა გასნცობოდი ახლოს,გადაგეკითხა ეკუმენისტური შეთანხმებები,(მარტო პროზელიტიზმი არაა პრობლემა)მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,და ამის მერე გააკეთე საბოლოო წვდომა(დასკვენბი). თხოვე უფალს დაგანახოს სიმართლის გზა და მიხვდები რა არის ეკუმენიზმი,სხვანაირად სიჯიუტე რომ იმეორებ ეკუმენიზმი ცუდი არააო,იქ რომ კანიბალები არ არიან და პირდაპირ არ “ხოცავენ” ხალხს ეს იმას არ ნიშნავს რომ ის მისაღებია მართმადებლობისთვის,მასე წაიკითხე წმინდა მამათა წინასწარმეტყველებები და მიხვდები თუ ანტიქრისტე როგორი იქნება რომ მოვა,სულ სიყვარულს და მშვიდობას იქადაგებს,ასე რომ ეკუმენიზმი იმის გამო რომ ვითომ სიყვარულს ქადაგებენ სწორედ რომ დამღუპველი სიყვარულია ეგ.გისურვებ სიმართლის გზაზე სიარულს,

    პ.ს. მამა გელასის რომ ახსენებ და თუ რჩევებს ეკითხები ჰკითხე ეკუმენიზმზე,ან წაიკითხე მათი გამოცემული წიგნი (ეკუმენიზმი ანტიქრისტეს რელიგია).

  9. guja (mama jemali) Says:

    daviti_23

    წაკითხული მაქვს ადრე ეგ წიგნი, მამა გელასის და ზურაბის წიგნი…

    გავესაუბრები რომ ვნახავ ამ საკითხზე..

  10. ბესარიონი Says:

    „მამაო ჩვენოს“ ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიების შედარებისას — შევამჩნიეთ განსხვავებული ელფერი — ერთ ნაწილში…

    ეს ეხება:
    ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან
    l
    ead us not into temptation, but deliver us from the evil one
    не введи нас во искушение, но избави нас от лукаваго

    განსაცდელი — temptation — искушение
    ბოროტი — evil — лукавый

    ამდენად
    „განსაცდელი“ რუსულსა და ინგლისურში არის ზუსტად „ცთუნება“
    ხოლო
    „ბოროტი“ რუსულსა და ინგლისურში არის „მაცთური“, „ეშმაკი“, „სატანა“

    ამდენად — ისე ჩანს, რომ — „მამაო ჩვენოს“ ამ ნაწილის უმთავრესი არსია ადამიანის ცთუნებაში შეყვანისაგან, ადამიანის მიერ იმ და ისეთი შეცდომის ჩადენისაგან დახსნა, არიდება — რომლის წყაროც არის ეშმაკი, სატანა, დიაბოლი. თუმცა — თუ ქართულ კანონიკურ ტექსტს ზუსტად თანამედროვე ქართულის თვალსაზრისით შევხედავთ — შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უფალს ზოგადად, ყველანაირი განსაცდელისაგან დახსნას ვევედრებით — მათ შორის საყოფაცხოვრებო ხასიათისასაც… და — როდესაც ხსნასა ვთხოვთ — ბოროტისაგან ხსნას — აქ გარკვევით არ ჩანს თუ რაა ეს ბოროტი (რუსულსა და ინგლისურში კი უფრო გარკვევით მოსჩანს, რომ ეს სატანაა, ეშმაკია)…

    თუ რუსულისა და ინგლისურის ელფერს გავითვალისწინებთ — თანამედროვე ქართულზე ეს მონაკვეთი ასე იქნება: „ნუ შეგვიყვანებ ცთუნებასა და გვიხსენ მაცდურისაგან (ეშმაკისაგან, სატანისაგან)“.

    ძალზე საინტერესო იქნებოდა შესაბამისი ბერძნული ტექსტის ანალიზის დართვაც…

    • ELENE Says:

      http://www.facebook.com/album.php?aid=24558&id=1765304582&ref=mf
      აქ ნანა ფერაძუის ფეისბუკზე ნახავთ ისეთ ცეკვა-თამაშს რომელსაც მამა გიორგი პარიზში აგვისტოს ომის მიცვალებულთა მოსახსენიებლად ესწრება საპატრიაროს მღვდლები რა მოსატანია…კი მაგრამ როცა აქვეყნებთ კანონს მღვდლლებმა და პატრიარქებმა ცეკვებს არ უნდა უყურონო თქვენს მღვდლებს რატომ არ ასწავლით იგივეს? მომიკითხეთ მზია არაბული!

    • ELENE Says:

      Elene Giorgobiani ამავე დღეს , პატივი მიეგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. +

      მაგარი პატივის მიგება გცოდნიათ მიცვალებულების სულების!!! საწყლები ტანჯვა წამებით გუშინ ამოხოცენენ და დღეს კურტუმების რხევაში ხართ! ტაშიიი!

      • გიორგი Says:

        ქ-ო ელენე, დავათვალიერე თქვენს მიერ მოწოდებული ფეისბუკის ბმულის სურათები და იქ არასად არ ჩანს, რომ მამა გიორგი სხილაძე ცეკვებს უყურებს…ღონისძიების წვეულებას კი ჩანს რომ ესწრება, მაგრამ საიდან გამოიტანეთ დასკვნა რომ როდესაც ცეკვები დაიწყო, როგორც მღვდელს შეეფერება ისე არ გაერიდა ცეკვა-თამაშის ადგილს? აი საპატრიარქოში ჩამოვლილ ცეკვა-დავლურს კი კარგად ჩანს თქვენი პატრიარქი როგორ უყურებს!

  11. მღვდ. გ. სხილაძე, Leuville sur Orge (FRANCE) Says:

    ,,ELENE”: ,,…ცეკვა-თამაშს[…]მამა გიორგი პარიზში აგვისტოს ომის მიცვალებულთა მოსახსენიებლად ესწრება; მაგარი პატივის მიგება გცოდნიათ მიცვალებულების სულების!!!”.

    განმარტება: ყოველწლიურად, საფრანგეთის ქართული სათვისტომო აღნიშნავს საქართველოში ბოლშევიკთა წინააღმდეგ 1924წ. აგვისტოს აჯანყების დღეებს [ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც იმ მოვლენის მონაწილენიც განისვენებენ, პანაშვიდი ჩაატარა ძველი ემიგრანტების მიერ დაარსებული, წმ. ნინოს სახ., ქართული სამლოცველო სახლის წინამძღვარმა არჩილ დავრიშაშვილმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო)]. ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ იმ ამბის მსხვერპლისადმი პატივის მიგების დღე (წელს, ამას დაუმატეს საქართველოში 2008წ. აგვისტოს ტრაღედიისას დაღუპული ქართველებიც), არამედ საერთო-ქართული შეკრება, რომელიც ერთი მხრივ, პატივს მიაგებს უცხოობაში აღსრულებულ სხვა მიცვალებულთა ხსოვნასაც და მეორე მხრივ, მომავალი თაობის _ ძველ ემიგრანტთა შთამომავლებისა და ახალი ემიგრაციის პატარა ქართველების მიერ ხდება იმის წარმოჩენა (ქართული ცეკვა-სიმღერით და სხვ.), რომ ქართული სული არ იკარგება…
    რაც შეეხება ამ ღონისძიებაში ჩვენს მონაწილეობას: ვიყავით ლევილის სასაფლაოზე გარდაცვლილთადმი პატივსაცემად (აღნიშნულ პანაშვიდში სამღვდლო მონაწილეობის გარეშე); შემდეგ, ლევილის ქართულ სახლში, სადაც ჩვენც ვცხოვრობთ, გაგრძელებულ შეკრებაზე, იქ ყოფნას გვავალებდა მამულიშვილური გრძნობა და სტუმარ-მასპინძლობის წესი. ეს თავყრილობა არ ყოფილა საქეიფო-საღრეო სანახაობა (საზრდელ-სასმელიც მოკრძალებული იყო): ქართველები და ფრანგები ქართულ სიმღერა-საგალობლებს ასრულებდნენ (ჩვენ მხოლოდ ,,მრავალჟამიერში“ მივეხმარეთ); ჩვენს სულიერ შვილთა მიერ პარიზში დაარსებული ქართული წრე, რომელზეც პატარები ეწაფებიან ქართულ ენას, ისტორიასა და ფოლკლორს, წარმოადგენდა თავის რეპერტუარს, რომელშიც მოზარდებიც მიეხმარნენ… ამასობაში, წამოვდექით და ჩვენი მრევლის წევრებთან ერთად, შაბათ-კვირის მწუხრ-ცისკრის ლოცვის აღსასრულებლად ეკლესიაში გავემართეთ*…
    __________________
    *მოგეხსენებათ, ქართველებში საქორწილო წვეულება შაბათ**-კვირას იმართება. მოყოლებული 1987წ-დან, როცა ეკლესიური ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ღვთის მადლით, არცერთი შაბათ-კვირის მწუხრ-ცისკარ-წირვა გვინაცვალებია თვით უახლოეს ნათესავთა და ადამიანთა ქორწილისთვის (ბავშვობაში ქორწილში წასვლა გვიყვარდა და ქართული ქორწილი დღემდე გვენატრება…); ხოლო როცა სულიერ შვილთა საჯვრისწერო ტრაპეზზე მივდივართ, ,,ცეკვა-თამაშზე“ გადასვლისას, სუფრას ვტოვებთ და მოვდივართ, როგორც სასულიერო პირს შეჰფერის (შესაბამისად, ,,სჯულისკანონის“ განჩინებისა).
    __________________
    __________________
    **ქრისტეანული წეს-კანონით, ჯვრისწერა და ქორწილი არ შეფერის: მთელი წლის ოთხშაბათ-პარასკევის წინადღეს (სამშაბათ-ხუთშაბათს); კვირადღეთა წინადღეს (შაბათს), ათორმეტ, დიდ და ტაძრის დღესასწაულებზე; წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა (29.08/11.09.) და ჯვართამაღლების დღეს _ 14/27.09. (და წინადღეს); აღდგომის, პეტრე-პავლეს, მიძინებისა და შობის მარხვებში; ,,საშობაო საწმიდართა“ (25.12/7.01-დან 4/17.01-მდე), ყველიერისა და ბრწყინვალე კვირის (დიდმარხვის წინა და შემდგომი შვიდეული) მონაკვეთებში.

    • nana Says:

      განმარტება: ყოველწლიურად, საფრანგეთის ქართული სათვისტომო აღნიშნავს საქართველოში ბოლშევიკთა წინააღმდეგ 1924წ. აგვისტოს აჯანყების დღეებს [ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც იმ მოვლენის მონაწილენიც განისვენებენ, პანაშვიდი ჩაატარა ძველი ემიგრანტების მიერ დაარსებული, წმ. ნინოს სახ., ქართული სამლოცველო სახლის წინამძღვარმა არჩილ დავრიშაშვილმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო)]…შემდეგ, ლევილის ქართულ სახლში, სადაც ჩვენც ვცხოვრობთ, გაგრძელებულ შეკრებაზე, იქ ყოფნას გვავალებდა მამულიშვილური გრძნობა და სტუმარ-მასპინძლობის წესი. ეს თავყრილობა არ ყოფილა საქეიფო-საღრეო სანახაობა (საზრდელ-სასმელიც მოკრძალებული იყო):
      —————————————————————
      თქვენ ორ ბატონს ემსახურებით მამა გიორგი უკვე! რაღაც აღრეული ამბები გაქვთ, აქეთ ცოლი ერეტიკოსი სერბული ეკლესიის წევრი, საკმაოდ უტიფარი, თავხედი, ქმრის ურჩი, იქეთ დავრიჩაშვილი კოსტანტინოპოლი საპატრიარქოს მღვდელთან ტრაპეზი და ბოლოს ცეკვა-თამაში ქართული სულის გახსენება! თქვენ ეტყობა გავიწყდებათ რომ აქ არავის თავს არ გავასულელებინებთ, არც თქვენ არც თქვენს, ცოლს და არც ქართული ხალხური ცეკვათამაშით ქართული სულის გახსენებას! დიახ თქვენ ცალი ფეხი უკვე ერესში გიდგათ და ეს თქვენი ცოლის დიდი დამსახურებაა!

      • nana Says:

        იქნებ პირიქით თქვენი ცოლი რომ ერესშია ეს თქვენი დიდი დამსახურებაა! როცა დავრჩიშვილთან ტრაპეზობთ მერე იქვე თქვენი მრევლი ცეკვა-თამაშობს, მერე დავრიჩიშვილთან და თქვენს ცოლთან ერთად სურათებს კმაყოფილები იღებთ და მერე ამას ფეისბუკზე აქვეყნებთ რომელი ეკუმენიზმის მამხილებელიც თქვენ ბრძანდებით! ეტყობა როცა თქვენს ცოლს და საახლობლოს ეხება წმინდა მამათა სწავლებანი არ გაიყოთო ტრაპეზი მწვალებლებთან და არაფერი გქონდეთ საერთო მათთან და შეაჩვენეთო უკვე აღარ გახსოვთ და პატრიოტული გრძნობებით აღივსებით მხოლოდამხოლოდ ხოლმე!

      • nana Says:

        იმედია დიდგორის პრესსამსახური კიდევ ერთხელ დარწმუნდება რამხელა შეცდომა დაუშვა თქვენი ცოლის საამებელი თქვენი ბოლო წერილი რომ გამოაქვეყნა!

      • nana Says:

        ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ ქართულის სული გამხსენებელ ცეკვა-თამაშს თქვენც კმაყოფილი უყურებდით!

      • nana Says:

        ეჰ რა კარგი შთავეჭდილების ვიყავი თქვენზე და სულ წამიხდა შთაბეჭდილება! თქვენ გამოგცადათ ღმერთმა და საკუთარი ოჯახი დააყენეთ უფლის ჭეშმარიტებაზე მაღლა! თქვენი ერთი სიტყვისაც აღარაფერი მწამს!

  12. მღვდ. გ. სხილაძე, Leuville sur Orge (FRANCE) Says:

    ,,nana“ მოგვმართავს: ,,…დავრჩიშვილთან ტრაპეზობთ; თქვენი მრევლი ცეკვა-თამაშობს; დავრიჩიშვილთან და თქვენს ცოლთან ერთად სურათებს კმაყოფილები იღებთ და მერე ამას ფეისბუკზე აქვეყნებთ; ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ ქართულის სული გამხსენებელ ცეკვა-თამაშს თქვენც კმაყოფილი უყურებდით!“.

    თუ მკითხველი დასახელებულ სურათებს დააკვირდება (ან იქ მყოფთაგან ვინმეს ჰკითხავს), დარწმუნდება, რომ არც დასახელებულ პიროვნებასთან ერთად ვტრაპეზობთ, არც ჩვენი მრევლი ცეკვა-თამაშობს (დავწერეთ, რომ ცეკვავენ ჩვენი მრევლის წევრთა მიერ შექმნილი სკოლის პატარები), არც სურათები გადაგვიღია (ამას სხვებს ვერ დავუშლიდით), ეს სურათები არც ჩვენ გამოგვიქვეყნებია და ცეკვა-თამაშისას რომ ეკლესიაში წავედით, ეს, უკვე, ზემოთ ავხსენით.

    • ნიკა Says:

      Most modern Satanism (Sergianist-Ecumenism) სატანიზმის ლიდერები

      • ნიკა Says:

        მაპატიეთ, ასე ვთქვათ, შვებულებაში ვიყავი და გიორგი წულაძე ჩვენი ინტერნეტ-გამოცემა “დიდგორი” – ის ხელმძღვანელი მარტო დავტოვე! გავცემ ყველა შეკითხვას პასუხს, რაც პასუხგაუცემელი დამრჩა! კიდევ ერთხელ, მომიტევეთ!

        ———————————-
        “დიდგორი” – ის პრეს-მდივანი ნიკა გვარამია

      • ნიკა Says:

        ძალიან საგანგაშო ვითარება იკვეთება კომენტარებში…მამა გიორგი სხილაძის მხილებას არავის არ ვუშლით, მაგრამ რადიკალიზმი არ არის საჭირო! ისე ნუ იზამთ, მეგობრებო, რომ მამა გიორგიც აღარ დაგვიტოვოთ! ისედაც ერისკაცები რომ ვართ, არავის არ ჯერავს ჩვენი და ახლა უმღვდელოდაც ნუღარ დაგვტოვებთ!

        გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ მამა გიორგის, მამა ზურაბის, მამა გელასის (აროშვილები) მხილებების დროს, კატეგორიული ტონისაგან თავი შეიკავეთ! ნანა, თქვენ განსაკუთრებით გთხოვთ, მამა გიორგი სხილაძესთან დაკავშირებით: თუ, თქვენ მომავალშიც რაიმე კატეგორიული მხილებები მოგესურვებათ, მამა გიორგის მისწერეთ პირად ელ-მისამართზე!

        ———————

        პრეს-სამსახური

      • nana Says:

        მომისმინეთ ბატონო ნიკა!!! რაღამც და თუ გავკადნიერდი ისე რომ მღვდელს ვკადრებ მხილებას, არ დაგინდობთ არც თქვენ ერის ხალხს! რატომ მიკრძალავთ კატოგორიულ მხილებას? და მაშინ შეწყვიტეთ თქვენც მხილება საპატრიარქოს სამღვდელოების რა დღეში ხართ! ნუ აფარებთ მამა გიორგის ხელს! სხვათაშორის ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი რომ მისი მეუღლე არაფერ შუაშია, ისევე როგორც სხვა მღვდლების მეუღლეები რომლებსაც ჯერ გარეგნულად არ შეეხედებათ როცა დადიან პომადებით, საყურეებით, მოტიტვლებულები ყოვლად უღირსად ყოვლად მგმობელად და თუ გარეგნულად ქრისტიანულად იმოსებიან მაშინ ერეტიკოსები არიან ისე როგორც მამა გიორგის ცოლი!!!

      • nana Says:

        მამა გიორგის ცოლი გარეგნულად ვითომდაც შემოსილა წესიერად მაგრამ შინაგანი ბუნებით ეკუმენისტი მღვდლების პომადიან საყურეებიან ცოლებს სჯობნის იუდობაში! ჯერ ვთქვათ ის რომ მიიღო პატრიარქი ილია მეორე, გერასიმე და სხვები პარიზში, და ეს სურათები სიამაყით გამოაქვეყნა თავის ფეისბუკზე, ქმარმა მამა გიორგიმ ეს იცოდა და როდესაც მე დავწერე მხილება, ცოლი კი არ დაადანაშაულა, პირიქით სასიყვარულო ოდები უძღვნა თავის ცოლს! ახლა ელენე გიორგობიანმა გამოაქვეყნა რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელთან გამოჭიმულა მამა გიორგის ცოლი და მამა გიორგიც დავრიჩაშვილთან ერთად ერთგული მეუღლესავით უდგას ნანა ფერაძეს გვერდზე! ჩვენ არ გადაგვიღიო მამა გიორგი წერს, და თუ მას არ გადაუღია რატომ არ გაიქცა მაგ ფოტოს გადაღების დროს კონსტანტინეპოლელი მღვდლის დავრიჩაშვილის და სერბლი ეკუმენისტურუ ეკლესიის მგალობლის ნანა ფერაძის ფოტო გადაღებას? მიპასუხეთ რა თუ ღმერთი გწამთ!

      • nana Says:

        მინდა ისიც შეგეკითხოთ, როცა კანონებს აქვეყნებთ რომ მომღერლობა ცოდვაა და თანაც თურმე ისეთი ცოდვა რომ მღვდელი უნდა ადგეს და გავიდეს მომღერალ-მსახიობთა წარმოდგენებისას, როგორ შეიძლება რომ მღვდლის ცოლი საერო სიმღერებს თუნდაც ხალხურს ასრულებდეს ესე იგი მომღერლობდეს, ესე იგი მსახიობობდეს!?

      • nana Says:

        თქვენ გამოაქვეყნეთ ერთ-ერთი კანონის განმარტება რომ ქმარს უფლება აქვს გაშორდეს ცოლს თუ ცოლი ქმრის დაუკითხავად ღამეს სახლში არ გაათენებს, და კი მაგრამ თუ ცოლი სხვა ეკლესიაში ერეტიკულში დაეხეტება ქმრის დაუკითხავად, ფეისბუკზე აქვეყნებს ერეტიკულ სურათებს ქმრის დაუკითხავად და ასე შემდეგ, ამ ცოლს ეგ განმარტება არ ეხება?

      • nana Says:

        ღამის სახლში გათენებას კიდევ რა უჭირს, მღვდლის ცოლი ისე რომ თავხედდება რომ თავისი ქმარი მღვდლის დაუკითხავად ერეტიკოს პატრიარქს მასპინძლობს, შემდეგ რესტორანში ამ ერეტიკოსი პატრიარქის დამქაშებთან ტრაპეზობს და ყველანაირად ფეისბუკზე ასეთ ერეტიკოსი ეშმაკების განდიდებას ემსახურება და ასე შემდეგ, გაყრის ეგ კანონი ამ ეშმაკეული ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ არ მოქმედებს? გამეცით პასუხი თუ შეიძლება დიდგორის პრეს-სამსახურო!

      • nana Says:

        წინასწარ ვაცხადებ, მამა გიორგის არანაირი პასუხი არ მაინტერესებს! მან უკვე გამცა ყოვლად მოღალატური პასუხი ამ საკითხზე! ახლა თქვენს-დიდგორის-პრესსამსახურის პასუხს ველოდები და მერე დაგემშვიდობებით!

  13. nana Says:

    განმიმარტეთ აი ასეთი ეკლესიის მღვდლის ცოლი იმსახურებს თუ არა განკვეთას ეკლესიიდან და თუკი იმსახურებს განკვეთას, მაშინ ეს განკვეთილი ადამიანი, შეიძლება განა ცოლად ეჯდეს მართლმადიდებელ მღვდელს რომელიც ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას??!!!! ველოდები დიდგორის პრეს-სამსახურის პასუხს!
    mariami Says:
    August 22, 2010 at 3:08 am

    Nana Peradze – კახა, მართალი შენიშვნაა. მე ძალიან მიყვარს პატრიარქი პავლე. მას პირადადაც შევხვედრივარ სერბეთში სტუმრობისას. უსაზღვროდ თავმდაბალი ადამიანი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა ადამიანი წინასწარ რომ არ სცოდნოდა, რომ ეს პატარა კაცი, და თანაც ძალზედ უბრალო, ქცევით, გარემოცვით, დიდი სერბეთის პატრიარქი იყო. მართლაც ძალიან გულწრფელი სიყვარულით უყვართ სერბებს და სიცოცხლეშივე წმინდანს ადარებდნენ,…
    Недостојни (ανάξιος)

    • nana Says:

      მაინტერესებს, კანონის განმარტებით ცოლს ქმრის ნებართვის გარეშე უფლება არა აქვს ღამე გაათენოს სხვაგან და თუ ამას მოიმოქმედებს გაიყაროს ქმრისგან ! ჰქონდა თუ არა ნანა ფერაძეს ქმრის ნებართვა ერეტიკულ საპატრიარქოში მისულიყო და ეგალობა აი ეს—

      • nana Says:

        როდესაც მე რიგითმა უბრალო ქრისტიანმა დავსვი ეს საკითხები მღვდლის ცოლის ერეტიკოებთან თანაზიარობის შესახებ, ჰქონდა თუ არა მღვდელს გიორგი სხილაძეს უფლება, როგორც მღვდელს თავისი ცოლის საშინელი მცოდველი გმობის შესახებ მოეცა ეს დამაბრკოლებელი პასუხი ჩემთვის – გამოდის ყველასთვის!
        +++
        უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:
        August 24, 2010 at 12:34 am

        გზა მშვენიერებისაკენ

        შენს სილამაზით, ლამის, აქვე გავვანგელოზდე.
        ო, ეს მშვენება ვინ დახატა, რომელი კალმით?
        მშვენიერების სასახლეში დიდხანს გელოდე,
        მისი დედოფლის გადმოგეცა რომ დანაბარი…
        https://didgori.wordpress.com/2010/08/21/piraduli-werilebi-iii/

      • davit Says:

        საერთოდ ქართველი ქალები კაცებს როგორც კარგშიც გვაჭარბებენ ისე ცუდშიც! ნანა რატომა მკლავ დალოცვილო რას მერჩი, რაზედ ესხმი დაო ესე მწარე ბზიკივით მამა გიორგის თავსა და ამით გულს მიგმირავ! ქალო ქალო რა ჰქნას კაცმა თუ მისი ცოლი ეშმაკის გზაზედ სდგება! რა ქნას მამა გიორგიმ რა ჰქნას! თქვენზე მეტად სცდილობს და არ შველის მის ცოლს არაფერი, გეყურებათ რომ არაფერი შეგონება მას არა სშველის! რატომ უკლავთ მამა გიორგის გულს რატომ უგმირავთ გულ-გვამს! რა ჰქნას რა!

      • კახა Says:

        ვერაფერი გამიგია ეს ქალი მამა გიორგის მეუღლე მღვდელის წერილებს არ კითხულობს? მე გავიგე და ვისწავლე ქვეყნის რამე მამა გიორგის წერილებიდან და მისი ცოლი კიდევ რომ პატრრიარქისტობს მართლა რა საოცარია, რა უნდა ქნას მამა გიორგიმ და თუ არ მოვა ჭკუაზე გადაულოცოს სამუდამოდ საპატრიარქოს! რად უნდა ამას ბაზარი! ცოლმა ეგ გამიბედოს და ნახავს მერე რასაც დაიჭერს!

      • კახა Says:

        სასიყვარულო წერილი კი არა ერთი კარგი ჟაჟები უნდა ეგეთ ცოლს, დაეტევა მერე ეგეთი ქალი სახლში და ქმარს თავზე არ გადაახტება!! როგორ შეიძლება მამა გიორგი პატრიარქს ამხელს და მისი ცოლი პატრიარქს უგალობს! მაპატიოს მამა გიორგიმ მაგრამ მე ასე მგონია აბედვინებს და ბედავს ეგ ქალიც!ჩ

      • კახა Says:

        ახლა ჩვენ დავით რაც არ უნდა ვუწიოთ ანგარიში ამ თემას და მამა გიორგის, საჯაროა ეს ამბავი უკვე! აგერ დევს ვიდეო ქალი მისულა საპატრიარქოში და გალობს ილიას წინ, და მამა ჯემალების დასაცინი ვდებით! ვდრუგ აქ ამ საიტზე კიდევ წერილები დევს მამა გიორგი ამხელს უმკაცრესად ილიას! როგორ შეიძლება ასეთი რამე ეს ხომ ხალხს რწმენაში თავგზას უბნევს, ერთი მღვდელი ერთს ამბობს ცოლი მეორეს. თან რამდენი ხანია ამაზე მიდის ბაზარი. და ეს ქალი თურმე ფეისბუკზეც თავის ჭკუაზე პავლეებს და ტოროლებს აქებს! მე ნანას ვეთანხმები, უნდა დასრულდეს ეს ამბავი და მამა გიორგის ცოლმა ვეღარ უნდა გაბედოს ასეთი გამასხარავება ნადვილი მორწმუნეების გრძნობების, თუ არა და როგორც უნდა მამა გიორგიმ ამ ამბავს დაუსვას წერტილი!

      • კახა Says:

        მამა ჯემალაც დააგელვებდა ამ თემას თბილისის ფორუმზე და დათიკო სიხარულით აღარ იყო, მახსოვს ქება დაუწყო ფერაძეს აი ლოოლ ჩვენ რას გვერჩიან მამა გიორგის ცოლიც ჩვენიანიაო;)

      • nana Says:

        მე ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად ვიღლით ენას. ცოლი მამა გიორგიზე ბატონობს. ეს ფაქტია, და ტყუილად ვხტუნაობთ: ფერაძე წავა სადაც უნდა, იმღერებს რასაც უნდა, შეხვდება ვისაც უნდა, ღამეს გაათენებს ვის ოჯახშიც უნდა, იქადაგებს რაც უნდა, ფოტოებს გამოაქვეყნებს როგორიც უნდა, კათოლიკურ ტაძრებში იკონცერტებს როგორც უნდა და უნდა პავლეს შეაქებს, უნდა ბართლომეს, უნდა ილიას უგალობს, ვისაც უნდა შეაქებს, რაც უნდა იმას გააკეთებს, იმსახიობებს კონცერტ ჩვენებურების სცენაზე, წავა მოილოცებს საპატრიარქოს, მიიღებს პარიზში სიყვარულით საპატრიარქოს და მერე ფოტოებზე მართალი ერთგული ქალივით გამოიჭიმება დავრიჩაშვილისა და მ.გიორგის გვერდით ფეისბუკზე! მერე აქაც სასიყვარულო სატრფიალო ლექსებს მიიღებს ჯილდოდ ქმრისგან და პრესსამსახურსაც რაღა ეთქმის! თუმცა დიდგორსაც დაუმტკიცა ფეისბუკზე თავის მეხოტბე მეგობრებით როგორ ვერ იტანს დიდგორის საიტს, რა ღვარძლით და ცინიზმით უპირიპირდება ამ საიტის ადმინისტრაციას! ეს არის სულ! მოკლედ კანონი კანონობს სხვებისთვის და არა პირადად მღვდლებისა და მათი ოჯახებისთვის. შეეგუეთ ამას კახა და სხვა მეგობრებო! დავით ძალიან მიყვარხარ და არ გაგიმეტებ მკვახე პასუხისთვის, ერთს გეტყვი ცუდში რაში გადაგაჭარბეთ ,შე კაი კაცო, უკანონობა უსამართლობა არაფერი დამიწერია. აბა მშვიდობით ბრძანდებოდეთ მეტს აღარ შეგაწუხებთ, აღარ გადაგაჭარბებთ ცუდში!

      • nana Says:

        p.s. პრესსამსახურს დავუტოვებ პოსკრიპტუმს: ნუ შეწუხდებით მეგობრებო, აღარც თქვენი პასუხი არ მაინტერესებს, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში! ყველაზე საბრალო და საცოდავ დღეში თქვენ ხართ.
        პატივისცემით ნანა კურტანიძე

      • mariami Says:

        ნანა დასამშვიდობებელი რა გჭირს რაც დაწერე სიმართლეა! მაგრამ მეგობარო – ყველა მამა აბრაამი ვერ იქნება უცოდველი შვილიც კი არ დაენანა უფალმა როცა მოუწოდა!

        ჩვენ ვკითხულობთ წმინდა მამებს და ვეძებთ მათ ხატებას და მაგალითებს დღევანდელ სამღვდელოებაში. ამას როცა ვერ ვხედავთ სასოწარკვეთა გვიპყრობს. მეც ხშირად მიფიქრია ტაძრებში მღვდლების ქადაგებები მომისმენია და მერე მათი ოჯახი დამინახია…და ნეტა არ მენახა! მაგალითად ქადაგებს მღვდელი ქალმა შარვალი და მოკლე კაბა არ უნდა ჩაიცვასო, და ამ დროს ხედავ მისი ქალიშვილები შარვლებით და მოკლე კაბებით გამოჩნდებიან ტაძრებში, ან ქადაგებს საყურეები, სამკაულები, სიშიშვლე არ უნდა ატაროს მრევლის წევრმა მართლმადიდებელმაო, და ამ დროს მათ მეუღლეებს ვხედავთ საყურეებით, სამკაულებით, პარფიუმერიით და შეხსნილ მოშიშვლებული ფეხებით და გულმკერდით! მე მაგალითად მგონია რომ მღვდლის ცოლი სამონაზვნოდ უნდა იყოს დაახლოვებით მაინც გამოწყობილი და მღვდლის შვილები მაგალითის მიმცემი მრევლისთვის გარეგნული ჩაცმა-დახურვის წესიერებით მაინც, მაგრამ ასეთი რამე ძალიან იშვიათად მინახავს! მითუმეტეს ეკუმენიზმის მამხილებელ მღვდელს ყველა ამ საკითხში უფრო მეტი მოეთხოვება, რად მინდა მარტო მისი მხილება თუ დავინახავ მისი ოჯახი სჯულის მგმობელია და უწესოდ ჩაცმულ-დახურული დადის ხალხის წინაშე! მან ჯერ საკუთარი ოჯახი გამოზარდოს მცნებათა თანახმად და მერე მრევლს ასწავლოს? ახლა მით უარესი: ერესში იყოს მართლმადიდებელი მღვდლის ცოლი, მღვდელთან ხელკავით დაიარებოდეს ეს მართალი გითხრათ ვერ წარმომიდგენია! კანონიც რომ არ დამიდოთ, ვიცი რომ ეს არ შეიძლება! მღვდელი სხვათა დამოოძღვრელი თუ ცოლისა და შვილების სახით მწვალებლობას და უზნეო ჩაცმულობა იერსახეს აჩვენებს მრევლს ის მღვდელი დასამხობია!

      • mariami Says:

        ან თუ ისე შეიპყრობს მღვდლის ცოლსა და შვილებს ეშმაკი რომ მღვდელი მათთან ვერაფერს აწყობს, მაშინ ასეთი ოჯახის წევრები საკუთარი ნებით და საჯარო მხილებით უნდა წარუდგინოს მღვდელმთავარს და პატრიარქს ეპიტემიისთვის, რათა არ გახდეს მისი ოჯახი ადამიანთა დაბრკოლების მიზეზი!

  14. ონისე Says:

    მამა გიორგი შეგიძლიათ მოციქულთა 50-ე კანონიც დაამატოთ , ალბათ დღესაც კარგად ირღვევა!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: