ბოროტნი და არაწმინდანი გულისსიტყუანი („ასავალი“ და მ. არჩვაძე)

ინფორმაციული ტერორი „დიდგორის“ და დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის მიმართ გრძელდება!

asavalis-shuriszieba_2

ამონარიდი გაზეთიდანასვალ-დასავალი“

იხ. ინტერვიუც, რომელიც კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა უკვე მისცა „ასავალ-დასავალს“. მაინცდამაინც გ. მამაცაშვილმა უნდა დაიკმაყოფილოს ჟინი და დაკითხოს კანონიერი ხელისუფლების პრემიერი?! ჯერ ილია შიოლაშვილი, ე.შევარდნაძე დაკითხოს გ. მამაცაშვილმა და ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში გალაღებული პუტჩისტები. ვისი ს.უ.კ.-ის ბარათებიც არსებობს ჯერ იქნებ მათი დაპატიმრებით და დაკითხვით დაწყებულიყო საქმე? ან რომელ პროკურატურას ან გამომძიებელს უნდა ჩააბაროს ანგარიში დევნილი ხელისუფლების ერთ-ერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა? ბ-ნი ბესარიონი ანგარიშვალდებულია კანონიერი ხელისუფლებისა და ქართველი ერის წინაშე. სანამ კანონიერება არ აღსდეგება საქართველოში,  ყოველი გამოძიება იქნება უსამართლო და მიკერძოებული!

gugushvili_besarion_bd_zic_mvd_rsfsr

https://didgori.files.wordpress.com/2009/03/b-gugushvili_asaval_dasavali_28-noemb-4-dek_2005_n48.pdf

ხედავთ, როგორ გაერთიანდა, საბჭოთა სპეც-სამსახურებში დამსმენი ჯაშუშის, ანუ სუკის ცნობილი გენერალის და ეკუმენიზმის დიდი ბელადის ილია შიოლაშვილ-ივერიელის და მისი სინოდის გარშემო მანანა არჩავაძე თავისი ვაჟებით! ჩაივლის ეს მძიმე მარხვის პირველი კვირა და ამ ამპარტავანი ქლაბატონის მხილების ჟამიც დადგება და სათანადო პასუხი გაეცემა მის უსამართლობას!

asavalis-shuriszieba_11

„ასავალ-დასავალი“ და მანანა არჩვაძე

gugushvili_besarion_bd_zic_mvd_rsfsr

izebneba_ioseb_gudushauri1

1997 წლის 14-20 ოქტომბერი N 42 (166) გვ. 6

dokumenti_12

ჟურნალი “SOVIET ANALIST”

ilia_da_eduardi

ზვიადის მკვლელები და მათი თანამოაზრეები

„ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული… ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.  (მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი)

patrirqi-da-jvania1

ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.“  (უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები; საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, http://www.government.gov.ge/jvania.php )

doqsopulos_pasuxi_22

ჯ. იოსელიანის იუბილეზე

საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა“ უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…(ჯაბა იოსელიანის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში“ გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი;).

kanonieri-xelmwife_6

„…ხმა ღვთისა და ხმა ერისაო!“

„…ხმა ღვთისა და ხმა ერისაო!“

http://asavali.ge/asdas1_2006/2009-09/1-20.pdf იხილეთ მე-6-ე გვერდიდან

„დიდგორის“ პრესსამსახური

19 Responses to “ბოროტნი და არაწმინდანი გულისსიტყუანი („ასავალი“ და მ. არჩვაძე)”

  1. daviti_23 Says:

    სამწუხაროა ის ფაქტი რაც „ასავალ-დასავლში“ დაიბეჭდა, ჯერ ის ფაქტი რომ ზვიადის ერთი შვილი მამის მკვლელის სამსახურში ჩააყენეს,მეორე ის რომ ეხლა ქალბატონი მანანას პირით ებრძვიან შემორჩენილ ეროვნულ ძალებს,ზვიადის თავისი ოჯახი დაუპირისპირეს,ეს გაგრძელებაა პუჩისტური პროპაგანდისა, რა სამწუხაროა ქალბატონო მანანა მომავალი თაობა რომ გისმენთ, გული გვწყდება, თუ როგორ აყენებთ თქვენი მეუღლის სახელს ჩრდილს, თქვენი ხელით აპირებენ ბრძოლას დღეს საქართველოში ეროვნული ძალების ამოქმედების წინააღმდეგ. ეს “ფსიქოზური მონომეტრაჯი” რომლიც პიროვნებების ჩაძირვაზეა აქცენტირებული, არანაირ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა, რაც ამ სტატიის ობიექტურობას მთლიანად უარყოფს და მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის ემოციურ განწყობაზეა გათვლილი თავისი მდარე ხარისხის კითხვა შეწყვეტლი -ინეტრვიუთი რომლიც ლირიული მხატვრული ხერხებით არაობიექტურად გადმოსცემს ამბავს. აქედან გამოდინარე იბადება ეჭვი რომ ეს სტატია შეკვეთილია და მანიპულირებული, რის კვალსაც მივყავართ საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან, ასეთი მდარე ხარისხის პუბლკაციებს „ასავალ-დასავალისთვის“ არა მგონია რაიმე ხეირის მოტანა შეეძლოს………………………..

  2. lali Says:

    ეგ დალოცვილი ეგა არჩვაძე ვის ატყუებს და ვის აგოიმებს, თუ ყველგან აგენტები ელანდება, მთავარ აგენტზე რა თვალები დაიფსო? თუ ბესარიონ გუგუშვილი აგენტია და შერისხა, პატრიარქი ივერიელი ასე ძლიერ რამ შეაყვარა!

  3. ლომისა Says:

    იხ. ინტერვიუც, ( https://didgori.wordpress.com/files/2009/03/b-gugushvili_asaval_dasavali_28-noemb-4-dek_2005_n48.pdf ) რომელიც კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა უკვე მისცა „ასავალ-დასავალს“. მაინცდამაინც გ. მამაცაშვილმა უნდა დაიკმაყოფილოს ჟინი და დაკითხოს კანონიერი ხელისუფლების პრემიერი?! ჯერ ილია შიოლაშვილი, ე.შევარდნაძე დაკითხოს გ. მამაცაშვილმა და ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში გალაღებული პუტჩისტები. ვისი ს.უ.კ.-ის წევრობის დამადასტურებელი ბარათებიც არსებობს ჯერ იქნებ მათი დაპატიმრებით და დაკითხვით დაწყებულიყო საქმე? ან რომელ პროკურატურას ან გამომძიებელს უნდა ჩააბაროს ანგარიში დევნილი ხელისუფლების ერთ-ერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა? ბ-ნი ბესარიონი ანგარიშვალდებულია კანონიერი ხელისუფლებისა და ქართველი ერის წინაშე. სანამ კანონიერება არ აღსდეგება საქართველოში, ყოველი გამოძიება იქნება უსამართლო და მიკერძოებული!

    ქ-ნ მანანა არჩვაძეს ვთხოვთ გამოაქვეყნოს სამშობლოს მოღალატე სახელმწიფო უშიშროების აგენტურისა და დამსმენთა სამხელი ბარათები. ჩვენ რაც გამოვაქვეყნეთ, ზუსტად იმ არქივიდან გავრცელდა, რომელიც თქვენ გებარათ, მაგრამ არ გსურთ მათი გამომზეურება. რატომაც არ გსურთ ესეც გასაგებია!

    „დიდგორი“

    ინტერვიუ კანონიერი ხელისუფლების პრემიერ მინისტრთან ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილთან: https://didgori.wordpress.com/files/2009/03/b-gugushvili_asaval_dasavali_28-noemb-4-dek_2005_n48.pdf

  4. ლომისა Says:

    „ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.“ (უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები; საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი,
    http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29

    ე.ი. ზ. ჟვანია, ე. შევარდნაძე და ჯ. იოსელიანი იყვნენ უფალთან ახლოს თავიაანთი ნამოქმედარით, შემდეგ ეს „ადგილი“ ილია მეორემ მ. სააკაშვილს გადაულოცა, ხოლო ბოროტთა მიერ დევნილი ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილი და ათასობით პატიოსანი მამულიშვილი ყოფილა უფლისგან შორს!

  5. tengizi Says:

    პატივცემულო მეგობრებო, მე ვარ მამა ბასილის მრევლი, ამჟამად ემიგრანტი, რა თქმა უნდა, ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი სხვა ქართველების მსგავსად. წავიკითხე ეს ინტერვიუ და მინდა გავიხსენო ერთი საგულისხმო ამბავი. მანდ მანანა წერს რომ მამა ბასილს აფასებს და უთანაგრძობს, სამწუხაროდ თან არ მაქვს დოკუმენტური მასალა, მაგრამ იქნებ თქვენ მოიძიოთ; როდესაც მანანა რუსეთიდან დაბრუნდა საქართველოში, ამ დროს მამა ბასილის ბრძოლა ძალიან პოლულარული გახდა ქართველებისთვის; პუტჩის შემდეგ მამა ბასილი ჯერ კიდევ არ იყო განდგომილი საპატრირქოსგან და მის გარშემო თავმოყრა დაიწყო მთელმა ზვიადისტურმა ძალებმა და საპატრიარქომ სწორედ ამიტომ დაადგა თვალი გლდანის ლომისის ტაძარს და ამოიძულეს მკალავიშვილი.

    გლდანის ლომისის ტაძრიდან გამოდევნის შემდეგ უფრო გაძლიერდა მამაო რადგან მთელი ეროვნული ძალები თენგიზ კიკაჩეიშვილი, მუსერიძე, ზაზა დავითაია და სხვა მრავალი აქეთ იქით მიმოფანტული ეროვნული ხალხი მრგვალი მაგიდიდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან დადიოდნენ ღი აცის ქვეშ მამა ბასილთან, მიჰყავდათ იგი რაიონებში, ანათლინედნენ ხალხს აკურთხებინებდნენ რაიონულ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. მოკლედ გლდანი მაშინ იქცა ზვიადისტთა რაიონად და ხალხი იზრდებოდა და იზრდებოდა! სწორედ ამ დროს ჩამოჰყავს ედუარდ შევარდნაძეს მანანა არჩვაძე და იგი ჩამოსვლის შემდეგ სულ ცოტა ხანში იწყებს მერაბ კოსტავას ეზოში მიტინგებს და მამა ბასილის სასტი ლანძღვას, რომ იგი, ანუ მამაო, არის უცხო ძალების მოჩენილი, სუკის აგენტი და ასეშემდეგ; მამა ბასილიდან ზვიადის სიყვარულით ხალხი ეკლესიიდან წავიდა და მიაწყდა მანანას მიტინგებს თავიდან ცნობისმოყვარეობის მიზნით, შემდეგ კი ხდებოდა მათი დამუშავება ამ მიტინგებზე გლდანის ეკლესიის წინააღმდეგ და ნელ-ნელა ათასობით ხალხი ამ ქალმა მოწამლა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ჩამოაშორა საეკლესიო ბრძოლას! ასევე პარალელურად დაერია კიკაჩეიშვილებს და სხვა ეროვნულ ძალებს ისინიც ჩამოაშორა და თან სრულიად გაანადგურა ეს ხალხი დაფანტა ყველა! პარალელურად თავის ვაჟი კოფორტულად მოაწყო შევარდნაძის კაბინეტებში, და თან ვითომ შევარდნაძეს ებრძოდა; ბოლოს რა მინდა ვთქვა, მაგ ქალმა შეასრულა მამა ბასილის დევნილი ეკლესიის წინააღმდეგ ის რასაც მთელი სუკის პროპაგანდისტული მანქანა ვერასოდეს შეასრულებდა და ეს გააკეთა ზვიადის ავტორიტეტს ამოფარებულმა!

  6. tengizi Says:

    არ მინდა მკითხაობა დავიწყო, მაგრამ ვფიქრობ მაშინ შევარდნაძემ და საპატრიარქომ (ილიამ)აზვირთებული ეროვნულ-ზვიადისტური მასების გლდანის ეკლესიაში გაერთიანების შიშით ჩამოიყვანეს მანანა არჩვაძე, რათა მისით გაენეიტრალებინათ ეს საშიში კერა. მაშინ ცხონებული აკაკა ელივაც ემზადებოდა მამა ბასილის მოსანახულებლად და აცხადებდა პრესით ოფიციალურად, რომ მამა ბასილს მხარში ამოუდგებოდა და სექტების გაწმენდას სამეგრელოდან დაიწყებდა, გადის ცოტა ხანი ამ საჯარო განცხადებიდან და აკაკი ელიავას თავის ბიჭებთან ერთად იტყუებეს შევარდნაძე ცენტრისკენ და ადგილზე ხვრეტავს! რა სინდისით არ ასვენებს ასე უბედურად დახვრეტილ აკაკი ელიავას ეგ ახლა სააკაშვილის ფინანესებით გაზულუქებული ქალი!

  7. tengizi Says:

    ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, თუ არ მეშლება ახალ-თაობაში იყო, გამოაქვეყნა მანანა არჩვაძემ პირად წერილი, მამა ბასილზე რომ იგი არის სუკის აგენტი, მეორე დღეს და მალევე გამოქვეყნდა მამა ბასილის მოკლე შეკითხვა არჩვაძისადმი: ” შვილო მანანა ნუთუ შენ მე მიწოდებ სუკის აგენტს? ნუთუ მართლა შენ დაწერე ეს, კიდევ გამეცი პასუხი და დამიდასტურე”, მაგრამ მანანა არჩვაძეს არავითარი პასუხი მამა ბასილისთვის აღარ გაუცია, დუმილით დაუდასტურა!

  8. daviti_23 Says:

    ბატონო თენგიზ იხარეთ,ნამდვილად რომ მნიშვნელოვანი რამ თქვით, იმათმა ვინც ჩვენი თვალით არ შევსწრებივართ ამ ფაქტებს, ახალგაზრდა თაობა, ეხლა ვსწავლობთ და ვივსებით მამულიშვილური სულისკვეთებით, ახლა ღვთის წყალობით ნიჭიერი თაობა იზრდება, რომლისთვისაც მოძველებული კკბ-ს მეთოდები ამოუცნობი აღარაა, აღარც იმის მიხვედრაა ძნელი, ვინმართლა მკვლელია და ვინ გულშემატკივარი. ქალბატონ მანანას სადღაც მადლობაც ეთქმის რომ ნათლად მიგვახვედრა თუ საქართველოს რაოდენ საშიში ძალა მართავს, რომ ფეხის ნაბიჯზე დასდევენ ყოველგვარ ეროვნულს, აღარ უნდათ ის შეცდომა დაუშვან რაც ზვიადიმ ერთხელ დააშვებინა, ახლა ებრძვიან და ამაში თავის ოჯახს იყენებენ, რაშიც ქალბატონმა მანანამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა და საბრძოლო სულისკვეთებით აგვავსო ბოროტის წინააღმდეგ.

    “კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი………..”

  9. tengizi Says:

    მადლობა დავით. დავუმატებდი ერტ მნიშვნელოვან გარემოებასაც: მამა ბასილის გამო გდლანის პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა შევარდნაძის დროს რადგან ყოველდღიურად ხდებოდა აქციებზე გასვლა ხან სექტების მრავალათასიან კონგრესებზე მარნაეულსა თუ სხვადასხვა ადგილებში და ხანაც მთავრობის სასახელესთან. სხან კიდევ პორნოგრაფიული ლიტერატურის ექსპანსიის წინააღმდეგ. სკოლებში შეწყდა სექტების ლიტერატურის შეტანა. მამაოს მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი, თვით პორნოგრაფული ლიტერატურის მასიური გაყიდვა მოედო მთელ ქალაქს და ყველა წერტილიდან ამოიღო ეს ბინძური ლიტერატურა და დაწვა. ამერიკის კონგრესი ძალიან ღელავდა და აწვებოდა შევარდნაძეს, ამიტომ გლდანის პოლიცია განსაკუთრებულ დავალებებს იღებდა შევარდნაძისგან. სწორედ ამ დროს გლდანის პოლიციის უფროსის მოადგილედ ნიშნავენ გიორგი გამსახურდიას, ასე რომ როცა გლდანის ეკლესია ასეთი ბრძოლით იყო დაკავებული, მანანა და მისი ვაჟი საეკლესიო ბრძოლის წინააღმდეგ და დაქსაქსული ეროვნული ნაშთების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ. მანანას მაშინ რელიგიურ მრჩევლად საპატრიარქომ მიამაგრა მერაბ სულაქველიძე, ორმაგი სტანდარტის ღვთისმეტყველი,როგორც თავის დროზე ზვიად ძიძიგურს და სხვა პოლიტპატიმრებს მიამაგრეს იგი ციხეში და ციხიდან რელიგიურად ისეთი დამუშავებულები გამოუშვეს რომ დღეს ვეღარაფერს იგებენ და გააფთრებით იცავენ ილიას. ასე რომ შევარდნაძე და ილია ზვიადის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას “კარგად “მართავდნენ და მანანას მათი ბინძური პოლიტიკის რეგალიებში ლომის წილი მიუძღვის. მან თვისი მომხრეებით პატარა სპეც დანიშნულების რაზმი ჩამოაყალიბა და სადაც შევარდნაძე ოფიციალურ ძალოვანებს ვერ იყენებდა, ანუ მიუდგომელ ადგილებში დარბევებზე მაგ ქალს გზავნიდა. ამასვე აკეთებს დღეს სააკაშვილი. არ არის ეგ უბრალო ქალი, მაგას განსაკუთრებით გაუფრთხილდებიან ყოველთვის.

  10. tengizi Says:

    როგორც მე ვაკვირდები ახლა ბესარიონ გუგუშვილის და დიდგორის ლიკვიდაციაზე აამუშავეს არჩვაძე, რადგან ძალიან კარგად იციან რომ ეს არის სუფთა გაუსვრელი ძალა და მიუხედავად იმისა რომ მათთვის ამ ეტაპზე არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაინც გულმა რეჩხი უყოთ და თადარიგი დაიჭირეს.

  11. ლომისა Says:

    ბ-ნო თენგიზ, “დიდგორის” რედაქცია დიდ მადლობას გიხდით, მნიშვნელოვანი ფოტო და წერილობითი მასალის გამოგზავნისთვის.

  12. დიდგორი Says:

    მომხმარებლისგან „nodari“ შემოვიდა ბილწი გინების კომენტარი!
    —————-

    “nodari”, რამდენი ბილწი სიტყვით და უშვერი გინებით შემოხვიდე ამ საითზე, წმიდა ხატებისა და სიწმინდეების წინაშე, იმდენი გაგიმრავლდეს სატკივარი დასასჯელად ხორცისა და საკურნებლად სულისა!

    “დიდგორის” რედაქცია

  13. nodari Says:

    didi madloba! magram unda gesmodeT rom yvelas tqvensavit mSvidi guliT da locvad yofniT ar SeuZlia amdeni usamarTlobis da gamyidvelobis moTmena qveyana Tavze gvengreva da es Tqveni bralicaa Tavis droze ver SeasruleT Tqveni funqcia saTanadod, SesaZloa Tqveni amgvari moqcevit sakuTar suls uSveloT magram daviT aRmaSenebelma mere daiwyo magaze zrunva saero saqmeni rom moawesriga rogorc SeeZlo.
    uSveri gineba ki tqven ar gekuTnodat Tu eg gadardebT arc romelime tqvengan “gaSifrul agents” aramed zogadad qarTvelobas imisaTvis rom aset absurdSi cxovrobs TiTqmis mTeli tavisi arsebobis manZilze
    rac Seexeba xatebisa da sitsmindeebis tinaSe uSveri sityvebiT saubars nu dagavitsydebat rom RmerTi yvelafers xedavs xatebis tinashe xdeba es tu vinmes saZinebelSi
    sulis mkurnaloba namdvilad ar mawyens ase rom kidev madlobas gixdiT!
    ps imedia Svilebis da natesavebis wyevlas ar ikadrebT
    kargad brzandebodet

    • ლომისა Says:

      ბ-ნო nodari!

      ვის მიმართაც არ უნდა ყოფილიყო თქვენი გინება მიმართული, მაინც არ გამოვაქვეყნებდით. თუ შემთხვევით, ტექნიკური მიზეზით, მაინც გამოჩნდებოდა მაშინვე ამოვიღებდით. რაიმეს გინებით დამტკიცება არ არის ქრისტიანული საქციელი. ყველაფერი შეგვიგინეთ: ჯიში, ჯილაგი, კაცობა თუ ქალობა! თან ისიც დააყოლეთ ვისაც ჩემგან და სხვისგან ეკუთვნისო. თქვენ არ გეხებათო ეს გინება და არც თქვენს ოპონენტებსო – მაშ ვის ეხება? ვინც გაგაბოროტათ მას რომ მიმართოთ უფრო სამართლიანი არ იქნება? ეტყობა, ძალიან გამწარებული ხართ და თავს ვეღარ იკავებთ. ვითომ ჩვენ არ გვაგინებ და მაინც ჩვენი გინება არ გამოგივიდა? შენ რომელი ჯიშისა და ჯილაგისა ხარ ასე რომ გვიგინებ ჯიშსა და ჯილაგსა? ღმერთმა შეგინდოს. ჩვენ მოგვიტევებია ეს გინება და ახლა ჯერი შენზეა. რა თქმა უნდა ჩვენ არც შეგაგინებთ და მითუმეტეს შვილებს რატომ დაგიწყევლით, მაგრამ ფრთხილად იყავი ღმერთი მაღლიდან იყურება და უსამართლო მოქცევას სააქაოს თუ არა საიქიოს მაინც მოგკითხავს. ჯობია შენი გინება უკან წაიღო და ღმერთს შენდობა შესთხოვო.

      ღმერთმა დაგლოცოს.

      შეიძლება მადლობაც გვითხრათ მომავალში, რომ თქვენი გინება არ გამოვაქვეყნეთ.

      კეთილი იყოს „დიდგორზე“ თქვენი შემოსვლა.

  14. nodari Says:

    ვის ეხება გაინტერესებთ?
    http://www.youtube.com/watch?v=HZFIGgWhce0&feature=related აი ამათ ეხებათ მაგალითად კიდევ იმათ ვინც “ჩემი დედას” მაგარ ბიჭობად და კარგ ტონად თვლის არ მითხრათ ეხლა რომ ქართველი და ჩვენი ჯიშის მაგას არ აკეთებსო
    სწორედ ეს ვიდეო ვნახე თქვენი საიტიდან და ძველი ამბები გამახსენდა … (გინება კი არა იმისთვის ყველა დასასჯელი ვართ ეგ რომ დაუშვით და ვისჯებით კიდევაც უფლისგან)
    მინიმუმ ესეთი პასუხი მაინც უნდა გაეცა ყველა ქართველს და ამ ქვეყნის შვილს http://www.youtube.com/watch?v=OifNFMZ7yI0&feature=related

    აი ამათ ერთ მეგობარს კი დღესაც ვეძებ და უფალმა შემინდოს კაის არაფერს დავმართებ

    თქვენს ოპონენტებს რაც შეეხება ნამდვილად ვერ ჩავთვლი საკმარის მტკიცებულებად აქ მოყვანილ დოკუმენტაციასა და ვიდეო მასალას რათა თქვენნაირი დასკვნები გამოვიტანო ყოველივე ამაზე თუმცა ღმერთმა უწყის …
    ღმერთი თქვენსკენ!

  15. nodari Says:

    ისე კი ჩემს პირველ პოსტს თუ მიაშლით კარგი იქნება ძველი ამბების ასე ცხადად გახსენებამ ლამის ჭკუიდან შემშალა ისე გავბოროტდი შედეგიც მანდ წერია თუმცა მაგ სიტყვებს მაინც არ ვემიჯნები აქ რომ არ უნდა დამეწერა ეგ სხვა საკითხია

    • ლომისა Says:

      ის პოსტი გაუქმებულია და აღარ არსებობს საითზე. შენი რისხვა სამართლიანია! ღმერთი გვეუბნება ჩვენს მიმართ ჩადენილი ცოდვები მივუტევოთ. არავინ იცის ღმერთი აპატიებს თუ არა და ვისი ხელით დასჯის მკვლელს და ბოროტმომქმედს! ჩემსას მივუტევებ, მაგრამ სხვისა ღმერთმა და მისმა მოვალემ მიუტევოს თუ ამის ძალ-ღონეს ჰპოვებს. უფალი მოგვიწოდებს მივუტევოთ ჩვენს მიმართ სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვები, რათა ჩვენც მოგვეტევოს ჩვენი შეცოდებანი.

      ღმერთმა დაგლოცოს.

  16. dehumanizer Says:

    zviadi iyo yvelaze susti prezidenti rac saqartvelos yolia igi ar iyo politikosi magari guji Sizofreniki kaci iyo da saakashvilze uaresi iyo goni

  17. daviti Says:

    აქაც კარგად ხუმრობ, აბა, აბა ჩემო dehumanize განსაკუთრებით ერთმანეთს ჯარებით ტაძრების დანგრევაში გვანან “shizofreniit” ზვიადი და მიშა. მაგარი ხუმარა ხარ!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: