საეკლესიო სამართლის მსჯავრმდებლობა ქ-ნ მანანა არჩვაძისადმი

საეკლესიო სამართლის მსჯავრმდებლობა ქ-ნ მანანა არჩვაძისადმი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ვაქვეყნებთ საეკლესიო სამართლის სამსჯავროს დოკუმენტს, მანანა არჩვაძის მიერ ღვთისა და ერის წინააღმდეგ ჩადენილი სულიერი დანაშაულის შესახებ

დიდი სჯულისკანონი, ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: „სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს:

ბასილი დიდის კანონი 71: ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი“.

99999999_page_1

მ. არჩვაძის ინტერვიუდან მართლმადიდებელი სჯულის გამცემლობის მისი მთავარი კომპრომატი გაზეთიდან „ასავალ-დასავალი”  (ნომერი 9 (754) 2009)

„როდესაც ვხედავთ, რომ პატრიარქი მძიმე სიტუაციაშია, ბევრი მტერი ჰყავს, როგორ უნდა მოვიქცეთ? პირველ რიგში, იმიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ ქართველი ერი, ქართული ეკლესია და ქართული მართლმადიდებლობა გადავარჩინოთ!” (მანანა არჩვაძე)

ღვთის წინააღმდეგ დანაშაულში მანანა არჩვაძის მხილება

99999999_page_2

მ. არჩვაძის საყვარელი პატრიარქის ილია მეორის პრეზიდენტობის ჟამის შამანური ლოცვა სექტათა მსოფლიო ორგანიზაციის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” შაბაშურ ასამბლეაზე

სექტათა მსოფლიო ორგანიზაციის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ყოფილი პრეზიდენტის და დღესაც ამ საბჭოს წევრებთან ევქარისტიულ ერთობაში მყოფ საქართველოს პატრიარქის და მისი სინოდისადმი მანანა არჩვაძის მორჩილება წარმოადგენს სულიწმინდის გმობას, ანუ ღვთის უარყოფას:

მანანა არჩვაძე აღიარებს და თაყვანს სცემს ერესთა-ერეს ეკუმენიზმს, რადგანაც იგი თავის მწყემსად და მართლმადიდებელ პატრიარქად აღიარებს ერეტიკოს მღვდელმთავარს ილია მეორე შიოლაშვილს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის ძირითადი კოდექსის „დიდი სჯულის კანონის” თანახმად გადაცემულია  საეკლესიო სასჯელის უმაღლეს ზომას – ანათემას!

თუკი ღმერთია ბრალმდებელი საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს და მისი სინოდისა ერეტიკულ მომაკვდინებელ ცოდვებში, როგორ ბედავ ათი თაყვანისმცემელი მანანა არჩვაძე, მართლმადიდებელი ეკლესიიდან უფლის კანონმდებლობით განკანონებულ მწვალებელს აცხადებ უწმიდეს პატრიარქად და მისი მწვალებლობით ხრწნი, როგორც საკუთარ თავს ისე ქართველ ერს?!

99999999_page_3

მაშასადამე, ერეტიკოსი ილია მეორის აპოლეგეტი მანანა არჩვაძე მკაცრად განისჯება „დიდი სჯულისკანონის” ამ უწმიდესი კანონით – ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ ცოდნის გამო, რა თქმა უნდა, უკვე, იმ შემთხვევაში, თუკი არაფრად ჩააგდებს ამჯერადაც, ამ წერილში მოყვანილ პატრიარქ ილია მეორესა და მისი სინოდის უკვე გაცხადებულ ერეტიკულ ცოდვებსა და ამ ცოდვების  გამო ერესიერარქთა განმაკანონებელ უფლის უწმიდეს კანონებს.

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ უფლის ბრძანებით მისმა წმიდა მოციქულებმა იქადაგეს სახარება, დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს სამღვდელოებას,  დაგვიდგინეს  ეკლესიის დოგმატები, კანონები და მკაცრად აკრძალებს ამ დოგმატებიდან და კანონებიდან მცირედი გადახვევაც კი, როგორც გადაცდენა ჭეშმარიტების გზიდან და წარწყმედა. ხოლო დამრღვევნი კი, ყველა ეპოქისა და დროის მართლმადიდებელ ეკლესიაში,  შეჩვენებას გადასცეს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: შეჩვენება მათ, ვინც უკუღმა ახარა: როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს“( გალატ., 1: 8-9).

ახლა, ვნახოთ, წმიდა პავლე მოციქულის, სხვა მოციქულებისა და მათგან ხელდასხმული წმიდა სამღვდელოების მიერ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ ღვთაებრივ განჩინებათა საწინააღმდეგოდ, უკუღმა რას „გვახარებს” მანანა არჩვაძე თავისი პირველიერარქის დონეზე ქადაგებითა და საქმეებით და თვალნათლივ დავინახავთ, თუ როგორ გმობს იგი და არაფრად მიიჩნევს ამ კანონებს, ამ უწმიდეს განჩინებებს; თანაც, რა უსინანულოდ, ჯიუტად აგრძელებს „უკუღმა ხარებას”, მიუხედავად ეკუმენიზმის ერესთა-ერესში ილია მეორესადმი წაყენებული ბრალდებისა და მრავალწლიანი მხილებისა.

მანანა არჩვაძე უშედეგოდ ცდილობს, ილია მეორე წარმოგვიდგინოს საქართველოს მართლმადიდებელ პატრიარქად. ვეკითხებით მას: რატომ იტყუებს და წარიწყმიდავს თავს ამ ერეტიკოსის უსაგნო დაცვით მაშინ, როდესაც იგი საკუთარი პირით აღიარებს და ადასტურებს საკუთარ უსჯულოებას?!: ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, „ევროპის ეკლესიათა კონფერენციადა ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენციაჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთანჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, N2, გვ. 72/ #1).

99999999_page_4

მანანა არჩვაძის და ზურაბ ჟვანიას სულიერი და ნინო ბურჯანაძე (ერთი პატრიარქი, ერთი დობა, ერთი ძმობა და ერთი ევქარისისტია)

მოვუხმოთ ილია მეორესა და მისი სინოდის უმთავრესი დანაშაულის მტკიცებულებებს და მივუსადაგოთ ამ დანაშაულს შესაბამისი კანონი; თანამიმდევრულად, ყველა ძირითად ასპექტში განვიხილოთ, რას კრძალავს უფლის კანონი და რა ქმედებებით გმობენ ამ კანონს ერესიერარქები, რათა საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის აპოლოგეტის მანანა არჩვაძის ეშმაკისადმი ბოროტი თაყვანისცემა ავლაგმოთ. ხოლო ამის შემდეგ, თუკი კიდევ გაბედავს იგი, საეჭვო გახადოს შემცოდე ერესიერარქთა დანაშაული და მაინც დაიწყებს მათ უკანონო და უსაფუძვლო დაცვას, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეკამათება მოციქულებს, წმიდა მამებს, საკუთარი ჭკუა მათ სამართალზე მეტი სიბრძნით შემოსილი ჰგონია და თავისი კაცთმოყვარება – ღვთაებრივ მამათა სიყვარულზე მაღალი. ასეთი ურჩი გონებით იგი ლუციფერის ამპარტავნებით შემოსილა და ნებაყოფლობით სურს, რომ საკუთარი თავი შერაცხოს სულიწმიდის გმობით შემცოდე ერეტიკოს სამღვდელო იერარქიის მიმდევართა რიგებში. მ შემთხვევაში მანანა არჩვაძისადმი ვეღარაფერს გავაწყობთ, რადგან მა ნებაყოფლობით საკუთარი თავისთვის თავადვე გამოაქვ სასიკვდილო ცოდვისადმი საღმრთო განაჩენი.

კანონიკური განაჩენი:

საეკლესიო კოდექსის ფონზე განვიხილოთ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს ილია მეორე-შიოლაშვილის სარწმუნოებრივი დანაშაული და გამოვიტანოთ სრულიად მიუკერძოებელი კანონიკური განაჩენი: არის თუ არა იგი, მართლაც, სულ მცირე (მხოლოდ რამოდენიმე საეკლესიო კანონის თანახმად), სულიწმიდის მადლით განკვეთილი მართლმადიდებელი ეკლესიიდან? და რათა არანაირ პირად მოსაზრებაში, მიკერძოებაში არ დაგვედოს ბრალი, ამისათვის საჭიროა, გადავხედოთ მისი ლოცვა-კურთხევით გამოცემულ საპატრიარქოს ოფიციალური  ბეჭდვითი ორგანოს „ჯვარი ვაზისა” -ს ორიოდ ნომერს და განვიხილოთ, ამ უმაღლესი ერესიერარქის  და მისი სინოდის მხოლოდ რამოდენიმე დანაშაულის შემცველი ქმედება მართლა არის თუ არა  მძიმე სახის საეკლესიო კანონდარღვევა?

თანაც, სრული სიცხადისათვის, ამ ბეჭდვით გამოცემებში აღწერილ სამართალდარღვევით ქმედებებში გავაკეთოთ  კანონიკური ჩანართები, რომლის მიხედვითაც, ნათლად წარმოჩინდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს თავად ღმერთი სდებს ბრალს და არა ჩვენ, ადამიანები; ბრალს სდებს და განკვეთას გადასცემს იმ ანტიეკლესიური ქმედებებისთვის, რომელიც ცვლის და არყევს შვიდი მსოფლიო კრების მართლმადიდებელი რწმენის დოგმატებსა და წმიდა სამოციქულო და წმიდამამათამიერი კანონიკური განჩინებების უწმიდეს კოდექსს. და თუკი ღმერთია ბრალმდებელი, ვინ ბედავს, რომ ეჭვი შეიტანოს ღვთის მიერ ბრალდებულთა დანაშაულში?!

I დანაშაული

„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი – აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას”.

) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 45- კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს”.

კომენტარი: ე. ი. წარსულში საქართველოს საპატრიარქომ საკუთარი ინიციატივით მოიწვია მწვალებლები ერთობლივი ლოცვისათვის და აღავლინა მათთან ლოცვა და მოციქულთა კანონით განკვეთისა და შეჩვენების მსჯავრი განიწესება. შეაქვს ვინმეს ეჭვი ამ დანაშაულში? ან ბედავს ვინმე ამ დანაშაულის მსჯავრმდებელ წმიდა კანონთან კამათს? ერესიერარქთა მორჩილ მრევლს თუ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ კანონიკურ განაჩენთან, მაშინ, განკვეთილთან და შეჩვენებულთან რა საერთო აქვს? ან როგორ ბედავს მოციქულთა ურჩ ერესიერარქთა მორჩილებას? ან არის რაიმე უკანონო ჩვენს ამ შეკითხვაში?

II დანაშაული

„დიდ ხუთშაბათს – ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები – ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს – ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია – ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად“.

) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი ანტიოქიის კრების II კანონი: ,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს – ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი”.

კომენტარი: საქართველოს საპატრიარქოს იერარქია მწვალებლებს სასურველ სტუმრებად აცხადებს (გაუგონარი მკრეხელობაა) და აზიარებს მათ. ამ დანაშაულის გამო კი მას განკვეთის და შეჩვენების სასჯელის გარდა უზიარებლობის სასჯელიც განეწესება. ასევე, არის ამ დანაშაულსა და მის მსჯავრდებელ კანონში რაიმე საკამათო?

III დანაშაული:

„პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში, აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება” („ჯვარი ვაზისა”, 1981წ. N1).

) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65- კანონი:

,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს”.
IV დანაშაული

„საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისთვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები – ავტ.) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით”.

) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი წმიდა რუისურბნისის საეკლესიო კრების განჩინება:

ყველა მწვალებელი შეჩვენებულიყოს! ყველა მართლმადიდებელი კურთხეულიყოს! ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება!”.

კომენტარი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი, წმიდა რუის-ურბნისის კრების განჩინებით დაუსრულებელ წყევლასა და შეჩვენებას გადაცემულ მწვალებლებს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით რომ დააჯილდოვებ, ამას რა ეწოდება? არის კი ასეთი პატრიარქი და ამ საქმეში მისი კვერის დამკვრელი სამღვდელოება მართლმადიდებელი?!

ერესში მხილებული პატრიარქის მორჩილთა ღვთის კანონის ურჩობის შესახებ ილია მეორეს მორჩილი სამღვდელოების დანაშაული:

ილია მეორეს მორჩილი სამღვდელო იერარქია ასწავლის სიცრუეს თავის მრევლს, რომ ერეტიკოსი პატრიარქისგან განდგომა ეკლესიიდან განდგომას ნიშნავს და უნდა მოხდეს მხილება ეკლესიის შიგნით, ამ პატრიარქისვე მორჩილებაში და რომ საჭიროა, ეკლესიის შიგნით მოხდეს მხილებაც და ყველა დარღვევის მოგვარება; ხოლო ვინც განუდგება თუნდაც ერეტიკოს პატრიარქს, ის მაინც განხეთქილების მოქმედია.

ესეც მორიგი თვალთმაქცობა და სრული უკანონობა რომ არის, ამის დასამტკიცებლად მივაშუროთ ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონს და ორგზისი წმიდა კრების XV კანონს.

ერეტიკოსი პატრიარქის და საერთოდ, ერეტიკოსი იერარქიის მორჩილების უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონი:

„ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს”.

კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმიდა დიდი კრების XV კანონი

ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელისტრიელისეული განმარტება

„თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან”.

კომენტარი: მაშასადამე, არამცთუ უნდა განდგომოდა ქართველი სამღვდელოება ერესში ბრალდებულ ილია მეორეს, როგორც პატრიარქს, არამედ ვალდებული იყო, განდგომოდა, რაც კანონიერად მოიმოქმედეს მამა ბასილმა (მკალავიშვილი), მამა გრიგოლმა (კობახიძე), მამა ზურაბმა და მამა გელასიმ (აროშვილები) და მამა გიორგიმ (სხილაძე) და ამ კანონთა მიხედვით, მათ განხეთქილება კი არ შეუტანიათ ქართულ ეკლესიაში, არამედ, შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან. ხოლო ვინც კი მწვალებელი პატრიარქის მორჩილებაში ყოფნას თვლის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად ყოფნად, (დღეს ასე თვლის მანანა არჩვაძე) მაშინ, იგი გმობს და არაფრად მიიჩნევს საეკლესიო კრების მოწვევამდე  და ამ კრების სამსჯავროზე მწვალებელ მღვდელმთავართა განკანონებამდე მათგან განდგომის შესახებ ეფესოს კრებისა და ორგზისი კრების კანონთა განჩინებას.

V დანაშაული

„აქ, საღამოს ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მორიგეობით გალობდნენ ანგლიკანები, შავკანიანები და ჩვენი დელეგაციის წევრები. გაიმართა კონცერტი (რელიგიური), შემდეგ მოვიდნენ შავკანიანები… ისინი გალობდნენ, რაც საერო სიმღერასაც მოგვაგონებდა; მთელი ტანით მოძრაობდნენ, რაც ცეკვასაც მოგვაგონებდა. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა და დიდად კმაყოფილნი დავრჩით” (,,ჯვარი ვაზისა”, 1983წ., N2).

) სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54- და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები:

„მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს”.

კომენტარი: რა გასაკვირია, გარყვნილი (და აქედან გამომდინარე – გამრყვნელი) ფილმების რეჟისორებსა და მსახიობებს „პატრიარქი” ილია მეორე „მნათობთ საქართველოისანთ” რომ უწოდებს? რადგან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” (რომელიც დღესაც აერთიანებს ლესბოსელთა და მამათმავალთა სპეციალიზირებულ „ეკლესიებს”) ასსამბლეის კონცერტებზე, თურმე, თავს იქცევდნენ  შიშველი აბორიგენების უხამსი როკვით აღტაცებული საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები. ისინი, ალბათ, ისევ განიცდიან შიშველ აბორიგენთა და მდიდარი ევროპული სექტების ქალ-ეპისკოპოსთა და სოდომისტ „მღვდელთა” გარემოცვაში დროსტარების ნოსტალგიას და დღეს, უკვე, გართობის ჟინს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებების საწინააღმდეგო და ბერ-მონაზვნობისთვის ყოვლად შეუფერებელი უზნეო გმობით, ქართული კონცერტებით თუ კინოფილმებითღა იკმაყოფილებენ.

99999999_page_5 დასკვნითი ნაწილი

სიცრუეს ასწავლის, აგრეთვე, საკუთარ მრევლს ეკუმენისტი სამღვდელო იერარქია, რომ რადგან ილია მეორემ დატოვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, ეს ვითომდაც ნიშნავს იმას, რომ  ამით მან მოინანია მწვალებლობა და კვლავაც რჩება კანონიერი მღვდელმთავრის პატივში (ცალკე თემაა, რომ მას ჯერჯერობით არაფერი მოუნანიებია და სინანულიდან თავისი საქმეებით ძალიან შორს დგას). არადა ,,ე. მ. ს.”-ს დატოვების შემდეგ კვლავაც ლოცულობდა მწვალებლებთან და ქართველი ერის უფრო მეტი განმწვალებლობა პან-ეკუმენისტური ქადაგებით და ქმედებებით უფრო აქტიურად გააგრძელა. როგორც  სახელმწიფო თანამდებობის პირი კაცის მოკვლის შემთხვევაში (სასჯელის მოხდისა და სინანულის შემდეგაც კი) ვეღარ დაიბრუნებს ამ თანამდებობას ვერასოდეს, მითუმეტეს პატრიარქი, რომელმაც მრავალი სული მრავალი წლის განმავლობაში წარწყმიდა თავისი ერეტიკული საქმიანობით და გადასცა საუკუნო სიკვდილს, რანაირად შეიძლება (სინანულის შემთხვევაშიც კი) დარჩეს ეკლესიის საჭეთმპყრობლად?! ეს რომ ასეა, ყველაზე ცხადად გვიდასტურებს წმიდა  გრიგოლ ნოსელის კანონი:

) მწვალებელ პატრიარქთა საყდარზე დარჩენის უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი გრიგოლ ნოსელის ეპისტოლეს პირველი კანონი:

თუ ვინმე ქრისტეს სარწმუნოებას უარყოფს და ებრაულ სარწმუნოებას, მანიქევლობას ან სხვა ამათ მსგავს უღმერთობასა და ბოროტებას შეუერთდება თავისი სურვილით და საკუთარი ნებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ შერცხვება და მოინანიებს, სინანულის დროდ ჰქონდეს მთელი სიცოცხლე. იგი არასოდეს იქნება ღირსი, საიდუმლო ლოცვის დროს ერთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს. არამედ უნდა ილოცოს მარტომ, ხოლო სიწმიდის ზიარება, მისთვის საერთოდ აკრძალულია“.

კომენტარი: ვფიქრობთ, ის ფაქტი მაინც აღარ გახდება საკამათო, რომ პატრიარქი ილია მეორე, თავის სინოდთან ერთად, თავისი სურვილითა და საკუთარი ნებით შეუერთდა მანიქვლობაზე და იუდევლობაზე გაცილებით უფრო უარეს მწვალებლობას ანუ როგორც მას ეკლესიაში უწოდებენ, ერესთაერესსეკუმენიზმს და თანაც, არა მხოლოდ რიგითი წევრი იყო ამ მწვალებლობის მსოფლიო საკერპო შესაკრებლის – „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი“, არამედ პრეზიდენტი გახლდათ. გრიგოლ ნოსელის კანონის თანახმად იგი არა მხოლოდ პატრიარქი ვეღარ იქნება, არამედ სინანულის შემთხვევაშიც კი ეკლესიაში ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომის უფლებაც აღარ აქვს და უნდა ილოცოს მარტომ. ხოლო მისი ზიარება საერთოდ აკრძალულია!

ილია მეორესა და მისი სინოდის დანაშაულებრივ, ანტიეკლესიურ ქმედებებსა და მათ მსჯავრდებელ კანონებში არის რაიმე გაუგებარი ან თუნდაც, ოდნავი ეჭვის აღმძვრელი მანანა არჩვაძისათვის? განა, ცხადზე უცხადესი არ არის ეს ყველაფერი? მაშ, ვინ ბედავს და ეკამათება წმიდა ეკლესიის კანონებს?!

შეიძლება იკითხოს ვინმემ, აბა რა ვქნათ, სად წავიდეთ, რა მოვიმოქმედოთ ყველა ტაძარი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით მხილებული სამღვდელოების ხელშიაო, მათ ამაზე ვპასუხობთ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ამ ეკლესიოლოგიით: დაე , თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად, თუნდაც სრულიად მარტო დავრჩე! ” ( წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

ქართველი ერის წინააღმდეგ დანაშაულში მანანა არჩვაძის მხილება

99999999_page_6

პუტჩისტები და მათი „სულიერი მამა” ოპერაში (ამ დროს საქართველოში ქართველი ერის სისხლის გუბეები იდგა)

საქართველოდან სამხედრო პუტჩით განდევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლეს მანანა არჩვაძე გამსახურდიას ბრალი ედება სამხედრო პუტჩის მომწყობ უმთავრეს დამნაშავეებთან თანამზრახველობაში და მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატში, რადგან იგი აღიარებს:

99999999_page_7

1992 წ. – სამხედრო ხუნტის კურთხევისას

ა) რადგანაც პუტჩის მომწყობ უმთავრეს დამნაშავეთა მაკურთხეველ ცრუ პატრიარქისადმი თავის თაყვანისცემას, ანუ მის დანაშაულებრივ შეხედულებებს იზიარებს

  • 1- მანანა არჩვაძე აღიარებს “პატრიარქს”, რადგან აღიარებს და სწამს მისი ამ სიტყვების:

99999999_page_8

ერთი საძმო, ერთი სულიერი ევქარისტია

„ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული… ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”. (მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი)

99999999_page_9

ვინ არის გამობრძმედილი ჩეკისტი!

  • 2 – მანანა არჩვაძე აღიარებს “პატრიარქს”, რადგან აღიარებს და სწამს მისი ამ სიტყვების:

99999999_page_10

თეატრში სულიერ შვილთან ერთად

ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.” (უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები; საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, http://www.government.gov.ge/index.php? … &sec_id=29 )

  • 3 – მანანა არჩვაძე აღიარებს “პატრიარქს”, რადგან აღიარებს და სწამს მისი ამ სიტყვების:

99999999_page_11

ჯ. იოსელიანის იუბილეზე

საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების” ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა” უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…(ჯაბა იოსელიანის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში” გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი;).

მანანა არჩვაძე „პატრიარქის” ამ დანაშაულებრივ  უტყუარ კომპრომატებს არ სცნობს, პირიქით ადიდებს ამ დანაშაულის თვით განმცხადებელ ილია მეორეს და მისგან სხვა მკვლელთა ხოტბისშესხმის დოკუმენტებს „სათნოებად” მიიჩნევს, სამაგიეროდ საკუთარ გონებაში აღძრულ ხიბლისმიერ ეჭვებს, დევნილი კანონიერი პრემიერ მინისტრის ბესარიონ გუგუშვილისადმი, რომ თითქოსდა მან მოკლა პრეზიდენტი ზ. გამსახურდია,  ინტერვიუთა მთელ ციკლს უძღვნის გაზეთ „ასავალ-დასავალში”, სადაც ცილისმწამებლობს თავისი ეჭვებით გამოგონილი მკვლელობის შესახებ, ანუ იმ დანაშაულის შესახებ, რომელი დანაშაულიც  არ უნახავს საკუთარი თვალით, არ გამოძიებულა ამ ქვეყნად არანაირი სასამართლოთი და არ გამოტანილა არანაირი მიკერძოებული თუ მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენი, ე. ი. ღმერთიც თავად არის, სამოქალაქო სასამართლოც თავად მოაწყო და განაჩენის გამომტანი ერთპიროვნული ბრალმდებელიც თვითონ არის!  არანაირი ღვთის სამსჯავროს მანანა არჩვაძე არა სცნობს და არანაირ სამოქალაქო სამართლის უდანაშაულობის პრეზუმფციას იგი არაფრად აგდებს.

სამაგიეროდ და სწორედ ამიტომ ამ ცილისმწამებელ დედაკაცს და თანაც ედუარდ შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, ზურაბ ჟვანიას მეხოტბესა და სუკის აგენტი პატრიარქის თაყვანისმცემელ მანანა არჩვაძეს, ჩვენ ვუცხადებთ უეჭველ ჭეშმარიტებას, რომ მას ელოდება გარდაცვალების შემდეგ მთავარი განსაცდელი – დემონთა სასტიკი ურდოები – ცილისწამების საზვერეში,  საიდანაც მას დემონთა ლეგიონები წარიტაცებენ და შთააგდებენ ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში! რატომ? იმიტომ, რომ:

ეს დედაკაცი განსაკუთრებით მკრეხელობს და განსაკუთრებით სცოდავს ათი მცნების მე-9 კანონის წინააღმდეგ: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.”

დიდგორისმართლმადიდებლობის განყოფილების პრესსამსახური

99999999_page_12

4 Responses to “საეკლესიო სამართლის მსჯავრმდებლობა ქ-ნ მანანა არჩვაძისადმი”

  1. daviti Says:

    მართალია თქვენზე ცოტა გაბრაზებული ვიყავი, “მამა ჯემალთან” დაკავშირებით რომ დამჩაგრეთ, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ სადღაც გამიქრა გაბრაზება! კარგია! მაგარია! გაიხარეთ!

  2. daviti Says:

    eduard SevardnaZis, misa saakaSvilis, jaba ioselianis, zviad ziziguris, kaxa kukavasi, giorgi targamazis, giga bokeriazi arChvaZis, misi vajebis, seqtebis da ase Semdeg sayvareli sulieri mamaa ilia meore da ratom wewaven da ebrZvian es xalxi erTmaneTs martlac rom gasakviri ambavia. erti mamis mosiyvarule Svilebs ra ver gauyviaT? iqneb vinmem amixsnas am erTi didi ojaxis da “didi” patriarqi mamis Svilebs Tu patriarqis swamat, mis mowodebas uyvardeT erTmaneTi da erTad imuSakon “deda” eklesiis wiaRSi iverii gasabrwyiblad ratom eurCebian. es rogor gamodis, gvwamso iZaxian sityviT da saqmiT ra Rriancel gadatrialeb-gadmotrialebaSi arian?

    • ნიკა Says:

      იუდას ამბორი:

      ––––––––––––

      რეპორტაჟი: თავისუფლება ცოტნეს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: