ღია წერილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს

ღია წერილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს და მის ჟურნალისტურ კოლექტივს ანუ, კვლავ, “ყველა მინუს ერთი”!

„კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისათვის, რომ კეთილს ვცდილობ.
ნუ მიმატოვებ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!“(ფსალ.ფ.36-38)

iosebi

ი. ღუდუშაური

 პატივცემული ჟურნალისტებო! აი, უკვე ათეული წელია, რაც დამოუკიდებელი პრესის სახელის დამკვიდრებას ცდილობთ, მარამ ამაო გამოდგა თქვენი მცდელობა! ცდილობთ კი? თქვენი გაზეთის აღმოცენება 1991-1992 წწ.. სამხედრო პუტჩის გარიჟრაზე დაიწყო და მას შემდეგ, არასდროს შეგიწუხებიათ თავი არც ზვიად გამსახურიას ჭეშმარიტი დაცვით, როდესაც მას მოსაკლავად მისდევდა ე. შევარდნაძის ხუნტა და მითუმეტეს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პერმანენტული მოთხოვნებით. არც უსამართლოდ დილეგში ჩაგდებულ მღვდელ, ბასილ მკალავიშვილზე შეგიწუხებიათ ძალიან თავი. სამაგიეროდ, დღემდე ინარჩუნებთ მასებზე ტყუილ-მართლით შეზავებული ინფორმაციის გამავრცელებლის დამკვრელის სტატუსს. თუკი ოდესმე რაიმე ღირებული (კანონიერების აღდგენის მოთხოვნა) გამოქვეყნებულა თქვენს გაზეთში, ესეც იმ ცალკეულ, პატიოსან ჟურნალისტთა დამსახურებას უნდა მივაწეროთ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ (უმუშევრობის გამო) „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში ემუშავათ მცირე ჰონორარის საფასურად. ამ ჟურნალისტების ნაწილი იძულებულიც კი შეიქნა, დაეტოვებინა გაზეთის რედაქცია, ვინაიდან ზოგიერთების უსამართლობამ ყოველგავრ ზღვარს გადააჭარბა. მაგრამ შემორჩა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც თავის პროფესიულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ და ჩვენი საყვედური მათ არ ეხება. დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ხელისუფლების არსებობის პირობებში ასეთი უსამართლო-სიმართლენარევი გაზეთი ვერ იარსებებდა. თუმცა, უსაზღვო იქნება ამქვეყნიური უსამართლობა, სანამ უფლის მეორედ მოსვლა არ იქნება ამ ცოდვილ დედამიწაზე!

თქვენი მოჩვენებითი ეროვნული საქმიანობა, რომელიც, ადრე, ე. შევარდნაძის ხუნტისადმი ლოიალურობაში გამოიხატებოდა (სიმპატიებს ახლაც კი ვერ მალავს ამ გაზეთის რედაქტორი), შემდგომ, მ. სააკაშვილის განდიდებაში გადაიზარდა. გაუგონარი ტყულ-მართლის შეზავების ,,ხელოვნება“ უმაღლეს სტადიაში აგიყვანიათ და ახლა კი მ. სააკაშვილის სიძულვილში იფურჩქვნებით. თავი ეროვნულ მოღვაწეებად წარმოგიდგენიათ და სინამდვილეში კი თქვენს საქმიანობას არავითარი კავშირი არა აქვს ჭეშმარიტ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. თქვენ თავი მოგაქვთ, ვითომ, როგორც მართლმადიდებლობის დამცველებს და ფეხქვეშ თელავთ უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კანონებს. თქვენ მართლმადიდებლობა ილიანობისგან ვერ განგირჩევიათ და უსამართლოდ ექცევით იმ ადამიანებს, რომლებიც საელესიო კანონების დაცვისაკენ მოგიწოდებენ. როგორც დევნილი ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი, ბრალს გდებთ ბ-ნი ბესარიონ გუგუშვლის მიმართ ჩადენილ უმსგავსოებაში. ბრალს გდებთ, აგრეთვე, იმ ადამიანების შეურაცხყოფაში, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ როგორც კანონიერ ხელისუფლებას, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ კიდევ უფრო მეტი ტალახი ესროლოთ იმ ხალხს, რომლებიც ეროვნული ხელისუფლების ერთგულებისათვის იდევნებოდნენ 1992წ-დან დაწყებული და დღესაც იდევნებიან. თქვენმა უსამართლობამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია და რას აღარ კადრულობთ, _ თქვე სამშობლოს მოღალატეებოო, ზვიადის მკვლელებოო, კურდღლებოო, მშიშრულად გაქცეულებოო, კაგებეშნიკებოო, სოროსელებოო და ა.შ. სახელით მომართვასაც კი აღარ კადრულობთ და დამცინავი ზედმეტსახელების დარქმევით იქცევთ თავს.

თქვენი გაზეთის ფურცლებზე იწერება ათასი სიბინძურე და ცილისწამება უდანაშაულო ხალხის განსაქიქებლად. აქვეყნებთ ყოვლად დაუდასტურებელ ინფორმაციებს ადამიანებზე. საზღვარგარეთ ცეცხლითა და მახვილით განდევნილებს ცილს გვწამებთ რუსეთის აგენტობაში, _ პატრიარქის მტრები და არამართლმადიდებლები ხართო! მაშინ, როდესაც თქვენი გაზეთი აქვეყნებს, მართლაცდა, პირად შეურაცხყოფა-გინებას პატრიარქზე, მღვდლებზე და სხვა ცნობილ ადამიანებზე, ხოლო „დიდგორის“ რედაქცია, დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოს ეკუმენისტურ მოღვაწეობას განიხილავს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კანონთა შუქზე. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფრაზას, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდეთ ჩვენს სიქადულო წმინდა მართლმადიდებლობას. „დიდგორზე“ გამოქვეყნებული წერილები ყოველთვის ეყრდნობა ეკუმენისტური საპატრირქოსგან კანონიერად განდგომილი ჭეშმარიტი სამღვდელოების მხილებას და ჩვენსას არაფერს ვამბობთ. ბერი პაისის გარდა, რომლის ქადაგებებითაც ეკუმენისტურად გვმოძღვრავთ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან, ათონის მთაზე მოღვაწეობდენენ და მოღვაწეობენ კიდევ სხვა, უფრო ღირსეული ბერები, რომელთაც ამხილეს ზოგიერთი ბერის ეკუმენისტური მოღვაწეობა. იქნებ, სხვა ქადაგებებიც გამოგექვეყნებინათ?! მაინც, საიდან აღმოაჩინეთ ეს ბერი პაისი? ვინ გირჩიათ? რატომ ხართ ასეთი მიკერძოებულნი? აღსანიშნავია, რომ სარწმუნოებრივი ქადაგებების შემდეგ მჩხიბავ-მკითხავებსაც უთმობთ ადგილს და შიშველი ლამაზმანების არსებობასაც შეახსენებთ ხოლმე გაზეთის მკითხველს. აი, მართლმადიდებლობის თქვენებური გაგებაც ეს არის! სამაგიეროდ თქვენი სულიერი მამა დახვდა „მედგრად“ პუტჩისტებს!

წერილების ციკლი, რომელიც გ. ჟურნალისტ მამაცაშვილს მიჰყავს, სავსეა ცინიზმით, სიძულვით, ღვარძლით, დაუნახავობით და დევნილი ხელისუფლების ერთგული ხალხის მიმართ კიდევ ერთი წიხლის ჩარტყმის ველური ჟინით. სად თქვენ, ბ-ნო რედაქტორო, რომლის საპატივცემულოდაც ვაშინქთონის სახურავზეც კი ააფრიალეს ვიღაც სენატორებმა დროშა და სად დევნილი კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყოველგვარი საფუძვლის და უფლების გარეშე, თქვენი გაზეთი, იმ კაცის მკვლელს ეძახის, რომელსაც იგი ბოლომდე ერთგულად მიჰყვებოდა! მან უარი თქვა პირად ცხოვრებაზე და ზვიადთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა კანონიერების აღდგენისათვის. ამისთვის შეიძულეთ?! ან, სად ვიღაც, ჯერ კიდევ „გამოუცდელი კაგებეშნიკი“, რომელმაც თქვენი რედაქციის „ამერიკადროშააღმართვის“ სიხარულს ,,შურისგან“ ცივი წყალი გადაასხა და ამერიკიდან მოსალოდნელი საფრთხე შეგახსენათ! ხომ ახდა ეს გაფრთხილება, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოძევებელ ჟურნალისტებს ა.შ.შ.-ის დროშა გქონდათ გადაფარებული თქვენი ინვენტარისათვის, რომელიც მიშას „მარჯვე“ ბრიგადებმა გადმოგიყარეს გარეთ! ხომ გაფრთხილებდით, რომ ამერიკაში დროშის აღმართვა ვერ გიშველიდათ!

ქ-ნ მანანა არჩვაძის წერილით ეროვნული მოძრაობის ერთგული წევრების მოღალატეებად და „კაგებეშნიკებად“ გამოცხადება არის მცდელობა იმისა, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ერთი ადამიანის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე დაიყვანოთ და შეასრულოთ პუტჩის აპოლოგეტების ის ცინიკური ოცნება, რომელიც ხუნტის მიერ, ქართველი ერისთვის შემოთავაზებული, ყბადაღებულ ფორმულა-ლოზუნგით _ „ყველა მინუს ერთი“ _ გამოიხატა. ე. ი. ქ-ნ მანანა არჩვაძეს შესთავაზეს ეროვნული მოძრაობის საბოლოო დასამარება, რასაც იგი მშვენივრად ახერხებს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან. თქვენ ქმნით ისეთ ინფორმაციულ ფონს, რომლის შედეგადაც მომავალ თაობას შეიძლება ჩამოუყალიბდეს ისეთი აზრი, რომ თითქოს ზვიად გამსახურდიას გარშემო ყველა მკვლელი, კაგებეშნიკი, უნამუსო და მოღალატე იყო. თქვენ ერთ საბრალდებო სკამზე სვამთ ე. შევარდნაძეს, ჯ. იოსელიანს კ. ასათიანს, თ. სიგუას, თ. კიტოვანს და იმ მამულიშვილებსაც, რომლებიც ჯალათების მიერ იდევნებოდნენ. ნამდვილად ერთგულ ხალხს მოღალატეებს უთანაბრებთ და „კაგებეშნიკობას“ სწამებთ, მაშინ, როდესაც ამ პუტჩისტური ხუნტის მაკურთხებელი ილია მეორე „უწმინდესად და უნეტარესად“ გყავთ განდიდებული. თუ ასეთი „კაგებეშნიკები“ ვიყავით, მაშინ რატომღა გვეძებდნენ ს.უ.კ.-ის ერთგული ძაღლები დასაჭერად? რატომ არის ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი დღემდე რუსეთის ფედერალურ ძებნაში, თუ ასეთი გამობრძმედილი „კაგბეშნიკია“? საქართველოში კი იმიტომ ეპატიჟებით, რომ სამუდამოდ ციხეში გამოკეტონ ან ფიზიკურად გაანადგურონ!

ძვირფასო მკითხველო, გ.მამაცაშვილს და ბ-ნ ლ. ნადარეიშვილს შესტკივათ გული, უფრო მეტად, ზვიდ გამსახურდიაზე თუ ბ-ნ ბ. გუგუშვილს და იმ დაცვის ღირსეულ წევრებს, რომლებმაც საკუთარი თავიც და ოჯახებიც გასწირეს კანონიერი ხელისუფლების სამსახურში?!

ინტერნეტში ძებნის შედეგი

ამ უსამართლობას, რომელსაც „ასავალ-დასავალი” ეწევა ზვიად გამსახურდიას ქვრივის მეშვეობით, მრავალი ადამიანი კითხულობს და გული უკვდება. ბევრს, ალბათ, სურს კიდეც პასუხის გაცემა და ისინი თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ ზვიადის ხსოვნას არ მიადგეს, კვლავ, ჩრდილი. თქვენ კი სარგებლობთ ამ გარემოებით და ეწევით საშინელ ცილისწამებას. აბა, რაღა უნდა გაიგოს გ. მამაცაშვილმა იმაზე მეტი, რაც ბ-ნი ბესარიონის ადრინდელ სტატიებსა თუ ინტერვიუებშია გამოქვეყნებული? ამ საქმეზე არსებობს მრავალი ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება თუ ინტერვიუ, რომლებიც მომავალმა მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა გამოიყენოს. ვინ უზრუნველყოფს, მერე, მიუკერძოებელ გამოძიებას და სასამართლოს? მიშა სააკაშვილის უკანონო-სექტანტური რეჟიმი თუ ადრინდელი პუტჩისტებით ჩანაცვლებული ოპოზიცია? მიპასუხოს, იქნებ, ვინმემ და ამიხსნას, ვის აქვს უფლება და ვინ იქნება მიუკერძოებელი ამ გამოძიებაში?! კანონიერი ხელისუფლების გადარჩენილი სიმბოლო _ ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი იმ ხალხმა ხომ არ უნდა გაასამართლოს, რომელსაც სულიწმიდის მიერ ნაბოძები „დიდი სჯულისკანონი” აბუჩად აუგდია და ფეხქვეშ თელავს?! ან, რა უნდა გაგვიკვირდეს სხვების უსამართლობისა, როდესაც მართალ კაცს, სახელოვანი მეცნიერის _ პაატა გუგუშვილის შვილს, ეროვნული ხელისუფლების ერთგულ პრემიერ-მინისტრს _ ბ-ნ ბესარიონს „კლავენ” ცილისწამებით და ზვიადის მკვლელებს კი „უძმაკაცდებიან” მისი ოჯახის სხვა წევრებიც?! პირველი მკვლელი ის არის, ვინც სულიერად „აკურთხა” პუტჩი! ე. შევარდნაძე ისეთი საშიში არ არის, ვიდრე ის „სულიერი მწყემსი”, რომელსაც უსამართლობისაკენ, სიცრუისკენ, ე. ი. ეშმაკის გზაზე მიჰყავს ერი და უფსკრულში გადაჩეხავს, უსათუოდ. ვისაც სურს, _ ილოცოს უსამართლოდ განდიდებულთა და ფარისეველთა კერპთან და ვისაც სურს _ ჭეშმარიტ ღმერთთან, რომელიც დევნილთა, გლახაკთა, მართალთა და ჩაგრულთა უფალია!

ამაზრზენია, როდესაც ქ-მა მანანამ კარგად იცის, ვინც არის ს.უ.კ.-ის აგენტი და უდანაშაულო ხალხსა აბრალებს აგენტობას. ბ-ნმა ზვიადმა ს.უ.კ.-ის კართოტეკის ბარათები, ჯერ კიდევ გროზნოში დევნილობის დროს გადასცა თავის წარმომადგენელს დასავლეთ ევროპაში _ ბ-ნ რენო სირაძეს, რათა მას გაევრცელებინა ისინი საინფორმაციო საშუალებებით. ამ ბარათების ასლები სხვადასხვა დროს გამოაქვეყნეს მსოფლიოს ცნობილმა გაზეთებმა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, ბ-ნო „მიუკერძოებელო“ ჟურნალისტებო, რათა ქ-ნ მანანა არჩვაძეს მოსთხოვოთ ამ არქივის სრულად გამოქვეყნება, რათა უნამუსობას აღარ ჰქონდეს მომავალში ადგილი. ზვიად გამსახურდიას, მიუხედავად იმისა, რომ არქივი ხელთ ჰქონდა ჯერ კიდევ 1989 წელს, არ სურდა ამ ადამიანების გაწირვა და ყველას მისცა შანსი, ეროვნული ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარიყვნენ. მაგალითისთვის, შეგახსენებთ აკაკი ასათიანის შემთხვევას: იგი, როგორც ზ. გამსახურდიასათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ადრე, გახლდათ უშიშროების სამსახურის აგენტი ფსევდონიმით ,,მალიშ“, როგორც საქ-ინფორმის თანამშრომელი, რაც მანვე აღიარა ზვიადის წინაშე და გამოსწორების პირობაც დადო. ეს ამბავი ზ. გამსახურდიამ 1990წ. მთავრობის სასახლის წინ გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით, სიხარულით გამოაცხადა სიტყვებით: კაკომ ეშმაკს შეანერწყვა და ჩვენს გვერდით დგებაო (ისიც კი გვახსოვს, რომ აკაკის თეთრი მოსასხამი ეცვა). მოგვიანებით, ყველამ ნახა, ა. ასათიანმა, სამწუხაროდ, თუ როგორ შეასრულა თავისი სინანული საქმით…

რადგან თქვენი რედაქციის მხრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წევრთა მიმართ მიზანმიმართული ლანძღვა, რომელშიც ოსტატურად იყენებთ ქ-ნ მანანა არჩვაძის არაჯანსაღ ამბიციებს, მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს უცვლელად ყველა ის წერილი, რომლებიც თქვენ გადმოგეგზავნათ და გადმოგეგზავნებათ „დიდგორის“ რედაქციისგან. სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში „ასავალ-დასავალის“ დამსახურება უდავოდ აშკარაა, მაგრამ ჩვენდამი თქვენი დამოკიდებულება მღვრიე წყალში თევზის დაჭერას უფრო ჰგავს. ჩვენზე მეტი მტერი ვეღარ იპოვნეთ?! ე. შევარდნაძე ხომ არ მოგენატრათ, ბატონებო? ხალხს ვერ მოატყუებთ! თქვენი ეროვნულობა და პატრიოტიზმი, ალბათ, იქ დამთავრდება, როდესაც თქვენი რედაქცია სადმე, კეთილმოწყობილ შენობაში კომფორტულად მოთავსდება. ბ-ნო გ. მამაცაშვილო, ჯერ-ჯერობით კვლავაც „დიდგორის“ პრეს-სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილებს უნდა დასჯედერდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, იქნებ, ბ-ნ ბესარიონსაც მოუბრუნდეს გული და დაგაწყნაროთ კიდევ ერთი ინტერვიუთი. საითი „დიდგორი“ დამოუკიდებელი ვებ-გამოცემაა და მისი „ცოდვებით“ ამ მართალ კაცს ნუღარ შეაწუხებთ!

ბ-ნო რედაქტორო, მოვითხოვთ გამოაქვეყნოთ ს.უ.კ.-ის არქივი რომლითაც ქ-ნი მანანა არჩვაძე იმუქრება!

ღმერთმა დაგლოცოთ, ბ-ნო გ. მამაცაშვილო, ლ. ნადარეიშვილო და ქ-ნო მ. არჩვაძევ! ღმერთმა სინანული მოგმადლოთ! ამინ!

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ძებნაში გამოცხადებული კანონიერი მთავრობის ერთ-ერთი წევრი

იოსებ ღუდუშაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი” — 1997 წლის 14-20 ოქტომბერი N 42 (166)

P. S.

„ასავალ-დასავალის” რედაქტორს (ლაშა ნადარეიშვილს) კვლავაც მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ის წერილები, რომლებიც ამ რედაქციას გაეგზავნა „დიდგორის” პრეს-სამსახურიდან; მოგწოდებთ იმიტომ, რომ ჩვენს თხოვნას არაფრად არ აგდებთ. მოვითხოვთ გამოქვეყნდეს წერილი: საეკლესიო სამართლის მსჯავრმდებლობა ქ-ნ მანანა არჩვაძისადმი

იხ. სხვა წერილები:

„დიდგორის“ კომენტარი

ს.უ.კ.-ის მორიგი თავდასხმა კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრზე:

დღევანდელ „ასავალ-დასავალში” მანანა არჩვაძის ცილისწამებლურ ფანტაზიებს შეუერთდა ცნობილი პუტჩისტი გ. ხაინდრავა.

xaindravas-ciliswameba

უტჩისტ გ. ხაინდრავას ბინძური ცილისწამება: „დიახ, უშიშროების სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელია ბესარიონ გუგუშვილი!“

http://asavali.ge/asdas1_2006/2009-12/1-20.pdf  (იხ. გვ. 18)

თ. კიტოვანი და გ. ხაინდრავა (პუტჩის დროს)

პუტჩისტ გ. ხაინდრავას ბინძური ცილისწამება: „დიახ, უშიშროების სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელია ბესარიონ გუგუშვილი!“

http://bpg.sytes.net/Simartle/default.asp?bpgpid=180&pg=1

რა თქმა უნდა პუტჩისტი გ. ხაინდრავა დღეს კვლაც ციხეში უნდა იჯდეს სამართალი რომ იყოს ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, „ასავალ-დასავალი” (რედაქტორი ლ. ნადარეიშვილი) იყენებს გ. მამაცაშვილს და ეს უკანასკნელიც თავგანწირულად ცდილობს სანუკავარი ინტერვიუს მიღებას ბ-ნი ბესარიონისაგან.

ნუთუ, უბრალო სამართლიანობის გრძნობაც კი აღარ შერჩათ ამ ადამიანებს?!

„ასავალ-დასავალი” როგორც იტყვიან ვნებებს აღძრავს მოსახლეობაში და მისთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ადამიანს მიაყენებს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას. მთავარია გაიყიდოს გაზეთი რომ ჰონორარი გამოიმუშავონ ზოგიერთმა საეჭვო რეპუტაციის ჟურნალისტმა?! რადგან მიშა სააკაშვილი რეჟიმს ებრძვით ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრონ! ბოლოს და ბოლოს პატრირქია ამ რეჟიმის მეთაურის სულიერი მამა, ყველა ერთად კი სულერი ძმები არ გამოდიან? ბოლოს ყველა “სულიერი ძმა” შერიგდება და ერთიანი ფრონტით გაილაშქრებენ კვლავ ხალხის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ არ არის ალბათ ღირსი ისეთი გმირისა, რომელიც პუტჩისტების და ნეოპუტჩისტების ურცხვ ჯირითს საქართველოში ალაგმავდა!

ამათგან ყველაფერი მოსალოდნელი და გასაგებია, მაგრამ ამ „ზვიადისტებს” ხმა ჩაუვარდათ? ყველა თავის თავზე ფიქრობს მანანამ მეც არ მესროლოს ტალახიო? რამ შეაშინა ეს ხალხი გაუგებარია! კულუარებში კი იცოცხლე რას აღარ ამბობენ! თუ ასე გაგრძელდა და ერთმანეთს არ გამოვექომაგეთ სათითაოდ გაგვისწორდებიან. კულუარებში კი იცოცხლე რას აღარ ამბობენ! სირცხვილია ბატონებო!

ასეთ გასაჭირში როგორიც ბ-ნი ბესარიონია და როგორი უსამართლობის მსხვერპლიც ის არის — კაცი არ მეგულება დღეს საქართველოში!  ღმერთმა მოთმინება და გამძლეობა მისცეს ამდენი უსამართლობის მომსწრეს.

გამაგრდი ბ-ნო ბესარიონ რამეთუ სახარება თქვენნაირ დევნილ ადამიანებზე გვეუბნება: „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.” ხოლო ვინც თქვენ გდევნით და უსამართლოდ შეურაცხყოფას გაყენებთ მათზე ასე წერია მათეს სახარებაში:

  • „21. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
  • 22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. ”

ე.შევარდნაძე კრწანისში ჰყავთ ფუფუნებაში დაბრძანებული, პუტჩის მაკურთხებელ „სულიერ მწყემს” ხელზე კოცნიან, პუტჩისტები ნეოპუტჩისტებს ხელისუფლებაში ეცილებიან და ბ-ნი ბესარიონი ნახეს „დაბალი ღობე”?!

ღმერთმა დაგლოცოს საყვარელ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამინ.

ავტ. „ლომისა“

 

http://video.google.com/videoplay?docid=3846833218126330420

იხ. ფრანგული დოკუმენტური ფილმი: ფერადი რევოლუციების ქურუმები

P.S.

ბ-ნო ბესარიონ, დარწმუნებული ვარ რომ ჩემს თქვენდამი გამოქომაგებას პირველ რიგში ირონიით შეხედავენ ისევ ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად „კაგებეშნიკობის” იარლიყი მეც მომარგეს. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების დაუმარცხებელ სიმბოლოს გაჭირვების დროს სიტყვა მაინც შევაწიე.  მართალია, ისეთი გამობრძმედილი ვერ გამოვედი როგორც თქვენ, მგრამ რას ვიზამთ, დასაწყისისთვის ესეც რაღაცას ნიშნავს!

15 Responses to “ღია წერილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს”

  1. daviti Says:

    კაცო, გოგა ხაინდრავამ და მანანა არჩვაძემ ერთად ხომ არ დაწერეს ეს პასკვილები ბესარიონ გუგუშვილზე? ცოტნე გამსახურდია იძახის გოგა ხაინდრავა ჩემი ძმაა და მეგობარიო, კოკა გამსახურდია ხომ გვერდიდან არ იშორებდა გოგა ხაინდრავას, არჩვაძე იძახის ილია მეორე ჩემი საყვარელი პატრიარქია და გვერდით უნდა ამოვუდგეთო! ამ ხალხს მომიტევეთ და ან ამნეზია დაემართათ, ან კიდევ ასე უტიფრობა და სინდის-ნამუს გარეცხილობა სად გაგონილა. ეს ავტომატმოსხმული მკვლელი ხაინდარავა თავისი გამხეცებული ჯოგით ბომბებს არ უშენდა თავში ბესარიონ გუგუშვილს და და მერე პრეზიდენტთან ერთად არ დაეძებდენ ორივეს მოსაკლავად, ილია მეორე კიდევ სიხარულით ბანკეტებს ხომ იხდიდა მაგ დროს, ახლა ეს როგორ გამოდის ბესრიონ გუგუშვილი ყოფილა ცუდი კაცი მაგათვის ყველასთვის, იოსებ ღუდუშაურიც აგენტი და ეს ავტომატმოკაკანე მკვლელები, რომლებიც ადგილზე ხვრეტდნენ კანონიერებას მაგარი კარგი ბიჭები? მოკლედ გარშემოუწერელი და ამაზრზენი სახილველია ბოროტება!

  2. ლომისა Says:

    რას არ წაიკითხავს კაცი! გ. ხაინდრავა და მისი „ძმები დევიატკიდან“ მოსაკლავად მისდევდნენ პრეზიდენტს და ახლა საწყალს გული ეთუთქება ზვიად გამსახურდიაზე. წარმოგიდგენიათ რამხელა ცინიზზმია მის ინტერვიუში? სად იყვნენ მისი მომხრეები ამ დროსო! თან ცოტნესაც როგორ უჩუყებს გულს? ქნ მანანს ჩვენ ვედავებით იმაში, რომ უდანაშაულო ხალხსაც ურევს დამნაშავეებში თორემ სიმართლეს ნამდვილად იძახის ნამდვილ მკვლელებზე და პუტჩისტებზე. არც გიორგი და კოკო გამსახურდიაა მისგან დასაწუნი. მათზე შეიძლება ილაპარაკონ ამ ადამიანების მოსიყვარულე ხალხმა და არა მისი მამის ნამდვილმა მტრებმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზვიადის შვილები გ. ხაინდრავაზე მეტად მიყვარს და მათ სქციელზე, როგორც მოყვარეს ძლიერ შემტკივა გული.

    ციხეები აავსეს გ. ხაინდრავასნაირმა პუტჩისტებმა ქართველი მამულიშვილებით, სწორედ ამ „ვიდეოიან-ავტომატიანმა“ მკვლელებმა (პუტჩის იდეოლოგიური „მამები“ ხომ იყვნენ) განდევნეს ეროვნული ხელისუფლება და ათასობით მამულიშვილის კუბო დაადგმევინეს ე. შევარდნაძის ხუნტას საქართველოში. გაწყდა ხალხი პუტჩისტო გ. ხაინდრავა! გირჩევნია, შენივე სულის გადასარჩენად, მაგ მუქრას და ცილისწამებებს თავი გაანებო და ნამდვილი სინანულით მოინანიო.

    ვინც გადარჩა, დღეს, გაუბედურებული, დევნილი და უძლურია თორემ შენისთანას ვინ ალაპარაკებდა ამდენს?!

    ინტელიგენტო ვიდეოიანო მკვლელო გ. ხაინდრავა! ვერ გაგაკეთილშობილებს მხოლოდ ზიზღი მ. სააკაშვილის მიმართ, რომელსაც გუშინ ემსახურებოდი! რა ვქნათ რომ ეს დალოცვილი საქართველო ძალიან პატარაა და ყველას არ ყოფნის საჯიჯგნად!

    თურმე ზვიადის გარემოცვის (5 პატიოსანი კაციც კი არ ჰყოლია თურმე გარემოცვაში) ბრალი ყოფილა ყველაფერი და თქვენ რომ ხელისუფლებაში მოხვალთ ალბათ სულ გაჟუჟავთ ვინც გადარჩა ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგული! ბ-ნ ბესარიონს, რომელიც ლეგიტიმური ხელისუფლების სიმბოლოა, ალბათ, პირველ რიგში დაახვრეტინებთ! დაახვრეტინებთ იმიტომ ვთქვი, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგება ხოლმე იწყება მავანთა წივილ-კივილი: ავტომატი არ მეჭირა, არ მისვრია, კაცი არ მომიკლავს და ა.შ. ე. შევარდნაძესაც არ ეჭერა ავტომატი ხელში და მაშ მკვლელი არ არის?! მიშა სააკაშვილსაც არ ჭერია ავტომატი და რას ერჩის მაშინ გ. ხაინდრავა და ეს ოპოზიცია? პუტჩისტები, ანუ ჯალათები, ყოველთვის ეცდებიან ჩადენილი საკუთარი დანაშაული მათსავე მსხვერპლს გადააბრალონ და აქეთ გვიწყობენ სასამართლოს!

    რამდენი „ზვიადისტიც“ პუტჩისტებმა დახოცეს, ნუთუ მათი ხსოვნის წინაშე მაინც არ აწუხებს ამ ხალხს სვინდისი? როგორც ჩანს -არა!

  3. ekaterine Says:

    didi madloba yuradghebistvis. jerjerobit zogadad gadavxede marto, sakmaod vrceli da amomwuravi masalebi devs. Guldasatyvetia rom aset xelisuflebas ar gaufrtxildit. Gamsaxurdia ertxel myavs nanaxi mitingze, mashin ase rva tlis viknebodi daaxloebit, miuxeavad imisa rom albad ver arviqvavdi mashin ra xdeboda , kargad maxsovs is shegrdznebebi, is amaghlebuli gantyoba da dadebiti energia, romelsac es pirovneba afrqvevda.. Tqvenze did imedebs vamyarebt,Ghmerti Tqvensken!

    • ლომისა Says:

      didi madloba yuradghebistvis. jerjerobit zogadad gadavxede marto, sakmaod vrceli da amomwuravi masalebi devs. Guldasatyvetia rom aset xelisuflebas ar gaufrtxildit. Gamsaxurdia ertxel myavs nanaxi mitingze, mashin ase rva tlis viknebodi daaxloebit, miuxeavad imisa rom albad ver arviqvavdi mashin ra xdeboda , kargad maxsovs is shegrdznebebi, is amaghlebuli gantyoba da dadebiti energia, romelsac es pirovneba afrqvevda.. Tqvenze did imedebs vamyarebt,Ghmerti Tqvensken!

      ქ-ნო ეკატერინე, დიდი მადლობა ნდობის გამოცხადებისათვის. ერთი უბრალო ქართველი ვარ, რომელმაც იცის, თუ რა არის უსამშობლობა და უსამართლოდ დევნის სიმწარე. მადლობა ღმერთს, რომ არ გავბოროტდით და ეს სიმწარე შევიტკბეთ. ჩვენი თანამემამულე პუტჩისტების მიმართ სიძულვილი არ გაგვაჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით მათზე, რომლებმაც დაამხეს და დევნეს ნანატრი დამოუკიდებლობის მომპოვებული ეროვნული ხელისუფლება.

      დღევანდელი ოპოზიციის იდეოლოგია, კვლავ დასავლური დემოკრატიის პოლიტიკური სამზარეულოს კულარებში იძერწება და არა მგონია მიშას ხელისუფლებაზე დიდად მოსწონდეთ დასავლეთში. ხალხში თესავენ სიცრუეს, რომ თურმე ევროპაში მიშას დემოკრატიას არ აფასებენ და ოპოზიციის დემოკრატიას კი ხოტბას ასხამენ. აბა ერთი ვკითხოთ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს ფრანგი პოლიტიკოსებიდან რატომაა ლე-პენი ყველაზე მიუღებელი კანდიდატი ევროპული სახლისთვის?

      ერთ პიროვნებაზე დიდი იმედების დამყარება (რა ღირსეულიც არ უნდა იყოს იგი) არ იქნება იმის საწინდარი, რომ დაქსაქსური ეროვნული მოძრაობა აღდგება. ამას ჭირდება დასავლეთ ევროპაში გადასხლებულ მამულიშვილთა დიდი მცდელობა ამ მიმართულებით.

      სამწუხაროა, რომ პირველი გამკრიტიკებლები ამ მოძრაობას, ისევ კანონიერი ხელისუფლების ყოფილი წევრების მხრიდან ვაწყდებით. უმეტესობამ დუმილი არჩია, აქაოდა ჯერ ისეთი კაცი არ გამოჩენილა, რომელიც ეროვნულ საქმეს გაუძღვებაო. რა ვიცი, ნათქვამია, ზოგჯერ დუმილით ღმერთი გაიცემაო!

      ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს მოგიწოდებთ გაერთიანდეთ სა.ქ.მ.ე.-ის ირგვლივ.

      • georgiarussia Says:

        iqneb sukis agentebis sia gamoaqveknot adamianebo ra!

      • ლომისა Says:

        georgiarussia

        სუკის აგენტების სრული სია ედუარდ შევარდნაძეს აქვს კრწანისის რეზიდენციაში. ჩვენს ხელთ არსებული სია უმნიშვნელოა და გამოქვეყნდა კიდეც „დიდგორზე“. შეგვიძლია ხელმეორედ გამოვაქვეყნოთ იმ პირთა სია, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 1991-1992 წ.Ⴜ. სამხედრო გადატრიალებაში, აგრეთვე სამხედრო საბჭოს პირთა და მხარდამჭერთა სია. ზვიად გამსახურდისას ხელისუფლების განდევნის შემდეგ ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს „სნგ“-ში გაწევრიანებას ამის დოკუმენტიც არსებობს.

      • georgiarussia Says:

        didi siamovnebit davelodebi tu gamoaqveknebt!

      • ნიკა Says:

        georgiarussia ”სუკის” აგენტების სია ძველ დიდგორზე დევს, და მალე გადმოვიტანთ ამ ახალზეც.

      • ლომისა Says:

        ამას წინათ, გაზეთ „განმათავისუფლებელში“ გამოქვეყნდა ნაწილი.

        აი, აქ არის!

        http://ganmatavisuflebeli.webs.com/N23.pdf

        გვ. 16-17-18

      • ლომისა Says:

        განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქ-ნ ლალი ბარძიმაშვილის წერილი „მე დიდი მყავდა წინამორბედი, წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა“. ეს წერილი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მისი ყოველი სტროფი განმსჭვალულია სათუთი გრძნობებით, რომელიც ჩვენი სახელოვანი წინაპრის და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის მამულიშვილური მსოფლმხედველობის გაცნობაზეა აგებული.

        ორიოდე ციტატას აქაც მოვიყვან: „„ქვეყნის მოსამსახურედ სარბიელზე გამოსვლა და თავის თავის ევქსორიად მიცემა ერთი და იგივეაო“, მართლადცა, ჩვენში საზოგადო სამსახური თავის გაწირვაა“, – დასძენს თავადაც. სხვანაირად ვერ იცხოვრებს, რადგან კარგად უწყის, რომ ერისშვილობა და ღვთისშვილობა ასეთია.“ჩვენ კიდევ დამატებით დავსძენთ, რომ ქვეყნის კეთილად მოსამსახურედ სარბიელზე გამომსვლელთა შორის ქ-ნი ლეილა ცომაია ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი უფალსა და სამშობლოს. ქნ-ლეილამ თავისი სუსტი მხრებით შეძლო იმ ტვირთვის ზიდვა რაც ვერ შესძლო დევნილი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების და მაღალი თანამდებობის პირთა უმრავლესობამ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ. ეს შენიშვნა რა თქმა უნდა პირადად ჩვენც გვეხება და პასუხისმგებლობას არ ვიცილებთ თავიდან.

        ქ-ნი ლალი ბარძიმაშვილი წერილის დასასრულს ბრძანებს: „ცხადია, ამ წერილის კითხვას ნაღველი უფრო მოაქვს, ვიდრე სიტკობო-სიამოვნება, მაგრამ ეს სევდა მამულიშვილური, გულწრფელი, ამაღელვებელი. ღვთივგანბრძობელობა იმიტომაცაა კარგი, რომ ყოველგავრ დროს მკურნალობს, ყველა სატკივარს დროულად შეველის.“ ნება მიბოძეთ არ დავეთანხმოთ ამ ციტატაში გამოთქმულ აზრს იმის შესახებ, რომ ამ წერილის კითხვას ნაღველი უფრო მოაქვს! პირადად ჩვენ, ამ წერილმა დიდი სიხარული მოგვგვარა და იმედით აღვივსეთ. ნამდვილად მამულიშვილური და გულწრფელია მისი წერილი ვინაიდან ღვთივგანბრძობელობის ნებელობითაა განმსჭვალული. ღმერთმა დალოცოს ქ-ნი ლალი ბარძიმაშვილი და ქ-ნი ლეილა ცომაია. ჭეშმარიტად ქართველი დედები და დები, რომლებსაც ღვთისა და ერის მუშაკობა აურჩევიათ საპატიო საქმედ!

        http://ganmatavisuflebeli.webs.com/N23.pdf

        გვ. 7-8

  4. ანა Says:

    ვინაა ეს შერეკილი. მე ასავალ დასავალის მკითხველი ვარ და ძალიან მომწონს ეს გაზეთი

    • ლომისა Says:

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დიდგორზე“! ეს თქვენი პირველი კომეტარია?

      ჩვენც ვართ ამ გაზეთის მკითხველი ქ-ნო ანა. შერეკილი ვის უწოდეთ იქნებ დააკონკრეტოთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: