სიტყვა ერეტიკოსთა სამხილებლად

ღირსი იოსებ ვოლოცკელი

სიტყვა  ერეტიკოსთა სამხილებლად

rirsi_ioseb_volockeli_page_1_image_0001

 ღირსი იოსებ ვოლოცკელი

    მრავალი ბოროტება მოიმოქმედეს ახალგამოჩეკილმა ნოვგოროდელმა ერეტიკოსებმა, ალექსი დეკანოზმა, მღვდელმა დენისმა, თევდორე კურიცინმა და მათმა თანამოაზრეებმა. მათ იმგვარად დაჰგმეს წმიდა ცხოველსმყოფელი სამება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმიდანები, რომ სიტყვით გამოთქმაც შეუძლებელია; ისე შერყვნეს ეკლესიის სიწმინდენი – წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვარი და უწმიდესი ხატები, რომ კაცთა გონებისთვის წარმოუდგენელიც კია. მაგრამ მართლმადიდებელთა თავდადებამ დააფრთხო უკეთურნი, შეეშინდათ, მათი ბოროტმოქმედების გამოაშკარავების შემთხვევაში საკრებო გადაწყვეტილებით არ განსჯილიყვნენ და წმიდა მამათა განწესებისამებრ სამუდამო წარწყმედას არ მისცემოდნენ, როგორც აქ; ამ საუკუნეში, ასევე მომავალშიც. ამიტომაც მართლმადიდებელთა წინაშე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ჭეშმარიტ მართლმორწმუნეთა დაშინებით შეეცადნენ, მაცხოვრის შემდეგ სიტყვებზე დაყრდნობით: ,,ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ”. (მათე 7-1)  გაავრცელეს აზრი, თითქოსდა ერეტიკოსები და განდგომილნი არ ექვემდებარებოდნენ გასჯას. ასევე იმოწმებდნენ წმიდა იოანე ოქროპირს, რომელიც ბრძანებდა, რომ არ შეიძლება შეძულება, ან განსჯა, ან მოკვლა უსჯულოსი და ერეტიკოსისა, ხოლო თუ გაასამართლებენ, მაშინ სამეფო ან საერო კანონმდებლობით იქნენო განკითხულნი და არა ბერების ან იმ (რიგითი) საერო პირების მიერ, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობენ სასამართლოს სხდომებში.

    ის, ვისაც სურს, გაიგოს დაწვრილებით თუ რას გულისხმობს უფლის სიტყვები: „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ”, საჭიროა, წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, ღვთაებრივი ათანასეს და სხვათა იმ მოწმობებს გაეცნოს, რომლებიც მათ ნაწერთაგან ამოუკრებია და ოცდამეცხრამეტე სიტყვაში გადმოუცია ღირსსა და დიდ მამას ნიკონს თავის თხზულებაში. ამჟამად კი განვმარტოთ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომელიც ამბობს: ,,არ შეიძლება კაცის სიძულვილი, ან მისთვის ბოროტების მიგება, თუნდაც უკეთური ან ერეტიკოსი იყოს იგი.” როდესაც ამგვარად მსჯელობს ეს დიდი და მოციქულთა სწორი კაცი, განსაზღვრეულ, დროებით შეზღუდვებზე მიუთითებს, რამეთუ ასეთი მოქმედება ყოველთვის არ არის ღვთის მოსაწონი.

    დიდი ოქროპირი მოწმობს, რომ არ გვმართებს უკეთურისა და ერეტიკოსის შეძულება ან დაზიანება მანამ, სანამ ის რაიმე სულიერ ზიანს არ მოგვაყენებს. ასე იქცევიან მწყემსნი, სანამ ფარას საფრთხე არ ემუქრება, მხართეძოზე წამოწოლილნი სალამურის ტკბილი გალობით ერთობიან და მათზე მიბარებულ ცხვრებს მშვიდად აძოვებენ. მაგრამ საკმარისია იგრძნონ საშიშროება, მყის კეტებითა და კომბლებით შეიარაღდებიან, შურდულმომარჯვებულნი წინ გადაეფარებიან ფარას და ზიანის მოყენება რომ ვერ შეძლოს, ნადირს ხმამაღალი შეძახილებით და ყვირილით აფრთხობენ. ამგვარი ქმედება გვმართებს ჩვენც – მწყემსებსა და მოძღვრებს ქრისტეს სამწყსოსი. როდესაც მწყემსმთავარნი ხედავენ უსჯულოს ან ერეტიკოსს, რომლებიც არავითარ ზიანს არ აყენებს მართლმორწმუნეთა სულიერებას, თავიანთი სულიერი საძოვრის ცხოვართა დამპურებლებმა, მშვიდად და მოთმინებით უნდა დაარიგონ უსჯულონიც. მაგრამ თუკი ერეტიკოსები ნადირზე უმეტესად გამძვინვარდებიან და ერეტიკული და იუდაისტური მოძღვრებებით შეეცდებიან, შერყვნან ქრისტეანენნი, მაშინ გვმართებს ყოველგვარი მოშურნეობა, ყველა ძალის მოკრება, რათა ნადირის მიერ ერთი ცხვარიც კი არ იქნეს წარტაცებული ქრისტეს ფარიდან.

    როდესაც არას ერჩიან მართლმორწმუნეს უსჯულონი და მათ შეცდენას არ ცდილობენ, არ გვმართებს რაიმე ვნება მივაყენოთ მათ, მაგრამ როდესაც მართლმორწმუნეთა შეცდენას ცდილობენ ერეტიკოსები, მაშინ არა ოდენ შეძულება ან განკითხვა, არამედ წყევლა, შეჩვენება და მათი ფიზიკური მოწყვლით ჩვენი ხელების კურთხევაც გვმართებს. ასე ბრძანებს თვით ოქროპირი, რომელიც წერს: „როდესაც ღმერთის მხოლოდშობილ ძეზეა საუბარი, ერთს გთხოვთ, საყვარელნო, დასაჯეთ ქალაქში გამოვლენილი ღვთის მოკიცხარნი. თუ გაიგებ, რომ ვინმე გზაჯვარედინზე ან საჯარო თავშესაყარზე აძაგებს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, მიდი და აუკრძალე; ცემაც რომ დაგჭირდეს მისი, ნუ შედრკები, – დაჰკარი მას! შემუსრე ბაგენი მისნი და აკურთხე ხელნი შენნი დაწყლულებით! თუ დაგაკავონ და მიგგვარონ მოსამართლეს – დაჰყევი და როდესაც გამოგკითხავს მსაჯული და ჩვენებას მოგთხოვს, გაბედულად უპასუხე, რომ ანგელოზთა მეუფის გინებისათვის შეურაცხჰყავ დაზარალებული; რამეთუ თუკი ამქვეყნიურ ხელმწიფეთა შეურაცხჰმყოფელნი არ რჩებიან დაუსჯელნი, მით უმეტეს, უმკაცრეს სასჯელს ექვემდებარებიან ზეციური მეფის შეურაცხჰმყოფელნი. ცოდვის სიმძიმე დააწვება ყველა უსამართლოს.

    როგორც იუდეველებმა, ასევე საძაგელმა ერეტიკოსებმა გაიგონ, რომ სახელმწიფოს აღმშენებელნი, მცველნი, მოძღვარნი და მხსნელნი არიან ქრისტიანენი. დაე, უწყოდნენ დაუოკებელმა, გარყვნილმა იუდეველებმა და ერეტიკოსებმა, რომ ღვთისმოშიშთა წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა და თუ ოდესმე რაიმე უკეთურის ქმნას ინდომებენ, ერთი მეორის მიყოლებით იდევნონ, რაითა მართლმადიდებელ ქრისტეანთა სახელის გაგონებისა ეშინოდეთ და მათ აჩრდილთა წინაშეც კი ძრწოდნენ.

    იქნებ არ უწყით, როგორ მოიქცა იოანე ნათლისმცემელი, როდესაც საქორწინო სჯულის შემრყვნელი დესპოტი იხილა? გაბედულად ამხილა იგი და უთხრა: “არა ჯერ-არს შენდა, ვითარცა ცოლად გესუა ძმის ცოლი შენი” (მარკოზი 6-18); ხოლო მე უსამართლო მსაჯულებსა და უსჯულო საქორწილო ურთიერთობებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ღვთის მოკიცხარებზე. სიკვდილმაც რომ გიწიოთ, ძმის შეგონება ნუ დაგზარდებათ, რამეთუ ამგვარი ღვაწლი მოწამეობაა ქრისტეს სახელისათვის. განა თვით იოანეც მოწამე არ არის? არც კერპთადმი შეწირვა მოუთხოვიათ მისთვის და არც კერპთაყვანისცემა, არამედ საღმრთო სჯულის სიწმიდისათვის გასწირა თავი, რამეთუ ხედავდა, როგორ ითრგუნებოდა იგი.

    წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: “მრავალგზის გამცნებთ უღვთო ერეტიკოსთა შესახებ, საყვარელნო და კვლავაც გევედრებით, ნურაფერი გექნებათ ერეტიკოსებთან საერთო: ნურც ტრაპეზი, ნურც მეგობრობა, და სიყვარული. ვინც ასე არ იქცევა, უცხო ექმნება ქრისტეს ეკლესიას. ანგელოზებრივი სიწმინდითაც რომ ცხოვრობდეს ვინმე და სიყვარულის და მეგობრობის საკვრელით იყოს შეკრული ერეტიკოსებთან – უცხოა იგი ჩვენი უფლის იესო ქრისტესათვის. როგორც ქრისტესადმი სიყვარულით ვერ ვძღებით, ასევე მის მტერთა სიძულვილითაც ვერ უნდა გავძღეთ, რამეთუ უფალი თავად ბრძანებს: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი არს ჩემი.” ( მათე 12 – 30)

    წმიდა მოციქულთა საქმეებში წერია, როდესაც მოციქულნი პეტრე და იოანე ჩავიდნენ სამარიას, სიმონ მოგვმა მიუტანა მათ ფული და უთხრა:” მომეცით მეცა ხელმწიფებაი ესე, რაითა რომელსა დავასხნე ხელნი, მიაქუნდეს სული წმიდაი” (საქმე მოციქულთა 8, 19) წმ. მოციქულებს ამის გამო სასიკვდილოდ კი არ გაუწირავთ იგი, არამედ სიკვდილით მაშინ დაისაჯა სვიმონ მოგვი, როდესაც სრულ უკეთურებამდე მივიდა და ღვთისმოსავ მორწმუნეთა გახრწნა და ცდუნება დაიწყო.

    ასევე მოიქცა წმიდა იოანე ღვთისმეტყველი. სანამ კვინოპი თავისთვის იყო და არ ეხებოდა მართლმორწმუნეთ, მოციქულს იგი არ განუკითხავს, მაგრამ როდესაც ქალაქში მართლმადიდებელთა საცდუნებლად ჩამოვიდა, სიკვდილით დაისაჯა.

ასე მოიქცა ფილიპეც, რომელიც მანამ არ შეხებია მღვდელმთავარს და არ განუკითხავს, სანამ არ დარწმუნდა, რომ იგი მართლმადიდებელთა საცდუნებლად იყო ჩამოსული. აი, მაშინ კი დასაჯა სიკვდილით. ასევე, არც მოციქულ პავლეს უძებნია ელიმა მოგვი დასასჯელად და არც განუკითხავს, მაგრამ, როგორც კი იხილა მისი მზაკვრობა – რამეთუ ანთვიპატეს შეცდენა სურდა – დააბრმავა იგი. (საქმე მოციქულთა 13, 6-11)

    ზუსტად ასევე იქცეოდნენ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები, წმიდა ეკლესიის მოძღვარნი და მღვდელმთავარნი. ასე მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი, სანამ დარწმუნებული იყო, რომ კონსტანტინოპოლში მცხოვრები არიანელები ჯერ კიდევ არაფერს ერჩოდნენ მართმადიდებლებს, არ ცდილობდა, რაიმე ვნება მიეყენებინა მათთვის, მაგრამ, როგორც კი იხილა, რომ არიანელებმა ხალხის ცდუნება და გარყვნა დაიწყეს და ერთარსობის საწინააღმდეგო ერთგვარი კითხვა-მიგებაც კი შეთხზეს, მაშინ მღვდელმთავარი მეფეს ამ უკანასკნელთა ქალაქიდან გაძევებას შეევედრა.

    წმ. პორფირეს, ღაზელ ეპისკოპოსს მანამ არ განუკითხავს ღაზაში მცხოვრები მანიქეველნი, ვიდრე ისინი მართლმორწმუნეთა შერყვნას დაიწყებდნენ, მაშინ წმ. პორფირემ ჯერ დაამუნჯა, ხოლო შემდეგ სასიკვდილოდ განსაჯა ისინი.

    წმ. ლეონ კატანელსაც უცებ არ განუსჯია სასიკვდილოდ ერეტიკოსი ილიოდორე, მაგრამ, როდესაც ეს უკეთური ათასგვარი საცდურის საქმნელად მივიდა ეკლესიაში და მართლმორწმუნეთა დაბრკოლებას შეუდგა, გამოვიდა ლეონი ეკლესიიდან და ლოცვით ცეცხლს მისცა ილიოდორე, შემდეგ კი ისევ ტაძარში შებრუნდა და საღმრთო წირვა აღასრულა.

    ასე მოიქცა წმ. თეოდორე ედესელიც. მრავალნი იყვნენ ერეტიკოსები ედესაში და როდესაც მღვდელმთავარმა იხილა, როგორ უკეთურებამდე დავიდნენ ისინი და აცდუნებდნენ მართლმადიდებლებს, ძარცვავდნენ საეკლესიო ქონებას, ბაბილონს გაემგზავრა და ერეტიკოსთა მოსპობას შეევედრა იმპერატორს.

    მრავალი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება წმიდა წიგნებიდან. თუ ერეტიკოსები მართლმადიდებლებს არას ერჩოდნენ, არც წმიდა და ღირსი მამები განიკითხავდნენ მათ, მაგრამ როგორც კი მართლმორწმუნეთა ცდუნებას შეეცდებოდნენ ისინი, მკაცრად სჯიდნენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, რამეთუ ამჟამად გამოჩეკილმა ერეტიკოსებმა ერს ისეთი სულიერი წარწყმედა და ზიანი მოუტანეს და იმდენი მართლმორწმუნე შეიტყუეს იუდაისტურ ერესში, რომ მათი აღრიცხვაც კი შეუძლებელია. ამიტომ თითოეული მართლმადიდებელი მოვალეა, გამოააშკარაოს და აღმოფხვრას მათი მზაკვრობა. ხოლო ამგვარი მოღვაწეობა თანაზიარს გაგვხდის ზეციური სასუფევლისა.

პირველი ნაწილის დასასრული

ჩამოიტვირთეთ (download)–>ღირსი იოსებ ვოლოცკელი PDF

28 Responses to “სიტყვა ერეტიკოსთა სამხილებლად”

  1. abu Says:

    მადლობა დიდგორს, რომ ასე ცდილობს მართალი სიტყვის დაცვას და გვასწავლის, ამას რომ ვკითხულობ ვგრძნობ რომ რწმენაში ვმტკიცდები.

  2. sandro Says:

    დიდად ღვთივსულიერი წერილია! ასეთ წერილებს რომ გვიმალავდნენ იმიტომაც გვესმოდა არასწორად სექტანტებისადმი სიყვარულ-ტოლერანტობის საკითხები.

  3. ნიკა Says:

    ვთხოვ, რედაქტორს, აიტანოს წარმოდგენილი ვიდეო წერილის ცენტრალურ ნაწილში.

    • mariami Says:

      didi madloba da miyvarxar nika!

      • ელენა Says:

        მარიამივით მეც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ”დიდგორის” რედაქციას და პირადად ბატონ ნიკა გვარამიას, რომ ვიდეო წმინდა ფსალმუნთგალობანი თან ერთვის საეკლესიო წერილებს, ძლიერ ამაღელვებელია კეთილი სულისთვის, ხოლო ეს გალობანი ბოროტ სულთა შემმუსვრელ ზღუდედ აღემართებიან! ლოცვითა და მარხვითა განიდევნებიან!

    • კახა Says:

      თქვენი აზრი მაინტერესებს მამა თეოდორე გიგნაძეზე, ძალიან განათლებული და კარგი მოძღვარია.

      ===========

      – უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

      – ეკლესიას ეკრძალება ყოველგვარი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა. გაუგებარია, რატომ ახსენებენ მკალავიშვილს და მის მომხრეებს მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად. ისინი ისევე არ არიან მართლმადიდებლები, როგორც სექტანტები. მართლმადიდებლობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. მართლმადიდებლობა და ეკლესია რელიგიური სინონიმებია, ხოლო მკალავიშვილი განკვეთილია მსოფლიო (არა მხოლოდ ქართული) ეკლესიიდან, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულიდან (იგი არც ბერძნულ ეკლესიაშია). მართლმადიდებლები სექტების მიმართ მკალავიშვილის საქციელს, ქმედებას აღვიქვამთ, როგორც ორ სხვადასხვა სექტას შორის დაპირისპირებას.

      რაც შეეხება სექტების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, ისინი არასოდეს ყოფილან და ვერც იქნებიან პრობლემა ეკლესიისათვის. სექტანტები ვერასოდეს დაასუსტებენ ეკლესიას. თავისი მამა-პაპის სჯულის მოღალატე ეკლესიაშიც დარჩენილი, ყოველთვის ცუდი ქრისტიანი, პოტენციურად უფლის მოღალატე, ანუ იუდა იქნებოდა. მაგრამ სექტანტები პრობლემას სახელმწიფოს უქმნიან. ასუსტებენ მის ძლიერებას, არღვევენ მთლიანობას, უკარგავენ მებრძოლ სულს. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით ისინი ერის მოღალატენი არიან; ხოლო ჩვენთვის, ეკლესიისათვის კი უძღები შვილები და დაკარგული ცხვრები, რომლებიც კვლავ სიყვარულით უნდა მოვიზიდოთ დედა ეკლესიაში არა ჩვენი საჭიროებისათვის, არამედ მათი სულების გადასარჩენად და სახელმწიფოს ძლიერებისთვის. (მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
      http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm#3

      • კახა Says:

        ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34100211

      • კახა Says:

        მგონი ეს მეორე ნაწილია😦

      • ნიკა Says:

        პასუხი კახას:

        ———

        ა) განათლება არ წყვიტავს ჭეშმარიტი მოძღვრობისა და მღვდლობის საკითხს, არამედ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მღვდელთავარის უფალ იესო ქრისტეს სჯულის აღსრულება!

        სამწუხაროდ, საპატრიარქოს მრევლისათვის დამახასიათებელი გახდა პირადი სიმპათია ანთიპატიით მოძღვართა ავ-კარგიანობის დადგენა და არა ღვთის სჯულის მიხედვით.

        ბ) ხოლო ხმა სჯულისა ბრძანებს: “ვისაც ღმერთთან მეგობრობა უნდა, დაე, ჩემი მეგობარი იყოს, რამეთუ სჯულის მეგობარი ყოვლითურთ ღმერთის მეგობრად შეიქმნება” (წმ. გრიგოლ ნოსელი).

        გ) ახლა განვიხილოთ არის კი მღვდელი თეოდორე გიგნაძე სჯულის მეგობარი? არა, არ არის! რატომ? იმიტომ რომ იგი არ მორჩილებს წმინდა ეკლესიის პირველ მღვდელმთავრის უფალ იესო ქრისტეს მოციქულთა და წმინდა მამათა სამართალს:

        —————————-

        1) ხმა სჯულისა ბრძანებს, საეკლესიო კრების მოწვევამდე განუდგეს მღვდელი ერეტიკოს პატრიარქს (ორგზისი კრების 15 კანონი), თეოდორე გიგნაძე კი პირიქით სჯულის საპირისპიროდ მორჩილებს ერეტიკოს პატრიარქს და მის სინოდს.

        2) ხმა სჯულისა ბრძანებს, განიკვეთოს მწვალებლებთან მლოცველი იერარქები (მოციქულთა 45 კანონი), თეოდორე გიგნაძე კი პირიქით სჯულის საპირისპიროდ მწვალებლებთან მლოცველ პატრიარქთა განდიდებას და მორჩილებას ეწევა.

        3) ხმა სჯულისა ბრძანებს, ჭეშმარიტ სამღვდელოებად იწოდებოდეს ერეტიკოს პატრიარქთაგან განდგომილი სჯულის აღმსრულებელი სამღვდელო იერარქთა საკრებულო (ორგზისი კრების 15 კანონი), თეოდორე გიგნაძე კი პირიქით სექტანტებად და განკვეთილებად აცხადებს ერეტიკოსთაგან განდგომილთ, ამით კი გმობს საეკლესიო სამართალს და ცრუობს ღვთის ტახტის წინაშე, რითაც აცდუნებს მასზე მინდობილ მრევლს.

        უფალი კი მაცთურ მოძღვართა შესახებ ბრძანებს: “ვაი, მას ვისი მეშვეობითაც მოვა ცდუნება, მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.” (ლუკა 17, 1-2)

        უფლის სჯულის დამრღვეველი, ბუნებრივია, რომ არ არის უფალთან. ახლა, მე ვსვამ კითხვას, ვინ გამოდის სჯულის დამრღვეველი მღვდელი თეოდორე გიგნაძე? ამაზე, დაე, თავად უფალს მოვუსმინოთ: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი არს ჩემი.” ( მათე 12 – 30)

        “დიდგორი” – ის პრეს-მდივანი ნიკა გვარამია

      • ნიკა Says:

        თედორე გიგნაძე წერს: მართლმადიდებლობა და ეკლესია რელიგიური სინონიმებია, ხოლო მკალავიშვილი განკვეთილია მსოფლიო (არა მხოლოდ ქართული) ეკლესიიდან, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულიდან (იგი არც ბერძნულ ეკლესიაშია).

        ————-

        რომელ ბერძნულ ეკლესიაში არ არის მკალავიშვილი? მოციქულთა 45 და ორგზისი კრების 15 კანონთა საპირისპიროდ განა კათოლიკებთან და სხვა ერეტიკოსებთან მლოცველ პატრიარქთა ეკლესიაში თეოდორე გიგნაძესავით შეიძლება რომ იყოს ჭეშმარიტი სასულიერო პირი? შეუდარეთ თეოდორე გიგნაძის სიცრუე და მოციქულთა 45 კანონი და სხვა კანონები ამ ვიდეოს.

      • ნიკა Says:

        ზედა ვიდეო კონსტანტინოპოლის პატრიარქის სჯულის გამცემლობას ეხებოდა, და რომელ ბერძნულ ეკლესიას გულისხმობდა თეოდორე გიგნაძე იქნებ ამას – საბერძნეთის ეკუმენისტური ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსისას ალბათ

      • ნიკა Says:

        ან იქნებ ბულგარეთის ამ ეკლესიას გულსხმობდა თეოდორე გიგნაძე ქრისტეს მისტიკურ სხეულად?

      • ნიკა Says:

        ან იქნებ რუმინეთის ეს ეკლესიაა ქრისტეს მისტიკური სხეული

      • ნიკა Says:

        ან იქნებ რუსეთის ეს ეკლესიაა თეოდორე გიგნაძისთვის ქრისტეს მისტიკური სხეული?

      • ნიკა Says:

        ან იქნებ ეს არის ქრისტეს მისტიკური სხეული:

        “ილია II თავის სინოდთან ერთად აგრძელებს მწვალებლებთან თანალოცვას, მის წირვას სამების ტაძარში დაესწრნენ მონოფიზიტები სასომხეთიდან და მაჰმადიანები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ქუვეითიდან”
        https://didgori.wordpress.com/2009/08/29/პრეზიდენტობის-კანდიდატთ/

      • ნიკა Says:

        ან იქნებ ეს არის ქრისტეს მისტიკური სხეული, თეოდორე გიგნაძის პატრიარქი წირვაზე და წირვის შემდეგ ყველა ერეტიკოსთან?

      • ნიკა Says:

        და ბოლოს, აქ ამ ვიდეოში, თუკი რამ სექტა არსებობს დედამიწაზე თითქმის ყველა იყო რომის პაპის საპანაშვიდო ლოცვაზე! აი აქაც სულ ახლახანს დელეგაცია გააგზავნა თეოდორე გიგნაძის პატრიარქმა, მიტროპოლიტების გერასიმეს და დანიელის ხელმძღვანელობით! და ნახეთ ისინი ამ ერთობლივ ლოცვაზე ყველა კონფესიის წარმომადგენელთან ლოცვაზე! რა ვუყოთ მოციქულთა 45 კანონს და სხვა კანონებს? ქრისტეს ეს კანონები თეოდორე გიგნაძის ამ მღვდელმთავრებისთვის არ არსებობს, ეს არის ქრისტეს მისტიკური სხეული? ცრუობს თეოდორე გიგნაძე, და მით უარესი მისთვის, რომ განათლებულია და ასე შეგნებულად გმობს ქრისტეს სამართალს!

      • ნიკა Says:

        რაც შეეხება, კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტრად გამოცხადებას, მღვდელ თეოდორე გიგნაძეს ვურჩევთ, ჯერ თავისი თვალიდან ამოიღოს ერეტიკული დირე და მერე სხვას ამოუღოს მხილებით თვალიდან ბეწვი! ზედა ვიდეოებს შეუსაბამოს მკითხველმა სჯულის კანონები, განსაკუთრებით მოციქულთა 45 – ე კანონი და ორგზისი კრების მე- 15 კანონი და კეთილგონიერი ადამიანი ადვილად მიხვდება ვინც არის მართლმადიდებლობის მტერი!

      • ნიკა Says:

        p.s. სექტებთან მიმართებაში, “დიდგორი” – ის რედაქცია იზაირებს ღირსი მამის იოსებ ვოლოცკელის ამ წერილს, ამაზე უკეთესად რა შეიძლება ვთქვა? წერილის სრული ვერსია იხ. რუსულ ვერსიაში შემდეგ ბმულზე: http://didgoriru.wordpress.com/2010/03/07/osujd_eretikov_iosifa_volock/

      • ნიკა Says:

        მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

        მოციქულთა 45-ე კანონის განმარტება:

        არისტინი: ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი განიკვეთება; და ვინც მათ კლერიკოსებად ცნობს, დამხობილ იქმნება. ხუცესი ან დიაკონი, ერეტიკოსებთან ერთად თუ მხოლოდ ილოცებს, განიკვეთება; თუ ნებას მისცემს მათ, შეასრულონ რაიმე წესი, როგორც ხელდასხმულებმა და კლერიკოსებმა, დამხობილ იქმნება.

      • ნიკა Says:

        „ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.” (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)

        ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

        „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

      • ნიკა Says:

        დასკვნა: ახლა კი ამ ვიდეო კომპრომატებზე მისადაგებული კანონიკური განჩინებების მცირე მიმოხილვის შემდეგ, საპატრიარქოს მრევლს ვეკითხებით, ვინ უფრო მაღალია თქვენთვის ქრისტეს მოციქულთა კანონი თუ ამ კანონის დამრღვევი კონსტანტინოპოლის და საქართველოს თუ სხვა ქვეყნის სჯულის მგმობელი პატრიარქები? ან ვინ უფრო მთავარია თქვენთვის ქრისტე თუ მისი სამართლის მიერ ამ მოკვეთილ პატრიარქთა მორჩილი სიცრუის მეტყველი მღვდელი თეოდორე გიგნაძე? ნება თქვენია, გააკეთეთ ერთხელ კიდევ არჩევანი ქრისტესა და ბელიარს შორის!

      • ლადო Says:

        ვეთანხმები თქვენს განმარტებებს, ბატონო ნიკა! უფრო სწორედ ვეთანხმები თქვენს მიერ მოწოდებულ ღმერთის კანონებს! მართლაც რომ სამარცხვინოა და სამარცხვინოზე სამარცხვინოა ის რასაც თავად კონსერვატორი კათოლიკები აღუშფოთებია და ამ დროს მღვდელი თავს სდებდეს მართლმადიდებლობაზე, განკვეთილებად უდანაშაულო მღვდლებს აცხადებდეს, იმ დროს როცა ეკლესიად რომის პაპის მეგობარ ილია პატრიარქს ქრისტეს მისტიკურ სხეულად გვიმტკიცებს და მისი კალთის ქვეშ გვმოძღვრავს! ამ ვიდეოს ვუძღვნი თეოდორე გიგნაძეს და მის მრევლს

      • davit Says:

        ხალხო გესმით ჩემი?! კი ბატონო გამეგო სექტები,პაპები, და სხვა ამბები, მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე, ასეთ ეშმად თუ იყო გადაქცეული კაცობრიობის რწმენა ნამდვილად ამ დიდგორზე გავიგე! ღმერთმანი დრო ცოტა დარჩა, ხალხოო!„ აპოსტასია? რა აპოსტასია და რის აპოსტასია ეს არის 9 გზის აპოსტასია! იმადაც ხდება საშინელებები! ახლა ისლანდიის თუ ირლანდიის არ ვიცი ვისი რა ვულკანის ღრუბლებით დაიფარა ზეცა და შეწყდა ევროპასთან კავშირი…ვივა პაპააააააააააააააა!

      • კახა Says:

        😦 ამდენ ამბებს არ ველოდი

      • dato (lenon) Says:

        მე არ მწამს არც წმინდა და არც არა წმინდა რუსი მამების, ყველანი საქართველოს მონად თვლიდნენ წმინდებიც და კირილეც…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: