9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

     მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ.

9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

zviadi_2

 „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოიკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

9 აპრილის გმირები

     1985 წელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნის კურსის გამოცხადამ, რამელიც დანგრევის პირას მისული სსრკ-ს მოდერნიზაციისთვის მოიგონეს „დემოკრატიის მამებმა”, გამოიწვია საბჭოთა კავშირის შემადგენელობაში ძალადობით შეყვანილი სახელმწიფოებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა. ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ ყველაზე დიდი მასშტაბები მიიღო საქართველოში, ჩამოყალიბება იწყეს სხვადასხვა პარტიებმა და პოლიტიკურმა ოროგანიზაციებმა, რომელსაც მაშინ არაფორმალურ გაერთიანებებს უწოდებდნენ. გაჩნდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და საქართველოს გათავისუფლებისა, რომელსაც ყოველთვის სათუთად, გულში ინახავდა ქართველი კაცი.

     ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ, განსაკუთრებით მძლავრი ხდება 1988 წლიდან. ქართველი მამულიშვილების ძალისხმევით ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.  1989 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი წამოაყენეს. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო პოლიტიკური შიმშილობა.

     ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნები კომუნისტური ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამჭრელი ზომები მიეღო და ძირშივე აღეკვეთა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. 1989 წლის 8 აპრილს, კრემლის დავალებით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მკაცრდებოდა მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების აღკვეთის მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით შეიქმნა მიტინგის დარბევის „იურიდიული” საფუძველი.

     9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

     სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სადამსჯელო ჯარებმა, რომელსაც გენერეალი ი. როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ქართველი მამულიშვილების აქცია სისხლში ჩაახშო. საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ეროვნული მოძრაობა 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორად თვლის დღესაც დაუსჯელია!  საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. 9 აპრილს უღმერთო-კომუნისტურმა სადამსჯელო ორგანობმა ადამიანების მოსაწამლად გამოიყენეს მანამდე უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.

     9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

     საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდაც დაჰკრავს… ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…

     საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა!

„დიდგორის” რედაქცია


      ჩვენ გვსურს საგანგებო განცხადება გავაკეთოთ 9 აპრილთან დაკავშირებით და საბჭოთა ჯარების ბარბაროს ჯარისკაცთა გვერდით დავაყენოთ საქართველოს „პატრიარქი” ილია მეორე შიოლაშვილი, რომელმაც 9 აპრილის შემოქმედ ედუარდ შევარდნაძესთან შეთქმულებით მომავალშიც გააგრძელა  ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუას „ნიჩბებით” მრავალტანჯული ქართველი ერის სხეულისა და სულის აჩეხვა!

     დააკვირდით, 9 აპრილის ღამის მიტინგზე, ამ იუდა “პატრიარქის” გამოსვლას: ის კი არ მოუწოდა ქართველ ერს ფეხი არ მოვიცვალოთ ამ გადამწყვეტ ომში ჩვენი მტრების წინააღმდეგ და დავდოთ თავი ქრისტეს სამსხვერპლოზე და მისი რწმენის ერთგული ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი სამშობლოს წინაშეო, არამედ მოუწოდა სამარცხვინო ღალატისკენ, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაპარვისკენ, იუდა მოღალატის გზისკენ! რადგან იგი საბჭოთა კავშირის უშიშროების „შპიონაჟის” უმაღლესი გენერალი „ივერიელი” იმ ღამესაც ასრულებდა გენერალ „როდიონოვის” მხარდამხარ თავისი საკუთარი ხელმწიფის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მასონ მიხეილ გორბაჩოვისა და მისი მარჯვენა ხელის ასევე მასონთა ლოჟის ხელდასხმულ გამორჩეული სისხლისმსმელი დემონის ედუარდ შევარდნაძის უშუალო დავალებებს.

 „დიდგორის” მართლმადიდებლობის პრესსამსახური 

თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა, 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლისა, კომაროვის სკოლის X კლ. მოსწავლე. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა. 51- ე საშუალო სკოლის მოსწავლე.

ნანა სამარგულიანი, 30 წლისა, თბილისიდან. მარინე ჭყონია – სამარგულიანი, 35 წლისა, თბილისიდან. ნატო გიორგაძე, 23 წლისა, ჩოხატაურის რაიონიდან.

თინა ენუქიძე, 70 წლისა, თბილისიდან. ნინო თოიძე, 25 წლისა, მახარაძის რაიონიდან. ზაირა კიკვიძე, 61 წლისა, თბილისიდან.

ვენერა მეტრეველი.  თამარ მამულაშვილი, 50 წლისა, თბილისიდან. მზია ჯინჭარაძე, 43 წლისა, თბილისიდან

 შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი, თელავის რაიონიდან (სოფ. აკურა). ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლისა, თბილისიდან. მამუკა ნოზაძე, 22 წლისა, ლაგოდეხის რაიონიდან.

აზა ადამია, 22 წლისა, სტუდენტი,  გეგჩკორის რაიონიდან. თამუნა დოლიძე, 28 წლისა, თბილისიდან. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლისა, თბილისიდან

მანანა ლოლაძე, 33 წლისა, თბილისიდან. გია გიორგის ძე ქარსელაძე, 25 წლისა, თბილისიდან. მანანა მელქაძე, 23 წლისა, თბილისიდან. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: