ქ-ნ ლეილა ცომაიას სიცოცხლე საფრთხეშია!

შეწყდეს ტერორი ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის  წარმომადგენლებზე!

     ძვირფასო თანამემამულენო! 2009 წლის თებერვალში, გამოიცა გაზეთ განმათავისუფლებელის მორიგი, მე-19-ე, ნომერი, სადაც, პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ამ დამოუკიდებელი ეროვნული გაზეთის რედაქტორის ქ-ნ ლეილა ცომაიას წერილი სათაურით: – „მზიანი მეუფე, რომელიც სააკაშვილის სპეცსამსახურებმა მოჰკლეს“, ხოლო მე-13-ე მე-14-ე მე-17-ე გვერდებზე განთავსდა აწ განსვენებული სასულიერო პირების, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტ შიო ავალიშვილისა და ნიკორწმინდელი ეპისკოპოს ამბროსი ქათამაძის საბოლოო წერილი კათალიკოს-პატრიარქისადმი: – „ეკლესიაში არაფერია საიდუმლო და დაფარული“.

leila-comaia_3

     ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ, გაზეთის რედაქტორის მიმართ დაიწყო მუქარა, რომელსაც უცნობი პირები ეწვიან სატელეფონო ზარების მეშვეობით.  მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან მხოლოდ იმისთვის, რომ პირნათლად ასრულებს თავის ჟურნალისტურ ვალს – თქვას პირუთვნელი სიმართლე!

leila-comaia_2

ოფ. საპატრიარქოსგან უკანონოდ განკვეთილი ეპ. ამბროსი ქათამაძე და ქ-ნი ლეილა ცომაია
(ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებისას)

    მუქარის ლოგიკურ დასასრულად იქცა ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, კალაუბნის ზემო ბეთლემის ეკლესიის მღდლების უარყოფითი დამოკიდებულება და მისთვის ზიარებაზე უარის თქმა. ქ-ნი ლეილა ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია  და ძლიერ განიცდის ყოველივეს, რაც ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას ეხება. ქ-ნი ლეილას საქართველოში იცნობენ, როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეს. დიდია მისი დამსახურება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერის საქმეშიც. იგი ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლად რჩება. მიუხედავად  უკიდურესი შევიწროვება-უსახსრობისა, ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოში სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის აღდგენისათვის.

leila-comaia_1

 ქართველი მართლმადიდებლებისთვის ტაბუდადებული თემა
ანუ
 დუმილი – რომლითაც უფალი გაიცემა!

     პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები პროტესტს გამოვთქვამთ ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველი სამღვდელოების და მრევლის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის გამო. ე.წ. „პატრიარქისტები“ არ ერიდებიან აგრეთვე „დიდგორის“ რედაქტორისა და პრეს-სამსახურის ხელმძღვანელობის მისამართით დედის, ოჯახის და შვილების გინებას. ასეთი „მართლმადიდებლები“, ბილწსიტყაობით „იცავენ“  ჭეშმარიტ  მართლმადიდებლობას! ხშირად გაისმის ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაც! აშკარაა, რომ პუტჩისტური ეპოქიდან შორს არ წავსულვართ!

     ღმერთმა დალოცოს ქ-ნი ლეილა და ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამინ.

     იოსებ ღუდუშაური

     P.S

     „დიდგორის“ მკითხველს შეუძლია გამოეხმაუროს ამ წერილს კომენტარებში.

————————————————————————————————————————————————-

მღვდელსქიმმონაზონი ანატოლი ოპტელი

განდგომილება

     წმიდა მოციქულთა შემდეგი განწესებების თანახმად, მწვალებლობასთან ერთად ეკლესია-მონასტრებში ეშმაკნი შევლენ და მაშინ ისინი წმიდა სავანეები კი აღარ   იქნება, არამედ მხოლოდღა კედლები, რომელთაც საღმრთო მადლი განეშორება: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი (ტაძარი) კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს (ტაძარს)…თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი (ტაძარი), გაიქეცი შინ, რადგან მათ შეაგინეს იგი”. (წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მე-9 და მე-10 განწესება)

იხ. სრულად –> http://bpg.sytes.net/Didgori/default.asp?bpgpid=89&pq=&pqpg=&pg=1

ბმული: –> იხ. ბეთანიის მონასტრის ანათეზმატიკები

 

 

7 Responses to “ქ-ნ ლეილა ცომაიას სიცოცხლე საფრთხეშია!”

  1. გიორგი წულაძე Says:

    ქალბატონ ლეილას მივესალმებით „დიდგორის“ პრესსამსახური უფლისმიერი სიყვარულით! დაე, უფალი შეეწიოს მას სამშობლოს კეთილმსახურებისთვის დევნილობის ჟამს. წავიკითხეთ, რომ ბეთანიის მონასტერში მას უარი ეთქვა ზიარებაზე მისი ეროვნულ-სარწმუნოებრივი პოზიციის გამო. ალბათ ქ-მა ლეილამ ჯერ არ იცის ის რომ ეკუმენისტურ ტაძრებსა და მონასტრებში ზიარების მიღება და საერთოდ წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკუმენისტი პატრიარქის იურისდიქციაში საეკლესიო სამართლის განწესებებით არ შეიძლება. მას ალბათ კითხვა გაუჩნდება, მაშ სად მივიდეს და რომელ ტაძარში. მას შეუძლია მივიდეს ეკლესიაში მღვდლებ ზურაბ და გელასი აროშვილებთან, მღვდელმონაზონ გრიგოლ კობახიძესთან, მამა ბასილ მკალავიშვილთან, რომლებიც მღვდელმოქმედებენ თბილისში, ან პარიზიდან შეუძლია აიყვანოს მოძღვარი მამა გიორგი სხილაძე. ყველა ეს სასულიერო პირი განდგომილია ეკუმენისტურ საპატრიაქოდან და დააყენებენ მას და მის ოჯახს ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე.

    სიყვარულით ქრისტეში „დიდგორის“ რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

  2. betaneli Says:

    ბ-ნო გიორგი, მომიტევეთ მაგრამ იმათ დავუტოვოთ ტაძარი, რომლებიც ჭეშმარიტებას ებრძვიან?!

    აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას განქიქებას დღესაც ეწევა ბევრი უღირსი სასულიერო პირი.

    როდესაც მრევლი იქ არის, მაშინ ამდენს ვეღარ ბედავენ!

  3. stalker Says:

    batono betanielo, didi bodisit magram martlmadideblebs gvevaleba martlmadidebeli kanonebit vixemzrvanelot da ara imit visac tavsi azrad ra mogviva; tqven wmida mociqulebs imedia ar seewinaarmdegebit, etyoba tval gadaavlet mat kanons da ar gansajet: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი (ტაძარი) კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს (ტაძარს)…თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი (ტაძარი), გაიქეცი შინ, რადგან მათ შეაგინეს იგი”. (წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მე-9 და მე-10 განწესება), xolo ekumenizmi rom borotmorwmunoebaa aq xom araferia sakamato? eseigi mociquli gvibrzanebs ar mixidevet ketilmsaxuri qristianebi ekumenistta tazrebsio…

  4. stalker Says:

    “აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას განქიქებას დღესაც ეწევა ბევრი უღირსი სასულიერო პირი.

    როდესაც მრევლი იქ არის, მაშინ ამდენს ვეღარ ბედავენ!”- brzanebt tqven batono chemo, magram am shemtxvevashi zviad gamsaxurdia ra shuashia? laparakia qristeze da eshmakze, qriste gamoisaxeba misi mociqulebis da misi wminda mamaebis kanonebshi, xolo eshmaki am kanonebis daumorchileblobasi! zviadi ki upirvelesi iyo ara sakutari an raime adamianuri avtoritetis dacvasi, aramed qristes sjulis, eseigi qristes kanonebis dacvasi!

  5. ლომისა Says:

    ძვირფასო მკითხველო!

    ამ წერილში დაშვებული იქნა უზუსტობა: ეს ამბავი, რომლიც ქ-ნ ლეილა ცომაიას შეემთხვა, კერძოდ ზიარებაზე უარის თქმა, მოხდა კალაუბნის ზემო ბეთლემის ეკლესიაში და არა ბეთანიის მონასტერში, როგორც ადრე იყო წერილში.

    ამ უზუსტობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ რედაქტორი.

    დიდ ბოდიშს ვიხდი დაშვებული უზუსტობის გამო.

    რედაქტორი

  6. abu Says:

    unda moxdes am yvelafris mamxilebelta,gaertianeba,bolo unda moegos am yvelafers,ra ubderuebaa,marTlac apostasiaa

    sa.q.m.e

  7. daviti_23 Says:

    “დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო” იმედია დიდი დღე აღარ უწერიათ,უფლის გამცემებს
    sa.q.m.e.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: