მენორას სანთლები ანუ “ხოხმა”

მენორას სანთლები ანუ “ხოხმა”

menoras-santlebi_0

menoras_santlebi_1

მენორა

menoras_santlebi_2

ილია მეორე მენორას სანთლებს ანთებს

Патриарх Грузии встретился с посланником Любавического Ребе
Илия Второй и раввин Михелашвили зажигают ханукальную свечу (фото АЕН) 
      

ТБИЛИСИ, 30 декабря (АЕН) – Вчера по инициативе Каталикоса – Патриарха всея Грузии Илии Второго состоялась его встреча с посланником Любавического Ребе в Грузии раввином Абрамом Михелашвили. Она прошла в резиденции главы грузинской православной церкви. Илия Второй тепло поздравил еврейский народ с праздником Хануки и зажег свечи ханукии, преподнесенной ему в дар раввином Михелашвили.

Затем священнослужители спели первый псалом, патриарх на грузинском языке, а раввин – на иврите. В ходе состоявшейся беседы обсуждались вопросы свободы вероисповедания в Грузии. Илия Второй выразил удовлетворение взаимоотношениями между представителя двух концесий, грузинским и еврейским народом. Было отмечено, что толерантность отношений между представителями традиционных религий в Грузии отличаются взамоуважением и доброжелательностью.

Патриарх – католикос подчеркнул, что братские отношения двух народов благотворно отразились на отношениях двух государств Грузии и Израиля, отметив, что евреи Грузии, вернувшись на историческую родину, сохраняют грузинский язык и грузинские традиции. Илия Второй приветствовал инициативу президента Михаила Саакашвили, который выразил готовность предоставить двойное гражданство евреям, выехавшим на Землю Обетованную.

Михаил Джинджихашвили

წყარო: http://www.kongord.ru/Index/Screst/sk125-10.htm

menoras_santlebi_3

ვიქტორ იუშენკო ანთებს ხანუკას სანთლებს ბროდსკის სინაგოგაში

menoras_santlebi_4

 მიშა სააკაშვილი და სხვანი ხანუკობაზე

     იუდეველები ხანუკას დღესასწაულზე საზეიმოდ ანთებენ მენორას (რვატოტა შანდალს), რითიც გამოხატავენ სურვილს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, თორასთან (მოსეს ხუთწიგნეული) დაბრუნებისა. იუდაიზმის მისტიკური ტრადიცია – ხანუკას, მენორაზე სანთლების დანთების შესახებ ასეთია: “დღეს როდესაც ჩვენ ვანთებთ მენორას, ამით ჩვენ ვანთებთ საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს, როდესაც ჩვენი მენორა ანთია, ამით ჩვენ ვანახებთ ღმერთს, რომ ჩვენ მას ვეძებთ, მივისწრაფით მისკენ. მენორას დანთებით ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვიხილავთ ღვთაებრივ ნათელს ამქვეყნად. (რაბინი ლაზერსონი-“Jewsweek”)

     აქედან გამომდინარე, ის ვინც ხანუკას დროს (გრძელდება რვა დღე) მენორაზე სანთლებს დაანთებს, ამით გამოხატავს სურვილს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიებისა, თორასთან (ძველ აღთქმასთან) დაბრუნებისა. ეს კი ახალი აღთქმის, ჭეშმარიტი მესიის, მაცხოვრის, ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. მენორაზე სანთლების დანთება, რომელიც არის სიმბოლო იუდაიზმისა , ანუ “ახალი” მესიის (ანტიქრისტეს) მოლოდინისა, ნიშნავს ჭეშმარიტ ნათელზე, თაბორის ნათელზე უარის თქმას და რაღაც ახალი “ნათელის” მოლოდინს.

     იუდაიზმის მისტიკურ ტრადიციაში ჭეშმარიტების შემეცნების პროცესი სამ კატეგორიად იყოფა – ხოხმა, ბინა და დაათი. როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს, მათ იერუსალიმის ტაძარში წაბილწეს ზეთი, რომლითაც ებრაელები მენორას (მაშინ იგი შვიდტოტა იყო) ანთებდნენ. მისტიური თვალსაზრისით, ზეთი (შემდგომ იგი სანთლებით შეცვალეს) არის სიმბოლო ხოხმისა (უმაღლესი ღვთებრივი სიბრძნე). იუდეველთათვის ხოხმა არის უმაღლესი ნიჭი , რომელიც უნდა გამოყენებულ იქნას მოსეს სჯულის შემეცნებასა და აღსრულებაში.

     უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი სჯული, რომელიც იყო მხოლოდ აჩრდილი, მინიშნება, მოლოდინი ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტებისა. შესაბამისად მენორაზე სანთლების დანთება, მით უმეტეს იუდეველთა რაბინებთან ერთად ხანუკას დღეებში, არის ქრისტეს უარყოფის, ძველ სჯულთან მიბრუნების სიმბოლური ნიშანი, ანუ “ხოხმა”.

მღვდ. გელასი აროშვილი

წმინდა მოციქულთა 71-ე კანონის განმარტებანი:

71. Если который христианин принесет елей в капище языческое, или в синагогу иудейскую, в их праздник, или возжет свечу: да будет отлу- чен от общения церковного

წმ. მოციქულთა 71 კანონი: თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს.

 წმ. მოციქულთა 71 კანონის განმარტება

  • Зонара. ,,Да будет отлучен от общения церковного”, ибо приношение елея и свещевозжение делает потому, что чтит обычаи иудеев, или язычников. А если чтит их богослужение; то должно думать, что и мыслит так же, как они.
  •  ზონარა. ,,განიკვეთოს ეკლესიური კრებულისაგან”, რადგანადაც ზეთის შეწირვასა და სანთლის მიძღვნას იქმს იმიტომ, რომ პატივს მიაგებს იუდეველთა ან წარმართთა წეს-ჩვეულებებს. და თუ თაყვანს სცემს  მათ ღვთისმსახურებებს, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ იგივენაირად აზროვნებს, როგორც ისინი.
  •  Аристен. Правило 70. Мирянина иудействующего, или мыслящего согласно с язычниками отлучай. Правило 71. Клирика извергай. Мыслящий согласно с иудеями и вместе с ними постящийся, или празднующий, если то клирик, извергается, а если мирянин, отлучается.
  • არისტინი. 70-ე კანონი. ერისკაცი თუ იუდეველობს ან წარმართთაებრ აზროვნებს, განკვეთე. 71-ე კანონი. მღვდელმსახური გააძევე. ვინც იუდეველთა მსგავსად ფიქრობს, მათთან ერთად მარხულობს ან დღესასწაულობს, თუ კლერიკოსია, ელესიიდან გაძევებულ იქნას; თუ ერისკაცია, განიკვეთოს.
  • Вальсамон. В другом месте сказано, что нет никакого общения верному с неверным (2 Кор. 6, 14. 15). Посему и настоящее правило говорит, что подлежит отлучению тот христианин, который празднует вместе с каким бы то ни было неверным, или возжигает елей, или светильник при их ложном богослужении; потому что таковый почитается единомысленным с неверными. По настоящему правилу таковый наказывается снисходительнее, а по другим подвергается более строгим наказаниям.
  • ბალსამონი. სხვა ადგილას ნათქვამია: რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან (II კორ.: 6, 14-15). ამიტომაც, ეს კანონი ამბობს, რომ საჭიროა განიკვეთოს ის ქრისტეანი, რომელიც დღესასწაულობს ნებისმიერ წარმართთან ერთად, ან აღანთებს ზეთს ან სანთელს  მათი ცრუ ღვთისმსახურებისას. რადგანაც, ასეთი ითვლება წარმართების თანამოაზრედ. აღნიშნული კანონით  ასეთი ისჯება შედარებით რბილად. ხოლო სხვა კანონებით, მეტად მკაცრ სასჯელებს ექვემდებარება.
  •  Славянская кормчая. Аще который христианин принесет масло в соборище жидовское, или в церковь еретическую, или в поганску в праздник их, или кадило, или свещу вожжет, да отлучится.
  • სლოვენური ,,სჯულისფიცარი”. რომელი ქრისტეანიც მიიტანს ზეთს იუდეველთა შესაკრებელში ან მწვალებელთა ეკლესიაში მათ დღესასწაულზე, ან იქ საცეცხლურს აღანთებს თუ სანთელს აანთებს, _ განიკვეთოს.

                                                                                                 

14 Responses to “მენორას სანთლები ანუ “ხოხმა””

  1. eljei Says:

    არა და თქვენ წარმოიდგინეთ იუდევლობა თუ მართლამადიდებლობის მტრული აღმსარებლობა იყო არაფერი ვიცოდი.
    აქ წავიკითხე რომ ჩემთვის უსაყვარლესმა მხატვარმა კოლაჟისტმა „გურიჩამ“ გააკეთა კომენტარი! ვთხოვ მას გამომეხმაუროს და მომცეს თავისი ვებ-გვერდის მისამართი, თუკი აქვს საიტი!

  2. davit Says:

    რატომ დუმსო, ეტყობა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის განკვეთა უნდა დედა ეკლესიის წიაღიდან, დაუყირავებია სურათი ისაკაძე მღვდლისა გამოუკრია ტავის ავატარად და იგდებს მასხარად არის ერთ ამბავში, ბრდღვნის ისაკაძის მშობელთა კავშირს. მაგ კავშირისაც გამკვირვებია თან დედა ეკლესიად აღიარებენ პაპისტების მეგობარ თავის მმართველ სინოდსა და თანაც რაღას შფოთავენ და დარბიან ეს ვერ გამიგია, ამდენ თავგზააბნეულ სირბილს მორევივით რომ ტრიალებენ საპატრიარქოს ბატონობის ქვეშ, ეკუმენიზმის გამო რატომ არ განუდგნენ საინტერესოა. თუ ასე მართლმადიდებლობენ სჯულის კანონი მაგათთვის არა კანონობს ნეტავ?

  3. davit Says:

    გუჯა-ჯემალის აღშფოთებაში წაიკითხეთ თან ეს საპატრიარქოს მეგობრული თანამშრომლობა პაპიზმთან:
    ———————
    ——————–
    ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია “ასურელი მამები აღმოსავლურ და დასავლურ საეკლესიო ტრადიციებში” რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კათოლიკური ეკლესია…

    კონფერენციაში მონაწილეობდნენ ორივე ეკლესიის სასულიერო პირები, მღვდლები და ეპისკოპოსები… იყვნენ უცხოელი სტუმრებიც.

    როგორც გავიგე მოულოდნელად კონფერენციაზე შევარდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და შეეცადნენ ჩაეშალათ პრესკონფერენცია! უცხოელი სტუმრები გაოგნებულები იყვნენ, იმდენად უხერხული სიტუაცია შექმნილა უცხოელ სასულიერო პირებს ვერ გადაუთარგმნეს თუ რა მოხდა…

    MMK -ის შევარდნის მიზეზი კათოლიკეები იყვნენ, რომ რა უფლებით იყენებთ კათოლიკეები წმ. მამებსო????

    როდემდე უნდა გაგრძელდეს ველურების თარეში? სირცხვილია რა, უცხოელებთანაც, კათოლიკეებთანაც… რატომ დუმს საპატრიარქო???

    როდემდე?

    This post has been edited by მამა-ჯეMალი on 8 May 2009, 17:07

  4. davit Says:

    გუჯა-ჯემალი და მნათეუსი ნამდვილი ჯვაროსნები არიან, ოოჰჰჰო რასა ქადაგებენ პაპიზმს და რა შრომაში არიან სექტების იდეოლოგიათა გავრცელებისთვის ეჭვს იწვევს უკვე რატომ არიან ეს ორი ახალგაზრდა ასე მონდომებულნი, თუმცა მნათემ ბევრი ამტკიცა ბასილ კობახიძეს არ ვიცნობო და ბოლოს შავი საიტი გაუმზადა ვასილ კობახიძეს, მნათეუსს საპატრიარქოს ფორუმის მგონი დავით ივერიელიც ეხმარება პაპისტური საიტის დამზადებაში

  5. davit Says:

    მღვდლად თავის გამომცხადებელი მევიოლინე ეშმაკის მეტყველი გუჯა-ჯემალ ჰკვრობს: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ველურების თარეში? სირცხვილია რა, უცხოელებთანაც, კათოლიკეებთანაც… რატომ დუმს საპატრიარქო???“–
    ეტყობა ჯემალს ამას რომ წერდა დაავიწყდა შუბებით და დაფდაფებით მოცეკვავე ტიტლიკანა ველურების თარეში ბასილ კობახიძის, მნათეუსის, ლადარიას, ზაზა თევზაძის საყვარელ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, თანაც უცხოელების და კათოლიკების ევროპულ ცივილიზაციის ცენტრში-ჟენევაში, ასე რომ მამათმავალ-ლეზბოსელთა-პოლიგამთა-ტიტლიკანა შამანთა სიველურის თარეშთან რა მოსატანია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის შევარდნა, და ევროპას თუ ვინმეს რამე უნდა გაუკვირდეს კიდევ ესც გუჯ-ჯემალის ზმანებებში ხდება…

  6. ALEXI Says:

    მართლმადიდებლურ ტაძრებში შვიდსანთელა(შვიდტოტა)-დიდი შვიდსანთლიანი შანდალი ტრაპეზზე იდგმება უშუალოდ მაღალი დასაჯდომელის წინ, მსგავსად იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისა, რომელმაც პირდაპირ ტრაპეზის წინ იხილა “..შვიდნი ლამპარნი ცეცხლისანი..რომელნი არიან შვიდნი იგი სულნი ღმრთისადმი” (გამოცხ.4,5). შვიდსანთელა სიმბოლურად აღნიშნავს სულიწმინდის მადლს, რომელიც მორწმუნეებზე გარდამოივლინება შვიდ საიდუმლოში.

    ოდიკი (ანტიმინსი) – წმინდა ბარძიმი ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილია, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.

    • ნიკა Says:

      რუსები პატრიარქ კირილეს ეძებენ პაპის პანაშვიდის ლოცვებზე, ხოლო ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ ზუგდიდ–ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ცხუმ აფხაზეთის დანიელი?

  7. Bambucha Says:

    კარგი მონტაჟია

  8. Tornike Chiboshvili Says:

    შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიასა და აკადემიაში თითქმის ერთროულად მოვედი: დაახლოებით 1987 წელს გარკვეულ პირთა შუამდგომლობით პირველად შევხვდი უწმიდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. ჩემი შეხვედრა ერთ კონკრეტულ ფაქტთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძნელად მოიპოვებოდა ქრისტიანული ლიტერატურა. უცხოეთიდან გამოვიწერე მეცნიერული თვალსაზრისით ფუნდამენტური გამოკვლევის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნის მიკროფილმი, გავაკეთებინე მისი ფოტოფირი და ეს ნაშრომი მეცნიერულად შევისწავლე. წიგნის ავტორი გახლავთ ი. კვასტენი, რომელმაც ინგლისურად გამოაქვეყნა სამტომეული, ფუნდამენტური ნაშრომი ”პატროლოგიის” სახელწოდებით. შემდეგ ეს წიგნები დაუყონებლივ ითარგმნა ფრანგულად და დღეისათვის ფრანგული თაარგმანი უფრო ხელმისაწვდომია.

    მაშინ შევძელი, მომეპოვებინა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი III ტომი, რომელიც მოიცავდა პატრისტიკის ოქროს ხანას – IV-VI საუკუნეებს. ეს იყო დაახლოებით 800 გვერდიანი გამოკვლევა. ნაშრომი მეცნიერულად და ინფორმატიულად იმდენად მნიშვნელოვანი მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე თარგმნა დამეწყო. საქმის ვითარების გასაცნობად და კურთხევის მისაღებად პატრიარქს შევხვდი. აი, ასე შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა.

    ზუსტად იმ პერიოდში საქართველოს პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა, თბილისში დაეფუძნებინა სასულიერო აკადემია და, სხვათა შორის, ეს აზრი იქ მყოფთაც გაგვიზიარა. გულწრფელად გეტყვით, რომ მაშინ ამ იდეის განხორციელება დაუჯერებელი მეჩვენა, მაგრამ ღვთის განგებითა და უწმიდესის დიდი მეცადინეობით აკადემია მართლაც დაფუძნდა და საქართველოს პატრიარქისგან მივიღე მოწვევა, რომ როგორც პატრისტიკით დაინტერესებულ პიროვნებას, პატრისტიკის კურსის ელემენტები წამეკითხა აკადემიაში. შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში გაცილებით მეტი თვითონ ვისწავლე, ვიდრე სტუდენტებმა ისწავლეს ჩემგან. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან მე როგორც ლექტორს სტუდენტების წინაშე წარდგომამდე საეკლესიო ლიტერატურის ზედმიწევნითი გაცნობა და წყაროების მოძიება მევალებოდა. ამის საფუძველზე ვთვლი, რომ აკადემიამ ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით, ძველი ქართული და ძველი ბერძნული საეკლესიო ლიტერატურის წყაროდმცოდნეობითი შესწავლის ასპექტით, უდიდესი როლი ითამაშა.

    ძალიან კარგად მახსოვს აკადემიის დაფუძნების დღე, როდესაც პროფესორ-მასწავლებლებმა ხელი მოაწერეს ქარტიის მსგავს დოკუმენტს. მაშინ შეკრებილნი ვიყავით იმ დარბაზში, სადაც ახლა სატრაპეზოა. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ძალიან ცხოვლად არის აღბეჭდილი და აკადემია ამ მხრივაც წარუშლელი გახლავთ ჩემს სულიერ ცხოვრებაში.

    – მაშინ უფრო მეტი პრობლემა გექნებოდათ, ალბათ, წიგნების მოპოვებაც ჭირდა…?

    – წიგნები იმ დისციპლინაში, რომელსაც მე ვკითხულობ, ახლაც ძნელი საშოვნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე უწინ (სხვა თუ არაფერი, ინტერნეტით აურაცხელი ლიტერატურის მოპოვება შეიძლება), ქართულ ენაზე პატრისტიკის კურსი ფუნდამენტურად დამუშავებული არ არის. აკადემიის დაარსებისას, 1988-89 წლებში შესაძებელი იყო მხოლოდ ერთადერთი მეთოდის გამოყენება და მეც სწორედ ამ მეთოდს მივმართე: ვინაიდან სტუდენტებს ლიტერატურის დასამუშავებლად სათანადო წყაროები არ გააჩნდათ, რაც კი წაკითხული და მოძიებული მქონდა, ლექციებად ვწერდი და მათ ვურიგებდი. ვინც აკადემიაში იმ წლებში სწავლობდა, კარგად ეხსომება, როგორ ხდებოდა ამ ლექციების გამრავლება, ქსეროქსზე გადაღება და გავრცელება. ყველანაირად ვცდილობდი, სალექციო ჩანაწერი ყველას ხელთ ჰქონოდა. ამასთან, მართალია, ეს ყოველივე სტუდენტებისთვის განკუთვნილი დამხმარე საშუალება იყო, მაგრამ არანაკლებ ღირებული პირადად ჩემთვის აღმოჩნდა, ვინაიდან სხვა არის, როცა ზეპირად საუბრობ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, მაგრამ, გაცილებით რთულია, მეტი პასუხისმგებლობაა, როცა წერილობით უნდა წარმოადგინო იგივე საკითხი, ვინაიდან ვალდებული ხარ, დაიმოწმო ძველი ქართული, ბერძნული, სლავური, ლათინური თუ სხვა წყაროები და ა.შ. ფაქტობრივად, ეს უკვე გამოკვლევას უტოლდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მიმართულება მქონდა და ამან ძალიან ბევრი რამ მომცა. რაც შეეხება ლიტერატურის მოპოვებას, აკადემიის არსებობის პირველი წლები, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყველაზე ძნელი იყო. ახლა აკადემიისა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში, უკვე საკმაო რაოდენობის წიგნებია, მათ შორის, ჩემი ხელნაწრი ლექციებიც, რომლებიც ორი სახისაა, შესაბამისად იმისა, რომ პატრისტიკას ორი მეთოდით ვკითხულობდი: ერთი ქრონოლოგიური ხასიათისა იყო – პირველი საუკუნიდან დაწყებული თანმიმდევრობით, მეორე კი თემატური გახლდათ: დაყოფილი იყო ჟანრობრივად: დოგმატიკა, ეგზეგეტიკა, ლიტურგია და სხვა. ორივე სახის ჩანაწერი 10-12 ”ტომად” დღესაც აქვთ შენახული გარკვეულ პირებს.

    – თქვენი ლექციები მართლაც რომ ხელიდან ხელში გადაეცემა სტუდენტებს. ხომ არ აპირებთ, მათ გამოცემას, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს დაინტერესებული პირებისათვის?

    – კარგი იქნება, თუ როდისმე მომეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ყოველივე მეცნიერული ფორმით დავამუშავო. დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ადრეულ ჩანაწერებში სტილურად ბევრი რამ დასაზუსტებელია, შესავსებია და გამოსაკლებია, ანუ დასამუშავებელია. ამას ძალიან სერიოზული გარჯა სჭირდება. ერთ-ერთ სერიოზულ ჩანაფიქრად სწორედ ის მაქვს, რომ ჩემს ხელნაწერებსა და რადიოგადაცემებს თავი მოვუყარო და პატრისტიკის კურსი გამოვცე.

    – თქვენ რამდენიმე წლის წინ გამოსცემდით ჟურნალ ”გზა სამეუფოს”. ორიოდე სიტყვით, ამ ჟურნალის შესახებ?

    – დიახ, ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი და ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ ეს ჟურნალი არ იყო მხოლოდ ჩემი შესაძლებლობის ნაყოფი, მარტო მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევძლებდი. იმ პერიოდში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლიდან გადმოვიდა მამა მაქსიმე ჭანტურია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ საერო პირი (მურთაზი) გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით და შევქმენით პატრისტიკის შემსწავლელთა ჯგუფი. ეს სახელწოდება, ცხადია, დასახვეწი იყო, მაგრამ მაშინ ასეთი რამ ჯერ კიდევ გვეპატიებოდა. გადავწყვიტეთ ჟურნალის გამოცემა და საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველსავე ნომერში გამოგვექვეყნებინა ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიცაა წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის უაღრესად შთამბეჭდავი ”სამადლობელი”. ამ წმიდანს უფლისადმი ორი სახელგანთქმული სამადლობელი აქვს დაწერილი. ეს სამადლობლები მართლაც სულისშემძვრელი ძეგლებია და ისინი იმდენად სულისმიერი ღაღადისია ღვთისადმი, რომ დიდ კვალს ტოვებს ნებისმიერ ადამიანზე. ამ სამადლობელს გარკვეული გამოკვლევა წავუმძღვარეთ, სადაც ის საკითხები დავაყენეთ დღის წესრიგში, მაშინაც რომ უაღრესად აქტუალური იყო და დღესაც პრობლემატურია. ეს გახლავთ ერესისა და მართლმადიდებლური მოძღვრების ურთიერთმიმართების საკითხი, ანუ საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს მართლმადიდებლობა მწვალებლობას, რა მაიჩნია ნაწილობრივ შესაწყნარებლად და რა – აბსოლუტურად უარსაყოფად. სამწუხაროდ, გამოიცა მხოლოდ 4 ნომერი, მეტის გამოცემა ვერ მოხერხდა ფინანსური პრობლემების გამო. შემდგომ მამა მაქსიმე სასულიერო პირი გახდა, მეტად დაიტვირთა, პეტერბურგშიც წავიდა და ყოველივე ამან ეს პროცესი შეაყოვნა, თუმცა ორივეს დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟურნალი კვლავაც გააგრძელებს არსებობას.

    – თქვენ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ახსენეთ ერეტიკულ მსოფლმხედველობასთან მიმართებაში. იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ ამის თაობაზე?

    – რაც შეეხება ჭეშმარიტი და ცდომილი სწავლებების, ანუ მართლმადიდებლობისა და ერესის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი ისტორიის დასაბამიდანვე დღის წესრიგში იდგა მახარებლებთან და მოციქულებთან, იმიტომ, რომ მახარებელ-მოციქულნი ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ურთიერთობა ჰქონდათ წარმართულ სამყაროსთან. მათ წინაშე ერესის პრობლემა ძალიან ცხოვლად იდგა. ეკლესიის მამები დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ ამ პრობლემის მხრივ მრევლისათვის მართებული განმარტების მისაწოდებლად. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საეკლესიო მოძღვართა შრომებში ხსენებული საკითხი სიღრმისეულად, აბსოლუტურად ამომწურავადაა დამუშავებული, ჩამოყალიბებული და გადმოცემული, რასაც მხოლოდ შესწავლა-გათვალისწინება უნდა და არა იმგვარი პოზის მიღება, თითქოს ახლა ვიწყებდეთ პრობლემების გარკვევას. ჟურნალ ”გზა სამეუფოს” სახელწოდებაც ამ მოძღვრების პირდაპირი გამოხატულებაა. სამეუფო გზა ანუ შარაგზა (თვითონ სიტყვა ”შარაგზაც”, ”შარაც” მრავლისმეტყველია, ვინაიდან, ეს სიტყვა სამეფო გზას, მთავარ გზას ნიშნავს) არის ის გზა, რომელიც არც ერთ უკიდურესობას არ მიელტვის, არსაითკენ არ იხრება და პირდაპირ მიემართება ცხონებისაკენ, სასუფევლისკენ, გადარჩენისკენ. ასეთ გზას ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმასა და ეკლესიის მამებთან ”სამეუფო გზა” ეწოდება, ანუ ესაა ის ცენტრალური გზა, რომელსაც ცხონებისაკენ მივყავართ და რომლისგანაც არ უნდა გადავუხვიოთ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, მხოლოდ შუალედური მდგომარეობა უნდა გვეჭიროს, რადგან ”უკიდურესობანი შემაცდენელია” (წმ. გრიგოლ ნოსელი). აი, ეს არის გზა სამეუფო. ამ გზას ასაჩინოებს დიდი ბასილი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქრონექტარი (ოქროპირი) და, საზოგადოდ, უკლებლივ ყველა გამოჩენილი საეკლესიო მოძღვარი. მათ შორის ”ფილოსოფოსთა ფილოსოფოსად” და ”ნექტარად” წოდებული დიდი კლიმენტი ალექსანდრიელი.

    რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას ერეტიკული სწავლებებისადმი, ამის შესახებ მამათა მიერ ჩამოყალიბებულია დებულება, რაც საუკუნოვანი სწავლებაა და აბსოლუტურად ურყევია. ეკლესიური ხედვა და უმყარესი პოზიცია ერესთან მიმართებაში აუცილებლად ორი პუნქტისაგან შედგება, ე.ი. ეს დებულება არ არის ერთპუნქტოვანი. ფაქტობრივად სახეზეა ორი დებულება, რომლებიც ერთ მთლიანობად უნდა გავაცნობიეროთ და ორივე დებულების მთლიანობაში უნდა ვჭვრეტდეთ ნებისმიერ სხვა მოძღვრებას. საკუთრივ სიტყვა ”ერესი” არის ბერძნული სიტყვა ”ჰაირესის”, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, რაც ამჯერად საყურადღებოა, ”არჩევანი”. მართლაც, ზმნა ”ჰაიერო” ნიშნავს – ”მე ვირჩევ”, მაგრამ არჩევანის შეტანა დოგმატში ყოვლად შეუძლებელია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”მე მიმაჩნია”, ”მე ვირჩევ ეს ასე იყოს”. დოგმატი არის გამოცხადებითი სწავლება და მორწმუნემ იგი ისე უნდა მიიღოს, როგორც არის. მოძღვარს შეუძლია განმარტოს დოგმატი, მაგრამ თავისი არჩევანისამებრ მისი შეცვლისა და გადაკეთების უფლება არა აქვს. ამიტომ შეიძინა ამ ”არჩევანმა”, ”პიროვნულმა თვალსაზრისმა” ანუ ბერძნულად ”ერესმა” მცდარი მოძღვრების შინაარსი. როგორც კი ჩვენ დოგმატს არჩევითი ფორმით მივუდგებით, უკვე ცდომილებაში ვართ. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან დოგმატი და ადამიანური აზრი, ანუ თვალსაზრისი. თვალსაზრისი ის არის, რომელიც შემიძლია მივიღო და შემიძლია – არა. შეიძლება გარკვეული მოვლენების მიმართ განსხვავებული თვალსაზრისებიც ვნახოთ ეკლესიის მამათა შორის, მაგრამ დოგმატურ საკითხებში მათ შორის აბსოლუტური ერთსულოვნებაა. დოგმატში არჩევნისა და პირადი თვალსაზრისის შეტანა ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ ვინც კი დოგმატის შესაცვლელად კადნიერდებოდა, ერეტიკსოად ირაცხებოდა.

    ზოგადად როცა სიტყვა ”ერესი” დამკვიდრდა ანტიერეტიკულ საეკლესიო ლიტერატურაში, მან ორი გააზრება მიიღო: ერთი ფართო და მეორე კერძოობითი.

    ფართო მნიშვნელობით ერესია ნებისმიერი მოძღვრება, რაც კი არამართლმადიდებლურია, იქნება ეს საკუთრივ, გარეგნულად, სახელწოდებითად ქრისტიანული, მაგრამ არამართლმადიდებლური აღმსარებლობანი, თუ ეს იქნება საზოგადოდ, გარეგნულადაც, სახელწოდებითაც არაქრისტიანული მოძღვრებანი: ანტიკური ფილოსოფია, სხვადასხვა რელიგიები – ბუდისტური, იუდაისტური, ისლამური და ნებისმიერი სხვა. მართლაც, თუ ერესი გადახვევაა, სამეუფო გზიდან აცდენაა, მართლმადიდებლისთვის ყველა სხვა მოძღვრება ამ გზას აცდენილია, ანუ ყველა ერესია. არ შეიძლება, რომ არსებობდეს ერთმანეთისგან განსხვავებული ორი მოძღვრება და ორივე მათგანი ჭემარიტი იყოს. არსობრივი ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია, ამიტომ ნებისმიერი მოძღვრება, რომელიც მართლმადიდებლობას რაიმეთი დოგმატურად, ანუ ცენტრალური სწავლებით უპირისპირდება, ეკლესიის რჯუდლებით ერესია, რა ეპოქაში და რა სივრცეშიც არ უნდა ვლინდებოდეს იგი. ეს არის ზოგადი მნიშვნელობა ერესისა, რაც კარგად დასტურდება წმიდა იპოლიტე რომაელის ათწიგნედ შრომაში სათაურით ”ყველა ერესის წინააღდმეგ”. ხსენებულმა მამამ III საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი უადრესი მონუმენტური ანტიერეტიკული შრომა დაწერა, თუმცა ამ წმიდანს ჰყავდა ორი დიდი წინამორბედი: წმიდა იუსტინე მარტვილი, ფილოსოფოსი, რომელმაც II საუკუნის შუა წლებში პირველმა შეადგინა ანალოგიური ტიპის ნაშრომი, რასაც ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, დაკარგულადაც არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გაბნეულია მთელ შემდგომ საეკლესიო ლიტერატურაში, სადაც გვიანდელ ავტორთა მიერ ხშირად არის იგი დამოწმებული. მეორე დიდი წინამორბედი გახლავთ წმიდა ირინეოს ლიონელი, რომელმაც II საუკუნის მიწურულსა და III ს-ის დამდეგს დაწერა ცნობილი ხუთწიგნედი ”მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. აი, ამ ორ ნაშრომს ეფუძნება ძირითადად იპოლიტე რომაელის ათწიგნედი, რომლის პირველ წიგნსც ასეთი სახელწოდება აქვს: ”ნასიბრძნისმეტყველებანი”. საგულისხმოა, რომ ამ ნაშრომში, სადაც მიმოხილულია ერესის ისტორია და სხვადასხვა ერეტიკული მოძღვრებებია წარმოდგენილი, ერესთა შორის თანაბრად არის შეტანილი როგორც, ვთქვათ, პლატონური მოძღვრება, ასევე საკუთრივ ეკლესიის გარშემო აღმოცენებული ცრუქრისტიანული სწავლებები, სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობანი. ასე რომ, ერესის ზოგადი გაგებით, მართლმადიდებელი მოძღვარი თანაბრად ერეტიკულად რაცხს ანტიკური ფილოსოფიისა და, ვთქვათ, ბუდისტური რელიგიის თუ მონოფიზიტური აღსმარებლობის წარმომადგენელს.

    რაც შეეხება ”ერესის” კერძოობით მნიშვნელობას, ამ მხრივ აღნიშნული ტერმინი მოიცავს საკუთრივ ზემოხსენებულ ცრუქრისტიანულ სწავლებებს.

    ერესი განვრცობის თვალსაზრისით ზოგჯერ უდიდესი ყოფითი დიაპაზონის მქონეა. როგორ უყურებს მართლმადიდებლობა ამ ყოველივეს, აბსოლუტურად მოიკვეთს იგი ერეტიკოსის მთელ მოძღვრებას, თუ არის რაღაც, რითაც ეკლესია მთლად ბოლომდე არ განიშორებს კაცობრიობის ამ ცდომილ ნაწილს? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საეკლესიო მართლმჭვრეტელობა ერთი დებულების ორ ქვედებულებას, ორ განჩინებას გვთავაზობს, რომლებიც აუცილებლად ერთ მთლიანობად უნდა გვქონდეს შესისხლხორცებული. საკმარისია მხოლოდ ერთი განჩინებით ვიხელმძღვანელოთ (მეორისგან მოწყვეტილად), რომ ჩვენ თვითონვე ვვარდებით ერესში. პირველი დებულება გახლავთ შემდეგი: მართლმადიდებლობა აბსოლუტურად უშეღავათოდ, ყოველგვარი კომპრომისის და იკონომიის გარეშე ყოვლითურთ განიშორებს და ერეტიკულად რაცხს ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც ასეთს, ანუ ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას, როგორც მთლიანობას, ეს კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლური მოძღვრება თავადვე ერთი განუყოფელი მთლიანობაა გამოთქმითად ცალკეული სწავლებებისა, ცალკეული დოგმატებისა, ანუ მართლმადიდებლობა როგორც უცვალებელი მოძღვრება, წარმოადგენს მყარ სისტემას. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნავდით, შეუძლებელია არსებობდეს კიდევ სხვა სისტემა, მართლმადიდებლობისგან განსხვავებული და ისიც ჭეშმარიტი. ამიტომ თუ მე მართლმადიდებლობა მწამს ჭეშმარიტ მოძღვრებად, როგორც სისტემა, როგორც სწავლებითი მთლიანობა და სტრუქტურა, შეუძლებელია, რომ ამის პარალელურად რომელიმე სხვა მოძღვრება, როგორც მთლიანობა, ასევე ჭეშმარიტებად მწამდეს. მაგალითად, შეუძლებელია, მართლმადიდებლობაც გწამდეს ჭეშმარიტად და ბუდიზმიც. გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას, როგორც მთლიანობას, აბსოლუტურად უშეღავათოდ განიშორებს, განაგდებს და ანათემირებულ ჰყოფს ეკლესია, მწვალებლურად რაცხს და მოიკვეთს მას.

    ესაა პირველი განჩინება. ზოგჯერ ამ განჩინებას მცდარად იმარჯვებენ იმის დადასტურების მიზნით, თითქოს მართლმადიდებლობა აბსოლუტურად ყველაფერს უპირისპირდება, ყველაფერს გმობს, მაგრამ ეს ასე არაა. პირველ ქვე-დებულებას აუცილებლად მოსდევს მეორეც, მასთან თანაბარძალოვანი. მათ შორის პირველ-მეორეობა ღირსების ნიშნით არ არის გამოხატული, შეგვეძლო მეორით დაგვეწყო: უბრალოდ, სისტემური სახით ასე სჯობს: ჯერ რას უარყოფს და მერე რას არ უარყოფს ეკლესია.

    მეორე დებულება ასე ჟღერს:

    ყოვლადუშეღავათოდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეკლესია ყოვლითურთ შეიწყნარებს და იწონებს, თუ რამ ამა თუ იმ მოძღვრებაში მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვედრაა. და რატომ? იმიტომ, რომ, ეკლესიური სწავლებით, თუ რომელიმე მოძღვრებაში რაიმე კეთილი, ღირსეული სწავლებაა, არ შეიძლება, იგი იმ ერეტიკული მოძღვრების წარმომავლობისა იყოს, რადგან ერესი ანუ არსობრივი ცთომილება ჭეშმარიტ აზრს ვერასოდეს შობს. ნებისმიერი კეთილი აზრი, მართებული სწავლება აუცილებლად ღვთისგან მომდინარეობს იმიტომ, რომ უკეთურებისგან მართებულობა ვერასოდეს წარმოიშვება. შესაბამისად, როდესაც უარვყოფთ რომელიმე სხვა მოძღვრებას, როგორც სისტემას, თუ, ამავე დროს, უარვყავით რაიმე ღირსეული ამ მოძღვრებაში, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვდივართ უარმყოფელები ღვთისგან მომდინარე სიკეთისა და, ცხადია, ისეთსავე ცდომილებაში ვიმყოფებით, როგორც იმ შემთხვევაში ვიქნებოდით, ის მოძღვრებები მთლიანად რომ მიგვეღო და გაგვეზიარებინა. მართლაც, როცა გვესმის, ვთქვათ, იმავე პლატონისგან, რომ ღმერთი ყოველივეზე აღმატებულია, მიუწვდომელია კაცობრივი ბუნებისთვის და რომ ადამიანური მოღვაწეობის ჭემშარიტი მიზანი არის ღვთისადმი მიმსგავსება, ეს თავისთავად ძალიან ღირსეული სწავლებაა და, ტერმინოლოგიურად, თანხვედრია საეკლესიო მოძღვრებასთან ღვთისადმი მიმსგავსების შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია იგი რაიმე უკეთურებად ჩავთვალოთ, პირიქით, უნდა გამოვარჩიოთ იგი, როგორც სარეველასგან იფქლი ანუ ხორბალი. პლატონისათვის თავისი მოძღვრების ყველა ელემენტი, რა თქმა უნდა, სწორი სწავლება, ჭეშმარიტება იყო, მაგრამ თუ რა იყო სინამდვილეში ჭეშმარიტი და არაჭეშმარიტი მის სწავლებაში, ამას მხოლოდ ის დაადგენს, ვისაც ჭეშმარიტების ჩირაღდანი უპყრია ხელთ. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მართლმადიდებელი მოღვაწე, როგორც ჭეშმარიტების წიაღში მყოფი, გაცილებით უკეთ ჭვრეტს ამა თუ იმ მოძღვრებაში რა არის მართებული და რა არა, ვიდრე თვით იმ მოძღვრების რომელიმე წარმომადგენელი. ეს იმიტომ, რომ, კვლავ გავიმეორებთ, ამა თუ იმ მოძღვრების წარმომადგენელს თავის მოძღვრებაში ყველაფერი მართებული ჰგონია, მაგრამ მამათაებრ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომელსაც ხელთ აქვს ჭეშმაირტების განმრჩეველი ჩირაღდანი და მანათობელი შუქურა, ამ შუქურის სინათლეზე ყველაფერი გამჭვირვალეა. ამიტომ შეუძლია მას განარჩიოს, პლატონის მოძღვრებაში რა არის შავი და რა ნათელი წეტილი. რის საფუძველზე? აქ არსებობს ძალიან მყარი კრიტერიუმი და საზომი: რაც კი ამა თუ იმ მოძღვრებაში თანმხვედრია მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, ეს ყველაფერი არსობრივად მართლმადიდებელი მოძღვრების ნაწილია, მისი ელემენტია და, უბრალოდ, აღმოჩენილია მისთვის შეუფერებელ გარემოში, ისე როგორც სარეველაში იფქლის მარცვალი. არა მხოლოდ სწავლებებში, არამედ თვით ცხოვრებისეულ ქმედებებშიც კი ასეა: რაც კი რამ კარგი მოქმედებაა, როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ყოველივე ეს სულიწმიდის მოქმედების გამოვლინებაა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ წმ. მაქსიმეს ეს სწავლება (”სულიწმიდის რამდენსახოვანი მოქმედებანია ცნობილი კაცობრიობის ისტორიაში”) ჩვენი ახალქართული თარგმანით და კომენტარებით, რასაც პარალელურად ძველი ქართული გელათური თარგმანიც დავურთეთ. ამ თხზულებაში წმიდანი სულიწმიდის მოქმედების სამგვარობას ასაჩინოებს. და გვმოძღვრავს, რომ თვით მომთაბარე ველურ ტომებშიც კი თუკი რამ კეთილი ტრადიცია, ჩვევა არსებობს, მაგალითად უფროსისადმი პატივისცემა, დაჩაგრულისადმი ხელის გაწოდება და სხვა, ესეც სულიწმიდისეული ანუ მართლმადიდებლურია. რა თქმა უნდა, ამგვარი რამ უფრო მეტად ითქმის ცალკეული ღირსეული სწავლებების მიმართ.

    ამრიგად, თუ პირველი განჩინება ისაა, რომ მართლმადიდებლობა ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას უარყოფს უშეღავათოდ, ამავე დროს, მეორე განჩინებისამებრ, იგივე მართლმადიდებლობა ყოვლად უდანაკარგოდ მოიძიებს და შემოკრებს ნებისმიერ ღირსეულ მონაცემს, რაც არ უნდა უცხო გარემოში იყოს ის ”დატყვევებული”. მართალია, ასეთი ძიების დროს ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ ეს პიროვნება, ეს ქრისტიანი თვით მისივე თანამოძმეებმა, მართლმადიდებლებმა (უკეთ, ოდენ სიტყვით მართლმადიდებლებმა) ერეტიკოსად მიიჩნიონ. ამ საფრთხეს უდიდესი ახოვანებით ხვდებოდნენ მართლმადიდებლობის კორიფეები, უკლებლივ ყველა, დაწყებული პირველი საუკუნიდან დღემდე. მაგალითად, წმიდა იუსტინე მარტვილი, სხვათა შორის, სწორედ პლატონთან დაკავშირებით ამბობს, რომ პლატონის სწავლება ქრისტიანობისგან მთლად უცხო კი არაა, არამედ პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად მსგავსი არააო. სოკრატეზე კი ასეთ რამეს ამბობს: ”სოკრატემ ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე”. მეოთხე საუკუნეში წმიდა ბასილი დიდს ამ კუთხით აურაცხელი დებულება აქვს გამოთქმული. წარმართ ლიბანიოსზე ასეთ რამეს გვამცნობს იგი (მოვიტანთ წმ. ეფრემ მცირის თარგმანს): ”სულიერნი სიტყვანი მიწიერმან ლიბანი აღწერა, რომელმაც ხოლოდ მიჰმადლა სული სიტყუათა”. ამაზე სპეციალური ბროშურაც გამოვაქვეყნეთ – ”ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ” (თბ. 1995). ჩვენ შეგვიძლია შევჩერდეთ ასევე ისეთ უდიდეს დოგმატიკოსზე, როგორიცაა წმიდა კირილე ალექსანდრიელი, ჭეშმარიტად ნიმუში და მწვერვალი დოგმატიკისა V ს-ში, რომელიც ყოვლად უშეღავათოდ ებრძოდა ნესტორს. მას აქვს შესანიშნავი ნაშრომი ივლიანე განდგომილის წინააღმდეგ, სადაც, მართლია, ივლიანეს და ივლიანესგან აღსარებულ წარმართულ მოძღვრებას ყოვლითურთ განაქიქებს, მაგრამ იქვე, თუ რამ თანხვედრია ქრისტიანულ მოძღვრებასთან, ყოვლად უდანაკარგოდ გამოყოფს და დიდ ღირსებას განუკუთვნებს. ამასთან, მას დამოწმებული აქვს არა მხოლოდ ფილოსოფოსთა, არამედ პოეტების – ევრიპიდეს, სოფოკლეს, კანონმდებლების, რიტორების ის სწავლებები, რაც ქრისტიანობას უკავშირდება. რიტორიკის ფუძემდებელი დემოსთენე, ცალკეული გამონათქვამების მიხედვით, ძალიან ღირსეულ მოღვაწედაა შეფასებული ისეთი დიდი მოძღვრის მიერ, როგორიცაა მეუდაბნოე მამა წმ. ისიდორე პელუსიელი (IV-V). ანდა ცნობილი ფილონ ალექსანდრიელი გავიხსენოთ. ეს იუდეველი ღვთისმეტყველი, იუდაისტური ღვთისმეტყველების ყველაზე დიდი წარმომადგენელი, სარწმუნოებითად აბსოლუტურად გაუცხოებული მართლმადიდებლობისგან, წმ. ისიდორე პელუსიელის სწავლებით, მეორე ჰიპოსტასის განმჭვრეტი გახდა და ამით იგი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას დაუკავშირდა (შდრ. ისიდორე ასკვნის: ”ამრიგად, ფილონიც უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას”).

    ამრიგად, ზემოხსენებული ორი დებულება მთლიანობაში უნდა გვქოდნეს შეთვისებული, რაც ნიშნავს, რომ არც სხვისი მოძღვრება უნდა ვაღიაროთ როგორც ჭეშმარიტება (რადგან ეს უკვე ლიბერალიზმია და მართლმადიდებლური მოძღვრების უარყოფაა), მაგრამ, ამავე დროს, არც ღირსეული მარცვალი უნდა უკუვაგდოთ, რა ცთომილ მოძღვრებაშიც არ უნდა იყოს იგი გაბნეული, რადგან ამგვარი მარცვლის უარყოფით ჩვენ იმავე ღვთის მარცვალს უარვყოფთ და უდიდეს კადნიერებაში ვვარდებით. როცა იოანე დამასკელმა VIII საუკუნეში შეადგინა მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით ფუნდამენტური, სარწმუნოებრივ-დოგმატური ნაშრომი, წინ წარუმძღვარა ფილოსოფიური განმარტებანი – ”თავნი საფილოსოფონი”, რომლის შესავალში ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ თავებშია, წარმართ ბრძენთაგან შემომიკრებიაო, რადგან მისწავლიაო, რომ რაც კი რამ კეთილია, ”გარდამომავალ არს მამისაგან ნათელთაისა” (შდრ. ”პირველად წარმოვადგენ ელინ ბრძენთა საუკეთესო სწავლებებს, ვიცი რა, რომ თუკი რამ კარგია, ზემოდან ღვთის მიერ არის მონიჭებული”). ვფიქრობთ, დიდი მამის ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი.

  9. Tornike Chiboshvili Says:

    ედიშერ ჭელიძე

  10. Tornike Chiboshvili Says:

    მაგალითად, მოციქულთა 70-ე კანონით აკრძალულია ებრაელებთან ერთად მარხულობა, Dღესასწაულობა ან მათი დღესასწაულიდან რაიმე ძღვენის მიღება, ხოლო VI მსოფლიო კრების მე-11 კანონი გვიკრძალავს მათთან მეგობრობას, მკურნალობას და აბანოში ტანის დაბანასაც კი (“ნურც სამღვდელო პირი, ნურც ერისკაცი ნუ შეჭამს ურიების უცომოს, ნუ გაიჩენს მათ მეგობრად, ნუ მოუხმობს სნეულების დროს და ნუ მიიღებს მათგან განკურნებას, ნურც აბანოში დაიბანს მათთან ერთად. ხოლო თუ ვინმე მოიმოქმედებს ამას, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – უზიარებელ იქნეს” (დიდი რჯულისკანონი. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 317. იხ. აგრეთვე წმ. მოციქულთა ლაოდიკიის 32-ე, 37-ე და 38-ე კანონები. იქვე

    ეს კრება საერთო სახელწოდებით – ტრულის, შედგა იმ მიზნით, რომ მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრების კანონებზე დამატებები მიეღო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კრებების სხდომებზე მხოლოდ და მხოლოდ დოგმატური საკითხები განიხილებოდა, არც ერთი განწესება საეკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებით მათ არ გამოუციათ. სულ მალე წარმოჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ მსოფლიო კრების ავტორიტეტული სახელით გამოსულიყო ისეთი კანონები, რომლებიც მწვალებლური შფოთის შედეგად ეკლესიაში დასუსტებულ დისციპლინას განამტკიცებდა; საჭირო გახდა წინარე კრებების ძალმოსილების აღდგენა და ახალი კანონებით მკაცრი წესრიგის დამყარება.

    საუბარია რაზე? კანონების შემოღების აუცილებლობას რა განაპირობებდა? რათქმუნდა იმდროინდელი ყოფა და როგორც ვხედავთ, კანონი ყოველთვის მოითხოვდა ცვილებებს,ან უფრო გამკაცრებას ან გალაითებას. არ შეიძლება ასე ჩაიხვიო რომელიღაც კანონი და თავი ურტყა,გამოსავალს ვერასოდეს ვერ ნახავ ასე ადამიანი და ჩავარდები წინააღმდეგობაში,ჯერ სიყვარულია მთავარი კანონი და მერე სხვა დანარჩენი კანონები. დღეს რა ჭირდება ერს-ადამიანს? 15 წლით განკვეთა ეკლესიიდან თუ ამ კანონის შემსუბუქება და ადამიანების მოზიდვა ეკლესიაში,რომ ასე არ ეშინოდეთ კანონების? ცხოვრება ადამიანს მაინც ადებს კანონს და ის ამას ვერ გაექცევა,მაგრამ უზიარებელი როგორ უნდა დატოვონ ადამიანი 15 წელი ? ან ებრაელთან როგორ არ ვიმეგობროთ? ამ კანონების ისე გაგება,როგორადაც ესმით ძველმართლმადიდებლებს, რადგან ჩარჩნენ წარსულში,ვინაიდან ფიქრობენ,რომ რაც დაადგინეს იმდოინდელმა მამებმა, დღეს არაფრით არ შეიძლება კორექტირება, არადა რამდენჯერ მოხდა ძველ დროშივე ცვლილებები.

    დასავლური ეკლესია ამჟამად არ ანიჭებს ამ კანონებს თავისთვის სავალდებულო კანონებრივ ძალას, წინათ კი ასე არ იყო: როგორც აღვნიშნეთ. კრებას რომაელი ლეგატები ესწრებოდნენ, ხოლო ბასილი გორტინელის ხელმოწერას მის პირველივე აქტებზე ვხვდებით; VII მსოფლიო კრებაზე, როცა ტრულის 82-ე კანონთან დაკავშირებით ეს კანონები VI მსოფლიო კრების კანონებად მოიხსენიეს, რომაელ ლეგატებს არც კი უფიქრიათ რაიმე საწინააღმდეგო აზრი გამოეთქვათ; პაპი ადრიანე I თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში პატრიარქ ტარასის მიმართავს, საზეიმოდ აცხადებს, რომ იწყნარებს ამ კანონებს; იგივეს აცხადებს იგი სხვა, VII მსოფლიო კრების მხარდასაჭერ ეპისტოლეშიც ფრანკელ ეპისკოპოსებისადმი; პაპი იოანე VIII, როცა ამ კანონებზე საუბრობს, არაფერს მის საწინააღმდეგოს არ გამოთქვამს; ინოკენტი III-ს მოჰყავს 82-ე კანონი და მას VI მსოფლიო კრების კანონად მოისხენიებს; გრაციანემ ამ კრების ბევრი კანონი აღწერა თავის დეკრეტში, – როგორც VI მსოფლიო კრებისა. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე დასავლეთში სხვაგვარად დაიწყეს ამ კანონების აღქმა და ყველა მოხსენიებულ და, აგრეთვე, სხვა მოწმეებზე ამბობენ, რომ აღნიშნული პირები მხოლოდ უმეცრებით მიაწერდნენ მათ VI მსოფლიო კრებას.

    ეკლესიათა გაყოფის საბოლოო აქტი

    სრული განხეთქილების მომენტი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. თორმეტი წლის ბენედიქტე IX და მისი მემკვიდრე, ეროვნებით გერმანელი პაპი, კანონიკურ კავშირს აღმოსავლეთის ეკლესიებთან უკვე აღარ ამყარებდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანები წუხდნენ.

    ამ წლებში პაპის საყდრის გარშემო ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა, რაც ეკლესიათა ურთიერთობას კიდევ უფრო ამძიმებდა. 1045-1047 წლებში პრეტენზიას რომის საყდარზე ბენედიქტე მეცხრესთან ერთად „ცრუპაპები“ სილვესტრ III და გრიგოლ IX აცხადებდნენ. 1046 წ. სუტრიის კრებაზე იმპერატპრი ჰენრიხ III სურვილით სამივე პაპი გადაყენებულად გამოაცხადეს. 1049 წ. მისივე მხარდაჭერით რომის კათედრაზე მისი ნათესავი ლეონ IX დაამტკიცეს. იგი შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭის ადამიანი და პაპიზმის იდეოლოგიის მტკიცე აპოლოგეტი იყო.

    მსოფლიო ეკლესიის ერთობის შენარჩუნებას აღმოსავლელი იერარქები არაერთხელ შეეცადნენ. მართალია, ისინი სარწმუნოებრივი სწავლების დოგმატურ საფუძვლებს ბოლომდე ურყევად იცავდნენ, მაგრამ ამავე დროს მზად იყვნენ კანონიკური და წეს-ჩვეულებითი განსხვავებისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ.

    ( მაგრამ ამავე დროს მზად იყვნენ კანონიკური და წეს-ჩვეულებითი განსხვავებისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ.)

    საინტერესოა,მზად იყვნენ არ მიენიჭათ დიდი მნიშვნელობა რისთვისო ? კანონიკური წეს-ჩვეულებისთვისო! და რატომო?🙂
    რატომ იყვნენ მზად,რომ გაეღოთ ეს მსხვერპლი? იმიტომ,რომ როგორმე განხეთქილება აეცილებინათ თავიდან,ანუ რა ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი? ერთიანობა! და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,რაც ნათლად ჩანს, რომ იყო შესაძლებელი დაეთმოთ და შეეცვალათ,წასულიყვნენ გარიგებაზე.

    სიყვარულისთვის,ერთიანობისთვის!

    თუ მე მეკრძალება ებრაელისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება რჯულის კანონით.. მაშინ იაჰოველების რატომ გვიკვირს,როცა ისინი უარს აცხადებენ სისხლის გადასხმაზე?🙂

    ანუ პრობლემა რაშია? ტვინშია დიახ ტვინში! და არა ებრაელში,არა კათოლიკეში. იყავით ზომიერნი!

  11. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    ზემოწარმოდგენილ ვიდეო-მასალას რომ კომენტატორი ,,კარგ მონტაჟს“ უწოდებს, პირდაპირ ეთერში გვაქვს ნანახი; ასე, რომ არავითარი მონტაჟია (საუბედუროდ).

  12. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, საფრანგეთი Says:

    ჟურნალისტ ზვიად ნოდიას

    მშვიდობა თქვენდა!

    თქვენი ვინაობა ჩემთვის უცხო არაა: არ ვიცი, _ გაზეთებიდან მახსოვხართ, როგორც ჟურნალისტი თუ პიროვნული ნაცნობობიდან.

    მახარებს, რომ ,,ქრისტეს ეკლესიისთვის წვალობთ“, როგორც წერთ. დაგლოცოთ უფალმა ამისთვის და ბოლომდე გაგსარჯოთ!

    ე. ჭელიძის* წერილი, რომლის კომენტირებასაც მთხოვთ, წარმოადგენს წიგნიერი კაცის ოპუსს, რომელიც ზოგადად კარგია და კერძოდ _ სუსტი: ისტორიული ერესიოლოგიის შუქზე მიუკერძოებელია, ხოლო თანამედროვე ეკლესიოლოგიის გადასახედიდან _ შეუსაბამო. თუმცა, ეს ასეცაა მოსალოდნელი მანამ, სანამ მისი ავტორი იმ ,,ნავში“ ზის, რომლის მესაჭესთან ბრძოლას ვეღარც შესძლებს, _ ამას რაც არ უნდა ,,შიგნიდან ბრძოლა“ უძახოს…
    ______________
    *ჩვენთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, როცა იგი აკადემიაში, უკვე, ლექტორობდა.

    განსახილველი წერილი დაავადებულია საბერძნეთის ,,წინააღმდგომთა სინოდის“ კვიპრიანული სწავლებით, რომლის მიხედვითაც, ეკუმენიზმის გამო, ოფიციალური საპატრიარქოები ჯერ განსასჯელთა მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ეკლესია შედგება ჯანსაღი და დაავადებული ნაწილებისგან… როგორც ხსენებულ მიტროპოლიტს, ასევე, პატივცემულ პროფესორს და ფილოლოგიის დოქტორს თეოლოგიის ,,მორფოლოგია“ და ,,სინტაქსი“ ერთმანეთში ერევა (რაც მისგან, როგორც ერისკაცისგან, დიდად გასაკვირველი არცაა; თუმცა, სავალალოა): სხვა მიდგომა სჭირდება ერესს, თვისებრივად ახალს, რომელიც ჯერ საეკლესიო გონს არ გამოუწვლილავს და არ შეუფასებია, როგორც საყოველთაოდ დამტკიცებული ცდომილება; და სრულიად სხვა _ უკვე, მსოფლიო საეკლ. კრებისგან დიდი ხნის წინ შეჩვენებულს. აქ უნდა შევნიშნოთ ერთი გარემოებაც, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭება: ადრე, მოვლენისა და აზრის მაუწყებლობას ხანგრძლივობა სჭირდებოდა, ეპოქის ტექნიკური სიზანტიდან გამომდინარე; დღეს კი გეომეტრიულ პროგრესიასავითაა აჩქარებული დროცა და მასზე დამოკიდებული გარემოებებიც; მათ შორის, რაიმეს გამორკვევისა და გავრცელების საშუალებაც. ასე, რომ სურვილის შემთხვევაში, დროის უმცირეს მონაკვეთშია შესაძლებელი მხილებაცა და გამოსწორებაც. უკვე, კარგა ხანია, პირველიერარქები არათუ ერთმანეთს არ ამხილებენ, _ ვერც ამხილებენ, რადგან თვითონვე არიან _ მკაცრად რომ არ ვთქვათ _ მკაცრად სამხილებელნი…

    უცხო ერესთან ბრძოლა ჰგავს ახალი ვირუსის აღმოჩენასა და მის აღმოფხვრას. ვინმეს რომ მედიცინისგან უკვე ძლეული ვირუსი ეყრება, ბუნებრივია, მის მოსაშორებლად ლაბორატორიაში კი არა, აფთიაქში მიდის… დღეს რომ მღვდელს, ვთქვათ, ნეოარიანული მწვალებლობა (რასელიზმი _ იეღოვას ცრუმოწმეობა) მოეწონოს, ნუთუ, მის შესაგონებლად იმდენივე დროა საჭირო, რამდენიც თვით წყეული არიოზ მღვდლისთვის დაიხარჯა?! გამოძიება-გამორკვევის დროებაში _ თუნდაც, ეპოქაში _ გასაგებია აქეთ-იქით გადახრა და ამის ასე თუ ისე შეწყნარება, მაგრამ როცა გამოსაძიებელ-გასარკვევი არაფერია, მაშინ რაღა გვაბრკოლებს?! მსოფლ. საეკლ. კრებაც ხომ განაჩინებს: ვინც ერთხელ გამორკვეული სიმართლის მიუხედავად კვლავ ძიებას განაგრძობს, სიცრუისაკენ მიდის. მაგ., მას მერე, რაც 1054წ. საბოლოოდ გაირკვა დამოკიდებულება კონსტანტინოპოლსა და რომს შორის, საკმაო ხნის გასვლის შემდეგ, ფერარაში მხოლოდ ერთი-ორი წლის (1438-39) განმავლობაში მიმდინარეობდა ერეტიკოსთა დედა-ეკლესიის წიაღში დაბრუნების მცდელობა წმ. მარკოზ ეფესოელის (ეფესელის) მიერ; და არა ,,109, 300 ან 900 წლის განმავლობაში“ (როგორც ამას წერილის ავტორი, საზოგადოდ, დღესაც უშვებს). იგივე მამა ყველა წმინდანთან ერთხმობით გვასწავლის, რომ ის, რაც ეკლესიისთვის არსებითია, დათმობებით არ მოგვარდება. დათმობა, შერბილება, თანაგრძნობა, გაზიარება, მიშვება (იკონომია) უნდა ეხებოდეს კანონის (და არა დოგმატის) აღსრულების ხარისხს, ადამიანურ _ ასე ვთქვათ, საეპიტიმიო _ უძლურებას; ისიც არა უგულებელყოფის, სრულიად გაუქმების ხარჯზე. ასე რომ იყოს, _ ყველასა და ყველაფრის გამართლება ,,მოხერხდებოდა“; მათ შორის, ,,დაღუპვის ძისაც“ _ ანტესი. სანამ ამ ლოგიკით ამართლებენ კი არა, ტახტებს უკურთხებენ დღევანდელი პატრიარქები ანტექრისტეს წინამორბედებს, მანამ პროფესორ ჭელიძისნაირთა ტალანტი შეთეთრებულ კედლებზე დაკიდებულ ომოფორთა ქვეშ დაიჩრდილება… ნიშანდობლივია, რომ ბ-ნ ედიშერს, ცდილობს რა შეეხიდოს თანამედროვე მედროვე ქართულ სამღვდელოებას, ერესიარქთადმი შედარებითი შემწყნარებლობის მაგალითები მოჰყავს სწორედ ღვთისმეტყველების კლასიკური ხანიდან, როცა დოგმატიკას საფუძვლები ეყრებოდა და მტკიცდებოდა. იგი ცდილობს, ეკუმენიზმი თანამედროვე ერესად დააფასოოს, მაგრამ ეს არ გამოვა იმ მარტივი მიზეზით, რომ მასში ახალი არაფერია, გარდა ახლებურად შეფუთვისა, განახლებული ფორმისა: ეკუმენიზმში შემავალი ყველა მწვალებლობა და გადახრა მრავალგზის შეჩვენებულია. ეკლესიამ VIII საუკუნეში დაასრულა ძირითად ერესთა და მათ მიმდევართა გამოააშკარავება და შესაბამისად, მსოფლ. საეკლ. სამართალმა ანათემას გადასცა არამარტო ყველა წარმოშობილი, თავის დროზე თანამედროვე, არამედ ყველა წარმოშობადი (პოტენციური) ერესიც და მათი შეგნებულად გამზიარებლებიც. ეკუმენიზმი უტევს არა გამოუკვლეველ, საეჭვო დოგმატს, არამედ დაახლოვებით ათასრვაასწლოვანი ,,მრწამსის“ IX წევრს. ის წარმოადგენს არა ახალშეყრილ გონისმიერ ვირუსს, არამედ ყველა დაავადებისა და ტკივილის ნაზავს. ამადაც ეწოდება მას მწვალებლობათა მწვალებლობა, უნივერსალური ერესი, რომელსაც მოკლედ ,,ანტექრისტეს სახარება“ შემიძლია, ვუწოდო. თუ, მაინცადამაინც, ეკუმენიზმში გარეგანი სიახლის გამოყოფა გვსურს, შეგვიძლია დავასახელოთ ,,განშტოებათა თეორია“, რომელიც ჯერ კიდევ 1983წ., წმ. ფილარეტ აღმსარებლის პირველიერარქობისას, ემიგრაციული ეკლესიის მიერ ანათემას გადაეცა. ე. წ. ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ ჰგავს ინტელექტუალურ ნაგავსაყრელს, რომელშიც მართლმადიდებლობის განზავებას ცდილობენ, მაგრამ საწამლავს რომ ფქვილი შეურიო, პური კი გამოცხვება, მაგრამ მოწამლული; ანუ სინამდვილეში გამოცხვება არა პური, არამედ ცრუპური, ანტიპური.

    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატრისტიკის გამგე ე. ჭელიძე საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს, თანამედროვე ადგილობრივ საყდართა სიძნელე მხოლოდ ეკუმენიზმი იყოს და არსებული ურთულესი კანონიკურ-ზნეობრივი მდგომარეობა ოდენ აკადემიურ საკითხამდე დაჰყავს. ამავე დროს, დარბაზი (აუდიტორია) შეცდომაში სხვა მხრივაც შეჰყავს, როცა საქ. საპატრიარქოს ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან“ იძულებით და გარეგნულ (ფორმალურ) გამოსვლას ,,ეკუმენიზმიდან გამოსვლად“ რაცხს. სამეძაო სახლის დატოვება თავისთავად (ავტომატურად) როდი ნიშნავს გაპატიოსნებას; მით უმეტეს, როცა იქ დარჩენილებთან და-ქალობას (შდრ.: და-ეკლესია) სიამოვნებით აგრძელებ… შუასაუკუნეების ერეტიკოსებს თავისებურად მაინც სწამდათ, რაღაც იდეებს მაინც იცავდნენ. დღეს კი ტაძრები აივსო _ არც მეტი, არც ნაკლები _ ურწმუნო ,,სამღვდელოებით“, რომელთა დიდ უმრავლესობას სულის ცხონება კი არა… და _ მისი უკვდავებისაც არ სჯერა. მათი მიზანი ჭეშმარიტების სამსახური კი არა, ,,თბილი“ ცხოვრებაა; ღვთისმსახურნი კი არა, რელიგიის მუშაკნი არიან. ნამდვილად სრულდება წმ. დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ,,გაპარტახების (მოოხრების) სისაძაგლე“, რაც წმ. მამათა განმარტებით ნიშნავს წმიდა საყდართა უწმინდური მღვდელმთავრების მიერ დაპატრონებას.

    გასაოცარი მსჯელობაა, _ უწოდო ეკლესიას ,,დოგმატური გაუკუღმართების შემწყნარებელი და მონაწილე“, ,,დოგმატური ცთომილების _ ეკუმენიზმის ტყვეობაში მყოფი“ და მაინც მის წევრად (ანუ თანამონაწილედ) დარჩე მხოლოდ იმ მოწოდებით, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს (გაურკვეველ ვადაში)! _ ამის სურვილი რომ მართლაც იყოს, ,,ეკუმენიზმის ტყვეობიდან“ თავის დაღწევამდე საკითხავია, ეს წევრობაა ეკლესიის თუ ,,ეკლესიის“? მით უფრო, _ როცა გამოსწორების ნიშანწყალიც კი არაფერს ატყვია და მხოლოდ აქა-იქ თუ გამოთქვამს ვინმე ამის წადილს…

    განხილული წერილის _ ,,დოგმატი და იკონომია“ _ ერთადერთი ღირსება ისაა, რომ სწორად ხსნის თითქმის ყველასათვის გაუგებარი ევქარისტიული (ლოცვით-ზიარებითი) კავშირის მნიშვნელობას. მისი დაწვრილებითი შესწავლის შედეგად, მივედით დასკვნამდე: ავტორი რამდენიმეჯერ გამოთქვამს ურთიერთგამომრიცხავ დებულებას და უნებურად მიდის იმ დასკვნამდე, რის უარსაყოფადაც ეს წერილი დაწერა: საქართველოს საპატრიარქო მწვალებლობაშია.

  13. ზვიად ნოდია Says:

    http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_1983.html თორნიკე ჭიბოშვილმა – “ტვინში გაქვთ პრობლემაო”, რომ გითხრათ, რატომ მოუყრუეთ? აგერ, ფაქტი(და არა “შეთქმულების თეორია”), თუ რატომ კრძალავს სჯულისკანონი ქრისტეს ჯვარმცმელებთან, ანუ ანტიქრისტეს გამაბატონებლებთან “ხოხმაობა – ხანუქობის” თანამოზეიმეობა – თანამლოცველობას. ქრისტე იგივეა – გუშინ, დღეს, ხვალ და ჭეშმარიტი ქრისტეანიც იგივეა ყოველ დროში. თ. ჭიბოშვილებს თუ დრომ გადაუარა სპილოსავით და მორწმუნეობაში მოდერნიზმი შეაპარა, ეს მოჰკითხოს საეკლესიო იერარქიას, რადგან თევზი თავიდან ყარს და ეკლესიაში თუ რჯულისკანონის შიშით არ დაიარება ხალხი, ეს იერარქიის ეკუმენისტობა – სეკულარიზაციის ბრალია, თორემ თავად თუ დადგებოდნენ მტკიცედ, მრევლიც ხარისხიანი ეყოლებოდათ. ნელ -თბილი მორწმუნეობა აუცხოებს ხალხს ეკლესიისგან და არა “დიდი რჯულისკანონი”. მტკიცე მორწმუნე რჯულისკანონით აკრძალულ ქრისტეს მტერთან არ მივა არც საექიმოდ, არც გასამდიდრებლად – როგორც არ უნდა უჭირდეს, მაგრამ შეიფარებს სტუმარ – მასპინძლურად, სამოქალაქო წესით, ადამიანურად… არართხელ მითქვამს, რომ ჩვენ და ებრაელები ურთიერთნათესაობაში ვართ მართალი ნოესგან მოყოლებული და დავით მეფსალმუნის ჩამომავალი ბაგრატიონების მეფე – პატრონობით გაგრძელებული; ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრობით და მოციქულთაგან ნათელ-მირონობით; გაქართველებული მრავალი ქრისტეანი ებრაელი გვყოლია და აპოკალიფსის უწყების მიხედვით კიდევ გვეყოლება, ანუ ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ანტისემიტები, მაგრამ თუკი მათგან ანტიქრისტეობას მივიღებთ, სჯულისკანონის მიხედვით ვიმოქმედებთ და ვამხელთ კიდეც, როგორც იგივეს აკეთებდა ბიბლიური ერი რჯულის მიხედვით. თ. ჭიბოშვილს ერთი სწორი შენიშვნა აქვს, მაგრამ დასაზუსტებელია: უნდა ვაბატონოთ სიყვარული, მაგრამ ღმრთაებრივი კანონის ფარგლებში და არა პანეკუმენისტურად; მინდა გაითვალისწინოთ, რომ მეც მამხილებელი ვარ, მაგრამ არ ვლანძღავ თქვენს ეკლესიებს… უფრო მეტიც, საერთო ვეძიოთ უნდა, ვიდრე განმაშორებელი, რადგან ერთი ეკლესიის განნაყარნი ვართ და ანტიქრისტეს ხანაში ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ. (p. s. თ. ჭ-ს საერთოდ არ უნდა მოეყვანა ედ. ჭელიძის ინტერვიუ, რადგან, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ წარმართი, იუდეველი, თუ ქრისტეან სახელწოდებიანი ერეტიკოსების ნაშრომები განხილულ უნდა იქნეს, რათა იფქლში შეპარებული ღვარძლი იმხილოს და დაიგმოს; წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ, რომ საერთოდ არ წაგვეკითხა მაცდური ნაშრომები, რათა არ ვცდუნებულიყავით…. რით? – სწორედ, მასში არსებული კეთილბუნებოვანი სიტყვებით, რაც ღმერთისგან მოიპარა ეშმაკმა საცდუნებლად და მისაზიდად; ვისაც ამის ძალმოსილება გააჩნია, იცის რა რომ არ დაზარალდება (ისე როგორც, მაგ. თ. ჭ. და სხვ…), ის კითხულობს, რათა სხვებს უშველოს მწვალებლობისგან თავისდაღწევაში, მაგრამ ასეთ ნაწარმოებს – ერეტიული ჰქვია; აბა, ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ – წარმართებს არ დაერქვათ წარმართები, რადგან მათ ბუნებითი სჯულის სინდისიერება, უფროსის პატივცემა, თუ სხვაზე დახმარების უნარი შემორჩენიათ, როგორც ღმრთივქმნილ არსებას… ან, იეღოველებს, ან შტაინერისტებს, ან მონოფიზიტებს და ა. შ… მაშინ, ერთი ანეგდოტივით უნდა აგინო – შენი ასე და ისე, შენი კი – არაო… ანუ, სულ სხვადასხვა რამეს ცდილობს გააერთიანოს ედიშერი – ერთია: მთლიანობაში ერეტიულის დარქმევა; მეორეა: მისი გაანალიზება და მასში ღმთაებრივისა და ცდომილების განმიჯვნა; ცხადია, უერთმანეთოდ ეს არ არსებობს, ანუ თუ არ გააანალიზე და ავს თუ კარგი არ უწოდე და კარგს სახელი არ დაარქვი, მაშინ როგორღა გაარჩევ მართლმადიდებლურს ერეტიულისგან და მაინც, ეს ხდება იმისთვის, რომ დაერქვას ერეტიულ მოძღვრებას ერესი! ესეთი დაბნეულობა – “არ ახალია, ძველია” და მითოსშიც, კერპთაყვანმცემელებშიც და ნეოწარმართებშიც რომ გვხვდება – სამოთხისეული, ბუნებითი რჯულის თუ ბიბლიური – ქრისტეანული ღირებულებები, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ 1. მაგალითად, როგორც ქრისტეს კვართის მიმრქმელ სიდონიას და დედამისს შემორჩათ სამოთხისეული ხსოვნა და იცნეს ქრისტე, ასევე მრავალის მეხსიერებაშია შემორჩენილი ჭეშმარიტების ნამსხვრევები და ვისშიც სისწორისადმი ცნობა აღდგენას იწყებდა, იგი მართალი რჩებოდა ღმრთის თვალში (“ისრაელშიც კი არ მინახავსო ასეთი რწმენა…”) – მიუხედავად რელიგიური გარემოცვისა. ეს ფენომენი სულ სხვა რამაა და ედიშერის აზრი – ერესში ზოგიერთი მართალი ელემენტების მიმობნევის შესახებ, სულ სხვაა…რითია სხვადასხვა? – საკითხის დასმის მიზანდასახულობით: ა). ცხადია, შეიძლება ადამიანის ხასიათშიც შემოგვხვდეს მართალი ზნე – ჩვეულებანი და ასევე, ადამიანისეულ მოძღვრებაში, ბ). მაგრამ,. თუკი მართალი არ გამოეყო ერეტიულს, იგი ერესშივე მოკვდება, შესაბამისად იმისა, რომ – ადამიანიც ღმრთის ქმნილებაა, მაგრამ ერესში თუ მოკვდა, ვერ ცხონდება. გ). განსხვავებით ნაწერისა, ადამიანი მასზე მეტია და ღმერთმა შეიძლება იგი მკვდრეთით აღადგინოს, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს, ხოლო, ერეტიულ მოძღვრებაში გაბნეული სიმართლის ნამცეცები მასშივე იკარგება; სამაგიეროდ, არსებობს სხვაგან, სადაც მართალი ნიადაგია და იქ ხარობს, იქიდან გადარჩება, რადგან “ბუნებაში არაფერი იკარგება”… 2. ბიბლიური ცოდნა განიჟონებოდა მეზობელ წარმართებში და ჭეშმარიტების ელემენტების სახით გვხვდება; 3. ბუნებითი რჯული მეტნალებად ყველა ადამიანშია შენარჩუნებული და ზოგჯერ იგი აგვერევა ღმრთაებრივ რჯულში, ანუ ბუნებითად სათნო თვისებები გაიგივებული გვაქვს სულიერ თვისებებთან; 4. და ბოლოს, ამასოფლის თავადი, სიცრუის მამა – სატანა სამოთხიდან მოყოლებული ღმერთის მიბაძვით აცდუნებს ადამიანებს, იმარჯვებს ღმრთის მცნებებს და გაყალბებულად მიაწოდებს მათ…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: