მართლმადიდებლური შეგონება კ. ზ. გამსახურდიას

მართლმადიდებლური შეგონება კონსტანტინე ზ. გამსახურდიას

„ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“

მოდით, განვიხილოთ, რას გვასწავლის უფალი, და მისი წმიდა ეკლესიის ღმერთშემოსილი  მამები, იმის შესახებ, არის თუ არა, ყველანაირი მშვიდობა, საღმრთო მშვიდობა, და არის თუ არა, ყველანაირი გაერთიანება ღვთისსათნომყოფელი?! ამასთან დაკავშირებით, მოვუხმოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს – „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან თუ აშკარა უკეთურებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, მითუმეტეს არ უნდა მივემთხვიოთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა შევუერთდეთ სენშეყრილს…“ღვთის მტერ და უწმიდურ ადამიანებთან გაერთიანება კი არა, მათგან გაყოფა ბრძანა უფალმა, რადგან დაუშვებელია ბოროტებასთან გაერთიანება; აი, რას ბრძანებს უფალი – ყოვლისმპყრობელი: „გგონიათ, ვითომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად. ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ. მამა იქნება ძის წინააღმდეგ და ძე – მამის წინააღმდეგ, დედა – ასულისა და ასული – დედის წინააღმდეგ“ ( ლუკა 12-51,53) და ეს ბრძანა უფალმა ღვთისა და ეშმაკის შვილთა დედამიწაზევე გაყოფის შესახებ, მომავალი განკითხვისათვის, როდესაც უფლის მარჯვნივ და მარცხნივ წარსდგებიან ადამიანები საშინელი სამსჯავროს მოლოდინში. და, ვისგანაც უფალმა გაყოფა ბრძანა, ვინ ბედავს, რომ ბოროტმსახურ უსჯულო ადამიანებთან გაერთიანდეს?!

ბატონო კონსტანტინე, ეს თქვენ მოგმართვათ, საქართველოს მართლმადიდებელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, რადგან უკვე კეთილგონიერების ყოველგვარ ზღვარს გადახვედით, საღრმთო სინდისს უგულვებელყოფთ საკუთარ თავში, და თუ არ გითხარით სათქმელი, არ ივარგებს, არც თქვენთვის, და ჩვენც მკაცრად მოგვთხოვს უფალი პასუხს, იმისთვის, თუ, რატომ არ შეგაგონეთ, ურწმუნოებაში მყოფს, მისი წმიდა უცდომელი სარწმუნოების სწავლება, ბოროტისა და კეთილის დამღუპველი ერთსულოვნების, ანუ მართლმადიდებელთა მხრიდან ეშმაკთან შეერთების  ყოვლადდასაგმობი თქვენეული მცდელობის შესახებ!

დავიწყოთ იმით, რომ წმიდა პავლე მოციქულმა, კითხვის სახით მოგვცა გაფრთხილება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?, ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (II კორ.6-11,15) იმედია, ვერ გაბედავთ, უფლის მტერ მიხეილ სააკაშვილივით, რომ თავი აიმაღლოთ, სამყაროს შემოქმედი ღმერთის_ წმიდა მოციქულის, ამ წმიდა შეგონების წინააღმდეგ; ხოლო,  რადგან სიმართლის მსახურად წარმოაჩენთ თავს, მაშინ, გთხოვთ, გვიპასუხოთ, რა საერთო გაქვთ, თქვენ მართალ ადამიანს უსჯულოების მოქმედ ადამიანებთან?! ბუნებრივია, დასვამთ კითხვას, ვის ვთვლით ჩვენ უსჯულოდ და რატომ ვთვლით, უსჯულოდ! მოგახსენებთ, რომ ღვთის კანონთა თანახმად, უსჯულოებად ითვლება სიწმიდეთა მკრეხელობა, რაც გამოიხატება, მართლმადიდებლურ ტაძართა, ჯვარ-ხატთა დარბევაში, მართლმადიდებელი მღვდლის ცემასა და დაპატიმრებაში, მართლმადიდებელი მრევლის  ფიზიკურ მხეცურ ანგარიშსწორებაში! ხოლო, გლდანის ტაძრის  და მასში არსებულ სიწმიდეთა დარბევა და მღვდლის დაპატიმრება, განხორციელდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ მაშინდელი ლიდერის, გიგა ბოკერიასა  და თქვენი დღევანდელი რესპუბლიკელი თანამებრძოლების, თინათინ ხიდაშელის, მისი ქმრის დავით უსუფაშვილის, დავით ზურაბიშვილის, „კმარელების“ და სხვა მათ მსგავს უსჯულოთა ბეზღობით ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციაში „ჰიუმან რაითს უოთჩში“, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში; სწორედ, ამ თქვენი მეგობრების გამუდმებული ისტერიული მოთხოვნა იყო, რომ დასჯილიყო მართლმადიდებლობა საქართველოში და დაკანონებულიყო იეღოველთა სექტა და ზოგადად სექტები ჩვენს სამშობლოში; თინათინ ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი და მეგობარნი მათნი უკიჟინებდნენ ე. შევარდნაძეს და აიძულებდნენ ამერიკის კონგრესის ზეწოლით, რათა დაეპატიმრებინა სექტათა მდევნელი მართლმადიდებლები, რაც მოიმოქმედეს კიდეც, ოღონდ უფრო ცოტა მოგვიანებით, და ამერიკელ სენატორთა მოთხოვნით ე. შევარდნაძის ჩამნაცვლებულმა მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ, გიგა ბოკერიამ, მაია ნადირაძემ, ირაკლი ოქროაშვილმა, გოგა ხაინდრავამ, გიორგი ბარამიძემ, მერაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ახალაია-სანოძეებმა მძიმე ტექნიკით შეუნგრიეს კარებები გლდანის მართლმადიდებლურ ტაძარს, (ერთი კარები შემდუღებელი აპარატით გაჭრეს, მეორეს ჯავშან მანქანა მიაყენეს და შელეწეს ხოლო ტაძრის კედლები ავტომატებით დაცხრილეს)!

დიახ, თინათინ ხიდაშელის და მის მსგავსთა მოთხოვნით დარბიეს ხატები, ჯვრები, მართლმადიდებელი მრევლი სიკვდილის პირამდე სცემეს და ციხეებში ჩაყარეს, ხოლო ამ ყველაფერზე საჯაროდ, მასმედიით, თანაც დიდი სიხარულით უაღრესი კმაყოფილება გამოთქვა თქვენმა დღევანდელმა  რესპუბლიკელმა მეგობარმა ლევან ბერძენიშვილმა; აი, მისი სიტყვები: „მე ვარ უაღრესად დაკმაყოფილებული დღეს დაპატიმრებული აღმაშფოთებელი შემარცხვენელი დამნაშავის ამბით…სამართალმა ყველგან შეაღწია… “ ე. ი. ტაძრის დარბევა, მისი წმიდა საკურთხევლის მოოხრება, მღვდლებზე ხელის აღმართვა და მრევლის მხეცურად ცემა: „სამართალმა ყველგან შეაღწია ყოფილა“ და, დღეს, ეს ღვთისმბრძოლი ლევან ბერძენიშვილი ბრალს დებს მეორე ღვთისმბრძოლს მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში! გაუგონარი ცინიკური მკრეხელობაა, ეს თქვენი მხრიდან, ბატონო კონსტანტინე, და დღევანდელი თქვენი დემონოლოგი მეგობრების მხრიდან!

ე.ი. თქვენ, საკუთარი თავის სიმართლის მსახურად წარმომჩინებელ ადამიანს, მეგობრული ერთობა გაქვთ უსჯულოების მოქმედ  ადამიანებთან და, ამიტომ  გეკითხებით, თქვენ, ბატონო კონსტანტინე, რა განსხვავებაა, მიხეილ სააკაშვილ, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილსა და თქვენს დღევანდელ რესპუბლიკელ მეგობართა: თინათინ ხიდაშელ, დავით უსუფაშვილ, დავით ზურაბიშვილსა, გოგა ხაინდრავა და ლევან ბერძენიშვილს შორის? ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინიც, ხომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მსგავსად კვლავაც გააგრძელებენ მართლმადიდებლობის დევნას საქართველოში?! ხოლო მართლმადიდებლობის მდევნელნი, ხომ კაცთა კვლასაც, არასოდეს ერიდებიან და ისევ გაგრძელდება დაუსრულებლად გირგვლიანის საზარელ ამბავთა საქმეები? რადგან, ვისაც კი ოდესმე ღვთის სიწმიდეთა წინააღმდეგ აღუმართავს ხელს, მათ ხომ ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული? თუ შეიძლება, გაგვეცით პასუხი, რა საერთო გაქვთ,  თქვენ სიმართლის მსახურებაზე პრეტენზიის მქონე ქრისტიანს, უფლის ამ უბოროტეს  მტრებთან? ანუ „ რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან?“ იქნებ, გაგვცეთ პასუხი, რა პასუხი გაგაჩნიათ ღმერთის წმიდა მოციქულის ამ კითხვაზე?

ასევე, ბრძანებს უფლის წმიდა მოციქული პავლე: „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.“ (II კორ.7-16,18) ხოლო, თქვენ, თქვენს უსჯულო მეგობრებთან ერთად მიზნად დაგისახავთ უწმიდურთან შეერთება, კერპთაყვანისმცემელი სახელმწიფოსთან „ინტეგრაცია“; ბოროტებიდან განშორების მაგივრად, მიხეილ სააკაშვილივით, გეზი აღებული გაქვთ, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რათა მიეტმასნოთ უწმიდურს, თავს აწონებთ ა.შ.შ._ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესს, დაბრძანდებით იქ მოლაპარაკებებზე და მლიქვნელობთ ღვთისმგმობელთა კარზე, რათა მოიპოვოთ ერეტიკოსთა პოლიტიკური მხარდაჭერა, თანაც სწორედ იმ ღვთისმგმობელთა მხარდაჭერა, რომელებიც გამუდმებით სდევნიან ჩვენს სამშობლოში მართლმადიდებლობას და აკანონებენ სექტებს, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ შეგვიგინეს ღმერთი და არნახული მხეცური სისასტიკით დაგვირბიეს მართლმადიდებლური სიწმიდეები, და სწორედ ამ სატანისტებს ემუდარებით, რათა მათი ამჟამინდელი ერთგული მსახურები: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ახალაი-სანოძეები ჩამოიშორონ და საქართველოს ხელისუფლებაში ამჯერად თქვენ დაგაბრძანონ.

კომუნისტური პერიოდის ჟამს, თქვენი წინამორბედნი, პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ღვთისმგმობელ კრემლში დარბოდნენ, იმ კრემლში, რომელიც თავად რუს მართლმადიდებელ ერს უფლის ხსოვნისთვის სასტიკად აწამებდა, ხოლო, დღეს,  უკვე თქვენ,  ამერიკულ-ევროპულ „კრემლში“ დაბრძანდებით, რომელთაც საკუთარ ერებთან ერთად უარყვეს, რა ხანია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და საკუთარი ცივილიზაციის კომფორტულ წიაღში, აღარც ჯვარი, აღარც ხატი, აღარც ღვთის ტაძარი, და აღარანაირი ნიშან-წყალი ღვთის ხსოვნისა აღარ მოეპოვებათ; არამედ ამ ზესახელმწიფოთა ხელისუფლებანი და მათი ერები ერთსულ-ერთხორც უარყოფენ მართლმადიდებლობას; ხოლო გამომდინარე აქედან, წაშლილი აქვთ ღვთისგან დაწესებული ზღვარი ნათესაური: აღარც ბიძაშვილი იციან, აღარც მამიდაშვილი, აღარც მამამთილი, აღარც ძმისცოლი, აღარაფერი ზნეობრივი და წმიდა მათთვის აღარ არსებობს; მათ საკერპო ტაძრებში მამათმავალ-ლეზბოსელი ეპისკოპოსები მსახურებენ, ოფიციალურად ნებადართული აქვთ ერთი სქესის ქორწინებები, ნათლავენ, აზიარებენ გველებს, ძაღლებს, კატებს, მაიმუნებს და რელიგიის დონეზე ათას სისაძაგლეს აკანონებენ, აი, ეს არის თქვენი ამერიკულ-ევროპული „გლობალიზაცია-ინტეგრაცია“, ანუ თქვენი ამერიკა და ევროპა სექტანტურად აღმსარებლობენ;

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი, სადაც თქვენ მლიქვნელურ თაყვანისცემას გამოხატავთ, ბაპტისტურ-იეღოველური აღმსარებლობისაა და ამ ზესახელმწიფოდან ვრცელდება საქართველოში იეღოველთა და ბაპტისტთა სექტის ყოველგვარი უსჯულოება და მათი ღვთისმგმობი ლიტერატურა ხრწნის და იბირებს საქართველოს მოსახლეობას! იქნებ, ფიქრობთ, რომ პოლიტიკურად მოატყუებთ ეშმაკს, ხელისუფლებაში მოხვალთ და თან იმართლმადიდებლებთ? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, მამათქვენს თქვენზე მეტი სიბრძნე არ გააჩნდა, რომ თქვენზე უკეთესად მოეხერხებინა ეგ პოლიტიკა, და განა, დღესაც ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა? რატომაც არა, ფიქრობთ, ალბათ თქვენ, და ქართველი სულგაყიდული „ვაცლავ ჰაველი“ თქვენი არჩეული გზით ხომ ჩვენც გვეყოლებოდა?

მამაშენმა შესანიშნავად უწყოდა, ყველა ჩვენთაგანზე უკეთესად ეს ყველაფერი, მაგრამ, იუდა ვაცლავ ჰაველივით, არ გაყიდა ქრისტე  და ამერიკულ-ევროპულ გლობალიზაცია-ინტეგრაციას უფლის ჯვარცმის გზა-გოლგოთა არჩია! ხოლო, თქვენ კი რას სჩადიხართ? ბედავთ, იმკრეხელოთ  ღვთის კანონთა წინააღმდეგ?

ახლა, რაც შეეხება, მამათქვენის უბოროტეს მტერ სახელმწიფო დამნაშავე გოგა ხაინდრავას, რომელიც არნახული ფარისევლობით გვერდზე მოისვით და მასთან ერთად გამოდიხართ ტელევიზიით, თანაც ბედავთ, რომ დაგვმოძღვროთ, ასე ვთქვათ, მასთან ერთად ამხელთ ვითომ მკვლელებსა და ტერორისტებს, კი მაგრამ, მასხარად გვიგდებთ, ბატონო კონსტანტინე? განა, გოგა ხაინდრავას და მის თანაამფსონ „მხედრიონელებს“ შეედრება კაცთა კვლაში მიხეილ სააკაშვილი თავისი მხეცთა ბუნაგით? რომ გამოდის, ეგ თქვენი მეგობარი გ. ხაინდრავა და იძახის ძირს მკვლელებიო, მაგან თავად, მამათქვენის სიძულვილით, მის სისხლს მოწყურებულმა, განა ნახევარი საქართველო დედა-ბუდიანად არ ჩადო მიწაში?! ან, განა, ღმერთი მიიღებს მაგის ფარისევლურ სინანულს, ორიოდ სიტყვით მოსაჩვენებლად, რომ ამოღერღა ტელე-„იმედით“?! რამეს რომ ნანობდეს ეგ ძმათა სასაკლაოს მომწყობი „კაენი“, კვლავაც კი არ უნდა ლიდერობდეს და თავად მკვლელი სხვის მკვლელობას  მართალი კაცივით რიხიანად საჯაროდ განიხილავდეს, პირიქით, სირცხვილით ვერც უნდა ბედავდეს ერის წინაშე გამოჩენას და სადმე განმარტოებით მჯდომი თავში ხელების ცემით, მოთქმა-გოდებით მომტირალი, დღე და ღამ უნდა ინანიებდეს  კაცთა კვლის თავის კაენურ ცოდვას, რადგან მაგის თავზე ღვთის რისხვად, აი, რა წყევლა არის აღმართული: „ეს რა ჰქენი? შენი ძმის სისხლი ღაღადებს ჩემდამი, წყეულ იყავ ქვეყანაზე, კვნესით და ძრწოლვით ხვიდოდე მასზე“ (დაბ.4, 10-11), ხოლო, თქვენ კი, როგორ ბედავთ, რომ ე. შევარდნაძის მიერ მამათქვენის კვალში ჩაყენებული ეგ დაგეშილი მდევნელი და  სახელმწიფო დამნაშავე, „მხედრიონთან“ ერთად სამეგრელოს ამწიოკებელი, ძმათა მკვლელი „კაენი“  ზუგდიდში შეგყავთ, ხალხს გონებას უმღვრევათ, და აბუჩად იგდებთ, როგორც მამის ხსოვნას, ისე მთელ ერის ბოლოდროინდელ საშინელ სისხლიან უბედურებას?!
გაფრთხილებთ, თუ არ შეწყვეტთ მაგ ღვთისმბრძოლ პოლიტიკობანას თამაშს, უფრო მკაცრი მხილება გელოდებათ წინ, რის შემდგომაც, ბრალი – უკვე, მართლმადიდებლობის ღალატში, ე.ი. ღმერთის გაცემაში წაგეყენებათ! ღმერთმა დაგიფაროთ!

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

იხ. ვიდეო — პუტჩისტი გ. ხაიდრავა

http://bpg.sytes.net/simartle/bpg/publication_view.asp?InfoID=11607&iabspos=1&vjob=vdocid,11607

იხ. დოკუმენტი –პუტჩისტები ს. ზურაბიშვილი და ჯ. კაშია

http://bpg.sytes.net/simartle/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11537

30 Responses to “მართლმადიდებლური შეგონება კ. ზ. გამსახურდიას”

  1. catherine Says:

    dzalian revanshistuli ganwyoba gaqvT, samwuxaroa. Tqveni mxileba iseT tonalobashia dawerili, rom adamians egoneba TviT mesia amxels am pirovnebas, tumca me aravis mcveli ar var.

  2. a.sanduxaZe Says:

    am kacze araviTari Segoneba ar moqmedebs mgoni.
    sanam konstantine saqarTveloSi Cavidida, berZeniSvils aseTi ram ganucxadebia:
    “evropidan brundeba didad ganswavluli pirovneba, raTa cveni sazogadoeba gankurnos zviadizmis senisagan”- o
    me ver gavige es kaci risTvis aris saqarTveloSi Camosuli, visTan erTiandeba da vis emijneba.

    gana SeiZleba kaci mamis moRalateebTan da mtrebTan politikur aliansebSi Sediodes?

    CemTvis erTob samwuxaroa, rodesac mamisadmi erTgulebaSi vinme gecilebodes da gjobdes.

    ras vizamT Turme asec xdeba am verag cxovrebaSi.

  3. davit Says:

    თან მამასაც გააჩნია, მამა რომელიც ქართველმა ერმა საფიცარად გაიხადა თავისი კეთლმსახურებისა და ღვთის სიყვარულისა გამო, ასეთ მამას რომა კაცი უღალატებს და შეეკვრება მის მოღალატე აგენტ „მალიშებს“(კაკო ასათიანი), სალომე ზურაბიშვილ-კაშიებს, ბერძენიშვილებს და ხაინდრავებს, ასეთი კაცი მართლაც რომა მოღალატეთა განსაკუთრებულად იშვიათი სახეა! რას ვიზამთ ეს ევროპაში გამოყვანილი ტოლერანტული აზროვნებისა და სიყვარულის ახალი ჯიშია! თუმცა არც წარსულს აკლდა დიდი მამის ასეთი სამარცხვინო მოღალატენი – წმინდა დავით მეფსალმუნის შვილი აბესალომი მამის წინააღმდეგ საომრად რომ დაიძრა და უფალმა გზაში ამოაძრო სული!

    • catherine Says:

      kako asatianma ertxel moinania agentoba da zviadimac mashinve gverdiT amoiyena.tavis gamosvlebshi yoveltvis kargad moixseniebs pirvels prezidents. vis ra ufleba aqvs am xalxs satanistebi uwodos? dghevandel opoziciashi aris ramdenime pirovneba vinc erovnul interesebis dacvas cdilobas. konstantine gamsaxurdiac ar shans uzneo adamiani, me ver shevadri berdenishvilebs da mistanebs.

  4. davit Says:

    წმინდაო გიორგი დიდების მხედარო, ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არის, შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია, იხსენი შენი სამკვიდრო გეორგია!
    ————————
    პირადად მე აი რატომ და რა ღვთისნიერი სულის გამო მიყვარდა ბატონი პრეზიდენტი!
    ხოლო ამ შვილისთვის და მისი მეგობარი ეკლექტიკურ-პუტჩისტურ-მასონური იდეოლოგიის ოპოზიციის ხატება ილია მეორე-სინოდით და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სულიერად გაერთიანებული ევროპულ-ამერიკული ცივილიზებული კაცობრიობის დრაკონტა ორგიაა!

  5. catherine Says:

    kako asatianma ertxel moinania agentoba da zviadimac mashinve tavis gverdit amoiyena. tavis gamosvlebshi is yoveltvis kargad ixseniebs pirvel prizedents. vis ra ufleba aqvs am xalxs satanistebi uwodos? dghevandel opoziciashi aris ramdenime pirovneba vinc cdilobs erovnuli interesebis dacvas.mtlad uzneo ar chans arc konstantine gamsaxurdia, me ver shevadri berdzenishvelebs da mistanebs.

  6. davit Says:

    ქ-ნო კატერინა, როცა ზვიადი დაამხვეს მონანიებული ბუმბერაზი მალიში უცებ გადაიკარგა და აღარც მკვდრებშიი ჩანდა და არც ცოცხლებში. როცა ნახევარი საქართველო გადაწვეს და გადაბუგეს და მკვლელები მთავრობებში გადანაწილ გადმონაწილებაში იყვნენ, ეს დაპატარავებული ბუმბერაზი მონანიებული მალიში გამოძვრა „ჩირგვებიდან“, მიიხედ მოიხედა, ისევ გაიმართა წელში და რიხიანად შეუდგა პუტიჩისტურ არენაზე პოლიტიკურ მოღვაწეობას და ადგილებიც საკუთარი კეთილდშეობისათვის კარგი გამოიძებნა სახელისუფლო პალატებში და შეუდგა განცხრომით ცხოვრებასა და უვნებელ “მართალ“ პოლიტიკას! ხოლო კონსტანტინე რომ მკვლელი გოგა ხაინდრავას მეგობარია, რომელიც ბესარიონ გუგუშვილს
    ასევე რა ქება-დიდებაშია პუტჩისტი პატრიარქის ყურებში არ შეიშვება მისი სიცრუე და მოღალატეობრივი მრწამსი. ხოლო კონსტანტინე გოგა ხაინდრავას და ბერძენიშვილების მეგობარი რომ არის და ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეს თქვენ ზნეობად მიგაჩნიათ? მე ეს უზნეობად მიმაჩნია, რადგან ეს უღვთოობა და ეს ნამდვილად ასეა!

  7. davit Says:

    -ნო კატერინა, როცა ზვიადი დაამხვეს მონანიებული ბუმბერაზი მალიში უცებ გადაიკარგა და აღარც მკვდრებშიი ჩანდა და არც ცოცხლებში. როცა ნახევარი საქართველო გადაწვეს და გადაბუგეს და მკვლელები მთავრობებში გადანაწილ გადმონაწილებაში იყვნენ, ეს დაპატარავებული ბუმბერაზი მონანიებული მალიში გამოძვრა „ჩირგვებიდან“, მიიხედ მოიხედა, ისევ გაიმართა წელში და რიხიანად შეუდგა პუტიჩისტურ არენაზე პოლიტიკურ მოღვაწეობას და ადგილებიც საკუთარი კეთილდღეობისათვის კარგი გამოიძებნა სახელისუფლო პალატებში და შეუდგა განცხრომით ცხოვრებასა და უვნებელ “მართალ“ პოლიტიკას! ხოლო კონსტანტინე რომ მამამისის მკვლელი გოგა ხაინდრავას მეგობარია, რომელიც კანონიერი მთავრობის მეთაურს – ბესარიონ გუგუშვილს კაკებეს აგენტს უწოდებს და ასევე რა ქება-დიდებაშია პუტჩისტი პატრიარქის ყურებში არ შეიშვება მისი სიცრუე და მოღალატეობრივი მრწამსი, ეს თქვენ ზნეობად მიგაჩნიათ? მე ეს უზნეობად მიმაჩნია, რადგან ეს უღვთოობა და ეს ნამდვილად ასეა!

    • ekaterine Says:

      ra tanamdeboba ekava kako asatians? axla zviadis msgavs maghal morales nurc tqven daibralebt. me ara mgonia, rom mas aseti xisti poziciebi qonoda. konstantines da xaindravas megobrobas me mgoni ukve gauchnda bzari.) ) gogo xaindravas moghvateoba yvelam icis da mis namoghvawars sxvas ver gadaabralebt. me titmis yoveldghe shemovdivar da vkitxulob didgoris statiebs, simpatiit var dzalian ganwyobili tqvens mimart. tumca didgoris statiebshi simartlis garda revanshistuli suliskveteba sheimchneva dzalian.samwuxaroa, magram amas veravin ver uaryofs .

      • ლომისა Says:

        მშვიდობა თქვენდა ქ-ნო ეკატერინე.

        კარგად შეგიმჩნევიათ, რომ „რევანშისტები“ ვართ! გვსურს ქართველ ერში ჭეშმარიტი რწმენის და ეროვნული მოძრაობის აღდგენა!

        ნუთუ ეს არის თქვენი უკმაყოფილების მიზეზი? ვცდილობთ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მივბაძოთ!

        ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ.

  8. davit Says:

    კატერინმა დაწერა რომ თითქოს: TviT mesia amxels am pirovnebas,-ო, და სწორად შეუნიშნია, დიახ მესიის-ქრისტეს და მისი მოციქულების სიტყვებია ამ წერილში მოყვანილი და ვისაც ეხება ეს სიტყვები ესე იგი ის მესიისგან-ქრისტესგან არის მხილებული!
    საერთოდ მე დიდგორის ის მომწონს რომ ღვთით, მისი მოციქულებითა და წმინდა მამებით ამხელენ დღევანდელ რჯულიდან განდგომილებას და უზნეობას საქართველოში. ისე გადაგვარდა ყველაფერი რომ თქვენ წარმოიდგინეთ მკვლელები გააწმინდანა ხალხმა, მგლები სულიერ მამებად გამოაცხადა და ისე გააბრიყვეს ხალხი რომ რამდენიმე წლის წინ ვინც სისხლში აცურავა იგი, დღეს ტაშს აკვრევინებენ და წინამძღვრებად გაიხადეს! ამ დროს გამოჩნდა დიდგორი და დაიწყო თეთრისა და შავის გარჩევა და ეკლესიური მხილება ძველი ცოდვების და ეს მტკივნეულად აღიქმება დრაკონთა ორგიისთვის და ბუნებრივია მისგან მოხიბლული ხალხისთვის!

  9. daviti Says:

    “axla zviadis msgavs maghal morales nurc tqven daibralebt. me ara mgonia, rom mas aseti xisti poziciebi qonoda…me titmis yoveldghe shemovdivar da vkitxulob didgoris statiebs, simpatiit var dzalian ganwyobili tqvens mimart…”
    ____________________________________________
    ღმერთმა დამიფაროს ეკატერინე რომა ზვიადის მაღალი მორალი დავიბრალო, ან კიდევა დიდგორზე გამოქვეყნებული მღვდლების აზროვნებას თავი გავუტოლო! არც დიდგორის რედაქციის მუშაკთა თავდადებულ შრომასთან გამოვდგები შესადარებლად, რადგან ჯერ მარტო ფორუმებზე როგორ იბრძვიან და მუშაკობენ რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მიიტანონ ადამიანებამდე! მეც თქვენნაირი მკითხველი ვარ დიდგორისა და გულს მალამოდ მედება მათი წერილები. გაგიმარჯოთ თქვენს აზრებში, რადგანა ხან თქვენ იქნებით მართალი და ხანაც მე! გაიხარეთ!

  10. a.sanduxaZe Says:

    ქალბატონო ეკატერინე, ზვიადის და მერაბის მორალს ჩვენი მორალით ვერც ერთი ვერ აღვემატებით. ღმერთმაც ჰქნას და საქართველოს კვლავ მოუვლინოს ზვიადისა და მერაბის დარი გმირები, მაშინ ტანჯული საქართველოც გაიხარებს და იმათი სულებიც იზეიმებენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია როგორმე მივბაძოთ მათ და გადავირჩინოთ ჩვენი ზნეობა და სული და თუ მოვბაძავთ განა ეს დასაძრახია? განა ამას მერაბი და ზვიადის სულებიც არ ისურვებენ?

    ხოლო რაც შეეხება თქვენს მიერ გამოქომაგებულ პიროვნებას ბუმბერაზ და პუტკუნა “მალიშს” ვერ გახად იგი ლომად, რადგან ამისათვის დაბადებულიც არ ყოფილა, თქვენ ბრძანებთ; მან აღიარა და ზვიადმაც მიუტევა და გვერდში დაიყენაო, ნეტა არ დაეყენებინა!

    ასათიანი ცდილობს ხალხს მისი წარსული საქმენი საგმირონი გადაავიწყოს, თვალებში ნაცარი შეაყაროს და საძაგლად სცრუობს, მაგრამ ამას ის ვერ მიაღწევს, რადგან ფაქტები სხვას ღაღადებენ.

    http://ganmatavisuflebeli.webs.com/N20.pdf

    http://ganmatavisuflebeli.webs.com/

    N20. 15 გვერდს და დაწრმუნდებით ყოველივე ამაში.

    კეთილი სურვილებითა და ძმური სიყვარულით

    ა.სანდუხაძე

    • ekaterine Says:

      didi madloba mititebistvis. saintereso statia iyo namdvilad, yvelam ughalata prezidents mcire adamianebis garda. samwuxaroa, rom gultrfeli aghiareba aravis surs. zedapiruli da shelamazebui gancxadebebis meti yofili putchistebisgan araferi momismenia,

  11. davit Says:

    ძლივს არ ვნახე ქართული გაზეთი-განმათავისუფლებელი, რომელიც ნამდვილად ეროვნულია და სწორ სარწმუნოებრივ გზაზე დამდგარა. გაზეთებს მიყავს დღეს საქართველო და სიცრუის, ფლიდობის, ბოროტების, ტყუილ-მართლის აღრევის, ნახევარი სიმართლის მთქმელი ცეცხლს მისაცემი მაკულატურაა მთელი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი! მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ლეილა ცომაიას, მე არ მქონდა წაკითხული მისი რედაქტორობით გამოცემული ეს გაზეთიშ ახლა დიდგორზე გადავათვალიერე და ყველაფერს წავიკითხავ, ამიტომ პროპაგანდას გავუწევ ჩემს ახლობლებში. განსაკუთრებით დასაფასებელია ეს გაზეთი რადგან ცრუ პატრიარის ტაბუირებულ თემას მოხსნა ტაბუ ქართულ პრესაში!

    • ნიკა Says:

      ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
      Georgia.Gamsakhurdia

      • ნიკა Says:

        „ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა. იგივე მენტალიტეტი, ფსევდო სადღეგრძელოები…”ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს. ბობოლებს, რა თქმა უნდა, სიტყვები არ დაუსურებიათ ყველა ლაპარაკობდა ჯაბა იოსელიანის განსაკუთრებულ ხიბლზე, თუ რაინდობაზე.( …საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა (ეს ზვიადის დამხობას შიმშილობით რომ ამზადებდა ჯაბა ალბათ იმაზეა ლაპარაკობს ილია_) მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი საიდუმლო სერობა უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…ამასობაში ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ …“ ( პუბლიკაციის ავტორი-ზურა ნოზაძე) ჩამოთვლილია ამ წერილში ილიასთან ერთად ვინც აქებდა ჯაბას: ელენე თევდორაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლაშა თაბუკაშვილი, თამაზ წივწივაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ა.შ.)
        Zviad Gamsakhurdia was Righteous

      • ნიკა Says:

        ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
        აკაკი ელიავას დახვრეტა

  12. ნიკა Says:

    ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
    აკაკი ელიავას დაკავება

  13. ნიკა Says:

    „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა…(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
    კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში! Overthrow of the people selected President of

    • ნიკა Says:

      როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა…(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)
      1992 წლის გაზაფხული: ზუგდიდის „აღება

      • ეკა Says:

        მე რადგან გლდანის ეპარქიის მრევლის ერთი ძალიან უბრალო წევრი ვარ და ჩემი და ჩემი დის შესახებ შეიძლება მამა ბასილმა ვერც გიპასუხოთ ვერაფერი რადგან მას ძალიან დიდი მრევლი ჰყავს და ყველას ვერ დაიმახსოვრებს, მინდა ვაცნობო საზოგადოებას ის რაც შეიძლება არ იცოდეს აკაკი ელიავაზე და მის ბიჭებზე ქართველმა ერმა! როდესაც მამაოს შემოუტიეს იეღოველთა სექტის გამო ყველა ევროპული ქვეყნიდან და ამერიკის დეპარტამენტმა პირდაპირ უბრძანა შევარდნაძეს ამ მღვდლის დაჭერა, აკაკი ელიავამ გაავრცელა მთელ სამეგრელოში მოწოდება მამა ბასილის ამოსდგომოდა სამეგრელო მხარში და სამეგრელოში საერთოდ ეს სექტა აკრძალულიყო, და თუ იეღოველთა კონგრესები წინააღმდეგობას გასწვდნენ დაეშალათ ფიზიკური ძალის გამოყენებითაც! არ გასულა ცოტა ხანი და იგი ამერიკის დეპარტამენტის უშუალო მითითებით ედუარდ შევარდნაძემ დახვრიტა, რაც აგერ თქვენც წარმოადგინეთ!

      • ნიკა Says:

        პასუხი პატრიარქისტებს: “როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა…”(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

        ——————————————-

        1992 წლის 3 იანვარს, იმ დროს როდესაც მთავრობის სასახლესთან ბრძოლები მიდიოდა, როდესაც კანონიერი ხელისუფლება თავს იცავდა ტანკებითა და ზარბაზნებით შეიარაღებული პუტჩისტებისა და რუსების შემოტევებისაგან, თბილისის ქუჩებში მრავალი ათასი უიარაღო მშვიდობიანი მომიტინგე გამოდიოდა კანონიერი ხელისუფლების, თავისი არჩევანის მხარდასაჭერად.

        2-3 იანვარს ციხეებიდან საგანგებოდ გამოუშვეს სამი ათასზე მეტი მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული კრიმინალი, რომლებიც შეაიარაღეს და შეერწყენ „მხედრიონის ბანდებს – არაკაცების ამ მასსამ გარკვეულწილად (რუსის დახმარებასთან ერთად) გადაწყვიტა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირების ბედი არაკაცების სასარგებლოდ. ციხიდან საგანგებოდ განთავისუფლებული კრიმინალები არაკაცთა ხუნტის მთავარი დასაყრდენი გახდა – ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური ძლიერების საფუძველი და განაპირობა კიტოვან-სიგუას ბანდის დასუსტება.

        წინა დღით, ციხიდან ახლადგამოშვებულმა არაკაცმა არაკაცთა შორის ჯაბა იოსელიანმა, მხედრიონს უბრძანა მშვიდობიანი და უიარაღო მიტინგების დახვრეტა, მაგრამ ხალხს არა სჯეროდა, რომ ასეთ არაკაცობამდე შეიძლება მისულიყო ქართველი ადამიანი. ხალხი ცდებოდა – არაკაცობის ვირუსი ღრმად იყო გამჯდარი ბევრის სულში.

        მშვიდობიანი მიტინგის დროს დიდუბეს მეტროსთან, პუტჩისტი ჯალათები ვერაგულად ესვრიან ტყვიას ხალხს. ხალხი არ დრკება და უტევს ჯალათებს, დამფრთხალი ნაძირლები აგრძელებენ უარაღო ქართველების ხვრეტას, ამის და მიუხედავად ხალხი უკან არ იხევს. იმ სისხლიან დღეს არაკაცებმა 34 ქართველის სისხლი შესვეს – მოკლეს 5 და დაჭრეს 29.

        პუტჩისტების ამ არაკაცულმა აქციამ გააცამტვერა მათი მტკიცება თითქოს ისინი ებრძოდენ მხოლოდ და მხოლოდ „დიქტატორ გამსახურდიას – აქ თვალნათლივ და ცალსახედ გამოჩნდა, რომ ისინი ქარველი ხალხის ნებას ებრძოდნენ…

      • ნიკა Says:

        პატრიარქისგან კურთხეული მხედრიონის მხეცობა სამეგრელოში

      • ნიკა Says:

        პატრიარქისგან საქართველოს სახედ მოაზრებულ ჯაბა იოსელიანს ჩამოჰყავს პატრიარქისგან მსოფლიო მაშტაბების პიროვნებად დასახელებული შევარდნაძე. ანუ ჯაბა და პატრიარქი ხაზზე იყვნენ მასთან საქართველოს სასაკლაოს ჟამს. მოვუსმინოთ ჯაბას.
        Closed Circle “Tbilisi War” Georgian Mistake P14

      • ნიკა Says:

        ჯაბა იოსელიანის მეხოტბე პატრიარქი მიუბრძანდა სამხედრო ხუნტას სპორტის სასახლეში და უკურთხა ქართველი ერის გვამებზე მოპვებული ძალაუფლება ანუ კაენის ცოდვა…რეზიუმე, ჩამოიყვანეს პუტჩის ხელმძღვანელი და მას განუდიდა მომავალი სიხლიან რეჟიმი. მაგრამ მარტო პატრიარქს ნუ დავაბრალებთ. მთელი სინოდი იღებდა მონაწილეობას ამ სისხლიან განუკითხაობაში. ხოცავდნენ, ტანჯავდნენ პრეზიდენტის ანუ სამართლიანობის და კანონიერების მომხრე ქართველებს და ეს მღვდელმთავრები ამ მკვლელებს განადიდებდნენ. მაგრამ უფრო დიდი უბედურება დადგა შემდგომ, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახმა და ქართველი ერის დიდმა ნაწილმა განადიდეს ეს სისხლისმსმელი მღვდელმთავრები და დაასაფლავებინეს აი ამას!

        ———–

        patriatqi shevardnazis iubileze

  14. aragveli3 Says:

    amitom yvelam kargat unda gaitavisos, rom rodesac am xalxtan anu shevardnazis bandastan da mis mesveurebtan daviwart ketil megobrul damokidebulebas da mati “mozgvris” ilia shiolashvilis morchilebashi viqnebit, aucileblad mati sashineli saxalxo codvebis tanamoziarenic gavxdebit, radagn chven mat vagiarebt tavianti saqmianobidan gamomdinare, mat vemorchilebit miuxedavat qartveli xalxis, mamulishvilebis sisxlshi gatxvrili sulebisa, yoveli mati mona (radgan morchileba mxolod siketeshi sheizleba) aris mati bedis gamziarebeli rac sashineli simartlea

    • იოსებ Says:

      მშვიდობა შენდა არაგველო ძმაო გიორგი!

      დიახ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ უკანონობის და ძმათაკვლის გამჩაღებელ (პატრირქმა ხომ ძმათამკვლელთა საწინააღმდეგოდ დადგენილებაც გამოსცა?)* კაენის მემკვიდრეებთან, რომლებსაც ჯერაც არ მოუნანიებიათ ერისა და ღმერთის წინაშე ჩადენილი დანაშაული, დაუშვებელია მეგობრული ურთიერთოაბა. გიორგიმ სწორედ აღნიშნა რომ უპრინციპო პოზიციის შემთხვევაში, მათი შავ-ბნელი საქმიანობის მონაწილეები ვხდებით.

      დიახ, მორჩილება მხოლოდ სიკეთეში შეიძლება!

      ამას წინათ პუტჩისტების „მოძღვარმა“ აღნიშნა, რომ ორი პრეზიდენტი გადავაყენეთო (ზვიად გამსახურდია და ე. შევადნაძე იგულისხმა) და მესამეს (მ. სააკაშვილის) გადაყენება დაუშვებელი არისო.

      ე.ი. რამხელა დანაშაულია ჯერ იმის საკუთარ თავზე აღება, რომ კანონიერი პრეზიდენტი მასაც „გადაუყენებია“ თურმე! ჯერ ერთი რომ ზვიად გამსახურდიას გადაყნება კი არა – განდევნა მოხდა. მეორე, ზვიად გამსახურდიასთან ერთად განდევნეს ერის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება, საუკეთესო მამულიშვილები დაგვიხოცეს, დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უბედურება დაატყდა თავს ერს.

      და კიდევ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტად მოხსენიება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ილია მეორე სისხლის სამართლის დამნაშავეს და სამშობლოს მოღალატეს, პრეზიდენტად მოიხსენიებს კიდევ.

      მესამე „პრეზიდენტის“ გადაყენება რატომ აღარ შეიძლება? რაიმე კანონი არსებობს, რომ კანონიერის გადაყენება შეიძლება და უკანონოსი -არა?!

      „უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი!“ (აკაკი)
      ____________
      *ეს იმიტომ, რომ კანონიერ ხელისუფლებას თავი ვერ დაეცვა ყაჩაღური თავდასხმის შემთხვევაში და აქეთ დაებრალებინათ ძმათაკვლის ცოდვა – ასეც იყო!

      • davit Says:

        ლევან ბატონო აქეთ გადმოდით აქეთ

        ///

        გაზეთ „არგო” – ში (#58 2000 წ.) გამოქვეყნებულ წერილში (ავტ. გ. ჩუბინიძე), განხილულია საპატრიარქოსა და „მხედრიონს” შორის ურთიერთობის საკითხები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესახებ „კონკორდატთან” დაკავშირებით. გაზეთში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქომ და „მხედრიონმა” ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ესწრებოდნენ მისი წარმომადგენელი სამღვდელო პირი და ასევე პატრიარქის რეფერენტთა ჯგუფიდან პრესცენტრის წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე, ხოლო მხედრიონის მხრიდან ამ ორგანიზაციის ლიდერები ჯაბა იოსელიანი და დოდო გუგეშაშვილი. ჯაბა იოსელიანმა პრესსკონფერენციაზე განაცხადა: „ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, როდესაც მძიმე დღეები გვქონდა, ილია მეორემ შემოგვთავაზა „მხედრიონი” საეკლესიო ჯარად გადავაკეთოთო. კათოლიკოს- პატრიარქის ამ გამოწვდილ ხელს ვერასოდეს დავივიწყებთ, – განაცხადა ჯაბა იოსელიანმა და კატეგორიულად მოითხოვა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება.

      • davit Says:

        ესა ძველ დიდგორში რაღაცას ვეძებდი და პრესცენტრს კომენტარებში გამოუქვეყნებია, აქეთ გადმოვიტანე ძალიან დიდი წონის დოკუმენტია!!! მხედრიონი საეკლესიო ჯარი! პაპპპაპპააააააა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: