მ. ბასილთან დაკავშირებით ამერიკის სენატორთა მიმართვა ე. შევარდნაძისადმი

ამერიკის სენატორთა მიმართვა ედუარდ შევარდნაძისადმი

lustracia_page_01_image_0001

ჯ. ბუში ჩანთოსნების საძმოში

senatorebis-mimartva-shevardnazes

  • რელიგიური ექსტრემიზმის სიმბოლო

საქართველოსათვის გაზრდილი სამხედრო და ფინანსური დახმარების პარალელურად აშშ-ის ყურადღება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმართ გაორმაგდა. რელიგიური ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად მთავრობა, სავარაუდოდ, მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

4 აპრილს პრეზიდენტი საგანგებოდ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2002 წლის 4 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში არის ასახული.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულა, დიდი ხის ჯვრებით შეიარაღებული ჯგუფის მიერ რელიგიური უმცირესობების დარბევა თანამედროვე ქართული ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი – რელიგიური ექსტრემიზმის სიმბოლოდ.

მამა ბასილმა (როგორც მისი მიმდევრები მას უწოდებენ) არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობას მისიონერივით რიტუალის სახე მისცა. იმ დროს, როდესაც კაცები „სექტანტებს“ სცემენ და მათ სამლოცველოებს ანგრევენ, ლოცვითა და საგალობლების მღერით შუა ხნის ქალები მათ კუთვნილ ლიტერატურას ძალით იტაცებენ და საჯაროდ წვავენ.

ბასილის მომხრეები რელიგიურ უმცირესობებს ბრალს დებენ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. მათი თქმით, ისინი (რელიგიური უმცირესობები) არსებული ეკონომიკური სიდუხჭირით სარგებლობენ და ფულადი და ჰუმანიტარული დახმარების დაპირებით ხალხს თავიანთ სარწმუნოებაზე ნათლავენ. ამგვარი განცხადებები ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს, რომელსაც ხშირად ავიწყდება, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გადასახადებისაგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის გათავისუფლებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ნაკლოვანებებიც, რაც ექსტრემისტებს ხელს-ფეხს უხსნის. „არ არსებობს რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ კანონი. რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობით არიან დაკავებულები, შეიძლება დარეგისტრირდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სახით, თუმცა, რელიგიურ და სხვა სახის ორგანიზაციებს რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელება. რეგისტრაციის არმქონე ორგანიზაციებს საოფისე ფართის დაქირავების ან ლიტერატურის საზღვარგარეთიდან შემოტანის უფლება არ აქვთ. არარეგისტრირებული ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს შეუძლიათ ამ სახის საქმიანობაში ჩაბმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დგება“.

მას-მედიაში ხშირი გამოჩენა ბასილს უძლეველის იმიჯს სძენს. ბასილის მომხრეთა მიერ მოწყობილი თავდასხმებისას პოლიცია ყოველთვის ადგილზე იმყოფება და კანონდარღვევას მშვიდად ადევნებს თვალს ან შემთხვევის ადგილზე ძალზე გვიან მიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, „იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ არამარტო ვერ დაიცვა უმცირესობები რელიგიური ექსტრემისტების თავდასხმისაგან, არამედ ხშირად მონაწილეობდა, ან ხელს უწყობდა ხსენებულ თავდასხმებს“.

საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაში მოყვანილია ზოგიერთი სამართალდამცავის საჯარო განცხადება, რომ მათი მოვალეობა არის „საზოგადოების სექტების მავნე ზეგავლენისაგან დაცვა“.

თუმცა, როგორც კი პრეზიდენტმა რელიგიური შეუწყნარებლობის აღკვეთა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, პროკურატურა იმ დღესვე შეეცადა მამა ბასილის დაჭერას, მაგრამ სასამართლო წინასწარი დაკავების შესახებ დადგენილების გამოტანას მოერიდა. ბასილის რამდენიმე საათიანი დაკავებისას, მისი მომხრეები ქვეყანაში მასობრივი არეულობებით დაიმუქრნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ამ მუქარას დამაჯერებლად მიიჩნევენ.

მაშ, რა არის ბასილის უძლეველობის მთავარი წყარო?

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციის, მიერ მამა ბასილის მხარდაჭერა საკუთარი კორუფციული იმიჯის გასაუმჯობესებლად არის გამიზნული. პოლიციასა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილს სურს, რომ იმედგაცრუებულ და ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილ საზოგადოებაში ქართული ტრადიციებისა და რწმენის ქომაგის სახელი მაინც დაიმკვიდროს.

ამრიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ზოგიერთი ნაციონალისტურად განწყობილი ლიდერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის საკითხის საკუთარი პოლიტიკური პლატფორმისათვის გამოყენებას განაგრძობს“.

აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესიაც, რომელიც მამა ბასილს ღვთისმსახურებას უკრძალავს, ფაქტობრივად, ანალოგიურ შეხედულებებს უჭერს მხარს და ბასილის მიმდევრებივით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის პრივილეგირებულ სტატუსს მოითხოვს.

მეორეც, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში რელიგიური ექსტრემისტების მოქმედებების მიმართ აშკარა სიმპათია შეიმჩნევა. პოპულარულია მოსაზრება, რომ სექტები ვიღაც „მტრული ძალების“ მიერ არის მოგზავნილი, რათა ქართული ეროვნული სახელმწიფო დაღუპოს.

„მამა ბასილი ქართველობას იცავს, არავის მივცემთ უფლებას ჩვენი სარწმუნოება წაგვართვას“, აღელვებული ამბობს უმუშევრად დარჩენილი მაკა და იგი მრავალი თანამოქალაქის შეხედულებას ასახავს.

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება კონფლიქტებს მოაგვარებს და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები ნორმალურ სახეს მიიღებს. თუმცა, ამ იდეის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომავალი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ფონზე პოლიტიკოსები მოსახლეობაში პოპულარობის გასაზრდელად გავლენიანი მართლმადიდებლური ეკლესიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საკმაოდ მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტარები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას კანონით სპეციალურ სტატუსს მიანიჭებენ და არატრადიციული რელიგიის წარმომადგენლების საქმინობას შეზღუდავენ.

ასე რომ, უშუალოდ მამა ბასილის დაჭერა და დასჯა პრობლემას ვერ აღმოფხვრის. სწორედ საზოგადოების დიდი ნაწილის ჩუმი მხარდაჭერა განაპირობებს მკალავიშვილის ხელშეუხებლობასა და წარმატებას.

სანამ საქართველოს მოქალაქეების არ გააცნობიერებენ, რომ თითოეულ მათგანს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება გააჩნია და არავის აქვს უფლება პიროვნების პირად ცხოვრებაში ჩარევისა, მანამ „ბასილები“ თავისუფლები იქნებიან და საზოგადოებრივ აზრსაც წარმართავენ.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

lustracia_page_01_image_0002

ამერიკის დეპარტამენტის  და კონგრესის მითითებით, აი, რა სექტა გაატარეს რეგისტრაციაში  მასონური ორდენის მაგისტერიუმის წევრის ედუარდ შევარდნაძის სულიერმა შვილებმა მალტის მასონური ორდენის კავალერმა – მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ, გიგა ბოკერიამ და სხვა ნაცისტებმა დღეს ოპოზიციაში გადმოსხმული ძველი მინისტრების დახმარებით:

  • იეჰოვას მოწმეების სექტა:

სამქადაგებლო საქმიანობა ტარდება მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში და კოორდინაცია ეწევა რამდენიმე ორგანიზაციული სტრუქტურის წყალობით. მთელი ორგანიზაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც იმყოფება ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში. ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გზავნის თავის წარმომადგენლებს ადგილობრივ ფილიალებთან მრავალი სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ყოველ ფილიალში დანიშნულია კომიტეტი…

  • სამების უარყოფა:

სამება: არის თუ არა იეჰოვა სამება — სამი პიროვნება ერთ ღმერთში? არა!

  • შობის და აღდგომის უარყოფა:

შობა და აღდგომა: იესო არ დაბადებულა 25 დეკემბერს. იესოს არასდროს უბრძანებია ქრისტიანებისთვის, მისი დაბადების დღე ეზეიმათ. შობა და მასთან დაკავშირებული ადათ-წესები თავის დასაბამს ძველ ცრუ რელიგიებში იღებს. იმავეს თქმა შეიძლება აღდგომის ადათ-წესების შესახებ, როგორიცაა სააღდგომო კვერცხების გამოყენება. ადრინდელი ქრისტიანები არც შობას ზეიმობდნენ, არც აღდგომას, რასაც არც დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები აკეთებენ.

  • წმიდა ხატების უარყოფა:

ხატების თაყვანისცემა არ შეიძლება, რადგან იეჰოვა მოითხოვს არა საგანზე გამოსახული კერპების, არამედ მხოლოდ მის თაყვანისცემას.

  • ჯვრის უარყოფა:

ჯვარი: იესო ჯვარზე არ მომკვდარა. თავის დასაბამს ჯვრის ნიშანი ცრუ რელიგიებში იღებს. ადრინდელი ქრისტიანები არც იყენებდნენ და არც თაყვანს სცემდნენ ჯვარს. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, მართებულია თუ არა თაყვანისცემისას ჯვრის გამოყენება?

  • მიცვალებულთა სულების უარყოფა:

ნებისმიერი წეს-ჩვეულება, რომელიც მკვდრებისადმი თაყვანისცემას უკავშირდება,

  • ჯარში სამსახურის უარყოფა:

იეჰოვა სიყვარულს ქადაგებს, სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ მისი მოწმეები ომებში.

  • სისხლის გადასხმაის უარყოფა:

მართებულოა თუ არა სისხლის გადასხმა? გახსოვდეთ, იეჰოვა მოითხოვს, თავი შევიკავოთ სისხლისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ჩვენს ორგანიზმში არც სხვა პიროვნების სისხლი, არც ჩვენი, რომელიც მანამდე შენახული იყო. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ისხამენ სისხლს. ისინი ისეთ სამედიცინო მკურნალობას გადიან, რომელიც უსისხლო პრეპარატების გადასხმას შეიცავს.

  • იეღოველთა სექტის ოფიციალური გვერდიდან მცირედი ამონარიდები

მის აღმატებულებას ედუარდ შევარდნაძეს

lustracia_page_03_image_0001

აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი

ძვირფასო ბ-ნო პრეზიდენტო, შეშფოთებულნი ვართ, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წინააღმდეგ ბრბოს ძალადობრივი ქმედებების პერმანენტული პროცესებით საქართველოში. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენი მთავრობის აშკარა უუნარობისადმი, ბოლო მოუღოს თავდასხმებს და უზრუნველყოს მდგომარეობის გამოსწორება თქვენს ქვეყანაში, როგორც ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოსი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (CSCE).

ჩვენ გვსურს მიიღოთ კონკრეტული ზომები, რათა უზრუნველყოთ ქართველების უსაფრთხოება რელიგიური მრწამსის მიუხედავად. ორ წელზე მეტია მიმდინარეობს ექსტრემისტული ბრბოს თავდასხმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე. ქართული პოლიცია ბევრ შემთხვევაში უარს ამბობს ჩაახშოს რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმები და აღკვეთოს თქვენს ქვეყანაში რელიგიური ექტრემიზმი.

1999 წლიდან მოხდა დაახლოებით ოთხმოცამდე თავდასხმა იეჰოვას მოწმეებზე, ამ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა ბასილ მკალავიშვილი. მან მიზანში ამოიღო ასევე პენიტეკოსტალური ეკლესია, ევანგელისტურ-ბაბტისტური კავშირის საწყობი. გვაცნობეს, რომ რელიგიური უმცირესობების აქტივისტებს თავს დაესხნენ და დაარბიეს ისინი. ავტობუსებს, რომლითაც იეჰოვას მოწმეები კონგრესზე მიდიოდნენ დაესხნენ თავს და უკან გააბრუნეს. დღეისათვის ეს დანაშაულობები დაუსჯელი რჩება, მიუხედავად იმისა რომ აღძრულია დაახოებით 700 სისხლის სამართლის საჩივარი.

ბ. მკალავიშვილისა და მისი ერთი თანაშემწის წინააღმდეგ 2002 წლის 25 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დაწყების შემდეგ ექსტრემისტული ბრბოს თავდასხმა მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ ისევ განახლდა. ბრალდებები, რომელიც შეტანილია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, არის უმნიშვნელო დანაშაულობებისათვის და საქმის თავდაპირველი მოსმენიდან საქმის გადადება მოხდა ხუთჯერ ბასილ მკალავიშვილის ექტრემისტული ბრბოს ძალისხმევით. ექსრემისტები ასობით კაცსაც ითვლიან ხანდახან. პოლიციამ უარი თქვა უზრუნველეყო რელიგიურ უმცირესობათა სათანადო სასამართლო უსაფრთხოება, რის გამოც იურისტებმა მოითხოვეს სასამართლო მხარედაჭერა, მაგრამ მოსამართლემ დაადგინა რომ სასამართლო დაცვა იქნებოდა მხოლოდ ერთი პოლიციელი, მაშინ, როდესაც არავითარი შეზღუდვები არ დაადგინა მკალავიშვილის მომხრეებისთვის.

თქვენი მთავრობა არ იღებს ეფექტურ ზომებს. ეს კი ბასილ მკალავიშვილს და მის მომხრეებს აქეზებს აბუჩად აიგდონ საქართველოს კანონი.

შესაბამისად მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო, ბოლო მოუღოთ რელიგიურ ექტრემისტთა მხრიდან თავდასხმებს რელიგიურ უმცირესობებზე და პატივი სცეთ საქართველოს  SCE ვალდებულებებს და ხელი შეუწყოთ დაცულ იქნეს რელიგიური თავისუფლება საქართველოში.

გთხოვთ, დაგვარწმუნოთ, რომ კონკრეტულ ზომებს მიიღებთ, გამოძიების ჩატარებით დამნაშავეთა დასასჯელად და გვიჩვენებთ, რომ ასეთ ძალადობას მეტად აღარ დაუშვებთ .

გულწრფელად თქვენი

ბენ ნიგტორს კამბეტი, ქრისტეფორ ჯ. დოლი, გორდონ სმიტი, ჰილარი როდჰემ ქლინტონი, ჟოზეფ ლობერმანი, რობერტ ადერჰოლტი, ლუის მაქენტოჟ სლოტერი, ქრისტეფორ პ. სმიტი, სტენი პღ პოუერი, ჟოზეფ რ. პიტსი, ბენჟამენ ლ. კარდინ ვამპი, ალსი ლ. პასტინგსი, ანტონი ვაანერა.

საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ ედუარდ შევარდნაძეს

lustracia_page_04_image_0001

ილია მეორე და ბასილ კობახიძე თანამწირველობისას

ბატონო პრეზიდენტო!

ამოვხატავთ რა დიდ კმაყოფილებას თქვენი იმ დაუვიწყარი სიტყვის გამო, რომელიც ამა წლის 12 მარტს საყოველთაო ქრისტიანული მსახურებისას წარმოთქვოთ, ამავე დროს არ შეგვიძლია არ გაუწყოთ ჩვენი გულისტკივილი, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის განელებისაკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა ვერ პოულობს სათანადო გამოძახილს, რაც თქვენი წარმოთქმული სიტყვის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ქვეყანაში სულ უფრო მზარდი რელიგიური ისტერიის ფონზე, აღარავის გაკვირვებია, როცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მკალავიშვილისა და ივანიძის საქმის უკანასკნელ მოსმენაზე მოსარჩელე მხარის – იეღოვას მოწმეების – წარმომადგენლები და მათი ადვოკატები ფიზიკურად და სულიერად შეურაცხყვეს. რელიგიური ექსტრემისტები ისევ აბსოლიტურად დაუსჯელად პარპაშებენ, რასაც კიდევ ერთი უმსგავსო ფაქტი ადასტურებს. გვსურს, თქვენი ყურადღება მათ მივაპყროთ.

4 მაისს მართლმადიდებლობისათვის მებრძოლმა ჩვენმა წრეგადასულმა მოშურნეებმა ისევ ჩაშალეს ერთ-ერთი რელიგიური დაჯგუფების იგივე მრავალტანჯული „იეღოვას მოწმეების“ შეკრება, ამჯერად ორთაშენში. 1 და 15 ივნისს თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჩაშალეს 50-იანელთა შეკრებები. იქ მყოფ ადგილობრივი პოლიციის მუშაკებს თითიც არ გაუნძრევიათ  უწესრიგობის ასალაგმად. 15 ივნისს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გადაწვეს ბაბტისტური ეკლესია.

ხელისუფლება კვლავინდებურად უმოქმედოა და ფარულად თუ აშკარად აქეზებს გალაღებულ ექსტრემისტებს.

ბ-ნო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა ბოლო მოეღოს ამ თვითნებობას და შევძლოთ, სიამაყით წარმოვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში არავინ უშლის ადამიანებს ისე იწამოს ღმერთი, როგორც სინდისი უკარნახებს.

lustracia_page_05_image_0001

მათ სიამოვნებით გააკეთეს ყველაფერი!

ღრმა პატივისცემით

გია ნოდია – (სამოქალაქო მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საქართველოში – მშვიდობის, დემოკრატიის, და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი)

ზვიად გამსახურდიაზე და ეროვნულ ხელისუფლებაზე დასავლეთში  ცილისწამების  გავრცელების ორგანიზატორი (რედ.)

ვახუშტი კოტეტიშვილი – პროფესორი, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი. (პუტჩისტი, რედ.)

ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი. (სექტანტობის ლიდერი, რედ.)

გიგა ბოკერია – თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი (სექტანტობის ლიდერი, რედ.)

რამაზ საყვარელიძე – თსუ და თსსუ დოცენტი.

მამუკა არეშიძე – კავკასიის საკითხთა ექსპერტი.

მიხეილ ჩაჩხუნაშვილი – ფონდი „ღია საზოგადოება“ – ექსპერტი.

მზექალა შანიძე – პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ- კორესპონდენტი.

ივლიანე ხაინდრავა – განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი

თამაზ ჯოლოგუა – თსუ პროფესორი.

პეტრე მამრაძე – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის უფროსი.

დეკანოზი ბასილ კობახიძე – მართლმადიდებელი ეკლესია.

ნაირა გელაშვილი – მწერალი „კავკასიური სახლის“ დირექტორი.

დავით უსუფაშვილი – იურისტი.

ლევან ბერძენიშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკა.

ელენე თევდორაძე – საქართველოს პარლამენტი.

მიხეილ ნანეიშვილი – საქართველოს პარლამენტი.

ნანა კაკაბაძე – ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის.

მღვდელი ზაზა თევზაძე – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

თბილისი 18. 06. 03. წ.

  • რედაქტორის შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები სასამართლო პროცესზე არ დადასტურებულა!

Грузия: бывший священник осужден за религиозные погромы

“Наконец-то свершилось правосудие над одним из самых одиозных погромщиков в Грузии.

lustracia_page_07_image_0001

იხ. დარბევის ამსახველი ფოტო-ქრონიკა –> http://lomisa.geoweb.ge/suratebi.htm

(Нью-Йорк, 1 февраля 2005 г.) – Осуждение вдохновителя религиозных погромов 1999-2003 гг. стало важным шагом грузинских “Наконец-то свершилось правосудие над одним из самых одиозных погромщиков в Грузии. Остается надеяться, что это станет началом недвусмысленной линии противостояния попустительству насилия и дискриминации в отношении религиозных меньшинств”.

Рейчел Денбер, и.о. исполнительного директора Отделения Хьюман Райтс Вотч по Европе и Центральной Азии

lustracia_page_08_image_0001

властей в направлении прекращения безнаказанности насилия на религиозной почве, заявила Хьюман Райтс Вотч. “Наконец-то свершилось правосудие над одним из самых одиозных погромщиков в Грузии. Остается надеяться, что это станет началом недвусмысленной линии противостояния попустительству насилия и дискриминации в отношении религиозных меньшинств”.

Рейчел Денбер, и.о. исполнительного директора Отделения Хьюман Райтс Вотч по Европе и Центральной Азии

Вчера бывший православный священник Василий Мкалавишвили был осужден районным судом в Тбилиси на шесть лет лишения свободы за организацию насилия и причинение ущерба имуществу. Его ближайший помощник Петре Иванидзе получил четыре года, один из сторонников – год. Еще четверо сторонников получили условные сроки.

“Наконец-то свершилось правосудие над одним из самых одиозных погромщиков в Грузии, – говорит Рейчел Денбер, и.о. исполнительного директора Отделения Хьюман Райтс Вотч по Европе и Центральной Азии. – Остается надеяться, что это станет началом недвусмысленной линии противостояния попустительству насилия и дискриминации в отношении религиозных меньшинств”.

txidasheli_lberzenishvili

ლ. ბერძენიშვილი და თ. ხიდაშელი – „სამართალმა ეკლესიაშიც შეაღწია!“

ვიდეო –> როგორ შეაღწია „სამართალმა“ ეკლესიაში

Хьюман Райтс Вотч расследовался целый ряд из десятков погромов, организованных “отцом Василием” против Свидетелей Иеговы, пятидесятников, баптистов и представителей других религиозных меньшинств. Погромщики врывались на службу, избивали прихожан, громили или грабили помещения и имущество, уничтожали религиозную литературу. Полиция часто занимала пассивную позицию, а иногда и сама участвовала в погромах.

lustracia_page_09_image_0001

В 2001 г. власти наконец пошли на привлечение Мкалавишвили к суду, но без предварительного заключения под стражу. Во время суда он продолжал организовывать новые погромы и лично принимал в них участие. Хьюман Райтс Вотч был зафиксирован ряд случаев, когда прямо в суде сторонники “отца Василия” запугивали свидетелей и наблюдателей на процессе, в то время как власти почти ничего не предпринимали, чтобы обеспечить безопасность. В 2003 г. все же последовало судебное решение о заключении Мкалавишвили под стражу, однако его сторонники блокировали подходы к тбилисской церкви, в которой укрылся “отец Василий”, и он еще некоторое время оставался на свободе.

lustracia_page_11_image_0001

Накануне ноябрьских парламентских выборов 2003 года число погромов резко сократилось, что дало повод разговорам о непосредственной причастности правительства Э.Шеварднадзе к кампании религиозной нетерпимости. С приходом нового руководства страны власти в марте 2004 г. предприняли новую попытку арестовать Мкалавишвили. В ходе операции по задержанию его и шести его сторонников полиция применила избыточную силу. Процесс начался в августе, и на этот раз подсудимый уже находился в СИЗО. При том что поступали отдельные сообщения о запугивании сторонниками “отца Василия” свидетелей из числа религиозных меньшинств, безопасность на этом процессе обеспечивалась значительно лучше, чем прежде.

“Хотя обстановка со свободой религии при новом правительстве заметно улучшилась, многое еще остается сделать, – отмечает Денбер. – Власти должны занять наступательную позицию и привлечь к уголовной ответственности участников многочисленных религиозных погромов начиная с 1999 г.”

lustracia_page_12_image_0001

Грузинское руководство также должно принять меры по формированию атмосферы религиозной терпимости, и ему следовало бы воздерживаться от провокационной риторики о “чуждом влиянии” – формулировка, которая часто применяется в отношении нетрадиционных религий, заявила Хьюман Райтс Вотч.

lustracia_page_10_image_0001

შემსრულებლები

http://www.hrw.org/legacy/russian/press/georgia/2005/010205_pogrom.html

22 Responses to “მ. ბასილთან დაკავშირებით ამერიკის სენატორთა მიმართვა ე. შევარდნაძისადმი”

  1. nana Says:

    მართლმადიდებლობისათვის მებრძოლმა ჩვენმა წრეგადასულმა მოშურნეებმა ისევ ჩაშალეს ერთ-ერთი რელიგიური დაჯგუფების იგივე მრავალტანჯული „იეღოვას მოწმეების“ შეკრება,—-
    mravaltanjuli ieRovas mowmeebi? magi tzinadadeba werilsi gansakutrebulad gamoyaviT drevandeli opos lideris davit usufasvilistvis saqartvelos istoriashi shesatan maradiul sircxvilad

    • ლომისა Says:

      დიახ, განსაკუთრებით გამოვყავით ეს „მრავალტანჯული „იეღოვას მოწმეების“ შეკრება“!

  2. ლომისა Says:

    „იეღოვას მოწმეების“ მრავალტანჯულობა?! რამდენი ცინიზმი და სიცრუეა ამ სიტყვებში!

    ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა ნამდვილი ჭურვების დაშენით დემოკრატია იყო და მშვიდობიანი სახალხო გამოსვლებით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლი სარწმუნოების დაცვა – ექსტრმიზმი და ძალადობა?

    ამ კითხვას ჯერ საქართველოს ოპოზიციური სპექტრის დემოკრატმა პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ პასუხი, თორემ რას ვერჩით ამერიკელ კონგრესმენებს? ისინი, თავისი „სარწმუნოების“ და პოლიტიკური სისტემის დანერგვას ცდილობენ საქართველოში!

  3. davit Says:

    მრავალტანჯული იეღოვას სექტის უფლებების დამცველთა შორის ხელმომწერთა შორის განსაკუთრებით „ბრწყინავს“ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ბასილ კობახიძე და ზაზა თევზაძე!!!
    დოქტორანტ სადა ხარ? რატომ არ არიან შენი უწმინდესი პატრიარქის მიერ ეს ორი მღვდელი განკვეთილი? ბასილ მკალავიშვილი თუ იეღოველთა სექტის გამო ექსტრემიზმისთვისა ციხეში მიაბრძანეს, ეს თქვენი კობახიძე და თევზაძე პატრიარქმა იეღოვას მოწმეთა ასეთი ეპისტოლარული მხარდაჭერისათვის რატომ არ განკვეთა?

  4. leandra Says:

    vetanxmebi didgoris mkitxvels saqartvelos drevandeli mdgomareoba marazm-idiotizmia

  5. ლომისა Says:

    ოფიციალური საპატრიარქო, მათგან „დიდი სჯულისკანონის“ თანახმად განდგომილ მართლმადიდებელ მღვდლებს ეკლესიისაგან განკვეთილად აცხადებს, რაც წმიდა მართლმადიდებელი სამოციქული ეკლესიის სამართლის (კონსტიტუცია) თანახმად უკანონობაა!

    ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდლების წინააღმდეგ გაჩაღებულ დევნა-ცილისწამებაში ოფ. საპატრიარქო, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი, დღევანდელი უკანონო რეჟიმი და ოპოზიციის სპექტრი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) ერთსულოვნები არიან!

  6. stalker Says:

    ერთსულოვანნი არიან, სატანის დიდებაში ერთსულოვანნი არიან. მაგალითად კობა დავითაშვილი ჯერ იეღოველთა მაგარი მხარდამჭერი იყო და მანდ ჩამოთვლილი ხელმომწერების გვერდით გამწარებული იცავდა იეღოველებს, მიკვირს ხელი არ მოუწერია კობასაც. დღეს კი გადაკეთდა იღოველთა დამცველიდან ილია მეორის მადიდიდებლად. დღესაც ოპოზიცია რომ ცემეს პოლიციის სამმართველოსთან გამოვიდა კობა და უწმინდესს და უნეტარესს დიდ მადლობას ვწირავო, რომ გამოაშვებინა მიშასო ოპზიციის ახალგაზრდებიო. უცხოელმა ელჩებმა დაუწუნეს ოპოზიციას მეთოდები. სანამ ეშმაკის დიდებაში და ასეთ სიცრუესა და ორპირობაში იქნებიან მაგათთან ღმერთი არ იქნება და რასაც მიაღწევნ მერე დაიქადნონ.

    • ლომისა Says:

      ფრთხილად იყავი „სტალკერ“, მიმიტინგეებთან არაფერი წამოგცდეს, თორემ ეკლესიის მტრად გამოგაცხადებენ და შეიძლება ცუდად წაგივიდეს საქმე!

  7. ლომისა Says:

    იხ. უფლის ტაძრის აოხრების ქება-დიდების შედეგი!

    http://www.georgian-style.net/forum/viewtopic.php?f=6&t=373

    უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი.

  8. AFXAZI Says:

    XELEBI DAGATYDEBAT TU AR SHEINANET GOREBO…

    • ლომისა Says:

      „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!
      „ფსალმუნნი“

      სა.ქ.მ.ე. – საქართველოს ქრისტეს მხედართა ერთობა

      https://didgori.wordpress.com/category/03-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94/

      • ბადრი_ჩეხეთი Says:

        ეს არ მქონდა მე ნანახi ეს ეკლესიის დარბევის ვიდეოები. რა უბედურებაა ეს!!!

      • davit Says:

        ეს კახა კუკავას ბრატიშკა “bidzina” წერს: საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, იმ პირთა ან პირთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც ევქარისტიული კავშირი აქვთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მტრებთან,რუსეთის საზღვარგარეთულ ეკლესიასთან, ასევე მოქმედებენ ეკლესიის მტრებთან; გიგა ბოკერიასთან, ლევან რამიშვილთან, გიგი თევზაძესთან, ნოდარ ლადარიასთან, გაგა ნიჟარაძესთან და სხვა ნაცისტ იდეოლოგებთან უნისონში, მე პირადა ვერ განვიხილავ სერიოზულად.

        რაც შეეხება ეკუმენიზმის მახინჯ მოვლენას და მასთAნ ბრძოლის მეთოდებს. ამ მოვლენის წინააღმდეგი ვარ და თანავუგრძნობ და ვეხმარები მათ ვინც ეკუმენიზმის წინააღმდეგ იბრძვის,არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
        ///
        ერთი იმის ჩიტი გამხადა ეკუმინიზმის წინააღმდეგ ვის თანაუგრძნობს და თანაც ეხმარება ეს ჩვენი ბიძინა ტანაც ილიას ავტოკეფალიიდანა. მოლებთან მლოცველი პატრიაქისტი ვარო და თან ეკუმენიზმთან მებრძოლიო? ვაჰმე რას არ გაიგებ! ეგეთებიც მოდის ღვთისმეტყველებაში? ჰა ნიკავ ბატონო?

  9. davit Says:

    ახლა სანამ “nikusha” ნიკულინა განრისხებული გამომიხტებოდეს და ჩემი ენის დაბმა-დაბლოკვას ისევ მოიტხოვდეს ერთსაც მოვასწრებ. ბოლოსდაბოლოს ერთი დასკვნა გამოვიტანე! მოკლედ მიშა კი არა ილიაა მაგარი. ეს რა ქნა კაცო, როგორ მაგრა მოახერხა და გააბოზა მასიურად ეს ძველი ზვიადისტები და შევარდნაძისტებს მოსიყვარულე ძმებად ამოუყენა გვერდით. ხედავ შენა? ყველას აჯობა, ნახეთ ნახეთ რა ერთ ხმაში გვერდიგვერდ ურთიერთ სიყვარულით აღვსილნი მღერიან ეკუმენისტურ გიმნებსა ძველი დაუძინებელი მტრები ”ედუარდისტები და ზვიადისტები”! მართლაცა ღმერთმანი ილია თავისი სინოდითა ყველაზე მაგარი გამოდგა!!!

    • lado Says:

      ცოტაც მოიცათ და მალე გიგა ბოკერისაც იხილავთ ოპოზიციაში კუკავას და ბურჯანაძის გვერდითა, ეგ გართობაც ექნებათ ამერიკელებს დაგეგმილი!
      ================
      Senc magari xar daviT!

      • nikusha Says:

        moica aq sul basilistebi da zviadistebi xart? magari samyaroa! erti arcertisti mec gamataret…mere patriarqi imisaa eri unda gaaertianos. sen ra gboRmavs daviTa, siyvaruli da zmoba xalxta soris. magari bogma xar]

      • ლადო Says:

        აქ კი სიტყვა ”გეორგიას” დააკვირდით

      • ლადო Says:

        აღწერილია 1924 წელს ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის ნაზარი ლეჟავასა და მასთან ერთად დახვრეტილ სასულიერო პირების შესახებ

      • ლადო Says:

        Anatema

      • ლადო Says:

        ვერ აშინებს ბებია ჰილარის პენსილვანიის საგუშაგო კოშკი რუსეთს:
        Новые уголовные дела по статье “экстремизм” против Свидетелей Иеговы возбуждены в Салехарде и Кемерово

        Новые уголовные дела против Свидетелей Иеговы по статье “экстремизм” возбуждены в Салехарде (одно) и в Кемерово (четыре), сообщает пресс-служба Управленческого центра Свидетелей Иеговы в России.

        В Салехарде (Ямало-Ненецкий АО) 6 сентября 2010 года возбуждено уголовное дело по ч. 1 ст. 282 УК РФ в отношении “неустановленных представителей религиозной организации Свидетелей Иеговы”. Постановление подписано А. Сэротэтто, и.о. руководителя по расследованию особо важных дел Следственного комитета по Ямало-Ненецкому АО. Стоит отметить, что вслед за этим вечером 21 октября 2010 года был произведен обыск в квартире Свидетелей Иеговы в г. Салехарде. Постановление выписано Салехардским городским судом. Была изъята религиозная литература. Обыск продолжался всю ночь.
        http://portal-credo.ru/site/?act=news&id=80675


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: