forum.ge-ის „მამები“ და იდეოლოგები

ერის გამხრწნელი მანქურთების ღვთისგმობა „თბილისის“ ფორუმზე

ფორუმ.გე-ს რელიგიური განყოფილების მოდერატორთა მიერ ზნეობრივი გახრწნის გზით მიმავალი ახალგაზრდობის სატანური რიტუალი თბილისში

ბატონებო, „თბილისის ფორუმზე“ რელიგიური გარყვნილების უბედურება მიჰყავს თავად საპატრიარქოს მრევლს, ანუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს: მნათეუსი „ლეონ სუთიძე“ , „ჯვაროსანი“ დავით ივერიელი, მუზიკანტი დათიკო და რელიგიის განყოფილების სხვა ყველა მოდერატორი საპატრიარქოს მრევლია! აქ წარმოვადგენეთ „ავატარები“, რითაც ამ საპატრიარქოს მრევლს მიჰყავს საეკლესიო დებატები ფორუმზე გაშიშვლებული კაცებისა და ქალების, მამათმავალთა სასიყვარულო უხამსობის, სიგარეტების, მხეცების, გველების, ბაყაყების, სექსუალური ანიმაციების, ეშმაკის გამოსახულების სურათებით, მოკლედ ყველანაირი სატანური ატრიბუტიკით, ანუ ეს არის ოფიციალური სატანის ეკლესიის ფორუმი, საცა შეგნებულად ხდება წმიდა სახარების, მართლმადიდებელი მოძღვრების, საეკლესიო რიტუალების, მღვდლობის პატივის, ხატ-ჯვარის, წმინდა მამების სახელთა შეურაცხყოფა სატანური ატრიბუტიკით! სატანურ ეკლესიებში სწორედ ასე ეწყობა სატანური მსხვერპლთშეწირვის რიტუალი, ანუ მოწყობილ სატანის საკურთხეველზე ასვენებენ ბიბლიას, ჯვარს, სანთლებს და სხვა სიწმიდეებს, და მათი გმობით აღასრულებენ ღვთის სიწმიდეთა შეურაცყოფის რიტუალებს! „დიდგორის“ დაბლოკა მოხდა მხოლოდ წმინდა მამათა წერილების გამო, და ჩვენი მხარდამჭერი ფორუმელების მხრიდან მათი მხილების გამო, დაწყებული არც კი იყო კანონიკური განხილვა ეკუმენიზმის ერესისა და ბრალის დადება საპატრიაროქზე და პატრიარქზე ამ ერესში, რომ უმალ გამოგვაძევეს. ისმის კითხვა, როცა ასეთ სატანურ ატრიბუტიკას იყენებენ, რატომ უნდა დავებლოკეთ პატრიარქის მხილების გამო? იმიტომ რომ სიწმინდეთა შეურაცხყოფის საქმეში საპატრიარქო და ეს ფორუმი ერთად არიან! რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ასეა და იხილეთ ეს სატანური ატრიბუტიკა და წარწერება პატრიარქის სახელის გამო ჩვენი გამომძევებელი საპატრიარქოს მრევლის მოდერატორთა მხრიდან:

avatarebi_forumi_4

ეშმაკეული მოდერატორების მამოძრავებელი ძალა  !

avatarebi_forumi_5

„დათიკო-მუსიკანტი“

საპატრიარქოსა და ბაბტისტური სექტის მრევლის განაჩენი ფორუმზე „დიდგორისადმი“

simartle

პატრიარქისა და მართლმადიდებელი იერარქების შეურაცხყოფისთვის ბანი!

დიდგორის საიტის კიდევ ერთი შეშლილი ფართხალი (post #13953628)

გაქვთ საითი დიდგოგი ბატონო და იქ ავრცელეთ თქვენი ზიზღით, სიცრუითა და გესლით აღსავსე აზრები.

აქ კი სანამ მე ამ განყოფილების მოდერატორი ვარ არ დავუშვებ შენისთანა ფანატიკოსების აზრების ფრქვევას.

ფანატიკოსების დაედოთ ბანი.

და კვლავაც თუკი ვინმე გაბედავს და ასე უდიერად შეეცდება შეურაცხყოს პატრიარი, ეკლესია, ფორუმელები და უბრალოდ აქ ფანატიზმი აფრქვიოს, დაუყოვნებლივ გაიზიარებს აქ მპოსტავი “სიმართლისა” და “ჯეტ ლის” ბედს.

ბაბტისტები და პაპისტები „ჯვაროსანი“ და „მამა ჯემალი“ სიხარულის შეძახილებით შეხვდნენ თავისუფალი აზრისა და დემოკრატიის ქურუმის „დათიკოს“ განაჩენს:

„დათიკო, ფანატიზმი არაა ეგ რასაც აკეთებენ, ეგ არის შეურაცხყოფა, ხოდა შეურაცხყოფისთვის სამართლიანად დაიმსახურეს ბანი, ხოლო ფანატიზმისთვის თუ დაადე ბანი, გაასაჩივრებენ და ისინი იქნებიან მართლები თან რომ უწოდებ ფანატიკოსებს, შენც შეურაცხყოფ მოკლედ, კარგია რომ ბანი დაადე. მე თუ მკითხავთ ეს თემა დასახურია, ამოვიდა უკვე ყელში…

როდემდე უნდა გაგრძელდეს შეშლილი დიდგორელების პარპაში? („მამა ჯემალი“)

avatarebi_kolaji_1

ეშმაკეული მოდერატორების და „იუზერების“ ავატარები ანუ ჰალოუვენისტები

simartles dablokva_5

„თბილისის“ ფორუმის „მამების“ იდეოლოგია

simartles dablokva_6

„თბილისის“ ფორუმის „მამების“ იდეოლოგია

simartles dablokva

„თბილისის“ ფორუმის „მამების“ იდეოლოგია

ავი სულები არსებობენ და მოქმედებენ ადამიანისათვის ზიანის მისაყენებლად – მის დასააღუპავად. უარყოფა მათი არსებობისა, ნიშნავს წმიდა წერილისა და ქრისტიანობის უარყოფას: „ვინაცა სცოდა, იგი ეშმაკისაგან არის, ვინაიდან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს, ამიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი“ (1იონე 3,8) ეშმაკეულნი არიან მრავალი სახის, ნამდვილი ეშმაკეულნი, ისეთნი როგორებიც სახარებაში არიან მოხსენიებულნი, რომელნიც სულითავადმყოფთა სახლებში არიან გამომწყვდეულნი, შემდგომ ვნებულნი ეშმაკეულნი, რომელთაც დემონები სტანჯავენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი სახის ავადმყოფებს მიიყვანენ რომელსამე სიწმიდესთან ან როდესაც ეკლესიაში ქერუბიმთასა იგალობება და ეშმაკეულთა განსაკუთრებულ სახეს მიეკუთვნებიან ეგრეთწოდებული ლიბერალობის და ყოველგვარი ტრადიციული სიწმინდის გათანამედროვების ჟინით ვნებულნი, ანუ მართლმადიდებლური ქრისტიანობის და ყოველგვარი ჯანმრთელი აზროვნების გარეშე ესოდენ თავისუფლად მოაზროვნენი – ნიჰილისტები. (წმიდა იოანე კრონშტადტელი)

„დიდგორის“ რედაქცია

კომენტარი

ძვირფასო „დიდგორის“ მკითხველებო, მომხრეებო და მოწინააღმდეგებო, გთხოვთ, არსებითზე ისაუბროთ, რაც არის შემეცნება და წვდომა ჭეშმარიტების, ანუ ღმერთს, ხოლო ურთიერთ დაცინვის და შურისძიების ჟინი განაგდეთ საკუთარი თავისაგან. „დიდგორის“ – მომხრეებს მინდა გამოვუხატო დიდი მადლობა, განსაკუთრებით დავითს, ელენას, სტალკერს, ლადოს, და ყველას – მათ ხომ მართალი სულით და მართლმადიდებელი მოძღვრების ცოდნით მიჰყავთ პოლემიკა. მაგრამ ამავე დროს დავითს მინდა მივცე ერთი შენიშვნა და ვთხოვ არ მიწყინოს. ძვირფასო დავით, ჩვენი ბრძოლა არის სიყვარულის ბრძოლა და არა შურისძიების და ეს იგრძნობა, რომ ჩემზე კარგად თავად მოგეხსენება. დათმენა მართლაც ძნელია ამდენი სიცრუის, ღვთის სახელის ზღვარგადასული გმობის, მაგრამ საყვარელო ძმაო ქრისტეში, ვალდებულნი ვართ დავითმინოთ, რადგან ამის მაგალითი თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა, როცა ჩვენი სიყვარულის გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი! დავით, ძალიან მოქნილად წარმართავ მოწინააღმდეგეთა განსწავლას, მაგრამ ვერ დაგეთანხმები „დოლორესის“ და სხვათა მიმართ იხმარო ასეთი შურისძიების სიტყვები:„გუშინდელ წყალდიდობას ეს ემპერა-დოლორესი უნდა ჩაეხრჩო სადმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული თუ ასე გააგრძელებს ქათამივით წამხრჩვალს და კისერგადაგდებულს ნახავენ თავისი სატანისტი მეიანხენი! “, ბ-ნო დავით, ღვთის სასჯელის შეხსენება მუდმივად საჭიროა ადამიანებისათვის, თანაც მკაცრი მხილებით, რათა ღვთის შიში ედგათ მუდმივად თვალწინ, რაც აუცილებელია ხსნისათვის, მაგრამ არა ამ ფორმით! იმედია, არ მიწყენთ, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ ერთ შენიშვნას!

„დიდგორის“ პრესსამსახური ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა ფორუმზე და თავად ჩვენი საითის აწყობაზე, ამიტომ ვთხოვთ დავითს, სტალკერს, ელენას, ლადოს და ყველა ჩვენს მომხრეს, გააგრძელონ კვლავაც დაცვა ჭეშმარიტი სარწმუნოების და ფხიზლად დადგნენ „დიდგორის“ სადარაჯოზე! მოგვეხმარონ, რათა ღირსეულად გავწიოთ უფლის წმიდა სჯულის დაცვის ტკბილი უღელი!

„დიდგორის“ რელიგიური გვერდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

72 Responses to “forum.ge-ის „მამები“ და იდეოლოგები”

  1. ლომისა Says:

    კარგი იქნებოდა ამ ნიკებს ამოფარებული პიროვნებების ფოტოებიც მოეპოვებინათ „დიდგორის“ გულშემატკივრებს!

  2. s_h_a_d_y Says:

    დასაწვავები არიან!

    • ლომისა Says:

      ადამიანების დაწვა კათოლიკური ეკლსიის პრეროგატივაა! ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას არავითარი საერთო არა აქვს ინკვიზიციის კოცონებთან!

      მალე, ალბათ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი რქებით ივლის და კუდს გამოიბამს თუ ასე გაგრძელდა!

      ხელისუფლება სატანისტებისაა და ვისაც უნდათ დაწვავენ და ვისაც უნდა დახვრეტავენ!

    • ლომისა Says:

      „bliad_ra@hotmail“ ფოსტით შემოსულ s_h_a_d_y- ის.

      თავს ნუ იწონებთ „ჰუმანურობით“, და სრულიად უმანკოდ ნუ წარმოგვიდგენთ ამ „ჰელოვინის“ მომწყობებს თუ მონაწილეებს. რქიან-კუდიანების მიმდევრების სტიქიაა ადამიანების დაწვა!

      რას გვთავაზობთ, ოფიციალურად დაწესდეს საქართველოში რქიანების და კუდიანების დღესასწაული? ბოდიში, დამავიწყდა, თქვენ ხომ ყველაფრის უფლება გაქვთ და სიყმაწვილის გამო ყველაფერი უნდა გეპატიოთ.

      ეხ, სად არის „ნატო“, ხომ დაგიცავდათ!

  3. დოლორეს Says:

    ჩემი პოსტები დასერჩეთ უკეთეს რამეებს ნახავთ,ისიამოვნებთ.ოღონდ ნიკი — ემპერა😀

    • ლომისა Says:

      ვერაფერი ვნახეთ ჯერ. შენ თვითონ მოგვაწოდე რაც მოგწონს და რითი იწონებ თავს.

  4. daviti Says:

    რა გაცინებს შე უბედურო დედაკაცო, ვიცით, წახვალ ღამე იყმუვლებ დაყირავებულ ჯვართან და დაცხრები!

    • დოლორეს Says:

      რა სიტყვებია საყვარელო.😦 დაჟე გცოდნიათ როგორც ჩანს უკვე.
      სატანისტი რომ არ ვარ რა ვქნათ ეხლა?
      ,,როკისტი” ყველა ,,სატანიკოსია” ხო თქვენი მაღალინტელექტუალური აზროვნებით?😀

  5. ლომისა Says:

    დიახ, ეგრეთწოდებული ლიბერალობის და ყოველგვარი ტრადიციული სიწმინდის გათანამედროვების ჟინით ვნებულნი არიან ანტიქრისტიანული მოძრაობის ქურუმები!

    ლიბერალური ეკონომიკაც, რომლისთვის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მხოლოდ სამუშაო ძალაა მას გამოიყენებს, როგორც სახმარ საშუალებას და შემდეგ სანაგვეზე მოისვრის! ამ მიზნის განხორციელებისათვის საჭიროა ერის მორალური ფსიქიკის დაკნინება და დემონიზაცია, რასაც მშვენივრად ეწევა ოფიციალურ საპატრირქოში დაფრთიანებული ახალგაზრდობა.

    საქართველოში, დღეს, ე.წ. ლიბერალური საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობაა, რომელსაც სამწუხაროდ, ოფ. საპატრირქოც გუნდრუკს უკმევს.

  6. daviti Says:

    გუშინდელ წყალდიდობას ეს ემპერა-დოლორესი უნდა ჩაეხრჩო სადმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული თუ ასე გააგრძელებს ქათამივით წამხრჩვალს და კისერგადაგდებულს ნახავენ თავისი სატანისტი მეიანხენი! გუშინ ისე განარისხეს უფალი მაგ წყეულებმა დიდგორის გამოძევებით და თავისი სიბინძურით რომ ზეცა და მიწა გრგვინავდა, ღმერთო ჩვენც არ დაგვსაჯო ამ წყეულ უწმიდურთა გამო!

  7. დოლორეს Says:

    პატ.დავით.სამწუხაროდ ჩემი დასჯა თუ უნდოდა მაღალს ხმელთა შუა ზღვას აადიდებდა და მხოლოდ ჩემს კორპუსს წალეკავდა.
    რა საყვარლად იწყევლები… მმმ…

  8. lado Says:

    ემპერა, რატომ თამაშობ იოანე ნათლისმცემლის თავით მოცეკვავე ქალივით უფლის მრისხანების წინაშე? იცი კი რა მოუვიდა იმ ქალს, ყინულზე ცურავდა, უცებ გაიპო ყინულის ზედაპირი ორად, დაიტანა ის შენნაირი ქალი წყალმა და მის კისერთან დაიხურა ყინულის ზედაპირი, წარკვეთილი გასისხლიანებული თავი კი ყინულზე დაგორდა! ასე სიმბოლურად დაისაჯა იონე ნათლიმცემლის გამო, ოღონდ მასაც შენსავით არ ჯეროდა რომ ადრე თუ გვიან დაედევნებოდა უფლის შურისძიება! ასე რომ გონს მოდი და შეინანე! თუ არა და იყავი და იმასხარე აქ! იხალისე სასჯელამდე!

  9. დოლორეს Says:

    ჯერ ერთი აქ დოლორესით ვწერ.მეორეც უფლის რისხვის თქვენ გეშინოდეთ.ქრისტეს სახელს ამოფარებულო ინკვიზიტორებო.მოწოდებით ასეთი ხართ.თქვენი ნება რომ იყოს პატრიარქიდან დაწყებული,საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ყველა ეკლესიი მღვდელს და მტელ მათ მორჩილ მრევსლ კოცონზე დაწვავდით.
    არაფერი გაქვთ საერთო მართლმადიდებლობასთან გარდა ბიბლიით მანიპულირებისა,მსგავსად იეღოველებისა.მარტო ამიტომ დაისჯებით ღვთის მიერ.
    ჩემზე ნუ დადობ გენაცვალოს დოლორესი დეიდა ლადუშკი,მე ჩემს ცოდვებს მივხედავ უთქვენოდ მშვენივრად.
    წაშალეთ ახლა ეს პოსტი.როგორც ყოველთვის მიშლით ხოლმე პოსტებს.

  10. davit Says:

    ბედშავო დოლორეს, ნეტა ერთი როდის დაგწვით ან სად დაგწვით – ინკვიზიტიროო რომ გვიწერ, დაწვები და ტაძრების ნგრევები თქვენი ჯორჯიის სოროსის წიაღიდან მოვლენილი პრეზიდენტის და კიდევ მისის მამის ედიკას სტიქიაა. მაგათით არა ხართ გალაღებული სულ რომ წაბილწეთ ქვეყანა. მერე კიდევ ასეთი ცრუდმეტყველი პირშავაობისა არა გრცხვენი ბედკრულო ქალშავავ? ასე იცავთ თქვენი პატრიარქისა სახელსა? კაცების პროშნითა? და საქალიშვილო აპკის ავატარების მოთხოვნითა და შიშვლები სარკეში რომ იყურებით ნარცისული ტკბობითა? ასეთი დაცვაა ბიბლიის დაცვა თქვენში! დედაკაცო, კარგი მნათეუსები ასაკით და სულით ქონდრისკაცები არიან, შენ ამხელა დედაკაცსა ალბათ ერთი 50 წლისა იქნები ისე გამოიყურები სურათში პირში სიგარა გარჭობილი რომ იცავ პატრიარქსა, არა გრცხვენია ქალო? ვინა გყავს მოძღვარი დეადაკაცობას გაფიცებ გაგვიმხილე!

  11. დოლორეს Says:

    აუფ,არ დამაბერა უცებ 25 წლით?28 წლის ვარ მოწყალეო.მდაას,ხედავ შენ როგორ დავუსერჩივარ? 2კისს დავსვი ალბათ სადმე სმაილის სახით და იმდენად უტვინო ხარ,რომ იუზერის მიმართ გამოხატულ დადებით ემოციას ,,კაცების პროშნად,, აღიქვამთ.
    საცოდავები ხართ რა ვხოხავ თქვენს პოსტებზე სიცილით.მართალია ივერიელი ავადმყოფებს რომ გეძახით.შეურაცხადების ჯოგი ხართ.პირველყოფილი თემური წყობილების თანამედროვე სახე.
    სატანისტები ხართ ზუსტად თქვენ,იმიტომ რომ ქრისტეს სახელს ეფარებით და ბოროტებებს ქადაგებთ.დემაგოგები ხართ.ჯოჯოხეთი არ აგცდებათ.წინასწარ გილოცავთ😀

  12. davit Says:

    აჰა, დოლორეს ცოცხის ტარზე გადამჯდარო დედაბერო სულითა, სულითთთქო, აბა შენი წონის ქალი ცოცხის ტარზე რას დაეტევი ხორცითა. იცინი და ხოხავ არა? მიდიდიიი, მიდი იხოხე, ივარჯიშე „ჯვაროსანი“ გამზადებს რუსიკო ეპისკოპოსთან წასაკოტრიალებლად პაზოტოს თანდარსწრებით “სამღვდელოდ“, ქალშავავ, შენს სმაილკზე კი არ გიწერ აი ბუზიკანტი დათიკოს საეკლესიო მოდერაციების დროს ზემოთ წერილში ორი მუტრუკი რომ ლოშნის ერთმანეთს ეგ მეც ვნახე თქვენს რელიგიურ განყოფილებაში რომელიღაცა გახრწნილის ავატარია, მაგ ავატარით იცავს საპატრიარქოს ღირსებასა დიდგორისგან! ის მკერდგადმოყრილი მულატი ქალით როდის იცავდით თქვენი პატრიარქის სიწმინდესა ეგების შემახსენო?

  13. ნიკა გვარამია Says:

    თბილისის ფორუმზე უზნეობის გამოზეურობას საზღვარი არა აქვს და თავი გაიგიჟეს „პატრიარქის“ დაცვით.

    მოკლედ, მათი „საპატრირქოს“ წარმომადგენლები პასუხს აგებენ ყოველივე ამაზე ღმერთის წინაშე!

    იხ. დაუბლოკავი და „ქრისტიანული სიყვარულით“ განმსჭვალული „ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე და შემდეგ“

    http://forum.ge/?f=97&showtopic=33908284&st=0

    „აჰა , მორცხვებო

    დაესიეთ.

    ყველა რომ ელოდებით და გახსნას ვერც ერთი ბედავთ.

    აბა წავიდა ჭორაობაა“

    p.s.

    სად ხართ მართლმადიდებლობის და დედა-ეკლესიის დამცველო ეკუმენისტური საპატრიარქოს მამებო?! დემოკრატიას თამაშობთ? ხომ იცნობთ მორჩილ მნათეუსსაც, კანონისტსაც და მათ ამფსონებს? საპატრიარქოს მდივანი გ. ანდრიაძეც ამათ კოფორტაში არ იყო? რატომ დუმხართ?!

  14. davit Says:

    სად არიან, ბატონო ნიკა, და აე მაგ დოლორეს-მნათეუს-ჯვაროსან-მამა ჯემალ, დათიკო-მუზიკანტთან არიან მიშასგან მასონურ ყელსაბამ შებმული სინოდი! როგორ ეგენი, ანუ მუზიკანტი დათიკოელები რომ სულ მცირედ მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ თქვენ უნდა გამოეძევებინეთ და გუჯა-ჯემალი, ვიმეორებ ვასიკო კობახიძის გუჯა ჯემალი ამფსონად უნდა ჰყავდეთ? ან ლათინო-პაპისტური საიტის შემქმნელი ჯვაროსანი და მნათეუსი მაგათი „ბრატიშკები“ უნდა იყვნენ და თქვენი გამოძევების შემდეგ სმაილკებით ამბორებს უნდა უგზავნიდნენ ერთმანეთს?? ნახეთ ეს მზაკვარი ბუზიკანტი დათიკო რა ჩოხოსანი ყოფილა? ყველას უკმევს გუნდუკს – ბატისტებსა, იეღოელებსა, ბუდისტებსა, კრიშნასა, ბრეიგდანს-პაპსა, ლუთერსა და მთელ ეშმაკეულ ლეგიონებსა, მაინდამანც დიდგორი არ ეპიტნავაბა დათიკოს მუსიკალურ სმენას, მაინდამაინც დიდგორის შეგონება არ იბილწსიტყვაოთო, დაიწუნა, მაინდამაინც დიდგორის ერთადერთი კინკილა დამცველი დაბლოკა თავის ათას მომხრეში, ის ერთადერთი დიდგორის მომხრე დაბლოკა ვინც წარადგინა ვიდეო როგორ მიათრევს საპატრიარქოს ჯარის ბანდიტები დასახვრეტად საწყალ ყმაწვილს დედა მიშველეო რომ ბღავის! და ეს დედაკაცი დოლორეს-ემპერა სიგარაგაჩრილი პირში მეღადავება რომ აქეთ მე ვარ დამნაშავე და ინკვიზიტორი! ჰოი, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!

  15. elena Says:

    manchooQUOTE
    კარგი შედარებაა

    mama-agapeaQUOTE
    ნამდვილად, უძვირფასესი თვალსაჩინო მაგალითი გაქვს მოყვანილი.

    ცდებით მეგობრებო.

    საკვანძო სიტყვები ამგვარად ჟღერს:QUOTE
    ასე უნდა მოვიქცეთ რელიგიასთან დაკავშირებითაც. ყველამ უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა, ბიბლია

    რატომ ბიბლია?

    ამას გარდა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ასეულობით განსხვავებული არაყალბი ფული არსებობს – ტოესწ უმეტესობა სახელმწიფოებს თავისი აქვთ.
    >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
    ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ დათიკო მუზიკანტის და სხვათა რელიგიური განყოფილების მხრიდან ეს გამორჩეულად დასასჯელი „ეგრი“, რომელმაც ანეკდოტების სერიალები შეჰქმნა ღმერთზე, არავინ აძევებს ფორუმიდან, და აგრძელებს თავის დემაგოგიას ღმერთზე, ხოლო დიდგორი გამოაძევეს პატრიარქისადმი ვითომდაც თავიანთი სიყვარულის გამო, ხოლო „ეგრი“ არასოდეს გამოძევდება ღვთის შეურაცხყოფის გამო!

  16. elena Says:

    ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ დათიკო მუზიკანტის და სხვათა რელიგიური განყოფილების მხრიდან ეს გამორჩეულად დასასჯელი „ეგრი“, რომელმაც ანეკდოტების სერიალები შეჰქმნა ღმერთზე, არავინ აძევებს ფორუმიდან, და აგრძელებს თავის დემაგოგიას ღმერთზე, ხოლო დიდგორი გამოაძევეს პატრიარქისადმი ვითომდაც თავიანთი სიყვარულის გამო, ხოლო „ეგრი“ არასოდეს გამოძევდება ღვთის შეურაცხყოფის გამო!

  17. dijei Says:

    xooo, aq didi sasamartloa, mindoda oriod rame mec metqva magram gadavifiqre! aba kargad!

  18. stalker Says:

    ელენა, რა ვერ გაიგე? ანეგდოტების შემქმნელ ეგრს არასოდეს გამოაძევებენ, იმიტომ რომ მაგათთვის პატრიარქი მაღალია ქრისტეზე!

  19. Manchester. Says:

    თქვენ რასაც წერთ იმისი მართლა გჯერათ თუ ხუმრობთ უბრალოდ ? : (

  20. nikusha Says:

    genacvale ra sulshi mamao isakaze! venacvale shens marjvenas, visac shengan am heloinistebs moxvdat sheni mrevlis marjvena! dzirs satanizmi da dideba ufals!
    nikushaaaaaaaaa

  21. Legolas Says:

    მე მაინტერესებს ამ ყველაფერს მართლა წერთ თუ ღადაობთ

    ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ

  22. კანონისტი Says:

    უკაცრავად, მოწინავე პოზიციებზე რომ გამომწერეთ, ავატარი მაქვს ერთი ეშმაკეული თუ ხელმოწერა? : )))

    თუ არგუმენტები შემოგელიათ?

    გამომიყვანეს რა ფორუმის იდეოლოგად, სადაც პირადად 4 ადამიანს ვიცნობ სულ.

    აბა, გელოდებით, თუ რამე იცით ჩემზე…. : ))))

  23. green coyote Says:

    au ip ratom ar chans torem 100% vici elene daviti da yvela am saitis damcveli erti ipidan iqneba😀
    nw nw nw ar sheidzleba amdeni idiotizmi esec unda isjebodes

    • ALEXSANDRE Says:

      მეც მიმათვალე რა! როგორ გამოიცანი? ისე მთელი „თბილისის ფორუმის“ მოდერატორებიც ერთი IP-დან წერენ.

  24. whoever Says:

    ერთი კითხვა მაქვს, უფლის შურისძიებაში რას გულისხმობთ. თქვენ შურისმაძიებელი ღმერთის გწამთ? ამას ქადაგებს ქრისტიანობა?

  25. davit Says:

    მაგ ოთხი ადამიანს შენ ჩამოთვლი თუ მე ჩამოიგითვალო, დოქტორანტ? არა ჯობს რომ მე ჩამოგითვალო: მნათეუსი, ჯვაროსანი, „მამა ჯემალი“, ბუზიკანტი დათიკო, ხომ ეგენი არიან ლიდერები მაგ რელიგიური განყოფილების, ნახე რომ უბრძანა ვასიკო კობახიძის და ბენედიქტის საიტის შემოქმედმა მნათეუსმა და ჯვაროსანმა დათიკოს რა სწრაფი და სექტოლოგიური განაჩენი გამოიტანა. ერთად იცავთ პაპის იმიჯს, ერთად დადიხართ ექსკურსიებზე, ტაძრებში, ერთად არ ხორხოცობთ და უგზავნით ხორცებით გაწყობილი სუფრებიდან ერთმანეთს მარხვაში შობას, ერთად სურათებზე ხართ გამოჭიმეულები! რა თქმა უნდა დიდგორის გამოძევების სასამართლო თათბირში შენ მაგათ როგორ გამოაკლდებოდი, ხოდა ემადაც გამოგჭიმეს მოწინავე პოზიციებზე ამ წერილში. რა სირცხვილია, რა სირცხვილი, ასეთ წერილისი გმირი რომ იქნება კაცი! თუკი აი ზემოთ ორი კაცი რომ ერთმანეთს პროშნის და მის უკან დამალული რელიგიაზე მეტყველი კაცი, განა კაცია ადამიანი?

  26. Libertin Says:

    ღმერთი ხედავს ყველაფერს და ყველას სამაგიეროს გადაუხდის, კერძოდ, სახის ძვალს ააძრობს, ენას მოაჭრის, თვალებს ამოშანთავს და პირში ადუღებულ სპილენძს ჩაასხამს წვეთ-წვეთ.

    ეს ნამდვილად სატანისა და მამათმავლების ფორუმია! ღმერთო, როგორ უშვებ ასეთ სისაძაგლეს!

    ერეკლე მეფე უვიცი კი არ იყო – თავის დროზე გათვალა, რომ ეშმაკეული და ლიბერალური და თავისუფალი და აყვავებული ამერიკა ერს გადააგვარებდა! ცოტაღა დარჩა და ამათ ბოლო მოეღებათ!

  27. davit Says:

    whoever , აბა სოდომა და გომორა მე დავწვი ცეცხლითა? რა კითხვებს სვამ, წაიკითხე ბიბლია და მისი წმიდამამათამიერი განმარტებები!

  28. კანონისტი Says:

    davit

    ჩამოგითვლი ტყუილი რა დაწერე:

    1. ჯვაროსანს პირადად არ ვიცნობ
    2. “მამა ჯემალთან” ერთად ექსკურსიაზე არ ვყოფილვარ
    3. პაპის იმიჯი არასდროს დამიცავს
    4. დიდგორის გამოძევებაში ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს, საერთოდ აქედან გავიგე ეგ ამბავი. მე მანდ მოდერატორი არ ვარ, ისეთივე რიგითი წევრი ვარ, როგორც სხვები (ჩარჩ.ჯი-სგან გერევა)

    სირცხვილი კი არა სასაცილოა, ამ წერილში ისინი რომ არ არიან მოხსენიებული ვინც დიდგორს უშლის იქ წერას და ჩემზე წერთ, იმიტომ რომ ადამიანურად, ჩემი სახელი და გვარი გითხარით და არ დავმალულვარ. ესაა სულ მიზეზი.

    სამწუხაროა, მეტი ვაჟკაცობა რომ არ გყოფნით.

    • ლომისა Says:

      ბ-ნო დავით (კანონისტი) და „davit“, უკაცრავად, რომ თქვენ კამათში ვერევი.

      1. პირადი ცნობა სულაც არ არის საჭირო, რათა ეკუმენისტური ნათესაობის სოლიდარობა იყოს შენს და „ჯვაროსნებს“ შორის.

      2. პირადად “მამა ჯემალთან” თუ არ ყოფილყარ მისნაირ „ჯვაროსნებთან“ და „სენატორებთან“ ხომ ყოფილხარ?

      3. პაპის მწვალებელობა ჯერ დადგენილი არ არისო, რომ ეწევით დემაგოგიას, ეს დაცვა არ არის?! ნუ დარდობ, უშენოდაც იშოვიან ადვოკატებს.

      4.დიახ, ერთი სიტყვთაც არ გითქვამს იმიტომ რომ შენც მაგათი თანამოაზრე გამოდიხარ და აქედან გამომდინარე, ალბათ, კმაყოფილი ხარ „სიმართლე“-ის და “jet-li”-ის დაბლოკვით!

      ხომ, ხედავ რომ „დიდგორზე“ ყველაფერი ქვეყნდება უფლის გმობის გარდა. შენც არავითარი პრობლემა არა გაქვს, რომ საკუთარი აზრი გამოხატო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მაშინ როდესაც ჩვენ მხოლოდ წმ. მამების და სამღვდელოთა აზრებს გადმოვცემთ.

      შენ რა გაქვთ სავაჟკაცო? შენ, ჩოხა-ახალუხი რომ ჩაგიცვამს და დეკორატიული ხანჯალი ჩამოგიკიდია, ეგ ხომ არ გგონია ვაჟკაცობა ბ-ნო დავით? ნახე რა ბილწსიტყვაობაა პატრირქის და დედა-ეკლესიის დაცვის ეგიდით თბილისის ფორუმზე და თუ ამოგიღია ამ უმსგავსოების წინააღმდეგ ხმა? „დიდგორზე“ ვერ იხილავ ასეთ რამეს! სატანისტური „კარნევალების“ გამართვაზე რას იტყოდი?! არ არის სატანისტური რიტუალი?! რატომ არ დასცემ განგაშის ზარებსა თბილისის ფორუმზე როგორც პატრიარქისა და დედა-ეკლესიის დამცველი? ვისთვის გინდა ეს დედა-ეკლესია თუ მრევლი რქებს დაიდგამს და კუდებს გაიკეთებს? სად არის შენი ვაჟკაცობა?

      მოდი, შედი მანდ და თუ ვაჟკაცი ხარ ამხილე თბილისის ფორუმის მფლობელის მოდერატორების ანტიქრისტიანული საქმიანობა! თუ ამას გააკეთებ დიდ ბოდიშს მოგიხდი და დავითიც სხვანაირად შემოგხედავს. აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ. ეხლა გამოჩნდება რამდენად გულწრფელი ხარ შენს მართლმადიდებლობაში.

      „დიდგორი“ ავრცელებს საეკლესიო კანონების დამრღვევი პატრიარქის მხილებას, რომელსაც ეწევიან მისგან კანონიერად გამდგომილი სამღვდელო პირნი, ხოლი თბილისის ფორუმი ეწევა ღმერთის გინებას პატრირქის გაკერპების ხარჯზე.

      ე.ი. პატრიარქის გაკერპება და მისი გაპაპების ვაკხანალიაა თბილისის ფორუმზეც და თქვენს ე.წ. სენატშიც!

      პ.ს.

      davit-ს რომ ვაჟკაცობას უწუნებ და საკუთარი სახელის გამოჩენით ყოყლოჩინობ ძალიან სასაცილოა. შენ, ბ-ნო „კანონისტი“ გიცავს გლობალისტურ-ლიბერალური პოლიტიკური სისტემის პოლიციური აპარატი და ჯარი, მიშაც შენია და პატრიარქიც, ხოლო დიდგორელი „davit“ სრულიად დაუცველია და როგორც კი ვინაობას გაგიმხელს მაშინვე სატუსაღოში შეიძლება აღმოჩნდეს. სხვათაშორის დღევანდელი ოპოზიციაც მტრობს „davit“-ის ნაირი აზროვნების მატარებელ ვაჟკაცებს!

      თემურ ხაინდრავასაც არ იცნობ?

      • კანონისტი Says:

        1. მართალი ხარ, არ არის პირადი ცნობა აუცილებელი, მაგრამ ფაქტია რომ არ ვიცნობ. თქვენ კი მაბრალებთ, იცნობო. კარგია, რომ პირველი უნებლიე (იმედი მაქვს) ტყუილი აღიარეთ.

        2. “მისნაირში” რას გულისხმობ? თქვენ საქართველოს ეკლესიის მრევლს ყველას წარწყმედილად მიიჩნევთ და შესაბამისად თქვენს გარდა თუ ვინმესთან ერთად არ წავალ, გამოდის რომ ყველა ეშმაკეულია და რა უნდა ვქნა?! ისე, ცოდვად მეზვერესთან და ცოდვილთან ჭამა კი არა, მათთან სარწმუნოებრივი ერთობა ითვლება, რაც მე პირადად არ მაქვს.

        3. ეს პაპზე მეტად მსოფლიო პატრიარქის დაცვაა. დადასტურებული კი არ არის. რა არის?? მაშინ მომაგონეთ, რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა… თუ ვერ იხსენებთ, მაშინ ის გაიხსენეთ, რომ უცდომელი მხოლოდ მსოფლიო კრებაა და რაც არ უნდა დიდი ღვაწლის მქონე იყოს წმინდანი, მას უცდომელობა არ აქვს (თუ იქნებ აქვს და რომის ეკლესიის მოსაზრებას უჭერთ მხარს? თქვენი არ ვიცი, მე მართლმადიდებელი ვარ და მე პირადად მწამს რომ არ აქვთ). ამასთან, სადაც ეს დავწერე, იქვე აღვნიშნე, რომ დოგმატური სხვაობები თვალსაჩინოა, რის გამოც აუცილებელია ევქარისტიული ერთობის შეჩერება, რაც 1054 წლის შემდეგ ხორციელდება კიდევაც.

        4. მე დავითს არ ვუწუნებ ვაჟკაცობას, სახელიც თქვა თავისი და გვარიც. ვაჟკაცობას მე ამ საიტის მესვეურებს ვუწუნებ, გაიგეს ჩემი სახელი და გვარი და წაღმა-უკუღმა ატრიალებენ იქ, სადაც არაფერ შუაში ვარ. გაიგეთ, რომ სენატორი და მოდერატორი ვარ ჩარჩ.გე-ზე და არა ფორუმ.გე-ზე. იქ არავინ არაფერს მეკითხება მე. ასე რთულია ამის გაგება?

        რაც შეეხება ჩემ ვაჟკაცობას. ეს ისეთი საქმეა, თავმომწონეობა არ ღირს. მჯერა, შეხვდებით თქვენ ისეთ ადამიანს, რომელიც კარგად მიცნობს მე და “მისგან ისწავებთ, ვინაი ვარ”. ჩოხაზე დიდად არ იდარდოთ, უბრალოდ, ილია მართალი ხომ ამბობს, “ტალავარ გარედან არნ სახედველო….” ესაა სულ….

        რაც შეეხება ღმრთის გმობას. ჩვენ საიტზე (ჩარჩ.გე) მსგავსი ერთი ფრაზაც კი სამუდამო იპ ბანით ისჯება. ფორუმ.გე-ზე კი არ ვიცი რა ხდება ან რატომ არ ისჯება.

        გითხარით, რომ იქ ისეთივე რიგითი ვარ, როგორც თქვენ. ამიტომ ახლა თქვენ მოგმართავთ? რატომ არ სჯით იქ ღმრთის მგმობელებს? გამეცით პასუხი. (აქ ვამხელთო არ დამიწეროთ. მე ჯერ ერთი საიტი არ მაქვს, სად ვამხილო? მეორეც, მხილება არ შველის საქმეს, ფაქტია რომ ის პოსტები იქ დევს. მე მოვითხოვ რომ წაშალოთ იქ პოსტები. თუ აბსურდულად გეჩვენებათ ჩემი აზრი, მაშინ გაიაზრეთ, რომ თქვენი მოთხოვნაც ჩემს მიმართ ანალოგიურად აბსურდულია)

        თემურ ხაინდრავა ვინაა და რატომ უნდა ვიცნობდე?

      • ლომისა Says:

        შენთვის არაფერი დამიბრალებია!

        არ ვაპირებ არაფრისმომტანი კამათის გაგრძელებას ისეთ უმნიშვნელო საკითხებზე, რომლებსაც ყურადღება მეორეხარისხოვანზე გადაჰყავს. გიპასუხებ შენი ჩანაწერის მე-3-ე კითხვაზე, მღვდელ გიორგი სხილაძის პასუხებიდან, რომელიც შენ მოსასმენად ადრეც გამოქვეყნდა ფორუმზე.

        ე.ი. განმეორებით ვპასუხობთ “kanonisti”-ის მე-3-ე კითხვას.

        3. ეს პაპზე მეტად მსოფლიო პატრიარქის დაცვაა. დადასტურებული კი არ არის. რა არის?? მაშინ მომაგონეთ, რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა… თუ ვერ იხსენებთ, მაშინ ის გაიხსენეთ, რომ უცდომელი მხოლოდ მსოფლიო კრებაა და რაც არ უნდა დიდი ღვაწლის მქონე იყოს წმინდანი, მას უცდომელობა არ აქვს (თუ იქნებ აქვს და რომის ეკლესიის მოსაზრებას უჭერთ მხარს? თქვენი არ ვიცი, მე მართლმადიდებელი ვარ და მე პირადად მწამს რომ არ აქვთ). ამასთან, სადაც ეს დავწერე, იქვე აღვნიშნე, რომ დოგმატური სხვაობები თვალსაჩინოა, რის გამოც აუცილებელია ევქარისტიული ერთობის შეჩერება, რაც 1054 წლის შემდეგ ხორციელდება კიდევაც.

        იხ. ამავე საკითხზე, მღვდ. გ. სხილაძესა „კანონისთან“ გამრთული პოლიემიკის ნუსხის ნაწილი. რა საჭიროა ველოსიპედის ახლიდან გამოგონება?

        ,,კანონისტი”: ,,რომის ეკლესიის მიერ დოგმატური სწავლების დარღვევა სახეზეა…” (ჩამოთვლით მის 8 დოგმატურ დარღვევას), ,,…მაგრამ რომის ეკლესიის მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”.

        პასუხი: რასაც აქ ამბობთ, ეს არის, უბრალოდ რომ ვთქვათ, საღვთისმეტყველო სირცხვილი. ჯერ ერთი, პაპიზმი, მისი საბოლოოდ ჩამოყალიბებიდან დღემდე (954 წლის მანძილზე), ყველა წმ. მამის მიერაა გამოცხადებულიც და დამტკიცებულიც მწვალებლობად და ადგილობრივი ეკლესიებიც, სანამ ეკუმენიზმის გზას დაადგებოდნენ, ამასვე ამტკიცებდნენ და ასწავლიდნენ; მეორეც: არაფერს ამბობთ 1438-39წწ.. ფერარო-ფლორენციის კრების ისტორიაზე, როცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმართებოდა მოლაპარაკებები და წმ. მარკოზ ეფესელის მიერ რჯულგამყიდველ პატრიარქ იოსებისა და მღვდელმთავრების მხილების შედეგად, მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, 1054წ-ისა და სხვა დროთა მსგავსად, კიდევ ერთხელ, გამოაცხადა კათოლიციზმი, როგორც საყოველთაო ერესი. იქნებ, წმ. მარკოზს, მსოფლიო ეკლესიის ამ ერთ-ერთ მნათობს, არა სცნობთ და მის ხატს არ ეთაყვანებით?! ის ხომ წმინდანად, ძირითადად, სწორედ აქ მოყვანილი ღვაწლისთვის შეირაცხა და არა სხვა რაიმე დამსახურებისთვის. სხვა მრავალთან ერთად, წაკითხული გაქვთ, ვთქვათ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება ,,გრდემლი”, სადაც რომაული პაპიზმის ათეულობით ცდომილებაა განხილული? ყოველ ცრუსწავლებაზე რომ მსოფლიო კრება იწვეოდეს, მაშინ, ბოლო მსოფლიო კრება არასოდეს უნდა დაშლილიყო, რადგან ახალ-ახალი მოძღვრება, წმ. პავლე მოციქული ,,დედაბრულ ზღაპრებსა” და ,,ყურისმომაქავებელს” რომ უწოდებს, გეომეტრიული პროგრესიით იქმნებოდა და იქმნება… მას შემდეგ (XIXს.), რაც რასელისტთა ნეოარიანული სექტა _ თავს ხან იეღოვას და ხან იაჰვეს მოწმეებს რომ უწოდებენ და სინამდვილეში, ეშმაკის მოწმეები არიან _ წარმოიშვა, მსოფლიო კრება გაიმართა, ეს ცრუსწავლება რომ დაეგმო?! თქვენთვის მათი ,,მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”? განა, საკმარისი არ არის, მსოფლიო წმ. კრებები, რომლებზეც რომის მართლმადიდებელი პაპებიც ესწრებოდნენ და საერთო გადაწყვეტილებებს ხელს პირველები აწერდნენ, ასე რომ განაჩინებენ?: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!” და სხვ. (იხ. ქვემოთ მოტანილი კანონები). ისტორიულად, კრება ესაჭიროებოდა თვისებრივად ახალი მწვალებლობის გამოძიებასა და დაგმობას და არა წინასწარ გათვლილსა და უკვე განქიქებულს (მაგ., პაპიზმსა თუ ეკუმენიზმს), რომელიც თვითნებურად (ავტომატურად) ხვდება ანათემის ქვეშ (იხ. ქვემოთ). _ თუ ჯერ სწავლობთ, და კარგია, რომ სწავლობთ, დაირქვით ,,მოსწავლე” ან როგორც ერთსა აქვს _ ,,მაძიებელი” (და მართლაც, რომ ეძიებს…) და არა ,,კანონისტი”, რომ ისედაც დაბნეულ ჩვენს საყვარელ ხალხს თავგზა კიდევ უფრო არ აურიოთ!.. ფრთხილად იყავით, _ ყოფილმა მღვდელმა (დეკანოზმა) ბასილი კობახიძემაც, რომელიც გულწრფელად მებრალება, ასეთი აზრებით დაიწყო… 12 წელია კათოლიკურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და აქ ძნელი არ არის, უფრო ახლოს გაიგო, რაა პაპიზმი; საჭიროებს ის მსოფლიო კრებას თუ არა. ამ საკითხის თქვენეული განმარტება ჰგავს თქმას იმისას, რომ მართალია, ვაშლი დამპალია, მაგრამ საჭმელად უვარგისად ის ჯერ არავის გამოუცხადებიაო… ახლა, არა თქვათ, ეკლესიას ვაშლს უდარებსო! _ დიახ, ვუდარებ და არა _ ვუტოლებ (თუ ჯერ არ გიხილავთ, იხ. ამის განმარტება ჩვენს ზემოდასახელებულ ნარკვევში, რომლის თავიდან ბოლომდე გულწრფელ და გულდასმით წაკითხვას გთხოვდით და მერე, თქვენი შენიშვნების გამოქვეყნებას!).

        იხ. მღვდ. გიორგი სხილაძის პოლემიკა “сhurh.ge”- წარმომადგენლებთან.

        https://didgori.wordpress.com/category/01-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98/

      • ნიკა Says:

        დღეს, საპატრიარქოს ვებ-გვერდის და მიტრ. დიმიტრი შიოლაშვილის საკონტაქტო მონაცემებზე „დიდგორი“-ის პრესსამსახურმა გააგზავნა შემდეგი წერილი „forum.ge-ის „მამები“ და იდეოლოგები“, და დაუსვა მათ შეკითხვა, რატომ აძლევენ თავიანთ მრევლს იმ გახრწნილების, ანეკდოტების და ბინძური ავატარების უფლებას, რითაც ხდება წმინდა სახარების, უფლის, მოციქულების, წმინდა მამების, ანგელოზების, ჯვრის, ხატის, საეკლესიო რიტუალების და სიწმინდეების შეგინება და შეურაცხყოფა. და რატომ ქადაგებენ მათი მორჩილები, სტიქაროსნები და მრევლის წევრები დაუფარავად პაპიზმსა და სხვა ერესებს, და მართლაც ეს მათი ლოცვა-კურთხევით ხდება, როგორც ეს „თბილისის ფორუმის“ ხელმძღვანელმა თემურ ხაინდრავამ განგვიცხადა, თუ არა. ვინ არიან ეს ერის გამხრწნელი მოდერატორები, საპატრიარქოს სახელით რომ მოქმედებენ და მათ პაპისტურ და მკრეხელურ სიბინძურეს საზღვარი არა აქვს.
        „დიდგორი“-ის პრესსამსახური

      • stalker Says:

        Ди-джеи воссоздадут звуки ада на Halloween

        26.10.09 12:12 Саратовцы начинают готовиться к непривычному отмечанию праздника Halloween, который пройдет в ночь на 31 октября. Как известно, Хэллоуин – это канун дня Всех Святых. Именно это время считалось переходным от осени к зиме, временем, когда души умерших посещали свои прежние дома, чтобы погреться у огня. В качестве пожертвований у живых они искали питье и пищу.

        Этот праздник становится все более популярным и в Саратове. Так, в «Иллюминаторе» в эту ночь Dj Dipole, Dj DeWice и Dj Spector, по словам организаторов мероприятия, «воссоздадут звуки ада в ритме hard style». Развлекать «нечисть» танцами будет шоу-балет «Maxidance» («ведьмы» из «Линии тела» и «демоны» из «Don’t stop»), а также световое шоу от «Lo-Faya project». Планируется выступление группы «Калиюга», лучшей хип-хоп группы Саратова по мнению «Saratov Night Life Awards». Вход на мероприятие бесплатный.
        http://sarinform.ru/news/culture/24733

      • daviti Says:

        ოლალოოლ სტალკერ ნახე რა მაგრად აუგდიათ სარატოველი გოიმები ამერიკულ ჰალოვენურ ორგიას. ჩვენს ქართველ ქაჯებს აჯობეს. კაცო კვახის ჭამა როგორ მიყვარდა და შემაძულეს ამ რქიანმა კუდიანებმა. ყველაფერი გამიგია მაგრამ კვახისადმი მიძღვნილი ორგიას ნაღდად აღარ ველოდი. სიდი ამ ორგიაზე ალბათ ჯიღა რქებით და მანჰეტენის სიგრძე კუდით ალბათ ყველას ჯაბნიდა.

      • ნიკა Says:

        ნახეთ, ბატონებო, ღვთის გმობა და ცინიზმი “ტვ-იმედის” სადამდე მიდის.

      • ნიკა Says:

        რაოდენ ფარისევლურადაც და ფლიდურადაც არ უნდა ჟღერდეს “Единая Россия”-ს მართლმადიდებლურობა — ალბათ მაინც გარკვეულწილად უნდა დავეთანხმოთ, რომ, მართლაც ვერც ერთი ერი ვერ დადგება ფეხზე და ვერ განვითარდება მართლმადიდებლური ფასეულობებისა და ზნეობრიობის გარეშე — რაც ასახულია ქართული ეროვნული მოძრაობის ლოზუნგში: „ენა, მამული, სარწმუნოება“.

        ———————————

        ძვირფასო ბატონო ბესარიონ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ. ბატონმა ”ლომისა” – მაც შესანიშნავად განმარტა ერისა და ეკლესიის ლეგიტიმურობის საკითხი. ”ეკლესია ღმრთისა ცხოველისაი, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი” ანუ საერო ენაზე რომ ვთქვათ ”ლეგიტიმური-კანონიერი ეკლესია” არის ის, რომელიც უფლის სამართალს ”დიდი სჯულის” კანონს ერთგულებს, ხოლო უკანონო ეკლესია არის ის, რომელიც ამ ღვთიურ სამართალს არღვევს. საეკლესიო ძალაუფლება სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ ოფიციალურ ეკლესიებში ძალადობით უჭირავთ უკანონო იერარქებს, რადგანაც ისინი მართლმადიდებლობას როგორც კი განუდგნენ ავტომატურად უფლისთვის უკანონი შეიქმნენ და მათ კი განდევნეს ტაძრებიდან მათი მამხილებელი იერარქები. მაგრამ საქმე უფრო ღრმად ტრაგიკულია მსოფლიო პროცესებში. გონიერი ადამიანი უმალ მიხვდება, რატომ უტევენ და თავს ესხმიან გლობალისტები ასე გააფთრებით თვით ეკუმენისტურ ეკლესიებსაც, ”ლეგიტიმურ” ეკლესიებს რომ ამ ორივესგან დევნა აქვს ეს სახეზეა. საქმე შემდეგშია: ეკუმენისტურ ეკლესიებს მრევლი შენარჩუნებული ჰყავთ საეკლესიო მართლმადიდებლური საეკლესიო რიტუალებით, წმინდა მართლმადიდებლური ხატებით, ანუ მართლმადიდებლობის გარეგნული შირმით. და იმდენად სძულთ გლობალისტებს და მასონებს მართლმადიდებლობა, რომ თვით ეს გარეგნული სახე მართლმადიდებლური რიტუალების და სიწმინდეების რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ეკუმენისტურ ეკლესიებში გააფთრებას იწვევს ანტიქრისტეს გამეფების ფერხულში ჩაბმულ ძალებში. პატრიარქ კირილეს და პუტინს კი არ ებრძვიან გლობალისტები, არამედ სიძულვილს ვერ მალავენ მართლმადიდებლური ჯვარცმის, წმინდა ხატების და სხვა მართლმადიდებლური სიწმინდეების მიმართ, რომელის ურყევი ერთგულება ჯერ კიდევ შემორჩენილია რუსი, ბულგარელი, სერბი, ბერძენი, ქართველი და რუმინელ ხალხის სულში. ანტიქრისტეს გამმეფებელი ძალების გეგმაშია რომ მოსპონ თვით გარეგნული მართლმადიდებლური შირმაც ამ ერებში. ანტირუსული ისტერიაც სწორედ აქედან იღებს სათავეს. რუსეთი ვინაიდან ზესახელმწიფოა, ძალიან გაუჭირდებათ გლობალისტებს სრულად ამოძირკვა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის თუ ”გარეგნული” მართლმადიდებლობის რუსულ სახელმწიფოში, რადგან კარგად უწყიან, რომ თვით დასუსტებულ რუსეთთან ომში მრავალი იმპერია დამსხვრეულა.

  29. davit Says:

    ძვირფასო whoever , ბოდიში წეღან უხეშად და ამპარტავნულად დაგიწერე, აი, აქ ამ ლინკზე წაიკითხე რას წერს თავად უფალი თავის შურისძიებაზე, ე. ი. არის თუ არა შურისმაძიებელი ღმერთი:
    http://bpg.sytes.net/Didgori/default.asp?bpgpid=248&pg=1

  30. elena Says:

    იეღოვამ გითხრა ეგა? სხვებს არა! დიდგორელებს ვეძახი ავადმყოფებს და ასეთად დარჩებიან სანამ არ დაუბრუნდებიან დედა ეკლესია.

    უკვე ძალიან ზედმეტები მოგდის და კარგი იქნებოდა, ნამდვილად გავიხარებ თუ ქრისტიანობას დაუბრუნდები და მოეშვები იეღოველების სექტას.
    ……………………………..
    ამას უწერს „ჯვაროსანი“ ფორუმელ „აგაპეას“, ის პიროვნება რომელმაც ბაბტისტურ სექტას და პაპისტურ ერესს გაუკეთა სადიდებელი საიტი! სხვებს ეძახიან ნაგიჟრებს და მათი აზროვნება მართლაც დემონებს უპყრიათ ხელში! ერთი გმობა და ერთი წარწყემედაა იეღოველთა და ბაბტისტური სექტა და ერთი სექტის წარმომადგენელი მეორე სექტის წარმომადგენელს ეუბნება დაუბრუნდი დედაეკლესიას-ქრისტიანობასო!

  31. daviti Says:

    ელენა, ჯვაროსანი ფიგაროა, ფიგარო! ყველგან არის, საპატრიარქოში, ბატისტურ სექტაში, ლათინების წარწყედაში, კონფესიათა ნაირგვარ კონგლომერატში! იეღოველთა სექტაშიც არის უბრალოდ მანდ ფორუმზე ვიღაც ნახევრად კონსერვატორ ეკუმენისტებს ეკეკლუცება თავს აწონებს რომ ვიღაცას ებრძვის, ერთ სექტა ხომ უნდა დატოვოს საბოგსაო მსხალად, აბა მაშინ სიტყვა ერესი უნდა ამოაღებინოს მსოფლიო ენათმეცნიერებას ხმარებიდან!

  32. daviti Says:

    ჩემი ნაწერი გადაუტანიათ და დახტიან მის გარშემო ქაჯებივით, და უმტკიცებენ ერთმანეთს რომ ღვთის სასჯელის შეხსენება მათთვის არის იმდენად, იმდენად, სასაცილო რომ თვალებდაჭყეტილ სმაილკებს ატრიალებენ ხარხარით! დამცინიან რომ თურმე დიდგორის გაძევებას მოჰყოლია უამნიდობა! ასე ხარხარებდნენ და დასცინოდნენ მართალ ლოტის სოდომ-გომორელები და დაიწვნენ გოგირდის ცეცხლში! ჩვენი ერი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თქვენს სექტოლოგიურ ფორუმს უსინანულობის შემთვევაში ელოდება უშრეტი ცეცხი და აი ეს აქ წერია და წაიკითხოს იქნებ თქვენმა ბედშავმა თვალებმა, და დარწმუნდება დოლორესზე ჩემეული სასჯელის გაფრთხილება აქ რა მოსატანია, რასც თქვენ გიმზადებთ ღმერთი, აჰა, წაიკითხეთ, ამას უფალი გპირდებათ:
    http://bpg.sytes.net/Didgori/default.asp?bpgpid=248&pg=1
    Reply

  33. lado Says:

    დათიკო მუზიკანტი უწერს ჯვაროსანს დიდგორთან დაკავშირებით: -<>
    ამ ადამიანებს არა აქვთ საერთოდ უნარი საკუთარი ცოდვების დანახვისა! აბა, ნახეთ რას წერს თვითონ ათასს უხამსობებს აქვეყნებს, სექტანტებთან მეგობრობს, ავატარები ჯოჯოხეთური აქვს და წერს რომ დიდგორს აქვს დახშული გონება და დიდგორის დონემდე არ უნდა დაეცნენ ეგა და noki- ურცხვად მოშიშვლებული მკერდით და მამათმავალთა „პროშნით“ როგორც დავითმა აღნიშნა! დიდგორი დაცემულა და დათიკო ამაღლებულა ცამდე მამათმავლობის და სექტების პროპაგანდით! მართლა რა ძალიან დიდი დაბნელებაა მაგათ სინდის-ნამუსში!!!

  34. lado Says:

    აი ამაზე ვწერდი, ეს არის დათიკოს დამაშოშმინებელი სიტყვები ჯვაროსანისადმი დიდგორის ლანძღვაზე: გთხოვ ნუ ამეტებ.
    თუკი ადამიანი შემცდარია ან დახშული აქვს გონება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენსც მათსავით დავეცეთ და ლანძღვა გინებით ავიკლოთ.

  35. Int3lig3nt Says:

    ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულსა და გზასაცდენილს🙂.

  36. coo Says:

    კარგით რა ხალხნო რა.

  37. Lashab Says:

    ak dogmatur dialogshi ar chaverevi, magram ramodenime sitkva daicera tu ra tipis da shinaarsis temebic ixsneba forumebze…

    martlac sazizgrobaa ra… megona “abano” hkondat am sazizgrobebis sacerad mxolod… nu “abano”-shi reebic icereba isedac kvelanair zgvars scildeba xolme…

    arasodes damavickdeba erti “martlmadideblis” micerili “mama-jemalis” mimart:

    “au es reebi dacere, marxvaze var torem mogklavdi chemi deda sh….”

    “mama-jemal”-s ecera kritika eklesiis ragacaze… anu akritikebda zog mgvdels… ragac ase ra…

    vagiareb religiashi “mama-jemalis” temebi momconda(kvela ara), tumca misi temebi sxva gankopilebebshi ragaca sazizgrobebia… tumca marto mastan ra minda, zogadad ikmneba aseti temebi, aseti garkvnili shinaarsit…

    es “abano” aris sibinzuris bude ra saertod… ganvasxvavot tavisufali da gia saubari da sibinzure ertmanetisgan…

    rac sheexeba datikos- misaubria mastan da cuds ver vitkvi… kanonisttan misaubria, cuds ver vitkvi, tumca demagogiuri elementebi akvs xolme…🙂

    esaa da es…

    lasha

  38. Lashab Says:

    ert rames davamateb- halloweenis videos dasackisshi rac xdeboda ar momecona, tumca misi darbeva ar mimachnia scorad…

    me vemxrobi shefasebas da kritikas, da ara fizikur zaladobas…

  39. Kitten Must Die Says:

    ძუძუები სატანისტურია?
    რო ვიცოდე

    • Lashab Says:

      tkveni meore cinadadeba sruliad cinikur datvirtvas azlevda tkvens posts…

      eg aravis utkvams rom zogadad zuzu, an zuzus kona an masze normaluri ramis tkma aris satanisturi…

      magram egre katac ar aris satanisturi, zalian mikvars katebi, magram game tu sasaflaoze vatkaveb – satanistobas damabraleben an sigijes mainc… da martlebic iknebian…

      ase rom tkveni posti sruliad arakorektuli iko…

      gadaxedet erti “abano”-s gankopilebas, tu verafer uxamss ver amchenvt, mashin chven salaparako araferi gvakvs…

      tumca erti ramea- me vambob chem azrs rom eg aris uxamsi da sibinzure, magram me ar gavaketeb saits da anatemas ar gadagcemt, me mxolod sitkvieri azris gamoxatvit da kritikit shemovifarglebi… esaa da es…

      kidev vambob rom adamiani tavisufali arsebaa da ar sheizleba mis nebashi uxeshi zaladobrivi chareva…

      • Lashab Says:

        davamateb rom me- satanizms ar vabraleb aravis… ik shekrebilebsac ki(tumca albat iko zogi), ubralod namdvilad arasasiamovno sanaxavi iko chemtvis da aramarto chemtvis- is tu rac xdeboda videos dasackisshi…

        halloween-s egre patara bavsvhebic agnishnaven xolme da kubos mankanebi, jachvebi da striptizebi ar akvt mockobili…

        magram mat me satanizms ar vabraleb, satanizmi sxva rameebit gamoixateba…

        tumca vambob rom isini arian tavisufali adamianebi da rasac undat imas gaaketebdnen, anu mat darbevas ar vamartleb… esaa da es…

  40. კანონისტი Says:

    დიდ მადლობას ვუხდი საიტის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და ჩემი სახელი და გვარი ამოიღეს ფორუმის იდეოლოგთა სიიდან.

  41. guja Says:

    თქვენ თუ ვაჟკაცობა გაქვთ!

    თუ კაცობა გაგაჩნიათ, და ადამიანობა!

    მე პირადად, მინდა შეგხვდეთ რეალში, ვინც ჩემზე სწერთ და შეურაცხყოფას მაყენებთ მონიტორს ამოფარებული!

    თუ გეყოფათ გამბედაობა, შევხვდეთ ერთმანეთს, მე პირადად არ ვაპირებ ქურდულად გავარჩიო საქმე, ან ვიჩხუბოთ, ამისთვის არ გეუბნებით შევხვდეთთქო, მე მინდა რეალში გავცე პასუხი თქვენს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჩემს მიმართ. იმედი მაქვს კანონისტიც მოვა, მნათეუსიც… და კიდე რამოდენიმე ფორუმელი.

    ასევე მივმართავ მამა გელასი აროშვილს, თუ მას აქვს დრო და საშუალება, დაესწროს ჩვენს შეხვედრას და გაცნობას, და შედგეს გულახდილი საუბარი ზედმეტი შეურაცხყოფების გარეშე!

    კიდევ ვიმეორებ, თუ გყოფნით ვაჟკაცობა და გამბედაობა, მოშორდით მონიტორებს და კომპიუტერებს და პირადად აგვიხსენით რა პრეტენზიები გაქვთ ჩვენს მიმართ, ფორუმის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ?

  42. გიორგი წულაძე Says:

    ძვირფასო „დიდგორის“ მკითხველებო, მომხრეებო და მოწინააღმდეგებო, გთხოვთ, არსებითზე ისაუბროთ, რაც არის შემეცნება და წვდომა ჭეშმარიტების, ანუ ღმერთს, ხოლო ურთიერთ დაცინვის და შურისძიების ჟინი განაგდეთ საკუთარი თავისაგან. „დიდგორის“ – მომხრეებს მინდა გამოვუხატო დიდი მადლობა, განსაკუთრებით დავითს, ელენას, სტალკერს, ლადოს, და ყველას – მათ ხომ მართალი სულით და მართლმადიდებელი მოძღვრების ცოდნით მიჰყავთ პოლემიკა. მაგრამ ამავე დროს დავითს მინდა მივცე ერთი შენიშვნა და ვთხოვ არ მიწყინოს. ძვირფასო დავით, ჩვენი ბრძოლა არის სიყვარულის ბრძოლა და არა შურისძიების და ეს იგრძნობა, რომ ჩემზე კარგად თავად მოგეხსენება. დათმენა მართლაც ძნელია ამდენი სიცრუის, ღვთის სახელის ზღვარგადასული გმობის, მაგრამ საყვარელო ძმაო ქრისტეში, ვალდებულნი ვართ დავითმინოთ, რადგან ამის მაგალითი თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა, როცა ჩვენი სიყვარულის გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი! დავით, ძალიან მოქნილად წარმართავ მოწინააღმდეგეთა განსწავლას, მაგრამ ვერ დაგეთანხმები „დოლორესის“ და სხვათა მიმართ იხმარო ასეთი შურისძიების სიტყვები:„გუშინდელ წყალდიდობას ეს ემპერა-დოლორესი უნდა ჩაეხრჩო სადმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული თუ ასე გააგრძელებს ქათამივით წამხრჩვალს და კისერგადაგდებულს ნახავენ თავისი სატანისტი მეიანხენი! “, ბ-ნო დავით, ღვთის სასჯელის შეხსენება მუდმივად საჭიროა ადამიანებისათვის, თანაც მკაცრი მხილებით, რათა ღვთის შიში ედგათ მუდმივად თვალწინ, რაც აუცილებელია ხსნისათვის, მაგრამ არა ამ ფორმით! იმედია, არ მიწყენთ, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ ერთ შენიშვნას!
    „დიდგორის“ პრესსამსახური ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა ფორუმზე და თავად ჩვენი საითის აწყობაზე, ამიტომ ვთხოვთ დავითს, სტალკერს, ელენას, ლადოს და ყველა ჩვენს მომხრეს, გააგრძელონ კვლავაც დაცვა ჭეშმარიტი სარწმუნოების და ფხიზლად დადგნენ „დიდგორის“ სადარაჯოზე! მოგვეხმარონ, რათა ღირსეულად გავწიოთ უფლის წმიდა სჯულის დაცვის ტკბილი უღელი!

    „დიდგორის“ რელიგიური გვერდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

  43. კანონისტი Says:

    მამა გიორგი წერს, ახლებურ მწვალებლობას სჭირდება მხოლოდ მსოფლიო კრებაო, რაშიც ვეთანხმები.

    მართლაც, რა საჭიროა რასელისტებზე მსოფლიო კრება, როდესაც:
    ა) ქრისტეს ღმრთაებრიობა დადასტურებულია კრებების მიერ და ამის შემცვლელნი ანათემაზე გადაცემული;
    ბ) ქრისტეს ქმნადობა შერაცხულია მძიმე მწვალებლობად;
    გ) ყოვლადწმინდა მარიამი აღიარებულია ღმრთისმშობლად და ამისგან განსხვავებული სწავლება აგრეთვე ანათემაზეა გადაცემული;
    და ასე შემდეგ…

    მაგრამ, მომაგონეთ, რომელმა კრებამ ცნო ღმრთისმშობლის უმანკოდ ჩასახვა ერესად,
    წმინდანთა ზედმეტი დამსახურების სწავლება – ერესად,
    და მით უმეტეს – ღმთისმშობლის ხორციელი ზეცად ამაღლება, რომელიც არა დოგმატის, მაგრამ კეთილგადმოცემის სახით უპყრია მართლმადიდებელ ეკლესიას?

    ისედაც ცხადია, და ჩვენი დიდი ღმრთივსულიერი მამები გვასწავლიან, რომ ზემომოყვანილი და სხვა (ყველა არ ჩამომითვლია) სწავლებანი დამახინჯებაა სწორი რწმენისა, მაგრამ ამას სჭირდება მსოფლიო კრების უცოდმელობის ბეჭედი. მე მეტს არაფერს ვამბობ.

    მამა გიორგისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ. თუ რატომ, პირადად შეიტყობს), მისი ნათქვამი “12 წელია აქ ვარ და კარგად ჩანს სჭირდება თუ არა პაპიზმს კრებაო” არ არის კანონიკური სამართლისთვის არგუმენტი, რადგან კრებას საჭიროებს ყველა ახალი ერესი და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ერთ საუკუნეში ორ კრებას (I, II) არ მოიწვევდნენ.

    ხოლო, კრებამდე კი – ევქარისტიული ერთობის შეჩერება რომთან.

    ამიტომ, ერესში ჯერაც დაუმოწმებელი ეკლესიის იერარქიასთან თანალოცვის მსგავსი ქმედება (ეგ როგორი თანალოცვაა, ეგ ცალკე მსჯელობის საგანია, ორი ადამიანი დგას ერთად და კითხულობს სხვადასხვა ლოცვებს. თანალოცვის მთავარი არსი ერთობლივი ლოცვაა, ანუ ლოცვის ერთად წარმოთქმა) ულაპარაკო ერესად მონათლო და ამის გამო გასცილდე ეკლესიის სისავსეს, ეს კატეგორიულად მიუღებელია, თორემ მე პირადად, არასდროს არ მილოცია არამართლმადიდებლებთან (არადა მყავს არაერთი ნაცნობი) და არც ვაპირებ.

    ხოლო ჯოჯოხეთის საგზური გამოწერა ყველა არამართლმადიდებლისთვის, იმის მიუხედავად, რომ სასუფეველში არათუ არამართლმადიდებლები, მართლმადიდებლების საკმაო ნაწილიც ვერ მოხვდება, ეთიკურად საშინლად მიუღებელია. ქრისტიანობა სიხარულის რწმენაა, ჩვენს წმინდა წიგნს სახარება ჰქვია და არა დაშინების. შიში ღმრთისა, რომელ არს დასაბამი სიბრძნისა სწორედ რომ უფლის სიდიადის განცდით, მისი განხორციელების, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების სიხარულის განცდითა და ამის ფონზე საკუთარი სიმდაბლისა და ცოდვილობის შეგრძნების შემდეგ უნდა შემოვიდეს და არა კუპრის ტემპერატურის მითითებით.

    მე პირადად, როდესაც ვინმე მკითხავს ჩვენს რწმენაზე, მოკრძალებით ვუყვები იმ მადლის სისავსეზე, რასაც შეიგრძნობს იგი უფლის წმინდა ხორცთან და სისხლთან ზიარებით და არა იმის თაობაზე, რომ ახლავე თუ არ დაიწყებს ეკლესიაში სიარულს, მას დაუსრულებელი ტანჯვა და წამება ელოდება ჯოჯოხეთში…

    თქვენზე მახსენდება იონა წინასწარმეტყველი, რომელიც გაურბოდა იმას, რომ ნინეველთათვის ღმრთისმიერი სინანული ექადაგა, ქალაქის მოშორებით დასახლდა და ელოდებოდა იმას, როდის შემუსრავდა უფალი ცოდვილებს. მაგრამ, დიდება უფალს, რომ იგი ჩვენნაირი არ არის და მან მაინც აიძულა იონა ქალაქში შესულიყო! და აკი შეინანეს კიდევაც!

    ნუ ელოდებით, როდის ჩაგვიტანს ჯოჯოხეთის ცეცხლი ჩვენ, არ არის ლამაზი. სიყვარულით ამხილეთ და სამხილებელი პიროვნების შინაგანი ბუნების გათვალისწინებით.

    აქ სტალკერმა დამიწერა, წმინდა მამები ხომ ამხელდნენ სიმკაცრით კრებებზეო. მერე, რომელი ხართ აქ წმინდა მამა და სად ხედავთ კრებას??

    “ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

    წმ. ღირსი მამა ეფრემ ასური

  44. ვაითქვენსპატრონსუბედურს Says:

    ვაი თქვენს პატრონს უბედურს

    • ლომისა Says:

      ამ ქვეყანაზე ნამდვილად ვაი ელის ჭეშმარიტ ქრისტიანს და მისი პატრონი უბედური იქნება. ამის მეტი, წუთისოფელში, არაფერი ეღირსება მას.

      ჭეშმარიტებას ბრძანებ ამ ქვეყნიური აზროვნებიდან გამომდინარე.

      ღმერთმა შეგვაძლებინოს – ჭეშმარიტი ქრისტიანები ვყოფილიყავით!

  45. დოლორეს Says:

    როდის უნდა მოეგოთ გონს ნეტა.რა დაბოღმილები ხართ.
    ღვთის სახელით რომ ლაპარკობთ–გასაგებია რომ არ გრცხვებიათ და ნამუსიდან ხართ გამოსუები,მაგრამ არ გეშინიათ მაინც?
    უსუსურები ხართ.გუჯამ მართალი გითხრათ.მოშორდით მონიტორს და მერე იყავით ე.წ. ,,ვაჟკაცები” თქვე ლაჩრებო.
    ფუი,საცოდობამდე ხართ დასული.ყველა კომენტარი წავიკითხე.ვის ლანძღავთ დათიკოს?ლოლ… საცოდავები ხართ.
    გმადლობთ.
    ნახვამდის.😀

  46. lado Says:

    ყავთ თბილისის ფორუმზე დიდგორზე ინკვიციური სიძულვილით განწყობილი ვინმე ვინმე შოშია და ნახეთ ერთი რასა წერს: „უბრალოდ სასაცილოდ არ ეყოფად ვინმეს რომ ეთქვა წმინდა გიორგის დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობდა და ეს ისტორიული ფაქტიაო. ამას მხოლოდ ვიღაც ფანატიკოსი იტყვის…“
    ============
    ამ კაცსა თუ ქალს, რას გაიგებ ვინ არის, ფრინველი შოშია დედალიც არის და მამალიც, საერთოდ რა უნდა რელიგიის განყოფილებაში, ნეტა რამ დააინტერესა, ეტყობა ბიბლიის სიძულვილმა. ახლა მაგას რომ უთხრა მთელი ბიბლია ზეციური ძალების ანუ ძველი და ახალი აღთქმა სულ სიზმრის თუ ცხად გამოცხადებათა ისტორიიო, სულ გადაირევა. აღდგომას ალბათ წითელი კვერცხების დიდ მიჭახუნებაში იქნება, და წითელი კვერცხი რომ მარიამ მაგდალინელის ხელში ცხადად გაწითლდა ის რომ უთხრა ნეტა რას იზამს? ან ახლა ამაღლება იყო და შეგეწიოთ ყველას მისი მადლი, რომ უთხრა რომ უფალი მოციქულთა თვალწინ ამაღლდა ზეცადო ან ამაზე რას იტყვის, ან ხარების დღესასწაულს როცა ზეიმობს და უთხრა მთავარანგელოზი გაბრიელი ცხადში გამოეცხადა ღვთისმშობელს და ახარა უფლის უბიწოდ ჩასახვაო, ან კიდევ ღვთისმშობლის და მამა იოსების ეგვიპტეში წასვლა და იქიდან დაბრუნება სულ მთავარანგელოზის სიზმრისეული გამოცხადებით ხდებოდაო ან ამაზე რას იტყვის, მარტო წმინდა გიორგის დიდგორზე გამოცხადების დაუჯერებლობა სჭირს თუ მთელი ბიბლიური გამოცხადებების და ხილვების! მოკლედ შოშია ნეტა რა მიზნით შევარდა დიდგორის ლანძღვის თემაში ან სხვა რელიგურ თემებში რატომ დათარეშობს, ალბათ ეშმაკი დაარბენინებს მორწმუნეთა თუ ცრუ მორწმუნეთა დასაწიოკებლად!

  47. lado Says:

    დოლორეს, სულ ფურთხებით და ლანძღვით რომ შემოვარდები და გავარდები ხოლმე დიდგორიდან იქნებ საკუთარ თავს უმჯობესია მოუწოდო დაცხრეს შენი გული და სული ბოღმისა და სიძულვილისაგან! ჯობია კიდევ პირში სიგარაეტით მოფუილემ შენს ქალობას მიხედო და ჩვენს ვაჟკაცობას თავი დაანებო! „მამა“ გუჯას მიერ ქალიშვილობის სმაილკების თბილისის ფორუმზე მოთხოვნაც სიმართლეა, და იმას მოუწოდე მოშორდეს მაგ ბინძური მოთხოვნებით რელიგიური განყოფილებიდან, რა ვაჟკაცობაზე ლაპარაკობთ საინტერესოა, აქ თუ რამეს ვწერ მხოლოდ იმიტომ რომ ეგ საძაგლობები რაც გიწერიათ რელიგიაზე ერთი პატარა წვლილი მეც შევიტანო ვინმე მართლა არ დააჯეროთ, თორემ მაგ გუჯასათან იეღოვას მოწმეთა სექტის მიმდევართან და ქალ მღვდლებთან მლოცველთან რა მაქვს რეალში სავაჟკაცოდ სალაპარაკო! სექტანტებს მე ბავშვს და ქალსაც არ ვუჩერდები ქუჩაში, რომ არ შემომეტყიპოს, და ახლა მაგაზე გავისვრი რა ხელს და სინდისს! რეალში რაც ეკუთვნის მაგ თქვენს სულიერ მოძღვარ ჯემალს მამა ბასილს გლდანში მიაკითხოს და მიიღებს რაც ეკუთვნის რეალში რეალურად!

    • guja (mama jemali) Says:

      ბატონო ლადო, მე არც იაღოველი ვარ და არც ქალ-მღვდლებთან მლოცველი, რაც თქვენ დაწერეთ ცილისწამებაა და ტყუილი, გირჩევთ მოინანიოთ! რადგან ცილისწამება დიდი ცოდვაა.

      რაც შეეხება, თქვენ აქაურები რომ შეგვხვედრილიყავით ფორუმელებს, ვფიქრობ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა სიტუაცია, ურთიერთობა დათბებოდა, მაგრამ რატომ არ გეყოთ ვაჟკაცობა ვერ ვხვდები. ვაჟკაცობა სექტანტის თუ ეკუმენისტის ცემა და დევნა არაა, ასე რომ თუ თქვენ შეეცდებოდით ჩემს მიმართ “ვაჟკაცობის” დამტკიცებას ცემით, აუცილებლად დაისჯებით კანონით, ანუ პოლიცია დაგსჯით, ამას მე გპირდებით, არ გინდათ მუქარა, ოკ?

  48. უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

    კომენტარი ,,Forum.ge“-ზე შემდეგი გვერდისთვის:

    http://forum.ge/?f=84&showtopic=33968214&st=150

    მოგესალმებით ყველას ქრისტესმიერი სიყვარულით; დაგლოცოთ შემოქმედმა!
    აქ ზოგი კომენტატორი ანვითარებს აზრს, რომ კათოლიკობად წოდებული პაპიზმის მიმართ წინააღმდეგობის სული საქართველოში რუსებმა შემოიტანეს… ეს რომ მთლად ასე არ არის, ამის დასამტკიცებლად შესაძლებელია მოყვანა ბევრი საბუთისა, რომელთაგან აქ აღვნიშნავთ ორს: 1. აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ბესარიონ ორბელიანს (ზოგგან ბარათაშვილ-ორბელიშვილადაც მოიხსენიებენ), ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე (1724-37წწ..), შედარებითი ღვთისმეტყველების დარგში დაწერილი აქვს წიგნი, სახელწოდებით ,,გრდემლი“, რომელშიც კათოლიციზმის ათეულობით ცდომილებაა განქიქებული როგორც დოგმატურ, ასევე, კანონიკურ დონეზე. 2. წარმოსადგენია, რამდენად მძლავრი იყო ქართველობაში ანტიპაპისტური განწყობა, რომ მეფე იესე ბაგრატიონის ძე _ კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I (1744-55, 64-88წწ..), ფილოსოფოს-მეცნიერად წოდებული, ტახტიდან დაამხო და გადაასახლა საეკლესიო კრებამ, რომელმაც განაჩინა, რომ იგი მწვალებლობისკენ ოდნავ მიდრკა, რაშიც მას დაჟინებით ამხილებდა მღვდელი ზაქარია გაბაშვილიც (შემდგომში, ეპისკოპოსი ტიმოთე, ცნობილი ,,მიმოსვლის“ ავტორი). ესეც საქართველოში რუსების შემოსვლამდე ხდებოდა… ისე, იმ ეპოქაში (XVII-XIXსს..) და შემდგომაც, პრო-კათოლიკურ-პროტესტანტული განწყობა არც რუსეთის სახელისუფლებო კარის ,,ევროპული ფანჯრიდან“ მასონურად მომზირალ წევრებს აკლდათ და ამავე დროს, რუსი წმინდანები, ისევე, როგორც რომაული სქიზმის შემდგომი მსოფლიოს წმინდანნი, მართლმადიდებლობის სვეტები იყვნენ. ასეა დღესაც…

    მღვდელი გიორგი სხილაძე
    პარიზის, ყ~დ წმ. ღვთისმშობლის იბერიის ხატის
    მირონმდინარე ასლის (მონრეალის) სახ.
    ქართული სამრევლოს წინამძღვარი
    (ემიგრაციული ეკლესია)

  49. nino Says:

    amis chatareba minda momval cels asartveloshi cinaagmdgi xo ar xart vinme? mere ar gamovardet pamidvrebit da kvercxebit!

  50. ALEXSANDRE Says:

    ამ სატანისტური ორგიის ჩატარებაზე ნებართვა თუ გაქვთ?

    მაინც რა მიზანს ისახავს ასეთი „აქციების“ ჩატარება? ვინ არის თქვენი სპონსორი?

    • nino Says:

      da mainc satanisturi ra aris amashi? sposnori ra sachiroa? gavixidt davixatavt da tamtamebi ki gavqvs, navts da asnatsac movitant da gvinda rom sadme magalze chavatarot ro mteli tbilisian gamochndes, vtvaqt mtawmindaze?! winaaRmdegi xart?

  51. daviti Says:

    სტალკერ ნახე რა მაგრად აუგდიათ სარატოველი გოიმები ამერიკულ ჰალოვენურ ორგიას. ჩვენს ქართველ ქაჯებს აჯობეს. კაცო კვახის ჭამა როგორ მიყვარდა და შემაძულეს ამ რქიანმა კუდიანებმა. ყველაფერი გამიგია მაგრამ კვახისადმი მიძღვნილი ორგიას ნაღდად აღარ ველოდი. სიდი ამ ორგიაზე ალბათ ჯიღა რქებით და მანჰეტენის სიგრძე კუდით ალბათ ყველას ჯაბნიდა.

  52. ბესარიონი Says:

    ბოლო დროს რუსეთის მმართველი კლასი და მმართველი პარტია ცდილობენ მართლმადიდებლური ფასეულობები და ზნეობრიობა პოლიტიკური ბრძოლის ელემენტად გამოიყენონ.

    რუსეთის მმართველმა პარტიამ “Единая Россия”-მ გამოაქვეყნა პროგრამული დოკუმენტი: “Нравственная основа модернизации” — რომელშიც არის განყოფილება “Православие как нравственная основа модернизации”. აქ წერია: “В Послании Федеральному собранию президент Д.А.Медведев предложил конкретный план по дальнейшей модернизации страны. Исторический опыт показывает, что успешное проведение системных реформ, развитие корпоративной культуры и рост национального благосостояния напрямую связаны с сохранением прочного ценностного фундамента общества. В России в его основе лежит этика Православия, неотъемлемую часть которой составляют ценности патриотизма, соборности, служения общему благу”.
    http://www.mk.ru/include/docs/rostovsk001.pdf

    რუსეთის სხვა გლობალისტური ძალები ამ ფაქტმა ფრიად აღაშფოთა და შესაბამისი პუბლიკაციებიც მოაყოლეს:

    Долой светскую власть!
    http://lenta.ru/news/2010/02/17/formula/

    “Единая Россия” назвала православие нравственной основой модернизации
    http://www.mk.ru/politics/article/2010/02/16/432181-doloy-svetskuyu-vlast-.html

    რაოდენ ფარისევლურადაც და ფლიდურადაც არ უნდა ჟღერდეს “Единая Россия”-ს მართლმადიდებლურობა — ალბათ მაინც გარკვეულწილად უნდა დავეთანხმოთ, რომ, მართლაც ვერც ერთი ერი ვერ დადგება ფეხზე და ვერ განვითარდება მართლმადიდებლური ფასეულობებისა და ზნეობრიობის გარეშე — რაც ასახულია ქართული ეროვნული მოძრაობის ლოზუნგში: „ენა, მამული, სარწმუნოება“.

    ამას გარდა: РПЦ получит право на дополнительную господдержку — Предполагается, что в случае их принятия отдельные приходы РПЦ смогут на конкурсной основе получать финансирование из средств, выделенных государством на социальные нужды, такие как профилактика абортов или поддержка молодых семей.
    http://lenta.ru/news/2010/02/17/aid/

    აგრეთვე: Бог в госпомощь
    Государство сможет больше помогать религиозным организациям. Поправки пролоббировала Русская православная церковь
    http://www.vedomosti.ru/newspaper/article/2010/02/17/225969

    • ლომისა Says:

      ღმერთმა დაგლოცოთ ბ-ნო ბესარიონ!

      სრულიად გეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით მსურს ცოტა კიდევ განვავრცო ეს თემა. ოღონდ, ცოტა სხვა კუთხით. ესაა ლეგიტიმურობის დილემა!

      დიახ, „ბოლო დროს რუსეთის მმართველი კლასი და მმართველი პარტია ცდილობენ მართლმადიდებლური ფასეულობები და ზნეობრიობა პოლიტიკური ბრძოლის ელემენტად გამოიყენონ.“ – ეს ფანდი ძველია და რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მეტი გზა აღარც დარჩა! დაახლოვებით იგივეს აკეთებდა სტალინი 1943 წლიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანური ძალებით გერმანიაზე გამარჯვება შეუძლებელი ხდებოდა. იხ. Сталин — отец архиерейского собора/ Из записки Г. Карпова, бывшего председателя Совета по делам православной церкви. მაგრამ აქ ამ საკითხს აღარ განვავრცობ.

      აქ მსურს ერთი პარალელი გავავლო. როგორც ვიცით „Последовательно состоявшиеся 8-17 декабря 2003 г. «Всезарубежное пастырское совещание» и Архиерейский собор поставили точку в процессе капитуляции РПЦз(Л) перед Московским патриархатом («МП»).“

      ამასთან დაკავშირებით, ისმება ასეთი კითხვა: „Почему огромная МП заинтересована в признании её легитимности и авторитета количественно ничтожной РПЦЗ?“

      ე.ი. რუსეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია დევნილობაში, რომელიც დღესაც კატაკომბურად არსებობს და რიცხობრივად მისი მრევლი ძალიან მცირეა დღემდე რჩება ლეგიტიმურად, ე.ი. ღმრთივკურთხეულად. წარმოიდგინეთ რამდენი მცდელობა და სახსრები მოხმარდა რუსეთის ლეგიტიმური ეკლესიის გახლეჩვას და მოსკოვის არალეგიტიმური საპატრირქოსთვის მიერთებას. აქედან დასკნა: მიუხედავად იმისა,რომ რუსეთის ხელისუფლებას სულაც არ აწუხებს საკუთარი თავის დე-ფაქტო ლეგიტიმიზაცია, ყოველნაირად ცდილობს საღმრთო ლეგიტიმაციას და „ხარკს“ უხდის მას.

      დღეს, რუსეთის ჭეშმარიტი ეკლესიის ერთი ნაწილი, რომელიც არ შეუერთდა მოსკოვის არალეგიტიმურ საპატრიარქოს, ღვთის წინაშე კვლავ ინარჩუნებს ლეგიტიმურობას.

      ასევეა კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის და ლეგიტიმურობის საკითხი საქართველოში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც ერთი უკანონო ხელისუფლების მორიგი უკანონო ხელისუფლების ჩანაცვლებით დასრულდა, დღის წესრიგში კვლავ (1991-1992 წ.წ. პუტჩის შემდეგ ეს საკითხი სულ იდგა დღის წესრიგში) დადგა მათი ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი. დღევანდელმა ანტიეროვნულმა რეჟიმმა, ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ „საქართველოს რესპუბლიკის“ ლეგიტიმურობის მატარებელი ორგანიზაციებისაგან თუ კერძო პირებესიგან „მიეღო“ სანუკვარი ლეგიტიმაცია.მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამართლით და სიმართლით ასეთი ლეგიტიმაცია ფიქციაა და ლეგიტიმურობის საკითხი კი თვით ლეგიტიმური ორგანოს პრეროგატივა, ნებისმიერი უკანონო ხელისუფლება იძულებული იქნება ხარკი უხადოს ლეგიტიმურობას! რა თქმა უნდა უპირველს ყოვლისა ხალხისთვის თვალის ასახვევად! სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მმართველმა პარტიებმა და თანამდებობის პირებმა შეგნებულად თუ შეუგნებლად მონაწილეობა მიიღეს მორიგი უკანონობის ხალხისთვის თავს მოხვევაში.

      მადლობა ღმერთს, საქართველოს კვლავ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც ჩვენი მამულის მტერთან (რუსეთის ფედერაცია) კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. ღმერთმა დალოცოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი და მისი თანამებრძოლები.

      ასეთივე მდგომარეობაშია, დღეს, რუსეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია დევნილობაში.

      საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რომ არალეგიტიმურია ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება, მაგრამ რამდენად ლეგიტიმურია სსრკ ს.უ.კ.-ის მიერ „ლეგიტიმირებული“ საქართველოს ოფიციალური საპატრიარქო ამასაც შესწავლა სჭირდება. ლეგიტიმურობა და სამართალმემკვიდრეობა ხელისუფლების და მით უმეტეს ეკლესიის არსებობის ერთადერთი, აუცილებელი და სამართლიანი პირობაა!

      P.S.

      გლობალიზმი ანტიქრისტეს გამეფებას ამზადებს და ჩვენთვის, მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი ერისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია რამდენად ერთგული იქნება ხვალინდელი რუსეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: