გილოცავთ 26 მაისის ღირშესანიშნავ დღეს!

     

     დღეს 26 მაისია – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, მერაბ კოსტავას დაბადების  და ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღე.

     გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს! დამოუკიდებელ, მთლიან და თავისუფალ საქართველოში აღგვენიშნოს ეს ღირშესანიშნავი დღე ყველას ერთად!

Sinodis_Mxileba_10

      ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) / მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი

Sinodis_Mxileba_12

 

ვიდეოს სინქრონული ჩანაწერი: კულმინაციამ პიკს 14 სექტებრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს (ე. შევარდნაძეს) დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. ე. შევარდნაძე თანამდებობაზე დარჩა.

ილია მეორის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ე. შევარდნაძისადმი: „მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური!” დაჩოქილი ბრბოს ტაში და სიხარულის დიდი ოვაცია;

ე. შევარდნაძის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ილია მეორისადმი: „დიდი მადლობა, კარგათ იყავით, ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“

 

 

 

 

7 Responses to “გილოცავთ 26 მაისის ღირშესანიშნავ დღეს!”

  1. ლომისა Says:

    ძვირფასი თანამემამულენო, ეროვნული მოძრაობის ერთგული ხალხო, საქართველოს საამაყო ახალგაზრდობავ – სრულიად ქართველო ერო, გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს!

    მრავალს დაგასწროთ გამჩენმა ღმერთმა!

  2. lado Says:

    საზიზღრობა იყო დღევანდელი 26 მაისი, გიორგი ყარყარაშვილი ჩამოატარა ლევან გაჩეჩილაძემ სტადიონზე და ტაში აკვრევინა ხალხს, გადავსებული იყო სტადიონი, გოგა ხაინდრავა ხელმკლავით დაჰყავდა უცნობს სკანდირებისასა ქუჩებში და ხალხიც ფანჯრებიდან ხაინდრავა-უცნობს კოცნას და აპლოდისმენტებს უგზავნიდა, თან ხაინდრავას და უცნობს ხატები ჰქონდათ ხელში დიდი მორწმუნეებივით, უცნობი ზურგზე შეისვა ხალხმა სტადიონზე და ოვაციებით შემოატარეს, დაინგრა სტადიონი უცნობის დაჩოქებისასა სტადიონის ცენტრში! მერე სტადიონიდან სამებაში წავიდნენ, კახა კუკავა გაიძვერა არ მოშორებია სტადიონზე და ყველგან უცნობს, სულ ორი თითით_ვიქტორია ასკანდინერიბენს ხალხს, ზვიადი არავის უხსენებია, ერთი წამოიკნავლეს მხოლოდ ერთხელ, ისიც უახლისოდ მერაბ კოსტავა!
    მერე უცნობმა და ხაინდრავამ მოუწოდა სტადიონს წავიდეთ სამების ტაძარში და მივემთხვიოთ უწმიდესსო და წავიდნენ გადაფურთხებულის ამლოკველთა სულიერ ლიდერთან! ეს იყო საზიზღარი სპექტაკლი და ავაზაკები აყვირებდნენ ხალხს -ბარაბააა! ბარაბა! ბარაბააააა!

    • ლომისა Says:

      „მერე უცნობმა და ხაინდრავამ მოუწოდა სტადიონს წავიდეთ სამების ტაძარში და მივემთხვიოთ უწმიდესსო“

      და ალბათ ამ სიმღერას მღეროდა გზაში!

      რომ მივიდა ისიც ვიცით რა უთხრა პატრიარქმა და ….

      კომეტარი ზედმეტია! ამ მორალით როგორ უნდა დაამარცხოს ოპოზიციამ მიშას ამორალურობა?!

  3. a.sanduxaZe Says:

    1991 წლის 26 მაისს ქართველმა ერმა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად აირჩია ზვიად
    გამსახურდია
    “სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს
    ეკლესიის უფლება – იყოს საერო
    ცხოვრების აქტიური მონაწილე”
    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
    ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო
    პროგრამიდან
    22 მაისი,
    1991 წელი

    ცივლიზებული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია რელიგიური და საერო ცხოვრების
    ერთიანობის გარეშე. რელიგიური ცხოვრების ორგანიზება
    ხდება ეკლესიის, ხოლო საერო ცხოვრებისა – სახელმწიფოს მიერ.
    ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში ქართული
    სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას.
    ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი საწყისებით მჭიდროდ არის დაკავშირებული
    რელიგიურ ცნობიერებასთან და ეკლესიურ წიაღთან.
    თავისი შინაგანი არსით ეს რელიგიურ-ეროვნული მოძრაობაა, რამდენადაც იგი გულისხმობს
    არა მარტო განკერძოებული ეროვნულ- პოლიტიკური მიზნების გახორციელებას, არამედ
    პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით: ეროვნული მოძრაობის მოსვლა ხელისუფლების სათავეში
    რეალურ წინაპირობას ქმნის ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ქრისტიანული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ერთობის აღდგენისათვის.
    ამ ერთობის არსი შემდეგში მდგომარეობს: ეროვნული ხელისუფლების ავტორიტეტი, მისი ძალაუფლება უნდა დაემყაროს არა მხოლოდ ხელისუფლების სოციალურ- პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად რელიგიურ- ზნეობრივ საწყისებს.
    სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება – იყოს საერო ცხოვრების აქტიური
    მონაწილე.
    ქართული სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.
    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს
    რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე
    1991 წლის 7 ივნისს
    ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო
    მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას.
    სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო
    რელიგიად უნდა იქცეს.
    ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო
    ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
    ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.
    დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღესრულებიან.
    სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს!

  4. a.sanduxaZe Says:

    amonaridi 26 maisis didebul TariRebs miZRvnili gazeT “gabnaTavisufleblis” morigi nomridan

    http://ganmatavisuflebeli.webs.com/N21.pdf

  5. a.sanduxaZe Says:

    mimaCnia, rom rogorc erovnul moRvawes, zviad gamsaxurdias didi damsaxureba miuZRvis Tavisi qveynis winaSe. is iyo misi saqarTvelos pirveli prezidenti da tavdauzogavad ibrZoda qveynis damoukideblobisatvis. Me massTan xSirad mqonia kamati, magram udavoa, rom zviad gamsaxurdia iyo didi sazogado moRvawe.
    Xolo rogorc politikosi, igi Sevardnazeze naklebi namdvilad ar aris. Misi politika gacilebit ufro zneobrivi iyo rogorc mcire erebis, ise zogadad, – adamianis uflebaTa dacvis sferoSi. Ase vafaseb me zviad gamsaxurdias…
    gamsaxurdia istoriuli pirovnebaa da samudamod darCeba istoriaSi…

    iuri orlovi
    helsinkis saerTaSoriso federaciis sapatio Tavmjdomare, A:S:S:
    “russkaia misl”, parizi

  6. maia Says:

    სერიოზულად მეშინია, საპატრიარქომ 1991-1992 წლის კოკორი არ ჩაგვისვას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: