ეძღვნება პატრიარქისტებს

არანორმალურები

aRdgomis_litanioba_2008w

     აღდგომის ლიტანიობა  2008 წ.

     ძველ დროს ქრისტიანები თავის თავს სულელებს უწოდებდნენ და ასევე სხვებიც მათ ნამდვილად სულელებად მიიჩნევდნენ.

     და იყო ამაში რაღათქმა უნდა რაღაც ლოგიკური. აბა შეიძლება ადამიანს შეჰპირდე დიდი პატივი და უამრავი სიმდიდრე, მან კი უარი თქვას და თავი სამარცხვინო წამებით მოგაკვლევინოს?! რათქმა უნდა არანორმალურია და სრულიად გაუგებარია ამა სოფლის უდიდესი ნაწილისთვის. რატო იყვნენ ქრისტიანები ასეთი არანორმალურები? რა ჭირდათ ამისთანა?

     ვფიქრობ ერთობ მარტივია ამის თქმა და ამავ დროულად ურთულესია ასახსნელად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. უცნაური პარადოქსია დამეთანხმებით!

      1.) დავიწყოთ იმით თუ რატომაა მარტივად გასაგები და ასახსნელი.  – ქრისტიანებს თავისი საკუთარი და სანუკვარი სარწმუნოება აქვთ. მას ქრიატიანობა, ქრისტეშემოსილობა, განღმრთობა, მადლისმიერი ღმერთობა,  ევქარისტია და მასში ერთობა ჰქვია. და აქვთ რწმენა, რომ მაცხოვარი იმიტომ გახდა ადამიანი რომ ადამიანი გახდეს ღმერთი !!!! (ვისაც ათანასე და კირილე ალექსანდრიელები, მაქსიმე აღმსარებელი და გრიგოლი პალამა არ წაგიკითხავთ გულები ნუ გაგისკდებათ და საპატრიარქოს გაქსუებულ მღვდლებთან ნუ გაიქცევით ეს ხალხი გაგიჟდა და ახალ სარწმუნოებას ასწავლისო! მერწმუნეთ ისინი იმავ წამს დაგეთანხმებიან და გეტყვიან ხო ვიძახოდით ეგენი მწვალებლებიც არიანოო.!) ვაა, მაშასადამე ღმერთი? დიახაც ღმერთი და ადამიანის დანიშნულება მისი განღმრთობაა! ამიტომ რადგანაც ასე სწამთ ქრისტიანებს სიკვდილისაც არ ეშინიათ და განსაკუთრებულად მამაცნი არიან!  ეს მარტივად, რომ ვთქვათ რატომ არიან ქრისტიანები არანორმალურები!

     2.)შევეცადოთ ახლა ურთულესად ასახსნელს შეუდგეთ ფართო საზოგ. მასებისთვის.

     საერთოდ რწმენა არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნა განმარტებას და არც არისტოტელეს კატეგორიებს. ამ საკითხში სილოგიზმებიც ვერ დაგვეხმარება. რწმენა განსაკუთრებული ფენომენია, რომელშიც დეკარტის –  “დე ომნიბუს დუბიტანდუმ ესტ “  – “ყველაფერში უნდა შევიტანოთ ეჭვი”. და  არც მისი მადიდებელი ჰეგელისა და ასევე  კანტის ღმერთის   შესახებ გამხმარი მტკიცებულებანი ვერ გვიშველის და მითუმეტეს ე.წ. ეგზისტეციალისტური კრიზისის მამები გაგვარკვევენ რამეში, რადგანაც  ისინი უბრალოდ დაიბნენ და   დაინგრნენ. იცით ალბათ მათი ცხოვრებანი! მითუმეტეს ვერ გვიშველის ამ საკითხის გარკვევაში ფროიდიდან მოყოლებული ფსიქოლოგ-ფსიქოანალიკოსთა სკოლები, რადგანაც კვლავ  ვერ მივიღებთ პასუხს! (ისე ეს ფროიდი როგორც იუდეველი თავის ახლობელს შვილის იუდეურ წესში აღზრდას სთავაზობდა. საჯაროდ კი აცხადებდა ათეისტი ვარ მეოო!) მართლაც არ უნდა გამოგვრჩეს ამ ჩამონათვალში თეოსოფიურ-ანტროფოსოფიული სკოლები, რომელნიც ასტრალში გასულნი რომელიღაც ნაწილში გაიჩხირნენ და ამბავი ”იქაურის” შესახებ უკან ვეღარ ჩამოგვიტანეს. ამ ყველა თანამედროვე და ძველ მიმოტაცებებს შორის მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია დოსტოევსკის. მართალია ცდილობდა რასკოლნიკოვებით, დიმიტრი კარამაზოვით და მიშკინით ბოლოსკენ იმედები გაეჩინა ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში მისი კითხვის ჟამს ადამიანს უჩვეულო გრძნობა ეუფლება. თითქოსდა გამოსავალი არ არის და ადამიანი ესეთია და მორჩა. ამიტომაც ფრიად სანუგეშო მაინც ვერ გამოსდიოდა ბოლოში ამ ჩამოთვლილი პერსონაჟების გამოქრისტიანება. და არც იდიოტის მთლიანად გამოქრისტიან-გამოადამიანურობას ეტყობა დარწმუნებული სახე. თითქოსდა რაღაც “უვერენოსტი” აკლდა ავტორს, მაგრამ მაინც გამორჩეული და კეთილგონიერი კაცი იყო სხვებთან შედარებით!

     მაშ რა ვქნათ? როგორ გავარკვიოთ რწმენისა და მასთან დაკავშირებული ამბები?

     არაფერი განსაკუთრებულით, პატივცემულო საზოგადოებავ – რწმენით და მხოლოდ რწმენით! და თუ ეს რწმენა არა გვაქვს, გაისმის ხოლმე ლოგიკური კითხვა? მაშინ ვაკაკუნოთ იქნებ გაგვიღონ?! როგორ? დავიწყოთ შესწავლა სწორე საღმრთო გარდამოცემისა, (და არა XX-XXI საუკუნის რუს-ქართველ ვაი სასულიერო მწერლებისაგან), რომელშიც თვით საღმრთო წერილიც კი შედის დიახ ამ გარდამოცემაში საღმრთო წერილიც შედის, და ამავ დროულად ვეცადოთ მის მიხედვით განვაგოთ ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ  რასაც წავიკითხავთ და შევიმეცნებთ მის მიხედვით ვიცხოვროთ. ეს პირველი ეტაპია. ურწმონოების ეჭვები ხშირად მოგვეძალება. ჩვენი მავნე ჩვევებისაკენ მიდრეკილებანიც მრავალჯერ წარგვიტაცებენ  ჭაობში, მაგრამ არ უნდა შევჩერდეთ. უკან არ უნდა დავიხიოთ. ქრისტიანობა ხომ მამაცთა სარწმუნოებაა! და სულის არისტოკრატიაა! ამიტომ ამოღებული მახვილი უკან არასოდეს ჩავაგოთ. აქ ომია საჭირო ბოლომდე! ძნელიაოო იტყვით. დაგეთანხმებით ვიწრო და ეკლიანია ეს გზა მაგრამ   დიდია – მადლისმიერი განღმრთობა! განღმრთობაო გესმით! და ეს არც თუ ისე ცოტაა. არ დაგავიწყდეთ მაცხოვარი იმ ადამიანური ბუნებით ამაღლდა რომელიც  მან ქალწულ მარიამისაგან მიიღო, ანუ ადამიანურით! და ჩვენც ეგ გველის! ჩვენ თავის დროზე ყველანი მაცხოვართან უნდა ვიყოთ ცათა სასუფეველში!

     მაგრამ, როგორც ზემოთაც ვთქვი ეს ყველაფერი რწმენის საგანია და ამ რწმენას ბეჯითი მეცადინეობა სჭირდება. ისე არიან ადამიანები რომელთაც უბრალოდ და პირდაპირ სწამთ და იღებენ ამ სარწმუნოებას მარტივად. მათ სჯერათ ამ რწმენის და მთელი სოფელიც კი რომ აგინებდეს მაინც არ შეიცვლიან აზრს!

     მაშ ორი გზა გვრჩება – ან ვსწავლობთ ამ სარწმუნოებას სწორად, და ვცხოვრობთ მის მიხედვით, ანდა პირდაპირ ვიღებთ მას მარტივად და ვაღიარებთ!

     მივადექით საკითხს რა არის სწორი სარწმუნოება, სწორი საღმრთო გარდამოცემა, ანუ მართლმადიდებლობა?

     სწორი სარწმუნოებაა და მისი გარდამოცემაა მაცხოვრის მიერ ამ სოფლად მოტანილი სწავლება, მოციქულთა მიერ გარდამოცემული, მამათა მიერ გამოთარგმანებული. ამ სამ შორის სხვაობა არ არის რადგანაც ერთი სულია სამივეში და ამას შემსწავლელი იმწამს მიხვდება როგორც კი მეცადინეობას შეუდგება!

     რომელი არ არის სწორი სარწმუნოება?  – ამა სოფლის სეკულარიზაციიდან და კომფორმიზმიდან წარმოჩენილი ეკუმენიზმი. რადგანაც ამა სოფლის ნაშიერია და ამიტომაც სიცრუე და სიმართლე ერთმანეთში აქვს არეული!

     მერწმუნეთ კარგად გვაქვს შესწავლილი ეს არასწორი სარწმუნოება და ნამდვილად ამა სოფლის პატივისა და დიდების, მამონასა და ოლიმპოელი ღმერთების ნაშიერია და თანაც ბილწი კავშირებით ნაშიერი (ვინც იცნობს წარმართულ მითოლოგიას მიხვდება რასაც ვგულისხმობ).

     თუ არ გჯერათ შეგიძლიათ თვითონ გადახედოთ ამ სარწმონოებრივი კონგლომერატების ისტორიას და ამაში მარტივად დარწმუნდებით!

     ნუ რახან ამ ქვეყანაში, საქართველოში ვცხოვრობთ ორიოდ სიტყვას აქაურობაზეც გავბედავ და ვიტყვი. თქვენი პატრიარქი ილია II 7 წლის განმავლობაში რაც კი მსოფლიოში მწვალებლობანი და სექტებია (თითქმის) ყველას პრეზიდენტი იყო! ეს რას ნიშნავს ძალიან კარგად გაიგებს ვისაც გაგება უნდა! ამჟამად კი საქართველოში მართლმადიდებლობა კი არა ილია-ღმერთიანობა მძვინვარებს. განა გულსატკენი სანახაობა არ არის? რაო რამ დაგაბრმავათ?  ასევე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სჭირბოროტო გახდა ჩვენს ქვეყანაში და ისევ ილია II-ეს უკავშირდება. ეს არის ე.წ. ვითომ მონარქიის აღდგენის იდეა. აქ ჩემო პატივცემულო მკითხველო თვით ტომაზო კამპანელას შეშურდებოდა მონარქიის აღდგენის ისეთი პრინციპი როგორსაც თავს საპატრიარქო და მისი ყურმოჭრილი ვაი პოლიტიკოსები გვახვევნ თავს! გადახედეთ ამ ავტორის  -“О церк. Власти” და სხვა თხზულებებს და მიხვდებით რაშია საქმე და რა სურს საპატრიარქოს – აბსოლიტური პაპიზმი!!! გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! ვის ხელში გინდათ ჩააგდოთ ქვეყანა. ჯერ ბოლშევიკების მსახური, რომ იყო და შემდგომ ყველა სისხლიანი და უგუნური ტირანის? ახლა სინდისზე ხელი არ აიღოთ და არა თქვათ, რომ ეგრე არ იყო და ეგრე არ არის!?

     ამას წინ ერთი პოლიტიკოსი სწერდა ჩვენ ილია II-ის ერთგულ  მიმდევრები მილიონები ვართო! თქვენ კი ვინ და რამდენი ხართო?

     და, თუ მართლაც ასეა, მაშინ კიდევ ერთ პატარა, მართალია სარკაზმულს, რჩევას მოგცემთ  – აი რამდენიცა ხართ ერთ რიგში დადექით, შემდგომ სწორდით, მთელი ძალით იხუვლეთ და გაქანდით და ოპერისა და ბალეტის თეატრში სამეფო “ტრონზე” დაბრძანებულ საზეიმოდ მოზეიმე იუბილარ ილია მეორეს ემთხვიეთ. ზოგიერთებმა შეგიძლიათ ფეხზეც ეამბოროთ. ჩვენში დარჩეს და საპატრიარქოში იძახიან ეგ ყველაზე დიდი მადლიაოოო!!!! ხოდა აბა თქვენ იცით იქნებ იჩქაროთ და მიასწროთ!

     ბოდიში მაგრამ სამწუხაროდ ამჟამად ასეთი სარწმუნოებრივი  ვითარებაა საქართველოში!

     ახლა შეშინებები და მუქარები არ დაგვიწყოთ. თქვენნაირ ვაჟკაცებს ვაჟკაცობა სარწმუნოებაზევე გეტყობათ!

    მოკლედ, უბრალო ენაზედ, რომ გითხრათ ამასოფლელებითვინა არანორმალურები ვაართ!!!!

 მღ. ზურაბი (აროშვილი)

 12/25 მაისი 2009 წელი.

——————————————–

Мир Религий // События // Пятница, 22 мая 2009 г. 16:28

Клирики Константинопольского Патриархата примут активное участие в форуме геев в Финляндии

Духовенство Финляндской православной церкви Константинопольского Патриархата намерено принять активное участие в Европейском форуме христианских общин гомосексуалистов “Мужество следовать закону любви”, который открылся сегодня в городе Йарвенпэе под Хельсинки, сообщает портал “Интерфакс-Религия”.

Участники форума собираются начинать каждый день с посещения православного богослужения, а затем идти в сауну. Информацию об этом распространил сайт общественного движения “Единство”, борющегося за права сексменьшинств.

22 мая в Хельсинкском университете состоится открытый церковно-практический семинар, посвященный вопросам однополой связи. Согласно опубликованной программе, на форуме выступит генеральный секретарь Экуменического совета Финляндии протоиерей Хейкки Хуттонен с докладом “Гомосексуальность в православном богословии”.

В январском номере журнала “Aamun Koitto” этот известный священник Финляндской православной церкви подробно рассказал о своем видении гомосексуального “супружества” как “отражения Божественной жизненной силы и доброго сексуального начала”.

Священники Константинопольского Патриархата также намерены провести в рамках форума дискуссию на тему духовной интеграции гомосексуалистов в жизнь Церкви. Одна из сессий будет посвящена обсуждению темы “Может ли мужчина-священник испытывать любовь к другому мужчине и жить с ним”.

წყარო

 

41 Responses to “ეძღვნება პატრიარქისტებს”

  1. guja Says:

    გაგიკვირდებატ, და ამ თემის შინაარსში ვეთანხმები მამა ზურაბსაც და მამა გელასისაც!

    ამ საკითხზე ბევრჯერ გამიხსნია თემა, სხვადასხვა ფორუმებზე, ყოველთვის ვაკრიტიკებდი პატრიარქის და საერთოდ- მღვდლის განდიდების მანია რომ არის საქართველოში!

    შაქართველოში რატომღაც ტაბუდადებულია პატრიარქის და კონკრეტული მღვდლის კრიტიკა! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პატრიარქს ილია მეორეს, მისი ღვაწლი მართლაც დადებითად ეტყობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები პატრიარქის გადაწყვეტილებებს. მე განსხვავებით უმეტესი ქართველი მორწმუნეებისგან, ბრმად არ ვენდობი პატრიარქს, და მის სამღვდელოებას. აშკარად ეტყობა მის უწმინდესობას რომ დაბერდა, და ძალა აღარ შესწევს ეკლესიაში რეფორმები მოახდინოს და გაყაროს მრუში, ნარკომანი და ფანატიკოსი გაუნათლებელი ბევრი მღვდელი. სამწუხარო მოვლენაა კორუფცია და ბიზნესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, და უფრო სამწუხაროა რომ ძალიან ბევრი მღვდელი პატრიარქს აღარ ემორჩილება.

    პატრიარქი შეუცდომელი არ არის. ისიც ადამიანია, და ნურავის ეგონება რომ ის რასაც იტყვის უპირობო ჭეშმარიტებაა!

    თუმცა, ზოგიერთ გაბოროტებულ და დაბოღმილ დიდგორელსაც შევახსენებ, რასაც პატრიარქი აკეთებს და ამბობს, ყველაფერი მწვალებლური, სექტანტური და ტყუილი არაა! ეს იცოდეთ, მე არ ვეთანხმები პატრიარქს მონარქიის საკითხში, მაგრამ არ ვამბობ რომ ის ამის გამო მწვალებელია ან კათოლიკე….

    • ლომისა Says:

      ბ-ნო “guja” ძალიან სუსტი არგუმენტები გაქვთ მოყვანილი ამ ჩანაწერში და განსაკუთრებით კი, ბოლო აბზაცში, არც კი ღირს ამაზე შეკამათება. მამა ზურაბს თუ ეთანხმებით, მაშინ „დიდგორსაც“ უნდა დაეთანხმოთ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებთ თავს.

      დაბოღმილები რომ ვიყოთ, ამდენი უსამრთლობის და გინების მოსმენის შემდეგ, რასაც თქვენ და „თბილისის“ ფორუმის ეკუმენისტ-ჯვაროსნები აქვეყნებთ ჩვენზე, უნდა დავხოცილიყავით. მაგრამ, ხომ ხედავთ რომ ჯერ კიდევ, უფლის წყალობით, სული გვიდგას პირში და ჩვენსას არ ვიშლით.

      შენ დიდხანს გაცოცხლოს ღმერთმა და ყველა შენი თანამოაზრე, რათა გაგეაზრებინოთ თქვენი განდგომილება და დაბრუნებოდით ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც უფალი იესო ქრისტე ჰყავს მეთაურად.

      • guja Says:

        უსამართლობა, ცილისწამება, ლანძღვა-გინება პირველად თქვენგან დაიწყო, ასე რომ საკუთარ თავში იპოვეთ შეცდომები, სანამ ჩვენს განკითხვას დაიწყებდეთ.

        რაც შეეხება, მე არ განვდგომილვარ ჭეშმარიტ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვარ მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ხოლო თქვენ……………….

        მამა ზურაბს ვეთანხმები იმაში, რომ ზედმეტად განდიდებულია პატრიარქის კულტი საქართველოში.

      • ლომისა Says:

        ბ-ნო “guja”, არ არის მართალი და სრულ სიცრუეა, რომ ეკუმენისტების ლანძღვა-გინება დაიწყო ოდესმე „დიდგორიდან“. ეკუმენიზმის პერმანენტული მხილება კი ნამდვილად დაიწყეს დიდი ხნის წინათ ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა.

        “guja”, ბრძანებს: „რაც შეეხება, მე არ განვდგომილვარ ჭეშმარიტ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვარ მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ხოლო თქვენ………………. “

        პასუხი: ეს თქვენ თვლით ე.წ. მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას ჭეშმარიტად, მაგრამ თავად ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი აღარ თვლის მას ასეთად! შესაბამისად ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ხოლო თქვენ — ეკუმენისტურ- მართლმადიდებლურისა! სიტყვა „ეკუმენისტური“ გამოგრჩათ თქვენი ეკლესიის სახელწოდების დასახელებაში. ე.ი. განდგომილი თქვენ ყოფილხართ მართლამადიდებელ ეკლესიას და არა და არა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფი ჭეშმარიტი სამღვდელო პირნი.

  2. lado Says:

    mama zurabim dawera:
    გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! ვის ხელში გინდათ ჩააგდოთ ქვეყანა. ჯერ ბოლშევიკების მსახური, რომ იყო და შემდგომ ყველა სისხლიანი და უგუნური ტირანის? ახლა სინდისზე ხელი არ აიღოთ და არა თქვათ, რომ ეგრე არ იყო და ეგრე არ არის!?
    ________________________
    სწორედაც ყველა ტირანის მსახური იყო!!! გეთანხმებით მამაო ზურაბი! ყველა ბოროტი ტირანის მსახური იყო, მხოლოდ ქრისტეს სამართლის მსახურება არ სურდა!

  3. კანონისტი Says:

    მივმართავ მამა ზურაბს (ან ნებისმიერს, ვინც ამ კითხვაზე მიპასუხებს):

    რომელ წელს მოინათლეთ, სად და ვის მიერ ხართ ხელდასხმული?

  4. frzurab Says:

    კითხვა შემობრუნებული კანონისტს. – შენ თუ ხარ საერთოდ მონათლული საეკლესიო კანონისა და საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით?

    • frzurab Says:

      რამდენი წლის ხარ არ ვიცი, მაგრამ სითავხედეზე გატყობ ახალგაზრდა ჭაბუკი ჩანხარ.
      სახელი სერიოზული დაგირქმევია ”კანონისტი”, მაგრამ სახარება ნაკლებად წაგიკითხავს გეტყობა. თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ თვით მაცხოვარი იყენებდა კითხვაზე კითხვითვე მიგების ფორმას!
      ასე, რომ ძალიან გაკვირვებული არ დარჩე!
      ვაკვირდები შენს წერილებს და მეცინება. ოდესრაც ხომ მეც ასე ვმსჯელობდი. რუსი მეცხრამეტე- მეოცე საუკუნის სამართლის ავტორების გავლენით და უფრო მეტიც უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სამართალში რამდენიმე წელი ლექციებსაც ვკითხულობდი ასეთ სტილში. ამიტომ ძალიან არ ვბრაზობ შენზე.
      ერთი პატარა რჩევა! სწორი წიგნები იკითხე უფრო შედეგიანი იქნება.
      დანარჩენ ერთი ორ ამბავს სხვა დროს გირჩევ კიდევ, რომ არ გადაგღალო და ასევე საინტერესო საეკლესიო სამართლებლივ -ისტირიულ კაზუსების მაგალითებსაც მოგიყვები. ასე რომ აკადემიურ რუსთა დალაგებული სულ თავდაყირა დაგიდგება!
      გისურვებ ყოველივე კეთილს! მართლა არ ვბრაზობ შენზე და აგიხსენი კიდეც რატომაც!

      • კანონისტი Says:

        და მაინც, როდის და სად ბრძანდებით მონათლული და ხელდასხმული?

      • frzurab Says:

        პასუხი ”კანონისტს” – შენმა დაჟინებულმა კითხვამ ერთი ამბავი გამახსენა. – კომუნისტების მბრძანებლობის ბოლო წელი იყო. გუმბარიძე მართავდა ქვეყანას. ამ დროს რა თქმა უნდა, როგორც ”სასწაული” საქართველოში თვით სასულიერო აკადემია გაიხსნა!(საპატრირქოს არქივში ალბათ როგორც დიდი სსაწაულია შეტანილი ეგ ამბავი).
        სტუმრად თვით გუმბარიძე გვეწვია და ა.შ.
        ხოდა იმ პერიოდში მოულოდნელად შემოგვიტანეს 12 თუ 15 კითხვისაგან შემდგარი ფურცლები, რომლებიც ხელით, ანუ საკუთარი კალიგრაფიით უნდა შეგვევსო და თანაც 5 ეგზემპლიარად!? კითხვები სუფთა ”სუკური” იყო. – სად ვლოცულობდი, სად და ვისთან ვაბარებდი აღსარებას და ა.შ. რექტორი მაშინ გამრეკელი იყო (ისე მეგობრობდა მაშინ ჩვენთან ).
        მეც გავეცი ბუბა კიკაბიძის სიმღერიდან პასუხები ამ კითხვებს და 5 ეგზემპლიარად გაუგზავნე საპატრირქოს! (ისე რათ უნდოდათ 5, ალბათ ერთი მოსკოვში წავიდოდა). მაშინ ილიამ დაიბარა გამრეკელი და კატეგორიულად მოსთხოვა ჩემი გარიცხვა. გამრეკელმა აუხსნა, რომ ჩემი გარიცხვა არ ღირდა არავითარ შემთხვევაში. მაშინ, როგორც თვით გამრეკელმა მომიყვა ასე მითხრა პატრიარქმაო – შენზე იყოს იცოდე ეგ ამბავიო და თავი დამანებეს.

        ახლაც ჩემო ახალგაზრდა ცნობისმოყვარევ ასეთივე სტილში გიპასუხებ –
        1.) რომელ წელს მოვინათლე შენი საქმე არ არის.
        2.) სად ვის მიერ ვარ ხელდასხმული არც ეგ არ არის შენი საქმე.

        იმედია მიიღე პასუხები შენს კითხვებზე, რომ არ თქვა არ მპასუხობენო!
        თუ რამ სულისთვის სარგო გაინტერესებს მკითხე და აუცილებლად გიპასუხებ და თანაც ვეცდები სათანადოთ და სამაგალითოდ გაქცე პასუხი!
        ისე გონების სავარჯიშოდ და სინდისში ჩასახედათ ჩვენი ერთი ახალგაზრდა მეგობარი რამდენიმე კითხვას გთავაზობს –
        ”რომ ამბობს ერთმანეთს არ იხსენიებენ თქვენი სინოდებიო. 2004 წელს, კონსტანტინეპოლის და ელადის ეკლესიებმა რემდენიმე თვით შეწყვიტეს ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი, იმიტომ რომ მაკედონიის მხარის ეპარქიები ვერ გაიყვეს. მაშ რომელი მათგანი იყო იმ პერიოდში ეკლესია, და რომელი – უკანონო საკრებულო? ამ ანგარებმა, ტერიტორიების გამო ერთმანეთი ლამის ანათემას გადაცსეს, და თურმე ბოლშევიკების, მოდერნისტებისა, ეკუმენისტების (და ვინ მოთვლის კიდევ ვისი) დევნა-გადატანილ ეკლესიაში დროებითი გაუგებრობები რომ იყოს, თურმე მის უმადლობას ნიშნავს.

        მაშინ ამოიღონ კალენდრიდან ან ეპიფანე ან ოქროპირი, ან ეგნატე ან ფოტი, ან კიდევ ის გაარკვიონ, კონსტანტინეპოლის ლათინთა ბატონობის დროს, მე-13 საუკუნეში, ბიზანტიის ტერიტორიაზე, ეკლესია რამდენიმე ადგილობრივი, დამოუკიდებელი სინოდის სახით რომ არსებობდა – შეწყვიტა მაშინ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ არსებობა? ”

        აბა შენ იცი თავი არ შეირცხვინო და სწორი პასუხები დასწერე!
        კვლავ კეთილი სურვილებით,
        მ. ზურაბი

      • კანონისტი Says:

        სხვისი ლოცვა თუ საქმედ და გამოსაჭენებლად გაგიხდიათ აქ, იქნებ ვინმეს აინტერესებს თქვენი ამბავი, თუნდაც სულის სარგებლისთვის.

        მონათლული ხართ საქართველოს ეკლესიაში, ეს ხომ ისედაც ვიცი. ხელდასხმული ხართ უკვე ჩვენი საპატრიარქოს გარეთ – ესეც ძალიან კარგად ვიცი. თქვენი პირით მინდოდა ამის გაგება, რახან ვერ გავიგე, არა უშავს.

        2004 წლის ამბავზე ნუ იდარდებთ, ეგ დროებითი გაუგებრობა იყო და არა 70-წლიანი. თან უთანხმოება კანონიკური იყო და არა დოგმატური, ესეც მეორე.

        მე ის მაინტერესებს, ამ ეკუმენისტურ საპატრიარქოში რომ მოინათლეთ, მაინც მადლმოსილად მიიჩნევთ თუ ხელახლა გადაინათლეთ “იქ”?

        სულისთვის სარგო კი მეეჭვება თქვენგან რამე გავიგო…. სამწუხაროდ.

      • frzurab Says:

        პასუხი კანონისტს – ისევ თავი შეირცხვინე !

        1.) პასუხი დასმულ კითხვებზე ნახევად გაეცი და თანაც აღიარე, რომ თურმე კანონიკურ საკითხებზე ხდება ეკლესიათა შორის დროებით ევქარისტ კავშირის გაწყვეტა. ასევე თავი შეირცხვინე იმით, რომ თურმე 70 წელი არა შეიძლება და რამდენიმე თვე და წლები კი. ეს უშინაარსობაა სამართლებრივი თვალსაზრისით! ამავე დროს გამოაჩინე კვლავ უცოდინრობა, რომ ეკლესიის ისტორია ნაკლებად იცი ისევე, როგორც სახარება. – 70 წლიანიც ყოფილა, 150 წლიანიც , 10 წლიანიც და ა.შ. მაგრამ მთლად დარწმუნებული, რომ არ იყო, რომ 70 წელი ბევრია და არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. პატარა ინფორმაციას მოგაწვდი. ყველაზე დიდ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მსოფლიოში თითქმი 2 წელია დაიწყო გამაერთიანებელი მოძრაობა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ნიორკში 2008 წელს მეც ვესწრებოდი პირადად. ამ პროცეს შეუქცევადი ხასიათი აქვს. ასე, რომ ე.წ. მსოფლიო ოფიც. ეკლესიებისთვის არც თუ ისე კარგი ჟამი დგება! მარტო რუმინეთში და საბერძნეთში რამდენიმე მილიონი წევრი ყავს ამ ეკლესიებს. ამერიკას და რუსებს რომ თავი დავანებოთ!
        2.) საერთოდ ნათლობის შესახებ მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ. გამონაკლის შემთხვევებში უძლურებაში მყოფნი მომაკვდავნი განსაკუთრებით ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვილების შემთხვევაში -არასრული საეკლესიო ნათლობის წესით და დაჩქარებულად ინათლებიან და თანაც ეს მღვდელმოქმედება ერისკაცსაც კი შეუძლია აღასრულოს. მათი გადარჩენის შემთხვევაში კი აუცილებლად სრული საეკლესიო კანონიკური ნათლობის წესით უნდა მოინათლნენ. ასე, რომ დაკლებული შევსება დავარქვათ მოკლედ ამ საკითხს! გაიგე ალბათ რაზეც და რატომაც გიყვები ამ ყველაფერს?!
        3.) ასევე ეკლესიაში მწვალებლობებიდან და განხეტქილებიდან მიღების სამი ფორმა არსებობს – სინანულით, მირონცხებით, ნათლობით! ეს საკითხი კონკრეტულ შემთხვევებს ეხება და ზოგად საეკლესიო განსაზღვრებითი სწავლება არ გააჩნია განსაკუთრებით ჩვენს დროში. და არც ძველ დროს ქონდა, განსაკუთრებით საქართველოში აბა თუ მიხვდები რომელ ცნობილ საეკლესიო სამართლებლივ გადაწყვეტილებაზე გელაპარაკები, როდესაც საქ. ეკლესიამ სხვა პოზიცია დაიჭირა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ვიდრე მსოფლიო საეკლ. კრებამ????
        აბა, თანამიმდევრული იყავი და გულწრფელი და სრული პასუხები დაწერე ხოლმე. თუ რათქმა უნდა გაქვს პასუხის გაცემის სურვილი. შეგიძლია არც დაწერო ხოლმე პასუხი თუ არ გინდა. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში!

  5. კანონისტი Says:

    შემობრუნებული კითხვა რა წესია? ბავშვები ვართ?

    მე იქნებ სულ არ ვარ მონათლული, ამიტომ კითხვაზე არ უნდა მიპასუხოთ?

    ველი თქვენ პასუხს ჯერ, შემდეგ კი ნამდვილად გიპასუხებთ.

    ლომისა:
    “შესაბამისად ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ხოლო თქვენ — ეკუმენისტურ- მართლმადიდებლურისა!”

    ვინ თქვენ?
    საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (მათეს სინოდი)
    საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (ფლორიანეს სინოდი)
    საბერძნეთის წინააღმდგომთა სინოდი (კვიპრიანესი)
    რუსეთის ემიგრანტული ეკლესია
    მეძველსტილე რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
    მეძველსტილე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
    ამერიკაში ე.წ. ბოსტონის სინოდი
    ბულგარეთის ალტერნატიული სინოდი, თუ
    რუსეთის ჭეშმარიტი არასერგიანული მართლმადიდებელი ეკლესია??

    თუ რომელიმე სამი-ოთხი აქედან? : )))

    და ამეებს, ჭეშმარიტების გამო რომ ეკლესიას განუდგნენ ერთმანეთში რომ ევქარისტიული კავშირი არ აქვთ, ეს რას მივაწეროთ? ამდენი ჭეშმარიტი ეკლესიებია ცალ-ცალკე?

    ჰა?? : )))

    გითხარით, რომ ეკუმენური თანალოცვა არ მომწონს, მაგრამ ამის გამო ამ ცოდვაზე ასჯერ მძიმე ცოდვა – ეკლესიიდან გასვლა უფრო მიუღებელია.

  6. daviti Says:

    1921 წლიდან შენს დემონ წინაპარს მელეტი პატრიარქს და სხვა კონსტანტინოპოლის და საბერძნეთის ერესიარქებს მოსთხოვე პასუხი, რატომაც ჩამოყალიბდა ამდენი სინოდი მათი განმაახლებლური გამცემლობის წიააღმდეგობის პროტესტის შედეგად, მამა ზურაბს რას აყვედრი. მელეტისგან დაედო საფუძველი დიდ განხეთქილებას და ეკუმენიზმის ერესს, რა არ უნდა ებრძოლათ და არ უნდა განდგომოდნენ მელეტიანელებს იმ სინოდების წინაპარნი, რომელებიც შენ ახლა აქ ჩამოთვალე?განხეთქილების შემდეგ კი ძალიან ძნელია გართიანება, ზოგიერთი ეკლესიოლოგიური დავის გამო, რაც ანტიერეტიკულ სინოდებს შორის არსებობს, მაგრამ ეს თქვენთვის რა შეღავათია, თქვენს ერესს ამით ვითომ რა ეშველება, იმის გაგებით რატომ ვერ ერთიანდებიან წარსულის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაყოფილი სინოდები, დოკტორანტ შენ იმასზე გვიპასუხე რა ნამუსით ლოცულობენ შენი პატრიარქები ნაირგავრი ჯურის ერეტიკოსებთან და არღვევენ მათლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენატალურ კანონს და მერე დასვი ეგ მეასიათასხარისხოვანი კითხვები თქვენი ერეტიკული საშინელი დაცემის ცოდვებთან შედარებით! თანაც თავხედურად მღვდლებთან კითხვების დასმას თავი დაანებე და დაუსვი მამა ზურაბს კითხვა ისე როგორც მის ჭეშმარიტ სამღვდელო პატივს შეეფერება, თუ არადა ვთხოვთ მამა ზურაბს არ ჩაგთვალოს პასუხის ღირსად!

  7. davit Says:

    1921 წლიდან შენს დემონ წინაპარს მელეტი პატრიარქს და სხვა კონსტანტინოპოლის და საბერძნეთის ერესიარქებს მოსთხოვე პასუხი, რატომაც ჩამოყალიბდა ამდენი სინოდი მათი განმაახლებლური გამცემლობის წიააღმდეგობის პროტესტის შედეგად, მამა ზურაბს რას აყვედრი. მელეტისგან დაედო საფუძველი დიდ განხეთქილებას და ეკუმენიზმის ერესს, რა არ უნდა ებრძოლათ და არ უნდა განდგომოდნენ მელეტიანელებს იმ სინოდების წინაპარნი, რომელებიც შენ ახლა აქ ჩამოთვალე?განხეთქილების შემდეგ კი ძალიან ძნელია გართიანება, ზოგიერთი ეკლესიოლოგიური დავის გამო, რაც ანტიერეტიკულ სინოდებს შორის არსებობს, მაგრამ ეს თქვენთვის რა შეღავათია, თქვენს ერესს ამით ვითომ რა ეშველება, იმის გაგებით რატომ ვერ ერთიანდებიან წარსულის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაყოფილი სინოდები, დოკტორანტ შენ იმასზე გვიპასუხე რა ნამუსით ლოცულობენ შენი პატრიარქები ნაირგავრი ჯურის ერეტიკოსებთან და არღვევენ მათლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენატალურ კანონს და მერე დასვი ეგ მეასიათასხარისხოვანი კითხვები თქვენი ერეტიკული საშინელი დაცემის ცოდვებთან შედარებით! თანაც თავხედურად მღვდლებთან კითხვების დასმას თავი დაანებე და დაუსვი მამა ზურაბს კითხვა ისე როგორც მის ჭეშმარიტ სამღვდელო პატივს შეეფერება, თუ არადა ვთხოვთ მამა ზურაბს არ ჩაგთვალოს პასუხის ღირსად!

  8. davit Says:

    აბა რას იტყვი დოქტორანტ, არ უნდა განდგომოდნენ შენს მიერ ჩამოთვლილ სინოდთა წინაპრები შენნაირსა, ჯვაროსანისნაირსა, გუჯა–ჯემაილინაირსა, ბუზიკანტი დათიკოსნაირსა, აი ამ მოდერნისტებსა ვინც აი ამ გეგმის განხორციელებას აპირებდნენ?
    __________
    აი, რას წერს მიხალაკოპულოსი:
    “ბატონო პრეზიდენტო, მინისტრთა სხდომაზე უკვე დიდი ხანია გეუბნებოდით, რომ ეროვნული ბრძოლის თქვენმიერი წარმატებით დაგვირგვინების შემდეგ, ქვეყნის საკეთილდღეოდ აუცილებლად უნდა იზრუნოთ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან ბრძოლაზე – საეკლესიო საქმეების მოდერნიზაციაზე (განახლებაზე)… ამ ჭეშმარიტად რევოლუციური რეფორმის მეთაურად გვესაჭიროება შორსმჭვრეტელი იერარქი, რომელიც ისეთივე იქნება რელიგიურ სფეროში, როგორიც თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურში. თქვენ გყავთ ასეთი ადამიანი. ვგულისხმობ კუნძულ კვიპროსის იერარქს (მელეტი მეტაქსაკისს). თქვენი ხელმძღვანელობით ის საბერძნეთის ეკლესიის ვენიზელოსი გახდება.

    მას შემდეგ, რაც პოლიტიკური რევოლუცია ათენის არქიეპისკოპოსს პროკოფის და მის მსგავსთ მოაცილებს, აი, რა უნდა რეფორმირდეს კერძოდ ინტელექტუალურ და მონაზვნურ წრეებში, როცა ეკლესიის იერარქია და მსოფლიო სინოდი, ანდა უფრო სწორად, მხოლოდ ბერძნული სინოდი ჩამოყალიბდება”.

    შემდგომ მიხალაკოპულოსი აგრძელებს საჭირო რეფორმების ჩამოთვლას:

    1) მარხვათა გაუქმება (“მარხვებს არავინ ინახავს მათ გარდა, ვისაც საჭმელი არაფერი აქვს”);

    2) წეს-ჩვეულებათა და ლიტურგიის განახლება (2-3 საგალობელი საათნახევრის განმავლობაში – უკვე საკმარისია);

    3) მღვდლები განისწავლებიან “სპეციალურ სკოლებში”, (რათა “დამაჯერებლად შეეძლოთ საუბარი “თავისი სამშობლოს სიყვარულსა” და “მსმენელთა პოლიტიკურ მოვალეობებზე”);

    4) სხვადასხვა დღესასწაულთა გაუქმება (“ისინი მხოლოდ უსაქმურობის საბაბს წარმოადგენენ”);

    5) მონასტრების გაუქმება (“მათი მიწები გლეხებს გადაეცემა”).

    და განაგრძობს: “მართალია, აქ ჩამოთვლილი რეფორმები პროგრამის ყველაზე მცირე ნაწილს წარმოადგენს. გარდაქმნას კიდევ ბევრი სხვა სჭირდება”. ამ წერილში მიხალაკოპულოსი დანანებით აღნიშნავს: “სამწუხაროდ, შეუძლებელია წმინდანობის იდეას გაქრობა ვაიძულოთ”, თუმცა შესაფერისი წიგნების გამოცემით და “კარგ საეკლესიო და საერო მწერლებთან თანამშრომლობით… სიტყვა “წმინდანი” გაქრება”.2

    “კალენდრის შეცვლაზე” პირველი მინიშნება 1919 წლის იანვარში გაკეთდა, როცა ვენიზელოსი პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო მეტაქსაკისი – ათენის არქიეპისკოპოსი.

  9. davit Says:

    კაცო დოქტორანტ, ამას რომ წერ “გითხარით, რომ ეკუმენური თანალოცვა არ მომწონს, მაგრამ ამის გამო ამ ცოდვაზე ასჯერ მძიმე ცოდვა – ეკლესიიდან გასვლა უფრო მიუღებელია”_ო, შენ ვი დაგადგინა ასჯერ დიდი თუ ასჯერ ნაკლები ცოდვა რა არის იმის დამკანონებლად, ეს უკვე დაკანონებულია გასვა რატომ და რის გამო ხდება და დიდი კანონის მცოდნედ რომ მოგაქვს თავი, ეს კანონი ვითომ რატომ არ შეისწავლე? ჰა, წაიკითხე რა აქვს დაწესებული ეკლესიას, შენ გერწმუნო და დაგემორჩილო ახლა თუ ეკლესიის ამ კანონს, ეს კანონი მიბრძანებს განვუდგე შენს პატრიარქს, შენ კიდევ გაიძახი არაო დიდი ცოდვაო, რა გაიღმერთე გაიწმინდამამე კაცო თავი, სულ გაიძახი მე დამიჯერეთ ეკლესიის კანონის დაჯერება ცოდვააო! აჰა, კანონი განდგომაზე
    ___________
    ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

    „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

  10. davit Says:

    ახლა არ მითხრა ეკუმენიზმის ქადაგება და მწავალებლებთან ლოცვა არ არის მართლმადიდებლობიდან განდგომაო თორემ ნამდვილად შეგრაცხავ აროზელ–ნესტორიანელად!

  11. კანონისტი Says:

    davit

    მანდ წერია (15 კანონი), რომ მღვდელმთავარს განუდექიო და არა მთელ მართლმადიდებელ ეკლესიასო. განსხვავებას ვერ ატყობ?

    თუ გგონია ყველა ეკუმენისტურ იდეას იზიარებს ავტოკეფალურ ეკლესიებში?

    თუ ჩემი არ გჯერა, ამავე საიტზეა გამოქვეყნებული კვიპრიანეს ერთ-ერთი მღვდელმთავრის ინტერვიუ და იქ მაინც ნახე, რას წერს ელადის ეკლესიის ეპისკოპატზე.

    მე არ ვამბობ დავით, მე დამიჯერეთ-მეთქი. საერთოდ, რომ იცოდე, ცოდვის სიმძიმე განისაზღვრება სასჯელის სიმძიმით. რაც მძიმეა სასჯელი, მით მძიმეა ცოდვა. კი ბატონო, ორგზისი კრების კანონი გაძლევს განდგომის ნებას, მაგრამ:
    1. ეს შენი ნააზრევით უნდა გააკეთო, რაც ერთობ სახიფათოა – რადგან რიგითი მრევლი იოლად შეიძლება შეცდეს (და საერთოდაც, მანდ სასულიერო პირებზე არის საუბარი).
    2. თუ ამას არ გავაკეთებთ, ამისთვის სასჯელი არ არის (განსხვავებით სხვა მრავალი კანონისა, სადაც კანონის შეუსრულელობისთვის სასჯელია მითითებული).

    ეკლესიის ისტორიიდან გვახსოვს დიახ წმინდა მამები, რომლებიც ერესის გამო განუდგნენ იერარქებს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ისინი, ვინც ეკლესიის ერთობის ერთგულების და საკუთარ თავზე ნაკლები მინდობით არ განეშორა ეკლესიას, არავის დაუსჯია ერესის დამხობის შემდეგ (მე არ ვგულისხმობ ერესიარქებს). ამიტომ, არავინ დაგძრახავს იმის გამო, რომ ეკლესიის ერთობას იცავ.

    რომელიმე თუ ხართ აქ ღირსი მაქსიმე აღმსარებლის დარი, მითხარით და მაშინ დაგიჯერებთ, რომ განდგომა გამართლებულია.

    ეს რაც შეეხებოდა ორგზისი კრების მე-15 კანონს.

    აბა ახლა თავად დაძებნე რამხელა სასჯელია ეკლესიიდან განდგომის გამო დაწესებული და მერე იფიქრე.

    “ახლა არ მითხრა ეკუმენიზმის ქადაგება და მწავალებლებთან ლოცვა არ არის მართლმადიდებლობიდან განდგომაო თორემ ნამდვილად შეგრაცხავ აროზელ–ნესტორიანელად!”

    უი დავით, აქამდე ხომ სულ სატანისტი და ეშმაკეული არ გიძახია მართლმადიდებელი ადამიანისთვის და ახლა არ შემაშინო რა. იტყვი და მე შენ გეტყვი, შეგრცხვება მერე და ბოდიშს მოიხდი თუ რა. შენს “შერაცხვებს” დიდი ხანია მივეჩვიე უკვე.

  12. კანონისტი Says:

    რაც შეეხებოდა სინოდებს, ეგ იმისთვის მიგითითე, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება იყოს განყოფილი. ეს უფლის მცნებას ეწინააღმდეგება და მის დოგმატურ სწავლებას, რომელმაც ერთი მხრივ ჩვენთან ყოფნა აღგვითქვა “ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა”, ანუ ის ეკლესიაში ჰგიებს მარად და ინარჩუნებს მის სისავსეს განუყოფლად, ხოლო მეორე მხრივ ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს მე-9 წევრს, რომ გვწამს “ერთი…. ეკლესია”.

    სად არის ეგ ერთი ეკლესია?

    და ესაა “მეასიათასხარისხოვანი”??

    ამიხსენი, უფალი შეცდა ზემომოყვანილ აღთქმასა და სწავლებაში, თუ ერთობა არის და მალავთ?

    ეგაა ხომ თქვენი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა?

    ჩვენ, მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის წინამძღოლობით ვიდრე უნეტარეს იონამდე, ვაშინგტონელ მიტროპოლიტამდე, ყველა მართლმადიდებელს გვაქვს “ერთი ნათლისღება” და “ერთი ზიარება” და ეს ხელოვნურად კი არა, მოციქულთაგან უწყვეტად მოგვდგამს.

    თქვენ კი, ნახევარ საუკუნეშიც ვერ მიაღწიეთ ერთობას.

    რატომ, გაინტერესებს? იმიტომ, რომ “ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი აერთიანებს”. თქვენ ვერასდროს გექნებათ ერთობა, ვინაიდან რაც არ უნდა ლამაზი ლერწი იყოს ვაზისა, სულ რომ ასჯერ სჯობდეს სხვებს, როდესაც განვარდება ის და მოისხლება ვაზიდან, ვერასდროს ვერ გამოიღებს ნაყოფს…..

    • ლომისა Says:

      “1.იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნი ხალხში, ისევე როგორც თქვენ გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს, და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლ წარწყმედას თავზე.
      2. მრავალნი გაჰყვებიან მათს ხრწნილებას, და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
      3. და ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ; მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი, და არ სძინავს წარწყმედას მათსას.“ (მეორე პეტრესი, თ. 1-2)

      წაიკითხე „კანონისტო“ შენი მსოფლიო პატრიარქის მიერ ჭეშმარიტების დაგმობის გზა და გაიაზრე მწიგნობრობით როგორ გაქვს თვალები დაბრმავებული. ნუთუ ჩაჰყვები სოდომისა და გომორის ცოდვაში უწმინდურებს, რომლებმაც მწვალებლობა და წარწყმედა შეიტანეს ეკლესიაში?!

      „4.რადგან ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად;
      5.და თუ არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართთა ქვეყანას;
      6. და თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,
      7. ხოლო მართალი ლოტი, უკეთურთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა;

      მებრალები „კანონისტო“, რომ სული წმიდის მიერ მხილებულ უკუღმართებთან და მწვალებლებთან დაგიდევს სულიერი ბინა. გირჩევ მოსწყდე მათ და სხვებსაც ნუ უბიძგებ წარწყმედისაკენ. მართალი ლოტის დროს, ალბათ იქნებოდნენ მასზე გამსწავლულნი რჯულის საკითხებში, მაგრამ უფალმა, მისი მართალი სულის გამო იხსნა იგი და არა მწიგნობრობის გამო. (მეორე პეტრესი, თ. 1-2)

      ეჭვი არ მეპარება შენს წესიერებაში, მაგრამ უწესოებთან ყოველგავარ ურთიერთობას უნდა გაურბოდო თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ!

      აი, წაიკითხეთ ეს და დოკუმენტებს ნუ გამომაქვეყნებინებთ.

      Мир Религий // События // Пятница, 22 мая 2009 г. 16:28

      Клирики Константинопольского Патриархата примут активное участие в форуме геев в Финляндии

      Духовенство Финляндской православной церкви Константинопольского Патриархата намерено принять активное участие в Европейском форуме христианских общин гомосексуалистов “Мужество следовать закону любви”, который открылся сегодня в городе Йарвенпэе под Хельсинки, сообщает портал “Интерфакс-Религия”.

  13. davit Says:

    კანონისტის ამპარტავნებამ მიაღწია უკვე ლუციფერის ამპარტავნებას, იმ ლუციფერის რომელმაც ღმერთს გაუტოლა თავი, ამ ადამიანმა წმიდა მამებს არა მხოლოდ გაუტოლა თავი არამედ გადაამეტა, მოციქულები უკან მოიტოვა, სახარებაზე თვალები დაიბრმავა, შე დალოცვილი ორგზისი კრების 15 კანონზე რომ დამიწერე აი ეს უგუნურება “მანდ წერია (15 კანონი), რომ მღვდელმთავარს განუდექიო და არა მთელ მართლმადიდებელ ეკლესიასო. განსხვავებას ვერ ატყობ?” _ო, კი მაგრამ პატრიარქი ილია მღვდელმთავარი არ არის აბა ვინ არის? მერე კიდევ დანიელი, გერასიმე და გუნდი მისი ეპისკოპოსების ყველა მისი მორჩილია არაა? მერე კიდევ, სამღვდელოებაც მისი მორჩილი არაა? თუ განუდგები მღვდელმთავარს მწვალებლობის გამო, მის სინოდსაც განუდგები და მთელ იურისდიქციას და კაცო დოქტორანტ აბა ვიღა რჩება ეკლესიას რაღას ეძახი, ტაძრის კედლებს რატომ განუდექითო ამას გვაყვედრი? ვაიმეე დოქტორანტ ეს რა უბედურება დაგმართნია მცირე ლოგიკაც აღარ გაგაჩნია, საეკლესიო სამართალს ვინღა ჩივის! მართლა რა კარგად უთქვამს მამა ეფრემ ასურსა, მთა უადვილეს ჩამოივაკებს ვიდრე ჭეშმარიტი რწმენიდან განდგომილი დოქტორანტი აღიარებს ჭეშმარიტებას!

  14. კანონისტი Says:

    davit

    სანამ დამიწერ პასუხს, ჯერ გაიაზრე რა დავწერე და მერე დამიწერე.

    დიახაც მღვდელმთავარია ილია მეორე, სხვა ეპისკოპოსებიც. მაგრამ ის კანონი გასწავლის, რომ განუდგე შენს მღვდელმთავარს, რომლის მორჩილებაც გმართებს და დაიცვა ჭეშმარიტი რწმენა, თუკი ის მწვალებელია.

    თქვენ კი განუდექით ყველა ადგილობრივი ეკლესიის ყველა მღვდელმთავარს, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიას თურმე იმიტომ, რომ თქვენა ხართ ერთადერთი ჭეშმარიტება. აი, ესაა დავით ამპარტავნება და არა კანონებიდან ციტატის მოხმობა.

    აი, პირადად შენ მიპასუხე აბა ამ კითხვებზე:
    1. თვლი თუ არა მადლდაკარგულად საქართველოს საპატრიარქოს?
    2. თუ დიახ, როდიდან?
    3. თუ არა, მაშინ რატომ არ ბრუნდებით?

    ეტყობა ძალიან შეუშინებიხარ დემონებს, სულ მაგას რომ გაიძახი : )) პირჯვარი გადაიწერე და შიში გადაგივლის.

  15. კანონისტი Says:

    P.S. ბოსტონის სინოდის დამაარსებელ “მამა” პანტელეიმონ მეტროპულოსზე მე მოვყვე თუ თქვენით მოყვებით? : ))

  16. კანონისტი Says:

    P.P.S. სკაიპში დალაპარაკების კიდევ გეშინია თუ ჩემნაირ ცოდვილთან როგორ იკადრებს შენებრი სიწმინდე საუბარს, ხომ?

    • ლომისა Says:

      „კანონისტს“

      მერაბიშვილის კანტორაში ხომ არ უპირებ “davit”-ს მიბრძანებას? რას ჩააცივდი ამ სკაიპში დალაპარაკებით? თუ რაიმე სათქმელი გაქვს ხომ გაქვს ამის საშუალება? საჯაროდ არ ჯობია? სრული დემოკრატიაა ამ საითზე და შენს მიერ დაწერილი სიტყვა ყოველგვარი ცენზურის გარეშე გადის. სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით church.ge-ზე სადაც შენ კანონისტობ და სენატორობ.

  17. davit Says:

    დიდი ბოდიში მაგრამა ერთ შესწორებასაც შევიტან ჩვენ კი არ განვუდექით ეკლესიას, არამედ განვუდექით ეკლესიიდან განდგომილ ილიას, ეკლესიიდან განდგომილ, დანიელს, გერასიმეს, ზოსიმეს და სხვა სინოდში შემავალ ეკუმენისტ ეპისკოპოსებს, ასე რომ ზეციურ ეკლესიას თქვენ განუდექით და ჩვენ კი მის წიაღში ვართ! რაც შეეხება ტაძრების კედლებს, ვენაცვალე წმინდა გიორგის სულსა, ასევე ბარბარესა, ეკატერინესა, ირინესა სებასტიანის ტბაში წამებულთა და სხვათა და სხვათა წმინდანთა, არა მდგარან ისინი თქვენსავით გაწყობილ ტაძრებში, ბევრი მათგანი მღვდლის ხილვის ნატრულნი აღესრულნენ, უზიარებელნი და მოკლებულნი საეკლესიო ნეტარ რიტუალებს, ციხეებში და ტანჯვა–წამებაში აღესრულნენ ათასგავრი სატანჯველებით, სინოდების ეკლესიოლოგიის არმცოდნენი და არც მოდავენი ამ საკითხებზე, სულწმინდით განბრძნობილნი და ქრისტესათვის წამებულნი, ზოგს ტაძრის იატაკზე ფეხიც არ დაედგა და მღვდეკიც არ ეხილა, მაგრამ მართლამადიდებელი ეკლესიის დიდებანი არიან! ასე რომ თუ თქვენ ტაძრის კედლები გგონიათ ქრისტე, იგი ქვებში კი არა ზეცად სუფევს!

  18. davit Says:

    kanonistma damiwera Semdegnairad : სანამ დამიწერ პასუხს, ჯერ გაიაზრე რა დავწერე და მერე დამიწერე.

    დიახაც მღვდელმთავარია ილია მეორე, სხვა ეპისკოპოსებიც. მაგრამ ის კანონი გასწავლის, რომ განუდგე შენს მღვდელმთავარს, რომლის მორჩილებაც გმართებს და დაიცვა ჭეშმარიტი რწმენა, თუკი ის მწვალებელია.”- ო!
    კაცო დოქტორანტ ჩემთან კამათში კუდი ისე დაგიგრძელდა ათასგვარი გმობით რომა სამების სახელობის ტაძრის საკურთხეველში რომ შეხვიდე, ბანჯგვლიანი კუდი სტოაში დაგრჩება. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდე ახლა შენ დამისახელე ის ადგილობრივი ეკლესია რომელიც დღეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში არ არის, საქართველოსა და ბულგარეთის გარდა, და ის ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქები სინოდებით რომელებიც მწვალებლებათან არ ლოცულოდა და დღესაც არ ლოცულობდეს!აბა დაასახელე!

  19. davit Says:

    1. თვლი თუ არა მადლდაკარგულად საქართველოს საპატრიარქოს?
    2. თუ დიახ, როდიდან?
    3. თუ არა, მაშინ რატომ არ ბრუნდებით?_ო ასე მიწერს დოქტორანტი!
    _______________
    ახლა კიდევ მე ვპასუხობ:
    _____
    დოქტორანტ როგორ სულყველაფერი მე უნდა გასწავლო კაცო, მე მეგონა რაღაც მაინც იცოდი რადგანა დოტორანტი და კანონისტი რომ დაირქვი ასე მეგონა და გამოდის საერთოდ უმეცარი ყოფილხარ და ჩემგან სწავლობ სჯულის საკითხებსა! კაცო ჩაიხედე ორგზისი კრების მე–15 კანონის ბოლო ნაწილში, იქ გარკვევით წერია რომ განუდექით მწვალებელ მღვდელმთავარსაო საეკლესიო კრების მოწვევამდეო და როცა მოწვეული იქნება საეკლესიო კრება ახალი რუის ურბნისისა და დავდებთ იმ კრებაზე სჯულის კანონსა, და დავასწრებთ ერსაც ბერთან ერთადა, აი მაშინ შენი მღვდელმთავრების ერესების საშინელ ამბებსს გამოვიტანთ სამჯავროზედა, და განკვეთავს ის კრება ერეტიკოსებს და სამღვდელოებისთვის უღირსებსა, მერე ქართულ ტაძრებში საეკლესო ღვთისმსახურების განმართვა და მშვიდობა აღდგება! გაიგე შენა, თუ კიდე ვერა? ოღონდ ასეთ კრებას შენი პრეზიდენტებისნაირნი მიშასი და ედიკასი კი ვერ მოიწვევს, არამედ დავითისა და თამარის მსგავსი ხელისუფლება მორწმუნე და ეროვნული! თუ ასე არ

  20. davit Says:

    1. თვლი თუ არა მადლდაკარგულად საქართველოს საპატრიარქოს?
    2. თუ დიახ, როდიდან?
    3. თუ არა, მაშინ რატომ არ ბრუნდებით?_ო ასე მიწერს დოქტორანტი!
    _______________
    ახლა კიდევ მე ვპასუხობ:
    _____
    დოქტორანტ როგორ სულყველაფერი მე უნდა გასწავლო კაცო, მე მეგონა რაღაც მაინც იცოდი რადგანა დოტორანტი და კანონისტი რომ დაირქვი ასე მეგონა და გამოდის საერთოდ უმეცარი ყოფილხარ და ჩემგან სწავლობ სჯულის საკითხებსა! კაცო ჩაიხედე ორგზისი კრების მე–15 კანონის ბოლო ნაწილში, იქ გარკვევით წერია რომ განუდექით მწვალებელ მღვდელმთავარსაო საეკლესიო კრების მოწვევამდეო და როცა მოწვეული იქნება საეკლესიო კრება ახალი რუის ურბნისისა და დავდებთ იმ კრებაზე სჯულის კანონსა, და დავასწრებთ ერსაც ბერთან ერთადა, აი მაშინ შენი მღვდელმთავრების ერესების საშინელ ამბებსს გამოვიტანთ სამჯავროზედა, და განკვეთავს ის კრება ერეტიკოსებს და სამღვდელოებისთვის უღირსებსა, მერე ქართულ ტაძრებში საეკლესო ღვთისმსახურების განმართვა და მშვიდობა აღდგება! გაიგე შენა, თუ კიდე ვერა? ოღონდ ასეთ კრებას შენი პრეზიდენტებისნაირნი მიშასი და ედიკასი კი ვერ მოიწვევს, არამედ დავითისა და თამარის მსგავსი ხელისუფლება მორწმუნე და ეროვნული! თუ ასე არ მოხდა და მაშინ ჩვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები დავრჩებით ჩვენთვის ხოლო თქვენ ეკუმენიზმით დაავადებულნი დარჩებით თქვენთვის!

  21. davit Says:

    ახლა რაც შეეხება მადლმოსილებას, ერთი ეს მითხარი რას გულისხმობდა უფალი როცა ეუბნებოდა ზოგიერთ განკურნებულს რწმენამამნ თქვენმან განგკურნათ თქვენაო? აბა თუ ჩახვედრილი ხარ რა ეკლესიოლოგია იდო ამ სიტყვებში?

  22. კანონისტი Says:

    მე ხომ უმეცარი ვარ და რას მეკითხებით ეკლესიოლოგიურ საკითხებს. მარტივად მიპასუხეთ, არის თუ არა მადლმოსილი, როგორ ფიქრობთ?

  23. davit Says:

    დოქტორანტი, მამა ზურაბს ეუბნება:“სულისთვის სარგო კი მეეჭვება თქვენგან რამე გავიგო…. სამწუხაროდ.“
    —————————-
    რა ტქმა უნდა, დოქტორანტ მამა ზურაბისგან სულის სარგოს რას გაიგებ, როცა შიშლიკანა შამანებთან და ქალ „მღვდლებთან“, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სემინარებზე მლოცველ შენსა ბართლომესაგან, ქალის შიშველ ფეხებზე მადიანად მომზირალ ტაბაჩნი კირილესაგან, მონეფიზიტებთან და მოლებთან მლოცველი ილიას და გერასიმესგან და სხვა ერეტიერარქთაგან უკვე მიღებული გაქვს სარგებელი სულისა! აბა მიდი, მიდი გააგრძელე მაგათგან მასეთი სარგებლების მიღება უკან არ დაიხიო! ისა მართლა სიგარეტის მწეველი როსტომ მღვდელი რატომ აქამდე ვერ განკვეთა შენმა პატრიარქმა და სინოდმა, გავიგეთ ტაძრის ეზოში წირვის შემდეგ უცებ გადაიძრობს ანაფორას და გააბოლებს მრევლის წინაშე ხოლმე სიგარეტს და ეს კარგა ხანია იცის საპატრიარქომ, უჩივიან მრევლიდან როსტომ მღვდელსა და ვერანაირად ვერ განაკვეთინეს. რატომა დოქტორანტ? ესეც შენი სულისათვის სარგებელია. მადლობა გუჯა-ჯემალს ფოტო-კომპრომატის მოწოდებისთვის.

  24. davit Says:

    ნახეთ მამაო ზურაბ რას გიწერთ ეს ლუციფერამდე განდიდებული დოქტორანტი თბილისის ფორუმზეშ რომ თურმე მარტო თქვენი თავი და მამა გელასი მიგაჩნიათ და სხვა არავინ:
    „ხდება ხოლმე, რომ როდესაც ადამიანი გარეგნულად იცავს სარწმუნოებას, ჰგონია, რომ ჭეშმარიტებაშია. არა და, ამის საწინააღმდეგო მაგალითი ხომ თავად სახარებაში გვაქვს – ფარისეველთა სახით.

    ადამიანს ყოვლადწმინდა დედის წილხვდომილ ქვეყანაში საკუთარი თავისა და ძმის მეტი ყველა ეშმაკის მსახური რომ ეგონება, იმის საქმე აბა კარგად არის?

    სამწუხაროდ, ასეთ დროს მოპაექრის ასაკზე ხდება აპელირება, რაც ასაკით უფროსის მხრიდან არგუმენტების თვალსაზრისით ოდენ კაპიტულაციას ნიშნავს“
    —————————
    კაცო გარეგნულად დაცვა სარწმუნოების ეს ახალი ეკლესიოლოგიაა?
    გარეგნულადაც წარწყედილია შენი სინოდი ვატიკანში თუ აზერბეიჯანში, თუ სომხეთში ერეტიკოსებთან ლოცვითა და შინაგანად დოგმატურადაც და კანონიკურადაც, იმდენი მასალაა ამის დამადასტურებელი დიდგორზე დაწყობილ-დახვავებული რომ ნახვას ვეღარ ავუდივარ! და ერთი შენც დადე რა ერთი კინკილა არგუმენტი მაინცა, კონტრარგუმენტი სად ილოცა ან მამა გიორგიმ, ან მამა გელასიმ, ან მამა ზურაბმა, ან კიდევა მამა ბასილმა ერეტიკოსებთანა, დადე რა დოკუმენტი შე კაი კაცო ამდენ ცრუ მიეთმოეთსა, და დაგავჯერე რა რომ ეს ასეა! პირობას გაძლევთ, ახლა ამ მღვდლებსაც განვუდგებით დიდგორის მკითხველი ერეტიკოსებთან თუ წარსულში ან აწყმოში ულოციათ! ველოდებით დადე ერთი სურათი ან წერილი რომ ამ მღვდლებმა ილოცეს მწვალებელებთან!

  25. კანონისტი Says:

    davit

    აი ასეთი მაგალითი განიხილე:

    ბასილ მკალავიშვილს მღვდლად ხელი დაასხა მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ. 1995 წელს მოხდა მისი განკვეთა, ხოლო საქართველოს საპატრიარქომ ემს დატოვა 1997 წელს.

    კვიპრიანეს წინააღმდგომთა სინოდს ბასილზე ხელახალი ხელდასხმა არ მოუხდენია, მან უბრალოდ (რა კანონით არ ვიცი, მაგრამ ამას დროებით თავი დავანებოთ) გააუქმა 1995 წლის სინოდის განჩინება და აღუდგინა სამღვდელო ხარისხი. დიახ, აღუდგინა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატრიარქ ილიას მიერ მკალავიშვილის ხელდასხმა ჩაითვალა კანონიერად. ხომ არის ასე?

    ახლა მითხარი, ეკუმენურ ორგანიზაციაში ყოფნის დროს რომ იკურთხა მკალავიშვილი, როგორ აიხსნება ესა ჰა? მაშინ იყო მადლმოსილი პატრიარქი და ახლა, როცა გამოვედით, ახლა აღარ არის?

    თუ უმადლო იყო პატრიარქი, მაშინ მკალავიშვილი თქვენი გაგებითაც ერისკაცი გამოდის.

    აბა, მიბრძანე ერთი.

    (ოღონდ ზემო კითხვასავით თავი არ აარიდო პასუხს)

    P.S.
    პატივცემულო იოსებ (ლომისა), მერაბიშვილთან კი არ უნდა წავიყვანო დავითი (ან სკაიპიდან როგორ უნდა წავიყვანო, არ მესმის : )) ), აი ასე ვერ აარიდებს იქ კითხვებს თავს. კითხვებზე თავის არიდება კი მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს.

    ისე, წმ. მღვდელმთავარი ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ადამიანი გარემომცველ მოვლენებს ისე აღიქვამს, როგორიც თავად არისო და ისევ ვამბობ, ასე ტრადიციულია თქვენთვის დაბეზღებები რომ უმალ ჩემზე გგონიათ?

  26. lado Says:

    ტბილისის ფორუმზე რომ კლიჩკით ონავარაა მნათეუსის ძმაკაცი ის თურმე ოფიციალური წევრი ყოფილა საქართველოში კათოლიკური ეკლესიისა, პაზოტოს სულიერი შვილი. მნათეუსიც მაგას გადაუბირებია პაპისტებში

  27. guja Says:

    რა მაინტერესებს იცით? მღვდლები- ბასილი მკალავიშვილი, გელასი, ზურაბი, გიორგი… ეს ხალხი ხომ პატრიარქმა თუ რომელიმე ეპისკოპოსმა საქართველოს ეკლესია როცა ეკუმენურ მოძრაობაში იყო, მაშინ ხომ აკურთხეს მღვდლებად? ხოდა, მღვდლად რომ ეკურთხებოდნენ აკუმენურ “უმადლო” “სატანისტებთან მლოცველ” “ერეტიკოს” “სექტანტ” პატრიარქის ხელიდან მაშინ არ იცოდნენ სჯულის კანონი?

    კარგი იქნება ამ კითხვაზე მიპასუხოთ მამა გიორგი და მამა ზურაბ.

    კანონისტმაც დაწერა, რომ ბასილი მკალავიშვილი მღვდლად აკურთხა ილია მეორემ! ეს ის დროა როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ეკუმენურ ორგანიზაციაში. ბასილმა ამ დროს არ იცოდა რომ ეკუმენიზმი “სექტა და სატანიზმია” თუ სჯულის კანონის გაგებაში არ იყო? მამა ზურაბმა, მამა გელასიმ მღვდლად კურთხევის დროს არ იცოდნენ ეკუმენიზმის შესახებ, ან სჯულის კანონი?

    და კიდევ მთავარი კითხვა: მამა ზურაბ, მამა გელასი და მამა გიორგი:

    თუ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, უარყოფთ მადლმოსილებას მსოფლიო მართლმადიდებელ “ეკუმენურ” ეკლესიაში, ანუ ბართლომეოსიდან დაწყებული ილია მეორემდე დამთავრებული ყველა “მწვალებელია”… მე მაინტერესებს, თქვენ რომ მათგან მიიღეთ ხელდასხმა და იმ დროს გახდით მღვდლები, როცა ეკუმენურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა საქართVელოს ეკლესია, მაინტერესებს: იმ დროს რაც მღვდელმოქმედება აღასრულეთ, ჩაგეთვალათ თუ არა ის საეკლესიო რიტუალები მადლმოსილად?

    მართლა საინტერესოა, ბასილ მკალავიშვილმა – ეკუმენისტი პატრიარქისგან თუ რომელიმე ეკუმენისტი ეპისკოპოსისგან ხელდასხმულმა მღვდელმა, ახლად ნაკურთხი მღვდელი როცა იყო, ვინც მონათლა, აღსარება ჩაიბარა, აზიარა მრევლი… როცა “ეკუმენისტი” პატრიარქის ეკლესიიდან გაიქცა, ის ხალხი ვინც მონათლა, აზიარა, ცოდვები შეუნდო… ხელმეორედ მონათლა და აზიარა თუ რა ქნა? ბოდიში მოუხადა მრევლს რომ “უმადლო” პატრიარქისგან თუ ეპისკოპოსისგან იყო ნაკურთხი და ატყუებდა თურმე მრევლს?

    ამაზე ვინმე ლოგიკურად მიპასუხებს? ან არსებობს ჩემს კითხვებზე ლოგიკური პასუხი?

    ველი პასუხს, კარგი იქნება თუ მამა ზურაბი და მამა გიორგიც მიპასუხებენ.

    • frzurab Says:

      გუჯა სამწუხაროდ კვლავ ცდები. მე პირადად ჩემი და ჩემი ძმის სახელით გაგცემ პასუხს. მ. გიორგი თუ საჭიროდ მიიჩნევს თვითონ გიპასუხებს.
      არანაირი ხელდასხმა არასოდეს არ მიგვიღია ილია მეორესაგან და არც მისი სინოდის სხვა წევრებისაგან. უბრალოდ 80-იან წლებში სტიქაროსნები ვიყავით სიონში და ხშირად ვეხმარებოდი, როგორც მნათე და მედავითნე მღვდლებს. მაგრამ 1988 წელს როდესაც ილია მეორემ სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა და იქ მწვალებლები აზიარა და მწვალებლობანი იქადაგა სტიქარიც გავიხადეთ და პატრიარქს მისივე ნაჩუქარი ფსკვნილი უკან დავუბრონე და წამოვედით. 1988 წლამდე ვსწავლობდით ბეთანელი მამების დახმარებით მართლმადიდებლობას და ხშირად გვითქვამს მათთან პირად საუბრებში, რომ ამ საპატრირქოდან წასვლის დრო ხომ არ მოვიდა თქო?!
      მაშინ ბეთანელები იძახოდენ ჯერ მოვიცადოთ , ადრეაოო, მაგრამ ისინიც უკვე ფიქრობდენ ამ საკითხზე.
      ამ დროს ბევრი ძველი ეკლესია დაუბრუნეს ბოლშევიკებმა საპატრიარქოს და ჩვენც ვეხმარებოდით ახალგაზრდა მღვდლებს მსახურების დაყენაბაში, მედავითნეობაში და ა.შ. მაგრამ ილიას უკვე აღარ ვეკარებოდით.
      ამას ჩვენ ვეძახდით პირველ ეტაპს ურთიერთობის გამიჯვნისა.
      საბოლოოდ გავემიჯნეთ.

  28. lado Says:

    თვალს ვადევნებ დიდგორის დებატებს კონსერვტორების ფორუმზე და ღმერთმა გაძლება მოგცეთ ძმებო ვინც დიდგორიდან ამ კამათს ეწევით! კონსერვატორ ბატონ კუკავას კიდევ მნათეუსი მირჩევნია გულწრფელად აცხადებს ეშმაკი ვარო! ხოლო კუკავა ამტკიცებს უფლის მომხრე ვარო, თან იქვე აცხადებს პუტჩისტთა მომხრე ვარო, მერე კიდევ მართლმადიდებელიც ვარო, როცა აღმოჩნდა რომ, თურმე სახარებაც არ წაუკითხია ჯერ! ერთი წელია უჩიჩინებს დიდგორი კუკავას, თან კანონებს ულაგებს ცხვირწინ და მაინც ვერაფერს იგებს ეს კაცი! რა ძალიან გონებაშეზღუდული ყოფილა, მაგას მტერმა ანდოს ქვეყნა სამართავად, სააკაშვილს გაასწრებს!

  29. Possibly Says:

    maocebs “mghvdlebis” qedmaghluri da damcinavi toni…. nutu es tqveni madlmosilebis dadasturebaa….

  30. AFXAZI Says:

    PATRIARQISTEBO SUL MINDA GKITXOT DA AFXAZEBS ROM MOGVISIES(axlaxan osebs) TQVENI PATRIARQIS NAKURTXI (anu davalebuli zemdgomi organoebidan) MXEDRIONI, ARWIVEBI DA AVAZEBI CHVEN MISI MREVLI AR VIYAVIT? TUMCA MANAMDE EROVNULI MTAVROBA DAAMXES MISI “KURTXEVIT”, ase gindat afxazetis dabruneba? ise magrad gatamasheben qartvelebs ilia rusi da misha amerikeli, gmertisken rom daiwyebt siaruls chvenc shemogiertddebit, manamde gisurvebt revolucias putchamde da piriqit…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: