სპეციალური თხოვნა „დიდგორის“ საიტის ხელმძღვანელობას!

საბოლოო პასუხი „კანონისტს“!   

     ახლა საბოლოო პასუხს ვცემ ამ ახალგაზრდა უნამუსო და უსირცხვილო კაცს თავის თავს კანონისტს , რომ ეძახის.

     ორი ვრცელი წერილი მოგწერე. იქ პასუხებიც იყო და სერიოზული კითხვებიც. იმ წერილებში არ ყოფილა არაფერი შეურაცმყოფელი და პირადად შენი ღირსების შემლახველი არაფერი მსგავსი არ მიკადრებია. იყო მხოლოდ კეთილი სურვილები და კეთილგანწყობა და რათქმა უნდა ცოტაოდენი შეგონებაც, რადგანაც ნამდვილად გესაჭიროებოდა.

     შენ იმის მაგივრად, რომ შინაარსიანი პასუხი დაგეწერა ანდა საერთოდ თავი შეგეკავებინა, თუ რომელიმე საკითხში არ იყავი ჩახედული, გადმოხვედი პირადად ჩემი და ჩემი ძმის შეურაცყოფაზე და ასევე ჩვენი სინოდის პირად შეურაცყოფაზე (ამას ხაზს ვუსვამ)!

     შენ წერ – „აივსო“, მგონი ხმამაღალი ნათქვამია და ისე, აროშვილების მაკურთხეველი ე.წ. “ბოსტონის სინოდის” დამაარსებელი თავად იყო მამათმავალი, რაც დაადასტურა რუსული ემიგრანტული ეკლესიის საგანგებო კომისიამ და სათანადო სასჯელიც მიუსაჯა. ”

     ეს ბოროტი ცილისწამება დიდი ხანია, 1997 წლიდან ტრიალებს ჩვენს თავზე. და ეს დაიწყო იქიდან, როდესაც გამწარებული საპატრიარქო ყველაზე უმწეო მდგომარეობაში, აღმოჩნდა სიმართლის წინაშე! სათქმელი რომ აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი საკუთარ ქმედებების გასამართლებლად, მაშინ გამოჩხრიკეს და ერთადერთ არგუმენტად გაიხადეს! როგორც ნამდვლმა შთამომავლებმა ბოლშევიკებისა ( თურმე ორჯონიკიძის ძმა იძახოდა ხოლმე – „შენ კაცო მიდი დააბრალე კაცს რაც გინდა სიბინძურეო და მერე იმან თავი იმართლოსოო!“

     რათქმა უნდა ასეთ სიბინძურეს რო დააბრალებ ადამიანს აი, მან რა დაწეროს არავარ ასეთიო??! რათქმა უნდა, სასაცილო და სამარცხვინოდ რომ გამოჩნდეს უფრო არა?

     ამიტომ თავს კი არ ვიმართლებ ეხლა გეტყვი ვინ ხართ მამათმავლები სულით და ხორცით!

     შენ ჯერ კიდე შვილო დაბადებული არ იქნებოდი, როდესაც მაშინდელ ბოლშევიკების დაარსებულ ე.წ. საპატრიქოში სულ 12 ეპისკოპოსი იყო და რამდენიმე არქიმანდრიტი. ეს 80-იანი წლების დასაწყისი იყო. ხოდა რა აღმოჩნდა იცი? რომ ამ 12 -დან 5 ეპისკოპოსს ბრალი დაედო პედერასტობაში! და რამდენიმე არქიმანდრიტს! სამი მალევე განკვეთეს მაგ საქმეზე. ერთმა ეპისკოპოსმა ჩვენი ”ძველი კარგი მეგობარი” ბერის რჩევა გაითვალისწინა და ნაცნობი პროქტოლოგის ცნობა მიიტანა სინოდზე და გადარჩა და კიდევ ერთზე აგერ „დიდგორის“ საიტმა მთელი წერილი გამოაქვეყნა თავის მოწმეებითურთ! მართალია, როდესაც ზვიადი ხელისუფლებაში მოვიდა იმ ორის განკვეთასაც კატეგორიულად ითხოვდა, მაგრამ ილია როგორც კლდე ისე გადაეფარა მათ, და ზვიადსაც ბევრი აღარ დასცალდა, რომ ბოლომდე მიეყვანა ეგ საქმე.

     ხოდა, ეხლა მე შენ გეკითხები, შე უსინდისო კაცო – 12 ეპისკოპოსში 5 პედერასტი ბევრი ხომ არ არის?

     ვის მამათმავლობაზე ლაპარაკობთ ნამუსი დაკარგეთ? გინდათ მე მომცხოთ ჩირქი 9 შვილის მამას?

     თქვენ და თქვენი ეპისკოპოსები არამარტო პედერასტობაში იყავით ნამხილები, არამედ ნამხილები ხართ სულიერ პროსტიტუციაში და ერის სულიერ გარყვნაში! ვერცერთი პასუხი ამის საწინააღმდეგო ვერ დაგიწერიათ! აი რა კაცები ხართ თქვენ!

     ვთხოვ „დიდგორის“ საიტს და სხვა საიტებს (რადგანაც თბილისის ფორუმზე რეგისტრაციაში ვერ ვტარდები, უარს მეუბნება რატომღაც) . ვისაც ხელი მიგიწვდებათ ჩემი სახელით დადეთ ეს წერილი!

მღვდელი ზურაბ აროშვილი

წერილი ქვეყნდება უცვლელად

„დიდგორის“ რედაქცია

2009 წ. 30 მაისი

zosimes xelwerili

http://saqme.fr/mxileba.mht

 

54 Responses to “სპეციალური თხოვნა „დიდგორის“ საიტის ხელმძღვანელობას!”

  1. guja Says:

    მდაა…

    მე ვიყავი რამოდენიმე წლის უკან ზარზმის მონასტრის მრევლი. (მამა გიორგის შემდეგ)

    ბოსტონის სინოდის თუ ეპისკოპოსების მამათმავლობაზე მეც გამიგია ზარზმაში, იქ ერთმა მორჩილმა მომიყვა, რომ საქართველოდან ე.წ. “სქიზმატებმა” ზარზმიდან გააგზავნეს ბოსტონში ვიღაც ბიჭი, და იქ ყოფნის დროს ამ ქართველმა ბიჭმა პირადად შეისწრო მამათმავლობაში ბოსტონის მღვდლები თუ ეპისკოპოსებიო, და ამის ნახვის შემდეგ ის ბიჭი ვერაა ნორმალურიო…

    მე არ ვიცი ეს რამდენად რეალური ამბავია, ან ვინ მოიგონა. რავიცი, რთულად დასაჯერებელი ამბავია…

    ასევე რთულად დასაჯერებელია ჩემთვის ის ამბავიც, რომ თითქოს ეხლანდელ საქ. ეკლესიის სინოდში არიან ყოფილი მამათმავალი ეპისკოპოსები… ნუ ეს ამბები იმ დროს მოიგონეს როცა კომუნისტები განსაკუთრებულად ებრძოდნენ რელიგიას! ესეც გასათვალისწინებელია ხო?

    რავი, შეიძლება მართლაც არსებობს ჰომოსექსუალიზმის პრობლემა ბოსტონშიც და საქ. ეკლესიის წმ. სინოდში, მე რადიკალურად ვერც ვუარყოფ და ვერც დავიჯერებ, რადგან ჰომოსექსუალისტი მღვდელი პირადად არ მინახავს. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია საქ. მართლმადიდებელი ეკლესიის რამოდენიმე მღვდლები რომლებიც- ეწევიან სიგარეტს, (პირადად მინახავს) იგინებიან, (პირადად მინახავს) წამალსაც იკითებენ, მრუშობენ საკუთარ სულიერ შვილებთან, სამწუხაროდ!!!

    • frzurab Says:

      გუჯა! ეგ ამბავიც კვლავ ბოროტი ცილისწამებაა! არავითარი ბიჭი მონასტერში არასოდეს გაგვიგზავნია და არც შეშლილი დაბრუნებულა იქიდან არავინ!
      მონასტერში ნამყოფი და თვეობით ნაცხოვრები ხალხიდან 6-7 კაცი კვლავ საპატრიარქოში დაბრუნდა 2001 წელს. შეგიძლიათ ეს ხალხი მოიძიოთ და ჰკითხოთ მართალია თუ არა ეს ბრალდება!
      ასევე, პირადად მე ვარ სხვადასხვა წლებში თვეობით ნაცხოვრები ზუსტად მაგ მონასტერში და შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ სულიერი მოღვაწეობის, დიდი ფიზიკური შრომისა და მღვიძარების მეტი არაფერი მინახავს!
      ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში – კონსტანტინეპოლის საპატრირქოს იურისდიქციები, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციები და ყველა ვინც თავის თავს მართლმადიდებელს ეძახის ამერიკა-კანადაში. ყველანი მათგან ყიდულობენ სასულიერო და საღვთისმსახურო ლიტერატურას და ნივთებს. ხაზს ვუსვამ რიგში დგანან, რომ მათ მიერ გამოცემული ლიტერატურა შეიძინონ და იცი რატო, როგირც იქაურმა ერთმა ასაკონმა ბერძენმა მითხრა ეს საპატრიარქოები აქ ქრისტიანულ მისიას კი არ ასრულებენო, არამედ სათვისტომოს მოვალეობებია აქვთ შეთავსებულიო და ე.წ. ბერძნული გეტოების ფუძემდებლები არიანო!
      ასე, რომ თუ სიმართლე გაინტერესებთ ასეა! მოკლედ თავი იმართლონ იმაზე რაც ზემოთ წერილში დავწერე და კიდე რაც არ დამიწერია იმასაც მივუმატებ საჭიროებისდა მიხედვით!

  2. თველი Says:

    ბრალი ჩვენი,

  3. lado Says:

    რა თქმა უნდა, რადგანაც ერესი პერიფრაზირებით რომ ვთქვათ „სოდომიზმია“ სულისა და გონებისა, არაფერია გასაკვირი იმაში რომ საქართველოს ერეტიკულ საპატრიარქოს სინოდში და დაქვემდებარებულ სამღვდელოებაში სოდომისტები, თამბაქოს მწევლები, მრუშები გამრავლდნენ ანუ ხორცში მცოდველები! როცა სასულიერო პირი გაიხრწნება გონებრივი ერესით, ხორცში რომ ასეთი მძიმე ცოდვები არ იკადროს ის არის გასაკვირი, თორემ რომ იკადრებს და მერე როგორ იკადრებს ამაში არაფერი გასაკვირი! რაც შეეხება მამა ზურაბის დღევანდელ ეპისკოპსს მისი აღმსარებლობა წმინდაა და ასევე წმიდაა მისი სამღვდელოებაც და ბევრიც ეცადონ წმინდა აღმსარებლობას ტალახი ესროლონ, აღმსარებლობა წმინდა დარჩება და ტალახი კი ტალახად! ასე ხომ ფორუმ ჯეს ანეგდოტებში უფალს ხან რა სიბინძურე მიაწებს რომ ანგდოტებში ღადაობდა, მის მოციქულებს ჭიაყელები აძებნისეს, წმინდა ანგელოზებს სამოთხეზე და ჯოჯოხოთზე უგონეს სიბინძურეები და იხოცებოდნენ სიცილით, წმინდა ნილოს მირონმდინარეს ამ კომენტარებში ვითაც ფორუმელმა პირდაპირ „პედიკი“ უწოდა! რა თქმა უნდა, გახრწნილება რომ იმხილება მერე ეშმაკს სურს ღმერთი შეურაცხყოს!

  4. lado Says:

    ძმები აროშვილები ხომ დღევანდელი საპატრიარქოს დიდი დარდია, ძველი განდგომილები ვინც ამ ძმებთან ერთად განუდგნენ ყველა შეირიგეს, მოსპეს და გაანადგურეს და ეს მამები მტკიცე ზღუდედ აღიმართნენ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვის სადარაჯოზე! თქვენით ვამაყობთ მამებო!

  5. lado Says:

    როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ზარზმის მონასტრი განუდგა საპატრიარქოს როგორც ქვათახევის და ბეთანიის მონასტრებზე, ზარზმაზეც მიიტანეს ილია მეორემ და ედუარდ შევარდნაძემ იერიში და გამოდევნეს ზარზმის სამღვდელოება მონასტრიდან, აი მერე რომ ედიკას და ილიას ქვაბავაზაკმა-მოძალადე ცრუ ბერ-მონაზვნებმა დაიკავეს ზარზმა შენ უკვე ელგუჯა მაგ ქვაბ-ავაზაკთა მრევლი გახდებოდი და ზარზმის სინოდს მარტო მაგ სიბინძურეს კი არა დედის გინებასაც არ დააკლებდნენ!

  6. frzurab Says:

    ოფიციალურად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დიდგორის საიტს, რომ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და ეს წერილი გამოაქვეყნა!
    მღ. ზურაბ (აროშვილი)

  7. კანონისტი Says:

    მე პირადად თქვენთვის არავითარი შეურაცხყოფა არ მომიყენებია, გარდა იმისა, რომ აღვნიშნე, ნორმალური არ არის კაცს თვითონ და მისი ძმა მიაჩნდეს ჭეშმარიტების გზაზე მდგომად ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოში-მეთქი.

    თუ ამას ასე არ თვლით, მაშინ ჩამოთვალეთ, ვის მიიჩნევთ კიდევ მადლმოსილ მღვდლად.

    თუ ასე თვლით, მაშ ფაქტის კონსტატაცია მომიხდენია მხოლოდ.

    რატომ იმართლებთ თავს 9 შვილის მამა ვარო, არ მესმის. ფაქტია, რომ “მამა” პანტელეიმონის მამათმავლობა დაადასტურა ემიგრაციულმა სინოდმა. ეს ვთქვი სულ.

    რაც შეეხება ჩემს მიმართ წარმოთქმულ “უნამუსოს” და “უსირცხვილოს” დიდ მადლობას გიხდით, რადგან ჩემთვის დიდი პატივია პატრიარქის მლანძღველი ე.წ. “მღვდლებისგან” ამგვარი მოხსენიება.

    აქ ლადო ბრძანა – აროშვილები საპატრიარქოს დიდი დარდიაო. ჯერ ერთი განვმარტო მინდა, მე საპატრიარქოს არ წარმოვადგენ ოფიციალურად. მეორეც რომ, ნამდვილად არ არიან ეს პირები რაიმე დარდი ან პრობლემა, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუკი რამდენიმე ათეული ათასი მრევლი ჰყავს “ჩაიდნის თაყვანისმცემელთა სექტას”, ეს ორი მღვდელი დიდი გასაკვირი არ არის დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

    მისი უწმიდესობა რომ ღმრთივ კურთხეული ადამიანია, ამის მიხვედრას მასთან თუნდაც ნახევარი საათის ურთიერთობაც ეყოფა, როდესაც შენს დაფარულ ნააზრევს გეტყვის….. ცხადია, თუ თვალნი გაქვს ხედვად და ყურნი სმენად. ხოლო თუ რატომ არ განკვეთა ან განკვეთს იგი ზოგიერთ სასულიერო პირს, ამაზე სანამ იფიქრებდეთ, ჯერ აბა იმაზე იფიქრეთ, იუდა რატომ არ განაძევა უფალმა მოციქულთაგან…..

    • frzurab Says:

      მე შვილო შენისთანა უზრდელ ღლაპებთან თავის მართლება არ მჭირდება და კონკრეტულად შენთან საუბარს მოვრჩი!

      ფართო საზოგადოებისთვის ვწერ რასაც ვწერ და ასევე რუსულ ყველაზე დიდ და გავლენიან საიტებზე რუსულად დავდებ ამ წერილებს ცოტა ხანში. ასევე გავრცელდება ბერძნულ და ინგლისურ ენოვან საიტებზე (თქვენზეა ნათქვამი თაგვმა, თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო).
      საზოგადოებამ და არა მარტო საქართველოში (ამას ხაზს ვუსვამ) უნდა იცოდეს, რომ პატრიარქ ილია მეორეს ხელდასხმული 9 ეპისკოპოსიდან, 5 პედერასტი იყო!!!! დაიხ, პირადად მისი ხელდასხმულები იყვნენ ეს ხალხი ერთის გარდა! სულ რაღაც 12 ეპისკოპოსში 5 ეპისკოპოსი ძალიან და საეჭვოდ ბევრია!!!!

      რასაც არქიმადრიტ პანტელეიმონზე იძახი რათქმა უნდა სიცრუეა. ისიც არ იცი, რომ მონასტერმა და კიდევ რუსული ემიგრაციულ ეკლესიაში მყოფმა დაახლოები 40-მდე სამრევლომ წინააღმდეგობა გაუწია და რუსების გამოძიება ფაქტიურად ჩაიშალა. და იქ ის ორი ცნობილი ეპისკოპოსი შემდგომში მოსკოვის საპატრიქოს თან ძმური კავშირების აღდგენის მსურველნი საერთოდ აღარ დავეღარ ჩავიდენ მონასტერში!

      ეგ საქმე მ. პანტელეიმონმა და მონასტერმა ეგრე არ დატოვა. ცრუ ბრალდება გაასაჩივრა საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელმაც გამოყო სპეციალური კომისია და რამდენიმე ხნის შესწავლის შემდგომ დაწერა დასკვნა, რომელიც დოკ. სახით გაგვაჩნია. სადაც წერია, რომ ბრალდება სიცრუეს წარმოადგენს.
      მოკლედ, რომ ვთქვათ ვერაფერს დასკვნას ვერ დაწერდა ემიგრანტულის რამდენიმე ეპისკოპოსი, რადგანაც გამოძიება ჩაიშალა და მათ მხოლოდ ეგ ფაქტი დააფიქსირეს. ასე, რომ ტყუილებს მოეშვი.
      საკუთარ სინოდში კარგად მოძებნეთ პედერასტები. როგორც ზვიადი იძახოდა მინიმუმ ორი კიდევ დარჩაოოო!!!

  8. guja Says:

    გმადლობთ მამა ზურაბ პასუხისთვის. ძალიან სამწუხაროა თუკი ამგვარი ცილისწამებები და ტყუილები ვრცელდება ბოსტონის სინოდზე.

    ლადოს მინდა ვუპასუხო- როცა ზარზმის მონასტერი განუდგა საქ. მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქმა ილია მეორემ იერიში კი არ მიიტანა, თავად წავიდა მრევლთან ერთად მამა გიორგისთან დასალაპარაკებლად, რომ აეხსნა ყველაფერი, მაგრამ ამბოხებულმა ბერებმა და იქაურმა ამბოხებულმა მრევლმა მამა გიორგის არ მისცეს საშუალება რომ დამშვიდებულიყო, აქედან გამომდინარე თავადაც ამბოხებულმა მამა გიორგიმ, ბერებმა და მოსახლეობამ გზა გადაუკეტეს პატრიარქს და არ შეუშვეს ზარზმაში. ამის ბევრი მომსწრე და თვითმხილველია. ისიც გავიგე, რომ პერიოდულად მამა გიორგი ჩადიოდა მეუფე თეოდორესთან და შენდობას თხოვდა, პატრიარქსაც თხოვდა პატიებას, მაგრამ ზოგიერთი ამბოხებული დედაო და ბერი მამა გიორგიზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა…

    როდესაც მამა გიორგი გარდაიცვალა, ჩემი ყოფილი მოძღვარი (მამა ნიკოლოზი) დანიშნეს წინამძღვრად, მეც ხშირად ავდიოდი, და იქ მხვდებოდა განდგომილი დედაო- თებრონია, რომელიც არ ტოვებდა მონასტერს, და უხერხული სიტუაცია იქმნებოდა, ბერებს მონაზონთან ერთად ხომ არ უნდა ეცხოვრათ??? მამა ნიკოლოზმა რამოდენიმე თვე აცალა, მერე მშვიდად აუხსნა რომ უნდა წასულიყო… დედაოც წავიდა…

    ასევე მინდა ავღნიშნო, მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ როგორი აგრესიული იყო იქაური მამა გიორგის მრევლი ჩვენს მიმართ, ამოდიოდნენ და შEურაცხყოფას აყენებდნენ წინამძღვრად ახლად დანიშნულ მამა ნიკოლოზს და ბერებს და მორჩილებს, ზოგი იგინებოდა, და ზოგისთვის იმის 2 საათიანი ახსნა-განმარტება იყო საჭირო, რომ მონასტრის ტერიტორიაზე სიგარეტი არ უნდა მოეწიათ…

  9. giorgi Says:

    ახლა მოგვისმინე, დავით ჩიკვაიძევ! მართლაც რომ უნიკალურია შენი ალოგიკურობა და სრულიად შეუძლებელია შენნაირ მწვალებელის აღვირახსნილ გმობას აღვირი ამოსდოს ადამიანმა, რადგან შენ სრულიად არ სცნობ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა დოგმატებს, ამპარტავნული ზნე და გონება განსაცვიფრებლად ამაღლებული გაქვს მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლებაზე და გამომდინარე აქედან თავს ამეტებ ღმერთს! დიახ, ღმერთს არა მხოლოდ უტოლებ თავს, არამედ ამეტებ კიდეც, რადგან წმიდა დოგმატიკის და კანონიკის საზღვრები ყოველმხრივ გარღვია შენმა უსირცხვილო და მართლაც უნამუსოდ გაუკუღმართებულმა განსჯამ, ბოლოს კი ეს ყველაფერი დააგვირგვინე ჭეშმარიტი მღვდლების პირდაპირი უგვანო შეურაცხყოფით! რისთვის შეურაცხყოფ მამა ზურაბს? იმისთვის რომ უმცირესობაში მყოფი იცავს ჭეშმარიტებას? განა ასე უმცირესობაში მყოფმა არ დაიცვა მარკოზ ევანგელიკოს ეფესელმა მართლმადიდებლობა, როდესაც პატრიარქი, იმპერატორი, ყველა ეპისკოპოსი მის დათახმებას ცდილობდა, რომ ფლორენციის უნიაზე ლათინებთან მოეწერა ხელი? ყველაზე უკეთ მაშინ თავად პაპი ევგენი IV მიხვდა, რომ წმიდა მარკოზმა მთელი სამღვდელო დასიდან ერთადერთმა გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია. როდესაც კარდინალებმა საზეიმოდ აახლეს ბერძენი სამღვდელოების მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, პაპმა მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და რაკი მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთო“! ხედავ რა ძალა აქვს ერთს თუ იგი იცავს ღვთის ჭეშმარიტ სარწმუნოებას?! წმიდა იოანე ოქროპირიც განა არ განკვეთეს ეკლესიიდან და სიმარტოვეში იცავდა ჭეშმარიტებას? წმიდა მაქსიმე აღმსარებელმა არ დაგვიტოვა განა ეს ანდერძი, რომ „დაე, თუნდაც მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს მწვალებელ პატრიარქთან მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთადო?“ ე ი. შენი განსჯით ნორმალური არ ყოფილა, რომ ეს დიდი წმიდა მამები და მრავალი კიდევ სხვა წმინდანებიც ერეტიკოს პატრიარქთაგან განკვეთილნი მარტოობაში იცავდნენ ჭეშმარიტებას? არ ვაპირებდით შენს გაძევებას „დიდგორიდან“, ყველა თქვენი მომხრე რა პირით აღარ ილანძღება, მაგრამ ვუთმობთ და არ ვაძევებთ, მაშინ როდესაც ორიოდ თემის გამოქვეყნება ძლივს მოვასწარით თქვენს საითებზე და უმალ დაგვბლოკეთ! მაგრამ შენ უკვე ყველას გადააჭარბე, ამიტომ, გთხოვთ, ნუღარ გაირჯები, რადგან მეტი აღარ გამოქვეყნდება შენი კომენტარები „დიდგორზე“! რატომ? უკვე ისე გათავხედდი რომ ჩაიდნის თაყვანისმცემელთა სექტას უწოდებ ჭეშმარიტების დამცველ სამღვდელოებას პირისპირ დებატებში, ხოლო ეკუმენისტ სამღვდელოებას, რომელიც პაპისტებთან, მონოფიზიტებთან, ანგლიკანებთან, მოლებთან, შამანებთან, მამათმავალთა და სოდომისტთა სპეციალიზირებულ „ეკლესიებთან“ და სხვა დემონურ სექტებთან პერმანენტულ ლოცვებს აღასრულებენ ღვთივკურთხეულ უწმინდესებად მოიხსენიებ! ეს უკვე შენგან მეტისმეტი სითავხედეა და ახლა რომ დაგითმოთ უარესებს იკადრებ! არ გიშლით მომავალში „დიდგორზე“ გამოაქვეყნო შენი უაზრო პოსტულატები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უგვანო და პირდაპირი შეურაცხყოფისთვის, ბოდიშს მოუხდი მამა ზურაბს!

    „დიდგორის“ რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

  10. daviti_23 Says:

    ისე დიდგორს ნამეტანი მკაცრი კრიტიკა ქონია,დავითის ანუ კანონისტის მიმართ ასეთი ატეხილი აჟიოტაჟი ვფიქრობ რომ არ მიესადაგება რეალობას,თან მაშინ როცა მის ასაკის მიუხედავად სერიზული ნაშრომები აქვს,შედით საიტებზე და ნახავთ.დიდგორი მარტო მხილებით რომ შემოიფარგლება განა მარტო ესაა სათნოება?განა მარტო ამით უნდა ცხონდე ადამიანი? ის კარგიც ხომ უნდა დაუნახო,რომ ქართულ საქმეს აკეთებს.მოდით და ახლოს გაიცანით,ცადეთ,იქნებ როგორი რბილი ადამიანია,გაეცანით ანათემის გარეშე…….

  11. კანონისტი Says:

    საინტერესოა….

    აგრესიის შესაშური მაგალითი.

    დავით, შენ დიდი მადლობა, მაგრამ ვგონებ აზრი აღარ აქვს.

    ისე, გასაოცარია, რატომ კავდება ასეთი სახელოვანი საიტი ამ “პატარა ღლაპით” ბოლო 3 სტატიაა? (ჩემი ასაკი ასე პატარა თუ იყო, ეხლა გავიგე. ეტყობა აროშვილები ჩემზე საკმაოდ უმცროსები რომ განუდგნენ ეკლესიას, ის იყო სიბრძნის ყვავილობის ასაკი)

    იქ კომისიის დასკვნა დევს, ხოლო ამ ბრალდებულ 5 “პედერასტ” ეპისკოპოსზე ვისი დასკვნა დევს საინტერესოა? და ამ 5-დან ერთიც რომ არ აღმოჩნდეს (თუნდაც ის 4 იყოს!) ამ ცოდვით დაცემული, მის ცილისმწამებელს რომ მამათმავლობის სასჯელის მოხდა მოუწევს, გახსოვთ იმედია ეს კანონი.

    შეგიძლიათ აღარ იდარდოთ ჩემზე. მე სურვილი არ მაქვს რაიმე ვწერო აქ. წმ. ილია მართლის არ იყოს, “სხვაფრივ მშვიდობით ბრძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა…”

    პ.ს. იმედია, სიმართლის შეეშინდა და გაიქცაო, ამ ბავშვურ ფრაზას არ დაწერთ. თუმცა, ეგეც თქვენი ნებაა.

  12. abchas Says:

    simartle simartleo,vcdilob tqveni gulshematkivari viyo,magram aseti kritika am patara bichebze,tundac mnateusze,sheidzleba ar esmit mara asec xom ar sheidzleba,xom sheidzleba gamoscordes mere ras ityvit,ranirad ginat ascavlot mat aseti formit? me vfiqrob radikalizmia es ukve

    • ლომისა Says:

      ჩვენს გულშემატკივრობას კი ნუ ცდილობთ ბ-ნო „abchas“ არამედ სიმართლეს გაუწიეთ გულშემატკივრობა.

      თუ პატარები არიან „მნათეუსი“ და „ჯვაროსნები“, მაშინ უფროსებს, ანუ საკუთარი საპატრირქოს მღვდლებს მაინც შეეკითხონ. ნეტავი რა აზრისაა საპატრიარქო, როდესაც მორჩილები პაპიზმის და კათოლოციზმის რეკლამას ეწევიან მართლმადიდებლობის საზიანოდ?

      შედით „თბილისის“ ფორუმზე და ნახავთ როგორ აგინებენ მართლმადიდებლობას და საკუთარ პატრირქს. ამ ფორუმზე, როდესაც ღმერთზე და მის მოციქულებზე ღადაობენ საჯაროდ არც „კანონისტი“ ამხელს მათ და არც ე.წ. პატრირქისტები, მაგრამ საკმარისი მართლმადიდებლობისაგან პატრირქის და საპატრირქოს გადახრა იმხილოს, რომ ატეხავენ გაუთავებელ გნიასს „დიდგორის“ წარმომადგენელთა სულიერი ავადმყოფობისა და ფანატიზმის შესახებ. რამდენაც „თბილისის“ ფორუმი მასხარად იგდებს და დასცინის სარწმუნოებას, იმდენად მწვავე არის დიდგორის „მხილებაც“. “church.ge”-ს საიტი, რომელზეც დაიბლოკა ჩვენი ყველა წარმომადგენელი, ეწევა ეკუმენისტი პატრირქის დაცვას და არა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისას. რაღაც არ მახსოვს, რომ ე.წ. სენატორთა ჯგუფს ემხოლოს „თბილისის“ ფორუმზე მოკალათებული მოდერატორების ანტიეროვნული და ანტიზნეობრივი საქმიანობა. სამაგიეროდ, აქ გვევლინებიან მართლმადიდებელი ეკლესიის ვითომ დამცველებად.

      შენც პატარა ხომ არა ხარ? შენ რამდენი წლისა ხარ მეგობარო? აბა, შენ იცი, როგორ დაიცავ ახლა შენ პატრიარქს და ეცადე, ფუნდამენტალისტად და ავადმყოფად გაგვასაღო. დარწმუნებული ვარ, რომ „კანონისტისგან“ განსხვავებით, „დიდგორი“ უფრო პირნათელია „კანონისტების“ პატრიარქის მიმართ, ვიდრე მისი გამაკერპებლები.

      პოლიტიკაში მის სახიფათო და უხეში ჩარევების შესახებ სხვა თემაში ვისაუბროთ. ოპოზიციის დღევანდელ ლიდერებს რომ ჰკითხო, რა თქმა უნდა იტყვიან, რომ „პაპი“ ყოველთვის შეუმცდარია!

      ერთი ეს გაგვაგებინე, რა როგორ არ შეიძლება? გასაგებია, რომ გული შეგტკივა ამ დაპირისპირებაზე. მეც გული შემტკივა.

  13. frzurab Says:

    დავთ ჩიკვაიძე წერს -”იქ კომისიის დასკვნა დევს, ხოლო ამ ბრალდებულ 5 “პედერასტ” ეპისკოპოსზე ვისი დასკვნა დევს საინტერესოა? და ამ 5-დან ერთიც რომ არ აღმოჩნდეს (თუნდაც ის 4 იყოს!) ამ ცოდვით დაცემული, მის ცილისმწამებელს რომ მამათმავლობის სასჯელის მოხდა მოუწევს, გახსოვთ იმედია ეს კანონი”

    სად იქ დევს კომისიის დასკვნა? რაც შეეხება თქვენი ე.წ. საპატრიარქოს მიერ ბრალდებულ 5 ეპისკოპოსის დასკვნს. – კაცო მე მეკითხები თქვენმა სინოდმა რატომ დასდო ბრალი და რატომ განკვეთა სამი მათგანი? რაც შეეხება დარჩენილ ორს მათზე დარჩა მხოლოდ მამხილებელი მასალა და საქმე თქვენმა სინოდმა ბოლომდე არ მიიყვანა.
    ჩვენ ვართ ცილისმწამებლები? ილია მეორეს პირველი აქვს ხელი მოწერილი მათ განკვეთაზე და თუ ვინმეს ბრალი ტყუილა დასდო ჩვენ ვაგებთ პასუხს? და დოკუმენტები ამის შესახებ შენს სინოდში უნდა მოიკითხო და არა დიდგორის საიტზე.
    აბა, ეხლა შენი კომენტარი შინაარს მოკლებული არ არის? და ამას რომ გეუბნებიან მერე კი გწყინს.

  14. ალექსანდრე Says:

    კანონისტის ბოდვა და თვალთახედვა ნამდვილად ავადმყოფობაა… რამდენი “გენია” იყო მაგ გაუკუღმართებული აზროვნებით შეპყრობილი, უმრავლესი მათგანი პედარასტია და ეგ ახალი ამბავი არაა… მე ვფიქრობ რომ “კანონისტის” მსგავსი თრითინები ნარკომან–მამათმავლები არიან …დიგორის საითის გარდა ქართული სამღვდელოების მამათმავლობის ცოდვის საშინელ დაცემაზე
    უბრალოდ ადრე ამაზე არ თუ მხილებას არამედ არც არავინ ამახვილებდა ყურადღებას… უფლის სამართლის მიწოდება ქართველი ხალხისთვის , მწვალებელ ფორუმელებისთვის აშკარად გამაღიზიანებელია და განაზებული მამათმავალებივით ეშლებათ ნერვები ..ამიტომაც არის ეკუმენისტ ჰომოსექსუალთა ასეთი აგრესია დიდგორის საითის მიმართ და საერთოდ, თავისი გასაჭირი ეყოფათ მაგათ …

    • ekaterine Says:

      me amgvari mxilebis naklebad mesmis, es ufro landzgvas taagavs. ise “kanonistma” sakmaod mtkvneuli sakitxebic wamoshra am saitze, rasac pasuxebi ar moyolia. shemi azrit, ar sheidzleba sheshmariti eklesia gafantuli iyos oficialuri eklesiidan gamoyofil eklesiebshi tu dajgugebebshi. eklesia ertia da am erts dadgena shirdeba.

  15. frzurab Says:

    death85 და სხვებს თბილისის ფორუმზე ეჭვი ეპარებათ ფინეთში კონსტანტინეპოლის საპატრქ. იურისდიქციის სასულიერო პირებიდა მამათმავლები რომ შეხვდნენ და ეს დოკუმენტი თქვენ საიტზე დაიოდო ჩემი წერილის ქვემოდ.
    ხოდა მიუთითეთ ლინკიც, რომ ეჭვები გაუქრეთ. აი ისიც – –

    http://religio.ru/arch/22May2009/news/relisoc/18550.html

  16. ლიკა Says:

    შეშლილო აროშვილებო … მინდა გითხრათ რომ უზომოდ ამაღლებულ განწყობაზე ვარ რადგან უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ჩემი საგვარეულო დალოცა სამებაში. ძალიან ვწუხვარ იმაზე რომ ქართველთა ნაწილი ვერ ხედავს ქართული ეკლესიის ღვაწლს მე “დიდგორი” გულმოდგინედ და ყურადღებით გადავთვალიერე და გადვიკითხე კიდევაც. მართალია დიდგორის შემარცხვენელი საითი წმინდა წერილში, წმინდა სახარებაში გადმოცემულ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიტყვებსა და „ქართლის ცხოვრებაში“ გადმოცემულ ეროვნულ იდეებს ეყრდნობა, მაგრამ დღეს დღეობით სხვა დროა და მომავალი ეკუმენურ გზას აქვს, საქართველოს უნეტარესის პატრიარქის ეკუმენურ სიტყვებსა და იდეებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. რომელთა შესასწავლად ასევე დიდი დროა საჭიროა და გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ ქართული სამღვდელოების ეკუმენურ მისწრაფებებს.

  17. lado Says:

    ქ-მა ეკატერინემ დაწერა: sheshmariti eklesia gafantuli iyos oficialuri eklesiidan gamoyofil eklesiebshi tu dajgugebebshi. eklesia ertia da am erts dadgena shirdeba.
    “”””””””””””””
    ქალბატონო ეკატერინე, ჩვენ კანონიკით ვიცით რომ ოფიციალური ეკლესია მწვალებლობაშია, ასევე კანონიკით ვიცით, რომ უნდა განვუდგეთ ასეთ მწვალებლობაში ჩავარდნილ ეკლესიას, ხოლო რაც შეეხება ამ ოფიციალური ეკლესიებიდან განდგომილ სინოდებს, ჩვენ ხომ ვიცით რომ ისინი ერთიდაიგივე მიზეზით არიან განდგომილნი ოფიცილალურ ეკლესიებს, ესეიგი ამ ოფიციალური ეკლესიების მწვალებლობის გამო, ხოლო ახლა მწვალებლური ოფიციალური ეკლესიებიდან განდგომილი ეს სინოდები რატომ არ ერთიანდებიან, ეს ჩემთვისაც გაუგებარია, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ამ გაუგებრობას ვიწყნარებ, რადგან აქ უკვე ვხედავ უფლის განგებას, რადგან ხომ გაგიგიათ, რაცა ღმერთსა არა სწადდესო…ხშირად ადამიანები ვერ ვისვენებთ, ვესწრაფვით იმას რაც უფალს ჩვენთვის გამოცხადებული არა აქვს, და რაც გამოცხადებული არა აქვს, საიდან ჩავწვდებით მოკვდავნი ღვთიურს?

  18. davit Says:

    ეჰ, დოქტორანტ, ჩემთან კამათში კუდი ხომ სამების ტაძარში დაგთრევს, ახლა რქები? სამების ტაძარი ხომ იცი რამსიმაღლეა შიდა გუმბათით, აი იქ ურტყამ უკვე რქებსა! ეჰ ბედშავო, მე რომ მამუნათებ რატომ უვლი ჩემს კითხვებს გვერდსაო, (არადა ყველა კითხვაზე პატიოსნად გცემ პასუხს მარტო გადმოკოპირებებით დავიღალე შენს პასუხებში) შენ ხომ ყველა ჩემს ბრალდებას უპასუხე შენმა მზემა, რომა რატომ ლოცულობენ შენი მღვდელმთავრები ნაირნაირ მწვალებლებთანა და რა პასუხს აძლევთქო მოციქულთა 45 კანონსა, რომლითაც განლვეთა ეკუთვნისთქო, ახლა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გეებთანა, დედათმავლებთანა, მღდელ ქალშავებთანა და ათას ტურა ოხერთან რატომ ლოცულობენთქო იმაზე ხომ პასუხები ჩამომიწიკწიკე რა! რატომა, რატომა, რათა კაცო რათა იმდენი კითხვა დაგისვი რომ ბუღი ვადინე ამ კომენტარების განყოფილებას და შენგან იმ „რატომებზე“ პასუხი ვერაფერი მივიღე, ახლა ერთი ამბავი ამოიჩემე მადლმოსილების შესახებ შენი „ონავარა“ ეკუმენისტებისა და ტურა ეშმაკობითა ფიქრობ ამით დამამარცხებ და სხვა ყველა ჩემს „რატომსა“ მოიგებ? კარგი ვთქვათ და ამ ერთი საკითხში „დამამარცხე“ სხვა ათას ჩემს “რატოსა“ რას უპირებ? და სად გაექევი იმდენ დანაშაულს შენი სინოდისას? კაცო უფალმა ერთ სიტყვაზე ცილისწამებით თქმულზე აგებთ პასუხს სამსჯავროზეო და შენი ერესიერარქები ამოდენა დოგმატურ-კანონიკური ცოდვების გამო როგორ ფიქრობ სად წავლენ და შენ კიდევ მათ მორჩილს სად წაგიყოლებენ?

  19. davit Says:

    ახლა ვნახე, გაუგდიათ ჩემი მაწამებელი დოქტორანტი! მადლობა დიდგორი! სულზე მომისწარით, თორემ მაგისმა უნამუსობა უსინდისობამ სული შემირყია რა ღმერთმანი! დიდება, ყველა მწვალებლის ბეჭებზე დამცემ მოციქულთა 45 კანონსა, და განსაკუთრებით არიოზელი-დოკტორანტისა:

    მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

  20. davit Says:

    მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
    ——————————-
    ხოდა აი ბედშავო დოქტორანტ, რათა ლოცულობდა შენი პატრიარქი პაპისტებთანა, მიაფიზიტებთანა, ანგლიკანებთანა კარვებში ამბებითა და გაგებებითა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შუბებიან და ყალიონების ჩამბერავ მოქეშავე შიშლიკანა აფრიკელებთანა, ზანგ ქალშავა ტიტლიკანა „მღვდელებთანა“, მრავალი ცოლი გვინდაო იმ პოლიგამისტებთანა, ქალები დავქორწინდეთ ერთმანეთზეო, იმ „ეკლესიებთანა“ კაცები დავქორწინდეთ ერთმანეთთანაო ახლა კიდევ იმ „ეკლესიებთანა“, კაცო დოქტორანტ, ამის შემდეგ კიდევ რომ ამ პატრიარქზე ამბობ ჩემი უწმინდესი და უნეტარესიოა, დემონი ხარ აბა ვინა ხარ?

  21. davit Says:

    მამა ზურაბს ამუნათებთ მამათმავალი გყავდაო შორეულ წარსულ სინოდშიო? არა რა ახლა ამათ უნდა ვუთხრა სათქმელი:
    მამათმავლები, მრუშები, ვაჭრები, სიგარეტით მოქეშავენი და რავი რამდენი ტურა-ძერაობა საქმენი დაჯლიგინობენ თქვენს ეკლესიებში, თქვენი ბერები მონასტრებში მწვალებლებს პატივით დახვედრებს უწყობენ, მერე კიდევ სამების ტაძარში მზიან ღამეს პატრიარქი ათას მწვალებელს ალოცებს და მამა ზურაბს უფლის ერთგულს ურჩევთ საქმეს! ლოოლ, რა შეგირცხვათ დინგები!!!

  22. Possibly Says:

    xalxo ra gwirt ver gamigia….amdeni sibidzure tqvenshi ram dabada…an aseti paskvilebis shetxzva sad iswavlet…gulis amrevia es yvelaferi…chveni wminda mamebi, romelbic daucxromlad shromoben saqartvelos deda eklesiis asaghordzineblad tqvengan amis girsni ar arian… shtabewdileba mrcheba, rom specialuri kursi gaqvt gavlili ciliswamebasa da gankitxvashi…. Ilia II eris sulieri wianmdzgholia da rac ar unda chirqis modeba moindomot ar gamogivat, ar gamogyvebat qartveli xalxi, garda sul gayiduli masonebisa…. kargad daukvirdit ghmerti yvelas mogvkitxavs… bolosadabolos Ilia II-is chveni uwmindesisi sityvebs tu ar usment, mis garshemo momxdar uamrav saswaulze mainc irwmunet rame… an am vitom “mghvdlebs”, intenetshi saxetialod rom iclian da or metrina pasvilebs txzaven sulieru shvilebi misaxedi ar hyavt? gulismarevia es yvelaferi…

    • ნიკა გვარამია Says:

      პასუხი- Possibly-ს:
      თუ შეიძლება, კონკრეტულად დაწერეთ, ზოგადად კაცთმადიდებლობას ღვთისგან დასაგმობ მკრეხელობას შეეშვით. თქვენ სამწუხაროდ ეტყობა მოციქულთა განწესებები არ წაიკითხეთ ამ ვებ-გვერდზე, არ კითხულობთ არც წმინდა მამათა შეფასებებს თქვენი „ მამების“ მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ აქ უარგუმენტოდ არაფერი ცილსწამება არ გვიწერია. ბევრი მაგალითის დრო არა გვაქვს, ჯერ კარგად გაეცანით კანონიკურ წერილებს, ახლა კი მოკლედ გეტყვით, საიდან მოიტანეთ, რომ სიწმინდეა მწვალებლებთან ლოცვა, რაშიც საქართველოს საპატრიარქო აქ მოყვანილი მრავალი ფაქტით არის მხილებული? მოციქულთა 45 კანონი მწვალებლებთან თანამლოცველ ნებისმიერ იერარქიას განკვეთს. ასეთივე „წარმატებით“ შეგიძლიათ გამოაცხადოთ არიოზიც წმინდა მამად! ღმერთმა დაგაყენოთ გონიერების და სამართლიანობის გზაზე.

  23. Possibly Says:

    sabolood davaskveni sheshlilta bodvebs vkitxulob…. ghmertma shegvindos yvela qartvels aseti qartvelebis arseboba….

  24. ნიკა გვარამია Says:

    Possibly-ს პასუხი:
    თუ შეიძლება, კონკრეტულად დაწერეთ, ზოგადად კაცთმადიდებლობას ღვთისგან დასაგმობ მკრეხელობას შეეშვით. თქვენ სამწუხაროდ ეტყობა მოციქულთა განწესებები არ წაიკითხეთ ამ ვებ-გვერდზე, არ კითხულობთ არც წმინდა მამათა შეფასებებს თქვენი „ მამების“ მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ აქ უარგუმენტოდ არაფერი ცილსწამება არ გვიწერია. ბევრი მაგალითის დრო არა გვაქვს, ჯერ კარგად გაეცანით კანონიკურ წერილებს, ახლა კი მოკლედ გეტყვით, საიდან მოიტანეთ, რომ სიწმინდეა მწვალებლებთან ლოცვა, რაშიც საქართველოს საპატრიარქო აქ მოყვანილი მრავალი ფაქტით არის მხილებული? მოციქულთა 45 კანონი მწვალებლებთან თანამლოცველ ნებისმიერ იერარქიას განკვეთს. ასეთივე „წარმატებით“ შეგიძლიათ გამოაცხადოთ არიოზიც წმინდა მამად! ღმერთმა დაგაყენოთ გონიერების და სამართლიანობის გზაზე.

    • ნიკა გვარამია Says:

      თუ შეშლილთა ბოდვებია მოციქულთა და წმინდა ეკლესიის მამათა და განმანათლებელ დიდ მოძღვართა „დიდგორზე“ მოყვანილი კანონები, სწავლებები და განჩინებები, რომლითაც გასამართლებულია საქართველოს პატრიარქი და სინოდი, მაშინ „მართალი“ ყოფილხარ. გასაგებია, რომ გიყვართ მწვალებელი პატრიარქი ილია და არ გიყვართ ქრისტე და მისი მოციქულები.

  25. Possibly Says:

    nu ai ra pasuxi unda gagcet azrzec ver movdivar…ise writ da keravt wminda mamata swavlebebs rogorc dagibarebiat…ert did seqtas damsgavsebixart da udides gankitxvebshi xart chavrdnili…mipasuxet erti gicdiat mis uwmindesobastan dalaparakeba?da tu gicdiat pasuxi ver miighet?… mas yvela uyvars…mistvis tqven da me ertnairiad sayavreli shvilebi vart….mec aranaklebi codvebi mimidzghvis am sharlatanobashi rom ar mivigho monawileoba da kidev ufro rom ar davimdzimo sakutari tavi codvebit….

  26. davit Says:

    კაცო ეს ძალიან დაბნეული კაცი პოსიბლი საიდანღა მოვიდა, კაროსის და სხვა პადრეთა მიმდევრების შემდეგ ახლა ეს გვინდოდა კიდევა! ვაიმე რა ძალიან ბნელა ამ პოსიბლის სულსა ტვინსა და სხეულში! ამას კიდევა ბატონო ნიკა რაღა გაანათლებს! ვიფიქრე იაღოვას მოწმეთა სექტიდან შემოვარდათქო და ილიას თაყვანისმცემელი ყოფილა, თუმცა იეღოველები, მოლები, ბუდები, კრიშნები ყველა აღმერთებს ილიასა! კაცო პოსიბლ, შენ ღმერთს შენდობასა სთხოვ იმ სირცხვილისა გამო რომ ჩვენნაირი ქართველები ვარსებობთ? რათა კაცო, რა წერია ტყუილი ამ დიდგორზედა, რაიმე ერთი ფაქტი მაინც დადე და გაარჩიე ისე, ეგრე ჰაერზე რატომ დაიწყე ჩვენზედა შესაჩვენებელი ლოცვა. ხომ ლოცულობდა შენი პატრიარქი ნაირნაირ მწვალებლებთანა არ იცოდი კაცო განა? მერე კიდევა დედა-ეკლესიის კოდექსი მოლა-მულა-ბუდა-კრიშნა-ლუთერ-პაპისტ-ბაპტისთანა ლოცვებს რომ სწყევლის და კრულავს აქამდე არ იცოდი? ხოდა შვილოსა ჯერა ცოტა განათლდი და მერე გადმოაგდე ეგ გრელი ენა ჩვენ სამარცხვონობაზედა! გაიგე შენა?

    • davit Says:

      mistvis tqven da me ertnairiad sayavreli shvilebi vart…-ო წერს ჩვენი პოსიბლი. აბა აბა გლდანში რომ ტაძარი მიარბიეს მიშამა და ილიამა ჯარებითა, ის საყვარელი თავგაჩეჩქვილ-დასისხლიანებული შვილები სიყვარულის რა ნიმუშნი იყვნენ რა! მაგარი ხუმარა ყოფილხარ პოსიბლპაპისტო.

    • ლომისა Says:

      “daviti”!
      ხომ შევთანხმდით, რომ მოთმინებით აღიჭურვებოდით ოპონენტთან კამათში? თანაც, ხომ ხედავ რომ ეს „Possibli“ ახალი სტუმარია. ჩვენი მიზანი სულაც არ არის, რომ მაშინვე დიაგნოზები დავუსვათ სხვაგვარად მოაზროვნეებს და ვიმედოვნებ, რომ არც აპირებ ამის გაკეთებას. ასე ხომ „თბილისის ფორუმის“ მოდერატორები იქცევიან?

      ნუ დაემსგავსები მათ!

  27. Possibly Says:

    sheuracxyofis miyenebis meti agaharaferi dagrcheniat…natqvamia sauketeso tavdacva tavdasxmaao…martalia, gaunatlebeli var saghmrto sakitxebshi, imitom, rom sheucnobelia gzani uflisani, xolo misi sityvani bolomde waukitxavi, radgan matshi tavad samyaros saidumloa….radgan matshi tavad siyvarulia….sazogadoebashi, garet, araferi getqmit da aq, internetshi, dagrchat erti patara “modidgoro” adgili martali xalxis sazageblad… zalian advilia daqseroqsebul da mere zed mijghanbil sityvebs sabuti daarqva…rogorc minimum es usafudzvlo braldebaa… da kidev ar mesmis am weshmarit qristianebs amdeni ghvardzli da boroteba saidan dagigrovdat, nutu ieso qriste ar gvaswavlis, rom sxvisi azris mosmena shegedzloto…tqven vercert argumentirebul pasuxs ver cemt vercert kitxavs, imitom, rom zirshive warsawymedadaa ganwiruli tqveni mcdeloba chirqi moscxot uwmindess… ratom ar gamecit pasuxi, gicdiat patriarqtan shexvedra da dalaparakeba?…tu imdenad yovlismcodneni xart, rom winaswar icit tqveni adgili samotxeshia?!…

    da bolos imedia es sityvebi gecnobat:”ara vitarca iuda ambors giyof shen, aramed vitarca avazaki aghgiareb, momixsene ufalo sasufevelsa shensa…”

    • ლომისა Says:

      პატივცემულო „Possibly“, თქვენ გეტყობათ, რომ ახალბედა ხართ ფორუმებზე მონაწილეობის თვალსაზრისით. შეურაცხყოფის მიყენება, დედისა და ოჯახის გინება, უნდა გენახათ როგორ მძვინვარებდა „თბილისის ფორუმზე“, სანამ „დიდგორმა“ არ გაამახვილა ამაზე ყურადღება. სამწუხაროდ, საპატრირქოს კურთხევით არსებულ საიტ “church.ge”-ის სენატორთა და ჯვაროსანთა ჯგუფი მაინც და მაინც არ წუხდებოდა ამ გაუგონარი მკრეხელობით. რას არ ნახავდით იქ: ანეკდოტები ღმერთზე და მოციქულებზე, ქართველი ერის დაცინვა, ქართველი ქალის მასხარად აგდება, ქართველი კაცის დაცინვა, ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცინვა, ჰომოსექსუალების და ლესბოსელების ამაზრზენი ღლაბუცი და ვინ მოსთვლის კიდევ რა! ისინიც თქვენსავით პატრიაქს და მართლმადიდებლობას იცავდნენ „დიდგორისაგან“, მაგრამ სიამტკბილობით მოღვაწეობდნენ იმ სიბინძურეში. ისიც მოხდა რომ „დიდგორისგან“ პატრირქისა და მართლმადიდებლობის დამცველმა ერთ-ერთმა ჯვაროსანმა „მნათეუსმა“, რომელიც საპატრირქოში მორჩილად მსახურობდა, უცბად განაცხადა რომ მართლმადიდებლობას კათოლიკობა მირჩევნიაო. აი, ხედავთ როგორ იცავენ პატრირქის დამცველები პატრიარქს და მართლმადიდებლობას.

      „დიდგორი“ არავის არ აძაგებს პატივცემულო, არამედ აქვეყნებს იმ მღვდლების შეგონებებს, რომლებიც ამხელენ ეკუმენისტური საპატრიარქოს აშკარა გადახრებს მართლმადიდებლობიდან. ალბათ, იმის გამო აღარაფერი გვეთქმის საქართველოში, რომ ცეცხლითა და მახვილით გაგვდევნეს ე. შევარდნაძე-ჯ.იოსელიანის ბანდებმა და თქვენ რომ გკითხონ, ალბათ, სულ გასაწყვეტები ვიყავით.

      ბ-ნო Possibly, არავის არ ვცხებთ ჩირქს და არც არავის ვაძაგებთ. დაწყნარდით და არგუმენტირებულად შეეკამათეთ ვისაც გსურთ.

      P.S.

      ზოგიერთი გვაბრალებს, რომ რელიგიას იყენებენ საკუთარი „პოლიტიკური ზრახვების“ განსახორციელებლადო! ჯერ-ერთი არავითარი ცუდი „პოლიტიკური ზრახვები“ არ არის, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება აღდგეს. სხვა საკითხია რატომ, როგორ და რა სახით. უფრო მართალი იქნებოდა ჩვენს ოპონენტებს მივუგოთ, რომ ეს მათ გამოიყენეს და დღემდე იყენებენ პატრიარქს და საპატრირქოს საკუთარი უზნეო პოლიტიკურ-რელიგიური ზრახვების აღსასრულებლად. ხომ ხედავთ, რომ დღევანდელ თქვენ პატრიარქს ყველა აშანტაჟებს. კომუნისტები „აშანტაჟებდნენ“, მერე სამხედრო ხუნტა „აშანტაჟებდა“ როდესაც ქუჩებში ქართველებს ხვრეტდნენ და ამაზე ხმას ვერ იღებდა, მერე ე. შევარდნაძე აკურთხა და „ხმა ერისა“ უწოდა, მერე მიშისტებმა „დააშანტაჟეს“ და ათქმევინეს, რომ მიშა საქართველოს ჯვრისმტვირთველიაო და ა.შ. შანტაჟი, შანტაჟი, შანტაჟი… მოწამვლა უნდოდათ, მოკვლა უნდოდათ და რას აღარ იგონებენ. ყოველთვის მოშანტაჟეების სასრგებლოდ როგორ წყდება ყველაფერი? მაშინ რაღა უნდა მოჰკითხო მტაცებელი „მგლებისგან“ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველთა სამწყსოს, რომელსაც ვითომ საკურთხეველში შევარდნილი ყაჩაღებისგან დაშანტაჟებული მწყემსი ჰყავს სულიერ მამად?!

  28. davit Says:

    ბოდიში ბ-ნო რედაქტორო, გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნასა და ზრდილად შევეკითხები პოსიბლსა.

    ბ-ნო „პოსიბლ“, თქვენ რატომ არ მიდიხართ პატრიარქთან და არ ეტყვით, მამაო უწმიდესო, რატომ ლოცულობ მწვალებელებთანა, შენ ხომ სამოციქულო ეკლესიის პატრიარქი ხარ და რა დაგიბარეს შენ წმინდა მოციქულებმა რომ ამის ჩადენა არ შეიძლება და იუდას მსგავსი გაცემაა ჩვენი უფლისა ქრისტესი? მიპასუხე გაფიცებ პატრიარქსა პოსიბლ რატომ არ მიხვალ და არ შეეკითხები ამასა? ეგ კითხვა ყველას შესაკითხია და ჩვენ რას გვაყვედრი ჯერ მაგალითი შენ მოგვეცი და მერე შენს გაკაფულ გზაზე ჩვენც მოგყვებით!

    • ელენა Says:

      დავით, არიან ადამიანები, რომ არ იციან რა არის მწვალებლობა, რა არის ეკლესიის სამართალი, რატომ არ შეიძლება მწვალებლებთან ლოცვა, ნახე თბილისის ფორუმზე რას წერს ზოგიერთი ახალგაზრდა, – რა პრობლემაა ყველამ ერთად ვილოცოთ, ჩვენ ხომ ყველას ჩვენებურად გვწამს ღმერთიო. ანუ მათ ჰგონიათ რომ არსებობს ათასი ღმერთი, თავისი, სხვისი, კიდევ სხვისი და ა.შ.! ასეთი ხალხისთვის რწმენა არის პატრიარქის გარეგნულობა, და სასულიერო დასის გარე შესამოსელი, ხოლო შიდა სულიერი შესამოსელი – სჯულიერება, მათ არ აინტრესებთ. ასე რომ პოსიბლი ხედავს ლამაზ სასულიერო სამოსში გამოწყობილ პატრიარქს, კვერთხით და ულამაზესი მიტრით, შეხედვას თუ არა, მორჩა და დამთავრდა – უწმინდესია იგი მისთვის, არ აინტერესებს პოსიბლს, არის თუ არა, ეს პატრიარქი ქრისტეს ერთგული, მისი მოციქულების დადგენილი კანონების აღმსრულებელი! არ აინტერესებს, მორჩა და გათავდა!

  29. AFXAZI Says:

    qristes mxedrobas sicocxle da eshmakze gamarjveba…

    • ლომისა Says:

      ამინ!

      ღმერთმა დაგლოცოს AFXAZI. კეთილი იყოს შენი მობრძანება „დიდგორზე“.

      „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“! „ფსალმუნნი“

  30. giorgi Says:

    გამარჯობათ!
    ძალიან მაინტერესებს რა დაიბეჭდა გაზეთ: ,,კვირის ქრონიკა,,-ში? შეგიძლიათ აქ ატვირთოთ ის სტატია? გაზეტი ვერ ვიშოვე.

  31. giorgi Says:

    და კიდევ! ვინმემ თუ იცით რატომ დაეწრა ხელწერილი + ზოსიმემ? და რა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზეა საუბარი? და რამდენად რეალურია? გაყალბებული ხომ არაა?

    • ნიკა Says:

      პასუხი_გიორგის:
      ——————–
      ა) ვიცით რაც დაიბეჭდა გაზეთ ”კვირის ქრონიკა” – ში. გამოვაქვეყნებთ.
      ბ) არ არის გაყალბებული ”+ ზოსიმე” ხელწერილი და არც ის ისტორია, რაზეც ეს ხელწერილი დაიწერა. მამა გიორგი სხილაძე დაგიდასტურებთ. შეეკითხეთ მ. გიორგის შემდეგ მისამართზე: saqme@aol.com
      ნიკა გვარამია (”დიდგორი” – ის პრეს-სამსახური)

      • giorgi Says:

        უპირველეს ყოვლისა გმადლობთ პასუხის დაბრუნებისათვის და დაკვალიანებისათვის, თუ უფრო მეტი ინფორმაცია სად და როგორ ან ვისგან მივიღო.
        აქვე მინდა ავღნიშნო რომ ვარ ერთი ქართველი კაცი რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ერი, არც მსაჯული ვარ ვინმესი, და რომ გითხრათ სიმართლე საშინლად გული მწყდება როდესაც ასეთს ჭორად ერისკაცზე გავიგებ, ძალიან მეცოდება, მით უფრო მიძლიერდება ეს გრძნობა, თუ სასულიერო პირზე შევიტყობ. ასე რომ არ მემეტება არავინ ეს ამბები რომ მართალი იყოს. არადა ბევრჯერ მსმენია სხვადასხვა დროის მოღვაწე სასულიერო პირებზე, რა არის მართალი და რა არის სიცრუე მხოლოდ-ღა ღმერთმა უწყის.

  32. giorgi Says:

    ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს, წმიდა სინოდს

    “სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ!
    ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს სულიერი მამა და მოძღვარი, ჩვენც გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ თქვენი უწმიდესობის ერთგულ შვილებად. სწორედ მამაშვილობის ამ გრძნობამ გაგვაბედინა თქვენი ყურადღების მოპყრობა და ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება წერილობით მოგმართავთ ჩვენს გასაჭირზე: ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, მუდამ თქვენდამი სიყვარულით განწყობილნი და ერთგულებით მლოცველნი, თქვენს მიერ ნაკურთხნი და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, თქვენს მიერ მადლით აღვსილნი, ყოველთვის დიდი რწმენით და სასოებით ვემსახურებოდით და ვემსახურებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ალავერდის ეპარქიაში მრევლს. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მრავალრიცხოვანი მრევლის ერთგულება რწმენისადმი, ჩვენი ტაძრებისა და ტრადიციებისადმი, მათი მღვდელმსახურებისადმი. ეპარქიის მღვდელთა შორის მუდამ იყო ქრისტესმიერი სიყვარული, ერთმანეთისადმი ძმობა, თანადგომა და თანაგრძნობა, ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობის ან დაპირისპირების სულ უმნიშვნელო გამოვლენაც კი. ყოველივე ზემოთქმული იყო ეპარქიის ღირსეულ მღვდელმთავართა ყველასადმი ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობის, ყველასადმი ერთნაირი სიყვარულის, სამართლიანი მოთხოვნის შედეგი.
    ეს ყველაფერი იყო და სამწუხაროდ აღარ არის, აღარ არის მას შემდეგ, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი დავით მახარაძე. მან ერთბაშად, მოსვლისთანავე ხელი მიჰყო ადგილობრივი მღვდლების დევნასა და შევიწროებას. მისი ქცევისა და ურთიერთობის წესი არაფრით არ ესადაგება ეკლესიის როგორც კანონიკურ, ისე ტრადიციულ წესებს, რაშიც ენერგიულად იყენებს თავის მიერ ჩამოყვანილ და ადგილზე გაფართოებულ ” ერთგულ მსახურთა” მცირე გუნდს. ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე უნდობლობას გვიცხადებს მღვდლებს და მრევლს. ეკლესიაში ამკვიდრებს ურთიერთდაპირისპირებას და სიძულვილს, მიმართავს შანტაჟს, დაშინებას, ეკონომიკურ ზემოქმედებას. აშკარად ავადმყოფური განდიდების მანიით შეპყრობილი, ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, კარგსა და ავს, ჭეშმარიტსა და მცდარს, რითაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა ეკლესიის მსახურთა საქმიანობა, ათეულ წლობით სათუთად მოვლილი და შენახული, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, კომუნისტურ რეპრესიებს გადარჩენილი, ღვთისა და მრევლის წინაშე პირნათელი ალავერდის ეპარქია.
    მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება ყოველნაირად ვცდილობდით ადგილზე მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. ვუფრთხილდებოდით როგორც ეპარქიის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს და ავტორიტეტს, მივდიოდით ყოველგვარ დათმობაზე, მიტევებაზე, შერიგებაზე, ურთიერთგაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი ასად უკუღმა გვიბუნდებოდა. ეპისკოპოსი დავით მახარაძე უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით აგრძელებდა თავის პირადი მიზნების განხორციელებას. არა და არ დაგვადგა საშველი. მისმა გაუთავებელმა და დაუოკებელმა მოქმედებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამიტომ დღეს თავს ვალდებულად ვთვლით და უფლებას ვაძლევთ უმორჩილესად მოგმართოდ თქვენ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და წმიდა სინოდს – გამოვიტანოთ სააშკარაოდ თქვენს წინაშე, თუ რა მდგომარეობაა ალავერდის ეპარქიაში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე. მოკლედ, სულ რამდენიმე მაგალითით, შევეცდებით წარმოგიდგინოთ შექმნილი ვითარება.
    1993 წლის სექტემბერში, თელავის ღვთაების ტაძარში (რეზიდენციაში), პირველად შემობიჯებისთანავე, მეუფე დ. მახარაძემ, მისალმებისას ეკლესიის დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს პირდაპირ განუცხადა: ” საორწილე აქ არაფერია, ყველაფერი ჩამაბარეო”. აქვე გამოაცხადა ღვთაების ტაძარი დედათა მონასტრად. დეკანოზმა მოკრძალებით განუმარტა ამ აზრის მიზანშეუწონლობა, რასაც ეპისკოპოსმა ყურიც არ ათხოვა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. მეორე დღეს, საღამო ხანს, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ სახლში მიაკითხა დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს ორი მანქანით, მოსთხოვა სასწრაფოდ ღვთაების ტაძრის შემოსავლების მისთვის გადაბარება. ეპისკოპოსს ზურგს უმაგრებდნენ მეორე მანქანაში მყოფი კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები. იარაღის ძალის დემონსტრირებით, მხედრიონელების დახმარებით ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ ხელში ჩაიგდო თელავის ღვთაების ტაძრის წინამძღვრობა. ასეთ სიტუაციაში ტაძრის ”გადაბარებამ” მეტად არასასიამოვნო და გაუგებარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ყველა. ეს იყო მხედრიონის თარეშის ხანა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ვიდრე ერთ-ერთ საეპარქიო კრებაზე, მიუხედავათ სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობისა, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ გამოიტანა დადგენილება ყოველ ტაძარზე სამი მხედრიონელის მიმაგრების შესახებ. ამ დადგენილებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: მხედრიონელები, მეუფე დ. მახარაძის დავალებით ცემა-ტყეპით გაუმასპინძლდნენ ალავერში მოსულ მლოცველებს: ქალებს, კაცებსა და ბავშვებს, ეპისკოპოსი კი მეორე დღეს ამით თავს იწონებდა და იძახდა: ”ეს სჯულის კანონით მიღებულიაო”. სულ მალე, მხედრიონელებმა, რომლებმაც ჯერ შეურაცხყვეს აწყურის წმ. გიორგის ტაძარი, რადგან აღსავლის კარით შევიდნენ საკურთხეველში და როცა ვერაფერი იპოვეს, ძარცვის მიზნით, სოფ. რუისპირში თავს დაესხნენ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის ოჯახს, მისმა მეუღლემ მომხვდურებს განუცხადა, რომ ეკლესიას, მღვდლის ოჯახს ასე არ უნდა მოქცეოდნენ, რაზეც მხედრიონელთა უფროსმა პირდაპირ უპასუხა: ამაზე ჩვენ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევა გვაქვსო. ეპისკოპოს დ. მახარაძის მხედრიონთან ალიანსის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ მხედრიონის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მრევლში აგროვებდა ხელმოწერებს მათი შეწყალების მოთხოვნით.
    დამნაშავეთა სამყაროსთან ეპისკოპოს დ. მახარაძის საეჭვო ურთიერთობებზე მეტყველებს ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 5 ტონა შაქრის ფხვნილის შუამთის მონასტრიდან ყაჩაღური გატანის ფაქტიც, თუ არა ჩვენი ჩარევა, ეპისკოპოსი ამაზე საქმის აღძვრასაც კი არ აპირებდა. შემდგომ, დეკანოზ ბარნაბა წვერიკმაზაშვილისადმი მტრულად განწყობილმა მეუფემ სცადა, მისთვის დაებრალებინა ეს სამარცხვინო ქურდობა. ყურადსაღებია ის, რომ ამ დროს შუამთის მონასტერს თავს აფარებდა ორი საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავე, ვითომდა სულის განსაწმენდელად.
    როგორს ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ იმთავითვე განაცხადა: ” აქ საორწილე არაფერიაო” და რასაც დღეს ასე ხსნის: ”მაშინ ძალიან მიჭირდაო”, ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილმა მოახდინა ტაძრების სამეურნეო- საფინანსო საქმეების სრული მონოპოლიზაცია, შემოიღო ჩვენს დროში საქართველოს საეკლესიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო მოვლენა—ალავერდის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ცენტრალიზაცია. მიუხედავად მღვდელმსახურთა წინაარმდეგობისა, მეუფემ მაინც თავისი გაიტანა, ეპარქია ”ახალ სისტემაზე” გადაიყვანა. რის განსახორციელებლადაც იყენებდა, როგორც თვითონ უწოდებს ექსპერიმენტს: ყოველ საეპარქიო კრებაზე მღვდლების ერთი ტაძრიდან მეორეში სისტემატიურ გადაყვან- გადმოყვანას, დანიშვნა-განთავისუფლებებს, ურთიერთდაპირისპირებების შექმნას, მღვდლების ავტორიტეტის შელახვას.
    იმ დევიზით, რომ ებრძვის ”საპატრიარქოს მაფიას”, გააუქმა საპატრიარქოსთან ანგარიშგების და ურთიერთობის მანამდე არსებული წესი. აკრძალა საპატრიარქოსთან ჩვენი ყოველგვარი უშუალო ურთიერთობა. გზა გაუხსნა ბაზრის ( კერძო წარმოების) სანთელს. როდესაც ეს ფაქტი ვამცნეთ უწმიდესს და უნეტარეს პატრიარქს, მეუფე დ. მახარაძე უფრო მეტ დაუძინებელ მტრად გვექცა. მიგვაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი ყოველგვარი საფინანსო ინფორმაცია არის საეჭვო და შესამოწმებელი.
    რაკი მაინც ვერ მოახერხა ტაძრიდან ტაძარში მღვდლების ამდენი გადაყვან- გადმოყვანით ( რასაც დეკანოზმა ევსტათი ბელადიძემ ’’ფსიქოლოგიური ომი’’ უწოდა), ტაძრების წინამძღვრებად თავისი სასურველი პირების დანიშვა—თვითონ შეითავსა ყველა ტაძრის წინამძღვრობა. მღვდლებს ჩამოერთავათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფილობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშა და ზემოქმედებაში ამყოფოს. სამღვდელოება ჩამოაცილა საპატრიარქოს, იქამდე მივიდა, რომ ყოველ ქრისტიან-მართლმადიდებელ ქართველთა უპირველეს სულიერ მოძღვართან, უწმიდესთან და უნეტარესთან მისვლას, გულისტკივილის თუ აღსარების თქმასაც კი გვიშლის, თვითონ აღსარების საიდუმლოს მიღებას მისცა დაკითხვა- დასმენის ხასიათი და მნიშვნელობა. საეპარქიო კრებებზე და ცალკეული შეხვედრებისას მაგნიტოფონით ახდენს ჩვენი საუბრების ჩაწერას.
    ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად უარყოფით ზეგავლევას ახდენს ეპარქიის მღვდელთა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ყოფაზე, რა თქმა უნდა ეპისკოპოსთან დაახლოებული ვიწრო წრის გამოკლებით.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპისკოპოს დ. მახარაძის ხელმძღვანელობით და ხელის შეწყობით ალავერდის ეპარქიაში არაფერი მნიშვნელოვანი და ღირსეული არ შექმნილა. მისმა მისიონერულმა ნაღვაწმა, ვითომდა ეკლესიურმა მსვლელობებმა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, მთათუშეთში, არავითარი სასიკეთო ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან ამ ყველაფერს თან ახლდა ეპისკოპოსის ახლობლების მხრიდან უზნეო საქციელი, ლოთობა და გაუპატიურება. ამ მოვლენებმა მხოლოდ ავტორიტეტი შეულახეს ეკლესიის მსახურთ.
    ვხედავდით რა, რომ მეუფე დავით მახარაძეს არ ჰყოფნიდა არც სულიერება, არც ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ ყველამ, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე არაერთხელ ვცადეთ გვერდში დავდგომოდით და როგორმე სწორად წარგვემართა საერთო საქმე, მაგრამ მისგან ყოველთვის, პირდაპირ და ზურგსუკან, ვერაგულ და დაუმსახურებელ პასუხს ვიღებდით. ამის შედეგია ოთხი სასულიერო პირის გაძევება- გაქცევა ეპარქიიდან.
    ყოვლად გაუგებარია და გაუმართლებელი ეპისკოპოს დ. მახარაძის აშკარა მტრული დამოკიდებულება ხალხის, მორწმუნე მრევლის საეკლესიო და საერო ტრადიციებისადმი. რამაც მთლიანად გააოგნა ხალხი და მრავალი მორწმუნე სრულიად ჩამოსცილდა ეკლესიას, დაიფანტა ძველი მრევლი. მაგალითად ტაძარში მლოცველებს აუკრძალა ღამისთევა, არ მიიღო საზიარებლად ამაღლების დღესასწაულზე სოფლებიდან ჩამოსული, მარხვაგამოვლილი მორწმუნეები, თანამზრახველთა დახმარებით სასაცილოდ აიგდო და ტაძრიდან გააძევა ისინი.. კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნია სადღესასწაულოდ მოსულ მლოცველთა მიერ საკლავის დაკვლა და მხიარულება. ყოველთვის ცდილობს ასეთ მოვლენები წარმოაჩინოს უარყოფითად, მისცეს მათ საწინააღმდეგო ახსნა, დაინახოს ყველაფერში მხოლოდ ცუდი და მიუღებელი. უფრო მეტიც, ეპისკოპოსი სთესავს ერთა შორის, ეკლესიათა შორის, სარწმუნოებათა შორის მტრობას, განხეთქილებას, დაპირისპირებას, იყენებს ცილისწამებებს და ჭორებს, ქონდრისკაცისეულ შანტაჟებს, მდაბიო, უმეცარ გამოსვლებს ტელევიზიით და ყოველივე ამას საფუძვლად უდებს თავის უსუსურ, აკვიატებულ წარმოდგენებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაზე. შემოკრებილი ამალის გუნდრუკის კმევით, მთელი თავისი ქმედებით, სპობს და ბოლოს უღებს ყოველივე იმას, რასაც პირველი თვითონ უნდა იცავდეს,უფრთხილდებოდესდა მზრუნველობდეს. ყოველივე ამის კიდევ ერთი დადასტურება და მაგალითია ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის დროს ეპისკოპოს დ. მახარაძის ცილისწამებები დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის მიმართ.
    იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, გამოუცდელობასთან ერთად, ამპარტავანს ხდის ეპისკოპოს დ. მახარაძეს, რაც თავისთავად ხელს უშლის მას სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ამასწინად საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ გამოცხადებული სამდღიანი მარხვისა და წირვის შესახებ ინფორმაცია მან არ გააცნო ეპარქიის მღვდელმსახურებს. იმარხულეს და წირვა აღავლინეს მხოლოდ მეუფესთან დაახლოებულმა პირებმა, დანარჩენებს კი ამის შესახებ შეგნებულად არ შეგვატყობინეს. ჩვენს ეპარქიაში წირვისათვის საჭირო სებისკვერს ყველა ტაძარში ეპისკოპოსის მთავარხუცესი არიგებს, ასე რომ მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ტაძარში როდის და რამდენჯერ აღსრულდება წირვა-ლოცვა. რატომ არ მოგვიტანეს ასეთ უმნიშვნელოვანესი დღისათვის სებისკვერი, რატომ არ გაგვაფრთხილეს გამოცხადებული მარხვის შესახებ? იმიტომ, რომ მრევლისა და ხალხის თვალში დავემცირებინეთ. თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჭორი და მართალი სწრაფად ვრცელდება; თვითონ იმარხულეს, ილოცეს, ხალხის წინაშე ღვაწლმოსილნი გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენ შერცხვენილნი, უმარხველნი, ულოცველნი და თავსლაფდასხმულნი, საქმის მოღალატენი უნდოდათ წარმოვეჩინეთ ხალხის თვალში; აი, რა მეთოდებით გვთრგუნავენ და გვასწორებენ მიწასთან. ესეც ჩვენი ეპისკოპოსის აზროვნების და მოქმედების დამახასიათებელი ნიმუშია.
    აგრეთვე არავინ იცის, ვის და რას ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან მეუფის მიერ შექმნილი შ. პ. ს. ‘’კიპარისი’’.
    საზოგადოებაში და მორწმუნეთა შორის გაუგებრიბასა და არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს მისი ლტოლვა შუამთის დედათა მონასტრისადმი, სადაც დღისით თუ ღამით, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მონასტერში არ არის არჩეული წინამძღვარი, ესეც თვითონ შეითავსა, წირვა- ლოცვები ტარდება ბერძნული წესის მიხედვით. ეპისკოპოსის ყოველი დაბრუნებას თელავში, ღვთაების მონასტერში მეფის შესაფერისი ზარ- ზეიმით ხვდებიან მისი გუნდის წევრები.
    [u]უნდა ითქვას, რომ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან ჯდომა და ქალაქში განავარდება მისთვის მეტად სასიამოვნო საქმიანობაა. იყო შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, 4 მგზავრით იყალთოს მონასტრის გზაზე გადააკოტრიალა ავტომანქანა ’’ნივა’’. ღვთის წყალობით ყველანი გადარჩნენ. ჩვენ მაშინაც ვურჩიეთ, რომ მთვრალი აღარ დამჯდარიყო საჭესთან.
    როგორც ამ ოთხმა წელმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, ეპისკოპოს დავით მახარაძეს მისი პიროვნული თვისებები: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნემა, შური, სიძულვილი, ამასთან მცირე ცოდნა და გამოუცდელობა ხელს უშლის იცხოვროს და იღვაწოს მისი მაღალი წოდებისა და საპატიო სამსახურის შესაფერისად, ღირსეულად. ამიტომაც სჭარბობს მის საქმიანობაში საეო ცხოვრებაში დამკვიდრებული სამსახურებრივი ურთიერთობის მანკიერი და მახინჯი მეთოდები და ხერხები. ხელქვეითთა მიმართ მისი დამოკიდებულება განპირობებულია არა სიყვარულით, სათნოებით, მამობრივი მზრუნველობით, ურთიერთგაგებით, მიტევებით არამედ დესპოტის სიძულვილით, უსიტყვო მონური მორჩილებით, ლაქიობის, პირმოთნეობის დასაგმობი პრინციპებით.
    ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. გაიხლიჩა სამღვდელოება, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საეპარქიო კრებებზე მუდმუვად დაძაბული ატმოსფეროა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებები უფრო სასამართლო სხდომებს ჰგავს. შექმნილი სიტუაცია სასწრაფო განმუხტვას მოითხოვს.
    თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ კახელები მომთმენი ხალხი ვართ, ღვთის წინაშე მოსათმენი მოვითმინეთ, დასათმობი დავთმეთ, მისატევებელი მივუტევეთ, არა ერთხელ, არამედ ათასჯერ, მაგრამ ყოველივე ამან კეთილი ნაყოფი არ გამოიღო, ყოველივე უარესისაკენ წავიდა. აქ არის ერთი უპირველესი და უმთავრესი გარემოება, რომელიც ჩვენს გაჭირვებას გაუსაძლისს ხდის: მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დ. მახარაძემ ბევრი რამ დაგვაკარგინა და ბევრიც დაგვათმობინა, მთავარი მაინც ის არის, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა აღარ არის და რაც ყველაზე გულსატკენია არა გვყავს სულიერი მამა და მოძღვარი, გზის მანათობელი და სულის მესაიდუმლე. სამწუხაროდ მეუფემ ეს ვერ შეძლო. იგი ჩვენ არ გვენდობა ( ამას ყველას გასაგონად გვეუბნება). ვეღარც ჩვენ ვენდობით მას. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ მეუფეს აღსარება ჩავაბაროთ და შენდობა და პატიება გამოვთხოვოთ, რადგან ან ამ აღსარების მონებად გვაქცევს ან ხალხში წამოგვაძახებს განდობილ საიდუმლოს! დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები! ვერც მის მთავარხუცესებს ჩავაბარებთ აღსარებას გასაგები მიზეზების გამო.
    ასე, რომ თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ უმამოდ დარჩენილთ, დაობლებულთ და გზააბნეულთ სხვა არა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგმართოთ თქვენ— ჩვენს დიდ მამას, ერის სულიერ მამას და გთხოვოთ შეწყალება.
    ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს შესაბამისი ციტატები წმიდა წერილიდან თუ სჯულის კანონიდან, თქვენს უწმიდესობას ერთიც და მეორეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება. ჩვენი ერთადერთი სურვილია ალავერდის ეპარქიას დაუდგინოთ ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც გაამთლიანებს, გააერთიანებს გახლეჩილ ეპარქიას, გაგვიწევს მამობას, რომელიც გასწმედს ჩვენს სულებს ცოდვებისაგან.
    ამიტომ უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე წმიდა სინოდს, რომ ’’უნაყოფო ხე მოიკვეთოს’’, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების მეოხებით, კვლავ ძველებურად ღვთისადმი ერთგულებით და სიყვარულით, ლოცვითა და ვედრებით, ჩვენი ყოველდღიური გულწრფელი მსახურებით, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნად ყველაზე წმიდა და დიდ საქმეში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამსახურში.
    იმედი გვაქვს, რომ თქვენი უწმიდესობა შეუნდობს თავის ცოდვილ და მასთან ერთგულ შვილებს და ჩვეული სიბრძნით გამოიყვანს სულიერი გაჭირვებიდან.
    ჩვენთან არს ღმერთი.

    დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი
    დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი
    დეკანოზი ევსტათი ბელადიძე
    დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი
    დეკანოზი ბარნაბა წვერიკმაზაშვილი
    დეკანოზი დავით მოსიაშვილი (გარდაიცვალა)
    მღვდელი ზენონ მანოშვილი (გარდაიცვალა)
    მღვდელი ელისე ბურდული
    მღვდელი ფარნაოზ მარგალიტაშვილი
    მღვდელი ისააკი
    14 აგვისტო, 1997 წელი ქ. თელავი
    ——————————————–

    კათოლიკოს- პატრიარქისა და წმიდა სინოდის მხრიდან ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დავით მახარაძე დღესაც ალავერდის ეპარქიის ხელმძღვანელია. უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში კათოლიკოს- პატრიარქმა იგი ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო შემდეგ მიტროპოლიტის საპატიო ტიტულებით დააჯილდოვა. გარდა ამისა მიტროპოლიტი დავით მახარაძე იყო საქართველოს საპტრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო ამჟამად საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
    ,,მიტროპოლიტი,, დავითი ირაკლი მახარაძე არის, მღვდელმთავრობისათვის შეუფერებელი, იგი შუღლის, ღვარძლისა და შფოთის მთესველია, მან როგორც მღვდელმთავარმა ვერ გაამართლა, იგი შესაძლოა შესანიშნავი ბერი ყოფილიყო დავით გარეჯის მონასტერში, როგორც მღვდელმთავარი კი არარაი არს, მან ეპარქიაში მოიწყო ბიზნესი, მისი და მისი ოჯახის ახლობლების ხელთაა მთელი შემოსავლები, იგი იქცა ხელშეუხებელ სასულიერო ხარისხს შეფარებულ ოლიგარქად. მისმა პირადმა ქონებამ შესაძლოა მილიარდებს მიაღწია, დაბრძანდება უკანასკნელი მოდელის ავტომანქანით, ეპარქიაში აშენებს მხოლოდ ისეთი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს საიდანაც შემდგომ ფინანსური შემოსავლები გარანტირებული ექნება. მაგ: (ალავერდის საკათედრო ტაძრის ეზოში ღვინის ქარხანა) მაშინ როცა ეპარქიის უპირველესი სიწმინდე, პირველი მღვდელმთავრის ამბა იოსებ ალავერდელის წმინდა საძვალე საშინლად მოუწესრიგებელია, მასთან მისასვლელი და თვითონ საფლავი სავალალო მდგომარეობაშია, ნაცვლად ამისა ღვინის ქარხანა ამჯობინა აღეშენებინა, და რაც ვიტომდა აღაშენა ის კი საქმეა? ეს ადამიანი არის საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილების ხელმძღვანელი, რაც იმას ნიშნავს რომ მისი განხილვისა და ზედამხედველობის ლოცვა-კურთხევის გარეშე ქვეყანაში არცერთ ტაძარს, მონასტერსა თუ საეკლესიო დანიშნულების ნაგებობას კენჭი არ უნდა გამოსძვრეს და მიემაგროს, ვაი თუ მართლა ასეა დაღუპილა ქართული არქიტექტურა, ნახეთ ადამიანებო მისი ,,შემოქმედება,, ალავერდის საკათედრო ტაძრის დარბაზ, სატრაპეზოს საცხოვრისის სახურავზე საკვამურები რა ფორმისაა მომიტევეთ მაგრამ ერთი ძალიან წააგავს მეჩეთს, ნეტა ფეიქარ ხანის საპატივსაცემოდ ხომ არ წამომართა? ,,კუდა ხარი თავისთვის არ ვარგოდა და სხვას ბუზებს უნიავებდა’’-ო ხომ გსმენიათ? ეპარქია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტაძრებისა და მონასტრების სიმრავლითაა ცნობილი, მისი მღვდელმთავარი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში (ქსნის მთაზე) აშენებს მონასტერს მაშინ როცა აქ მხოლოდ სარფიან შენობებზე ზრუნვის მეტს არას იჩენს რას. გახსოვთ ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს პეტრე ცისკარიშვილმა, ბადაგონის ქარხანაში ტონობით ფალსიფიცირებული ღვინო დააქცია, პირველი ვინც მინისტრის საქციელი გააპროტესტა, ღვინის ბიზნესში უკვე კარგად გარკვეული ეპისკოპოსი გახლდათ, ნეტა რატო? ბადაგონის წარმოებასთანაც ხომ არააქვს თითგასალოკი რამე?
    ერთი რამ ცხადზე ცხადია იგი უნდა წავიდეს ეპარქიიდან! მან თავისი თავი როგორც ეპისკოპოსმა ამოწურა, მისი ამ ეპარქიაში მოღვაწეობის გაგრძელება დაუშვებელია!
    უწმიდესო თქვენ ზალიან კარგად იცნობდით ამბა გრიგოლს (ცერცვაძე) რომელიც იმჟამად როდესაც თქვენი აღსაყდრება აღესრულა მღვდელმთავართა შორის უპირატესი გახლდათ, სწორედ მან დაგადგათ უწმიდესის თავსაბურავი და შეგმოსათ, ნუ დაივიწყებთ მის თქვენდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, უშველეთ მის უსაყვარლეს დანატოვარ სამწყსოსა და ეპარქიას.

  33. giorgi Says:

    აღნიშნული წერილის დაწერის შემდეგ ხელისმომწერი ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა: მღვდელი მამა ზენონი ჯერ იძულებული გახდა და ეპარქიიდან წავიდა, სამწუხაროდ იყალთოს მოწყვეტილი თბილისში გადასახლდა და იქ მსახურობდა. დეკანოზი მამა დავითი (მოსიაშვილი) ეპარქიიდან არ წასულა მაგრამ ეპისკოპოსი მას გარდაცვალებამდე სხვადასხვა სასჯელებით სჯიდა. ეპარქია ბევრმა სასულიერო პირმა დატოვა, მათშორის დეკანოზმა ბარნაბა წვერიკმაზაშვილმა, მღვდელმა დიმიტრი აბაიშვილმა, დიაკონმა ნიკოლოზ ალავიძემ (რომელიც ამჟამად მღვდელია) ეპარქიიდან წასული მორჩილები თუ სტიქაროსნები სხვაგან უკვე სასულიერო პირები არიან , მაგალითად სტიქაროსანი გიორგი (ბონდო) მელექსიშვილი ამჟამად უკვე მღვდელია. კათალიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი-მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ალავერდის ეპარქიიდანაა და აქ რომ დარჩენილიყო ალბათ ჯერ ისევ სტიქაროსანი იქნებოდა, დიაკონი ოთარი უკვე ოც წელზე მეტია დიაკონია.
    დავითის ეპისკოპოსობის დროს გარდაიცვალა წინანდლის მღვდელი გიორგი ზარდიაშვილი გარდაცვლილს მისი პირადი სრული შესამოსელიც კი არ ჩააცვა, აქ ცოცხლებს არ ააქვთო და ….

  34. giorgi Says:

    აღნიშნული წერილი განთავსებულია: forum.ge/?showtopic=33867891&view=old –

  35. giorgi Says:

    კათოლიკოს- პატრიარქისა და წმიდა სინოდის მხრიდან ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დავით მახარაძე დღესაც ალავერდის ეპარქიის ხელმძღვანელია. უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში კათოლიკოს- პატრიარქმა იგი ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო შემდეგ მიტროპოლიტის საპატიო ტიტულებით დააჯილდოვა. გარდა ამისა მიტროპოლიტი დავით მახარაძე იყო საქართველოს საპტრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო ამჟამად საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
    ,,მიტროპოლიტი,, დავითი ირაკლი მახარაძე არის, მღვდელმთავრობისათვის შეუფერებელი, იგი შუღლის, ღვარძლისა და შფოთის მთესველია, მან როგორც მღვდელმთავარმა ვერ გაამართლა, იგი შესაძლოა შესანიშნავი ბერი ყოფილიყო დავით გარეჯის მონასტერში, როგორც მღვდელმთავარი კი არარაი არს, მან ეპარქიაში მოიწყო ბიზნესი, მისი და მისი ოჯახის ახლობლების ხელთაა მთელი შემოსავლები, იგი იქცა ხელშეუხებელ სასულიერო ხარისხს შეფარებულ ოლიგარქად. მისმა პირადმა ქონებამ შესაძლოა მილიარდებს მიაღწია, დაბრძანდება უკანასკნელი მოდელის ავტომანქანით, ეპარქიაში აშენებს მხოლოდ ისეთი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს საიდანაც შემდგომ ფინანსური შემოსავლები გარანტირებული ექნება. მაგ: (ალავერდის საკათედრო ტაძრის ეზოში ღვინის ქარხანა) მაშინ როცა ეპარქიის უპირველესი სიწმინდე, პირველი მღვდელმთავრის ამბა იოსებ ალავერდელის წმინდა საძვალე საშინლად მოუწესრიგებელია, მასთან მისასვლელი და თვითონ საფლავი სავალალო მდგომარეობაშია, ნაცვლად ამისა ღვინის ქარხანა ამჯობინა აღეშენებინა, და რაც ვიტომდა აღაშენა ის კი საქმეა? ეს ადამიანი არის საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილების ხელმძღვანელი, რაც იმას ნიშნავს რომ მისი განხილვისა და ზედამხედველობის ლოცვა-კურთხევის გარეშე ქვეყანაში არცერთ ტაძარს, მონასტერსა თუ საეკლესიო დანიშნულების ნაგებობას კენჭი არ უნდა გამოსძვრეს და მიემაგროს, ვაი თუ მართლა ასეა დაღუპილა ქართული არქიტექტურა, ნახეთ ადამიანებო მისი ,,შემოქმედება,, ალავერდის საკათედრო ტაძრის დარბაზ, სატრაპეზოს საცხოვრისის სახურავზე საკვამურები რა ფორმისაა მომიტევეთ მაგრამ ერთი ძალიან წააგავს მეჩეთს, ნეტა ფეიქარ ხანის საპატივსაცემოდ ხომ არ წამომართა? ,,კუდა ხარი თავისთვის არ ვარგოდა და სხვას ბუზებს უნიავებდა’’-ო ხომ გსმენიათ? ეპარქია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტაძრებისა და მონასტრების სიმრავლითაა ცნობილი, მისი მღვდელმთავარი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში (ქსნის მთაზე) აშენებს მონასტერს მაშინ როცა აქ მხოლოდ სარფიან შენობებზე ზრუნვის მეტს არას იჩენს რას. გახსოვთ ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს პეტრე ცისკარიშვილმა, ბადაგონის ქარხანაში ტონობით ფალსიფიცირებული ღვინო დააქცია, პირველი ვინც მინისტრის საქციელი გააპროტესტა, ღვინის ბიზნესში უკვე კარგად გარკვეული ეპისკოპოსი გახლდათ, ნეტა რატო? ბადაგონის წარმოებასთანაც ხომ არააქვს თითგასალოკი რამე?
    ერთი რამ ცხადზე ცხადია იგი უნდა წავიდეს ეპარქიიდან! მან თავისი თავი როგორც ეპისკოპოსმა ამოწურა, მისი ამ ეპარქიაში მოღვაწეობის გაგრძელება დაუშვებელია!
    უწმიდესო თქვენ ზალიან კარგად იცნობდით ამბა გრიგოლს (ცერცვაძე) რომელიც იმჟამად როდესაც თქვენი აღსაყდრება აღესრულა მღვდელმთავართა შორის უპირატესი გახლდათ, სწორედ მან დაგადგათ უწმიდესის თავსაბურავი და შეგმოსათ, ნუ დაივიწყებთ მის თქვენდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, უშველეთ მის უსაყვარლეს დანატოვარ სამწყსოსა და ეპარქიას.

  36. giorgi Says:

    ამ წუთას შევიტყვე რომ მთავარეპისკოპოსი ზოსიმე აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში!

  37. giorgi Says:

    ალბათ მიტროპოლიტ ანანიას მეორე პანაღიასა და სკუფიაზე ჯვრით დააჯილდოვებენ,
    მეუფე ათანასე ჩახვაშვილს კი პენსიაზე გაუშვებენ.

  38. giorgi Says:

    სასაცილოა ეს ყველაფერი ვაგლახ რომ მართლაც-და სატირალი რომ არ იყოს! არვიცი გულწრფელად გეკითხებით გვეშველება რამე?

    • ნიკა Says:

      პასუხი_გიორგის:
      ——————-
      დიახ, სატირალი არის ეს ყველაფერი რაც ხდება დღეს ქართულ ეკლესიაში (ეკუმენისტური), მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ეკლესიის გზა მუდამ გოლგოთის გზა იყო და ასე იქნება ღვთის სამსჯავრომდე. იმედია, წაიკითხეთ, წერილი ანტიქრისტეს ბეჭედზე, რაც სულ ბოლოს გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე. მე პირადად შეძრწუნებული დავრჩი, რადგან ამას წერს ის მეცნიერი ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ბეჭდის შექმნაში. შეძრწუნებული დავრჩი, იმითაც, რომ ეს მეცნიერი ადასტურებს მხეცის ელექტრონული ბეჭდის გამოყენებას ფართო მასებში. ე. ი. სრულიად ცხადია, რომ ღვთაებრივი წინასწარმეტყველება აღსრულდა! ჩვენ ფეხი შევდგით საყოველთაო განდგომილების სულ ბოლო ფაზაში და საცაა გამოცხადდება ანტიქრისტე. ხოლო ისიც ვიცით, რომ მისი მეფობა სამწელიწად ნახევარი გაგრძელდება და მერე მოდის უფალი საბაოთ! მაშ, რაღა დარჩა? დიახ, დღეები დათვლილია! დრო ძალიან მცირე დარჩა სინანულისთვის!
      ”დიდგორი”/პრეს-სამსახური

  39. giorgi Says:

    ვინმეს შეუძლია მითხრას ვინ არის გიორგი ხარაზიშვილი? (არ ვგულისხმობ მის სასულიერო იერარქიულ წოდებას)

    • stalker Says:

      giorgi xarazishvili romeligac tazris mgvdelia da sinodis wevris zosimes mimdevariao…:(


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: