არქიმანდრიტი რაფაელი – სწრაფვა კათოლიციზმისაკენ

საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი არქიმანდრიტის რაფაელ კარელინის წერილი ცხადყოფს, რომ თავად საპატრიარქოს სამღვდელოების გარკვეული ნაწილიდან დაგმობილია პაპიზმი, როგორც ერესი (რედ.)
ვიდეო „666“

jvarosnebis saiti
 
„რომის საღვთო იმპერიის საიტი“ http://jvarosnebi.com/index.php?showtopic=2708&st=15

კათოლიციზმით მოხიბლული ჰუმანისტები


papi da patr

     ამ წერილში ერთ საინტერესო მოვლენაზე გვინდა საუბარი. ინტელიგენციის ნაწილს, რომელიც რელიგიურობით მაინცა და მაინც არ გამოირჩევა, კათოლიციზმისაკენ მიუწევს გული. უცნაურია, რომ ჰუმანისტები და ლიბერალები სიმპათიას იჩენენ ამ აღმსარებლობისადმი, რადგან ისინი, ერთი მხრივ უმაღლეს ფასეულობად ადამიანის ღირსებასა და უფლებებს, მათ შორის რელიგიის თავისუფლებას აცხადებენ, მეორე მხრივ კი სოლიდარობას გამოხატავენ ყველაზე ტოტალიტარული კონფესიისადმი. ეს სწორედ ის კონფესიაა, რომელიც ინკვიზიციის ცეცხლითა და ჯვაროსნული ომების მახვილით განამტკიცებდა თავის ბატონობას და, რომელმაც სისხლიანი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. შესაძლოა შემოგვედაონ: კათოლიციზმი ახლა სხვაა, უკვე ჩაქრა ინკვიზიციის კოცონი და „რომის“ საღვთო იმპერიიდანაც“ მხოლოდ მიწის მცირე ნაგლეჯი, ვატიკანიღა დარჩა, ამიტომ საშინელებანი და ძალადობა წარსულს ჩაბარდაო, მაგრამ კბილებჩაცვენილი ვეფხვი ზნეს არ იცვლის და კათოლიციზმის დოქტრინებიც უცვლელი რჩება. ინკვიზიცია და ჯვაროსნული ომები გამომდინარეობდა თავად კათოლიციზმის არსიდან – შექმნილიყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის თავიც პაპი იქნებოდა. ეს იმთავითვე უმთავრესი იდეა გახლდათ კათოლიციზმისა. მაგრამ სახელმწიფო ხომ ძალადობისა და იძულების გარეშე ვერ იარსებებს!

Masonebi_3

     ისტორიიის გარკვეულ. საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში არსებობდა „რომის საღვთო იმპერია“ ამ სახელმწიფოში პაპს სამეფო ტახტი ეპყრა და იმპერიას უფრო მახვილით მართავდა, ვიდრე ჯვარით. მოგვიანებით თავად ხალხმა უარყო ეს „თეოკრატია“ (პაპ პიუს IX –ის დროს სახალხო რეფერენდუმის ჩატარების შედგად პაპის ხელისუფლება მეფის ხელისუფლებით შეიცვალა). გეოგრაფიული რუკებიდან გაქრა „რომის საღვთო იმპერია“, მაგრამ კათოლიციზმში უცვლელად დარჩა თავად პრინციპი სახელმწიფოსი- პრინციპი პრაგმატიზმისა, დიპლომატიისა, სანქციებისა და წახალისებისა – ორიენტირები, რომლებითაც კათოლიციზმი გარეგანი ძალებისაკენ იღებს გეზს.

     კათოლიციზმით მოხიბლულმა ჰუმანისტებმა სიტყვა „თავისუფლება“ სალაყბოს რუპორად რომ უქცევიათ, თითქოს არ იციან, რომ კათოლიკური კონფესია აბსოლუტური მონარქიაა, რომლისთვისაც პაპის სიტყვა საკლესიო კრების დადგენილებაზე მნიშვნელოვანია. მათ არც ის ახსენდებათ, რომ კათოლიკებმა მრავალი მართლმადიდებელი დახოცეს იმის გამო რომ სარწმუნოების ღალატზე ვერ დაითანხმეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა მართლმადიდებლებს დაეხოცოთ კათოლიკეები იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელთ მართლმადიდებლობის მიღება არ სურდათ.

 benedikte da bartolomeosi მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. 

     ჩვენი ინტელიგენტები მზად არიან უარყონ ინკვიზიციისა და ინდულგენციების არსებობა, უარყონ არსებობა შინა ომებისა, რომლებშიაც პაპები პეტრეს სიმბოლური გასაღებით ხელში კი არა, სავსებით რეალური იარაღით მონაწილეობდნენ. ამ ადამიანებს, რომელთაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატულობასა და შეზღუდულობაში, ხოლო მღვდლებს ყოველგვარ ადამიანურ მანკიერებაში დასდონ ბრალი, ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს უვაჭრია ინდულგენციებით და არც ცოდვათა მიტევებისათვის დაუწესებია გადასახადი.

     დღეს ზოგიერთი იმასაც ამბობს, ინკვიზიციისა და ჯვაროსნული ომების მსხვერპლთა რაოდენობა გაზვიადებულიაო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ტყუილია, იმის მსგავსი, ბავშვობაში რომ ჩაგვჩიჩინებდნენ, ჩვენს ქვეყანაში არანაირი რეპრესიები არ არსებობს, დასჯილი და იზოლირებულია მხოლოდ აშკარა დამნაშავეთა მცირე ნაწილიო. ჩვენი ჰუმანისტები, რომელთა უმეტესობა. როგორც წესი, რელიგიათა ეკუმენისტურ კავშირს ემხრობა, თითქოს და ივიწყებენ, რომ კათოლიკური ეკლესია “ერეტიკოსების” სიკვდილით დასჯით არ კმაკოფილდებოდა და საშინელი ტანჯვა – წამებით ისტუმრებდა მათ იმ ქვეყნად. “ესპანური ჩექმა” თუ საწამებელი ძელი, რომელზეც ფეხებზე სიმძიმეებ მობმულ ადამიანს ჰკიდებდნენ( მერე ძელს ატრიალებდენ და ასე გრეხდნენ და ტანჯავდნენ მსხვერპლს), ანდა გავარვარებული ნაკვერჩხლებით სავსე ტაფა, რომელზედაც ადამიანს აყენებდნენ ხოლმე – ეს მართლაც და ჯოჯოხეთის ატრიბუტები, არც ჰოფმანის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია და არც ჰიუსმანსის სატანურ ორგიათა აღწერილობა – ყოველივე ეს სწორედ კათოლიკური სასამართლოს კუთვნილებაა.

Sinodis_Mxileba_2

     მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. 

     კათოლიკურ ინკვიზიციას ხშირად შუა საუკუნეებში არსებული სასჯელის სიმკაცრით ამართლებდენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ეკლესიამ ადამიანის სისასტიკე სიყვარულის სულით უნდა მოალბოს. კათოლიკე პაპები ამის სანაცვლოდ ინკიზიციით გასამართლებულებს უშვებდენენ, რომლებშიაც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ რომ თუ “მწვალებელი” წამებისას მოკვდებოდა, ჯალათს ეს დანაშაულად არ ჩაეთვლებოდა.

     ასეთი თვალთმაქცობა ყოველთვის უცხო იყო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

     ჩვენი ინტელიგენტები, თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიანო, ისე მკაცრად განსჯიან მართლმადიდებელ იერარქებსა და მღვდლებს მათი არსებული თუ არ არსებული სისუსტეებისა და შეცდომებისათვის, ხოლო პაპის ტახტზე აღზევებული ბორჯიებისა და სხვა ურჩხულთა მიერ ჩადენილ არა ადამიანურ, არამედ სატანურ დანაშაულობათ არც კი იხსენებენ.

     ადამიანები, რომლებიც ეკლესიას სულიერების ნაკლულევანებაში სდებენ ბრალს, იმავე დროს ივიწყებენ იეზუიტების ორდენს – სიცრუის ამ დაკანონებულ სისტემას, რომელიც დიდი ხანია ვატიკანის სტრატეგიის ნაწილად იქცა.

     ეს ორდენი ვატიკანის დაზვერვის ორგანოა და ყველა ამ ტიპის სპეცსამსახურებისათვის ჩვეული საშუალებებით მოქმედებს. მან იმდენად შეირცხვინა თავი, რომ ხალხის შეგნებაში სიტყვა “იეზუიტი” უპრინციპო, ცრუ, თვალთმაქცი ადამიანის აღმინშვნელი გადხა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად მზადაა ყველაფერი იკადროს.

Masonebi_12

იეზუიტების ზიარება სვეტიცხოველში

 

ანტიოქიის კრების II კანონი: ,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს — ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.    

     ამ ადამიანებს არც ის ახსენდებათ, რომ ვატიკანს კავშირი აქვს ისეთ ოკულტურ გაერთიანებებთან, როგორიცაა მაგალითად მალტის რაინდთა ორდენი, არ ახსენდებათ ვატიკანის დიპლომატიური თამაშები ანტიქრისტიანულ ძალებთან მაგალითად ფაშისტებთან.

     ჩვენი ინტელიგენცია ზოგიერთ მღვდელს საყვედურობს არაგურგრილ დამოკიდებულებას გასამრჯელოსადმი, რომელსაც მას წესის (ნათლობა, პარაკლისი, გარდაცვლილისათვის წესის აგება, პანაშვიდი) შესრულებისათვის უხდიან, თუმცა ეს მღვდლის არსებობის ერთად ერთი საშუალებაა. მაგრამ იმათ ვინც მართლმადიდებელი მღვდლისაგან სრულ უანგარობას მოითხოვენ, არ ახსენდებათ და არ იციან, რომ ვატიკანი ერთ-ერთი უმსხვილიესი ბანკირია. ბანკი კი ის რვაფეხაა, რომელიც მსხვერპლის სისხლით იკვებება – საუკეთესო შემთხვევაში სისხლის 10 % სწოვს, უარესში კი – უკანასკნელ წვეთსაც. მაგრამ ვატიკანის ბანკს “სულიწმინდის ბანკი” ჰქვია. გამოდის რომ მსოფლიო მევახშე სულიწმინდის იარაღად იწოდება. მართლმადიდებელთათვის კი ეს უდიდესი მკრეხელობაა სულიწმინდის მიმართ.

     რით შეიძლება აიხსნას ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სიმპათიები კათოლიციზმის მიმართ? რით აიხსნება ფსიქოლოგიური ფენომენი? ადამიანები სიტყვით თავისუფლებას ითხოვენ, საქმით კი ისეთ კონფესიას ირჩევენ, უკიდურეს ცენტრალიზმზე რომ არის და აგებული და თავისი სტრუქტურით აბსოლუტურ მონარქიასაც კი აღემატება. ჰუმანისტები, რომლებიც ადამიანის ღირსების პატივისცემასა და კაცთა შორის თანასწორობას ქადაგებენ, გრძნობამორეულნი დგანან იმ რელიგიურ ისტორიული ორგანიზაციის წინაშე, რომელმაც სისხლით გაიკვლია გზა ისტორიაში, სისხლით დასვარა მსოფლიო რუკა; ისინი ვინც ადამიანის დაცვის გარანტიებს ითხოვენ, იმ სტრუქტურას იწონებენ, რომელიც სარწმუნოების საკითხში არათუ თითოეულ ადამიანს, თვით საეკლესიო კრებასაც კი არ უტოვებს რეალურ უფლებებს: კათოლიკური ეკლესიის ყოველი წევრი მოვალეა, რომ ერთი, პირამიდის თავში მდგომი პირის გადაწყვეტილება მიიღოს ისე, როგორც თავისი უტყუარობით საღმრთო წერილთან გატოლებული, პერმანენტული წინასწარმეტყველება.

     მაინც რა იზიდავს ჩვენს შემოქმედებით ინტელიგენციას კათოლიციზმისაკენ?

     პირველყოვლისა ის, რომ მართლმადიდებლობა სულიერია, კათოლიციზმი კი მშვინვიერი.

benedikte da kirile

 ანტიოქიის კრების II კანონი: თუ ვინმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ან დიაკონი, ან ვინმე სასულიერო დასიდან აღმოჩნდება ერთობაში საეკლესიო ერთობიდან განკვეთილებთან, დაე, იყოს თავადაც საეკლესიო ერთობის გარეთ, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი.

     იმისათვის, რომ მართლმადიდებელი გახდე, საკმარისი არ არის მართლმადიდებლურად იყო მონათლული. მართლმადიდებლობისათვის შინაგანად უნდა გარდაქმნა, საკუთარი თავი ღირებულებათა სხვა, შენთვის უჩვეულო სკალის წინაშე უნდა დააყენო, რომელზედაც ყოველივე ის, რითაც ადრე ცხოვრობდა ინტელიგენტი, სადღაც ქვევით, სულ ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ხატოვნად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ადამიანის გულმა სულიერი სამყაროს ნათლის მიღება შეძლოს, ჯერ ჩვეულისა და ხილულის ნაჭუჭი უნდა გამოამტვრიოს. კათოლიციზმი კი კაცს უფლებას აძლევს ბარტყივით იჯდეს თავისი უწინდელი ვნებებისა და ჩვეულებების ნაჭუჭში და მინიმუმით დაკმაკოფილდეს. კათოლიციზმი კომპრომისია, კომპრომისი სულსა და სასამშვინველს შორის, სადაც გამარჯვებული ყოველთვის სამშვინველი გამოდის; კათოლიციზმი, ამავე დროს, კომპრომისია რელიგიასა და საერო კულტურას შორის, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეკლესიასა და სახელმწიფოს რაღაც გაურკვეველი ჰიბრიდი.

     სხვა მიზეზი ჩვენი ინტელიგენტების კათოლიციზმისაკენ ლტოლვისა არის ის, რომ ბევრს კათოლიციზმი ნახტომი ჰგონია აზიიდან ევროპაში. ის კი ავიწყდებათ, რომ საქართველოს თავისი კულტურა და ტრადიციები აქვს, ავიწყდებათ, რომ როცა საქართველოში ცას სწვდებოდნენ ქრისტიანული ტაძრები, პარიზში, რომელსაც მაშინ ლუტეცია ეწოდებოდა, ჯერ კიდევ წარმართული მსხვერპლთშეწირვის ცეცხლი ენთო. ავიწყდებათ, რომ საქართველოს კულტურა უფრო ძველია, ვიდრე ევროპის ქვეყნებისა, მათ შორის საფრანგეთისაც. ჩვენი ინტელიგენციის ერთ ნაწილს რაღაც ავადმყოფური ფსიქოლოგიური კომპლექსიც კი ჩამოუყალიბდა – მათ გადაწყვიტეს, რომ მართლმადიდებლობა ხელს უშლის საქართველოს განვითარებასა და თუ ქვეყანა განუდგება წინაპართა სარწმუნოებას, ე.ი. საკუთარ ისტორიას, რაღაც ჯადოსნური ძალის წყალობით ვაკე სორბონად გადაიქცევა, ავლაბარი კი მონმარტად.

zviadazis-ambori_1

 ლაოდეკიის კრების 32 კანონი: მწვალებლისაგან კურთხევის მიღება არ შეიძლება, რადგან ეს უგონობა (ბუტბუტი, ცრუკურთხევა) უფროა, ვიდრე ევლოგია (კურთხევა).

      მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის ღერძი გახლდათ. სწორედ მართლმადიდებლობა აერთიანებდა ერთ ხალხად ქვეყანას მაშინაც კი, როცა საქართველო სამეფოებად და სამთავროებად იყო დაშლილი.ჩვენი ინტელიგენტების ერთ ნაწილს ეს არ ახსენდება, არ ახსენდება და იმის იმედიც კი აქვს, რომ კათოლიციზმი დაიცავს ქვეყანას მოსალოდნელი აგრესიებისა თუ აგრესორთა პრეტენზიებისაგან. მაგრამ ისტორიულად კათოლიციზმი ყოველთვის იძლეოდა დაპირებებს, მაგრამ არასოდეს ასრულებდა მათ. ფლორენციის უნიას კონსტანტინოპოლის დაცემა მოჰყვა და ამ ტრაგედიას დასავლეთი სამხედრო დახმარებით კი არა, ელეგიური ლექსებით გამოეხმაურა. პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებმა ვატიკანის შეწევნის იმედით კათოლიკობის მიღება დაიწყეს, მაგრამ კათოლიკურ სამყაროს მათი დახმარება არც უფიქრია და სომეხთა გენოციდმა ორ მილიონამდე კაცი იმსხვერპლა.

***

     ზემოთ ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომლებიც ქართველ ინტელიგენციის სიმპათიებს განაპირობებს კათოლიციზმისადმი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ფსიქოლოგიური მოსყიდვის ფაქტორი. საქმე ისაა, რომ კათოლიციზმი გიგანტური ნაბიჯებით მიემართება ამა სოფლის სულისაკენ. იგი თანამედროვე ადამიანს ცხონების გაიოლებულ, ჩვენ ვიტყოდით, კომფორტულ გზას სთავაზობს, თავისი კონფენსიის წევრთა რიცხვის გასაზრდელად კათოლიციზმი დღეს ისეთ დათმობაზე მიდის, რომლებსაც თვით ძველი დროის კათოლიკებიც კი თავიანთი სარწმუნოების ღალატად ჩათვლიდნენ. თანამედროვე ადამიანი განებივრებული და ჭირვეულია, ნებისყოფაც მოდუნებული აქვს.კათოლიციზმი მას საქმეს უადვილებს: მან ფაქტიურად უარყო ასკეტიკა, ქრისტიანობის ეს ონტოლოგია, გააუქმა მარხვა, ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით.საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში სულაც აღარ არის საჭირო ზიარებისათვის მომზადება: ადამიანს შეუძლია საუზმისა თუ სადილიდან ერთი საათის შემდეგ მოისმინოს მესა და ეზიაროს. თავად კათოლიკური ლიტურგია, კათოლიკური მესა, მართლმადიდებლურთან შედარებით უკიდურესად სამჯერ მაინც არის შემოკლებული და მთელი ამ მოკლე ხნის მანძილზე იქ მყოფნი ფეხზე კი არ დგანან დამხსდარნი ისმენენ ლოცვას, თუმცა დიდი ხანია შემჩნეულია, რომ სხეულის მოდუნებას ყურადღებისა და სხვა მშვინვიერ ძალთა მოდუნება სდევს თან. ლოცვა გონების დიდ დაძაბვასა და კონცენტრირებას მოითხოვს. სხეულის მოდუნება კი ადვილად ითრევს ადამიანს ოცნებებშიც და ძილსაც ჰგვრის (მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხუცებულთა და ავადმყოფთათვის, აგრეთვე დაქანცულთათვის დაშვებულია დამჯდარი ლოცვა, მაგრამ კათოლიციზმისაგან განსხვავებით ეს წესი კი არა, გამონაკლისია). ისიც უნდა ითქვას, რომ კათოლილციზმში თვით სიტყვა “ლოცვაც” სულ უფრო და უფრო ხშირად იცვლება სიტყვით “მედიტაცია” (ფიქრი, განსჯა). თანამედროვე ადამიანი თავისი ინტელექტუალური ამპარტავნობის გამო უფრო მეტად გონებით განსჯის, ფიქრისა და წარმოსახვისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ლოცვისკენ. ლოცვა კი დიალოგია ღმერთთან, ლოცვის დროს ადამიანი ღმერთისკენაა მიმართული. სწორედ ლოცვის მეშვეობით ძალუძს ადამიანს გადალახოს თავისი ბუნების შეზღუდულობა – თვისება ყოველივე ქმნულისა.

     ჩვენი ინტელიგენცია ლიტერატურისა და ხელოვნების სამყაროში ცხოვრობს (ჩვენ აქ შემოქმედებით ინტელიგენციას ვგულისხმობთ), გონებისა და წარმოსახვის ძალებით შექმნილ განსაკუთრევულ სამყაროში, მიწიერი კულტურის ამ სასახლეში, საუკუნეების მანძილზე რომ იგებოდა. და აი, ასეთი ადამიანი კათოლიკურ ტაძარში პოულობს მისთვის ნაცნობსა და მონათესავეს, პოულობს იმავე საერო კულტურას, მხოლოდ რელიგიური თემატიკის საბურველში გახვეულს, იმავე თეატრალურობასა და მუსიკალურ ეფექტებს, იმავე გრძნობით – ესთეტიკურ სუროგატს სულიერებისას.

     კათოლიციზმი მშვინვიერი სფეროს რელიგიაა. ამიტომ ამაღლებული მდგომარეობა, რასაც შეიძლება კაცი ამ კონფესიის მეშვეობით მისწვდეს, დიდად არ განსხვავდება შემოქმედებითი აღმაფრენისა და შთაგონებისგან. ხელოვნების (მხედველობაში გვაქვს საერო ხელოვნება) სამყარო სუბლიმირებული ფანტაზიის სამყაროა და ბევრი კათოლიკე მისტიკოსის სავარჯიშოების არსიც სწორედ წარმოსახვის განვითარებაშია. მაგალითად შეგვიძლია ეგნატე ლოიოლას სახელგანთქმული სავარჯიშოები მოვიყვანოთ, რომელთა შესრულებისას ადამიანი ვიზუალურად წარმოიდგენდა სამოთხისა და ჯოჯოხეთის სურათებს. წარმოსახვა ვნებებთან არის დაკავშირებული, ესე რომ კათოლიციზმი აქაც თანამედროვეობას ეხმიანება, პირადაპირ რომ ვთქვათ, ეხმიანება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ დაცემულობას. იგი გვასწავლის, რომ ადამიანი თავიდანვე ვნებიან არსებად შეიქმნა და ცოდვით დაცემის შედეგად მხოლოდ ზნეობრივი მადლი დაკარგა. თუ მართლმადიდებლობა ვნებას სულის ავადმყოფურ გადაგვარებად და გრძნობათა დეფორმირებად მიიჩნევს, კათოლიციზმისათვის ვნება ბოროტად გადაჭარბებით გამოყენებაა თანდაყოლილი ბუნებისა, მისთვის ვნება გრძნობების დამახინჯება და დეგრადაცია კი არა, ემოციათა ჰიპერგანვითარებაა. ამიტომ კათოლიციზმში ვერ ვნახავთ სიღრმისეულ გამოცდილების სწავლებას შინაგანი ლოცვისა და ვნებების ამოძირკვის, შესაბამისად, გულის ვნებათაგან განწმენდის შესახებ, იმის მსგავსს მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა რომ დაგვიტოვეს. კათოლიციზმში გარეგანი შინაგან მდგომარეობაზე წინ დგას და ამ უკანასკნელისაგან მოწყვეტით განიხილება. თუ თანამედროვე ინტელლიგენციის მართმადიდებლობის გზაზე დადგომა ხელახალი შობაა ტკივილსა და ტანჯვაში, კათოლიციზმის მიღება მისთვის გადასვლაა ერთი ოთახიდან მეორეში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სართულით მაღლაა პირველზე.

***

     კათოლიციზმი ფრიად მოქნილი კონფესიაა და მანევრირების დიდი უნარით გამოირჩევა. როცა პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება მის ხელთ იყო, კათოლიკური ეკლესია ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ცეცხლითა და მახვილით ახშობდა. “ერეტიკოსებს” არა მხოლოდ მოქალაქეობრივი, არსებობის უფლებაც კი ჩამორთმეული ჰქონდათ. ინკვიზიცია მათ დასარწმუნებლად რკინის მარწუხებს მიმართავდა, რომლებითაც შიგნეულობას უგლეჯდა მსხვერპლს, განათლება კი “ერტიკოსებში” კოცონის შუქით შეჰქონდა, მათივე დასაწვავად რომ ანათებდა, ისე თითქოს ბაალისა და მოლოხის მსხველპთშეწირვა გაუახლებიაო.

     დღეს კათოლიციზმმა მეთოდები შეცვალა, მაგრამ მისი არსი –სურვილი დედამიწაზე ეკლესია –სახელმწიფოს შექმნისა მონარქ-დემიურგის – პაპის თაოსნობით იგივე დარჩა.

     კათოლიციზმი უცვლელია თავის ქრონოსში – იგი შინაგანად ერთიანია დროში. წინათ ვატიკანი პოზიციების განმტკიცებას ძალადობით ცდილობდა, ახლა კი თავის გადარჩენა ამა სოფლის პერმანენტული დათმობებით სურს. წინათ ის ნებისმიერი ასტრონომიული სისტემის აღიარებას, გეოცენტრულის გარდა, დანაშაულად თვლიდა რწმენის წინაშე, ახლა კი ადამიანის მაიმუნისგან ევოლუციონისტურ თეორიასაც აძლევს არსებობის უფლებას. ტეიარ დე შარდენის პანტეთეისტური თეორიია, რომელიც არ ეთანხმება არა თუ კათოლიციზმის სწავლებას, არამედ არცერთ ქრისტიანულ კონფესიას, ვატიკანმა თავის არსენალში მიიღო, როგორც ელიტარული მოძღვრება ინტელექტუალთათვის, როგორც რაღაც ეზოთერიზმის მსგავსი კათოლიციზმის წიაღში. კათოლიციზმის მონასტრებში დღეს ძენ – ბუდიზმით და იოგათი არიან დაკავებული, ეჭვი პაპის უცდემულობაში ანათემით ისჯება (იხ.1870 წლის ვატიკანის კრების დადგენილება).

     ჩვენს ინტელიგენტებს პრინციპულობაზე უყვართ მსჯელობა, თუმცა ამვე დროს, ისინი კარგად ეგუებიან ვატიკანის რეზინისებრ, მოქნილ დიპლომატიას. მაგრამ იმათზე მართებთ დაფიქრება, რომ ყველა ვინც კათოლიკური ეკლესიის წევრი ხდება, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ ეკლესიის წიაღში ჩადენილ დანაშაულთათვის, პასუხისმგებლობას იღებს არა იმისათვის, რაც ცალკეულ ადამიანს ჩაუდენია თავისი ადამიანური სისუსტით, არამედ კათოლიციზმის, როგორც ორგანიზაციის, როგორც სისტემის ნამოქმედარის გამო. კათოლიციზმის მიღება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თანახმაა პასუხი აგოს პაპის ბულებსა და ენციკლიკებზე, მათ შორის იმათზეც, ინკვიზიციის გამართლებას რომ ცდილობენ. ისინი კათოლიკემ კრიტიკის გარეშე უნდა მიიღოს, რადგან შეუძლებელია მათი გაუქმება – პაპის ეპისტოლე ხომ შეუცდომლად ითვლება. ეს ეპისტოლეები თავად კათოლიციზმის არსს ასახავენ.

     ჩვენ ვატიკანის რეზინისებური დიპლომატია ვახსენეთ, კათოლიციზმის მეთოდებიც, მისი ტაქტიკა, რეზინის დრეკად ხელკეტს გვაგონებს: რეზინის ხელკეტს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მხარეზე გადაღუნავ მაგრამ ამით მისი ფორმა არ შეიცვლება და იგი ყოველთვის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ვისაც რეზინის ეს თვისება არ ახსოვს, შესაძლოა მოულოდნელად შუბლშიც კი მოხვდეს.

     “პარიზი ღირს მესად!” თქვა საფრანგეთის გონებამახვილმა მეფე ჰენრიხმა(ლაპარაკია ჰენრიხ ნავარელზე, რომელმაც უარი თქვა ჰუგონეტობაზე და გახდა კათოლიკე, რის შემდეგაც პარიზმა ის მეფედ აღიარა). მაგრამ ჩვენი ინტელიგენცია ვერ მიიღებს მესისთვის პარიზს – მას დიდი-დიდი რამე ჰუმანიტარული დახმარება არგუნონ.

      ჩვენს ინტელიგენტებს ევროპის ეკონომიკურ აღმავლობაზე უყვართ საუბარი. მაგრამ დღეს ყველაზე მდიდარი ქვეყნები კათოლიკური კი არა პროტესტანტულია, ასევე ძალიან მდიდარია არაბთა გაერთიანებული საემიროები და წარმართული იაპონია. და თუ გეზს კომპიუტერებსა და ბანკებზე ავიღებთ, როგორც მატერიალური კეთილდღეობის წყაროზე, მაშინ კათოლიციზმი კი არა, პირდაპირ სინტოიზმი ან იუდაიზმი უნდა მიგვეღო.

     მაგრამ რელიგია ხომ უპირველესად სულის ცხოვრებაა. რას წარმოადგენს დღევანდელი ევროპა რელიგიური თვალსაზრისით – მაღალი ზნეობის საზოგადოებას თუ სულიერება დაშრეტილ სამყაროს? დაე, დაფიქრდეს ამაზე ჩვენი ინტელიგენცია!

     თქვენ გინდათ მიწიერი კეთილდღეობისთვის თქვათ უარი მამების რწმენაზე. მაგრამ იცოდეთ, აქაც მოტყუვდებით: მამინაცვლისთვის თქვენ ყოველთვის გერებად დარჩებით.

     თუ იმას ფიქრობთ, რომ კათოლიკები დიდად აფასებენ საქართველოს და მის კულტურას, მაშინ გირჩევდით წაგეკითხათ ლამბერტისა და შარდენის წიგნები საქართველოზე. დომინიკანელმა ბერმა არქანჯელო ლამბერტიმ რამდენიმე წელი იცხოვრა საქართველოში და ამ ხნის მანძილზე სამეგრელოს მთავრის სტუმართმოყვარეობით სარგებლობდა. ამის მერე კი დაწერა წიგნი “სამეგრელოს აღწერილობა”, სადაც ის ქართველ მღვდლებს ყაჩაღებს ადარებდა და საერთოდაც ეჭვს გამოთქვამდა : შეიძლება კი ქართველებს ქრისტიანები ვუწოდოთ? იქვე გასაოცარ ცილისწამებას ვკითხულობთ: ეკლესიაში წირვაზე( მაგალითისთვის მოაქვს სააღდგომო ლიტურგია) წმინდა საიდუმლოს ნაცვლად მეგრელები შემწვარ ბატკანს ეზიარებიანო (არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერილობა”, იტალიურიდან თარგმნილი ალექსანდრე ჭყონიას მიერ, გვ. 121). ასეთი გახლავთ ამ მისიონერთა ნამდვილი სახე – ორპირი და ორგული: მეფეთა და დიდებულთა წინაშე მათ ბაგეებს პირფერობის თაფლი სდიოდა, მაგრამ ამ თაფლში შემდგომში შხამი აღმოჩნდებოდა ხოლმე გარეული.

     განა არ იციან ჩვენმა პროფესორ-მასწავლებლებმა რომ, როცა ჯალალ-ადინისა და მონღოლებისგან გაპარტახებულ ქვეყანას მძიმე დროება დაუდგა და რუსუდან დედოფალმა რომის პაპს მიმართა, ამ უკანასკნელმა პასუხად “ფეხშიშველთა” ორდენის რამდენიმე ბერი გამოგზავნა საქართველოში კათოლიციზმის საქადაგებლად? განა არ იციან, რომ შაჰ-აბასის ლაშქრობის შემდეგ მეფე თეიმურაზი ევედრებოდა პაპს საქართველოსთვის დახმარების ხელი გამოეწვდინა, მაგრამ მხოლოდ “ლოცვა-კურთხევა” მიიღო მისგან? რომ სულხან-საბა ორბელიანი კათოლიკე მონარქების გულის მოსაგებად სარწმუნოებასაც კი განუდგა, შემდეგ თითქმის მთელი ევროპა მოიარა და გულმოდგინედ ცდილობდა დაერწმუნებინა კათოლიკე მმართველები, კავშირი შეეკრათ საქართველოსთან, არ მიეტოვებინათ ეს ქრისტიანული ქვეყანა მაჰმადიანური სამყაროს გარემოცვაში, ყოველივე ამის პასუხად კი ის იკმარეს, რომ საფრანგეთის კონსულმა კონსტანტინოპოლში მოწყალება გაიღო – გზის ხარჯები აუნაზღაურა და ვალები გაუსტუმრა.

     ყოფილა კი საქართველოს ისტორიაში ისეთი შემთხვევა, რომ კათოლიკეებს გაჭირვების ჟამს ხელი გამოემართათ ქართველებისათვის? ნუთუ ჩვენი ინტელიგენცია ფიქრობს, რომ ამის პირველი შემთხვევა მაინცადამაინც ჩვენს დროში იქნება? ნუთუ ისტორიულმა გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა მათ?!

***

     ახლა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ დამახასიათებელი ფაქტი უნდა ავღნიშნოთ: ჩვენი ქვეყნის განათლებისსისტემასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა

     საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით სასალხოდ დასდო საქართველოს ეკლესიას ბრალი, თითქოს იგი მეცნიერებას ეღობება წინ. საქმე ისაა, რომ ჩვენი ეკლეისა უარს ამბობს მიიღოს გრიგოლის კალენდარი, რომის პაპ გრიგოლ XIII -ისღვიძლი შვილი. ნუთუ ამ განათლებულმა ხალხმა არ იცის, რომ გრიგოლის კალენდარმა გამოჩენისთანავე ევროპის უნივერსიტეტების უმეტესი ნაწილის, მათ შორის პარიზის უნივერსიტეტის პროტესტი გამოიწვია? მის შემოღებას წინ აღუდგნენ უდიდესი მათემატიკოსები და ასტრონომები, რომელთა შორის ევროპული ალგებრის ფუძემდებელი ფრანსუა ვიეტიც გახლდათ. ვითარება ისე დაიძაბა, რომ პაპმა გრიგოლმა სასწრაფოდ გამოსცა ბულა სახელწოდებით “ყველაზე მთავარის შესახებ” და ანათემით დაემუქრა კალენდრის რეფორმის ყველა მოწინააღმდეგეს. ნუთუ პაპის ეს საქციელი არ იწვევს შოკს ჩვენს თავისუფალი აზროვნების მოყვარე ინტელიგენციაში?! დაახლოებით იმავე ხანებში კათოლიკე ბერმა გვარად დიეგომ, მაიას ტომის დედაქალაქში თავმოყრილი ამ ტომის კუთვნილი ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკა იმ ხალხისა, რომელმაც შექმნა ყველაზე ზუსტი კალენდარი ისტორიაში ცნობილ მოქმედ კალენდართა შორის (ხანძარს მისცა), ხნძარს მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი გადაურჩა, ისიც შემთხვევით. ამის ჩამდენი გახლდათ არა უბირი ფანატიკოსი, არამედ ცნობილი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი. იქნება მისმა საქციელმა აღაშფოთა ვატიკანი და იქნებ დასაჯა თავნება ბერი –ეს მართლაცდა “სუტანიანი” (სუტანა – კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირთა ზედა სამოსი) კონკისკადორი? არა! ვატიკანმა სოლიდარობა გამოუცხადა დაპყრობილი ხალხის წიგნების დაწვას იმით, რომ ბერი დიეგო ეპისკოპისის ხარისხში აიყვანა და იუკატანის ტახტი ჩააბარა. ნუთუ არც ეს გაუნელებს აჟიოტაჟს და იეფორიას იმათ, ვინც ვატიკანს მეცნიერებისა და კულტურის კერად მიიჩნევს?

     ჩვენ ზემოთაც ვახსენეთ, რომ ვატიკანი ოკულტურ (ნუ დაგვავიწყდება, რომ ოკულტიზმი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის რეაბილიტაციას ცდილობენ და ეგზოტიკური და მომხიბლავი სამოსელით ბურავენ, თავის არსს მაინც არ ფარავს, ეს არსი კი ბნელ ძალებთან კონტაქტსა და დემონიზმში მდგომარეობს) ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ნუთუ ეს არ იციან მათ, ვინც კათოლიციზმს ქრისტიანობის ურყევ სვეტად მიიჩნევს, ნუთუ არ იციან, რომ ამჟამინდელმა პაპმა კათოლიკეებს მოუხსნა ამგვარ გაერთიანებებში შესვლის აკრძალვა?! უფრო მეტიც, მან პირადად მიიღო ჯადოქარი ჯუნა და როგორც ამ უკანასკნელის საგაზეთო ინტერვიუში ვკითხულობთ, გამოთხოვებისას ხელზედ ემთხვია სიტყვებით: -რამდენს მოუტანა ამ ხელებმა კურნებაო. ეს იმას ნიშნავს რომ პაპმა ჯადოქრის მაგიური მანიპულაციები აკურთხა. თვითონ ჯუნამვე აღნისნა, რომ ეზოთერულ ცოდნა (როგორც ცნობილია, სიტყვა ეზოთერული ნიშნავს იდუმალს, დაფარულს, საიდუმლოს.ასირიელთა ეზოთრულ ცოდნაში სწორედ ოკულტურ-მაგიური ცოდნა იგულისხმება) მას თავისი ასირიელი წინაპრებისაგან აქვს მიღებული. რა უბადრუკი სურათებია, პაპი, რომელიც ინკვიზიციის ტრიბუნალის მეშვეობით წვავს ჯადოქრებს და პაპი, რომელიც ხელებს უკოცნის თანამედროვე ჯადოქარს……

***

      დღეს ზოგიერთი ინტელიგენტი უნივერსიტეტის პროფესორების ჩათვლით, სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიამ თავის დროზე არ მიიღო უნია რომის ეკლესიასთან. თავს ნებას მივცემთ და მათ იმ ქალიშვილს შევადარებთ, არ შემდგარი პაემანის გამო რომ წუხს და ოხრავს, თან თავს იმშვიდებს, ჯერ კიდევ არ არის გვიანო. ქვეყანა, რომლის ისტორიაც მართლმადიდებლობას შეესისხლხორცა, რომელმაც სულითა და გულით უერთგულა სარწმუნოებას (იხ. მაგალითად პროკოპი კეისარიელის მოწმობები წიგნში “ომი გოთებთან”.) და ამხელა მსხვერპლი გაიღო მისთვის, უნიას ვერ მიიღებდა. სხვაგვარად იგი არა მხოლოდ სარწმუნოების მოღალატე იქნებოდა, არამედ სხვა ხალხადაც იქცეოდა –სულ სხვა კულტურისა და ტრადიციების, სხვა მენტალიტეტის ქვეყნად.

      რა მოხდებოდა, რაღაც ძალებს საქართველოს ეკლესიისთვის უნიის ძალით თავს მოხვევა რომ შეძლებოდათ (თუმცა ჩვენ ამას ჰიპოთეტურადაც კი ვერ ვუშვებთ)? ხალხი ბანაკებად დაიყოფოდა, დაიწყებოდა შინა ომები, ანდა ნაწილებად დაიშლებოდა ქვეყანა. ზოგიერთ მათგანს სათავეში მართლმადიდებლები ჩაუდგებოდნენ, სხვებს უნიატები. ასეთ პირობებში საქართველო ალბათ არსებობასაც კი შეწყვეტდა – იგი ევროპულ ქვეყნად კი არა , მაჰმადიანურ სამთავროებად გადაიქცოდა, ისიც გაიხსენეთ, რომ შუა საუკუნეებში ქართველად ის იწოდებოდა, ვინც საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა და მართლმადიდებელ სარწმუნოებას აღიარებდა – რელიგიურ ფაქტორს უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიულ ერთობისა და ეროვნული თვითშეგნების საკითხში. განა არ იციან იმათ, ვინც დაკარგულ უნიატობას მისტირის, რომ ჯერ კიდევ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ (და ხშირად ახლაც) მათი გაკათოლიკებული თანამემამულენი საკუთარ ქვეყანაში ფრანგებად იწოდებოდნენ, მაჰმადის სჯულის მიმდევრები – თათრებად, იმ ქართველებს კი, ვინც რაღაც მიზეზების გამო გრიგორიანელი გახდა – სომხებს ეძახდნენ?

     ხოლო როგორი ერთობა მოაქვს უნიას, ამის თვალსაჩინო მაგალითი ბიზანტიაა: 1439 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მიიღო უნია რომთან. რომის პაპმა სამხედრო დახმარება აღუთქვა ბერძნებს. შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ძველმა რომმა ახალი რომის – კონსტანტინეს ქალაქის საკუთარი მკერდით დაცვა გადაწყვიტაო. მაგრამ გავიდა 15 წელი. კონსტანტინოპოლის თურქები შემოეწყვნენ. დასავლეთი შორიდან შეჰყურებდა სიკვდილისწინა გაბრძოლებას… თუმცა უნიას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მან თავად ქალაქის დამცველთა შორის შეიტანა განხეთქილება – შეიქმნა თურქოფილთა პარტია, რომელიც თვლიდა, რომ მართლმადიდებლები თავიანთ სარწმუნოებას თურქეთის უღლის ქვეშ უკეთ შეინარჩუნებდნენ, ვიდრე კათოლიკეთა ძალაუფლებას ამოფარებულნი. – პაპის მიტრას სულთანის ჩალმა გვირჩევნიაო, გაიძახოდნენ ბერძნები. კონსტანტინოპოლი დაეცა. მასთან ერთად ფლორენციის უნიაც.

***

     ახლა კიდევ ერთ სერიოზულ საკითხზე გვინდა საუბარი: ჩვენ არაერთგზის გაგვიგონია, რომ კათოლიკეებმა თავიანთი პაპის პირით მოიბოდიშეს და მოინანიეს ის უსამართლობა და ძალადობა, რომელსაც მათი ეკლესია იჩენდა სხვა აღმსარებლობისა და რელიგიის ხალხების მიმართ. ისიც გვსმენია, რომ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს სინანული გამოუთქვამთ იმ რელიგიურ თუ ზნეობრივ დანაშაულობათა გამოც, რომლებიც უკვე თავად კათოლიციზმის წიაღში იქნა ჩადენილი გარდასულ საუკუნეთა მანძილზე. უნებლიეთ გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები, თქმული იმათზე, ვინც წინასწარმეტყველთა სამარეს ამკობდა და ხალხს არწმუნებდა: “უკეთუმც ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩვენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლისა მას წინასწარმეტყველთასა (მათე 23,30) მამათა წილ მოტანილი ასეთი სიტყვიერი მონანიება ანუ საკუთარ დნაშაულობათა მიზეზების აღმოფხვრის გარეშე არ მიიღო ქრისტემ: “ვინაიცა ეწამებით თავისა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ წინასწარმეტყუელთთანი.და ან თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთა” (მათე, 23, 31-32).

     სინანული ადამიანის ცხოვრების შეცვლაა. ამისათვის კი აუცილებელა თავად ცოდვილმა პირადად, საკუთარი ნებით მოინანიოს დანაშაული. იგი გრძნობით უნდა აცნობიერებდეს ჩადენილ ცოდვას, გულით ნანობდეს თავის დაცემას და ნებისყოფით ებრძოდეს ცოდვის განმეორებას. მონანიების შემდეგ ის უნდა ებრძოდეს იმ სახეებს, იმ ხატებს, რომლებსაც ეშმაკი საცდუნებლად წარმოუდგენს ხოლმე ადამიანს, უნდა ეცადოს ლოცვით, აზრებითა და საქმით მოსპოს ცოდვის ინერცია. თუკი პაპი ინანიებს კათოლიკური ეკლსიის ისტორიულ მოღვაწეთა პირად ცოდვებსა და შეცდომებს, გამოდის, რომ მას არარსებული უფლება მიუთვისებია იმისა, რომ სხვა ადამიანის პიროვნება საკუთარით შეეცვალა. ნუთუ პაპამა იოანე პავლე II-მ ალექსანდრე ბორჯიას ან და კარდინალ რიშელიესაგან აიღო უფლებამოსილება მათი შავბნელი საქმეების მოსანანიებლად? ნუთუ მთელი ხუთასი წლის შემდეგ ნათქვამ “პარდონს ძალუძს” თივასავით დაწვას პაპების მთელი პლეადის ცოდვები, იმ პაპებისა, რომელთა ტახტზე აყვანაცა და ჩამოგდებაც რომაელი კურტიზანი ქალების ხელთ იყო? ნუთუ სიტყვა “ბოდიშს” შეუძლია კათოლიციზმის მანტიიდან წაშალოს ადამიანების წამება, აუტოდაფე თუ კოცონის კვამლი, მრავალი საუკუნის მანზილზე რომ აბნელებდა ევროპის ზეცას? წაშალოს მართლმადიდებელთა ჟლეტა, მაგალითად ქალაქ იურიევოში (ახლანდელი ტარტუ), რომლის მკვიდრნიც წყალში დაახრჩვეს იმის გამო, რომ კათოლიციზმი არ მიიღეს?

     განა ამ სიტყვას შეუძლია ხაზი გადაუსვას “ბართლომეს ღამეს” და პაპ გრიგოლ XIII-ის ტრიუმფს, ანდა გამოისყიდოს ათონელი ბერების სისხლი ჯვაროსნული ომების დროს მხეცურად რომ დახოცეს უნიის, ამ აღმოსავლური ყაიდის კათოლიციზმის მიღებაზე უარის გამო? ნუთუ ერთი კაცის ერთ ფრაზას “დამნაშავე ვარ” ძალუძს შეახორცოს ის ისტორიული ჭრილობა , უნიის ძალადობითა და დევნილებით, რომ მოჰყვა თან?

     თუმცა პაპი სულაც არ აზუსტებს, პირადად ვის ნაცვლად და რა ცოდვების გამო იხდის იგი კათოლიკეთა სახელით ბოდიშს. ამიტომ მისი სინანული ბურუსით მოცულ აბსტრაქციად რჩება. თუ პატიებას იგი საზოგადოდ კათოლიკური ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი ცოდვებისა და შეცდომებისათვის ითხოვს, მაშინ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობაში ჩავარდნილა და აი, რატომ: ჩვენ ზემოთაც ვახსენეთ, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, რომელიც დოგმატად იქნა მიღებული 1870 წელს ვატიკანის I კრებაზე, რომის პაპები, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრეები საეკლესიო კათედრაზე, “უცდომელობის ნიჭს” ფლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვატიკანის პირველმა კრებამ ანათემა გამოუცხადა ყველას, ვინც გაბედავს და არ მიიღებს ამ უცნაურ დოგმატს. ანათემა კი კათოლიკეთათვის მხოლოდ ეკლესიიდან განკვეთას არ ნიშნავს. ეს ამავე დროს ყველაზე საზარელი მუქარებით სავსე წყევლაა. ასე რომ, პაპის ოფიციალური ეპისტოლეები, ე. წ. ენციკლიკები და ბულები, ჭეშმარიტების უმაღლეს კრიტერიუმებადაა გაიგივებული. მათში ეს საღვთისმეტყველო თუ ზნეობრივი თვალსაზრისით “შეუმცდარი” პაპები მხარს უჭერედნენ კათოლიციზმის მცდარ დოგმატებსა და მათთან ერთად ისეთ დანაშაულებრივი ინსტიტუტის ქმედებებს, როგორიც იყო ინკვიზიცია, მხარს უჭერდნენ აღმაშფოთებელ ვაჭრობას ინდულჰენციებით, იეზუიტთა პოლიტიკურ ინტრიგებსა და სხვას. მეტსაც ვიტყვით – რომის პაპი წინასწარ მიუტევებდა ხოლმე ცოდვებს ერეტიკოსთა დამსჯელი ლაშქრობის მონაწილეთ, ლაშქრობებისა, რომელთაც ყველგან ძალადობა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა სდევდა თან და რომელთაც გააპარტახეს და დაანგრიეს მრავალი რეგიონი. მაგრამ ვატიკანის კრების დოგმატის მიხედვით პაპი უმაღლეს მსაჯულად ითვლება ქრისტიანული ზნეობის საკითხებში. ამიტომ, თუ პაპს წარსულის დანაშაულობათა მონანიება სურს, მოვალეა პირველ რიგში თავის წინამორბედთა ენციკლიკების შეცდომები და ცოდვები აღიაროს. მაგრამ ეს პაპის უცდომელობის დოგმატზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო იმას, ვინც ამ დოგმატში ეჭვის შეტანას გაბედავს, ანათემა ელის. იქმნება მანკიერი წრე და გამოდის, რომ პაპის უცდომელობის დოგმატი თავად პაპის, ამ შემთხვევაში იოანე-პავლე II-ის წინააღმდეგაა მიმართული: თუ მას სწამს პაპის უცდომელობა, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ყველა მის წინამორბედი შეუმცდარი იყო. შეუმცდარი იყო მათი ბულებიც. ხოლო თუ არ სწამს ის ვეღარ იქნება კათოლიკე კათოლიკური დოგმატების უარყოფის გამო და ამიტომ მისი ნებისმიერი განახცადი კათოლიკური ეკლესიისათვის ძალას დაკარგავს.

     უნდა მოგახსენოთ, რომ პაპის უცდომელობის დოგმატმა 1870 წელს პროტესტი გამოიწვია ვატიკანის პირველ კრებაზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპოზიციაც შეიძინა, რომელიც ე.წ. “ძველკათოლიციზმის” მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ასი წლის შემდეგ კი, ვატიკანის მეორე კრებაზე, იგივე დოგმატი ერთსულოვნად მიიღეს კრების მონაწილეებმა, რომელთა რიცხვიც ათასს აღემატებოდა. ამგვარად მოვლენა, რომელსაც “პაპიზმი” ჰქვია, სულ უფრო და უფრო ღრმად განმსჭვალავს კათოლიკური ეკლესიის ცნობიერებას და ცხოვრებას. იგი კვლავ თანმიმდევრუალად ავითარებს ტანდენციას, შეცვალოს ეკლესიის კრებითობა ცენტრალიზაციითა და ბელადობის ინსტიტუტით.

     მაგრამ ჩვენ სულაც არ გვსურს იმის თქმა, თითქოს კათოლიკეთა შორის, მათ იერარქიებსა და მღვდელთმთავრებს შორის არ იყვნენ ზნეობრივი ადამიანები. ეს ცილისწამება იქნებოდა. კათოლიკეთა შორის იყვნენ ისეთენიც, რომელთაც მთელი თავიანთი სიცოცხლე სნეულთა და გლახაკთა სამსახურს შესწირეს. ამის მაგალითად ექიმი გააზიც იკმარებდა (კათოლიკე ექიმი, რომელიც ცხოვრობდა XIX საუკუნეში, ქ. პეტერბურგში. მან უარი თქვა კარიერაზე, კარძოდ კი სამეფო კარის ექიმობაზე, და ციხის ექიმის ხვედრი არჩია) მაგრამ ასეთი მოღვაწეეები ხომ პროტესტანტიზმსაც ჰყავთ. მათი პოვნა არც არაქრისტიანულ რელიგიებში გაგვიჭირდება – მოწყალება ხომ უნივერსალური სათნოება, სინდისის კანონია. კათოლიკეთა შორის ჩვენ რწმენისათვის წამებულებსაც ვიხილავთ. მაგრამ მოწამეობა საკუთარი იდეისა და მწრამსისათვის არც ანტიკური სამყაროსათვის იყო უცხო და ამის შესანიშნავი მაგალითი სოკრატეს აღსასრულია. თავისი მოწამეები ჰყავს ისლამსაც…

     რომის პაპებსაც შორის შესაძლოა იყვნენ და, ალბათ, კვლავ იქნებიან კეთილშობილი და ამაღლებული მისწრაფებების ადამიანები, მაგრამ კათოლიციზმი მათთვის პროკრუსტეს სარეცელია, რადგან ისინიც კი იძულებული არიან უცდომელობის დოგმატით ამართლონ ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია.

     სინანული ცვლილებას ნიშნავს. პაპ იოანე-პავლე II-ეს კი არაფერი შეუცვლია. მას რომ ნაცვლად ამგვარი მობოდიშებისა- მობოდიშება ყველაფრისათვის და არაფრისათვის – უარი ეთქვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოგზაურობაზე, რომელთა მკვიდრთა უმეტესობას მისი მიღება არ სურდა, ბევრად უფრო ზნეობრივ საქციელს ჩაიდენდა. მან ისევ და ისევ ძალისმიერ მეთოდებს მიმართა და გარკვეული ბერკეტებიც მოიშველია. ასე რომ, კათოლიციზმი, როგორც უკვე ვთქვით, თავისი სტრუქტურითა და ძირითადი სტრატეგიით იგივეა – მას არ ძალუძს იყოს სხვაგვარი.

***

    არის ასეთი გამონათქვამი:” მკვდრებს ვკითხოთ”.

    ჰკითხეთ მოწამეებს, რომელთა სისხლმაც გააპოხიერა საქართველოს მიწა, რომელს შესწირეს სიცოცხლე – მართლმადიდებლობას თუ უნიას?!

    ჰკითხეთ ღირს მამებს, საით იწევდა მათი გულები აღმოსავლეთისა თუ დასავლეთისკენ, რომელ წყაროებს ეწაფებოდნენ, საიდან სვამდნენ წყალს?!

     ჰკითხეთ დიდებულ მეფეებს, ზეციური სამეფო ერჩიათ, თუ მიწიერი საბრძანებელი, როგორი საქართველოს ხილვას ინატრებდნენ, მართლმადიდებლურის თუ კათოლიკურის?!

    ჰკითხეთ თქვენს წინაპრებს, რისთვის იცავდნენ და იმარხავდნენ მართლმადიდებლობას, როცა ქვეყანას ისტორიის ქარცეცხლი წვავდა?!

    დაე, მკვდრებმა გასცენ საფლავებიდან პასუხი თქვენს კითხვებს, ყური მიუგდეთ მათ ხმას…

თარგმნა ნანა წერეთელმა

ანტიოქიის კრების II კანონი: ,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს — ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.

42 Responses to “არქიმანდრიტი რაფაელი – სწრაფვა კათოლიციზმისაკენ”

  1. ლომისა Says:

    ვინ არიან „ჯვაროსნები“ და ვის დაკვეთას ასრულებენ ისინი?

    ————————

    დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ

    შესავალი

    1. ხელი შევუწყოთ ყველა ქრისტიანს შორის ერთობის აღდგენას: ასეთია ვატიკანის მეორე წმიდა მსოფლიო კრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. უფალმა ქრისტემ ერთი ეკლესია დაამკვიდრა, თუმცა ბევრი ქრისტიანული საკრებულო ადამიანთა წინაშე საკუთარ თავს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მემკვიდრედ წარმოადგენს. ყველას თავი ქრისტეს მოწაფედ მიაჩნია, თუმცა მათ სხვადასხვაგვარი აღქმა და განსხვავებული გზები აქვთ, თითქოს თავად ქრისტეც განყოფილიყო. ცხადია, რომ ასეთი განყოფა აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტეს ნებას, მაცთურია მსოფლიოსთვის და საზიანოა წმიდა საქმისთვის, რომელიც ყველა ქმნილებისთვის სახარების ქადაგებას გულისხმობს.
    ბოლოს განახლდა ( სამშაბათი, 02 ივნისი 2009 20:42 )

    წყარო: „რომის საღვთო იმპერიის საიტი“ – http://jvarosnebi.com/index.php?showtopic=2708&st=15

  2. ლომისა Says:

    ინფორმაცია „ჯვაროსნების“ საიტიდან

    „წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი ვიზიტისას რომში, 2004 წლის 1 ივლისს კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I და რომის ეპისკოპოსმა იოანე პავლე II ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ამ ტექსტში მათ მოისურვეს, მოეგონებინათ 40 წლის წინათ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანთა შორის ერთიანობის გზაზე, როცა რომის ეპისკოპოსი პავლე VI და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ერთმანეთს შეხვდნენ იერუსალიმში ზეთისხილის მთის მიდამოებში 1964 წლის 5 და 6 იანვარს. ეს იყო კიდევ ერთი მხნე და მნიშვნელოვანი განცხადება შერიგებისა და ერთიანობისკენ გზაზე, რომელიც იმავდროულად აღძრავს შეკითხვას: რატომ ვართ ჯერ კიდევ გაყოფილები და რა არ გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ ერთიანობა? როდესაც ვკითხულობთ განცხადებებს და თვალს ვადევნებთ მათ მომდევნო მოვლენებს ბოლო 40 წლის განმავლობაში, ისე ჩანს, თითქოს სულ მალე შეიძლება განხორციელდეს გაერთიანება და მაინც, ყველაფერი იწევს შორს, გაურკვეველი მომავლისაკენ და თითქოს ველოდებით რაღაცას, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ არ ხდება და ალბათ არც არასოდეს მოხდება. ამბობენ და წერენ, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები განხეთქილებაში აღმოჩნდნენ უნებურად, ისე, რომ ვერც კი შეამჩნიეს ეს, მოვლენათა ხანგრძლივი მიმდევრობის შედეგად, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ საზიარო ცხოვრებაზე. მაგრამ თუ მართლაც ასე იყო, შერიგების გზა არ შეიძლება იყოს უბრალოდ დიალოგები, შეხვედრები, ლოცვები… ეს ყოველივე უკვე ხორციელდება როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, მაგრამ დაახლოების მაგიერ კიდევ უფრო აშორებენ და აგვიანებენ შეხვედრასა და შერიგებას. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ასევე “უნებურად” აღმოვჩნდებით ერთობაში, როგორც “უნებურად” დავცილდით ერთმანეთს? ნუთუ არ გაგვეღვიძება ამ ცუდი სიზმრის შემდეგ თუნდაც ცივ ოფლში გაწურულთ? ნუთუ არ გაქრება ეს გამჭვირვალე ბროლის კედელი, რომლის მიღმა ერთმანეთს ვხედავთ, ვუღიმით, მაგრამ ვერ ვეხვევით?“

    წყარო http://jvarosnebi.com/index.php?limitstart=15

  3. ლომისა Says:

    http://jvarosnebi.com/index.php?limitstart=25

    ეს საიტი კონცენტრირებას უკეთებს ანტიმართლმადიდებელი და ანტიეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ადამიანების აზრებს.

    —————————

    “დღევანდელი პრობლემა დემოკრატიის რესურსების ნაკლებობაა. ნათელია, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, საქართველოში არ არსებობს საზოგადოებაზე დაფუძნებული დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტია. შესაძლოა, ჩვენ გვყავს საბაზისო გაერთიანებები, მაგრამ არ გაგვაჩნია, არ გვყავს დასავლური ტიპის ღია პარტია”. გია ნოდია, “რევოლუცია დემოკრატიისთვის”, ჟურნ. “თავისუფლება”, N 12, 2004.

    ეს ის გ. ნოდიაა, რომელიც მ. სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგია! ეს ის გ. ნოდიაა რომელიც საქართველოს კანონიერ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცილისმწამებლობას ეწეოდა მთელ მსოფლიოში!

    დანარჩენზე „დიდგორის“ სხვა წარმომადგენლები ისაუბრებენ.

  4. elena Says:

    Грех богохульства, составляющий сущность всякой ереси, есть самый тяжкий грех, как грех, принадлежащий собственно духам отверженным и составляющий их отличительнейшее свойство. Падшие духи стараются прикрыть все грехи благовидною личиною, называемою в аскетических отеческих писаниях оправданиями [14].

    Делают они это с тою целью, чтоб человеки удобнее были обольщены, легче согласились на принятие греха. Точно так они поступают и с богохульством: стараются его прикрыть великолепным наименованием, пышным красноречием, возвышенною философиею. Страшное орудие в руках духов — ересь! Они погубили посредством ереси целые народы, похитив у них, незаметно для них, христианство, заменив христианство богохульным учением, украсив смертоносное учение наименованием очищенного, истинного, восстановленного христианства. Ересь есть грех, совершаемый преимущественно в уме. Грех этот, будучи принят умом, сообщается духу, разливается на тело, оскверняет самое тело наше, имеющее способность принимать освящение от общения с Божественною благодатью и способность оскверняться и заражаться общением с падшими духами. (Епископ Игнатий (Брянчанинов) (1807-1867)

  5. lado Says:

    ეგენი მართლა ფარისევლები არიან! სწორედაც რომ! აროშვილის მტვრადაც არ ღირან, კონფორმისტები… ამას არ მოეწონა ეკუმენიზმი, ადგა და გავიდა, აი რაფიკა რას აკეთებს ალაჰმაც აღარ უწყის ანგრევს და ხვრეტს შიგნიდან ამ ისედაც გაუბედურებულ ეკლესიას, თან არც გამოსდის, თან იჭინთება…

    ხოდა დაჭმუნჭნულ სკუფიებს მაუჭით, ტიარა ისევ ისე იქნების როგორც იყო—————
    ——————
    ასე გადარეული ეშმაკებისგან ადამიანები, ეს მნათეუსი და ჯვაროსანი რომ არის, იშვიათია მართლაც, გამეცინა მაგათ ნაწერებზე! მთელი ვატიკანის დემონები დაესხნენ თავს და დარეტიანებულები დარბიან თბილისის ფორუმზე, მაგ უბედურების ბოლო ალბათ ეშმაკეულთა საავადმყოფოებია…საწყლები

  6. lado Says:

    საპატრიარქოს მღვდელზეც ოოჰოჰო რას გამწარდნენ! „რაფიკაო, მაუჭიო, იჭინთებაო,“ მოკლედ სანიმუშო მეტყველება აქვთ, აბა კაცი კათოლიკურ სექტაში რომ გაწევრიანდება, რაც სექტა, ისიც წევრები, და შესაბამისიც ლექსიკა!

  7. elena Says:

    საინტერესო წერილია ამ არქიმანდრიტის წერილი, მაგრამ უმალ გაგიჩნდება ერთი შეკითხვა ამის წამკითხველს, კათოლიციზმს ასე სამართლიანად რომ განიხილავს კარელინი ერეტიკულ ინკვიზიციური დანაშაულის ცოდვად, რატომ იმსაც არ განიხილავს და ამხელს, რომ რა უნდა მის პატრიარქს ასეთ მცოდველებთან ლოცვითი და ძმური სიყვარულის ერთიანობაში! ის ხომ უფრო დიდი ცოდვილია ვინც იცის რა არის პაპისტური ერესი და მაინც ამყარებს კავშირს და ლოცულობს ასეთებთან!

  8. elena Says:

    პაპისტებისთვის რომ ჩაატარებს მერვე მსოფლიო კრებას, კანონისტს ვთხოვოთ სტაროვერებისთვისაც (ძველმოწესეები)მოითხოვოს მეცხრე მსოფლიო კრება, იქნებ დააბრუნოს კირილე გუნდიაევის წიაღში!

  9. frzurab Says:

    ე.წ. სტაროვერებს რაც შეეხება. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ. ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ფილარეტ ვოზნესენსკის მოღვაწეობის შედეგად. ემიგრაციაში მყოფი სტაროვერების ნაწილი შემოუერთა რუსეთის ემიგრაციულ ეკლესიას. ერთ უხუცეს დიაკვანს ვიცნობ მე, რომელიც მაშინ მიტრ. ფილარეტის დიაკვანი იყო. ის მიყვებოდა თუ როგორ იდგნენ მსახურების დროს ტაძარში სტაროვერები, როგორი მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ. პირჯვარსაც კი ერთობლივად იწერდნენ და თავს ერთობლივად დრეკდენ. კაცი და ქალი როგორ გამორჩეულად იდგნენ განცალკევებით. დიაკვანი იძაოდა სულ მეგონა, რომ სამხედრო შენაერთში მოვხვდიო.
    ასე, რომ ბევრი მათგანი მართლა შემოსარიგებელია და დასაბრუნებელი ეკლესიაში. ოღონდაც ძალიან რთული საქმეა ეგ. წმიდა კაცები ჭირდება მაგ საქმეს, რაც ჩვენს დროში დიდი დეფეციტია.

  10. elena Says:

    აჰა, რა კარგად და ნათლად არის გაწყობილი ეს წერილი:
    1) კონსტანტინეპოლის პატრიარქი ლოცულობს მწვალებელთან და ქვეშ მიწერილი აქვს მოციქულათა კანონი, რომ იგი ამის გამო განკვეთით ისჯება; 2) ასევე სასულიერო სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე პაპისგან იღებს კურთხევას და მიწერილი აქვს რომ ეს კანონიკურად დაუშვებელია, ასევე საქართველოს პატრიარქი ლოცულობს პაპთან და მასაც კანონი მიწერილი აქვს რომ იმსახურებს განკვეთას! ასე და ამგვარად, სრულიად ნათელია რომ საპატრიარქოს და ბაპტისტური სექტის მათი მიმდევარი მრევლი მწვალებლები არიან!

  11. elena Says:

    პრეზიდენტა, ანუ იგივე დავით ჩიკვაიძე, პაპიზმით რომ გადაიღალა ახლა მაჰმადიანობის განმტკიცებაზე ზრუნვას შეუდგა თბილისის ფორუმზე; იხილეთ: http://forum.ge/?f=84&showtopic=33971658&st=0

  12. daviti Says:

    რადგან დამიძახეთ მეც მოვედი – დავითი გოგიტიძე. და განსაკუთრებით მომიყვანა აქ ახალმა თემამ ლადოს მიერ მოწოდებულმა და მალე ჩემს აზრსაც გამოვხატავ ამ თემაზე:
    ————————–
    ლადომ დაწერა: თვალს ვადევნებ დიდგორის დებატებს კონსერვატორების ფორუმზე და ღმერთმა გაძლება მოგცეთ ძმებო ვინც „დიდგორიდან“ ამ კამათს ეწევით! კონსერვატორ ბატონ კუკავას კიდევ მნათეუსი მირჩევნია გულწრფელად აცხადებს ეშმაკი ვარო! ხოლო კუკავა ამტკიცებს უფლის მომხრე ვარო, თან იქვე აცხადებს პუტჩისტთა მომხრე ვარო, მერე კიდევ მართლმადიდებელიც ვარო, როცა აღმოჩნდა რომ, თურმე სახარებაც არ წაუკითხია ჯერ! ერთი წელია უჩიჩინებს დიდგორი კუკავას, თან კანონებს ულაგებს ცხვირწინ და მაინც ვერაფერს იგებს ეს კაცი! რა ძალიან გონებაშეზღუდული ყოფილა, მაგას მტერმა ანდოს ქვეყნა სამართავად, სააკაშვილს გაასწრებს!

  13. davit Says:

    და კარგიც ქენით რომ დატოვეთ ეგ ფორუმი ბატონებო – სიმართლევ და დიდგორო! მგლის თავზე სახარების კითხვაა კახა კუკავას შეგონება! მაგის რწმენა ზვიად ძიძიგურის მკვდარი სულის გარშემო ტრიალებს მხოლოდ, ძიძიგურია ვინც უსისინებს თქვენს წინააღმდეგ ზურგიდან კუკავას, იმას ძულს და ეზიზღება ჭეშმარიტება! მაგ სამტრედიის პრეფექტია რელიგიური მრჩეველი მთელი ოპოზიციის! ეგეთი ხელზე მოსამსახურე კაკებს აგენტ ილიას არავინ ჰყოლია როგორიც ძიძიგურია! თუ ვინმემ თვალი გამოახილა ილიას იუდობაზე, ეგ ძიძიგურია უმალ დარახტული რომ მიუცუცქდება და კვლავ ეშმაკის რწმენაზე გადამუშავებს! საპატრიარქოს მთავარი აგენტია მაგ ოპოზიციაში და უშუალოდ ეგ საქმე ავალიაპოლიტ ავანსცენაზე! კუკავა მაგის კლანჭებიდან თავს ვერასოდეს დააღწევს. ჯერ მეგობრის მოღალატე კაცი რაც არის ყველამ ვიცით ზოგადად, მითუმეტეს პრეზიდენტის და სამშობლოს მოღალატე კაცის კაცობაზე ლაპარაკიც ზედმეტია და ასეთ მოღალატე კაცზე რომ ვინმე გეტყვის, პირი გამოირეცხე და მოღალატეზე ისე ილაპარაკეო, აი იმის კაცობა ხომ მთლად არაკაცობაა! მაგ სიტყვებით გიორგი ყარყარაშვილზე რაც გითხრათ პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ ყარყარაშვილზეო, ამით მაგ არაკცმა ყველას ჩაგვაფურთხა სულში ვისაც გვახსოვს რა იყო პუტში და მისი შედეგები!

  14. lado Says:

    გიორგი ყარყარაშვილი ჯერ ხომ პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის დროს მთავრობის სასახლის აღებაში იღებდა მონაწილეობას, მეორედ როდესაც ზვიადი დაბრუნდა საქართველოში, ისევ ეგ ჩაუდგა სათავეში სამხედრო ხუნტის დავალებით სამხედრო ოპერაციებს და რუსეთის მიერ გადმოსხმულ საჯარისო ნაწილებთან ერთად მიიტანა სასტიკი იერიში პრეზიდენტის დაქვემდებარებულ საჯარისო ნაწილებზე! მიკვირს, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა რატომ თენგიზ კიტოვანსაც არ აცხადებენ გმირად, რადგან კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და გია ყარყარაშვილი განუყოფელი ტროიკაა სამხედრო პუტჩის წარმატებით დაგვირგვინების სამხედრო მოღალატურ ოპერაციებში!
    ესეიგი ჩვენ უნდა გამოვირეცხოთ თურმე პირი – განადგურებულმა, დახვრეტილმა და აწიოკებულმა საქართველომ მაგ სამი სამხედრო ტრიბუნალით გასასამართლებელი დამნაშავეთა ხსენებაზე! კახა კუკავა მაგ სიტყვებისთვის მართლაც ანათემის და ქართველი ერიდან მოკვეთის ღირსია! მწარედ გაუხსენებს როდესმე ღმერთი მაგ სიტყვებს! მე ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთ რამესაც მოვესწრებოდით რომ ქართული სახელმწიფოს მახვილით დამამხობლებს დღეს გმირებად აქცევდნენ!

  15. lado Says:

    ერთი რამეც მინდა დავამატო, დღევანდელი ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ვისთვისაც ყარყარაშვილი და ხაინდრავა გმირები არიან, ეს გამონათქვამი აძლევს ზუსტ შეფასებას: „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო“! რა სტადიონის ხალხის მასით იწონებენ თავს, მაგათ საქართველო ერთი სტადიონი გონიათ ალბათ და ერთი სამი სტადიონი და მეტიც ვინც მანდ არ მივედით და არც არასოდეს მივალთ ეცოტავებათ! გაიხსენონ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დროს ხალხის მასები და მერე გაუქრებათ ეგ ილუზია! ხოლო მაგ სტადიონზე რაც ხალხი იყო 26 მაისს ზვიადი რომ შემოსულიყო საქართველოში, წამში დაცარიელდებოდა სტადიონი და მარტო ლიდერებიღა დარჩებოდნენ! ასე რომ კახა კუკავასთან დაკავშირებით 26 მაისს მისული ხალხით რომ ტრაბახობს მძიმე ხიბლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე! ზვიად ძიძიგურზე აღარაფერს ვამბობთ, მას ხიბლიც აღარ ჭირს ბოლომდე მიყიდული აქვს სული ბელიარზე!

  16. guja (mama jemali) Says:

    ვახ, რა შუაშია არქ. რაფაელის თემასთან – კახა კუკავა, გ. ყარყარაშვილი ან ზვიად გამსახურდია? გამაგიჟებთ რა

    • ლომისა Says:

      კომენტარი გადატანილია შესაბამის თემაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

  17. gio Says:

    ვინა ხარ ტოო რა მოგივიდა ვესე რო ლაპარაკობ რა იყოო, მე არც მაგათ მხარეზე არ ვარ და არც ღმერთი მოიწონებდა ესეთ ლაპარაკს და განკითხვას და ესეთ საუბრებს თუ რამე გაქვს სათქმელი და სამხილებელი როგორც იესომ დაგვარიგა მიდი და პირადად ამხილე, დაარიგე და ტუ მოგისმენს შეგიძენია ეს ადამიანი , ვკითხულობ სტატიებს და ღმერთის სული კი არა სატანის სული უპროი იგრძნობა ამ თქვენს განხილვებში

    • ALEXI Says:

      მიდი და ამხილე კარგია! მაგათთან სათოფეზეც ვერ მიხვალ. დაცვა და ფიშტოები აქვთ. ამა ქვეყნის ბობოლათა ჯარი და პოლიცია მაგათ ემსახურება.

      სატანის სული იმ სამღვდელოებაში უფროი იგრძნობა gio, რომლებიც ამქვეყნიურ სიამეებს არიან აყოლილნი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ ეკლესიის კანონებს.

      უფალს კი არ ბაძავენ, რომელიც ეკლესიის თავია, არამედ ამქვეყნიური ძლიერებით გაამპარტავნებულ სატანას. ნახე ერთი როგორ სასახლეებში ცხოვრობენ მღვდელმთავრები და როგორი ძვირფასი ავტოებით დასრიალებენ. უფალი ბაგაში დაიბადა და მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ჯვალოში გაატარა. ესენი კიდევ კუტიურებთან აკერინებენ ანაფორებს. კათოლიკური კონფესიის მსახურნი კი საერთოდ საერო კაცებს ეჯიბრებიან პრანჭვა-გრეხა-დროსტარებაში.

      • ნიკა Says:

        Mnateus Sutidze: davbrundi, mash ase, pirveli dge srulyofilad petres memkvidris omofor qvesh!🙂

        Mnateus Sutidze: dges chemi megobari gogo mimesijebs “levan, ici kviras eklesiashi menstruaciis gamo ver davdiodi da dges ciklma daagviana, uflis saswaulia!” pasuxi: “mainc ar daicavi xo tavi seqsisas?!”

        Nodar Ladaria:

        უბაზრებ, არა?

        Mnateus Sutidze:

        ara, vumarketeb😀

        Mnateus Sutidze:

        soios prezervativi mainc exmara =))))))))))))))

        David Iverieli:

        დაიცა სოიოს პრეზერვატივი მარხვაში? და ჯვარდაწერილი თუ არაა და ისე აქვს სექსი? თუ ეგეც ნაკურთხია უკვე? :)))))

        Mnateus Sutidze:

        nw… gaachnia exla, samarxvo sperma jer ar gamosula😀😀😀

        David Iverieli:

        ლოლ, ისე ამ წელს მაგრად გაუჭირდებათ ახალ წლამდე :)))
        ————————————————————
        Mnateus Sutidze: davbrundi, mash ase, pirveli dge srulyofilad petres memkvidris omofor qvesh!🙂

        l. suTiZe aq gulisxmobs imas, rom am dRes pirvelad miiRo kaTolikur ,,eklesiaSi” ,,ziareba”, rasac ramdenime dRiT adre acxadebda, kidec, _ rom swored am dRisTvis emzadeboda pirveli ziarebisaTvis kaTolikeebTan…

        aseve, ix. dek. b. kobaxiZis interviu:

        http://www.grrn.info/index.php?page=9&lang=geo&content=45

      • ნიკა Says:

        ახლა კი მნათეუსის (ლეონ სუთიძე) და დავით ივერიელის, ”პეტრეს ომოფორის მემკვიდრის” ქვეშ ”წმინდა მეტყველებით” უკვე ზიარებულებს მივაყოლოთ კათოლიკურ ტაძარში აღსრულებული ეს ვაკხანალიაც, რათა სრულად დავრწმუნდეთ რა სიბილწეშიც სუფევენ ეს ”პეტრეს მემკვიდრეები”.

      • გიორგი Says:

        ბოდიშს ვუხდით ჩვენს პატიოსან მკითხველს პაპისტების ამ უგვანო სიტყვა-პასუხის გამოქვეყნებისთვის, მაგრამ დაე, იცოდეთ რა ეშმაკეული რწმენა გააჩნიათ კათოლიკებს, როგორც საჯაროდ ამ ბინძური სიტყვა-პასუხით მოქირქილე ხალხს (ლეონ სუთიძეს, დავით ივერიელს, ნოდარ ლადარიას), ისე მათ ”სამღვდელო” პადრე იერარქებს.
        გ. წულაძე
        (”დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი)

      • ნიკა Says:

        იმ დღისა და ორი დღის შემდგომი ჩანაწერი, როცა ლ. სუთიძე კათოლიკურ ტაძარში პირველად ეზიარა:
        ————————————————–

        Mnateus Sutidze: KAI LOBIOSHI KI CHAIYRIDA AXLA KACI KAI SEFISKVERS =))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))1 novembre, à 20:22 · Commenter · J’aime
        Mnateus Sutidze: ნუ შეურაცხყოფთ ჩვენს ეროვნულ სარწმუნოება, არმაზს! კერპებს გვინგრევენ! მტკვარში გვნათლავენ!mar, à 21:04 · Commenter · J’aime
        Jem Bezhanidze: გადადგეს მირიანი!!!
        mar, à 21:14
        Davit Gabunia: და ეს ნინო ვაფშე ვინაა? რა ჭკუას გვასწავლის ეს გადამთიელი და თანაც – ქალი?????? გაუგონარი თავხედობაა!!!
        mar, à 21:15
        Mnateus Sutidzeuuuuuz: ur paaaaaa toooooo riiiiiiiii ! ! !
        mar, à 21:19

      • ნიკა Says:

        კათოლიციზმის_პედოფილიაზე

      • ნიკა Says:

        საყოველთაო მაშტაბები პედოფილიის:
        გერმანიის არქიეპისკოპოსმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ბოდიში მოუხადა

  18. სოსო ლიპარტია Says:

    ეკუმენიზმის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა, ამიტომ აქ ამაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მინდა ერთ საკითხს გამოვეხმაურო: არქიმანდრიტი რაფაელი არც აქ და არც სადმე სხვაგან აგდებით და ქილიკით მოსახსენიებელი არ არის! რომელ თქვენგანს შუძლია მივიდეს მასთან და პირადად ესაუბროს ასეთი ტონით, ასე თავხედურად?! თუ ვინმე იტყვის რომ არ შრცხვება ამის გაკეთების და სიამოვნებით “ამხელს” პირადად, მე თვითონ მიგყვებით და მოვისმენ ამ “მხილებას”. მე კარგად ვიცნობ აროშვილებს და პატივს ვცემ მათ, როგორც წესიერ და პატიოსან ადამიანებს, ამიტომ არასოდეს ვიკადრებდი მათ მიმართ აგდებულ და თავხედურ საუბარს და თუ თქვენ ქრისტიანები ხართ, და თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ერთმანეთი კი არ უნდა ვლანძღოთ, კი არ უნდა დავცინოთ ერთმანეთს თუ რომელიმე ჩვენთაგანი ცდება და დაღუპვის გზაზეა, კი არ უნდა გავიხაროთ ერთმანეთის დაღუპვით, – პირიქით, გული უნდა გვტკიოდეს და ერთმანეთის გადასარჩენად ვლოცულობდეთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, რომელიც ქრისტიანებს სხვა ხალხისგან გამოარჩევს.

    • ლომისა Says:

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დიდგორზე“. გეთანხმებით, რომ ლანძღვა მიუღებელია ყველა შემთხვევაში, ხოლო ჭეშმარიტი მხილება – სასარგებლო!

      გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მომხმარებლის მისამართითაა თქვენი შენიშვნა მიმართული. მღვდლებს, აროშვილებს გულისხმობთ? ქილიკით და დაცინვით ვინ მოიხსენია არქიმანდრიტი რაფაელი და სად?

    • ეკა Says:

      სოსო ლიპარტელიანმა ალბათ მე მიგულისხმა–მამა ბასილის მრევლი როცა ეს დაწერა,:: ბატონო სოსო გეთანხმებით. შეიძლება არც მიგულისხმა და ვცდები, მაგრამ თუ მე მიგულისხმა, მაშინ ვუპასუხებ: მე მაგალითად მართლაც თავხედურად შევუტიე ძმებ აროშვილებს და ეს არ გამიადვილდა სხვათაშორის, ბევრიც ვინერვიულე, მაგრამ ეს საჭირო იყო რადგჰან უსამართლოდ ექცეოდნენ და მოექცნენ მამა ბასილს. აქ საპატრიარქოს წარმომადგენერლმა ვინმე კანონისტმა დაწერა და იხარა იმით რომ ერთმანეთს დაერიეთო. ვეთანხმები რომ დავერიეთ მაგრამ ჩემთვის არარაობაა ის რომ საპატრიარქოს ხალხი ან სააკშვილის ხალხი ესხმის და მასხარად იგდებს ჩემს მოძღვარს, მათ პასუხის ღირსადაც არ ჩავაგდებ, მაგრამ არ ვაპატიებ იმათ ვინც ჭეშმარიტების დაცვაზე აცხადებს თავის უფლებებს. ეს უფრო მტკივნეულია ჩემთვის. ერთშიც ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს, ადამიანს იმაზე მეტი უნდა გქონდეს გაკეთებული რომ უფლება გქონდეს ჩაწიხლო შენზე უფრო ბევრის გამკეთებელი თუნდაც მას შეეშალოს რამე.

      ეკატერინე მამა ბასილის მკალავიშვილის სულიერი შვილი

      პ.ს. ვინმე კანონისტმა ისიც დაწერა რომ მე მამა ბასილი შეიძლება მავალებდეს აროშვილებზე პასუხის გაცემას. სასაცილოა, რადგან მამა ბასილი ამ კომპიუტერებისგან ძალიან შორს არის და არც მოუსმენს ადამიანს ასეთ საკითხებზე!

  19. a.sanduchadse Says:

    piriqiT, arqimanditr rafaelis werilebs, me didgorzec ki gamovaqveyne misi werili kaTolikobis Sesaxeb.

    • ეკა Says:

      სხვათაშორის არც „დიდგორს“ მიიჩნევენ თავის ტოლად და სწორად მღვდელები აროშვილები. თბილისის ფორუმზე პატრიარქის სულიერმა შვილმა კანონისტმა როცა გადაუტანა ჩვენი დაპირისპირება, მღვდელმა ზურაბმა ასე დამცინავად შეეკითხა: “ასე ძალიან გაგიჭირდა რომ დიდგორის საიტიდან იღებ მასალებსო”. არ იფიქროთ რომ ამას შუღლის ჩამოსაგდებად ვიხსენებ, არამედ ისე გასახსენებლად. ისიც საყურადღებოა რომ უცხოური საიტების მისამარტები თავის ბლოგზე მიუთითებიათ აროშვილებს ხოლო მამა გიორგი სხილაძის და დიდგორის მისამართებს არ თვლიან ღირსად!

      • ლომისა Says:

        ქ-ნო ეკა, ჩვენ არა გვგონია, რომ მამა ზურაბის რეპლიკას რაიმე საერთო ჰქონდეს დაცინვასთან. ან რატომ უნდა დასცინოს იმ საიტს, რომელზეც მისი ანტიეკუმენისტური მოღვაწეობის წერილებიც იბეჭდება? თავის თავს ხომ არ დასცინებდა?

        ის ფაქტი, რომ მათ საიტებზე „დიდგორის“ ბმული არ არის განთავსებული, არანაირად არ გწყინს. მათი საითი მხოლოდ რელიგიურ საკითხებს განიხილავს, ხოლო „დიდგორი“- საერისკაცო საქმეებსაც. ალბათ, ამიტომაც, გარკვეული მოსაზრებების გამო, ერიდებიან ისინი ასეთი შინაარსიის საითის ლინკის განთავსებას. ჩვენი აზრით აქ საწყენი არაფერია. მათ საითებზე ძირითადად წმინდა რელიგიური შინაარსის საითების ბმულებია გამოქვეყნებული.

        ქ-ნო ეკა! შუღლის ჩამოგდებაზე ადვილი არაფერი არ არის – ღმერთმა დაგვიფაროს შუღლისაგან. ერთობის მიღწევაა ძალიან ძნელი – ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ჭეშმარიტებაში გასაერთიანებლად!

        პატივისცემით,

        იოსები

      • ნიკა Says:

        სოსო ლიპარტია Says:
        მარტი 5, 2010 დრო 12:59 pm
        არქიმანდრიტი რაფაელი არც აქ და არც სადმე სხვაგან აგდებით და ქილიკით მოსახსენიებელი არ არის! რომელ თქვენგანს შუძლია მივიდეს მასთან და პირადად ესაუბროს ასეთი ტონით, ასე თავხედურად?! თუ ვინმე იტყვის რომ არ შრცხვება ამის გაკეთების და სიამოვნებით “ამხელს” პირადად, მე თვითონ მიგყვებით და მოვისმენ ამ “მხილებას”

        ––––––––––––––––

        განმარტება ბ–ნ სოსოს:

        ––––––––––––––

        თქვენი წერილში გამოსახულ აზრებს ვეთანხმებით. გარდა ერთი საკითხისა. ქრისტიანი უნდა გამოირჩეოდეს სიყვარულით სხვებისგან, მაგრამ დასაზუსტებელია რომ ეს უნდა იყოს ჭეშმარიტებისადმი სიყვარული. თუ ადამიანს ჭეშმარიტებისადმი სიყვარული არ გააჩნია, მას ადამიანის სულის სხნაზე ზრუნვაც არ ძალუძს. დავსვათ კითხვა ასე: “არქიმანდრიტ რაფაელს გააჩნია კი ჭეშმარიტებისადმი სიყვარული?” ვფიქრობთ, რომ არა, რადგან მაშინ იგი არ იქნებოდა ეკუმენისტი პატრიარქის ილია მეორის და მისი სინოდის მორჩილებაში. არქიმანდრიტი რაფაელი მართლაც დიდად განსწავლული სასულიერო პირია, მართლაც შესანიშნავი წერილები აქვს, თუნდაც ეს წერილი “სწრაფვა კათოლიციზმისკენ”, და ამიტომაც უფრო “სამხილებელია” რადგან კარგად უწყის რა მძიმე ცოდვაშიც უდგას ფეხი და ამ ცოდვას “სჯულგანდგომილება” ანუ იუდაისკარიოტელობა ეწოდება. როდესაც ამხელ კათოლიციზმს და ამ დროს ლიტურგიისას კათოლიკებთან თანამლოცველ სულიწმინდის მგმობელ პატრიარქს მოიხსენიებ ლოცვაში, ეს არის გაცემა ღვთისა! წაიკითხეთ, შესანიშნავად ამხელს მამა ზურაბი არქიმანდრიტ რაფაელს, ის კი რა ჯიუტად ადგას სიცრუის და გამყიდველობის გზას. აი, ეს წერილიც:
        https://didgori.wordpress.com/2009/01/26/m-aroshvili_arqiman_rafaels/

        ნიკა გვარამია (“დიდგორი” – ის პრეს–სამსახური)

      • ელენა Says:

        ბატონო ნიკა, თქვენ აღნიშნეთ და დაწერეთ მხოლოდ ქართველ პატრიარქზე რომელსაც მოიხსენიებს რაფაელ კარელინი მღვდელმსახურებისას ლოცვაში, მაგრამ იგი მხოლოდ ილიას არ მოიხსენიებს, არამედ ბარძიმზე ჩამოლოცვისას ყველა პატრიარქს, მათ შორის ბართლომეს რომელიც კათოლიკეა უკვე. ანუ რაფაელ კარელინი თან რომ ამხელს კათოლიციზმს, თან წმინდა მამებად მოიხსენიებს კათოლიკედ გადაკეთებულ ბართლომეს (კონსტანტინოპოლის პატრიარქი). როდის არის მართალი, როცა ამხელს ლათინო–პაპისტებს თუ როცა წმინდა პატრიარქებად მოიხსენიებს ლათინებთან შეერთებულებს. ასეთი მოქნილი სინდისი აქვს რაფაელს.

      • ნიკა Says:

        Russian Presidents at the Vatican

  20. Tornike Chiboshvili Says:

    რჯულის კანონში ისიც წერია,ებრაელთან ერთად არ იბანაოთ აბანოშიო, რომ შევა ადამიანი აბანოში, ჯერ ებრაელები უნდა ეძებოს? წინააღმდეგობაში იმყოფებით და ამიტომაც აფანატებთ.

    ფანატიზმი, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი

    ”ფანატიზმი (ლათ. fanatismus) – გახელებული, უკიდურესობამდე მიყვანილი მიმდევრობა რაიმე რწმენისა ან შეხედულებისა; ნებისმიერი სხვა, მაგალითად, რელიგიური მოსაზრებების შეუწყნარებლობა” სეთ განმარტებას აძლევს ფანატიზმს არა რომელიმე მოკლე ცნობარი ან სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, არამედ უზარმაზარი ენციკლოპედიური ლექსიკონი.

    ცხადია, თანამედროვე საზოგადოების პირობებში ფანატიზმის ადეპტებს, არა აქვთ შესაძლებლობა, ჭეშმარიტებაზე საკუთარი წარმოდგენის გამო, მოკლან ან ცოცხლად დაწვან ადამიანები, მაგრამ ამ სიტუაციასაც ადვილად ეთანაწყობიან, გადადიან რა მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა სფეროში, გაზეთებში, რადიოში, განსაკუთრებით ინტერნეტში, სადაც ფორუმებსა და ჩატებში ყალიბდება სიძულვილის ნამდვილი ზონა. ფანატიკოსი, უფრო ზუსტად, ფანატიზმის ბაცილით დასნებოვნებული ნეოფიტი, იწყებს ”მტრების” მხილებას, ებრძვის კულტურას, ქმნის შიშის ატმოსფეროს და ნერგავს შეუწყნარებლობისა და ერესოფობიის ატმოსფეროს არა მარტო საკუთარი თავის გარშემო, არამედ მთლიანად საზოგადოებაში.

    ფანატიზმის ბუმს მივყავართ მეტად სავალალო შედეგებთან, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ვოლტერი გვაფრთხილებდა, როდესაც წერდა, რომ ფანატიზმი ”წყვეტს ყველა კავშირს საზოგადოებაში” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აქვს უზარმაზარი დესტრუქციული ძალა, რომელსაც საზოგადოების დანგრევა შეუძლია.

    ფანატიკოსს, როგორც წესი, არა აქვს იმის შეგრძნება, რომ შეიძლება თვითონ ცდებოდეს. შესაძლოა, ის გრძნობდეს თავისი პოზიციის სისუსტეს, მაგრამ ამ დროს ის ახდენს მთელი თავისი ძალების მობილიზაციას მის მიერ აღიარებული ჭეშმარიტების დასაცავად და რადაც უნდა დაუჯდეს, მთელი ძალისხმევით იცავს მას.

    ვოლტერი გვაძლევს ფანატიზმის ზოგიერთ ფსიქოლოგიურ ნიშანსაც. ეს არ არის უბრალოდ ”უცოდინრობის ნაყოფი”, მაგრამ ყოველთვის უკავშირდება ბრბოს ფსიქოლოგიას: ”წიგნები ნაკლებად აღძრავს ფანატიზმს, ვიდრე სახალხო შეკრებები და გამოსვლები”. ფანატიზმი ყოველთვის ”ბნელია და სასტიკი”, ერთდროულად კი ის არის ცრურწმენა, ციებ-ცხელება, სიცოფე, ბოღმა და ბოროტება.

    • ლომისა Says:

      ბ-ნო თორნიკე, ვოლტერი ეკლესიის წმინდა მამაა რომ მისგან ვისწავლოთ?

  21. Tornike Chiboshvili Says:

    18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.

    19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.

    20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:

    21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.

    22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.

    23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.

  22. Tornike Chiboshvili Says:

    ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

    2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.

    3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?

    4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?

    5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?

  23. Tornike Chiboshvili Says:

    აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103).

  24. Tornike Chiboshvili Says:

    სიყვარულით საზღვრეთ სიყვარულით!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: