Eglise Catholique Gallicane (ნაწ. I)

გალიკანური კათოლიკური ეკლესია

     Это – автокефалия, с абсолютным сохранением папской веры и вера вселенских соборов. Церкви Католики Галликан очень близки к римской Церкви. То, что их отличает, так это – священническое рукоположение, сообщенное отцам семейства, (как  впрочем случай для униатских церквей, которые соединены с Римом) и независимость, juridictionnelle: то есть: автокефалия. Но, существенное и фундаментальное содержание своей христианской Веры это папская и римская католическая Церковь.

cxovelebis mesa_1

cxovelebis mesa_9_1

La Messe des animaux

აქლემები კათოლიკურ ტაძარში მესაზე

Bénédiction des animaux le 6 mai 2006 à 15h30 dans le cadre de la fête des animaux.

Eliane considère que les animaux sont des créatures de Dieu et qu’ils ont une âme.

Fervente croyante de l’église catholique, elle a donc trouvé tout naturel d’emmener Loel, son petit caniche blanc, à la messe. Mais bien sûr, cela fit à plusieurs reprises scandale. Les gens partaient ou chassaient la pauvre Eliane en criant au sacrilège !

Lassée, Eliane ne fréquenta plus les lieux saints, jusqu’au jour où elle rencontra le prélat de l’église catholique Gallicane Sainte Rita, qui, lui, accueille, avec bienveillance ces petits êtres à l’âme simpliste mais si pure.

Eliane, redevenue fidèle paroissienne de Sainte Rita, en a convaincu bien d’autres de venir régulièrement avec leur chien suivre l’office du dimanche dans une ambiance de prière et de chants. Contrairement à ce que l’on peut penser, il n’y a ni aboiement, ni jappement, ni la moindre déjection pendant l’office. Ces petites créatures sont tout compte fait bien sages.

près de 400 personnes plus le cheptel, soit mille créatures de Dieu présentes à la messe des animaux.

     ამ ტექსტში აღწერილია კათოლიკური მრევლის წარმომადგენელი როგორ ამტკიცებს, რომ ცხოველებს უკვდავი სული გააჩნიათ (რაც გაუგონარი მკრეხელობაა) და როგორ დადიან კათოლიკურ ტაძარში პაპისტები, დაჰყავთ ძაღლები, კატები, ცხენები, აქლემები, გველები, ბატები, და ა.შ და კათოლიკე პადრეები თუ კარდინალები უტარებენ ცხოველებს მესებს „საეკლესიო“ რიტუალებით!.

     იხ. ძაღლების, კატების, აქლემების, ცხენების და ქვეწარმავლების ტაძარში შემყვან კათოლიკე “მღვდელთა” საიტი –> http://eglisesainterita.free.fr/index.htm#

cxovelebis mesa_9_2

La Messe des animaux

ძაღლი კათოლიკურ ტაძარში მესაზე

      წაიკითხეთ, ძვირფასო მართლმადიდებელნო, სადამდე არის დაცემული მსოფლიო კათოლიკური ეკლესია, რომ უკვე ცხოველებს მესას უტარებენ, და ასეთ უსჯულო მკრეხელურ აღმსარებლობას ((ლათინო-პაპიზმს) გაუხსნეს ვებ-გვერდი საქართველოს ოფიციალური ეკლესიის სტიქაროსნებმა ლეონ სუთიძემ (მნათეუსი) და დავით ივერიელმა (ჯვაროსანი), ხოლო მათ კი თანაუგრძნობს ამ საკითხში, ასევე საპატრიარქოს მრევლის წარმომადგენლები, თბილისის ფორუმის მოდერატორი მუსიკანტი დათიკო და საპატრიარქოს ფორუმის church.ge-ის „სენატორი“ დავით ჩიკვაიძე! ეს ხალხი აქტიურად ავრცელებენ პაპისტურ ერესს ფორუმებზე და მხარდამხარ იბრძვიან მართლმადიდებლობის დასამხობად! ბლოკავენ და ფორუმებიდან აძევებენ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებს! 

cxovelebis mesa_5

cxovelebis mesa_9_4 La Messe des animaux

ცხენი კათოლიკურ ტაძარში მესაზე

cxovelebis mesa_7 

ცხოველთა მესის დამწესებელი პაპისტი„სამღვდელოება“

მართლმადიდებლობისა და ეკუმენიზმის შესახებ

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი 

     ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

     მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ – ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის – ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, “რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?” (2კორ. 6,14-15).

     მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: “თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს”! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან – თვით კერძო ლოცვასაც კი.

     ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: “მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება.”

     ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი.

jvarosnebis saiti_6

 წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა “ლათინურ მწვალებლობაზე?” მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და “უცთომელი” დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.

     ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ.

პირველი ნაწილის დასასრული

103 Responses to “Eglise Catholique Gallicane (ნაწ. I)”

  1. davit Says:

    ოლალაააააააააააა მოდი და ნუ გადაირევი, ამის ყველაფრის მნახველი! მნათეუსის და ჯვაროსანის დედა „ეპისკოპსს“ ბაბტისტთა სექტის არქილიდერის მალხაზის რუსიკოს ვინღა ჩივის, ამათ ზემოთ პადრეებს შეხედე ერთი რა ინტერანომალური „წირვები“ დაუწესებიათ! ნეტა ღორები თუ ჰყავთ ამ მესაზე? ალბათ ეყოლებათ, საცა ძაღლები არიან ღორზე უკეთესები ვითომ რით არიან! მოკლედ რა ყეფა, ღრუტუნი, სისინი, ყმუილი და რავი კიდე რა გნიასი იქნება ამ წირვაზე! ნეტა მგლებსაც თუ აკურთხებენ? ალბათ, რატომ დაამციებენ მგელსა და ტურასა! ეჰ ვინ ჩივის გადაკიდებული რომ ვიყავი ტიტველ შუბებიან გუჯა-ჯემალის და დოქტორანტის ინდიელ შამანებს, ადამიანები მაინც არიან, ხოლო ეს პანეკუმენისტური ინტერანომალია ნამდვილად სიამაყით აღავსებს მნათე ბიჭსა და ივერიის სირცხვილ დავითს!

    • გიორგი წულაძე Says:

      ერთ-ერთ წერილში ელგუჯა მარდალეიშვილმა განაცხადა, რომ არის ეკუმენისტი, ესე იგი მწვალებელი და აგრძელებს: „ეკუმენისტ მართლმადიდებლებს განსაკუთრებით ებრძვიან საქ. მართლმადიდებლებს ეკლესიაში, რა უქნეს ბასილ კობახიძეს, მამა ზაზა თევზაძეს და მამა კახაბერ კურტანიძეს დღემდე ებრძვიან, მართლ. მშობელთა კავშირი ავიწროებს ეკუმენისტებს, პირადად მეც ეკუმენური აზროვნების გამო ჩემმა მოძღვარმა უარი თქვა ჩემს სულიერ მამობაზე!„

      ვპასუხობთ და ვაფრთხილებთ ელგუჯა მარდალეიშვილს შემდეგს:

      ეკუმენიზმის მწვალებლობა არის სულიერი სნეულება და როგორც კიბოს მეტასტაზები ისე ვრცელდება ოფიციალურ ეკლესიებში, ხოლო დავით ისაკაძე, მისნაირი მღვდლები და მშობელთა კავშირი, ეს არის ოფიციალური ეკლესიის ის ნაწილი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაავადებულა ეკუმენიზმის სენით და წინააღმდეგობის სულით ცდილობს წინ აღუდგეს მოდერნიზმის და ეკუმენიზმის მეტასტაზებს, ამიტომ ეს საეკლესიო საზოგადოება ოფიციალურ ეკლესიაში იწვევს ჩვენს თანაგრძნობას, ხოლო ბასილს კობახიძე, ზაზა თევზაძე, კურტანიძე და სხვა „მღვდლები“ და მათი მიმდევრები ეს არის პან-ეკუმენიზმის ერესით უკვე სასიკვდილოდ მიხრწნილი საზოგადოება და შენც მარდალეიშვილო მათი წევრი! ახლა მოგვისმინე, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ განმარტებას გაძლევთ, მხოლოდ იმიტომ გიშვებთ ამ საითზე, რომ შეისწავლო სარწმუნოება და დაემორჩილო ღვთის მართლაღმსარებლობის განჩინებებს, ხოლო შენთვის გაურკვეველ საკითხებზე დასვა შეკითხვები და მიიღებ პასუხებს! და არა იმიტომ რომ აქ შენი ბილწი ერესი იქადაგო! ამის საშუალებას „თბილისის ფორუმი“ გაძლევს! გიმეორებთ, წაიკითხე ამ საითზე საეკლესიო წერილები, გაიაზრე ისინი, დაემორჩილე უფალის განჩინებებს და ამ განჩინებათა ერთგულ მღვდლებს მოუსმინე და მოექეცი მართლმადიდებლობაზე, რათა სულიერ სიკვდილს გადაურჩე! თუ ეს არ გსურს, მაშინ ამ ვებ-გვერდზე აღარაფერი გესაქმება, რადგან შენი მრწამსი, რომ ხარ ეკუმენისტი, უკვე კარგა ხანია გასაგებია ჩვენთვის, და აღარ არის ამის წამდაუწუმ შეხსენება საჭირო. გავიგეთ, რომ ხარ ეკუმენისტი, რა ვქნათ, ნება შენია, რადგან არჩევანში თავისუფალია ადამიანი.

      „დიდგორის“ რელიგური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

  2. davit Says:

    ახლა ტაძრის იატაკი რა დღეში იქნება ალბათ მესის შემდეგ, რა ინტერანომალიური სურნელება დარჩება! მის დალაგებას ალბათ აერწინაღები დასჭირდება! თბილისის ფორუმის ლათინი მოდერატორები დოქტორანტითურთ უნდა გააგზავნონ ხოლმე მსახურებად ამ მესაზე, რა სიამოვნებით დაალაგებენ ალბათ არმწვალებლობა პაპისტური ტაძრის ცურცლებით და ათასი ინტერანომალიური ცხოველთა დანატოვარ ნასაქმ ნარჩენებს! ვავა პაპა ეს რა ხდება!

  3. ივერიელი Says:

    ლომისა, ეს არაა კათოლიკური ეკლესია, ეს არაა რომის საყდარს დამორჩილებული კათოლიკური ეკლესია.

    ნუთუ არ დაიღალეთ ამდენი ცილისწამებით? ხომ ხედავთ თავად ზურაბ აროშვილი და გიორგი სხილაძეც კი აცხადებენ რომ თქვენს ცილისწამებასთან მათ საერთო არაფერი აქვთ! რას აღწევთ ამით? ხალხს კიდევ ერთხელ უმტკიცებთ რწმენას თქვენს სრულ ავადმყოფობაში.

    მეტი ცოდნა და განათლება არ გაქვთ? ეს საშინელი ცილისწამებები რომ არ წეროთ? ცოტა სერიოზულ საკითხებზე მაინც იდავეთ.

    • ლომისა Says:

      ივერიელი, „გალიკანური კათოლიკური ეკლესია“ არის კათოლიკეთა ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ვატიკანს არ ეკუთვნის, მაგრამ ეს ფაქტი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც კათოლიკური სამყარო, ზნეობრივად, სამწუხაროდ დიდად დაცემულია, სწორედ აქ წარმოიშვა „ცხოველთა მესისა და ზიარების“ იდეა, რაც მათ პარიზის ტაძარში ხდება და არა მართლმადიდებლურში. ჩვენ ამ კუთხით გვსურდა ყურადღების გამახვილება და არც არსად აღგვინიშნავს, რომ ისინი რომს ექვემდებარებიან; ამ წერილში, მიწერილიც გვაქვს, კიდეც, _ „გალიკანური…“.

      ვატიკანისათვის ზედმეტის დაბრალება, რომლის წინააღმდგიც ვართ, რა თქმა უნდა, საჭირო არც არის, ვინაიდან რაც ნამდვილად ბრალდებათ, ისიც საკმარისზე მეტია მათი ერესის სამხილებლად.

      • ივერიელი Says:

        მართლა? მაშინ კეთილი ინებე და ცრუპენტელობას მოეშვი. და ნუ ასაღებ იმას ჭეშმარიტებად, რაც მოკლეფეხებიანი ტყუილია.

        ამ ეკლესიასა და თქვენნაირ სქიზმატებს შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, უბრალოდ ესენი განკვეთილები არიან ეკლესიიდან, როგორც თქვენი ბასილ მკალავიშვილი.

        აი ამ იაფფასიანი სიბინძურეებით ვერავის ვერაფერს დააკლებთ. მასხრად კი აგიგდებენ, როგორც ჩანს თქვენზე საზოგადოების კაიფი და ღადავი მისწრებაა, მეტის ღირსები მაინც არ ხართ.

      • ლომისა Says:

        ივერიელი, ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდის? კარგი იქნებოდა, რომ ასეთივე შემართებული ყოფილიყავი „თბილისის ფორუმზე“ მომქმედი თაღლითების მხილებაში. შენ რომ მართლა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო ასე აგრესიული არ იქნებოდით საპატრიარქოდან „განკვეთილი“ თუ საპატრიარქოსგან კანონიერად განმდგარი სამღვდელოების მიმართ. ნუ აბნევთ ხალხს ბ-ნო ივერიელი, ვინაიდან ეს ხალხი ეკლესიას კი არ განუდგა, როგორც შენ გსურს წარმოჩენა, არამედ „დიდი სჯულისკანონით“ განკვეთილ პატრიარქს.

        რაც შეეხება საპატრიარქოს წარმომადგენელთა აგრესიულობას მრევლის მიმართ, პირადად ვარ მოსწრებული. როდესაც ეკლესიის მრევლს ჟუჟავდნენ თბილისის ქუჩებში და დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, ოფ. საპატრირქოს პატრიარქი ლოცვა-კურთხევას არ აკლებდა ძმათა მკვლელი ომის გამჩაღებლებს. მაშინდელი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა თქვენ პატრირქს საპატრირქოშიც მიაკითხა, რათა ძმათამკვლელი ომი დაეგმო და კაენის ცოდვაში არ გარეულიყო, მაგარამ არ ინება! ქართველი ერის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის და მტრობის გამო, სამხედრო გადატრიალების შემდგომ, ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ისე განიდევნა, რომ დღესაც ვერ მობრუნებულან. ამ პუტჩმა დაგვაკარგვინა სამაჩაბლო და აფხაზეთი, ხოლო პატრირქს რომ წილი უდევს სამხედრო ხუნტის დამკვიდრებაში ეს კარგად გვახსოვს. ქართველობის საუკეთესო ნაწილი კუბოებში ჩააწვინეს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილებმა გახიზვნით გადაირჩინეს თავი. სამაგიეროდ უცხო თესლითა და ჯიშით ივსება „სამშობლის მტრებისგან“ და „ეკლესიის მტრებისგან“ განთავისუფლებული საქართველო. ეს არის ჩვენი სიმართლე, რომლისთვის თვალის გასწორებაც კი, დღეს, აღარავის სურს.სამგიეროდ სიცრუე ზეობს მამულში და უსამართლობის ზეიმს საზღვარი არა აქვს!

        ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, უშუალოდ უკავშირდება საპატრიარქოს ცრუმადიდებლობას, რომელიც დღესაც გრძელდება. ამას წინათ, ერთ-ერთ ფორუმზე ბნ-მა კახა კუკავამ განაცხადა, რომ პატრიარქისტები 5 000 000 ვართო. ამ აზრს იზიარებენ აგრეთვე ოპოზიციის ლიდერები და რა თქმა უნდა მ. სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტური რეჟიმი. ე.ი. ხომ ხედავთ რომ ძალიან უმცირესობაში ვაართ, სულ რამოდენიმე ადამიანი ყოფილა განკვეთილი და განდგომილი, ე.ი. დღეს, ის ღირსი სამღვდელოება, რომელიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობას იჩემებს და ოფ. საპატრირქოს კი მწვალებლობაში ამხელს, თქვენთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. მათ, არც სახელმწიფოს ჯარი იცავს და ვერც პოლიციით დაგემუქრებიან, არც თოფები უკავიათ ხელში, ამიტომ ვერ გამიგია, რატომ ხართ ასე აგრესიულად განწყობილი მათი ან „დიდგორის“ მიმართ? „თბილისის ფორუმზე“ ივაჟკაცეთ თუ გული გერჩით და იქ გვანახეთ როგორია თქვენი ჭეშმარიტებისათვის თავდადება. ვიცით, რომ არც ეს სამღვდელოება თქვენთვის საშიში არაა და უსამართობისაგან „გამწარებულმა“ “davit”-მა ან „დიდგორმა“ რატომ აგაფორიაქა?! მტკიცება იმის შესაებ, რომ „დიდგორი“ ვინმეს აგინებს წმინდა წყლის ტყუილია და მხოლოდ ფსიქიატრიულ ციხეში თუ გამოდგება „davit“-ის ბრალდებისათვის.

        ქართველი ერის ერთი ნაწილი რომელიც უკანონო ხელისუფლებას თანაუგრძნობს და მისი ოპოზიცია, ოფ. საპატრიარქოს მრევლს წარმოადგენს, ერთი სულიერი მამა გყავთ და სულიერი ძმობა უნდა გაკავშირებდეთ გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ეკლესიას ეკუთვნით, მაშინ რატომ არის მათ შორის ასეთი დაუნდობლობა და სიძულვილი? ეს სიძულვილი სახეზეა და რამდენიმე წელიწადია პერმანენტული სახალხო გამოსვლებით გამოიხატება, ე.ი. ორივე მხარე საპატრიარქოს და ეკლესიის ფაქტორს პოლიტიკური ქულების დაგროვებისთვის იყენებს. ისე, ყველაზე ჭკვიანურად საპატრიარქო იქცევა და მისი პოპოლარობა ხალხში დღითი დღე მტკიცდება. საპატრირქოს პოპულარობის ზრდა რა თქმა უნდა სრულიადაც არ უწყობს ხელს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის პოპულარობის ზრდას ქართველ ერში. უფრო მეტად იძაბება სიტუაცია და უფრო საშინელ შედეგებს უნდა ველოდოთ.

    • STALINI Says:

      iverieli xar tu fofxaZe Seni dedas …… me Se ….. isev cocxali xar ? ar chaudzaglebixar jer? shennairi sulgakiduli kvela unda mokvdes nabichvaro..

  4. davit Says:

    ოჰ, აქა ხარ ივერიის სირცხვილო? რამსიმაღლე ყოფილხარ სტიქარში გამოწყობული გნახე დოქტორანტის საიტზე! მერედა კაცო ამსიმაღლე რომ ხარ ცოტა ჭკუაც შესაბამისი პროპორციისა გჭირდება, არა გრცხვენია, ქართველი კაცი სექტაში რამ გადაგიყვანა?; აბა, აბა, ეგეთი ტყუილები ჩემთან არ გაგივა, არ არიო კათოლიკურიო? კაცო შენ მართლა ძალიან გადაგრიეს სექტანტურმა აზრებმა და კითხვითაც ვეღარა კითხულობ რა უკვე! აგე ზემოთ პადრეები ამტკიცებენ საფრანგეთის ავტოკეფალური კათოლიკური ეკლესია ვართო, სრულ ერთობაში რომის ეკლესიასთანო, მაგრამ ავტოკეფალია ვართო! მასე არ არიან კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და ილია პატრიარქი, არ ემორჩილება ილია, ავტოკეფალურია ქართული ეკლესია მაგრამ ძმები და მეგობრები არიან! თანაც მე ლომისა არა ვარ! ლომისა ამ საიტის რედაქტორია, ხოლო მე კიდევა მკითხველი ამ საიტისა, ნეტა გადაირქმევდე რა სახელსა როგორ მარცხვენთ შენ და დოქტორანტს ჩემი სახელი რომ გქვიათ, გვარცხვენთ დავით აღმაშენებელსა და მეც მის მოსახელესა!

    • ივერიელი Says:

      შენ საერთოდ ვინმემ მოგწერა შეურაცხადო? მეორეც, მე დოქტორანტთან ფოტო არ მაქვს გადაღებული და არც იმ სტიქარში შემოსილი ადამიანი ვარ. ეგ ზვიადისტურ-სუკისტური ჩვევები მოიშალე.

      მერე, ზემოთ დადებული ფოტოები და ხალხი, არანაირად არ ეკუთვნის კათოლიკურ ეკლესიას, როგორც ადრე აქ გამოქვეყნებული ქალები. 21-ე საუკუნეში ხარ, ასეთ ტყუილს ვერ დაამტკიცებ სიმართლედ, მოკლე ფეხები ადვილად ჩანს.

      შენ ამხელა კაცს, შეურაცხყოფის მეტს რომ არაფერს აკეთებ აქ, გველების ისტორია ვერ გისწავლია შე უბედურო, სხვაზე რა გაქვს დასაწერი.

      ექიმი არ გინდა მკურნალი?

      • ALEXSANDRE Says:

        არც ის ბარელიეფი ეკუთვნის კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც ვატიკანში, პაპების ჩამონათვალის ბარელიეფის ქვეშაა გამოსახული? იმდენი ძეგლებია ვატიკანის ტაძარში, რომ ერთი ლენინის ძეგლიღა აკლია თურმე.

        აი, დიდი რქიანი ეშმაკის გამოსახულებაზე გეუბნები. ერთ-ერთ წერილში „დიდგორს“ გამოუქვეყნებია. რავი, იქნებ არც არის ასეთი რამ და ესეც მათი „ავადმყოფური ფანტაზიის“ ნაყოფია?

        ამ, „სასწაულს“ როგორ ახსნი?

      • ლომისა Says:

        ივერიელი, davit- ის არ მოუყენების შენთვის პირადი შეურაცხყოფა. თუ გსურს შენი ეკუმენისტური აზრების გავრცელება ხომ ხედავ რომ თავისუფლება გეძლევა.
        მალე ინკვიზიციის კოცონს შეუნთებ საწყალ დავითს და შეიძლება გახურებულ ტაფაზეც წამოასკუპო. იგი ხომ შეურაცხადია კათოლიკური აზროვნებისათვის და თქვენ ალბათ ალბათ ფიქრობთ, რომ მაგისთანების ჩაქოლვით ქრისტიანობას შეეწევით და პატრიარქსაც იხსნით აბეზარი ხალხისგან.

        რაო, რას კადრულობ? შენ საერთოდ ვინმემ მოგწერა შეურაცხადო? „ეგ ზვიადისტურ-სუკისტური ჩვევები მოიშალე.“- ო! შენ ცინიზმს საზღვარი არა აქვს, ვინაიდან davit-ის ვერანაირად ვერ დააკავშირებ ს.უ.კ.- თან, ხოლო შენი პატრირქის ს.უ.კ.-ისტური აგენტობის ბარათი მთელმა მსოფლიომ ნახა – ს .უ.კ .ისტური ჩვევებიც მასთან მოძებნე. ზვიად გამსახურდიას აუგად ხსენებაზე კი გირჩევ ცოტა ჭკვიანად იყო!

        სიტყვა „სუკისტური“ შენგან განსხვავებით ჩვენ არ ვიხმარეთ, რომ ვინმესთვის პირად შეურაცხყოფა არ მიგვეყენებინა, ხოლო თქვენ შეგნებულად წერთ ამ სიტყვას წერტილების გარეშე რაც აშკარად ადამიანის სალანძღავადაა მიმართული.

        პ.ს.

        ს.უ.კ. – სახელმწიფო უშიშროების კომეიტეტი ანუ „კ.გ.ბ“

  5. davit Says:

    დავით აღმაშენებელმა და ქართულმა ჯარმა დიდგორზე იმსთვის იომეს და სისხლი ჰღვარეს რომ შენნაირ გასექტანტებულ სამარცხვინო დავითებს ევლოთ საქართველოს მიწაზე? ვაი ჩვენო წინაპრებო, ვენაცვალე თქვენს გმირულ მართლმადიდებლურ სულსა, ეს რა ეშმას მიმდევრები მომრავლდნენ თქვენს ნაჯაფარ ქვეყანასა ზედა! წადით რა კაცო რომში, ან პარიზში აე მაგ პადრეებთან და ატარეთ ძაღლ-ღორების მესები! ხო მართლა ბრეიგ-დანსზე ტაშის მკვრელი თქვენი პაპის ვიდეოს გაქრობა ვისთან ჩააწყვეთ?

  6. davit Says:

    ვენაცვალე სულში წმინდა მამა იუსტინეს, ნახეთ როგორა წერს, ზემოთ წერილში: რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.-ო! როგორაო გავუმეოროთ ძაღლ-ღორების ჩამტარებელ პადრეების ქართულ მრევლს „უბრალოდ მწვალებლობა კი არა საზარელი მწვალებლობა არისო რომაული კათოლიხიზმიო“!!!

  7. ალექსანდრე Says:

    პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი
    რომაული კათოლიციზმი
    მღვდლობის საიდუმლო
    რომაულ-კათოლიკური თვალსაზრისის თავისებურებას მღვდლობის საიდუმლოზე სამღვდელოების უქორწინებლობის პრინციპი, ე.წ. ცელიბატი წარმოადგენს, რომელიც პაპმა გრიგოლ მეშვიდემ კანონის რანგში აიყვანა.

    მან, „ნიკოლაიტთა“ სახელით გააერთიანა რა მემრუშე მღვდლები ცოლოსან სამღვდელოებასთან, 1074 წელს სამღვდელოების ქორწინება აკრძალა, ხოლო შემდეგ ეს კანონი მკაცრი დისციპლინური ზომებით გააძლიერა და ერისკაცთაც მოუწოდა, რომ ნიკოლაიტელ სამღვდელო დასს არ დამორჩილებოდნენ და მათგან საიდუმლო არ მიეღოთ.

    არც სახარება და მოციქულთა დროის არც სხვა წმ. წიგნები არ შეიცავენ ისეთ მითითებას, რომელიც ქორწინებას სამღვდელო მოვალეობათა შესრულებისათვის დაბრკოლებად მიიჩნევდა, პირიქით, თვით კათოლიკეთა მიერ პაპობის დამფუძნებლად მიჩნეული პეტრე მოციქულიც კი, როგორც ამას წმიდა წერილი მოწმობს, ცოლიანი იყო (შეად. მთ. 8,14). აღმოსავლეთის ეკლესიაში უქორწინებლობის აღთქმა მხოლოდ ეპისკოპოსებზე ვრცელდება.

    რომის ტახტის ამ არაბუნებრივი მოთხოვნის დაწესებამ შედეგად შუა საუკუნეებში სამღვდელოების წრეში ზნეობრივი დაცემა გამოიწვია და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციის ეპოქაში იგი ჰუსიტების, ლუთერანებისა და სხვათა მხრივ გაკიცხვისა და პროტესტის საგნად აქცია. 1054 წლის პაპის ბულაში, რომელმაც საეკლესიო განხეთქილება საუკუნოდ დააწესა, ამ პრინციპის დარღვევა როგორც ნიკოლაიტთა ერესი ისე განიხილება.

    რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ ძველ ეკლესიაში არსებულ სამღვდელო ხარისხებს კარდინალის წოდებაც მიუმატა. ესენი უმაღლესი სასულიერო პირებია, რომლებიც მღვდლობის სამივე ხარისხს ეკუთვნიან და იერარქიულად უშუალოდ პაპის მომდევნო, ყველა არქიეპისკოპოსსა და ეპისკოპოსზე მაღალი ადგილი უჭირავთ. XII ს-დან მოყოლებული დღემდე პაპის არჩევის უფლება კარდინალთა კოლეგიას ეკუთვნის და მხოლოდ კარდინალთაგან შეიძლება იქნეს არჩეული.

    შუა საუკუნეებში რომაელ კარდინალებს (პაპის მოდასეებს) მაშინაც კი, როცა საეპისკოპოსო ხელდასხმა არ ჰქონდათ (მღვდლებს, დიაკვნებს, იპოდიაკვნებს) პაპთა (ევგენი IV და სხვ.) დადგენილებით ეპისკოპოსებსა და პატრიარქებზე მაღალი ადგილი ეკავათ. 1962 წლიდან კი ყველა კარდინალი ეპისკოპოსის წოდებას ატარებს.

    კარდინალები პაპის მიერ ინიშნებიან და სიმბოლური რეგალიების ტარების და პრივილეგიების უფლება აქვთ. პაპი სექსტუს მეხუთეს დეკრეტის თანახმად (1586) კარდინალთა რიცხვი 70-ით განისაზღვრა (ისრაელის 70 მთავრისა და ქრისტეს 70 მოწაფის მიხედვით), რომელთაგან 6 კარდინალ-ეპისკოპოსი იყო, 50 კარდინალ-მღვდელი და 14 კარდინალ-დიაკონი. თუმცა შემდგომ, განსაკუთრებით XX ს-ში, მათი რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა და ამჟამად 200-ზე მეტია. კარდინალები პაპთან ერთად ე.წ. წმინდა კოლეგიას წარმოადგენენ, პაპს უმნიშვნელოვანეს საქმეებში (causae majores) ეხმარებიან და მის სამმართველოში მნიშვნელოვანი თანამდებობები უჭირავთ.

  8. ალექსანდრე Says:

    პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი

    რომაული კათოლიციზმი მარხვები

    ახლა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მარხვის წესები სიმკაცრით არ გამოირჩევა. დიდი მარხვის დღეებში, პარასკევისა და შაბათის გარდა, ყველაფრის, ხორცის ჭამაც კი, დაშვებულია, მაგრამ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დღის განმავლობაში საჭმლის მიღება მხოლოდ სამჯერ შეიძლება (ამათგან ერთი სოლიდური – სადილი ან ვახშამი და ორი მსუბუქი; ამ სამ მიღებას შორის დაშვებულია მხოლოდ სასმელები მაგალითად ყავა რძით). დიდი მარხვის პარასკევსა და შაბათს, ისევე როგორც მთელი წლის პარასკევ დღეებში, დაშვებულია ჭამა რძის, კვერცხის და გამდნარი ქონისა (როგორც საჭმლის საკაზმისა), მაგრამ არა ხორცისა. კვირა დღეებში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

    რომაელ-კათოლიკეთა ყველაზე მძიმე მარხვის დღეებს მარხვის დასაწყისში „ნაცრის ოთხშაბათი“, დიდი პარასკევი და შობის წინა დღე წარმოადგენს. ამ დღეებში ზემოაღნიშნული ორივე შეზღუდვა მოქმედებს: როგორც ხორცისაგან თავშეკავება, ასევე დღეში საჭმლის მხოლოდ სამჯერ მიღება, მაგრამ კერძში რძის პროდუქტების გამოყენება ამ დღეებშიც კი არ იკრძალება.

    საჭმლის ზოგიერთი შეზღუდვა ასევე ყველაზე დიდ დღესასწაულთა წინადღეებში (თუ ეს წინადღეები კვირეებს არ ემთხვევა) და წლის სხვადასხვა დროს ოთხი კვირის ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათსაა (ე.წ. ოთხი ვადა საერთო სირთულით – ოცი დღე წელიწადში) დაწესებული. ლათინური წესის რომაელ-კათოლიკებმა არავითარი სხვა მარხვა არ იციან. ეს ზემოაღნიშნული მარხვებიც კი მათ მხოლოდ 21 წლის შესრულების შემდეგ მოეთხოვებათ და ისიც იმ პირობით, თუ ეს შეზღუდვები ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს არ შეუშლიან და ჯანმრთელობაზე რაიმე გავლენას არ მოახდენენ. პირებს, რომლებიც 60 წლის ასაკს მიაღწევენ, მარხვა არ მოეთხოვებათ.

    ბოლო დრომდე საზიარებლებს შუაღამის შემდეგ საჭმლის მიღებისგან თავი უნდა შეეკავებინათ. პაპმა პავლე მეექვსემ ეს ე.წ. ევქარისტიული მარხვა მნიშვნელოვნად შეამოკლა. ახლა საზიარებლებს მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ ჭამა ზიარების მომენტამდე ერთი საათით ადრე შეწყვიტონ.

  9. lado Says:

    ალექსანდრემ დაწერა კათოლიკების მარხვებზე: დიდი მარხვის პარასკევსა და შაბათს, ისევე როგორც მთელი წლის პარასკევ დღეებში, დაშვებულია ჭამა რძის, კვერცხის და გამდნარი ქონისა (როგორც საჭმლის საკაზმისა), მაგრამ არა ხორცისა. კვირა დღეებში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.
    ————————————
    ეს არის საშინელი შეურაცხყოფა ღვთისა, გაუგონარი შეუარაცხყოფა ისე როგორც ცხოველთა მესაა, დიდ მარხვაში დაშვებული ყოფილა პაპისტებისთვის რძის, კვერცხის და გამდნარი ქონის ჭამა! ეს მე ადრე არ ვიცოდი აქ დიდგორიდან შევიტყვე! აბა რაზე და საერთოდ რაზე კამათბს დავით ჩიკვაიძე! რომაული ეკლესია ჩვეულებრივი ათეისტური საზოგადოებაა, ეკლესიოლოგიურად აღარცა ღირს მაგათი განხილვა!

  10. guja (mama jemali) Says:

    ოფიციალური კათოლიკური ეკლესია კრძალავს ამ ფაქტს, ანუ ცხოველების ზიარებას თუ ტაძარში მათ შეყვანას. რაც თქვენ გამოაქვეყნეთ ეს არის კონკრეტული კათოლიკე მღვდლების ნამოქმედარი, რომლებიც დიდი შანსია რომ ან განკვეთილები, ან სქიზმატები არიან, ან შეიძლება ოფიციალური მღვდლებიც არიან კათოლიკური ეკლესიის, მაგრამ რა მერე? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი თავის თუთიყუშს რომელიღაც წმინდანის ზეთს აცხებს და ლოცვებს ასწავლის, და ნუთუ ნორმალურია ფრინველს წმინდანის ზეთი სცხო? რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ავადმყოფ თხებს ნაკურთხი წყლები ასხურა თურმე და “განკურნა”. ამის ფოტოებიც არსებობს და ბევრი დამახინჯებებია ამ მხრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც ზოგიერთი სასულიერო პირიდან, რომლებიც თვითნებურად იგონებენ რაღაც სისულელეებს.

    იმ ფაქტზე რას იტყვით, მარიამობას გველები თავისით რომ შედიან ტაძარში თურმე და არავის არ კბენენ? და ხატებზე აცოცდებიან გველები…. სხვათა შორის ის ეკლესია, სადაც გველების “სასწაული” ხდება, ეკუმენურ მსოფლიო ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირშია, და იქ იმდენი ტურისტები არიან შესაძლოა არამართლმადიდებლებიც სტუმრობდნენ იმ ტაძარს, თუმცა არ გახმაურებულა ამბავი რომ თქვენი ლოგიკით- ეკუმენისტურ მართლმადიდებლურ თაძარში გველებს ვინმესთვის ეკბინოს და ამით ღვთის რისხვა დატყდომოდა რომელიმე ეკუმენისტ მართლმადიდებელს….

    რაშია საქმე?

  11. lado Says:

    პატივცემულო დიდგორის რედაქცია ამ კაცს მამა გიორგიმ თხოვა მღვდლის პატივს ნუ ამასხარავებო, მაინც არაფერი შეისმინა, თქვენც აუკრძალეთ და მაინც მამა ჯემალიო წერს და თან კათოლიკეების ამ სიბინძურესაც ამართლებს, ბოლოსდაბოლოს ამ კაცს რატომ ვაგდებინებთ მასხარად თავს?

  12. davit Says:

    ქალ მღვდლებთან ერთად ლოცულობს და შენც იქ დაგატარებს მალხაზთან სექტაში და სატანის მესებს ატარებთ! რაც შეეხება აკაკის და მის თუთიყუშს ეგაც ხომ შენი საყვარელი პატრიარქის ილიას მღვდელია და ჩვენთან შენი ცოდვები ვითომ რატომ მოგვყავს მაგალითად, ჩვენ ილიას იურისდიქციაში არა ვართ და შენი ეკლესიის თუთიყუშის მაკურთხეველი მღვდლის ამბები ილიას და მის სინოდს ჰკითხე! როსტომ მღვდელიც რომ სიგარეტს ეწევა სულ უჩივიანო აქ დაწერეს ილიასთანო და არაფრით განკვეთაო შენმა პატრიარქმაო, წადი ერთი ჰკითხე რატომ ჰყავს როსტომის ნაირი მღვდლები იურისდიქციაში შენც კი რომ გაკვირვებენ!

  13. davit Says:

    ბედშავო ის გველები კი არა დედა მონაზვნები არიან რომლებიც მონასტერში ყაჩაღთა შემოსევისას უფალმა გველებად გადააქცია და ისე გადაარჩინა შეურაცხოფისაგან! სახარებას, მოციქულებს და წმინდა კანონებს რა ხანია აბუჩად იგდებ მამილო ჯემალ და ახლა უკვე უფლის სასწაულების შეურაცხყოფებიც დაიწყე? ბრეიგ-დანსით გართობა ხომ დააწესა ვატიკანმა, ცხოველთა წირვას რით ჩამოუვარდება? ვასიკო კობახიძის მრევლის წარმომადგენელი ბაპტისტების სექტიდან უკვე დიდი ხანია მასხარად იგდებს მართლმადიდებლობას თბილისის ფორუმზეშ ახლა აქაც აგრძელებს და არანაირი შეგონება მასზე არა სჭრის და არც არაფრის მონანიებას ეს კაცი არ აპირებს! მეც პროტესტს ვაცხადებ, ამ ადამიანის მკრეხელობამ უკვე ყველა საზღვარს გადააბიჯა და ვთხოვოთ ან მოინანიოს და ან არა და დატოვოს ეს საიტი!

  14. davit Says:

    ვერ გავიგე რა ხდება ტბილისის ფორუმიდან ჩვენ გამოგვდევნეს, კახა კუკავას ფორუმიდანაც ჩვენ გამოგვყარეს, ჩვენ ვწერ იმიტომ რომ მეც დიდგორს თანავუგრძნობ და ვგულშემატკივრობ! ქვეყანაში ჩვენ არ გვაჩერებენ ჩვენ პრეზიდენტს სულ ქვემეხები და ცეხლოვანი კასრები უშინეს მთავრობის სასახლეზე, ტაძრებში ჩვენ არ გვაჩერებენ, სულ ჯარებით არბიეს ტაძრები და გამოდევნეს ჩვენი მოძმენი და აქაც ამ საიტზეც აღარ გვასვენებენ, თავიანთი ფორუმიდან გამოგდებულებს გამოგვეკიდნენ და ახლა უკვე ჩვენ საიტზე გვლანძღავენ, დავით ივერილელი წუხელ შემოვარდა და სულ ავადმყოფები გვეძახა, მანამდე დოლორესმა მიწასთან გაგვასწორა, იქით დოკტორანტმა, მერე მარდალეიშვილ ელგუჯამ, კაცო ეგენი იძახიან დემოკრატები ვართო და მუზიკანტმა დათიკომ ერთი დღეც ვერ ითამაშა დემოკრატია, ციმციმ გამოაძევა დიდგორი და აქ თავისუფლად დათარეშობენ, დემოკრატები ნაღდად ჩვენ გამოვდივართ რა!

    • ლომისა Says:

      რას იზამ ბ-ნო davit, რადგან უფლის ერთგულებაზე დებ თავს უნდა მოითმინო ყველაფერი. მე არ გეუბნები, რომ ღვთის გმობა მოითმინო მეთქი, მაგრამ „არ მოთმენაში“ ისე არ გამოვიდეს, რომ მათსავით აგრესიული გახდე და ავადმყოფებად შერაცხო შენი ოპონენტები.

      დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც ჭეშმარიტების მხარდაჭერაა და არა სიცრუის. სიცრუე კი ეშმაკის მამაა, ანუ სატანა, ხოლო სიცრუის შვილნი მისი მიმდევრები გამოდიან საუბედუროდ.

      ღმერთმა ყველა დაგვიფაროს სიცრუისაგან.

  15. davit Says:

    ისე აქლემებზე გადამჯდარი გუჯაჯემალი, დოქტორანტი და დავით ივერიელი ამ გალიკანურ ეკლესიასში მესაზე მისულები ამ პადრეებთან რა ეგზოტიკური სახილველები იქნებიან!

  16. davit Says:

    მარხვაში პაპა-პადრეები ხედავ შენა კვრცხით, რძით და გამდნარი ქონით სუსნაობენ! აი თურმე ჩვენს მნათეუსს რატომ მოსდომებია ილიას სტიქაროსნობიდან ჯუზეპე პაზოტოსთან მესაზე გაქცევა! ახლა თან ბაპტისტების კონცერტებზე ლოცვა-ლოცვით ბალერინათა რხევებს უყურებენ და მუცლის და ვნებების სარწმუნოებისთვის კარგად მიუგნიათ! აბა მართლმადიდებლობა ეს ძნელი შესასრულებელი მცნებებით სარწმუნოება რა მაგათი საქმეა! არა ეს მესა აქლემებისა და ძაღლების და პაპის ბრეიგ-დანსი მაინც სულ სხვაა, უფრო დიდი მისტიფიკაციია კათოლიციზმის სიღრმეთა ლაბირინთების, რათა დოკტორანტმა პაისტური სამართლის წიგნები შეთხზას!

  17. guja (mama jemali) Says:

    პატივცემულო ლადო, “მამა ჯემალი” სახელთან ერთად იმიტომ მიწერია რომ მიხვდეს აქაური საზოგადოება რომ ფორუმელი ვარ, ანუ აქ ადრე სხვა- გუჯა ტოვებდა კომენტარებს და რომ არ ავერიოთ ხალხს ერთმანეთში ამიტომაც ვწერ სახელსაც და ფორუმულ ნიკსაც, გასაგებია?

    დავით, მამა აკაკის ცოდვა ჩემი ცოდვა არ არის, და აქ სხვისი ცოდვები არ მომაქვს! ის მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ მხოლოდ ზოგიერთი გონებააბნეული კათოლიკე “მღვდელი” არ აკეთებს მსგავს ფაქტებსთქო, ცხოველთა “გაქრისტიანება” თუ რაიმე საეკლესიო რიტუალები მართლმადიდებელ ზოგიერთ გონებააბნეულ მღვდელსაც ჩაუდენია, და ამის მრავალი ფაქტები არსებობს, სამწუხაროდ მე ბევრი ფაქტები არ მაქვს ამისი…

    დავითი ხარ თუ ვიღაცა ხარ კორექტულად ისაუბრე და ნუ არცხვენ ამ საიტს, მართლა რატომ ხარ ამ საიტზე? შენ არცხვენ და შენნაირი უზრდელი ადამიანები ამ საიტს, ელემენტარული ზრდილობა და ეთიკა რომ არ გაქვთ ადამიანებთან საუბრის დროს! ყველას რატომ შეურაცხყოფ? ნორმალური ხარ?

    მე ზუსტად არ ვიცი მართლაც მონაზვნებს უკავშირდება თუ არა ის გველების სასწაული, მეც გამიგია ამაზე, მაგრამ ფაქტია რომ გველები შედიან ტაძარში, (და არა მონაზვნები) ეხებიან ხატებს, ხალხს გველები ხელში აჰყავთ, ეამბორებიან, და გველები არავის კბენენ! თუმცა იქაურები ამბობენ რომ გველები ტაძრიდან გასვლის შემდეგ ანუ როცა შორდებიან ტაძარს ისევ აგრესიულები ხდებიან და საშიშები არიან ეკლესიის გარეთ! მე იმაზეც გავამახვილე ყურადღება რომ ეს სასწაული ხდება ისეთ ტაძარში რომელიც ევქარისტიულ კავშირშია მსოფლიო ეკუმენურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თქვენი ლოგიკით ეს ტაძარიც, მისი მოძღვარიც და ალბათ მრევლიც “მწვალებლები” არიან, ხოდა რატომ აღესრულება ამ “ეკუმენისტ მწვალებლებზე” გველების სასწაული?

    პ.ს. დავით შენი საქმე არაა მე გამაგდებენ თუ არა ამ საიტიდან! შენ იმაზე იფიქრე, როგორი პროვინციულ-შეურაცხმყოფელი კომენტარები გაქვს ადამიანებზე, და შეიძლება შენი კომენტარის ქვემოთ მამა ზურაბის ან მამა გიორგის კომენტარი დაიწეროს, არ შეგრცხვება?

  18. davit Says:

    ხო, აბა, შენ ხომ ასახელებ ამ საიტს, ერთი გადადი მეორე წერილში აქ დიდგორზე სახელადა და გვარადა – ფორუმ.ჯის იდეოლოგიური მამები, რაო იქ რა სასახელო სურათებია გამოჭიმული შენი და მოდერატორი დათიკოს მოდერაციებითა? ქალიშვილური აპკის სმაილკეების მოთხოვნა შენგანა ეს ხომ სვეტობის მოდერნისტული საუკუნის ნიშნებია, იქვე ორი მუტრუკი რომ ლოშნის ერთმანეთს, ეს ხომ მთლად თქვენი არისტოკრატიული ფორუმული საზოგადოების უფრო რაფინირებული სახეა, ახლა აქლემებზეც რომ გადაჯდებით შენ და მნათეუსი მარხვაში გამდნარი ქონით დაგემოვნებულები პირითა ხელში თაგვებითა და ბაყაყებით მესაზე წასასვლელად ეს სულ მთლად უმაღლესი ცივილიზაციის უმაღლესი სახეა! პარდონ, რომ გარცხვენთ პროვინციალიზმითა!

  19. davit Says:

    მამილო ჯემალი წერს: „ ცხოველთა “გაქრისტიანება” თუ რაიმე საეკლესიო რიტუალები მართლმადიდებელ ზოგიერთ გონებააბნეულ მღვდელსაც ჩაუდენია, და ამის მრავალი ფაქტები არსებობს,„-ო!
    ახლა კიდევა მე ვპასუხობ: – აბა აბა ეგეთ ცრუპენტელობას შეეშვი ეშამკისმეტყველო, მართლმადიდებელი მღვდლები ჩადიანო პადრეების მსგავს რამეებსო? მერედა მამა აკაკი, როსტომ მღვდელი და მათი ანუ თქვენი პატრიარქი მართლმადიდებელი როდის არიან? იყავი ხოლმე კორექტური და მაგ შენს მღვდლებს წინ დაუწერე, სიტყვა ეკუმენისტი, ანუ ეკუმენისტი მართლმადიდებლობიდან გაქცეული მღვდლები! გაიგე შენა?

  20. davit Says:

    თანაცა რომ წერ რომა: „ეს სასწაული ხდება ისეთ ტაძარში რომელიც ევქარისტიულ კავშირშია მსოფლიო ეკუმენურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თქვენი ლოგიკით ეს ტაძარიც, მისი მოძღვარიც და ალბათ მრევლიც “მწვალებლები” არიან, ხოდა რატომ აღესრულება ამ “ეკუმენისტ მწვალებლებზე” გველების სასწაული?“-ო! რატომ აღესრულება იცი მამილო ჯემალ იქნება იმ შენნაირმა ეკუმენისტებმა მღვდლებმა თუ არა ხალხმა მაინც ამ სასწაულით ღმერთი იწამოს, ისევე როგორც ზეციური ცეცხის გარადამოსვლაა აღდგომის შაბათს იერუსალიმში უფლისაგან დაშვებული ადამიანთა მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად, მაგრამ სამწუხაროდ შენნაირ ეკუმენიზმით დასნებოვანებულ მძიმე ავადმყოფებს უკვე აღარც ეს სასაწულები შველის! ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!

  21. davit Says:

    დროებით ვამთავრებ ეშმაკის მიმდევარ პადრე ჯემალის და მის მიმდევართა წვრთნებსა და ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელსა ქრისტეანესა ვულოცავ სულიწმინდის გარდამოსვლის ბრწყინვალესა და დიდებულსა დღესასაწაულსა – სულთმოფენობას! მადლი სულისა წმიდისა გვფარავდეს ყოველ ჩვენთაგანს ამ დიდსა და საყოველთაო განდგომლილების ჟამში, ძვირფასო ძმებო და დებო!

    • ლომისა Says:

      დიდი მადლობა მოლოცვა-დალოცვისათვის. ღმერთმა დაგლოცოს.

      დალოცვა კარგი გცოდნია.

  22. guja (mama jemali) Says:

    davit Says:
    June 7, 2009 at 11:36 am რატომ აღესრულება იცი მამილო ჯემალ იქნება იმ შენნაირმა ეკუმენისტებმა მღვდლებმა თუ არა ხალხმა მაინც ამ სასწაულით ღმერთი იწამოს, ისევე როგორც ზეციური ცეცხის გარადამოსვლაა აღდგომის შაბათს იერუსალიმში უფლისაგან დაშვებული ადამიანთა მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად
    ——————————–

    რა სისულელეებს სწერ მაგრად ვხალისობ რა🙂

    იმ ტაძრის მღვდლები რა თქმა უნდა მორწმუნეები არიან, და მრევლიც, ეკუმენისტი მღვდელი თუ მრევლი შენ ურწმუნო გგონია?🙂
    ——————————

    davit Says:
    June 7, 2009 at 11:26 am მართლმადიდებელი მღვდლები ჩადიანო პადრეების მსგავს რამეებსო? მერედა მამა აკაკი, როსტომ მღვდელი და მათი ანუ თქვენი პატრიარქი მართლმადიდებელი როდის არიან? იყავი ხოლმე კორექტური და მაგ შენს მღვდლებს წინ დაუწერე
    ——————————

    მე კი არა, ამ საიტმა და თქენ უნდა დაწეროთ მამა აკაკიზე და მისნაირებზე, მით უმეტეს რომ არც მამა აკაკის და სხვა მართლმადიდებლებს არ თვლით მართლმადიდებლებად. რა შეუკიკინეთ ამ კათოლიკეებს? კაცი რომელიც სწერს მართლმადიდებელი ვარო, (მამა აკაკის ვგულისხმობ) ინტერვიუში სწერს რომ თუთიყუში ავად გაუხდა, და წმინდანის ზეთი სცხო, და ზეთის ცხების შემდეგ თუთიყუში თურმე განიკურნა!

    რას იტყვი? გჯერა? თუ არ გჯერა? როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა საკუთარ ავადმყოფ ცხოველს წმ. ზეთი სცხო განკურნების მიზნით?

  23. guja (mama jemali) Says:

    აჰა ვიდეო, გაერთე, მამა აკაკის თუთიყუში “ლოცულობს”🙂🙂

    http://www.myvideo.ge/?video_id=359421

  24. davit Says:

    აბა აბა შე ცრუპენტელავ, შენა და მე აქლემზე გადამჯდარი დოქტორანტი ხომ არა გგონივარ? ახლა ეგეთ დემაგოგიურ პაპა-ბრეიგდანსეულ ამბებს მოეშვი გაიგე შენა? მამა აკაკისა და სიგარეტის მოქეშავე როსტომ მღვდლის პატრიარქის სულიერი შვილი შენა ხარ და არა მე, ხოდა შენს სულიერ მამასა აკაკის, როსტომსა და ილიასა შეეკითხე ცხოველთა ზეთისცხება შეიძლება თუ არა, თანაც ყველა ერთად აქლემებზე გადაჯექით და გაემგზავრეთ ვატიკანის დაი გალიკანურ კათოლიკურ ეკლესიაში და იქ გაარკვიეთ ეგ ძაღლთლოგიური საკითხები! აქ მე რატომ მაჩრი ნიშნისგებითა შენი ეკლესიის ცოდვის საკითხებს, წადი და აემაგ ცხოველთა მესის დამწესებელ პადრეებთან არკვიეთ ეგ საკითხები შენა, დოქტორანტმაშ მნათეუსმა და ივერიის სირცხვილმა დავითმა მუზიკანტ დათიკოთითურთ!

  25. davit Says:

    ახლა რაც შეეხება თუთიყუშის ლოცვას! სახარებაში თუ წერია რომა უფალმა ვირი ადამიანის ენით აალაპარაკა, ვითომ თუთიყუშს რატომ არ ალოცებს თავის სადიდებლად? ფსალმუნი მაინც არ წაგიკითხია ბედშავო? ყოველი სულნი აქებდით უფალსაო მთანიო, ბორცვნიო, ფრინველნიო, ცხოველნიო, ზესკნელნიო და ასე შემდეგ? პადრე ჯემალ წაიკითხეთ რა ჯერ სახარება თუ შეიძლება და მერე ფსალმუნები დააყოლეთ ზედა და გაგვიადვილდება მერე შენნაირ ლორდთან დებატები!

  26. davit Says:

    ერთი და სანამ მიპასუხებდე შენი უწმიდესი პატრიარქის და მისი მორჩილი მღვდლების აკაკისა და როსტომის ძაღლთოლოგიურ საკითხებზე, გამარკვიე შენ – დემოკრანტმა და ტოლერნატმა კაცმა, სიხარულითა რატომა ჰკარი ბუკი და ნაღარა დათიკო ბუზუკანტის მიერ დიდგორისადმი რამდენიმეწლიან დაბლოკვის სასჯელზე და ახლა კი აქა რიხიანად დებატობ? მიპასუხეშ გაფიცებ აი ზემოთ შენი პადრეების სახელსა!

    • guja (mama jemali) Says:

      ეს ყველაფერი ქართულად, და გარკვევით მკითხე და გიპასუხებ, ვერ გავიგე რას მეკითხები, აზრი ვერ გამოვიტანე🙂🙂🙂

  27. guja (mama jemali) Says:

    davit Says:
    June 7, 2009 at 1:34 pm ახლა რაც შეეხება თუთიყუშის ლოცვას! სახარებაში თუ წერია რომა უფალმა ვირი ადამიანის ენით აალაპარაკა, ვითომ თუთიყუშს რატომ არ ალოცებს თავის სადიდებლად? ფსალმუნი მაინც არ წაგიკითხია ბედშავო? ყოველი სულნი აქებდით უფალსაო მთანიო, ბორცვნიო, ფრინველნიო, ცხოველნიო, ზესკნელნიო და ასე შემდეგ?
    ————————————

    კი წამიკითხავს ფსალმუნში ეგ, მაგრამ ვერ გავიგე, იქნებ შენ ამიხსნა გეცოდინება უეჭველად რაკი არგუმენტად მომიყვანე:
    როგორ უნდა ადიდოს მთამ და ბორცვმა (რომელსაც სული არა აქვს) უფალი?

    ფსალმუნში თუ სწერია ყოველი სულნი აქებდით უფალსა- ფრინველნი, ცხოველნი… ეხლა მე გისვამ კითხვას:- თუკი უფალმა აალაპარაკა ვირი ადამიანის ენით, დიდებით შესვლის დროს იერუსალიმში ვირზე მჯდომი შევიდა, თუთიყუში ლოცვებს ამბობს და უფალს ადიდებს, როცა დავით მეფე ფსალმუნებს გალობდა და ბაყაყი ხელს უშლიდა ყიყინით, ანგელოსმა დაუშალა დავითს ბაყაყის განდევნა, რადგან უთხრა რომ ბაყაყიც თავისი ყიყინით უფალს ადიდებსო, მაშინ რას ერჩი კათოლიკეებს რომლებსაც ცხოველები შეჰყავთ ტაძარში, იქნებ ღვთის სადიდებლად? ან რას ერჩი მამა აკაკის რომელიც წმ. ზეთს ავადმყოფობის დროს თუთიყუშს ცხებს? იმ თუთიყუშს, რომელიც უფალს ადიდებს?

    სად სწერია სახარებაში, რომ ცხოველთა ტაზარში შეყვანა ცოდვაა?🙂🙂

  28. davit Says:

    სანამ მაგას გიპასუხებდე რატომ არ უნდა აკრიფო ცხოველთა განაალი ტაძარში, მანამდე ეს მიპასუხე, რატომ დაუჭირე შენ დათიკო ბუზიკანტს დიდგორის გამოძევებაში მხარი, აი, ეს ჯემალ-პადრეს სიტყვებია: „რადგან ფანატიკოსია ბანის დადება არ მიმაჩნია მართებულად… ფანატიკური აზროვნების გამო ბანის ღირსები არიან?

    დათიკო, ფანატიზმი არაა ეგ რასაც აკეთებენ, …
    მოკლედ, კარგია რომ ბანი დაადე…მე თუ მკითხავთ ეს თემა დასახურია, ამოვიდა უკვე ყელში…
    როდემდე უნდა გაგრძელდეს შეშლილი დიდგორელების პარპაში?“
    ————————————————————————
    აბა ჯერ ამაზე გვიპასუხე პადრე ჯემალ დიდგორის გამოძევებას მხარი რატომ დაუჭირე თბილისის ფორუმზე და უმალ მოგართმრ მერე შენს კითხვაზე პასუხს შენს კითხვაზე! ჰა, გელოდებით!

  29. guja (mama jemali) Says:

    davit Says:
    June 7, 2009 at 2:35 pm ჯერ ამაზე გვიპასუხე პადრე ჯემალ დიდგორის გამოძევებას მხარი რატომ დაუჭირე თბილისის ფორუმზე
    ———————————-

    იმიტომ რომ აშკარა შეურაცხყოფა და გმობა იყო პატრიარქ ილია მეორესი! ფორუმზე ბევრჯერ დამიწერია რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები პატრიარქსთქო, მაგრამ შეურაცხყოფა არასოდეს მიმიყენებია! დიდგორიდან კი ვიღაცამ ეს დაწერა: – “საეკლესიო კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ილია მე-2 პატრიარქი არ არის, ის ჩვეულებრივი ერისკაცია და უკანონოდ ატარებს საპატრიარქო შესამოსელს. მას ჩადენილი აქვს ურიცხვი ზნედაცემული ქმედება, რის გამოც სულიწმიდის მგმობელად ირაცხება”

    ეს არის აშკარა შეურაცხყოფა, და არ შეიძლება არგუმენტების გარეშე ასეთი შეურაცხყოფა, და შენ წარმოიდგინე ფორუმზე ვინმემ მამა ზურაბსაც რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ისიც დაისჯება, ან თუ არ დასაჯეს მე პირადად მოვთხოვ მოდერატორს დასაჯონ მამა ზურაბის ან მამა გელასის შეურაცხომყოფელი! და ისიც იცოდე, თემა რომ გავხსენი “დიდგორის საიტი არ არის შეშლილი ფართხალითქო”

    http://forum.ge/?showtopic=33974416&view=findpost&p=14097261

    იმედი მაქვს ჩემს კითხვებს უპასუხებ, თავს ნუ არიდებ და სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს საუბარი

  30. davit Says:

    QUOTE
    საეკლესიო კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ილია მე-2 პატრიარქი არ არის, ის ჩვეულებრივი ერისკაცია და უკანონოდ ატარებს საპატრიარქო შესამოსელს. მას ჩადენილი აქვს ურიცხვი ზნედაცემული ქმედება, რის გამოც სულიწმიდის მგმობელად ირაცხება,
    ———————————————————–
    პადრე ჯემალ ეს არის დიდგორის პრესსამსახურის შეფასება მოქეშავე როსტომ მღვდლის ხელმძღვანელი-პატრიარქის ილია მეორის შესახებ, ანუ ამ საიტის ხელმძღვანელთა შეფასება ილია მეორისადმი, ხოლო შენ კიდევა ამ სიტყვების გამო ამ საიტის ხელმძღვანელობას აძლევ ასეთ შეფასებასებას: „ამის დამწერი, ვინცაა ამ საშინელების ავტორი, გულწრფელად მეცოდება მე ვთხოვ პატრიარქს და ღმერთს, შეუნდოს ამ ადამიანს, რადგან აშკარად პრობლემები აქვს ფსიქიკასთან დაკავშირებით, ღმერთო, შენ უშველე ყველა გაბოროტებისგან და ბოღმისგან ჭკუაშეშლილს“-ო
    ახლა პადრე ჯემალ გვიპასუხე, ადასტურებ რომ დიდგორის პრესსამსახური ბოღმისაგან ჭკუაშეშლილია? და თუ დაადასტურებ, მერე ვთხოვ პასუხი მოგაგოს დიდგორის ხელმძღვანელობამ და თუ დაგტოვებენ ამ საიტზე მერე გავაგრძელოთ დებატები უნდა გაიტანო თუ არა ცხოველთა განავალი ტაძრიდან!

  31. guja (mama jemali) Says:

    მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვინაა ჭკუა შეშლილი თუ გაბოროტებული, ვინც პატრიარქ ილია მეორეს ზნედაცემულს და სულიწმინდის მგმობელს უწოდებს, არ მიმაჩნია იყოს ნორმალური, რადგან, არ შეიძლება პოლიტიკური მოვლენების გამო ასეთ სასულიერო პირს ასეთი სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენო!

    რაც შეეხება ჩემს აქედან გაძევებას, არ მინდოდა ამის აქამდე დაწერა, მაგრამ ვიტყვი, კავკასიურ სახლში მამა გელასი აროშვილმა პირად საუბარში მითხრა რომ საიტ დოდგორთან არავითარი კავშირი არ მაქვსო, გააკრიტიკა კიდეც ეს საიტი!!! და არგუმენტად ისიც მოიყვანა რომ პოლიტიკური იდეოლოგიისთვის იყენებენ მართლმადიდებლობასო და აყენებენ სხვებს შეურაცხყოფასო. იმედი მაქვს ეხლა მამა გელასი აროშვილის სტატიების აქედან განდევნის საკითხიც არ შევა დღის წესრიგში…
    კიდევ ვიმეორებ, მე მესმის ამ საიტის პრესცენტრის ზოგიერთ თემაზე აღშფოთება, მათ სრული უფლება აქვთ თავიანთ საიტზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რასაც ფიქრობენ ის თქვან! მაგრამ, მე რომ აქ დავწერო იგივე, ანუ რომ დავწერო: ზვიადისტი, ზარზმის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, ეკუმენიზმის გამო პატრიარქზე განდგომილი მღვდლის არქიმანდრიტი გიორგის შესახებ უარყოფოთი წერილები, არ გამაგდებს დიდგორის ხელმძღვანელობა აქედან? ცხადია ეგრევე! ამიტომ არ ვწერ მასზე არაფერს, თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, და იმასაც ვერიდები რომ დავწერო, რადგან ბევრი აქაური დაბრკოლდება!
    გასაგებია ეხლა? თუ ჩემს ნათქვამს დიდგორის ხელმძღვანელობა პირად შეურაცხყოფად მიიღებს, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები!
    ვსიო, მორჩეს ამაზე საუბარი და თემას დავუბრუნდეთ!

    davit Says:
    June 7, 2009 at 4:07 pm მერე გავაგრძელოთ დებატები უნდა გაიტანო თუ არა ცხოველთა განავალი ტაძრიდან!
    ———————————-

    ჩემი ძმაკაცის ბავშვს რომ ვნათლავდით, ზამთარი იყო და წყლიდან ამოყვანილ პატარა შიშველ ახლადმონათლულ ბავშვს შესცივდა და ჩაიფსა… ეს იმედია მიხვდები რატომ მოვიყვანე არგუმენტად, და იმას არ მეტყვი- “ბავშვი და ცხოველი ერთიაო?” კარგად დაფიქრდი და მიხვდები ეს არგუმენტი რატომ მოგიყვანე.

    და ჩემს ზედა კითხვებსაც უპასუხე, გელოდები

  32. davit Says:

    ოლალააააააააააშ ესეიგი პადრე ჯემალ, შენ, მამა აკაკის თუთიყუშის ლოცვა არ მოგწონს და კათოლიკეთა ცხოველთა მესის გამართლებისთვის ნათლობაზე ბავშვის ჩაფსმის მაგალითიც წარმოგვიდგინე! ოხ როგორ ვწუხვარ შენზე პადრე ჯემალ, რა ძალიან შორს წასულია ეკუმენიზმის მეტასტაზები შენს სულში! ო რომ იცოდე რარიგ ვწუხვარ!

  33. davit Says:

    ბატონო დიდგორის რედაქციავ, გთხოვთ მიპასუხოთ, ხომ მართლა თქვენია ეს მხილება პატრიარქის: „საეკლესიო კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ილია მე-2 პატრიარქი არ არის, ის ჩვეულებრივი ერისკაცია და უკანონოდ ატარებს საპატრიარქო შესამოსელს. მას ჩადენილი აქვს ურიცხვი ზნედაცემული ქმედება, რის გამოც სულიწმიდის მგმობელად ირაცხება,“
    —————————————————-
    ახლა ეს კიდევ პადრე ჯემალის პრეტენზიაა თქვენდამი:-ვინც პატრიარქ ილია მეორეს ზნედაცემულს და სულიწმინდის მგმობელს უწოდებს, არ მიმაჩნია იყოს ნორმალური, რადგან, არ შეიძლება პოლიტიკური მოვლენების გამო ასეთ სასულიერო პირს ასეთი სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენო!-
    —————————–
    პატივცემულო რედაქცია ეს პადრე ჯემალი თქვენ არანოლმარულარად გთვლით, თან თქვენი გამოძევება მიულოცა ბუზიკანტ დათიკოს თბილისის ფორუმზე, გთხოვთ მიპასუხოთ, აძევებთ თუ არა ამ აქლემზე შემომჯდარ პადრეს დიდგორიდან და თუ არ აძევებთ, მაშინ სანამ მე ვუპასუხებდე, იქნებ თქვენ გააკეთოთ განმარტება რატომ არ ბლოკავთ ამ პადრეს თბილისის ფორუმიდან თქვენს გამოძევებაზე ბეჭედის დამრტყმელს???

    • ლომისა Says:

      „davit“-ი გვეკითხება:

      1. “ბატონო დიდგორის რედაქციავ, გთხოვთ მიპასუხოთ, ხომ მართლა თქვენია ეს მხილება პატრიარქის: „საეკლესიო კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ილია მე-2 პატრიარქი არ არის, ის ჩვეულებრივი ერისკაცია და უკანონოდ ატარებს საპატრიარქო შესამოსელს. მას ჩადენილი აქვს ურიცხვი ზნედაცემული ქმედება, რის გამოც სულიწმიდის მგმობელად ირაცხება,“

      ეს ჩვენი მხილება არაა ბ-ნო „davit“, არამედ „დიდი სჯულისკანონის“ მხილება! ამას როგორ გავბედავდით, საეკლესიო სამართალს რომ არ ეკარნახა დიდგორის მართლმადიდებელი განყოფილების უფროსისათვის. მართლა გიჟები ხომ არ გგონივართ?!

      გთხოვთ შეკითხვა დაუსვათ ბ-ნ გიორგი წულაძეს, და არა რედაქტორს!

      ——————————

      2. პატივცემულო რედაქცია ეს პადრე ჯემალი თქვენ არანოლმარულარად გთვლით, თან თქვენი გამოძევება მიულოცა ბუზიკანტ დათიკოს თბილისის ფორუმზე, გთხოვთ მიპასუხოთ, აძევებთ თუ არა ამ აქლემზე შემომჯდარ პადრეს დიდგორიდან და თუ არ აძევებთ, მაშინ სანამ მე ვუპასუხებდე, იქნებ თქვენ გააკეთოთ განმარტება რატომ არ ბლოკავთ ამ პადრეს თბილისის ფორუმიდან თქვენს გამოძევებაზე ბეჭედის დამრტყმელს???

      შეგვიძლია ჯანმრთელობის ცნობა წარმოგიდგინოთ. საკმარისი იქნება?! სკანდინავიის ქვეყნებში კორუპცია და საქმის ჩაწყობა არ მოდის. ხოდა, ჩვენ რომ დაგიდასტუროთ რომა სრულიად ჯანმრთელნი ვართ, როგორც სულიერად ისე ფიზიკურადა, მაშინ გამოდის რომ უსვინდისოდ ცილს გვწამებენ, რათა ნაზი შამანაურივით კომუნისტური მეთოდებით სული ამოგვხადონ „ავლიპა ზურაბაშვილის“ კლინიკაში.

      ისე ვერ შეგპირდებით, რომ მანდ მოხვედრის შემდეგ, ნორმალური გამოვიდეს ვინმე პსიქიატრიული კლინიკიდან .პირადად ვიცნობდი ნაზი შამანაურის ოჯახის წევრებს. დიდხანს მისაუბრია მათთან და ზუსტად ვიცი როგორ ხდებოდა სრულიად ნორმალური ადამიანის შეშლილად გამოცხადება.

      როდესაც ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ვითომ პატრირქის შეურაცხყოფის გამო, შეშლილებად და ავადმყოფებად გვაცხადებენ, უნდა ველოდოთ რომ ფსიქიატრიულ ციხესაც გვიმზადებენ მომავლისთვის.

  34. guja (mama jemali) Says:

    davit პასუხის ნაცვლად ისევ შეურაცხყოფა შენგან, თუმცა რა გასაკვირია, პასუხი რომ არ გაქვს….

    სად გავამართლე ცხოველთა მესა? პირიქით დავგმე კიდეც, და ის ავღნიშნე რომ მსგავსი რამეები მართლმადიდებლურშიც ხდებათქო! ანუ, როცა სიწმინდეებს ცხოველებს აძლევენ.
    აუ რა გაუგებარი და ულოგიკო ადამიანი ხარ

  35. davit Says:

    დაწერე მერე ზარზმის წინამძღვარზე ვინ დაგიშალა? ვფიცავარ ჩემს სინდისს თუ ეს შენ აქ არ დაგაწერინეს რაცა გსურს კომპრომატები მაშინ შემირცხვენია მე დიდგორი რადგან თუ მართალია დიდგორი მართალი უნდა იყოს ბოლომდე! ჰა დაწერე ყველაფერი რაცა გსურს, რადგან საცა სხვა საიტებზე ხალხსა წამლავ აქაც თქვი ეგ ყველაფერი რა დაშავდება!

  36. guja (mama jemali) Says:

    ულოგიკოსთან ერთად ბოროტი ადამიანიც ყოფილხარ! როგორ ცდილობ აქედან გამაძევონ, ეს არის ბოროტება რასაც აკეთებ! თან თავი მაგარი ქრისტიანი გგონია, და სათნო…

    არც პადრე ვარ და არც მამაო, დიდგორი კი არა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ შენ ხარ არანორმალური ზნედაცემული და ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც არცხვენს საერთოდ ქრისტიანობას და ასევე ამ საიტსაც!

    მე ბოდიში მოვუხადე ამ საიტის რედაქციას და ეს შენც წაიკითხე, მაგრამ შენი პათოლოგიური და ავადმყოფური კომენტარების გამო მე თვითონ წავალ ამ საიტიდან სანამ გამაძევებენ შენი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, სანამ შენ ასე გააგრძელებ აქ არაფერს დავწერ, ჰო და უკეთე კომენტარი შენს თავს და ილანძღე, სხვა რა შეგიძლია?

    საცოდავი ხარ და გაბოროტებული ამ ცხოვრებაზე! და არავინ არ გიყვარს ამ ქვეყნად, ზვიად გამსახურდიას გარდა!

    დარწმუნებული ვარ ზვიად გამსახურდიასგან შენ პირადად არაფერი გეღირსებოდა ასეთი ბოროტი გულის გამო კარგი და მასაც გალანძღავდი, მე კიდე ზვიადისგან პირადი დალოცვა მახსოვს გელათის მონასტერში, როცა პრეზიდენტი ზ. გამსახურდია აკაკი ასათიანთან ერთად გელათში ჩამოვიდა, იქ ვგალობდი და მომეფერა ზვიადი, წარმატებები მისურვა, მაშინ 2 კლასში ვიყავი…

    გასკდი ეხლა გულზე, ავადმყოფო!

    PK

  37. guja (mama jemali) Says:

    davit Says:
    June 7, 2009 at 6:09 pm დაწერე მერე ზარზმის წინამძღვარზე ვინ დაგიშალა? ვფიცავარ ჩემს სინდისს თუ ეს შენ აქ არ დაგაწერინეს რაცა გსურს კომპრომატები მაშინ შემირცხვენია მე დიდგორი რადგან თუ მართალია დიდგორი მართალი უნდა იყოს ბოლომდე! ჰა დაწერე ყველაფერი რაცა გსურს, რადგან საცა სხვა საიტებზე ხალხსა წამლავ აქაც თქვი ეგ ყველაფერი რა დაშავდება!
    —————————————

    მიუხედავად იმისა რომ ზარზმის ყოფილი წინამძღვარი განდგომილი იყო ეკუმენიზმის გამო, პატრიარქსაც ლანძღავდა და არ ემორჩილეობდა, მასზე ცუდს არაფერს დავწერ, იმიტომ რომ ის ადამიანი გარდაცვლილია და მის საფლავს და სულს არ შევურაცხყოფ! ამდენი კაცობა და ადამიანობა კი მაქვს, და ადრე თუ რამე მასზე ცუდი დამიწერია და მითქვამს ღმერთმა მაპატიოს!
    მართლა ძალიან არაქრისტიანული და გაუგონარი რამეები ჩაუდენია მამა გიორგის განდგომის შემდეგ, მაგრამ ამას ღმერთი განსჯის. ისე, რამოდენიმე ხნის უკან პატრიარქმა კურთხევა გასცა მგონი რომ წესი აუგეთ მამა გიორგისო, და ილოცეთო, და თუ ამის გამო პატრიარქი კიდე ზნედაცემულის წოდების ღირსია……………………………………………………..

    კარგად იყავით რა, გრცხვენოდეთ ზოგიერთებს!!!

  38. lenon Says:

    „დიდგორი“ კარგი ვებ-გვერდია! ეს უდავოა!

    • ლომისა Says:

      დიდი მადლობა, მაგრამ გვახსოვს, რომ ადრე საწინააღმდეგო აზრის იყავით.

      უფლის გმობის და ადამიანის პირადული შეურაცხყოფის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი კომენტარის გამოქვეყნება.

      „ლენონ“ შენი კომენტარები გვახსოვს „თბილისის ფორუმიდან“.

      • ივერიელი Says:

        თავიდან ბოლომდე უფლის გმობაა ეს საიტი! რასაც თქვენ აკეთებთ, სხვა ვეღარ მოახერხებს აქ.

      • ლომისა Says:

        ეს ძალიან ზერელე ბრალდებაა! უფლის გმობა ის არის რასაც „თბილისის ფორუმი“ ეწევა!

        ობიექტური ვერა ჰყოფილხარ ბ-ნო „ჯვაროსან – ივერიელი“!

        დიდი მადლობა, რომ რამდენიმე პოსტი გაიმეტე ჩვენთვის. ალბათ არსებული ხელისუფლება (ოპოზიციაც თქვენია) შენს დასკვნებს გამოიყენებს ფსიქიატრიულ ციხეში ჩვენი იძულებითი მკურნალობის სასჯელის განსაზღვრისას.

        ღმერთმა სიმართლის გზაზე დაგაყენეოს.

      • ივერიელი Says:

        რა იყო გენაცვალე კრუნჩხვები დაგეწყო? რამდენ ადგილას დაგიწერია ჩემი მისამართით, რომელ ერთს გავცე პასუხი? ძნელია აქ წერა, ვინაიდან ბლოგური პრინცით არის აწყობილი და თავი და ბოლო არ უჩანს.

        თუ სურვილი გაქვს ნორმალური პოლემიკის და საკითხის გარჩევის, დიდი სიამოვნებით ნებისმიერ ფორუმზე გიხილავ.

        მეტიც, მე მაქვს იდეა, რომ როგორც ამ საიტზე შემომსვლელი სასულიერო პირები, ასევე თქვენც, დიდგორის საიტის ადმინისტრაცია და აქ შემომსვლელი სხვა ხალხიც სხვა ფორუმზე ერთად შევიდეთ და გავარკვიოთ ბევრი საკითხი.

        მე წლების მანძილზე საპატრიარქოში ვიყავი, სემინარია-აკადემიაშიც ვსწავლობდი და ძალიან კარგად ვიცი იქ რა ხდება, ახლაც მაქვს ინფორმაცია. ეს არ ნიშნავს რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რაც დღეს ხდება ყველაფერი მისაღებია ჩემთვის, ბევრი პრეტენზიებიც მაქვს, ბევრი კითხვებიც, ისევე როგორც აქ შემომსვლელ სასულიერო პირებთან.

        გინდათ ნორმალური დამოკიდებულება? მაშინ ჩვენ შორის დიალოგი უნდა შედგეს, მერწმუნე ბევრი რამ გაირკვევა. ადამიანები ვართ და ნუ გგონია რომ ვინმე მოითმენს შენი საიტიდან მომდინარე ამდენ ღვარძლსა და ლანძღვა-გინებას, ცილისწამებას, ტყუილს. ეს არაა ქრისტიანობა, ეს არაა სიყვარული.

        რაც მე აქ ვნახე, ეს თქვენი პატივცემული davit-ი საშინელ რაღაცეებს წერს, ადამიანი არ დარჩა რომ მას არ გაელანძღოს. გგონია ვინმეს მოსწონს ეს? ეგერ აროშვილებმა უკვე დისტანცია დაიკავეს და განაცხადეს რომ თქვენს საიტთან საერთო არაფერი აქვთ, ბევრი სხვაც ასეთ ჭკუაზე დადგება მალე, ფაქტია არც ისე ბევრი ხალხის სიმრავლეა აქ და იცი რატომ?

        აშკარად იგრძნობა რუსული შოვინიზმისა და ზვიადისტობის გავლენა. ეს კი ქრისტიანობა არაა, 100% დარწმუნებით შემიძლია გითხრა.

        გინდათ ნორმალური ურთიერთობა? მაშინ დიალოგია საჭირო. თორემ ვინაა განკვეთილი და ვინ ერეტიკოსი, ეს უფალთან გაირკვევა და მერე მეეჭვება ვისიმე ლანძღვის ხასიათზე იყოთ რომელიმე.

        გელით: http://jvarosnebi.com/forum/

      • ლომისა Says:

        აი, ხომ ხედავ როგორია შენი მართლმადიდებლური ლექსიკა! „რა იყო გენაცვალე კრუნჩხვები დაგეწყო?“ ე.ი. ასეთი სულისკვეთ გინდა დიალოგი დავიწყოთ შენთან?

        ჯერ ერთი რაზე უნდა გაგიმართო დიალოგი ან ვის წარმოადგენ შენ? პირადად, წარმოავდგენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დევნილობაში! იმ კანონიერ ხელისუფლებას, რომლის წევრებიც, შენმა სულიერმა მამებმა სატანის მიმდევრად შერაცხეს და ყველაფერი იღონეს იმისათვის რომ ეს ეროვნული და კანონიერი ხელისუფლება არ აღდგენილიყო. ახლაც აფრქვევ შენს პუტჩისტურ ღვარძლს, რომელიც საპატრირქომ დათესა საქართველოში და დღეს იმიტომაა მინავლებული, რომ ვისაც მათთან წინააღმდეგობის ძალა შესწევდა დაასამარეს.

        კი ბატონო, თუ მოინანიებთ და დაიწყება საუბარი კანონიერი ხელისუფლების და საერთოდ ლეგიტიმურობის აღდგენაზე დიდი სიამოვნებით გავმართავ დიალოგს იმ ხალხთან ვისაც ეკუთვნის დიალოგზე წამოსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი სადიალოგო შენთან არა მაქვს. ამას დასჯერდი , რომ შენს ანტიეროვნულ აზრებს ვაქვეყნებთ „დიდგორზე“.

        მამა გიორგის და მამა ზურაბს არავინ უშლის ხელს თავის მოსაზრებები „დიდგორის“ შესახებ აქვე დააფისირონ.

      • ივერიელი Says:

        ასე შე კაცო. ეს იყო მთავარი ეხლა გასაგებია უკვე ვინც ხარ და რაც ხარ.

        მე ქრისტიანული დიალოგი შემოგთავაზე, შენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაო😀 უკვე ლაპარაკიც ზედმეტია საერთოდ. ცხადია უკვე რასთანაც გვაქვს საქმე. ეს დავითიც შენი დაქირავებულია როგორც ჩანს, რომ მისი პირით ხალხი ლანძღო, აროშვილებისა და სხილაძის აქ შემოსვლაც ნათელია, ეს ხომ ერთი ზვიადისტური ოჯახია, სადაც შენ გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენას აპირებ, აროშვილები იმ დღეზე ოცნებობენ, როდესაც ზვიადის არ დასცალდა სინოდის საქმეებში ჩარევა და პატრიარქის გადაყენება.

        მოკლედ, გამომზეურდით უკვე და აბა თქვენთან ქრისტიანობაზე საუბარი როგორ შეიძლება? ეს საიტი არ ემსახურება ქრისტიანობას, ეს საიტი არის პოლიტიკური მართლმადიდებლობის ყველაზე ბნელი ადგილი, სადაც ქრისტიანობა შირმაა, სინამდვილეში კი ზვიადიზმის სენი ყვავის.

        სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მაგრამ კათოლიკებზე ცილისწამებასა და ტყუილებს უყურადღებოდ არ დაგიტოვებთ, მანამდე იქნება ცოტა მეტი ისწავლოთ ქრისტიანობაში, ეგება გეშველოთ რამე.

      • ლომისა Says:

        ჩვენთვისაც გასაგებია ვინც ბრძანდები. საოცარია, რომ აქამდე ვერ მიხვდი ვის და რის პოზიციას გამოხატავს ეს საიტი.

        ბედის ირონიის გამო ეკუმენისტი მართლმადიდებლები არიან დღეს გალაღებულნი საქართველოში, ხოლო ჩვენნაირებს, „არანორმალურ და შეშლილ ზვიადისტებს“ კვლავ ციხის ჯურღმულები ელოდება.

      • ლომისა Says:

        ჩვენ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესის აღმსარებლები და მაზიარებლები, მზად ვართ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანთან კამათისა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხში. 21-ე საუკუნეა და რაც უფალი მოევლინა დედამიწას და მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა დიდად. ნორმალურ ადამიანებს და მართლა ჭეშმარიტ სარწმუნოების გზაზე შემდგარ ხალხს არანორმალურებად აცხადებდნენ ათასი ჯურის მწვალებლები და თუ ვატიკანის ერთ-ერთი „ჯვაროსანი“ იგივეს აგრძელებს რა არის ამაში გასაკვირი? მისი „კამათი“ აშკარად დაცინვა-ცილისწამებაში გადადის. პირად შეურაცხყოფას მოვითმენთ, შეგიძლია გააგრძელო. ოღონდ, თუ კვლავ გააგრძელებ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გმობას მაშინ ტყუილად გაირჯები აქ „პოსტების“ ბეჭდვით.

        ყალბია თქვენი მხრიდან პატრირქისტ-კათოლიკობაც და ხანაც ვითომ წუხილი მართლმადიდებლობის დაცვისათვის, ეს ყველამ აშკარად დაინახა. ეტყობა რომელიმე „კათოლიკურ“ ოფისში მუშაობთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ინტერნეტ გამოცემას ყოველდღე 500 კომპიუტერიდან ადევნებენ თვალყურს და არა 10 000. დასაწყისისთის ესეც კარგია არა?

        შენი სარწმუნოებრივი მრწამსის არჩევანის გამო ნამდვილად შეწუხებული და მლოცველი,

        „ლომისა“

        ვეცდებით ახალი საიტებიც დავაარსოთ. აბა შენ იცი, გვაჩვენე კიდევ როგორი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი.

      • უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი Says:

        ,,ლადო“: ,,პატივცემულო ,,დიდგორის” რედაქცია, ამ კაცს მამა გიორგიმ თხოვა, მღვდლის პატივს ნუ ამასხარავებო. მაინც არაფერი შეისმინა. თქვენც აუკრძალეთ და მაინც მამა ჯემალიო, წერს და თან, კათოლიკეების ამ სიბინძურესაც ამართლებს. ბოლოსდაბოლოს, ამ კაცს რატომ ვაგდებინებთ მასხარად თავს?“.

        ,,გუჯა (მამა ჯემალი)“:
        ,,პატივცემულო ლადო, ,,მამა ჯემალი” სახელთან ერთად იმიტომ მიწერია, რომ მიხვდეს აქაური საზოგადოება, რომ ფორუმელი ვარ, ანუ აქ ადრე სხვა-გუჯა ტოვებდა კომენტარებს და რომ არ ავერიოთ ხალხს ერთმანეთში, ამიტომაც ვწერ სახელსაც და ფორუმულ ,,ნიკსაც”. გასაგებია?“.

        ჩვენი პასუხი: კიდევ ერთხელ ვეცდები, ელგუჯას დავეხმარო, როგორ დააღწიოს თავი ამ ცოდვას: გასაგებია მიზეზი, რომლის გამოც, თითქოს, იძულებულია, თავის ზედმეტსახელად ისევ ,,მამა ჯემალი“ გამოიყენოს. მაგრამ შეუძლია, რომ მაგალითად, ასე წარსდგეს: ,,გუჯა (ადრე რომ ,,მამა ჯემალს“ ვირქმევდი, რაც უფალმა მაპატიოს!)“. ღვთისმოშიში ადამიანი, ამიერიდან მაინც, ამას გაითვალისწინებს, რითაც ამაღლდება მორწმუნე მკითხველის თვალში და რისთვისაც ღმერთი დალოცავს!

        ,,ლადო“, ამ ახალგაზრდაზე და მის თანამოაზრეებზე იმდენად კი არ უნდა განრისხდეთ, რამდენადაც საქართველოს რელიგიურ წინამძღვრებზე, რადგან კეთილმსახურებაში სწორედ მათი დაბრკოლებულია მთელი თაობები და მათ შორის, ეს ხალხიც. ტყუილად კი არ რისხავს მაცხოვარი ცრუწინამძღოლებს, _ ვაი თქვენდა, რომ სასუფევლს ახშობთ, არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთო (შდრ. მთ. 23, 13)! ეს ადამიანები, ღირსეული სულიერი მამები რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, სანიმუშო მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ…

      • ივერიელი Says:

        ბატონო სხილაძე,

        რამ გაგამწარათ? პარიზში ქართული ეკლესიის გახსნამ? მიხვდება ეხლა ბევრი რაშიც ყოფილა საქმე. დაკარგეთ მრევლი? ასეა, ტყუილსა და სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს.

      • davit Says:

        პასუხი „ჯვაროსნის“ გადაცოფებას:

        მამა გიორგის ეტყობა გამწარება და შენ არა სექტანტო-უნიატო? სულ აქლემივით რომ იფურთხები სიწმინდეების მიმართულებით? რა ძალიან მძიმედ არის შენი საქმე! კაცო გამაგებინეთ ეს რასელი რატომ ირქმევს ქრისტიანსა? ეჰ ცხოველთა მესებზე ვირების ყროყინში, ბატების ყიყინში, ღორების ღრუტუნში, ბაყაყების ყიყინში ლოცვამ ასე იცის დაყრუება და დაბრმავება!

      • davit Says:

        გაფიცებ პადრეებსა მარხვებში მართლა ღორის ქონებსა იდნობ პირში? უი, სულ დამავიწყდა შენი პაპავერები ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა, დეიდაშვილ-მამიდაშვილებსა და სხვა სისხლის აღრევის ქორწინებებსაც აღასრულებენ, ნუ რა მაგარი სიწმინდეა რა თქვენს წიაღში!

      • ივერიელი Says:

        იიჰ, კაი ერთი, ბოლო ნაწერი რატომ გააქრე?😀

        გითხარით თქვენ, არ ხართ არც მართლმადიდებლები არც ქრისტიანები, ნუ იბრალებთ. ქრისტემ სიყვარული და ცოდვათა მიტევება იქადაგა და არა სიძულვილი, ცილისწამება და ტყუილები. აქ ამ საიტზე რაც ხდება ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ცილისწამება და სიძულვილია გამეფებული.

        მეორეც, არასად კათოლიკურ ოფისში არ ვმუშაობ, დაოკდი თუ ძმა ხარ. 1991 წლიდან როგორ სულ აგენტები გელანდებათ თქვე საცოდავებო. არ დაიღალეთ?

        გახსენით ახალი საიტები რა, ერთნაირი იქნება, სანამ ზვიადის თაყვანისცემას არ მოიშლით და ქრისტიანობას არ შეუდგებით.

        წაშალე ესეც ეხლა მიდი.

      • ლომისა Says:

        „ივერიელი“, ნუ ცრუობ, არაფერი არ წაშლილა. სხვებს რომ რაღაცას ედავები საკუთარ თავსაც გაუწიე პატარა კრიტიკა. ერთი „ჯვაროსნებმა“ გახსენით „შავის საიტის“ ჭიშკარი და მერე ვნახავთ ვინ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინ კიდევ მართლმადიდებლებისათვის ინკვიზიციის კოცონის ამგიზგიზებელი.

        სასულიერო პირებს ე. შევარდნაძე მიმართავს ხოლმე ბატონობით. თქვენც ე. შევარდნაძის სკოლა ხომ არა გაქვთ გამოვლილი?

      • davit Says:

        აე ეს არის მაგათი „ქრისტიანული“ მიმართვები, ბატონობას ვინ ჩივის:
        ————————————-
        ბატონობით? კარგით რა ბატონო ლომისა, მაგას კიდევ რა უჭირს აგერ ბ-მა ნიკამ გამოაქვეყნა ამათი ქრისტიანული მიმართვა მამა ზურაბისადმი:

        ————————-

        ვითომ? ე.ი. რაფიკა და ნეტარი არო ერთად დასძრავენ ბულდოზერებს? ეგრე თქვა ხო, ბულდოზორები ჩავუბით საპატრიარქოს და ისე გამოვიყვანეთ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდანო. :lol

        რაფიკა, ნეტარი არო, ისაკ-ხან ყორჩიბაში, ჩაჩიბა-ნოინი, ზურაბიუს ანთაძიანოსი, პიტერ ზდაროვკსი და ა.შ. ბიჭო ბიჭო ბიჭოოოოო “

      • ლომისა Says:

        რა ამბავში ხარ davit? შენ რომ არ შემოდიოდე ამ საიტზე, ალბათ, „ივერიელი“ ასე არ გაგვლანძღავდა. მოდი, დაასვენე რამდენი დღით და შემდეგ ვნახოთ.

        შენი გულისთვის ხომ ხედავ ჩვენც ფსიქიატრულში გვაგზავნის „ივერიელი“. ხომ იცი რომ ტყუილად არ ჰქვია ეგ სახელი ფსევდონიმად. ფრთხილად და ცოტა ჩვენც შეგვიბრალე რა!

        კაცო, ამ ცხოველების მესის გამომგონებელ გალიკანურ კათოლიკურ „ეკლესიაზე“ ისე გვიბრაზდებიან, თითქის ჩვენ ვიყოთ ამის გამომგონებლები.

      • stalker Says:

        ელგუჯა მარდალეიშვილმა დაწერა: “ეს არის აშკარა შეურაცხყოფა, და არ შეიძლება არგუმენტების გარეშე ასეთი შეურაცხყოფა, და შენ წარმოიდგინე ფორუმზე ვინმემ მამა ზურაბსაც რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ისიც დაისჯება, ან თუ არ დასაჯეს მე პირადად მოვთხოვ მოდერატორს დასაჯონ მამა ზურაბის ან მამა გელასის შეურაცხომყოფელი!“
        —————————————————–
        რატომ არ მოითხოვეთ, ბ-ნო ელგუჯა, „ჯვაროსნის“ დასჯა „თბილისის ფორუმზე“ მამა გიორგი სხილაძის ასეთი შეურაცხყოფისათვის? მამა ზურაბზე ზევით შეგეკითხნენ.
        აი, ეს შეურაცხყოფანი:
        ————————–

        ,,SeSlili“, ,,briyvi“, ,,avadmyofi“, ,,afrens“, ,,Sizofreniki“, ,,agenti“, ,,fani“ da ,,moTayvane“ (kacis), ,,qristesa da eklesiis uarmyofeli“, ,,kerpTayvanismcemeli“ da misT.

        ,,…ეხლა პარიზიდან ის შეშლილიც მოიყვანეთ. თქვე საცოდავებო თქვენა, ბრიყვებო“; ,,რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ ავადმყოფების ტყუილებს ნუ ავრცელებ თქო?”; ,,გიორგი სხილაძე რომ სერიოზულად აფრენს, ამას პარიზელი ქართველებიც ადასტურებენ…“; ,,…აი ეს დანარჩენები, აროშვილები, იქ პარიზში სხილაძე, მკალავიშვილი, დიდი ეჭვი მაქვს ისაკაძეც მალე მაგათ შეუერთდება, ჩამოყალიბებული შიზოფრენიკები არიან, კიდევ ქუთაისში არიან მგონი”; ,,…ზუსტი პარალელია, დღევანდელ სხილაძესა და აროშვილებსა და მაშინდელ ზაქარია გაბაშვილს შორის, ესენი ყველანი … რუსეთის ნებით თუ უნებლიეთ აგენტები იყვნენ და არიან. თუმცა ამათ კიდევ უფრო უარყოფითი რამ აერთიანებთ, ესენი ყველანი, თანამედროვენი, ზვიად გამსახურდიას ფანები და მოთაყვანეები არიან, რის გამოც ქრისტე და ეკლესია უარყვეს და კერპთთაყვანისმცემლობა დაიწყეს. მაგრამ მაგ შენს აფერისტ “მღვდლებს” დაავიწყდათ რომ კათოლიკე ეკლესია, ქრისტეს ეკლესიაა, კლდე რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან“.

      • stalker Says:

        mec getanxmebit am werilshi batono giorgi, gagaxarot gmertma da iqneb ,eisminos tqveni werili am pirovnebam da dagvanebos tavi!!!

        გიორგი წულაძე Says:
        June 8, 2009 at 7:24 pm

        ერთ-ერთ წერილში ელგუჯა მარდალეიშვილმა განაცხადა, რომ არის ეკუმენისტი, ესე იგი მწვალებელი და აგრძელებს: „ეკუმენისტ მართლმადიდებლებს განსაკუთრებით ებრძვიან საქ. მართლმადიდებლებს ეკლესიაში, რა უქნეს ბასილ კობახიძეს, მამა ზაზა თევზაძეს და მამა კახაბერ კურტანიძეს დღემდე ებრძვიან, მართლ. მშობელთა კავშირი ავიწროებს ეკუმენისტებს, პირადად მეც ეკუმენური აზროვნების გამო ჩემმა მოძღვარმა უარი თქვა ჩემს სულიერ მამობაზე!„

        ვპასუხობთ და ვაფრთხილებთ ელგუჯა მარდალეიშვილს შემდეგს:

        ეკუმენიზმის მწვალებლობა არის სულიერი სნეულება და როგორც კიბოს მეტასტაზები ისე ვრცელდება ოფიციალურ ეკლესიებში, ხოლო დავით ისაკაძე, მისნაირი მღვდლები და მშობელთა კავშირი, ეს არის ოფიციალური ეკლესიის ის ნაწილი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაავადებულა ეკუმენიზმის სენით და წინააღმდეგობის სულით ცდილობს წინ აღუდგეს მოდერნიზმის და ეკუმენიზმის მეტასტაზებს, ამიტომ ეს საეკლესიო საზოგადოება ოფიციალურ ეკლესიაში იწვევს ჩვენს თანაგრძნობას, ხოლო ბასილს კობახიძე, ზაზა თევზაძე, კურტანიძე და სხვა „მღვდლები“ და მათი მიმდევრები ეს არის პან-ეკუმენიზმის ერესით უკვე სასიკვდილოდ მიხრწნილი საზოგადოება და შენც მარდალეიშვილო მათი წევრი! ახლა მოგვისმინე, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ განმარტებას გაძლევთ, მხოლოდ იმიტომ გიშვებთ ამ საითზე, რომ შეისწავლო სარწმუნოება და დაემორჩილო ღვთის მართლაღმსარებლობის განჩინებებს, ხოლო შენთვის გაურკვეველ საკითხებზე დასვა შეკითხვები და მიიღებ პასუხებს! და არა იმიტომ რომ აქ შენი ბილწი ერესი იქადაგო! ამის საშუალებას „თბილისის ფორუმი“ გაძლევს! გიმეორებთ, წაიკითხე ამ საითზე საეკლესიო წერილები, გაიაზრე ისინი, დაემორჩილე უფალის განჩინებებს და ამ განჩინებათა ერთგულ მღვდლებს მოუსმინე და მოექეცი მართლმადიდებლობაზე, რათა სულიერ სიკვდილს გადაურჩე! თუ ეს არ გსურს, მაშინ ამ ვებ-გვერდზე აღარაფერი გესაქმება, რადგან შენი მრწამსი, რომ ხარ ეკუმენისტი, უკვე კარგა ხანია გასაგებია ჩვენთვის, და აღარ არის ამის წამდაუწუმ შეხსენება საჭირო. გავიგეთ, რომ ხარ ეკუმენისტი, რა ვქნათ, ნება შენია, რადგან არჩევანში თავისუფალია ადამიანი.

        „დიდგორის“ რელიგური გვერდის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

      • davit Says:

        ესე იგი პადრე ჯემალი ევედრება მამა გიორგი სხილაძეს, რომ მომცეს შენიშვნები მეც! მივმართავ მამა გიორგის ამ პატიოსანსა და ჩემთვის მისაბაძ ძვირფას მღვდელს, არ მოგერიდოთ, მამაო გიორგი, მომეცით ნებისმიერი შენიშვნა და მე შევეცდები ვძლიო ჩემი ცოდვა თქვენი მითითების თანახმად! ხოლო ჯემალს ვეკითხები, ამ მღვდელს მოუწოდებთ მიმითითოს თქვენს შეურაცხყოფაზეშ რომელიც აი ასეთი საშინელი სიაუგით შეურაცხყავით? რა არის და ვისია ეს დახასიათება მამა გიორგის შესახებ: „შეშლილი“ „ბრიყვი“ „ავადმყოფი“! და კიდევ, ერთიც – რომ ეკითხები მამა გიორგის თქვენ კი ხართ სანიმუშო მოძღვარიო, გპასუხობთ რომ იგი მართლაც სანიმუშო მოძღვარია ჩვენთვის და იცი პადრე რატომ? იმიტომ რომა მორჩილია ღმერთის სამართლის და არა კაცის სამართლის!

      • elena Says:

        ღმერთო, მომიტევე, რომ ვიმეორებ და ეს ვინ დაუწერა მამა გიორგის?
        აე ეს: „,,გიორგი სხილაძე რომ სერიოზულად აფრენს, ამას პარიზელი ქართველებიც ადასტურებენ…“

      • stalker Says:

        ალექსადრე შეკითხვა: ,,არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მაჰმადიანური მეჩეთის კედელს ემთხვია და მადლი იგრძნო?”.
        ===========
        ბატონო ალექსანდრე ეს ვინა სთქვა და სადა?

      • nana Says:

        ბ- ნო, რედაქტორო, „ლომისა“-ვ!, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო დღესასწაულს! ვულოცავ მთელ “დიდგორის” რედაქციას და ყველა ქრისტიანს!
        ნანა

      • stalker Says:

        მადლობთ, მამაო ზურაბ და მამაო გიორგი, რომ დაითმინეთ ამდენი შეურაცხყოფა ამ ადამიანებისაგან, მაცხოვრის მსგავსად, რომელსაც ასევე თქვენსავით შეურაცხყოფდნენ ასეთი უღვთო ადამიანები!
        +++
        frzurab Says:
        June 9, 2009 at 12:25 pm

        ზევით, ერთერთ კომინტარში დაწერა მ. გიორგიმ: –

        “. . . ამ ახალგაზრდაზე და მის თანამოაზრეებზე იმდენად კი არ უნდა განრისხდეთ, რამდენადაც საქართველოს რელიგიურ წინამძღვრებზე, რადგან კეთილმსახურებაში სწორედ მათი დაბრკოლებულია მთელი თაობები და მათ შორის, ეს ხალხიც. ტყუილად კი არ რისხავს მაცხოვარი ცრუწინამძღოლებს, _ ვაი თქვენდა, რომ სასუფევლს ახშობთ, არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთო (შდრ. მთ. 23, 13)! ეს ადამიანები, ღირსეული სულიერი მამები რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, სანიმუშო მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ…”

        რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ასეთი აზრი მაქვს მეც,
        როდესაც ეს ახალგაზრდები ჩემთან კათოლიკებთან დაკავშირებულ პოლემიკაში ჩაებნენ, წარმოვიდგინე, თუ რას ასწავლიან ახალ თაობას სასულიერო სემინარია-აკადემიაში, რას ქადაგებენ მათი პირველ იერარქები და მათი მღვდლები. რას ასწავლიან ამ ახალგაზრდებს? განა ასეთი იყო პირობა ჩვენი ძველი მეგობრებისა – ყველაზე გავლენიან მღვდელთა და ბერ-მონაზონთა, – ჩვენ აქ დავრჩებით და შიგნიდან ვიბძოლებთო? 12 წელი გავიდა მას შემდეგ და გამოჩნდა როგორც იბრძოლეს, როგორ დაიმარხეს მართლმადიდებლობა და როგორ გადასცეს ახალ თაობას. პირიქით ეს სამღვდელოება ამ ახალი თაობის დაცინვის ობიექტი გახდა. მათ სასულერო პირებადაც კი აღარ იხსენიებენ, არამედ ცინიზმით მეტსახელებით ახსენებენ.
        დიახ, მართლაც მრისხანება მიპყრობს, როდესაც ამ ახალგაზრდების დაბრკოლების ნამდვილ მიზეზს სწორედ ამ სამღვდელობაში ვხედავ.
        მღ. ზურაბი

      • ლომისა Says:

        ყურადღება!

        ძვირფასო მკითხველო! როდესაც გსურთ კომენტარის გამოქვეყნება ამა თუ იმ კომენტარზე, გთხოვთ დაუწკაუპუნოთ „მაუსით“ ამავე კომენტარის ქვეშ არსებულ Reply ღილაკს და არა ქვემოთ განთავსებულ იგივე ღილაკს.

        თქვენს მიერ გაკეთებული კომენტარი შესაბამისი კომენტარის ქვემოთ გამოქვეყნდება.

      • ალექსანდრე Says:

        პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი
        რომაული კათოლიციზმი. ქორწინების საიდუმლო
        ტრიდენტის კრებამდე (1545-1563) ქორწინება ეკლესიურად მიიჩნეოდა, თუკი შესაუღლებელნი თანხმობას (mutuus consensus) მოწმეთა წინაშე, ეკლესიის წარმომადგენლის დაუსწრებლადაც, განაცხადებდნენ. ტრიდენტის კრებამ მოითხოვა, რომ განცხადება ქორწინებაზე მღვდლის თანდასწრებით გაკეთებულიყო. ამრიგად, კათოლიკებთან ქორწინების საიდუმლოს შემსრულებლად თვით დასაქორწინებლები გამოდიან, ხოლო საიდუმლოს მატერიასა და ფორმას მათი ორმხრივი თანხმობა წარმოადგენს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღმოსავლეთის ძალიან ძველი ჩვეულებიბ მიხედვით ქორწინების საეკლესიო კურთხევა საღმრთისმსახურო მოქმედებით აღესრულება, რომლისთვისაც უფლებამოსილება მღვდელს აქვს მიცემული. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას მართლმადიდებლურისგან განქორწინების სრული აკრძალვის წესიც განასხვავებს, თუმცა ე.წ. დისპენსაციები (dipsensatio) ანუ ქორწინების გაუქმებულად მიჩნევის წესი მაინც არსებობს.

        რომაულ-კათოლიკური ზნეობრივი მოძღვრების თავისებურებანი
        ზნეობრივი ცხოვრების ნორმათა ძირითადი შინაარსის არაერთგვაროვანი განმარტება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებმა ძალიან ადრე გამოამჟღავნეს. აღმოსავლური ქრისტიანობისათვის ზნეობრივი იდეალი ყოველთვის ასკეტური მოღვაწეიბისა და სოფლისაგან განშორების მონაზვნური იდეალი იყო. მარხვა, ლოცვა, ჭვრეტა, სიმშვიდე, ფიქრი მარადიულზე, ცხოვრების გაგება როგორც მხოლოდ მომზადებისა მარადიულობისათვის – ასეთია ქრისტიანობის უმაღლესი იდეის ნიშნები აღმოსავლეთში.

        კათოლიკეთა შორის იურიდიზმის სული ამ სფეროშიც შეიჭრა. რომაულ-კათოლიკური მორალის სისტემა კეთილ საქმეებს განიხილავს როგორც დამსახურებებს, რომელიც ადამიანს ღმერთისაგან ჯილდოს მიღების უფლებას აძლევს.

        სიკეთე განიხილება არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც საშუალება, ზნეობრიობა კი – როგორც გარკვეულ საქციელთა ჯამი. ამაში დარწმუნება ადვილია, თუკი მორალის საკითხებზე რომაულ-კათოლიკურ სახელმძღვანელოებს გავეცნობით.

        მაგალითად, ტრიდენტის კრების (1545-1563) კანონებში ასეთი მუქარა გვხვდება, „თუკი ვინმემ თქვა… რომ ის, ვისაც აქვს რწმენა სიყვარულის გარეშე (sine charitate), ქრისტიანი არის, შეჩვენებულ იყოს“ (VI სესია, 28 კანონი). ხუთი წლის განმავლობაში ღმერთის შეყვარება რამდენჯერაა აუცილებელი? – ამ სახელმძღვანელოთა ფურცლებზე ასეთი საკვირველი შეკითხვებიც კი შეიძლება შეგვხვდეს.

        რომაელ-კათოლიკე მორალისტები ცხოვრებისეული ზნეობრივი საქციელის შეფასებისას უფრო იმისკენ იხრებიან, რომ მასში ღმრთის მიმართ ადამიანის მძიმე მოვალეობა, ხოლო ეკლესიის როლი ამ მოვალეობათა შემსუბუქებაში დაინახონ. საეკლესიო ხელმძღვანელობის მორჩილება და მისი მითითებების შესრულება ადამიანს, მათი გაგებით, გადარჩენის ანუ სასჯელისაგან შედარებით მსუბუქი საშუალებით თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. რომაულ-კათოლიკური სწავლებით რა მოეთხოვება ცოდვილს? პირველ რიგში – სინანული, შემდეგ კი – დაკმაყოფილება. მაგრამ აღსარების საიდუმლოში არასრულყოფილი სინანულიც (attritio) საკმარისია, რომელიც არა ღმრთისადმი სიყვარულით, არამედ მხოლოდ შიშის გრნობითაა ნაკარნახევი, ხოლო დაკმაყოფილების აუცილებლობისაგან თავის დახსნა კათოლიკეს „დამსახურებათა საგანძურის“ ხარჯზე ინდულგენციების საშუალებით შეუძლია.

        რომაული კათოლიციზმი თავის სამწყსოში რიგ მეთოდებს ქადაგებს, რომლებიც ცოდვილს რაღაც ხრიკებით, ზნეობის თვალსაზრისით, საეჭვო საქციელის დაფარვის ნებას აძლევენ და ამით მის რელიგიურ სინდისს ადუნებენ.

        ჯერ კიდევ XVII ს-ში წარმოიშვა ე.წ. პრობაბილიზმის მეთოდი, რომლის თანახმადაც, ადამიანს ისეთი, ზნეობრივად საეჭვო, საქციელის ჩადენა შეეძლო, რომელსაც მისი სინდისიცა და ავტორიტეტული მორალისტებიც ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამ საქციელის დაცვა შეეძლო, თუკი ამ საკითხზე სხვა მორალისტების, თუნდაც ნაკლებად ავტორიტეტულების, აზრს დაიმოწმებდა. ამ მეთოდის ბოროტება პაპმა ალექსანდრე მეშვიდემ დაგმო. რასაკვირველია, ასეთი სახის მორალური კანონები მორწმუნეთა მორალური საფუძვლის შესარყევად შეგნებული განზრახვით კი არ იქმნებოდა, არამედ ვითომც ეკლესიასთან ადამიანთა კავშირის განსამტკიცებლად და მათ სულებზე რაც შეიძლება უფრო სრულად გაბატონებისათვის.

        მეორე მეთოდია განზრახვათა წარმართვა. ღმრთის მცნებით აკრძალული რაიმე საქმის კეთების დროს, საკუთარ აზრს, როგორც მიზანი, უნდა მიაწოდო ისეთი რამ, რაც თავისთავად ცოდვა არ არის, მაშინ ყოველივე ნამოქმედარი ცოდვიანობის ხასიათს კარგავს. მაგალითის სახით XVIII ს-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კათოლიკე მორალისტის, კანონიზირებული წმინდანის ალფონს ლიგუორის სიტყვები შეიძლება მოვიყვანოთ: „მაგინებელის მოკვლა, როგორც შურისძიება, იკრძალება, მაგრამ, სარწმუნო სწავლებით, იგივე მკვლელობა და იმავე გარემოებისას აღსრულებული, ნებადართულია როგორც დაცვა შეგინებულის ღირსებისა“. სხვა მაგალითი: „ვინც დანაშაულებრივი კავშირით ქმრიან დედაკაცთან, ოღონდ როგორც არა ქმრიანთან, არამედ როგორც ტურფასთან ტკბება, მაშასადამე, გათხოვების გარემოებათა აბსტრაჰირებით, იგი არა მრუშობით, არამედ უბრალო სიძვით ცოდავს“. ხაზს ვუსვამ, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, თვითონ უპირობოდ მაღალი ზნე-ჩვეულებების მატარებელი, მიუხედავად ყველაფრისა, მორალურ ნორმად აი, ასეთი კონკრეტული მაგალითების მიცემას შესაძლებლად მიიჩნევს. კიდევ ერთი მაგალითი: „ნებადართულია, რომ განყენებული განგებულებით ძემ თავისი მამის სიკვდილი ისურვოს, რა თქმა უნდა, არა როგორც ბოროტება მამისათვის, არამედ როგორც სიკეთე საკუთარი თავისთვის, მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის მისაღებად“. ეს XX საუკუნეა, გერმანელი ბუზემბაუმი, ავტორი თხზულებისა ზნეობრივ ღმრთისმეტყველებაში. ეს დოქტრინა დღემდე უარყოფილი არ არის. თანამედროვე კათოლიკური ზნეობრივი ღმრთისმეტყველების სახელმძღვანელოებში ამა თუ იმ სიტუაციების და კაზუსების რეკომენდაციებთან ერთად მოყვანილია მაგალითები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამა თუ იმ სარწმუნო სწავლების შესაბამისად.

        ეს სწავლება მეტისმეტად არ უნდა გავაუბრალოოთ და ისე არ უნღა ვიფიქროთ, რომ ასეთი დოქტრინა ზნეობრიობის გასახრწნელადაა მიღებული. ეს აფსურდია. არცერთ სამღვდელოებას, არცერთ ეკლესიას თავისი სამწყსოს ზნეობრივი დაკნინება არ სურს. იგი იმიტომ გამოიყენება, რომ ანთროპოლოგიურად ადამიანი შეფასებულია როგორც ძალიან სუსტი არსება, და ეკლესიის თუნდაც ძალიან ვრცელ საზღვრებში მის დასაკავებლად, რათა იგი ეკლესიიდან საერთოდ არ წავიდეს და სასოწარკვეთილებას არ მიეცეს, განზრახვათა გადასხვაფერებით ასეთი სახის კაზუისტური მორალი წარმოიშობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კათოლიკე მისით ხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც, ეს დოქტრინა აქამდე დაგმობილი არ არის.

        დაბოლოს, მესამე მეთოდი, რომელსაც მენტალური, ან გონებითი, რეზერვაცია ეწოდება, ნიშნავს ცდომილებაში მოყვასის შეგნებულად შეყვანას იმით, რომ აზრის დამთავრება ნაწილობრივ არა ხმამაღლა, არამედ თავისთვის (გონებაში) ხდება. ამგრად, სიცრუე თითქოს აღარცაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოყვასს შთააგონებენ ისეთ აზრს, რომელიც ჭეშმარიტებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ ხერხის ილუსტრირება შემდეგი მაგალითებით შეიძლება. წიგნში, რომელიც 1821 წელს კათოლიკე კანონისტმა გიურიმ გამოსცა, ლიგუორის ნაშრომზე მითითებით ასეთი მაგალითია მოყვანილი: „ანამ იმრუშა, მაგრამ ქმარს, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, პირველად უპასუხა, რომ მას ქორწინება არ დაურღვევია, ხოლო მეორედ, როცა უკვე თავისი ცოდვის შენდობა მიიღო, უპასუხა: „ამ დანაშაულში მე ბრალეული არა ვარ“. ბოლოს, მესამედ რადგან ქმარი გამოკითხვას დაჟინებით აგრძელებდა, ჩადენილი ცოდვა გადაჭრით უარყო, როცა უთხრა: „მე არ ჩამიდენია“, თავისთვის კი გულისხმობდა: „ისეთი მრუშობა, რომელიც უნდა მეღიარებინა“, ან „რომელიც შენთვის უნდა გამემხილა“. იბადება კითხვა, დამნაშავეა კი ანა? პასუხი: სამივე შემთხვევაში სიცრუეში დადანაშაულებისაგან ანას გამართლება შეიძლება. კერძოდ, პირველ შემთხვევაში მას შეეძლო ეთქვა, რომ ქორწინება არ დაურღვევია, და თავისთვის მიემატებინა, „თუკი ის დაურღვევლად დღემდე არსებობს“. მეორე შეთხვევაში მას შეეძლო ეთქვა, რომ იგი მრუშობის ცოდვაში უბრალოა, რადგან აღსარებისა და შენდობის მიღების შემდეგ მისი სინდისი ამ ცოდვით დამძიმებული აღარ იყო და რამდენადაც იგი მას მიეტევა, მორალური სიმტკიცეც ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ფიცითაც შეეძლო (ალფონს ლიგუორი, № 162). მესამე შემთხვევაში მას დარწმუნებითაც კი შეეძლო უარყოფა, რომ არ უმრუშია და ეგულისხმა: „ისე, რომ მოვალე ყოფილიყო ქმრისთვის ცოდვა გაემხილა“. ამის მსგავსად დამნაშავეს შეუძლია, რომ მოსამართლეს, რომელიც მას კითხვებს არაკანონიერად უსვამს, უპასუხოს: „მე დანაშაული არ ჩამიდინია“, და იგულისხმოს: „მე არ ჩამიდენია ისეთი დანაშაული, რომ ვალდებული ვიყო შენ გაგიმხილო“ (ალფონს ლიგუორი, № 173 და სხვ). ესაა მაგალითი იმის ასახსნელად, რასაც მენტალური რეზერვირება ეწოდება.

        სხვა მაგალითი უახლესი ისტორიიდანაც შეიძლება მოვიყაანოთ. როცა XX ს-ში იტალიის ხილისუფლებაში მუსოლინის მეთაურობით ფაშისტები მოვიდნენ, მაშინდილმა რომის პაპმა იტალიელ ახალგაზრდებს ფაშისტურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში შესვლისა და ფიცის მიღების უფლება მისცა, ოღონდ ისე, რომ თავისთვის აზრობრივი შესწორება, სწორედ ეს მენტალური რეზერვაცია უნდა გაეკეთებინათ: „ვიღებ ამ ფიცს ყოველივე იმის გარდა, რაც კათოლიკური ეკლესიის კანონს ეკუთვნის“, ანუ „დე ფაქტო“ ეს დასაშვები იყო, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის შინაგანი დამატებითი შენიშვნა დაცული იქნებდა. ეს არამრავალთაგან ერთ-ერთი ოფიციალური საერთო რეზერვაციაა, რომელიც პაპის მიერ იყო ნებადართული.

        ასეთი მორალური დარიგებების სახარებისაგან ერთობ დაშორებულ სულს, საბედნიეროდ, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მთელი ცხოვრება არ მოუცავს. პრაქტიკულად რიგითი კათოლიკები ხშირად გაცილებით უფრო ახლოს არიან სახარებასთან, ვიდრე მათი ეკლესიის ოფიციალური მითითებები და კანონები, რაც ხანდახან მათში რაღაც უხერხულობასა და გაოცებას იწეევს. კათოლიკები თავიანთი ქრისტიანული ცნობიერებისათვის მიუღებელ კანონებს, რომლებიც მათივე ეკლესიის მიერაა დადგენილი, ზოგჯერ უბრალოდ ივიწყებენ. ზოგჯერ თვით რამაულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობაც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ზოგიერთ ამგვარ კანონს ასეთი აშკარად ანგარიშმიუცემელი ფორმა აქვს.

        რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და
        საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი
        წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა
        სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის ძირითადი განსხვავება შემდეგ პუნქტებამდე დაიყვანება:

        მართლმადიდებლურისაგან განსხვავებით რომაულ-კათოლიკური ღმრთისმეტყველება მნიშვნელობის მიხედვით ძველი აღთქმის კანონიკურსა და არაკანონიკურ წიგნებს არ განასხვავებს. რომაელ-კათოლიკები არაკანონიკურ წიგნებს ზოგჯერ დევტეროკანონიკურსაც (მეორეკანონიკურს) უწოდებენ.

        1962-1965 წლებში ჩატარებულმა ვატიკანის კრებამ წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის გვერდით საეკლესიო მასწავლებლობაც დააყენა, და ამასთანავე განმარტა, რომ არც ერთს ამ სამი ელემენტიდან „სხვათა გარეშე არსებობა არ შეუძლია“.

        გადმოცემაში პაპის მასწავლებლობის არსებობა ის მთავარი მომენტია, რომელიც მის მიმართ კათოლიკურ მიდგომას მართლმადიდებლურისაგან განასხვავებს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გადმოცემაში საერთო საეკლესიო სარწმუნოების გამოხატულებას ხედავს – „იმას, რისიც ყოველთვის, ყველგან და ყველას სწამდა“.

        პაპების განმარტების თანახმად (ლეონ XIII, ბენედიქტე XV, პიუს XII და სხვ.), წმინდა წერილის აბსოლუტური უცთომელობა მხოლოდ სარწმუნოებისა და ზნეობრიობის სფეროებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მეცნიერული დისციპლინების ჩათვლით წმინდა წიგნების მთელ შინაარსზე ვრცელდება. მაგრამ ვატიკანის II კრება ლაპარაკობს მხოლოდ უცთომელ გადმოცემაზე „იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ღმრთის ნებით ჩვენი ცხონებისათვის წმინდა წერილში აღიბეჭდა“.

        ადრე რომაულ-კათოლიკური ეკლესია ერისკაცებს ბიბლიის კითხვას უკრძალავდა. ამჟამად ასეთი აკრძალვა აღარ არსებობს. პირიქით, ვატიკანის II კრებამ დაადგინა, რომ „მორწმუნეებს წმინდა წერილზე ხელი თავისუფლად უნდა მიუწვდებოდეთ“.

        საიდუმლოთა შესრულების ლათინური წესი
        რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს მიღებულ ფორმას პკურება (წყლის გადავლება) წარმოადგენს. პავლე მოციქულის სიტყვებით კი, ნათლისღებისას ადამიანი ქრისტეს თანა დაეფლვის, რათა მისი აღდგომის თანაზიარი გახდეს (შეად. რომ. 6,4; კოლ. 2,12). მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული შთაფლვის ფორმა ადამიანის სრული განახლების საუკეთესო გამოხატულებაა. იმაზე, თუ ეკლესია ნათლისღების სწორედ ამ ფორმას როგორ მნიშვნელობას ანიჭებდა, ძველი ეკლესიის წესები და კანონები (ნეოკეს. 12) და მისი არქიტექტურული ძეგლებიც კი მოგვითხრობენ. სანათლავებს (ბაპტისტერიუმებს) ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით აწყობდნენ. მათ ხატებითა და სიმბოლური გამოსახულებებით ამკობდნენ, მარმარილოთი და მოზაიკით აპირკეთებდნენ. ცენტრში შთაფლვისათვის სპეციალური, კეთილმოწყობილი აუზი იყო გაკეთებული.

        ლათინური წესით ნათლისღების დროს გამოიყენება ნათლისღების ფორმულა, რომელიც პირველი პირის სახელით წარმოითქმება: „მე შენ გნათლავ სახელითა…“ აქ დროულია წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები გავიხსენოთ იმაზე, რომ თვით ქრისტემაც კი არ უთხრა მოციქულებს „მე თქვენ მოგნათლავთ სულითა წმიდითაო“, არამედ „ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა“; ასევე ნეტ. ავგუსტინეც აღნიშნავს, რომ ქრისტემ ცოდვილ დედაკაცს ის კი არ უთხრა – „მე მივუტევებ მას ცოდვებსო“, არამედ „მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი“.

        ლათინური წესის მიხედვით მირონცხების საიდუმლოს უპირატესი შემსრულებელი ეპისკოპოსია. ახლა ამ საიდუმლოს ფორმულა დასავლეთში თითქმის იგივეა, რაც მართლმადიდებლებისა. იგი ლათინური წესით ნათლისღებისაგან ცალკე სრულდება იმ მონათლულებზე, რომელნიც ყმაწვილობის ასაკს მიაღწევენ და მას კონფირმაცია (confirmatio) ეწოდება. იგი მირონის ცხებითა და ხელდასხმით აღესრულება. მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხში ლაოდიკიის კრების (IV ს., II ნახ.) 43-ე კანონით ხელმძღვანელობს.

        ლათინური წესით ევქარისტია ხმიადზე (უცომოზე, უფუვარზე) სრულდება. გარდმოარსების მომენტად მიიჩნევა მღვდლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „მიიღეთ და ჭამეთ…“ და „სუთ ამისგან ყოველთა…“ სულიწმიდის მოწვევა (ეპიკლეზა) ლათინური წესის ევქარისტიულ კანონში არ არსებობს. დასავლეთში საერონი ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი სახით – პურით – ეზიარებიან, ხოლო ჩვილებს საერთოდ არ აზიარებენ.

        მართლმადიდებელთათვის ხმიადი ძველი აღთქმის პასექის სიმბოლოს წარმოადგენს. მასთან ეგვიპტეში მძიმე ჯაფის ხსოვნა იყო დაკავშირებული. მაგრამ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, „პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ“ (2 კორ. 5,17). ახალი პასექი მომავალი აღდგომის საწინდარია.

        ახალი აღთქმის ეკლესიაში ევქარისტიას აღასრულებდნენ იმ პურით, რომელიც მორწმუნეებს ტაძარში მოჰქონდათ, და იგი არა მხოლოდ ევქარისტიისათვის, არამედ საერთო ტრაპეზის – აღაპისთვისაც გამოიყენებოდა. ეს ჩვეულებრივი პური იყო.

        არსებობს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ქრისტემაც საიდუმლო ჩვეულებრივ პურზე აღასრულა, რადგან საიდუმლო სერობა ნისანის არა 14-ში არამედ 13-ში ჩატარდა, ანუ იმ დღის წინ, როცა ებრაელები პასექს აღასრულებდნენ (შეად. ინ. 18, 28; 19,31). არსათ ნათქვამი არ არის, რომ ქრისტემ ამ საიდუმლოს აღსასრულებლად ხმიადი აიღო, არამედ ნათქვამია, რომ აიღო პური („არტოს“).

        პაპი ლეონ IX (1048-1054), ეწინააღმდეგებოდა რა საფუარიანი პურით ევქარისტიის აღსრულებას, პავლე მოციქულს იმოწმებდა, რომელიც კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ პასექი ზნეობრივი სიწმინდის „უცომოჲთა მით“ ედღესასწაულათ (1 კორ. 5,8). მაგრამ ამ შემთხვევაში სულიერ ცხოვრებაზე ლაპარაკისას, მოციქული მხოლოდ იმ სიმბოლოთი სარგებლობდა, რომელიც იუდეველთაგან მოქცეული ქრისტიანებისათვის ახლობელი და გასაგება იყო. შეჩვენებებით ცნობილ ბულაში, რომლითაც 1054 წელს ლეონ მეცხრეს ლეგატებმა ეკლესიათა განყოფა სამუდამოდ დაამტკიცეს, საფუარიან პურზე აღმოსავლელ ქრისტიანთა შეხედულება მანიქეველობასთანაა გათანაბრებული. აღსანიშნავია, რომ პატრიარქ მიქაელ კერულიარისა და მისი სინოდის საპასუხო აქტში საკითხს ხმიადებსა და საფუარიან პურზე სრული დუმილით გვერდი აქვს ავლილი.

        წმიდა წერილის მოწმობით, საიდუმლო სერობაზე ქრისტემ პირველად მადლობა შესწირა, ანუ ევქარისტიული ლოცვა აღასრულა, რის შემდეგაც, აზიარებდა რა მოწაფეებს, წარმოთქვა სიტყვები: „მიღეთ და ჭამეთ…“ და სხვ. ეს სიტყვები მართლმადიდებლური ლიტურგიის განაწესით ევქარისტიული ლოცვის მოსახსენებელ ნაწილში შედის (,,… ღამესა, რომელსა მიეცემოდა… მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, ჰმადლობდა, და აკურთხევდა, და წმიდა ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა მეტყველმან: „მიიღეთ და ჭამეთ…“), თვით სულიწმიდის მოწვევისა და ძღვენთა გარდაქმნის ლოცვა შემდეგ მიჰყვება: „მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა… მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას, და უსისხლოსა მსხვერპლსა… და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა… და ჰყავ უკუე პური ესე…“ მაშინ, როდესაც რომაელ-კათოლიკები აღმოსავლური ლიტურგიის განაწესშიც კი სიტყვებს „მიიღეთ და ჭამეთ…“ და „სუთ ამისგან ყოველთა“ საიდუმლოთა აღმასრულებელ ძალას მიაწერენ და მთელი წინამორბედი და მომდევნო კონტექსტის იგნორირებას ახდენენ, ხოლო ლათინური მესის განაწესში სულიწმიდის მოწვევა (ეპიკლეზა) და გარდაქმნის სიტყვები საერთოდ არ არსებობს.

        სიტყვებს „სუთ ამისგან ყოველთა“ ჩვენ აღვიქვამთ როგორც მოწოდებას, რომელიც ყველასადმია მიმართული. წმ. იოანე ოქროპირი წერს: „ძველ აღთქმაში ერთს მღვდელი იგემებდა, მეორეს მსხვერპლის შემწირველი… ჩვენ კი ყველა ერთი პურიდან და ერთი სასმელიდან ვიგემებთ“. როგორც ცნობილია, სასმისთან საეროთა დასაშვებად XV ს-ში ჩეხი რომაელ-კათოლიკე მღვდელი იან ჰუსი და მისი მიმდევრები გამოდიოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში საეროებს ორივე სახით ზიარების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ, საგანგებო შემთხვევებში ეძლევათ.

        კათოლიკური სინანულის საიდუმლოს დედად შემუსვრილებასა და აღსარებასთან ერთად satisfactio მიიჩნევა, რომელიც მღვდლის მიერ დადებულ ეპიტიმიას წარმოადგენს.

      • nana Says:

        როგორც მე აქ ვაკვირდები ჯვაროსანი, მათეუსი, ვინმე ჯემალი, პატრიარქ ილია შიოლაშვილს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ამიტომ მეც მომყავს პატრიარქის კურთხეული მღვდლის ერთი განმარტება კათოლიკეებზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის პატრიარქის თანალოცვებთან პაპისტებთან.

        დეკანოზი ანდრია კემულარია
        ——————————–

        კითხვა: შესაძლებელია თუ არა ჯვრის დაწერა მართმადიდებელსა და კათოლიკეს შორის სარწმუნოების შეცვლის გარეშე?

        პასუხი: ჯვრისწერა არის საეკლესიო საიდუმლო და მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ მართლმადიდებელს. ამიტომ კათოლიკესთან ჯვრისწერა მართლმადიდებლური წესით შეუძლებელია. ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესია არ აკურთხევს თავის შვილებს მწვალებლებთან ჯვრისწერაზე.
        ————————————————
        ანუ საპატრიარქოც კათოლიციზმს მწვალებლობად თვლის რადგან თავის იურისდიქციაში მყოფ მღვდლებს ასეთი რამის ქადაგების უფლებას აძლევს და არ განკვეთს?!

      • ნიკა Says:

        კათოლიკეთა წარწყმედა: ”В воскресенье 20 сентября, после празднования традиционной воскресной мессы в Montignies-sur-Sambre, отец Самюэль был приглашен в районе Manage (провинция Hainaut) для того, чтобы bén…”

      • ლადო Says:

        აქ ქერუბიმ-სერაბიმთა გალობით ძაღლების პიტომნიკში სალოცავად წასვლა ხომ მთლად მაღალ მენტალიტეტურად შთამბეჭდავია! ახლა ფრუტუნ-ყეფაში გალობა? ეს გარეთ რა არის და შიგ ტაძარში მესა რა იქნება…

      • ლომისა Says:

        დიდი მადლობა nana.

        ყველას გილოცავთ წმ. გიორგის დღესასწაულს!

      • ივერიელი Says:

        მე არც ხელისუფლებასთან მაქვს საერთო და არც ოპოზიციასთან, მით უმეტეს მათთან, ვინც ქრისტიანობას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

        მე კათოლიკე ვარ და კუკავების და გუჯაბიძეების უვიცობა და მარგინალობა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქოს ძალიან ბევრი ქმედება, მაგრამ ნუ გგონიათ რომ თქვენით ვარ აღფრთოვანებული, ვინაიდან თქვენც ძალიან ბევრ შეცდომებსა და ლაფსუსებს უშვებთ. ამიტომ, ქართველობა მხოლოდ სუფრასთან გასახსენებელი არაა, რეალობაშიც საჭიროა და ერთმანეთის შეცდომებს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, ერთმანეთის კარგი უნდა დავინახოთ.

        მე ადრეც შემოგთავაზეთ, ეხლა გთავაზობთ. ამჯერად თქვენი გადასაწყვეტია, რა გზას დაადგებით, იქნებით ისევ ასე იზოლაციასა და ხალხის ლანძღვა-გინებაში, თუ დიალოგი და ურთიერთობა იქნება თქვენთვის მისაღები.

        P.S. ზვიად გამსახურდიას აუგად მოხსენიებას ნუ მაბრალებ, მსგავსი არ მიქნია და არც ვაპირებ. მე ვერ ვიტან ადამიანებს, რომელნიც ზვიადის გამო უაზრო სისულელეებს აკეთებენ და კარგად იცი შენ რაზეც მაქვს საუბარი.

  39. guja (mama jemali) Says:

    davit

    ბატონო დავით, ფორუმზე კანონისტმა გახსნა თემა, და ამ თემით ყველაფერია ნათქვამი!

    იმედია დაფიქრდები, ოდესმე მაინც…..

    http://forum.ge/?showtopic=33976620&view=findpost&p=14181997

  40. davit Says:

    ოლლლააა, როგორ განრისხდა დოქტორანტი, სპეც-თემა გაუხსნია ჩემთვინა!!!მერსი ბიჭებო! ახლა კი გველების იმ სასწაულზე რაზეც ბუკი ჰკრეს და ნაღარაც ზედ დააყოლეს პადრეებმა, აჰაშ ეს სასწაულიც, ჯერ რუსულადშ ხოლო მალე ბერძნულადაც მოგართმევთ: მაშ ასე:

    Церковь Девы Марии в Маркополо, построена на месте бывшего женского монастыря, разрушенного турками.

    Согласно истории монашки, которые там жили, молились Деве Марии, чтобы превратиться в змей, для того чтобы враги не захватили их. Их молитвы были услышаны, и Турки ушли. Церковь известна из-за странного явления, которое происходит каждый год 15-ого августа, в день празднования. Множество змей с черными крестами на голове припалзают к церкви.
    Но именно в этот день 15-го августа посетители могут прикоснуться до змей не боясь. Змеи исчезают сразу после праздника. По легенде эти змеи являются символами благосостояния.
    Только 2 раза змеи не выходили: в 1940 во время второй мировой войны и в 1953 году когда на острове было землятресение силой 7,2 балла. При землятресении остров был полностью разрушен.
    ———————————————-
    რაო? აბა ახლა ვთარგმნოთ პადრე დოქტორანტ –
    თურქების შემოსევისასო დედა მონაზვნებმაო შესთხოვეს ღვთისმშობელსაო, რომაო გადაგვაქციე გველებადაო და მათი ლოცვაც შესმენილ იქნაო! – სადა ხარ პადრე ჯემალ?

  41. davit Says:

    სრულიად გეთანხმებით ბატონო ლომისა!
    მე ვაგზავნი სრულ სრული-ვერსიას გველების სასწაულის, ხატიც გადავგზავნე დიდგორის რედაქციაში და ვთხოვთ რედაქციას გამოაქვეყნოს ეს წერილი:
    Церковь Девы Марии в Маркополо, построена на месте бывшего женского монастыря, разрушенного турками.

    Согласно истории монашки, которые там жили, молились Деве Марии, чтобы превратиться в змей, для того чтобы враги не захватили их. Их молитвы были услышаны, и Турки ушли. Церковь известна из-за странного явления, которое происходит каждый год 15-ого августа, в день празднования. Множество змей с черными крестами на голове припалзают к церкви.
    Но именно в этот день 15-го августа посетители могут прикоснуться до змей не боясь. Змеи исчезают сразу после праздника. По легенде эти змеи являются символами благосостояния.
    Только 2 раза змеи не выходили: в 1940 во время второй мировой войны и в 1953 году когда на острове было землятресение силой 7,2 балла. При землятресении остров был полностью разрушен.
    С каждым днем количество змей возрастает, и накануне Успения они заполняют всю округу. В эти дни жители Маркопуло ходят по оврагу, на склоне которого находится церковь, и собирают змей, чтобы принести их Пресвятой Богородице. Откуда змеи появляются и куда исчезают после праздника, никто не знает. Для всех это поныне остается великой тайной.

    Во время всенощной змеи свободно ползают среди людей – по стасидиям, аналоям, никого не пугаясь. – Если змея залезет вам за пазуху, – предупреждают деревенские жители паломников или туристов, – вы не бойтесь! Благодатью Пресвятой Владычицы Богородицы змеи никакого вреда вам не причинят. Возьмите их в руки, и они, словно котята, будут лизать ваши пальцы.

    Действительно, за службой происходят невероятные вещи: змеи, как браслеты, обвивают руки верующих людей, ползают по иконе Пресвятой Богородицы и Распятию, по приготовленным для литии хлебам. Змея может даже заползти на Евангелие, которое читают на Литургии. Змеи, как представители животного царства, празднуют вместе с христианами, напоминая им о райском саде, в котором первозданные люди жили с животными единой семьей. По окончании праздника уходят и змеи.

    Немецкие ученые исследовали этих змей, но ни к какому из известных видов не смогли их отнести. Они серого цвета, тонкие. В длину они не превышают одного метра, кожа у них бархатная. На голове у них изображен крест, как и на кончике языка.

    Если в какой-нибудь из годов змеи не появлялись, это всегда было плохим предзнаменованием. Так было в 1940 и 1953 годах, когда на острове произошли сильные землетрясения.

  42. ALEXSANDRE Says:

    შეკითხვა ყველას:

    ,,არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მაჰმადიანური მეჩეთის კედელს ემთხვია და მადლი იგრძნო?”.

    შეკითხვა ყველას:

    ,,არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მაჰმადიანური მეჩეთის კედელს ემთხვია და მადლი იგრძნო?”.

    შეკითხვა ყველას:

    ,,არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მაჰმადიანური მეჩეთის კედელს ემთხვია და მადლი იგრძნო?”.

  43. davit Says:

    გუჯა-ჯემალმა შემეკითხა: „სად სწერია სახარებაში, რომ ცხოველთა ტაზარში შეყვანა ცოდვაა?“ ხოლო ამაზე მე დიდგორის პრესსამსახურს შევეკითხე სად ეწერა რომ ტაძარში ცხოველთა შეყვანა ცოდვაა და გამომიგზავნეს კანონი, და აჰა პადრე ჯემალსაც ეს კანონიერი პასუხი!
    ——————————————————–
    მე -6 მსოფლიო საეკლესიო წმინდა კრების 88-ე კანონის თანახმად ტაძარში პირუტყვის შეყვანა არავის არ შეუძლია, უკიდურესი გაჭირვების გარდა: „საღვთო ტაძარში ნურავინ შეიყვანს პირუტყვს, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ ვინმეს გაჭირვებაში დიდი გაჭირვება შეემთხვევა, ვერ იშოვის სახლს და მასპინძელს და დადგება ეკლესიაში, იძულებული იმ გაჭირვებისგან, და თუ პირუტყვის შინ შეუყვანლობით ის პირუტყვი, ვთქვათ სახედარი მოუკვდება, ხოლო ამ სახედრის სიკვდილი მგზავრობაში მისი პატრონის სიკვდილს გამოიწვევს. რადგან ვიცით, რომ „შაბათი კაცისთვის დაბადებულია“ (შდრ. მარკ. 2, 27), ესე იგი კაცის გადარჩენა და უვნებლად დარჩენა ყველაფერზე უფრო პატივსაცემია. თუ ვინმე მხილებულ იქნება, რომ ამგვარი გაჭირვების გარდა, რომელზედაც ლაპარაკი იყო, სხვა შემთხვევაში შეიყვანა სახედარი, თუ ეკლესიის მსახური იყოს განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს, უზიარებელ იქნეს. (დიდი სჯულის კანონი)

  44. davit Says:

    გაფიცებ რა პადრე ჯემალ ვასიკო კობახიძის და რუსიკო ეპისკოპოსის ბალერინეთა დასსა, გამიმხილე რა ეს ჯვაროსანი კაიროსი ხომ არ არის? აი ის კაიროსი საპატრიარქოს ფორუმზე church.ge-ზე რომა პოსტავს გამუდმებით პაპისტურ იდეებს სენატორ დოქტორანტთან ერთად? დავით ივერიელი ახალგაზრდა ყმაწვილი მეგონა მნათე ბიჭივითა და ეს კიდევა ასაკით მუტრუკი კაცი ყოფილა, რადგან წერს რომა „მე წლების მანძილზე საპატრიარქოში ვიყავი, სემინარია-აკადემიაშიც ვსწავლობდი და ძალიან კარგად ვიცი იქ რა ხდება, ახლაც მაქვს ინფორმაცია.“ -ო! დავით ივერიელი ამდენს ხომ ვერ მოასწრებდა, საპატრიარქოშიც ყოფილიყო, სემინარია-აკადემიაც დაემთავრებინოს, მერე ვასიკო კობახიძის და მალხაზ სონღულაშვილის სექტაშიც გადასულიყოს? მოკლედ დიდ ეჭვებში ვარ რა! კაცო ეს ჯვაროსანი დავით ივერიელი არა ყოფილა? თუმცა რას გაუგებს ხალხი ამდენ ცრუპენტელა ხალხსა, აგერ აქ თვალსა და ხელს შუა წმინდა მამათა და მოციქულთა საწინააღმდეგოებს უსირცხვილოდ წერენ და არა წარბს არ ცხვენიათ და სხვა ტყუილებისა ვითომ რატომ მოერიდებათ? ნაღდად ჯვაროსანი კაიროსია რა, აბა ის ასე მოისვენებდა, რომა თბილისის ფორუმზე დიდგორი არ დაებომბა? მაგრამ ნეტა თავად კაიროსი ვიღაა, იქნება და თავად ვასიკო კობახიძეა! მოკლედ თუ ვასიკოაშ მაშინ მაგას რაღა დააოკებს!

  45. davit Says:

    ჯვაროსანი წერს რომაო – მე კათოლიკე ვარ და კუკავების და გუჯაბიძეების უვიცობა და მარგინალობა ჩემთვის მიუღებელია,-ო!

    კაცოოო, რას ამბობ? გუჯაბიძე არ ვიცი და კახა კუკავამ რომის პაპთან მლოცველ შენი პატრიარქის გამო დაითხოვა დიდგორი თავისი ფორუმიდან და იძახი რომა კათოლიკე არ არისო? თავის ფორუმზე სულ მაგას არ წერდა და დიდგორმაც გადმოიტანა მაგის სიტყვები ყველა რელიგია მიყვარსო და მათ შორის ჩემ პატრიარქთან და სასულიეო სემინაარის რექგიორგი ზვიადაძესთან მლოცველი რომის პაპიცაო?

  46. davit Says:

    მე კათოლიკე ვარ და კუკავების და გუჯაბიძეების უვიცობა და მარგინალობა ჩემთვის მიუღებელია, – ეს ჯვაროსნის სიტყვებია.
    კაცი რომ ასეთ სირცხვილს განაცხადებს პაპისტური სექტის მიმდევარი ვარ და მართლმადიდებლობის გამცემიო, ესეიგი ღმერთის მოღალატეო! ასეთი სამარცხვინო კაცი საქართველოშია და კაცობს იუდასავით კაცი ჰგონია თავი!! აი შენ შეგირცხვეს ეგ კაცობა! არა გრცხვენია ქართველი კაცი საქვეყნოდ როგორ აცხადებ ასეთ სამარცხვინო ამბავს!

    • ლომისა Says:

      ტყუილად ლანძღავ ბ-ნ კუკავას, ვინაიდან ისიც, უნებლიეთ, ვატიკანის სულიერი შვილი გამოდიან ეკუმენიზმი-გლობალიზაციას იდეოლოგიის ფარგლებში. მისთვის ისეთივე საძულველები ვართ, როგორც სხვა ეკუმენისტი ოპოზიციონერებისათვის.თქვენ შორის უფრო მეტი საერთოა, სამწუხაროდ, ვიდრე კანონიერი ხელისუფლების ერთგულ წარმომადგენლებსა და დღევანდელ ოპოზიციის ლიდერებს შორის. სულ პატარა გაკლიათ სულიერი ჩახუტებისათვის. ბ-ნ ბ. გუჯაბიძეზე ვერაფრს ვიტყვი.

      არც ჩვენ ვართ ოპოზიციის მომხრე, მაგრამ თქვენს ანტიეროვნულ გამოსვლებს, ვითომ ოპოზიციის ლიდერების კრიტიკის ფონზე, საზღვარი არა აქვს. თავს ნუ გვახვევთ მეგობარო იმ ვატიკანის იდოლოგიას. ეს თქვენი ვატიკანი ცდილობდა ჭეშმარიტი ეკლესიის პოლიტიზაციას და მიაღწია კიდევაც.

      ამიტომ, თუ არ მოგწონს მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმს ქადაგებ, გირჩევნია მახვილი არ აღარ აღმართო ქართველი მართლმადიდებელი ერის წინაშე, თორემ იმავე მახვილით მოგიზღავთ უფალი!

      დიახ, შეცდომებს არ უნდა გამოვეკიდოთ, მაგრამ დანაშაულზე თუ არ აგო დამნაშავემ პასუხი ეს უფრო დიდ ცოდვაში ჩააგდებს ადამიანებს.

      ხვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა-განდევნა იყო უდიდესი დანაშაული ქართველი ერის წინაშე. ის რასაც თქვენი სულიერი ძმები თუ მამები აბრალებდნენ მის ხელისუფლებას მოგონილი და შეთითხნილია უზნეო ადამიანების მიერ. ერთ-ერთ ასეთი მიშას უზის ხელისუფლებაში გ. ნოდიას სახით.

      თვით ოპოზიცია ხომ გადატენილია პუტჩისტებისგან და სანამ არ მოინანიებენ მანამდე იდგებიან „მიშა-გრიშას“ გადაყენების ლოზუნგებით ქუჩებაში.

      ჩვენ რა თქმა უნდა მხურვალედ ვილოცებთ თვალებზელიბრგადაკრული და ყურებდახშობილი თანამემამულეებისატვის რათა ესწავლოთ სიცრუის გარჩევა ჭეშმარიტებისაგან.

      ჭეშმარიტი მხოლოდ ჭეშმარიტი უფლის მართლმადიდებელი სარწმუნოებაა და სხვა ყველა სიცრუე. ხოლო, კანონიერად მხოლოდ ეროვნული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება ჩაითვლება. ე.ი „ენა, მამული,სარწმუნოება“-ის დამცველი ხელისუფლებაა ჭეშმარიტად ლეგიტიმური!

      პ.ს.

      იმედია, რომ ფსიქიატრიული დაავადების აღმკვეთ „ზონდერ-ბრიგადას“ არ მომისევ.

  47. davit Says:

    აბა აბა ბრეიგდანსის ცეკვებით გართობის მოყვარე და მარხვაში გამდნარი ღორის ქონით მოსუსნავე პაპის სულიერო შვილო, ჯვაროსანო, ნუ ეფარები ქრისტიანობის სახელს, ქრისტიანობა ეს არის მართლმადიდებლობა, ხოლო პაპიზმი ეს არის ბელიარობა -მწვალებლობა და თანაც წმიდა იუსტინე პოპოვიჩი გვასწავლის რომა საზარელი მწვალებლობააო, ხოდა შენც პაპიზმის მიმდევრობით საზარელი მოღალატე ხარ ქრისტიანობის! დაირქვი ის სახელი რაცა ხარ არსითაა და ქრისტიანობას ნუ ირქმევ, რაც არა ხარ, რადგან ქრისტეს მოციქულებს შენ არა სცნობ, ქრისტეს მოციქულთა კანონებს შენ არა სცნობ, ქრისტეს ეკლესიის წმინდა მამებს და მათ სწავლებებს შენ არა სცნობ, ქრისტეს სამართალს – დიდი სჯულის კანონს შენ არა სცნობ და ქრისტეს სახელს რატომ ირქმევ, შე ცრუპენტელა უფლის სახელის მგმობო? აქ ეგ ტყუილები არ გაგივა და წადი ისევ შენი სექტის წევრებს ედიალოგე და მარხვებში კვერცხისა და ქონის ჭამით თან თავი ბრეინგდანსის ყურებითა გაირთე! გაიგე ბელიარისტო?

    • ლომისა Says:

      პატივცემულო „davit“ გთხოვთ ზედმეტად ნუღარ „აღიზიანებთ“ ამ ზვიადის სიძულვით შეპყრობილ „ვატიკანელებს“.

      მწვალებელს ერთი ორი შეგონებისა გაერიდეო, ხომ წაგიკითხავს და შენც ასე გიჯობს მოიქცე.

      ზვიადის სიძულვილი მართლაც შირმად აუფარებიათ, თორემ სინამდვილეში ქართველები სძულთ. სამწუხაროდ ეს ამბავი არ ახალია – ძველია!

      არაფერი არ დაუშავებია ზვიად გამსახურდიას „ივერიელო“ არც შენთვის და არც ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობისათვის საქართველოში და გთხოვთ თავი შეიკავოთ მისი ლანძღვა-გინებისგან.

      რაო, ზვიად გამსახურდიას ლანძღვა „პაპისტურ ქრისტიანულ“ სწავლებაში გადის?

  48. ელენა Says:

    ეს ადამიანი-ჯვაროსანი ყველა წმინდა მამას ვინც პაპიზმს ამხელს როგორც მწვალებლობას, მატყუარებს და ცილისმწამებელს უწოდებს! კარგი ჩვენგანი პაპიზმის გამოცხადება ცილსწამება და ტყუილი გგონია, მაგრამ ამათ?
    ჯვაროსანო ამათც უწოდებ ცილსმწამებლებს და მატყარებს?
    +++++
    Преп. Никодим Святогорец: «Латиняне – еретики, и мы отвращаемся от них как от еретиков, подобных арианам, савеллианам или духоборцам македонианам».

    Свт. Игнатий (Брянчанинов): «Папизм – так называется ересь, объявшая Запад, от которой произошли, как от древа ветви, различные протестантские учения. … Благодать Божия отступила от папистов; они преданы сами себе и сатане – изобретателю и отцу всех ересей, в числе прочих и папизма».

    Преп. Амвросий Оптинский: «Римская церковь, так как не хранит свято соборных и апостольских постановлений, а уклонилась в нововведения и неправые мудрования, то совсем не принадлежит к Единой Святой и Апостольской Церкви». (А в одном из своих писем преп. Амвросий прямо отрицает действительность католической евхаристии).

    Прав. Иоанн Кронштадтский: «Верны слова Спасителя нашего Иисуса Христа: кто не со Мною, тот против Меня (Мф. 12.30). Католики, лютеране и реформаторы отпали от Церкви Христовой. … Они явно идут против Христа и Его Церкви».

    სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.
    +++
    ეს წმინდა მამებიც ცილისმწამებლობენ და იტყუებიან, როდესაც პაპიზმს მწვალებლობად აცხადებენ? „დიდგორის“ საიტი ხომ წმიდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით ამხელს პაპიზმს?

  49. ივერიელი Says:

    კერგი რა კერგი, ციხე და ჯურღმული არა დილეგი კიდევ. კი ვიცოდი რომ მამალი ზვიადისტები იყავით, მაგრამ ასე თუ გქონდა გაფრენილი, რომ ჩემთან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენაზე დაიწყებდი ლაპარაკს, აღარ მეგონა, ვერ გაკადრეთ ამის გაფიქრებაც კი. თურმე სად ხარ, ისე მიკვირს საიტის გაკეთება როგორ მოახერხეთ.😀

    და კიდევ ერთი, თქვენს თავს მართლმადიდებლებს ან ქრისტიანებს ნუ უწოდებთ, ეს სინამდვილე არაა. ზვიადისტები კი ბატონო.

  50. ლომისა Says:

    საიდან აითვისეს ეს რუსულ-სომხური ჟარგონი ამ „ რომის წმინდა საყდარის ჯვაროსნებმა “?

    ჯერ ამ ჟარგონული მეტყველებით რა დღეში არიან და იტალიურად რომ ამტყველდებიან მერე ნახეთ „ჯვაროსნების“ შემოტევა!

    ქართულ ენაზე მეტყველი აღარავინ დარჩა საქართველოში მართლმადიდებლობის დამცველი?

    არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი კარგად ამხელს მათ სულიერ მამებს!

  51. nikagvaramia Says:

    ვნახოთ ელგუჯა მარდალეიშვილმა რა დაწერა: “ეს არის აშკარა შეურაცხყოფა, და არ შეიძლება არგუმენტების გარეშე ასეთი შეურაცხყოფა, და შენ წარმოიდგინე ფორუმზე ვინმემ მამა ზურაბსაც რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ისიც დაისჯება, ან თუ არ დასაჯეს მე პირადად მოვთხოვ მოდერატორს დასაჯონ მამა ზურაბის ან მამა გელასის შეურაცხომყოფელი!“

    —————————————————–
    რატომ არ მოითხოვეთ, ბ-ნო ელგუჯა, „ჯვაროსნის დასჯა“ „თბილისის ფორუმზე“ მამა ზურაბის ასეთი შეურაცხყოფისათვის?

    აი, ეს შეურაცხყოფანი:

    “ღმერთო ჩემო, ეს ბოდვაა პასუხი? ეს არის 33 წიგნიდან ამოკრეფილი სიბრძნე? ამას წერდით ამდენ ხანს? აი ასეთი იაღუა ზღაპრებით იქმნით წარმოდგენებს? თქვენ ვინმე ბოსტონელი ეფრემის ხელდასხმული მღვდელი ხართ, რომელსაც არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს, ამიტომ თვითმარქვიაობას და ცრუპენტელობას მოეშვით, თუმცაღა ამას რას ვჩვივი, ზემოთ დაწერილი ბოდვის მერე აღარ უნდა მიკვირდეს.აბსოლუტური ბოდვა
    ცინიზმი კი არა ნეტავ ფორუმზე ხარხარი რატომ არ შეიძლება რომ ვიხარხარო! თუმცა სატირალია ნამდვილად. თუ ხართ ბოსტონის დაჯგუფებაში ასე დაირქვით, კომპლექსები გაქვთ? და ამ თქვენს ტყულებს ეძახით ქრისტეს ეკლესიას? მანამ არ აგიდგეთ თქვენ გვერდები

    გრიგოლ პალამა ეკლესია არაა, არც საეკლესიო კრება, ეს მისი პირადი მოსაზრებაა, რაც ჭეშმარიტებად ვერ გამოცხადდება.

    ბატონო ზვიადისტო! (არც თქვენ სამღვდელო ხარისხს ვცნობ და არც თქვენს “ჭეშმარიტ ეკლესიებს) თავი დაგვანებეთ რა, ნათქვამია ქურდს ქუდი ეწვისო, თქვენ გაყიდეთ ქრისტეც და ეკლესიაც ზვიადის გამო, იმიტომ რომ ხართ კერპთთაყვანისმცემელი, ცილისმწაბელი და აფერისტი!

    ამიტომ მოიხარშეთ ისევ თქვენს საიტზე , აბა როგორ შეიძლება ქრისტეს მადლი გიჟის პირიდან მოდიოდეს. მოკლედ ეხლა მოვიცალოთ ამ სიგიჟისთვისაც.

    ნუ ისე გამწარებული წერს, წარმოვიდგინე მთელი კლავიატურად მიდორბლა, ჯერ რა სტილი და ლექსიკა აქვს, თავისი შვილების ასაკის ადამიანს როგორ ელაპარაკება, მერე ცრუპენტელა რომაა ფაქტია, მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა რომ შეურაცხადიც არის, თუმცა ესეც ცნობილია დიდი ხანია.

    ეხლა ვნახოთ რას წერს:

    ვითომ? ე.ი. რაფიკა და ნეტარი არო ერთად დასძრავენ ბულდოზერებს? ეგრე თქვა ხო, ბულდოზორები ჩავუბით საპატრიარქოს და ისე გამოვიყვანეთ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდანო. :lol

    რაფიკა, ნეტარი არო, ისაკ-ხან ყორჩიბაში, ჩაჩიბა-ნოინი, ზურაბიუს ანთაძიანოსი, პიტერ ზდაროვკსი და ა.შ. ბიჭო ბიჭო ბიჭოოოოო “

  52. guja (mama jemali) Says:

    ივერიელი Says:
    June 8, 2009 at 2:22 pm ეს საიტი არ ემსახურება ქრისტიანობას, ეს საიტი არის პოლიტიკური მართლმადიდებლობის ყველაზე ბნელი ადგილი, სადაც ქრისტიანობა შირმაა, სინამდვილეში კი ზვიადიზმის სენი ყვავის.
    ————————————-

    ეს ნამდვილად ასეა, ამას ამ საიტის პირველად ნახვის თანავე მივხვდი მეც და ყველა, ვინც ნახა

    ლომისა Says:
    June 8, 2009 at 2:52 pm ბედის ირონიის გამო ეკუმენისტი მართლმადიდებლები არიან დღეს გალაღებულნი საქართველოში, ხოლო ჩვენნაირებს, „არანორმალურ და შეშლილ ზვიადისტებს“ კვლავ ციხის ჯურღმულები ელოდება.
    ————————————–

    ეს არის დიდი ტყუილი! ლომისა, ეკუმენისტ მართლმადიდებლებს განსაკუთრებით ებრძვიან საქ. მართლმადიდებლებს ეკლესიაში, რა უქნეს ბასილ კობახიძეს, მამა ზაზა თევზაძეს და მამა კახაბერ კურტანიძეს დღემდე ებრძვიან, მართლ. მშობელთა კავშირი ავიწროებს ეკუმენისტებს, პირადად მეც ეკუმენური აზროვნების გამო ჩემმა მოძღვარმა უარი თქვა ჩემს სულიერ მამობაზე! კიდე რამდენი მაგალითი გინდა? რამოდენიმე დღის უკან კათოლიკეებს კონფერენცია ჩაუშალეს პატრიარქის მღვდლებმა!

    ნუ გამოგყავთ თავები პატრიარქისგან წამებულებად, პატრიარქი ტირანი არ არის, და ნუ ქმნით მისგან მტრის ხატს! არავინ დაგიჭერთ და დაგაპატიმრებთ ბათონო, თუ კანონიერად გამოთქვამთ აზრს, და არ იქნებით არამართლმადიდებლების მდევნელები და არ ჩახოცავთ ხალხს, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილი აკეთებდა! ვინმემ დაიჭირა მამა გელასი ან მამა ზურაბი აროშვილი? არა, იმიტომ რომ ისინი ერუდირებული განათლებული სასულიერო პირები არიან და დიალოგიც შეუძლიათ არამართლმადიდებლებთან, რაც პირადად ბევრჯერ მინახავს და ამიტომ განვეწყვე მათ მიმართ დადებითად, ხოლო ბასილ მკალავიშვილს ჰყავდა ველური მრევლი, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების ხალხს სცემდნენ და არბევდნენ, ინკვიზიტორებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ!

  53. guja Says:

    მამა გიორგი, გავითვალისწინებ და მამა ჯემალს აღარ დავწერ! მაგრამ, უკეთესი იქნებოდა მკაცრი შენიშვნა ამ საიტის აქტიურ მომხმარებელ დავითისთვისაც მიგეცათ, რომელიც მწვალებლობასთან ერთად პათოლოგიურად და ჩვენს მიმართ ზიზღით ათასნაირ შეურაცხმყოფელ კომენტარებს სწერს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ მას თქვენ ეთანხმებით და აქამდე ამიტომ არ მიეცით შენიშვნა….

    მაგრამ როდესაც თქვენ სწერთ: – “ტყუილად კი არ რისხავს მაცხოვარი ცრუწინამძღოლებს, _ ვაი თქვენდა, რომ სასუფევლს ახშობთ, არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთო (შდრ. მთ. 23, 13)! ეს ადამიანები, ღირსეული სულიერი მამები რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, სანიმუშო მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ…”
    მაქსიმალურად დარწმუნებული ხართ რომ თქვენ მართალი წინამძღოლი ხართ თქვენი მრევლისა? თქვენ ღირსეული სულიერი მამა ხართ ყველასთვის? დარწმუნებული ხართ რომ უეჭველი შეხვალთ ცათა სასუფეველში? მე გულწრფელად გისურვებთ ცხონებას თქვენც და თქვენს მრევლსაც! მაგრამ ეს იმიტომ გკითხეთ და მიგითითეთ რომ ყველაზე უკეთ უფალი ხედავს ვინაა ცრუწინამძღოლი და ღირსეული თუ უღირსი მამა… მე არაერთმა იერარქმა და სასულიერო პირმა მომცა შენიშვნა “მამა ჯემალის” სახელთან დაკავშირებით….
    იმედი მაქვს ცუდად არ გამიგებთ ამ კომენტარს, და იმის იმედიც მაქვს არც ამას გააქრობს საიტის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა კომენტარი წამიშალეს, და არ ვიცი რატომ😦

  54. ალექსანდრე Says:

    პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და
    საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი
    წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა
    სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის ძირითადი განსხვავება შემდეგ პუნქტებამდე დაიყვანება:

    მართლმადიდებლურისაგან განსხვავებით რომაულ-კათოლიკური ღმრთისმეტყველება მნიშვნელობის მიხედვით ძველი აღთქმის კანონიკურსა და არაკანონიკურ წიგნებს არ განასხვავებს. რომაელ-კათოლიკები არაკანონიკურ წიგნებს ზოგჯერ დევტეროკანონიკურსაც (მეორეკანონიკურს) უწოდებენ.

    1962-1965 წლებში ჩატარებულმა ვატიკანის კრებამ წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის გვერდით საეკლესიო მასწავლებლობაც დააყენა, და ამასთანავე განმარტა, რომ არც ერთს ამ სამი ელემენტიდან „სხვათა გარეშე არსებობა არ შეუძლია“.

    გადმოცემაში პაპის მასწავლებლობის არსებობა ის მთავარი მომენტია, რომელიც მის მიმართ კათოლიკურ მიდგომას მართლმადიდებლურისაგან განასხვავებს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გადმოცემაში საერთო საეკლესიო სარწმუნოების გამოხატულებას ხედავს – „იმას, რისიც ყოველთვის, ყველგან და ყველას სწამდა“.

    პაპების განმარტების თანახმად (ლეონ XIII, ბენედიქტე XV, პიუს XII და სხვ.), წმინდა წერილის აბსოლუტური უცთომელობა მხოლოდ სარწმუნოებისა და ზნეობრიობის სფეროებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მეცნიერული დისციპლინების ჩათვლით წმინდა წიგნების მთელ შინაარსზე ვრცელდება. მაგრამ ვატიკანის II კრება ლაპარაკობს მხოლოდ უცთომელ გადმოცემაზე „იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ღმრთის ნებით ჩვენი ცხონებისათვის წმინდა წერილში აღიბეჭდა“.

    ადრე რომაულ-კათოლიკური ეკლესია ერისკაცებს ბიბლიის კითხვას უკრძალავდა. ამჟამად ასეთი აკრძალვა აღარ არსებობს. პირიქით, ვატიკანის II კრებამ დაადგინა, რომ „მორწმუნეებს წმინდა წერილზე ხელი თავისუფლად უნდა მიუწვდებოდეთ“.

  55. ალექსანდრე Says:

    პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და
    საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი
    წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა
    სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის ძირითადი განსხვავება შემდეგ პუნქტებამდე დაიყვანება:

    მართლმადიდებლურისაგან განსხვავებით რომაულ-კათოლიკური ღმრთისმეტყველება მნიშვნელობის მიხედვით ძველი აღთქმის კანონიკურსა და არაკანონიკურ წიგნებს არ განასხვავებს. რომაელ-კათოლიკები არაკანონიკურ წიგნებს ზოგჯერ დევტეროკანონიკურსაც (მეორეკანონიკურს) უწოდებენ.

    1962-1965 წლებში ჩატარებულმა ვატიკანის კრებამ წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის გვერდით საეკლესიო მასწავლებლობაც დააყენა, და ამასთანავე განმარტა, რომ არც ერთს ამ სამი ელემენტიდან „სხვათა გარეშე არსებობა არ შეუძლია“.

    გადმოცემაში პაპის მასწავლებლობის არსებობა ის მთავარი მომენტია, რომელიც მის მიმართ კათოლიკურ მიდგომას მართლმადიდებლურისაგან განასხვავებს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გადმოცემაში საერთო საეკლესიო სარწმუნოების გამოხატულებას ხედავს – „იმას, რისიც ყოველთვის, ყველგან და ყველას სწამდა“.

    პაპების განმარტების თანახმად (ლეონ XIII, ბენედიქტე XV, პიუს XII და სხვ.), წმინდა წერილის აბსოლუტური უცთომელობა მხოლოდ სარწმუნოებისა და ზნეობრიობის სფეროებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მეცნიერული დისციპლინების ჩათვლით წმინდა წიგნების მთელ შინაარსზე ვრცელდება. მაგრამ ვატიკანის II კრება ლაპარაკობს მხოლოდ უცთომელ გადმოცემაზე „იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ღმრთის ნებით ჩვენი ცხონებისათვის წმინდა წერილში აღიბეჭდა“.

    ადრე რომაულ-კათოლიკური ეკლესია ერისკაცებს ბიბლიის კითხვას უკრძალავდა. ამჟამად ასეთი აკრძალვა აღარ არსებობს. პირიქით, ვატიკანის II კრებამ დაადგინა, რომ „მორწმუნეებს წმინდა წერილზე ხელი თავისუფლად უნდა მიუწვდებოდეთ“.

  56. frzurab Says:

    ზევით, ერთერთ კომინტარში დაწერა მ. გიორგიმ: –
    “. . . ამ ახალგაზრდაზე და მის თანამოაზრეებზე იმდენად კი არ უნდა განრისხდეთ, რამდენადაც საქართველოს რელიგიურ წინამძღვრებზე, რადგან კეთილმსახურებაში სწორედ მათი დაბრკოლებულია მთელი თაობები და მათ შორის, ეს ხალხიც. ტყუილად კი არ რისხავს მაცხოვარი ცრუწინამძღოლებს, _ ვაი თქვენდა, რომ სასუფევლს ახშობთ, არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთო (შდრ. მთ. 23, 13)! ეს ადამიანები, ღირსეული სულიერი მამები რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, სანიმუშო მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ…”

    რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ასეთი აზრი მაქვს მეც,
    როდესაც ეს ახალგაზრდები ჩემთან კათოლიკებთან დაკავშირებულ პოლემიკაში ჩაებნენ, წარმოვიდგინე, თუ რას ასწავლიან ახალ თაობას საულიერო სემინარია-აკადემიაში, რას ქადაგებენ მათი პირველ იერარქები და მათი მღვდლები. რას ასწავლიან ამ ახალგაზრდებს? განა ასეთი იყო პირობა ჩვენი ძველი მეგობრებისა – ყველაზე გავლენიან მღვდელთა და ბერ-მონაზონთა, – ჩვენ აქ დავრჩებით და შიგნიდან ვიბძოლებთო? 12 წელი გავიდა მას შემდეგ და გამოჩნდა როგორც იბრძოლეს, როგორ დაიმარხეს მართლმადიდებლობა და როგორ გადასცეს ახალ თაობას. პირიქით ეს სამღვდელოება ამ ახალი თაობის დაცინვის ობიექტი გახდა. მათ სასულერო პირებადაც კი აღარ იხსენიებენ, არამედ ცინიზმით მეტსახელებით ახსენებენ.
    დიახ, მართლაც მრისხანება მიპყრობს, როდესაც ამ ახალგაზრდების დაბრკოლების ნამდვილ მიზეზს სწორედ ამ სამღვდელობაში ვხედავ.
    მღ. ზურაბი

  57. lado Says:

    მადლობა, ალექსანდრე, მოწოდებული მასალისათვის! ეს კომენტარები საშუალებას იძლევა შესაბამის წერილში ყველა მკითხველმა გამოვაქვეყნოთ ხოლმე მოპოვებული მასალა ამა თუ იმ საკითხზე! და საინტერესოდ აკუმულირდება განსანათლებლად წერილები!

  58. guja Says:

    ბატონო გიორგი წულაძე

    მე აქ ეკუმენიზმს არ ვქადაგებ, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, და რომც დავწერო რაიმე “ერეტიკული” კი არ უნდა გამაგდოთ და სატანა-პადრე-გველი-კიბო კი არ უნდა მიწოდოთ, ქრისტიანული ეთიკით და ადამიანურად უნდა ამიხსნათ თუ რამეში ვცდები, ქედმაღლური შეურაცხყოფების გარეშე! daviti ამ საიტს არცხვენს თავისი პათოლოგიური კომენტარებით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგ მაგალითს მამა გიორგი, და მამა ზურაბი აძლევს თავიანთი მშვიდი და ქრისტიანული საუბრით… მაგრამ მამებსაც თავზე ახტება!!!
    თქვენ თანაგრძნობა გამოუცხადეთ დეკანოზ დავით ისაკაძეს და მართლ. მშობელთა კავშირს, ხოლო ექსდეკანოზ ბასილ კობახიძეს, დეკანოზებს- მამა ზაზას და მამა კახაბერს უწოდეთ მიხრწნილი საზოგადოება… ეს ძალიან მძიმე ბრალდება და შეურაცხყოფაა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა, ბევრჯერ დავწერე და ეხლაც ვიმეორებ- პირადად ბასილ კობახიძეს კარგი ურთიერთობა აქვს მამა გელასი აროშვილთან და მამა ზურაბთანაც, კავკასიურ სახლში მამა გელასი აროშვილს და ბასილ კობახიძეს ერთად სემინარიც ჩაუტარებიათ, და ბევრ საკითხში ერთნაირი პოზიცია აქვთ, მამა გელასის კარგი ურთიერთობა აქვს მამა ზაზასთანაც და მამა კახაბერთანაც, და გამოდის რომ მამა გელასი რადგან ეკუმენისტებთან კავკასიურ სახლში სემინარებზე სიტყვით გამოდის, ან მონაწილეობას იღებს კავკასიურ სახლში სემინარებზე, სადაც იკრიბებიან- კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები და ა.შ. მამა გელასიც მიხრწნილი საზოგადოების წევრია? დაფიქრდით, უნებლიედ მამა გელასისაც ხომ არ მიაყენეთ შეურაცხყოფა???

    და კიდევ ვიმეორებ, ბილწი კი არა საშინელი ერესი თქვენმა აქტიურმა მომხარებელმა davit-ma ჩემთან დებატების დროს ამავე თემაში კომენტარად გამოაქვეყნა, და არავინ მას ამ ერესზე არც შენიშვნა მისცა, და არც დაიგმო ეს ერესი: პატ. დავითმა დაწერა რომ თურმე მარიამობას გველების სასწაული იმიტომ ხდება, რომ მტერთა შემოსევის დაცვისგან დედათა მონასტერში მოღვაწე მონაზვნები ღმერთმა გველებად გადააქცია! სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ მონაზვნები კი არ გადაიქცნენ გველებად, არამედ უფლის ნებით მონასტერს უამრავი გველი მიადგა მონაზვნების დასაცავად.

    ეს არის საშინელი შეურაცხყოფა მონაზვნებისა, და ღვთისა, ნუთუ შეიძლება ღმერთმა მონაზვნები საშინელ და პირველი ადამიანის მაცდურ ცხოველად – გველად გადააქციოს????????? აი დავითის კომენტარი ანუ საშინელი ერესი:

    “davit Says:
    June 6, 2009 at 8:47 pm ბედშავო ის გველები კი არა დედა მონაზვნები არიან რომლებიც მონასტერში ყაჩაღთა შემოსევისას უფალმა გველებად გადააქცია და ისე გადაარჩინა შეურაცხოფისაგან! ”
    ———————————-

    ფორუმზე მხილების შემდეგ დავითმა არა თუ შეინანა და ჭეშმარიტების ძიება დაიწყო, მოძებნა რაღაც რუსული “მართლმადიდებლურ”-ბუდისტურ შამანური ტექსტი და შემდეგ ღვთისმშობელს დააბრალა მონაზვნების გველებად გადაქცევა:

    davit Says:
    June 8, 2009 at 9:32 am თურქების შემოსევისასო დედა მონაზვნებმაო შესთხოვეს ღვთისმშობელსაო, რომაო გადაგვაქციე გველებადაო და მათი ლოცვაც შესმენილ იქნაო! – სადა ხარ პადრე ჯემალ?
    ———————————–

    გეკითხებით თქვენ, საიტის რედაქციას და მამა გიორგისაც, ხომ არ აჯობებდა ჩემი ეკუმენისტობის, და კათოლიკური ერესის გმობამდე თქვენივე მომხრეებში აღმოცენებული ერესისთვის მიგეხედათ???


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: