კითხვა „ჯვაროსანს“, ანუ ვინ არის ქრისტიანი?

კამათი „თბილისის ფორუმზე“

„მსურს, “ჯვაროსანი”-ს გავუმეორო და თან დავუსვა კითხვები:

1. როგოც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა შეიძლება მადლი მიიღოს?( ეს კითვა ყველასგან უპასუხოდ დარჩა და ბოდიშს გიხდით განმეორებისთვის)“

ამონარიდი ერთ-ერთი „იუზერის“ ჩანაწერიდან, რომელიც http://church.ge– გამოქვეყნდა

kamati forumze_1

http://forum.ge/?f=84&showtopic=33968214&st=240

 

იხ. სრულად “geoparizeli”-ის ჩანაწერი

ისევ მოგესალმებით. მე სულ ახალბედა წევრი ვარ, უფრო ხშირად სხვადასხვა ვებ-გვერდების ინფორმატიკული გრაფიკის განყოფილებებზე მნახავთ(ჩემი პროფესიიდან გამომდინარე). მაგრამ, როგორც ყოველ ადამიანს, და მითუმეტეს ქართველს, ჩემი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სარწმუნოებრივი შეხედულებებიც გამაჩნია. ამიტომაც, გუშინწინ, შემოვიჭყიტე პირველად ამ საიტის ამ გვერდზე; რასაც მე ქართულ ვებ-სივრცეში (განსაკუთრებით კი, პოლიტიკურსა და სარწმუნოებრივში) ვაწყდები, მაცვიფრებს თავისის აგრესიული დამოკიდებულებით ფორუმის წევრებს შორის.

დამიჯერეთ, მე ყოველი თგვენგანისადმი, მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა, მოწიწება გამაჩნია, და მხოლოდ მაშინ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას რაიმე მოგწეროთ ისე, თითქოსდა ქართველი ვაჟკაცნი პირისპირ ვსაუბრობდეთ! ამიტომაც, ჩემთვის მიუღებელი და ნაკლებად სარწმუნოა მათი სიტყვა-პასუხი, ვინც მეტი ან ნაკლები (არ აქვს მნიშვნელობა) აგრესიული კილოთი იგერიებს თანაფორუმელს, რა გინდ არასწორი იყოს იგი.

თუკი ადამიანს სიმშვიდე არ გააჩნია წერისას და პატივი არ სცა მის თანამოსაუბრეს(თანამოპაექრეს) ელემენტარული ზრდილობით მაინც, რამეთუ ეს წარმოადგენს ბაზიზს ადამიანთა ურთიერთობისას, აქედან გამომდინარე, ვერასდროს მივაღწევთ საღ აზრამდე!!! არ მოხდება დაფიქრება ერთმანეთის ნათქვამზე, არადა საუბრის მიზანი ყოველთვის ეს არის, და შემდეგ შესაბამისი სიმშვიდითა და სარწმუნო წერილობით-დიგმატური ან ფაქტობრივი წყაროებით დავამტკიცოთ ჩვენი ნათქვამი!

ისინი, ვინც კათოლიციზმს ასე ჰქადაგებთ, ან სულ მცირე, იცავთ, რატომღაც აგრესიულ კილოს ვხედავ, ჩემდამი არა, მაგრამ სხვა წევრებისადმი.

ვგმობ ასევე ყოველი მართლმადიდებლის აგრესიულ კილოსაც, რაც სრულიად გააბათილებდა მის მართლმადიდებლობას!

მაგრამ, მოდით შევთანხმდეთ, მე აგრესიულ კილოს არა სიმართლის თქმას, თუნდაც იმას, რასაც თქვენ ნებისმიერი ჰფიქრობთ, იმას ვეძახი, არამედ სიტყვიერად შეურაცხმყოფელ მიმართვას. ეს ყოველივე ნაკლებ სარწმუნოს ხდის ადამიანის ყოველ მოღვაწეობასა და თუნდაც სიმართლეს, ძალადაუნებურად უარყოფითად განაწყობს რა თვისდამი ყველას! (უბრალო ადამიანისეული ფსიქიკა)

გთხოვთ, ნურცერთი მომწერთ, რომ ეთიკის გაკვეთილებს ვიძლევი, მომიტევეთ ამისთვის! მაგრამ, თქვენ იმ ხალხთაგანი უნდა იყოთ ნამდვილად, ვინც ევროკავშირში შესვლაზე ოცნებობთ. მითხარით, ჯერ ერთი_რითი გვსურთ ჩვენ ევროპელობა, ასეთი აგრესიულობით?! (ამას ვხედავ მე თქვენს ნაწერებში)

ახლა საქმეზე გადავალ ისევ თქვენი პატისცემით.

მსურს, “ჯვაროსანი”-ს გავუმეორო და თან დავუსვა კითხვები:

1. როგოც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა შეიძლება მადლი მიიღოს?( ეს კითვა ყველასგან უპასუხოდ დარჩა და ბოდიშს გიხდით განმეორებისთვის)

2. ა) როგორც ვიცი, არც სერაფიმე როუზის დროს სცნობდნენ ემიგრაციული და ოფიციალურები ერთმანეთს. და თანაც, როდესაც ბერების აქ სტუმრობა ვახსენე, მამა სერაფიმე კარგა ხნის გარდაცვლილი გახლდათ(მგონი, 1991 წ. გარდაიცვალა, ხოლო ბერები დაახლოებით 1998 წ. იყვნენ)

ბ) ლოგიკურად გაუგებარია ნათქვამი, რომ როუზი ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი იყო და ფრჩხილებში დასძენთ”(ემიგრაციული)”-სო. არადა, ჩვენი წინაღობაც იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთნი ზუსტადაც ემიგრაციულ ეკლესიას არ მიიჩნევენ ოფიციალურად (და სქიზმატურს უწოდებენ) როგორც ამას თქვენ აღნიშნავთ. და მე რამდენადაც ვიცი, მამა გიორგიც ზუსტად იგივე ეკლესიის წევრია, უბრალოდ, მაშინ სხვა მთავარეპისკოპოსი ჰყავდათ (ადამიანში უბრალო ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობისადა გამო, ადამიანის დაბერებასა და გარდაცვალებას ვგულისხმობ)

მე ყოველ შემთხვევაში სხვა განსხვავება არ მაქვს გაგონილი, თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, მოგვაწოდეთ. მე მაინც ვეცდები, თუკი ვინმეს ვიცნობ, დავაზუსტო ეს ამბავი. თუ რამეს გავარკვევ საინტერესოს, მოგწერთ აუცილებლად.

3. ის, რომ მამა გიორგი თითქოსდა მალავდეს თავის ეკლესიურ იურისდიქციას, არ გამიგონია, ყოველ შემთხვევაში მე და აქ. გთხოვთ დამისახელოთ ისეთი ვინც ამას დაასაბუთებს, რადგან ამას ვერც მის გამოცემებში ვხედავ. პირიქით, თავად განსაჯეთ, ჩემმა ახლობელმა დაურეკა ბავშვების მოსანათლად, და ერთ-ერთი რაც მამა გიორგიმ აუხსნა, ის იყო, რომ ვის იურისდიქციაშიც შედიოდა, გამოჰკითხა თუ ვინ იყო ნათლია, იყო თუ არა იგი მორწმუნე, და ყველაფერი ამის შემდეგ, თანახმა იყვნენ თუ არა, ემიგრაციულ ეკლესიაში ბავშვების მონათვლაზე.(ზუსტად, ამის გამო ჩემი ახლობელი არ დათანხმდა, რადგანაც იგი სიონის მრევლია და მეც იქიდან ვიცნობ)

„დიდგორის“ რედაქცია

მამა გიორგი სხილაძის კომენტარი

     თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტ ა. გიუნაშვილის ინტერვიუდან (,,დიდგორზე“ წარმოდგენილი ვიდეო-მასალის ნაწყვეტის სინქრონული ტექსტი. სტილი დაცულია):

     «უწმინდესი* მოვიდა, ერთხელ, აქ** და თქვა, რომ ,,მე ვიყავი მეჩეთში, ალექსანდრიაში და იქ ვემთხვიე კედელს… და ვიგრძენი, რომ სულიწმინ… ვიგრძენი სულიწმინდა და მივხვდი, რომ ღმერთი ყველგანაა“. და გამოვიდა, ერთი, იმის*** წარმომადგენელი და თვით პატრიარქს ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ ,,იცი, თქვენო უწმინდესობავ, მე შენ დამაბრკოლე!“. _ ამას როდესაც პატრიარქს ეუბნები, ჩვენ ეკლესიაში, ყოველ შემთხვევაში, და ალბათ, ყველგანაც, ჯერ გჭირდება რაღაცა სერიოზული გამბედაობაც, რომ შენ პატრიარქს ეუბნები, ხო?! ეს ხო არაა ვიღაცა რიგითი მორწმუნე, ესაა პატრიარქი, ამ მორწმუნეების მთავარი მამა და მთავარი წარმმართველი ადამიანი და ამას რო ეუბნები, რო ,,იცი, აი, შე…, მე შენ დამაბრკოლე!..“. და უწმინდესი უყურებს გაკვირვებული, რო ,,როგორ დამაბრკ… რით დაგაბრკოლე მე?“. _ და ,,აი, რო თქვით, რო თქვენ… მე მეჩეთში შევედი. ეს არ შეიძლება… და ეს სხვა რელიგიაა და იქ, მით უმეტეს, _ ღმერთის სულიწმინდა იგრძენით…“. პატრიარქმა უთხრა, მერე, აი, ის… შეცბუნდა პატრიარქი და ეუბნება ამ ხალხს****… მიხვდა, რა!.. პატრიარქი, ეხლა, მართლა კარგი… იცის ეს*****, ვინ არიან ეს ხალხი, ყოველ შემთხვევაში… და უთხრა, რო «აბა, იფიქრე შენ… ყოველდღე ლოცულობ და აბა, იფიქრე ასეთ ლოცვაზე, ,,რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ…“******, _ რას ნიშნავს»… და წავიდა, აღარ გააგრძელა პატრიარქმა საუბარი[…]».
___________________
*ილია II.
**სემინარია-აკადემიაში, სტუდენტებთან შესახვედრად.
***გულისხმობს _ ,,მღვდ. დ. ისაკაძის“.
****დაბრკოლებული სტუდენტის თანამოაზრეებს.
*****ღიმით.
******სულიწმინდისადმი ლოცვიდან: ,,მეუფეო ზეცათაო…“.

     სიტყვათა _ ,,რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა“ _ განმარტებას დიდი წიაღსვლები ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ამავე ლოცვაშია იგი: ,,მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის!..“. ე. ი. ამ ლოცვის წარმომთქმელნი ვევედრებით სულიწმინდა-ღმერთს, რომ მოვიდეს, დაემკვიდროს ჩვენს შორის, განგვწმინდოს ბიწისაგან და აცხოვნოს ჩვენი სულები. უფალი სატანასავით მოძალადე არ არის, დგას ჩვენი გულის კართან და ელოდება, _ გავუღოთ იგი, რომ შემოვიდეს ჩვენში. ვინც მას არ სთხოვს, როგორ მივა მათთან, ხოლო როგორ სთხოვენ, როცა არც კი აღიარებენ (მაჰმადიანებს, სამწუხაროდ, არ სწამთ ყოვლადწმინდა სამება _ მამა, ძე და სულიწმინდა)?

     ამ განმარტებას ლაკონურად აჯამებს წმ. გრიგორი პალამა: ,,სულიწმინდა, დაპირებისამებრ, მიემადლება მათ, ვინც მას დღედაღამ სთხოვს“.

     ათონის წმ. მთაზე მოღვაწე და იქ აღსრულებულ წმ. ილარიონ ქართველის (ახალი, +1864წ.), იმერეთის ბოლო მეფის _ სოლომონ მეორეს მოძღვრის ცხოვრებიდან: რუსეთ-თურქეთის ომის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბრძანება გასცა, ყველა ეკლესია-მონასტერს თურქთა გამარჯვებისათვის ელოცა. როცა ეს შეიტყვო მღვდელმონაზონმა ილარიონმა (რომელიც თურქეთში გაჰყვა მეფე-სულიერ შვილს), მიუხედავად იმისა, რომ ამ პატრიარქის კანონიკურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სწორედ, რუსეთის მიერ იყო დაპყრობილი მისი სამშობლოც, თქვა, რომ ეს პატრიარქი ქრისტიანეც კი არ ყოფილა, როგორ უნდა ილოცოს ქრისტეანემ მაჰმადიანთა გამარჯვებისათვის ქრისტეანებზეო… და სხვებსაც აუკრძალა ეს. იგი სამი დღის განმავლობაში ამხილებდა აბდულ რობუტ-ფაშას და მისი ხელიდან სიკვდილი სწყუროდა, პირდაპირ უწოდებდა რა მუსლიმანობას სიცრუეს, ხოლო მის დამაარსებელ მუჰამედს _ ცრუს, მაგრამ ფაშამ მხოლოდ იმიტომ დაინდო იგი, რომ ტომით ისიც ქართველი იყო და თანაც, მოხიბლა აღმსარებლის მჭევრმეტყველებამ (სხვათა შორის, მანვე, როცა გაიგო, რომ ერთ-ერთ ბერძენ მღვდელ-მონაზონს პროსკომიდია-კვეთის ლოცვებში მოეხსენიებინა პროტესტანტ-ანგლიკანი დიპლომატი, ეპიტიმიად ურჩია, გარკვეული დროით აღარ ემღვდლო და ეს შეენანებინა. მაგრამ თავის მონასტრის წინამძღვრისგან შეგულიანებულმა ბერძენმა მღვდელ-მონაზონმა ყურად არ იღო ეს გაფრთხილება, აბუჩად აიგდო ქართველი მამა და როცა წირვის აღსრულებას მაინც შეუდგა, მაშინათვე, ტრაპეზის წინ სული განუტევა… ამ ამბავმა წმ. მთაზე კიდევ უფრო გაზარდა ილარიონის ავტორიტეტი და მისდამი პატივისცემა).

     თქმა იმისა, რომ სულიწმინდა მეჩეთის კედლებზე განისვენებს, დაახლოვებით იგივეა, რაც _ ჯოჯოხეთზე. წმ. წინასწარმეტყველი დავითი კი უფალს ასე მიმართავს: ,,აღთუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთათუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ“ (,,ფსალმუნნი“: 138,8). _ ვხედავთ? ჯოჯოხეთზე აღარ ეუბნება, იქაც ხარო. ისე, ვინმეს სმენია ან წაუკითხავს, რომ მსგავსი რამ ერთ წმინდანს მაინც ეთქვას?! ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმე იტყვის ამას (ან, რა ამის საჭიროებაა?!), მაშინ, იქვე უნდა განმარტოს, რა თეოლოგიურ სიღრმეებს გულისხმობს ამაში _ სულიწმინდის მყოფობის პანტოკრატორულ, ქრისტოლოგიურ თუ პნევმატოლოგიურ ასპექტს _ რომ ,,ერთი მცირეთა ამათგანიც“ (მთ.18,10) არ დააბრკოლოს; როგორც, მაგ., ეს მოხდა, დაახლოვებით, 20 წლის წინათ, რაც მოყვანილი გვაქვს ჩვენივე ნარკვევში («საქ. ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ _ 1985-2003წწ..»):

     მაჰმადიანობასა და იუდაიზმს, ,,მონოთეისტურობასთან“ ერთად, კიდევ, ერთი რამეც აერთიანებთ _ ქრისტეს მტრობა: პირველს ,,სწამს“ მხოლოდ მამა ღმერთი და ძე-ღმერთი _ როგორც მხოლოდ წინასწარმეტყველი; მეორეს ,,სწამს“ მამა და ელოდება, მისი აზრით _ ჯერარმოსულ, ხოლო სინამდვილეში, უკვე, მოსულ და მისგანვე ჯვარცმულ ძეს. მაგრამ მაცხოვარი განმარტავს: ვისაც ძე-ღვთისა არ სწამს, მას არც მამა სწამს. […] კათალიკოსის* საჯაროდ გამოქვეყნებულ გამონათქვამს _ ქრისტეანებს და მუსულმანებს ერთი ღმერთი გვყავს _ თბილისის სასულიერო აკადემიის სამი (მხოლოდ 3 _ !) სტუდენტი** (რომლებიც, სხვათა შორის, საუკეთესოთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ) წერილობით გამოეხმაურა და მას კითხვით მიმართა, _ განემარტა მათთვის გაუგებარი ეს აზრი; რასაც მათი გარიცხვა მოჰყვა… (წმ. ათანასე დიდი კი ამ კითხვას ასე უპასუხებდა: ,,ერთსა ღმერთსა სამებით და სამებასა ერთობით პატივს ვსცემთ და ვაღიარებთ, ხოლო იესუ ქრისტე არის თანასწორი მამისა ღმრთაებით“); მან იუდეველთა მთავარი რაბინის სადღეგრძელოში წარმოსთქვა: ,,ებრაელებს დიდი წვლილი შეაქვთ ერთი ღმერთის თაყვანისცემის საქმეში“ (,,ტელე-გადაცემა ,,ვესტნიკ“, 8. 09. 98); ა.შ.შ-ში მის საპატივცემულოდ გამართულ სადიდებელ მღვდელმსახურებაში (,,დოქსოლოგია“), პროტესტანტ ,,მღვდელ-ქალასთან“*** ერთად, მონაწილეობა მიიღო რაბინმა ჯ. რუდინმა (,,Diocese of Armenian Church of America Press Release“,15may,1998)****; მანვე, ადრე, იერუსალიმის ,,ჯვრის მონასტერზე“ საუბრისას _ თუ ეს სიწმინდე საქ. ეკლესიას გადმოეცემოდა _ შენიშნა: ,,ვფიქრობთ მონასტერში შენობის გამოყოფას იუდეველთა ლოცვებისთვისაც. ეს კიდევ უფრო შეეწევა ჩვენს***** ერთობას“ (,,მოლოდიოჟ გრუზიი“, 16.04.90; ,,დრუჟბა ნაროდოვ“,N1,90). მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ქრისტეანულ მონასტერში ვინმეს ,,სინაგოგა“ გაეხსნას… (,,სა.ქ.მ.ე.“ N1, პარიზი, 2004წ., გვ.16).
___________________
*ილია II.
**ძმები გ. და ზ. აროშვილები და ა. კამლაძე.
***ქალი, რომელსაც მღვდელი ჰგონია თავი.
****საკითხავია, რომელ წმ. მამას განადიდებდა იუდეველი რაბინი ან ,,მღვდელ-ქალა“?!!
*****ქართველთა და ებრაელთა.

     სხვათა შორის, აღნიშნულ ნარკვევზე მუშაობისას წინ გვედო აქ, ბოლოსმომოყვანილი ციტატაც, მაგრამ მაშინ, თავი შევიკავეთ მისი კვლავ გამოქვეყნებისაგან, რადგან იმ დროს მიიჩნეოდა, რომ პატრიარქმა თავისი ,,გარდაქმნამდელი“ ეკუმენისტური თუ პან-ეკუმენისტური მოღვაწეობა, უკვე, მოინანია (იგულისხმება მის მიერ 1999წ. ,,შენდობის კვირიაკეს“ წარმოთქმული სიტყვა). მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამის მერეც, არაერთი მსგავსი რამ ვიხილეთ და მოვისმინეთ, უნებურად გვახსენებს თავს დასახელებული ამონარიდიც და შემდეგიც:

     ,,რაჭის მცხოვრებლებს, საქართველოში მყოფ და აქედან წასულ ებრაელებს გულითადად ვულოცავ ონის სინაგოგის აშენებიდან 110 წლისთავს. […] დიდმნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ […] ქართველი ებრაელები არიან, შეიძლება ითქვას, ყველაზე ერთგული მიმდევარნი იმ წესებისა და ტრადიციებისა, რომელიც მათ მოსე წინასწარმეტყველმა დაუდგინათ* და სხვა. […] ღრმა პატივისცემით**, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“ (,,Menora“,Georgian Jewish newspapers _ გაზ. ,,მენორა“, N21,1-15.11.2005წ., გვ.2, წერილიდან: «როცა პრეზიდენტი ,,ყოსე შალომ, ბიმრომავ“-ს მღერის, საქმე კარგად უნდა იყოს…»).
___________________     

     *ნეოფიტთათვის (ახალმოქცეულთათვის) განვმარტავთ: თეოლოგიის ,,ანი-ბანი“ არის ის, რომ ,,მოსეს რჯულის“ ,,ერთგული მიმდევრობა“ ,,დიდმნიშვნელოვანი ფაქტი“ იყო მაცხოვრის განკაცებამდე და მის მიერ ახალი ,,წესებისა და ტრადიციების“ დადგენამდე; ხოლო ამის შემდეგ, ღმერთის ერთგულება მხოლოდ ,,ძველი აღთქმის“ ერთგულების უკუპროპორციულია; ანუ, ვინმე რაც უფრო იცავს მხოლოდ ,,მოსეს რჯულს“ (იგულისხმება ,,წესები და ტრადიციები“ და არა ,,ათი მცნება“), მით მეტად ცოდავს.

     **მართლმადიდებლებს ღმერთის ყველა ბოროტადმადიდებელი და არამადიდებელი გვებრალება, მათთვის ვლოცულობთ და ადამიანურად, სიკეთესაც ვუკეთებთ, მაგრამ როგორ შეიძლება, პატივისცემა (თანაც, ღრმა) გაგიჩნდეს ქრისტეანს (თანაც, პატრიარქს) ქრისტეს უარმყოფლებისადმი და მისი ჯვარცმის გამმართლებლებისადმი?

     ამის ფონზე, გასაკვირიც აღარ უნდა იყოს, რომ ერთი-ორი თვის შემდეგ, იგი, უკვე, იუდეველ რაბინებთან ერთად სანთელსაც ანთებს და კიდეც, ფსალმუნებს…

     ,,გეოპარიზელი“: ,,როგორც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა, შეიძლება, მადლი მიიღო?..“.

პასუხი: აქ ღვთისმეტყველების იმდენად უმარტივეს საგნებზე ვწერთ, რომ შეგვიძლია, ასეთი შედარებაც მოვახდინოთ: მაგ., მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს რომ ,,გამრავლების ტაბულაში“ სამრავლ-მამრავლ-ნამრავლის კომბინაცია ერთმანეთში აერევა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მრავალჯერ და თანაც, ამ არასწორ პასუხებს ინსტიტუტის მთავარ საგამომცემლო ორგანოს ავრცელებინებს, რა შეიძლება, ამაზე ითქვას?.. ამ სიტყვების მთქმელს რომ თავისი ეკუმენისტური და პან-ეკუმენისტური ცოდვები (სხვა მძიმე დარღვევებზე რომ აქ აღარაფერი ვთქვათ) გულითა და შეგნებით შეენანებინა, ბოლო წლებში მასზე გადაღებულ ავტობიოგრაფიულ დოკუმანტურ ფილმში სიამაყით აღარ იტყოდა: როცა ჩვენთან მუსულმანები მოდიოდნენ, სასტუმრო ოთახში ,,ჩემი მშობლები* შლიდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცათ“…

___________________

     *უფალმა აცხოვნოს ისინი (შენიშვნები ჩვ. _ მღვდ. გ. ს.)!

     დაბოლოს, აი, ეს ციტატაც, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ადრე რომ თავს ვიკავებდით გამოქვეყნებისაგან: ,,13(26) სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში მიიღო ბუდისტების ჯგუფი ბუტანის რესპუბლიკიდან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: ,,ჩვენ ვეკუთვნით ორ დიდ რელიგიას და თავისთავად, უკვე, ეს გვაახლოვებს. ჩვენს ხალხს ძალიან აინტერესებს ბუდისტების ცხოვრება; ვსწავლობთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენს შორის ბევრი რამაა ისეთი, რაც გვაერთიანებს: პირველყოვლისა, ჩვენი რელიგიების მოვალეობა და დანიშნულება _ ორივე ემსახურება ხალხს; ადამიანის განვითარება უნდა ხდებოდეს ორნაირად: სულიერად და მატერიალურად _ ქრისტიანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან… მე დიდ ყურადღებას ვაქცევ მხატვრობას, მათ შორის _ ბუდისტურ მხატვრობას. მოსკოვში, ამ რამოდენიმე ხნის წინ, საკომისიო მაღაზიაში შევიძინე ბუდას ქანდაკება…“ (,,ჯვარი ვაზისა“,1986წ.,#2,გვ.60-61).

 saqme@aoL.com

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

http://saqme.fr/

41 Responses to “კითხვა „ჯვაროსანს“, ანუ ვინ არის ქრისტიანი?”

  1. ლომისა Says:

    „ჯვაროსანმა“ ასეთი პასუხი გასაცა ამ კითხვას:

    “ვერ გეტყვი, ეს თავად მას ჰკითხეთ ვინც თქვა, იმედია იცით ვინც თქვა.” და ბოლოში „გაღრეჭვის“ სიცილაკი მიაყოლა. ე.ი. მას არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

    ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანის მიჩნევა ქრისტიანად შეუძლებელია!

    იმედია, რომ geoparizeli „დიდგორის“ რედაქტორის ამ ჩანაწერს „ჯვაროსანი“-ის მიმართ აგრესიულად არ მიიჩნევს.

  2. ნიკა გვარამია Says:

    მე ერთი განმარტება მინდა გავაკეთო, მართლმადიდებელთა აგრესიულობაზე. საერთოდ ადამიანებს გვახასიათებს ერთი უკიდურესობიდან უცებ მეორე უკიდურესობაში გადავარდნა. ან სულ მშვიდი პოლემიკის მომხრე ვართ. ან სულ აგრესიულის. არსებობს მართლმადიდებელთა რისხვა უშვერ გმობაზე ღმერთის და არსებობს მწვალებელთა აგრესიული გააფთრება ჭეშმარიტების დამცველთა წინააღმდეგ. ეს სხვადასხვა რამეა და არ შეიძლება ერთ სიბრტყეში დაყენება. როდესაც ზღვარსგადადის გმობა ღმერთის და მისი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოძღვრების, აქ მართლმადიდებელთა სამართლიანი რისხვაც საჭიროა. ვამბობ სამართლიანი რისხვა და არა ბილწსიტყვაობრივი შეურაცხყოფა ერეტიკოსის. ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო უფლის დამცირება და გინება აიტანოს ადამიანმა. ამას თვით წმინდა დიდმა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმაც ვერ გაუძლო და კვერთხი აღმართა მგმობელის თავზე. განვასხვაოთ ერთმანეთისაგან მართალაღმსარებლის რისხვა და მწვალებლის აგრესიულო გმობა. პირველი ღვთიურია, მეორე ეშმაკისეული.

    • ნიკა გვარამია Says:

      + მართლმადიდებელთა და ერეტიკოსთა შესახებ რას ბრძანებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ძალიან საყურადღებოა:
      —————–
      II. Ересь – грех ума.

      Сущность этого греха – богохульство.

      Будучи собственно грехом ума, ересь не только омрачает ум, но и сообщает особенное ожесточение сердцу, убивает его вечною смертию.

      Этим грехом человек всего ближе уподобляется падшим духам, которых главный грех – противление Богу и хула на Бога. Зараженного ересью и расколом диавол не заботится искушать другими страстями и грехами очевидными. И зачем искушать диаволу того и бороться с тем, кто при посредстве смертного греха – ереси – и убит вечною смертию, и заживо уже составляет достояние диавола? Напротив того, диавол поддерживает еретика и раскольника в воздержании и прочих наружных подвигах и видах добродетели, чтоб этим поддерживать его в самодовольстве и заблуждении, а правоверных личиною святости, которую носит на себе еретик, привлечь к ереси или, по крайней мере, привести к оправданию и некоторому одобрению ее, также к сомнению в правоверии и к холодности к нему.
      Обладающий сокровищем подвергается нападениям разбойников, а у кого нет ничего, того не беспокоят разбойники. Имеющий сокровище правоверия жестоко наветуется врагом! Враг усильно нападает на правоверного, старается представить его пред обществом человеческим в состоянии побеждения, с такою же целию, с какою старается представить еретика добродетельным и достойным уважения. С такою же неудобопостижимою хитростию действует лукавый дух в пользу ереси и во вред истинного христианства. К несчастию, эта кознь его весьма удается ему! Ею он уловляет в погибель тысячи чело веков.

      Многие проводили самую строгую подвижническую жизнь, пребывая в ереси или расколе; когда ж приняли Православие, подверглись различным слабостям. К какому это должно привести заключению? К такому, что в первом состоянии враг не ратовал против них, признавая их своими, а во втором – восстал против тех лютою войною, как против таких, которые явно объявили и исповедали себя противниками его. Священное Писание называет лукавого духа не только врагом, но и мстителем (Пс. 8, 3). Он не только враждует против человека, но, будучи заражен лютою завистию к человеку, не может равнодушно видеть, что человек совершает добродетели и благоугождает Богу, и мстит человеку за его богоугодные дела, наводя на него бесчисленные искушения и извне – от злых людей, и внутри, воздвигая в человеке различные страсти. (Игнатий (Брянчанинов), свт.

    • ლომისა Says:

      დიახ, ამ საითზე „დიდგორის“ მომხრეების მხრიდან არასდროს ყოფილა ბილწსიტყვაობა და უსამართლო „აგრესიულობა“!

      თვით davit-ის კომენტარებზეც ვერ ვიტყოდი რომ აგრესიულია! მისი კომენტარები ძალიან მწვავეა, მაგრამ დასაშვებ საზღვრებს არ სცილდება. ასე მგონია!

      მიუხედავად ამისა, ვთხოვ მოთმინებით აღიჭურვოს, რათა ოპონენტებს არ მისცეს საბაბი იმისა, რომ „კეისრის“ სასამართლოში უჩივლონ.

      • elena Says:

        „დიდგორის“ მომხრეების მხრიდან ბილწსიტყვაობას ადგილი არა ჰქონია, ხოლო პირიქით კი უხვად იყო – შეშლილი, ბრიყვი, გააფრინა, დადორბლა და ასე შემდეგ, თანაც მღვდლების მიმართ, და არა მხოლოდ ჩვენდამი უბრალო მოკვდავთა მიმართ.

      • elena Says:

        „თბილისის ფორუმზე“ ხომ 50 გვერდიანი ანეგდოტები ღმერთზე, მოციქულებზე, ანგელოზებზე იმდენი და იმდაგვარნი, რომ შეგზარავდა ადამიანს!

      • elena Says:

        დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფვიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე. „დაე, იყოს ერთი რელიგია“, – ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, – მეუბნებოდნენ ისინი, – გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. – „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, – ვუპასუხე მე. განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლ- თაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, – ამბობენ ისინი, – ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო.

        მამა პაისი მთაწმინდელი

      • elena Says:

        ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? – და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც – ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე – როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე – როგორც გსურს, ისიამოვნე – რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.
        წმ. თეოფანე დაყუდებული

      • elena Says:

        მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს… მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.

        (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

        ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს – თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად…
        სიძულვილის ღმერთი – ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი – მათ არავინ უყვართ.

        (წმ. იუსტინე პოპოვიჩი)

  3. ალექსანდრე Says:

    კაცობრიობა თავისი ისტორიის დასასრულისკენ მიექანება. ამას არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მამის, მღვდელ-მონაზონ სერაფიმ როუზის სიტყვები– “ახლა გაცილებით უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია” – გვახსენებს. მსოფლიოში ანტიქრისტეს სტანდარტების მასობრივი დანერგვისა და გავრცელების ტემპები ბოლო ჟამის სარწმუნო ნიშნებს იძლევა.

    ანტიქრისტეს რელიგიის – ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის – შესახებ, რომელსაც საქართველოში ლიბერალური ფრთის მრავალი მიმდევარი ჰყავს, არის საგანგაშო და კატასტროფის ტოლფასი . ამის გამო “დიდგორს” არა ერთი წერილი გამოუქვეყნებია და საზოგადოებისადმი მიმართვა გაუკეთებია. ეკუმენიზმის სენით საქართველოში მრავალია დაავადებული, მათ შორის, სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც, – იერარქებიც, რომლებიც თავისი სწავლებითა და ქმედებით აცდუნებენ საზოგადოებას, მრევლს, სემინარია-აკადემიის სტუდენტებს. ზოგიერთ მათგანზე “დიდგორმა” დაწერა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი თაობის გადასრჩენად მთავარია “დიდგორმა” უფრო მკაცრად და მკაცრად ამხილოს ანტიქრისტეს რელიგიისადმი ლოიალურად განწყობილ სასულიერო პირები. დიახ, ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, ისინი არიან ყოველივე უბედურების მიზეზნი .

  4. nana Says:

    კონფიდენციალური წყაროს ცნობით, „სოდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უთქვამს, – დაახლოებით 80 – მდე მღვდელი გვყავს დაჭერილი, რომლებიც ნარკომანიაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღით ვაჭრობასა და ჰომოსექსუალიზმში არიან მხილებულნი…ჩვენ მათ შესახებ საქმეები გვაქვს, მასალები წინ გვიძევს და ეს მასალები საუკეთესო იარაღია ჩვენს ხელში იმისთვის, რომ მისი უწმინდესობა დავაშანტაჟოთ; სააკაშვილი და მერაბიშვილი პატრიარქს სწორედ ამის გახმაურებით და გამომზეურებით ემუქრებიანო! ერთი სიტყვით, მეგობრებო, ხელისუფლებაში რა ბედოვლათებიც არიან მოკალათებულნი და რა რეპუტაციისა და სახელის მქონე ხალხი გვარიგებს ჭკუას, მგონი, ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ თუ ასეთ ხალხს 80 სასულიერო პირზე ბინძური ფაქტები აქვთ მოგროვილი და თუ ესენი კიდევ ვინმეს აშანტაჟებენ, მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილად აღარ ღირს…თუ ეს ასეა, მაშინ ნეტარი დედის, პელაგია რიაზანელის სიტყვები გაცხადებულა, – ბოლო ჟამს სასულიერო პირების ხრწნა დაიწყება; ქვეყნიერება აივსება ფარისეველი მღვდლებით, ერთ, ორ ან სამ მღვდელს ძლივს მოკრავთ თვალს, რომლებიც მართლაც მღვდლობის ღირსია; ექნებათ აგარაკები, ეყოლებათ ძვირფასი მანქანები, მაგრამ დაივიწყებენ იესოს ლოცვას და ბოლო ჟამს ლოცვა იქნება ერთადერთი სიტყვა: „ფული“. ნუთუ მართლაც ასეა საქმე ქართველებო? (გაზეთი „ქრონიკა“, დიტო ჩუბინიძე 1-7 ივნისი, №22; 2009)

    • ლადო Says:

      პატრიარქს აშანტაჟებენ კი არა, ეს რა აქვთ ხელზე დახვეული, ოპოზიციას თუ ჟურნალ-გაზეთებს! საბჭოთა შევარდნაძის დროს აშანტაჟებდნენ, მერე გუმბარიძის დროს აშანტაჟებდნენ, მერე პატიაშვილის დროს, მერე სამხედრო საბჭოს დროს, მერე დემოკრატიული შევარდნაძის დროს, ახლა სააკაშვილის დროს, მწყემსია ეგ ფარის დამცველი თუ დაშანტაჟებული ცხვარი! რა არის ეს ვერ გავიგე, ამდენი ფარისევლობა ამ ხალხის, მწყემსზე, რომელიც მგლებისაგან უნდა იცავდეს ფარას, მარად რომ გაიძახიან რომ სულ ვიღაცა აშინებს და აშანტაჟებს და სულ კუთხეშია მიმწყვდეული, ყველა დამნაშავეა ყოველთვის და ეს პატრიარქი მარად დაშანტაჟებული და უცოდველია, წასულიყო და ან დღეს წავიდეს და დაჯდეს სახლში, თუ ვერ უვლიდა და უვლის ფარას! მღვდლები აშანტაჟებენ შიგნიდან, ხელისუფლება გარედან, ერთიცა და მეორეც ფარის ნაწილი არ არის, მწყემსს და უფროსს ფარისას რანაირად უნდა აშანტაჟებდნე თანაც ყოველთვის! კარგი პატრიარქი დაშანტაჟებულია ვთქვათ, მაგრამ ის 20 თუ რამდენი არიან არ ვიცი სინოდის ეპისკოპოსები ფარაზე პასუხისმგებლები, ისინიც სულ მარად დაშანტაჟებულნი როგორ არიან?! მოკლედ აქ ამ ამბის მოკლე ახსნა ამ ანდაზაშია – თევზი თავიდან ყროლდება!

      • ლომისა Says:

        ეჰ, ბატონო ლადო, მეეჭვება რომ საქართველოში ასეთ გულისტკივილს ვინმემ მოუსმინოს. მაშინვე ეკლესიის მტრად შეგრაცხავენ!

      • daviti Says:

        guja: ,,მამა გიორგი, გავითვალისწინებ და მამა ჯემალს აღარ დავწერ!”.

        პასუხი: _ ღმერთმა დაგლოცოთ!

        ვთხოვ აქ შემოსულ ყველა ,,კომენტატორს“, ელგუჯაზე აღარ იხმაროს ,,პადრე“ (მამა), რომ იგივე ცოდვაში არ ჩავარდეს, რადგან როგორი ცოდვაც ამ წმინდა წოდების საკუთარი თავისადმი უკანონოდ წოდებაა, იგივეა სხვის მიმართაც. კაცმა თავმდაბლური ნაბიჯი გადადგა და ეს უნდა გაგვეხარდეს და დავუფასოთ.
        ——————————————–
        რას ბრძანებთ, მამაო გიორგი, აბა ეს რა თხოვნაა ძალიან ადვილია, რომ არ შეგისრულოთ! თქვენი მოწოდებით აღარ ვუწოდებ პადრეს გუჯასა, მაგრამ მაინტერესებს, „მამა ჯემალს“ მარტო აქ არ დაწერს თუ ტბილისის ფორუმზეც? გთხოვთ, მამაო გიორგი, სთხოვოთ გუჯას, მოხსნას თბილისის ფორუმზეც საკუთარი თავის გამღვდელების ყოვლადმკრეხელური ავატარი და შეცვალოს წესიერი ქრისტიანისათვის შესაფერისი ავატარით! ანუ შეწყვიტოს თბილისის ფორუმზეც „მამობა-პადრეობა“ და თუ არა და უფლებას ვიტოვებ, ვუწოდო კათოლიკურა-ფრანგულად „პადრე ჯემალი“

      • daviti Says:

        ლადოსა ვპასუხობ:
        ——————-
        ის ოცი ეპისკოპოსი თუ რავი რამდენია, მნათეუსის და ჯვაროსანის მდიდრულ ვატიკანში ვოიაჟებითა და ბრეიგ-დანსი პაპის პანაშვიდეზე ლოცვებით არიან ხოლმე დაკავებული, ზოგიც კიდევა მაგალითად ეპ. ზენონი იარაჯული თბილისში მინი ეკლესიათა მსოფლიო საბჭო რომ მოიწყეს, სადაც ყველა რელიგია გააერთანეს იმის თავმჯდომარეობითა სულდგმულობს, მეგობრობის-ძმობის ხელშეკრულებების გაფორმებით არის დაკავებული მლახაზ სონღულაშვილთან, რუსიკო ეპისკოპოსთან, გარეგინთან, მულასთან, იდეველებთან, პაზოტოსთან, ლუთერანთან, ორმოცდაათიანელთან და ზოგიც სხვებმა დაამატონ!

      • daviti Says:

        გეოპარიზელი კითვას სვამს: მსურს, “ჯვაროსანი”-ს გავუმეორო და თან დავუსვა კითხვები:

        1. როგოც ქრისტიანს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეჩეთის კედლებზე მთხვევისას ქრისტიანმა შეიძლება მადლი მიიღოს?( ეს კითვა ყველასგან უპასუხოდ დარჩა და ბოდიშს გიხდით განმეორებისთვის)
        ——————————————————————-
        გეოპარიზელო, ამას ვინ იტყოდა აბა რა დიდი გამოცნობა უნდა, რა თქმა უნდა, ან ჯვაროსანი იტყოდა, ან მნათეუსი, ან კიდევ ივერიელი, ან გუჯა მარადალეშვილი. მაგათვის ხომ თვით ვატიკანში ხატად დაბრძანებული ურჩხულის ბარელიეფიც ღმერთია!

  5. daviti Says:

    მამა ზურაბის საყურადღებოდ! აჰა, ხომ ვამბობდი, დოქტორანტიც (პრეზიდენტა) უნიატია-მეთქი, იხილეთ აქა, ამ მისამართზედა – მნათეუის, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტო და ჩვენი დოქტორანტი! აი თურმე ვინა ხელძღვანელობს თავდასხმებს ფორუმებზე მამა ზურაბის და საერთოდ მართლმადიდებელთა წიაღამდეგ! პატივცემული პაზოტო, ვატიკანის დავალებითა! სურათს წარწერა აქვს: მნათეუსი, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტო, akaki73 და Prezidenta.
    ნახეთ ერთი akaki73 პადრეს ფორმაშია სურათზე, ანუ ფორუმზე პოსტავს კათოლიკე პადრე?
    http://forum.ge/?f=84&showtopic=33736686&st=855

    • frzurab Says:

      საინტერესო ფოტოა, მაგრამ მარტო ამ ფოტოთი არ ღირს ყველაზე ერთნაირი და ნაადრევი დასკვნები გავაკეთოთ.

      რამდენადაც ვიცი, კანონისტი (იგივე დავით ჩიკვაიძე) ოფიც. საპატრიარქოს იურისდიქციაშია. თუ სარწმუნოებას შეიცვლის, ამას ალბათ არც დამალავს და საჯაროდ იტყვის. მართალია, მისი შეხედულება კათოლიციზმზე არასწორია, მაგრამ მთლად კათოლიკობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ვუსურვებ ღვთისმეტყველებას ჩაუღრმავდეს და უფრო მეტად წარმატებული იქნება პოლემიკის დროს.

      როგორც გავიგე ”მნათეუსი” ამ დროსითვის კათოლიკებს შეუერთდა. ვფიქრობ ამ ახალგაზრდა კაცისთვის ეს დროებითია. შემეცნების გარკვეული ეტაპია. თანაც კარგი გამოცდა ელოდება. – გაუძლებს კი, უმრავლესობის მიერ გინებული რომ გახდება? გაცილებით ლმობიერი და ყურადრებიანი გახდება იმ ხალხისადმი, ვისაც სარწმუნოების გამო უკვე დიდი ხანია აბსოლიტური უმრავლესობა ლანძღავს და აგინებს. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, მაინც გეტყვით – ეს კაცი გარკვეულწილად ჩვენნაირია – ”არანორმალურია”, ”სქიზმატია” (ნახეთ, როგორ გადაუდგა წინ დამთრგუნველ უმრავლესობას?) და თუ გულწრფელად გააგრძელებს შემეცნების გზას, მაშინ მივა იქ, სადაც საჭიროა. ასე, რომ კეთილი ვუსურვოთ მას.

      ჩვენც ღმერთმა გვიშველოს.

      მღ. ზურაბი

    • ივერიელი Says:

      მამა ზურაბ აროშვილს ჰკითხეთ აბა კათოლიკებთან არ აქვს ფოტოები გადაღებული? მეტიც, მამა ზურაბის სინოდს უამრავი ფოტოები აქვს, სადაც ისენი კათოლიკებთან არიან გადაღებულნი და ბოსტონის მონასტერში კი კათოლიკებთან ერთად წმინდა ნაწილის საჩუქრად მიღებაც აქვთ კათოლიკეთაგან აღბეჭდილი ფოტოებზე.

      როგორ ჩიკვაიძის ფოტოები კათოლიკებთან მწვალებლობაა და ზურაბ აროშვილისა და მისი სინოდისა წმინდანობა?😀

      ლოღიკა დაკარგე შვილო?

      • frzurab Says:

        რომელ სინოდს აქვს სურათები გადაღებული კათოლიკებთან?

        არც წმინდა ნაწილის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაა ძღვნის მიღება.

      • daviti Says:

        აბა, აბა, ეგეთები არ იყოს პადრე ჯვაროსან-კაიროსო, მამა ზურაბი სპეციალურად არანაირ ფოტოებს არ იღებს კათლიკებთან და თუ შემთხვევით ვინმემ გადაუღო როცა ვინმე კათოლიკეს მოქცევას ცდილობს მართლმადიდებლობაზე ვენაცვალე ეგეთ ფოტოსა! მაგრამა აი, მნათეუსს და დოქტორანტს ნეტა რა ურთიერთობა აქვთ პადრე ჯუზეპესთან მაგ ფოტოზე, ეტყობა ერთბლივი ლოცვის შემდეგ გადაიღეს და მერე მალე უცებ მნათეუსი გადავიდა ჯუზეპესთანა, ხოლო დოქტორანტი ჯერ ჯუზეპესთან გადასვლის გზაშია ეტყობა! ნუ რა ურთიერთობებია!!!

      • stalker Says:

        ხოო, პაზოტომ მიიბარა მნათეუსი და კანონისტს კუდში სწვდი დავით!

  6. lado Says:

    მოკლედ ჯვაროსანს უკვე ყველგან მე ველანდები, ალბათ თავის დავით ივერიელზეც სახელ დავითის გამო გართულება აქვს!ესე იგი გამოუჭერია ვიღაცა საწყალი დავით-23 და გაპუტვა დაუწყო ჩემს გამო, ნუ ეს დემოკრატ-ტოლერანტი ინკვიზიტორი რა დესპოტა აღმოჩნდა რა! მიდი, მიდი, არავინ დატოვოთ შენ და პაზოტომ მაგ ფორუმზე სახელად დავითები! იხარე კაიროს ალაჯას რწმენით!
    daviti_23

    ჯერ გულახდილი პასუხი გამეცი, შენ ის დავითი ხარ, დიდგორის საიტზე რომ დგახარ და ბოლო ხმაზე ხავი? და ხან პატრიარქს აგინებ, ხან კათოლიკეებს და ხან აქაურ ფორუმელებს წყალდიდობისას დახრჩობას უპირებ?

    ის davit-ი ხარ?

    ———-

    წერს დავითი წინა კომენტარში, მერე და ეგონოს, კარგია!

    • stalker Says:

      მართლა კაიროსია „ჯვაროსანი“? საპატრიარქოს ფორუმზე რომ პოსტავს ეგაა?

    • stalker Says:

      ბატონო ნიკა, church.ge- ს გადავავლე თვალი, პაპისტი მნათეუსის „მხილებაზე“ და დავრწმუნდი, რომ ეს ფორუმი მართლმადიდებლური კი არა წმინდად ერეტიკულ-კათოლიკურია, და იგი უნიატების ხელშია, ისევე როგორც „თბილისი ფორუმი“. ფორუმელმა „ინაინა“-მ გახსნა მნათეუსზე ძალიან ზომიერი მხილების თემა და დაესივნენ და ჩაქოლეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ გაბედა მან და ამ ახალგაზრდა ერეტიკოსს მხილება შეჰკადრა! 3 გვერდამდეც არ განუხილიათ ამ ეშმაკის გზაზე დამდგარი და ახალგაზრდობის გამხრწნელი მნათეუსის თემა და მიუხურეს კარები „ინაინა“ს მხილებას! თუ შეიძლება, მისწეროს შეკითხვა „დიდგორის“ რედაქციამ საპატრიარქოს ვებ-გვერდს, მართლა მათი ლოცვა-კურთხევის ქვეშ იმყოფება თუ არა ეს ფორუმი! დიახ, აშკარაა, რომ church.ge-ს პატრონები „ჯვაროსანი“ გაპაპისტებული კაიროსია და გაუნიატებული კანონისტი!

  7. ekaterine Says:

    mec axlaxans wavikitxe eg tema da gavocdi, rogor “gagebiT ” moekidnen mnateusis archevans tvit forumis moderatorebic ki. aba “sqizmatebtan “rom gadmosuliyo mnateusi mashin ki atydeboda erti ambebi, sheidzleba tomeulic daweriliyo am sakitxze. sruliad davrtmundi ,rom zogiert demagog forumels marto didgoris “mxileba” uyvars . Isini saubedurod mxolod samghvdelo pirebis augad moxseniebiT irtoben tavs.

    • ლომისა Says:

      დიახ ქ-ნო ეკატერინე, ეს „გაგება“ ხომ დემოკრატიული აზროვნების ფარგლებში ჯდება, ამიტომაც არ გამკვირვებია „მნათეუსის“ მიერ მართლმადიდებელი რჯულის უარყოფაზე ასეთი ნელ-თბილი გამოხმაურება „თბილისის ფორუმის“ მოდერატორთა მხრიდან. დემოკრატიაა მაგათვის ეს ყველაფერი და რას იზამ? საქართველოში ხომ დემოკრატიას აშენებენ 1992 წლიდან მოყოლებული?

      „მნათეუსის“ მაგალითი საკმაოდ ცუდი მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისათვის და თუ ასეთივე დუმილით შეხვდა მას ბერი და ერი, მაშინ „მნათეუსის“ მაგალითს სხვებიც გაიმეორებენ.

      ამ მოვლენას ჩვენ ასე შევაფასებდით: მგელმა კიდევ ერთი ცხვარი მოგვპარა!

      • ნიკა გვარამია Says:

        რა თქმა უნდა, მოსიყვარულე თანაფორუმელებმა „მშვიდობით და სიყვარულით“ გაუშვეს „მნათეუსი“ პაპიზმში (ჯოჯოხეთში). ცხონების გზას რომ დასდგომოდა და მამა ზურაბის ან მამა გელასის სულიერი შვილობა მოენდომებინა, 3 გვერდიანს კი არა 50 გვერდიან სიძულვილის ჩამქოლავ „პოსტებს“ მუძღვნიდნენ და დიდ ხანს მოუნდებოდნენ მის გამოგლოვებას.

  8. frzurab Says:

    ნიკა წერს:

    -”რა თქმა უნდა, მოსიყვარულე თანაფორუმელებმა „მშვიდობით და სიყვარულით“ გაუშვეს „მნათეუსი“ პაპიზმში (ჯოჯოხეთში). ცხონების გზას რომ დასდგომოდა და მამა ზურაბის ან მამა გელასის სულიერი შვილობა მოენდომებინა, 3 გვერდიანს კი არა 50 გვერდიან სიძულვილის ჩამქოლავ „პოსტებს“ მუძღვნიდნენ და დიდ ხანს მოუნდებოდნენ მის გამოგლოვებას.”

    ნიკა შენ გგონია უკეთეს ადგილზე იყო? აბა საპატრიარქოში ბნელა თუ ბნელა. საღვთისმეტყველო განათლებაზე, რომ არაფერი ვთქვათ, სარწმუნოებას ელემენტარული კათეხიზმოს დონეზეც არ ასწავლიან.
    კათლოკიებთან ეგ ამბავი უფრო დალაგებულია. კატეხიზაცია, წიგნები, სწავლა-განათლება და ა.შ. ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს პროცესი დაიწყებოდა ახალი თაობის გამოჩენის თანავე. ჯერ კიდე 25 წლის წინ გვქონდა, შიდა საკლესიო წრეებში, შედარებით ნაკითხ და ნასწავლ ხალხთან ამ თემაზე საუბრები. ასეც ვარაუდობდნენ ბევრნი მაშინ, – რომ კათოლიკეთა სულიერი ექსპანსია გარდაუვალი იქნებოდა.
    რა ქნან ამ ხალგაზრდებმა? მობეზრდათ ოფიც. საპატრიარქოს გაურკვეველი სარწმუნოებრივი კრედო. ხან ეკუმენისტების პრეზიდენტები არიან და ხან კიდევ თავქუდმოგლეჯილნი გამორბიან იქიდან და თან ფარულად მაინც იქით მიუწევთ გული და თანაც ქართული-ხალხური მართლმადიდებლობა და კიდე სხვა მრავალი, რომლის აქ დაწერა არც არის საჭირო.
    საქ.ოფიც. საპატრირქოდან ვინც გარბის მე კარგათ მესმის მათი. ოღონდაც სად გარბიან ეგ უკვე სხვა საკითხია . . .

    • davit Says:

      ნახეთ, ნახეთ, ხომ ვთქვი ვატიკანს მიჰყავს ჯუზეპე პაზოტოს მეშვეობით თბილისის ფორუმითქო, ნახეთ ამას გაუწყა ჯვრის მადლი ჯვაროსან-კაიროსსა, როგორ დევნის ხალხს თუ ცოტა ვინმემ მართლმადიდებლობის სასარგებლოდ კრინტი დასძრას: აჰა ნახე ვიღაცას როგორ ემუქრება: „ამიტომ, ჩემი უკანასკნელი გაფრთხილებაა, ან კეთილს ინებებ და ადამიანურად, წყნარად და საკითხისადმი სერიოზული მიდგომით გადმოაწყობს შენს ფაქტებს და მასზე ააგებ პრეტენზიებს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ შენგან კვლავ გაგრძელდება არა მხოლოდ კათოლიკობის ლანძღვა არამედ სხვა რელიგიებისაც, მოდერატორებს ვთხოვ დროებით დახურონ საინფორმაცია პირის ღრუ ამ ფორუმზე.“ ამ ჯვაროსან-კაიროსმა ხალხო თვითონ გიჟები, შეშლილები, ბრიყვები ეძახა მართლმადიდებელ მღვდლებსა და ნახეთ როგორ იცავს პაპიზმსა და სხვა რელიგიებს! სავარაუდოა, მაგარ მძიმე ტომრებს ევროებს იღებენ ვატიკანიდან საქართველოში მართლმადიდებლობის გასანადგურებლადა! იეღოვას მოწმეები უკან დარჩა! პაპისტური პროზელიტიზმია გაჩაღებულააა!!!

      • ნიკა Says:

        მამა ზურაბმა დაწერა: “ნიკა შენ გგონია უკეთეს ადგილზე იყო? აბა საპატრიარქოში ბნელა თუ ბნელა.”
        —————
        პასუხი:რა თქმა უნდა, როდესაც საპატრიარქოს გავლენიანი იერარქი მღ. გიორგი ზვიადაძე რომის პაპს ხელზე ემთხვევა კურთხევის გამოთხოვის ნიშნად, ლოგიკური დასასრულია „მათეუსის“ ჯუზეპე პაზოტოსთან გადასვლა.

      • davit Says:

        ეს სჯულის კანონით წყეული ჯვაროსან-კაიროსი აცხადებს თბილისის ფორუმზედა: „თუ შენგან კვლავ გაგრძელდება არა მხოლოდ კათოლიკობის ლანძღვა არამედ სხვა რელიგიებისაც“-ო
        ხედავ შენა? ნაღდად ამან იგრძნო, „როგოც ქრისტიანმა, მეჩეთის კედლებზე მთხვევისას და მადლი მიიღო“
        გეოპარიზელი ბოდიშს იხდის, რომა ( ეს კითვა ყველასგან უპასუხოდ დარჩა და ბოდიშს გიხდით განმეორებისთვის)-ო.
        აჰა, უპასუხოდ კი არა ჯვაროსან-კაიროსმა უკვე გასცა პასუხი!!!

  9. davit Says:

    ჰარი კრიშნა, ჰარი, ჰარიი, კაიროსო! იხარე ალაჯას რწმენით!

    • ნიკა Says:

      stalkerma დაწერა: თუ შეიძლება, მისწეროს შეკითხვა „დიდგორის“ რედაქციამ საპატრიარქოს ვებ-გვერდს, მართლა მათი ლოცვა-კურთხევის ქვეშ იმყოფება თუ არა ეს ფორუმი! დიახ, აშკარაა, რომ church.ge-ს პატრონები „ჯვაროსანი“ გაპაპისტებული კაიროსია და გაუნიატებული კანონისტი!
      —————————
      პასუხი: რა თქმა უნდა, მივწერთ საპატრიარქოს, მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მათგან პასუხი არ იქნება.

      • davit Says:

        ეს მუსიკანტი დათიკო, მაგარ „იზმენებშია“ თან საპატრიარქოს მრევლია, თან ჯუზეპე პაზოტოს მრევლის – ონავარას, მნათეუსის, და კაიროსის (პირდაპირ იტალიიდან) მონა-მორჩილია, ეტყობა ნახევარი ტომარა ევრო დათიკოსაც შეახვედრეს, რომ წყნარად იმუშავოს ვატიკანის სასარგებლოდ, მაგრამ ქართულ-ჯიგრულად უცებ მართლმადიდებლობას წამოიკნავლებს ხოლმე, რომ ევროები არ გაუწრნენ! აი საწყალმა ჩოხოსანმა პადრეთა ორგიას როგორც იქნა ეს შეჰკადრა: „იუზერი ალბათ ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მე 6 კანო ს გულისხმობს. ოღონდ აქ ალექსანდრიის ეპისკოპოსზეა საუბარი და არა კონსტანტინოპოლის.“-ო. “ თქვა ეს თუ არა, ჯვაროსანმა ევროს წკეპლა უმალ დასცხო გავაზე! დათიკოო, ეს რა დღეში ხარ კაცო, უნდა გაიხადო ჩოხა და ფრაკი ჩაიცვა ბედშავოოო!

      • davit Says:

        თბილისის ფორუმელი nickcity წერს
        “КОМСОМОЛЬСКАЯ ПРАВДА”: Дарвин был прав! Ватикан признал теорию Дарвина

        Римско-католическая церковь наконец-то признала правоту взглядов Чарлза Дарвина на эволюцию. Накануне 200-летия со дня рождения основоположника теории происхождения видов Ватикан официально заявил, что “эволюции есть место в христианской теологии и идеи Дарвина не противоречат христианскому вероучению”.
        Примечательно, что Святой престол не только “оправдал” Дарвина в глазах своих прихожан (научный мир давно согласился с тем, что эволюция существует), но и отказался от поддержки доктрины креационизма – любимой теории церковников, объясняющей происхождение всего живого божественной волей. Теперь эту доктрину Ватикан перевел в ранг “культурного феномена”.
        В общем, католические иерархи в очередной раз признали современные реалии, чтобы не выглядеть совсем уж отсталыми в глазах своей паствы, как это уже бывало не раз. Ведь Ватикан веками гнобил Бруно, Галилея и Коперника, но потом был вынужден их оправдать.

        Никита Красников
        12 февраля 2009 г.
        პადრე – akaki73 პასუხობს:

        ბოდიში, თუ უნდა ჩავერთო წინა გვერდების წაკითხვის გარეშე, მაგრამ ევოლუციონიზმთან დაკავშირებით ერთ რამეს აღვნიშნავდი:
        მეცნიერებაც და სარწმუნოებაც ერთ რეალობაზე სხვადასხვა სიბრტყეში და სხვადასხვა მხრიდან საუბრობენ, პირველი სვამს კითხვას “როგორ?” და ცდილობს გასცემს მას პასუხი, ხოლო მეორეს ინტერესი დასტრიალებს კითხვას “რატომ?”. ამ ორივე სფეროს, თუ ერთმანეთში არ ავრევთ, აქვთ საკუთარი კომპეტენციის სფეროები.

        თავის დროზე ევოლუციონიზმს ეკლესია ეწინააღმდეგებოდა იმის გამო, რომ ხდებოდა მისი გადატანა ფილოსოფიასა და ანტროპოლოგიაში.
        ევოლუციონიზმი თუ აღწერს, რომ ადამიანი მაიმუნის განვითარების შედეგად გაჩნდა, ამითი არაფერს იძახის იმაზე, თუ რატომ გაჩნდა, არამედ, თუ როგორ მოხდა ეს. რწმენის მზერისათვის კი ადამიანის ღირსებაა დასაცავი და ერთი მნიშვნელოვანი რამ: არ არსებობს ნახევარმაიმუნი და ნახევარადამიანი, არსება ან მთლიანად ცხოველია ან მთლიანად ადამიანი, ანუ შექმნა (რელიგიური ტერმინი) პუნქტუალურია და არა თანდათანობითი (არსებაში ერთბაშად განათდა საკუთარი “მე”ს შეგნება – გონიერ არსებათა ურთიერთობების ქსელი გაება, რასაც შემდგომ თავის მხრივ მოჰყვება საზოგადოების განვითარების პროცესი, მაგრამ ადამიანი ნებისმიერ ეპოქაში რჩება იმ არსებად, რომელსაც შეუძლია და მოხმობილია გადადგას თავისი ადამიანობის განხორციელების თავისუფალი ნაბიჯი)
        http://forum.ge/?f=84&showtopic=33945684&st=825
        ————————————
        არ წაიკითხეთ ამ ლინკზე ჯვაროსან-მნათეუსის პოსტები? ნახეთ რა ეს რა ურჩობაა ვატიკანის? ვატიკანი აღიარებს დარვინის თეორიას მაიმუნისაგან ადამიანის წარმოშობის შესახებ და ქართველი პადრე აკაკი და მისი მიმდევარი მნათეუსი და ჯვაროსანი ეჭვქვეშ აყენებენ ვატიკანის მიერ დარვინის მოძღვრების აღიარებას? ნუ ეს რა ხდება, მართლმადიდებელობას არ ემორჩილებიან და ვატიკანსაც აღარ ემორჩილებიან თუ დაიმორცხვეს? ლოოლ ასიანი მალხაზის რუსიკო ეპისკოპოსს ემორჩილებიან! მაგრამა რამ გაყო მალხაზი რუსიკო და ვატიკანი ერთმანეთისგანა, ერთი ბაჰომეტის თაყვანისცემაა ნუ აბა რაა?!
        http://forum.ge/?f=84&showtopic=33945684&st=825

  10. ALEXSANDRE Says:

    « 13 (26) სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ბუდისტების ჯგუფი ბუტანის რესპუბლიკიდან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II : « ჩვენ ვეკუთვნით ორ დიდ რელიგიას და თავისთავად უკვე ეს გვაახლოვებს, ჩვენს ხალხს ძალიან აინტერესებს ბუდისტების ცხოვრება ; ვსწავლობთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვეს შორის ბევრი რამაა ისეთი, რაც გვაერთიანებს : პირველყოვლისა, ჩვენი რელიგიების მოვალეობა და დანიშნულება-ორივე ემსახურება ხალხს ; ადამიანის აგნვითარება უნდა ხდებოდეს ორნაირად : სულიერად და მატერიალურად—ქრისტეანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან… მე დიდ ყურადღებას ვაქცევ მხატვრობას, მათ შორის-ბუდისტურ მხატვრობას. მოსკოვში ამ რამოდენიმე ხნის წინ საკომისიო მაღაზიაში შევიძინე ბუდას ქანდაკება »… « ჯვარი ვაზისა » 1986წ. N°2, გვ.60-61.

  11. eri Says:

    რა ხდება აქ?

    • ნანა Says:

      რა ხდება და იეღოვას მოწმეების შემდეგ პაპისტური სექტა შეესია საქართველოს!

      • ნანა Says:

        – დიახ, აღარც ეს არის პაპისტებისთვის ცოდვა და დავითს პაპის ბრეიგდანსი უკვირდა:
        Американские католические епископы объявили «однополую любовь»… безгрешной

        БАЛТИМОР. На съезде католических епископов в Балтиморе одобрена новая концепция взаимоотношений Католической Церкви с представителями сексуальных меньшинств. Как сообщает AP, прелаты подтвердили неприятие Церковью однополых «браков», но в то же время, осудили дискриминацию по отношению к сексуальным меньшинствам и подчеркнули, что влечение к лицам своего пола не является грехом…
        http://www.sedmitza.ru/news/356767.html91 г.

  12. stalker Says:

    ხოო, კათოლიკური სექტის წევრებს ანდაზა მოუხდებათ „გიჟი თავისუფალია“! ჭეშმარიტად სატანური ბუნებით არიან უკვე შემოსილნი!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: