სახელმწიფოებრივი კატეხიზმო

ვინაიდან ზვიად გამსახურდია კანონიერი პრეზიდენტი იყო, ამიტომ კურთხეულიც იყო სამეფო ღირსებით ქვეყნის სამართავად და ამდენად მისი დამხობა ნიშნავდა ღვთის ძალაუფლების დამხობას ქართველ ერში.

რედაქტორი

ზვიად გამსახურდია – კანონიერი ხელმწიფე!

«შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ზ. გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 26.05.90. უზარმაზარ მიტინგზე: ,,ისტორიამ სამსჯავროზე, ჩვენს წინაშე, გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი. ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით; ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა. და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც 70 წელია, გვანადგურებს; აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, ,,მესიად“* მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა-ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა. აი, მიზეზი ჩვენი კატასტროფისა… აირჩი, ქართველო ერო! აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა… და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა… გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ-იყოს საქართველო, რომელიც ივლის ამ გზით!! და რომელიც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით _ შეჩვენებულ-იყოს უკუნისამდე!!! გაჰყევით გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!“.

_________

*ლათ. ,,მესსიე“ მომდინარეობს ებრაული ,,მაშიახი“-დან, რაც ქართ. ,,ცხებული“ (ღვთისგან მადლცხებული)-ა, ხოლო ,,იესუ“ (,,იესო“) მომდინარეობს ებრ. ,,იეშუა“-დან, რაც ქართ. ,,მხსნელი“ (,,მაცხოვარი“)-ა; ბიბლიური წინასწარმეტყველი ნეემია თავის ხალხზე, რჩეულ ერზე, უფალს შესტირის: ,,შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ, მხსნელებს (იგულისხმებიან მეფე-წინასწარმეტყველნი, წინამძღოლნი, ეროვნული გმირნი) უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან“ (9,27). ქართ. ეკლ. წმ. მეფე არჩილს ,,მხსნელის მსგავსს“ უწოდებს მის ,,კონდაკში“. ამავე აზრით შეარქვეს ქართველმა მამულიშვილებმა ზვიადს ,,განმათავისუფლებელი“.

ვახტანგსა და დავითს ზვიადი კავკასიური აზროვნებითაც ჰგავდა. ამიტომაც, სცნო, როგორც პრეზიდენტმა, ჩაჩნეთის დამოუკიდებლობა. შემდეგ, ამ ქვეყანაში ლტოლვილობაც დააყვედრეს, _ მაჰმადიანებთან წავიდაო… მაგრამ განა ,,ქრისტეანმა“ თანამოძმეებმა სასიკვდილოდ არ გაიმეტეს და არ დევნეს იგი, რომელმაც ჯერ მიაშურა არამაჰმადიანურ სომხეთს, რომლის მთავრობამაც არათუ არ შეიფარა, მდევნელებისთვის გადაცემა გადაწყვიტა მისი (აქ უნდა გავიხსენოთ, ვის უწოდებს ქრისტე ადამიანის ,,მოყვასს“, _ არც თანატომელ ავაზაკთ, რომლებიც თავს ,,დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყუდარი“; არც მღვდელსა და ლევიტელს (დიაკონს), რომლებმაც ამ დღეში იხილეს და გვერდი აუქციეს, _ არამედ ტომითა და რჯულით უცხო სამარიტელს, რომელმაც ,,იხილა იგი და შეეწყალა. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი, დაასხა ზეთი და ღვინოი და შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე“ _ შდრ. ლ.:10,30-34.)?!. ამის გამო მოხდა საკვირველი და ერთი შეხედვით, უჩვეულო რამ, რომელიც განსჯას საჭიროებს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სოხუმში, ქართველებმა ,,ხუნტის“ საწინააღმდეგო შეკრებაზე გამოიტანეს იჩქერიის პრეზიდენტისა და თავიანთი მამამთავრის გადიდებული სურათები, რომელთაგან ამ უკანასკნელის პირისახეს დიაგონალურად ორი წითელი ხაზი დაჰყვებოდა, რამაც ზ. გამსახურდიას მოწინააღმდეგენი აღაშფოთა _ ამ საზიზღარმა ,,ზვიადისტებმა“ როგორ გადახაზეს პატრიარქის სახე, ხოლო მუსლიმი კაცის სურათი როგორ აღმართესო. ჩვენ კი განვმარტავთ: ამ უკანასკნელის სურათი გამოიტანეს ,,მოწყალე სამარიტელისადმი“ მადლიერების ნიშნად, ხოლო რაც შეეხება ილია II-ს ფოტოსურათს, ის იყო არა გადახაზული (რადგან წითელი ხაზები სახეზე კი არა, პირზე გადიოდა), არამედ პლაკატური ენით ამეტყველებული _ რატომ სდუმს ჩვენი მამამთავარი?!.».

ასეთი დიდბუნებოვანი, განათლებული და მოაზროვნე პრეზიდენტი ისტორიას არ ახსოვს; ის პრეზიდენტობის ინსტიტუტს აღემატებოდა და უფრო, რჩეულ მეფეთა განზომილებებს უახლოვდებოდა. ეს მან სცადა, პირველმა, დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ზნეობა შეეტანა. საპრეზიდენტო მმართველობის ისტორიას არ ახსოვს და თანამედროვეობაში ეს იყო პირველი და ალბათ, უკანასკნელი შემთხვევა, როცა მისი უშუალო მითითებით, მთავარ სამთავრობო ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნდა უნიჭიერესი საეკლ. მწერლის, ,,ივერიის გაბრწყინების“ მთავარი რედაქტორის, ჩვენი უახლოესი სულიერი ძმისა და უსაყვარლესი მეგობრის*, აწ გარდაცვლილი გიორგი გაბაშვილის ,,მასონობისა“ და ,,ეკუმენიზმის“ მამხი- ლებელი წერილი: ,,მსოფლიო ინტეგრაციული პროცესი ქრისტეანული ესქატოლოგიის შუქზე“ (,,საქ. რესპუბლიკა“,15.10.1991წ.) და მისგანვე თარგმნილი, შესაბამისად შესავალწამძღვანებული და ახსნა-განმარტებითი შენიშვნებდართული, მიტროპოლ. ვიტალი უსტინოვის მსგავსი შინაარსის თხზულება ,,ეკუმენიზმი“ (მონრეალი, კანადა, 1968წ.; ,,საქ. რესპ.“,6.11.1991წ.; იმავე დღეს გადაცემულ-იქნა საქ. სახელმწ. რადიოს არხით). ამიტომაც ვერ იგუა ეს გამონაკლისი დღევანდელმა დაცემულმა მსოფლიომ, რადგან მაშინდელი საქართველო და მისი ხელმძღვანელი, მართლაც, მისი ,,დინების წინააღმდეგ მიცურავდა“. როგორც ყოველ ადამიანსა და პოლიტიკოსს, მას, რა თქმა უნდა, ნაკლიც ჰქონდა და შეცდომებიც, მაგრამ რამდენადაც პოლიტიკოსი არა ვარ, მისი მოღვაწეობის პოლიტიკურ შეფასებაში არ შევდივარ და როგორც სასულიერო პირს, მხოლოდ შემიძლია და მოვალეც ვარ, როგორც ყველაფრის, ასევე ამ მოღვაწეობის ზნეობრივი შეფასება მოვახდინო, რასაც ნაწილობრივ ვეცადეთ კიდეც. ხოლო ზ.Gგამსახურდიას პი- როვნებისა და ერის წინაშე დამსახურების სრულყოფილ დაფასებაზე გალაკტიონისებრ ვიტყოდით: ,,ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის… (მასზე) შთამომავლობა“.

___________

*თუმცა, ყველაფერში ერთაზროვანნი არ ვიყავით».

„პარიზის ქართული სამრევლოს სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი გამოცემა“ (მღვდელი გიორგი სხილაძე)

ბესარიონ გუგუშვილი – კანონიერი პრემიერ-მინისტრი

http://bpg.sytes.net/bpg/

zviadi da besarioni_kol

სურათებზე: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის დევნილობიდან დაბრუნება საქართველოში – ვრცელი გამოსვლა ზუგდიდში მიტინგზე, რომელსაც 60 ათასი ადამიანი დაესწრო და ეროვნული ხელისუფლების შტაბ-ბინაში შემოსვლის პირველი წუთები.

სახელმწიფოებრივი კატეხიზმო

მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე

მეფობა ღვთივდადგენილია

„უთხრა უფალმა… დაუდგინე მათ მეფე“
(1 მეფეთა 8.22)

„ხალხთა მართვის საქმე – ყველაზე რთული საქმეა, – ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი, საუბრობს რა ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე – თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას“.

,,ვინ სვამს მიწიერ მეფეებს ტახტზე? იგი, ვინც ერთი მხოლოჲ ზის დაუსაბამობიდან ცეცხლივით მოტყინარე საყდარზე, – აგრძელებს მამა იოანე. – მიწიერ მეფეებს ერთი მხოლოდ მისგან ეძლევათ სამეფო ძალაუფლება; იგი აკურთხევს მათ სამეფო დიადემით (გვირგვინით). მხოლოდ ღმერთს შეუძლია რჩეული ადამიანი უფლებამოსილი გახადოს მეფობაზე და უბოძოს მას თვითმპყრობელური ძალაუფლება, შემოსოს დიდებითა და ძალით.

მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი წერს, რომ ,,წმ. წერილი ამ ჭეშმარიტებას საკმაოდ მკაფიოდ გადმოსცემს, როდესაც ამბობს:

1. რომ ღმერთი მაღალ არს და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა (ფს.46.3-8;94.3), რომ იგი მეფობს ყველა ხალხზე (94.3), მას მორჩილებს ყოველი ტომი (ფს.21.29), მოჰხედავს ყოველთა (ფს.65.7), განსჯის თითოეულ ერს (ფს.66.5).

2. რომ იგი – ა) თვითონ უდგენს ხალხებს მეფეებს: უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს (დანიელი 4.29); ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს (დანიელი 2.21), ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ (ზირ.17.14, სიბრძნე 6.1-3) თითოეულ სამეფოში ადგენს, როგორც თავის ხილულ მოადგილეებს: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი (ფს. 81.1-6; გამოსვლ. 22.28);

ბ) და ამ მიზნით ანიჭებს მათ ძალასა და ხელმწიფებას (სიბრძ. 6.3) გვირგვინოსან-ჰყოფს მათ დიდებითა და პატივითა (ფს.8;6), თავის წმინდა საცხებელს სცხებს მათ (ფს.88.21, ისაია 41.1), ისე რომ იმ დღიდან და მერეც უფლის სული წარმართავს მათ (1 მეფ.16.13); და ბოლოს, მეფეთა მიერ თვითონ მართავს მიწიერ სამეფოთ; მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს (იგავნი 21.1).

3) რომ იგი – ა) თავის ცხებულის მიერ დაადგინებს სხვა დაბალ ხელისუფალთაც: დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი (რომ.13.1); ღმერთის გულისთვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას: გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავართ, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ (1 პეტრე 2.13-14);

ბ) და დაადგენს მათ, როგორც თავის მსახურთ, ადამიანთა საზოგადოებისთვის ბედნიერების მისანიჭებლად: მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა არ გეშინოდეს ხელმწიფისა? კეთილი ჰქმენ და იქები მისგან. რადგანაც იგი ღვთის მსახურია, შენდა სასიკეთოდ, მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ გეშინოდეს. ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი: იმისათვის რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისითაც. (რომ. 13.3-5).

წმინდა მამები და ეკლესიის მსწავლებლები ასევე ხშირად იმეორებდნენ, რომ ღმერთი მართავს ადამიანური სამეფოებით და უგზავნის მეფეებსა და სხვა ხელისუფალთ. აი, მაგალითად, სიტყვა წმ. ისიდორე პელუსიოტისა: ეკლესიას ოდითგანვე ესმოდა, რომ სამეფო ხელისუფლება ღვთისგანაა დადგენილი.

წმ. ფილარეტ მოსკოველისა: ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი – ღირსია ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი – ამ გზით სათნო-ეყოფა თვითონ ღმერთს: რამეთუ მეფე ღვთის მიერაა განწესებული

წმ. იოანე კრონშტადტელისა: სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცებული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფის მიერ.

სამეფო ხელისუფლების აუცილებლობა

„ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება,
ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა“
ღირსი სერაფიმ საროველი

დე ნურავინ ირწმუნებს მაცთურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთია სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, – წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, – არა, ჩვენ – ქრისტიანები – ამ სოფლად ვცხოვრობთ და ამ ქვეყნიდან არ გავალთ, უფრო ადრე, ვინემ შემოქმედმა დაგვიწესა (1კორ.5.10). ამდენად სულერთი სულაც არაა რა ხდება ჩვენს სამოქალაქო ყოფა-ცხოვრებაში, რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.

ფიზიკურად შეუძლებელია ყველა იმ წმინდანთა ნააზრევის მოყვანა, რომლებიც ხალხისთვის სამეფო ხელისუფლების აუცილებლობისა და სარგებლობის შესახებ მსჯელობდნენ. გამონაკლისი დავუშვათ მონარქიული სახელმწიფოებრიობის უმთავარესი იდეოლოგისა და აპოლოგეტის ფილარეტ მოსკოველისათვის.

„რამდენადაც, უეჭველია, ზეცა უკეთესია მიწაზე და ზეციური მიწიურზე: უსათუოდ ამდენადვე დედამიწაზე ყველაზე უმჯობესი ის უნდა იყოს, რაც ზეციური ხატების მიხედვითაა მოწყობილი, რასაც ასწავლიდა უფალი ღვთისმხილველ მოსესაც: იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე (გამოს. 25.40), ანუ ღვთისმხილველობის სიმაღლეზე.

მსგავსად ამისა, თავისი ზეციური ერთმმართველობისდა დარად მოაწყო ღმერთმა მიწაზე მეფობა, თავისი ყოვლისმპყრობელობისდა მიხედვით – მეფე თვითმპყრობელი; თავისი წარუვალი სასუფეველისდა დარად, საუკუნიდან და უკუნისამდე რომ ჰგიეს, – მეფობა მემკვიდრეობითი. ნეტარება ხალხსა და სახელმწიფოს, რომელშიც ერთიან, საყოველთაო, ნათელ, ძლიერ, ყოვლადმიმზიდველ, ყოვლისმამოძრავებელ ცენტრად ქცეულა მეფე, მსგავსად მზისა თავის გალაკტიკაში, და რომელიც სიბრძნით, სულგრძელებით, სიყვარულით ხალხისადმი, საყოველთაო სიკეთის სურვილით, კეთილი რჩევისათვის ყურის მიპყრობით, თავის წინამორბედთა და საკუთარი კანონების პატივისცემით ზღუდავს თავის შეუზღუდველ თვითმპყრობელობას ნებითა ზეციური მეუფისათა.

სამეფო ხელისუფლების კეთილისმყოფელობა

„შეუძლებელია ქრისტიანებს ჰქონდეთ ეკლესია,
მაგრამ არ ჰყავდეთ მეფე“
მსოფლიო პატრიარქი ანტონი

„სამეფო ხელისუფლება არსებითად აუცილებელი და საერთო სარგებლობის მომტანია, – განგვიმარტავს წმ. იოანე კრონშტადტელი, – საღი და მშვიდი გონების ადამიანები ყოველთვის აღიარებდნენ ხალხისთვის ‘სამეფო ხელისუფლების აუცილებლობასა და სარგებლობას და სამეფო თვითმპყრობელობის ხელყოფას პირდაპირ უაზრობად სთვლიდნენ. მეფე თვითმპყრობელურად მართავს ხალხს, მსგავსად ღვთიური ხელისუფლების ერთმმართველობისა, მეფეთა მეფის დარად, როგორც თავი სახელმწიფოსი, ამ ვეებერთელა პოლიტიკური გვამისა, რომელიც მწყობრად შენაწევრებულა და გამთლიანებულა ერთი თავით… მაშასადამე, ერთმმართველობა და თვითმპყრობელობა სახელმწიფოსი, ეკლესიასთან კავშირში აუცილებელია და არის უდიდესი სიკეთე მისთვის, ისე როგორც სამყაროსთვის ღვთიური ერთმმართველობა და ყოვლისმპყრობელობა“.

„მაშასადამე, საჭირო კია გავიმეოროთ: ღვთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდეთ? (1 პეტრე 2.17). მოხარული ვიქნები, თუკი არაა საჭირო; ვფიქრობ, ეს არ იქნება ზედმეტი. გვაქვს მოვალეობა არამარტო ღვთის წინაშე, არამედ მეფისაც; ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ერთიც და მეორეც ერთად შეიძლება და საჭიროცაა აღვასრულოთ. მოციქულის ამ ნააზრევში განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი რა შეიძლება შევნიშნოთ? – წერს ფილარეტ განმანათლებელი, სურს რა განგვიმარტოს, რომ სახარების მცნება მეფის პატივისცემაზე ქრისტეანებს სამარადჟამოდ მიეცათ. – ვიდრე ვუპასუხებდეთ წარმოდგენილ კითხვას, საჭიროა მოვიგონოთ, პირველ საუკუნეში დაწერილი ქრისტეანობა ამ საუკუნის ადამიანებისთვისაა შემოთავაზებული, თუმცაკი სხვაფრივ, სული სახარებისა, როგორც სული ღვთისა მოიცავს ყოველ დროს; და ამდენად რასაც ის წარმოთქვამს პირველ საუკუნეში საჭიროა და დამაკმაყოფილებელი ჩვენშიაც, ისევე როგორც სხვა საუკუნეებში.

მეფე – ცოცხალი ხატი ღვთისა

„მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა“
ღირსი მაქსიმე ბერძენი

მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ „ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია: მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში“ – სიტყვისამებრ წმ. დიმიტრი როსტოველისა.

მიწიერი სამეფოს ზეციური ღირსება

„რწმენა აკურთხევს მიწიერ ხელისუფლებას,
წარმოაჩენს მათ ზეციურ წარმომავლობას“
წმ. ფილარეტ მოსკოველი

„ოხ, ნეტა კი ყველა ხალხი ჩასწვდებოდეს მეფის ზეციურ ღირსებასა და მიწიერი სამეფოს წყობილებას ზეციურისდა მიხედვით და გამუდმებით გამოისახავდნენ თავის თავში იგივე ხატებას, – კეთილმოკრძალებითა და სიყვარულით მეფისადმი, მისთა კანონთა და განკარგულებათა მიმართ თავმდაბალი მორჩილებით, ურთიერთთანხმობითა და ერთსულოვნებით და განიშორებდნენ ყოველივეს, რასაც არა აქვს მსგავსება ზეცაში, – თავის ამაღლებას, განხეთქილებას, თავნებობას, ანგარებასა და ყოველგვარ ბოროტ აზრს, განზრახვასა და ქმედებას! მაშინ ყველა მიწიერი სამეფო იქნებოდა ღირსეული წინკარი ზეციური სასუფევლისა“ – განმარტებას იძლევა ფილარეტ განმანათლებელი, რათა თითოეული გულისხმაჰყოფდეს, რომ მიწიერი სამეფო იქმნება თავისი ზეციური პირველხატის მადლით. ამდენად – აზრი და მოქმედება ზეციურ და მიწიერ სამეფოთა, – როგორც გვასწავლის იგივე მწყემსი ეკლესიისა, – საგონებელია ერთგვაროვნად: „თუკი ვინმე თავს არიდებს ღმერთის განდიდებას, ასეთს უნდა მივუთითოთ, რომ იგი სცილდება ყველა ღვთიურ ქმნილებათა რიგს, რამეთუ ესაა მათი საერთო დანიშნულება, თუმცაღა სხვადასხვაგვარად აღსასრულებელი, ქმნილებათა მრავალგვაროვნებისადა გამო. დედამიწა სანერგეა და სასწავლებელი ზეცისა; რის გამოც აქ იმის საწყისებს მაინც უნდა დავეუფლოთ, რასაც ზეცაში იქმან, რათა მან მიწიერი ცხოვრების შემდეგ არ უარგვყოს, როგორც სავსებით უუნარონი. სხვაგავარად რომ ვსთქვათ „მიწიერი სამეფოს უღირსი მოქალაქე ზეციური სასუფევლისთვისაც უვარგისია“.

ერთმმართველობა და თვითმმართველობა

„ღმერთმა უბრძანა მეფეებს იმეფონ და მართონ ქვეყანა,
ამადაც იწერებიან ტიტულებში თვითმპყრობელებად“
ღირსნი სერგი და გერმანე ვალაამელები

ერთმმართველის ნება არ უნდა იზღუდებოდეს ქვეშევრდომთა ნებით: სწორედ ესაა ერთ-ხელისუფლებიანობა (მონო-არქი). თვითმპყრობელის ძალაუფლება კი – ესაა ხელისუფლება, რომელიც ეკლესიიდან ამოიზარდა, ეკლესიის იდეალიდან და ამ რელიგიური პრინციპითაა შეზღუდვილი.

„ესმოდათ რა თავიანთი თვითმპყრობელური ხელმწიფება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ღვთის მსახურება და მათდა მინდობილი ხალხისა, მეფეები ცდილობდნენ ცხოვრებაში მონარქიის არსი გაეტარებინათ, ხელმწიფება ზეკლასობრივი და ზეპარტიული, და მაშასადამე ერთადერთი თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში“ – შენიშნავს ეკლესიის ისტორიკოსი ნ. ნ. ვოეიკოვი.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა საერთო აზრს გამოხატავს ღირსი იოანე კრონშტადტელის ავტორიტეტული სიტყვა: „მეფე, რომელმაც უფლისაგან მიიღო სამეფო ხელისუფლება, თვით ღვთისგან არის და უნდა იყოს კიდეც თვითმპყრობელური.“

„მართლმადიდებლობა ეროვნულ სამეფოსთან შედის კავშირში და მას ეფუძნება. სამეფო წარმოუდგენელია მეფის გარეშე, რომელიც იფარავს და სიმბოლიზირებს ყოველი მხრით, მათ შორის რა თქმა უნდა, მართლამადიდებლობასაც. ასე იყო ბიზანტიაში, სადაც იმპერატორები არსებითად წარმოადგენდნენ მართლმორწმუნეობის დამნერგველებსა და დამცველებს, გაითავისებდნენ საკუთარი ძალაუფლების ღვთიურ წარმოშობასა და საეკლესიო-იერარქიულ ღირსებას. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისტორიულად წარმოშვა მართლმადიდებელი მეფე და უზრუნველჰყო იგი ერთმმართველობით, ხოლო მეფე პატრონობდა და იცავდა მას, მოჰქონდა რა მისთვის შინაგანი მეუფება და გარეგანი დიდება. თვითმპყრობელ ცხებულში მართლმადიდებლობა ერწყმოდა ხალხს.

ხელმწიფების სიმფონია

„ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა-
მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი
საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“
ღირსი თეოდორე სტუდიელი

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეს ღმერთკაცობრივ ცხოვრებასთან ზიარებით, რომელიც მან თავის თავში იწყო დედამიწაზე. შეურევნელი და განუყოფელი შეერთება ქრისტეში ღვთიური და ადამიანური საწყისისა საუკუნოდ განსაზღვრავს მართებულ იდეალს და ამდენად სამღვდელო დასისა და სახელმწიფოს ჯეროვან ურთიერთმიმართებას. სახელმწიფო კი ნაყოფია ადამიანის შეგნებული და მიზანდასახული მოღვაწეობისა და არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც სამართლის მიხედვით თავისუფალი იქნებოდა ღვთისა და მისი კანონისაგან: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისაგან“ (მათე 12.27), მთელი ცხოვრება უნდა ემორჩილებოდეს ღვთიურ სჯულს.

მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას, სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიულ ერთობას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთისგანკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასოდეს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, უფრო ზუსტად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს.

„დროებითსა და ადამიანურ, მიწიერ სფეროში განხორციელება და განმტკიცება სხვაგავარი სამეფოსი – ზეციური სასუფევლისა, მარადიული, ღვთიური სამეფოსი, ქრისტეანობის სანუკვარი მიზანია. ამაზე ძველთაგანვე საკვირველად წინასწარგვამცნობდნენ წინასწარმეტყველნი, მათ შორის წინამორბედი ქრისტესი, ამაზედვე უქადაგებდნენ თითოეულ ქალაქსა და სოფელს და ყოველსა ქვეყანასა მაცხოვარი და მისი მოციქულები. ადამიანური სამეფოს გზით მივაღწიოთ ღვთიური სასუფევლის მიზნებს, განვახორციელოთ ცხოვრებაში სახელმწიფო და სახელმწიფოს გზით ქრისტიანობის საკითხები – სიყვარული, მშვიდობის, გამოხსნის რელიგია; სახელმწიფოებრიობის გზით გავატაროთ ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები; ვაქციოთ ღვთიური სასუფეველი მიზნად, ხოლო ადამიანური სამეფო საშუალებად, გავაერთიანოთ ისინი როგორც სული და სხეული, – აი, იდეალი და აღთქმანი, აი საიდუმლო ლტოლვა და სასოება ჩვენი! – გვმოძღვრავს წმ. ახალმოწამე მამა იოანე ვოსტორგოვი, – ღვთივგვირგვინოსანი მეფე თავის ხალხთან შედის საღვთო-საიდუმლო კავშირში სული წმიდით ცხებულობისას. ამგვარად მეფე და ხალხი თითქოს ერთ მძლავრ სულიერ-ზნეობრივ კავშირში ერწყმის ერთმანეთს, როგორც იდეალურ ქრისტეანულ ოჯახში, სადაც წარმოუდგენელია განყოფა, დაუშვებელია უნდობლობა, სხვაგვარი დამოკიდებულება, გარდა ურთიერთსიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა და მზრუნველობისა.

„ვხედავთ, რომ ქრისტეანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალ-ყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო – მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება“ – ვკითხულობთ წმ. ტიხონ ვორონეჟელთან. მაშსადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანთა და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ.

„წმ. იმპერატორი იუსტინიანე თავის VI ნოველაში უფრო მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ შეხედულებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით: „ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღწვის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანურ საქმეებზე, ორივე კი, მომდინარეობს რა ერთი და იგივე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს“. – ნათქვამია „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის“ ფურცლებზე.

ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს: შინაგანი, საკრალურ-ევქარისტიული, მიმართული წმინდა ბარძიმისკენ და გარეგანი – ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან (1 იოანე 5.19) ურთიერთობის განხორციელება.

პირველი ამოცანის განსახორციელებლად ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც სათავეში ეპისკოპოსი უდგას, ანუ ზედამხედველი; ხოლო მეორე ამოცანის გადასაწყვეტად ეკლესიაში დაწესებულია იერარქია საეროთა, ანუ მეფობა, რომელსაც ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი უდგას სათავეში – ცხებული ღვთისა.

სიტყვა „მეფე“ თავისი უძველესი წარმოშობით არამეულსა და სანსკრიტში ნიშნავს „დამცველი, მფარველი, ხელმძღვანელი“, ხლო სიტყვა „მეფობა“ – ეს, რაღა თქმა უნდა, ხალხისა და სარწმუნოების „დაცვა, ზღუდეა“. მაგრამ უნდა გავასხვაოთ – მართლმადიდებელი თვითმპყრობელი, რომელიც ქრისტეს სხეულშია მღვდლობის ელემენტთან სიმფონიური სახით და წარმართი კეისარი, რომელიც, რათქმა უნდა, ღვთის ეკლესიის გარეთაა. ეპისკოპოს ნიკოდიმოს დალმატინელს მოჰყავს ისტორიული ფაქტი მეფე კონსტანტინეს საეკლესიო სამსახურში შესვლისა და ამიტომ „მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მამები აღფრთოვანებით შეხვდნენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უწინდელი ურთიერთობის აღდგენას და ჩვენ კრების აქტებში ვკითხულობთ შემდეგს: „მღვდელი საიმპერატორო ძალაუფლების კურთხევა და განმტკიცებაა, ხოლო საიმპერატორო ძალაუფლება მღვდლობის ძალა და მხარდაჭერა… სამღვდელოება იცავს ზეციურს და ზრუნავს მასზე, ხოლო იმპერატორის ძალაუფლება სამართლიანი კანონების გზით განაგებს მიწიერს. ახლა ზღუდე დაირღვა, ხოლო სასურველი კავშირი აღსდგა“. ამ აქტით კანონიკური ბეჭედი დაესვა სწავლებას ორი ხელისუფლების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელსაც ძველი დროის ეკლესია ქადაგებდა და რომლითაც გამსჭვალულნი იყვნენ როგორც ეკლესიის მამები, ასევე ქრისტეანი ხელმწიფენი“.

მართმლადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ: მეფე თვითმპყრობელი – სახეა ქრისტეს, როგორც მეფის, მსახურებისა, ხოლო პატრიარქი – ქრისტეს მღვდელთმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში. მაგრამ (მისტიურად) მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს, იმდენად რამდენადაც მეფეცა და პატრიარქიც ერთი და იგივე ჩვენი უფლის ცოცხალი ხატებანი არიან.

მასზედ, რომ მღვდლობისა და მეფობის სიმფონია – ეს სწორუფლებიანი კავშირია დამოუკიდებელ ღვთიურთა დადგენილებათა, შეიძლება მოგაგონოთ მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის ოქროს სიტყვებით: „დიახ, სარგებლობაა იმაში, როდესაც საკურთხეველი და ტახტი მოკავშირენი არიან; მაგრამ მათი კავშირის უპირველესი საფუძველი არის არა ურთიერთსარგებლიანობა, არამედ დამოუკიდებელი ჭეშმარიტება, რომელიც ერთსაც და მეორესაც განამტკიცებს. სიკეთე და კურთხევა საკურთხევლის მფარველ მეფეს; მაგრამ არ ეშინია საკურთხეველს დაცემისა ამ მფარველობის გარეშეც. მართალია მღვდელი, მქადაგებელი მეფის პატივისცემისა: მაგრამ არა მხოლოდ ნაცვალცემითობის წესით (უფლებით), არამედ წმინდა მოვალეობისა, თუნდაც ეს მოხდეს ნაცვალცემითობის იმედის გარეშე.

ახლა კი საცნაური გახდა, თუ რას ფიქრობდა მოციქული, როდესაც აზრს ღვთის შიშის შესახებ უშუალოდ მიუერთებდა აზრს მეფის პატივისცემაზე. მას სურდა მოკლედ და ამასთან მკაფიოდ და საფუძვლიანად მოეცა სწავლება თუ რა ევალება ქრისტეანსა და მოქალაქეს. სთქვა რა: ღვთისა გეშინოდეთ, წარმოადგინა სწავლება ქრისტეანისა და ამასთან საფუძველი დაუდო მოქალაქის სწავლებასაც. სთქვა რა უშუალოდ ამ სიტყვების შემდეგ: მეფესა პატივსცემდეთ, მან გადმოგვცა სწავლება არა მარტო მოქალაქისა, არამედ დააფუძნა იგი ღვთიური რელიგიის შეურყეველ საძირკველზე. მან გვიჩვენა – როგორც დამოუკიდებელი, ღვთიური ღირსება რელიგიისა, ასევე სამეფო ტახტის ღვთიურ მოწყობაზე დამოკიდებულება; როგორც კავშირი საკურთხეველსა და ტახტს შორის, ესრეთ არარაობა მდაბალ, უღირს გულისსიტყვათა როგორც ერთზე, ისე მეორეზე.

მეფე – საეკლესიო ხომალდის მესაჭე

მღვდლობასა და მეფობას შორის სიმფონიური კავშირი, არა როგორც მოცემულობა, არამედ როგორც წინასწარ მოცემულობა, – „არის მოძღვრება, რომელიც წმ. წერილს ეყრდნობა და რომელიც ყოველთვის იქადაგებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და რომელმაც მის სამართალშიც შეაღწია: „მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან“ (ისაია 49.23), ნაწინასწარმეტყველებია ისაიას მიერ ძვ. აღთქმაში და ისინი იქნებიან სარწმუნოებისა და ღვთიური მცნებების დამცველნი (2 მეფეთა 5.2) და ამით დაედო საფუძველი კავშირს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდა არსებულიყო.

ისტორიულად საეკლესიო კანონები განსაზღვრავდნენ და აძლევდნენ მიმართულებას სამოქალაქო კანონმდებლობას, რომელიც თანდათანობით საეკლესიო გადმოცემათა წრეში ხვდებოდა. მაგალითისათვის, ბულგარეთის არქიეპისკოპოსი დიმიტრი ხომატინი, რომელიც XIII საუკუნეში ცხოვრობდა, ამბობს, რომ „იმპერატორი, რომელიც არის და იწოდება საეკლესიო წეს-წყობის უმაღლეს დამცველად, საკრებო დადგენილებებზე მაღლა დგას და მათ ძალასა და მოქმედებას ანიჭებს. იგი სამღვდელოების ქცევასა და ცხოვრებასთან მიმართებაში არის საეკლესიო იერარქიის წინამძღოლი და კანონმდებელი; იგი უფლებამოსილია მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებსა და სამღვდელო დასს შორის არსებული კამათი გადაწყვიტოს და ვაკანტურ საეპისკოპოსო ადგილებზე დანიშნოს. მას შეუძლია საეპისკოპოსო კათედრების ამაღლება, ასევე ეპისკოპოსებისა მიტროპოლიებისა და მიტროპოლიტების დონეზე… მის დადგენილებებს კანონის ძალა აქვთ.

რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი კანონი პირდაპირ ამბობდა: „იმპერატორი, როგორც ქრისტეანი ხელმწიფე, არის გაბატონებული სარწუნოების დოგმატთა უზენაესი დამცველი და შემნახველი, მართლმორწმუნეობისა და ყოველი საეკლესიო კეთილმოწესეობის ზედამხედველი“… ამ აზრით იმპერატორი… იწოდება ეკლესიის თავად“. მეფის მიერ მიწიერი ეკლესიის მეთაურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არა მარტო სიმფონიური საერო არქიეპისკოპოსია, არამედ ეკლესიის საგარეო საქმეთა ერთადერთი ეპისკოპოსი.

მეფე – ეკლესიის საგარეო ეპისკოპოსი

„უფალი, – გვასწავლის ფილარეტ მოსკოველი, – დედამიწაზე თავის ზეციურ სასუფეველში, ანუ ეკლესიაში, განსაკუთრებული სახით ქმნის, იოანე ღვთიურ საიდუმლოებათა მხილველის განმარტებით, მეფეებსა და მღვდლებს, ზეციურსა და მათთან მიწიერ მღვდელმთავრებს“. ამიტომაც „ეკლესია მეფეებს ყოველთვისაც თვლიდა და თვლის ასეთებად (მღვდელმთავრებად) და აკურთხებდა რა მათ განსაკუთრებული წესით და მირონცხებს რა მეფობაზე, შერაცხავს სამღვდელო პირებში, ვისზედაც გადმოსულია მადლი ღვთისა. კონსტანტინე დიდი ნიკეის კრების მამათა მიმართ სიტყვაში ეპისკოპოსებს უწოდებს ეკლესიის შინაგანი ცხოვრების საქმეთა ეპისკოპოსებს, ხოლო საკუთრ თავს – ეკლესიის საგარეო ცხოვრების საქმეთა ეპისკოპოსს… ქალკედონის კრების მამები მარკიანე იმპერატორს მიესალმებიან როგორც „მღვდელ-მეფეს“; ხოლო მართლმადიდებლობის მკაცრი მასწავლებელი, პაპი ლეონ დიდი, უხერხულად არ გრძნობს თავს ხელმწიფეთა ხელისუფლება აღიაროს სამღვდელოდ, რომელიც განმსჭვალულია საეკლესიო ინტერესებით და იღწვის მისი წარმატებებისათვის“ – ნათქვამია „მართლმადიდებლურ საეკლესიო სამართალში“.

მართლმადიდებელი თვითმპყრობელნი იძლეოდნენ ბრძანებებს ღვთისმსახურებისას ცნობილი ჰიმნების საყოველთაო გამოყენების შესახებ.. ასე მაგალითად, თეოდოს მეორის ბრძანება სამწმიდა საგალობელის საყოველთაო გამოყენების შესახებ. ზოგჯერ კი თვითონაც ქმნიდნენ საგალობლებს. ცნობილია იუსტინიანეს საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება“, რომელიც მწუხრის ლოცვაზე იგალობება. იოანე მრისხანის ღვთისმშობლის სტიქარონები. „ამდენად V ს. საეკლესიო ისტორიკოსს სოკრატს – სრული უფლება ჰქონდა ეთქვა, რომ მას შემდეგ რაც მეფეები ქრისტეანები შეიქმნენ საეკლესიო საქმეები მათზე დამოკიდებული გახდნენ“. – გვამცნობს კანონისტი ნ. სუვოროვი.

აი, რა არის ნათქვამი კონსტანტინეპოლის პატრიარქის ანტონის ეპისტოლეში მეფის საეკლესიო მსახურების შესახებ: „მეფეს ეკლესიაში მაღალი ადგილი უჭირავს. მასთან არ შეიძლება თავადთა და მთავართა შედარება. მეფეებმა თავდაპირველად მთელს ქვეყანაზე განამტკიცეს ღვთისმოსაობა; მეფეებმა მოაწყვეს საეკლესიო კრებები; მათ თავიანთი კანონებით დაამტკიცეს იმის დაცვა, რაზეც მეტყველებდნენ საღვთო და წმინდა კანონები სწორი დოგმატებისა და ქრისტეანული ცხოვრების კეთილმოწყობაზე. და ამასთან ბევრი იღვაწეს მწვალებლობათა წინააღმდეგ; დაბოლოს, მეფეებმა კრებებთან ერთად თავისი დადგენილებებით განსაზღვრეს სამღვდელმთავრო კათედრების თანმიმდევრობა და დაადგინეს სამიტროპოლიტო ოლქებისა და საეპისკოპოსო ეპარქიათა საზღვრები. ყოველივე ამისთვის მათ უდიდესი პატივი აქვთ და ეკლესიაში უჭირავთ მაღალი ადგილი.

კართაგენის კრების 104-ე კანონის თანახმად: „ეკლესია, რომელმაც კეთილმსახური წიაღიდან ქრისტეს მეფეები აღმოუშობა და რწმენის სიმტკიცით აღუზარდა“ აღიარებს, რომ ყოველ „მართალ მეფეს გააჩნია მღვდელმთავრის წოდება“; „მღვდელმოქმედებათა გამოკლებით იმპერატორი თავის თავში ითავსებს ეპისკოპოსის ყველა პრივილეგიას, რის საფუძველზეც მის საეკლესიო განკარგულებებს კანონიკური მნიშვნელობა ენიჭებათ“, – მისწერდა XIII ს-ში ბულგარეთის არქიეპისკოპოსი დიმიტრი ხომატინი არქიეპისკოპოს კონსტანტინე კავასილს.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

31 Responses to “სახელმწიფოებრივი კატეხიზმო”

  1. ALEXSANDRE Says:

    შეკითხვა ამ საიტის მკითხველს!

    არის თუ არა სიცრუე ამ სიტყვებში?

    1. „ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული… ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.

  2. ALEXSANDRE Says:

    როდესაც ქრისტიანი ადამიანი, ფილმის „სიყვარული ვენახში“ გადამღებსა და მისნაირებს მიმართავს, „თქვენა ხართ მნათობნი საქართველოისანი, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო“-ო, ამბობს თუ არა იგი სიცრუეს? ასეთმა „სტრიფტიზიორებმა“ გადაარჩინეს საქართველო? ისინი (გარყვნილი მსახიობი ქალები) არიან მნათობნი საქართველოისანი თუ სარწმუნოებისთვის წამებული ქეთევან დედოფალი?

    ეს სიყვარულია თუ მკრეხელობა?!

    • ნიკა Says:

      „ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.“

      ზვიად გამსახურდია

      • ნიკა Says:

        „ხელისუფლება იმთავითვე არის ღმერთისგან, მაგრამ როცა რომელიმე ხელისუფლება განუდგება ღმერთს და ღმერთის წინააღმდეგაც აღდგება, მაშინ იგი ძალადობად იქცევა და უკვე ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგან არის. ასე რომ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით საიდუმლო ხელისუფლებისა და საიდუმლო ძალადობისა. ხელისუფლება კურთხეულია ღვთისაგან, ეკლესიის წინააღმდეგ ძალადობა კი შეჩვენებულია ღმერთის მიერ! ყოველივე რაც ღმრთისაგანაა – სიკეთეა, ხოლო თუკი ამ სიკეთეს ბოროტად იყენებენ, აი, ეს არის ეშმაკი, ყველა სამყაროთა და მათ შორის ადამიანური სამყაროს ბოროტეშმაკეულება. ხელისუფლება ღმერთისგანაა, და სანამ იგი ღმერთში, ღმერთის მორჩილებაში და ღმერთთან ჰგიებს, იგი კურთხეულია, ხოლო თუკი რომელიმე ხელისუფლება მიატოვებს ღმერთს, იგი ძალადობად იქცევა და ამით ღმერთის მოწინააღმდეგის – ეშმაკის ხელისუფლებას უქვემდებარებს თავს.“

        (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი)
        srulad: https://didgori.wordpress.com/2009/02/28/ეკლესია-და-ხელისუფლება/

  3. ნიკა Says:

    ბ-ნი პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი ბრძანებს ვიდეოში, რომ მთელი მსოფლიოს სატანური ძალები იყვნენ ეროვნულ ხელისუფლებას დაპირისპირებული. ისმის კითხვა, მაინც რამ გააერთიანა ასე ერთსულოვნებით მხოლოდ ქართული კანონიერი ხელისუფლებისადმი? მე ვფიქრობ, ქრისტეს გამო, ბ-ნი პრეზიდენტის, ასეთი სულიერების და აზროვნების გამო. ამ აზროვნების ხელისუფლებას ვერ იტანს ღვთის მარადი მტერი სატანა:
    ————————————-
    ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum). ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum omnium hominum pacis abbat” (”ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. “

    (ზვიად გამსახურდია)

    srulad:

    https://didgori.wordpress.com/2008/11/08/ზვიად-გამსახურდია-მახვი/
    —————————-
    ბ-ნი პრემიერიც, სწორედ ასეთი სულიერების გამო არის მიუღებელი სატანური ძალებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – მსოფლიო ბილდერბერგერული პლანეტარული ლოჟისათვის.

    • ნიკა Says:

      ჩვენი დამხობილი სახელმწიფოებრიობის, განდევნილი პრეზიდენტის, ეროვნული მთავრობის, და თვითეული ჩვენთაგანისთვის – დევნილი მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ეკლესიის ცხოვართათვის, ნუგეში, მაცხოვრის ეს დანაბარებია:
      —————————————————–
      „ყველასაგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“. (მათე 10, 22)

  4. a.sanduxaZe Says:

    Хамату Курбанову, погибшему рядом со своим президентом, его мужєственному и доброму сердцу, сердцу настоящего чеченца, посвящаю.
    Н-Т.

    Сильнее всего неизбежность, ибо она властвует над всем.
    Но мудрее всего время, ибо оно раскрывает все.
    (Фалес)
    .
    .
    Почва и судьбы
    В начале XVIII века итальянский мыслитель Джам-баттиста Вико (1688-1744), непонятый современниками и несправедливо рано забытый, писал, что в гражданском и цивилизованном обществе Герои невозможны. Их время – античность, варварские времена и предыстория человечества. Через сто лет Гегель возвращается к теории Дж. Вико и создает блестящую концепцию героической эпохи истории, своего понимания Героя и его роли в обществе. Героизм он сравнивает с появлением идеи государственности. Герои – индивидуумы, которые, руководствуясь только своей волей, берут на себя бремя созидателя Истории, ощущая его как неизбежность судьбы. При этом «героический индивидуум», – пишет Гегель – не отделяет себя от тогго нравственного целого, которому он принадлежит, а осознает себя как бы находящимся в субстанциональном единстве с этим целым». Поэтому античный Герой не знает коллизий между поступком и моралью, между желанием и долгом: личное у него всегда совпадает с общим. Античный Герой всегда ощущает связь с многочисленными поколениями предков. Он как бы чувствует их в себе и есть то, чем были они.
    Итак, появление исторического Героя обусловлено целым рядом обстоятельств. Возможны ли исторические герои в наше время?
    Общество, в котором мы живем, назвать цивилизованным можно, разве, только с очень большой натяжкой. О гражданском обществе вообще говорить не приходится. В России его никогда не было, и в обозримом историческом будущем оно не просматривается. Так называемый свободный рынок, в котором хотят видеть панацею от всех бед, уже привел Россию к совершенно чудовищной форме уголовной охлократии, подобной которой не было нигде и никогда, и из которой прямая дорога к вырождению, варварству и одичанию.
    Существование в историческом вакууме, где исторические события заменяются «историческими» мероприятиями очередной власти, превратившей исторический процесс в некий непонятный предмет одноразового пользования, вывело общество за пределы исторического пространства и времени. Общество живет в вечном сегодня, ирреальном и зыбком, очутившись трудами социальных зкспериментаторов, как бы в предистории доисторического времени.
    Переход к историческому времени – это и есть героический период в истории человечества. Утверждать, что он начался сейчас на Кавказе, пусть и несколько смело, но именно на Кавказе появились впервые за тысячелетия индивидуумы, которые вписываются в строгие рамки античных Героев по определению (Гегеля!!).
    Это и Джохар Дудаев, и Звиад Гамсахурдиа. Они пришли в XX век как бы из разных исторических эпох, и каждый жил в своей до последнего дыхания.
    Звиад Гамсахурдиа был сыном Золотого Века Грузии. Джохар Дудаев – из легендарных патриархальных времен естественных свобод, ограниченных не законом, но обычаем, ненарушимым и вечным. Генетическая память Дудаева хранила облик вождей и царей, которые в мирное время пасли стада, в битвах против врагов, пришедших на их мирные пастбища, сражались плечом к плечу с простыми воинами, и никогда не умирали на щите, а только со щитом… И таинственное неизвестное прошлое, данное в ощущении чего-то вечного, и совсем недавнее прошлое, которое воспринималось тоже порой как седая старина, хотя он сам был его участником – изгнание и возвращение в родные места, которые он не мог помнить, приговоренный к вечной ссылке младенцем, но помнил и вспоминал всегда в воспоминаниях родителей и старших братьев, и поэтому узнал – все это стало его единым пафосом и судьбой, а сам он – первым эпическим Героем Кавказа XX века.
    Эсхатологический характер чеченской Войны, планируемый не только как тотальный геноцид народа Ичкерии, но и всей флоры, фауны, исторического ландшафта страны, самой земли, на которой этот народ жил два тысячелетия, чтобы грядущие поколений не могли бы даже подумать, что на этой сожженной адским пламенем земле мог жить, бороться и побеждать человек, уводит из XX века в ирреальность сновидений предисторических времен, когда рождались мифы о судьбоносных для человечества битвах Матери-Земли с порожденными ею чудовищами.
    Опыт этой войны, вероятно, уже изучается, чтобы понять стратегию успешного противостояния малых сил плохо вооруженных бойцов четырестатысячной армии агрессора, применивших против них все средства массового истребления, кроме ядерного оружия пока. Это изучение мало что даст. Причина этого беспрецедентного во всей мировой истории противостояния даже не блестящий военный дар Джохара Дудаева, а принятие всем народом Ичкерии полной независимости своей страны как неизбежности судьбы. Поэтому даже гибель Дудаева, воспринятая как всенародное горе, не стала национальной катастрофой, как была со всей очевидностью задумана, а подлинным апофеозом пути Героя. Он умер победителем, выполнив то, что было пафосом всей его жизни: он создал независимое государство – Чеченскую Республику Ичкерию. И что бы ни говорили о «режиме Дудаева», все разбивается о неопровержимость факта: только сильная государственность, сплоченная единой волей и единой судьбой народа, может противостоять убойной силе агрессора, человеческие резервы которого превосходят Ичкерию в 150 с лишним раз и который не останавливается перед любыми преступлениями, чтобы сломить чеченский народ. Но пока на земле будет оставаться хотя бы один чеченец, он будет чувствовать себя везде и всегда гражданином свободной Ичкерии. Везде и всегда. Это и есть великая историческая победа Джохара Дудаева, сделавшая его счастливым эпическим Героем нового героического эпоса, которому предстоит еще родиться на Кавказе.
    Но если Джохар Дудаев – счастливый Герой эпических сказаний, то Звиад Гамсахурдиа – это фигура трагическая, жертвенная даже. Он пришел в Грузию, вероятно, в самый трагический момент ее истории и пришел, словно из ее Золотого Века, где бы он, теолог и мыслитель, занял подобающее ему место на философских диспутах при блестящем дворе царицы Тамар. Но он родился в кровавый XX век, когда взорванная изнутри пала связь времен, и он, грузинский Гамлет, был призван восстановить ее. Но это было ему не под силу, как и его датскому предшественнику, как и кому-либо вообще. Он был избран президентом Грузии и оставался им полгода. История его президентства известна – это путь восхождения на Голгофу. Президент-диссидент, как его называли порой, он стал президентом-мучеником. Вообще в нем было что-то от христианского мученика, и, живи он в другое время, он мог бы стать подвижником Веры. Став избранником своего народа, избранником Грузии, он готов был служить ей как рыцарь прекрасной даме. Но он никогда не был политиком в современном понимании и понимал политические споры как диспуты в поисках истины. Его же политическими противниками были профессиональные палачи. Но он знал, что нужно Грузии. Этого ему не могли простить. Соседняя мощная держава, когда поняла, что все происходящее в Грузии серьезно, Грузии первой ставшей свободной от большевизма, первой же был нанесен мощный удар извне, и она была превращена Москвой в полигон политических интриг и кровавых провокаций.
    Когда перед Гамсахурдиа встал вопрос, чья кровь должна пролиться, он сделал свой выбор без колебаний. Перед ним была его Грузия на кресте, увитом алыми розами:
    Вот крест, увитый розами.
    Кто соединил розы и крест?
    Этот туманный образ-символ из Средневековья, возрожденный в поэзии Гете, Гамсахурдиа не мог не знать, но он знал также, что «сорвавший розы с креста, должен взять на себя и крест» (Гегель). И он, сорвав розы с креста, взял на себя крест, и судьба Грузии стала его судьбой. Трагедия его жизни не кончилась с его смертью. Его Грузия по-прежнему на кресте, и то тише, то громче звучат голоса, что Звиад жив, что он вернется. Кажется, что в античной драме его жизни хор и Герои поменялись местами. Хор звучит тихо, почти замолкает, а погибший Герой заклинает хор вспомнить, что на кресте распятой Грузии много еще алых роз.
    И Звиад Гамсахурдиа, и Джохар Дудаев, оба совершенно разные, и не похожие, знали одну Любовь и одну Веру – Кавказ. Они знали, что Бог проявил невероятную расточительность, создав для них Кавказ. Он потратил на него столько материала, что его с лихвой хватило бы на несколько частей Света, но даже Богу не дано из нескольких частей Света воссоздать один Кавказ. Зато людям дано уничтожать Кавказ. И Гамсахурдиа, и Дудаев видели, что ночь новый народных казней и бед снова сгущается над этой, возможно, самой трагической и самой прекрасной землей. И Гамсахурдиа, и Дудаев видели, что только вольный союз кавказских народов может спасти от уничтожения их обычаи, образ жизни, а многих из них – от полного истребления.
    И вот воин и мыслитель, чеченец и грузин, мусульманин и христианин протягивают друг другу руки и становятся союзниками и побратимами навек.
    По сведениям из источника, не возбуждающего сомнений, известно, что бойцы Дудаева, покидая Грозный, унесли прах Гамсахурдиа и похоронили в горах. Зная отношение мусульман к смерти, большего подтверждения веры чеченцев в вечный союз с Грузией не найти. Прах грузина-христианина в пантеоне вечной славы мусульманской Чечни – начало новой эры в истории Кавказа.
    Так вот почему началась эта новая кавказская война. Вот почему наемными палачами и предателями Грузию выводят за грани жизни, засевая ее земли российскими военными базами, вот почему российскими бомбами хотят смести с лица Земли – даже память о том, что была такая страна – Ичкерия.
    Где-то высоко, в недоступных горах, появилась могила, теперь их, возможно две. Когда-нибудь это место станет местом паломничества, а пока только те белоснежные, те голубые чеченские туманы, подобно которым нет нигде, тихо скользят вниз по склонам гор. А древние чеченские башни так невероятно похожие в синеве вечерних сумерек на идущих к реке горянок, кажется, остановились внизу, чтобы украдкой бросить взгляд на гору. Где бы ни лежал прах последнего мученика Сакартвело, он лежит в священной земле, потому что в Чечне нет и пяди земли, не политой кровью тех, кто умирал на ней порой не ради жизни, а чтобы даже и смерть встретить словами «Я свободен, А ты?»
    Когда на сцене античного театра погибал Герой, хор слагал дифирамбы, чтобы его жизнь продолжилась в жизни других поколений. А как в жизни конца XX века? Недавно умерший поэт И. Бродский назвал подлинной трагедией, когда вместе с Героем погибает и хор. Не эта ли трагедия на исторической сцене Кавказа сегодня? Что ждет его народы, столь одаренные природой и столь обделенные историей? Войдет ли богатейшее наследие их многовекового опыта в «совершеннейшее произведение творческого разума, которым является история» (Гегель. Философская история). Или им суждено, в результате все более и более усиливающейся агрессивности России, спасаться от истребительных войн и геноцидов, быть разметанным по бесконечным просторам всегда враждебной им империи и равнодушного к ним мира и, лишенным памяти прошлого, стремительно вымирая в соответствии с планами плановой истории России, погружаться в бездумное безразличие и мелочные интересы борьбы за кусок хлеба. В таких случаях обычно говорят, что надежда умирает последней. Но это ведь эпитафия на могилу раба. Там, где остается только надежда, давно уже нет ничего. Но у кавказских народов при всем многообразии их исторических судеб и происхождения, есть еще одна общая черта, особенно ярко выраженная у чеченцев: глубокое внутреннее осознание сиюминутности происходящего. Живя среди воплощения вечности – гор, они ощущают время не как быстротечные мгновенья, а как бесконечность бытия. Именно в этом секрет невероятного мужества противостояния крохотной Чечни огромной самодержавной России как в этой истребительной войне, так и во всех других ранее. Чеченцы – один из древнейших народов мира, и всем опытом своей многотысячелетней генетической памяти, они ощущают сиюминутную тщету любой самодержавности. Этого не понимают ни многочисленные рассейские завоеватели, ни искренно влюбленные в Кавказ русские поэты. То, в чем они видели яркую экзотику варварского и полудикого, по их мнению, народа, было проявлением древнейшей культуры, намного превосходившей молодую цивилизацию завоевателей. Это было проявлением забытой, потерявшейся в веках философии, великой философии, приспособленной не к жалким нуждам дня, а поднявшейся над скоротечностью жизни осознанием непреодолимости стремления к свободе.
    Именно эта философия, данная не в сознании, а как извечное состояние души, принявшей ее как неизбежность судьбы, определяла всегда трагическую, героическую и прекрасную историю Кавказа. И в ней ответ, что будет с Кавказом…
    … На кровавом закатном небе конца века они стоят рядом – ДЖОХАР ДУДАЕВ И ЗВИАД ГАМСАХУРДИА.
    Кто они? Предтечи? Героический символ грядущего дня? Или последние исторические Герои, живой анахронизм безвременно уходящего в небытие человечества?
    Кто они, до конца сыгравшие свои трагические роли по строгим канонам античной драмы?
    Герои? Жертвы? Победители?

    • ლომისა Says:

      ქალბატონ ნატალია ტელევნაიას უღრმესი მადლობა ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის გამოქომაგებისათვის. საბედნიეროდ, ზვიად გამსახურდიას ფენომენი, არ არის მხოლოდ ანტიკური გმირობა, რომლის სრულყოფილი აღქმა ჰეგელისა თუ კაცთა მიერ გამოგონილი სხვა რომელიმე მოძღვრებითაა შესაძლებელი. ზვიად გამსახურდიას მესიანიზმის ანუ განმათავისუფლებლობის ფესვები უპირველესად მის სარწმუნოებრივ აღმსარებლობაში უნდა ვეძებოთ. ზვიად გამსახურდია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და მისი ფენომენი ქრისტეს ერთგულებაში უნდა ვეძებოთ.

      ჯოხარ დუდაევისა და იჩქერიის დამცველთა გმირობა რუსეთის ოკუპანტების წინააღმდეგ სამაგალითოა ქართველებისათვის, დიდ მადლიერებასაც გამოვთქვამთ ამ ერის მიმართ, იმ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამო, რომელიც მათ გამოჩინეს ზვიად გამსახურდიასა და ქართველი ერის მიმართ, მაგრამ როდესაც საკითხი ზვიად გამსახურდიას ნამდვილ ფენომენს ეხება, მაშინ, მის სარწმუნოებრივი თვითშეგნება პირველ ადგილზე დგება.

      მართლმადიდებლებსაც ასეთი მოწყალეობა მართებთ ყველას მიმართ, როგორც შეგვიძლია უნდა დავიხსნათ ადამიანები გაჭირვებისგან და ღმერთი გადაგვიხდის, ვინაიდან თვით უფალიც სწყალობს არა მარტო მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც.

      ამ საკითხზე უფრო ამომწურავად საუბრობს მამა გიორგი სხილაძე თავის ნარკვევში „პარიზის ქართული სამრევლოს სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი გამოცემა“ https://didgori.files.wordpress.com/2008/11/21_saqme_n1.pdf

      „Кто они, до конца сыгравшие свои трагические роли по строгим канонам античной драмы? Герои? Жертвы? Победители?“ ამ კითხვას, რომელსაც პატივცემული ნატალია სვამს, ქვემოთ მოყვანილი ციტატა, ვგონებ, ზუსტად პასუხობს:

      «შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ზ. გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 26.05.90. უზარმაზარ მიტინგზე: ,,ისტორიამ სამსჯავროზე, ჩვენს წინაშე, გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი. ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით; ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა. და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც 70 წელია, გვანადგურებს; აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, ,,მესიად“* მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა-ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა. აი, მიზეზი ჩვენი კატასტროფისა… აირჩი, ქართველო ერო! აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა… და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა… გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ-იყოს საქართველო, რომელიც ივლის ამ გზით!! და რომელიც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით _ შეჩვენებულ-იყოს უკუნისამდე!!! გაჰყევით გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!“.
      ___________
      *ლათ. ,,მესსიე“ მომდინარეობს ებრაული ,,მაშიახი“-დან, რაც ქართ. ,,ცხებული“ (ღვთისგან მადლცხებული)-ა, ხოლო ,,იესუ“ (,,იესო“) მომდინარეობს ებრ. ,,იეშუა“-დან, რაც ქართ. ,,მხსნელი“ (,,მაცხოვარი“)-ა; ბიბლიური წინასწარმეტყველი ნეემია თავის ხალხზე, რჩეულ ერზე, უფალს შესტირის: ,,შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ, მხსნელებს (იგულისხმებიან მეფე-წინასწარმეტყველნი, წინამძღოლნი, ეროვნული გმირნი) უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან“ (9,27). ქართ. ეკლ. წმ. მეფე არჩილს ,,მხსნელის მსგავსს“ უწოდებს მის ,,კონდაკში“. ამავე აზრით შეარქვეს ქართველმა მამულიშვილებმა ზვიადს ,,განმათავისუფლებელი“.

      ვახტანგსა და დავითს ზვიადი კავკასიური აზროვნებითაც ჰგავდა. ამიტომაც, სცნო, როგორც პრეზიდენტმა, ჩაჩნეთის დამოუკიდებლობა. შემდეგ, ამ ქვეყანაში ლტოლვილობაც დააყვედრეს, _ მაჰმადიანებთან წავიდაო… მაგრამ განა ,,ქრისტეანმა“ თანამოძმეებმა სასიკვდილოდ არ გაიმეტეს და არ დევნეს იგი, რომელმაც ჯერ მიაშურა არამაჰმადიანურ სომხეთს, რომლის მთავრობამაც არათუ არ შეიფარა, მდევნელებისთვის გადაცემა გადაწყვიტა მისი (აქ უნდა გავიხსენოთ, ვის უწოდებს ქრისტე ადამიანის ,,მოყვასს“, _ არც თანატომელ ავაზაკთ, რომლებიც თავს ,,დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყუდარი“; არც მღვდელსა და ლევიტელს (დიაკონს), რომლებმაც ამ დღეში იხილეს და გვერდი აუქციეს, _ არამედ ტომითა და რჯულით უცხო სამარიტელს, რომელმაც ,,იხილა იგი და შეეწყალა. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი, დაასხა ზეთი და ღვინოი და შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე“ _ შდრ. ლ.:10,30-34.)?!. ამის გამო მოხდა საკვირველი და ერთი შეხედვით, უჩვეულო რამ, რომელიც განსჯას საჭიროებს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სოხუმში, ქართველებმა ,,ხუნტის“ საწინააღმდეგო შეკრებაზე გამოიტანეს იჩქერიის პრეზიდენტისა და თავიანთი მამამთავრის გადიდებული სურათები, რომელთაგან ამ უკანასკნელის პირისახეს დიაგონალურად ორი წითელი ხაზი დაჰყვებოდა, რამაც ზ. გამსახურდიას მოწინააღმდეგენი აღაშფოთა _ ამ საზიზღარმა ,,ზვიადისტებმა“ როგორ გადახაზეს პატრიარქის სახე, ხოლო მუსლიმი კაცის სურათი როგორ აღმართესო. ჩვენ კი განვმარტავთ: ამ უკანასკნელის სურათი გამოიტანეს ,,მოწყალე სამარიტელისადმი“ მადლიერების ნიშნად, ხოლო რაც შეეხება ილია II-ს ფოტოსურათს, ის იყო არა გადახაზული (რადგან წითელი ხაზები სახეზე კი არა, პირზე გადიოდა), არამედ პლაკატური ენით ამეტყველებული _ რატომ სდუმს ჩვენი მამამთავარი?!.».

  5. a.sanduxaZe Says:

    am SesaniSnavi werilis avtori aris rusi disidenti qalbatoni natalia televnaia

  6. ივერიელი Says:

    ბავშვებო ბავშვებო, აბა მითხარით ეხლა, დიდი პირი დააღეთ და ისე, არის თქვენთვის წმიდა ფილარეტ მოსკოველი ავტორიტეტი?

  7. ივერიელი Says:

    ნუ რაც მთავარია, მანახეთ საეკლესიო კანონი, სადაც წერია რომ პრეზიდენტი მეფეა. მანახეთ თქვე გიჟებო თქვენა? გასკდით ფურუნკულებივით? დაასვენეთ ეს კაცი საფლავში, არ იყო მეფე არა! პრეზიდენტი იყო.😀

    • ნიკა Says:

      „ივერიელო“, უკანასკნელ გაფრთხილებას გაძლევთ, მართლმადიდებლური სიწმინდეების შენი გმობით და ბილწსიტყვაობით, მოფენილია „თბილისის ფორუმი“. აქაც არანაირი თავშეკავება არ გაგაჩნია. მოგიწოდებთ თავი შეიკავო ღვთისა და ადამიანთა მიმართ ანტისახარებისეული მიმართვებისა და გმობისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში აღვკვეთავთ შენს პაპისტურ თარეშს აქ. გამოხატე შენი აზრი მისაღებ ფორმაში.

      • ლომისა Says:

        აღარ არის საჭირო ზედმეტი გაფრთხილება. „ივერიელის“ უზრდელი პასკვილური ჩანაწერების გამოქვეყნება დროებით შეჩერებულია!

      • ნიკა Says:

        პასუხი „ივერიელს“:
        ————–
        ძალიან ამპარტავნობთ თქვენი განათლებით, მაგრამ თქვენი „სჯულთმეცნიერება“ ვატიკანის კედლებს არ სცდება. ამდენად ძალიან ძნელია საკითხის არმცოდნესთან პოლემიკის წარმართვა. მაგალითად, რომელიმე მეცნიერების დარგის წარმომადგენელთან კამათი რომ გავაჩაღო, რაშიც არაფერი გამეგება, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდება იგი.
        ———————–
        ბ-ნო, ივერიელო, თქვენთვის სახარების ეს კანონი არაფერს ნიშნავს?
        ———————–
        დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი (რომ.13.1);
        სად წერია, აქ მხოლოდ მეფის ხელმწიფების მორჩილება?
        —————-
        რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი მეფე ეს უმაღლესი მიზანია, შესანიშნავია: „ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება,
        ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა“ (ღირსი სერაფიმ საროველი)
        ——————-
        მაგრამ სანამ ეს მიზანი მიიღწეოდეს, ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება კანონიერად არჩეული მართლმადიდებელი პრეზიდენტისა.

        რადგანაც სიტყვა „მეფე“ თავისი უძველესი წარმოშობით არამეულსა და სანსკრიტში ნიშნავს „დამცველი, მფარველი, ხელმძღვანელი“, ამიტომ ისევე როგორც მეფე, ასევეა პრეზიდენტიც ერის დამცველი, მფარველი, ხელმძღვანელი, და ისევე როგორც „მეფობა“ – რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტობაც ხალხისა და სარწმუნოების „დაცვა, ზღუდეა“.

    • ლომისა Says:

      „ივერიელი“! ძალიან პრიმიტიულად განიხილავ ამ საკითხს, როდესაც ასე სვამ კითხვას: „ნუ რაც მთავარია, მანახეთ საეკლესიო კანონი, სადაც წერია რომ პრეზიდენტი მეფეა. მანახეთ თქვე გიჟებო თქვენა?“ არავინ არ ამტკიცებს რომ პრეზიდენტი მეფეა! ეს შენ ანერვიულდი უბრალოდ ზვიად გამსახურდიას ხსენებაზე.

      სანამ ქართველობას ეკუმენიზმის ჭია ღრღნის, ხოლო სამღვდელო იერარქიაც ამ სენით არიან დაავადებულნი, ზვიადის სული ნამდვილად ვერ მოისვენებს და ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიო პირველ რიგში. თან გაღრეჭილი სიცილაკიც რომ მიგიმაგრებია, ალბათ დაცინვის გამოსახატავად, ძალიან უხერხულ პოზაში გაყენებს. აბა, ერთი კარგად მოუსმინე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდელი როგორი სიღრმით განიხილავს ამ საკითხებს. მასზეც ხომ ვერ იტყვი, რომ ვერ გაურჩევია ზვიადი მეფე იყო თუ პრეზიდენტიო.

      რამდენიც გენებოს გვიძახე გიჟები! ქრისტიანები უნდა ვეგუებოდეთ სიმართლისთვის შეურაცხყოფის მიღებას. ზვიად გამსახურდიაც გიჟად ჰყავდათ გამოცხადებული ოფ. საპატრირქოს პატრიარქისტებს. ფურუნკულებივით გასკდითო, რომ გვლანძღავ, შე კაი დედ-მამის შვილო, პატრიარქის და საპატრირქოს ერთგულება გავალებს ასეთ მოქცევას თუ მსოფლიო ეკუმენისტური საპატრიარქო?

      ამ საიტზე ყოველ დღე ასობით მკითხველი შემოდის და ასეთი საქციელით აპირებ საკუთარი ნორმალურობის და ქრისტიანობის დემონსტრირებას?

      ————–

      ციტატა მამა გიორგი სხილაძის ნარკვევიდან.

      «ხელისუფლებასთან ეკლესიის მიმართების საკითხი რომ გავაგრძელოთ, თვალში მოგვხვდება კიდევ ერთი უხამსობა, რომელსაც საქ. საპატრიარქო უშვებს. ეს არის ერისკაცის ტაძარში ,,ინაუგურაცია“. ეს სიტყვა ნიშნავს კურთხევას, აღსაყდრებას, რაც მეფესა და პატრიარქს ეკუთვნის, მხოლოდ და ერისკაცზე ამისი აღსრულება მკრეხელობაა. მოგეხსენებათ, რაც სატანურმა ძალებმა ღვთივცხებული მეფეები დაამხეს, პრეზიდენტების ,,გამეფება“ დაიწყეს, ოღონდ მთავრის _ მადლის გარეშე. ეკლესიის ,,ტიბიკონში“ არსებობს წესი მეფედ კურთხევისა, როცა პატრიარქი, სამღვდელოებასთან და ერთან ერთად, საგანგებოდ ლოცავს და მირონს სცხებს მომავალ მეფეს, რომელიც ამის შედეგად ,,სულიწმიდის ნიჭებით“ იღვსება ისევე, როგორც სასულიერო პირი _ მღვდლად კურთხევისას. ეს არის საიდუმლო მოქმედება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეკლესია პრეზიდენტებზე არ ასრულებს, მაგრამ ისიც, რაც სვეტიცხოვლის ტაძარში ხდება _ ხელისუფლისადმი ზარების რეკვით შეგებება, მისთვის (მეუღლითურთ) ,,კათედრის“ მოწყობა და იქ დაბრძანება, კვერექსში მისი ასე მოხსენება: ,,პრეზიდენტი ჩვენი და მთავრობა და მხედრობა…“, მისთვის იქ სიტყვის წარმოთქმის უფლების მიცემა და სხვ., მეფედ კურთხევის „პაროდიაა“, რომელიც, მაგალითად, საქართველოს პირველ პრეზიდენტს* არ უკადრებია. სხვათა შორის, მას არც ის უკადრებია, ტაძრები სამიტინგოდ გამოეყენებინა, რაც სამწუხაროდ, დღეს ხდება. მაგ., ჟურ. ,,სარკე“ 2001 წლის დასაწ. გვამცნობს, რომ ყოვლადწმიდა სამების სახ. ტაძრის I სართულის დამთავრებისას, ელიას მთაზე, კათალიკოსმა საიუბილეოდ შობის წირვა აღასრულა, სადაც ამბიონიდან ,,იქადაგა“ ედუარდ-გიორგი შევარდნაძემ, რომელმაც ,,წინასაარჩევნო სიტყვით მიმართა მრევლს“.
      -___________
      *მანვე პრეზიდენტობაშივე (1991წ.) გამოთქვა აზრი ,,ტრადიციონალისტებთან“ შეხვედრისას, რომ სურდა ყოფილიყო საქ. უკანასკნელი პრეზიდენტიც, რათა მის შემდეგ მეფე მოსულიყო.

      ჩვენი ქრისტეანი მამები და ძმები კი მას იმისთვის განიკითხავდნენ, ეკლესიის საქმეებში უნდოდაო ჩარევა. მაგრამ იგივენი არაფერს ამბობდნენ, როცა მისი წინამორბედი ხელისუფლება ეკლესიაში ურწმუნოებს აგზავნიდა და მფარველობდა, მორწმუნეებს კი გზას უღობავდა და სდევნიდა; ხოლო ვინც ამის საპირისპიროდ მოინდომა დახმარება ეკლესიის თვითგანწმენდისათვის, მათგან სწორედ ის აღმოჩნდა შერისხული და განწირული. როგორც მისი (და ჩვენი) ყოფილი სულიერი მოძღვარი აცხადებს, ,,მე მომიტანეს ზვიადის უკანასკნელი სიტყვები: განა არ ვიცი, ჯერ საქართველო ვერ გაიმარჯვებს, რადგანაც ჯერ ჟამი არ დამდგარა. სანამ ეკლესია არ მოწესრიგდება და სულიერება არ აღორძინდება, ჩვენ ერს ხსნა არ აქვს“ (,,მთ. კვ.“, 23. 02. 04).

      ასეთი დიდბუნებოვანი, განათლებული და მოაზროვნე პრეზიდენტი ისტორიას არ ახსოვს; ის პრეზიდენტობის ინსტიტუტს აღემატებოდა და უფრო, რჩეულ მეფეთა განზომილებებს უახლოვდებოდა. ეს მან სცადა, პირველმა, დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ზნეობა შეეტანა. საპრეზიდენტო მმართველობის ისტორიას არ ახსოვს და თანამედროვეობაში ეს იყო პირველი და ალბათ, უკანასკნელი შემთხვევა, როცა მისი უშუალო მითითებით, მთავარ სამთავრობო ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნდა უნიჭიერესი საეკლ. მწერლის, ,,ივერიის გაბრწყინების“ მთავარი რედაქტორის, ჩვენი უახლოესი სულიერი ძმისა და უსაყვარლესი მეგობრის*, აწ გარდაცვლილი გიორგი გაბაშვილის ,,მასონობისა“ და ,,ეკუმენიზმის“ მამხილებელი წერილი: ,,მსოფლიო ინტეგრაციული პროცესი ქრისტეანული ესქატოლოგიის შუქზე“ (,,საქ. რესპუბლიკა“,15.10.1991წ.) და მისგანვე თარგმნილი, შესაბამისად შესავალწამძღვანებული და ახსნა-განმარტებითი შენიშვნებდართული, მიტროპოლ. ვიტალი უსტინოვის მსგავსი შინაარსის თხზულება ,,ეკუმენიზმი“ (მონრეალი, კანადა, 1968წ.; ,,საქ. რესპ.“,6.11.1991წ.; იმავე დღეს გადაცემულ-იქნა საქ. სახელმწ. რადიოს არხით). ამიტომაც ვერ იგუა ეს გამონაკლისი დღევანდელმა დაცემულმა მსოფლიომ, რადგან მაშინდელი საქართველო და მისი ხელმძღვანელი, მართლაც, მისი ,,დინების წინააღმდეგ მიცურავდა“. როგორც ყოველ ადამიანსა და პოლიტიკოსს, მას, რა თქმა უნდა, ნაკლიც ჰქონდა და შეცდომებიც, მაგრამ რამდენადაც პოლიტიკოსი არა ვარ, მისი მოღვაწეობის პოლიტიკურ შეფასებაში არ შევდივარ და როგორც სასულიერო პირს, მხოლოდ შემიძლია და მოვალეც ვარ, როგორც ყველაფრის, ასევე ამ მოღვაწეობის ზნეობრივი შეფასება მოვახდინო, რასაც ნაწილობრივ ვეცადეთ კიდეც. ხოლო ზ. გამსახურდიას პიროვნებისა და ერის წინაშე დამსახურების სრულყოფილ დაფასებაზე გალაკტიონისებრ ვიტყოდით: ,,ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის… (მასზე) შთამომავლობა“.
      ___________
      *თუმცა, ყველაფერში ერთაზროვანნი არ ვიყავით».

  8. გიორგი წულაძე Says:

    ბ-ნო რედაქტორო, „ლომისა“, გთხოვთ, ნუ შეუჩერებთ „ივერიელს“ პოსტებს, რადგან მას ჯერ მივეცით გაფრთხილება და თუ კორექტულად გამოაქვეყნებს თავის აზრებს, დაე, გამოაქვეყნოს. ხოლო თუ მაინც თავის უტიფარი უხამსი მიმართვებით გააგრძელებს კამათს. მაშინ შეუჩერეთ მონაწილეობა „დიდგორზე“ გამართულ საღვთისმეტყველო კამათში.

    „დიდგორის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

    • ლომისა Says:

      კი ბატონო, დავაბრუნე „ივერიელის“ დამცინავი ჩანაწერები, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ მისი გამოსწორების. ეტყობა დაიღალა თავშეკავებით და თანდათან გვაცნობს საკუთარ თავს.

      ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და მართლაც გამოსწორდეს იგი.

      • ნიკა Says:

        ———————–
        ვაზუსტებ: ბ-ნო, ივერიელო, თქვენთვის წმინდა პავლე მოციქულის ეს კანონი არაფერს ნიშნავს?
        ———————–
        ხელმწიფებანი ღვთის მსახურნი არიან
        ———————–
        დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.“ (რომ. 13-1,2)
        ——————————
        დიახ, ყოველი კანონიერი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი. სად წერია, აქ რომ მხოლოდ მეფის ხელმწიფების მორჩილებაა ღვთისგან კურთხეული?

        ან სად დავწერეთ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მირონცხებული მეფის ხელისუფლება არის.

  9. ნიკა Says:

    ყველა დროში ხელმწიფის დამხობა შეიარაღებული აჯანყებით ეს არის განუზომელად უმძიმესი ცოდვა ჩადენილი ღმერთის წინაშე. როდესაც წმინდა მოციქული ხელმწიფეთა მორჩილებას ქადაგებს, რა თქმა უნდა, რწმენის მდევნელ უღვთო კეისართა მორჩილებას როდი ქადაგებს, არამედ საჭიროა მათი მკაცრი მხილება სიტყვით და ასეც იქცეოდა წმინდა დიდი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი, როდესაც ამხელდა უღვთო მეფეს უზნეობაში. მაგრამ ამ უღვთო კეისართა შეიარაღებული აჯანყებით დამხობაც დანაშაულია. რატომ? წარმოვიდგინოთ, უკანონო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეირაღებული გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებას რა შეიძლება მოყვეს. ხალხის დასაქმება ქვეყანაში უკიდურესად შემცირებულია, ამიტომ მთელი ქარული გენი და ჯიში სამხედო და პოლიციურ სტრუქტურებს მიაწყდა, რათა ოჯახები შეინახონ. ვერაგმა მტერმა ეს კიდევ უფრო დიდი ხელფასებით განამტკიცა. და თუ შეირაღებული აჯანყება მოხდება, მაშინ ეს ძალოვანი ნაწილი ქართველი ერის მეორე ნაწილს, თავის სისხლსა და ხორცს მახვილით დაუპირისპირდება და ერის გენოციდი განხორციელდება. მოიშლება ასევე სახელმწიფოებრივი წესრიგი ქვეყანაში მთლიანად და ერი ჩავადება ქაოსსა და დიდ უბედურებაში. როდესაც უკანონო კეისრის დამხობა შეიარაღებული აჯანყებით არ არის სათნო ღვთისათვის, მაშინ წარმოიდგინეთ, მისთვის რაოდენ საძულველია კეთილმორწმუნე, კეთილმსახური პრეზიდენტის და მთავრობის მახვილით დამხობა! ხოლო ადრე თუ გვიან, ამის ჩამდენთ რა სასჯელს უმზადებს ღმერთი, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.

    • ნიკა Says:

      დავამატებ ერთ წინადადებასაც: ხელმწიფის წინააღმდეგ არა მარტო მახვილის აღმღებთა თავზეა აღმართული მახვილი ღვთისა, არამედ მახვილის აღმღებ ცოდვილთა ქება-დიდების შემსხმელებსაც სიფრთხილე მართებთ, რადგან თანაზიარობა ამ ცოდვისა ძალიან საშიშია: „ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა“ (ეფეს. 5, 11)

      • ნიკა Says:

        ბატონმა რედაქტორმა გამოაქვეყნა მამა გიორგის (სხილაძე) შესანიშნავი სახარებისეული შეფასება იჩქერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მიმართ. სრულიად ვიზიარებ ამ შეხედულებას. დიდი მოყვარე ქართველი ერის დიდი განსაცდელი ჟამს მხოლოდ ჯოხარ დუდაევი აღმოჩნდა. როდესაც ჩვენს პრეზიდენტს მთელმა მსოფლიომ ზურგი აქცია, მან ერთადერთმა შეიფარა! ჯოხრმა შეიფარა მართლმადიდებელი ხელმწიფე და მას ყველა პირობას უქმნიდა მართლმადიდებლური საუფლო დღესასწაულები აღენიშნა. დიახ, მან (ჯოხარ დუდაევმა) თავისი საქმით ქრისტეს გული მოიგო. იქნებ ესეც იყო სატანის გააფთრების მიზეზი, რომ ზვიადის და ჯოხარის მეგობრობას და ძმობას კავკასიის დიდი ნაწილის ქრისტეს სჯულზე მოქცევა მოჰყვებოდა შედეგად. ამიტომ არ დააცადეს ამ ორ კეთილშობილ შვილებს ღვთისას, ერთს მონათლულს და მეორეს – მოუნათლავს, მაგრამ თავის საქმით ქრისტეს მაღიარებელს!

  10. ელენა Says:

    ვუყურე და ვუსმინე ამ ვიდეოში ჩვენს პრემიერ-მინისტრს და სული გათბა! ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი არ უნდა ოპოზიციას, სამაგიეროდ ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ნოღაიდელს, გიგა ბოკერიას და სხვებს „ვარდობისას“ გვერდს უმშვენებდნენ!

    • ლომისა Says:

      ქ-ნო ელენა, დღევანდელ ოპოზიციონერებს რომ ჰკითხოთ, დღესაც აწ გარდაცვლილი ზ. ჟვანიაა პოლიტიკოსობის ეტალონი. გახსოვთ, ალბათ, გაუთავებელი პროპაგანდისტული საუბრები „ჟვანიას გუნდზე“ და თანაგუნდელობაზე.

      რამდენიმე წლის წინ კი აძახებინეს ხალხს „მიშა, ზურა, ნინო“ და ახლა ვინ დაიკავებს „დიდი პოლიტიკოსის“ ნიშს მალე გამოჩნდება.

  11. ნანა Says:

    მამა გიორგი! წავიკითხე თქვენი შეფასება ზვიად გამსახურდიაზე! მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ ასეთი ჭეშმარიტად სარწმუნოებრივ-ეროვნული სასულიერო პირი ჰყავს ქართველ ერს! ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ გადავრჩებით!

    • ლადო Says:

      რათ უნდა ბევრი გამოკვლევა იმას, რასაც ვითომ იკვლევენ ამ კეთლშობილებით აღსავსე ადამიანს – ბესარიონ გუგუშვილს? შეხედავ მოუსმენ თუ არა ელენეს თქმისა არ იყოს, მიხვდები რომ ერის მოჭირნახულესთანა გაქვს საქმე! ჭეშმარიტ ქართველთან გაქვს საქმე! მან შეიძლება საეკლესიო ღვთისმეტყველება სრულად არ იცოდა, ისე როგორც ყველა ჩვენთაგანმა და თანდათან ვსწავლობთ, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ღმერთის ერთგულება მისი, ისევე როგორც პრეზიდენტის იდეალია!!! მე სწორედ ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი მინდა ჩემი საქართველოსთვის!

      • davit Says:

        ლადოოო, შე დალოცვილოოოოო, ეგ არ გაგიგონ მნათეუსმა, დოქტორანტმა, ჯუზეპე პაზოტომ, ვასიკო-რუსიკო ეპისკოპოსებმა, ანუ ბააპტისტებმა, პაპისტებმა, იეღოველებმა, კრიშნამა, ბუდამა, მოლამა, ლადარაია-ილია მეორემა და მათმა მსგავსმა ძერა ყვავებმა თორემა დახვრეტის სასჯელი არა აგცდება! სწორედაც მაგიტომ დასცხეს ბომბები თავზე ჩვენ პრეზიდენტ ზვიადსა, ხოლო ზვიადი და ბესარიონი რამ გაყო, ერთნი არიან სულითა, გონებითა და გულითა! ერთი გადაულახავი ზღუდენი არიან ეგ ორი სახელი ეშმაკებისთვინა!
        ორივეს ქრისტეს გამო, სიმართლის გამო გამოუტანეს განაჩენი ბარაბებმა!!! პრემიერო ფრანგულადა და პირველთა შორის პირველო მოამაგეევ წმინდისა გიორგისა და წმინდა ნინოს ქვეყნისა – საქართველოისაო, ბესარიონ გუგუშვილო, დღეგრძელი და დალოცვილი იყავი ამ ქვეყანასა ზედა!
        სიყვარულით და პატივისცემით დავითი

    • nana Says:

      რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის რაიონი). კრების მოწვევის ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკოცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.

      კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.

      რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.

      • nana Says:

        დღევანდელი ოპოზიცია და საპატრიარქოს ფორუმის ფორუმელები დღეს რომ ერეტიკოს მღვდელმთავრებს აკერპებენ, დავით აღმაშენებელსაც ალბათ ქართული ეკლესიის მტრად გამოაცხადებენ, რადგან დავით მეფემ ხომ შეუტია და დაამხო ილია მეორის და მისი ეპისკოპოსების მსგავსი ქრისტეს მოღალატე მაშინდელი მღვდელმთავრები:

        ”შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.”

      • nika Says:

        Песнь Пресвятой Богородицы

  12. nika1991 Says:

    პრეზიდენტი მეფე არ არის და ვერც ვერასოდეს გახდება, მეფე უფლისგან ხელდასმული ხელმწიფეა და თანაც კურთხეული, პრეზიდენტი ადამიანის არჩეულია მეფე კი დაბადებიდან მეფეა და მას არჩევა არ სჭირდება რადგანაც ეს იმთავითვე გადაწყვეტილია უფლისგან


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: