საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ

ქართველი მოღალატეების როლი კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და ქართველის ერის დისკრედიტაციის კამპანიაში

1990 წლის 4-6 ივლისს, ქ. პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტის, ცნობილი მასონის ვაცლავ ჰაველის ხელმძღვანელობით და ხელშეწყობით ჩატარდა „საერთაშორისო“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საეჭვო წარსულის „დისედენტები“, საიდუმლო აგენტები — საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის დაუძინებელი მტრები. კონფერენციამ სხვა რეზოლუციებთან ერთად მიიღო სამარცხვინო რეზოლუცია N 24, რომლითაც გამოხატა სიძულვილი ქართველი ერისა და ეროვნული მოძრაობის თავკაც ზვიად გამსახურდიას მიმართ. ამ რეზოლუციამ კიდევ უფრო წააქეზა საქართველოში ჩაბუდებული მტრები და მოღალატები 1991-1992 წწ. სამხედრო გადატრიალების მზადებისათვის.

vaclav_gaveli

Rome, 2002 – The Prince and Grand Master with the President of the Czech Republic, Václav Havel

ამ დოკუმენტიდან კარგად მოსჩანს, რომ ეროვნული ხელისუფლების შექმნამდე და უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ორგანო საქართველოში უნდა გამხდარიყო „ეროვნული კონგრესი“,  რომელსაც უზენაესი საბჭოს არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შემთხვევაში უნდა ეკისრა „პარალელური ხელისუფლების“ როლი.

იდეოლოგიის კოორდინაციასთან დაკავშირებით მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ლოზუნგი „ჯერ დემოკრატია — შემდეგ დამოუკიდებლობა“ ანტიეროვნული ძალების უმთავრესი ლოზუნგი იყო 1991-1993 წლების პუტჩის პერიოდში — შემდგომ, რა თქმა უნდა მიივიწყეს…

Resolution_No_24_Democracy_and_Independence_International_Conference_1990_4-6_Jul_Prague_(resolution)

Resolution_No_24_Democracy_and_Independence_International_Conference_1990_4-6_Jul_Prague_(on_Gamsakhurdia)

ესეც მოღალატეები და ცილისმწამელები:

2006-11-24_015245_gudava_chanturia_praga_1990

ცილისმწამებლები: გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი და თენგიზ გუდავა პრაღაში, 1990

2006-11-24_015305_gudava_chanturia_praga_1990_2

გიორგი ჭანტურია ირინა სარიშვილი ქართველი ერის სხვა მოღალატეებთან ერთად

2006-11-24_015326_gudava_prague_1990

ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ შეთქმულების ყველა ორგანიზატორი ერთად — პრაღის ნომერი 24 დეკლარაციის ხელისმომწერნი

ამ სამარცხვინო დეკლარაციას ველური ყიჟინით შეხვდა იმდროინდელი საქართველოს ინტელიგენტურ-ყაჩაღურ-პუტჩისტური ხროვა, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა კვლავაც ერის წინამძღოლის როლში გვევლინება, როგორც მ. სააკაშვილის უკანონო ხელისუფლების, აგრეთვე, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის სახით.

მავანი წამოგვძახებს, კიდევ ერთხელ, თქვე დროში ჩარჩენილებო, რაც მოხდა მოხდა, უნდა დავივიწყოთ, ე.ი. ვაპატიოთ ერის წინაშე ჩადენილი ცოდვები და აღარ გავახსენოთ ერთმანეთსო.

თქვენ რას იტყოდით ამაზე მამულიშვილებო?

ი. ღუდუშაური

P.S.

ღმერთმა შეუნდოთ ნებით თუ უნებლიეთ ამ ღალატის ჩამდენებს, ვინაიდან აღარც გ. ჭანტურიაა ცოცხალი და აღარც თ. გუდავა.

——————————–

მკითხველის კომენტარი:

ეს რეზოლუცია დასაწყისი გახდა საქართველოს დაქცევისა და განადგურების. იმ ხანებში, როდესაც ქართულ პრესაში ეს მარგალიტი გამოქვეყნადა აღშფოთებულმა საპასუხო წერილი დავწერე, ერთ დღეს ვაჩვენე ბატონ ზვიადს და ვთხოვე გაგზავნაში დამხმარებოდა. ბატონმა ზვიდმა წერილის გაცნობის შემდეგ მთხოვა, რომ ის მიტინგზე წამეკითხა.

წავიკთხე, მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს რომ გაგზავნილიყო არა როგორც კერძო პირის არამედ ამ მიტინგის მონაწილეთა სახელით. იმ ხანებში გაზეთი “ქართული ფილმი” მოღალატეთა სათარეშო სარბიელი იყო, უზნეო ცილისწამებების ღვარცოფი მოედინებოდა მისი რედაქციის წყალობით, ერთ დღეს გაიფიცნენ სტამბის მუშები გია ჭანტურიას წერილის გამო, მათ უარი თქვეს გაზეთის გამოშვებაზე და აწყობილი გაზეთი ისევ ქვაბში ჩაუძახეს. რედაქციის მუქარისა და ზეწოლისაგან შეწუხებულმა სტამბის თანამშრომლებმა დახმარებისთვის მოგვმართეს, ჩვენც წავედით, გვსურდა გაგვეგო რა ხდებოდა სტამბაში. იმ დროს „ედეპეშნიკებიც“ მისულიყვნენ. გვერდზე გამიყვანეს და როგორც მათ სჩვეოდათ ქუჩურად მოინდომეს საქმის გარჩევა, მე ვუთხაი თუ რამე ყალბი იყო ჩემს გამოსვლაში აგერ არის ბატონო გაზეთები და დასწერეთ საპასუხო მეთქი, მაშინ ხომ ყველა გაზეთის კარი ღია იყო მათთვის. ამბობენ, გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ ან სდუმანო. კი ბატონო, მაგრამ თუ იმ გარდაცვლილის დათესილ ქარებს ახლა ვიმკით? მაშინ აღარც აღა მაჰმად ხანი უნდა ვახსენოთ და აღარც სერგო ორჯონიკიძე და არც ღოღობერიძე და მისთანები. ავაზაკნი იმასაც გაიძახოდნენ არ გვინდა ზვიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველოო. ეს ბატონი ზვიადის მიმართ ბიოლოგიური სიძულვილით იყო გამოწვეული და თან ამავე დროს მათი პატრონების უშუალო მითითება იყო. ეროვნული კონგრესის შექმნამდე ბევრი რამ მოხდა საქართველოში. თქვენის ნებართვით უფრო ადრინდელს გავიხსენებ.

1987 -88 წლები ეროვნული მოძრაობის განახლების წლები იყო, ჩვენს ქალაქში დედაქალაქიდან “მომაგრებული” ჰყავდათ ერთ ერთი „ედპშნიკი“, მას “ევალებოდა” თანამოაზრეების შეკრება და მუშაობის წარმართვა. იმ ხანად ჩვენს ქალაქში იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ჩვენს ზვიადს და მერაბს და დახმარებას უწევდნენ თვითგამოცემების გავრცელებაში და ხალხში ეროვნულ თვითშეგნებას აღვიძებდნენ. დასაწყისში თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყეს შხამის ჩაწვეთება, ეროვნულ მოძრაობას ბელადები არ სჭირდებაო, ხედავდნენ რა ჩვენს პატივისცემას ბატონ ზვიადისადმი და ბატონ მერაბისადმი, ეს აცოფებდათ, მერმედ უკვე აშკარად დაიწყეს. ეს კი ხალხმა არ აიტანა და განხეთქილებაც დაიწყო, იმხანად ისინი საზოგადოებაში შეძლებულ და თანამდებობის პირებზე ნადირობდნენ, მოგეხსენებათ ყოველ ალხანას თავის ჩალხანა ჰყავსო, მათაც შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადაბირება, მაგრამ საბედნიეროდ ეს ხალხი ქალაქში მაინც და მაინც კარგი სახელისანი ვერ იყვნენ, ბევრი მათგანი ნარკოტიკსაც მეგობრობდა და ა.შ. 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის და ედპ-ს კონგრესის მერე მაშინდელ არაფორმალურ ორგანიზაციაში, რომელიც “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – IV დას” -ად იყო ცნობილი მდგომარეობა გართულდა, 1989 წლის დასაწყისში ჩვენი ეროვნული გმირის თაოსნობით შეიქმნა წმიდა ილია მართლის საზოგადოება, იმ ხანებში ქალაქში მერაბ კოსტავა ჩამოვიდა ფილიალის დასაარსებლად, მაშინდელი „ედპშნიკის“ ბინაში გამართულ კრებაზე მერაბმა მათი ქმედება შეაფასა, როგორც განხეთქილების და დაპირისპირებათა სათავე და ამაში მთავარ „ედპშნიკს“ დასდო ბრალი. რამდენიმე დღის შემდეგ მომიწია პირად საქმეზე ერთ- ერთ „ედპშნიკთან“ მისვლა, დამინახა თუ არა გაცოფებულმა უშვერი სიტყვებით დაუწყო ბატონ მერაბს ლანძღვა, გაოგნებული დავრჩი, მაშინ ვიგრძენი – რა გადამდები სიძულვილით იყვნენ დაავადებულნი, ამ საუბარს შეესწრო ერთ-ერთი ქალბატონი. გადის დრო და ეს პიროვნება და მისი ამფსონი ბრუნდებიან დედაქალაქიდან, მერაბს ხონის კოლონიაში სდომია მისვლა და თან გამოჰყოლია მათ, გზაში ყველაფერი უკუღმა მოუთხრიათ მისთვის, თითქოს ჩვენ გავრიყეთ. იმ საღამოს საზოგადოების კრება მიმდინარეობდა, მერაბიც მათთან მისულა და საყვედური უთქვამს, ეს ორი კარგი ქართველი როგორ გარიყეთო, საბედნიეროდ იმ კრებაზე ის ქალბატონიც ყოფილა და აღშფოთებულს პირშივე მიუხლია მისი სიტყვები, მერაბი გაოგნებულა. იმ დროს მე საღამოს ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი. ამ არამზადას კი ქალბატონი ცილისწამებაში დაუდანაშაულებია. თვითონ დაუტოვებია კრება და ინსტიტუტის შესასვლეთან მელოდებოდა, გარეთ გამოსული გვერდზედ გამიხმო და დამიწყო მიკიბ-მოკიბვა, მომხდარ უნდა დამეფარა, რაზეც საკადრისიც მიიღო.

1990 წლის მაისის თვეში ბატონი ზვიად გამსახურდია ჩვენს ქალაქში ლექციას ატარებდა, მანამ კი მიტინგი გაიმართა, ედეპ -ს პროვოკატორები იყვნენ მოგზავნილები, გადაწყვეტილი ჰქონდათ პროვოკაციები, მაგრამ ხალხმა კინაღამ ჩაჰქოლა, ნაძირალებს ვერაგული რამ ჰქონდათ ჩაფიქრებული. იმ დღეებში ქალაქში კომკავშირის საქალაქო კომიტეტის შენობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, წინა დღის გმირები აქციაზე მოვიდნენ და აყალ-მაყალი ატეხეს. ამ აყალ-მაყალში აქციის ორი მონაწილე დაჭრეს დანით, აი მაშინ დაიწყო ქართველთა სისხლისღვრა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა რომ მათ ჩირადაც არ უღირდათ ქართული სისხლი და გენი და ყველაფრის ჩამდენები იყვნენ. სამწუხაროდ ეს მათ შერჩათ და საქართველოში ამის შესახებ თითქმის არვინ იცის. ეს მოღალატეები შემდეგ კონგრესში გაერთიანდნენ, იმ კონგრესში, რომლის არჩევნები ერთი კვირა მიმდინარეობდა და მოსახლეობას ევედრებოდნენ გამოცხადებულიყვნენ “საარჩევნო უბნებში”. მეგობრებო მათ იმდაგვარად სძულდათ ჩვენი ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ეს იყო რომ სიცოცხლეში ვერ დააშორეს, ხოლო როდესაც მერაბი დაღუპეს შემდეგ მრავალი ცდილობდა მიცვალებული დაეპირისპირებინა მისთვის, ამათ არაადამიანობას ხომ საზღვარი არ ჰქონია არასდროს.

მერაბისადმი სიძულვილი გადატრიალების შემდეგ ვერ დაფარა დემოკრატად შერაცხულმა პროფესორშა მანანა გიგინეიშვილმა, მას დღესაც ვერ მოუნელებია მერაბის მთაწმინდაზე დაკრძალვა, ახლა კიდე ბოღმით გამსკდარი ცოცხალიც აღარ არის იქნებ, ჩვენი წამებული პრეზიდენტის ძვლები მშობელმა ხალხმა რომ მთაწმინდის სავანეში დაავანა. აი, ასეთი იყო მათი დემოკრატია, “ჯერ დემოკრატია და მერე თავისუფლება”-ო დუჟმორეულნი გაჰკიოდნენ. მათ, ჩვენს “სახელოვან ინტელიგენციაშიც” ჰპოვეს ჩვენდა სამწუხაროდ ამფსონები. ეს უზნეო ხალხი სიმართლეს და რეალობას კაბის კალთის ქვეშ მალავდნენ, როგორ შეიძლებოდა ტოტალიტარული იმპერიის რეჟიმის ქვეშ თავისუფლების გარეშე “აბსოლუტურ დემოკრატიაზე” ოცნებაც კი, ან კი რა აკლდათ? ან კიდე მე შენ გეტყვი და თვითონ სულ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ათენ-აღამებდნენ! მაშინ მათი სულიერი წინაპარები ფილმახი და მიხცხაკი რომ წამოეყენებინათ ისინიც დიძახებდნენ -” დემკრატია გვინდებლარიენო”. მაშინ განვაცხადე: გია ჭანტურიას დემოკრატიას გამსახურდიას “დიქტატურა” მირჩევნია, თუნდაც მე შევიქნე ამ “დიქტატურის” მსხვერპლი-თქო.

მოგვიანებით ქართველმა მწერლებმა და ერის მამებად წოდებულმა “საზოგადო მოღვაწეებმა” მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციას – პენ -კლუბს მორიგი დანოსი გაუგზავნეს – გამსახურდია ადამიანის უფლებებს არღვევსო და “სხვაგვარად მოაზროვნეები” ციხეში გამოამწყვდიაო, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, არა და ის ხალხი ვინც მაშინ სამართლიანად იქნენ დაკავებულები, მერმედ შევარდნაძემ მართლაც შეაბრუნა ციხეში, ზოგი კიდევ მოუსავლეთშიც გაგზავნა მომოწერის გარეშე, მაშინ კი დადუმდნენ ეს ჩვენი ერის მამები. აკაკი ბაქრაძე სამი ავაზაკის დაპატიმრებამ შესძრა და შეაძრწუნა, ხოლო როდესაც საქართველოს სისხლი ღვარცოფად სდიოდა, ის სდუმდა! ის ხომ ყოველთვის ნებადართული დისიდენტი იყო, თანამდებობებიც ჰქონდა, მანქანაც სამთავრობო ემსახურებოდა და დისიდენტადაც ასაღებდნენ, აი, ბედის დაცინვა! უფალმა ბევრს მიუზღვა დამსახურებისამებრ, ბევრიც კიდევ დღესაც ბოგინებს, წარსულის გახსენება ეჩოთირებათ, აწმყოშიც მუხანათობენ და განმკითხავი არვინ არის, პირიქით – ლოცვა – კურთხევას არ აკლებენ აქით და იქით მდგომებს, რათა დროულად დაამთავრონ და დაუსვან საქართველოს წერტილი!მაგრამ უფალი სამართლიანია ყველას თავისას მიუზღვავს!

საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას აღარ “ახსოვს” ამ დანოსის არსებობა, არა და ეს ხომ მათი ზეობის საძირკველია, ამ დოკუმენტით საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა მწვანე შუქი აუნთო მაშინდელ და ახლანდელ დემოკრატ პოლიტიკოსებს საქართველოს მოშთობის საქმეში, რომ არა ის დაწყევლილი კონფერენცია დღეს საქართველოში ამათი „ტრაშუნიც“ არ იქნებოდა და ქვეყანაც ბედნიერი და დამშვიდებული იქნებოდა.

თარაში

26 Responses to “საერთაშორისო შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ”

  1. ნიკა Says:

    ვაცლავ ჰაველი მასონურ ფერხულში ჩაბმული, ბუნებრივია, რომ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდებოდა.

  2. სიმართლე Says:

    მიმართვა ქართველი ერისადმი, საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისადმი

    დღეს თვითმარქვია ხუნტის ბანაკში გაიმართა პოლემიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან ურთიერთობებთან და მომავალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თითქოსდა გამოიკვეთა ოპოზიცია ცნობილი 25 პარტიის სახით, რომელიც გმობს არსებული ფაქტობრივი ხელისუფლების კურსს, გმობს დეკემბერ-იანვრის სისხლიან პუტჩსა და გადატრიალებას, იჩენს გარკვეულ ობიექტურობას აწგანდევნილი პრეზიდენტისა და დამხობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ აშკარაა, რომ იგი გაურბის სრული სიმართლის თქმას და ჩქმალავს საკუთარ როლს იმ მოვლენებში, რომელთაც საქართველო დღეს კატასტროფამდე მიიყვანეს.

    მე არ მსურს ვინმეს გადავუღობო გზა ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომისაკენ, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია ერის წინაშე საკუთარი ცოდვების სრული აღიარებისა და მონანიების გარეშე. სხვაგვარად არავინ ირწმუნებს მათ გულწრფელობას; უფრო მეტიც, ხალხში განმტკიცდება რწმენა, რომ ეს არის ხუნტის მიერ ნებადართული, მართული ოპოზიცია და აქვს არანაკლებ უკეთური მიზანი, ვიდრე პუტჩი და გადატრიალება იყო, ვინაიდან დღეს ქართველი ხალხის დაბნევა, ილუზორული იმედებით მისი გაპასიურება, ქვაბიდან ორთქლის გამოშვება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე მისთვის კანონიერი ხელისუფლების წართმევა და პროიმპერიული ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

    ამის გამო, მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, მივმართო ჩვენს ერს, ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, ყველას, ვისაც არ შეუბღალავს სახელი ხუნტასთან კოლაბორაციონიზმით. ნუ ვირწმუნებთ მხოლოდ მათ სიტყვებს, საქმეთა მათთაგან შევიცნოთ ისინი. ამასთან, მოგიწოდებთ მათთან პოლემიკისაკენ, მათი მხილებისაკენ ილიასეული დევიზით: “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?”. ქართველ ხალხს მეხსიერება არ დაუკარგავს, ყველას კარგად ახსოვს, რომ ისინი თავად მონაწილეობდნენ “ხელისუფლების არაცივილიზებული გზით” შეცვლაში, რასაც დღეს გმობენ ესოდენის თავგამოდებით. დღეს სირაქლემას პოლიტიკით, ნახევარსიმართლის თქმით ვერავინ გავა ფონს.

    მათ გულწრფელობაში გვაეჭვებს ისიც, რომ ისინი ნახევარსიმართლის გარდა, ისტორიის აშკარა გაყალბებასაც არ ერიდებიან, რათა მიჩქმალონ საკუთარი დანაშაულები ერის წინაშე. 9 აპრილის მოძრაობა არ გაგრძელდა, ეროვნული ფორუმი გაიხლიჩა, ეს დიდი შეცდომა იყოო. ნურას უკაცრავად, ბატონებო! 9 აპრილის მოძრაობა გააგრძელა “მრგვალმა მაგიდამ”, რომელმაც ჩაატარა ისტორიული მნიშვნელობის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, თქვენს მიერ ბოიკოტირებული (და არა მხოლოდ რეფერენდუმი), რითაც უსისხლოდ დაამხო საქართველოში კომუნისტური წყობა და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩაატარა კონსტიტუციური რეფორმა, ძირეულად შეცვალა არსებული კონსტიტუცია, იგი ეროვნულ დროებით კონსტიტუციად აქცია და ამზადებდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რაც თქვენ ჩაშალეთ, ბატონებო! ეროვნულმა ძალებმა. მას შემდეგ, რაც იგი “მხედრიონის” ბანდამ ჩაიგდო ხელში, რომლის მარიონეტებად იქეცით თქვენ. შემდეგ კი მიეკედლეთ სუკ-ის მიერ შექმნილ “ეროვნულ კონგრესს” და ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ძალის ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული (სინამდვილეში ანტიეროვნულ-პროკომუნისტური) პარტიის ეგიდის ქვეშ განაგრძობდით ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ყბადაღებული “24-ე რეზოლუციაც” თქვენი ერთობლივი ძალისხმევით იშვა. თქვენ აქტიურად მონაწილეობდით 2 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის მსგავს პროვოკაციულ აქციებში. თქვენ მათთან ერთად შეთხზეთ მითი საქართველოში ვითომდაც არსებული “დიქტატურისა” და “ტოტალიტარიზმის” შესახებ. თქვენ ტაშს უკრავდით ამ დემაგოგთა და მოღალატეთა მიერ შეთითხნილ სიცრუეს „გამსახურდია-შევარდნაძის“, „გამსახურდია-იანაევის” ალიანსის შესახებ. სინამდვილეში კი მათთან ერთად ჩამოიყვანეთ შევარდნაძე საქართველოში. თქვენ მათთან მოამზადეთ გადატრიალება, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა დამოუკიდებლობა. დამპყრობლის ჯარს მოუხსნა საოკუპაციო ჯარის სტატუსი და დააკანონა მისი ყოფნა სამანეთო ზონაში ანუ “ესენგეში” (დე ფაქტოდ). დიახ, ყველას კარგად ახსოვს, რომ ამ ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რკონთან და თბილისის ზღვასთან ალიანსში მყოფი, კანონიერი პარლამენტის შიგნიდან ამფეთქებელი, დეკემბერ-იანვრის სისხლიანი პუტჩის დროს განერიდა დედაქალაქს, ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით, რათა დაერწმუნებინა დასავლეთ საქართველოს აბობოქრებული მოსახლეობა, პრეზიდენტსა და პარლამენტს არაფერი უჭირთ, ნუ წახვალთო მათ დასახმარებლად. კარგად გვახსოვს აგრეთვე კანონიერი ხელისუფლების საგარეო საქმეთა საგარეო მინისტრის ფარული ალიანსი შევარდნაძესთან და პუტჩისტებთან, ტელევიზიასთან, შავნაბადაზე და თბილისის ზღვაზე მისი მოღვაწეობა.

    ამრიგად, სანამ ისინი არ ამცნობენ ერს სრულ სიმართლეს თავიანთი უკეთური საქმიანობის შესახებ, ქვეყნის მტრებთან თავიანთი ალიანსის შესახებ, სანამ საქმით არ გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულებს, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ისინი წარმოადგენენ არა ახალ ოპოზიციას არსებული თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, არამედ ამ ხელისუფლებისა და ცენტრის მიერ შექმნილ მესამე ძალას, რომელიც სჭირდება ცენტრს ახალ დასაყრდენად მოსალოდნელი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ ისინი წარმოადგენენ მართულ ოპოზიციას, ჭეშმარიტ ოპოზიციასთან დასაპირისპირებელს. თუმც, ამავე დროს, ვიმეორებ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს ვკრათ ხელი, ვინც ზემოთხსენებულ პირობებს შეასრულებს და საქმით დაამტკიცებს თავის ერთგულებას ეროვნული საქმისადმი და კანონიერი ხელისუფლებისადმი. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანასწორი, ურთიერხელსაყრელი ურთიერთობისა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება დაგმობს საქართველოში მომხდარ გადატრიალებას, დაგმობს სისხლიან რეპრესიებს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, დაგმობს უკანონო, თვითმარქვია ხელისუფლებას, სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღადგენს კავშირს მის კანონიერ ხელისუფლებასთან. აგრეთვე მას შემდეგ, რაც იგი ცნობს საქართველოს თავის ანექსირებულ ქვეყანად და საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს მისი ტერიტორიიდან.

    რაც შეეხება ჭეშმარიტ ეროვნულ-გამათავისუფლებელ და დემოკრატიულ მოძრაობას, იგი კვლავ პარიტეტულ პრინციპზე უნდა გაერთიანდეს “მრგვალ მაგიდა”-ში, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის ერთობისა და მისი კოორდინაციისა. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ჭეშმარიტ ეროვნულ, არაკოლაბორაციონისტულ პოლიტიკურ ძალასთან.

    გვფარავდეს ღმერთი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა!

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
    ზვიად გამსახურდია

    1993 წლის თებერვალი
    გროზნო

    • ლადო Says:

      დეტალი-ვაცლავ ჰაველზე:
      Тайны масонства. Великая ложа Латвии
      Самое тайное и закрытое общество приоткрыло двери в сферу своей деятельности в нашей стране Не секрет, о масонах у нас знают мало. Но особенно плохо то, что даже имеющиеся знания представляют собой чудовищную смесь полуправды с выдумками и явной ложью. Телеграф попытался приподнять занавес над этой таинственной, малоизученной и скандальной темой

      Тем более что и повод появился. Это две выставки, рассказывающие о деятельности масонов в Латвии: в Колонном зале Музея истории Риги и мореходства – “Масонство: “за” и “против” (до 2 октября), а в Национальной библиотеке – выставка книг о масонстве (до 2 апреля).

      Если человек захочет найти ответ на вопрос, что такое масонство, на этих выставках он его, скорее всего, найдет. Но потратит очень много времени. Со знающим человеком это сделать легче. Моим Вергилием в мире масонов согласился стать Андрис РУГЕНС, заместитель Великого магистра Великой ложи Латвии.

      Познай самого себя

      – Итак, масоны решили приподнять занавес над своей деятельностью. Что же вас подтолкнуло к этому?

      – Во-первых, времена нынче такие – открытые. Во-вторых, у нас была создана Великая ложа Латвии. Впервые в истории страны. Создали ее два года назад на основе трех лож, которые уже существовали в Латвии. К двухлетнему юбилею нам предложили показать себя, провести конференцию в рамках Forum masonicum Balticum. Но, учитывая надвигающиеся муниципальные выборы, мы опасались, что обязательно возникнет жупел “проклятого жидо-масонства”, завопят, что, мол, масоны выбирают нового мэра Риги и решают вопрос, что делать с Лембергсом и Боярсом. Не надо быть пророком, чтобы это понять. Поэтому мы решили рассказать обществу о масонах, но с позиций культурных. Ведь в Латвии никогда не было объективной информации о нас. Мы ее дали.

      Кстати

      Слово “масон” в переводе с английского и французского означает “каменщик”, а с определением “франк” – “свободный каменщик”. Известно с XIII века. Символами масонства стали орудия труда каменщика: мастерок, отвес, циркуль, угольник.

      – Для такого, как ваше, скрытно-закрытого общества, и это достаточно много.

      – В том, что масоны скрытны, вина общества, которое не хочет в этот вопрос углубиться, разобраться, что это за люди. В этой проблеме очень много политических спекуляций. Но я не очень согласен с той таинственностью, которую относят к масонам. Масонство ведь, прежде всего, является не тайным обществом, а закрытым. Стать членом масонской ложи можно по приглашению (нужны две рекомендации), соответствуя определенным личностным требованиям. Это легальная организация. Тайна масонства состоит в том, что они не допускают посторонних людей на свои ритуальные собрания. Эта тайна связана с психологией людей. Больше ни с чем. Это не кровавый, как думают, ритуал, в нем нет жертвоприношения детей. Он лишь рассчитан на внутренние переживания человека. Центральный девиз масонства – “Познай самого себя”.

      А тому, что масоны до сих пор себя не афишировали, есть две причины: первая – такие организации никогда не будут массовыми, как профсоюзы, например. Это путь человека к самому себе. Один идет к себе через религию, другой – через определенную идеологию, третий – через общественную деятельность. Масонство – один из многих путей. Естественно, такие вещи не тиражируются массово. Йога ведь тоже никогда не будет массовой продукцией. Можно блестяще аргументировать, как она полезна для здоровья, но так или иначе ею будет заниматься ограниченный круг людей.

      Вторая причина – определенное отрицательное мнение общества о масонах. На чем оно основано, это другой вопрос, но поэтому многие люди боятся раскрыться и сказать: “Да, я вольный каменщик!”, вдруг на работе криво посмотрят, в газете пропишут… Трудно переубедить людей

      – И вот вы наконец рассказали, объяснили. И теперь народ к вам повалит…

      – Да не ставили мы цели завлечь к нам массы. Масоны все-таки закрытое общество. Но могу сказать, что после конференции и посещения выставки человек 10 из моих знакомых сказали: “Хм, надо подумать”. О’кей, пусть думают.

      Масонами были:

      Артур Конан Дойл, Наполеон Бонапарт, Редьярд Киплинг, Иоганн Гете (“Фауст”, по сути, философия масонов), Марк Твен, Симон Боливар, Вальтер Скотт, Уинстон Черчилль, Дюк Эллингтон, Кемаль Ататюрк, Рабиндранат Тагор, Джавахарлал Неру, Оскар Уайльд, адмирал Нельсон, Александр Дюма-отец, Виктор Гюго, философы – Лессинг, Монтескье, Вольтер, Руссо, Кант.

      Вацлав Гавел, Жак Ширак – из масонов сегодняшних.

      О скрытом влиянии на политическую жизнь
      http://www.rusk.ru/st.php?idar=6699

  3. giorgi Says:

    ვაი თქვენს პატრონს, თქვე კერპთაყვანისმცემლებო, რაც ამ საქართველოს ჭირს, ზუსტად კგბ-შნიკი გამსახურდიას და თქვენისთანა ბრბოს დამსახურებაა და ამ მასობრივ ფსიქოზს იმკის დღესაც ქართველი ერი, ერიი, თორემ ბრბო ისევ ვერ ხვდება მაგას თქვენი სახით!!!!

    გია ჭანტურია თქვენი სახსენებლია? გია ჭანტურია სახელს სწორემ მაგიტომ აყენებთ შეურაცყოფას, რომ გამსახურდიას მოღალატეობრივი ქმედებები გადაფაროთ ამ კაცის ლანძღვით!!!
    ჩვენი ისტორიის ბრალია, დღეს დაწერილი გაყალბებული ისტორიის ბრალი, რომ გია ჭანტურია სათანადოდ არ არის მიწოდებული მომავალ თობებში. თუმცა გარწმუნებთ, მოვა დრო და გამსახურიდას ღალატი ფაქოტბრივად დადასტურდება და გია ჭანტურიას ერისკაცობას მთელი ერის დააფასებს!!!

    • davit Says:

      პაპპა პაპპააააა ეს რა დიდი რქოსანი ვინმე შემოჯლიგინდა ამ დალოცვილ საიტზე! კაცო ამ წმინდა სახელებს მაინც ნუ ირქმევთ გიორგიო ნინოოო დავითიიიო ,დაირქვით რა ოლალოოლ იუდა, პილატე, ბარაბა, ავაზაკა, კაენი და ასე რა! არ დააღო შავი ხახა ამ კაენმა და რაები აფრქვია გამსახურდიაზე ამ ჯოჯო სულის კაცმა ხედავ შენა? დაიკარგე აქედან შე კაცისმკველო კანის თესლო შენა!

      • davit Says:

        ამოაგდეს საქართველო გადაწვ-გადაბუგეს, ხალხი დახოცეს და კიდე აქეთ იმუქრებიან ეს ჯოჯო სული ალქაჯები!

      • davit Says:

        ჭანტურია სახსენებელი კი არა ჯოჯოხეთის კუპრში ზის ახლა პუტჩის იდეოლოგი ეგა და შენც იქ ჩაეხეთქები! მე თავი რამენაირად უნდა გადავირჩინო თქვენთან არ მოვხვდე ჯოჯოხეთად, აქ ხომ ამომიხვედით ყელში თქვენ ბარაბა-მკვლელებო და იქაც რომ თქვენთან მოვხვდე ღმერთმა დამიფაროს!

      • ელენა Says:

        დავით! რით ვერ შეეგუე, ეშმაკის მიმდევრები უფლის მეორედ მოსვლამდე კი არ მოიკლებენ გამრავლდებიან! ღმერთის მიმდევრები, პირიქით შემცირდებიან! ნუ იშლი ნერვებს დაზოგე თავი! იმის მერე რაც მოხდა ხელისუფლების დამხობას რაც მოჰყვა, ადამიანი კიდევ რომ ვერ გადააფასებს რა მოჰყვა პუტჩისა არადამიანურობას და პუტჩის მომხრეობას, ის ადამიანი არის ხორცშესხმული დემონი!

  4. Mziso Navrozashvili Says:

    giorgi Says-ს: ნუ აღელდები, ბოლოდან დაიწყო მოღალატეების გასამართლება, ნელნელა იქმდეც მიაღწევს, მხედრიონელების, რურუა-გუგეშაშვილ-ბოკერია-სარიშვილ-ჭანტურია-კიტოვან სიგუა და ა.შ. ალბათ, რომელიმე იმათგანი ხარ და გეწვის. აბა, რა გეგონათ “დემოკრატიის სისხლიანო აღმშეენებლებო” დაშევარდნაძის ლაქიებო?ჰააა?არ გაბედოთ ზვიადის და მერაბის და ილიას და ასეთთა ხსენება, თქვე ბერბიჭაშვილების და ორჯონიკიძეების ლეკვებო!!!

    • ლომისა Says:

      გაბედონ რას მიქვია?! უარესს ესენი ჩაიდენენ. ჩეკიტმა „ივერიელმა“ დალოცა სამშობლოს მოღალატეობა, ხოლო ზვიად გამსახურდია ცირკის ჯამბაზს შეადრა დღევანდელმა, მიშას დანიშნულმა თვითმარქვია პრემიერ-მინისტრმა. დიახ, სწორედ მიშას დანიშნულმა! ესენი ისევე გამოუშვებენ ორთქლს, როგორც თავის დროზე ძალიან ოსტატურად გამოუშვა მიშა სააკოვმა.

    • ლომისა Says:

      ქ-ნო მზისო, სად, ვინ და რისი გულისთვის ასამართლებენ ერის და უფლის მოღალატეებს? ამდაგვარი რამე თუ ხდება საქართველოში?

    • ლომისა Says:

      ქ-ნო მზისო, არ გეცოდებათ ეს შეცდენილი ხალხი? ილია მეორე მათ საქმიანობას დადებითად აფასებდა და აგულიანებდა კიდეც მათ მზაკვრობებს.

      ერთი შემახსენეთ ვისზე თქვა გაბრიელ ბერმა ზვიადის მტერი ერის და უფლის მტერიაო?! ვინ აკურთხა ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნა და ვინ აკურთხა კანონიერ მეთაურად ედუარდ შევარდნაძე როდესაც ზვიად გამსახურდიას მიმართ სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი?! ილია მეორემ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ზვიად გამსახურდიას!

  5. nika1991 Says:

    გამსახურდია იყო ერთადერთი პრეზიდენტი საქართველოსი რომელიც მართლა ხალხმა აირჩია მას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყოლია ედიკა და მიშარასტი თვითმარქვია ტაკიმასხარები და არიან

    • ლომისა Says:

      ამინ! ბიძინაც ივანიშვილიც მათი მეგობარია!

    • ლომისა Says:

      დიახ, ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს აღარ ჰყოლია არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც მთავრობა! ქვეყანა არის, მაგრამ სახელმწიფო რომელშიც ქართველ კაცს უნდა გაეხარა ამ არაკაცებმა მოსპეს და მის ადგილას არაკაცი კრიმინალების ქვეყანა შექმნეს.

      ქართველი ერის მტერს სურს მთელი ეს ბრძოლა დაიყვანოს ერთი კაცის, უღირსეულესი მამულიშვილის, ზვიად გამსახურდიას წინაარმდეგ ბრძოლაზე. ეს არის უფიდესი მზაკვრობა, რომლითაც ქართველ ერს ავიწყებენკანონიერების აღდგენის იდეას, რომელსაც ზვიად გამსახურდია შეეწირა.

      ამ ავანტიურაში სატანისტური ძალები ოსტატურად იყენებენ არა მხოლოდ გაცვეთილ-ნახმარ პუტჩისტებს, რომლებიც დღეს დამსახურებულ „პენსიებზე“ იმყოფებიან, არამედ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს და წარსულში ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილ ელემენტებს.

  6. nika1991 Says:

    ჭანტურია სარიშვილი შევარდნაძე სააკაშვილი ბოკერია ჟვანია და კიდე ბევრი დაიწვება ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში, ამ ჩამოთვლილთაგან ორი უკვე იწვება და დანარჩენებიც შეუერთდებიან თავის დროზე ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო. ზვიად გამსახურდიას სიტყვებს გაგახსენებთ-ჩემდამი მტრობით დაბრმავებულებო ჯერ სამშობლოს დაღუპავთ და მერე საკუთარ თავებსო

    • ლომისა Says:

      მშვიდობა ბ-ნო ნიკა! გილოცავ აღდგომის მარხვის დაწყებას. თურმე ქართველ მართლმადიდებელებს ის აღელევებს თუ რას იტყვის ჩვენზე ეშმაკის გზაზე მდგომი მსოფლიო თანამეგობრობა. ვაითუ დემოკრატობა, ლიბერასტობა-ეკუმენისტობა დაგვიწუნონო და მზად არიან მას შეეკრან! თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოება ვიღაცის მილიარდების თუ სესხების იმედზეა და არა კანონიერების დამყარებაზე, უკვე გვაფიქრებინებს იმას, რომ ბარაბას გზაზე მივდივართ. რა თქმა უნდა ერში არის მცირე საწყმსოც, მაგრამ ისინი ჯერ-ჯერობით თვითონაც სუსტნი არიან რწმენაში. აი, აქ უნდა ვეძებოთ ჩვენი სისუსტის მიზეზი. ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში.

  7. Nikolo Dimia Says:

    სასაცილოა, რაკი აღარ არიან ცოცხლები, ამიტომ უნდა შეუნდოთ ღმერთმა საქართველოს ღალატი? სასაცილო კი არა, სამარცხვინოა ასეთი ფანატიზმი!

    • ლომისა Says:

      უნდა გასამართლდნენ! არავინ ამბობს რომ ჩვენ ვაპატიოთ ერისა და უფლის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს მიშას და ბუდძინას უკანონო ძალაუფლებები პატიობენ სამშობლოს მოღალატეებს და არაკაცებს ყველაფერს!

      ღმერთის პრეროგატივაში ჩვენ ვერ შევიჭრებით. არც არავინ გვკითხავს! მერედა ვინ უშლის „ა.შ.შ. ხომალდიანებს“ რუსეთის აშკარა ჯაშუშების დაჭერა-დაპატიმრებაში? იქნებ რუსეთის ჯაშუშები დიდი ნაწილი ა.შ.შ-ის და სხვა ქვეყნების ჯაშუშურ სამსახურებში გადანაწილდნენ?!

      ნიკოლო, მიშას ხროვას აქამდე რატომ არ მოსთხოვე ედუარ შევარდნაძის, თ. სიგუას და ილია შიოლაშვილის დაპატიმრება თუ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი ხარ და არა მყეფარა გოშია რომელსაც მხოლოდ იმისთვის აყეფებენ რომ ამერიკიდან გაქცეული „ხაკერი“ რუსეთმა ჩამოსახრჩობად არ გადასცა.

      დიახ, ჩვენ მართლა ვართ ქართველი ერის გადარჩენის საქმისთვის ფანატიკოსები, მაგრამ ვინ ხარ შენ? პროვოკატორი და ქვეშაფსია მიშას მიერ რუსეთის საყეფად დაქოქილი გოშია?! ღმერთმა დაგიფაროს! არ მითხრა ახლა მიშას ხელს უშლიანო თუ ძმა ხარ.

  8. Nikolo Dimia Says:

    ამ მასონებით ხალხის შეშინება ხომ ყელში ამოვიდა, ხილული მტრის — რუსეთისგან ყურადღება რომ გადაიტანონ, მოიგონეს ეს საფრთხობელა, რა!

    • ლომისა Says:

      რას ამბობთ? აბა, სად ნახე მასონებით შეშინებული ხალხი? რასაც სთავაზომებენ ეს მასონები ხალხს ძალიან მოსწონს და ეს მოსაწონი ამქვვეყნიური კეთილდღეობის სანაცვლოდ ჭეშმარიტი ქრისტეანობის უარყოფაა. სულიერებას ვინღა ჩივის როდესაც ელემენტარულ ზნეობრიობაც კი დასაცინი ხდება. დიახ, რუსეთი ხილული და ვერაგი მტერია მაგრამ არც მასონები არიან უხილავნი და კეთილისმსურველნი…. თანაც სრულიად ლეგალიზებულნი არიან. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს რაიმეთი დაშინება, არამედ იმ საფრთხეების დანახება რაც შეიძლება მოჰყვეს ქრისტიანული სულიერების შემცვლელ რელიგიურ-პოლიტიკური სექტებისადმი ბრმად აყოლას!

      ერთია რუსეთის ოკუპაციის მოსაგერიებლად მიმართული წინააღმდეგობა, რომელსაც ეწეოდა საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება, შეირაღებული ძალები და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და სულ სხვაა რუსეთის მისამართით ძაღლივით ყეფვა, რაღაც „ნატოში“ შესვლის სანაცვლოდ! თანაც დავინახეთ რომ ეს იყო პროვოკაცია რომელითაც ქართველი ერი დამნაშავედ გამოაცხადეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამით დასავლეთმა გზა გაუხსნა რუსეთის მრავალწლიან ოცნებას საქართველოსთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩამოცილებისა.

      ამერიკული ხომალდით აგდებულ გოიმებს მხოლოდ იმისათვის აყეფებენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაასუსტებინონ ქართველი ერი და შემდეგ იოლად შეაჭმეინონს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეებიდან ასიათასობით მომართულ მიგრანტებს. ამ დროს კი ქართველი ერის ნახევარი უძულებულებულია სარჩო საბადებელი უცხოეთში ეძებოს. რა თქმა უნდა ეს ერთგავრ შსაძლებლობას აძლევს საქართველოში არსებულ უკანონო ძალაუფლებებს გაყიდონ თუკი რამე რესურსი კიდევ დარჩენია საქართველოს. რუსეთი გებრძვის და ბრძოლით გართმევს ყველაფერს…ე.ი. მტერი ხილულია და ვიცით რომ რუსეთს უნდა ვებრზოლოთ, მაგრამ რა ვუყოთ ამერიკას, რომელიც თავს მოყვრად გვაჩვენებს და სინამდვილეში კი ქართული სულიერებისა და ზნეობის უბოროტესი მტერია?! როგორ ვებრძოლოდ „უხულავ“ მტერს?! ამასთანავე არ დაგვავიწყდეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა დაიგეგმა (იდეოლოგიურად და ფინანსურად) აშშ-ში და განხორციელდა (პრაქტიკულად) რუსეთის სამხედრო ძალის მიერ!

      ამასთან ერთად ვინც ყველაზე მეტად იყეფება (დიახ მხოლოდ იყეფება და მეტი არაფერი) დღეს რუსეთის მისამართით რამდენიმე წლის წინ რუსების ჯარს მოუძღოდა საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად! ეროვნული ხელისუფლების განდევნის შემდეგ კი სნგ-ში შეათრიეს. ეს მოღალატეები თანაბრად არიან განაწილებული როგორც მიშას პროამერიკულ, ასევე ბიდძინას პრორუსულ ბანაკებში. თუმცა, არც ერთია პროამერიკელი და არც ერთი პრორუსი–ორივე მხარე ფულზე დახარბებული, პროფულისტი „იუდები“ არიან!

    • Ganin Zenoni Says:

      ikneb pirikit aris; ikneb “khilulits” da “ukhilavits” oriv ertia; gipikriat amaze?!

  9. მოქალაქე Says:

    ედპ იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი ძალა, რომელმა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარა.

    • ლომისა Says:

      რა თქმა უნდა ბ-ნო „მოქალაქე“! ჩეკისტი „ივერიელის“ ლოცვა-კურთხევით!

  10. diplomati7 Says:

    გიორგი ჭანტურია მასონი იყო, მისი პარტიის გაზეთის პირველ გვერდზე დიდხანს იყოს მასონების ნიშანი, მერე გააქრო, ხალხმა რომ შეამჩნია.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: