„რეფორმა ექსპერიმენტი“ეკლესიებშიც დაიწყო

გაზეთი „განმათავისუფლებელი“ 2005 წ. ივლისი N:6

ირინე ტალიაშვლი

„რეფორმა ექსპერიმენტი“ეკლესიებშიც დაიწყო

„რეფორმისტული სული ისე მოედო დღეს ქვეყანას, რომ ყოველი კაცი, „თანადროული სულისკვეთებით ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ფანატიზმისდამაგვარ რადმე მიიჩნევს“…

„მართლმადიდებელ ქრისტიანებს ან ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ჟამი დაგვიდგა“….

 ამერიკელი მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი (სამეუფეო გზა)

     ნათქვამია, რომის პაპზე დიდი კათოლიკე ნუ იქნებიო, მაგრამ როცა საქმე შენი სამშობლოს ბედ-იღბალს, როცა შენს სარწმუნოებას, შენს რელიგიას ეხება, უფლება არა გაქვს პირში წყალი ჩაიგუბო და პასიური მაყურებელი იყო ამ თუ იმ მოვლენისა.

     ბოლო დროს საქართველოში მომრავლებულმა სექტანტობამ, ლამის ტვინი აურიოს მართლმადიდებელ მორწმუნესა და ხელიდან გამოაცალოს მამა-პაპათა დროიდან გადმოცემული სარწმუნოება.

reforma eklesiashi_1

     მთელი უბედურება ის არის რომ, დემოკრატიულობის და ტოლერანტობის ნიღბით მოსული უცხო რჯულის ხალხი სცდილობს  ჩვენს განიარაღებას, ფსიქოლოგიურ ტერორს მიმართავს და გვემუქრება, ადამიანის უფლებების დარღვევისათვის, სადაც ჯერ არს იქ გიჩივლებთო. გვიჩივიან კიდეც, ჩვენს ტერიტორიაზე მოპარპაშე სექტანტები დაუფარავად, ღიად მიმართავენ ქართველთა ერთი ნაწილის გადაბირებას და ისინიც „ტკბილი ლუკმისათვის“ ჰყიდიან და უარყოფენ მამა-პაპათა სარწმუნოებას, ერთიანდებიან სექტებში და ამით ხელს უწყობენ ქართველი ერის სულიერ დაცემასა და რღვევას.

     არ მინდა დიდაქტიკურ მოტივზე ავაწყო ჩემი სათქმელი და აქსიომად ქცეული ცნებები თუ მცნებები თავს მოვახვიო მკითხველს. არ მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, ქართველი კაცისათვის რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, საქართველოს ისტორიაში რამდენი წმინდანია ცნობილი ჩვენი სარწმუნოებისათვის ტანჯული და წამებული. ჩვენი სამშობლოს უცვლელ ილიასეულ დევიზს „ენა, მამული, სარწმუნოება“, რა მნიშვნელობა აქვს დღესაც საქართველოს ერთიანობისა და კეთილდღეობისათვის.

     ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საეკლესიო ცხოვრებას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც ვაკვირდებით…ყველას ახსოვს საპატრიარქოსადმი გამოთქმული გულისწყრომა 1990-1991 წლებში საქართველოში მომხდარი მოვლენებისადმი მისი უყურადღებობისა და გულგრილობის გამო, თავად უწმინდესისა და უნეტარესისადმი მიმართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის საყვედურები, როდესაც მხარი დაუჭირა ფაქტობრივად კრიმინალურ გადატრიალებას და ღიად გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე უკანონოდ აღზევებული შევარდნაძისადმი.

    არც თუ ისე ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, დემოკრატიული მშენებლობის პროცესში აქეთ-იქით მოარულმა მრევლმა ბოლოს მაინც დედა – ეკლესია არჩია სულიერი კრიზისის დასაძლევად და სახვადასხვა ეკლესიებს მიაშურა. ხალხი, საყოველთაო უბედურობის ფონზე, სულიერ წინამძღოლს ეძებდა და ნებით თუ უნებლიედ ცხოვრების დინებას დამორჩილდა. სამწყსო პატრიარქს შეურიგდა. 

    სხვადასხვაგვარმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, პრაგმატიზმმა და ღრმად მორწმუნეს სახით თავის გამოჩენის სურვილმა, თავმომწონეობამ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც პატრიარქის ირგვლივ გააერთიანა, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მეთაური ილია მეორის მკერდსა და ხელს არის ნამთხვევი. ასეთმა თვალსაჩინო ურთიერთობამ „მორწმუნე“ პოლიტიკოსებსა და პატრიარქს შორის, მის უწმინდესობას ზურგი გაუმაგრა. ჩვენს რეფორმებად, ანუ ექსპერიმენტებიად ქცეულ ქვეყანაში, დროებით შეჩერდა საეკლესიო რეფორმა. ოღონდ თავისუფლების ინსტიტუტიდან წამოსულმა “დემოკრატიულმა აზრებმა”, გარდაქმნებზე და საეკლესიო  ცხოვრების გაჩხრეკვაზე აწყობილმა იდეოლოგებმა უკან დაიხიეს და კვლავ ჩრდილში შეიყუჟნენ. თუმცა „დემოკრატიული რეფორმატორ-ექსპერიმენტების“ უჩინარმა რეჟისორმა მისი უნეტერესობა მიახვედრა, თუ „ჭკუით არ იქნებოდა“ და „რეფორმას“ თავად არ მოკიდებდა ხელს, კიდევ გამოიძებნებოდნენ „ბუნტოვჩიკი“ სტუდენტები, ანუ მომავალი რეფორმატორი მღვდლები და კვლავ თავიდან დაიწყებოდა როგორც მისი პიროვნული, ისე საეკლესიო ცხოვრების ჩხრეკა, მითუმეტეს, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ილია მეორეს საკმაოდ ახლო და მეგობრული კავშირები ჰქონდა უშიშროებასთანო.

     პატრიარქის წინააღმდეგ ატეხილ აჟიოტაჟს, რომელსაც უცხო ძალები შორი-ახლო პოზიციებიდან უწყობდნენ ხელს, ერთი მიზანი ჰქონდა, კიდევ უფრო „დაერბილებინათ“ „მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის მებრძოლი“ პატრიარქი და აეძულებინათ გაეკეთებინათ ის, რაც დიდი ხანია ექსპერიმენტად ქცეულ საქართველოში გარეშე ძალებს სწყურიათ, ეს გახლავთ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების გაერთიანება-არევა და ერთიანი რელიგიის შემოღება.

reforma eklesiashi

     საქართველოში რელიგიური რეფორმა დაიწყო ისე, რომ არავის ყური არ შეუბერტყავს. პატრიარქს მინდობილი მრევლი მის მოღვაწეობას და ინიციატივებს გულუბრყვილო რწმენითა და ნდობით შეხვდა. პოლიტიკური პრტიების ლიდერებიც სირაქლემას პოზით შეჰყურებენ მის უწმინდესობას და „სრული ნდობით“ მისადმი არჭურვილები თვალს არიდებენ პატრიარქის ახალ „ინიციატივას“, „რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას“…

     არადა, ეს „ორგანიზაციები“ უკვე დიდი ხანია, გაბნეულად მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამრერიკიდან ხომ ღიად პარპაშის უფლება ეძლევათ…

     სინამდვილეში ვინ არიან ეს რელიგიური ორგანიზაციები, თუ არა უცხო ქვეყნიდან შემოჭრილი სექტების ლაშქარი…

     ამ საბჭოში „საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელია გაერთიანებული-ო“ ვიგებთ უახლესი საგაზეთო ინფორმაციიდან, რომელიც ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმის შესახებ, რომ რელიგიური ორგანიიზაციები კი არა, რეალურად, სექტების გაერთიანება მოხდა და უფრო ღრმად რომ ჩავუკვირდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიაც, ამ კოორდინატორობის ფონზე სექტანტურ მიმდინარეობად აღიქმება.

     ვიცით რა საქართველოში დაწყებული პოლიტიკური პროცესები, შორეული თუ ახლო მეზობელი ქვეყნების ინტერესები ჩვენი სამშობლოს მიმართ, გასაგებია, რომ „რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს“ შექმნაც იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც საქართველოში „ლაბორატორიული“ მუშაობა ანუ ექსპერიმენტები ჰქვია. 

„დიდგორის“ რედაქცია

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზის „სული გარდაცვალების შემდეგ“

 

  

2 Responses to “„რეფორმა ექსპერიმენტი“ეკლესიებშიც დაიწყო”

  1. გიორგი Says:

    ჩვენი კეთილშობილი ეროვნული მოღვაწენი, სასტიკ განსაცდელ გადატანილი სარწმუნოებრივ-ეროვნული იდეალების ერთგული ხალხი, მიუხედავად სამღვდელოების ვერაგობისა და ღალატისა, კიდევ ცდილობენ გზა გაიკვლიონ ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის უფალ იესო ქრისტესკენ. მადლობა, ქ-ნ ირინე ტალიაშვილს, მართლმადიდებელი რწმენის ქომაგობისთვის. ძვირფასი ქალბატონი, როდესაც უფრო ღრმად ჩაიხედავს ქრისტეს სჯულში, ნამდვილი ქრისტეს მონა და მხევალი იქნება! მადლობა, ასევე შესანიშნავ ეროვნულ-სარწმუნოებრივ გაზეთს – განმანთავისუფლებელს – ქ-ნ ლეილა ცომაიას!
    გიორგი წულაძე
    “დიდგორის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი

    • ლომისა Says:

      ქართველმა ერმა განსაცდელთა მთელი რიგი გადაიტანა ამ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში: 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წ. 22 დეკემბრის კრიმინალური პუტჩი, კანონიერი ხელისუფლების დამხობა, სანაქებო მამულიშვილთა განადგურება, ზვიად გამსახურდიას დაღუპვა, რომეიც მის სასტიკ დევნას მოჰყვა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს განკარგვა, გენოფონდის განადგურება, ერის გახრწნის მცდელობის ჯერ არნახული მასშტაბები, სექტანტობის აღზევება, გლდანის ეკლესიის ბარბაროსული დარბევა, რუსეთ-საქართველოს ომი, დღევანდელი ტრაღიკული სიტუაცია და ვინ იცის კიდევ რა უბდურება მოგველის მომავალში. დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, რომ ქართველი ერის სამღვდელო დასი, რომელსაც მართლმადიდებელთა სამწყოს დაცვა-გადარჩენა ევალებოდა, მცირე გამონაკლისის გარდა, არ იყო ამ განსაცდელის დროს ქართველი ერის ჭირისუფალი და სამწუხაროდ, დღესაც ასეთად რჩება. ალბათ, ასეთი შემთხვევისთვის ეუბნება უფალი იესო ქრისტე სჯულის მოძღვართ:
      ” 46 . მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან ძნელად სატვირთელ ტვირთსა ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.
      47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამაებმა დახოცეს ისინი.
      48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.
      49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ და ზოგს განდევნიან.“ (სახარება ლუკასი, თ. 11-12)

      ზვიად გამსახურდიამ რაც უწინასწარმეტყველა ქართველ ერს ყველაფერი ახდა! ზვიადი უფალმა მოუვლინა ქართველ ერს და მას ისე მოექცნენ, როგორც წინასწარმეტყველებს და მოციქულებს ექცეოდნენ.

      «შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ზ. გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 26.05.90. უზარმაზარ მიტინგზე: ,,ისტორიამ სამსჯავროზე, ჩვენს წინაშე, გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი. ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით; ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა. და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც 70 წელია, გვანადგურებს; აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, ,,მესიად“* მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა-ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა. აი, მიზეზი ჩვენი კატასტროფისა… აირჩი, ქართველო ერო! აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა… და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა… გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ-იყოს საქართველო, რომელიც ივლის ამ გზით!! და რომელიც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით _ შეჩვენებულ-იყოს უკუნისამდე!!! გაჰყევით გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!“.

      _________

      *ლათ. ,,მესსიე“ მომდინარეობს ებრაული ,,მაშიახი“-დან, რაც ქართ. ,,ცხებული“ (ღვთისგან მადლცხებული)-ა, ხოლო ,,იესუ“ (,,იესო“) მომდინარეობს ებრ. ,,იეშუა“-დან, რაც ქართ. ,,მხსნელი“ (,,მაცხოვარი“)-ა; ბიბლიური წინასწარმეტყველი ნეემია თავის ხალხზე, რჩეულ ერზე, უფალს შესტირის: ,,შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ, მხსნელებს (იგულისხმებიან მეფე-წინასწარმეტყველნი, წინამძღოლნი, ეროვნული გმირნი) უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან“ (9,27). ქართ. ეკლ. წმ. მეფე არჩილს ,,მხსნელის მსგავსს“ უწოდებს მის ,,კონდაკში“. ამავე აზრით შეარქვეს ქართველმა მამულიშვილებმა ზვიადს ,,განმათავისუფლებელი“.

      ციტატა მღვდელი გიორგი სხილაძის ნარკვევიდან


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: