მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

წმინდა იოანე დამასკელი

ioane damaskeli

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

  • თავი I

რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გვმართებს ძიება და ფუჭად დაშვრომა იმათ შესახებ,  რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მახარებლებს

      „ღმერთი არავის უხილავს არასოდეს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, – მან გამოთქვა“ (იოან. 1,18). ამრიგად, უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება, რადგან „ვერავინ შეიცნობს მამას, თუ არა ძე, ვერც – ძეს, თუ არა მამა“ (მათე 11,17); და წმინდა სულმაც ისევე იცის ის, რაც ღვთისაა, როგორც ადამიანის სულმა იცის ის, რაც მასშია.

     პირველი და ნეტარი ბუნების შემდეგ არავის სცოდნია ოდესმე ღმერთი არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ, აგრეთვე, ზექვეყნიურ ძალთაგან და თვით, ვამბობ, ქერუბიმთა და სერაფიმთაგან, თუ არა მას, ვისაც თავად გამოუცხადა მან.

     მაინც, არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი. თვით შესაქმეც, მისი თანაშემტკიცება და წარმმართველობა საღვთო ბუნების სიდიადეს ქადაგებს. ასევე, პირველად რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, შემდეგ კი თვით მხოლოდშობილი ძის, უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერაც, ჩვენთვის საწვდომად, თავისი თავის ცოდნა გააცხადა მან. ამიტომ, რჯულის, წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და მახარებლების მიერ ჩვენდამი გადმოცემულთ შევიწყნარებთ, ვიმეცნებთ და ვეთაყვანებით, არარას ვეძიებთ რა მათ მიღმა, რადგან ღმერთი, რომელიც კეთილია, ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და არ ექვემდებარება იგი არც შურს, არც რამ ვნებას. შური შორსაა საღვთო ბუნებისგან, რომელიც უვნებოა, რადგან მხოლოდ იგია კეთილი. ამიტომ, მან როგორც ყოვლის მცოდნემ და თითოეულისთვის სასარგებლოს წინაგანმჭვრეტმა, რაც გვარგებდა რომ გვცოდნოდა, გამოგვიცხადა, ხოლო რაც არ ძალგვიძდა რომ გვეტვირთა, დაიდუმა. ჩვენც ამათ დავჯერდეთ1. ამათში ვმკვიდრობდეთ და ნუ გადავალთ საუკუნო საზღვრებს, ნურც საღვთო გადმოცემას გარდავხდებით.

  • Глава I.

О том, что Божество непостижимо и что не должно с излишним любопытством доискиваться того, что не предано нам святыми пророками, апостолами и евангелистами

     БОГА никтоже виде николиже. Единородный Сын, сый в лоне Отчи, той исповеда (Ин. 1, 18). Итак, Божество неизреченно и непостижимо; ибо никтоже знает Отца, токмо Сын, ни Сына, токмо Отец (Мф. 11, 27). Также и Дух Святый ведает Божие, подобно тому как дух человеческий знает то, что в человеке (1 Кор. 2, 11). Кроме же Самого первого и блаженного Существа, никто никогда не познал Бога, разве только тот, кому Он сам открыл, – никто не только из людей, но даже и из премирных Сил, из самих, говорю, Херувимов и Серафимов.

     Однако Бог не оставил нас в совершенном неведении; ибо познание о том, что Бог есть, Он Сам насадил в природе каждого. И само создание мира, его сохранение и управление возвещают величие Божества (Прем. 13, 5). Сверх того, Бог, сперва чрез закон и пророков, потом через Единородного Сына Своего, Господа и Бога и Спасителя нашего Иисуса Христа сообщил нам познание о Себе, какое мы можем вместить. Поэтому все, что предали нам закон и пророки, апостолы и евангелисты, мы принимаем, познаем и почитаем [1]; а выше того ничего не испытываем. Ибо если Бог благ, то Он и податель всякого блага, и непричастен ни зависти, ни другой какой страсти [2], ибо зависть не сродна естеству Божию как бесстрастному и единому благому. А поэтому Он как всеведущий и промышляющий о благе каждого то, что нам потребно знать, открыл нам, а чего не можем понести, о том умолчал. Этим мы и должны быть довольны, в этом пребывать и не преступать пределов вечных (Притч 22, 28) и предания Божия.

[1] Дионисий Ареопагит. Об именах Божиих, 1 Migne, s. gr., t. III, coll 609–613.

[2] Григорий Богослов, слово 28. Migne, s. gr., t. XXXVI, col. 40. Перев. Моск. Дух. Академии, ч. III (1889), стр. 21.

  • თავი II

გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ

     ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის „საცოდნელი“ და სხვა რამ – „სათქმელი“, როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ.

     ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, – დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, – ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, – ვამბობ, – ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და – ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში – ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი.

     მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, – ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა.

  • Глава II.

О том, что можно выражать словами и чего нельзя, что можно познавать и что превосходит познание.

     Кто хочет говорить или слушать о Боге, тот должен знать, что не все, касательно Божества и Его Домостроительства, невыразимо, но и не все удобовыразимо, не все непознаваемо, но и не все познаваемо; ибо иное значит познаваемое, а иное – выражаемое словом, так как иное дело говорить, а другое – знать. Таким образом, многое из того, что мы неясно познаем о Боге, не может быть выражено во всем совершенстве; но как нам свойственно, так мы и бываем принуждены говорить о том, что выше нас, так, говоря о Боге, мы [приписываем Ему] сон, гнев, беспечность, руки, ноги, и тому подобное [1].

      Что Бог безначален, бесконечен, вечен, присносущен, несоздан, неизменяем, непреложен, прост, несложен, бестелесен, невидим, неосязаем, неограничен, беспределен, неведом, непостижим, благ, праведен, всемогущ, вседержитель, всевидец, всепромыслитель, всевладыка и судья, – это мы и знаем, и исповедуем, равно как и то, что Бог есть един, т.е. одно Существо; что Он познается и есть в трех ипостасях (лицах), т. е. в Отце и Сыне и Святом Духе; что Отец, и Сын, и Дух Святый суть едино по всему, кроме нерождения, рождения и исхождения; что Единородный Сын, и Слово Божие, и Бог, по благоутробию Своему, ради нашего спасения, по благоволению Отца и содействием Святаго Духа, безсеменно зачавшись, нетленно родился от Святой Девы и Богородицы Марии через Духа Святаго и соделался из Нее совершенным Человеком; и что Он вместе есть и Бог совершенный, и Человек совершенный, из двух естеств, Божества и человечества, и (познается) из обоих естеств, одаренных умом и волею, деятельных и самовластных, кратко сказать, совершенных по определению и понятию каждого, т.е. Божества и человечества, но в одной сложной ипостаси.

      Что Он, сверх того, и алкал, и жаждал, и утруждался, и распялся, и действительно приял смерть и погребение, и воскрес тридневен, и взошел на небеса, откуда к нам приходил и опять придет, – об этом свидетельствует и Божественное Писание, и весь собор Святых.

      Что же есть существо Божие, или как Он есть во всем, или каким образом Единородный Сын и Бог, уничижив Себя, соделался человеком из девственных кровей, т.е. иным сверхъестественным законом, или, как Он ходил по водам немокрыми ногами, – того мы не знаем и изречь не можем. Итак, мы не можем ни сказать чего-либо о Боге, ни даже подумать, кроме того, что самим Богом нам изречено, сказано или открыто в Божественных Писаниях Ветхого и Нового Завета [2].

 [1] Дионисий Ареопагит. Об именах Божиих, 1. Григорий Богослов, слово 31, Migne, s. gr., t. XXXVI, coll. 156–157. Перевод стр. 99–100.

[2] Дионисий Ареопагит. Об именах Божиих, 1–2.

  •  თავი III

დასაბუთება, რომ არის ღმერთი

     ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ – ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, – იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“, ფს. 13,1), – ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი.

     მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას.

     ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს – ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) – ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი – წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით.

     ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე.

     ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი?

      თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი – ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად?

      რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, – იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი?

  •  Глава III.

Доказательство, что Бог есть.

      Что Бог есть, в этом не сомневаются те, которые принимают Священное Писание, то есть Ветхий и Новый Завет, равно как и многие из эллинов; ибо, как мы уже сказали, знание, что Бог есть, нам от природы всеяно. Но злоба лукавого так возобладала естеством человеческим и некоторых повергла в такую ужасную и худшую всех зол бездну погибели, что стали говорить, будто нет Бога. Их безумие обличая, тайнозритель Давид сказал: рече безумен в сердце своем: несть Бог (Пс. 13, 1). Поэтому-то ученики и апостолы Господа нашего, умудренные Всесвятым Духом, и Его силою и благодатью производившие божественные знамения, сетью чудес своих извлекли таких людей из глубины неведения к свету Богопознания. Подобным образом и преемники их благодати и сана, пастыри и учители, прияв просвещающую благодать Духа, и силою чудес, и словом благодати просвещали омраченных и обращали заблуждающихся. А мы, не получив ни дара чудес, ни дара учительства – ибо, пристрастившись к чувственным удовольствиям, оказались недостойными этого – призвав в помощь Отца и Сына и Святаго Духа, скажем теперь об этом предмете нечто хотя немногое из того, что преподали нам пророки благодати [1].

     Все существа или сотворены, или не сотворены. Если сотворены, то, без сомнения, и изменяемы; ибо чего бытие началось переменою, то необходимо и будет подлежать перемене, или истлевая, или изменяясь по произволу. Если же несотворены, то по самой последовательности умозаключения, конечно, и неизменяемы; ибо чего бытие противоположно, того и образ бытия противоположен, то есть его свойства. Кто же не согласится, что все существа, не только подлежащие нашему чувству, но и ангелы, изменяются, переиначиваются и многообразно преображаются; так, напр., существа мысленные, то есть ангелы, души и духи, по воле своей больше или меньше преуспевав в добре и удаляясь от добра, а прочие существа, изменяясь и по своему рождению, и по исчезновению, и по увеличению и умалению, по изменению свойств и по движению местному? А что изменяется, то, конечно, и сотворено, а что сотворено, то, без сомнения, сотворено кем-нибудь. Творец же должен быть существо несотворенное: ибо если бы и он был сотворен, то, конечно, кем-нибудь, и так далее, пока не дойдем до чего-нибудь несотворенного. Поэтому Творец, будучи несотворен, без сомнения, есть и неизменяем: а кто же это другой, как не Бог?

     И самый состав, сохранение и управление тварей показывают нам, что есть Бог, Который все это сотворил, содержит, сохраняет и обо всем промышляет. Ибо каким бы образом могли враждебные между собою стихии, как то: огонь, вода, воздух, земля, – соединиться для составления одного мира и пребывать в совершенной нераздельности, если бы некая всемогущая сила не соединила их и не сохранила их всегда нераздельными [2]?

     Кто это расположил по известным местам все то, что на небе и что на земле, что в воздухе и что в воде, и что предшествует всему этому: небо и землю, воздух и природу, как огня, так и воды? Кто все это соединил и разделил? Кто сообщил им движение и стремление непрестанное и беспрепятственное? Не художник ли этого, положивший всем вещам закон, по которому все делается и все управляется? Кто же этот художник? Не тот ли, который все это сотворил и привел в бытие? Мы не можем приписать такой силы слепому случаю, ибо пусть это произошло от случая; но кто привел все в такой порядок? – уступим, если угодно, и это случаю, кто же соблюдает и сохраняет по тем же законам, по которым все прежде создано? – Кто-либо другой, конечно, а не слепой случай. Но кто это другой, как не Бог [3]?

[1] Григорий Богослов, слово 28.

[2] Афанасий Александрийский. Против язычников. Migne, s. gr., t. XXV, coll. 69–77. Перевод Моск. Дух. Акад., ч. III (1902), стр. 171–177.

[3] Григорий Богослов, слово 28. Migne, s. gr., t. XXXVI. coll. 45–47. Перев. ч. III, стр. 25–26. Афанасий Александрийский. О воплощении Слова. Migne, s. gr., t. XXV, coll. 97–100. Перев., ч. 1, стр. 193.

  • თავი IV

იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი; რომ მიუწვდომელია იგი

     ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, ცხადია, ხოლო თუ რა არის იგი არსებითა და ბუნებით, ეს სრულიად მიუწვდომელია და უცოდნელი. თუმცა, უსხეულო რომ არის იგი, ეს ცხადია, რადგან როგორ უნდა იყოს სხეული ის, რაც უსასრულოა, უსაზღვროა, დაუსახველია, შეუხებელია, უხილავია, მარტივია, შეუდგენელია, რამეთუ როგორ იქნება უცვლელი, თუკი შემოსაზღვრულია და ვნებადი? ანდა როგორ იქნება უვნებო ის, რაც სტიქიონებისგან შემდგარა და კვლავ მათდამი უნდა დაიშალოს? შედგენილობა ხომ წინააღმდეგობის სათავეა, წინააღმდეგობა – დაპირისპირებისა, ხოლო დაპირისპირება – დაშლისა, ღვთისათვის კი დაშლა სრულიად უცხოა, რადგან მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი ღვთისგან ყოველივეს განჭოლვა და აღვსება, როგორც ამას ამბობს წერილი. „ნუთუ მე არ ვავსებ ცას და მიწას, ამბობს უფალი“ (იერ. 23,24)? შეუძლებელია, რომ სხეულმა განჭოლოს სხეულები ისე, რომ არ გაჭრას და არ გაიჭრას, რომ არ შეეწნას და არ დაუპირისპირდეს, როგორც, მაგალითად, სითხეები, რომლებიც შეირევიან და თანაგანზავდებიან.

     თუმცა ზოგიერთები ამბობენ უნივთო სხეულს (როგორც ელინ ბრძენთაგან თქმულა მეხუთე სხეული, რაც შეუძლებელია), მაგრამ ხომ უთუოდ მოძრავი უნდა იყოს იგი მსგავსად ცისა (რადგან სწორედ ცა თქვეს მეხუთე სხეულად)? ვინღა არის მისი მამოძრავებელი? ყოველი მოძრავი სხვისგან მოძრაობს, ის კიდევ ვინმესგან, და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ მივაღწევთ რამ უძრავს, რადგან პირველი მამოძრავებელი უძრავია, რაც არის ღმერთი როგორღა შეიძლება რომ ადგილით არ იყოს შემოწერილი ის, რაც მოძრავია?

     ამრიგად, მხოლოდ ღვთაებაა უმოძრაო, რომელიც უმოძრაობის გზით ამოძრავებს ყოველივეს. ამიტომ, უსხეულოდ მიიჩნევა ღვთაება. მაგრამ არც ეს წარმოგვიჩენს მის არსებას, ისევე როგორც არც უშობელობა, დაუსაბამობა, გარდაუქმნელობა, უხრწნელება და სხვა დანარჩენი, რაც კი ღვთის ანდა ღვთის არსებობის შესახებ ითქმის. ესენი აღნიშნავს არა იმას, რა არის იგი, არამედ – რა არ არის, ხოლო ვისაც რაიმეს არსების გამოთქმა უნდა, მართებს ის თქვას, თუ რა არის იგი, არათუ – რა არ არის. მაგრამ ღვთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის იგი არსებით. ამიტომ, უფრო შესაფერისია, რომ ყველაფრის ჩამოკლების გზით ითქვას მის შესახებ სიტყვა. არსთაგან არაფერია იგი, არათუ როგორც არაარსებული, არამედ როგორც ყველა არსზე უზემოესი და თვით არსებობაზეც კი ზე მყოფი. რადგან თუკი არსთა შესახებაა ცოდნა, ის, რაც ცოდნაზე უზემოესია, უთუოდ არსებაზე უზემოესიც იქნება და, პირიქით, არსებაზე უზემოესი ცოდნაზე უზემოესიც უნდა იყოს.

     ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში – უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე.

  • Глава IV.

О том, что есть Бог? О том, что Божество невозможно постигнуть.  

      Итак, что Бог есть, это очевидно. Но что есть Он по сущности и естеству, – это совершенно непостижимо и неведомо. Что Он бестелесен, это ясно. Ибо как может быть телом то, что бесконечно и беспредельно, не имеет образа, не подлежит осязанию, невидимо, просто и несложно? Ибо как может быть неизменяемо то, что ограничено и подвержено страстям? И как может не подлежать страсти то, что составлено из стихий и на них опять разрешается? – Ибо соединение есть начало брани, брань – начало разделения, разделение – разложения: но разложение– совершенно чуждо Бога [1].

     Как исполнится и то, что Бог проникает и наполняет все, как говорится в Писании: Еда небо и землю не Аз наполняю, рече Господь (Иер. 23, 24). Ибо невозможно, чтобы тело проходило сквозь тела, не разделяя их и само не разделяясь, не смешиваясь и не соединяясь с ними, подобно как жидкости вместе сливаются и растворяются [2].

     Если же допустить, как некоторые говорят, тело нематериальное, подобное тому, которое у греческих мудрецов называется пятым телом, что, впрочем, невозможно, то оно, конечно, будет движимо, как и небо, ибо его-то и называют пятым телом. Но кто движет это тело? [Конечно, другое существо] – ибо все движимое приводится в движение от другого. Кем же движется и это другое? И так в бесконечность, пока не встретим чего-либо недвижимого. Но перводвижущее есть недвижимое, каков и есть Бог. Если бы же Он был движим, то как не был бы ограничен местом? Поэтому один только Бог недвижим и своею неподвижностью движет все. Итак, должно необходимо признать, что Божество бестелесно [3].

     Однако же это не определяет еще Его сущность, равно как ни нерождаемость, ни безначальность, ни неизменяемость ни нетленность, ни все то, что говорится о Боге или о Его бытии. Ибо все это показывает не то, что есть Бог, но то, что Он не есть. Кто же хочет выразить сущность какой-нибудь вещи, тот должен сказать, что она есть, а не то, что не есть. Впрочем, нельзя сказать о Боге, что Он есть по существу; но гораздо свойственнее говорить о Нем через отрицание всего. Ибо Он не есть что-либо из числа вещей существующих, не потому, чтобы вовсе не существовал, но потому, что превыше всего существующего, превыше даже самого бытия. Ибо если познание имеет предметом своим вещи существующие, то уже то, что выше познания, конечно, выше и бытия, и снова: то, что превышает бытие, то выше и познания [4].

     Итак, Бог беспределен и непостижим, и одно в Нем постижимо – Его беспредельность и непостижимость. А то, что мы говорим о Боге утвердительно, показывает нам не естество Его, но то, что относится к естеству. Ибо назовем ли Бога благим, или праведным, или премудрым, или чем другим, выразим не естество Его, а только то, что относится к естеству. А иногда то, что утвердительно говорится о Боге, имеет силу преимущественного отрицания; так, например, говоря о Боге, мы употребляем слово мрак, разумея не мрак, а то, что не есть свет, но выше всякого света; или употребляем слово свет, разумея, что не есть мрак.

[1] Григорий Богослов, слово 28. Migne, s. gr., t. XXXVI, coll. 33. Перев., ч. III. стр. 17

[2] Там же. Migne, 36; перев., 18.

[3] Григорий Богослов, слово 28. Migne, 36. Перев. 18.

[4] Григорий Богослов, слово 28. Migne, 36–37. Перев. 19.

  • თავი V

დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი

     ის, რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობსა: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან. არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვ. 20,21). კიდევ: „ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არის“ (II სჯ. 6,1); აგრეთვე, ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: „მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემს უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის“ (ეს. 43,10). ასევე, წმინდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: „ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი“ (იოან. 17,3). მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით:

     ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!

     ამიტომ, ერთი არის ღმერთი, – სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული.

     ამასთან, ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.

  • Глава V.

Доказательство, что един есть Бог, а не многие.

      Итак, достаточно доказано, что Бог есть, и что существо Его непостижимо. А что Бог един есть, а не многие, это несомненно для верующих Божественному Писанию. Ибо Господь в начале Своего законоположения говорит: Аз есмь Господь Бог твой, изведый тя от земли Египетския, да не будут тебе бози инии разве Мене (Исх. 20, 2); и снова: Слыши, Израилю: Господь Бог твой, Господь един есть (Втор. 6, 4); и у Исаии пророка: Аз Бог первый и Аз по сих, кроме Мене несть Бог (Ис. 41, 4) – Прежде Мене не бысть ин Бог, и по Мне не будет… и несть разве Мене (Ис. 43, 10–11). И Господь в Святых Евангелиях так говорит к Отцу: Се есть живот вечный, да знают Тебе единаго истиннаго Бога (Ин. 17, 3).

     С теми же, которые не верят Божественному Писанию, мы так будем рассуждать: Бог есть совершен и не имеет недостатков и по благости, и по премудрости, и по силе, – безначален, бесконечен, присносущен, неограничен, и, словом сказать, совершен по всему. Итак, если допустим многих богов, то необходимо будет признать различие между этими многими. Ибо если между ними нет никакого различия, то уже один, а не многие; если же между ними есть различие, то где совершенство? Если будет недоставать совершенства или по благости, или по силе, или по премудрости, или по времени, или по месту, то уже не будет и Бог. Тождество же во всем указывает скорее единого Бога, а не многих.

     Сверх того, если бы много было богов, то как бы сохранилась их неописуемость? Ибо где был бы один, там не был бы другой.

     Каким же образом многими управлялся бы мир и не разрушился и не расстроился ли бы, когда между управляющими произошла бы война? Потому что различие вводит противоборство. Если же кто скажет, что каждый из них управляет своей частью, то что же ввело такой порядок и сделало между ними раздел? Этот-то собственно и был бы Бог. Итак, един есть Бог, совершенный, неописуемый, Творец всего, Содержитель и Правитель, превыше и прежде всякого совершенства [1].

     К этому должно присоединить, что и по самой естественной необходимости единица есть начало двоицы [2].

[1] Григорий Богослов, слово 29. Migne, 76. Перев., 43.

[2] Дионисий Ареопагит. Об именах Божиих. Migne, 820, 841.

  • თავი VI

 ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება

      ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადეამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

     ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, – სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, – მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც.

  • Глава VI.

 О Слове и Сыне Божием, доказательство из разума.

 

      Итак, этот единый и единственный Бог не без Слова. Если же Он имеет Слово, то должен иметь Слово не безипостасное, начавшее быть и имеющее престать. Ибо не было времени, когда Бог был без Слова. Напротив, Бог всегда имеет Слово Свое, Которое рождается от Него и Которое не таково, как наше слово – не ипостасное и в воздухе разливающееся, но есть ипостасное, живое, совершенное, не вне Его (Бога), но всегда в Нем пребывающее. Ибо где Ему быть вне Бога? Но так как естество наше временно и удоборазрушимо; то и слово наше не ипостасно. Бог же как присносущный и совершенный и Слово будет иметь также совершенное и ипостасное, Которое всегда есть, живет и имеет все, что имеет Родитель. Наше слово, происходя из ума, не есть ни совершенно тождественно с умом, ни совершенно различно; ибо, будучи из ума, оно есть нечто иное в отношении к нему; но так как оно обнаруживает ум, то и не есть совершенно отличное от ума, но будучи по естеству – одно с ним, различается от него как особое подлежащее: так и Слово Божие, поскольку существует само по себе, различается от того, от кого имеет ипостась; поскольку же проявляет в себе то же самое, что есть в Боге; то по естеству есть одно с ним. Ибо как в Отце усматривается совершенство во всех отношениях, так видно то же и в рожденном от Него Слове [1].

[1] Григорий Нисский. Большое огласительное слово, глава 1. Перевод Моск. Дух. Акад., ч. IV, стр. 5–9.

  • თავი VII

 სულიწმინდის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება

      საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ.

     ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და – არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას – სული.

      ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან – ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი – მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა.

     თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: „უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში“ (ფს. 118,89); კიდევ: „მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს. 106,20), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან“ (ფს103,30), კიდევ: „უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით – ყოველი ძალა მათი“ (ფს. 32,4); ასევე, იობი ამბობს: „საღვთო სული – შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა – შემამტკიცებელი ჩემი“ (იობ. 33,4). ამგვარი სული, – მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, – არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ.

  •  Глава VII.

 О Духе Святом; доказательство из разума.

 

      Для Слова должно быть и дыхание; ибо и наше слово не без дыхания. Но наше дыхание отлично от нашего существа: оно есть вдыхание и выдыхание воздуха, втягиваемого и выдыхаемого для существования тела. При произношении слова оно делается звуком, обнаруживающим собою силу слова. И в Божием естестве, простом и несложном, должно благочестно исповедывать бытие Духа Божия, потому что Слово Его не есть недостаточнее нашего слова; но было бы нечестием думать, что в Боге Дух есть нечто отвне привходящее, как это бывает в нас, существах сложных. Напротив, как слыша о Слове Божием, не признаем Его безипостасным или таким, которое приобретается учением, произносится голосом, разливается в воздухе и исчезает, но таким, которое ипостасно существует, имеет свободную волю, – деятельно и всесильно: так, узнав, что Дух Божий сопутствует Слову и проявляет Его действие, мы не почитаем Его дыханием неипостасным; ибо таким образом мы унизили бы до ничтожества величие Божественного естества, если бы о Духе, Который в Нем, имели такое же разумение, какое имеем о нашем духе; но почитаем Его силою, действительно существующею, созерцаемою в собственном ее и особенном личном бытии, исходящею от Отца, почивающею в Слове и Его проявляющею, которая поэтому не может отделяться ни от Бога, в Котором она есть, ни от Слова, которому сопутствует, и которая не так обнаруживается, чтобы исчезнуть, но, подобно Слову, существует лично, живет, имеет свободную волю, сама собою движется, деятельна, всегда хочет добра, во всяком изволении силою сопровождает хотение и не имеет ни начала, ни конца; ибо ни Отец никогда не был без Слова, ни Слово – без Духа.

     Таким образом, единством естества совершенно опровергается многобожие эллинов, а принятием Слова и Духа отвергается учение иудеев; и от тех и других остается то, что полезно, то есть, из учения иудеев – единство естества, а из эллинизма – одно различие по ипостасям [1].

     Если иудей станет противоречить принятию Слова и Духа, то должно обличить его и заградить ему уста Божественным Писанием. Ибо о Слове Божественный Давид говорит: Во век Господи Слово Твое пребывает на небеси (Пс. 118, 89), и в другом месте: Посла Слово Свое, и исцели я (Пс. 106, 20); – но слово, произносимое устами, не посылается и не пребывает во век. И о Духе тот же Давид говорит: Послеши Духа Твоего, и созиждутся (Пс. 103, 30); и в другом месте: Словом Господним небеса утвердишася, и Духом уст Его вся сила их (Пс. 32, 6); также и Иов: Дух Божий сотворивый мя, дыхание же Вседержителево поучающее мя (Иов. 33, 4); – но Дух посылаемый, созидающий, утверждающий и сохраняющий не есть дыхание исчезающее, равно как и уста Божии не член телесный: но то и другое должно разуметь богоприлично [2].

[1] Григорий Богослов, слово 31, 38, 41. Migne, s. gr., t. XXXVI, coll. 137, 320, 441 etc. Перевод, ч. III, стр. 86. 198 и др. Григорий Нисский. Большое огласительное слово, 2–3. Перевод, ч. IV, стр. 9–12.

[2] Григорий Нисский, там же. Василий Великий. О Св. Духе к Амфилохию. Перевод Моск. Дух. Академии, ч. III (1891), стр. 245.

  • თავი VIII

  წმინდა სამების შესახებ

      ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი – დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის – სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის – ყოველივე სიკეთისა მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი ღმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: „ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ“ (მათე 25,19).

     გვწამს ერთი მამა, ყოველივეს დასაბამი და მიზეზი, არათუ ვინმესგან შობილი, არამედ ის მხოლო უმიზეზოდ და უშობლად მყოფი, შემოქმედი ყოველივესი, მამა მარტოდენ მისი ერთი ბუნებითი ძისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გამომავლინებელი ყოვლადწმინდა სულისა. 

     გვწამს ერთი ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამისგან შობილი უწინარეს ყველა საუკუნისა, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, შობილი, არა შექმნილი, თანაარსი მამისა, რომლისგანაც შეიქმნა ყოველივე, მას ვამბობთ ყველა საუკუნის უწინარესად, რითაც ცხადვყოფთ, რომ უჟამოა და დაუსაბამო მისი შობა. არათუ არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა ძე ღვთისა, რომელიც არის გამოცისკრება დიდებისა და ხატი მამისეული გვამოვნებისა, ცოცხალი სიბრძნე და ძალა, სიტყვა გვამოვნებითი, არსობრივი და სრული, ცოცხალი ხატი უხილავი ღვთისა, – არამედ მარადჟამს იყო იგი მამასთან და მამაში, მარადიულად და დაუსაბამოდ მისგან ნაშობი. არ ყოფილა ოდესმე მამა, როდესაც არ იყო ძე, არამედ როგორც კი – მამა, მყისვე – ძე, მისგან ნაშობი, რამეთუ ძის გარეშე მამად წოდებულიც არ იქნებოდა იგი, რადგან თუ იქნებოდა ძის არმქონე, ესე იგი მამა არ იქნებოდა და თუ შემდეგში შეიძენდა ძეს, შემდეგში გახდებოდა მამა, არ იქნებოდა რა მამა აქამდე, ანუ შეიცვლებოდა იგი, რადგან არ იქნებოდა რა მამა, მამა გახდებოდა, მაგრამ ეს ყოველგვარ ბოროტმეტყველებაზე უფრო უარესია- შეუძლებელია, რომ ღმერთად ითქვას ის, რაც მოკლებულია ბუნებით მშობელობას, ხოლო მშობელობა – ესაა თავისი თავისგან ანუ საკუთარი არსებისგან ბუნებითად მსგავსის შობა.

     ძის შობასთან დაკავშირებით უღვთოებაა თქმა იმისა, რომ ჟამი მესაშუალეობდა და რომ მამის შემდეგ იყო ძის მყოფობა, რადგან მისგან, ესე იგი, მამის ბუნებისგან ვამბობთ ძის შობას და თუ არ ჩავთვლით, რომ დასაბამიდანვე მამასთან თანამყოფობდა მისგან ნაშობი ძე, მამის გვამოვნების ცვალებადობას დავუშვებთ ამით, – რომ მამად არმყოფი შემდეგ გახდა მამა. მართალია, შესაქმე კი მოხდა შემდეგ, მაგრამ – არა ღვთის არსებისგან, არამედ – ღვთის განზრახვითა და ძალით, რაჟამს არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა იგი. ამიტომ, არ უკავშირდება ცვალებადობა საღვთო ბუნებას.

     შობა არის მშობლის არსებისგან გამოსვლა შობილისა, – არსობრივად მისი მსგავსისა, შექმნა და დაბადება კი ესაა გარედან, ესე იგი, არა შემოქმედისა და დამბადებლის არსებისგან, გაჩენა შექმნილისა და დაბადებულისა, – სრულიად არამსგავსისა.

     ამრიგად, რადგან ღმერთია მხოლო უვნებო, გარდაუქმნელი, უცვლელი და მარადჟამს იგივე, შობაც და ქმნაც უვნებოა მისთვის. ამიტომ, მას, ბუნებით უვნებოსა და წარუდინებელს, როგორც მარტივსა და შეუდგენელს, არ ეთვისება ვნებულებისა და წარდინების განცდა არც შობისას, არც ქმნისას, არცთუ ვინმეს თანაშეწევნას საჭიროებს იგი, არამედ შობა დაუსაბამოა და მარადიული, რადგან ბუნების საქმეა ეს და – საკუთარი არსებისგან გამომყვანი, რათა ცვლილება არ განიცადოს მშობელმა და არ იყოს ღმერთი პირველი და ღმერთი შემდგომი და რომ შემატება არ მიიღოს მან მეორე მხრივ, ღმერთთან დაკავშირებით, შესაქმე – ესაა ნებელობის საქმე და იგი არ არის თანამარადიული ღვთისა. მართლაც, არაბუნებრივია, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოყვანილი თანამარადიული იყოს დაუსაბამოსი და მარადჟამს არსებულისა.

     ამიტომ, ისევე როგორც სხვადასხვაგვარად ქმნის ადამიანი და ღმერთი (რადგან ადამიანს არარსებობიდან არაფერი არ შემოჰყავს არსებობაში, არამედ რასაც აკეთებს, წინასწარარსებული ნივთისგან აკეთებს და არა მხოლოდ ინებებს იგი, არამედ წინასწარ მოიაზრებს კიდეც და გონებაშიც წარმოისახავს გასაკეთებელს, შემდეგ კი ხელითაც მუშაობს, შრომასაც და ჯაფასაც თავს იდებს, და მაინც ხშირად ვერც აღწევს მიზანს, არ გამოდის რა ისე საქმე, როგორც მას სურს, ხოლო ღმერთმა მარტოდენ ინება და არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა ყოველივე), ასევე, სხვადასხვაგვარად შობს ღმერთი და ადამიანი. ერთი მხრივ, ღმერთი, არის რა იგი უჟამო, დაუსაბამო, უვნებო, წარუდინებელი, უსხეულო, მხოლო და დაუსრულებელი, შობს უჟამოდ, დაუსაბამოდ, უვნებოდ, წარუდინებლად და შეუწყვილებლად. ამიტომ არც დასაბამი აქვს მის მიუწვდომელ შობას, არც დასასრული, და შობს იგი დაუსაბამოდ, რადგან გარდაუქმნელია, წარუდინებლად – რადგან უვნებოა და უსხეულო, შეუწყვილებლად – კვლავაც უსხეულობის გამო (და იმიტომაც, რომ ერთი მხოლო ღმერთი არსებობს, რომელსაც არ სჭირდება მეორე), დაუსრულებლად და დაუბოლოებლად – რადგან დაუსაბამოა, უჟამოა, დაუსრულებელია და მარადჟამს იგივე, მართლაც, დაუსაბამო დაუსრულებელია, ხოლო მადლით დაუსრულებელი არანაირად. არ არის დაუსაბამო, როგორც, მაგალითად, ანგელოზები.

     ამრიგად, მარადმყოფი ღმერთი შობს თავის სიტყვას, სრულს; შობს დაუსაბამოდ და დაუსრულებლად, რათა დროში არ შობდეს ღმერთი, რომელსაც ჟამზე აღმატებული ბუნება და მყოფობა აქვს. ადამიანი, მეორე მხრივ, ცხადია, ამის საწინააღმდეგოდ შობს, ექვემდებარება რა იგი ქმნადობას, ხრწნას, წარდინებას და გამრავლებას, როგორც სხეულით შემოსილი და მამრობისა და მდედრობის ბუნებით მქონე, რადგან საჭიროებს მამრი მდედრის შეწევნას. არამედ მოწყალემც იყოს ის, ვინც ყოვლის მიღმიერია და ყოველგვარ აზროვნებასა და წვდომაზე ზემდებარე.

      ამრიგად, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ასწავლის ერთობლივად მამას და მხოლოდშობილ ძეს, მისგან ნაშობს უჟამოდ, წარუდინებლად, უვნებოდ და მიუწვდომლად, როგორც ეს უწყის მხოლოდ მან, ყოველთა ღმერთმა.

     ისევე, როგორც ერთობლივია ცეცხლი და მისეული სინათლე, და არა ისე, რომ ჯერ – ცეცხლი, შემდეგ კი – სინათლე, არამედ – ერთობლივად, ამასთან, როგორც ცეცხლისგან მარადშობილი სინათლე მარადის არის მასში და არანაირად არ განეყოფა მას, ამგვარადვე იშვება მამისგან ძეც, არანაირად განყოფილი მისგან, არამედ მარადის მასში მყოფი. მაგრამ ცეცხლისგან განუყოფლად შობილ და მარადის მასში მკვიდრ სინათლეს არ აქვს საკუთარი, არაცეცხლისეული გვამოვნება, რადგან იგი ცეცხლის ბუნებითი თვისობრიობაა, მაშინ როცა ღვთის მხოლოდშობილ ძეს, მამისგან შობილს განუყოფლად და განუცალკევებლად და მარადის მასში მკვიდრს, აქვს საკუთარი, არამამისეული გვამოვნება. ამიტომ იგი სიტყვად და გამოცისკრებად ითქმის, რადგან შეწყვილების გარეშე, უვნებოდ, უჟამოდ, წარუდინებლად და განუყოფლად არის ნაშობი მამისგან. ითქმის, აგრეთვე, ძედ და მამისეული გვამოვნების ხატად, რადგან სრულია, გვამოვნებითია და ყოვლითურთ მსგავსია მამისა, უშობელობის გარდა. ითქმის მხოლოდშობილად, რადგან ის, მხოლო, მხოლო მამისგან მხოლოობითად იშვა, რამეთუ არ ჰგავს სხვა შობა ღვთის ძის შობას, არ არსებობს რა ღვთის სხვა ძე. თუმცა სულიწმინდაც მამისგან გამოდის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად. სხვა არის ამ მყოფობის გვარი, აღუქმელი და უცოდნელი, ისევე როგორც – ძის შობა. ამიტომაც, ყოველივე, რაც მამას აქვს, მისია, გარდა უშობელობისა, რაც არ ნიშნავს არსების განსხვავებას, არც ღირსებისას, არამედ მყოფობის გვარს, ისევე როგორც ადამი, რომელიც უშობელია, რადგან შენაქმნია ღვთისა, და სეითი, რომელიც ნაშობია, რადგან ადამის ძეა, და ევა, რომელიც ადამის გვერდიდან არის გამოსული, რადგან არ შობილა იგი, არათუ ბუნებით სხვაობენ ურთიერთისგან, რამეთუ ადამიანები არიან, არამედ – მყოფობის გვარით.

     გვმართებს ვიცოდეთ, რომ სიტყვა „აგენეტონ-, შუაში ერთი „ნ“-თი დაწერილი, ნიშნავს შეუქმნელს ანუ არდაბადებულს, ხოლო „აგენნეტონ-, ორი „ნ“-თი, ცხადყოფს არაშობილს. პირველი მნიშვნელობის მიხედვით არსება სხვაობს არსებისგან, რადგან სხვა არის არსება შეუქმნელი, დაუბადებელი ანუ „აგენეტოს“ (შუაში ერთი „ნ“-თი) და სხვაა დაბადებული ანუ „გენეტოს“, ესე იგი, შექმნილი. მეორე მნიშვნელობის მიხედვით არსება არსებისგან არ სხვაობს. მართლაც, ცხოველთა ყოველი სახეობის პირველი წარმომადგენელი უშობელია და არა დაუბადებელი, რადგან შემოქმედის მიერ შეიქმნა, შემოვიდა რა შესაქმეში მისი სიტყვით. ამიტომ არ არის ის შობილი, რადგან არ არსებობდა მასზე წინ მისივე თანასახეობისა სხვა, რომლისგანაც იშვებოდა იგი.

     ამიტომ, პირველი მნიშვნელობის მიხედვით, მოზიარეობს წმინდა ღმრთეების სამი ზეღმერთი გვამოვნება, რადგან თანაარსნი და შეუქმნელნი არიან ისინი, მაგრამ მეორე მნიშვნელობის მიხედვით – არანაირად, რადგან მხოლოდ მამაა უშობელი, რომლის არსებობაც სხვა გვამოვნებისგან არ არის. ასევე, მხოლოდ ძეა შობილი, რადგან მამის არსებისგან არის იგი ნაშობი დაუსაბამოდ და უჟამოდ. კიდევ, მხოლოდ სულიწმინდაა გამოსული მამის არსებისგან, არა შობილი, არამედ გამომავალი.

     ასე გვასწავლის წერილი, თუმცა შობისა და გამომავლობის გვარი მიუწვდომელი რჩება.

     უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არათუ ჩვენგან არის გადატანილი ნეტარ ღმრთეებაზე მამობის, ძეობისა და გამომავლობის სახელები, არამედ, პირიქით, იქედან არის ჩვენდამი წილბოძებული, როგორც ამბობს საღვთო მოციქული. „ამის გამო მოვიდრეკ ჩემს მუხლებს მამის მიმართ, რომლისგანაც არის ყოველი მამეულობა ცაში და მიწაზე“ (ეფეს. 5,14).

     თუ ვამბობთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია, იმას წარმოვაჩენთ, რომ პირველობს იგი ძეს არა ჟამით, არა ბუნებით (რადგან მის მიერ შექმნა მან საუკუნეები), არცთუ სხვა რამით, არამედ – მიზეზობრივად. ეს ნიშნავს, რომ ძე მამისგან იშვა და არა მამა ძისგან, და რომ მამა ბუნებითად არის მიზეზი ძისა, ისევე როგორც ვამბობთ არა სინათლისგან ცეცხლის გამოსვლას, არამედ უმალ ცეცხლისგან – სინათლისას. ამიტომ, როდესაც გავიგონებთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია მასზე, მიზეზობრივად უნდა გავიაზროთ ეს და როგორც არ ვამბობთ, რომ სხვა არსებისაა ცეცხლი, სხვისა კი – სინათლე, ამგვარადვე, შეუძლებელია ითქვას, რომ სხვა არსებისაა მამა, სხვისა კი – ძე, არამედ – ერთი და იმავესიასევე, როგორც ვამბობთ, რომ ცეცხლი ნათობს მისგან გამომავალი სინათლის მიერ და არ ვთვლით, რომ ცეცხლისეული სინათლე მისი მომსახურე იარაღია, არამედ – უმალ ბუნებითი ძალა, ამგვარადვე ვამბობთ, რომ ყოველივეს, რასაც მამა აკეთებს, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ აკეთებს, თუმცა არა როგორც მსახურებითი იარაღის მიერ, არამედ როგორც ბუნებითი და გვამოვნებითი ძალის მიერ. ასევე, ვამბობთ, რომ ცეცხლი ანათებს და კიდევ, ვამბობთ, რომ ცეცხლის სინათლე ანათებს. შესაბამისად, „ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ (იოან. 5,19). მაგრამ სინათლე არ ფლობს საკუთარ, არაცეცხლისეულ გვამოვნებას, ხოლო ძე სრული გვამოვნებაა, მამისეული გვამოვნებისგან განუყოფელი, როგორც ეს ზემოთ ცხადვყავით. შეუძლებელიც არის შესაქმეში იმგვარი ხატის პოვნა, რაც თავის თავში უცვლელად წარმოაჩენდა წმინდა სამების გვარს. მართლაც, როგორ შეიძლება, რომ შექმნილმა, შედგენილმა, წარდინებადმა, ცვალებადმა, გარეშეწერილმა, აღნაგობის მქონემ და ხრწნადმა ნათლად ცხადყოს ის, რაც ყოველივე ამისგან თავისუფალია, – ზეარსი საღვთო არსება? აშკარაა, რომ ყოველი ქმნილება ზემოთქმულთაგან უმრავლესს ექვემდებარება და ყოველი მათგანი თავისი ბუნებით ხრწნადობას არის დამორჩილებული.

     მსგავსადვე გვწამს ერთი სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, მამისაგან გამომავალი და ძეში დავანებული, მამასთან და ძესთან ერთად თაყვანცემული და თანადიდებული, როგორც თანაარსი და თანამარადიული, ღვთისაგანი სული, წრფელი, მეწინამძღვრეობითი, წყარო სიბრძნისა, სიცოცხლისა და განწმენდისა, მამასთან და ძესთან ერთად ღმერთად არსებული და სახელდებული, შეუქმნელი, აღსავსე, ყოვლისმპყრობელობითი შემოქმედი, ყოვლისმოქმედი, ყოვლადძლიერი, უსასრულოდ ძლიერი, მთელი ქმნილების მფლობელი – არათუ ფლობილი, განმაღმრთობელი – არათუ გაღმრთობილი, აღმავსებელი – არათუ აღვსებული, წილხვედრებული1 – არათუ წილმქონე, განმწმენდი – არათუ განწმენდილი, ნუგეშისმცემელი, როგორც ყველა ვედრების შემწყნარებელი, ყოვლითურთ მსგავსი მამისა და ძისა, მამისგან გამომავალი და ძის მიერ წილბოძებული, მთელი შესაქმის მიერ წილმიღებული, თავისი თავის მიერ ყოველივეს შემქმნელი, არსმყოფელი, განმწმენდი და შემამტკიცებელი, გვამოვნებითი, საკუთარ გვამოვნებაში მყოფი, განუყოფელი და განუყრელი მამისა და ძისგან, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას და ძეს, გარდა უშობელობისა და შობილობისა.

     მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.

     ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი – არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.

     ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, – თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, – იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე, – გარდა ეშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. მხოლოდ ამ გვამოვნებითი თვისებებით განსხვავდება ურთიერთისგან სამი წმინდა გვამოვნება, რომლებიც განუყოფლად განიყოფებიან საკუთარ გვამოვნებათა ხატოვნებითობით და არა არსებით.

      ვამბობთ, რომ თითოეულს ამ სამთაგან სრული გვამოვნება აქვს, რადგან ვცნობთ არა სამი არასრულისგან შედგენილ ერთ სრულ ბუნებას, არამედ – ერთ მარტივ, ზესრულ და პირველსრულ არსებას სამ სრულ გვამოვნებაში. ყოველივე, რაც არასრულთაგან არის შემდგარი, უთუოდ შედგენილია, მაგრამ სრულ გვამოვნებათაგან შეუძლებელია შედგენილობის შექმნა. ამიტომ, არ ვამბობთ, რომ სახე გვამოვნებათაგან არის, არამედ – გვამოვნებებში, ხოლო „არასრულებად“ იმათ ვამბობთ, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ მათგან განსრულებული საქმის სახეს. მაგალითად, ქვა, ძელი და რკინა თითოეულად სრული არის თავის თავში, საკუთარი ბუნების მიხედვით, მაგრამ მათგან განსრულებული შენობის მიმართ თითოეული მათგანი არასრულია, რადგან არცერთი მათგანი არ არის თავისთავად შენობა.

     ამრიგად, სრულს ვამბობთ გვამოვნებებს, რომ საღვთო ბუნების შესახებ შედგენილობა არ დავუშვათ, რადგან შედგენილობა განყოფის დასაბამია და კიდევ, ვამბობთ სამ გვამოვნებას ურთიერთში, რომ არ შემოვიტანოთ ღმერთების სიმრავლე და წყება. სამი გვამოვნების მიერ შეუდგენლობას და შეურევლობას ვცნობთ, ხოლო გვამოვნებათა ერთარსების, ურთიერთში მათი არსებობის, აგრეთვე, მათი ნების, მოქმედების, ძალის, ხელმწიფობის და, ასე ვთქვათ, მოძრაობის იგივეობის მიერ – მათ განუყოფლობასა და ერთი ღმერთის არსებობას. ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, – ღმერთი, მისი სიტყვა და სული.

     სამი გვამოვნების განყოფის შესახებ და საქმის, აზრისა და გონების შესახებ

     გვმართებს ვიცოდეთ, რომ სხვა არის საქმით ჭვრეტა და სხვა – აზრით და გონებით. ყველა ქმნილების შესახებ გვამოვნებათა განყოფა საქმით განიჭვრიტება, რადგან სწორედ საქმით ჩანს, რომ, მაგალითად, პეტრე გამიჯნულია პავლესგან. მაგრამ საერთოობა, შეკავშირებულობა და ერთიანობა აზრითა და გონებით განიჭვრიტება, რადგან გონებით მოვიაზრებთ, რომ პეტრე და პავლე ერთი ბუნებისა არიან, რომ მათ ერთი საერთო ბუნება აქვთ. მართლაც, ორივე მათგანი მოაზროვნე, მოკვდავი ცხოველია და ორივე არის ხორცი, მოაზროვნე და გონისმიერი სულით განსულიერებული. ასე რომ, ეს საერთო ბუნება აზრით არის განსაჭვრეტი, რადგან მათი გვამოვნებანი ურთიერთში როდი არიან, არამედ – თითოეული განკერძოებით და ცალკე თავისთვის არის გამოყოფილი, აქვს რა ერთ მათგანს აურაცხელი რამ მეორისგან გამმიჯვნელი. ადგილითაც განიყოფებიან ისინი, დროითაც განსხვავდებიან და განზრახულებითაც სხვადასხვაობენ, ისევე როგორც ძალღონით, დასახულობით ანუ აღნაგობით, ნათვისობით, აგებულებით, ღირსებით, საქმიანობით და ასე, ყველა სხვა ნიშანდობლივი თვისებით, მაგრამ ყველაზე უფრო კი იმით, რომ განცალკევებით არსებობენ და არა ურთიერთში. ამიტომ ითქმის ორი, სამი ანდა მრავალი ადამიანი.

      ამგვარი რამ ჩანს მთელ ქმნილებაში, მაგრამ წმინდა,ზეარსი, ყოვლის მიღმიერი და აღუქმელი სამების შესახებ პირიქითაა, რადგან იქ საერთოობა და ერთიანობა საქმით განიჭვრიტება თანამარადიულობის გამო, აგრეთვე არსების, მოქმედებისა და ნების იგივეობის, განზრახულებითი ერთსულოვნების ხელმწიფობის, ძალის, სიკეთის იგივეობის მიხედვით. არ ვამბობ მსგავსებას არამედ – იგივეობას, და მოძრაობის ერთ გამოშლას, რადგან ერთი არსებაა იგი, ერთი სიკეთეა, ერთი ძალაა, ერთი ნებელობაა, ერთი მოქმედებაა, ერთი ხელმწიფობაა, ერთი და იგივეა და არათუ სამი მსგავსია ურთიერთში, არამედ ერთი და იგივეა მოძრაობა სამი გვამოვნებისა, რამეთუ თითოეული მათგანი არანაკლებ ერთია მეორის მიმართ, ვიდრე თავისი თავის მიმართ; ესე იგი, ყოვლითურთ ერთია მამა, ძე და წმინდა სული, გარდა უშობლობისა, შობისა და გამომავლობისა.

     მეორე მხრივ, გონებით განიჭვრიტება განყოფადობა, რადგან ერთი ღმერთი ვიცით, მაგრამ – მხოლოდ მამობის, ძეობისა და გამომავლობის თვისებებში. ამიტომ, მიზეზისა და მიზეზოვანის, აგრეთვე გვამოვნების სისრულის ანუ მყოფობის გვარის მიხედვით, განსხვავებას შევიცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ძალგვიძს ჩვენებრ ადგილით გამიჯნულობა ვთქვათ გარეშეუწერელი ღვთის შესახებ, რადგან მისი გვამოვნებანი ურთიერთში არიან, თუმცა არა მათი შერევნის, არამედ თანაობის გამო, თანახმად უფლის სიტყვისა. „მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოან. 5,11). არც იმის თქმა ძალგვიძს, რომ განსხვავებულია მათი ნება, განზრახულება, მოქმედება, ძალა ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, რაც საქმითსა და ყოვლითურთ ჩვენეულ განყოფას შობს.

      ამრიგად, არ ვამბობთ სამ ღმერთს, – მამას, ძეს და წმინდა სულს, – არამედ უმალ ერთ ღმერთს, წმინდა სამებას, რადგან ერთ მიზეზს განვუკუთვნებთ ძეს და სულს, არა შეზავებულთ ანდა შერწყმულთ, თანახმად საბელიოსის შეხედულებისა, არამედ შეერთებულთ, როგორც ვთქვით, არა იმიტომ, რომ შეირევიან, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთშეკავშირებულნი არიან, აქვთ რა ურთიერთში დამტევნელობა ყოველგვარი შერწყმისა და აღრევის გარეშე, რადგან არც განიზღუდვიან, არც არსობრივად განიკვვთებიან, მსგავსად არიოზისეული განყოფადობისა. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმრთეება განუცალკევებელია განცალკევებულთა შორის, ისევე როგორც ურთიერთშეკავშირებულ და განუზღუდავ სამ მზეს შორის ერთია სინათლის თანაშეზავება და თანაშერწყმულობა.

     ამიტომ, როდესაც ვუჭვირობთ ღმრთეებას, პირველ მიზეზს, ერთმთავრობას და აგრეთეე ერთსა და იმავე, ასე ვთქვათ, მოძრაობასა და განაზრახობას ღმრთეებისას, ამასთან, არსების, ძალის, მოქმედებისა და უფლების იგივეობას, – ერთს წარმოვიდგენთ ჩვენ, მაგრამ როდესაც ვუჭვირობთ მათ, რომლებშიც არის ღმრთეება, ან, უფრო ზედმიწევნით რომ ვთქვათ, რომლებიც არის ღმრთეება და რომლებიც იქედან, პირველი მიზეზისგან არიან უჟამოდ, თანადიდებულად და განუყოფლად, – ესე იგი, ძისა და სულის გვამოვნებებს, – სამს ვეთაყვანებით.

     ერთი მამაა მამა, დაუსაბამო, ესე იგი, უმიზეზო, რადგან არავისგან არ არის; ერთი ძეა ძე, მაგრამ არა დაუსაბამო, ესე იგი, არა უმიზეზო, რადგან მამისგან არის იგი, ხოლო თუ ჟამიერ დასაბამს იგულისხმებ, ისიც დაუსაბამოა, რადგან ჟამთა შემოქმედი ჟამის ქვეშ ვერ იქნება. ერთი სულია სულიწმინდა, მამისგან გამომავალი, მაგრამ არა ძეობითად, არამედ გამოსვლითად. არც მამა განშორებია უშობლობას, რადგან შვა, არც ძე – შობას, რადგან უშობელისგან იშვა (ან კი როგორ განეშორებოდა?), არც სული შეცვლილა მამად ან ძედ, რადგან გამომავალია და რადგან ღმერთია. თვისება უძრავია. ანკი როგორღა შენარჩუნდებოდა თვისება, თუ მოძრავი იქნებოდა იგი და ცვალებადი? მართლაც, თუ მამა ძეა, არ ყოფილა იგი საკუთრივ მამა, რადგან საკუთრივ მამა ერთია. ასევე, თუ ძე მამაა, არ ყოფილა იგი საკუთრივ ძე, რადგან ერთია საკუთრივ ძე და ერთია სულიწმინდა.

     გვმართებს ვიცოდეთ, რომ მამას არ ვამბობთ ვინმესგან მყოფად, არამედ ვამბობთ მას ძის მამად. ძეს არ ვამბობთ არც მიზეზად, არც მამად, არამედ ვამბობთ მას მამისგან და მამის ძედ. სულიწმინდასაც მამისგან ვამბობთ და მამის სულად ვუწოდებთ მას. არ ვამბობთ სულს ძისგან, მაგრამ ძის სულად ვუწოდებთ მას, რადგან საღვთო მოციქული ამბობს. „ვისაც არ აქვს ქრისტეს სული, ის არ არის მისი“ (რომ 8,9). ვაღიარებთ, აგრეთვე, რომ ძის მიერ განგვეცხადა და წილად გვებოძა იგი ჩვენ, რადგან თქმულიაა, შთაჰბერა და უთხრა მის მოწაფეებს „მიიღეთ სულიწმინდა“ (იოან. 20,29), – იმგვარად, როგორც მზისგან არის სხივი და გამობრწყინება, რადგან მზეა წყარო სხივისა და გამობრწყინებისა, და ეს გამობრწყინება, რაც განგვანათლებს ჩვენ და რისი წილმქონეც ვართ, წილად გვებოძება სხივის მიერ. თავის მხრივ, ძე არ ითქმის არც სულისად, არც სულისგან.

  • Глава VIII.

 О Святой Троице.

 

      Итак, веруем во единого Бога, единое начало, безначального, несозданного, нерожденного, нетленного, равно и бессмертного, вечного, бесконечного, неописуемого, беспредельного, всемогущего, простого, несложного, бестелесного, чуждого истечения, бесстрастного, неизменяемого и непременяемого, невидимого, – источника благости и правды, свет умственный и неприступный, – в силу, никакою мерою неопределимую и только собственною волею измеряемую, – ибо все, что восхощет, может, – всех тварей видимых и невидимых создательницу, всеобъемлющую и сохраняющую, обо всем промышляющую, вседержительную, над всем начальствующую и царствующую царствием нескончаемым и бессмертным, не имеющую никакого соперника, все наполняющую, ничем не объемлемую, но всеобъемлющую, содержащую и все превышающую, которая проникает все сущности, сама оставаясь чистою, пребывает вне пределов всего и изъята из ряда всех существ как пресущественная и превыше всего сущая, пребожественную, преблагую, преисполненную, которая устанавливает все начальства и чины, а сама выше всякого начальства и чина, выше сущности, жизни, слова и разумения, которая есть сам свет, сама благость, сама жизнь, сама сущность, так как не имеет от другого ни бытия, ни чего-либо из того, что есть, но сама есть источник бытия для всего существующего, жизни – для всего живущего, разума – для всего разумного, причина всех благ для всех существ, – в силу, которая знает все прежде бытия всего, единую сущность, единое Божество, единую силу, единое хотение, единое действие, единое начало, единую власть, единое господство, единое царство, в трех совершенных ипостасях познаваемую и покланяемую единым поклонением, веруемую и почитаемую от всякой словесной твари (в ипостасях), неслитно соединенных и нераздельно разделенных, что и непостижимо, – в Отца и Сына и Духа Святаго, во имя Которых мы и крестились, ибо так Господь заповедал крестить Апостолам, сказав: крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа (Мф. 28, 19) [1].

     (Веруем) во единого Отца, начало всего и причину, не от кого-либо рожденного, Который один только не имеет причины и не рожден, Творца всего, но Отца, по естеству, одного Единородного Сына Его, Господа же и Бога и Спасителя нашего Иисуса Христа и в изводителя Всесвятого Духа. И во единого Сына Божия Единородного, Господа нашего, Иисуса Христа, рожденного от Отца прежде всех веков, Света от Света, Бога истинного от Бога истинного, рожденного, несотворенного, единосущного Отцу, чрез Которого все произошло. Говоря о Нем: прежде всех веков, – мы показываем, что Его рождение – безвременно и безначально; ибо не из не сущего приведен в бытие Сын Божий, сияние славы и образ Ипостаси Отчей (Евр. 1, 3), живая премудрость и сила, Слово ипостасное, существенный, совершенный и живой образ невидимого Бога; но Он присно был с Отцем и в Отце, из Которого родился вечно и безначально. Ибо Отец никогда не существовал, когда не было бы Сына, но вместе Отец, вместе и Сын, от Него рожденный. Ибо Отец без Сына не назывался бы Отцем, если бы существовал когда-либо без Сына, то не был бы Отцем, и если после стал иметь Сына, то также после сделался Отцем, не будучи прежде Отцем, и подвергся бы изменению в том, что, не быв Отцем, стал Им, а такая мысль есть ужаснее всякого богохульства, ибо нельзя сказать о Боге, чтобы Он не имел естественной силы рождения, а сила рождения состоит в способности родить из себя, т.е. из собственной сущности, существо, подобное себе по естеству [2].

     Итак, нечестиво было бы утверждать о рождении Сына, что оно произошло во времени и что бытие Сына началось после Отца. Ибо мы исповедуем рождение Сына от Отца, то есть из Его естества. И если мы не допустим, что Сын изначала существовал вместе с Отцем, от Которого Он рожден, то введем изменение ипостаси Отца в том, что Отец, не будучи Отцем, после сделался Отцем. Правда, тварь произошла после, но не из существа Божия; а волею и силою Божиею приведена из небытия в бытие, и поэтому не произошло никакого изменения в естестве Божием. Ибо рождение состоит в том, что из сущности рождающего производится рождаемое, подобное по сущности; творение же и создание состоит в том, что творимое и созидаемое происходит извне, а не из сущности творящего и созидающего, и есть совершенно неподобно по естеству [3].

     Поэтому в Боге, Который один только бесстрастен, неизменяем, непреложен и всегда одинаков, бесстрастно как рождение, так и творение. Ибо, – будучи по естеству бесстрастен и чужд истечения, потому что прост и несложен, – Он не может подлежать ни страданию, ни истечению ни в рождении, ни в творении, и не имеет нужды ни в чьем содействии. Но рождение (в Нем) безначально и вечно, так как оно есть действие Его естества и происходит из Его существа, иначе рождающий потерпел бы изменение, и был бы Бог первый и Бог последующий, и произошло бы приумножение. Творение же у Бога, как действие хотения, не совечно Богу. Ибо приводимое из небытия в бытие не может быть совечно Безначальному и всегда Сущему. Бог и человек творят неодинаково. Человек ничего не приводит из не сущего в бытие, но, что делает, делает из прежде существовавшей материи, не только пожелав, но и прежде обдумав и представив в уме то, что хочет сделать, потом уже действует руками, принимает труды, утомление, а часто не достигает цели, когда усердное делание не выходит так, как хочется; Бог же, только восхотев, вывел все из не сущего в бытие: равным образом не одинаково и рождают Бог и человек. Бог, будучи безлетным и безначальным, и бесстрастным, и свободным от истечения, и бестелесным, и единым только, и бесконечным и рождает безлетно и безначально, и бесстрастно, и без истечения, и вне сочетания, и непостижимое Его рождение не имеет ни начала, ни конца. Безначально рождает Он, потому что неизменяем; – без истечения потому, что бесстрастен и бестелесен; – вне сочетания потому, что опять и бестелесен, и есть един только Бог, не имеющий нужды в ком-либо другом; – бесконечно же и непрестанно потому, что и безлетен, и безвременен, и бесконечен, и всегда одинаков, ибо, что безначально, то бесконечно, а что бесконечно по благодати, то отнюдь не безначально, как, напр., Ангелы [4].

     Итак, присносущный Бог рождает Слово Свое совершенное безначально и нескончаемо, чтобы не рождал во времени Бог, имеющий высшие времени и естество, и бытие. Человек же, как очевидно, рождает противным образом, потому что подлежит и рождению, и истлению, и истечению, и размножению, и облечен телом, и в естестве человеческом заключается пол мужской и женский, и муж имеет нужду в пособии жены. Но да будет милостив Тот, Который выше всего и Который превосходит всякую мысль и разумение [5].

     Итак, святая Кафолическая и Апостольская Церковь учит вместе и об Отце, и о Единородном Его Сыне, из Него рожденном безлетно, без истечения, бесстрастно и непостижимо так, как ведает это один только Бог всяческих. Как вместе существуют и огонь, и свет, из него происходящий, – не прежде огонь, а потом уже свет, но вместе – и как свет, всегда рождающийся из огня, всегда есть в огне и никогда от него не отделяется, – так и Сын рождается из Отца, никак не отделяясь от Него, но всегда пребывая в Нем. Но свет, неотделимо рождающийся от огня и всегда в нем пребывающий, не имеет собственной, по сравнению с огнем, ипостаси, ибо он есть природное свойство огня; Сын же Божий Единородный, из Отца рожденный нераздельно и неразлучно и в Нем всегда пребывающий, имеет Свою собственную ипостась, сравнительно с ипостасью Отца [6].

     Итак, Сын называется Словом и сиянием, потому что рожден от Отца без всякого сочетания и бесстрастно, и безлетно, и без истечения, и неразлучно; (называется) же Сыном и образом Отчей ипостаси потому, что Он совершен, ипостасен и во всем подобен Отцу, кроме нерожденности (αγεννησια); (называется) Единородным потому, что Он один только от одного Отца рожден единственным образом, ибо никакое другое рождение не подобно рождению Сына Божия, и нет другого Сына Божия. Дух Святый, хотя исходит от Отца, но не по образу рождения, а по образу исхождения. Здесь другой образ бытия, также непостижимый и неведомый, как и рождение Сына (Божия). Поэтому все, что имеет Отец, имеет и Сын, кроме нерожденности, которая означает не различие в сущности или в достоинстве, а образ бытия – подобно тому как Адам, который не рожден, ибо он – творение Божие, и Сиф, который рожден, ибо он – сын Адамов, и Ева, которая вышла из ребра Адамова, ибо она не была рождена, различаются друг от друга не по природе, ибо они – люди, но образом бытия [7].

     Должно знать, что слово αγενητον, когда пишется через одно ν, означает нечто несотворенное, т.е. не происшедшее; когда же чрез два νν (αγεννητον), то означает нерожденное (μη γεννηθεν). И по первому значению слова сущность от сущности различается: ибо иное есть сущность несотворенная, означаемая словом с одним ν, и иное, – сущность произведенная (γενητη) или сотворенная. По второму же значению сущность от сущности не различается. Ибо первая ипостась всякого вида животных не рождена (αγεννητος), а не несотворена (ονκ αγενητος); ибо все они сотворены Создателем и приведены в бытие Словом; но не родились, ибо прежде не существовало другого однородного существа, из которого они могли бы родиться.

     Итак, что касается первого значения, то слово αγενητος приличествует трем пребожественным ипостасям Святого Божества, ибо они единосущны и несозданны; второе же значение αγεννητος – никак. Ибо один только Отец нерожден, потому что Он имеет бытие не из другой какой-либо ипостаси; и один только Сын рожден, потому что из сущности Отца родился безначально и безлетно; и один только Дух Святый исходящ, потому что из сущности Отца не рождается, но исходит. Так учит Божественное Писание, хотя образ рождения и исхождения пребывает для нас непостижимым [8].

     Должно знать и то, что наименования отечества, сыновства и исхождения не от нас перенесены на блаженное Божество, но, напротив, нам переданы оттуда, как говорит божественный Апостол: сего ради преклоняю колена моя ко Отцу, из Него же всяко отечество на небесех и на земли (Еф. 3, 14–15) [9].

     Если же говорим, что Отец есть начало Сына и больше Его (Ин. 14, 28), то этим не показываем, что Он первенствует пред Сыном по времени или по естеству; ибо чрез Него Отец веки сотвори (Евр. 1, 2). Не первенствует и в каком-либо другом отношении, если не в отношении причины; то есть потому, что Сын родился из Отца, а не Отец из Сына, что Отец есть виновник Сына по естеству, подобно тому, как не говорим, что огонь происходит из света, но, напротив, свет от огня. Итак, когда услышим, что Отец есть начало и больше Сына, то должны разуметь Отца как причину. И как не говорим, что огонь – одной сущности, а свет –другой, так нельзя говорить, что Отец – одной сущности, а Сын – иной, но (оба) – одной и той же. И как говорим, что огонь сияет чрез выходящий из него свет, и не полагаем, что свет, происходящий из огня, есть служебный его орган, а, напротив, есть естественная его сила; так говорим и об Отце, что все, что делает Отец, делает чрез Единородного Сына Своего не как чрез служебное орудие, но как чрез естественную и ипостасную Силу; и как говорим, что огонь освещает и опять говорим, что свет огня освещает, так все, что творит Отец, и Сын такожде творит (Ин. 5, 19). Но свет не имеет особенной от огня ипостаси; Сын же есть совершенная ипостась, неотлучная от Отчей ипостаси, как это мы выше показали. Невозможно, чтобы среди тварей был найден образ, во всем сходно показывающий в себе самом свойства Святой Троицы. Ибо сотворенное и сложное, скоротечное и изменчивое, описуемое и имеющее образ и тленное – как в точности объяснит чуждую всего этого пресущественную Божественную сущность? А известно, что всякая тварь подчинена большей части таких свойств и по самому естеству подлежит истлению [10].

     Подобным образом веруем и во единого Духа Святаго, Господа животворящего, из Отца исходящего и в Сыне почивающего, Отцу и Сыну спокланяема и сславима, как и единосущного и совечного; в Духа от Бога, Духа правого, владычествующего, источника премудрости, жизни и освящения; в Бога, со Отцем и Сыном сущего и называемого, несозданного, Полноту, Творца, Вседержителя, всесовершающего, всесильного, бесконечно могущественного, обладающего всякой тварью и не подчиненного господству, в Духа боготворящего, и небоготворимого; наполняющего, не наполняемого; сообщающего, но ничего не заимствующего; освящающего и не освящаемого, Утешителя, как принимающего моления всех; во всем подобного Отцу и Сыну; от Отца исходящего, чрез Сына подаваемого и воспринимаемого всею тварью; чрез Себя Самого творящего и осуществляющего все без изъятия, освящающего и сохраняющего; ипостасного, существующего в Своей собственной ипостаси, неотлучного и неотделимого от Отца и Сына; имеющего все, что имеет Отец и Сын, кроме нерожденности и рожденности; ибо Отец безвиновен и нерожден, потому что не есть от кого-либо, но Сам от Себя имеет бытие и из того, что имеет, ничего не имеет от другого; напротив, Он Сам есть для всего начало и причина того образа, как оно существует от природы. Сын же от Отца – по образу рождения; Дух же Святый, хоть также от Отца, но не по образу рождения, а по образу исхождения. Что, конечно, различие между рождением и исхождением есть, это мы узнали; но какой образ различия, этого никак не постигаем. [Знаем только, что] и рождение Сына, и исхождение Святаго Духа происходят одновременно [11].

     Итак, все, что имеет Сын, и Дух имеет от Отца, даже самое бытие. И если что не – Отец, то не есть ни Сын, ни Дух; и если бы чего не имел Отец, того не имеет Сын и Дух; но чрез Отца, то есть потому, что существует Отец, существует Сын и Дух, и чрез Отца имеет Сын, также и Дух, все, что имеет, потому, то есть, что Отец имеет все это, – кроме нерождаемости и рождения, и исхождения. Ибо одними только ипостасными свойствами и различаются между собою три святые ипостаси, нераздельно различаемые не по сущности, а по отличительному свойству каждой ипостаси [12].

     Говорим же, что каждое из этих трех лиц имеет совершенную ипостась, для того, чтобы нам не принять совершенной природы за одну, сложенную из трех несовершенных, но за единую простую сущность в трех совершенных ипостасях, которая выше и впереди совершенства. Ибо все составляемое из несовершенного необходимо есть сложно, но из совершенных ипостасей не может произойти сложение; почему мы и не говорим, что вид из ипостасей, но – в ипостасях. Из несовершенного сказали, т.е., из того, что не представляет собою целого вида той вещи, которая из него составляется, – так камень, дерево и железо – сами в себе совершенны по своей природе, но в отношении к дому, который из них строится, каждое несовершенно, потому что каждое, отдельно взятое, не есть дом [13].

     Итак, мы называем ипостаси (Св. Троицы) совершенными, чтобы не ввести сложности в Божеское естество, ибо сложение – начало раздора. И опять говорим, что три ипостаси находятся одна в другой взаимно, чтобы не ввести множества и толпы богов. Исповедуя три ипостаси, признаем несложность и неслитность (в Божестве); а исповедуя, что эти ипостаси единосущны одна другой, и признавая в них тождество воли, действия, силы, власти и, если можно сказать, движения, мы признаем их нераздельность и то, что Бог есть един; ибо Бог, Слово и Дух Его истинно один Бог [14].

     О различии трех ипостасей; и о деле, и уме, и мысли. Надобно знать, что иное есть рассматривать предмет на самом деле, и иное – умом и мыслию. Так, мы на самом деле видим различие неделимых во всех тварях: на самом деле Петр представляется отличным от Павла. Но общность, связь и единство созерцаются умом и мыслью; так мы умом постигаем, что Петр и Павел одной и той же природы, имеют одно общее естество. Ибо каждый из них – животное разумное, смертное; и каждый есть плоть, одушевленная душою, как разумной, так и одаренной рассудительностью. Итак, эта общая природа постигается умом; ибо ипостаси не существуют одна в другой, но каждая особо и порознь, т.е. сама по себе, и каждая имеет много такого, чем одна от другой отличается. Ибо они и местом отделяются, и временем различаются, и отличаются умом, силой, видом или образом, нравом, темпераментом, достоинством, поведением и всеми характеристическими свойствами; более же всего тем, что существуют не одна в другой, но отдельно; поэтому и говорится: два, три человека и многие [15].

     Это же можно видеть и во всей твари; но в Святой и пресущественной, и высшей всего, и непостижимой Троице иное; ибо здесь общность и единство усматриваются, на самом деле, по причине совечности лиц и тождества их сущности, действия и воли, по причине согласия познавательной способности и тождества власти и силы, и благости – я не сказал: подобия, но тождества – также единства происхождения движения, потому что одна сущность, одна благость, одна сила, одно хотение, одно действие, одна власть; одно и то же, не три, подобные одно другому, но одно и то же движение трех ипостасей; ибо каждая из них едина есть с другой, не менее как с самой собою; ибо Отец и Сын и Святый Дух во всем едино, кроме нерожденности, рождения и исхождения, мыслью же разделенное, ибо мы знаем единого Бога, но замечаем мыслью различие только по свойствам, т.е. отчеству, сыновству и исхождению, как различаем причину, зависящее от причины и совершенство ипостаси, или образ бытия. Ибо в отношении к неописуемому Божеству мы не можем говорить ни о местном расстоянии, как в отношении к нам, потому что ипостаси находятся одна в другой, не сливаясь, впрочем, но соединяясь, по слову Господа, сказавшего: Аз во Отце и Отец во Мне (Ин. 14, 11), – ни о различии хотения, или мысли, или действия, или силы, или чего другого, что производит в нас действительное и совершенное разделение. Поэтому об Отце, Сыне и Святом Духе говорим не как о трех Богах, но, вернее, как об едином Боге, Святой Троице, так как Сын и Дух возводятся к одному Виновнику, но не слагаются и не сливаются, как сливал Савелий; ибо Они соединяются, как мы говорили, не сливаясь, но совокупно друг с другом пребывая и друг друга проникая без всякого смешения и слияния, и так, что не существуют один вне другого или не разделяются в сущности, согласно Ариеву разделению; ибо, чтобы сказать кратко, Божество нераздельно в разделенном, подобно тому, как в трех солнцах тесно друг к другу примыкающих и никаким расстоянием не разделяемых, одно и смешение света, и слияние [16].

     Поэтому, когда смотрим на Божество, на первую причину, на единодержавие, на единство и тождество Божества и, так сказать, на движение и хотение, на тождество сущности, силы, действия и господства, – тогда воображаем себе одно. Когда же смотрим на то, в чем есть Божество, или, чтобы сказать точнее, что есть Божество, и на то, что оттуда – из первой причины существует вечно, равнославно и нераздельно, то есть на ипостаси Сына и Духа, – то будет три, Коим покланяемся. Один Отец – Отец и безначальный, т.е. безвиновный; ибо Он – не от кого-либо. Один Сын – Сын, но не безначальный, т.е. не безвиновный; ибо Он – от Отца; если же взять начало во времени, то и безначальный; ибо Он – Творец времен и не подчинен времени. Один Дух – Святый Дух, происходящий из Отца, но не по образу сыновнему, а по образу исхождения. Так ни Отец не утратил нерождения чрез то, что родил, ни Сын – рождения чрез то, что родился из нерожденного – ибо как иначе? – ни Дух не преложился ни в Отца, ни в Сына чрез то, что Он произошел и потому, что Он Бог. Ибо свойство неизменяемо; иначе как бы оно оставалось свойством, если бы изменялось и прелагалось? – Если Отец есть Сын, то уже не Отец в собственном смысле; ибо в собственном смысле только один Отец; и если Сын есть Отец, то Он не есть в собственном смысле Сын; ибо один в собственном смысле Сын; один и Дух Святый [17].

     Должно же знать, что мы не говорим, что Отец происходит от кого-либо, но Самого называем Отцем Сына. Не говорим, что Сын – причина, не говорим и того, что Он Отец, но говорим, что Он и от Отца, и Сын Отца. И о Святом Духе говорим, что Он от Отца и называем Его Духом Отца, но не говорим, что Дух и от Сына, а называем Его Духом Сына, как говорит божественный Апостол: аще кто Духа Христова не имать, сей несть Его (Рим. 8, 9), и исповедуем, что Он и открылся нам, и преподается нам чрез Сына; ибо сказано: дуну и глагола им (ученикам Своим): приимите Дух Свят (Ин. 20, 22); подобно тому, как луч и сияние (происходят) от солнца, ибо оно есть источник и луча и сияния; но сияние чрез луч нам сообщается, и оно освещает нас и приемлется нами. О Сыне же не говорим ни того, что Он – Сын Духа, ни того, что Он – от Духа [18].

[1] Григорий Богослов, слово 22, 42, 6, 31 и 40.

[2] Григорий Богослов, слово. 29, 30. Кирилл Александрийский.. Сокровище,. 4–5.

[3] Григорий Богослов, слово 20.

[4] Григорий Богослов, слово 20, 29. Кирилл Ал.. Сокровище, 5, 6, 7, 16, 18.

[5] Григорий Богослов, послание к Евагрию.

[6] Григорий Нисский, Против Евномия, кн. 1-ая. Перевод Моск. Дух. Академии, ч. V (1863), стр. 136–150.      Кирилл Ал.. Сокровище, 5.

[7] Григорий Богослов, слово 25, 29, 30, 31, 39. Афанасий Александр., Изложение веры. Migne, s. gr., t.      XXV, coll. 200–208. Перев. Моcк. Дух. Акад., ч. 1 (1902), стр. 264–267.

[8] Кирилл Ал., Сокровище, 1. Григорий Богослов, слово 29.

[9] Кирилл Ал., Сокровище, 32. Дионисий Ареоп., Об именах Божиих, 1.

[10] Григорий Богослов, слово 22, 37 и 31.

[11] Григорий Богослов, слово 31, 20.

[12] Григорий Богослов, слово 25 и послание к Евагрию.

[13] Григорий Богослов, слово 23, 20.

[14] Григорий Богослов, слово 20, 28, 40.

[15] Григорий Богослов, слово 31.

[16] Григорий Богослов, слово 20, 31, 39 и 40. Василий Великий, письмо 38. Дионисий Ар., Об именах      Божиих, 2.

 

[17] Григорий Богослов, слово, 20, 31, 39.

[18] Григорий Богослов, слово 31.

I ნაწილის დასასრული

  • ჩამოიტვირთეთ PDF

წმ. იოანე დამსაკელი (ნაწ. I)

 

 

 

26 Responses to “მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”

  1. daviti Says:

    ღმერთო, დიდებულო! რა დიდებულებაა ეს ახსნა მართლამადიდებელი სარწმუნოების! ახლა მივხვდი წმინდა მამებს რატომ ეწოდებათ ღმერთშემოსილნი! თუ ღვთის სულმა არ დაივანა წმინდა იოანე დამასკელში, სხვანაირად როგორ აღწერს და გამოსთქვამს სიტყვაში უბრალო ადამიანი ამ ზესთა სიბრძნის საკვირველ აღწერას! აი მართლმადიდებელნო ეს არის ჩვენი ღმერთი, ასე აღიწერება ღვთაებრივ მამათა მიერ ჩვენი ღმერთი ისე რომ ჩვენმა გონებამ დაიტიოს და არ დაიწვას!

    • ნიკა Says:

      Святитель Игнатий Брянчанинов
      О ЧТЕНИИ СВЯТЫХ ОТЦОВ
      ———————————-
      Беседа и общество ближних очень действует на человека. Беседа и знакомство с ученым сообщает много сведений, с поэтом — много возвышенных мыслей и чувствований, с путешественником — много познаний о странах, о нравах и обычаях народных. очевидно: беседа и знакомство со святыми сообщают святость. С преподобным преподобен будеши, и с мужем неповинным неповинен будеши, и с избранным избран будеши (Пс. 17, 26, 27).

      Отныне, во время краткой земной жизни, которую Писание не назвало даже жизнию, а странствованием, познакомься со святыми. Ты хочешь принадлежать на небе к их обществу, хочешь быть участником их блаженства? отныне поступи в общение с ними. Когда выйдешь из храмины тела,— они примут тебя к себе, как своего знакомого, как своего друга (Лк. 16, 9)

      Нет ближе знакомства, нет теснее связи, как связь единством мыслей, единством чувствований, единством цели (1 Кор. 1, 10).

      Где единомыслие, там непременно и единодушие, там непременно одна цель, одинаковый успех в достижении цели.

      Усвой себе мысли и дух святых Отцов чтением их писаний. Святые Отцы достигли цели: спасения. И ты достигнешь этой цели по естественному ходу вещей. Как единомысленный и единодушный святым Отцам, ты спасешься.

      Небо приняло в свое блаженное недро святых Отцов. Этим оно засвидетельствовало, что мысли, чувствования, деяния святых Отцов благоугодны ему. Святые Отцы изложили свои мысли, свое сердце, образ своих действий в своих писаниях. Значит: какое верное руководство к небу, засвидетельствованное самим небом,— писания Отцов.

      Писания святых Отцов все составлены по внушению или под влиянием Святого Духа. Чудное в них согласие, чудное помазание! Руководствующийся ими имеет, без всякого сомнения, руководителем Святого Духа.

      Все воды земли стекаются в океан, и, может быть, океан служит началом для всех вод земных. Писания Отцов соединяются все в Евангелии; все клонятся к тому, чтоб научить нас точному исполнению заповеданий Господа нашего Иисуса Христа; всех их и источник и конец — святое Евангелие.

      Святые Отцы научают, как приступать к Евангелию, как читать его, как правильно понимать его, что содействует, что препятствует к уразумению его. И потому сначала более занимайся чтением святых отцов. Когда же они научат тебя читать Евангелие: тогда уже преимущественно читай Евангелие.

      Не сочти для себя достаточным чтение одного Евангелия, без чтения святых отцов! Это — мысль гордая, опасная. Лучше пусть приведут тебя к Евангелию святые Отцы, как возлюбленное свое дитя, получившее предварительно воспитание и образование посредством их писаний.

      Многие, все, отвергшие безумно, кичливо святых Отцов, приступившие непосредственно, с слепою дерзостию, с нечистым умом и сердцем к Евангелию, впали в гибельное заблуждение. Их отвергло Евангелие: оно допускает к себе одних смиренных.

      Чтение писаний отеческих — родитель и царь всех добродетелей. Из чтения отеческих писания научаемся истинному разумению Священного Писания, вере правой, жительству по заповедям евангельскому, глубокому уважению, которое должно иметь к евангельским заповедям. Словом сказать,— спасению и христианскому совершенству.

      Чтение отеческих писаний, по умалении Духоносных наставников, соделалось главным руководителем для желающих спастись и даже достигнуть христианского совершенства (Преп. Нил Сорский. Правила.) .

      Книги святых Отцов, по выражению одного из них, подобны зеркалу: смотрясь в них внимательно и часто, душа может увидеть все свои недостатки.

      Опять — эти книги подобны богатому собранию врачебных средств: в нем душа может приискать для каждого из своих недугов спасительное врачевство.

      Говорил святый Епифаний Кипрский: «Один взор на священные книги возбуждает к благочестивой жизни» (Алфавитный патерик). Чтение святых Отцов должно быть тщательное, внимательное и постоянное: невидимый враг наш, ненавидящий глас утверждения, ненавидит в особенности, когда этот глас исходит от святых Отцов. Этот глас обличает козни нашего врага, его лукавство, открывает его сети, его образ действий: и потому враг вооружается против чтения Отцов различными гордыми и хульными помыслами, старается ввергнуть подвижника в суетные попечения, чтобы отвлечь его от спасительного чтения, борет его унынием, скукою, забывчивостью. Из этой брани против чтения святых Отцов, мы должны заключить, как спасительно для нас оружие, столько ненавидимое врагом. Усильно заботится враг о том, чтобы исторгнуть его из рук наших.

      Каждый избери себе чтение Отцов, соответствующее своему образу жизни. Отшельник пусть читает Отцов, писавших о безмолвии; инок живущий в общежитии,— Отцов, написавших наставления для монашеских общежитий; христианин, живущий посреди мира,— святых Отцов, произнесших свои поучения вообще для всего христианства. Каждый, в каком бы звании ни был, почерпай обильное наставление в писаниях Отцов.

      Непременно нужно чтение, соответствующее образу жизни. Иначе будешь наполняться мыслями, хотя и святыми, но неисполненными самым делом, возбуждающими бесплодную деятельность только в воображении и желании; дела благочестия, приличествующие твоему образу жизни, будут ускользать из рук твоих. Мало того, что ты сделаешься бесплодным мечтателем,— мысли твои, находясь в беспрестанном противоречии с кругом действий, будут непременно рождать в твоем сердце смущение, а в поведении неопределенность, тягостные, вредные для тебя и для ближних. При неправильном чтении Священного Писания и святых Отцов, легко можно уклониться с спасительного пути в непроходимые дебри и глубокие пропасти, что и случилось со многими. Аминь.

  2. ლომისა Says:

    მალე ალბათ საქართველოს მონასტრებშიც შევლენ და იქ აღავლენენ მოდერნისტულ „ლოცვებს“!

    • daviT Says:

      აჰა, დავორნა არა ბუზიკანტმა დათიკომა წმინდა იოანე დამასკელი?! უყურე შენა ამ შავი სამყაროდან შავად მოჭიატე უკუღმამადიდებელსა? კაცო მე მართლა ქართულ-ხალხურად მეჩონგურე მეგონა დათიკოი, ესა კიდევა ამ ვიდეოში რა პინკფლოიდურ ჭღრიალ-ჩონგურში ყოფილა, რომ მოვისმინე სულ უამურად ტანში გამაჟრჟოლა. ნეტაია ამ ქვესკნელური ჟღრიალითა რომელ ფუძის ანგელოზს უმღერიან ჰა ლუციფერსა ალბათ, თორემ უფლის ანგელოზსა ხომ დააფრთხობენ! თანაცა ნამდვილად ლუციფერსა რომ უგალობენ იმითაც საცნაურია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდეს მამას მხოლოდ ეშმაკი თუ ”დავორნავს”! აჰა პადრე აკაკი და მნათეუსი სიხარულით შეთრთოლდნენ ალბათ წმინდა იოანე თვალთაგან რომ მოიშორეს!

    • ნიკა Says:

      რედაქტორს ვთხოვთ, ”მუსიკანტი დათიკოს” ეს ვიდეო, ”სტალკერის” კომენტარიანად გადაიტანოს სატანურ როკზე წერილის კომენტარებში. და რადგან დავითიც ამ ვიდეოს ეხება მისი კომენტარიც იგივე წერილში ვიდეოს ქვეშ განთავსდეს.

  3. lenon Says:

    არარარ ობა ხარ დავით, სენ რომ ტბილისის ფორუმის დათიკოზე რამეს იტყვი ნიჭიერ კაცზე სირცხვილია პირიქიტ შენთვის. ნუ იპაზორებ თავს და ნუ აპაზორებ ამ საიტს, წერე და იკითხე ეტყობა მასე ერთობი შენი უნიჭობით………..

    • daviT Says:

      ნუ ლენონ გემოვნებაზე არ დაობენ. შენი მოსახელე მომღერალი ლენონი ქე მაინც ლამაზ მელოდიაში ფუთავდა თავის სატანურ გიმნებსა, მაგრამა ეს მენახშირე ბიჭი დათიკო პირდაპირ ქვესკნელის მელოდიას აჟღარუნებს ამ ვიდეოში, ისე რომ ავ სიზმარში მეგონა თავი! ნუ ლენონ მოდი რა როკის წერილში ვწეროთ ამ ავ თემებზე სანამ ბატონი ნიკა შენიშვნას მოგვცემდეს, მე იქით გადავდივარ და გადმომყევი შენცა, წმინდა მამას შენ მაინც არ წაიკითხავ!

      • გიორგი_წულაძე Says:

        სამწუხაროა, ამ უბადრუკი ადამიანის (”მუსიკანტი დათიკო”) მოქმედება! იგი მართლმადიდებლობს და თან მართლმადიდებლობის უწმინდეს მამებს და განმანათლებლებს, ღვთის რჩეულთ და ზეცად ღვთის მოდღესასწაულე ეკლესიის დასში შერაცხულთ აძევებს ფორუმიდან, ე.ი. უფალს დევნის. ჯერ თავდაპირველად დათიკომ გამოაძევა წმინდა იოანე ოქროპირი და ახლა წმინდა იოანე დამასკელი! გასაგებია, რომ იგი საით ”დიდგორის” ხსენებაზე შურისძიებით ბნელდება, მაგრამ არ გვეგონა, რომ შურიძიების ეს სასიკვდილო ცოდვა მას მიიყვანდა დიოკლიტიანეს დაბნელება-მხეცობამდე რომ წმინდა მამებს საით ”დიდგორის” გამო წაშლიდა ფორუმიდან. მოგიწოდებთ დათიკო, გამოასწორო შენი უმძიმესი ცოდვა და აღადგინო წმინდა იოანე დამასკელის წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ამოგშლის უფალი ღმერთი სიცოცხლის წიგნიდან!

      • გიორგი_წულაძე Says:

        ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ ”თბილისის ფორუმის” მოდერატორ ”მუსიკანტ დათიკოს”, როგორც წაშალეს მან და მისმა მოძმეებმა წმინდა იოანე დამასკელის სულის საცხოვნებელი წერილი ფორუმის თემაში ”სამება” ფორუმელ “abchas” – ის პოსტში, დაუყონებლივ აღადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ”დიდგორზე” გამოქვეყნდება მოდერატორ ”მუსიკანტი დათიკოს” მკაცრად მამხილებელი წერილი!
        საით ”დიდგორის” რელიგიური გვერდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

      • ლომისა Says:

        მეგობრებო,

        მხილების თვალსაჩინოებისათვის, „დიდგორის“ მკითხველს ვთხოვთ მოგვაწოდოს მათი სხვა ფოტოსურათებიც. დაე, საზოგადოებამ იცოდეს მათი ღვთისმბრძოლობის შესახებ!

        p.s.

        ამჟამდ „დიდგორს“ ყოველ დღე ათვალიერებს დაახლოვებით 300-500 კომპიუტერი. გპირდებით, რომ მათ ვინაობას მალე მთელი საქართველო გაიგებს.

      • stalker Says:

        აი ბატონო ლომისა, აქ არის მოდერატორ დათიკოს სურათები, შავგვრემანი ახალგაზრდა ჩოხით, ვიდეოშიც ნახეთ ალბათ უკვე:
        http://forum.ge/?f=36&showtopic=33622702&st=150

      • davit Says:

        ეს ქართველი ლენონი ვითომ რატომ მოიხიბლა მენახშირე ბიჭი დათიკოთი? სვეტი მეგონა ლენონი და ეს რა გოიმი გამოდგა! სად იოკოს ქმარ ლენონის სატანური გიმნები და სად კიდევ ბუზიკანტ დათიკოს უხეირო ჟღარუნი გიტარაზე თუ ჩონგურზე. ნუ ეს ინგლისელ- ამერიკანეცი როკები პროფესიონალურად მაინც ადიდებენ ლუციფერსა, ხოლო ეს ჩვენი ქართველი გოიმი დათიკო მუზიკანტი ძალიან მდაბიოა რა მუზიკაში!
        კაცო ეს ლენონი აღარ მაწყობს დებატებში, ძალიან არაეკლესიურია, დამიჟანგდა ხმალი, ეჰ ჩემი ძვირფასი დოქტორანტი სად გამექცა, ქე მაინც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მისი დედა ეკლესიის მსოფლიო იეარარქების მონაწილეობას განვიხილავდით მოტლინკავე შამანების გვერდით! დოქტორანტ სადა ხარ?

      • davit Says:

        forumeli abchasi: ვაპროტესტებ! ვინ და რატომ წამიშალა წმინდა იოანე დამასკელის წერილი ჩემს წინა პოსტში? მოვითხოვ, აღადგინოთ ისევ, გინებები და სიბინძურები არ ივორნება და წმინდანი როგორ მომიხსენით?!
        daTiko: Warning:

        შენი პოსტი წაიშალა ჩემს მიერ. მე არ დავუშვებ ფანატიკოსი დიდგორელების საიტის რეკლამას.

        http://forum.ge/?f=84&showtopic=33816696&st=945

        ———————————————————–
        აი ბატონო მართლმადიდებელნო, თურმე რაში ყოფილა საქმე, ოლალოოლ გულახდილად აღიარა ვაჟმა რომა წმინდა იოანე დამასკელი ყოფილა ფანატიკოსის დიდგორის რეკლამა? მე რომ ავმა ჟრუანტელმა დამიარა დათიკოს გიტარაზე ჟღარუნის მოსმენისას ისე აჟრიალებს ამ უბედურსა დიდგორის მოლანდებისას. არადა ამ ბედშავასა მარტო წმინდა იოანე დაეტოვებინა და დიდგორის ხსენება თუ იყო სადმე დაწერილი მხოლოდ ის წაეშალა? არა, საქმე იმაშია რომ ამ ბედკრულსა წმინდა იონაე დამასკელიც ფანატიკოსად ეჩვენება, ხოლო პადრე აკაკი და პადრე ჯემალი, მნათეუს-ჯვაროსანიუსით სამეუფეო გზის შუქურებად! აი ის კათოლიკე მღვდელი აკაკი 73-ია მგონი ნომრითა, რომ თბილისიდან რომამდე მანძილის პოსტებსა წერს მართლმადიდებლობის დოგმატების და კანონების შემრყვნელ-მაგინებელსა ეს დაშვებული აქვს დათიკოსა, ალაჰ-ბუდაც დაშვებული აქვს, ბაპტისტ-იაჰოვაც დაშვებული აქვს, ყველას რეკლამას ეწევა და მანდამაინც დიდგორის რეკლამისა შეშინებია! ერთადერთი დიდგორისა ხსენებაზე აჟრიალებთ ამ ბედშავებსა! ეს დიდი გამარჯვებაა თქვენი პატივცემულო დიდგორის რედაქციავ! დაგელოცათ დიდგორული ომი, ხომ ხედავ თქვენი სახელის ხსენებაზეც შიშით როგორა ძრწიან ეშმაკები!!!

      • ნიკა Says:

        გმადლობთ, დავით, კეთილი სიტყვისთვის. სამაგიეროდ, მალე გაუკეთდება რეკლამა ,,მუსიკანტ დათიკოს” ვებ-გამოცემა ,,დიდგორი” -ზე.

      • ლადო Says:

        ისე მართლა რა უცნაურია, დემოკრატობანას თამაშობენ და მანდამაინც დიდგორი აკრძალეს და ლამის ყველა სექტა დათარეშობს თბილისის ფორუმზე. სასაცილოა, დიდგორიდან რაღამც გადააკოპირა ვიღაცამ იოანე დამასკელი, გადაკოპირების გამო წაშალეს? ყველაზე საკვირველი კი ის არის რომ როცა ამ ფორუმელმა გააპროტესტა უფლის მეორედ მოსვლის თემაში გინებას რატომ არ შლითო:

        ”მზადება მეორედ მოსვლისათვის
        ————————————————————————————————————————————————————————–
        მინდოდა ამ თემაში ბიბლიიდან რაღაცის გამოქვეყნება და როგორ დავწერო როგორ ვახსენო ღმერთის სახელი ამ თემაში ასეთი სიბინძურეებისას გეკითხებით? ასეთ ხალხს რატომ არ აძლევენ მოდერატორები ღმერთის შეურაცხყოფისთვის სასჯელს? ან საიტის ადმინისტრაცია რატომ არ შლის ასეთ უხამსობებს? დათიკო ვარ თუ არა მართალი? წაშალეთ რა აქაც და იქაც ეს უბედურება!!! რა მეორედ მოსვლაზე და დოგმატებზე ვსაუბრობთ ამ პირობებში, სირცხვილი არარაა???”

        ”მზადება მეორედ მოსვლისათვის”
        =======================
        დათიკომ უპასუხა:
        —–
        ”რაც არ უნდა სამწუხარო იყოს არსებობენ ამ ფორუმზე საკმაოდ მდარე აზროვნების ხალხიც, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათაც აქვთ ამ ფოუმზე აზრის გამოთქმის უფლება და თუ ის არ ეწინაღმდეგება წესებს, ის შესაძლოა დარჩეს ფორუმის ფურცლებზე.”
        =====================
        იოანე დამასკელის წერილი – დიდგორიდან გადაკოპირებული, ეწინააღმდეგება მაგათი ფორუმის წესებს და Circus_Closet-ის ბინძური გინება არ ეწინააღმდეგება: http://forum.ge/?f=84&showtopic=33991409&st=0
        მოდერატორი დათიკო მარტო სამხილებელი კი არა ანათემას არის გადასაცემი. რადგან კარგად ესმის რასაც აკეთებს.

      • ლადო Says:

        ახლა დავით შენ რომ მუსიკანტი დათიკოს მუსიკალურ შემოქმედებას ქვესკნელის ჟღრიალი უწოდე, საერთოდ ფორუმზე კრინტს აღარავის დააძრევინებს ფორუმზე.
        მართლა რა უნიჭობა და უგემოვნობა იყო დათიკოს ვიდეო ახლა სატანურ როკში რომ გადაიტანა რედაქციამ.

      • daviT Says:

        ლომისა Says:
        August 11, 2009 at 3:59 pm

        პატივცემულო davit და stalker, გთხოვთ ამ თემაზე -„მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, გააკეთოთ კომენტარები და სადაც („თბილისის“ ფორუმი) არ გიშვებენ, იქ კარების მტვრევვას ნუ დაიწყებთ.
        ///
        პატივცემულო რედაქტორო ისე მაგათ დაეფსოთ ევროიანი ტომრები და ვატიკანზე მიყიდული იუდა სულები, მე მაგათ ჟაობ ფორუმზე არ შევიდე! ჭაობის ტალახით დავისვრი ახლა ფეხებსა სულ მაგ ჭკუაზე ვარ! მღვდელი რომ ვიყო და ღვთის მადლი განსაკუთრებით მიფარავდეს, გავბედავდი აუცილებლად და იქნებ ერთი ორი სული მაინც გამომეყვანა მაგ ჭაობიდან რომ არ ჩამხვრჩვალიყვნენ, დარწმუნებული ვარ მაგალითად ის კარგი ყმაწვილი ლაშაბი, მამა გიორგიმ და მამა ზურაბიმ გამოიხსნეს და ჩაახვდრეს რა სიბინძურეშიც ტრიალებდა, ალბათ სხვებიც მოვიდოდნენ აზრზე, ჩვენ ხომ არ ვიცით ვის სულში რა მოხდა!მაგრამა მე ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და აზრადაც არ მომსვილია მაგ პორნო-რელიგიურ ფორუმზე შესვლა მაგ საქაჯეთთან და ვატიკანის მიკრო ურჩხულებთან ბრძოლის მადლი მე ვინ მომცა!

      • ლადო Says:

        დავით გამაცინე! შეხვალ თორემ არ გაგაჩერონ განსაკუთრებით შენ. ისე ჩაგეთვალოს ძალიან მოუხდათ სახელი თბილისის ფორუმი – პორნორელიგიური საიტი. დაახლოვებით ისეთია მაგათი სარწმუნოება ანუ მოდრერატორ დათიკოს მართლმადიდებლობა, კირილე გუნდიაევს რომ ჰყავს მართლმადიდებელი ბაიკერები ”ღამის მგლები”, მოტოციკლეტზე გადამჯდარი მისიონერი შიშველი ქალებით! პუტინს, მედვედევს და სააკაშვილს ასეთი მართლმადიდებლობა სჭირდებათ.

      • ელენა Says:

        თბილისის ფორუმის მსგავსი ბინძური საიტები ქვიშასავით ურიცხვია უკვე ინტერნეტში. დაანებეთ თავი მაგ ჯოჯოხეთის მაშხალებს. არ გახსოვთ რა შემოსევა იყო მაგ ფორუმიდან ძლივს ვიგერიებდით. ასე რომ დათიკოს შიში უსაფუძვლოა პროზელიტიზმი არ გავუკეთოთ მაგ ფორუმს, უკვე პროზელიტირებულები არიან. თბილისის ფორუმელებმა დიდგორი უკვე ყველამ იცის და ვისაც რელიგია აინტერესებს ამ საიტიდან მიიღებს საცხოვნებელს და საძოვარს. საერთოდ კარგი იქნება, დიდგორმა შექმნას ფორუმი, რომ რელიგიური დებატები ნორმალურ ფორმატში წარიმართოს და არა მაგ ბინძურ მოედანზე რასაც თბილისის ფორუმი ჰქვია.
        რაც შეეხება წმინდა იოანე დამასკელს, არ მქონდა ბევრი რამე ეს საკითხები წაკითხული და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რედაქციის რომ გამოაქვეყნეს.

      • stalker Says:

        დავით ძალიანაც დარწმუნებული ნუ იქნები ლაშაბის გამოხსნაზე.
        რაღაც ძალიან წააგავს ლაშაბის წერის მანერა მაკარიუსის ინგლისუ-ბერძული ბიბლიური ტექსტებიდან ”განსწავლულობას” და მტკიცებას რომ ღმერთის მეორე ჰიპოსტასი ქრისტე შექმნილი ყოფილა და არა მხოლოდშობილი მამისაგან. ლაშაბმა ხომ განაცხადა ძიების პროცესში ვარო და შეიძლება გამოცვლილი ნიკით ახლა ამ სისულელეს ამტკიცებს მაგ ფორუმზე, ასე რომ…

      • stalker Says:

        ეს დავით ჩიკვაიძე დოქტორანტია? ამის მეტი სამართლის მცოდნე საპატრიარქოს არა ჰყავს?

        +++
        საეკლესიო სამართლის პროცესი

        დავით ჩიკვაიძე

        შესავალი

        საეკლესიო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ეკლესიასა და მის მრევლს (ანუ წევრებს) შორის და ასევე მრევლს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.
        http://www.patriarchate.ge/?action=text/samartali13

      • stalker Says:

        დავით, დოქტორანტი შენი ძვირფასი დოქტორანტი გაბუტულია და თავის ფორუმზე იოხებს გულს შენზე, აქა ყოფილა, აი ემანდ:
        http://church.ge/index.php?showtopic=4059&st=180

        +++

        Didgori.net რომ მიგვითითე, ძალიან კარგადაც ვეცნობით მაგ საიტს, სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა სქიზმატებმა, საეკლესიო სამართალი ძალიან სავალალოდ იციან მანდაც (თუ ცოდნა ჰქვია მაგას საერთოდ) და ცდილობენ მსოფლიო კრებათა კანონები თავის ტყავს მოარგონ.

        მარტო ეკლესიაში სკამების დადგმის “საწინააღმდეგოდ” ნიკეის I კრების მე-20 კანონის მოყვანა რად ღირს… გასაგებია, რომ კანონთა განმარტებებს არ კითხულობენ, მაგრამ იქნებ კეთილი ინებონ ხოლმე და თავად კანონის შინაარსი წაიკითხონ კარგად, მეორედ მაინც !!!
        http://church.ge/index.php?showtopic=4059&st=180

  4. ლომისა Says:

    პატივცემულო davit და stalker, გთხოვთ ამ თემაზე -„მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, გააკეთოთ კომენტარები და სადაც („თბილისის“ ფორუმი) არ გიშვებენ, იქ კარების მტვრევვას ნუ დაიწყებთ.

    1. ე.ი. წმინდა მამების სწავლებიდან ირკვევა, რომ სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, ანუ სამ სხვადასხვა საგანს, იგი ნიშნავს გვამოვანებას ანუ თვისობრივად სამს. სამება რაოდენობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად. ე.ი. ღმერთის რაობა, რომელიც სამებაა, რაოდენობრივ სამ არითმეტიკულ ერთეულად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ არამედ თვისობრიობისდა მიხედვით სამგვაროვნად. ღმერთი არსებით ერთია, ხოლო მისი თვისობრივი გამოვლინებაა სამგვარი: – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა. ე.ი. რელიგიურ სამება, რომელიც ღმერთის სამი ჰიპოსტასიითაა თვისობრივად წარმოჩინებული საერთოდ განსხვავდება არითმეტიკული სამობისაგან.

    ასე გვესმის ჩვენ სამების არსი და თუ ვცდებით გთხოვთ შეგვისწოროთ. საღვთისმეტყველო წარმოდგენები, შესაძლებელია, ლოგიკურის, ანუ ადამიანისთვის გაგებად წარმოდგენებთან უთანხმოებაში მოდიოდეს გარკვეული თვალსაზრისით და შეიძლება ადამიანმა არასწორად აღიქვას რელიგიური ლოგიკა. ამ შემთხვევაში გვმართებს თავმდაბლობა, რათა ადამიანური სიბრძნით არ დავიწყოთ რელიგიური სიბრძნის ახსნა, რის გამოც, ადვილი შესაძლებელია, რომ ეშმაკი დაეპატრონოს ჩვენს სულს და გონებას. ამპარტავნება ხომ ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი მტერია!

    ღმერთო გვიხსენი ჩვენ მაცდურისაგან.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: