ღია წერილი ბ-ნ ზიგფრიდ ვოებერს

შესავალი…

ევროპის ქვეყნებში ხშირად ტარდება ლექცია სემინარები საქართველოს, კავკასიის შესახებ, რომელსაც ძირითადად უცხოელი არმენოლოგები ან ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ატარებენ.

ეს ლექცია სემინარები მოიცავს ისტორიის, კულტურისა თუ პოლიტიკის სფეროებს, მაგრამ სამწუხაროდ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, ტენდენციური და არაობიექტურია. ხშირად ხდება ფაქტების გაუკუღმართება და გამრუდება, ისტორიული სიმართლის გაყალბება.

არა და ევროპული საზოგადოების უდიდეს ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ჩვენს კულტურაზე, წარსულსა თუ აწმყოზე. საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. ამ პოლემიკის ავტორი ხშირად დასწრებია ამგვარ ლექცია -სემინარებს, რომლებზეც უწევს სინამდვილისა და რეალობის ახსნა, სიმართლის დაცვა გამყალბებლებისაგან.

სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ასეთ მოვლენებს, არ რეაგირებს მათზე და არ ეწევა ქართული კულტურის, ისტორიის პროპაგანდას უცხოეთში ამგვარი ლექცია-სემინარების სახით. და თუ ასთი რამ ხდება ის ზღვაში წვეთია.

როგორც სჩანს ქართველი პოლიტიკოსების გაუთავებელი უცხოური ვოიაჟების პროგრამაში ასეთი სახის ღონისძიებები არ შედის. არა და როგორც არასდროს, სწორედ ახლაა ასეთი რამ ჰაერივით აუცილებელი- უცხოეთის ქვეყნებში ქართველი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა წარგზავნა ამგვარი მისიით.

ასეთი ლექცია-სემინარი ჩატარდა ავსტრიის დედაქალაქში, რომელსაც ავსტრიის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი ატარებდა ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისათვის.

სწორედ ეს გახდა ჩვენი ღია წერილის მიზეზი, რომლითაც ბატონ მომხსენებელს მივმართავთ.

ღია წერილი ავსტრიის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელს ბატონ ზიგფრიდ ვოებერს.

     პატივცემულო ბატონო ზიგფრიდ ვოებერ!

ამ წერილს გწერთ ალექსანდრე სანდუხაძე, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია თქვენს მშვენიერ და ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობს. 2009 წლის 23 ივნისს „აზულ კოორდინაციონში“ თქვენ ჩაატარეთ ერთდღიანი სემინარი საქართველოს შესახებ, რომელზეც მომიწვია ავსტრიის აღმოსავლეთის საზოგადოებამ.

ვიცოდი რა, თქვენს შესახებ რომ თქვენ რამოდენიმე წელი იცხოვრეთ საქართველოში და მოგონა ასე თუ ისე გაეცანით ამ ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობას, ამიტომ დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მოვედი სემინარზე. მაგრამ, რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მე, როგორც საქართველოს მკვიდრმა თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი, ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი.

როდესაც ადამიანი რომელიმე ქვეყნის შესახებ ასეთ სერიოზულ სემინარს ატარებს, ეს სემინარი უნდა იყოს ობიექტური და მაღალკვალიფიციური.  საერთოდ მოვლენების თუნდაც საკუთარი ხედვით განსჯამ, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.

samachablo_2

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991

იხ. ვიდეო –>http://bpg.sytes.net/simartle/default.asp?bpgpid=36&pg=1&kwp=ბორის%20ელცინი

ვინაიდან თქვენ ისეთი ავტორიტეტული სამართალდამცველი ორგანიზაციის თანამშრომელი ხართ, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ვრცელი წერილით მოგვემართა თქვენთვის,  რომლის უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის მიმართ იმ მცდარი სტერეოტიპის დამსხვრევა, რომელიც რუსული სადეზინფორმაციო საშუალებებით ჩამოყალიბდა და დღესამომდე არსებობს და აგეთვე Nათელი მოვფინოთ რუსეთის მიერ ინსპირირებუულ კონფლიქტს  შიდა ქართლში -საქართველოს ძირძველ მიწაწყალი, რომელიც აგერ უკვე 17 წელია რუსეთს აქვს ოკუპირებული.

samachablo_1

http://bpg.sytes.net/bpg/blogs/sample_weblog/archive/2008/08/19/1991-23.aspx

ჩემი უკმაკოფილება გამოიწვია ორმა საკითხმა, რომელთა მოსმენაც მცირე დროში მოვასწარი თქვენს ლექციაზე:

თქვენ თქვით:

  1. “საქართველოს მეფე თამარი დაქორწინდა სამხრეთ ოსეთელ პრინცზე დავით სოსლანზე”.

ეს ისტორიული სინამდვილის გაყალბებაა, რომელსაც ანხორციელებენ რუსი და ოსი იმპერიალისტური “ისტორიკოსები”, თავიანთი დამპყრობლური პოლიტიკის შესანიღბავად.

სინდამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად არის.

ძველი ქართული და არაქართული ისტორიული წყაროები საერთოდ სოსლანებს და თვით დავით სოსლანს მოიხსენიებენ, როგოორც ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს, რომლებიც მართავდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში ოსურ ტომთა სახელმწიფო გაერთიანებას და არავითარ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაში – საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე შიდა ქართლში, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” სახლეწოდებით ოკუპირებულია რუსეთის იმპერიის მიერ.

ჩვენი შენიშვნის მიზეზი არ არის ის რომ თქვენ თამარ მეფის ქმარი ოსად შერაცხეთ, არამედ ის რომ თქვენ ნებით თუ უნებლიედ ეს ყალბი და დანაშაულებრივი ტერმინი- “სამხრეთ ოსეთელი”- იხმარეთ.

ადამიანს, რომელსაც თვალი გადაუვლია საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, უნდა მოეხსენებოდეს, რომ იმ დროისათვის ეს ყბადაღებული “სამხრეთი ოსეთი” საერთოდ არ არსებობდა, არ არსებობდა თვით “ჩრდილოეთ ოსეთიც”, რადგან ოსეთი ყოველთვის ერთი იყო – ოსეთი და მდებარეობდა კავკასიის დიდი ქედის გადაღმა. მსოფლიოს გეოგრაფიისათვის ისეთივე უცხო მცნებაა “სამხრეთ ოსეთი”, როგორც ვთქვათ “აღმოსავლეთ” ან “დასავლეთ” ბერლინი.

ტერმინი “სამხრეთი ოსეთი” ჩნდება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდში, როდესაც რუსეთის ცარისტულმა იმპერიამ “გეორგიევსკის ტრაქტატის” უხეში დარღვევით მოახდინა იმ დროს არსებული ქართული სამეფოებისა და სამთავროების ანექსია, ოკუპაცია და ინტერვენცია, ამით გააუქმა ქართული სახელმწიფო – პოლიტიკური ერთეულები.

Ruqa_1

ეს ტერმინი იხმარებოდა მხოლოდ რუსული იმპერიალისტური პრესის ფურცლებზე.

და რაც მთავარია, იმჟამად არც ადმინისტრაციულ – ტერიტორიული წარმონაქმნი არსებობდა ამ სახელწოდებით.

ასწლეულების მანძილზე რუსეთის იმპერიები ახორციელებდნენ სასაქრთველოში დემოგრაფიული ექსპანსიის პოლოტიკას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე და ასახლებდნენ მის კუთხეებში მეზობელი ხალხების წარმომადგენლებს, როგორც მეხუთე კოლონა რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წარმატებით გასატარებლად.

“სამხრეთ ოსეთი”, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და პოლიტიკური ერთეული ჩნდება რუსეთის საბჭოური იმპერიის მიერ საქართველოს მეორე ოკუპაციის დასაწყისშივე, კერძოდ, ის პოლიტიკურად გააფორმეს 1922 წელს. ამ ავტომომიური წარმონაქმნით, რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის “დაყავი და იბატონეს” შედეგად სხვა ავტონომიურ წარმონაქმნებთან ერთად, საქართველოში შეიქმნა მუდმივმოქმედი ნაღმები მისი სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის რუსეთის საბჭოური იმპერიის მიერ, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით.

Ruqa_2

ტერმინი “სამხრეთი ოსეთი” არ შექმნილა ოსი ერის ინტერესების დაცვის, მისი თვითმყოფადობისა და თვითგამორკვევის მიზნით. ტერმინის მუხანათობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის არც  თვით ჩრდილოეთ კავკასიაშიც არსებობდა “ჩრდილოეთ ოსეთის” ტერიტორიულ-ადმინისტრაციული და პოლიტიკური წარმონაქმნი. თვით ტერმინი “ჩრდილოეთ ოსეთი” და ჩრდილო ოსური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეული გაჩნდა 1936 წელს, ესე იგი  14 წლის შემდეგ და ისიც კავკასიელი ხალხების საცხოვრებელი ტერიტორიების ხარჯზე, ჩრდილო ოსეთელებს დღესაც აქვთ ტერიტორიული პრობლემები მოსაზღვრე ხალხებთან.

ჩვენ, ელემენტარული განათლების მქონეთ, თუნდაც საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებმა მშვენივრად ვიცით გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან ჩვენი დედამიწის მხარეები: ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირე პოლუსებია. ესე იგი, რადგანაც გვაქვს ჩრდილოეთი, გვაქვს სამხრეთიც, შესბამისად დასავლეთი და აღმოსავლეთიც. აქედან გამომდინარე  ნორმალურ, საღად მოაზროვნე  ადამიანს გაუჩნდება შემდეგი კითხვა: თუ 1922 წლისთვის არ არსებობდა “ჩრდილოეთ ოსეთი” მაშ საიდან გაჩნდა “სამხერთ ოსეთის” მცნება?

ახლა რაც შეეხება ბოლო ოცწლეულში განვითარებულ მოვლენებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ:

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით “საქართველო მცირე იმპერიაა”) მიიღო დადგენილება ოლქის “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ”(?!). ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა  1990 წლის 21 სექტემბერს, მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება თავისი, აირჩია ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის არმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს..

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: “გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და აქედან გამონდინარე მის მიერ მირებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინაარმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე სსრკ-ს კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას…

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვრენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავსსაქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობების უფლებებს საერტაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად”  

ყოველივე ამის მიუხედავად, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი – “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” და დადგენილება – “ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, დაბა ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებები. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. Gაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომლიდანაც სჩანს რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან მოხსენიებულია „ყოფილი სამხრეთ ოსეთი“ უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს, როგორც არსებული სუბიექტი.

ბატონო ზიგფრიდ ვოებერო, იმედია, დამეთანხმებით რომ ეს არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი დადებული ორ დაინტერესებულ ქვეყანას შორის, რომელიც დღესაც ძალაში რჩება, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის დრევანდელი დანაშაულებრივი ხელისუფლებები, საერთაშორისო მისიები და ორგანიზაციები გულმოდგინენ ჩქმალავენ მას.

ცნობისათვის: ეს უსამართლო ტერმინი აღადგინა რუსეთის ემისარმა შევარდნაძემ და აღდგენა ვერ გაბედა თვით რუსეთის ემისარმა შევარდნაძემ და მისმა სულიერმა და პოლიტიკურმა მემკვიდრემ, რუსულ-ევრო-ამერიკულმა პროდუქტმა, უცხოეთის მიერ საქართველოსთვის მორიგ სასჯელად მოვლენილმა მიხეილ საკაშვილმა, რითაც ის დღესაც ამაყობს და ამით შექმნა „იურიდიული“ საფუძველი ამ მხარეების საქართველოდან ჩამოცილებისათვის.

მაშ საიდან გაჩნდა დღეს ისევ „სამხრეთ ოსეთი“? ნუთუ მთელს დედამიწაზე დღესაც ბნელა? იმ დროს, როდესაც ეს ჩვენი ე.წ. ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო წამდაუწუმ ახსენებსა და ხმარობს ამ დამღუპველ ტერმინს? ნუთუ ყველაფერი ფარსი და სიყალბეა?

დემოკრატიული დასავლეთი თითქოსდა მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ურღვევი უნდა იყოს და არ ცნობს მოსკოვის მიერ აღიარებული სეპარატისტულ-ესტრემისტული ანკლავების დამოუკიდებლობას.  მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო- ამბობს ქართული ანდაზა. დასაველთის წამყვანი სახელმწიფოებისა და მათი მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიერ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ხმარება არის ირიბი, თვალთმაქცირი აღიარება ამ დანაშაულებრივი „სახელმწიფოებრივი“ წარმონაქმნებისა.

ეს ზედაპირული, გულგრილი დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართებაში უცხო არ არის, ჩვენ გვაქვს ამის მწარე გამოცდილება ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწისიდან, როდესაც მაშინდელმა ევროპამ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულ რესპუბლიკას მხარდაჭერის მხოლოდ ზეპირი დაპირებებით ჰკვებავდა და გადამწვეტ მომენტში პირისპირ შეატოვა ცარიზმის ნანგრევებზე აღმოცენებულ უღვთო იმპერიას.

დღეს კი ეს პრობლემა ორათეულ წელზე მეტია რაც გრძელდება და ამ ხნის მანძილზე დასავლეთს არავითარი ქმედითი ნაბიჟი არ გადაუდგამს ამ დილემის აღსაკვეთად, მიუხედავად იმისა რომ ამ საკითხზე საქართველოში ოცი მანძილზე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას უმუშავნია, მაგრამ ყოველგვარი დადებითი შედეგის გარეშე.

თითქოსდა დღეს ჩვენ აღშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოს მიმართ ნამდვლად დანაშაულებრივი და აგრესიული პოლიტიკით, რომელიც არ ახალია, ძველია. ასეთი ცხოვრების წესი ხომ რუსეთის იმპერიის დასაბამისეული ჩვევა და ადათია!  მაგრამ აქაც ისმის კითხვა: თუ მთელი 17 წლის განმავლობაში რუსეთმა ვერ გაბედა  ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბოლშევიზმის მიერ დატოვებული მუდმივმოქმედი ნაღმების – მის მიერვე ინსპირირებული სეპარატისტულ-ექსტრემისტული რეჟიმების აღიარება, რა მოხდა დღეს?

მოხდა ის, რომ თვით დასავლეთმა მისცა მას სანიმუშო მაგალითი და ბიძგი ახლადგამოჩეკილი “სახელმწიფოს” კოსოვოს აღიარებით, რაც ისეთივე საკაცობრიო დანაშაულია, როგორც რუსეთის ქმედება.

ძლიერი და დიდი სახელმწიფოების მიერ ჩადენილი ასეთი ქმედებებით დაზარალდა ორი პატარა სახელმწიფო – სერბეთი და საქართველო, ორთავე მართლმადიდებლური ქვეყანა.

შიდა ქართლში მცხოვრები ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ისინი იბრძვიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესქმნელად, მაგრამ გასულ წლებში რუსეთის ხელისუფლებამ ამ მხარის მცხოვრებ ოსებს რუსული პასპორტები დაურიგა, საინტერესოა, როგორ ჰქმნიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს „სამხრეთელი ოსები, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან?

გამსახურდიას ბრალად სდებენ საქართველოში კონფლიქტების წარმოშობას და მცირე ერთა დისკრიმინაციას. სინამდვილეში დღევანდელი კონფლიქტები სულ მცირე 1918-1921 წლებში ჩაისახა და დაკონსერვებული იყო საბჭოთა რუსეთის იმპერიის მიერ შესაბამის დრომდე, ე,ი. იმ დრომდე როდესაც ხალხთა საპრობილეში – საბჭოთა კავშირში გამომწვდეული თავისუფლების მოვარე ქართველი ერი კვლავ აღსდგებოდა ღვთითბოძებული უფლების – თავისუფლების აღსადგენად.

ამ მხარის წარსულის უფრო უკეთესად გასაცნობად ჩვენ შემოგთავაზებთ ამერიკელი მეცნიერის სტატიას, იმედია ავტორის კომპენტენტურობასა და ობიექტურობაში ეჭვი არ შეგეპარებათ.

http://www.regnum.ru/english/618468.html

როგორც ვიცით თქვენ რუსულ ენასაც ფლობთ ამიტომ ურიგო არ იქნებოდა შემდეგ მისამართებსაც გადაავლოთ თვალი:

  1. http://galgai.com/2008/11/30/eshhe-odin-krax-osetinskoj-teorii/
  2. http://www.ingushetia.org/history/kostoev_aspect/
  3. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  4. http://www.galgai.com/forum/showthread.php?t=1008
  5. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  6. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  7. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  8. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  9. http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../ic/DGL/index.htm
  10. http://darbr.webs.com/theossetsingeorgia.htm
  11. http://darbr.webs.com/tengizmantelava.htm
  12. http://www.conflicts.rem33.com/
  13. http://ijhei.wordpress.com/2009/06/18/%d1%8f%d0%ba%d0%be%d0%b2-%d0%ba%d1%80%d0%be%d1%82%d0%be%d0%b2-%d0%bf%d0%be-%d0%b3%d1%80%d1%83%d0%b7%d0%b8%d0%b8-%d0%b0%d0%b1%d1%85%d0%b0%d0%b7%d0%b8%d0%b8-%d1%8e%d0%b6%d0%bd%d0%be%d0%b9-%d0%be/

ბატონო ვოებერ, დიახ ჩვენ მომხრე ვართ და ვაღიარებთ, როგორც საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს ასევე ერთა უფლებებსა და თავისუფლებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვის ხარჯზე. ჩვენ მისვესალმებით და მხარს დავუჭერთ ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ოსური სახელმწიფოს შექმნას, ამ ერს ისევე აქვს უფლება საკუთარი სახელმწიფოებრიობისა, როგორც ჩვენ, მაგალითად ქართველებს, ავსტრიელებს, რუსებს და სხვათ. ჩრდილოეთ კავკასიაში არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც „ჩრდილოეთ ოსეთი“ ეწოდება და დღესდღეობით შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. იმ დროს როდესაც საქართველოს ოსი სეპარატისტები და ექსტრემისტები იბრძვიან თავისუფლებისათვის, მათი ჩრდილოელი თანამემამულეები საერთოდ არ ახსენებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. Mაგრამ ისტორიულად ერთი რამ ნათელია – კავკასიაში მცხოვრები ოსი ერის წარმომადგენლებს რუსეთი საუკუნეების მანძილზე იყენებდა იყენებდა როგორც მოქმედ მეხუთე კოლონას კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ. და თუ ოსი ერი ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმჭიფოს შესაქმნელად იბრძოლებს, საკუთარ ტერიტორიაზე (!) და არა მეზობელი ხალხების ისტორიული მიწა-წყლის მიტაცებით, ქართველი ხალხი ძმურ თანადგომას გაუწევს მას. რუსეთის მზაკვრულ ჩანაფიქრს ახმოვანებს რუსი პოლიტიკოსი ჟირინოვსკი. აი, რა ამბობს ის:

ვლადიმირ ჟირინოვსკი – ”ჩვენ არა ოსი ხალხი, არამედ ტერიტორია გვჭირდება, ოსებს კი მოსამსახურეებად დავიყენებთ”

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

რუსი დეპუტატი, ”ლიბერალ-დემოკრატების” სკანდალურად ცნობილი ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მორიგ სკნადალურ განცხადებას აკეთებს.

როგორც მან ტელეკომპანია RTVI-ის ერთ-ერთ გადაცემაში, პირდაპირ ეთერში განაცხადა, ”რუსეთს არა აფხაზი და ოსი ხალხი, არამედ ტერიტორიები სჭირდება და აქ დასამალი არაფერია”.

  „ჩვენ არა ოსი ხალხი, არამედ ტერიტორია გვჭირდება და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ოსებს აქ მოსამსახურეებად დავიყენებთ“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ასე რომ, ოსი და აფხაზი ხალხი, მათი მომავალი ეწირება ჟირინოვსკის რუსეთის იმპრეიალისტურ მიზნებს, რაშიც ხელს უწყობენ აფხაზი და ოსი ხალხის მტრები – სეპარატისტების ლიდერები.

მტაცებლური პოლიზიკის გასასამარტლებლად აფხაზი და ოსი სეპარატისტები არ ერიდებიან წინარე ისტორიის, თუნდაც ახლო წარსულის გაყალბებას და ამისათვის აყალბებენ შორეულსა და ახლო წარსულს რუსების მხარდაჭერითა და თანადგომით. ამის დასტურია თქვენი გამონათქვამიც „სამხრეთ ოსეთელი პრინცი დავით სოსლანი“, რაც ოსი სეპარატისტებისათვის ერთ-ერთი საბაბია ქართული მიწა-წყლის მითვისებისათვის.

დავუშვათ, რომ სოსლანი წარმოშობით ოსი იყო, გახდა რა საქართველოს მეფის თამარის მეუღლე (და არა მეფე), მაშინ რატომ არ შემოუერთა უფლისწულმა დავით სოსლანმა მთლიანად თავისი საუფლიწულო (მხედველობაში გვაქვს კავკასიის გადაღმა მყოფი ოსთა ქვეყანა) საქართველოს?

იმისათვის თუ რამდენად სამართლიანია ოსთა პრეტენზიები ქართველებთან მიმართებაში ამ მხრივ გადავხედოთ მსოფლიო ისტორიის ანალოგებს.

რუსეთის ნაკლებ სახარბიელო რეპუტაციის დედოფალი ეკატერინა პრუსიელი იყო, მაგრამ ამ ქორწინებამ პრუსია რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაააერთიანა? პირიქით ისინი მუდამ ფარულ თუ აშკარა მოქიშპეებად რჩებოდნენ.

მეტსაც გეტყვით, თანამედროვე ევროპული დინასტიების უმრავლესობა ხომ უცხოური წარმოშობისა არიან:

შვედეთის ბერნადოტები ნავარის სამეფოდს ქალაქ პაუს სამოქალაქო საგვარეულოდან წარმოიშვნენ.

გერმანელი ოლდენბურგების შლეზვიგ-ჰოლშტეინების სამეფო სახლმა ნორვეგიის, დანიის და საბერძნეთის სამეფო დინასტიები შექმნა.. შვეიცარიელი ჰაბსბურგებიც ხომ მრავალ ქვეყანას მართავდნენ. ბურბონები საფრანგეთსა და ესპანეთს. ბელგიას, პორტუგალიას, ბულგარეთს, დიდბრიტანეთს განაგებდნენ  საქსენ-კობურგ და გოტჰას სახლის წარმომადგენლები. ნიედერლანდების სამეფოს კი ორანიენ – ნასსაუს სახლი მართავს. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო ტახტს ხომ ვინღა აღარ დაპატრონებია და ახლაც უინძორებად წოდებული საქსენ – კობურგ და გოტჰას წარმომავლები მართავენ.

აქედან გამომდინარე გერმნელ ხალხს პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნებთან, რომელთაც გერმანული წარმოშობის მონარქები ჰყავდათ და ჰყოლიათ? 

თუ ასეთი პრეტენდენტი მხოლოდ საქართველოს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული?

როდესაც საქართველო ითხოვს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მის დაბრუნებას, რაც ისტორიულად მას კანონიერად ეკუთვნოდა, ამ საკითხში ისტორიული წარსული გამოირიცხება დრევანდელი საერთაშორისო კანონ -სამართალიდან და ის არ ითვალისწინებს ამას, ხოლო როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ანგრევენ სეპარატისტები, მაშინ მათ მონაჩმა „ისტორიულ ცნობებს“ გადმწყვეტი მნიშვნელობა აქვს?!

რაც შეეხება მეორე საკითხს:

თქვენი ლექციის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს მეორე რესპუბლიკის გამოცხადებას შეეხებოდა. და აუდიტორიისათვის ამ პერიოდის უფრო „დეტალურად“ გასაცნობად ეკრანზე აჩვენეთ საქართველოს პირველი და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფოტო, რომელსაც ამშვენებდა შემდეგი წარწერები:

„საქართველო ქართველებისთვის“, „დიქტატორი“, „შოვინისტი“…

დიდად პატივცემული ზიგფრიდ ვოებერ, ჩვენ უმორჩილესად გთხოვთ და მოვითხოვთ, გაგვაცნოთ და გვიჩვენოთ დედანი, სადაც ეს სიტყვები წარმოსთქვა გამსახურდიამ!

გვიჩვენოთ წერილობითი დოკუმენტი, ზეპირი გამოსვლის ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ამ სიტყვების ავტორი საქართველოს პირველი პრეზიდენტია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წმინდა წყლის ცილისწამება იქნება თქვენი მხრიან, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას.

ეს ცილისწამებაა არა მარტო საქართველოს დევნილი პრეზიდენტის მიმართ არამედ მთლიანად მთელი ქართველი ერის მიმართ, რადგან ამ სიტყვებს არათუ შესანიშნავი ინტელექტისა და განათლების მქონე ზვიად გამსახურდია, არამედ გაუნათლებელი ქართველიც კი არ წარმოთქვამდა და წარმოსთქვამს.

ამის ნათელი დასტურია ისტორია მსოფლიოში უპრეცედენტო ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მატარებელი ერის – ქართველებისა!

მე მეგონა, რომ ის წლები, რომლებიც თქვენ საქართველოში გაატარეთ საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ თქვენ სრულყოფილად გაეცნობოდით საქართველოში არსებულ სიტუაციას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ახლო წარსულს, თუ რა მოხდა ბოლო ოცი წლის მანძილზე ამ ქვეყანაში.

ამის საფუძველს მაძლევდა ის მოტივი, რომ თქვენ მოღვაწეობთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელსაც ჰელსინკის კავშირი ჰქვია და საქართველოში ყოფნისას დაინტერესდებოდით ამ ორგანიზაციის მოღვაწეობით, გაეცნობოდით ჰელსინკის კავშირის წევრებსა და მის ისტორიას თუ რა დიდი როლი შეასრულა ამ ორგანიზაციამ საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.

როგორც სჩანს, თქვენი ცოდნა მხოლოდ იმ დეზინფორმაციით შემოიფარგლება, რომელიც გაბატონებულია დღევანდელ ინტერნეტსაიტებზე, რომლებიც გამსახურდიას ახასიათებენ, როგორც დიქტატორსა და ავტორიტარ მმართველს.

ერთერთი მიზეზი ამ წერილის დაწერიასა არის ეს საკითხიც, ამიტომ შევეცდები სრული წარმოდგენა შეგიქმნათ ამ საკითხზე და გაგარკვიოთ სიმართლეში.

ჰელსინკის კავშირი საქართველოში 1976 წელს დაარსეს ცნობილმა სამართალდამცველებმა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ. დისიდენტურ მოძრაობაში თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია  იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ), მაგრამ ეს ჩაშალა იმდროინდელი სსრკ- ხელმძთვანელობამ.

მანამდე 1975 წელს გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ამნისტიის  (“Amnesty International “) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში „მიმდინარე ამბების ქრონიკა“ (რედაქტორი: ს.კოვალიოვი).

საქართველოს ჰელსინკის კავშირი იბრძოდა არა მარტო ქართველების უფლებების დასაცავად სსრკ-ს ტოტალიტარული იმპერიის სიცრცეში, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლების ადამიანური უფლებებისთვისაც. 

1990 წელს საქართველოში, საბჭოთა იმპერიულ სიცრცეში პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მასში სამართლიანად გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკური პარტიების იმ ბლოკმა, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა.

საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეული უზენაესი საბჭო მტკიცედ დაადგა საქართელოს განთავისუფლების კურსს, ე.ი. მისი სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოსვლას, რისი უფლებაც თუნდაც სსრკ-ს კონსტიტუციის 75 –ე და 78 მუხლებით ყოველ „მოკავშირე“ რესპუბლიკას ჰქონდა. მაგრამ ეს სწრაფვა დასავლეთის მიერ საბჭოთა იდეოლოგიის მეშვეობით შეფასებულ იქნა ნაციონალიზმად და დიქრატურად. აკი დატუქსა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯოჯ ბუშმა და განაცხადა: გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო.

გამსახურდიას დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლისათვის დასაველეთის მიერ დიდ დემოკრატად აღიარებული და მის მიერვე წაქეზებული გორბაჩოვიც დაემუქრა: რადგანაც საქართველო თავისას არ იშლის, თქვენ საბჭოთა კავშირს დატოვებთ აფხაზეთისა და „სამხერთ ოსეთის“ გარეშე-ო, რაც დღესდღეობით აღასრულა მედვედევ-პუტინის ტანდემმა სააკაშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლების შემწეობით.

ruqa_3

მაინც რაში მდგომარეობდა გამსახურდიას ნაციონალისტობა?

თითქმის ორი საუკუნის მანძილზე საქართველო გმინავდა რუსული ჩექმის ქვეშ, ქვეყანაში დამპყრობელმა თავისი სამართალი და კანონდებულობა შემოიტანა, ქარტული ენა განიდევნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ეკლესიებიდან, რუსი მოხელეები ამ ენას ძაღლების ენას უწოდებდნენ, გაძარცვეს და გაანადგურეს ქარტული სასულიერო თუ საერო საგანძური, გააპარტახეს ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად და თავლებად გადააქცია „ეღთმორწმუნე“ დიდმა რუსეტმა, განსაკუთრებით სასტიკი იყო კომუნისტური მმართველობის ერა, რომელიც აგრძელებდა მეფის რუსეთის ველიკოდერჟავულ პოლიტიკას საქართველოში. ე.წ. პერესტროიკის დროს ქართველ ერი განსაკუთრებული საფრტხის წინაშე არმოჩნდა, როდესაც კვლავ მიონდომეს საქარტველოში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევა.

ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სწორედ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის განძარცვული უფლებების  დაბრუნება და აღდგენისაკენ იყო მიმართული, რაც ნაციონაალიზმად მოინათლა. ძვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლება მოითხოვდა მხოლოდ ერსტ: საქარტველოს ყველა მოქალაქეს უნდა შეესწავლა ამ ქვეყნის სახელმწიფო ენა და მისი ისტორია და კულტურა, ნუთუ ამის მოთხოვნა ნაციონალიზმია? აბა სხვაქვეყნებში როგორ არის? თუნდაც თქვენს მშვენიერსა და ლამაზ სამშობლოში, განა მე, რომელიც ვცხოვრობ თქვენს ქვეყანაში, ეს სახელმწიფო ჩემგან იგივეს არ მოითხოვს?  რაც სავსებიტ ლოგიკურია და ჩემთვის აქ მიუღებელი არაფერია, პირიქით…

განა რუსეთშიც ასე არ არის?

არის და უფრო ემკაცესრად, რსფსრ-ს ავტონომიურ წარმონაქმნებში ყოველი დონის განათლების საფეხურზე ბატონობდა დამპყრობლის ენა – რუსული, ამ რესპუბლიკების უმრავლესობამ განიცადა ძალადობრივი ასიმილაცია, იმ დროს და ახლაც საქართვლოში ეროვნული უმცირესობების სკოლები სახელმწიფო ბიუჯეტზე იმყოფებოდა და იმყოფება. მათ ყოველთვის ჰქონდათ სკოლები ჟურნალ-გაზეტები რადიო და ტელეგადაცემები, უმაღლესი სასწავლებლები და უნივერსიტეტი. გამსახურიას ხელისუფლება არ შეხებია ყოველივე ამას, პირიქით მათი ეროვნული თვითმყოფადობა და თვითგანვითარება ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი იყო და არა სეპარატისტების თავგასულობა და მოღალატეობა.

ბატონო ზიგფრიდ ვოებერ,  დასავლეთ ევროპელებისათვის შეიძლება ძნელი აღსაქმელი იყოს ეს ყოველივე – რას ნიშნავს ეროვნული ჩაგვრა და რა მძიმეა ის, ეს იქნებ ბუნებრივიც იყოს, რადგან დასაველეთ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა თვით ფლობდა და ფლობს დედამიწის ზურგზე კოლონიებს. გავიხსენოთ თუნდაც თქვენი სამშობლოს ისტორია…

გამსახურდიას კრედო სწორედ ნამდვილი დემოკრატიული, მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნა იყო და სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე იქნებ პატარა შეცდომებიც იყო დაშვებული, რომლეთაგანაც დაზღვეული არვინ არის.

 „დიქტატორი“

მართალია, ზვიად გამსახურდიამ მისი მმართველობის დროს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის თავისუფლება აღუკვეთა სისხლის სამართლისა და სახელმწიფო დამნაშავეებს. უკანონო შეიარაღებული ბანდის მეთაურს, კრიმინალურ ავტორიტეტს, „კანონიერ ქურდს“ ჯაბა იოსელიანს, გიორგი ჭანტურიას, თემურ ჟორჟოლიანსა და კიდე რამდენიმე მოსკოვის აგენტს. ეს ფაქტი კი დიადი დემოკრატიის სავანის – დასავლეთის მიერ კვალიფიცირებულ იქნა დიქტატურად. ეს მოხდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების ძალისხმევით, რომლის ნათელი და ლამაზი დასტურია ზვიად გამსახურდიას ნეშტის დაბრუნება მის მისებრ დევნილ და ჯვარცმულ საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული სამართლიანობის კანონზომიერებებმა საქართველოს დღევანდელი პრორუსულ-პროამერიკული მარიონეტული ხელისუფლება აიძულა მოეხდინა ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა და მისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის სრული რეაბილიტაცია, მას მოეხსნა სამხედრო ხუნტის მიერ შეთითხნილი ყველა ბრალდება, მათ შორის „ეროვნული უმცირესობების დევნის“ ბრალდება,. მიუხედავად ამისა, დასავლური მასმედია, ინტერნეტ-საიტები თუ პოლიტიკური წრეები, მას მაინც დიქტატორად მოიხსენიებს.

საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელსაც მოსკოვიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდა „მსოფლიო მასშტაბის“ დემოკრატი ე.ა. სევარდნაძე,  სამხედრო-კრიმინალური ხუნტის მიერ მოხდა კომუნისტური რეჟიმის რეანიმაცია –რევანშიზმი და ამას სათავეში ჩაუდგა მარადიული ბოლშევიკი, დემოკრატიული დასავლეთის კუმირი ე.ა. შევარდნაძე.

რუსეთი და დასავლეთი საქართველოს მოსახლეობას „კგბ“-ის გენერალს დემოკრატად უსაღებდა, თურმე მან ბერლინის კედელი დაანგრია და გერმანია გააერთიანა (?!).

გჯერათ კი თქვენ თვითონ ამ სისულელისა ძვირფასო დასავლეთელებო?

ბერლინის კედელი ხომ გერმანელი ხალხის ძალისხმევამ დაანგრია და გერმანელთა ნებამ გააერთიანა თვით გერმანია, რომლის წინააღმდეგაც უძლური აღმოჩნდა სსრკ და მისი დამქაშები – გორბაჩოვი და შევარდნაძე. ისინი ხომ თავის დროზე სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ამ პროცესს? ჩვენ ყოფილ საბჭოელებს მშვენივრად გვახსოვს ეს ყოველივე!

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ევრო-რუსული მონაჩმახი სასაცილოდაც არ ჰყოფნის!

მაგრამ საქართველოს მოსახლეობას დღესაც ვერ აუხსნია ერთი რამ: დემოკრატიულმა დასავლეთმა როგორ დაუჭირა მხარი ორთოდოქს მარქსისტ-ლენინინ-სტალინელ შევარდნაძეს, თუნდაც გამსახურდიას დიქტატორობისა და ნაციონალისტობის გამო. საკითხავია, მოსკოვს გაერთიანებული გერმანიის კანცლერად ერიხ ჰონეკერი რომ მიევლინა, დაუჭერდა კი მას მხარს დემოკრატიული სამყარო? ერიხ ჰონეკერი კი შევარდნაძესთან რა მოსატანია, ამ კაცის კარიერას და მის ბინძურ საომარ ავანტიურას 50 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს მსხვერპლთშეწირვა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დღესაც გრძელდება, ასიათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად და ბოგანოდ ქცეულა და არვინ იცის რა იქნება ხვალ.

ყოველივე ამის გამო საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია აღარ სჯერა დასავლური დემოკრატიული ღირებულებების. ამაში თვით შევარდნაძის პიროვნებამ და მისმა მეგობრებმა ითამაშეს დიდი როლო. შევარდნაძე მუდამ გაიძახოდა რომ იმდროინდელი დასავლეთელი მმართველები მისი მეგობრები იყვნენ, ქართველებს კი გვაქვს ასეთი ანდაზა: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტვი ვინცა ხარ შენ“-ო. ამ შემთხვევაში კი ეს პირიქითაა – რაც შენ ხარ ის არის შენი მეგობარიც-ო.

მივუბრუნდეთ ისევ სიტყვა „დიქტატორს“.

ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი, „დიქტატორ“ ზვიად გამსახურდიას მიერ რეპრესირებული „დემოკრატები“ შევადნაძემ მალევე შეაბრუნა ციხეში, ბევრი მათგანი მოუსავლეთშიც გაისტუმრა (მაგ: გ. ჭანტურია და სხვები).

სახელმწოფო გადატრიალებამ, რომელიც ინსპირირებული იყო მოსკოვის მერ და ნებადართული დასავლეთისგან, საქართველოში გაამეფა აპარტეიდი, შევარდნაძის სავარძლის სანაცვლოდ მოღალატურად გაიცა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები. ქვეყანაში იხვრიტებოდა მშვიდობიანი დემოსტრაციები,  შეიარაღებულ დამნაშავეთა ბანდები უმოწყალოდ ხოცავდნენ სამართლიანობისა და კანონიერების დაცვისათვის მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლ  ადამიანებს პოლიტიკური მრწამსის გამო. ხუნტისტურმა ხელისუფლებამ  მრავალჯერ ააოხრა დასავლეთ საქართველო  უსამათლობასა და უკანონობისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ეს პერიოდი დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური წრეების გარიგებითა დაშეთქმულებით შეფასებულია „სამოქალაქო ომად“, რაც სინამდვილეში იყო დამოუკიდებელი საქართველოს მესამე ოკუპაციის დასაწყისი, რომელიც დღესაც გრძელდება. ქვეყანაში რუსეთ-დასავლეთის მიერ დასმული შევარდნაძის რეჟიმის პოლიტიკური მემკვიდრე „ხელისუფლების“ მეოხებით.

შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის ლეგიტიმაციისათვის ტარდებოდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, რომელის ლეგიტიმაციასაც ადასტურებდა დასავლეთელი დამკვირვებლები, საეთაშორისო ორგანიზაციები და გაერთიანებები. ამგვარი ქმედება სხვა არრა არის რა თუ არა საერთაშორისო შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ინერციით დღესაც გრძელდება., როდესაც სააკაშვილის რეჟიმი გაუგონრად აყალბებს ქვეყანაში მის მიერვე გამართული არჩევნების შედეგებს და იგივე საერთაშორისო დამკვირვებლები მას დასტურს აძლევენ.

ბატონო ზიგფრიდ ვოებერო, თქვენთვის უცნობი არ უნდა იყოს აგრეთვე ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე ბატონი იური ორლოვიც, რომელმაც ზვიად გამსახურდიას პიროვნება შემდეგნაირად შეაფასა: „მიმაჩნია, რომ როგორც ეროვნულ მოღვაწეს, ზვიად გამსახურდიას დიდი დამსახურება მიუძღვის თავისი ქვეყნის წინაშე ის იყო მისი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მასთან ხშირად მქონია კამათი, მაგრამ უდავოა, რომ ზვიად გამსახურდია იყო დიდი საზოგადო მოღვაწე. ხოლო, როგორც პოლიტიკოსი, იგი შევარდნაძეზე ნაკლები ნამდვილად არ არის, მისი პოლიტიკა გაცილებით უფრო ზნეობრივი იყო როგორვ მცირე ერების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასე ვაფასებ მე ზვიად გამსახურდიას… გამსახურდია ისტორიული პიროვნებაა და სამუდამოდ დარჩება ისტორიაში… (იური ორლოვი, ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე, ა.შ.შ., “რუსსკაია მისლ”, პარიზი)

1978 წელს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მეორე თვალსაჩინო მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: „მჯერა დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავსო“-ო. (ემიგრანტული ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ N: 21 1978.). და ეს წინასწარმეტყველაბა ოცდაათი წლის შემდეგ აღასრულა ქართველმა ხალხმა, როდესაც ბოროტებას შეწირულ ქართველ მამულიშვილებს მთაწმინდის წმიდა მიწის ძვალთშესალაგში განუჩინა საუკუნო განსასვენებელი. მადლიერი ქართველები ღამესაც კი ათევენ ამ წმიდა საფლავებთან. თანამედროვეობაში იშვიათად თუ რგებია ვისმეს ეწამოს საკუთარი სამშობლოსათვის და თანამედროვეთაგან ასეთი სიყვარული და პატივისცემა. დაემსახურებინოს ახლა კი ყური მივუგდოთ ცნობილ რუს სამართალდამცველს ქალბატონ ნატალია ტელევნაიას: “…ზვიად გამსახურდია არის ტრაგიკული თავგანწირული ფიგურა, იგი საქართველოში მოვიდა მისი ისტორიის, ალბათ ყველაზე ტრააგიკულ მომენტში და მოვიდა ოქროს საუკუნიდან. შადაც მას თეოლოგსა და მოაზროვნეს მისთვის შესაფერისი ადგილი ეჭირა თამარ მეფის ბრწყინვალე სასახლის ფილოსოფიურ დისპუტებზე. მაგრამ იგი დაიბადა სისხლიან XX საუკუნეში, როცა შინაგანად აფეთქებული დროთა კავშირი დაირღვა. ქართველი ჰამლეტი მოწოდებული იყო აღედგინა იგი, მაგრამ ეს მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამოებედი დანიის პრინცისათვის… ხალხის რჩეული, საქართველოს რჩეული მზად იყო ემსახურა მისთვის, როგორც რაინდს, მაგრამ იგი არასოდეს ყოფილა პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით და პოლიტიკა მას ესმოდა როგორც დისპუტი ჭეშმარიტების დასადგენად, მისი მოწინაარმდეგეები კი იყვნენ პროფესიონალი ჯალათები. … მისი პრეზიდენტობის გზა ცნობილია – ეს არის გოლგოთისაკენ აღმავალიგზა! პრეზიდენტი დისიდენტი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, იქცა პრეზიდენტ- მოწამედ. საერთოდ მასში იყო რაღაც ქრისტიანი მოწამისა და სხვა დროს რომ ეცხოვრა გახდებოდა რწმენის მოღვაწე…

Телевная Н. М.

Почва и судьбы «Свободная газета» (Москва, 1999)

ახლა მივუბრუნდეთ ამ ცილისმწამებლურ გამონათქვამს „საქართველო ქართველებისთვის“ და მოვუსმინოთ კიდევ ერთ რუს დისიდენტს, საეკლესიო მოღვაწეს მამა იაკობ კროტოვს:

1. В Тбилиси к власти пришёл националист Гамсахурдия?

Гамсахурдия был не больший националист, чем Ельцин или Горбачёв.

Гамсахурдия назывался националистом в том смысле, что он ратовал за независимость ГССР от СССР (право на это все ССР имели по конституции). В этом смысле националистом был и Ельцин и Сахаров и Кравчук и кто угодно в те годы. Сам по себе развал СССР я не одобряю (да и Гамсахурдию и Сахарова и Ельцина тоже), но, развалил его не Гамсахурдия и не Грузия первая вышла из состава СССР.

Лозунгагрузия для грузин”, “кровь и почва”, “кровь и честьни он ни кто либо из его министров ни по телевизору ни в речах не выдвигал никогда. Не говоря уже о том, что не вскидывал никто тогда в Грузии руку в нацистском приветсвии, никто никогда в истории в Грузии не преследовал евреев (само понятие антисемтизм в Грузиине работаетпо историческим причинамевреи там жили до исхода) и никто не брил голову и не одевалгады”. 

Яков Кротов: По Грузии, Абхазии, Южной Осетии и “Розовой революции”

ბატონო ზიგფრიდ ვოებერ, რას ბრძანებენ რუსი ხალხის საუკეთესო შვილები? თქვენ კი თქვენს საჯარო ლექციაზე გამოიყენეთ იმპერიალისტი რუსების ცრუ მონაჩმახი! რუსი დისიდენტების ამ გამონათქვამებში ძნელია ეჭვის შეტანა. ვის უფრო დაეჯერება იმპერიულ ნომენკლატურას თუ სამართელდამცველ დიდიდენტებს, თქვენსავე კოლეგებს? ან იქნებ თანამედროვე ევროპელთათვის ძნელია ზემოთმოყვანილი ციტატების აღქმა და გაგება? 1991 წლის 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის ზვიად გამსახურდიას არჩევის საპატივცემულოდ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ კაპიტოლიუმის თავზე აღიმართა ამერიკის სახელმწიფო დროშა.

drosha kapitoliumze

 ამასთანავე ჩვენ წერილს დავურთავთ მოკლე ისტორიას „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, რომლითაც თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ოლქი სუალც არ გაუუქმებია ზვიად გამსახურდიას, პირიქით თვით სეპარატისტებმა გააუქმეს უკანონო ოლქი, შეცვალეს მეორე უფრო მძიმე უკანონობით „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ დეკლარირებით (მსგავსი სახელწოდება სსრკ-ს კონსტიტუციაში მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ თუ პოლიტიკურ მოწყობაში უპრეცენდენტო შემთხვევა – აბსურდი იყო), რაც საქართველოს კონსტიტუციის დანაშაულებრივი ხელყოფა იყო და კანონიერმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სამართლიანად მოახდინა მისი ანულირება.

prezidentis dadgenileba_1ბატონო ზიგფრიდ ვოებერ, იქნებ გაგაკვირვოთ ამ წერილის მოღებამ, განა ღირდა კი ასეთ „უმნიშვნელო“ საკითხებზე ამდენი დროის დაკარგვა და თავის შეწუხება? – იკითხავთ თქვენ, მაგრამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელო სულაც არ არის, მით უმეტეს ისეთ პიროვნებასთან მიმართებაში, როგორიც თქვენ ბრძანდებით, რომელსაც ჰელსინკის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში საერთაშორისო მისიით უმსახურია და უცხოვრია. ბატონო ზიგფრიდ ვოებერ, ჩვენ ისიც ვიცით, რომ თქვენ შემოდგომით კვლავ აპირებთ ესტუმროთ საქართველოს. ჩვენი გულითადი რჩევა იქნება, მოიძებნეთ და მიონახულეთ იქ საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანები და ისინი უფრო ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან. ეს თქვენ როგორც ჰელსინკის მოძრაობის წევრს გევალებათ. ასე რომ ქართველები კვლავ ქართული სტუმართმოვარეობით, რომელიც იმედია თქვენთვის უცხო არ არის, მოგელიან საქართველოში ბატონო ზიგფრიდ ვოებერ, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ საქართველოს კარგი მეგობარი ხართ და ბოლომდე უმეგობრებთ ამ ყველასაგან მიტოვებულ და განწირულ ქვეყანას (თუმცა არა ყველასგან, მაღალი ღმერთი ყოველთვის იყო საქართველოს შემწე და მფარველი, მისი არსებობის მანძილზე ეს ქვეყანა მრავალჯერ მდგარა გაქრობის საშიშროების წინაშე, უფლის მეოხებით ის დღესაც არსებობს, საქართველოს გზაც ხომ ქრისტეს გზაა გოლგოთისაკენ მიმავალი, ის მაინც გაბრწყინდება!) და მიგვაჩნია, რომ ეს უზუსტობანი, რომლებზედაც მიგითითეთ, არის ამ საკითხებში დილეტანტობის ბრალი.. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ მოცალეობის ჟამს თვალს გადაავლებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ინტერნეტმისამართებს, რაც სრულ წარმოდგენას შეგიქმნთტ ამა თუ იმ მოვლენისა და უსამართლოდ შერისხული ადამიანების შესახებ. გმადლობთ ყურადღებისათვის და ბოდიშს გიხდით ერთობ ვრცელი წერილის გამო.

კეთილი სურვილებით,

.სანდუხაძე.

P.S.

დაგრჩებით დიდად მადლიერი თუ გამოგვიგზავნით იმდღევანდელი სემინარის წერილობით ვერსიას.

11 Responses to “ღია წერილი ბ-ნ ზიგფრიდ ვოებერს”

  1. სიმართლე Says:

    ,,… იგი კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს სიბრძნეს, მწერლის ნიჭს და სიმტკიცეს ბავშვურად გულუბრყვილო მარტვილისა, იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმს და მისგან ათავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია, რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც…იგი ალმოდებულ გემზეც კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას. ესაა ზვიად გამსახურდია, ქართული სიბრძნისა და ღირსების სიმბოლო“.

    ვალერია ნოვოდვორსკაია
    რუსეთის დემოკრატიული კავშირის ლიდერი

    • davit Says:

      ძალიან კარგი და სასარგებლო წერილია, მადლობა ავტორსა!
      ერთი აზრი გამიჩნდა და ამ თემაში მინდა გამოვხატო: ეშმაკი თავისი მიწიერი მსახურებითა ერთსა ძალიან ოსტატურ ხერხს იყენებს რომა ჩემი უფლებები არავინა შელახოთო და ინთავისუფლებს გზებს დემოკრატიისა და ტოლერანტობის სახელით და ეკალ-ჯაგნარს ახეირებს თავის ამ თავისუფლების გზებზედა, ამ დროს სიმართლე და ღვთის სჯული გამოცხადებული ჰყავს ტერორისტად, მოძალადედ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების მტრად და ამაში ეს ცილისმწამებელი ეშმაკი თავის ურჩხულებრივი ბუნების მედლის მეორე მხარესა კომუნიზმს მალიმალ წამოიშველებს ხოლმე და მაგრად მიიწევს წინ უფრო განთავისუფლებული. აკი მასონმა ბზეჟინსკიმაც განაცხადა რომა ჩვენი უმთავრესი მტერი კომუნიზმის შემდეგა მართლმადიდებლობაოო! აკვირდებით? მკლვლელი ეშმაკი კომუნიზმის დროს კლავდა ადამიანებს, აღდგომას და ეკლესიას უკრძალავდა, და ახლა კი დემოკრატიის სახელით ისევ დასდევს ღმერთის ეკლესიას, არბევს ტაძრებს და არა ეკუმენისტ არა სერგიანელ მღვდლებს არ ახარებს არცერთ ქვეყანაში! ნუ მინდა ვთქვა რომ როგორც გიტლერი და სტალინი ებრძოდნენ ერთმანეთსა და ორივე კაციჭამია ეშმაკი და მტერი იყო მართლმადიდებელთა ღმერთისა – ქრისტესი (იგივე ყოვლადწმინდა სამებისა), ისეა დღეს დემოკრატია ვითომდაც თავისი ”დაის”კომუნიზმის მყვედრებელი! მოკლედ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დამცველის მანტიამოსხმული ეშმაკი დღეს უფრო ოსტატურად ებრძვის მართლმადიდებლობას ვიდრე ამას კომუნიზმის მანტიაში გამოხვეული აკეთებდა. ლოოლ ერთმა არ გაუმართლა და მეორემ ძალიან მაგრად გაუმართლა!!!

  2. ekaterine Says:

    didi madloba am werilis gamoqveynebistvis. maqvs erti sruliad gansxvavebuli kitxva.Sainteresoa ,vinmes tu mogepovebat zviadis mier fortepianinoze shesrulebuli nawarmoebebis chanaweri? gamigonia rom arachveulebrivad ukravda, Tumca jerjerobit arsad amis naxva ar aris shesadzlebeli. kargi iqneboda am videoebis am saitze dadeba an sulac youtubebshi gantavseba .

  3. ALEXI Says:

    “ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი”.

    ზვიად გამსახურდია

    • ლადო Says:

      დიდება უფალს! შემძრა სულით ხორცამდე ამ ვიდეოს მოსმენამ! ახლოვდება ფერისცვალების დღესასწაული!

      • ნანა Says:

        ღმერთო შენ შეგვიწყალე! დიდებული, უდიდებულესი, სულის და გულის შემძვრელი სიტყვებია ლექსად გამოთქმული! ხოლო ზვიადის – პრეზიდენტის ხმა რაა საამურია!

  4. ნანა Says:

    არ ვიცი რატომ და ძალიან მენიშნა ამ ვიდეოს გამოქვეყნება ფერისცვალების საუფლო დღესასწაულის წინ!

  5. a.sanduchadse Says:

    http://amina.com/kamina/2622-p4.html
    aq naxavT roialTan mjdar zviads

  6. AFXAZI Says:

    JER AR DAMDGARA DRO QVATA SHEKREBIS…DA ROCA DADGEBA, MOWYDEBA ZVAVI DA CHARECXAVS YVELAS DA YVELAFERS…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: