პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოროტმადიდებლობა!

პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოროტმადიდებლობის შესახებ

ილია II თავის სინოდთან ერთად აგრძელებს მწვალებლებთან თანალოცვას, მის წირვას სამების ტაძარში დაესწრნენ მონოფიზიტები სასომხეთიდან და მაჰმადიანები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ქუვეითიდან

ვიდეო

„ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. წარსული, ასე თუ ისე, წავიდა და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სიახლე უნდა იყოს მომავალში ერსა და ეკლესიაში. არ უნდა იყოს მტრობა, შურისძიება ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უკან ჩვენი სამშობლო, საქართველო დგას და სამშობლოს სიყვარულით უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, არ უნდა გავიხსენოთ ძველი წყენა და ძველი ცოდვები“, – განაცხადა გუშინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

  • ეს ვიდეო ადასტურებს, რომ ილია მეორე და მისი სინოდი ძველებურად აგრძელებენ მწვალებლებთან ( მონოფიზიტებთან, მოლებთან…) თანალოცვას, რის გამოც, მათ მოუნანიებელ და ძველს დამატებულ ახალ განმაახლებლურ-ერეტიკულ ქმედებას მოციქულთა 45 კანონის თანახმად განეწესება მღვდელმოქმედების აკრძალვა:  „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს”
  • მწვალებლობის და მწვალებლებთან თანამლოცველობის მსჯავრმდებელი წმიდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინების თანახმად კი შალვა ნათელაშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ და სხვა “ოპოზიციონერებმა” თავად გამოიტანონ დასკვნა რა ელოდებათ ღვთის სამჯავროზე ერეტიკოსებთან თანალოცვის გამო ამ ზეაღმატებული ცოდვის მოუნანიებლობის შემთხვევაში:
  • „ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს! ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს! ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება!”. (რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინება)
  • არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან, რამეთუ დიდმა ოქროპირმა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმერთის მტრებად არამარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენი. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
  • კომენტარი: მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ორი დიდი წმიდა მამის განჩინების თანახმად, ჩვენც ხმამაღლა საჯაროდ ვაცხადებთ ღმერთის მტრებად არამარტო ამ ვიდეოზე წარმოდგენილ მწვალებლებს – მონოფიზიტებს და მოლებს, არამედ მათთან მეგობრული ურთიერთობის მქონე და თანამლოცველ ილია მეორეს და მის სინოდს

 ეს განცხადება ილია მეორემ წუხელ სომხეთის დელეგაციის მიღების შემდეგ გააკეთა. სტუმრები, მათ შორის აზერბაიჯანის, ირანისა და ქუვეითის მაღალი რანგის სასულიერო პირები პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ამ თარიღთან დაკავშირებული საზეიმო წირვას დღეს სამების ტაძარში ილია მეორემ აღავლინა. წირვას პრეზიდენტობის კანდიდატები, ყოფილი დიქტატორი პრეზიდენტი შევარდნაძე და სხვა პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

21 დეკემბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ კათალიკოს-პატრიარქის 30-წლიანი მოღვაწეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ ადამიანების სულიერი დონის ამაღლებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.“ (ტელე-კომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაცია)

agsakdreba_0 

არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან, რამეთუ დიდმა ოქროპირმა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმერთის მტრებად არამარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენი. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
კომენტარი: მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ორი დიდი წმიდა მამის განჩინების თანახმად, ჩვენც ხმამაღლა საჯაროდ ვაცხადებთ ღმერთის მტრებად არამარტო ამ ვიდეოზე წარმოდგენილ მწვალებლებს – მონოფიზიტებს და მოლებს, არამედ მათთან მეგობრული ურთიერთობის მქონე და თანამლოცველ ილია მეორეს და მის სინოდს
25 დეკემბერს (ახ. სტ.) რაც ილია II აღსაყდრების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ეკუმენისტი სამღვდელოების წირვა-ლოცვაზე ვიხილეთ, უნდა ითქვას რომ შეიკრა ის წრე, რომელიც დღევანდელ პრეზიდენტობის კანდიდატებსა და ყველა ჭეშმარიტი სარწმუნოების მტერს აერთიანებს! ილია II თავის სულიერ შვილებთან: ედუარდ შევარდნაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან, შალვა ნათელაშვილთან, ლევან გაჩეჩილაძესთან, ჯონდი ბაღათურიასთან ….ერთად ზეიმობდა თავისი ერეტიკული სამღვდელმთავრო მოღვაწეობის 30 წლისთავს! ეს პოლიტიკოსები სამების ტაძარში სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში ფარისევლურად მლოცველნი, პოლიტიკურ ასპარეზზე კი, ხანდახან ხალხის გასაბრიყვებლად რომ შორდებოდნენ და მძაფრად ებრძოდნენ ერთმანეთს ახლა, ილია II პატრიარქად აღსაყდრების ამ დღეს, ღიად და დაუფარავდ განაცხადეს, რომ სინამდვილეში ერთ-სულ და ერთ-ხორც ყოფილან, და ეს მათ, ენაგალექსილი დიდებით თავიანთი ერეტიკოსი მამა-პატრიარქის თაყვანისცემის ჟამს, სრულად წარმოაჩინეს, და თანაც მისი დემონური შავი ფრთების ქვეშ მწვალებლურ-ფარისევლური სიყვარულით გაერთიანებულებმა! მაინც რა მიღწევებს ზეიმობდა ილია II, რომელსაც მისი აღსაყდრებიდან 30 წლისთავი ეწოდა?! აი, ამ მიღწევათა ჩამონათვალიც:

agsakdreba_01

ა) ერესი:

1) სექტების მსოფლიო ორგანიზაციის: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა“ 2) ამ საბჭოში სექტათა წარმომადგენლებთან თანალოცვა; 3) ოთხ ძირითად ბოროტმადიდებლობასთან (კათოლიციზმი, იუდაიზმი, ისლამი და მონოფიზიტური ერესი) მჭიდრო ალიანსი-თანალოცვითურთ, 4)ერეტიკულ რელიგიური ფორუმებში მუდმივი აქტიური თანამშრომლობა;

 

agsakdreba_1_2

ბ) ზნეობრივი დანაშაული:

კინოფესტივალი, ოპერა, ბალეტი, სამსახიობო და ამასოფლიური ცოდვათამიერი ყოველდღიური გატაცებანი: ვაჭრობა ეკლესიებში, ლოთ, ნარკომან, მამათმავალ სასულიეროთა ხელდასხმა-დაწინაურებები, ოპერის მომღერალთა მიწვევა ლიტურგიისას და თავდაუფარავ და უხამსად ჩაცმულ ქალთა დაშვება მგალობელთა გუნდში  ღვთისმსახურებისას. ამ და სხვა კანონიკურ დარღვევათა აღსრულება და ხელისდაფარება „პატრიარქისა და სინოდის“ წევრთა მიერ…

გ) სამოქალაქო დანაშაული

სამღვდელო უმაღლესი იერარქიის მხრიდან 1991-1992 წლებში სისხლიანი სამხედრო ხუნტისადმი და ქართველ მამულიშვილთა მკვლელებისადმი ყოველგვარი მხარდაჭერა ანუ სამშობლოს ღალატი, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების საქართველოდან განდევნა და ათასობით მამულიშვილის დახოცვა!

რუსეთ-საქართველოს აშკარა ომის დროს „პატრიარქის“ მიერ  რუსეთიდან ე. შევარდნაძის საქართველოში მოპატიჟება-განდიდება, საყოვეთაოდ ცნობილი დამნაშავის ჯ. იოსელიანის განდიდება და ზვიად გამსახურდიას დევნა-შევიწროვებაში მონაწილეობის მიღება, რასაც მოჰყვა კანონიერი პრეზიდენტის დაღუპვა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიების განკარგვა, ქართველი მოსახლების გენოციდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ქვეყნის ძარცვა და გაჩანაგება, საქართველოს დამოუკიდებლობის სრული განკარგვა!

1991-92 წლიდან ხელისუფლების სათავეში უკანონოდ მოსული ხელისუფლებებისადმი და უღმერთო-სექტანტური ხელისუფლებისადმი „პატრიარქის“ მხრიდან სრული მხარდაჭერა! ტაძრების  ნგრევის დროს დუმილი, ანუ დანაშაულში თანამონაწილეობა და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სამღვდელოების დევნა!

agsakdreba_3

დასკვნა:

მართლმადიდებელი ეკლესიის და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პატრიარქისა და სამღვდელოებისთვის, ზემოთ მოხმობილი სამივე წყება დანაშაულთა „ა) ერესი, და ბ) ზნეობრივი დანაშაული“ გ) სამოქალაქო დანაშაული, ეს ყოველივე არის დანაშაული მიმართული სამყაროს შემოქმედი ღმერთის_ყოვლადწმიდა სამების კანონმდებლობის წინააღმდეგ და განეწესება ამის ჩამდენ სასულიერო იერარქიას  შეჩვენება და განკვეთა! ხოლო ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის, რომელსაც შეიძლება მიეცეს სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია, ილია შიოლაშვილი პასუხს აგებს სამოქალაქო კანონმდებლობითაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის!

ახლა კი არჩევნებში ამომრჩეველმა განსაზღვროს, უნდა აირჩიოს თუ არა, ასეთ ერესიერარქთა განმადიდებელი პოლიტიკოსები?!

agsakdreba_4

ამასთან ერთად, ვაფრთხილებთ „თინეიჯერ” ქართველ ყრმა ახალგაზრდობას, ამერიკის დოლარებით და იდეალებით მოხიბლულ-მოსყიდულთ, მათში კი გამორჩეულად ეშმაკის თაყვანისმცემელ ე.წ. „შოუ-ბიზნესის” ვარსკვლავებს, ნინი ბადურაშვილს და მის ყრმა-მიმდევრებს, რომლთაც მიხეილ სააკაშვილი იყენებს თავის საარჩევნო კამპანიაში ეშმაკის ტახტის მორიგი აღსაყდრებისთვის საქართველოში, არ შემოხაზოთ 5-რიცხვი, რომელიც 6-ში უბედურებას მოგიტანთ და თქვენ სულს გადასცემს პოლიტიკურ კანდიდატთა შორის სატანის რჩეულ შვილთან-მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჯოჯოხეთის უფსკრულებს! რადგან მიხეილ სააკაშვილმა ხელი აღმართა ღმერთზე და შეუნგრია უფალს ტაძრის კარები სამხედრო მანქანით, დაარბია მისი წმიდა ხატები და შეურაცხყო ყოველგვარი ღვთაებრივი სიწმიდე, ხოლო ვინც 5-ს შემოხაზავს არჩევნებში, იგი პასუხს აგებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ტაძრისა და ხატთა დარბევის უმაღლეს დანაშაულზე! როდესაც თქვენ მღერით და ერთობით, ხოლო უფლის მღვდელი ციხეში იტანჯება, მოგელით ამის გამო დიდი მწუხარება!

უნდა ითქვას, რომ ბადრი პატარკაციშვილის „პუტჩისტური შეთქმულება” ისე გაიკვირვეს ძველმა პუტჩისტებმა, რომ თითქოს თვითონ იგივენაირად არ მეფობდნენ სხვა და სხვა დროს ხელისუფლებაში, ერთადერთი ლეგიტიმურობის წინააღმდეგ ავტომატით მებრძოლი გოგა ხაინდრავა აღმოჩნდა მათ შორის გულწრფელი, და განაცხადა პატარკაციშვილის იარაღის ძალით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილზე შემდეგი: „მე განსაცდელში არ ვტოვებ ჩემს ძველ მეგობრებს”, მწარე ღიმილის მომგვრელია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გალაშქრება ბადრი პატარკაციშვილის არ განხორციელებულ „პუტჩზე”, როდესაც პირველი პუტჩისტი ე. შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში უზით და მთელი მთავრობა და პარლამენტი პუტჩში მონაწილე სამხედრო ტრიბუნალზე გადასაცემი დამნაშავებით ჰყავდათ და ჰყავთ დღესაც დაკომპლექტებული.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მაისაშვილს, მან საკუთარი თავი თავადვე იმხილა შემდეგი სიტყვების თანახმად: „თუ დავინახავ რომ ოლიგარქი იმარჯვებს, მაშინ მე მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას”-ო. ვაშა, ბატონო მაისაშვილო, რომ ხმას ტაძართა დანგრევის, ხატთა შეურაცხყოფის და მართლმადიდებელი მღვდლის პატიმრობის „სასარგებლოდ” მოუხსნიდით მ. სააკაშვილს დღეს უკვე ყველასგან ჩაწიხლული ოლიგარქის გამო.

„დიდგორის“ პრეს-სამსახური“

„დიდგორის“ რედაქცია

2008 წ. 
 

 

27 Responses to “პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოროტმადიდებლობა!”

  1. davit Says:

    ხედავ შენა? ეს რა მოწიწებით შეჰყურებს აზერბეიჯანის მოლასა ჩვენი პატრიარქი აი ემანდ მაღლა სურათში, გეგონება მოლის აღსაყდრების დღესა ზეიმობენ! არა რა ნაღდად მოლის მზიან ღამესა ზეიმობენ თუ ჩემი თვალები ხიბლში არიან?

    • davit Says:

      არა რა ხიბლში ვარ ნაღდად! აბა ჩემი თვალები ამასაც ხომ რეალში არ წაიკითხავდა, აი ასეთ საშინელებას თქვენცა კითხულობთ ამერ-იმერო მკითხველებო? აიიიიი ესა ხიბლია რა ნაღდად, რეალიაო არ მითხრათ რა, ვერ დავიჯერებ:
      ///
      ბაქოში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადეს 25 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განაცხადა: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის, მისი როლი როგორც მებრძოლის მშვიდობის დაცვის საქმეში გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს;“
      https://didgori.wordpress.com/2008/09/19/მოსკოვის-რელიგიური-სამიტ/

      • davit Says:

        p.s.
        ოლალოოლ, ახლაღა მივხვდი, პატრიარქის აღსაყდრება ჯორჯიის შტატში და მოლისადმი მიძღვნილი კონფერენცია აზერბაიჯანში ორი მზიანი ღამე ყოფილა? ორი მოწიწებული ძმა: ილია და ფაშა

      • davit Says:

        ნუ დრო შეიცვალა, პატრიარქებიც მოდურად ჰყვარობენ ”მოყვასსა”, გლობალისტურად და ანტიქრისტიანულად სიყვარული ძალიან ეგემრიელებათ, კარგი რა აბა გოიმურ ჩამორჩენილ დროში ვავალებთ ცხოვრებასა პატრიარქებსა და იმადაც განგვკვეთეს და ღირსნიც ვართ! ნეტა ამ ჩვენს კახეთის დედოფალსა რა ძალა ედგა რას აეკუწვინა მოლებსა, რა იცოდა პატრიარქი ილია მოლებთან მზიან ღამეებზე ისაყდრებდა თორემა საწყალი ტანჯვას ხომ გადარჩებოდა?
        ///
        კახეთის დედოფალი ქეთევანი 1624 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით ირანში აწამეს იმის გამო, რომ მან ქრისტიანობის უარყოფასა და მაჰმადიანობის მიღებაზე უარი თქვა.

        ისტორიული ქრონიკების თანახმად, მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფალი სასტიკი წამების შედეგად გარდაიცვალა, ჯალათებმა მისი სხეული აკუწეს და ძაღლებს მიუგდეს საჯიჯგნად. ამის მომსწრე იტალიელმა მისიონერებმა დედოფლის სხეულის ნარჩენები შეაგროვეს და სპარსეთიდან გაიტანეს.

      • ნიკა Says:

        დავით, ნეტა ვცდებოდეთ და ხიბლში იყოს ჩვენი თვალები და პატრიარქის იმ სირცხვილს სინამდვილეში არ ხედავდეს და, რასაც ვხედავთ ამ წერილში გამოქვეყნებულ ფოტო-სურათებზე. და ნეტა ამ სირცხვილს პატრიარქის წარმოთქმულს არ ვკითხულობდეთ:
        —————————–
        „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის”
        ————————–
        პატრიარქისგან ეს ხომ მაჰმადიანობის აღიარებაა, რისი არ აღიარების გამოც ქართული მიწა მორწყულია წმინდა ქეთევან დედოფლის მსგავსად ურიცხვ წმინდანთა მიერ. ნუთუ სინდისის ძარღვი საერთოდ გაუწყდათ შუბლზე, როდესაც ამ წმინდა სახელებზე ლოცულობენ და ატარებენ ქართულ ტაძრებში ლიტურგიებს პატრიარქი და სინოდის წევრები, მაშინ როდესაც მაჰმადიანობას აღიარებენ და ფაშაზადე მოლებს მისაბაძ მაგალითად წარუდგენენ მომავალ თაობებს. არა მათ არა აქვთ უფლება, ამ წმინდა სახელების ხსენებისაც კი.
        ————————————–
        ბორკილდადებული აბო დღე და ღამე ლოცულობდა და მარხულობდა. მან მთელი თავისი ავლადიდება გაყიდა და საპყრობილეში მყოფ, მშიერ და ავადმყოფ პატიმრებს ჰკვებავდა. ცრუ-მოძღვარნი და მისი დამბეზღებელნი კი არ ისვენებდნენ, მასთან საპყრობილეში შედიოდნენ და ალერსიანი სიტყვებით მის ცდუნებას ცდილობდნენ: შვილო, ნუ გაწირავ ნურც შენ თავსა და ნურც შენ სიჭაბუკეს, შენს ახლობლებსაც ნუ განეშორები. ნუ შეამთხვევ უბედურებას შენ თავს და ჩვენც ნუ შეგვაწუხებო. ზოგიერთი კი აშინებდა: რა სარგებელი მოგიტანა ქრისტემ, ან ვინ დაგიხსნის შენ ჩვენი ხელიდან, როდესაც ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებულია შენთვის, თუ არ მოექცევი კვლავ ძველი სჯულისკენო. წმიდა აბო თითქოს არც კი უსმენდა მათ და უხმოდ ფსალმუნებდა „გონებითა მისითა“, ხოლო როდესაც აღარ მოასვენეს, დავით მეფსალმუნის სიტყვებით გაეპასუხა: ნურაფერს ნუ მეტყვით, რადგან მე, „ვითარცა ყრუსა არა მესმოდა და ვითარცა უტყვმან რაი არა აღაღის პირი თვისი, ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაი. რამეთუ მე უფალსა ვესავ, განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!“. როდესაც ვერ შეძრეს მართალი იგი, მოშორდნენ შერცხვენილნი და გაწბილებულნი.

        ტყვეობის მეცხრე დღეს აბოს „ზეგარდამო“ ეუწყა, რომ მოახლოვდა დღე შენი აღსრულებისაო და ისიც, რომ უფალი, რომლის სიყვარული ასე ცეცხლებრ აღენთო ახალგაზრდა ღუაწლმოსილის გულში, ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებდა მას. ამიტომ იწყო მზადება მოწამეობრივი სიკვდილის მისაღებად. აბომ განიძარცვა ზედა-ჩასაცმელი ტანსაცმელი, გააყიდვინა და მიღებული გროშებით ქალაქის ეკლესიებში თავისი სულის მოსახსენებლად კელაპტრებისა და საკმევლის ანთება ითხოვა. სამღვდელოებას კი სთხოვა ელოცათ მისთვის. თენდებოდა ნათლისღების დღესასწაული. წმინდა აბომ ორი დიდი სანთელი ხელთ იპყრა და განთიადამდე ფეხზე მდგომი ფსალმუნებდა, სანამ რკინის ჯაჭვებით შეკრულ მის ხელებში სანთლები არ ჩაიწვა. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა… – იტყოდა გაუნძრევლად მდგარი წმინდანი. ამირას სამყოფელში მისულმა აბომ ჯვარი ჯერ კარებს გადასახა და მერე თვითონაც გადაიწერა. „რა არის, ჭაბუკო, ეს რაი განიზრახე თავისა შენისაი?“ – ამ სიტყვებით შეეგება განრისხებული ამირა. „მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!“ – გზნებით მიუგო ნეტარმა. მაშინ განცვიფრებულმა ამირამ ჰკითხა: ჯერ კიდევ არ მიგიტოვებია ეგ სიგიჟე და უგუნურებაო?, ხოლო აბომ უპასუხა: უმეცრებასა და უგუნურებასა შინა მყოფი ვერ გავხდებოდი ღირსი ქრისტეს თანა მყოფობისაო. ვერ ხვდები, რომ ეს სიტყვები შენი სიკვდილის მომასწავებელია – მრისხანედ უთხრა უსამართლო მსაჯულმა. თუ მოვკვდები – მრწამს მე, რომ ქრისტეს თანა ვცხონდები; ხოლო შენ ნუღა აგრძელებ ამაო ლაპარაკს, არამედ რაც გსურს, გააკეთე, რადგან როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობილი ხარ, მეც არ მესმის შენი სიტყვები, „რამეთუ გონებაი ჩემი ქრისტეის თანა არს ზეცას“ – უშფოთველად მიუგო ჭაბუკმა. კვლავ ჰკითხა ამირამ: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?“, ხოლო წმინდა აბომ ურჩია: შენც განეშორე ამ ცდომილებას და ნათლისღების შემწეობით იგემე ქრისტეს სარწმუნოების სიტკბოებაო. მაშინ კი რისხვით აღივსო სარკინოზის ულმობელი გული და მსახურებს უბრძანა: სასწრაფოდ წაიყვანეთ და თავი გააგდებინეთო. მსახურებმა ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის გალავანში (ეს ტაძარი დააქცია შაჰ-აბას I-მა. იგი იყო მეტოქი ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისა. ღმრთის წყალობით ტაძარი ხელახლა შენდება – არქიტექტორი: რეზო ჯანაშია) შეიყვანეს წმინდანი და ხელ-ფეხზე ბორკილები ახსნეს. მან კი ზედა სამოსი შემოიხია, ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხვევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!“. შემდეგ ხელები ზურგზე გადააჯვარედინა და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს. სანამ თავს მოკვეთდნენ, მტარვალებმა სამჯერ ზედიზედ მოუქნიეს მახვილი – იქნებ შეშინდეს და შეინანოს თავისი საქციელიო, მაგრამ „წმიდაი იგი მარტვილი დუმილით მხნედ მიითვალვიდა მახვილსა“, ხოლო მეოთხე დაკვრაზე მოჰკვეთეს თავი. თავმოკვეთილი დაეცა წმინდა აბო, ოდესღაც სარკინოზი, შემდგომ ქრისტიანი, ხოლო სულითა და გულით ქართველი.

  2. davit Says:

    ახლა ამ ერეტიკოსის ქებას რომ ვუსმენდი სტალინიზმის პირმშო ედუარდ შევარდნაძის შესახება, ვიფიქრე რომ ცოტა რომ არ სცხვენოდეს პატრიარქ ილიასა ედუარდის ხატსაც შეაქმნევინებდა, ისე როგორც რუსეთში სტალინის ხატი შექმნეს, ეკლესიაშიც დადეს და პირჯვრის წერითა ლოცულობენ სტალინზე. ხოლო მემრე პატრიარქზე ბრმად შეყვარებული კაიროსსი, მუსიკანტი დათიკო და დოქტოტანტი ჩიკვაიძე ტავის სიგრძე სანთლების დანთებით შევარდნაძის ”ხატზე” ოჰოჰოო რას ილოცებდენ და დაგვიწყებდენ ომსა თქვენც რად არა ლოცულობთო! ნუ პედოფილთა სექტის დარვინისტ მნათეუსსა და ჯვაროსანზე აღარაფერსა ვამბობ, რადგანა ისინი ხომ სტალინის ურჩხულებრივი გამოსახულების ტყუპისცალ ”ხატზე” ვატიკანში უკვე ისედაცა ლოცულობენ!
    ერთი ამ საკვირველ ვიდეოშიაც შეიხედეთ:
    http://rutube.ru/tracks/1234654.html?v=5b465dbf250c637b641be6fd737daa2f

    • ALEXI Says:

      eh, sabralo davit!

      saertod ar xar informirebuli. patrirqma ukve daxata tiloze eduardi da misi surati muzeumshi inaxeba. erti rgolis daxatva aklia mis tavs zemot da e. shevrdnazisgan wmndani gamocxveba.

      • lado Says:

        В церкви появилась икона с изображением Сталина
        Написал midborn в потоке Конец света 9 месяцев назад 15 18 682

        Игумен Евстафий, настоятель храма святой княгини Ольги, что в Ленинградской губернии представил пред грешные очи прихожан икону, на которой изображен седоусый, но густоволосый отец народов.

        Но взроптали на игумена правоверные дети церкви нашей, и убрал он икону срамную в дальний угол, но из самого храма божия не посмел он вынести ее.

        На иконе вместе с Иосифом Виссарионовичем также изображена матушка Матрона Московская (известная прорицательница и чудоворица). По одной из легенд Сталин встречался с ней в сорок первом году. И во время встречи матушка якобы сказала вождю: «Ты один останешься в городе. Всех отправляй, а город не сдавай. И не сдашь».

        «Чувство, что Сталин – отец народов, что он отчасти и мой высокий отец, это чувство не покидало меня всю жизнь. У меня было два отца, кроме Отца Небесного: один – мой отец по плоти, а другой отец – это отец народов, который был строг, который судил, который, может быть, ошибался, но который все равно был отцом моей страны», – говорит отец Евстафий, – «любые нападки на Сталина и смешны, и отвратительны».

        «Я не хочу слушать этих пуделей демократии, которые лают на мертвого льва, я слушаю мое сердце. Я поминаю Иосифа Виссарионовича на всех службах, где это уместно, особенно в те дни, когда он умирал, в день его рождения, в те дни, когда он праздновал общую Победу нашего народа», – заявил батюшка.

        Вспомним, что ранее в питерские коммунисты выступили с призывом канонизировать Сталина. Как сообщал их лидер Сергей Малинкович, в скором времени будут напечатаны 10 тыс. образков, чтобы «распространять эти изображения среди тех, для кого Сталин уже давно святой».

      • lado Says:

        ხოლო მემრე პატრიარქზე ბრმად შეყვარებული კაიროსსი, მუსიკანტი დათიკო და დოქტოტანტი ჩიკვაიძე ტავის სიგრძე სანთლების დანთებით შევარდნაძის ”ხატზე” ოჰოჰოო რას ილოცებდენ და დაგვიწყებდენ ომსა თქვენც რად არა ლოცულობთო!
        ====================
        აქ ერთი სიტყვა გამოგრჩა დავით: ”ოჰოჰოო რას ილოცებდენ და დაგვიწყებდენ ომსა თქვენც რად არა ლოცულობთო!” თქვე სქიზმატებოო! ეს Игумен Евстафий, настоятель храма святой княгини Ольги ხომ მუსიკანტი დათიკოს და შენი ძვირფასი დოქტორანტი ჩიკვაიძის ერთი მსოფლიო სამეუფეო გზაზე მიმავალი ეკლესიაა! ხო კიდევ შამანთა კერპზე მლოცველი გუნდიაევის ბატუშკაც დავუმატოთ და უფრო სამეუფეო გზა გამოვა!

      • lado Says:

        … в годы полновластного правления Сталина было уничтожено наибольшее количество священнослужителей и почти полностью ликвидирована церковная жизнь в стране. Так, только в период с 1937 по 1941 годы было расстреляно 110 700 представителей духовенства, а количество действующих храмов сократилось до менее чем 300… С 1949 по 1953 год в СССР по указанию Сталина возобновились репрессии духовенства и закрытие православных храмов. Утверждения, что Сталин, якобы, имел тайные встречи со священниками с целью исповеди, не имеют никаких исторических подтверждений». (Протоиерей Георгий Митрофанов)

      • lado Says:

        წითელი სამღვდელოების სათავე
        =====================
        Сталин создает Московскую Патриархию

        4 сентября 1943 г. Сталин изъявил желание встретиться с высшими церковными иерархами, которых оставалось в живых не так уж много. Встреча произошла в тот же день вечером. На правительственном автомобиле в Кремль были доставлены митрополиты Сергий (Страгородский), Алексий (Симанский) и Николай (Ярушевич), присутствовал В.М. Молотов.
        «Кратко отметив положительное значение деятельности Церкви за время войны, Сталин просил митрополитов… высказаться о назревших, но не разрешенных вопросах». Архиереями были высказаны пожелания освободить из заключения духовенство, возобновить издание ‘Журнала Московской Патриархии’, собрать Архиерейский Собор для избрания Патриарха. В последнем вопросе Сталин попросил «проявить большевицкие темпы», и Собор собрался уже 8 сентября в составе 19 архиереев.
        «На Собор многих архиереев доставляли на военных самолетах… Собор заслушал доклад митрополита Ленинградского Алексия ‘Долг христианина перед Церковью и Родиной в переживаемую эпоху Отечественной войны’». О кандидатах в Патриархи митр. Алексий сказал: «Я считаю, что никто из нас, епископов, не мыслит себе другого кандидата, кроме того, который положил столько трудов для Церкви» – имея в виду митр. Сергия. «Все встали и пропели ‘Аксиос’… В обращении Собора к советскому правительству говорилось: ‘Глубоко тронутые сочувственным отношением нашего всенародного вождя, главы советского правительства И.В. Сталина, к нуждам Русской Православной Церкви и к скромным трудам нашим, ее смиренных служителей, приносим правительству нашу общесоборную искреннюю благодарность и радостное уверение, что, ободренные этим сочувствием, мы приумножим нашу долю работы в общенародном подвиге за спасение Родины’…» (Прот. Владислав Цыпин. ‘История Русской Церкви. 1917-1997’).

  3. ნიკა Says:

    ილია მეორე ახლაც უსინდისოდ განადიდებს ბოლშევიზმის ბოროტების ნასხლეტ ე. შევარდნაძეს, ხოლო მხეცთაგან დევნილობის მძვინვარე ჟამს პატრიარქი ტიხონი ასეთ ანათემებს გამოსცემდა!
    ————————————
    1918 года Патриарх Тихон издал своё знаменитое Воззвание[16], которое, в частности, гласило:
    «Опомнитесь, безумцы, прекратите ваши кровавые расправы. Ведь то, что творите вы, не только жестокое дело, это поистине дело сатанинское, за которое подлежите вы огню геенскому в жизни будущей — загробной и страшному проклятию потомства в жизни настоящей земной.

    Властью, данною Нам от Бога, запрещаем вам приступать к Тайнам Христовым, анафематствуем вас, если только вы носите ещё имена христианские и хотя по рождению своему принадлежите к Церкви Православной.

    Заклинаем и всех вас, верных чад Православной Церкви Христовой, не вступать с таковыми извергами рода человеческого в какое либо общение: „Измите злаго от вас самех“» (1Кор.5:13).

    • ნიკა Says:

      p.s. მადლობთ დავით და ლადო, რაღამც წამოჭერით ეს თემა, მოვამზადებთ წერილს.

      • ელენა Says:

        პატრიარქი ტიქონი ცოტა გატყდა ბოლოს, რადგან ისეთი წარმოუდგენელი ბოროტება დაატყდა თავს, რომ პეტრე მოციქულივით შედრკა, მაგრამ შეუდარებელია მისი სიმამაცე!

    • daviT Says:

      ჯვაროსანმა განაცხადა თბილისის ფორუმზედა, რომა ეს რუსული შოვინიზმი პატრიარქის ბრალიაო:
      ///
      ”ეკლესიაში პირდაპირ მძინვარებს რუსული შოვინიზმი და ყოველგვარი უარყოფა დასავლეთისა. ვინც ოდნავ ერკვევა და ბედავს რომ წინააღმდეგი წავიდეს ამ იდელოგიისა მრევლში, აგინებს რუსეთსაც და დასავლეთსაც. ანუ ის მთავარი მიზანი რაც რუსეთმა დაისახა უკვე შესრულებულია. ქართველ მართლმადიდებელს გაუქრეს იმის შეგრძნება რომ იგი ისეთივე ქრისტიანია, როგორც ბერძენი, რუმინელი, ბულგარელი ან თუნდაც კათოლიკე. სამაგიეროდ ჩაუნერგეს, რომ რუსეთი არის ქრისტიანობის ბურჯი, მესამე რომი და საქართველოში სულიერებას რუსეთი გადაარჩენს, ხოლო რაც მთავარია შეაძულეს სატანის მსახური დასავლეთი.”
      ///
      ოჰ, ნუთუ? უი შენ კი შეგირცხვეს დარვინისტო ჯვაროსანო ეგ სანტაკლაუსი წითელი ქუდი პაპის წითელი მოდური მოსასხამითა, ავატარად რომა გაქვს და ფორუმზე დააფრიალებ ინკვიზიიცის სისასტიკეს და პედოფილიის გახრწნილებასა! ხედავ შენა? რუსული შოვინიზმიო, ეს ეტყობა საპატრიარქოში დაავალეს დიდგორს დავცხოთ ასე მაიმუნურად და თან წითელი უკანალი ვუჩვენოთ თბილისის ფორუმსა, რომ საერთოდ აერიოთ გზა-კვალი და ქრისტესკენ ვერ გაიგნონ გზაო! ნაღდად რა ჩემო ლადო შენ ”გინამიოკებენ”, აქ რომ რუსულ წერილებსა აქვეყნებ, თორემა ჯვაროსანი და რუსეთის პატრიარქი გუნდიაევი ხომ რომის პაპის პიერ კარდენის მოდურ ფეხსაცმელებთან წაღმა-უკუღმა გორაობენ კოცნა პროშნა მტლაშა მტლუშითა და რატომ დააყვედრიდნენ პაპის მონა-მორჩილ ტაბაჩნი მიტროპოლიტს დასავლეთის სიძულვილსა? ან კიდევა რომის პაპის და მოლა ფაშაზადეს მზიანი ღამეების მოსაყდრე ილია მეორესა რუსული შოვინიზმის მიმდევრად რატომ წარუდგენდნენ ხაინდრავას ფორუმსა? არა რა, ეს უკვე მეტისმეტია!

      • daviT Says:

        ჯვაროსნის ეს დახარისხება კიდევა?
        ///
        ”ქართველ მართლმადიდებელს გაუქრეს იმის შეგრძნება რომ იგი ისეთივე ქრისტიანია, როგორც ბერძენი, რუმინელი, ბულგარელი ან თუნდაც კათოლიკე.”
        ///
        ნუ როგორ გავიგოთ ესა? იღოველი ბერძენი, ბაპტისტი რუმინელი, ანგლიკანი ბულგარელი და კათოლიკე ჯვაროსანი ყველა თურმე ქრისტეს მიმდევარი ყოფილა?! კაცოოო გადამრევენ ეს გადაღრძუებული მანიქევლები, ნეოიუდევლები, არიოზელები, ნესტორიანელები, ალაჯა ძაღლის მმარხველი ”ქრისტიანები”, მიაფიზიტები და დოფიზიტები ყველა ეს ნეორასელისტური მოდგამ ეშმაკს შეჰყმუის ”ლოცვითა”, თან ქრისტეს ნიღაბი ჩამოუცვავთ ბაჰომეტურ სახეებზედა და ატყუებენ ტვინდამცრობილ ეგრისნაირ და უჩიმატას მსგავს ხალხსა! არა რა თანდათან ვრწმუნდები რომა ჯვაროსანი და კაიროსი ერთია ეშმაკია!

  4. daviT Says:

    აჰა, ვიფიქრე ვიფიქრე და ძლივს არ მივხვდი თურმე რას აყვედრის გუნდიაევ-შიოლაშვილს ჯვაროსანი? რას იცით? აბა თუ მიხვდებით? მე კი მივხვდი, მეტი რქები უნდა, ჯვაროსანს მეტი რქები, ის რაც არის ეცოტავება! იკითხავთ ალბათ რომელი მეტი რქებიო, ხოდა მივხვდი და გპასუხობთ: ერთად ლოცვა პაპთანა და სხვა სექტებთანა ეს ცოტააო, საჭიროა, პაპივით დაიპარსონ წვერებიო, წირვა-ლოცვა ჩაუტარონ ძაღლებს, გველებსა და ბაყაყებსო, პედოფილია გაავრცელონო, ხატები ჩამოხნან ტძრებში და მათ მაგივრად პიკასოს სიურიალისტური ნახატები ჩამოჰკიდონ და ორღანი დადგანო და მათით დაატკბონ სკამებზე წამოგორებული მრევლიო… დანარჩენი, სოდომია, ფეხბურთი და არტისტებით ტკბობა ეს უკვე მიღწეულია გუნდიაევ-შიოლაშვილის ეკლესიებში, და კიდევ რაო? რაც დამავიწყდა, ლოოლ სხვებმა გააგრძელონ რა…

    • daviT Says:

      p.s.
      ნუ მოტოციკლეტზე გადამჯდარი შიშველი მისიონერი ქალიც არ დაუფასა შიოლაშვილის ძმა კირილე გუნდიაევსა ჯვაროსანმა! საწყალი კირილე და ილია მეტი რაღა ქნან? ნუ არ ჰყოფნის რა, მაინც მეტი რქები უნდა ჯვაროსან-კაიროსსა!

  5. ნელი Says:

    თქვენ ნააზრებს რომ ვკითხულობ, თავი საქართველოში კი არა საფრანგეთში მგონია ისიც შუა საუკუნეში, როც ინკვიზიციის ცეცხლი ბრიალებდა. თქვენ რა საქართველოს ისტორია თუ არ იცით ყური მაინც არ მოგიკრავთ, ჯერ კიდევ 11 საუკუნეში ცემდნენ პატივს ქართველები სხვის სარწმუნოებას, თვით დავით აღმაშენებელი დადიოდა მუსულმანთა სალოცავებში და დავიჯერო მასზე დიდი ქართველები ხართ? არა ესეც შეგნებით კეთდება ისევ საქართველოს საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენი ეკლესი, სინაგოგა, მეჩეთი ერთმანეთის გვერდით იდგა და ერთმანეთის სარწმუნოებას პატივს ვცემდი. დიდი იმდი მაქვს ეს მცდელობა ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, თუნდაც სარწმუნოების სახელით კრახით დამტავრდება.

    • ლომისა Says:

      რიგითი ეკუმენისტური ოინია და მეტი არაფერი. წმინდა დავით მეფე აღმაშენებელიც ეკუმენისტად გამოჰყავთ. დავით მეფე სინამდვილეში ერთხელ შესულა მუსულმანებისაგან განთავისუფლებულ ტაძარში რათა იქ დასვენებული წმინდანებისთვის ეხარებინა ტაძრის განთავისუფლება და ქრისტიანების ხელში გადასვლა. თქვენ გინდათ დავით მეფე ეკუმენისტად წარმოაჩინოთ რაც სასაცილოა!

      „რუის-ურბნისის“ საეკლესიო კრების ძეგლისწერა კი, რომელიც ჭეშმარიტად ქრისტიანმა მეფე დავით მეფემ მიაღებინა ამ კრებას, ღაღადებს რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხონდეს და სხვა ყველა შეჩვენებულ იყოსო!

      თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ასევე გააგრძელოთ და ეკუმენისტობა-სექტანტობაში ეძებოთ სულის ცხოვნება. ღმერთმა დაგიფაროთ ამ გზაზე სიარულისაგან.

      • ნიკა Says:

        ქ.ი ნელი გვიწერს: ”დიდი იმდი მაქვს ეს მცდელობა ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, თუნდაც სარწმუნოების სახელით კრახით დამტავრდება.”
        ————————————–
        პასუხი_ამ საკითხზე_ნელის.
        —————————————-
        როდესაც რაიმეს ბრძანებთ სარწმუნოებაზე, ჯერ საჭიროა, რომ შეისწავლოთ თეოლოგია. პირველ რიგში, აუცილებელია წაიკითხოთ სახარება და შემდეგ მისი წმინდამამათამიერი განმარტებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებთ თავს. თქვენი ლოღიკით გამოდის, რომ უფალმა როცა ბრძანა, ვინც ჩემთან არ არის, მტერი არის ჩემიო, ეს თავისი გაჩენილი კაცობრიობის, ანუ ერების ერთმანეთზე გადაკიდება სურდა რწმენის სახელით? ან კიდევ, როცა მისი წმიდა მოციქულები ამხელდნენ და შეაჩვენებდნენ ცრუ რწმენებს (ერესებს) ადამიანთა ერთმანეთზე წაკიდებისთვის იღვწოდნენ? ხედავთ რა ანტისახარებისეულ უგუნურებამდე შეიძლება მიგიყვანოთ უცოდინრობამ და ურწმუნოებამ. ემოციის და პოლიტიკური ანგაჟირების დონეზე კი არ უნდა განიხილავდეთ რწმენის საკითხებს, არამედ რასაც უფალი გვასწავლის, ის უნდა გამოიძიოთ და წმინდა მამებს უნდა უგდოთ ყური, რათა ცხონდეთ. აქ ”დიდგორი” – ის რედაქცია თავისი პირად აზრებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ წმინდა ეკლესია (ჭეშმარიტი მართლმადიდებელი) რასაც გვასწავლის დოგმატიკისა და კანონიკის მიხედვით, იმით ხელმძღვანელობს.
        “დიდგორი” – ის პრეს-მდივანი

      • ლომისა Says:

        ბ-ნო ნიკა, უკეთესი იქნება თუ ქ-ნ ელენეს მიმართ კიდევ უფრო კეთილგანწყობილი იქნებით მომავალ კამათში.

        მადლობთ!

      • ნიკა Says:

        „ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული… ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი…”(პატრიარქი ილია)

      • ელენა Says:

        “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება.
        ახლა ეს მიიწევს ხელისუფლების სათავეში და უკანონობის ახალი ბაირამობა დაიწყება.

        ,,როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ალასანია ვეძისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და მათ მუსულმანთა დღესასწაულის, ყურბან ბაირამობის დაწყებას მიულოცავს.

        შეხვედრა 16:300 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

        შეგახსენებთ, რომ დღეიდან მუსლიმანთა დღესასწაული ყურბან ბაირამობა იწყება.,,
        http://ghn.ge/news-10718.html

      • ელენა Says:

        p.s. ახლა ეს მიიწევს ხელისუფლების სათავეში და უკანონობის ახალი ბაირამობა დაიწყება.

      • ლომისა Says:

        მიშა 2, სხვანაირად აბა როგორ იქნება?!
        ხმები ჭირდებათ!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: