ქრისტეს საშინელი სამსჯავრო

უფლის მეორედ მოსვლის საშინელი სამსჯავრო

uflis samsjavro

ვინც გაიხსენებს ქრისტეს საშინელ სამსჯავროს, განა მაშინვე არ შეშფოთდება საკუთარი სინდისის წინაშე და არ აიტანს შიში და უძლურება, როდესაც წარმოიდგენს სამსჯავროს სიმკაცრეს, რომელზეც განხილული იქნება ადამიანის მიერ გამოჩენილი თვით ყველაზე უმნიშვნელო უყურადღებობაც კი საკუთარი ცხონების საქმეში? ყველას შეიპყრობს საშინელი შიში სასტიკი სასჯელის მოლოდინში და არავის ეცოდინება, რით დამთავრდება მისთვის სასამართლოს განაჩენი. ღვთაებრივი სასამართლო იქნება მოუსყიდავი, მართალი მსჯავრით ჩატარებული. ყველა ჩვენს მოქმედებას განეწესება ის სასჯელი, რაც ჩვენი მოქმედებით მოვიპოვეთ საკუთარი თავისათვის. უდიდესი იქნება შიში, ძრწოლა და ცახცახი. ღმერთი შეკრებს თვალუწვდენელ სასამართლოზე დედამიწისეული ცხოვრების დროს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვათა საშინელ წიგნებს, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი ადამიანთა საქმეები და განხილული – ჩვენს ბაგეთაგან წარმოთქმული თითოეული სიტყვაც კი. გაცხადდება ყოველი, რაც კი გვიფიქრია დაფარულად და განგვიზრახავს გულითა და გრძნობით კაცთაგან მალულად. მაშინ, მოგვეთხოვება ყველას წმიდა აღმსარებლობა, მართლმადიდებელი ნათლობის აუცილებლობა, ჭეშმარიტი რწმენა, შეუბღალავი ყოველგვარი ერესისგან. პასუხი მოეთხოვება ზეციური ეკლესიის სიაში ჩაწერილ ყველა ადამიანს და ღვთის სამართლის წინაშე ჩავაბარებთ ყველა ანგარიშს. ძლიერები ძლიერად გამოიცდებიან, ვინაიდან მეტი მიეცათ; ამიტომაც, მეტს მოითხოვენ მათგან. და თქვენ, ქრისტეანებო, როგორი საზომითაც ზომავდით, იმავე საზომით გაიზომებით. არცერთი გულითადი განზრახვა არ დარჩება გაუხსენებელი, დაფარულში არ დარჩება არცერთი იქედნურად და ჩურჩულით ნათქვამი. მეფე და მსახური, მღვდელმთავარი და მორჩილი, მკურნალი ექიმი და ავადმყოფი, ყველა თავისი საქმეებით წარსდგება მართალი მსაჯულის წინაშე და უფალი ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა დაფარულს ღიად გაასამართლებს, ცა და მიწა ძრწოლვას დაიწყებს მის წინაშე, მთები და ველები ფოთლებივით აცახცახდებიან მის ერთ შეხედვაზე. ზეციური მხედრობა თან ახლდება იესუ ქრისტეს და იგი ჩადგება სასუფევლისა და ჯოჯოხეთის გზაგასაყარზე. მოუნანიებელი ცოდვილები ჩაიყრებიან დაუსრულებელი წყევლის საშინელ გეჰენიაში, ხოლო მართალნი – მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელნი, შემკულნი კეთილი საქმეებით, ცოდვებისგან აღსარებით განწმედილნი – უხრწნელი მარადიული სიცოცხლით შეირაცხებიან სასუფევლის ნეტარ სანახებში. მთელი დიდებით წარმოსდგება ღმერთი სამსჯავროზე და ამაღლდება თავის მტრებზე. მისი რისხვის წინაშე მდგომი ყველა ქმნილება მკვდარივით გაშეშდება და აუტანელი იქნება მისთვის უფლის რისხვა და სისასტიკე. ღვთაებრივი მოსამართლე დაბრძანდება ცეცხლოვან ტახტზე. მას მოიცავს ირგვლივ ზღვა და მის გარშემო მოელვარე ცეცხლის ალთაგან წამოვა ცეცხლოვანი მდინარე. ეს იქნება ის ჟამი, როდესაც ღმერთი გამობრძანდება თავისი სამყოფელიდან, რათა აღასრულოს დედამიწის მკვიდრთა სასამართლო. იგი მოვა ბრწყინვალე ზეციური ძალებით გარშემორტყმული; ესენი იქნებიან ძლიერი დასები, უფლის ბრძანების თანახმად განმგებელნი მზის ამოსვლისა და ჩასვლის, ქარისა და წვიმის მოქმედების, ჰაერის კეთილისმყოფლობის, სიცოცხლის აყვავებისა და შემდეგ, მისი კვდომის, ზღვებისა და მდინარეების, ვულკანებისა და ოკეანეების მმართველნი ღმერთის ხელმწიფებით  და სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინების გამგებელნი. მრისხანე სასამართლოზე ზეციური დასები წარსდგებიან მოწმეებად და ადამიანთა მსჯავრმდებლებად. ვინ გაუძლებს ამ საშინელ მართლმსაჯულებას, რომელზედაც არ დარჩება განუსჯელი ადამიანთა არც ერთი გამოხედვა, არც ერთი თვალის დახამხამება. მაგრამ სულით ნუ დაეცემით. მოისმინეთ და გამხნევდით: როგორი საშინელიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება უფლისა, თუკი ადამიანი მოინანიებს მთელი გულით თავის ცოდვებს და ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, ცრემლის ერთი წვეთით გამოისყიდის ყველა თავის თანანადებს (ვალს). ეს სასამართლო ვერ მოისყიდება ფულით, მლიქვნელობით და რაიმე ავტორიტეტით, რადგანაც იგი იქნება ღვთისა დაუკანასკნელი განმსაზღვრელი ადამიანთა სამუდამო ადგილსამყოფლისა. გახსოვდეთ, როგორც ვერ გავექცევით საკუთარ თავს, ისე, ვერსად დავემალებით ღვთის მომავალი სასტიკი სამსჯავროს განაჩენს. განა, ჩვენი ცხოვრების მანძილზე არ გვირჩევნია, უმალ მოვკვდეთ, ვიდრე გავუმხილოთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს საიდუმლოდ ჩადენილი ჩვენი დანაშაული? ხოლო როგორი განცდა დაგვეუფლება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი ცოდვა გამხელილი იქნება ანგელოზთა ბრწყინვალე დასის წინაშე და წარმოდგენილი ჩვენს თვალთა წინაშე?! ამ საშინელ დღეს სული ხორცისაგან არ იქნება გაყოფილი, არამედ მთლიანობით იქნება პასუხისმგებელი ყველა ჩადენილ ცოდვაზე, რომელიც აღრიცხული, ჩაწერილი იქნება ზეციურ წიგნებში და გადაშლიან უფლის სასამართლოზე ჩვენს განსასჯელად.

უფლის სამსჯავროზე ჩვენ, ყველა, წარვსდგებით შიშვლები; იქ აღარავის გამოადგება ორატორული ნიჭი სიმართლის დასათრგუნად, ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად; გამოუსადეგარი იქნება მჭერმეტყველება და მაღალფარდოვნება საკუთარი დანაშაულის დასაფარად; მოხუცებულობით აღარავის შეიწყნარებენ; აღარაფერში წაგვადგება კეთილშობილური წარმომავლობა და სახელგანთქმულობა. ჩვენი სახის და სხეულის სილამაზით ვეღარაფერს გავაწყობთ უფლის მრისხანების წინაშე

თარგმანი შესრულებულია რუსულიდან – მართლმადიდებლური    ღვთისმეტყველების კატეხიზმო:  „რწმენა, იმედი და სიყვარული“.

წერილის PDF-ფორმატში სანახავად გთხოვთ ჩამოიტვირთოთ ეს დოკუმენტი

Attached Files:

უფლის სამსჯავრო

10 Responses to “ქრისტეს საშინელი სამსჯავრო”

  1. ლადო Says:

      • ელენა Says:

        რა მშვენიერი და საამური მოსასმენია ვიდეოში ეს ახალგაზრდობა გალობით მადიდებელი უფლის და რამდენად საძაგელია ღმერთის მაგინებელი ”თბილისის ფორუმის” ახალგაზრდობა!

      • ნიკა Says:

        1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

        2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

        3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

        4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

        5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

        6. არა კაც-ჰკლა.

        7. არ იმრუშო.

        8. არ იპარო.

        9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

        10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

      • stalker Says:

        ნახეთ ეს? მგონი შემაშფოთებელია…

      • ელენა Says:

        სტალკერ, მეც ვნახე დედამიწის ღერძიდან გადახრის ინფორმაცია. მგონი კი არა და საშინლად შემაშფოთებელი ამბავია. სახარებაში დაწერილი ნიშნები უფლის მეორედ მოსვლის წინა პერიოდთან დაკავშირებით, უნდა ითქვას რომ ყოველდღე მრავლდება და გამანადგურებელმა კატაკლიზმებმა მოიცვა მთელი დედამიწა…

      • ლადო Says:

        ვიდეოში აღნიშნულია ის საოცარი წინასწარმეტყველებების აღსრულება რაც გვაუწყებს ქვეყნის აღსასრულს

      • ლადო Says:

        მსოფლიო ომი სამი, ქვეყნის დასასრული, ბიბლიური წინასწარ მეტყველებებები

      • ნიკა Says:

        ვაქვეყნებთ, Facebook – ზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც “დიდგორი” – ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემ გამოუქვეყნა ტელე – მაუწყებლობა “კავკასია” – ს ჟურნალისტს ქ-ნო ნინო ჯანგირაშვილს.

        ——————————-

        ტელე-კომპანია “კავკასიის” წამყვანმა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა მოგვიხსნა გამოქვეყნებული სამხილებელი მასალა თავისი პერსონალური “ფეისბუკიდან” და ამოგვშალა საკონტაქტო მონაცემიდან! კი მაგრამ ქ-ნო ნინო, ჩვენ რომ გვემალებით და გვიშორებთ, ყოვლისმპყრობელ ღმერთს სად დაემალებით იმ დიდი ცოდვისთვის, რაც ძალზედ დამამძიმებელი მკრეხელური გმობით ჩაიდინეთ ყოვლისმპყრობელი ღმერთის მართლმადიდებელი სჯულის წინააღმდეგ? იკითხავთ, ალბათ რა ჩავიდინეო და მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი და მძიმე ცოდვა წამოიკიდეთ სუსტ მხრებზე და მის ტარებას დიდხანს ვერ შესძლებთ, რადგან ღვთის სასჯელი სადმე წაგაჩოქებთ. ამიტომ მოვალე ვართ, როგორც თქვენმა მოყვასმა და მართლაც ღვთისნიერმა მეგობარმა მოგიწოდოთ, რომ დაფიქრდეთ იმაზე, რაც ჩაიდინეთ და მოინანიოთ! აშკარად გეტყობათ, რომ კეთილი და ერის მოყვარე ადამიანი ბრძანდებით და ვფიქრობთ, რომ ეს ცოდვა მხოლოდ სჯულის უცოდინრობით მოგივიდათ და ახლა უკვე ფეხი რომ გადაგიბრუნდათ, თქვენი დაღუპვის მოსურნენი სიხარულით ცდილობენ უფრო და უფრო წაგახალისონ, რათა შორს და შორს წახვიდეთ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე!

        ქ-ნო ნინო, ის ახალგაზრდობა, რომელიც თქვენი შეცდომის შედეგად ციხეში აღმოჩნდა, საპატრიარქოს მრევლია, და ეს ჩვენ, რომელიც საპატრიარქოს ვამხელთ ეკუმენიზმში, არანაირი ვალდებულება არ გაგავაჩნია მათ ადვოკატობა გავუწიოთ, მაგრამ რაშიც ისინი მართლები არიან ვალდებულნი ვართ, მათი სიმართლე დავიცვათ! მათ სამართლიანად გააპროტესტეს თქვენს გადაცემაში სიძვის, მრუშობის, ინცესტის, კანიბალიზმის, ღვთის უბილწესი გმობის დემოკრატიული დებატობანას თამაში, რადგან ასეთი გმობის საჯარო გარჩევას უმკაცრესად კრძალავს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის წმინდა ღვთაებრივი კოდექსი! ისეთი შემზარავი ღვთისმგმობელობის საჯარო გარჩევა, როგორიც ერეკლე დეისიძის წიგნია, ანათემის სასჯელის ქვეშ ექცევა ეკლესიის კანონმდებლობით და ასე რომ ეს თქვენ ხართ დასაჯელი და ღმერთმა დაგიფაროთ ანათემისგან და არა ის ბიჭები! ამიტომ სანამ ძალიან გვიან არ არის თქვენი და თქვენი საყვარელი ოჯახისათვის, მოგიწოდებთ, შენდობა სთხოვოთ, ციხეში მყოფ ახალგაზრდობასთან ერთად მთელ ქართველ ერს, რომ მოაწყვეთ საშინელი ღვთისმგმობელობის საჯარო პროპაგანდა! დაუყონებლივ მოითხოვეთ, გაანთავისუფლონ თქვენი უმძიმესი ცოდვის შედეგად ციხეში ჩაყრილი ახალგაზრდობა! თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ უფრო გაირთულებთ საქმეს ღვთის ზეციური სამსჯავროს წინაშე! და მერე უკვე, მართლაც აღარავინ უწყის ზეციური მართლმსაჯულული უფალი ჩვენი იესო ქრისტე როდის ან რა უმკაცრეს სასჯელს გამოგიტანთ საყვარელ ოჯახთან ერთად!

        ქრისტესმიერი სიყვარულით მართლმადიდებელი საითის “დიდგორის” ხელმძღვანელი / გიორგი წულაძე

        http://www.didgori.wordpress.com

        თქვენი მოსახელე და მფარველი ანგელოზი ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო შეგეწიოთ ღვთისნიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

      • mariami Says:

        Orthodox Worship – Monastics


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: