„ქრონიკა“ – სკანდალი საპატრიარქოში

qronika_chubinidze_2_0

qronika_chubinidze_2_1qronika_chubinidze_2_2qronika_chubinidze_2_3qronika_chubinidze_2_4qronika_chubinidze_2_5qronika_chubinidze_2_6qronika_chubinidze_2_7qronika_chubinidze_2_8

qronika_chubinidze_2_11

qronika_chubinidze_2_9

25 Responses to “„ქრონიკა“ – სკანდალი საპატრიარქოში”

  1. stalker Says:

    ხალხი გამოდის პატრიარქ ილიას და მისი სინოდის გაკერპების ხიბლიდან და თვალში სინათლე დაუბრუნდათ. ეს ”დიდგორის” გვარიანი დამსახურებაც უნდა იყოს. მაგრამ ერთი პრობლემაცაა, მეორე მხარეს ჩასაფრებული მოდერნისტი ეკუმენისტები ვასიკო-რუსიკოები, მამა ჯემალ მ§ათეუსს ჯვაროსანიუსები სათავისოდ იყენებენ ამ სასიკიეთო ამბავს, ანუ ხალხს რომ თვალში სინათლე უბრუნდება და თავის მხარეს ქაჩავენ, ანუ სექტებში ხალხს, ამიტომ ყურადღება სუპერ-მამხილებელი უნდა იყოს რუსიკო ეპისკოპოს, ნოდარ ლადარია, ჯუზეპე პაზოტოს მიმდევარი მოდერნისტების წინააღმდეგ. მაგალითად მე ეს წერილი ძალიან მენიშნა თბილსიის ფორუმე, რადგან იგივეზე მეც გული საშინლად დამწყვეტია.
    =====================================
    RadioShack უამრავ ასეთ რამეს ვხედავ ჩემს გარშემო და მიკვირს ნუთუ ამდენი ხალხი ესე ბრმად ეგუება ასეთ სიტუაციებს, თუ თქვენც დაკვირვებიხართ რამე ასეთს და გაგკვირვებიათ აქ დაწერეთ:

    იმდღეს შარდენისკენ მივდიოდი და იქ ბევრი საეკლესიო მაღაზიებია და ერთ ერთის ვიტრინაში ვხედავ დიდი პლაკატი იყიდება სამების ტაძრის და ზედ გამჭვირვალედ ადევს ხალხის 500-ამდე პატარა პორტრეტი, და წერია ლოზუნგი “აქ შეიძლება შენც მოხვედრილიყავი” W.T.F. ა

    გვიტყდა მე და ჩემ შეყვარებულს სიცილი და ამდროს ვხედავ გაჩერდა (მანქანებში ვერ ვერკვევი ) შავი ძალიან მაღალი მერსედესის ჟიპი, აი სარკესავით რო პრიალებს რა, და გადმოდის მღვდელი ამაყი სახით მიდის ამ მაღაზიისკენ. ვიღაც საწყალი ბაბუა გამოდიოდა ამდროს ეკლესიიდან და რო დაინახა ეს მღვდელი ზრდილობიანად შებრუნდა შიგნით და გაატარა, თან კარი გაუღო მერე მიუხურა კიდეც და თავი დაუხარა, ეს ყველაფერი კარგი მარა ვიფიქრე მღვდელი მადლობას მაინც ეტყვისთქო, უბრალოდ უნდა გენახათ ისე ამაყად შევიდა ამ მოხუცისთვის ზედაც არ შეუხედავს გეგონებოდათ მეფე მოდისო და ის მოხუცი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყოო

    ამ თემასთან დაკავშირებით ეს გამაგებინეთ, რატომ არის რომ მღვდელი ცხოვრობს ფუფუნებაში, რათქმაუნდა ყველაზე არმაქვს საუბარი მაგრამ ზედმეტად თანამედროვე არც მობილური ჭირდება და არც მანქანა, როცა შეუძლია გაყიდოს და ჩვეულებრივით დაკმაყოფილდეს და იმ ფულით სხვას დაეხმაროს, მეთვითონ მილიონერი რო ვიყო მაინც არ მექნება იმის სურვილი რომ მაინცდამაინც ძვირად ღირებული ნივთები მქონდეს და უბრალოდ ასეთი მღვდლის ფსიქოლოგია როგორ გავიგო წარმოუდგენელია, თან ეს მხოლოდ ჩემი აზრი არარის, მე ვმუშაობ გიდად და ბევრ უცხოელს ვესაუბრები ხოლმე საქართველოზე და დამიჯერეთ ყველას ეგ უკვირს მღვდლები ძვირადღირებული ჯიპებით რატო დადიანო..

    ეხლა რაც შეეხება თვითონ ხალხს. ნუთუ არავის გაგიგიათ ქუჩაში ასეთი რამ მაგალითად მე ბევრჯერ მომისმენია
    “რაარის ამის დედას შ#ვეცი ქრისტიანი არა ხარ?”

    ეკლესიიდან გამოდის ტიპი, გადააფურთხებს კბილებს შორის და: “აუ ჩემი დედა #$#$#$ მაგარი მომეშვა რაა”

    ან ვიღაც ძველი ბიჭი რომელიც დღეში 20-ჯერ აგინებს საკუთარ დედას და მზად არის ნებისმიერს დანა დაარტყას მისი შეურაწყოფისთვის, მიხსნის რო თუ ქართველი და ქრისტიანი ხარ ბლანჯე არ უნდა გაიკეთო

    აი კიდევ ის რაიყო რეკლამა გადის რომელიღაც ტაძარი შენდება და თუ გსურთ დაეხმაროთ ამ კეთილ საქმეს დარეკეთ მაგთისა და ჯეოსელის ნომრებზე ….. და ლარი გადარიცხეთ, და უცებ ჩნდება რეკლამაში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიკროფონთან და ამბობს ასეთ რამეს “მე დავლოცავ ყოველივე ადამიანს ვინც ერთხელ მაინც დარეკა ამ ნომერზე” ეხლა რახდება ბაკურიანის სპორტსკოლის სასადილო ოთახში სადაც ბუხართან მყოფმა ტრენერებმა და მშობლებმა და მეც ვნახეთ ეს რეკლამა, 50% იქ მყოფებისა იღებს მობილურს და ურიცხავენ ერთ ამ ერთ ლარს, თან რაქნეს ამით, ყველას დაანახეს რა მოწყალენი არიან როგორი ქრისტიანები და რამე, შემოწირულობისთვის არსებობს ყველა ეკლესიაში ყუთი სადაც მიხვალ და ჩუმად ჩააგდებ და არავის დაანახებ რომ იქ ლარი ჩააგდე თუ 5 თეთრიანი. ტელევიზიით თან ილია მეორეს დახმარებით ცხადია უფრო დიდი თანხა ჩაერიცხება ეკლესიას მაგრამ ნუთუ რეკლამირება მისაღებია ასეთი საქმის..

    თემა იყო გახსნილი ამ ფორუმზე, რა ღირს ცოლის მოყვანა თუ რაღაც ამდაგვარი და შემთხვევით წავიკითხე რომ თურმე მღვდელს უნდა მისცე 30 ლარი (ესეთი სტავკაა) თავიდან ვიფიქრე ვიღაც ხუმრობსთქო, მერე გაირკვა რომ ზოგ ეკლესიებში ბავშვის მონათვლაზეც სტავკაა 20 ლარი (რათქმაუნდა ყველგან არა, სოფლებში უფრო კარგი ვითარებაა ამ მხრივ) მაგრამ კარგით რა, ერთ ერთი ღვთის საიდუმლოა ჯვრის წერა და მონათვლა, როგორ შეიძლება აქ 20 ლარი და სტავკები. რათქმაუნდა ამას ასე პირდაპირ არ გამოაცხადებს მღვდელი მაგრამ ის ფული რომ საერთო შესაწირ ყუთში არ ვარდება ან თუნდაც ვარდებოდეს შეწირვა ხომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ისეთი შემთხვევაც ქონდა ჩემ მეზობელს რომ ძმა მონათლეს და 20 ლარი უნდა ჩაეგდო შესაწირში და ვიღაც მივიდა და მანდ არ ჩააგდოო და სხვა ყუთი მოუტანა ნათლობისა აქო

    ცოტა რამ სანთლის შესახებ:
    ქრისტემდე ხალხი წირავდა ღმერთს საქონელს, უკლავდა ცხვარს სა ამგვარად უხდიდა მადლობას, მოდის ქრისტიანობა და ეუბნება ხალხს რომ არმჭირდება ეს დაკლული ცხვრები, ყველა ეს ცხოველი და არსება ისედაც ღმერთს ჩემია და უაზრობაა ეს შეწირვა, ერთადერთი ნივთი რასაც ჩვენ ვწირავთ არის სანთელი, ამით ჩვენ ვუთმობთ ღმერთს იმ დროს როცა ეს სანთელი იწვის ჩვენ ხელში და ვლოცულობთ, ჩვენი შესაწირი გახდა ჩვენი ყურადღება გონება ჩვენი დრო, ეს არის სანთლის იდეაც გარკვეულწილად,

    ამდროს სანთელი, სხვა ამოპრინულ ხატებთან ერთად იქცა ყველაზე გავრცელებულ საეკლესიო ვაჭრობის საგნად, როდესაც მისი თვითღირებულება 2 თეთრიც არარის და ისიც დაწვის შემდეგ კვლავ შეგროვდება ქვიშიდან და გადაადნობენ ახალ სანთლად, ღირს ეკლესიებში 20 თეთრი, ქუჩაში მათხოვრებს სამსახური გაუჩნდათ ამოპრინტულ ხატებს რომლის თვით რირებულება 10 თეთრია (პატარა ხატებია, არადა A4-გვერდი ერთი ლარი ჯდება) თითოს ყუდიან ლარად, ისინი უკვე კიაღარ მათხოვრობენ არამედ “მართმადიდებლურ” საქმეს აკეთებენ და რატომ ვაჭრობენ მაინცდამაინც ხატებით?! იმიტომ რომ უფრო კაი როჟა ხარ თუ ლარიან ხატს იყიდი შენი მეგობრის თანდასწრებით და ურწმუნოხარ თუ ასეთ ბავშვს უარს ეტყვი, მე რათქმაუნდა მეცოდება ყველა ეს ბავშვი მაგრამ არამგონია მართმადიდებლობას ბიზნესთან უნდა ქონდეს რამე საერთო.

    ასეთი წერილი თუ მოგსვლიათ ვინმესგან
    “…………….. გაუგზავნე 10 ნაცნობს და სურვილი აგიხდება” ან რამე ეგეთი. მაგალითად მე მომივიდა თუ ნაცნობის სკაიპის სტატუსში ვნახე ლინკი რომელმაც შემიყვანა ვებ გვერდზე და წერია რომ აქ დევს სასწაული და დამტკიცებაც იყო ამ სასწაულის ვიდეოს სახით, ითხოვდნენ თან E-money-ზე ფული გადმოგვირიცხეთ ამ სასწაულმოქმედი ბავშვისთვისო, ეხლა მოგიყვებით რა სასწაული იყო ფოტო იყო რომელზეც გამოსახული იყო ოთახი და უკან კუთხეში ტუმბოზე ეწყო ხატები, და სასწაული იმაში მდგომარეობდა რომ ვიღაც ტიპი ფოტოშოპში ცდილობს ეს ფოტო წაშალოს რა, საშლელი გადაატაროს და ამ დროს ყველაფერი იშლება ხატების გარდა come on კაით რა ესეთი ბიზნესი უკვე მართლა მარაზმია, ისეა გაკეთებული რომ ნებისმიერი ვინც ფოტოშოპი არ იცის აი მრევლის ისეთი ნაწილი ვინც მხოლოდ ინტერნეტში შესვლა იცის და კარგად ვერ ერკვევა ეგრევე იდზახის რომ ოოოო ეს სასწაულია და ჯერათ არადა ხო ორი Layer აქვთ აღებული და მეორეზე მხოლოდ ხატები აქვთ ნუ იმედია მიხვდით ფოკუსს

    ისე ვილაპარაკე რო მოკლეთ ვინმე რამე ნაცნობს ნახავს და ზოგი დამიწყებს ეგრევე ქრისტიანი არახარ ან ღმერთის არგეშინია რეებს წერო და რავი თუ ვინმე რამეს დაამატებს კაი იქნება
    http://forum.ge/?f=84&showtopic=34014016

    • ალექსანდრე Says:

      რა არის აქ ახალი? არც არაფერი, 20 წლის უკან იძახდა ამას ზვიად გამსახურდია. მეზიზღება სოდომისტები და სატანის მაქებარნი, სხვადასხვა ფორმით თუ საშუალებით რომ ახვევენ მართლმადიდებელ საართველოს . ხო არ გეგმავენ მსვლელბებს ჩვენთანაც სოდომისტები? რო გამოვიდნენ მერე ნახე ეგ ვითომდა “წმინდა” სინამდვილეში უწმინდური სინოდის ეკუმენისტური წევრები წინ რომ წარუძღვებიან მამათმავლობის აღლუმს…ვაი შენს პატრონს ილიავ და შენი პედარასტი სინოდისა, თქვენი ბრალია და თქვენს კისერზე დევს მრავალი ქართველის სექტანტობაში გაერთიანების ცოდვა , თქვენი საქციელი დაწყებული ვერცხლისმოყვარეობიდან დამთავრებული მამათმავლობით…არც ვიცი რა ვთქვა ვიცი რისი ღირსიც ხართ და იმედია აგიხდებათ მალე…

  2. giorgi Says:

    მართლმადიდებელი საეწმუნოება რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებაა ამაზე აქ არავინ არ არ ვკამათობთ! აქ მისი მიმდევარი სასულიერო იერარქიის შესახებ ცოდვა-მადლზეა საუბარი და ზოგიერთ მათგანზე მხილებანნია როგორადაც მე მივხვდი საიტის გაცნობის შედეგად.
    სამწუხაროდ საქართველოს სასულიერო იერარქიის აბსოლიტური უმრავლესობა სადღაც ( 95-99%) თავის სულიერ შვილებს უბუნდოვანებს წარმოდგენას ორ ძირითად სწავლებაზე:
    1) მხილება – განკითხვა
    2) მონობა – მორჩილება
    და თუ ამ ორი განსაზღვრების აღრევას გამოიწვევ ადამიანში, ვფიქრობ მას აქცევ რაღაც დაპროგრამებულ რობოტად, და ეს მართლაც ასეა. და თუ ასეთი მოძღვრის სულიერი შვილი შეიქმენი და დარჩი მოაზროვნედ შენი ადგილი მის სულიერ შვილთა რიგებში აღარაა. კიდევ ერთი ალბათ გსმენიათ, მე იმისი სულიერი შვილი ვარ, მე იმისი, მე იმისი-ო, რას ნიშნავს ვერაფრით ვხვდები, მე ვიცი რომ ყველა უფლის შვილები ვართ, და მის მიერ დადგენილ სასულიერო პირთა ერთადერთ მოვალეობად სულის კურნების მადლ-მინიჭებულ მიქაელთან, ამბროსისთან, მელქისედეკთან თუ კალისტრატესტან როგორც პიროვნებასთან კი არა როგორც შუამავალთან მისთვის უნდა მივდიოდე. მთელი უბედურება თუ ბედნიერება მაშინ იწყება ეს ჩვენი მოძღვარი თუ სხვა ტაძარში, ეპარქიაში ან სოფელში გადაიყვანეს, მოგლეჯით გადასდევს მრევლიც, შეიძლება ასე სდიონ? მიმაჩნია რომ არა, დარჩი იმ ტაძარში და ვინც მოვიდა მოძღვრად იმასთან გააგრძელე წირვა- ლოცვაზე დასწრწბა, მაგრამ არა, მრევლის უმეტესობა უკვე მართვადი მასაა და ასე წოწიალში თითქმის ნეტარებასაც კი განიცდიან.
    ასეთი მოსაზრებანი მე ერთ-ერთ მღვდელმთავართან დავაფიქსირე და იცით რა მითხრა? უფრო სწორედ ჯერ მკითხა აღსარებას ვის აბარებო? მე მიუგე რომ ტაძარში სადაც დავდივარ იქ ერთი მოძღვარი მყავს და მას ვაბარებ, მე ხშირად მიწევს ორ დასახლებულ პუნქტში თანაცხოვრება და ეს 200-250 კილომეტრით დაცილებული პუნქტებია დედაქალაქი და სოფელი. ძირითადი მოძღვარი სოფელში მყავს, და ქალაქში თუ ისეთი რამ შემემთხვა ან სულიერად გამიჭირდა ერთი სიტყვით მოძღვარი დამჭირდა ნებისმიერთან მივდივარ და უარს არც არავინ მეუბნება აღსარების მოსმენაზე, ეპისკოპოსმა ასეთ ჩემს მოსაზრებასა და ქმედებას სულიერი მეძაობა უწოდა, გამეღიმა და ვკითხე ეს არის სულიერი მეძაობა? ხოოოვო დამიდასტურა, რატო მეთქი? იმიტომ რომ იმ მოძღვართან მიხვალ იმას ეტყვი, ამასთან მიხვალ ამას ეტყვი, კიდე სხვასთან სხვას ეტყვი და ყველას გაეცნობი რომ კარგი კაცი ხარ-ო, ჯერ ის გამიკვირდა რომ ეს სულიერი მეძაობად მიიჩნია, მერე ეს უფრო გამიკვირდა სხვადასხვა მოძღვართან რომ მივალ სხვადასხვა რამეებს ვეტყვი და კარგ კაცად გავეცნობი – რაღა შუაში იყო? მე რაც მტკივა, რაც მაწუხებს, რაც მტანჯავს მივალ და იმას მოვუყვები, და სიმართლე გითხრათ რას იფიქრებს მოძღვარი ჩემზე ნაკლებად მაინტერესებს, აი ის კი ძლიერ მაინტერესებს შემოქმედმა უფალმა თუ შემინდო შეცოდებანნი ჩემნი. და ეს მოსაზრება რომ მოისმინა ჩემგან იცით რა ბრძანა? ეხ ძალიან ამპარტავანი ბრძანდები და მორჩილება საერთოდ არ გაგაჩნია-ო, და დასძინა გასწავლით და არ სწავლობთ-ო ამოიოხრა და თქვა ნეტაი კი იყოს ვინმე რამე მასწავლოს-ო. ამ ბოლო ფრაზას ორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთო: 1) მას მიაჩნია რომ ქვეყნად აღარავინაა მასზედ უფრო მეტის მცოდნე და „გულდაწყვეტილია“ და მგონი ეს უკვე ამპარტავნებაა, და 2) მოსმენა და მოსმენილზე თუნდაც წამიერი ჩაფიქრება, თუნდაც სრულიად მიუღებელი რამ მოესმინოს, ადამიანის გონებამ რაღაცა დროით ხომ უნდა გადაამუშაოს და იქნებ საღი აზრი ან გასათვალისწინებელი ეძიოს? მაგრამ არა თუკი აღარავინ მიგაჩნია შენს მასწავლებლად სხვას რაღატო მოუსმენ? ეს დავიჯერო სათნოებაა? რავიცი ბევრი მოგწერეთ და თავი შეგაწყინეთ ალნბათ მაგრამ მტკიცედ მიმაჩნია უფალს ჩვენ თავისუფალნი, წრფელი გულის პატრონნი და საღი გონებისანნი ვუნდივართ და არა კაცთა (თუნდაც ეპისკოპოსთა, სხვადასხვა იერარქთა) მონები, ვიმეორებ კაცთა მონები. და ალბათ უფალს მამხილებელნიც ვუნდივართ კაცთ რომ განკითხველები შეიძლება ვგონივართ სწორედ ისეთები.

    • daviti Says:

      შენ კი გაიხარე ჩემო ძმაო გიორგი! აბა რასა ბრძანებ, ძვირფასო ადამიანო, შენნაირი კეთილი კაცის გრძელი წერილები ხშირად მაკითხოს უფალმა ამ საიტზე! კეთილ სიტყვას დანატრებულნი ვართ ამ საიტზედა, სულ ბოროტ ადამიანთა ანუ სექტანტთა მოგერიებაში ვართ დიდგორის რედაქციან მკითხველიანად. ახლა ცოტა ხანი ”გაფიცვა” აქვთ გამოცხადებული ეტყობათ და ისე მალიმალ აღარ გვესხმიან თავზედა, მაგრამ ერთი გამოაგზავნეს მამათმავლებმა, ან მამათმავლების სახელითა და თანაც ისეთი რომ, ბატონი გიორგი წულაძე, რომელსაც მართლაც ბევრი საქმე აქვს ამ საიტზე, ისე განარისხეს, რომ კომენტარი გააკეთა! აბა კაცების გინება ჯერ რა მოსასმენია და წყეული მამათმავლებიც რომ გწერენ წერილებს, იმის გაძლებას როგორი ნერვები უნდა? მაგრამ მე ასე ვფიქრობ: სინოდში რომ, ორს არ ვამბობ, თუნდაც ერთი მამათმავალი გეყოლება და ეს იცი პატრიარქმა და სხვა სინოდის წევრებმა და ამას არ აღკვეთ, მაშინ ვეკითხები ყველას ის სინოდი ნუთუ წმინდა სინოდია? ან ის ეკლესია რომელსაც ეს სინოდი ხელმძღვანელობს ნუთუ წმინდა ეკლესიაა? ვაჰმე, კაცო, ერესი კიდევ მაინც სხვაა, ანუ გონებრივ-სარწმუნოებრივი გაცემა თუ ხიბლია, ესეიგი გაცემაა დოგმატებისა და კანონებისა, მაგრამა ეპისკოპოსი მამათმავალი? ჰა კიდევ ჯობია ეპისკოპოსი ქალთან ცოდვით დაეცეს და დაე ჩვენ ერისხალხი თუ ვერ გავიგებთ იცოდეს მან-ეპისკოპოსმა და უფალმა და მაინც არ წარწყმდეს ეკლესია, რადგან ბუნებრივი ცოდვით დაეცა ეპისკოპოსი თუ მღვდელი, მაგრამ თუ ეპისკოპოსი კაცთან ცოდვით დაეცემა, ანუ არაბუნებრივი ცოდვით, ეს რომც არავინ გავიგოთ, ისედაც დაიქცევა ღვთის რისხვით ქვეყანა! და აჰა, ყვება მიტროპოლიტი შიო და ამხელს სოდომიზმში სამღვდელო პირებს, ასევე ამხელს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც, ყვებიან ამ სიბილწის შესახებ ერისკაცები, ამხელს მწერალი, ამხელს ჟურნალისტი, ბოლოსდაბოლოს ამხელენ მამა გიორგი სხილაძე და მამა ზურაბი აროშვილი, და კიდევ არ ვიჯერებთ? კი მაგრამ რითღა დაგვაჯეროს ჩვენ უბედურები ღმერთმა? და სწორედ ამიტომ პირდაპირ გეტყვით სათქმელსა, რუსეთმა კი არ დაგვაქცია ომით, არამედ საქართველოს საპატრიარქომ! ვისაც ყური აქვს, ისმინოს!

      • daviti Says:

        p.s. ისე სენიორ გიორგი წულაძე, რჩევას მოგცემთ თუ არ იუკადრისებთ: ეგ მამათმავალი მედიცები ნაღდად საითი ჯვაროსნებიდან იქნებიან, რადგან თუ მაგათ ბავშვების გაუპატიურება, ბრეიგ-დანსები, დარვინიზმი და ასე შემდეგ სამოთხეში შესვლა ჰგონიათ (დავით ივერიელის-ჯვაროსნის განცხადებით თბილისის ფორუმზედა), მამათმავლობაც ეტყობა ”უფლის მსახურება” ჰგონიათ! პაისტური პედოფილია საიტ ჯვაროსნების მამათმავლობაში დამწიფდა!

      • ელენა Says:

        რა არის იცით, მღვდლობა ადვილი არ არის, მითუმეტეს პატიოსანი მღვდლობა, მაგრამ როგორც სჩანს ხალხს ეადვილება და თანაც გაუადვილეს, ფიქრობენ ალბათ, გადავიცვამთ ანაფორებს, მივდგე-მოვდგებით, ხალხს ცოტა ჭკუას ვასწავლით, ვიქნებით ტაძარში უზრუნველად, ფულს შემოგვწირავს ხალხი და ადვილად ვიცხოვებთო. მღვდლების კურთხევები ისე ადვილად ხდება, რომ თითქმის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ცოტა ხანი სტიქაროსანი, მერე უცებ დიაკვანი და მალევე ყოველგავრი გამოცდის და შემოწმების გარეშე მისი კურთხევა მღვდლად. არც მისი მრწამსის შემოწმება, არც მისი ზნეობაზე დაკვირვება ხდება ეპისკოპოსისგან არც, მისი ოჯახის წევრების მღვდლისთვის შესაფერისი ღირსების გამოძიება. რა თქმა უნდა, მანქანა სჭირდება მღვდელს, რადგან ბევრი საქმე აქვს, ბინების კურთხევა, მიცვალებულთა წესის აგება, სხვა და სხვა ადგილებში საქადაგებლად გასვლა, ახლა ამ ცივილზაციის ჟამს, მართლაც ვირით ხომ ვერ ივლის რაკეტების მთვარეზე გაფრენის ჟამს. მაგრამ როგორც ყველაფერში, მანქანაც მოკრძალებული უნდა ჰყავდეს მღვდელს და უნდა ეტყობოდეს რომ მხოლოდ საჭიროებისთვის არის იგი გამიზნული და არა ფუფუნებისა და განცხრომისათვის. მდიდრული მერსედესი და ჯიპი რომც აჩუქონ მღვდელს, რათა არ დააბრკოლოს ხალხი, ეს ჟიპი და მერსედესი პირად მფლობელობაში არც უნდა აიღოს, არამედ თავად მოკრძალებული წილი უნდა მიიღოს თუნდაც მანქანა რაც მისი სამღვდელო მსახურებისთვის აუცილებელია და დანარჩენი გლახაკებს დაურიგოს, მთელი ეკლესიის ისტორია ამას გვასწავლის რომ მოჭარბებულს ეკლესიის მამები გლახაკებს ურიგებდნენ, ხოლო დღეს რა ხდება? ხელი რომ გაუწოდოს გლახაკმა ჯიპიდან გადმობრძანებულ გაქსუებულ მღვდელს, ამ მღვდელს არ უნდა შერცხვეს უფლის? აქ სადღაც მამა გიორგიმ მოიყვანა მაგალითი პატრიარქის ძვირად ღირებულ ხესთან დაკავშირებით ერთი მღვდელმთავრის ისტორია, როგორ მოიქცა იგი ძვირფასი შესაწირავი როცა შესწირეს…ჩემი იდეალია, დიდგორზე გამოქვეყნებული წმინდა ტიქონ ზადონელის მიერ აღწერილი როგორი უნდა იყოს მწყემსი!

      • ნიკა Says:

        ელენამ ბრძანა: ”მდიდრული მერსედესი და ჯიპი რომც აჩუქონ მღვდელს, რათა არ დააბრკოლოს ხალხი, ეს ჯიპი და მერსედესი პირად მფლობელობაში არც უნდა აიღოს,…”
        —————————————–
        სწორია, რადგან სჯული_გვასწავლის: ”სამღვდელო პირმა არ უნდა ჩაიცვას ძვირფასი სამოსელი. ყოველგვარი ფუფუნება და შემკულობა სხეულისა უცხოა სამღვდელო წესიერებისათვის…”. (VII მსოფლიო კრების 16 კანონი)

  3. ნიკა Says:

    p.s. ე.ი. წერია კანონში “ყოველგვარი ფუფუნება” უცხოა სამღვდელო წესიერებისათვის.

    • ნიკა Says:

      მხოლოდ ”დიდგორია” საშიში ”თბილისის ფორუმი” -ის რელიგიის განყოფილების მოდერატორებისთვის, ქადაგებენ მუსლიმები, პროტესტანტები, ბაბტისტები, კათოლიკები, ბუდისტები, ინდუისტები…ყველას აზრი და ქადაგება მისაღებია, დიახ, დასაშვებია, მათ შორის თვით ”იეღოვას მოწმეებსთვის” ეს ფორუმი საქადაგებლად სრულიად დაუბრკოლებელია. ბილწსიტყვაობა-გინებისთვის საზღვრები გახსნილია, ეს მხოლოდ ”დიდგორია” საშიში დათიკოსთვის და სხვა მოდერატორებისთვის; ნახეთ და დარწმუნდით, იეღოველთა სექტა რა დაუბრკოლებლად ქადაგებს ”თბილისის ფორუმი” -ზე.
      —————————————–
      PERNATA, შენ გინდოდა იეჰოვას მოწმის აზრიც გაგეგო, როგორ გრძნობენ თავს საქართველოში. მე ვარ იეჰოვას მოწმე და ვეცდები მოკლედ გითხრა. ამ ეტაპზე, ადრინდელი მთავრობებისგან განსხვავებით, თვითონ ხელისუფლების მხრიდან არანაირ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი, რასაც ვერ ვიტყვით თვითონ ხალხის ცნობიერებაზე. უბრალოდ გეტყვი, რასაც მე ვამჩნევ. ჩვენთან ხალხი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ჩვენზე ძალიან ბევრი ჭორი და ცილისწამება იბეჭდებოდა გაზეთებში და ტელევიზიებიდანაც იგივე ხდებოდა. არ ვიცი, ალბათ ეს არასწორი ინფორმაციაა დალექილი მათ ცნობიერებაში და ამიტომაც არის ზოგიერთი ასე ცუდად განწყობილი. თვითონ ტერმინი „იეღოველი“ ჯერ ისევ დასაცინ და სამასხარაო სიტყვად აქვს ბევრს აგდებული. გყავდეს იეღოველი ნათესავი ან მეგობარი ზოგისთვის ჯერაც ძალიან არაპრესტიჟულია და ბევრს ეს საშინლად ეთაკილება. მქონდა ასეთი შემთხვევა:

    • ლადო Says:

      p.s. ასეთი რელიგიური საზღვრებმოშლილი თავისუფლების მქონე
      სექტანტური დემოკრატიული საქართველოსკენ მიისწრაფვიან ეკუმენისტები და მოდერნისტები. უყურეთ და ”დამშვიდდით”.

  4. giorgi Says:

    ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს, წმიდა სინოდს

    “სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ!
    ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს სულიერი მამა და მოძღვარი, ჩვენც გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ თქვენი უწმიდესობის ერთგულ შვილებად. სწორედ მამაშვილობის ამ გრძნობამ გაგვაბედინა თქვენი ყურადღების მოპყრობა და ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება წერილობით მოგმართავთ ჩვენს გასაჭირზე: ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, მუდამ თქვენდამი სიყვარულით განწყობილნი და ერთგულებით მლოცველნი, თქვენს მიერ ნაკურთხნი და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, თქვენს მიერ მადლით აღვსილნი, ყოველთვის დიდი რწმენით და სასოებით ვემსახურებოდით და ვემსახურებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ალავერდის ეპარქიაში მრევლს. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მრავალრიცხოვანი მრევლის ერთგულება რწმენისადმი, ჩვენი ტაძრებისა და ტრადიციებისადმი, მათი მღვდელმსახურებისადმი. ეპარქიის მღვდელთა შორის მუდამ იყო ქრისტესმიერი სიყვარული, ერთმანეთისადმი ძმობა, თანადგომა და თანაგრძნობა, ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობის ან დაპირისპირების სულ უმნიშვნელო გამოვლენაც კი. ყოველივე ზემოთქმული იყო ეპარქიის ღირსეულ მღვდელმთავართა ყველასადმი ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობის, ყველასადმი ერთნაირი სიყვარულის, სამართლიანი მოთხოვნის შედეგი.
    ეს ყველაფერი იყო და სამწუხაროდ აღარ არის, აღარ არის მას შემდეგ, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი დავით მახარაძე. მან ერთბაშად, მოსვლისთანავე ხელი მიჰყო ადგილობრივი მღვდლების დევნასა და შევიწროებას. მისი ქცევისა და ურთიერთობის წესი არაფრით არ ესადაგება ეკლესიის როგორც კანონიკურ, ისე ტრადიციულ წესებს, რაშიც ენერგიულად იყენებს თავის მიერ ჩამოყვანილ და ადგილზე გაფართოებულ ” ერთგულ მსახურთა” მცირე გუნდს. ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე უნდობლობას გვიცხადებს მღვდლებს და მრევლს. ეკლესიაში ამკვიდრებს ურთიერთდაპირისპირებას და სიძულვილს, მიმართავს შანტაჟს, დაშინებას, ეკონომიკურ ზემოქმედებას. აშკარად ავადმყოფური განდიდების მანიით შეპყრობილი, ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, კარგსა და ავს, ჭეშმარიტსა და მცდარს, რითაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა ეკლესიის მსახურთა საქმიანობა, ათეულ წლობით სათუთად მოვლილი და შენახული, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, კომუნისტურ რეპრესიებს გადარჩენილი, ღვთისა და მრევლის წინაშე პირნათელი ალავერდის ეპარქია.
    მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება ყოველნაირად ვცდილობდით ადგილზე მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. ვუფრთხილდებოდით როგორც ეპარქიის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს და ავტორიტეტს, მივდიოდით ყოველგვარ დათმობაზე, მიტევებაზე, შერიგებაზე, ურთიერთგაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი ასად უკუღმა გვიბუნდებოდა. ეპისკოპოსი დავით მახარაძე უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით აგრძელებდა თავის პირადი მიზნების განხორციელებას. არა და არ დაგვადგა საშველი. მისმა გაუთავებელმა და დაუოკებელმა მოქმედებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამიტომ დღეს თავს ვალდებულად ვთვლით და უფლებას ვაძლევთ უმორჩილესად მოგმართოდ თქვენ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და წმიდა სინოდს – გამოვიტანოთ სააშკარაოდ თქვენს წინაშე, თუ რა მდგომარეობაა ალავერდის ეპარქიაში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე. მოკლედ, სულ რამდენიმე მაგალითით, შევეცდებით წარმოგიდგინოთ შექმნილი ვითარება.
    1993 წლის სექტემბერში, თელავის ღვთაების ტაძარში (რეზიდენციაში), პირველად შემობიჯებისთანავე, მეუფე დ. მახარაძემ, მისალმებისას ეკლესიის დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს პირდაპირ განუცხადა: ” საორწილე აქ არაფერია, ყველაფერი ჩამაბარეო”. აქვე გამოაცხადა ღვთაების ტაძარი დედათა მონასტრად. დეკანოზმა მოკრძალებით განუმარტა ამ აზრის მიზანშეუწონლობა, რასაც ეპისკოპოსმა ყურიც არ ათხოვა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. მეორე დღეს, საღამო ხანს, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ სახლში მიაკითხა დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს ორი მანქანით, მოსთხოვა სასწრაფოდ ღვთაების ტაძრის შემოსავლების მისთვის გადაბარება. ეპისკოპოსს ზურგს უმაგრებდნენ მეორე მანქანაში მყოფი კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები. იარაღის ძალის დემონსტრირებით, მხედრიონელების დახმარებით ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ ხელში ჩაიგდო თელავის ღვთაების ტაძრის წინამძღვრობა. ასეთ სიტუაციაში ტაძრის ”გადაბარებამ” მეტად არასასიამოვნო და გაუგებარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ყველა. ეს იყო მხედრიონის თარეშის ხანა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ვიდრე ერთ-ერთ საეპარქიო კრებაზე, მიუხედავათ სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობისა, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ გამოიტანა დადგენილება ყოველ ტაძარზე სამი მხედრიონელის მიმაგრების შესახებ. ამ დადგენილებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: მხედრიონელები, მეუფე დ. მახარაძის დავალებით ცემა-ტყეპით გაუმასპინძლდნენ ალავერში მოსულ მლოცველებს: ქალებს, კაცებსა და ბავშვებს, ეპისკოპოსი კი მეორე დღეს ამით თავს იწონებდა და იძახდა: ”ეს სჯულის კანონით მიღებულიაო”. სულ მალე, მხედრიონელებმა, რომლებმაც ჯერ შეურაცხყვეს აწყურის წმ. გიორგის ტაძარი, რადგან აღსავლის კარით შევიდნენ საკურთხეველში და როცა ვერაფერი იპოვეს, ძარცვის მიზნით, სოფ. რუისპირში თავს დაესხნენ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის ოჯახს, მისმა მეუღლემ მომხვდურებს განუცხადა, რომ ეკლესიას, მღვდლის ოჯახს ასე არ უნდა მოქცეოდნენ, რაზეც მხედრიონელთა უფროსმა პირდაპირ უპასუხა: ამაზე ჩვენ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევა გვაქვსო. ეპისკოპოს დ. მახარაძის მხედრიონთან ალიანსის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ მხედრიონის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მრევლში აგროვებდა ხელმოწერებს მათი შეწყალების მოთხოვნით.
    დამნაშავეთა სამყაროსთან ეპისკოპოს დ. მახარაძის საეჭვო ურთიერთობებზე მეტყველებს ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 5 ტონა შაქრის ფხვნილის შუამთის მონასტრიდან ყაჩაღური გატანის ფაქტიც, თუ არა ჩვენი ჩარევა, ეპისკოპოსი ამაზე საქმის აღძვრასაც კი არ აპირებდა. შემდგომ, დეკანოზ ბარნაბა წვერიკმაზაშვილისადმი მტრულად განწყობილმა მეუფემ სცადა, მისთვის დაებრალებინა ეს სამარცხვინო ქურდობა. ყურადსაღებია ის, რომ ამ დროს შუამთის მონასტერს თავს აფარებდა ორი საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავე, ვითომდა სულის განსაწმენდელად.
    როგორს ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ იმთავითვე განაცხადა: ” აქ საორწილე არაფერიაო” და რასაც დღეს ასე ხსნის: ”მაშინ ძალიან მიჭირდაო”, ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილმა მოახდინა ტაძრების სამეურნეო- საფინანსო საქმეების სრული მონოპოლიზაცია, შემოიღო ჩვენს დროში საქართველოს საეკლესიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო მოვლენა—ალავერდის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ცენტრალიზაცია. მიუხედავად მღვდელმსახურთა წინაარმდეგობისა, მეუფემ მაინც თავისი გაიტანა, ეპარქია ”ახალ სისტემაზე” გადაიყვანა. რის განსახორციელებლადაც იყენებდა, როგორც თვითონ უწოდებს ექსპერიმენტს: ყოველ საეპარქიო კრებაზე მღვდლების ერთი ტაძრიდან მეორეში სისტემატიურ გადაყვან- გადმოყვანას, დანიშვნა-განთავისუფლებებს, ურთიერთდაპირისპირებების შექმნას, მღვდლების ავტორიტეტის შელახვას.
    იმ დევიზით, რომ ებრძვის ”საპატრიარქოს მაფიას”, გააუქმა საპატრიარქოსთან ანგარიშგების და ურთიერთობის მანამდე არსებული წესი. აკრძალა საპატრიარქოსთან ჩვენი ყოველგვარი უშუალო ურთიერთობა. გზა გაუხსნა ბაზრის ( კერძო წარმოების) სანთელს. როდესაც ეს ფაქტი ვამცნეთ უწმიდესს და უნეტარეს პატრიარქს, მეუფე დ. მახარაძე უფრო მეტ დაუძინებელ მტრად გვექცა. მიგვაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი ყოველგვარი საფინანსო ინფორმაცია არის საეჭვო და შესამოწმებელი.
    რაკი მაინც ვერ მოახერხა ტაძრიდან ტაძარში მღვდლების ამდენი გადაყვან- გადმოყვანით ( რასაც დეკანოზმა ევსტათი ბელადიძემ ’’ფსიქოლოგიური ომი’’ უწოდა), ტაძრების წინამძღვრებად თავისი სასურველი პირების დანიშვა—თვითონ შეითავსა ყველა ტაძრის წინამძღვრობა. მღვდლებს ჩამოერთავათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფილობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშა და ზემოქმედებაში ამყოფოს. სამღვდელოება ჩამოაცილა საპატრიარქოს, იქამდე მივიდა, რომ ყოველ ქრისტიან-მართლმადიდებელ ქართველთა უპირველეს სულიერ მოძღვართან, უწმიდესთან და უნეტარესთან მისვლას, გულისტკივილის თუ აღსარების თქმასაც კი გვიშლის, თვითონ აღსარების საიდუმლოს მიღებას მისცა დაკითხვა- დასმენის ხასიათი და მნიშვნელობა. საეპარქიო კრებებზე და ცალკეული შეხვედრებისას მაგნიტოფონით ახდენს ჩვენი საუბრების ჩაწერას.
    ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად უარყოფით ზეგავლევას ახდენს ეპარქიის მღვდელთა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ყოფაზე, რა თქმა უნდა ეპისკოპოსთან დაახლოებული ვიწრო წრის გამოკლებით.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპისკოპოს დ. მახარაძის ხელმძღვანელობით და ხელის შეწყობით ალავერდის ეპარქიაში არაფერი მნიშვნელოვანი და ღირსეული არ შექმნილა. მისმა მისიონერულმა ნაღვაწმა, ვითომდა ეკლესიურმა მსვლელობებმა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, მთათუშეთში, არავითარი სასიკეთო ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან ამ ყველაფერს თან ახლდა ეპისკოპოსის ახლობლების მხრიდან უზნეო საქციელი, ლოთობა და გაუპატიურება. ამ მოვლენებმა მხოლოდ ავტორიტეტი შეულახეს ეკლესიის მსახურთ.
    ვხედავდით რა, რომ მეუფე დავით მახარაძეს არ ჰყოფნიდა არც სულიერება, არც ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ ყველამ, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე არაერთხელ ვცადეთ გვერდში დავდგომოდით და როგორმე სწორად წარგვემართა საერთო საქმე, მაგრამ მისგან ყოველთვის, პირდაპირ და ზურგსუკან, ვერაგულ და დაუმსახურებელ პასუხს ვიღებდით. ამის შედეგია ოთხი სასულიერო პირის გაძევება- გაქცევა ეპარქიიდან.
    ყოვლად გაუგებარია და გაუმართლებელი ეპისკოპოს დ. მახარაძის აშკარა მტრული დამოკიდებულება ხალხის, მორწმუნე მრევლის საეკლესიო და საერო ტრადიციებისადმი. რამაც მთლიანად გააოგნა ხალხი და მრავალი მორწმუნე სრულიად ჩამოსცილდა ეკლესიას, დაიფანტა ძველი მრევლი. მაგალითად ტაძარში მლოცველებს აუკრძალა ღამისთევა, არ მიიღო საზიარებლად ამაღლების დღესასწაულზე სოფლებიდან ჩამოსული, მარხვაგამოვლილი მორწმუნეები, თანამზრახველთა დახმარებით სასაცილოდ აიგდო და ტაძრიდან გააძევა ისინი.. კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნია სადღესასწაულოდ მოსულ მლოცველთა მიერ საკლავის დაკვლა და მხიარულება. ყოველთვის ცდილობს ასეთ მოვლენები წარმოაჩინოს უარყოფითად, მისცეს მათ საწინააღმდეგო ახსნა, დაინახოს ყველაფერში მხოლოდ ცუდი და მიუღებელი. უფრო მეტიც, ეპისკოპოსი სთესავს ერთა შორის, ეკლესიათა შორის, სარწმუნოებათა შორის მტრობას, განხეთქილებას, დაპირისპირებას, იყენებს ცილისწამებებს და ჭორებს, ქონდრისკაცისეულ შანტაჟებს, მდაბიო, უმეცარ გამოსვლებს ტელევიზიით და ყოველივე ამას საფუძვლად უდებს თავის უსუსურ, აკვიატებულ წარმოდგენებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაზე. შემოკრებილი ამალის გუნდრუკის კმევით, მთელი თავისი ქმედებით, სპობს და ბოლოს უღებს ყოველივე იმას, რასაც პირველი თვითონ უნდა იცავდეს,უფრთხილდებოდესდა მზრუნველობდეს. ყოველივე ამის კიდევ ერთი დადასტურება და მაგალითია ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის დროს ეპისკოპოს დ. მახარაძის ცილისწამებები დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის მიმართ.
    იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, გამოუცდელობასთან ერთად, ამპარტავანს ხდის ეპისკოპოს დ. მახარაძეს, რაც თავისთავად ხელს უშლის მას სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ამასწინად საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ გამოცხადებული სამდღიანი მარხვისა და წირვის შესახებ ინფორმაცია მან არ გააცნო ეპარქიის მღვდელმსახურებს. იმარხულეს და წირვა აღავლინეს მხოლოდ მეუფესთან დაახლოებულმა პირებმა, დანარჩენებს კი ამის შესახებ შეგნებულად არ შეგვატყობინეს. ჩვენს ეპარქიაში წირვისათვის საჭირო სებისკვერს ყველა ტაძარში ეპისკოპოსის მთავარხუცესი არიგებს, ასე რომ მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ტაძარში როდის და რამდენჯერ აღსრულდება წირვა-ლოცვა. რატომ არ მოგვიტანეს ასეთ უმნიშვნელოვანესი დღისათვის სებისკვერი, რატომ არ გაგვაფრთხილეს გამოცხადებული მარხვის შესახებ? იმიტომ, რომ მრევლისა და ხალხის თვალში დავემცირებინეთ. თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჭორი და მართალი სწრაფად ვრცელდება; თვითონ იმარხულეს, ილოცეს, ხალხის წინაშე ღვაწლმოსილნი გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენ შერცხვენილნი, უმარხველნი, ულოცველნი და თავსლაფდასხმულნი, საქმის მოღალატენი უნდოდათ წარმოვეჩინეთ ხალხის თვალში; აი, რა მეთოდებით გვთრგუნავენ და გვასწორებენ მიწასთან. ესეც ჩვენი ეპისკოპოსის აზროვნების და მოქმედების დამახასიათებელი ნიმუშია.
    აგრეთვე არავინ იცის, ვის და რას ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან მეუფის მიერ შექმნილი შ. პ. ს. ‘’კიპარისი’’.
    საზოგადოებაში და მორწმუნეთა შორის გაუგებრიბასა და არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს მისი ლტოლვა შუამთის დედათა მონასტრისადმი, სადაც დღისით თუ ღამით, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მონასტერში არ არის არჩეული წინამძღვარი, ესეც თვითონ შეითავსა, წირვა- ლოცვები ტარდება ბერძნული წესის მიხედვით. ეპისკოპოსის ყოველი დაბრუნებას თელავში, ღვთაების მონასტერში მეფის შესაფერისი ზარ- ზეიმით ხვდებიან მისი გუნდის წევრები.
    [u]უნდა ითქვას, რომ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან ჯდომა და ქალაქში განავარდება მისთვის მეტად სასიამოვნო საქმიანობაა. იყო შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, 4 მგზავრით იყალთოს მონასტრის გზაზე გადააკოტრიალა ავტომანქანა ’’ნივა’’. ღვთის წყალობით ყველანი გადარჩნენ. ჩვენ მაშინაც ვურჩიეთ, რომ მთვრალი აღარ დამჯდარიყო საჭესთან.
    როგორც ამ ოთხმა წელმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, ეპისკოპოს დავით მახარაძეს მისი პიროვნული თვისებები: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნემა, შური, სიძულვილი, ამასთან მცირე ცოდნა და გამოუცდელობა ხელს უშლის იცხოვროს და იღვაწოს მისი მაღალი წოდებისა და საპატიო სამსახურის შესაფერისად, ღირსეულად. ამიტომაც სჭარბობს მის საქმიანობაში საეო ცხოვრებაში დამკვიდრებული სამსახურებრივი ურთიერთობის მანკიერი და მახინჯი მეთოდები და ხერხები. ხელქვეითთა მიმართ მისი დამოკიდებულება განპირობებულია არა სიყვარულით, სათნოებით, მამობრივი მზრუნველობით, ურთიერთგაგებით, მიტევებით არამედ დესპოტის სიძულვილით, უსიტყვო მონური მორჩილებით, ლაქიობის, პირმოთნეობის დასაგმობი პრინციპებით.
    ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. გაიხლიჩა სამღვდელოება, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საეპარქიო კრებებზე მუდმუვად დაძაბული ატმოსფეროა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებები უფრო სასამართლო სხდომებს ჰგავს. შექმნილი სიტუაცია სასწრაფო განმუხტვას მოითხოვს.
    თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ კახელები მომთმენი ხალხი ვართ, ღვთის წინაშე მოსათმენი მოვითმინეთ, დასათმობი დავთმეთ, მისატევებელი მივუტევეთ, არა ერთხელ, არამედ ათასჯერ, მაგრამ ყოველივე ამან კეთილი ნაყოფი არ გამოიღო, ყოველივე უარესისაკენ წავიდა. აქ არის ერთი უპირველესი და უმთავრესი გარემოება, რომელიც ჩვენს გაჭირვებას გაუსაძლისს ხდის: მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დ. მახარაძემ ბევრი რამ დაგვაკარგინა და ბევრიც დაგვათმობინა, მთავარი მაინც ის არის, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა აღარ არის და რაც ყველაზე გულსატკენია არა გვყავს სულიერი მამა და მოძღვარი, გზის მანათობელი და სულის მესაიდუმლე. სამწუხაროდ მეუფემ ეს ვერ შეძლო. იგი ჩვენ არ გვენდობა ( ამას ყველას გასაგონად გვეუბნება). ვეღარც ჩვენ ვენდობით მას. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ მეუფეს აღსარება ჩავაბაროთ და შენდობა და პატიება გამოვთხოვოთ, რადგან ან ამ აღსარების მონებად გვაქცევს ან ხალხში წამოგვაძახებს განდობილ საიდუმლოს! დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები! ვერც მის მთავარხუცესებს ჩავაბარებთ აღსარებას გასაგები მიზეზების გამო.
    ასე, რომ თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ უმამოდ დარჩენილთ, დაობლებულთ და გზააბნეულთ სხვა არა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგმართოთ თქვენ— ჩვენს დიდ მამას, ერის სულიერ მამას და გთხოვოთ შეწყალება.
    ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს შესაბამისი ციტატები წმიდა წერილიდან თუ სჯულის კანონიდან, თქვენს უწმიდესობას ერთიც და მეორეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება. ჩვენი ერთადერთი სურვილია ალავერდის ეპარქიას დაუდგინოთ ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც გაამთლიანებს, გააერთიანებს გახლეჩილ ეპარქიას, გაგვიწევს მამობას, რომელიც გასწმედს ჩვენს სულებს ცოდვებისაგან.
    ამიტომ უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე წმიდა სინოდს, რომ ’’უნაყოფო ხე მოიკვეთოს’’, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების მეოხებით, კვლავ ძველებურად ღვთისადმი ერთგულებით და სიყვარულით, ლოცვითა და ვედრებით, ჩვენი ყოველდღიური გულწრფელი მსახურებით, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნად ყველაზე წმიდა და დიდ საქმეში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამსახურში.
    იმედი გვაქვს, რომ თქვენი უწმიდესობა შეუნდობს თავის ცოდვილ და მასთან ერთგულ შვილებს და ჩვეული სიბრძნით გამოიყვანს სულიერი გაჭირვებიდან.
    ჩვენთან არს ღმერთი.

    დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი
    დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი
    დეკანოზი ევსტათი ბელადიძე
    დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი
    დეკანოზი ბარნაბა წვერიკმაზაშვილი
    დეკანოზი დავით მოსიაშვილი
    მღვდელი ზენონ მანოშვილი
    მღვდელი ელისე ბურდული
    მღვდელი ფარნაოზ მარგალიტაშვილი
    მღვდელი ისააკი
    14 აგვისტო, 1997 წელი ქ. თელავი
    ——————————————–

    კათოლიკოს- პატრიარქისა და წმიდა სინოდის მხრიდან ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დავით მახარაძე დღესაც ალავერდის ეპარქიის ხელმძღვანელია. უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში კათოლიკოს- პატრიარქმა იგი ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო შემდეგ მიტროპოლიტის საპატიო ტიტულებით დააჯილდოვა. გარდა ამისა მიტროპოლიტი დავით მახარაძე იყო საქართველოს საპტრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო ამჟამად საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

    • ნიკა Says:

      ძმაო ქრისტეში, ძვირფასო გიორგი,
      —————————————-
      მეტად საყურადღებო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ ქართულ ეკლესიაში (ეკუმენისტური) არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ და მალე გამოვაქვეყნებთ ”დიდგორი” – ზე მთავარ წერილებად. დიდი მადლობა!
      —————
      პრესს-სამსახური

      • გიორგი Says:


        ვთხოვთ, ჩვენის საითის მკითხველებს, ნახონ, იუთუბიზე, რა ბილწი ენის და ბილწი სულის საზოგადოება იცავს ეკუმენისტურ საპატრიარქოს ინტერესებს. აი რა ”მორწმუნეები” გამოზარდა ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და თეა თუთბერიძის მიმდევართა სახით საპატრიარქომ.

      • ნიკა Says:

        საეკლესიო სამართლის აკრძალვები ეკუმენისტი პატრიარქებისთვის მოძველდა და ეკლესიური ცხოვრების განმაახლებლობის სულით არიან აღვსილნი ამქვეყნიური ცხოვრების ფერხულში ჩაბმულნი. თეატრი, სპორტი, ოპერა, ბალეტი. საკვირველი “მოშურნეობა” აქვთ ამ ბერებს, აბა ესეც ვნახოთ:

        –––––––––––––––––––––––––
        Патриарх Кирилл благословил российских олимпийцев

        Торжественная церемония проводов олимпийской сборной России на Зимние игры в Ванкувере прошла 28 января в храме Христа Спасителя, передает ИТАР-ТАСС.

        В соборе в спортивной форме находились все 175 членов Российской сборной, сопровождающие олимпийцев тренеры, медики и другие специалисты, а также юные спортсмены – наш олимпийских резерв.
        http://portal-credo.ru/site/?act=news&id=75828&cf

      • ნიკა Says:

        ეს კი უკვე საქართველოს საპატრიარქოს სპორტული გატაცებებია.

        ––––––––––––––

        16 ივლისი, 2008
        ილია მეორემ ქართველი ოლიმპიელები მიიღო
        პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საპატრიარქოში, ქართველი ოლიმპიელები, მათი მწვრთნელები და დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო.
        უწმინდესმა და უნეტარესმა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ჩინეთში წარმატებული გამოსვლა უსურვა და ღვთისმშობლის ხატის კურთხევის შემდეგ, რომელსაც ქართული დელეგაცია პეკინში თან იახლებს, ყველა თანმიმდევრობით აკურთხა.

        “ძალა, სიბრძნე და გამარჯვება! – ეს თითოეულ თქვენგანს იმდენად არ გჭირდებათ, რამდენად სრულიად საქართველოს სჭირდება. ჩვენი ქვეყანა თქვენგან მორიგ დიდ წარმატებებს ელის და ღმერთი გფარავდეთ ახალი გამარჯვებების საქმეში”, – დალოცა ილია მეორემ ქართველი ოლიმპიელები.
        http://sport.internet.ge/stat_relatives.html?date=2008-07-16&stat=1
        ეს შემდეგი:
        http://sport.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=89&info_id=1657

  5. MIQAELI Says:

    ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს იმაში ვადანაშაულებ, რომ მზაკვრული მიზნებით მეორედ მონათლულ, აწ არქიმანდრიტ(ასეთი არქიმანდრიტების ხელში კიდევ კარგად ვართ) გრიგოლის საჯაროდ არ ხსნიან ყველა პატივსა და ხარისხს. ამ ადამიანის ამბები მე მკითხეთ. ვისაც აინტერესებს შეუძლია გავუზიარო…ხოლო ყველ სხვას კი ვურჩევდი, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე პიროვნებებიც ღირსეული შეარჩიონ…!
    ეს ადამიანი ვიდრეღა მორჩილი იყო , სანამ ვაი ეპისკოპოს ათანასესაგან იკურთხებობა, ბაღდადში დ აგარემო სოფლეფში, ხან ჯვრით,ხანაც პანაგია გადმოკიდებული დადიოდა და ნათლავდა, ჯვარს წერდა და წესებს აგებდა. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ ეპისკოპოს კალისტრატეს და გვიპასუხა რომ ასეთი კანონი არ არსებობს და ჩვენ, თუ არა მილიციის ძალით, მაგას ვერ გავაჩერებთო. შემდეგ, როგორც იქნა, მრვალი ქურდ-ბაცაცობის მერე პაქტზე დავიჭირეთ მონასტერში და ქუთაისის მილიციას ჩავაბარეთ. მფ. კალისტრატემ აღარ დააჭერინა(რადგან კაბა ეცვა და ეკლესიის ავტორიტეტი იბღალებაო)მაგრამ ეპარქიიდან გააძევა… კიდევ რა მოვყვე, როგორ მოიპარა ჯვრები, ეკლესიის ხალიჩები, ცხვრები, ბოლოს იდეო კამერა და სტუმარს მილიიცის მოყვანა მოუწია ეკლესიაში, რომლებმაც გადამალული კამერა დავით აღმაშენებლის საფლავთან გადამალული იპოვეს, თუ მეორედ როგორ მოინათლა და ეკლესისის სახელით რა თანხებს ძალავდა ხალხს?!
    უბედურებაა, როცა ეკლესიას ასეთი ადამიანების ეშინია და ირსეულების ადგილს აკავებინებს, ამას წინათ სამების ტაძარში ვნახე გამოჭიმული. ეკლესია ქრისტეს მრევლს კი აღარ უფრთხილდება, არამედ თავის ავტორიტეტს, რომელლიც ხშირად გაბერილი ბუშტია და მეტი არაფერი. თავს მათყუარებისთვის კი არა მართალლი ადამიანებისათვის უნდა ვიწუხებდეთ. ასეთ ავადმყოფებს კი ამ ცხოვრებაში არაფერი ეშველებათ, ასეთების აყოლაც არაფერს გვიშველის…!

    • davit Says:

      რას არ გაიგებ, მიქაელ ბატონო ეს არქიმანდრიტიც გრიგოლ აბაშიძეც ვისაც ამხელს თავადაც ეგეთი ყოფილა? სამებაში გამოჭიმულია კაცო აი ემანდ გაზეთში მხილების შემდეგაც?

      • davit Says:

        ხედავ შენა რაები ჩაუდენია და როგორ დაუწინაურებიათ…ეს ეკუმენიზმს განდგომილი მღვდლები კანონი დაიცავითო რომ შეჰკადრეს პატრიარქ-მიტროპოლიტებსა სულ ფიშტოთი გააძევეს ტაძრებიდან და ხედავ ეს ბაცაცა არქიმანდრიტი თანაც ვითომ მამხილებელი სამებაში გადაუყვანიათ… ტიტუუ რა გვეშველებააა

  6. fff Says:

    ვინც მეუბნება : უფალო უფალო ყველა ვერ შევა ზეციურ სამეფოში, არამედ ის ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას (მეთე: 7: 21) თუ მართლა ვინმეს სწამს ღმერთი მიხვდება რა არის ღვთის ნება.
    რაც ყველაზე სამწუხროა, ხალხმა მღვდლები კერპებად გაიხადეს და ამას ვერც კი ხვდებიან. იმის მაგივრათ, რომ ბიბლია წაიკითხონ მიდიან და ვირაც ცოდვილ, გარყვნილს, ახსარებას აბარებენ და ეუბნებიან; ცოდვები მოგეტევა, ეს ხომ სასაცილოა. იესო ქრისტემ ტყუილად კი არ თქვა: ბრმები ხართ და ბრმების წინა მძღოლებიო. ხალხო გამოფხიზლდით

  7. მაკარიძე მევლუდ Says:

    ძვირფასო თანამემამულენო, განა რაიმე გასაკვირია ამ გარყვნილ ქვეყანაში? კგბ ხელდასხმული ეკლესიიდან განა რას ველოდებით? კგბ- შნიკურ ეკუმენისტური ეკლესია და მასონურ კგბ-შნიკური მთავრობა ჯოჯოხეთისაკენ მიაქანებს ღმრთივრჩეულ ერს! მაგრამ უფალს შენახული ყავს თავისი შვილები და არასდროს დაუშვებს მათ დაღუპვას! დიდება ცხებულ მეფეს ! ანათემა ეკუმენისტებს! შეჩვენება მასონებს! ცეცხლი და მახვილი კგბ-ს აგენტურას!www.baikonurski.narod2.ru


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: