წმ. დიმიტრი როსტოველი შვილების აღზრდაზე

წმინდა დიმიტრი როსტოველი

visac_ze_uyvars![1]_Page_1_Image_0001

ისმინეთ, მშობლებო, და ღვთისნიერად ისწავლეთ შვილების აღზრდა

კაცთა მოდგმის დიდმა წინაპარმა ნოემ, რომელმაც ქამი დაწყევლა, ჯერ ქამის შვილი ქანაანი დაწყევლა და შემდეგ თავისი შვილი: ”წყეულიმც იყავ, ქანაან – ამბობს წმინდა ნოე, – იყავ მონა შენი ძმებისა”. და თუ რატომ მოიქცა ნოე ასე? მოისმინეთ.

დაწერილია, რომ ქანაანი, ძე ქამისა, ათი წლისა იყო, როდესაც პირველმა დაინახა ბაბუის – ნოეს სიშიშვლე. და ამის შესახებ მამას მოუყვა. ქამი კი წავიდა, შეხედა მამას და დასცინა. როდესაც ნოე გამოფხიზლდა და შეიტყო ეს ამბავი, მაშინვე დასწყევლა ქანაანი. ახლა მივაქციოთ ყურადღება, იმას, რომ წყევლის მიზეზი თვით ქანაანის მამა ქამიც გახდა. რატომ?  მან არ შეაგონა შვილს, ბაბუის დაცინვისათვის, კი არ დასაჯა, არამედ ცოდვაში ჩავარდნილ მამასთან თვითონაც დასაცინად მივიდა, რათა შეეხედა მისთვის, და ამით გაამართლა შვილის უგონო საქციელი. არადა, პირიქით ხომ უნდა მოქცეულიყო? მკაცრად უნდა დაესაჯა ყრმა შვილი, მან კი ნება დართო თავის ბავშვს საკუთარი ბაბუის სიშიშვლეზე დაცინვით ელაპარაკა. თანაც, თავად ქამიც სიამოვნებით უსმენდა საკუთარი მამის მასხარად აგდებას. ამიტომ თავი ყრმა შვილთან ერთად მშობელი მამის წყევლას გადასცა.

ამიტომ, ისმინეთ, მშობლებო, და ღვთისნიერად ისწავლეთ შვილების აღზრდა, და მათი სიკეთით გაწვრთნაზე უნდა იზრუნოთ ჩვილი ასაკიდანვე, შვილები უფლის შიშზე და სწავლებაზე დაყრდნობით აღზარდეთ, წმინდა მოციქულთა რჩევა-დარიგებით განსწავლეთ, რადგანაც, მოზარდებში ვისაც რა მიდრეკილება აქვს ბავშვობიდან, ის სიბერემდე მიჰყვება; პატარა ბავშვი ჰგავს დაფას, ნახატისათვის გამზადებულს, და, რასაც დახატავს ზედ მხატვარი, კეთილსა თუ ბოროტს, წმინდასა თუ არაწმინდას, ანგელოზსა თუ ეშმაკს, ის დარჩება მის ბუნებაში სამუდამოდ.

რა სითხესაც ჩაასხამთ ახალი ხის თუ თიხის ჭურჭელში, სურნელოვან ზეთი იქნება ეს თუ მყრალი კუპრი, იმის სუნი დარჩება ამ ჭურჭელში სამუდამოდ. იგივე ხდება. პატარა ბავშვის სულიერი აღზრდისას. ამიტომ, ყრმობიდანვე, უნდა ასწავლოთ შვილებს კეთილი ზნე, მოფერებით იქნება ეს თუ სიმკაცრით. საჭიროა, რომ უფრო მეტად სიმკაცრით, ვიდრე ფერებით, რადგან წმინდა იოანე ოქროპირი ამსგავსებს ყრმობის ხანას უუნაგირო ცხენს და მოსათვინიერებელ ნადირს. რით შეაკავებ ცხენს, თუ არა ლაგამით, უნაგირით და დაქანცვით? რით მოათვინიერებ ნადირს, მაგალითად დათვს, თუ არა ჯაჭით და კეტით? სწორედ ამდაგვარადვე ესაჭიროება  ყრმობის ასაკსაც სიმკაცრე, ე. ი. უნაგირი და რკინის ჯაჭვი. ამის შესახებ, კარგად ბრძანებს ზირაქი : ”ვისაც თავისი ძე უყვარს, ის მოუხშირებს მის დასჯას.” (ზირ. 30-1).

visac_ze_uyvars![1]_Page_2_Image_0001

”სიჭაბუკე ურჩია, – ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, – მოითხოვს მრავალ კეთილ დამრიგებელს. თუ სახედარისათვის ვეძებთ მწყემსს, ცხენისთვის – კარგ მეეტლეს, მაშინ განა კარგი არ იქნება, რომ მივაბაროთ ბავშვიც ისეთ ადამიანს, რომელიც შესძლებს მასში სიწმინდის შენარჩუნებას”.

ისმინეთ, მშობლებო: თუკი უენო ცხოველს სჭირდება კარგი მწყემსი, ბავშვისთვის ხომ მით უმეტეს საჭიროა კეთილი დამრიგებელი. პირუტყვს ხომ მწყემსი იმისთვის სჭირდება, რათა მხეცმა არ დაგლიჯოს, ან ქურდმა, რომ არ მოიტაცოს. შვილებს კი მწყემსი იმისთვის სჭირდებათ, რომ ბოროტი  ადამიანებმა არ გარყვნან მათი ზნეობა და სულიერმა ქურდებმა, ( ეშმაკებმა) არ გაძარცვონ და არ წარიტაცონ ისინი საუკუნო სატანჯველში.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საზარელ ამბავს ჰყვება  პეტრე დიაკვანთან საუბრისას: ”ბევრი ბავშვისთვის, – ამბობს იგი, – თუ მშობლები მათ ცუდად ზრდიან დახშულია ცათა სასუფეველის კარი.

ქალაქ რომში ერთ კაცს, დიდად დაფასებულს და ყველასათვის ცნობილს, ჰყავდა ვაჟიშვილი, ბავშვი ხუთი წლის თუ იქნებოდა და მამას შვილი ძლიერ უყვარდა, ზრდიდა მას განებივრებულს ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე. ეს ბავშვი, რომელსაც ყველანაირად ათამამებდნენ, შეეჩვია თანდათან ბილწსიტყვაობს, წარმოსთქვამდა ხოლმე ხშირად ბინძურ სიტყვებს და მხოლოდ  ადამიანებს კი არ ამცირებდა ამ ბოროტსიტყვაობით, იყო შემთხვევა, როდესაც სიწმინდეთა გმობასაც ბედავდა და ამის წარმოთქმისაც კი მეშინია, რომ თვით ღმერთზეც ბილწსიტყვაობდა. საგმობ სიტყვებს ამბობდა ღვთაებრივ საკითხებზე და წმინდა საგნებზე! ხოლო მამა კი ისმენდა ამ ყველაფერს და საერთოდ არ უკრძალავდა შვილს ღვთისგმობას და ბილწსიტყვაობას.

ერთხელ, როდესაც  ქალაქში გავრცელდა ჭირი, ამ მშობლის შვილი სასიკვდილო სენით დაავადდა. მამას კალთაში ჰყავდა ავადმყოფი ბავშვი ჩაწვენილი, როცა მოვიდნენ ბოროტი დემონები ბავშვის წყეული სულის წასაყვანად. იქ დამსწრეები ყვებოდნენ მერე, რომ ბავშვი მათ დანახვაზე აცახცახდა, დახუჭა თვალები და დაიწყო ყვირილი: ”მამააა მიშველე, წაართვი მათ ჩემი თავი, წაართვი…!. ყრმა შეძრწუნებული საშინლად გაჰყვიროდა და თავს მამის იღლიაში მალავდა, რათა ბოროტ დემონებს არ წაეყვანათ იგი. თავზარდაცემული მამა ეკითხებოდა შვილს, რომ ეთქვა, რასაც ხედავდა იგი, შვილი კი პასუხობდა: ” შავი კაცები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, შავი კაცები, მიშველე მამააა!”. და თან იმავდროულად გაჰყვიროდა ბილწ და ღვთისსაგმობ სიტყვებს, რის წარმოთქმასაც ჩვეული იყო მანამდე, და საბრალო ბავშვი მაშინვე გარდაიცვალა!”

დაე, წმინდა გრიგოლის ამ მონათხრობმა დააშინოს უღვთო მშობლები, რომელნიც ცუდად ზრდიან შვილებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ასეთი მშობლები თავადაც ღვთის სამსჯავროზე გადაეცემიან შავი ეთიოპელი დემონების ხელში, სამარადჟამოსა და მწარესა მას სატანჯველსა!

 და, როგორადაც ქამმა თავის შვილთან ერთად ქანაანთან ერთად მემკვიდრეობით დალოცვა კი არა წყევლა მიიღო, ასევე იქნებიან ასეთი მშობლები და მათი შვილები, რადგან დაიმკვიდრებენ ღვთის იმ წყევლას, რომელსაც სამსჯავროზე უფალი განუცხადებს თხებს – ცოდვილ ადამიანებს ამ სიტყვებით: ”წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში...”(მათე 25-41)

რუსულიდან თარგმნა გიორგი მარიამიძემ

 

11 Responses to “წმ. დიმიტრი როსტოველი შვილების აღზრდაზე”

  1. ნიკა Says:

    ”დიდგორი” – ის რედაქცია ულოცავს, პირველ რიგში, ჭეშმარიტ სამღვდელოებას, და შემდგომ კი, ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! გფარავდეთ ღვთისმშობელი დედა!

      • davit Says:

        ახლა ვიღაც ვიღაცეების პატრიოტული ლოღიკით ამ ჩინებული წერილის ავტორი – ეს რუსი დიდებული ადამიანი მამა დიმიტრი როსტოველი თურმე უნდა შევიძულო და ქართველი ილია II შიოლაშვილი ჯვაროსან-მნათეუსითურთ უნდა შევიყვარო? ჰაი ჰაი ეშმაკო რა მაგარი ”პატრიოტი” ხარ!

  2. davit Says:

    ””ბევრი ბავშვისთვის, – ამბობს იგი, – თუ მშობლები მათ ცუდად ზრდიან დახშულია ცათა სასუფეველის კარი.”
    ///
    რაიო წმინდამან ამან მამამან? ბავშვსაც არა პატიობსო ღვთიგმობასო უფალი არაო? საცა ხუთი წლის ბავშვს არ აპატია, აბა მეანეგდოტე მუტრუკებს ერთ სახელოვან ფორუმზედა რაღა მოელით? ჰოი, როგორ მებრალებიან, რადგან ძალიან ცხადია რაც მოელით!

    • davit Says:

      დიდი მადლობა ბატონო ნიკა მოლოცვისთვის! იხარე კეთილო ძმაო და კეთილო რედაქციავ დიდგორისავ! შეგიწიროთ ღმერთმა და წმინდა ღვთისმშობელმა კეთილი და ნაყოფიერი შრომა!

      • ნიკა Says:

        “ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ. ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმინდესთან. სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა. ხორციელი ადამიანები კი იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოს ნაგავში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ…”(წმინდა ნიკოლოზ სერბი)

      • nana Says:

        zalian gtxovt, didgoris redaqcias, konkretulad da mkafiod gamarkviet, amdeni dava rom aris amaze, cxondebian tu warwymdebian unatlavi bavshvebi, anu tvit chanasaxshive moklulta sulebi warwymdeba? jojoxetshi sxdeba?

      • nana Says:

        magalitad katolikebs gadawyvetileba unatlav chvilta sasargeblod miugiat…
        ==================
        Папская богословская комиссия предлагает отказаться от учения о невозможности спасения для некрещеных младенцев
        Версия для печати9 октября 2006 г. 18:09
        Хотя об участи младенцев, умерших без крещения, нельзя судить с полной уверенностью, христиане могут и должны надеяться, что Бог примет таких детей на небеса. К такому заключению пришли члены Международной Богословской Комиссии, заседание которой состоялось 2-6 октября в Ватикане, сообщает Catholic News Service.

        В ходе встречи была продолжена работа над документом, в котором разъясняется, как в общепринятое католическое учение вошло представление о так называемом «лимбе», почему оно так и не было включено в официальную доктрину, и почему, наконец, разумнее надеяться на спасение младенцев, нежели полагать, что они попадают в «лимб».

        (В традиционном католическом богословии под «лимбом» понимается: 1) временное пристанище или состояние душ праведников, лишенных блаженного созерцания до Вознесения Христа на небо; 2) постоянное место пребывания или состояние душ некрещеных детей и прочих, кто умирает, не совершив тяжких личных грехов, но тем не менее лишен вечного блаженства на основании исключительно первородного греха — так называемый «лимб младенцев»).

        Как заявил отец Пол Макпартлэн, член папской комиссии и профессор Католического университета Америки в Вашингтоне, «мы не можем утверждать, что знаем наверняка участь некрещеных детей, но у нас есть серьезные основания надеяться, что Бог по Своей милости и любви заботится о таких детях и ведет их ко спасению».

        Выступая в последний день заседания, отец Макпартлэн заявил, что 30 членов комиссии согласны относительно главного тезиса документа, и осталось лишь внести заключительные штрихи. Если они проголосуют по последней версии документа по почте, то он может быть опубликован в 2007 году. Как сообщил отец Макпартлэн, в работе над проектом документа не было никаких проволочек, но работа комиссии требует времени.

        Документы комиссии не включаются в «Магистерий» (совокупность доктринальных наставлений, исходящих от Папы, епископов и Соборов), но составляются с целью помочь Святому Престолу, особенно Конгрегации по доктринам веры, в изучении догматических вопросов особой важности.

        Как подчеркнул отец Макпартлэн, авторы документа, поддержав надежду на спасение младенцев, тем не постарались разъяснить христианское учение о необходимости крещения.

        Документ никоим образом не предполагает снизить настойчивость, с которой Церковь призывает родителей крестить своих детей, — сказал отец Макпартлэн. — Мы лишь стремимся определить, что говорит Церковь, сталкиваясь с ситуацией смерти младенца, умершего без крещения. Это и только это подвигло на создание данного документа. И ответом будет не примитивное «Не волнуйтесь, все в порядке», но то, что бесконечная милость Божия и Его любовь излились в Иисусе Христе, и Его желание спасти всех людей дает твердую основу для упования, что такие дети спасутся несмотря на то, что остались без крещения.

        Комиссия также выразила надежду, что сможет ответить и тем, кто оплакивает жизни младенцев, погибших при абортах. Поскольку Католическая Церковь учит, что человеческая жизнь начинается в момент зачатия, то и к этим детям применимо решение, предложенное комиссией, заявил отец Макпартлэн.

        Чтобы решения комиссии не были неверно интерпретированы — как предполагающие необязательность крещения младенцев в силу их неспособности ко греху, — документ подтверждает церковное учение о действительности первородного греха.

        Как объясняет катехизис Католической Церкви, «Рожденные с падшей человеческой природой и запятнанные первородным грехом, дети также нуждаются в возрождении в крещении, чтобы быть освобожденными от силы тьмы и быть приведенными в царство свободы детей Божиих, к которой призываются все люди». Однако в катехизисе, изданном в 1992 году, не упоминается «лимб» — о детях, умирающих вне крещения, сказано лишь, что Церковь вверяет их милости Божией.

        Представляя работу комиссии Папе Бенедикту XVI, ее руководитель кардинал Уильям Л. Левада, префект Конгрегации по доктринам веры, подчеркнул важность документа, поскольку, с одной стороны, Церковь знает, что спасение «возможно только во Христе, действием Духа Святого», с другой, «значительно возросло число некрещеных детей».

        Официальное изучение вопроса папской богословской комиссией началось в 2004 году, когда этот консультативный орган возглавлял кардинал Йозеф Ратцингер, ныне Папа Бенедикт XVI.

        Отец Макпартлэн полагает, что рассмотрение вопроса было вызвано тем, что священники и епископы со всего мира просили кардинала Ратцингера дать «обновленную католическую формулировку, которая ответила бы на страдания» людей, потерявших ребенка до крещения.

        В пространном интервью, изданном в 1985 году отдельной книгой под заглавием The Ratzinger Report, и в книге 2000 года «Бог и Мир», будущий Папа Бенедикт сказал, что богословски более осмысленно обращать внимание на надежду, нежели держаться за представление о лимбе, где некрещеные младенцы сподобятся вечного «естественного счастья», однако будут лишены возможности пребывать на небесах в присутствии Божием.

        Лимб, указал будущий Понтифик, никогда не был догматом католической веры. Скорее его существование было гипотезой, которая сформировалась на основе веры Церкви в необходимость крещения.
        http://www.patriarchia.ru/db/text/150260.html

  3. nika Says:

    პასუხი_nanas:
    ——————

    მღვდელი გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. I)
    —————————————-
    ამ საკითხზე უმრავლეს წმ. მამათა თანხმიერი აზრიც (”ჩონსენსუს Pატრუმ“) ისეთივეა, როგორიც მათ მიერვე შედგენილი განმარტებაც: ”უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ აყოვნებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და ნუ დააყოვნებენ ექვსსა და ანუ რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ რვა დღემდე იცოცხლოს, დააცადონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ (”მცირე კურთხევანი“, წესი და განგება ნათლობისა).
    https://didgori.wordpress.com/2009/09/14/კომენტარების-კომენტარებ/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: