მკრეხელობა სიწმინდეთა მიმართ

დავიცვათ სიწმინდეები!

ცხოველსმყოფელ ჯვარს, რომელმაც ჩვენ დაგვანახა მაცხოვარება და გვიხსნა ძველი შეცოდებებისაგან, ღირსი პატივი რომ მივუზღოთ, გვმართებს დიდი მისწრაფების გამოჩენა. ამიტომ გონებით, სიტყვით და გრძნობით მისთვის თაყვანისცემის შემწირველნი ვბრძანებთ ყველგან ფეხით სავალ იატაკზე გამოსახული ჯვრის სახის წაშლას, რომ მასზე მავალთა ფეხით არ დაითელოს იგი და ამით არ შეურაცხყონ ჩვენი ძლევამოსილების საჭურველი. ვინც ამიერიდან იატაკზე გამოსახოს ჯვრის მსგავსება, მათ უზიარებელ ყოფნას ვადგენთ. ( კონსტანტინოპოლის VII მსოფლიო კრების 73 კანონი)

საქართველო რომ მძიმე ვითარებაშია, ეს სადაო და საკამათო ნამდვილად არ არის. დღეს ჩვენ როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიურ მღელვარებაში  ვიმყოფებით, სწორედ ისე, როგორც აელვებული ზღვა, რომელსაც კალაპოტი ჯერ ვერ უპოვნია. რამდენადაც გარე ფაქტორები ისე შინაგანი შფოთვა, ქაოსურად აისახება საზოგადოებაზე და სწორედ ამ დროს გროვდება უამრავი პრობლემა, და როგორც ბოროტების გველეშაპს უმრავლდება თავები, როდესაც  მას ერთ-ერთს მოჰკვეთავ, ისე მრავლდება ჩვენს საყვარელ სამშობლოში ეს სხვადასხვა სახის კრიზისი თუ პრობლემა.

siwm_mkrexeloba_1

მიზეზთა ძიებაში სიტუაცია იმდენად რთულდება, რომ  ადამიანი უამრავი სახის მიმოწყდომაში ვარდება. ზოგი გამოსავალს სარწმუნოების განმტკიცებასა და მის სწორ შეურყვნელ დაცვაში ხედავს,ზოგისთვის ეს უბრალოდ სასაცილო თემას წარმოადგენს, ზოგიც არც იქეთაა—არც აქეთ. საქმე იმაშია, რომ ასეთი აჭრელებული ურთიერთ საპირისპირო აზროვნება, არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებში სუფევს, არამედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მწერლებში და თითქმის ყველა იმ ფენაში, რომლიც ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს ქმნის.

 მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ  განსხვავებული იდეების თუ აზრების ადამიანები ღრმად ავიწროვებენ და გააფთრებით ესხმიან თავს ერთმანეთს, რაც გასაკვირი არცაა. ამიტომაც ჭეშმარიტების დადგენა გაძნელდა მოზარდი თაობისათვის, და არა მარტო მოზარდთათვის…მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ ობიექტურად. სამართლიანობა ხომ ისტორიული გამოცდილებით, ამა თუ იმ ეპოქაში, წარმატებული და წარუმატებელი გზების გაანალიზებით უნდა დგინდებოდეს. საქართველომ თუ დღემდე მოაღწია ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ამის ისტორიული მყარი საფუძველი, ანუ რაღაც გარკვეული მიმართულებით უვლია საუკუნეთა განმავლობაში, ხან წარმატებული გზით, ხანაც დასუსტებულა და სწორედ ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული  გამოცდილება საუკეთესო მაჩვენებელია დღეს ჩვენთვისაც. მამა—პაპათა  იდეებს, მამა—პაპათა გზას ვინც ეურჩება და ეწინააღმდეგება, ან ეთანხმება და აგრძელებს ამ გზით სიარულს, განა აქედან არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე ყოფიერებაშიც მართალ—მტყუანის  გარჩევა? (მართალ ან არამართალ იდეებზეა და გზებზეა საუბარი.)

ucnobi

საჯაროდ ჯვრების გათელვა

მოდით, პირდაპირ სათქმელზე გადავალ. წარმოვიდგინოთ, რომ  ჩვენს წინაპრებს წმინდა გიორგის ხატები ნაგავში გადაეყარათ, ან რომ ჯვრებზე ფეხით ევლოთ და ნაგავში გადასაყრელ სხვადასხვა საგნებზე გამოესახათ, ან მკრეხელურად მოპყრობოდნენ, ხომ წარმოუდგენელია? რა თქმა უნდა! ახლა შევუდაროთ რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს: სიგარეტზე მიკრული წმინდა გიორგის ხატი, რომელიც აქციზურ მარკაზეა დატანებული, ასევე ჯვარი, რომელიც საქართველოს დროშაზეა სიმბოლურად გამოსახული და თან მიკრულია თითქმის ყველა პროდუქციის გარეკანზე. რომლებიც შემდგომ (ერთიც და მეორეც) ქუჩაში ყრია,ნაგავში ვყრით ან ფეხით დავდივართ. იმათთვის, ვისაც ღმერთი სწამს და მამა—პაპათა  სარწმუნოებას შეურყვნელად იცავს (ან ცდილობენ დაცვას) ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ყოველდღიურად ყურება!

siwm_mkrexeloba_2_3

ხოლო მათ ვისაც არ სწამს, მაგრამ პატივი ერგოთ სახელმწიფო მართვის სათავეებთან  დგომისა, ვიტყვით, რომ ნება მისია, უნდა იწამოს უნდა არა,მაგრამ იმაში მაინც ხომ არის ვალდებული, რომ პატივი მიაგონ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, წინაპრებს და საერთოდ ეროვნულ ღირებულებებს. ახლა იმაზე საუბარი, თუ წმინდა გიორგის ხატი და მაცხოვრის ჯვრის სიმბოლო რამდენად ღირებულია, ვფიქრობ ნამდვილად ზედმეტია, მაგრამ ხომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები ვის ხელმწიფებაშიც არის ამ საკითხის მოგვარება, განა არ შეუძლიათ, რომ საკვები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ყოველდღიური პროდუქციის აღბეჭდვა სიწმინდეთა გამოსახულების აქციზური მარკებით აღკვეთონ? წმინდა ხატების, ჯვრების და სხვა ღვთაებრივი სიწმინდეების ადგილი ტაძრებშია და არა ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, რომელებიც დღის ბოლოს ნაგავში იყრება. ეს არის მძიმე ცოდვა და საქართველოში ღვთის სასჯელების გამრავლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვფიქრობ რომ ესეც არის, რადგან მთელი ერი ჩავარდნილია სიწმინდეთა მკრეხელობის მძიმე ცოდვაში! ეს პრობლემა აუცილებლად და მალე უნდა მოგვარდეს და იმედია რომ აღარ გაგრძელდება მორწმუნეთათვის სიწმინდედ შერაცხული ღვთებრივი გამოსახულებების ფარული თუ აშკარა დაკნინება.

„დიდგორის“ მკითხველი

”დიდგორის” რედაქციის კომენტარი: დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობის წერილია ეს პატარა დოკუმენტი, რადგან სიწმინდეთა მკრეხელობა ხომ კაცის კვლის ტოლფასი ცოდვაა! მართლაც, ავიღოთ ახალი სახელმწიფო დროშა, რაზეც ჯვარია გამოსახული, ნახეთ ამ დროშებზე გამოსახული ჯვრის რა შეგინება ხდება მთელი ერის მასშტაბით, ფეხბურთის სტადიონებზე სტვენაში, ბინძურ გინება,  წივილ-კივილში აფრიალებული ჯვრები, როკ – კონცერტებზე აღვირახსნილი ექსტაზების დროს აფრიალებული ჯვრები, ათასგავრი ახალგაზრდული მკრეხელური ორგიების დროს სამარცხვინოდ გმობენ, ხან სახეზე იხატავენ, ხან უკანალზე აქვთ შემოხვეული, ხან გოგონები ბიჭების კისრებზე შემომჯდარი აფრიალებენ, ხანაც შიშვლები უხამსად ჩაცმულ დახურულები ქაჯებივით დახტიან ჯვრიანი დროშებით და ვინ მოსთვლის დროშებზე გამოსახული ჯვრის გაუგონარ შეურაცხყოფას, ეს მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა თავისი ნაც-მოძრაობის ”დიდ რწმენად”!

 

59 Responses to “მკრეხელობა სიწმინდეთა მიმართ”

  1. ლადო Says:

  2. kavkaz Says:

    :)))))))))) ravici,am videos ra komentari unda,vai chvens tavebs ubedurs!!!

  3. ელენა Says:

    ისევ ააგორეს სიცრუის ახალი ტალღა პატრიარქის დაცვაზე და განდიდებაზე, რომ ვითომ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას დავალებით თავისუფლების ინსტიტუტიდან თეა თუთბერიძე და სხვები ებრძვიან პატრიარქს და მის ეკლესიას, არის ერთი ამბავი, აბობოქრდა ხალხი და იცავენ “მოლა” პატრიარქს, მთელი მასმედია ამით არის დაკავებული, ეს ხერხი კარგად ჭრის, ბრძოლა პატრიართან ბრძოლაა ღმერთის წინააღმდეგ, ხალხმა არ იცის კანონები და არც აინტერესებს. ახლა დიდგორის ეს წერილები რომ ნახონ საპატრიარქოს და პატრიარქის მამხილებელი ხალხის რისხვა არ ასცდება დიდგორს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ამაზრზენი სპექტაკლები, სადამდე!!

  4. კანონისტი Says:

    აბა, სახელმწიფო დროშაზე ჯვარი არ უნდა იყოს?? და საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი? ადრე საუფლო კვართიც იყო გამოსახული.

    და თუკი იქნება, მერე რა ვქნათ, როცა ვინმე შერყვნის? ბრალი მისი და ცოდვა მისი.

    პატივცემულო ელენა, ჯერ ერთი ქართულად ელენე უნდა დაწეროთ და მერე, მოლები და ხოჯები თქვენკენ მოიკითხეთ, ირანის სისასტიკით რომ უსწორდებოდა ე.წ. მღვდელი მკალავიშვილი სექტებს. თქვენ გგონიათ რახან ფორმალურად იცავთ სჯულს (იცავთ კი?) ეს ქრისტიანობის დაცვაა??

    რაც ეგ თავზეხელაღებული “სვარშიკი” დააპატიმრეს, იმის მერე კი შეუწყვიტეს დაფინანსება რასელისტებს “საგუშაგო კოშკიდან”. ისე კი ისწავლა მგონი ჭკუა, ახალი კი ზის გუგულივით : ))

  5. ელენა Says:

    თუ შეიძლება რა კანონისტო სამართლიანობის ნისან–წყალი მაინც შეინარჩუნე, შენივე თავის სასიკეთოდ!! კი ელენე უნდა დამეწერა მაგრამ ასე რომ დასდევ სასვენ–ნიშნებს და გრამატიკას, იქნებ იგივე მონდომება გამოგეჩინა საეკლესიო კანონების მიმდევრობაში. რა იყო მოლები ჩემსკენ რატომ მოვიკითხო? შენი პატრიარქი ადიდებს კავკასიის მოლას და მე მოვიკითხო ჩემსკენ? დიდი უსამართლო და უსინდისო ვიღაცა ხარ!

  6. ელენა Says:

    და კიდევ სვარშიკ მკალავიშვილზე იყო აქ საუბარი? რა სულ ეგ გელანდებათ? ჯვარი გამოსახული უნდა იყოს ს\ხელმწიფო დროშაზე მაგრამ საპატრიარქომ როდის მისცა შენიშვნა რომ ფეხით არ უნდა იარონ ჯვრებზე? მოლის სადიდებლად თუ იცლის ხოლმე საპატრიარქო იმისთვის ვერ იცლის რომ ჯვარზე ფეხით არ უნდა იაროს ერს ის ასწავლოს? მაგისთვის ასიათასი მოწამეს თავი მტკვარში გადაყარეს და საპატრიარქო ვერ იცლის? რა გული დაგწყდა რასელისტებზე, ვერ მრავლდებიან არა ძველი წარმატებით და ესეც საპატრიარქო სვარშიკს საყვედურობს? შენ ის სთქვი საპატრიარქოს კანონისტი მეჩეთების აშენებას რომ უწყობ ხელს თბილისის ფორუმზე და მათი რუპორი ხარ!

  7. ელენა Says:

    და კიდევ რას გეტყვი იცი კანონისტო, შენი საყვარელი პრეზიდენტი და შენი საყვარელი პატრიარქი რომ სპექტაკლებს აწყობენ თავისუფლების ინსტიტუტთან განსაკუთრებით თეა თუთბერიძეს რომ ააგორებინეს სათავისო კამპანია, რათა დიდგორის ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა გაათანაბრონ თავისუფლების ინსტიტუტის ბინძურ ამერიკულ ბრძოლასთან, ის მოყევი! შეგარყიათ არა დიდგორმა? და თან ვერ ამხელთ არა საჯაროდ? ვაი შე ამერიკელო იეღოველო “მართლმადიდებელო”, იმიტომ კბენ არა სვარშიკ მკალავიშვილს?

  8. ელენა Says:

    P.S. თან გავიგე ძვირფასო მეგობრებო რომ სვარშიკ მკალავიშვილს საპატრიარქო ირიგებს და დღე დღეზე ყველა დაძაბულად ელოდება როდის მოინანიებს სვარშიკი მკალავიშვილი საპატრიარქოდან განდგომას და დაუბრუნდება მოლების მადიდებელ საპატრიარქოს!და თუ დაუბრუნდა სვარშიკი საპატრიაროს, ალბათ მერე არქიტექტორად გადაიქცევა!

    • კანონისტი Says:

      საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ჯვრის არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდის მერე იყო, რომ თქვენ საპატრიარქოს განცხადებებს ეცნობოდით?

      დავძებნი თუ დევს ინტერნეტ-სივრცეში და გაჩვენებთ.

      შემდუღებლის პროფესია არ არის სამარცხვინო, პირიქით, ძალიან კარგი საქმეა. ისევე როგორც სხვა ხელობა. მე “სვარშიკი” განგებ დავწერე, ბატონი ვასილის მენტალიტეტის აღსანიშნად.

      საინტერესო რამეს დავაკვირდი. წმ. იოანე ოქროპირი ხომ ბრძანებს, მართლმადიდებლობა სამეუფეო გზააო, იგი არც მემარცხენეობაა და არც მემარჯვენეობა. სჯულისგან განდგომაა როგორც “თავისუფლების ინსტიტუტის” ლიბერალიზმი, ისე “დიდგორის” ფანატიზმი.

      ჰოდა, აი ნახეთ:
      “ილია II რუსეთის კგბ-ის მართული აგენტია და მისი საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია. გამცეს პასუხი, რატომ არაფერი განაცხადა მან, როდესაც იოსელიანი მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა?” – “თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადება.

      “ილია II-ის ყოველი ქმედება ანტიქართულია, რადგან ის რუსეთის კგბ-ის აგენტია. მას ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც იოსელიანი მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა.” – “დიდგორის” განცხადება.

      ხედავთ?

      ეკლესიისგან განვარდნა, რაშიც სამწუხაროდ თქვენ ჩაცვივდით, ისევე განაშორებს ადამიანს უფლისგან, როგორც ლიბერალიზმი. შედეგი სახეზეა – თქვენ და “თავისუფლების ინსტიტუტი” ეკლესიის სიწმინდეებზე დუჟმორეული ერთ ხმაში კაკანებთ : )))

      კარგია! როგორც თქვენი ეპისკოპოსის გიორგი ფუხაუთის მამა რუსები ბრძანებენ – так держать !!!! : )))

  9. davit Says:

    ვენაცვალე შენს ქალობას ელენე ქალ–ნათელავ! ლოოლ, რა მაგრად მომეწონა სვარშიკის გადაქცევა არქიტექტორად! ჩაგეთვალოს!

    • ნიკა Says:

      ცხოველსმყოფელ ჯვარს, რომელმაც ჩვენ დაგვანახა მაცხოვარება და გვიხსნა ძველი შეცოდებებისაგან, ღირსი პატივი რომ მივუზღოთ, გვმართებს დიდი მისწრაფების გამოჩენა. ამიტომ გონებით, სიტყვით და გრძნობით მისთვის თაყვანისცემის შემწირველნი ვბრძანებთ ყველგან ფეხით სავალ იატაკზე გამოსახული ჯვრის სახის წაშლას, რომ მასზე მავალთა ფეხით არ დაითელოს იგი და ამით არ შეურაცხყონ ჩვენი ძლევამოსილების საჭურველი. ვინც ამიერიდან იატაკზე გამოსახოს ჯვრის მსგავსება, მათ უზიარებელ ყოფნას ვადგენთ. ( კონსტანტინოპოლის VII მსოფლიო კრების 73 კანონი)

      • ნიკა Says:

        რაც ეგ თავზეხელაღებული “სვარშიკი” დააპატიმრეს, იმის მერე კი შეუწყვიტეს დაფინანსება რასელისტებს “საგუშაგო კოშკიდან”. ისე კი ისწავლა მგონი ჭკუა, ახალი კი ზის გუგული
        ———————————————————————————
        რატომ სვარშიკი? შემდუღებელი. რატომ იგდებთ ამ პროფესიას გამუდმებით მასხარად. მართლმადიდებელს არ შეშვენის ასეთი საქციელი.
        ქ-ო ელენე, ჩვენ მამა ბასილთან და ასევე მის ეპისკოპოსთან საბერძნეთში გვაქვს მიმოწერა, ასე რომ, იგი არ ურიგდება საპატრიარქოს.
        “დიდგორი” – ის პრესსამსახური

  10. კანონისტი Says:

    საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ჯვრის არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდის მერე იყო, რომ თქვენ საპატრიარქოს განცხადებებს ეცნობოდით?

    დავძებნი თუ დევს ინტერნეტ-სივრცეში და გაჩვენებთ.

    შემდუღებლის პროფესია არ არის სამარცხვინო, პირიქით, ძალიან კარგი საქმეა. ისევე როგორც სხვა ხელობა. მე “სვარშიკი” განგებ დავწერე, ბატონი ვასილის მენტალიტეტის აღსანიშნად.

    საინტერესო რამეს დავაკვირდი. წმ. იოანე ოქროპირი ხომ ბრძანებს, მართლმადიდებლობა სამეუფეო გზააო, იგი არც მემარცხენეობაა და არც მემარჯვენეობა. სჯულისგან განდგომაა როგორც “თავისუფლების ინსტიტუტის” ლიბერალიზმი, ისე “დიდგორის” ფანატიზმი.

    ნახეთ:
    “ილია II რუსეთის კგბ-ის მართული აგენტია და მისი საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია. გამცეს პასუხი, რატომ არაფერი განაცხადა მან, როდესაც იოსელიანი მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა?” – “თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადება.
    “ილია II-ის ყოველი ქმედება ანტიქართულია, რადგან ის რუსეთის კგბ-ის აგენტია. მას ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც იოსელიანი მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა.” – “დიდგორის” განცხადება.

    ხედავთ?

    ეკლესიისგან განვარდნა, რაშიც სამწუხაროდ თქვენ ჩაცვივდით, ისევე განაშორებს ადამიანს უფლისგან, როგორც ლიბერალიზმი. შედეგი სახეზეა – თქვენ და “თავისუფლების ინსტიტუტი” ეკლესიის სიწმინდეებზე დუჟმორეული ერთ ხმაში კაკანებთ : )))

    კარგია! როგორც თქვენი ეპისკოპოსის გიორგი ფუხაუთის მამა რუსები ბრძანებენ – так держать !!!! : )))

    • ნიკა Says:

      პასუხი “კანონისტს”
      –––––––––––––––
      ბ–ო ჩემო, შეწყვიტეთ ცილისწამება, ჩვენი ეპისკოპოსი გიორგი ფუხაევი არ არის, არამედ გიორგი ფუხაევი თქვენი დედა ეკლესიის სინოდის ევქარისტიული ძმების პუტინ–მედვედევის მარიონეტული რეჟიმის ეპისკოპოსია. თანაც ეკუმენიზმი, რომელშიც საქართველოს საპატრიარქო დღესაც იმყოფება, სამეუფეო გზა კი არ არის, არამედ ერესთა–ერესია. და კიდევ, ერთი ეშმაკეული წმინდა მოციქულებს მისდევდა და განგებ ადიდებდა, ისე როგორც თავისუფლების ინსტიტუტი განგებ
      ლაპარაკობს სიმართლეს. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს ისე სძულს თავისუფლების ინსტიტუტი, რომ მისით საპატრიარქო თავისი ერეტიკული და ზნეობრივი მძიმე ცოდვების მიჩქმალვას წარმატებით ახერხებს. მაგრამ, გახსოვდეთ, ღმერთს ძალუძს ეშმაკის ეგ დახვეწილი მაქინაციებიც მალე განაქარვოს.
      “დიდგორი” – ის პრესსამსახური

    • ekaterine Says:

      თუ ფრაზების შედარება უფრო გაღელვებთ ვიდრე ფაქტების სიზუსტე, თუთბერიძეზე კარგად არ უნდა გქონდეთ საქმე. დიახ,პატრიარქს ხმა არ ამოუღია როცა ჯაბა იოსელიანი მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა, ახლაც მოხიბლულია მკვლელებით და პუტჩისტებით , ამიტომაც გადასცა ახალაიას ორდენი. გიმთავრდებათ პატრაქმადიდებლობის დრო! ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და გულისამრევ ფარისევლობას ბოლო მოეღოს.

  11. ნიკა Says:

    შემდუღებლის პროფესია, რატომ არის რაიმე დასაწუნი მენტალიტეტის მაჩვენებელი? წმინდა მოციქულები უბრალო მებადურეები იყვნენ და ბადეებს კემსავდნენ და მენტალიტეტს უწუნებთ მათაც? მ. ბასილი მკალავიშვილის ეპისკოპოსი შოტლანდიელი ლორდია და უმდიდრესი ოჯახის შვილი, 8 ენის სრულყოფილად მცოდნე და დიდი განათლების პატრონი. ლონდონის ცენტრში დღესაც მდიდრული სასახლე აქვს. იქნებ მისმა მენტალიტეტმა განაქარვოს მამა ბასილის თქვენს მიერ დაწუნებული “სვარშიკული” მენტალიტეტი. სამარცხვინოა, ადამიანისთვის ასეთი სნობიზმი, მითუმეტეს იმისთვის, ვინც მართლმადიდებლობაზე დებს თავს.

    • ნიკა Says:

      ეპისკოპოს გიორგი ფუხაევს, მამა გიორგი სხილაძემ შესანიშნავი მამხილებელი წერილი მისწერა და “დიდგორი” – ის პრესსამსახურმა მსოფლიოს ყველა მიმართულებით დააგზავნა. ასევე მამა ბასილის სინოდს საბერძნეთში გადაეგზავნა ისტორიული მასალა სამაჩაბლოს და აფხაზეთის, როგორც ქართული სახელმწიფოს ძირძველი ტერიტორიების შესახებ. ეპ. ფუხაევი ძალიან მძიმე ცოდვაშია საქართველოს წინააღმდეგ, და ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ბერძნული სინოდი. თქვენი საყვედურები ამ საკითხთან დაკავშირებით “დიდგორი” –ს მისამართით სრულიად გაუგებარია, რადგან ჩვენც ძალიან მკაცრად ვამხილეთ ეპ. ფუხაევი.

  12. კანონისტი Says:

    ბატონო ნიკა, “სვარშიკობა” უკვე ნიშნავს დაბალი დონის მენტალიტეტს. როგორ აგიხსნათ…

    ფუხაევს რაც შეეხება, იგი კვლავ ევქარისტიულ კავშირშია ბერძნულ სქიზმატურ ე.წ. “წინააღმდგომთა” სინოდთან. ხომ არის ასე?

    ეს სინოდი სამხრეთ ოსეთს თავიანთ საიტზე მოიხსენიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ესეც ხომ მართალია?

    მკალავიშვილი თავის ე.წ. “მღვდელმოქმედებას” ხომ ასრულებს ამ სინოდის ხელდასხმით. ესეც მართალია.

    თქვენ ამ ღალატის გამო არ გიმხილებიათ მკალავიშვილი. ეგეთი თვითმარქვია სინოდების მეტი რაა საბერძნეთში და გადავიდეს სხვაგან. ჭეშმარიტებასთან ყოფნა მაინც არ უნდა და ფორმალურ-გარეგნული ეკლესიები რამდენადაც ვიცი 5-ზე მეტია და მოძებნოს რომელიმე.

    მაგრამ რა დროს ეგ არის, თქვენ ხომ რაც წმინდაა იმას უნდა ეტაკოთ.

    იქამდე კი ერთად იღაღადეთ თქვენ და “თავისუფლების ინსტიტუტმა” სიმართლე… უფრო სწორედ, ე.წ. “სიმართლე” : ))

    • davit Says:

      მომისმინე დოკტორანტ, შენ რომ სვარშიკობა დაბალი დონის მენტალიტეტის მაჩვენებლად მიგაჩნია ეგ არის სწორედ შენი დაბალი მენტალიტეტოის მაჩვენებლი და შენი არაქრისტიანულობის მღაღადებელი. უფალი ბაგასა შინა მოევლინა ამ ქვეყანას რომა შენს მაგ ეშმაკობით დამცრობილ გონებას მაგრე უკუღმართულად და ამპარტავნულად არ ეფიქრა, მაგრამ ხედავ შენა არც უფლის ბაგასა შინა “დაბალმა” მენტალიტეტმა არაფერი გიშველა. ბედშავო, ბედშავო აბა რა საკადრებელია რასაც შენა ეკუმენიზმის სამეუფეო გზით მიმავალი მმოლასთან მლოცველი პატრიარქის შვილი ჰკადრულობ. კაცო გავიგე მიშა სააკაშვილის ფანი ჰყოფილხარ და როდიდან შეგიპყრო თავისუფლების ინსტიტუტის კრიტიკამ, გიგა ბოკერიადან დაწყებული შენმა მასონმა პრეზიდენტმა სულ თავისუფლეის ინსტიტუტით არ დააპროექტა მთელი თავისი მთავრობა. კაცო ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არაა? ან კიდევა ქალაქის მერი აემაგ სოროსული ინტიტუტიდან არაა?

      • davit Says:

        ძალიან შემცდარან მამა ბასილის ბერძნული სინოდი თუ გაცუღლუტებულ და სხვისის ქონების ყაჩაღურად მიმტაცებელ ოსებს დაუჯერეს, მაგრამა შე დალოცვილო იმ ბერძნებთან რას გარბიხარ სასაყვედუროდ, აი ემანდ ეკუმენიმზმის სამეუფეო გზით მიმავალ შენს საპატრიარქოს ჰყვედრე ბომბებს რომ გვაყრიან თავზე იმ კირილერ გუნდიაევის სინოდის ევქარისტიიდან რატომ არ გამოდიხართ თქვე სამშობლოს მოღალატეებოთქო! ჰა? მასე არ აჯობებს? მომიკითხე დათი, სახინკლეში რამდენ ხინკალსა სჭამს ხოლმე პაპისტი პედოფილიის სექტის წევრ მნათეუსთან? მართლა პადრე აკაკი 666 როგორა გყავს ფორუმ.გეზე, რამდენი კატო–ბატო გადაუძახა უკვე თავის მგლურ სტომაქში?

    • ლომისა Says:

      “სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა.”

      თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს
      მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე
      ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა
      და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის
      მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე
      მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში
      ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის,
      ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად
      მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას
      უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები
      ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი
      სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე
      პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და
      ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის
      წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც
      კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი
      სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.

      როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების
      ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.

      ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც
      სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის
      მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც
      მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.

      მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი
      ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.

      ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია.ამით
      დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.

      ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად
      სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.

      ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის
      სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი
      ძალებისადმი შეურიგებლობით.

      სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება
      იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.

      ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა
      შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს
      ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან,
      “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და
      ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.

      ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში
      შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და
      ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი
      გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების
      გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ
      სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა
      თვისითა, იგი შეიწყნაროთ”. (იოანე, 5,43). ეს “სხუაი” ანტიქრისტეა. იგი მოვა
      მომავალში, მაგრამ მისი წინამორბედნი უკვე მოდიან და ვაი მათ, ვინც მათ
      შეიწყნარებს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ მევენახეთა იგავი მარტო ისრაელის
      სამღვდელოებას კი არ ეხება, არამედ მთელს კაცობრიობას. უფალი არ ჩქარობს
      შურისგებას, მაგრამ ამავე დროს გვაფრთხილებს: “ჩემი არს შურისგება და მე
      მივაგო”. ამასთან, აუცილებელია, რომ ათეისტებმა და არამართლმორწმუნეებმა არ
      გვაჯობონ მოყვასის სიყვარულში და სიმართლისათვის თავდადებაში, მამულის
      ერთგულებაში. ერთი დისიდენტი მღვდელი ამბობდა: – დღეს ქრისტიანები როდი
      აღსდგნენ ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებებისათვის საბრძოლველად, არამედ –
      ათეისტებიო. ასეთ ქრისტიანებს მე იმ მღვდელს ვადარებ, რომელმაც ნახა გზაზე
      ყაჩაღთა მიერ გაძარცვული, ნაცემი და ცნობამიხდილი კაცი და არ მიეშველა, თანა
      წარხდა, ხოლო ის ათეისტები, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეობრივი შემართება, მე
      შევადარე კეთილ სამარიტელს.

      დღევანდელი დღის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ათეისტებმა და
      კომუნისტებმა მიატოვეს ბრძოლა რელიგიასთან. მეორე მხრივ, ეშმაკსაც სწამს და
      შიშით ცახცახებს კიდეც ღვთის წინაშე, მაგრამ გამოსწორება არ ეტყობა.

      “სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს!” – ბრძანებს იაკობ მოციქული. ვიყოთ
      ქრისტიანები და გეორგიანელები საქმით – აი, ჩვენი მოწოდება.

      ზვიად გამსახურდია

      15 ივნისი, 1993 წ.

  13. davit Says:

    კაცო ეტყობა რაღაცა ძალიან დიდ ხიბლში ვარ, ლოოლ! დოქტორანტი სწერს პატრიარქზე რომა რაც წმინდაა თქვენც იმას უნდა ეტაკოთო! ვაიმე მიშველეთ რამე, ეგზორციზმი ან მე ან დოქტორანტს ააქვს ჩასატარებელი. კაცო მოლა დიდი მაგალითის მიმცემია ახალგაზრდა თაობისთვინაო, ესაა კაცო წმინდა ნათქვამია?

    • davit Says:

      მეც არ გამიკვირდა “წმინდა ჩეფჩიკას” ძმა ლევანი და კახა კუკავა რაზედ დარბოდნენ მარნეულში მოლების დღესასწაულზე და ძლივს ჩავხვდი დღეს, პატრიარქს დაუჯერეს რომ მაგალითის მიმცემ ქრისტეს უარმყოფელ მოლებთან ირბინონ მისალოცად ხოლმე, საწყალი სვარშიკი კიდევა მარნეულში იაღოვას მოწმეების კონგრესების ჩასაშლელად დარბოდა, ნუ მაღალი მენტალიტეტი მოლა–ხოჯათა დალოცვა–მილოცვა დასაპატრიარქოში საპატიო მიღებაა! ნუ მაგარ ხიბლში ვარ რაღაც ცუდად არის ჩემი საქმე. ქრისტე არა ეტყობა მოლა–ხოჯა უნდა გავიხადო მაგალითის მომცემად!

  14. geo_geo Says:

    ise ra aris ici? aq rom komentarebshi davaa wamochrili me mgoni cota sxva temazea,aq ert ertma agnishna rom aba gerbze wminda giorgi ar unda iyoso? an kide droshaze jvario? kitxva ara sworad dasmuli ubralod,jvris gamosaxvas ki aravin ewinaamdegeba,an imas ki ara rom es vinmem konkretulad sheuracyo,es mas moetxveba ra tmqa unda,ubralod swored saxelmwifos mxridan xdeba wminda giorgis gamosaxulebis gamoyeneba aqcizur markebze,ase araa? da aseve jvrebis gamosaxva sxva da sxva produqciaze gana ase araa?
    amazea aq sakitxi dasmuli rom tu es chventis siwmindea,mashin ragato vgmobt nebsit tu unebliet, xom sheidzleba saxelmwifom kokretuli zomebi miigos,magram visac rwmena ar aqvs, mas krdzalvac ar aqvs, shesabamisad xdeba asec rom wminda giorgis xatebi nebsit tu unebliet quchashi yria? da udierad vepyrobit.!!!

  15. კანონისტი Says:

    მე რა მაინტერესებს დავით, მკალავიშვილივით შენც გეშინია თუ მოახერხებ პირადად რომ დამეკონტაქტო?

    თუ ჩემნაირ ერეტიკოს-ეკუმენისტ-მუსლიმ-ბუდისტ ქმნილებასთან კონტაქტს არ კადრულობ??? : ))

  16. a.sanduxaZe Says:

    ისე რა აურზაური ასტეხეს, ნეტა თუ სჯერა ვინმეს ამ ალიაქოთის?
    “ნეტარ არიან მორწმუნენი!”
    მშვენივრად იციან ორივე მხარემ ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთმანეთის “გამაგრება”.
    ეს ყველაფერი შავი ძაფით დაბლანდული გულისამრევი ვაკხანალიაა, ან კიდევ რატომ უნდა იყვნენ ერთმანეთის უკმაკოფილონი?
    როდის არ დაუდგენ ერთმანეთს მხარში?
    რავა დაუძახეს შიოლაშვილს და არ გამოცხადდა მიშას პიარ აქციებზე თუ, რავა დააკლო ინაუგურაციებზე ლოცვა-კურთხევა თუ, განა ამ ხელისუფლებისადმი მადლიერებით გაჟღენთილი არ არის მისი ეპისტოლეები თუ?

    რავა მიშამაც არ დაუფასა ამაგი თუ? იმ ხანებში არ ჩაახუტა 29 მილიონი თუ?
    აქ ეკა თუთბერიძე ამ სპექტაკლის მორიგი მოქმედების მთავარი პერსონაჟია და მეტი არაფერი.
    ბატონებო დღეს ასეა საჭირო და აკეთებენ იმას რაც საჭიროა, აბა ხალხს მორიგ სანახაობას ხომ არ მოაკლებენ, შიგადაშიგ ვაკუუმი რომ არ დარჩეს მის ამოსავსებათ ასეთი რამეები ზედგამოჭრილია.

    მე ერთი რამ მაფიქრებს, “საზოგადოების რისხვას” ისინი სულ მალე სხვას დაუმიზნებენ და ეს სხვაც ის იქნება ვინც ანგარების გარეშე, ღვთიური ჭეშმარიტებისტვის იბრძვის და არა ყალბი “სამართლიანობისთვის”.

    და მებრალება ჩვენი საზოგდოება, იქ პირდაფჩენილი თევზი რავა ყოველ ანკესზე ეგება?
    მაგრამ უფალი დიდია და მისი სამართალი მარადიული!

    სულ მალე დადგება დრო როცა ამ უკუნს განათებს სულ პაწაწინა სანთელი – სიმართლე!

    • daviti Says:

      გაიხარეთ სანდუხაძე და ეკატერინე, სწორად და სამართლიანად დაწერეთ ყველაფერი. დააკვირდით ერთ რამეს, საპატრიარქოს სამღვდელოებას და ძირძველ მრევლს, შევარდნაძის მომხრეებს, ახლა კიდევ სააკაშვილის მომხრეებს და კიდევა თავისუფლების ინსტიტუტს როგორ ერთნაირად სძულთ ზვიად გამსახურდია, ახლა კიდევ საინტერესოა ესე ერთ ხმაში რატომ ლანძღავენ “სვარშიკ” მკალავიშვილს, დააკვირდით ხოლმე თბილისის ფორუმზე ახსენებს ვინმე თუ არა მაღალი მენტალიტეტის ზვიადს და “დაბალი” მენტალიტეტის მკალავიშვილს რა ლანძღვა–გინების და გააფთრებული სიძულვილის კორიანტელი ატყდება ხოლმე, გაკვირვებასა ვარ. დასარბევი იყოო, დასამხობი იყოო, დასახვრეტი იყოო, ეგ დიქტატორები და მოძალადეებიო, ისეთ ინკვიზციურ სიტყვებსა სწერენ ეს გუმანოიდები “ჩაუშესკოსა” და “სვარშიკზე” რომ კაცს შეგეშინდება ნუ ხელში რომ ჩაუვარდეს მაგათ ვინმე მათი გამმართლებელი ხალხი მგლებივით კბილებით დაფლეთავენ ასეთ ხალხს. მაინც რატომ ხდებიან ხოლმე ეს გუმანოიუდები ასეთი მოძალადე სისხლისმსმელები?

      • daviti Says:

        და კიდევა ბატონ ნიკასა მინდა ვთხოვო, განგვიმარტოს რა ჩვეულებრივი კაცისმკვლელი და მამულის დამცველი ჯარისკაცი ,რომელიც შემოსეულ მტერს ჰკლავს და თანაც მრავალს, ეკლესიის კანონითა ორივე მკვლელია? და თუ ასე არ არის, ძალიან თუ შემოგესივნენ სარწმუნოების მტრები, ისე რომა ნახევარი ქვეყანა გადაიბირეს, და ერთი ორი თუ შემოულაწუნე ამ გათავხედებულ მოძალადე რწმენის მტერსა ამაზე ასეთი გმინვა რატომ არის ატეხილი ამ გუმანოიდების მხრიდან ? მე მაგალთად ძალიან მომეწონა აქ დიდგორზედ გამოქვეყნებული ღირსი იოსებ ვოლოცკელის წერილი, მარამ ახლა დოქტორანტისთვის რუსი წმინდა მამები ავტორიტეტი არ არის, სამაგიეროდ მოლა და დარვინისტი აკაკი 666 ია მისთვინა მაღალი მენაალიტეტის ავტორიტეტნი და სვარშიკის სიძულვილით აღშფოთებულ გულსა მათი სიყვარულით და ფოტ–დეფილეებით იგრილებს.

  17. daviti Says:

    ისე რაზე მეცინება იცით, დოქტორანტი პადრე ჯუზეპე პაზოტოსთან და პადრე აკაკი 666 თან რომაა გამოჭიმული აწ უკვე რწმენაში მიხრწნილ მნათეუსთან ერთად ფოტოზე, მამა ბასილმა მკალავიშვილმა რომ სთხოვოს დოქტორანტს მოდი ფოტო ერთად გადავიღოთო, შისი დაბალი მენტალიტეტით შიშით გარეტრეტებული დოქტორანტი საქართველოს გადაახტება და ვატიკანში ურჩხულის ხატტანნ აღმოჩნდება.

    • daviti Says:

      კაცო დოქტორანტ, შენი კი არ მეშინია ძმაო, რატომ უნდა მეშინოდეს შენი, შენც და მეც ორთავენი ჩვენმა საყვარელმა უფალმა გაგავაჩინა და გულწრფელად მიყვარხარ, ისე როგორც ნაბრძანები გვაქვს სახარებიდან, მაგრამა ძმაო, შენში ჩასახლებული ბოროტი დემონებისა ძალიან მეშინია, რომა დაღუპვას და სამუდამო ტარტაროზს გიმზადებენ.

      • ნიკა Says:

        daviti Says:
        ოქტომბერი 25, 2009 დრო 3:35 pm
        და კიდევა ბატონ ნიკასა მინდა ვთხოვო, განგვიმარტოს რა ჩვეულებრივი კაცისმკვლელი და მამულის დამცველი ჯარისკაცი ,რომელიც შემოსეულ მტერს ჰკლავს და თანაც მრავალს, ეკლესიის კანონითა ორივე მკვლელია?
        ———————————————
        პასუხი დავითს:
        —————–
        ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება. ერთი და იგივე საქმე ზოგი მიზეზით და ზოგ დროს უჯეროა, ხოლო ზოგი საფუძვლითა და ზოგჯერ საპატიებელი და საქებარიც კი. (წმ. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ). დააკვირდით რას ამბობს წმინდა მამა “ერთი და იგივე საქმე ზოგი მიზეზით და ზოგ დროს უჯეროა, ხოლო ზოგი საფუძვლითა და ზოგჯერ საპატიებელი და საქებარიც კი”. ასევეა რწმენის საკითხიც მომძლავრებელ მტრებზე. როცა ერეტიკოსები თავისთვის არიან და არ ეწევიან მართლმადიდებელი სახელმწიფოსათვის საშიშ პროზელიტიზმს, მაშინ უჯეროა მათი დევნა და მათზე ძალადობა, მაგრამ თუ ისინი მართლმადიდებელი ერის საშიშ გადაგვარებას ეწევიან, მაშინ არსებობს ამის შემაკავებელი საეკლესიო კანონებიც და მალე გამოვაქვეყნებთ ამ კანონებს. ასევე სწორად შენიშნა დავითმა, ამ მხრივ მართლაც ღვთივსულიერად განნმარტებელი წერილია ღირსი მამის იოსებ ვლოცკელის წერილი და ვეცდებით მეორე ნაწილის თარგმანიც მალე გამოვაქვეყნოთ.
        “დიდგორი” – ის პრესსამსახური

      • კანონისტი Says:

        ჰოდა, ძალიან კარგი, თუ არ გეშინია.

        გელოდები კონტაქტზე:
        Skype – davit1983
        e-mail – davitchikvaidze@yahoo.com

      • nana Says:

        ar endo didgoris gulshematkivaro davit magat skaypebs. me vfiqrob, spec-samsaxurebi aqtiurad mushaoben mama jemalebis, gvelis wiwilebis, mnateusebis, jvarosnebis da sxva gadagvarebuli zneobis xalxis meshveobit. ager vigac sabralo gogo gamoujeria “mama jemalas” da misi skaipshi nabjuturebi dado sajarod tbilisis forumze. done naxe magati saeklesio ganxilvis. ai aq:
        http://forum.ge/?f=84&showtopic=34029868&st=30

  18. nana Says:

    nodar ladaria “sociograma”, jvarosnebis erT-erTi sulieri mama gaiWra media-sivrceSi.
    http://imedi.ge/?p=1209

    • dato (lenon) Says:

      miuxedavad imisa rom bevr rameshi ar getanxmebit, chemtvis es saiti mraval sakitxsi religiuri swori ganatlebis wyarod iqca. tbilisis forumze vpostav xolme magram iq ver pasuxoben bevr rames. an sakutar interpretaciebs aketeben. me ki maintresebs vinmes interpretacia ki ara aramed eklesiis da religiata obieqturi gamokvleva. am mxriv tqventan bevri rame gavarkvie. mainteresebs ori rame. 1. ratom da ris safuzvelze krzalavs wiakokonobas martlmadidebelta eklesia. 2. tu hallowenas dgesaswauli itveleba satanurad da warmartulad ratom ar itveleba igive saklavebis kvla “rqebdagrexili Wedilebis’ lomisobebsa da tazrebsi. sadac sisxlis mdinareebia xolme salocavebtan tu qalaqis tazrebsi. gtxovet gannmimartet eklesiuri mecnierebit da ara sakutari interpretaciit.

      • ნიკა Says:

        პირველი პასუხი დათოს(lenoni)
        ________________
        “ზოგიერთები თვის დასაწყისში სავაჭროს, ან თავიანთი სახლის წინ ანთებენ ცეცხლს, რომელსაც ახტებიან გიჟებივით ძველი ჩვეულებისამებრ. ამიერიდან ამის ქმნას ვკრძალავთ და ამის შემდეგ ვინც ასეთი რამე გაბედოს, თუ სასულიერო პირი იყოს – განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს – უზიარებელ იქნეს. მეფეთა მეოთხე წიგნში (რომელიც აგრეთვე კრძალავს ამგვარ საქციელს) წერია: “აუშენა მანასემ ცის ყველა ძალას საკურთხეველი უფლის სახლის ორ ეზოში და გაატარა თავისი შვილები ცეცხლში. მისნობდა იგი, მოიხმო მკითხავები და მომავლის წინასწარმეტყველნი განამრავლა უფლის წინაშე ბოროტის საქმნელად და მის განსარისხებლად. (4 მეფეთა 21, 5–6).” (კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო კრების 65 კანონი.)

  19. ნიკა Says:

    მეორე პასუხი დათოს.
    –––––––––––––––
    hallovenis “დღესასწაული” არის კერპთაყვანისმცემლობა, კერპების თაყვანისცემა კი ღმერთის მიერ პირველ რიგში ათი მცნებით იკრძალება. თანაც ყველა ნიშნით ამ ამაზრზენი ვაკხანალიის რიტუალური მსახურება არის ღვთის მარადი მტრის სატანის განდიდება. ასეთ დღესასწულში ვინც მონაწილეობას იღებს, იგი აშკარად და შეგნებულად განადიდებს ქვესკნელის ძალებს, იმდენად აშკარაა ამ ზეიმის ბოროტქმედებათა გარეგნული სახიერება. ხოლო რაც შეეხება, საკვლავთა კვლას, ანუ მართლმადიდებლურ ტაძრებში პირუტყვის და ფრინველის მსხვერპლშეწირვას, ეს თავად უფალმა დააწესა ძველი აღთქმის ეკლესიაში ცოდვათა გამოსასყიდად. ხოლო ქრისტეს განკაცების შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ უფალმა თავისი ჯვარცმით და სიკვდილით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები, მაგრამ ეს ჩვეულება (პირუტყვის შეწირვა) მაინც დარჩა. მაგრამ ხალხი არასწორად აკეთებს ხშირ შემთხვევაში საღმრთო შესაწირავს. საღმრთო როცა შეიწირება, იგი წმინდად უნდა აღსრულდეს. შეწირული სუფრა უნდა დაილოცოს ღვთის დიდებით, არ შეიძლება საღმრთო სუფრაზე სიგარეტის მოწევა, დათრობა, უდიერება, ბილწსიტყვაობა. და რაც მთავარია, ამ საღმრთოს მთავარი აზრი არ იციან, თუ მიტოვებულ სალოცავში შეიწირება, ნაწილი შეწირულის საზრდელი უნდა დაურიგდეს ღარიბ–ღატაკებს და ქვრივ–ობლებს. ხოლო თუ ტაძარში, ტაძარში შეწირული მსხვერპლი არ უნდა დაიკლას, არამედ სადმე ტაძრის გარეთ უნდა იყოს სამსხვერპლო და სამღვდელოებამ ასევე უნდა დაურიგოს ამ შეწირულის ნაწილი ღარიბებს, უპატრონო ბავშვებს და მოიკითხოს პატიმარნი და ავადმყოფები. შეწირული მსხვერპლის ნარჩენები უნდა დაიმარხოს. საღმრთოს არასწორი და არაწმინდებით შეწირვა იწვევს პირიქით ღვთის განრისხებას და ხშირად გვსმენია საღმრთო სუფრის შემდეგ ჩხუბი და სიკვდილიანობა.

    • dato (lenon) Says:

      tqven naxet patriarqis damcirebis video tutberizianoabanzoba? ratom ar gamotqvavt sakutar azrs? tu gagixardat da etanxmebit?

  20. Otherguy Says:

    salami kvelas,

    mec vtvli rom halloween aris carmartuli dgesascauli, magram mgoni aq ert ramestan gvakvs saqme:

    halloween imitom ki ar gamokavs aq zogs cudad radgan carmartulia, aramed imitom rom kartuli araa…

    exla berikaoba, lomisoba, chiakokonoba da mravali sxva rom gverdze gadavdot, tviton kartvel xalxshi aris uamravi sxva carmartuli elementebi…

    crurcmenebis da carmartuli gadmonashtebis simravle cxadia gansakutrebit mtashi da soflebshia, magram arc kalakia amis gareshe…

    magram ratomgac am xalxs ver ubedaven religiuri pirebi gakritikebas, magram tineijerebi rogorc koveltvs dabali gobe ebi arian, mitumetes rom mati carmartuli dgesascauli ucxouria da kartuli…

    esaa da es risi tkmac mindoda, me piradad ar momcons halloween, arc arasdros vkopilvar, ubralod chem azrs gamovtkvam…

    da kartul sazogadoebashi bevrad ufro uaresi antikristuanuli rameebia vidre halloween, es namdvilad faktia…

    pativiscemit,

    Otherguy

    • ნიკა Says:

      პასუხი_Otherguy – ის:
      ––––––––––––––––––
      მერედა არ დავწერეთ აქ საეკლესიო კანონი დათოს (ლენონი) კითხვაზე პასუხად ჭიაკოკონობის წარმართული ზეიმის აკრძალვაზე? არ წაიკითხეთ? წაიკითხეთ, თუ შეიძლება, ზედა კომენტარშია. აგრეთვე, დიახ, ბერიკაობაც არის სატანური რიტუალური დღესასწაული და ამასაც ახლა ვწერთ აქ, რადგან მანამდე ეს საკითხი არ წამოჭრილა. მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი არა მხოლოდ კრძალავს, არამედ შეაჩვენებს ასეთ ვაკხანალიებს. ახლა რაც შეეხება, “ლომისობას”, საიდან მოიტანეთ, რომ “ლომისობა” წარმართულია? ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის ერთ–ერთი საეკლესიო დღესასწაული. ლომისის წმინდა გიორგის სახლობის მართლმადიდებლური ტაძარი არის დუშეთის რაიონში – მლეთაში. ადრე მიტოვებული იყო და ახლა საპატრიარქომ იქ მღვდლები დაადგინა. ასევე საღმრთოს შეწირვა მთიულეთის მართლამადიდებლურ სალოცავებში თუ ქალაქის ტაძრებში არ არის წარმართული, არამედ ბიბლიურია. და ამაზეც ამავე წერილს ზედა კომენტარში დათოს გამოვუქვეყნეთ პასუხად ახსნა. თუ რამე კიდევ გაქვთ შეკითხვა, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. (“დიდგორი” – ის პრესსამსახური)

      • ნიკა Says:

        dato (lenon) Says:
        ოქტომბერი 30, 2009 დრო 3:17 pm
        tqven naxet patriarqis damcirebis video tutberizianoabanzoba? ratom ar gamotqvavt sakutar azrs? tu gagixardat da etanxmebit?
        ————————————
        პასუხი_დათოს (ლენონი)
        ––––––––––––––––––––––
        დიახ, ვნახეთ, ეს ბინძური ვიდეო. და რატომ არის დამცირებული მხოლოდ პატრიარქი? დამცირებულია ჯვარი, რომელიც მის საპატრიარქო ქუდზეა გამოსახული, დამცირებულია მ. სააკაშვილიც, რომელსაც ვითომ პატრიარქი აგინებს. და რაც ყველაზე ამაზრზენია, დამცირებულია საერთოდ მღვდლობა და გაშარჟებულია მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მნათობის წმინდა ბასილი დიდის სახელი. და ვინ არის ამაში დამნაშავე? ისევ საპატრიარქო, რადგან თბილისის ფორუმზე რომ ღმერთის, მისი წმინდა მოციქულების, მისი წმინდა მამების ამდაგვარივე გინებათა და ბილწსიტყვაობათა მრავალგვერდიანი გმობა იყო, საპატრიარქოს ერთხელაც არ გაუპროტესტებია, მაშინ როდესაც მისი მრევლის იუზერები განაგებენ ამ ფორუმს. ახლა რაღამც პირადად ილია მეორეს აკადრეს ეს გინება, მხოლოდ ახლა აღშფოდნენ. ჩვენ კი ვაპროტესტებდით ადრეც და დღესაც ვაპროტესტებთ “თბილისის ფორუმი” – ის სიწმიდეთა მკრეხელობას და შევაჩვენებთ ამ ბინძურ ვიდეოს და მის ავტორთა ავხორცულ გმობასაც. და რაც მთავარია, პირველ რიგში შევაჩვენებთ ეკუმენიზმს, რომელშიც ქმედით მონაწილეობას დღესაც იღებს როგორც პატრიარქი, ისე მისი სინოდი და ისე მთელი საპატრიარქო. (“დიდგორი” – ის პრესსამსახური.)

  21. Otherguy Says:

    პასუხი ნიკა-s:

    gasagebia diax, magram

    mtashi, rogorc maxsovs lomisoba aginishneba ivnisis dasackisshi, ikvleba uamravi cxoveli(kerzod cxvari) da sciraven lomiss… (agdgomidan 7 kviris mere agnishnaven lomisobas… es tarigi cminda giorgistan mimartebashi ar maxsovs)

    nutu zogadad uarkopt rom karvel xalxshi uamravi carmartuli tradiciaa? tumca ar vici romeli ufro misaxedia, shemorchenili carmartoba tu gaunatlebloba xalxis didi nacilis? (xalxis nacils samebis idea ar esmit, eklesiuri xalxi ambobdes- ieso kmnilbaao, an rom mama dzeze didiao, gaugonari ambavia… zogi kitxulobs xolme – sulicminda gmerti saidan moitanet, arasdros gamigiao…)

    bolos, me gkitxavt ert rames:

    nazvis xe iko carmartul da satanistur ritualebshi adre gamokenebuli, exla rom salxshi umetesoba kartvelebs udgat, ras mivacerot? carmartul rituals asruleben?

    • ნიკა Says:

      Otherguy Says:
      ოქტომბერი 31, 2009 დრო 4:51 pm bolos, me gkitxavt ert rames:

      nazvis xe iko carmartul da satanistur ritualebshi adre gamokenebuli, exla rom salxshi umetesoba kartvelebs udgat, ras mivacerot? carmartul rituals asruleben?
      ————————————————————–

      პასუხი Otherguy – ის:
      ––––––––––––––––––––––

      ВОПРОС: Можно ли ёлку ставить в церкви и какое отношение имеет ёлка к празднику Рождества Христова?
      ОТВЕТ: Ровно никакого, и ставить ёлку в церкви совершенно неуместно. Это — обычай, может быть, и не плохой и вреда не приносит, как всякая детская забава или развлечение, но вовсе не церковный. (еп. Аверкий (Таушев)

  22. Otherguy Says:

    aha gasagebia, magram halloween-s roca patarebi agnishnaven(15 wlamde), mashin araa “детская забава или развлечение”?

    me ar vemxrobi halloweens, magram pirvel rigshi damokidebulebaa mTavari saerTod…

    chemi azrit kristians ar sheefereba halloween-ze casvla, magram saubaria chamokalibebul kristianebze(15 wlis mere) da saubaria cheshmarit kristianebze, vistvisac kristianoba ubralo kveknis religia ki araa, aramed cxovrebis cesia.🙂

    kristianul sulierebas egeti gartoba, gindac ubralod maskaradi ikos(striptiz shows da sxva garkvnilebebis gareshe), ar sheefereba.🙂

    • ელენა Says:

      მომისმინე, ნაძვის ხე სადაც ბავშვები ფერად სათამაშოებს, ტკბილეულს და თოვლის ქულებს აბნევენ და ამით ხალისობენ ეს და ჰალოვენის ორგია ჩონჩხებით, თავის ქალებით, შიშველი რქებდადგმული კუდიანი ქალების მკვდართა ჩონჩხებთან ხვევნა–კოცნით და ათასი საზიზღრობით ერთი რანაირად არის. უბრალოდ ნაძვის ხის ლამაზი და უვნებელი გართობა არანაირ კავშირში არ არის ეკლესიურ წეს_ჩვეულებასთან და ეს მეუფე ამბერკი ტაუშევმა ნათლად განმარტა.

      • ელენა Says:

        მართლმადიდებელ ქვეყანაში ეშმაკის თაყავანისცემის ასეთი ზნედაცემული ორგიები არა მხოლოდ ყველა ქრისტიანის, არამედ ყველა თუნდაც სხვა რწმენის ან ათეისტი და პატიოსანი ზნეობრივი ადამიანის უფლებების შელახვაა! დაუჩემებიათ დემოკრატია და ადამიანის უფლებებიო, მაგ გახრწნილი ხალხის უფლებები არ უნდა შეილახოს და და მაგათი სიბინძურის ტალახით ჩემი უფლებები რატომ უნდა შეილახოს ვერ გავიგე, ჩემმა შვილებმა რატომ უნდა უყურონ მაგათ გახრწნილებას და გაიხრწნენ, ეს არ არის ჩემი ოჯახის უფლებების შელახვა! მაშინ მოკლან, გაუუპატიურონ, გაქურდონ ხალხი და რატომ უნდა ავკრძალოთ ამ ლოგიკით დამნაშავე სამყაროს უფლებები?

  23. ელენა Says:

    ძალიან დიდი უბედურებისკენ მივექანებით, პატიოსნება, ზნეობა, ადამიანური სიწმინდე გადათელილია ამ გახრწნილი დემოკრატების და ადამიანთა უფლებების ფსევდო დამცველებით, საზიზღრობაა დღეს რაც საქართველოში ხდება!!!და თუ დაგვსჯის უფალი ხმა ამოსაღები არარა გვაქვს!

  24. davit Says:

    კანონისტი Says:
    ოქტომბერი 27, 2009 დრო 10:28 am

    ჰოდა, ძალიან კარგი, თუ არ გეშინია.

    გელოდები კონტაქტზე:
    Skype – davit1983
    e-mail – davitchikvaidze@yahoo.com
    ///
    აი დავცქერი ჩემი საყვარელი ძმის დოქტორანტის მისამართებს, ერთი სული მაქვს მართლა გავუბა არასაჯარო მუსაიფი, მაგრამა მისი ძალიან დაბალი მენტალიტეტის გამო თავს ვიკავებ!

  25. კანონისტი Says:

    არა უშავს დავით. რას ვიზამთ… ყველა მაღალი დონის ვერ იქნება : ((

    • ნიკა Says:

      აქ საქართველოს საპატრიარქოს დაი ეკლესიის სამღვდელოება(იერუსალიმის საპატრიარქო) პირადად იქნევს მუშტებს ”სვარშიკისაგან” განსხვავებით.

      • dato (lenon) Says:

        Tqven dawereT batono nika: “პასუხი_დათოს (ლენონი)
        ––––––––––––––––––––––
        დიახ, ვნახეთ, ეს ბინძური ვიდეო. და რატომ არის დამცირებული მხოლოდ პატრიარქი? დამცირებულია ჯვარი, რომელიც მის საპატრიარქო ქუდზეა გამოსახული, დამცირებულია მ. სააკაშვილიც, რომელსაც ვითომ პატრიარქი აგინებს….”
        axla me mainteresebs Tqven-didgori nebsit tu unebliet tavisuflebis institutis gverdit rom dgebit tu atyobt. eseigi isini: tea tutuberize da sxvebi ar sheebrzolebodnen sapatriarqos mattvis sashishni rom ar iyvnen sapatriarqos samgvdeloeba, ratom sheebrzlolebodnen tu martlmadidebeli arar aris sapatriarqo? mat-tavisuflebis instituts tqveni-didgoris brzola awyobs, mat wisqvilze asxamt wyals da mat miznebs etanxmebit, eseigi seqtebis wisqvilze asxavt wyals, radgan seqtebis dakanoneba swored tavisuflebis institutis miznebshi shedis da sapatriarqa aris mati ertaderti barieri, aba gandgomil mgvdlebs: giorgi sxilazes, bostonel aroshvilebs vin gaucevs angarishs isini tavisusflebis institutitstvis arafers warmoadgenen, rogorc mkalavishvili hyavdat cixeshi ise magatac daiweren, xolo sapatriarqos mteli eri udgas gverdit da verafers xdebian, tqven da gandgomili mgvdlebi ki mat miznebs asrulebt.

      • ნიკა Says:

        pasuxi daTos (lenon): ბატონო ჩემო, ჯერ ის უნდა გამოიძიოს ადამიანმა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა რა არის, და მერე უნდა გამოიტანოს დასკვნები, ვინ არის ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების მტერი. თქვენ ბრძანებთ, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” წისქვილზე ვასხამთ წყალს, როცა ვამხელთ პატრიარქის და მისი სინოდის სჯულგანდგომილობას? (ამ განდგომილების მღაღადებელი ფაქტები ”დიდგორი” – ზე მრავლად არის მოხმობილი თავად საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთებიდან).

        მაშინ გამოდის უფალი, მისი წმინდა მოციქულები და მართლმადიდებლობის სვეტი და სიმტკიცე – წმინდა მამები ”თავისუფლების ინსტიტუტის” (ეშმაკის მიმდევართა) წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც ერესებს ამხელენ? ხედავთ, რა აბსურდამდე დადის თქვენი ლოგიკა. ამას იმიტომ გიწერთ, რომ ჩვენი გამოგონილი ხომ არ არის წმინდა მოციქულთა კანონები, რის მიხედვითაც პატრიარქი და მისი სინოდი მართლმადიდებლები აღარ არიან და განკვეთას და შეჩვენებას გადაეცემიან. ეს ორივე ძალა: ეკუმენისტური საპატრიარქო და ამერიკიდან მართული ”თავისუფლების ინსტიტუტი” – მართლმადიდებლობის ძირისგამომთხრელები არიან. მათი დახასიათება ასე შეიძლება, ერთი კონსერვატორული ერესია(საპატრიარქო), მეორე კიდევ მოდერნისტული (”თავისუფლების ინსტიტუტი”), ხოლო ორივე ერთად – მართლმადიდებლობის მტრები. თქვენ ნუ გატყუებთ ის, რომ ანაფორებში და სიწმინდეებში შემოსილნი არიან. ამაზე ხომ გვაფრთხილებს უფალი, ნუ ენდობით ცრუ მოძღვართ, ”სამოსელითა ცხოვართა, ხოლო შინაგანად იყვნენ მგელ-მტაცებელ” (მათე 7, 15). ასე რომ, ეკუმენისტური საპატრიარქო ცხვრის ქურქში გადაცმული მგელია, ხოლო ”თავისუფლების” ინსტიტუტი – ქურქის გარეშე, ხილულად გარსემოჯარული, შიშველი მტაცებელი მგლები. რა საერთო აქვს, ან ერთს, ან მეორეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან? არც არაფერი, ისე როგორც, რა საერთო აქვს ქრისტეს ბელიართან? ძალიან სამწუხაროა, რომ მრავალი პატიოსანი, ეროვნული იდეალების ერთგული ქართველი, რომელიც არ იცნობს სიღრმისეულად მართლმადიდებელ სჯულს, ეშმაკის მიერ დაგებულ ამ მზაკვრულ მახეში ეგება, და საპატრიარქოს გულშემატკივრობით, ვითომდაც ”თავისუფლების ინსტიტუტთან” მებრძოლნი, სინამდვილეში ანტიქრისტეს მომხრეთა ბანაკში ხვდებიან. როდესაც მგლები იბრძვიან, შიშველი მგლისგან განრიდებულნი არ უნდა დადგეთ, ცხვრის ქურქიანი მგლის გვერდით, რადგან მისი ბუნებაც ხომ მტაცებლურია და სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს ადამიანთათვის. დადექით მტრედის- სულიწმინდა უფლის გვერდით, რომელის მადლშიც ჰგიებს ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. ღმერთმა გაუნათოს სულიერი თვალი ყველას.

        (”დიდგორი” – ის პრეს-მდივანი)

  26. ნიკა Says:

    p.s. ”თავისუფლების ინსტიტუტი” – ზე როცა ვწერთ, არ მოიაზრება წარსულში გიგა ბოკერია და აწმყოში კიდევ მხოლოდ თეა თუთბერიძე. ”თავისუფლების ინსტიტუტის” მხედრობა არის სექტები. და თეა თუთბერიძის მხარდამხარ აქტიურად იბრძვიან კათოლიკური ”ეკლესია”, ევანგელისტურ-ბაბტისტური სექტა და ვებ-საითები ”რელიგიონ.გე” და ”ჯვაროსნები”, რომელთა სულისჩამდგმელები არიან სოციოგრამა ნოდარ ლადარია, პადრეები: მალხაზ სონღულაშვილი, ჯუზეპე პაზოტო და ბასილ კობახიძე. ყველა ესენი კი საპატრიარქოს მიერ დაფასებული ხალხი იყო და ახლა რას ვერ იყოფენ? მართლაც, რომ ხაფანგია მათი ვითომ ეს ბრძოლა და სააკაშვილის ხანის ეს დაპირისპირება. იკითხავთ ალბათ, რით აიხსნება ქურქიან და უქურქო მგელთა ეს შეჭიდება? ვფიქრობთ, რომ საპატრიარქოს დიდი ქონების და ქვეყანაში მისი ლიდერობის შური სჭირთ მოდერნისტ უქურქო ”მგლებს”. ეს არის და ეს.

    • ნიკა Says:

      გიგა ბოკერიას ახალი შემცვლელი გამოვიდა საქართველოში სექტების დამკვიდრების ასპარეზზე. მისი სახელია ბექა მინდიაშვილი. იგი თეა თუთბერიძესთან, პაპისტ მნათეუსთან, ბაბტისტ ვასილ კობახიძესთან და სხვებთან ერთად აქტიურად მოქმედებს, და წარმოადგენს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის საბჭოს ხელმძღვანელს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ და თავიანთ ქართველ ადეპტებს ნერგავენ მასმედიაში. დააკვირდით, იმედის ტელე-მაუწყებელობაში სექტების პროზელიტიზმისთვის ჩანერგეს ყოვლადმკრეხელური ჟურნალის მესვეური ნოდარ ლადარია (სოციოგრამა). პირველ არხზე კი ერეტიკული პროზელტიზმისთვის არენა მისცეს იეღოველთა სექტის უფლებების აქტიურ დამცველს დავით პაიჭაძეს. ნახეთ, დავით პაიჭაძის გადაცემის ვიდეოში, ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან.
      http://www.1tv.ge/Shows/VideArchive.aspx?ShowID=124&LanguageID=1
      http://www.1tv.ge/Shows/VideArchive.aspx?ShowID=124&LanguageID=1

      • კახა Says:

        :Dწმინდა ჩეფჩიკა ჩაგეთვალოთ

      • ელენა Says:

        ისე მაგარი გამძლეობა გაქვთ და უფრო მეტად დიდ გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა დიდგორის რედაქციას, ამდენი ბოროტების დათმენა ადვილი არ არის

      • davit Says:

        ახლა იმ ქალს ვუსმინე ვიდეოში, უცნობს რომ ეუბნება შენ გია კი არა გიორგი ხარო და სულიწმინდა წმინდა გიორგის სახით შემოვიდა შენშიო, ამ ქალბატონს ახლა ეს მეორე ვიდეო რომ მოასმენინო, უცნობისა მოდი ქალო გავაკეთოთ რამეო, რას გვეტყვის ნეტა, თუმცა როგორ არა მოსმენილი ექნება მაგრამა უმალ გადაავიწყდა სტადიონზე შევარდნილი ლომგულა უცნობის ხილვისას, და თანაც ოლალლოოლ ეს ამოდენა სტადიონი რომ ტაშსა სცემს და ხელში ატაცებულს დაარბენინებს ქალო აიწიე კაბას მომღერალ ლიდერსა ეს ახლა მთლად მიშა სააკაშვილის ბრალია? ხალხი რომელიც მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დაივიწყებს და ამ მოდი გავაკეთოთ რამე კლიპის ავტორსა დაარბენინებს ხელშიატატებულსა წმინდანივით აი ამ ხალხს ღმერთი დაინდობს? და განა მარტო რუსეთის ბრალია აგვისტოს ომი? ჰოი დიდება მოთმინებასა შენსა უფალო მართლა რამდენს უთმენ ამ ჩვენს გაუბედურებულ ხალხსა!!! ძვირფასო რედაქცია ერთი მანდვე ქვეშვე მიუსვით წმინდა ჩეფჩიკის ვიდეოს მოდი გავაკეთოთ რამე უცნობის კლიპის მეორე ვიდეო იქნებ რაღაცის მაინცა შერცხვეთ მიშასაგან პლენში აყვანილი უწმინდესი ილიას მრევლასა!

      • ლომისა Says:

        ძალიან საინტერესო ვიდეო გინახავთ. იქნებ ვიდეოს ბმულიც მოგვაწოდოთ davit

      • davit Says:

        ///ახლა იმ ქალს ვუსმინე ვიდეოში, უცნობს რომ ეუბნება შენ გია კი არა გიორგი ხარო და სულიწმინდა წმინდა გიორგის სახით შემოვიდა შენშიო, ამ ქალბატონს ახლა ეს მეორე ვიდეო რომ მოასმენინო, უცნობისა მოდი ქალო გავაკეთოთ რამეო, რას გვეტყვის ნეტა, თუმცა როგორ არა მოსმენილი ექნება მაგრამა უმალ გადაავიწყდა სტადიონზე შევარდნილი ლომგულა უცნობის ხილვისას, და თანაც ოლალლოოლ ეს ამოდენა სტადიონი რომ ტაშსა სცემს და ხელში ატაცებულს დაარბენინებს ქალო აიწიე კაბას მომღერალ ლიდერსა ეს ახლა მთლად მიშა სააკაშვილის ბრალია? ხალხი რომელიც მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დაივიწყებს და ამ მოდი გავაკეთოთ რამე კლიპის ავტორსა დაარბენინებს ხელშიატატებულსა წმინდანივით აი ამ ხალხს ღმერთი დაინდობს? და განა მარტო რუსეთის ბრალია აგვისტოს ომი? ჰოი დიდება მოთმინებასა შენსა უფალო მართლა რამდენს უთმენ ამ ჩვენს გაუბედურებულ ხალხსა!!! ძვირფასო რედაქცია ერთი მანდვე ქვეშვე მიუსვით წმინდა ჩეფჩიკის ვიდეოს მოდი გავაკეთოთ რამე უცნობის კლიპის მეორე ვიდეო იქნებ რაღაცის მაინცა შერცხვეთ მიშასაგან პლენში აყვანილი უწმინდესი ილიას მრევლასა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: