მსოფლიოს სასწაულები

მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას

ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ, ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?!“

ჩვენი კეთილმსახური წინაპრებისათვის ასეთი დაეჭვება, რა თქმა უნდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. მათ კარგად უწყოდნენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყეველად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ადამიანთა რწმენასაც კაცობრივი ამაო შეხედულებები კი არ განამტკიცებდა, არამედ ის ნიშნები და სასწაულები, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.

აი, რამდენიმე ასეთი უმნიშვნელოვანესი სასწაული:

მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რაც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა

ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება ხოლმე, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით – მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა – ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება. და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი

 

ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებელი სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს – პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი

იოსებ მუნიოსი და მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი

კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელთაგან.

მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში (ეს სასწაულიც აღესრულებოდა ისევ და ისევ ძველი სტილით – იულიანური კალენდრის მიხედვით) და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა! (1997 წელს ამ ხატის მცელი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).

წმიდა ჯვრის გამოცხადება

 

ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.

ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ!

ტაძრის გაბზარული სვეტი

საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, – მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს – გრძნობიერად და სულიერად“ წმიდა იოანე დამასკელი წერს: „პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა“.

პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი – საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.

მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.

XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ“.

აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები – ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთღვრით ლოცულობდა.

და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: – „ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!“ ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებელი კონფესიის ვერცერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას, გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად!

წიგნიდან: „მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი“, თბილისი, 2002

ვიდეო

32 Responses to “მსოფლიოს სასწაულები”

  1. ნიკა Says:

    Кто не следует обычаям Церкви и тому, как приказали семь святых Вселенских соборов о святой Пасхе и месяцеслове и добре законоположили нам следовать а желает следовать григорианской пасхалии и месяцеслову, тот с безбожными астрономами противодействует всем определениям св. соборов и хочет их изменить и ослабить — да будет ему
    АНАФЕМА – (АНАФЕМАТИЗМЫ В НЕДЕЛЮ ПРАВОСЛАВИЯ)

  2. კანონისტი Says:

    კალენდრის ჭეშმარიტება არ არსებობს. ჭეშმარიტება არსებობს რწმენისა და ეს არის მართლმადიდებლობა.

    კალენდრის ჭეშმარიტებაზე საუბარი უკვე მწვალებლობაა.

    ისე შეგახსენებთ, რომ ის წმინდა ცეცხლი, რომელიც იერუსალიმში გარდამოგვევლინება, თქვენ მიერ ერესთა ერესად აღიარებულ ემს-ში გაწევრიანებულ უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს მიემადლება.🙂

    ამას გარდა, იქნებ გაიხსენოთ გველების სასწაული, რომლის ერთი ნაწილიც ისაა, რომ გველებმა გამოჩენის თარიღი 28 აგვისტოდან 15 აგვისტოზე გადმოიტანეს! აი, კიდევ ერთი დასტური ღმრთის ძალის უზენაესობისა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა (და არა კალენდრის !!!)

    კალენდარზე არცერთ მსოფლიო კრებას არ უმსჯელია…….

    • ნიკა Says:

      პასუხი ”კანონისტს” კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიის ანათემატიზმზე მაღალი მხოლოდ ღმერთია:
      —————————————-
      Кто не следует обычаям Церкви и тому, как приказали семь святых Вселенских соборов о святой Пасхе и месяцеслове и добре законоположили нам следовать а желает следовать григорианской пасхалии и месяцеслову, тот с безбожными астрономами противодействует всем определениям св. соборов и хочет их изменить и ослабить — да будет ему
      АНАФЕМА – (АНАФЕМАТИЗМЫ В НЕДЕЛЮ ПРАВОСЛАВИЯ)

      • ნიკა Says:

        რაც შეეხება, ცეცხლის გარდამოსვლას. იგი გადმოვიდა, პატრიარქზე, როდესაც სვეტი გახეთქა, როდესაც იგი მართლმადიდებელი იყო. ახლა ცეცხლი უფლის საფლავზე გადმოდის, და იქ რა თქმა უნდა, ეკუმენიზმით სნეული პატრიარქი შედის, მაგრამ მოწყალე ღმერთი ამას უშვებს ერთადერთი მიზეზით: რომ მოსაქცევი ადამიანები მართლმადიდებელ რწმენაზე მოექცნენ ანავარივით. ჯერ თქვენ ასე თუ ისე ჩახედულთ მართლმადიდებელ სჯულში, ვერავინ გარწმუნებთ, რომ პატრიარქები განდგომილნი არიან მართლმადიდებლობას, და მითუმეტეს არაბებს და სხვა აღმსარებლობათა მიმდევართ, ამის წვდომა საერთოდ არ გააჩნიათ. სწორედ მათთვის ხდება ეს ღვთიური იკონომია. ხოლო როცა აღარ გადმოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკუმენისტური საპატრიარქოები, როგორც კიბოთი ადამიანები, საბოლოოდ განიხრწნენ და მიიცვალნენ.

    • ლომისა Says:

      “სარწმუნოების საკითხი არ ექვემდებარება არანაირ იკონომიას, ნათელსა და ბნელს შორის კიდევ შეიძლება იყოს რაღაც საშუალო, რომელსაც ბინდი ჰქვია, მაგრამ ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის შეუძლებელია რაიმე საშუალო იყოს. არასოდეს, ჰოი, კაცნო! ის, რაც ეხება ეკლესიას, არ შეიძლება გადაიჭრას კომპრომისის გზით.”

      წმ. მარკოზ ეფესელი

  3. ALEXI Says:

    „კანონისტი“ თქვენ უკვე შეგნებულად ეწევით დემაგოგიას, როდესაც საეკლესიო კალენდრის ჭეშმარიტებაზე საუბარს მწვალებლობად ასაღებთ. არა მარტო კალენდარზე იმსჯელა საეკლესიო კრებამ, არამედ ყოველგავრ სიახლეზე, რომელიც ეკლესიის მიერ თავდაპირველად დადგენილს ეწინააღმდეგებოდა.

    ახალი ინტერპრეტაციები ეკუმენისტმა “მართლმადიდებლებმა” დაიწყეს და არა ჭეშმარიტმა მართლმადიდებლებმა. ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ და მიგვაჩნია,რომ რაც ეკლესიამ დაადგინა ძველთაგანვე, უცვალებელია – მათ შორის კანონებიც!

    მე-6 მსოფლიო კრების საქმე: ”ანათემა ყოველგვარ სიახლეს!”

    მე-7 მსოფლიო კრების საქმე: ”ანათემა ყოველგვარ წმ. მამათა განწესებების საწინააღმდეგო ქმედებას!”

    იქნებ სხვადასხვა ჯურის მწვალებლებლებთან ერობლივი ლოცვის მწვალებლობად შეფასებაც მწვალებლობაა?

    “10 აგვისტოს სიონის ტაძარში საკვირაო წირვის აღსრულების ჟამს, პატრიარქმა ილია II-ემ აზიარა პარიზიდან სტუმრად ჩამოსული ფრანგ კათოლიკეთა ეკუმენური ჯგუფი 20 კაცის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა. (“ ჯვარი ვაზისა ” 1980 წ. # 2.)

    ასეთი „მარგალიტები“ უხვადაა გაბნეული ეკუმენისტი პატრიარქის მოღვაწეობაში და კიდევ რომელი „მარგალიტები“ გსურთ რომ მოგიყვანოთ? იქნებ ამის შესახებ საუბარიც მწვალებლობაა?

    გრიგორიანული კალენდრის შემოღება ერთ-ერთი ისეთი სიახლეა, რომელიც ანათემას იმსახურებს. ამასთან ერთად ამ მწვალებლური კალენდრის შემოღება მასონური წრეების ფარულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და არა მართლმადიდებლობის განმტკიცებას! მიზანი – მართლმადიდებელი მრევლის კიდევ უფრო გახლეჩვა და დაქუცმაცება! როგორც ვხედავთ მასონებმა მიზანს მიაღწიეს და თქვენც გადაგიბირეს „კანონისტო“! ძალიან მებრალებით, რომ უნებლიეთ ქრისტეს მტრების გვერდით აღმოჩნდით და მათ ინტერესებს ემსახურებით.

  4. კანონისტი Says:

    საინტერესოა, რომელმა მასონურმა ლოჟამ გადამიბირა? : ))) ისე, ამდენი “მასონები, მასონების” ძახილზე, უნებურად ქართული იგავი მახსენდება მწყემსზე და მგელზე, როდესაც მგლის გამოჩენის შესახებ სიმართლე არ დაიჯერეს….

    მსოფლიო კრებების მიერ მიღებული კანონები და დოგმატური სწავლება ერთი და იგივე არ არის. ამდენი იცით, მგონი. და მგონი მიგიწვდებათ ხელი იოანე დამასკელის დოგმატურ სწავლებაზე და იქნებ მიმითითოთ, სად საუბრობს იგი კალენდარზე? თუ იქნებ წმინდა მამას დაავიწყდა დოგმატური საკითხის შეტანა და თქვენი შეხსენება სჭირდება? აკი “ზედმიწევნითი გადმოცემა” უწოდა მას და სრული სისავსით მოიცვა ჭეშმარიტი სწავლება?

    “ნუ სჯით თვალაღებით, არამედ მართალი სამართალი საჯეთ!” – წმ. სახარება

    • ნიკა Says:

      pasuxi “kanonists”
      —————————
      ”კანონისტმა” მოგვახსენა: ”მსოფლიო კრებების მიერ მიღებული კანონები და დოგმატური სწავლება ერთი და იგივე არ არის”
      ———————————————————————
      დიახ, არ არის მსფოფლიო კრების მიერ მიღებული დოგმატები და კანონები ერთი და იგივე. და არც ერთის დარღვევა შეიძლება და არც მეორის. წმინდა იოანე დამასკოელი როდესაც საუბრობს რომელიმე დოგმატზე, ეხება ეს კონკრეტულ დოგმატს, ანუ ეკლესიის რომელიმე ფუნდამენტალურ საკითხს. კალენდარის კანონიკურ საკითხებზე სხვა ავტერიტეტული მამები საუბრობენ…გაუგებარია, რას ამტკიცებთ. ისე იოანე დამასკოელის წერილი ისლამზე თქვენი მსოფლიო დედა-ეკლესიის მოღალატურ კურსს ამხელს და ჯობია იმ საკითხში დაუჯეროთ წმინდა მამა იოანეს. არ ვსჯით ხელაღებით, არამედ წმინდა მამათამიერად ვსჯით.

      • ნიკა Says:

        “კანონისტმა” შეგვეკითხა:
        —-
        “საინტერესოა, რომელმა მასონურმა ლოჟამ გადამიბირა? : ))) ისე, ამდენი “მასონები, მასონების” ძახილზე, უნებურად ქართული იგავი მახსენდება მწყემსზე და მგელზე,”

        —————-
        ვპასუხობთ ”კანონისტს”: აი, ამათ ”გადაგიბირეს”:
        Текст Патриархов – это копии из масонского журнала Великой Ложи Греции “Πυθαγόρος” за 1979 год, выпуски 13-14, январь-март и апрель-июнь. В статейке говорится что изображения (иконы по-гречески) этих четырех патриархов находятся непосредственно в храме Великой Ложи Греции.

        4 масонских Патриарха, приведенные тут, это:
        1. Папа и Патриарх Александрийский Фотий 1-й (1856-1923)
        2. Вселенский Патриарх Василий 3-й (1844-1929)
        3. Вселенский Патриарх Мелетий 4-й Метаксакис (1871-1935)
        4. Вселенский Патриарх Афинагор 1-й (1886-1972)

        Кому интересно, на сайте Великой Ложи Греции можно познакомиться с более полным списком открытых членов Великой Ложи, сыгравших в ее истории и в истории Греции значительную роль, в том числе и иных православных панагиеносителей: http://www.grandlodge.gr/Famous_gr_home.html

      • ნიკა Says:

        ოთხ მასონ პატრიარქს, საჭიროა, ეს თანამედრვეობის დიდი ეკუმენისტი და მასონი პატრიარქიც დავამატოთ:

        ———————————–

        Варфоломей, патриарх Константинопольский, масон — II. 757, 762, 763./
        http://www.erlib.com/Олег_Платонов/История_русского_народа_в_XX_веке/141/

        —————————————-

        Масоном, оккультистом, спиритом, чародеем и всем, иже не Единому Богу веруют, но бесов почитают, и не Богу смиренно жизнь свою предают, но чародейным бесов призыванием грядущее ведети тщатся.
        АНАФЕМА (АНАФЕМАТИЗМЫ В НЕДЕЛЮ ПРАВОСЛАВИЯ)

      • ლადო Says:

        კანონისტის მეგობრის ჯუზეპე პაზოტოს რელიგიაც ”გადამბირებელია”
        В середине ХХ века в масонстве состояло не менее миллиона католиков.
        В 1953 году масоном стал будущий папа Иоанн ХХШ, тогда архиепископ. Он был принят в члены масонской ложи «Рыцарь и роза», получив сразу 7-градус. В «дневнике души», который папа-масон вел до самой смерти, он писал, что с посвящением в ложу ему было дано имя Иоанн, которое сохранилось за ним и тогда, когда он стал главой католической церкви.
        По требованию многих масонов на заседаниях Второго ватиканского собора в 1962-1965 годах было решено частично отменить запрет на вступление католиков в масонские ложи.
        В 1983 году Иоанн Павел П полностью отменил запрещение католикам вступать в масонские ложи и сам вошел в одну из итальянских лож. В октябре 1983 года итальянский журнал «Oggi» опубликовал фотографию, изображавшую папу Иоанна Павла П, одетого в соответствии с ритуалом масонских лож и принимавшего участие в масонской агапе (трапезе-прим.) с распростертыми руками, включенного в «цепь братьев», собравшихся за столом. За спиной папы виднелась черная доска с изображением сатанинских символов.
        В цепочке «братьев» оказался и кардинал Уго Полетти.
        В 1986 году Иоанн Павел П и Уго Полети посетили главную синагогу Рима, где папа обратился к раввинам со словами: « Вы – наши старшие братья!»
        С 1983 года вторым человеком в католической церкви стал польский иудей кардинал Лустигер.. После назначения Лустигера парижским архиепископом израильское радио сделало следующее заявление: «Новый парижский архиепископ, который не скрывает своего еврейского происхождения, является иудаистом, который будет осуществлять иудаизм в христианстве».
        В 1964 году в Англии была выпущена брошюра, в которой рассказывалось, что инициаторами кощунств (на втором ватиканском соборе-прим.) были крещеные евреи:
        кардинал Августин Боа, Джон Ойстеррайхер, Григорий Баум, епископ Вальтер Кемпе, архиепископ Сергий Мендез. «Агенты иудаизма, – говорилось о них,- проникли в Дом Господень, проповедуют со святых мест ереси, изобретенные в ложах Талмуда».

        Источник: О.А.Платонов «Тайна беззакония», М. «Алгоритм»,2005 год. стр.624-630.

  5. ლადო Says:

    Сегодня широко известны документы, по публикациям греческого масонского журнала “Тектонас”, где показывается на фотографиях и на реальных событиях, что Константинопольские патриархи, начиная с Мелетия Метаксакиса, становятся активными членами масонских лож и даже получают высокие градусы посвящения (степени лидерства) в масонстве. Патриарх Мелетий Метаксакис при вступлении в должность заявил: “Я посвящаю себя служению Церкви с ее первого Престола, развивая, насколько это возможно, более близкие и дружественные отношения с неправославными церквами Востока и Запада, и усиливая работу по соединению между нами”. Впоследствии, в 1923 году, аналогичную речь при вступлении в должность Архиепископа Афинского произнес друг и единомышленник Мелетия Хризостом (Пападопулос), который и ввел новый стиль в греческой Церкви: “Для такого сотрудничества [с неправославными] необязательно иметь догматическое единство, достаточно единства христианской любви”. Патриархи Константинополя по сегодняшний день, заканчивая Варфоломеем Архондонисом, проходят обучение богословию в Ватикане. Причем, достоверно известно, что всякий неофит, поступающий в папскую академию, принимает католичество, согласно своду Правил Ватикана. Видимо, потом лже-патриархи снова “принимали” Православие.

    • ლადო Says:

      ვულოცავ დიდგორის რედაქციას და ყველა მართლმადიდებელს ღვთისმშობლობას!

      • ლადო Says:

        sruliad veTanxmebi, baton nikas ai am ganmartebashi: “რაც შეეხება, ცეცხლის გარდამოსვლას. იგი გადმოვიდა, პატრიარქზე, როდესაც სვეტი გახეთქა, როდესაც იგი მართლმადიდებელი იყო. ახლა ცეცხლი უფლის საფლავზე გადმოდის, და იქ რა თქმა უნდა, ეკუმენიზმით სნეული პატრიარქი შედის, მაგრამ მოწყალე ღმერთი ამას უშვებს ერთადერთი მიზეზით: რომ მოსაქცევი ადამიანები მართლმადიდებელ რწმენაზე მოექცნენ ანავარივით. ჯერ თქვენ ასე თუ ისე ჩახედულთ მართლმადიდებელ სჯულში, ვერავინ გარწმუნებთ, რომ პატრიარქები განდგომილნი არიან მართლმადიდებლობას, და მითუმეტეს არაბებს და სხვა აღმსარებლობათა მიმდევართ, ამის წვდომა საერთოდ არ გააჩნიათ. სწორედ მათთვის ხდება ეს ღვთიური იკონომია. ხოლო როცა აღარ გადმოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკუმენისტური საპატრიარქოები, როგორც კიბოთი ადამიანები, საბოლოოდ განიხრწნენ და მიიცვალნენ.”

  6. მღვდელი გიორგი სხილაძე Says:

    3/15 March 2010
    Yesterday, anointed all parisheners with holy myrr father again wiped icon and put it on the altar table. Today, at the commemoration day of the Icon of Theotokos “Dejavnaya” Akathyst for that icon has been scheduled to been served infront of that icon. At six o’clock comming to the altar frs. Andrew and Alexy found icon to be absolutely dry fr. deacon Alexy even mentioned that maybe icon is not going to stream myrr again. Although even before the end of conversation they saw that myrr spots start appearing on the icon and after that before all present plus fr. deacon Igor and reader Iliya icon start streaming myrr again. Soon after that Akathyst has been served and many fathful has been anointed. Here is a few pictures.

    • ნიკა Says:

      gemaxsovrebaT: ,,didgorze” gamoqveynebuli werilis _ ,,msoflios saswaulebi“ _ komentarebSi davdeT video, romelic iuwyeboda parizTan axlos, erT-erT libanur ojaxSi yovladwmida RvTismSoblis (yrmiT xelSi) xatis mirondenas.
      მამა გიორგი სხილაძემ ასეთი უმნიშვნელოვანესი ამბავი გვაუწყა და ჩავთვალეთ საჭიროდ გამოქვეყნება:

      ————————-

      gasul SabaTs, mrevlis wevrebTan erTad, am wm. xatis mosalocad mivediT. gviTxres, rom aRdgomas, SuadRis Semdeg, mirondena Sewyda. marTlac, xati yuradRebiT davaTvaliereT da mas mxolod mirondenis nakvalevi emCneoda sxvadasxva adgilze. daviwyeT galoba; Semdeg, RvTismSoblis ,,daujdomeli“ locva aRvasruleT: ,,yovelTa mwuxareTa nugeSismcemeli“; bolos, isev vigalobeT da am dros, jer erTi mozrdili wveTi CamoiRvara macxovris mklavidan da Semdeg _ gulis aredan.

    • ნიკა Says:

      როცა ათეისტები ამბობენ ღმერთი არ არსებობსო, აჩვენეთ ეს ვიდეო!
      Pojave čuda (Deo 2 od 5)

    • ნიკა Says:

      Sfintele Moaste-Holy Relics-Orthodox Saints


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: