წმ. თამარ მეფის წარმომავლობის შესახებ

საქართველოს ცოცხალი  ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ  თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის.

 გრიგოლ რობაქიძე

 

„მოწყალედ გვექმენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო“

ქართველი ერის მოღალატეებს, ქართველი ერის მტრების ყურმოჭრილ ლაქიებს! ყველას, ვისაც ფეხზე ჰკიდია სამშობლო!

საქართველოს მაოხარად დანიშნულმა პატარა ცახესმა, სააკაშვილ მიხეილად წოდებულმა კვისლინგმა უკვე მერამდენედ ჩაგვაფურთხა სულსა და გულში. შეგვიბილწა ყველა სალოცავი და სათაყვანო.

და ამას თავზარდამცემი, გულისამრევი გულგრილობით, უზნეო დუმილით ისმენს ერი და ბერი. ეს ხდება აქ, ამ ჩვენს ცოდვილ მიწაზე. იქ, ზეციერ საქართველოში კი ბორგავს სული ფარნავაზისა, სული წმიდა მეფეთა – ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებლისა, თვით ქართველთა დიდი დედის წმიდა თამარისა. საქართველოსთვის შუბლგანგმირულნი ილია მართლისა და ზვიად განმათავისუფლებლისა, სული ვაჟასი და დიდოსტატ კონსტანტინესი, პავლე ინგოროყვასი და გრიგოლ რობაქიძისა.

არსაიდან განმკითხავი, არსაიდან ქომაგი!  ისე წავმხდარვართ და დავცემულვართ, რომ აღარ ძალგვიძს ამ აშკარა მტერს საქართველოისას ვინმემ პასუხი გასცეს, პასუხი აგებინოს, საკადრისი მიუზღვას და დაადუმოს.

ადრე, მის ამგვარ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აშკარა მტრულ გამოხტომებს, რაიც სულს მიფორიაქებდა და გულს მიკლავდა, უვიცობისა და უწიგნურობის გამოვლინებად მივიჩნევდი. მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ ეს კაცი მიზანმიმართულად, შეურაცხადობის აგონიის ფონზე სთესავს ამ ნარ-ეკალს, რათა თუ გვეღირსა და დაგვიდგა დღეი ძლევაი საკვირველისა, პასუხი ვერვინ მოსთხოვოს.

ამგვარი ბოდვებით, უვიცობით სთესს ის ჩვენს, მათი წყალობით ისედაც სასომიხდილ ერში არასრულფასოვნების სინდრომს. და უბედურება ისაა, რომ ამ ოლიგოფრენულ ბოდვებს არ პასუხობს ჩვენი ისტორიკოსების არმია, მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის კომენტარს. იქნებ მიზეზიც ჰქონდეთ – გიჟსა და სულელს ვინ გაპაექრებია?  მეორე მიზეზი კი ეს ცხოველური შიშია. ნუთუ მართლა ასე დაგვაბეჩავა!

ჩვენ უჩინო და უტიტულო ქართველებს არარად გვაგდებენ, არც-რად მივაჩნივართ! თავში ისე აქვს ავარდნილი პირფერთა და ლიქნიათა ლათაიები, რომ ცას ხელებით იჭერს, ხოლო თუ სადმე ბუზის ბზუილი გაიგონა მყისვე პირქვე ემხობა და მიწაში ჩაძრომას ლამობს, აკი ვნახეთ ერთხელ  მთავარსარდალ მიშიკო მაგარიას გულადობა და ვაჟკაცობა.

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას კვლავ შეუკრიბავს მიშა მაგარიასეული „მარგალიტები“, ამ საუკუნის სამარცხვინო ფრაზები და მასაც გულ-სული ასტკივებია და სცდილობს ხმა მიაწვდინოს მის პროფესორ დედას. შეისმენს კი? შეასმენს კი მის პირმშოს რამეს?

ან კიდეც, ვინ იცის, იქნებ დედისეული სკოლა აქვს გავლილი, აკი იწუნებს ჩვენი თაობის სკოლასა და განათლებას – „ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორიაო“ ამბობს ლიქნიათა და  მედროვეთაგან მოწონებული მაგარი პრეზიდენტი მიშა.

იქნებ ისტორიაში ჩვენი განუსწავლელობის ბრალია, რომ არ ვიცით, რომ თურმე დავით აღმაშენებელიც ოცნებობდა ნატოში შესვლაზე, რომ თურმე მეთორმეტე საუკუნეში დავით სოსლანიც „სამხრეთელი ოსი“ ყოფილა. თურმე აგერ უკვე ოთხი საუკუნეა რაც ფერეიდანში ქართველი გულამოსკვნილი მღერის „სულიკოს“; ისიც კი არ გვცოდნია, რომ „სულიკოს“ დამწერი აკაკი წერეთელი არა XIX საუკუნეში, არამედ მეთექვსმეტე საუკუნეში დაბადებულა და იქნებ საქართველოს ბულბული დიდი აკაკიც ოსი იყო, ჰა? 

„ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორია“ – რაკი ეს მიშასაგან გავიგონე, მეც ვეცი წიგნებს, პაპირუსებს, ეტრატებს და დავიწყე ძებნა თამარის ბიოგრაფიებისა, მივჩხრიკ-მოვჩხრიკე, გადავიკითხე „ქართლის ცხოვრება“, გადავფურცლე ბასილი ეზოს მოძღვრის და მრავალთა მატიანენი, მაგრამ ვერა და ვერ მივაგენი. თითქოს ჩემს ჯინაზე ყველანი საგულდაგულოდ მალავს დიდი თამარის „ოსობას“ (უფალო შემინდე!)

მხოლოდ ერთგან მივაგენი ცნობას: „საქართველოს დიდ ხელმწიფეს გიორგი III (1156-1184) ჭაბუკობისას მამამ შერთო ოვსთა მეფის ასული, ბურდუხან (ძალიან ლამაზი ქალი, „მისებრი სძალი არა ეხილა ქართლის თემსა“). ამ შეუღლებისაგან იშვა ჯერ სახელოვანი თამარი და შემდეგ რუსუდანი“ (გუბაზ სანიკიძე, ლევან სანიკიძე, ისტორია I ქართული ბასილოიგრაფია (მეფეთა ნუსხა) გამომცემლობა სამშობლო, თბილისი – 1992 წელი, გვ. 45).

ინტერნეტ სივრცეშიც შემდეგი მონაცემებია თამარ მეფის შესახებ:  „თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ“.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94

მაშასადამე თამარის დედა ოვსი ყოფილა, სახელად ბურდუხანი, მაგრამ როდის იყო ქართველურ მოდგმაში (გარდა წარმართული ეპოქებისა), ქართულ ქრისტიანულ ყოფასა და ცნობიერებაში ეროვნება დედის მხრიდან წამოსულიყო?

იქნებ, ამ აზრების მფრქვეველი, საკუთარი ქვენა ზრახვებით ზომავდეს თამარის წარმომავლობის საკითხს და ამით სცდილობს გაამართლოს მისი არაჩვენებური წარმომავლობა?

ჰქმნის რა ფონს, სცდილობს შენიღბულად განახორციელოს მავანთა ფარული პოლიტიკური გეგმები ქართული ეროვნული თვითშეგნების დასაკნინებლად, არასრულფასოვნების დასამკვიდრებლად.

საკითხავია, არის კი ამ ნაბოდვარის პატრონი ნამდვილ ქართული მოდგმისა და ჭეშმარიტი ქართული ცნობიერების მქონე?

ავი ენები კი მართლაც ჩურჩულებენ რაღაც საწინააღმდეგოს!

რის პასუხადაც იგი სცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომ „ძალიან ბევრი ეროვნული მოღვაწე საქართველოსი, მაგალითად თამარ მეფე, აღარ ვლაპარაკობ დავით სოსლანზე, ოსი იყო“ და ჰგონია, რომ მის „დიდ ისტორიულ აღმოჩენას“  შოკში ჩავუგდივართ. არა ბატონო, შოკში არ ჩავვარდნილვართ, შოკში მაშინ ჩავვარდით, როდესაც ვიხილეთ მიწაზე გართხმული და შიშისაგან სულთმობრძავი, ჰალსტუხღეჭია მიშა მაგარია! 

რაც შეეხება დავით სოსლანს, აი რას გვამცნობენ ჩვენს მიერვე ზემო მოხმობილი წიგნის ავტორები: „სრულიად საქართველოს მეფეს გიორგი I ჰყოლია კიდევ „მეორე ცოლი“, ოსვთა მეფის ასული სახელად ალდე, რომლისგანაც დაბადებულა დემეტრე (ამ დემეტრეს შტოსაგან, მეექვსე მუხლად, წარმოსდგება თამარ მეფის ქმარი დავით სოსლანი“ (გვ. 37).

ახლა ვნახოთ ინტერნეტის ვიკიპედია დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ:

დავით სოსლანი († დაახლოებით 1203 ან 1204), თამარ მეფის მეორე ქმარი.

თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის “გაზრდილი” და “თვისი” (“თვისი”, უფრო გავრცელებული აზრით, აღნიშნავდა ნათესავს, სხვა მოსაზრებით – ქვეშევრდომს, ვასალს, ასევე “გაზრდილს” ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილის და ვასალის).

მემატიანე ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში – კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა.

მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან (ხაზგასმა ჩვენია ა.ს). ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს “ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც”. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არა ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.

 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

  • Происхождение

Согласно Вахушти Багратиони, Давид-Сослан по отцовской линии был потомком Деметре, сына Георгия I, то есть был из рода Багратионов. У Георгия I, царя Грузии (10141027), было два сына от разных жён — Баграт IV и Деметре (последний добивался престола, но безрезультатно). Впоследствии он перебрался в Константинополь. Эти факты подтверждаются данными «Летописи Грузии» (Матиане Картлиса). У Деметре остался малолетний сын Давид, которого бабушка увезла в Осетию — на родину. Там его усыновил осетинский царь из рода Царазонов, затем выдал за него замуж свою дочь. Их сын Атон стал царём Осетии. Давид-Сослан был внуком Атона.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4_%D0%A1%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BD

  • Origins

David Soslan was a member of the royal house which ruled Alania (Ovseti or Oseti of the Georgian sources; hence, the modern designation of Ossetia), an Orthodox Christian kingdom in North Caucasus, and frequently intermarried with the Bagrationi Dynasty of Georgia. A relatively later chronicler, writing during the reign of George IV Lasha (son of Tamar and David Soslan; 1212-1223), ascribes David Soslan, though vaguely, the Bagrationi ancestry. A version of David’s Bagratid origin found further development in the works of the 18th-century Georgian scholar Prince Vakhushti Bagrationi. He considered David Soslan a descendant of George I of Georgia (1014-1027) and his Alan wife Alde who were the parents of Demetrius (Demetre), an unfortunate pretender to the Georgian crown whose son, David, was forced by Bagrat IV of Georgia to flee to Alania. According to Vakhushti, David and his descendants – Aton and Jadaron – married into the Alan ruling family and became “kings of the Osi [i.e., Alans]”. This Jadaron is said to have been David Soslan’s father.[1] While this account is considered credible by some scholars of Georgia, the issue of David’s dynastic origin still remains controversial.

An interesting passage from the 13th-century anonymous Georgian Histories and Eulogies of Sovereigns relates that David was under the patronage of Tamar’s paternal aunt Rusudan and came of “the descendants [ძენი; literally, “sons”] of Ephraim, which are Osi, handsome and strong in battle.” The Georgian scholar Korneli Kekelidze suggested that David Soslan’s family – the “Ephraimids” – might have claimed descent from the biblical Ephraim, and compared this family legend to that of the Bagratids who considered themselves descendants of David, the second king of the Israelites.[2]

In 1946, the North Ossetian archaeologist Evgeniya Pchelina announced that, during the digs at the Nuzal chapel in the Ardon Gorge, North Ossetian ASSR, she discovered the tomb allegedly belonging to David Soslan whom she identified with the certain Soslan mentioned in the Georgian asomtavruli inscription in the chapel, and suggested that David Soslan might have been a member of the Tsarazon family, a heroic clan from Nuzal known to the Ossetic folklore tradition.[3] However, the hypothesis has not been accepted by most Georgian scholars who regard Pchelina’s conclusions doubtful.

აი, ასეთ ცნობებს ვაწყდებით ინტერნეტ სივრცეში დავით სოსლანზე.

სხვა რამ იმ დროინდელი წერილობითი ძეგლი დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ დღემდე არ არსებობს.

„ბაგრატიონთა დინასტიის ოსეთის შტოს ისტორია შედგენილია სანდო საისტორიო წყაროების მიხედვით. ამას ადასტურებს ნუზალის (ჩრდ. ოსეთი, კასარის ხეობა) ფრესკული მხატვრობაც (დ. ლოლაშვილი, დავით სოსლანის აკლდამის  საიდუმლოება, გვ. 81-82).

… დღემდე  ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი , რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ. რაც შეეხება ვარაუდს, რომ დავით სოსლანი ცარაზონთა გვარს ეკუთვნის (ე. პჩელინა), იგი არაა საბუთებით გამაგრებული, მხოლოდ ზოგადადაა მინიშნებული ოსურ გადმოცემებზე, რაც, რა თქმა უნდა, მტკიცებისათვის საკმარისი არ არის. ზოგი მიიჩნევს, რომ “ცარაზონოვი” არის დავით სოსლანის გვარი  და ოსურად ნიშნავს “ბატონიშვილს” (ი. მეგრელიძე)”.  (როინ მეტრეველი “მეფე თამარი” – თბილისი, 1991, გვ. 162).

და ერთი რამაც, დავით სოსლანის ვიკიპედიის ინგლისური ვარიანტიდან ვგებულობთ შემდეგს:

1946 წელს ჩრდილოეთოსელი არქეოლოგი ევგენია პხელინა გვამცნობს, რომ არდონის ხეობაში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, ნუზალის კაპელას გათხრებისას მან აღმოაჩინა საფლავი, რომელიც თითქოსდა დავით სოსლანს ეკუთვნოდა, რომელიც გაშიფრა კაპელის ქართული ასოთმთავრული წარწერით და შემოგვთავაზა, რომ დავით სოსლანი შესაძლებელი იყო ცარაზონთა საგვარეულოს, ოსური ფოლკლორის ტადიციებიდან ცნობილი ნუზალის გმირული კლანი, წევრი იყო. ეს ჰიპოტეზა ქართველი მეცნიერების უმრავლესობის მიერ არ იქნა მიღებული, რომლებიც პჩელინას დასკვნებს საეჭვოდ მიიჩნევენ.

და თუ დავით სოსლანი „სამხრეთ ოსეთელი“ იყო, მაშინ რატომ დაუსაფლავებიათ ის კავკასიის ქედს გადაღმა? განა თამარ მეფის თანამეცხედრისათვის (ოსების და რუსების თქმით, თურმე დავით სოსლანი საქართველოს მეფეც ყოფილა) კავკასიის ქედს გადმოღმა, ქართველთა პირსისხლიანი მტრების მიერ შეთითხნილ და არანაკლებ პირსისხლიანი მტრების მიერ წარა-მარა გნმეორებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თუნდაც მის ე. წ. დედაქალაქში – ცხინვალში საფლავის ადგილი არ აღმოჩნდა?

მით უმეტეს, როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ ის თამარზე ადრე აღსრულებულა (წყაროებში სამი თარიღია მითითებული 1203, 1204, 1207) და დაუჯერებელია, თამარს მისი თანამეცხედის ნეშტი მთებს იქით დაესაფლავებინა.

„…დღემდე ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი , რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ.“ – გვამცნობს ქართველი მეცნიერი. მაგრამ აი, 18 წლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, ევგენია პჩელიანას „საისტორიო სკოლის სწავლების“ მიმდევარი, რომელმაც „სწორად ისწავლა ისტორია“ და გვიმტკიცებს არა მარტო დავით სოსლანის ოსობას, არამედ პჩელინას დიდმა „შეგირდმა“ დავით სოსლანს უმოწყალოდ ზედ მიაყოლა მისი ღვთივმოსილი თანამეცხედრე მეფეთ-მეფე წმიდა თამარი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევსთხოვოთ მოწყალე სააკაშვილს დაგვიდოს დღემდის ჩვენთვის უცნობი დოკუმენტები და „განგვანათლოს“.

როგორც სჩანს, მიშა სააკაშვილს ოსი სეპარატისტი და რუსი იმპერიალისტი „ისტორიკოსების“ ბილწი გონების ნაჟური გადაუბულბულებია და ამიტომ ჰგონია, რომ მის თაობას არ უსწავლია ნამდვილი ისტორია.

ჩვენ არც ნამდვილი ქართული გეოგრაფია გვისწავლია, თორემ ჩავჯდებოდით ახლა იმ მატარებელში, რომელითაც ილორის მაგიერ სულორში შევგრიალდებოდით.

ჩვენთვის რომ ნამდვილი ქართული პოეზიაც ესწავლებიათ მაშინ ორბელიანის ტაეპებს დიდ შოთას მივაწერდით და ქართული პოეზიის დედოფლის ლექსებზე რომ ავღზრდილიყავით, მაშინ ასე შევაჯერებდით დიდი ქალბატონი ანა კალანდაძის ლექსებს „ატმის რტოო, ატმის რტოო, ლამის სახლში შემომეჭრას თუთა“! (?!) მაგარია, არა?!

ეჰ, რამდენი რამე გვკლებია, როდის ავაღწევთ მიშა მაგარიას „ცოდნის“ სიმაღლემდე?! რამხელა ოჩოფეხები დაგვჭირდება მას რომ მხარი გავუსწოროთ!

ხუმრობა იქით იყოს, სერიოზულად განვსაჯოთ ჩვენი უბედურება, რომელსაც მიშა მაგარია ჰქვია და ნათელი მოვფინოთ იმ უკუნსა და ბნელს, რომელიც მის მოვლინებას მოჰყვა საქართველოში.

დავუშვათ, რომ ქართველთა დიდი დედა (მომიტევე დიდო თამარ!) ოსი იყო, რა მოხდა მერე ამით?! იქნებ დამისახელოთ ევროპის მონარქიული სახელმწიფოს რომელიმე მონარქი, რომლის ფესვი იმავე ქვეყნის წიაღიდან მომდინარეობდეს?

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უინძორების დინასტია, რომელიც სათავეს 1901 წლიადან იღებს, წარმოსდგება საქსენ-კობურგ გოთას საგვარეულოდან და ეს შენ დღეს დიდ ბრიტანელს რომ შეახსენო ცხვირპირი წითლად შეგეღებება! არადა აი, რას ვგებულობთ იგივე ვიკიპედიიდან:

Das Haus Windsor [‘wɪnz“] (ab 1917) ist das britische Königshaus. Wegen des innenpolitischen Drucks während des Ersten Weltkrieges aufgrund der deutschen Abstammung und Verwandtschaft der königlichen Familie mit dem Deutschen Kaiserreich, änderte König Georg V. am 17. Juli 1917 den deutschen Namen Sachsen-Coburg-Gotha (vom Haus Sachsen-Coburg und Gotha herrührend), den die Familie in Großbritannien seit 1840 trug, in den jetzigen Namen Windsor. Dieser steht für die kleine englische Stadt Windsor in der Grafschaft Berkshire, wo sich Schloss Windsor, die Residenz der königlichen Familie, befindet.

ე.ი. „უინძორთა სახლი (უინძორები 1917 წლიდან) არის ბრიტანეთის სამეფო სახლი. მეფე გეორგ V 1917 წლის 17 ივლისიდან პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას შიდა პოლიტიკური ზეწოლით გერმანული წარმოშობის და გერმანიის იმპერატორების სამეფო სახლთან ნათესაობის მიზეზის გამო შეცვალა გერმანული სახელი საქსენ-კობურგ-გოტა (საქსენ – კობურგის და გოტას სახლი), რომელსაც ოჯახი 1840 წლიდან ატარებდა, უინძორთა სახელით. ეს წარმოდგება ბერკშირის საგრაფოს პატარა ქალაქ უინძორისგან, სადაც სამეფო რეზიდენცია, უინზორის ციხე-დარბაზი იმყოფება. 

თუნდაც თამარი (შემინდე დიდო დედაო!) ოსური წარმომავლობის იყოს, ვერ გამიგია, რა მიზანს ემსახურება ქვეყნის პირველი პირისგან წარამარა ამის ყრანტალი??

გაბედეთ და დიდ ბრიტანელებს შეჰკადრეთ დღეს უინძორები ბრიტანელები არ არიანო და რად დღეც თქვენს სიფათს დაადგება, უკეთესის ნახვას ვერც ვინატრებთ. ან კიდევ რუსებს უთხარი ის, ეკატერინა II პრუსიელი იყოო და ზარბაზნების ქუხილი მერე ნახეთ…

არადა ჩვენი სახელოვანი მეცნიერები, პოეტები, მწერლები საზოგადო მოღვაწენი როგორი სითათუთით, კრძალვით, მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებენ მას. გავიხსენოთ

ისევ გრიგოლ ორბელიანი:

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის – გიმზერ,
ვჰსწუხვარ – და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

და დღესაც ამათი წყალობით დავრდომილი სამშობლოს ტკივილებს მეფეთ-მეფე თამარის ცქერით ვიამებთ.

ანდა რად ღირს ვაჟასეული ტაეპების გულში წაჩურჩულება

დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედაო

შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!

რა ვქნა, როგორ ვერწმუნო მიშა სხვააკაშვილს? რამეთუ ვერსად ვერ ვკითხულობ მიშა მაგარიასეულ „შენ, ჩემო ოსო დედაო“-ს!

მიშა მაგარიას ჭავჭავაძის უნივერსიტეტში დაუკვეხნია: „ის თემები, რომელზეც მე ვსაუბრობ პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რის დანერგვასაც ცდილობდა ილია ჭავჭავაზე XIX საუკუნეში“.

ღმერთო დიდებულო რას არ გაიგონებ?! დიდება შენს მოთმინებას უფალო!

საერთოდ სმენია კი ამ „მრავლისმცოდნე“ პრეზიდენტს ილიას „თემების“ შესახებ რამე? გაუგია კი წმიდა ილია მართლის „ქვათა ღაღადის“ არსებობაზე რაიმე?

და თუ ერთხელ მაინც გადაუკითხავს წმიდა ილია მართალის რომელიმე თხზულება, მაშინ რად გვაყრის თვალში ნაცარსა და რად გვიწამლავს გათანგულ სულებს?

მიშამაგარიას უპირველესი მიზანი ხომ დღესავით ნათელია –  ახლებურად „ასწავლოს“ ქართველ სტუდენტობას ისტორია, ესე იგი – დაავიწყოს, ამოშანთოს ჩვენი გონებიდან ისტორიული მახსოვრობა და ჟამთაღრიცხვა მხოლოდ 2004 წლიდან დავიწყოთ.

საჭიროდ ვთვლით შთავაგონოთ მას ილიას ეს სიტყვები:

„…ყოველ სწავლასა და ცოდნას საძირკვლად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს.

ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას… გვიბათილებენ ისტორიასაც… რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ… ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება – დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება“.

და საქართველოს დღევანდელ მანქურთ საჭეთმპყობელებს მინდა შევახსენოთ ისევ და ისევ ილიასეული სიტყვები:

„… ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მასს ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი“

და ვაი მას, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ წავა, მკაცრი თემი ქალბატონი ისტორია სამუდამო გაქრობას მიუსჯის სასჯელად! დასასრულ, ისევ მივმართავ მიშა მაგარიას ამფსონებს, ქალბატონებსა და ბატონებს, რომლებიც ისმენენ რა ასეთ მტრულ ბოდვებს მათი კუმირისაგან და თვით თევზებივით პირში წყალი ჩაუგუბებიათ:

–  მოგწონთ კი ბატონებო და ქალბატონებო ამ კვისლინგის ასეთი სიმაგრე?

–  თქვენთვის მიშას სიმაგრე და გამაგრება უმთავრესია თუ მამული ჩვენი?

მივმართავT ოთარ კობერიძეს, რომელმაც მიშა მაგარიას საამებლად კახეთში საარჩევნო ვაქხანალიისას ასეთი უტიფრობა და მკრეხელობა წამოროშა – „მიშამ დამპალი საქართველო ჩაიბარაო“, მოგიწონებდა კი ასეთ თქმას ბატონო ოთარ თქვენი თამარივით ლამაზი, სულნათელი მეუღლე ქალბატონი ლია?

გვინდოდა მიგვემართა მიშას ამქარში ქანცგაწყვეტილი ეკა ხერხეულიძისათვის, ნუგზარ წიკლაურისათვის, ცრუ დისიდენტისათვის ირაკლი კენჭოშვილისათვის, შოთა მალაშხიასათვის და  გამინისტრებულ პროფესორ იულონ გაგოშიძისათვის ორიოდე სიტყვით, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ, რადგან ჩვენი ღაღადისი კედელზე ცერცვის ჰყრა იქნებოდა მხოლოდ.

ჩვენს წერილს პროლოგად გრიგოლ რობაქიძის სიტყვები წარვუმძღვარეთ და ეპილოგად იმავე მწერლის სიტყვებს დავურთავთ:

„…ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა!

ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე… თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი“ (გაზეთი “საქართველო”, 1918, N90-91, 13-15 მაისი).

35 Responses to “წმ. თამარ მეფის წარმომავლობის შესახებ”

  1. ALEXI Says:

    თამარი არაა მხოლოდ ისტორიული პიროვნება. იგი ლეგენდად აქცია ქართველმა ხალხმა. მასზე ხალხურ ლექსებს დღემდე მღერიან საქართველოს მთებშიც. მთიელები პატივს მიაგებდნენ მის საღვთო შარავანდედით მოსილ ხატებას და მსხვერპლსაც სწირავდნენ. მას ეძღვნება “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”. ქართული პოეზიაც თამარის ნათელი სახითაა შთაგონებული. მას მიუძღვნეს ბრწყინვალე ლექსები: გრიგოლ ორბელიანმა, ვაჟა-ფშაველამ, გიორგი ლეონიძემ… აღარაფერს ვამბობ “ვეფხისტყაოსანზე”. “ათი სიცოცხლე რომ მქონდეს, ათივეს გავწირავდი ჩვენი ლამაზი დედის, დიდი თამარ მეფის სადიდებლად” – ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია, რომელსაც დრომ არ დააცალა თამარისადმი მიძღვნილი ისტორიული რომანის დასრულება.

    “ქალო – ქართველთა სულისდგმავ,
    ქალო – ქართველთა დედაო,
    ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
    თამარს ცოცხალსა გხედაო!

    შენა ხარ ერის სიცოცხლე,
    თავი არ მამიკვდებაო,
    მოწყალედ გვექმენ ქართველთა
    ჩვენო ლამაზო დედაო”.

    ასე მიმართავდა მას ვაჟა-ფშაველა.
    “თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული!” – 8 საუკუნის წინ ამბობდა შოთა რუსთველი.

    თამარ მეფე არა მხოლოდ ქართველთა სახელმწიფოებრივი ძლიერების სიმბოლოა, არამედ უპირველეს ყოვლისა ქრისტიანული წმინდანია!

    ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს, როცა თამარ მეფეზე ვსაუბრობთ.

    • stalker Says:

      იხარე ერო! მოკვდი მტერო!

      • გიორგი Says:

        “თბილისის ფორუმზე” გამოქვეყნებულ ამ თემას გვინდა ვუპასუხოთ:

        —————————–

        http://forum.ge/?s=784913aeccaeaad3401e8ecf7d937ba7&f=29&showtopic=34037527&st=60

        ———————————————————————————————————————–
        რა თქმა უნდა, ბრძოლა არ წყდება საქართველოში და სახარებისეული პოსტულატის თანახმად ”ჭეშმარიტება კვლავ დევნილია”! ქრისტე ყრმობიდან დევნილი იყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დევნილობაში იმალებოდა, უფლის წმინდა მოციქულები დევნილნი იყვნენ, დევნილ წმინდა გიორგის სასტიკად აწამებდნენ, უფლის ყველა მიმდევარი ყოველ დროში დევნილი იყო, ხოლო ღმერთის მიერ ხელდასხმული კანონიერი მთავრობაც ჩვენი ბოლო ჟამის ისტორიაში გოლგოთაზე გაიყვანეს! სიმართლის მსახურებისთვის კანონიერი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჯვარს აცვეს! მაგრამ სიმართლისათვის დევნილი და ჯვარცმული ღმერთი – აღსდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი! თუ მოინდომა უფალმა, ბესარიონ გუგუშვილი ისე ჩამოვა საქართველოში ერთი კაციც ვერ გაწევს წინააღმდეგობას! ივერიას თუ გაბრწყინება უწერია, იგი აუცილებლად დაბრუნდება, როგორც სიმართლის და კანონიერების სახელმწიფოებრივი სიმბოლო! მანამდე კი ატარონ თავიანთი პირადი ინტერესების და ამბიციების სამოქალაქო უკანონო არჩევნები ქრისტეს მტრებმა!
        (საით ”დიდგორი” – ის პრესსამსახური)

      • ლომისა Says:

        ამ ლინკს ვე მივყევართ იმ თემამდე რომელზეც გსურდა გამოქვეყნება.

        მიუთითე თემის სათაური. ჯერ-ჯერობით კი აქ დავდე

        „სამოქალაქო ომად“ გასაღებული, რუსეთ-საქართველოს ომი…

      • davit Says:

        ბატონო ნიკა ვენაცვალე მაგ რუს წმინდა მამას სულში! ვენაცვალე! გაბრწყინდებაო არა ივერია? მეცა მწამს და გამამხნევა მამა სერაფიმემ! რატომა მწამს იცით ივერთა მოდგმის ხსნა-გადარჩენისა? ასეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა, ერთ დღეში რომ ასიათას მოწამეს დადებს ქრისტეს სამსხვერპლოზე უკვე ისედაც გაბრწყინებულია თავისი ისტორიით! ბოროტი ამადაც გადამტერებულია ჩვენზედ, პატარა და მცირერიცხოვანი ვართ და მაინც ვერ მოგვინელა ეშმაკმა! ვერა ხედავთ ჩვენს გამო ორი მხეცი რუსეთ-ამერიკა როგორა ბდღვინს ერთმანეთს, მაგრამ გადავრჩებით იმიტომ რომ ხუთი მართალი მიჩვენეთ და გადავარჩენ ქალაქსო რომ ბრძანებს ღმერთი, ნახეთ ამ დიდგორზე რამდენი მართალი ვართ და იქნებ გადარჩეს ქვეყნა წილხვდომილი დედისა ჩვენის ღვთისმშობლისა და რწმენაში მომუშაკებული წმინდისა თამარისა და ნინო მოციქულთასწორისა! ღმერთო შენ გვიშველე! თაყავნისცემა ჩემი – წმინდა მამა სერაფიმეს, მასაც გადაურჩინოს უფალმა ღვთისადმი შევედრებული რუსი ერი!

      • ნიკა Says:

        …ყველა ხედავდა, რომ ჩვეულებრივი ბერი კი არა სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი წმინდანი ტოვებდა მათ. საღამოს, მეზობლად მცხოვრებმა მამა პავლემ მამა სერაფიმეს სენაკიდან სააღდგომო გალობა გაიგონა: ”ქრისტეს აღდგომა ვიხილეთ…განათლდი, განათლდი ახალო იერუსალიმ” და სხვა გალობები. თუ როგორ გაატარა დარჩენილი ღამე, მამა სერაფიმეს აღსასრულიდან ჩანს – იგი ლოცულობდა.

        მეორე დღეს, 15 იანვარს (ახ. სტ.) მონასტერში ჩვეულებისამებრ დილაადრიან დაიწყო ღვთისმსახურება. დაახლოებით დილის 6 საათზე მამა პავლე ადრეულ ლიტურგიაზე წასასვლელად სენაკიდან გამოვიდა. უცებ ახლო-მახლო კვამლის სუნი იგრძნო. ლოცვით დააკაკუნა მამა სერაფიმეს კარზე, მაგრამ პასუხი არ იყო. კარები კაუჭით იყო გადაკეტილი. ჯერ კიდევ ბნელოდა, მამა პავლემ ეკლესიაში მიმავალ თანამოძმეებს მოუხმო. ერთ-ერთი, ანიკიტა, მამა სერაფიმეს სენაკთან მივარდა და კარები საგდულებიდან მოწყვიტა. შიგნით ბნელოდა. ბერი არ ჩანდა. სკამზე მამა სერაფიმეს ტილოს ნივთები და წიგნები იფერფლებოდა. მომსწრენი თოვლის მოსატანად გავარდნენ და ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს. სანთელი რომ დაანთეს, თავის ჩვეულებრივ თეთრ ბალახონ-კაბაში ჩაცმული მცირე ანალოღიის წინ ლოცვაში მუხლმოყრილი მამა სერაფიმე იხილეს. მის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ”უმილენიე” ხატი ესვენა. ანალოღიაზე ფსალმუნების წიგნი იდო, რის მიხედვითაც ჩანდა, რომ მამა სერაფიმე თავის კანონს ასრულებდა. ბერს ჯვარედინად ეწყო გულზე ხელები და პატიოსანი თავი ღვთისმშობლის ხატის წინაშე ჰქონდა დახრილი და ამ ლოცვაში მიიცვალა…

      • ნიკა Says:

        დივევოს_სავანეში, ღვთისმშობლის ხატი ”უმილენიე”, მ. სერაფიმეს ნივთები და უხრწნელი_ნაწილები

      • ნიკა Says:

        ღვთებრივი წინასწარმეტყველების თანახმად, ათონის წმ. მთას (მასზედ ეკუმენიზმის ერესის სრული გაბატონების შემდგომ), ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი დატოვებს ბერთა საუკუნოვან სავანეს და ჩამობრძანდება საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ივერიაში ეკუმენიზმი ტახტს ვერ დაიდგამს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა საქართველოში?…იქნებდა ამას უკავშირდება მ. სერაფიმეს წინასწარმეტყველებაც?

      • ნიკა Says:

        ეკუმენიზმი ათონის მთაზე უკვე გაბატონებულია, რადგან 20 მთავარი მონასტრიდან, 19 მონასტერი ემორჩილება პაპისტებზე სულმიყიდულ ახალმესტილე უნიატ-მასონ პატრიარქ ბართლომეოს პირველს (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო)! ერთადერთი მონასტერი ვერ დაიმორჩილეს, ეს არის ესთიგმენიის მონასტერი, რომელსაც გამოსასახლებლად პოლიციის ალყა უკვე რამოდენიმე წელია აქვს! ნახეთ როგორ ლოცულობენ მგელმტაცებელი ბართლომესგან თავის დასაცავად ესთიგმენიის ბერები, რომელთაც უფალს ეს აღთქმა დაუდეს:
        ”მართლმადიდებლობა ან სიკვდილი”!

      • ნიკა Says:

        რედაქტორს ვთხოვ, ”დიდგორის” თავფურცელზე სამების ხატის ქვეშ განათავსოს წარწერა: ”მართლმადიდებლობა ან სიკვდილი”!

      • ნიკა Says:

        უკომენტაროდ:

        ——————————-

        Преподобный Нил Мироточивый
        и его пророчества
        о последних судьбах нашего мира

        Преподобный предсказал, что грядут страшные времена, о которых Господь говорил: Но Сын Человеческий, придя, найдет ли веру на земле? (Лк. 18,8).

        Нил возвестил ищущим спасения на Святой Горе под Покровом Божией Матери, чтобы они не смущались, не ужасались, не теряли бы веры в этот Покров и не покидали бы Афона, пока Иверская икона Богоматери не покинет его; чтобы иноки пребывали в покаянии и надежде спасения, в безмолвии, смирении и послушании, стараясь хранить нерушимо то малое, что еще останется от прежней высокой монашеской жизни. Ибо за нечестие нечестивых Святая Гора погрузится в море, это будет тогда, когда Матерь Божия отымет Покров Свой от удела Своего. Благочестивые иноки должны поспешить покинуть Афон, как только уйдет чудотворная Иверская икона. Открывает святой с большими подробностями и о временах Антихриста: о всемирной анархии, которая будет предшествовать пришествию Антихриста, о том, когда надо ожидать сего, о степени развращенности последнего поколения, о том, как ожесточительно будет действовать на сердца человеческие принятие ими печати Антихриста, о проповеди Еноха и Илии…

      • ნიკა Says:

        იბერიის ხატი

      • ნიკა Says:

        ყურადღება მიაქციეთ, რას წინასწარმეტყველებს ათონის მთასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წმიდა მამა:” Ибо за нечестие нечестивых Святая Гора погрузится в море,” ე. ი. რაო? რატომ უნდა ჩაიძიროსო ათონის მთა ზღვაში?
        Ибо за нечестие нечестивых Святая Гора погрузится в море,

      • გიორგი Says:

        გმადლობთ, ძვირფასო რედაქტორო ”ლომისა”, პირიქით გმადლობთ თქვენ, რომ ასე ერთგულად ემსახურებით უფლის ჭეშმარიტი სარწმუნოების საქმეს ამ საყოველთაო განდგომილების მძიმე ჟამს. ნიკამ კარგად ჩამოაყალიბა ”იბერიის გაბრწყინების საკითხი”, და მეც მსურს ჩემი აზრი გამოვხატო ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი ერი გადარჩება და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით გაბრწყინდება, ვიმეორებ ერი და არა ერთეული ადამიანები, ამ რწმენის გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა. მაგრამ დღეს სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ რწმენის დაბნელებაშია ქართველი ერის უდიდესი ნაწილი, რადგან ეშმაკის დიდებაში არიან ქართველები და ჰგონიათ ღმერთს ადიდებენ. და ეს ეშმაკი არის: ერის სულიერი მესაჭე, საეკლესიო ერეტიკოსი ხელისუფლება, რომელიც არაფრად აგდებს ღვთის სარწმუნოების დოგმატებს და კანონებს და ერი ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს. მთელი ერის სულიერი გადარჩენის საქმე წარმოუდგენელია ეროვნული კანონიერი მთავრობის საქართველოში დაბრუნების გარეშე, რადგან მას ერთადერთს ხელეწიფება საეკლესიო კრების ჩატარება – ახალი რუის-ურბნისი. მთელი ერის გადარჩენის საქმე საეკლესიო კრების ჩატარების გარეშე მართლაც უტოპიაა, რადგან ფართო მასების მიყვანა ჭეშმარიტების სავანეში, ანუ უღირსი სამღვდელოებისგან მოკვეთილ და განწმენდილ ტაძარებში მხოლოდ საეკლესიო კრებას ხელეწიფება. ამიტომ, ჩვენი, საეკლესიო წრეების იმედი დევნილი კანონიერი მთავრობაა. ბატონი ბესარიონ გუგუშვილი კი ამ მთავრობის ხელმძღვანელი მოუსყიდავი და ღირსეული პიროვნებაა, რომელიც მუდამ მტკიცედ იდგა ქართული სახელმწიფოებრიობის ლეგიტიმურობის სადარაჯოზე. მისი მართალი სული, რომელიც გამოსჭვივის მისი დევნილობის ჟამის ჯვარცმული ღვაწლიდან, ღრმა პატივისცემით განგვმსჭვალავს, როგორც ჩვენ, ისე ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს.

        სიყვარულით ქრისტეში/ გ. წულაძე (”დიდგორის” რელიგიური გვერდის ხელმძღვანელი)

      • ნიკა Says:

        დიდებაი, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

      • stalker Says:

        ძვირფასებო, ჩემო დიდგორელებო, გილოცავთ ბარბარობას! იხარე ერო! მოკვდი მართლმადიდებელთა მტერო!

      • ნიკა Says:

        გმადლობთ, ძვირფასო ”სტალკერ”! ჩვენც გილოცავთ დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს, რომელიც ხორციელ მამას წინ აღუდგა ზეციური მამის სადიდებლად! დიდება, წმინდა ბარბარეს, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

      • davit Says:

        არა_ რა როგორ არ უნდა გამოვთქვა აქ ჩემი აზრი? დიდება ბარბარს! როგორ ბარბარეს არ უყვარდა თავისი მშობელი მამა? უყვარდა და თანაც ისე უყვარდა ვერავინ შევედრებით მშობელი მამის სიყვარულში ბარბარეს! მაგრამა რა მოხდა? ქრისტე ჩადგა მამა შვილის სიყვარულში და მოითხოვა არჩევანი. და ბარბარემ აირჩია უფალი, ხოლო მისმა მამამ კი ეშმაკი! და აი დაიწყო ბრძოლა დაუძინებელი! და მამამ ქრისტესთვის მოკლა ბარბარე, ვერ აპატია, რადგან ბარბარემ მის მაგივრად აირჩია ქრისტე! დებო და ძმებო, რა დიდებული ისტორიაა არა? ნეტა მეც ასე შემეძლოს, ნეტა მეც სულ მცირე მისხალით ვემსგავსებოდე ბარბარეს!

      • davit Says:

        დამიგვიანდა და წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დღეს გილოცავთ დიდგორელებო! დიდი მეფეს როგორც ეკადრება ისეთი საიტი გაქვთ მეომარი და დიდად მშვენიერი! წინ მიგიძღოდეთ დავითი და შემუსროს ჩვენი სამშობლოს უბოროტესი მტრები!

      • ლომისა Says:

        საქართველოს მოსახლეობას, მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ხალხს

        (ეს გვერდი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თავიანთი მოსაზრება გაუზიაროს ქართველ ხალხს)

        http://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/

        უპირველესად მინდა მოგილოცოთ ყოველ ქართველთა სათაყვანებელი მეფის წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე „დავითობა“. უფალმა ინებოს და ყველას შეგვასწროს დავითისეული საქართველოს ხილვა.
        ქართველებო, როგორც არასდროს ისე უჭირს დღეს ჩვენს მამულს, რომელიც მრავალჯერ მდგარა დილემის წინაშე, მაგრამ უფლის წყალობით მოვლენია ჩვენს ერს მხსნელი და სარანგი.
        ღმერთო, შენ დაიფარე ქრისტესთვის წამებული, მასებრ გოლგოთაზე მავალი საქართველო და ერი მისი!
        სამშობლო წართმეული, მაგრამ მაინც მასზედ მლოცველი ერთი უბრალო ქართველი

        ალექსანდრე სანდუხაძე

        ვენა

      • ლომისა Says:

        დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ყველას გილოცავთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. განსაკუთრებით მსურს მივულოცო ეს დღესასწაული კანონიერი ხელისუფლების თავმჯდომარეს დევნილობაში ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილს და კანონიერების აღდგენის მომხრეებს.

        დიახ, ჩვენი მრავალტანჯული ერი მრავალჯერ მდგარა საშინელი განსაცდელის წინაშე, მაგრამ უფლის წყალობით თავი დაუღწევია ამ განსაცდელისთვის. ქართველი ერი ამას მხოლოდ გაერთიანებით აღწევდა.

        სამწუხაროდ, 1991-1992 წ.წ. მიჯნაზე განხორციელებულმა პუტჩმა, საქართველოდან ცეცხლითა და მახვილით განდევნა ის კანონიერი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ერის გაერთიანების ერთადერთი საყრდენი იყო!. დიახ, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის გარეშე ვერ მოხდება ერის განმთლიანება.საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო ნიჰილისტური ხდება კანონიერების აღდგენის მიმართ, რომლის მიზეზიც ჩვენს მცირედმორწმუნეობაში უნდა ვეძებოთ.

        ხელისუფლება იმთავითვე არის ღმერთისგან, მაგრამ როცა რომელიმე ხელისუფლება განუდგება ღმერთს და ღმერთის წინააღმდეგაც აღდგება, მაშინ იგი ძალადობად იქცევა და უკვე ღმერთისგან კი არა, ეშმაკისგან არის. ასე რომ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით საიდუმლო ხელისუფლებისა და საიდუმლო ძალადობისა. ხელისუფლება კურთხეულია ღვთისაგან, ეკლესიის წინააღმდეგ ძალადობა კი შეჩვენებულია ღმერთის მიერ! ყოველივე რაც ღმრთისაგანაა – სიკეთეა, ხოლო თუკი ამ სიკეთეს ბოროტად იყენებენ, აი, ეს არის ეშმაკი, ყველა სამყაროთა და მათ შორის ადამიანური სამყაროს ბოროტეშმაკეულება. ხელისუფლება ღმერთისგანაა, და სანამ იგი ღმერთში, ღმერთის მორჩილებაში და ღმერთთან ჰგიებს, იგი კურთხეულია, ხოლო თუკი რომელიმე ხელისუფლება მიატოვებს ღმერთს, იგი ძალადობად იქცევა და ამით ღმერთის მოწინააღმდეგის – ეშმაკის ხელისუფლებას უქვემდებარებს თავს.

        ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დავსძენთ, რომ იდეა, რომლის გარშემოც შესაძლოა მოხდეს გაერთიანება, ეს არის კანონიერი ანუ ღმრთივკურთხეული ხელისუფლების აღდგენის იდეა. ამ იდეას კი გთავაზობთ დევნილობაში მყოფი ლეგიტიმური მთავარობა მისი თავმჯდომარის ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის მეთაურობით. სხვა ნებისმიერი გზა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას, უფსკრულისაკენ მიგვაქანებს.

        ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ერმა სამუდამუდ წერტილი უნდა დაუსვას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას,წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მუდამ იქნება ნაირ-ნაირი უკანონო ხელისუფლებების სერია და მისი ზიზღით აღვსილი ოპოზიცია. ეს იქნება მომავალი შესაძლო სამხედრო გადატრიალების და ახალი საშინელი სისხლისღვრის მიზეზიც.

        თანამედროვე ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა იყოს იმ მოძრაობის გამგრძელებელი, რომელსაც საქართველოს საამაყო შვილები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ სათავაში. ეროვნული მოძრაობა ვერ დაფუძნდება მხოლოდ რომელიმე დიქტატორისადმი სამართლიანად გამოწვეულ ზიზღზე. იგი შეიძლება დაფუძნდეს კანონიერების აღდგენისადმი დაწყებული საქმის სიყვარულზე, რომელიც სამყაროს შემქმნელი ღმერთის სიყვარულიდან უნდა იღებდეს სათავეს.

        დევნილი ლეგიტიმური მთავრობის სახელით,

        იოსებ ღუდუშაური

        ჰელსინკი

        p.s.

        ჩვენს საყვარელ, გამოჩენილ და ერისთვის კარგად ცნობილ მამულიშვილებს თუ აქვთ ერის გაერთიანების სხვა ალტერნატიული იდეა შეუძლიათ გააცნონ ამ საიტის მკითხველს.

        http://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/

      • ლადო Says:

        უცნაურია და რატომ ეწოდა “თამარს” – მეფეთა–მეფე?

      • ლადო Says:

        მიაქციეთ ყურადღება, არა მხოლოდ მეფეთ–მეფე ეწოდა თამარს, არამედ:

        “მეფეთ–მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა , რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოველთა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა,მესიის მოვლენილი…”

      • ლომისა Says:

        დიდი მადლობა მოლოცვისათვი stalker. ყველას გილოცავთ ბარბარობას!

        ———————–

        წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
        ხსენება 4(17) დეკემბერი

        წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, – ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
        წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.
        მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს.

      • ლომისა Says:

        ბ-ნო გიორგი, დიდი ხანია მსურდა პირადად მადლობა გადამეხადა იმ ღვაწლისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ერის გადასარჩენად. თქვენი თანადგომა დევნილი კანონიერი ხელისუფლებისადმი ფრიად მნიშვნელოვანია, და საგანგებოდ ვაფასებთ მას. დიდი მადლობა როგორც მთავრობის თავმჯდომარისაგან, აგრეთვე დევნილი ხელისუფლების პრეზიდიუმის სხვა წევრებისგანაც.

        ერთი შესანიშნავი ქართველი მანდილოსანი, ქ-ნი დენისა სუმბაძე წერდა, რომ ”ნებისმიერი ერის ეროვნული კონსტიტუცია შეუძლებელია შეიქმნას მისი მორალური კონსტიტუციის გარეშე, ხოლო მისი მორალური კონსტიტუცია, არ არსებობს მისი რელიგიური კონსტიტუციის გარეშე” -ო, და მართლაც რელიგიური კონსტიტიცია, რომელიც ქართველი ერისთვის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობაა, ერთადერთი საყდენია კანონიერების აღდგენის საშვილიშვილო საქმეში.

      • ნიკა Says:

        ”ბოლო ჟამს იბერია გაბრწყინდება, და უფლის ტრაპეზზე ღვინო იბერიიდან მოვა” (წმ. სერაფიმე საროველი)

      • ნიკა Says:

        წმინდა სერაფიმე საროველი, მუხლმოდრეკილი ღვთისმშობლის ხატის წინაშე მლოცველი აღესრულა! იქნებდა დედამ ღვთისამ ამ დიდ რჩეულ წმინდა მამას ღვთისას, მართლაც აუწყა თავისი წილხვდომილი ერის გაბრწყინება? ჭეშმარიტად_აუწყა!

  2. kevana Says:

    პჩელინაზე და მის სულელურ დასკვნებზე, ლოლაშვილს აქვს ნაშრომი (“დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოების შესახებ”–ო, მგონი ასე ქვია), რათ იწვალე, იქიდან ამოგეღო არგუმენტები, სხვათაშორის კარგად უსაბუთებს…

    დანარჩენს მე არაფერს ვიტყვი : |

  3. დაიჯესტი #1 « კიბერლიბერალი Says:

    […] კვირას “დიდგორიც” აბობოქრდა. მიზეზი – პრეზიდენტის გაუთავებელი […]

  4. a.sanduxaZe Says:

    პჩელინაზე და მის სულელურ დასკვნებზე, ლოლაშვილს აქვს ნაშრომი (“დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოების შესახებ”–ო, მგონი ასე ქვია), რათ იწვალე, იქიდან ამოგეღო არგუმენტები, სხვათაშორის კარგად უსაბუთებს…

    დანარჩენს მე არაფერს ვიტყვი : |

    qevanas!

    batono Cemo Tqvens mier moxseniebul naSromze xeli ar mimiwvdeba samwuxarod.
    xolo rac Seexeba pCelinas sulelur azrebs, me ar miwvalia, ubralod moviyvane nimuSad erTi gansxvavebuli mosazreba, esaa da es…

    mere meore, me pretenzias istorikosobaze ar vapireb, iqneb amitomac ar aris tqvwnTvis mosawoni Cemi werili, ra vuyoT, asec xdeba, Cven xom yvelas sakuTari xedva da done gvaqvs.
    magram sawirboroto da saavalaloa, rodesac aset mtkivneul Temebze kalmis xelSi areba araprofesionalebs uxdeba, xolo visac es xelewifeba is danasaulebrivad sdums da am dumilit aWarbebs miSasnairi uwmindurebis veragobas.
    CemTvis mainc gaurkvevelidarCa Tqveni orazrovani: “danarCens me arafers vityvi”
    dagrCebiT didad madlieri da davalebuli Tu gvetyvit ras gulisxmobT im danarCenSi, romelsac Tqven ar ambobT,
    da kidev ufro madlieri viqnebit Tu mogvawvdit Tqvens mier xsenebul naSroms.
    keTili survilebiT a. sanduxaZe

    • ნიკა Says:

      АМЕРИКАНСКИЕ ЛИЦЕДЕИ СОБИРАЮТСЯ СВОИМ КОЩУНСТВОМ ОСКВЕРНИТЬ ПАМЯТЬ СВЯТОЙ ЦАРИЦЫ ТАМАРЫ

      По информации Седмица.Ru, в Голливуде снимут фильм о святой царице Тамаре. Одну из главных ролей сыграет Бред Питт. На съёмки фильма выделено несколько десятков миллионов долларов. Кандидатура актрисы на роль царицы Тамары пока не определена. По информации источника, американские продюсеры заинтересовались теми связями, которые существовали в эпоху правления царицы Тамары между грузинским государством и мусульманским миром.
      Однако, судя по всему, американские продюсеры ознакомились с каким-то апокрифическим житием святой Тамары. Ибо все ее связи с мусульманским миром заключались в том, что она постоянно и успешно с ним воевала. Однажды персидский шах прислал царице Тамаре послов с требованием обратить Грузию в ислам. Святая Тамара с негодованием отвергла наглое предложение шаха. Раздосадованный царь двинулся со своим войском на Иверию. Святая Царица со своим христолюбивым воинством наголову разбила персов, взяла гордого шаха в плен и потом продала его персам за старую подкову от мула. Впоследствии она не раз еще предпринимала военные походы против неспокойных и заносчивых соседей и ни разу не потерпела поражения в войнах. Таковы были связи святой царицы Тамары с мусульманским миром.
      Весьма сомнительно, что голливудским продюсерам удастся создать объективный образ святой царицы. Можно быть почти уверенным, что это будет очередное кощунство развратных западных еретиков и лицедеев над памятью великой правительницы православной Грузии.
      Напомним, что святая Тамара родилась в 1165 г. в семье грузинского царя Георгия III и осетинской царевны Бурдухан. Ее воспитала благочестивая тетка Русудан. Святая Тамара отличалась неженским мужеством, замечательной красотой и выдающимся благочестием. Ею было основано множество храмов и монастырей. При ней Грузия достигла предела своего могущества и процветания. Время ее правления – золотой век православной Грузии. Место погребения святой царицы Тамары неизвестно.

      Тамара Мухина

      • ნიკა Says:

        ესღა გვაკლდა!

      • davit Says:

        კაცო რას გადაგვეკიდნენ ეს სულიერი ჯალალედინები! ჯერ ხომ ოსმალომ ხორცით გაგვწყვიტა ახლა ეს ამერიკა სულის მოოხრებას ეწევა! რუსეთიო, რა რუსეთი რის რუსეთი ჰკათ მაგ ოსმალო-გოლივუდს!

      • davit Says:

        ვინმე ლეზბოსელს ათამაშებენ თამარ მეფის როლს და ამით საიდუმლო სატანიზმს განახორციელებენ!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: